ერთადერთი იმედი
მთელი ღამე ვერცერთმა ვერ დაიძინა. ორივეს თვალები მოეხუჭა და ერთმანეთზე ფიქრობდნენ. თამო ნანობდა , ნანობდა რომ ასე დაელაპარაკა, სინამდვილეში ძალიან მოსწონდა ყველაფერი რაც ხდებოდა, უბრალოდ მეორე მხრივ სიშს გრძნობდა, ფიქრობდა რომ რაღაცეები ეჩვენებოდა, იქნებ ლევანი უბრალოდ ზრუნავდა, ზრუნავდა იმიტომ რომ მისი თავგადასავალი იცოდა და ეცდებოდა, თუმცა სულაც არ ყურებდა ისე როგორც გოგოს. ეჭვი ღრღნიდა. ვერ იტანდა აქამდე როცა გოგონები ბიწის ნებისმიერ თავაზიანობას სხვაგვარად აღიქვამდნენ, გულწრფელად სჯეროდა რომ გოგო და ბიჭი საუკეთესო მეგობრები შეიძლება იყვნენ, უბრალოდ ხვდებოდა რომ თავად უჩნდებოდა ლევანის მიმართ სხვა გრძნობები და ემოციები რაც მეგობრობის ფარგლებს ცდებოდა, სხვაგვარად მოსწონდა ეს სიახლოვე, სხვაგვარად იბნეოდა, ეშინოდა საკუთარ თავსაც კი გამოსტყრობოდა ამის შესახებ, ეშინოდა რომ ლევანისთვის მხოლოდ მართლა კარგი მეგობარი იქნებოდა, რომელიც აღიარებდა რომ თააკო მართაც ჭკვიანი და ძლიერი იყო. ლევანი კი მეორემხრივ ნანობდა ასეთ სიახლოვეს, მგონი ვიჩქარეო მთელი ღამე ამას ეძახდა საკუთარი მე, ფიქრობდა რომ ყველაფერი გააფუჭა, ისიც კი არ იცოდა ოდესმე თუ ექნებოდა შანსი თაკოსთან , თაკოში იმ გოგოს ხედავდა რომელიც არასდროს ენახა, და საოცრად იზიდავდა მისი დისტანციურობა, სიძლიერე, რამდენი რამის გადატანა შეძლო 24 წლის გოგომ , უეცრად გაახილა თვალები, ტელეფონი აიღო და თაკოს ფეისბუქ გვერდი მოძებნა რომეზეც აქამდე არასდროს შესულა, საოცრად განსხვავდებოდა გოგოს პროფილი ერთი წლის წინ და ერთი წლის გამავლობასი, აქტიური, მუდამ მომღიმარი გოგონა რომელიც მუდმივად მოგზაურობდა, ერთობოდა და მტელს დროს გოგონებთან ერთად ატარებდა, ბოლო ერთი წლის განმავლობასი კი მხოლოდ ერთი ფოტო ედო, მისკასთან ერთად , და მასაც ასობით გამოხმაურება ჰქონდა, ყველა ულოცავდა რომ დაბრუნდა, ყველა ხაზს უსვამდა მის სიძლიერეს, ყველა ახსენებდა რომ საოცრად ენატრებოდათ მასთან ერთად გატარებული ძველი დრო, ლევანი დასევდიანდა, ტაკოს გახედა, ფოტოებს თვალი გადაავლო და ეცადა გაეხსენებინდა , როდის ენახა ისეთი მომღიმარი როგორიც ფოტოებში ჩანდა, და ასეთი ღიმილი მხოლოდ მიშკასთან თამაშის დროს ეფინებოდა სახეზე. ლევანი ჯერ კიდევ ფიქრებსი გართულიყო როდესაც გოგოს ტელეფონი აწკიალდა, თაკომ მოულოდნელად წამოწია თავი და ტელეფონს დახედა, მისი სასტუმროს ადმინისტრატორი იყო თელავიდან, თაკოს საუკეთესო მეგობარი, ტელეფონი აიღო - ანი მშვიდობაა? ასეთ დროს რომ მირეკავ - თაკო დამსვიდდი, შეგიძლია ლევანი დამალაპარაკო? - არაა , ლევანს სძინავს, მითხარი რა ხდება, ლევანმა მოულოდნელად თავი წამოწია , - ვინ არის? მშვიდობაა თაკო? - კი მსვიდობაა, ბოდისი რომ გაგაღვიძე- მოუბოდისა გოგომ ლევანს და ოთახიდან გავიდა - ანი მითხარი რა ხდება- ეკიტხებოდა აღელვებული, ლევანიც უკან გაყვა - სასტუმროში ცეცხილი გაჩნდა, ჩააქრეს, მაგრამ სასტუმროს ერთი მხარე მთლიანად დაიწვა. - კარგი, დამშვიდდი, გამოვდივარ, მაქსიმუმ ორ საათში მანდ ვარ. გოგომ აღელვებულმა გათისა ტელეფონი ოტახსი გაბრუნდა ლევანი ეკიტხებოდა რა ხდებაო, - თელავში სასტუმრო მაქვს , ხანძარი გაჩენილა, ცალი მხარე დამწვარია, უნდა წავიდე, გთხოვ ბავშვთან დარჩი კარგი? - ამ შუაღამისას მარტო უნდა წახვიდე? უცემოდ არსად წახვალ - ლევან ბავსვტან დარჩი გთხოვ, დილით არცერთი თუ არ დავხვდებით შეეშინდება.- ლევანმა ყურიც არ დაუგდო, გიორგისთან გადარეკა, - გიორგი შენი დახმარება მჭირდება, გტხოვ 15 წუთში ჩემთან იყავი, რომ მოხვალ აგიხსნი, გელოდები- ტელეფონი გათისა და გოგოს მიუბრუნდა რომელიც ლევანს გაოცებული მისჩერებოდა, აბაზანის კართან გასესებულიყო და ხელში ტანსაცმელი ეჭირა გამოსაცვლელად - ლევან ბავშვს არცერთი თუ არ დავხვდებით სეესინდება - ბავშვს გიორგი მიხედავს, კარადასთან მიბრუნდა ლევანი და პერანგი ჩამოხსნა - ლევან ეს ჩემი პრობლემაა, შენ არ გეხება, დაყოველ ჯერზე როცა რამე შემემთხვევა სენ არ უნდა მომყვებოდე, უკვე ერთი წელია ყველაფერს დამოუკიდებლად ვაგვარებ და არც ამჯერად გამიჭირდება. - ძალიან კარგი, საკმაოდ დიდი დრო გქონდა რომ ყველასთვის დაგემტკიცებინა როგორი ძლიერი ხარ, ყველამ დაინახა და ყველას სჯერა შენი, ახლა აღარ გჭირდება გმირობანას თამაში, და შეეჩვიე რომ ყველა ვინც დროებით თუ სამუდამოდ ჩემს გვერდითაა, პრობლემებსაც ჩემთან ერთად აგვარებს, ეს ერთი წელი შენი ჩემი არ ნდა არსებბდეს, დაივიწყე - სწრაფად ჩამოუყალიბა და ოთახიდან გავიდა ლევანი- თაკ ცოტა არ იყოს გაბრაზდაასეთ თავნებობაზე, გასახდელ ოტახსი შევიდა და გამოიცვალა, მისარებში როცა გვაიდა გიორგი მოსული დახვდა - ბოდიში რომ ასეთ დროს გაგაღვიძეთ ,ვეცდებით სწრაფად დავბრუნდეთ, მე თუ ვერა ლევანი მაინც. - კარგი რას ამბობ, მიდი აბა თქვენ იცით, ნუ ინერვიულებ. ლევანი შენს გვერდითააა. გიორგიმ პირველად შეატყო ლევანს ასეთი ღელვება, საკუთარ საქმეზეც კი არ ღელავდა ხოლმე ასე. ლევანი ცალკე გაიყვანა - დამშვიდდი რა იყო, მოაგვარებთ რა - ძაან ნერვიულობს და არ იმჩნევს, არ მინდა რომ ცუდად იყოს გესმის - თუ ნახავს რომ სენ ასე ნერვიულობ არაფერი გამოვა, დამსვიდდი და დაამსვიდე თელავში ცავიდნენ, პოლიციას გაესაუბრნენ, ხანძარის მიზეზები ექსპერტემა გამოიკვლიეს, ლევანი მაშინვე არქიტექტორებს და დიზაინრებს დაუკავშირდა, დამწვარი ნაწილის აღდგენა სთხოვა და თანხა გადარიცხა, ისე რომ თაკო ჯერ აზრზე ვერ მოსულიყო, გოგო ბანკებში რეკავდა რომ სესხი აეღო დანგრეული და დამწვარი ნაწილის აღსადგენად. ერთ ერთი ბანკის მმართველი ლევანისმეგობარი აღმოჩნდა და მაშნვე ლევანს აცნობს. ბიჭი იძულებული გახდა გოგოს დალაპარაკებოდა - თაკო სიურპრიზი მინდოდა გამმსვლოდა, მაგრამ გავიგე სესხის აღება გინდა, ამიტომ იძულებული ვარ გითხრა, არქიტექორი უკვე მუსაობს სასტუმროს ღდგენაზე, თანხაც გადარიცხულია, ჩემგან პატარა საჩუქარია იმისთვის რომ მიშკას ასე უდგახარ გვერდით - ლევან მეღადაები? დამცინი ? ასეთ გადაწყვეტილებებს უჩემოდ როგორ იღებ, იქნებ გაყიდვას ვაპირებდი 300 000 დოლარი პატარა საჩუქარია ? და მართლა გგონია მადლობას გეტყვი , გადაგეხვევი და საჩუქარს ავიღებ, მადლობა რომ მიშკას თემაში დამეხმარე, მაგრამ უფლება არ გაქვს ჩემს პირად საქმეებსი ჩაერიო, არ დაგავიწყდეს რომ ფიქტიური ქორწინებაა, 300 000 დოლარს ასე ერთმანეთს არავინ ჩუქნის გესმის- თამუნას ლაპარაკში მკაცრი გაბრაზებული ტონი იგრძნობოდა - ახლავე გადაურეკე არქიტექტორს და თანხა დააბრუნებინე თუ შესაძლებელია - გიორგის თანდასწრებით მკაცრი ტონით მოსთხოვა თაკომ ბიჭს, მათ საუბარში გიორგი ჩაერთო - თანხა გადარიცხულია და არავინ დააბრუნებს, ამიტომ მოდი აიღე და ჩავთვალოთ მიშკას გაუკეთა ლევანმა ეს საჩუქარი - მიშკას რაც უნდა ის აჩუქოს, მაგრამ ეს ცემი მსობლების ქონებაა გესმით, არავის არასდროს არაფერი უჩუქებია მათთვის, მათი შრომითაა ყველაფერი მირწეული, და ახლა არც მე ვაპირებ ვიღაცის სამოწყალიდ გაღებული დახმარება მივიღო. მოკლედ კონტრაქტს გავაფორმებთ როგორც ბანკიდან ავიღებდი სესხს, და ყველაფერს ბოლო თეთრამდე დაგიბრუნებ, ერთადერთი ამ შემთხვევაში მივირებ ამ დახმარებას შენგან - კარგი ეგრე მოვიქცეთ, იმედგაცრუებულმა უპასუხა ლევანმა, არ ეგონა გოგო თუ ასე გაბრაზდებოდა ამ ქცევაზე. ორი თვე გავიდა სასტუმრო კვლავ ამუშავდა, ზველეური იერსახე დაუბრუნდა, თამუნა დღედაღამე მუშაობდ ათავის კომპანიასი თელავსიც დადიოდა , და მირებულ მტელს შემოსავალს ყოველთვიურად ლევანის ანგარიშზე რიცხავდა, ყოველ სეტყოინებაზე, როცა ლევანთან თაკოს გამორიცხული თანხა ირიცხებოდა, ბიჭი ძალიან ბრაზობდა, ბრაზობდა რომ არ შეეძლო რამე გაეკეთებინა გოგოსთვის, მცირედ საჩუქრებსაც კი არ ირებდა ბიჭისგან ისეთს როგორიც სუნამოა ან ყვავილები, როცა ყვავილები სახლსი მიჰქონდა ამბობდა რომ მოსწონდა როცა ოთახში ყვავილების სუნი იგძნობოდა, თაკომ რა თქმქა უნდა იცოდა რომ ყვავილები მას ეკუთვნოდა, ასე შეპარვით ჩუქნიდა ლამაზ ვარდებს ყოველდღიურად და სოკოლადებს , რომელსაც მიშკა დაეძგერებოდა ხოლმე. ლევანი თანდათან უფრო და უფრო განიცდდა რომ დრო გადიოდა გოგოსთან ურთიერთობა კი ვერ დაელაგებინა. ყველა ატყობდა ირგვლივ რომ რაღაც აწუხებდა , გიორგი განსაკუტრებიტ ხვდებოდა რადგან სიმართლე იცოდა. - ლევან დღეს დასალევად რომ გავიდეთ რას იტყვი, თან ვილაპარაკებდით ? დიდი ხანია არსად ვყოფილვართ. - აუ კაკრას მინდოდა ვინმესთან დალაპარაკება, თუ არ დააგელაპარაკე გავგიჟდდები მოსაღამოვდა, ლევანი გიორგი და ლასა რომლებმაც სიმართლე იცოდნენ, დასალევად გავიდნენ - რა გჭირს აბა მოყევი - შემიყვარდა, შეიძლება სევეჩვიე, სამ თვეში საბლოო სასამართლოა, წელიწადი და სამი თვე გავიდა უკვე, და ვერაფერი მოვახერხე, ახლოს არ მიკარებს, საჩუქარსაც კი არ იღებს, ტელავის სასტუმროს სემდეგ ძაან გაბრაზდა , ვერ წარმოიდგენთ როგორი შეცვლიია, სულ მუშაობს, ფული რაც კი მოგება დარჩა ყველაფერი გადმორიცხა, თიტქმის დმაიბრუნა ვალი, არ ვიცი რა მოვუხერხო - ლაშას ჩაეცინა- ეგეთი რომ არის ზუსტად ეგ მოგწონს, 90 პროცენტიი აქამდე მილიონჯერ ჩაგიგორდებოდა ლოგინში, და კარგადაც გამოგწველიდა, რამდენი ინატრებდა მის ადგილას ყოფნას სიმართლე რომ იცოდეს ,დამიჯერე თავიდანვე რომ ეგეთი არ ყოფილიყო ამ დახმარებასაც არ შესთავაზებდი და არ გარისკავდი, უბრალოდ მისიც უნდა გესმოდეს რა , ბევრი აქვს გადატანილი, სხვანაირად მიუდექი - იცი რაა- ჩაერთო გიორგი- თვითონაც შეგეჩვეოდა, არც მაგისთვის იქნება მარტივი რომ ასე სამ თვესი ადგეს გადავიდეს მარტო საცხოვრებლად, გგონია მას არ გაუწირდება სენს გარეშე? რამდენჯერ დაუდექი გვერდით- ზოგჯერ ერთად რომ ვართ ხოლმე, სიმართლე რომ არ ვიცოდე და მიტხრას ვინმე ესენი თამაშობენო ვერ დავიჯერებ, თვითონაც ისე გექცევა - ხო პროსტა ჯიუტი გოგოა რა- ჩაერთო კვლავ ლასა- მისმინე , ვაბშე არ გინდა დაელაპარაკო და უტხრა რომ გიყვარს, იქნებ სხვანაირად დაიწყოს ყურება, ჩუქნი რაღაცეებს იქნებ ფიქრობს რომ გართობა გინდა და ვსო სამ თვეიში მერე ის მის გზას გაუყება სენ შენსას, დაებაზრე რა, აუხსენი, ცოტას ისევ გაგაწვალებს და ნახე, მერე მოლბება , დაირლება რა თვითონაც. ლევანი უსმენდა ბიჭებს, არ იცოდა რა ეპასუხა,გაურკვევლობასი იყო, მხოლოდ ის იცოდა რომ ტაკოს დაკარგვას ვერ გადაიტანდა. სასტიკად ეჭვიანობდა ყველა ბიწზე ვისაც კი თაკოს გვერდით ხედავდა, ვერ იტანდა როცა თაკო პარტნიორებს ხვდებოდა, ზუსტად იცოდა რომ ბევრი მამაკაცი გამოხატვადა მის მიმართ ინტერესს, და სიში კლავდა რომ ვეღაცა გოგოს „აახევდა“. სახლში დაბრუნდა, ბავსვი ჯერ კიდევ ზიძას ყავდა, თკო ჯერ არ დაბრუნებულიყო, მალე თაკოც მოვიდა, მიშკას ჩაეხტა ამბები გამოკითხა, მერე იზძას დაემშვიდობა და მისკასთა ერთად ლევანს მიუჯდა ტელევიზორის საყურებლად, სასმელის სუნი იგრძნო, აქამდე აეთი ნასვამი არ ენახა, - მიშკა მოდი დავიძიინოთ ხო- ბავსვი ოტახიდან გაიყვანა და დააძინა., შემდეგ მისაღებში დაბრუნდა , გაზთან მივიდა ადურებული წყალი აიღო და ჭიქაში ასხამდა , როცა უკვე ნაცნობი სასმელის სუნი და გახშირებული სუნთქვა იგრძნო, შემდეგ წელზე იგრძნო ძლიერი ხელები რომლებმაც მოუჭირეს, ჩაიდანი ფრთხილად დადგა და შემობრუნდა, ლევანის ხელებს თავისი ჩასჭიდა და გაწევა სცადა. ლევანმა უფრო მყარად მოკიდა ხელები , და სახე თაკოს კისერსი ცარგო, ცდილობდა მისი სურნელი შეეყნოსა, თაკომ რაღაც მომენტსი მოდუნება სცადა, ათრთოლდა, მერე საკუთარი თავის დაკარგვის შეესინდა, და ჩუმად მთლიანად მოდუნებულმა როცა ლევანის ტუჩები მის კისერთან იგრძნო ჩასჩურჩულა - - ლევან გთხოვ, ძალიან გთხოვ , ნასვამი ხარ ლევანმა ხელები მოუშვა , ნაზად შემოხვია წელზე, გოგოსგან თავი ცოტათი გასწია და თვალებში მიაშტერდა , თაკომ თვალები დახარა, - მხოლოდ იმიტომ რომ ნასვამი ვარ? ლევანმა თავი ააწევინა გოგოს, - არა , ეგ არაფერ შუაშია, თაკო დაიბნა, - მაშინ რა გჭირს, რატომ გამირბიხარ ? საერთოდ არ გინდა ჩემთან, ამ ხნის მანძილზე , საერთდ ვერ შემეჩვიე? - გთხოვ სხვა დროს ვილაპარაკოთ გოგომ თავის დაძვრენა სცადა? - საერთოდ ოდნავაც არ მოგწონვარ როგორც მამაკაცი ? გულწრფელად მითხარი გთხოვ? იქნებ სხვა მოგწონს- თავს არ ანებებდა ლევანი, იქნებ არის სხვა ვინმე და მე უბრალოდ ხელს გიშლი.... - არავინ მომწონს, და საერთოდ არავინ არსებობს შენი და მიშკას გარდა ჩემს ცხოვრებაში, შეგიძლია მშვიდად იყო.. ახლა დავიძინოთ გთხოოვ - და მე ? მე ვარ ? თუ დავიწყეთ ბარემ ვილაპარაკოთ? - შენ ბევრი რამ გამიკეთე და ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, ჩემთვის ბევრს ნიშნავ - ეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ მადლიერების გამო არც მე მინდა რომ იყო ჩემთან და ალბათ არც შენ დარჩები მაგის გამო სამი თვის შემდეგ - ლევან გთხოოვ, მართლა ნასვამი ხარ - ასე უბრალოდ ადგები და წახვალ? იცი როგორ მიწირს რომ ღამე ვხედავ როგორ გძინავს, მინდა მოვიდე , გაკოცო, ცაგეხუტო, და არაფერი შემიძლია, გვერდით მყავხარ და ვერ გეკარები, გესმის მაინც რას ნისნავს ნორმალური კაცისთის ეგ ? - ლევანი კვლავ არ ეშვებოდა, თაკო ჩუმად იყო- არაფერს მეტყვი ? - არ ეშვებოდა ბიჭი- - რა გითხრა? რა შემიძლია გითხრა, რა გინდა რომ გითხრა- აცრემლებულმა ახედა გოგომ - მაპატიე, გთხოვ ცრემლები არ დამანახო, გოგო გულზე მიიკრა- თაკომაც მძლავრად შემოხვია ბიჭს ხელები და აესლუკუნა. იმ ღამემაც ჩაიარა, გათენდა, თაკო უკვე სამმზარეულოსი იყო და ბავშვს თვითმფრინავებს ეთამაშებოდა ისე აჭმევდა საჭმელს, ლევანი სამზარეულოში შევიდა, ბავშვი ჩაკოცნა, მერე კი თაკოსთან მივიდა, შემოეხვია და ლოყაზე აკოცა - მე არ მაჭმევ საჭმელს? - ახლავე მოგიტან თეფშს - ეგრე არა, აი როგორც მიშკას, - თაკოს გაეცინა - აუ მამასაც ვაჭამოთ რა წამოიძახა მიშკამ? - ხოო? გინდა