შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მია -2-


19-10-2018, 21:42
ავტორი ამილია
ნანახია 1 235

ლიზი სახეალეწილი გამოვიდა სააბაზანოდან ტესტით ხელში,ცოტა ხანი იდგა და გაოცებული ტესტს უყურებდა შემდეგ აქვითინდა და იქვე ჩაიმუხლა.ტიროდა და მოთქვამდა "ბავშვს რანაირად მოვუვლი,ჩემებიც არ მიიღებენ"-ო,ჩვენ კი როგორც შეგვეძლო ვაწყნარებდი.ვინც არ უნდა ყოფილიყო ბავშვის მამა მინდოდა რომ,მაგრად მეცემა.ლიზი როგორღაც დავაწყნარეთ და დივანზე ჩამოვსვით,ცოტა ხანი ჩუმად იყო შემდეგ ალაპარაკდა
-დათო...
-რა დათო
-დათო იყო ლომთაძე
-რააა?? ის დათოო??
-ჰოო,პაემანზე დამპატიჟა.მე როგორც მეგობარი ისე წავედი ცოტა დავლიეთ,მერე შევთვერით და მხოლოდ ისმახსოვს ვიღაცის სახლში რო შევედით.დილით საწოლზე წითელი ლაქა ვნახე და მივხვდი რაც მოხდა
-მერე,რამე არ უთხარი დათოს?
-რას ვეტყოდი,არაფერს
-არაა, ჯერაც ვერ ვიჯერებ
კიდე დიდხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი მაგრამ,დამიჯერეთ არ მოგინდებათ ჩვრნი ჩხუბის მოსმენა (წაკითხვა)ასე რომ,პირდაპირ გადავალ იმ მომენტზე რომელმაც პირდაპირ დაგვშოკა.კარებში მდგარი სესილი რომ დავინახეთ ვისღა ახსოვდა შენი ორსული ლიზი...ჩვენი სესილი რომელიც უკვე 2 წელი არ გვენახა,ახლა კარებში დგას და გაოცებული გვიყურებს
-სესოო?!
-სუუუუუურრრრრფფფფრააააიიიიზ
-სესოოოო
ყველამ ერთად ვიყვურეთ და არც კი მახსოვს ჩვენი გაოცებული და გახარებული სახეებიი,იმდენი ხანი ვიდექით ყველა ჩახუტებულები მგონი ყველა ჩახუტება ავინაზღაურეთ.სესილი დავსვით,გამოცვლაც კი არ ვაცადეთ,პირდაპირ ამბების მოყოლაზს გადავედით,გვიყვებოდა როგორი იყო ინგლისში ცხოვრება,იქაური ხალხი,საზოგადოება,უნივერსიტეტი...ჩვენ კი პირდაღებულები ვუსმენდით მათ.
-ჰოდა მოკლეთ ერთი ბიჭი გავიცანი...
-ვიინ??
-ქართველია,კახი ავალიანი...
მოკლეთ აქო და ადიდა კახი.ყველაფერი მოგვიყვა რაც მასთან ერთად გადახდენია თავს.უნივერსიტეტში ეხმარებოდა თურმე და ძირითადი პროექტების გაკეთებაც ერთად უწევდათ...
-სესო...
-ორსულად ვარ!
ჯერ ლიზის სახე უნდა გენახათ და მერე სესილის.ღიმილი სახეზე შეაშრა და ახლა გაიცება ეხატა სახეზე
-რაა?? ვისგაან? მამა ვინაა?
-ჰოო,დათო ლომთაძეა მამა.
-არ გადამრიოო...
ლიზიმ აუხსნა ყველაფერი დეტალურად,ჩვენთვისაც არ აუხსნია ისე დეტალურად როგორც ახლა სესოს უყვებოდა და ჩვენც ჩუმად ვუსმენდით მე კი ნელ-ნელა გათხოვების და საერთოდ პირველი ღამის სურვილი მეკარგებოდა
-ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი...ალბათ აბორტს გავიკეთებ
-რაა?? ლიზი არც გაბედო,არც გაიფიქრო რომ,ამის უფლებას მოგცემთ.
თავი ჩაღუნა დასჯილი ბავშვივით.მესმის ლიზისი ახლა ცუდი პერიოდი აქვს მაგრამ,ძლიერი უნდა იყოს.მარტო ტირილით ვერაფერს გახდება.უბრალოდ არ მესმის იმ ხალხის ვინც საკუთარ თავზე დარდობს რომ, საზოგადოება ზურგს შეაქცევს და ოჯახი გარიყავს,როგორ შეუძლიათ ასე ლაპარაკი როცა მუცელში საკუთარი შვილი ჰყავთ,როგორ შეიძლება ისე საუბარი თითქოს ბავშვი არავინაა ის ხომ ანგელოზია.არ მესმის მათი...
ლიზის ბევრი ვესაუბრეთ და საბოლოოდ ეკლესიაში წასვლა და მამაოსთვის დალაპარაკება გადაწყვიტა.ჩვენ კი გაგვიხარდა და ცოტა დავწყნარდით.შეღამებულიყო და სახლში წასვლა გადავწყვიტე.სესოც ჩემთან იყო სანამ ინგლისში წავიდოდა მანამდე კი ხან მარტო ვიყავი ხან გოგოები რჩებოდნენ ჩემთან ხან კი ჩემი და რჩებოდა ჩემთან.სესილიმ ლიზისთან დარჩენა გადაწყვიტა ამ ღამეს და მეც არ დავუშალე ,უფრო მშვიდად ვიქნებოდი ლიზისთან ვინმე რო ყოფილიყო.