სცადო ? ღიმილით კითხა გოგომ - მეე ? კიი კიი, წამოიძახა მიშკამ და მამასკენ კოვზი წაიღო, - ლევანი მიხვდა რომ თაკომ ასე უბრალოდ აირიდა ლევანთან მოსიყვარულე როლის თამაში., კარზე ზარის ხმა იყო, ძიძა მოვიდა, თაკომ ბავშვი მიაბარა და მოსაწესრიგებლად გავიდა ოთახში, ლევანიც გაყვა როცა თაკო უკვე იცვლიდა, და ტანს ზემოთ შიშველი იყო, - ლევან ვიცვლიდი, - გაოგნებულმა გახედა ბიჭს, ბიჭმა სცადა თუმცა თვალი ვერ აარიდა გოგოს სხეულს, გამოყვაილ მკერდა, კისერს, რომელიც ასე იზიდავდა , როგორ უნდოდა ამ ყველაფერს დაუფლებოდა. ლევან ვიცვლი, გაუმეორა - უი ხო ბოდიში,- გამოფხიზლდა ლევანი და კარი გაიხურა, თვალები მოიფშვნიტა - ფუ რა ჯანდაბა მომდის . შესძახა საკუთარ თავს. ლევანი ჯერ კიდევ სამსახურსი იყო როცა მის ანგარისზე კვლავ თანხა გადარიცხა თამარმა 20 000 დოლარის ოდენობით, ეს უკვე ბოლო ჩარიცხვა იყო. ლევანი წამოდგა, კაბინეტის კარი გაიხურა, თანამსრომლებს დაემშვიდობა და სახლში წავიდა, თაკო არ დახვდა, დიდ ხანს ელოდა, 11 სრულდებოთა თაკო რომ დაბურნდა, თვალებ დაღლილობისგან ჩაშავებოდა, ბოლო დროს მეტად გამხდარიყო, სახეზე ფერიც არ ედო, შევდა თუ არა ოთახსი გავიდა ისე რომ ბავშისთვის არც გაუხედავს - დედიკო მოვიდა და არ მაკოცა, მოიღუშა მიშკა, - ალბათ ძალიან დაღლიია მოვა და გაკოცებს - თაკომ როგორც ჩანს ნოუთბუქი დადო ოტახშ ჩანთაც, ფეხზე გამოეცვალა და მიშკასთან მივიდა - ჩემო სიხარულო როგორ ხარ? მოეხვია ბავშვს- აბა რა ხდებოდა დღეს მომიყევი, უი მაისური როგორ დაგისვრია ჩემო პატარავ, წამოდი გამოვიცვალოთ - ქალბატონო თამარ მე გამოვუცვლი დაღლილი ჩანხართ , - აარაა მაგდა, გამოვუცვლი, უბრალოდ იქნებ ჩაი დადგა და ვისაუზმოთ კარგი? და კიდევ ქალბატონობით ნუ მომმართავ კარგი? - კარგით , გაუცინა მაგდამ - ძალიან კარგი , ჩვენმალე მოვალთ- თაკომ მიშკას ტანსაცმელი გამოუცვალა და სამზარეულოში გაბრუნდნენ, მიშკა ამჯერად მამამისთან მივიდა თაკომ ცადა მაგდასთან განმარტოვებულიყო და კაბინეტში გაიყვანა, ლევანი კი საპირპარეშოში გადიოდა როცა მაგდას და თაკოს საუბარი მოისმინა - თაკო , თქვენ რომ არა , ამხელა თანხას სად ვიშოვიდით არც ვიცი, თქვენ რომ არ გაგეგოთ მე ალბათ არც მომაფიქრდებოდა თქვენთვის ამის თხოვნა, დიდი მადლობა - მისმინე , მთავარია ბავში კარგადაა, თუ კიდევ არის დამატებითი ხარჯები გთხოვ ნუ დამიმალავ კარგი? გულით მინდა რომ ბავშვს დავეხმარო, ცათვალე რომ შენი და ან ახლობელი ვარ კარგი? და კიდევ ვიცი გვიანობამდე გიწევს ჩემს გამო აქ ყოფნა, და ალბათ ძაან გწირდება ხოლმე ზოგჯერ მალე წასვლა, არ მოგერიდოს და დამირეკე , მოკლედ არ მინდა რამის თხოვნა მოგერიდოს, და ძალიან მადლობელი ვარ მიშკას რომ ასე უფრთხილდები - თაკო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა - როგორი საყვარელი ხარ მაგდა, გოგო მოეხვია მაგდას და დაამშვიდა, ახლა წამოდი ვივახშმოთ და მერე წადი სახლში კარგი? ბავშვი რომ გამოჯანმრთელდება შეგიძლია მოიყვანო ხოლმე და იქნებ მიშკასთან დამეგობრდეს. - აუცილებლად, იცით თქვენნაირი წყვილები არ არსებობენ , უსაყვარლესები ხართ - ძალიან გენდობი და ერთ რაღაცას გთხოვ თან ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვი კარგი? - რა თქმა უნდა - მოკლედ ჩემი და ლევანის ქორწინება ფიქტიურია, მხოლოდ მისკას გამო, მიშკა სხვა ოჯახს აყავდა, და გამოსავალი მხოლოდ ეს იყო, სამ თვეში უკვე ის წყვილი სხვა ბავშვს აიყვანს ოფიციალურად, და ჩვენც დავსორდებით, მოკლედ არ მინდა ლევანმა იცოდეს რას ვაკეთებ და ვის როგორ ვეხმარები კარგი. - არ მჯერა, ვერ ვიჯერებ, თქვენ იმდენად ბედნიერ წყვილს გავხართ, თუ ასეა რა გაეწყობა სამარე ვარ - დიდი მადლობა მაგდა - და ერთი რამე რომ გკითხოთ თავხედობასი ჩამომართმევთ? - გისმენ - ანუ ოდნავადაც არ შეიყვარდათ არ სეეჩვიეთ? აქამდე სულ მეგონა რომ ლევანს უზომოდ უყვარდით , ვერ წარმომიდგენია ადამიანს ასე შეეძლოს თამაში, თქვენც იქნებ, გიყვართ ერთმანეთი - არა მაგდა უბრალოდ ორივე კარგად ვთამაშობთ, ერთმანეთისთვის მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ, ახლა გავიდეთ ხო - კარგით, იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა გოგომ--- ლევანი მიხვდა გოგოები გამოდიოდნენ და სწრაფად მოსორდა კარს, გუნება უფრო გაუფუჭდა თაკოს ნათქვამზე. როცა მაგდაც სახლში წავიდა თამარი კი დასაძინებლად, ლევანმა კვლავ შეაღო ოთახის კარი როცა თაკო უკვე დაძნებას აპირებდა - ჩემი ვალი აღარ გვაქვს, კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ გმირი ხარ, ახლა რას ფიქრობ , აღარაფერი გაქვს ჩემთან საერთო? - ლევან ძალიან დაღლილი ვარ და ძალიან მეძინება - ცემი ვალი ხომ გაისტუმრე ხვალიდანაც დაღლილი იქნები? - ირონია შეერია ლევანის ხმას - ეგ არაფერ შუაშია, ბევრი საქმე მქონდა უბრალოდ - ყოველთვის მეგონა რომ ნამდვილი ოჯახი გინდოდა გქონოდა, როლსაც ირგებდი, მაგრამ ეტყობა უბრალოდ მიშკამ დედობის მუღამსი ჩაგაგდო- ისევ ირონიით აგრძელებდა ლევანი - ლევან რა გინდა- ნერვიულად უპასუხა გოგომ - მართლა გაინტერესებს/? - კი მაინტერესებს ლევანი მიუახლოვდა, ტახტთან ჩამოუჯდა გოგოს, სახეზე ხელები მოკიდა და ტუჩებზე მიაძგერდა, გოოგომ მაშინვე მოიშორა - შენთან გაჩერება აუტანელი ხდება ხვდები? - კვლავ განერვიულებულმა შეანათა თაკომ ბიჭს - მკითხე რა გინდაო, სენთან მინდა , რთული მისახვედრია? - უბრალოდ ახირებაა ლევან, ორივემ ვიცით რომ მალე უნდა დავშორდეთ, - ეგ თავად ჩვენ დავაწესეთ, სხვას არავის დაუწესებია, მე უკვე არ მინდა რომ დავშორდეთ, მე მინდა რომ ჩემი ცოლი იყო, ისიც მინდა რომ ბევრი შვილი გვყავდეს, მინდა რომ სახლში დროზე ბრუნდებოდე და ადამიანურად იცხოვრო, მინდა მაშინ შეგეხო როცა მომინდება, ხვდები ახლა რა მინდა? თავს ისულელებ თუ რა ხდება- პირველად აუწია ლევანმა ხმას, საშინლად გაბრაზდა უკვე ამდენ უარზე, თაკოსგან ვერ ეგუებოდა ასეთ დამოკიდებულებას. - ლევან ახირებაა უბრალოდ, მშვიდად უთხრა თაკომ- ქალი თუ გინდა არავინ გიშლის სადაც გინდა, ვისთანაც გინდა წადი, უბრალოდ მე არა , შემეშვი, ჩემით ნუ გაერთობი გტხოვ, ჩემი პრობლემები მეყოფა - რომელ გართობაზე მელაპარაკები გოგო, მართლა წედავ თუ რა ხდება, პროსტა ქალი რომ მინდოდეს შენთან არ მოვიდოდი, მიყვარხარ, რა გავაკეთო რომ მიყვარხარ, ვერ ხვდები? ვერ ხედავ ? ბრმა ხარ? თუ თავს იბრმავებ? ყველა ხვდება, შენ არ გესმის სხვებს მაინც მოუსმინე, ამდენი რამ გადაგხდა რით ვერ გაიზარდე, პროსტა რომ მოეშვა და ბედნიერი იყო არ გინდა? - ლევან მეძინება - ლევან მეძინება, ლევან საქმე მაქვს, მოკლედ ხვალ დავურეკავ ადვოკატს მოამზადებს განქორწინების საბუთებს, მსკას ვეღარავინ წაგართევს, დღეს დარეკა ადვოკატმა იმათმა სხვა ბავშვი აიყვანეს, მოკლედ შეგიძლია დაბრუნდე სენს სახლში, - ლევანი გაბრაზებული ტელეფონს წვდა და ირაკლის დაურეკა , საბუთების მომზადებაზე შეუთანხნმდა. მეორე დღეს ლასამ და გიორგიმ ირაკლისგენ ლევანის გადაწყვეტილება შეიტყვეს და ლევანს სახლში დაადგნენ , - ირაკლიმ გვითხრა რაღაცეები და სენ ბოდიში და სიგ ხო არ გაქვს, კითხა გაოცებულმა გიორგიმ - ყელში ამომივიდა, გუშინ ტუჩებში ვაკოცე და ისე მომიშორა უკვე აუტანელს მიხდი აქ ცხოვრებასო, რა გავაკეთო, თუ ქალი გინდა ვისთანაც გინდა წადიო, გამაგიჟა,ხო პროსტა ქალი მინდა თურმე და ვერ ვხვდები ვისთან მივიდე და როგორ , მოკლედ არ უნდა და რა გავაკეთო, ძალას ხო არ ვიხმარ ბოლოსდაბოლოს - ბიწო რთული პერიოდი ჰქონდა ბევრი გადაიტანა, სხვანაირად დაელაპარაკე, სხვანაირად მიუდექი რა, სადმე დაპატიჟე - მომყვება ლაშა? მომყვება? არაფრის შანს არ მაძლევს დავიღალე, აღარ შემიძლია, მიყვარს სიგიჟემდე მიყვარს, ოთახსი რომ ვერ ვეკარები საერთოდ ვგიჟდები გჯერა? აღარ შემიძლია უკვე- გაბრაზებული ყვიროდა ლევანი, ამჯერად თაკომ მოისმინა მისი ლაპარაკი, საშინლად ინანა მისი საქციელი, ინანა რომ კოცნაში არ აყვა, ინანა რომ ახლოს არ გაიკარა, ინანა რომ შეცდა და ვერ შეაფასა ლევანის გრძნობები, ახლა კი იმის გამბედაობა არ ეყოფოდა თვითონ გადაედგა რამე ნაბიჯი. ---------------------- დიდი ბოდიში რომ ასე გიგვიანებთ, მააპატიეთ, ამ შაბათ კვირას ბოლო ორი ნაწილიც დაიდება, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.