წყნარად მივუყვებოდი უბანს და ვაკვირდებოდი ადამიანებს სტადიონზე მოთამაშე პატარა ბიჭებს,მობირჟავე გიგას და მათ სასტავს,მოხუც კაცებს რომლებიც ნარდს თამაშობდნენ და თან პოლიტიკაზე ლაპარაკობდნენ,ჩვენ მზიას და ნადიას რომლებიც ერთმანეთს ნამცხვრის რეცეპტებს ეუბნებოდნენ.
ლიფტი გამოვიძახე,ცოტა ხანი ველოდე მაგრამ აშკარად გაიჭედა მე კი ფეხით მომიწია ასვლა. 6 სართულამდე ფეხით ავედი,სახლში შევედი და ცოტა ხანი კარებთან ვდგავარ. ვაკვირდები ამ მომაბეზრებელ სუნს,ოთახებს ლარნაკს რომელიც შემოსასვლელში დგას.
-გამარჯობა,ჩემო მოსაწყენო სახლო,ჩემო მოსაწყენო ცხოვრებავ
ჩემი გაჩუჩები ჩავიცვი და მისაღებში შევედი,დივანზე დავჯექი და დღევანდელ დღეზე დავიწყე ფიქრი,სესილიზე,ლიზიზე და გიგაზე.-კარებზე კაკუნი- ვინ უნდა იყოს,გავიფიქრე ჩემთვის.კარებამდე მივლასლასდი გამოვაღე და კარებში მდგარი გიგა რომ დავინახე კინაღამ იქვე გავიშხლართე.
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს,რა ხდება?
და აიიი თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რას ვგრძნობდი იმ მომენტში.ყველა გრძნობა ერთად გიზგიზებდა ჩემში,ღმერთო მისი თვალებიი... ახლა დარწმუნებული ვარ დებილივით ვიღიმი და ასეცაა.გიგა გაკვირვებული მიყურებს და პარალელურად ისიც იღიმის
-იცით,მგონი თქვენგან წყალი ჩამოდის
-მართლაა??
-დიახ
-საიდამ ჩამოდის
-ეღიმება-
-მგონი საპირფარეშოდან
-უი, მობრძანდით ნახეთ თუ გინდათ
შემოდის მორიდებულად და წინ მიმიძღვის.ჩემი სახე რომ გენახათ ალბათ გაიგუდებოდით.საპირფარეშოში რაღაც მილებს ამოწმებდა
-გასაგებია,ერთ მილს გასდის წყალი
-გაკეთდება?
-კიი,გაკეთდება
-ისევ იღიმის- ღმერთო რატო იღიმიის...
-შემთხვევით "კლუჩები" ხომ არ გაქვს?
"კლუჩებზე" მეღიმება
-კიი,"კლუჩები" მაქვს
"კლუჩებს"გამოთქმით ვამბობ და საპირფარეშოდან გავდივარ მოსატანად,მალევე ვბრუნდები და ერთ-ერთს იღებს დანარჩენს კი მე მაკავებს ხელში.მილების შემოწმება დაიეწყო და პარალელურად მილსაც რაღაცას უმაგრებს,მე კი ვუყურებ და ვაკვირდები მის თითოეულ მოძრაობას და ჰოპ ერთ-ერთი "კლუჩი" ხელიდან მივარდება და გიგას თავში ეცემა...



№1  offline წევრი fluctus Oceani

ეჰ ლიზი რანაირად არ იცის ვინ არის მამა ბავშვის და აბორტიც რომ უნდა სადაა ეგრე არ დაწოლიყო და ბავშვიც არ იქნებოდა ,ლიზიზე გაბრაზებული ვარ ისტორია კი ძალიან მომწონს და ახალ თავს ველიიი

 


№2  offline წევრი ამილია

I love you baby
ეჰ ლიზი რანაირად არ იცის ვინ არის მამა ბავშვის და აბორტიც რომ უნდა სადაა ეგრე არ დაწოლიყო და ბავშვიც არ იქნებოდა ,ლიზიზე გაბრაზებული ვარ ისტორია კი ძალიან მომწონს და ახალ თავს ველიიი

Ahahaa:ddd madlobaa<<

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent