შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება (ნაწილი 2)


20-10-2018, 16:26
ავტორი MMLMM
ნანახია 6 120

სად ხარ ?
- სამსახურიდან გამოვდივარ, რა არის?
- მჭირდები, ჩემთან გამო ეგრევე რა
- მოვდივარ.
ნახევარ საათში ადგილზე იყო სოსო. მეც ვასრულებდი საქმეს და ერთად წამოვედით
- რა ხდება?
- გადავედი მოქმედებაზე. დროა ქალბატონმა გულამდე მიმიშვას(მტკიცე ტონით ვუთხარო)
- იმედია არავინ გვცემს (სოსომ გაიცინა)
- ერთადერთი, ვისაც ჩვენი ცემა შეუძლია მარიამია და ისიც ვერ გვნახავს, ამიტომ საქმეს შევიდგეთ. 18 წლის მგონია თავი, ისეთი რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ იმისთვის რომ მარიამი ცოლად გამომყვეს, საჭიროა ძალიან მოვინდომო
- რეებს ბჟუტურებ ძმურად? (თვალებ მოჭუტულმა მკითხა, თითქოს უნდოდა მიმხვდარიყო ჩემს ნათქვამს, მაგრამ ვერ მიხვდა)
- ანუ, ჯერ ვაკეთებთ დიდ თაიგულს, რათქმაუნდა წითელი ვარდებისას. მგონი 30 წითელი ვარდი და შუაში 10 თეთრი ვარდი გულის ფორმით ლამაზი იქნება ხო? (სოსო გაშტერებული მისმენდა. თან წარბი სასაცილოდ ქონდა აწეული, მაგრამ არ შევიმჩნიე)
- ძალიან ბევრი იფიქრე მაგეებზე? ყოჩაღ, ყოჩაღ. მერე?
- ამას ლამაზად შევაფუთინებ, მერე წავალთ ბუშტებს ვიყიდით. 15 წითელი 15 თეთრი და მარიამისკენ წავალთ
- წესიერად ამიხსენი, რატომღაც მგონია რომ თავისი ძმა გაგვიფენს
- მოგვარებულია ეგ საკითხიც.
მოკლედ ვუთხარი რაც ვილაპარაკეთ მე და აკომ და თან ვარდების თაიგული გავაკეთებინეთ,ამ ყველაფერთან ერთად დამჭკნარი ვარდებიც გამოვართვი, ფურცლები მჭირდებოდა. თაიგული საკმაოდ დიდი და ლამაზი გამოვიდა. მანქანის კარში ვერ შევტიე. გავაფუჭებთქო და საბარგულში ჩავდე. ბუშტებიც ვიყიდე და მარიამისკენ წავედით. აკოს დავურეკე
- აკო სახლში ხარ?
- ხო რა არი?
- მარიამიც?
- ხოო მერე?
- მოკლედ, ეხლა ისეთი რაღაცის გაკეთებას ვაპირებ, შენი დახმარება მინდა
- ჯერ თქვი (როგორ ეტყობა რომ საქმე თავის დას ეხება )
- მოკლედ, მარიამი არ უნდა გამოუშვა გარეთ, არაფერზე სანამ მე არ დაგირეკავ რა, სადარბაზოში რაღაცას ვაკეთებ, ისეთს რომ გაუხარდეს, მერე დაგირეკავ და გამოუშვი, მე არ ვნახავ უბრალოდ გავაკეთებ და წავალ კაი?
- კაი კაი გელოდები. (თან სიცილით მითხრა)
ბურთები გავბერეთ და მე-5-ე სართული ბურთბით მოვრთეთ, მერე მარიამის სახლიდან გამოსასვლელიდან შუა გულამდე წითელი ვარდის ფურცლები დავყარეთ. თან ვღადაობდით სენსორზე, შუქი ხან ჩაგვიქრებოდა, ხან აინთებოდა, მერე კიბეებზე ხმა გავიგეთ და ვიღაც ქალი ამოდიოდა, მოგვესალმა და გვითხრა,
- გამარჯობათ, უყურე შენ აქ რა ხდება თურმე? ეჰ, რატო ჩემს ახალგაზრდობაში არ ფიქრობდნენ ბიჭები ასეთებს ნეტა? ( ჩვენ გაგვეცინა რავიცითთქო და მერე გვითხრა)
- ისე ამხელა კაცებს მეტი ჭკუა არ გაქვთ? (გვითხრა ქალმა, სოსომ არც აცხელა არც აცია და უპასუხა)
- მეც ეგ მიკვირს ქალბატონო, მაგრამ რა იცის სიყვარულმა ჭკუა რა ხილია?
უფრო გაგვეცინა, თან ერთმანეთს ვაჩუმებდით მარიამს ხმა რომ არ გაეგო. ვარდების თაიგული შუაში დავდე, სადამდეც ვარდის ფურცლები დავყარე პატარა კონვერტი ვარდებში ჩავამაგრე და ისევ აკოს დავურეკე, ჩვენ ზევით სართულზე ავედით. რეაქციით მინდოდა დატკბობა.
- აკო მზადაა, რამეზე ჩაგზავნე რა დაბლა?
- დაქალთან ერთადაა, არ ჩავა ეხლა დაბლა
- რამე მოიფიქრე რაა? , მე რომ დავაკაკუნო შუქი აინთება და აღარ ჩაქრება მალე
- აუუ შენ რეებს ჩითავ?
-ძალიან მაგარ რამეებს
- კაი ვთიშავ.
5 წუთი ვიდექით გაქვავებულები მე და სოსო, იმის შიშით რომ სენსორი არ ანთებულიყი 6 სართულზე. მერე მოვიფიქრეთ და ნათურას მოვუშვით. კიდევ 5 წუთში კარის ხმა გავიგეთ და გაიღო კიდეც, მაგრამ არანაირი რეაქცია არ იყო.

*********

- კაი მარ ნუ გეზარება რაა გთხოვ, აი სოფიც გამოგყვება
- ბიჭო ნუ გამაგიჟე, წეღან სავსე შეკვრა გქონდა, რა მოწიე მაგდენი?
- ნერვიულობამ იცის. მიდი თუ ჩემი გული ხარ, ეხლა უცებ ჩაირბინეთ ორივემ
- კაი ხოო
ისე ვარ ნერვებზე აყოლილი ზურას გაუჩინარებით, ყველაფერი მეზარება, მე და სოფი ვლაპარაკობდით იქნებ კიდე გამოჩნდესო და ამ დროს აკო ამიტყდა სიგარეტი ამომიტანეო. არადა რომ მოვიდა გაუხსნელი ქონდა. ჯანდაბას ჩავალთ მე და სოფი უცებ და ამოვაალთ რაა. კართან მივედი და გაღება დავიწყე, სოფიმ დამიცადე ფეხზე ჩავიცვაო და კარი გავაღე ისე, რომ სახლისკენ ვიყურებოდი სინათლე აინთო, მაგრამ არ მივტრიალებულვარ. სოფი რომ გამოვიდა და კარს იქით რა ხდებოდა დაინახა, თვალები გაუფართოვდა მე კიდე შემეშინდა და ვიყვირე რაზეც აკო და დედა გამოვარდნენ
- O M G (სოფოს პირი ქონდა ღია და ისე ამბობდა ამ სიტყვებს)
- ეს რა არის? (სხვა ვერაფერი ვთქვი რაზეც სოფიმ გამომაფხიზლა )
- რა რა არის გოგოოო უეჭველი ზურა იყო, აუუუ რა მაგარიაააა? (ამხელა გოგომ ხტუნაობა დაიწყო)
- ჩემიააა?
- ხო აბა მე ხომ არ დამახვედრებდა ვინმე? ან 60 წლის ნელი ბებოს?
ვარდებისკენ წავედი და ვუსუნე თან გამღიმა, წერილი ავიღე და წავიკითხე ,,მართლა გულწრფელ ბოდიშს გიხდი, იმისთვის რაც დაგმართე, ცუდი განზრახვით არც ტანსაცმელი არ მიყიდია, რომ გამიცნო უკეთ თავადაც მიხვდები ვინ ვარ და რა ხასიათი მაქვს... მადლობა შეგიძლია ამ ნომერზე გადამიხადო“ წავიკითხე თუ არა ხმამაღლა ვთქვი
- ნაგლი
- რა თქვიიიიიიი? (შემომიტია სოფიმ, უნდა მეთქვა ნომერზე მაგრამ რომ მივბრუნდი აკო დავინახე და შემრცხვა, ის და დედა კედელზე იყვნენ აკრულები და მიყურებდნენ. არ ვიცოდი აკოსთვის ეს როგორ ამეხსნა, მან ხომ არაფერი იცოდა)
- აკო ყველაფერს აგიხსნი, არ იფიქრო რამეს ან ვინმეს გიმალავ,
- არაა საჭირო
- არა არის, ვიღაც დარტყმულს გადავეყარე და იმის მოწყობილია
- არაა საჭირო მარიამ არაფრის ახსნა, თუ შენ მოგწონს ეს ყველაფერი მეც მომწონს, მაგრამ ნაგლი რატოა ეგ ვიღაც? მანახებ ბარათს?
- ვერ მიხვდები აქ რა წერია თუ არ აგიხსნი
- შენ მანახე და მერე გავარკვიოთ ეგ, თუ გინდა რათქმაუნდა.
წერილი გავუწოდე და აკოს სახეს ვაკვირდებოდი, იმდენი ემოცია ჰქონდა სახეზე თავადაც ვერ მიხვდვი რას ფიქრობდა. გაეცინა და თქვა
- აშკარად ბევრია აქ ასახსნელი, მაგრამ ნაგლი ნომერის გამოა? (თან სიცილით ამბობდა)
- რა გაცინებს? ნაგლია აბა რა არის? მოვიდა გამიკეთა ვითომ რაღაცეები და თან ნაგლურად მწერს ნომერს და მადლობა მითხარიო
- კაი შემო სახლში, აღარ მინდა სიგარეტი შემო, მარა რა დაგმართა? ან რა ტანსაცმელი?
- ვიღაცამ, ქალბატონის გულის მოგება გადაწყვიტააა? (თქვა დედიკომ რომელიც ამ ხნის მანძილზე ჩუმად იდგა და ტკბებოდა)
- მოიცა ბურთები არ მოგაქვს? (სოფომ მკითხა გაკვირვებულმა)
- ისე ხარ ამ ყველაფრით მოხიბლული, დადექი და მოხსენი ეგ ბურთები
- და რა ვუყოოო? გავხეთქო და გადავყარო?
- შენი აზრით?
- რავიცი მეეე
- შემოიტანე (პრანჭვით გავუღიმე და სახლში შევედი, სოფი გარეთ დარჩა და ბურთებს ხსნიდა)
დივანზე დავჯექით და აკოს ყველაფერი მოვუყევი, ის კი იჯდა მშვიდად და მისმენდა
- არაფერს არ მეტყვი?
- მომწონს ეგ ბიჭი
- სულ ეგაა? ( მართალია აკო არასოდეს ერეოდა ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად მაგრამ სხვა დროს ასე მშვიდად არ შეხვდებოდა ამ ყველაფერს, მერე დედას მიუბრუნდა)
- დე შენ რას იტყვი?
- მეც მომწონს ეგ ბიჭი დედიკო
- აბა ზოგი მე მკითხეთ?
- რა შენ არ მოგწონს? (აკომ დაასერიოზულა)
- ...
- მარიამ თუ არ გინდა მასთან ურთიერთობა, უბრალოდ მითხარი და ამ წამიდან გავაქრობ
- არა ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ
- რა უბრალოდ დედიკო?
- მე.. მე....
- მარიამ თქვი რა შენ რა ხდება?
- მეშინია
- გეშინია? რისი?
- მეშინია რომ იგივე განმეორდება (თვალები ცრემლებმა ამივსო, აკო გადმოჯდა ჩემთან გულში ჩამიხუტა და მითხრა)
- რა გგონია რატო ვთქვი რომ ეს ბიჭი მომწონს? ასე იოლად რომ ვერ მოახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას ეგ ხომ იცი?
- რას გულისხმობ? (თავი ავწიე და ცრემლიანი თვალებით შევხედე)
- თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი, რომ გუშინ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მეც რათქმაუნდა შევხვდი, იმიტომ რომ შენმა რეაქციამ დამაეჭვა სათამაშოდ როცა ვიყავით, მაგრამ არაფერი გითხარი, შენ დაგელოდე
- შეხვდიი?
- კი და საკმაოდ კარგად გავარკვიეთ, რა მოუვა თუ გულს გატკენს. მაგრამ მაგ ბიჭში უზომოდ დიდი ვაჟკაცობა დევს და მართლა სერიოზულად მოწონხარ. მე მინდა რომ ბედნიერი იყო. ამიტომ თუ შენ უარს ეტყვი და არ გენდომება ურთიერთობა, აღარც ის შეგაწუხებს, მას უბრალოდ შენი ახლოს გაცნობა უნდა და ვფიქრობ დროა ახალი ურთიერთბა დაიწყო.
კარის ხმა იყო და გაბადრული სახით შემოვარდა სოფი. ჩვენ რო დაგვინახა გაჩერდა და მოსმენა დაიწყო
- ისეთი რომ არ აღმოვჩნდე მისთვის, ეს ყველაფერი რომ უღირდეს და მერე მიმატოვოს?
- მარიამ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე, უბრალოდ შენი გაცნობა უნდააა, ან დასაწუნი რა გაქვს როოოო?
- უნდა დავფიქრდე.
ჩემ ვარდებს ხელი დავავლე და ოთახში შევედი სოფიც შემომყვა და მოვუყევი რაც აკომ მომიყვა
- ანუ სერიოზულად მოეწონე მარ, შანსი უნდა მისცე
- ასე იოლად ვერ მომიპოვებს (ეშმაკურად გავუცინე)
- ანუუ?
- ანუ ცოტა იწვალოს, რომ ჩემი ფასი იცოდეს (ორივემ გავიცინეთ და დავინახე ბარათს როგორ გადახედა)
- ნუ უყურებ. არ ვაპირებ დარეკვას და მადლობის გადახდას. ცოტა ვაწრუწუნო უნდა
- მარ შემთხვევით უკვე დიდი გოგო ხომ არ ხარ? ან ის ხომ არაა დიდი მაგ ყველაფრისთვის?
- ნწუუუ
- მაშინ რაღაცას გეტყვი
- რას?
- რას დააა...

**********
კარის გაღებისას ველოდებოდი ემოციებს, მაგრამ ვერაფერი გავიგე, სოსოს გადავხედე და დაბნეული თვალებით მიყურებდა ისიც, ცოტახანში ხმაც ამოიღეს, ველოდებოდი მარიამის რეაქციას მაგრამ მარტო ,,ნაგლი“ გავიგე. უცებ გავსწორდი და სოსოს შევხედე, თან ვანიშნე ამას ჩემზე ამბობს ამ ყველაფრის მერეთქო? მანაც გაიცინა მოგუდულში და თავი დამიქნია. მერე მესმოდა ყველაფერი რასაც ლაპარაკობდნენ, ვერ გავიგე გაეხარდა თუ არაა. ,,რა ამოუცნობია ეს გოგო ვერ გავიგე როგორ მივუდგე რაა“ ამ ფიქრებში ვიყავი სახლში რომ შევიდნენ, მეგონა აღარავინ იყო ამიტომ ხმამაღლა ვუთხარი სოსოს
- ვერაფერი გავიგე, არ მოეწონა?
- არ ვიცი ბიჭო, ვერც მე გავიგე
თან კიბეებისკენ დავიძარით და უცბათ ვიღაც გოგო შეგვეჩეხა
- არ ვიცი რომლისგან ეკუთვნოდა მარიამს ეს ყოველივე, მაგრამ დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ ძალიან მოეწონებოდა, უბრალოდ იმ ყველაფრის მერე, როგორც რომელიღაცა თქვენთაგანი გაგიცნოთ, ცოტა დააბნია ამ ყველაფერმა.
(დაასრულა საუბარი და გაგვიღიმა მერე ხელი გამოგვიწოდა)
- ხო მართლა მე სოფი ვარ მარიამის დაქალი
- მე სოსო ვარ, ამ ბედოვლათის ძმაკაცი (გაიცინა, ხელი ჩამოართვა და მეც გავეცანი იგივე სახით)
- ზურა
- აჰაა სასიამოვნოა ბიჭებო თქვენი გაცნობა, განსაკუთრებით შენი ზურა, ეხლა შევალ თორემ გამომივარდება მალე. ისე გცოდნია გოგოს მოხიბვლა.
გაიცინა დაგვემშვიდობა და მოხსნილი ბურთები სახლში შეყარა,
- წამო ბარში უნდა ავღნიშნოთ
- ნეტა მომწერს მობილურზე?
- რავიცი, ნაგლი ხარ და? (გაიცინა და მანქანაში ჩაჯდა. ბარის ნაცვლად ჩემთან ავედით, სიწყნარე მინდოდა, ლუდებიც ავიყოლეთ და გამზადებული საჭმელებიც ვიყიდეთ. ვჭამდით მესიჯი რომ მოვიდა ჩემს ნომერზე. ვაღიარებ გული რამის ამოხტა საგულედან, ძლივს არ მოვიდა მესიჯი?)
- მარიამია? ( მკითხა სოსომ, თავი დავუქნიე, წავიკითხე და თვალები გამიფართოვდა)
- და ამის მერე კიდე მე ვარ ნაგლი????
- მანახე (სიცილით მითხრა სოსომ, მე ვფიქრობდი რა მიმეწერა, სოსომ კი ხმამაღლა წაიკითხა მესიჯი და ისე გაიცინა რამის გადავარდა სკამიდან)
- ,,გულრწფელი ბოდიში მიღებულია!!!“ მგონი ერთმანეთს დახოცავთ თქვენ, ერთმანეთზე უარესები ხართ (თან სიცილით კვდებოდა და აგრძელებდა) აუ რა მაგარი ვინმეა აღარ შემიძლია (ამ დროს სოსოს სულ არ ვუსმენდი, გამწარებული ვხარშავდი რაც გააკეთა)
- და მადლობა არ მინდოდა?
- ალბათ იფიქრა ვნახავ და პირისპირ ვეტყვი მადლობასო (ჩემს დაცინვას აგრძელებდა რაზეც მართლა მომეშალა ნერვები)
- მოკეტე რააა. რამოდენიმე დღე აღარ შევახსენებ თავს, რაც მთავარია ბოდიში მიიღო და ნომერიც იცის. თუ რამე ენდომება თავად მომწერს
- მოიცა პასუხსაც არ მიწერ?
- და რა მივწერო? ისე მომწერა ყველა თემა დამიხურა.
სოსომ ბევრი იცინა, მერე თემა შევცვალეთ და სამსახურზე გადავერთე, ფოთში უნდა წავსულიყავი, 8 ნაავარიევი მანქანა ჩამოდიოდა, რომელიც უნდა გამეკეთებინა და გამეყიდა. ამიტომ მიზეზიც მქონდა ცოტახნით აღარ გამოვჩენილიყავი, ვნახოთ რას იზავდა

***************
- იქ იყოოოო?
- ხო და გავიცანი. თან ვიღაც ბიჭი ახლდა, თავიდან ვერ მივხვდი რომელი იყო ზურა, მაგრამ მერე გამეცნო. ისე ორივე სიმპოები იყვნენ და თავიდან დავიბენი, ვერ მივხვდი რომელი რომელი იყო.
- ვაიმეეე, ანუ ყველაფერი გაიგეს?
- კიიი და გაოგნებულები იყვნენ შენი რეაქციით
- ძაან კარგი. არ მინდა ასე იოლად მოვლბე. ცოტახანში მივწერ პასუხს
- რას?
- ბევრს არაფერს. ისე მივწერ რომ საპასუხოდ ვერაფერი დამიბრუნოს.
სიცილი ავტეხეთ და ვარდებს მივუბრუნდი. მერე პასუხი გავუგზავნე და მობილური გავთიშე, მაინც, რომ მოენახა მიზეზი და მოეწერა არ მინდოდა რატომღაც.
პარასკევამდე არ გამოჩენილა, ვერ ვუგებდი ამ ბიჭს, თან ახლოს გაცნობა მინდა და მომეწონეო, თან არ ჩანდა. ეტყობა გადაუარა ინტერესმა. დილით მე და დედა აკომ მანქანით გაგვიყვანა ექიმთან რომ პასუხები წამომეღო. ორივე გადმომყვა და კაბინეტში შევედით.
- სახელი და გვარი მითხარით პაციენტის (შემოგვხედა შუახნის ქალმა და პასუხს დაელოდა)
- მარიამ დარბაიძე (ქალი ფურცლებისკენ მიბრუნდა და ძებნა დაიწყო, მალევე იპოვა)
- აბა ვნახოთ რა ხდება... (ამ დროს გაჩუმდა და აქთ იქით ფურცლავდა) რომელი ხართ მარიამი?
- მე ვარ
- დაჯექი, რას უჩივი მითხარი აბა
- რავიცი ამ ზაფხულს ტანზე დამაყარა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა 2 ჯერ, მერე გავსივდი, სულ დაღლილი ვარ და რავიცი მითხრეს ანალიზები აიღეო
- სისუსტე, ძილიანობა?
- უფ კიი, მაგრამ მოსადუნებლად არ მცალია
- ვშიშობ მარტო ეს ანალიზები არაა საკმარისი. მიუტანეთ თქვენს მკურნალ ექიმს და ის გაგიშვებთ სადაც საჭიროა
- რამე სერიოზულია? (დედამ შეშინებული თვალებით იკითხა)
- ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ქალბატონო, უბრალოდ ძალიან დაბალი მაჩვენებლებია იმის რაც საჭიროა სისხლში, და მაღალი მაჩვენებლებია იმის რაც არ უნდა იყოს.
- და ეგ რას ნიშნავს? (ამჯერად აკომ იკითხა)
- არაფერს განსაკუთრებულს. მიხედვა უნდა უბრალოდ. კარგია მალე რომ მოხვედით
- კარგით მადლობთ.
გამოვედით კაბინეტიდან და მსჯელობა დავიწყეთ, ექიმის სიტყვების გარკვევას ვცდილობდით აკომ გადაწყვიტა ახლავე წავსულიყავით მკურნალ ექიმთან. ქალბატონმა ნელიმ სისხლის გადასხმის ინსტიტუტში გაგვაგზავნა, რომ იქ აგვეღო ანალიზები. თან დაგვამშვიდა საშიში არაფერია, რაღაც ცვლილებებია და ვუმკუნალებთო. შედარებით დამშვიდებულები წამოვედით. უკვე სახლთან ვიყავი მობილურმა რომ დარეკა. ნომერს დავხედე და გამეცინა.
- გისმენთ? (ვითომ ნომერი არ მქონდა ჩაწერილი ისე ვუპასუხე)
- როგორ ხარ?
- კარგად და რომელი ხართ?
- დღეს 5 ზე შემხვდი და გაიგებ (კი მიმახვედრა ზურა რომ იყო, მაგრამ ესეთი პირდაპირობა დამაბნეველი იყო)
- ეხლა გიცანი. სხვა მასე არავინ მეტყოდა
- ანუ მე გამოგიარო?
- მე არ მითქვამს რომ შეგხვდები, მე გითხარი გიცანითქო (ამ დროს აკომ გამომხედა კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით, მეც მივანიშნე ზურაათქო და გაეღიმა)
- კაი მარიამ ნუ მებავშვები, ამდენი დღე მოგეცი, რომ გეფიქრა როგორ უნდა მოქცეულიყავი, 5 ზე შემხვდი ან თუ გინდა სხვა საათზე მაგრამ დღეს, ცოტა ხნით, გავიგოთ ერთმანეთზე უფრო მეტი
- არ ვიცი ვნახოთ
- არა ვნახოთ არა, ან შემხვდები, ამ უბანში მოგადგები და ძალით წამოგიყვან
- ერთი გაბედე
- ჯერ კიდე ვერ მიხვდი, რომ იოლად ვიზავ მაგას?
- მოვიფიქრებ და მოგწერ
- არა ეხლა მოიფიქრე და მითხარი რომელზე გამოგიარო
- ჩემით გამოვალ
- რატომ?
- ეგრე მინდა და იმიტომ. თუ ბევრ კითხვას დასვამ, გადავიფიქრებ და იდექი რამდენიც გენდომება ჩემს უბანში მერე
- რა პირდაპირი ხარ რაიყო? კაი 5ზე?
- კი (უნდა მეკითხა სადთქო მაგრამ დამასწრო)
- მაშინ ეს ერთხელ მე წაგიყვან მშვიდ ადგილზე და სხვა დროს შენ ამოირჩიე სად წავიდეთ.
გავატარე მისი ის აზრი რომ სხვა დროსაც შევხვდებოდი და პირდაპირ მისამართი ვკითხე
- მე გამოგივლი
- არა მეთქი, სად მოვიდე?
- კაი რუსთაველის მეტროსთან იყავი 5ზე
- კარგი
ძლივს არ მიხვდა რომ არ მინდა სამეზობლო ხედავდეს როგორ მაკითხავს მანქანააა? ნუ იმედია ამას მიხვდა და უბრალოდ არ დამითმო (გამეღიმა ჩემს ფიქრებზე დედა და აკომ სიცილი რომ დამაყარეს)
- სახლში გვიან მოხვალ?
- რაა?
- რა რაა? დღეს დიდი დღე გაქ შვილო. რას ჩაიცმევ?
- ეგ მე ვიცი (უცებ ისე ჩავიჩოჩე სიდენიაზე გაღიმებულმა რამის ძირს აღმოვჩნდი, როცა წარმოვიდგინე მისი სახე ჩემი დანახვისას).
სახლამდე რაღაცეებზე ვილაპარაკეთ, მერე წყალი გადავივლე და გინებაში გადავწყვიტე უფრო მომეწონებინა თავი ზურასთვის, ამიტომ როგორც კი აბაზანიდან გამოვედი თმის გაკეთება დავიწყე, რომ ვერაფერი გავუკეთე გადავწყვიტე სალონში ჩასვლა და ბუნებრივად დავარცხნა. მაკიაჟიც გავიკეთე ლაინერი, ჩრდილები და ტუჩსაცხი... სახე მომეწონა მერე გარდერობი გამოვაღე და ჩემს ახალ ტანსაცმეს ხელი მოვკიდე. გულში ისე მიხაროდა ზურას ნაჩუქარ ტანსაცმელს, რომ ვიცვამდი ვერ ავღწერ. მოკლედ ცოტახანში გამოვედი და სალონში წავედი უკვე 5ის ნახევარი იყო. ფაქტი იყო მაგვიანდებოდა მაგრამ რამდენი ხნით ეგ არ ვიცოდი, თმა 15 წუთში მზად მქონდა და გზას გავუდექი, ნუ მოკლედ 5 – 10 წუთი მაგვიანდებოდა, არადა ვერ ვიტან დაგვიანებას. მეტროდან ამოვედი და ზურა დავინახე. მისკენ წავედი, თვალებით მეძებდა და ტელეფონს ხელში ათამაშებდა, შემომხედა და გაიხედა, აშკარად ვერ მიცნო, მერე ადგილზე გაშეშდა და ნელა ისევ შემოტრიალდა ჩემსკენ, გაოცებული თვალებით მიყურებდა.

*********************

ერთი სული მქონდა 5 საათი როდის მოვიდოდა, 15 აკლდა ადგილზე რომ ვიყავი. მეგონა არ დააგვიანებდა, ალბათ იმიტომ რომ,სახლიდან ზუსტად დათქმულ დროს ჩამოვიდა,პირველად რომ ვნახე მაიშინ. მინდოდა სახლთან მივსულიყავი, მაგრამ პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას და რა მივიღე? უკვე 20 წუთია ვდგავარ დებილივით, ტელეფონი ამოვიღე მივწეთქო, მაგრამ გადავიფიქრე, მერე ხელში დავიჭირე და აქეთ-იქით ვაქნევდი. თან ამოსასვლელისკენ ვიყურებოდი. ვიღაც გოგო გამოვიდა, იმ ფერის ტანსაცმლით მარიამს რომ ვაჩუქე, მან კი სანაგვეში მოისროლა და სიმწრით გამეღიმა, მერე სხვა მხარეს გავიხედე და უცბად გონებამ მარიამის სახე დამიყენა წინ. გავშტერდი. მან ხომ გადაყარა? თუ არააა? ტანში რაღაც უცნაურმა გრძნობამ დამიანა, თან სასიამოვნო, სიამაყის, გაოცების, სიხარულის. გაღიმებული მივბრუნდი ნელა და დავრწმუნდი რომ საოცრად უბრალო და მომხიბვლელი გოგო მიღიმოდა, ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში, რომ თამამად შემეძლო ამ სითბისთვის, სახელი დამერქმია და სიყვარული მეწოდბინა. მისკენ წავედი და ენა გადავყლაპე, არ ვიცოდი რა მეთქვა, იქნებ ჯობია გავუტარო ,,სანაგვე?“ გავივიფიქრე და მივუახლოვდი.
- დიდხანს გალოდინე? (გამიღიმა ოდნავ შესამჩნევად და წინ დამიდგა, მინდოდა გადანეკოცნა, მაგრამ ვერ გავბედე, რადგან მარიამი აშკარად არ აპირებდა ასე მოსალმებას)
- არაა ამ წამს მოვედი, რომ არ გითხრა მოვკვდები... სანაგვეში ხშირად ძრომიალობ ხოლმე? (ენამ წინ გამისწრო, თან გამეცინა, მან სახე დაალაგა და სერიოზული ტონით მითხრა)
- თუ სიმწარეს, სინაგლეს და მსგავს სისულელებს თავს არ დაანებებ მივბრუნდები.
- არა, რას მიბრუნდები, უბრალოდ ძალიან გამიხარდა, რომ არ გაიმეტე გადასაყრელად და თან დღეს ჩაიცვი, არ ვიცოდი როგორ გამომეხატა სიხარული დაა...
- საინტერესოდ გცოდნია სიხარულის გამოხატვა, (აშკარად ესიამოვნა ჩემი აღიარება და გაიცინა, მე კი მისმა გაცინებამ გამაცინა, ვგრძნობდი რომ დიდი რაოდენობით სითბო მეღვრებოდა გულში ისე რომ, მილიმეტრებსაც არ მიტოვებდა თავისუფალს.) აბა საით?
- ჯერ მანქანისკენ...
- კარგი (მანქანისკენ წავედით, უკან უნდა ჩავმჯდარიყო, კარი რომ მივუხურე და წინ გავუღე)
- აქეთ ქალბატონო, რამოდენიმე ხნის უკან, ვიღაც ჭუჭყიანი გოგო ჩამიჯდა მანქანაში და ჯერ კიდე არ გამიწმენდია, ჩემი საჩუქარი ცოდოა გასაჭუჭყიანებლად
- ღვედი არ მიყვარს (თავი ვეღარაფრით იმართლა)
- მერე არ გაიკეთო რა პრობლემაა?
- არც ჯარიმები არ მიყვარს (გამიცინა და წინ ჩავჯდა)
- არავინ დაგიწერს ნუ გეშინია..
ღვედი მაინც შეიკრა,
- ღვედმა არ შეგაწუხოს (სიცილით მითხრა, რაზეც უბრალოდ გავხედე და ვანიშნე, შენ კიდე ზედმეტად არ გამიშინაურდეთქო)
- კაი ეხლა მითხარი, წინ რატომ არ გიყვარს ჯდომა?
- უბრალოდ თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე, სხვის მანქანაში ყოველთვის უკან ვჯდები
- და რატომ? გინდა წარმოსახვაში წარმოიდგინო, მძღოლები როგორ გემსახურებიან? (ვეცადე ცოტა გავშინაურებოდი და დაძაბულობა მომეხსნა. თან კუს ტბისკენ წავედი)
- რამდენი წლის ვარო შემახსენეეე? (მკითხა, მე კი გამიკვირდა ეს უადგილო კითხვა)
- 28. რა შუაშია?
- რავიცი წესით სერიოზული და ჩამოყალიბებული კაცი უნდა იყო უკვე
- უკეთ რომ გამიცნობ, ჩემს ჩამოყალიბებას მერე დაინახავ (გადავხედე გავუცინე და ისევ წინ გავიხედე)

*************

სანამ არ მივედით უბრალოდ სიმღერებს ვუსმენდით, ალბათ ეშინოდა, თემა არ შემომელიოსო და ხმას არ იღებდა, მეც ჩუმად ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი.
- მოგწონს?
- რააა?
- ქალაქი
- მოულოდნელი კითხვაა, რომლის აზრსაც ვერ ჩავწვდი (ვუპასუხე გაურკვეველმა)
- რავიცი რაც მოვდივართ სულ გარეთ იყურები დააა...
- აბა აქ საყურებელს ვერ ვხედავ ვერაფერს დააა... (მეც იგივე ტონით ვუპასუხე და ისევ გარეთ გავიხედე)
- აბა კარგად მიმოიხედე? ნახე რა ბიჭი გიზის გვერდით, არ ჯობია მაგას უყუროო? ან სარკე მაინც ჩამოწიე და შეხედე, რა გოგომ მოგანათოს თვალები, რაღა გარეთ იყურები? (გამეცინა მის სიტყვებზე, მაგრამ არაფერი ვუთხარი და ისევ გარეთ გავიხედე)
- აჰაა ანუ მეთანხმები რომ მაგარი ბიჭი ვარ?
- საიდან მოიტანე?
- დუმილმა მითხრა
- დუმილმა ის გოგო შეაქო, რომელიც სარკიდან შემომანათებს (მეც გავუიმე და ნიშნის მოგებით გავაჩუმე, მივხვდი კუს ტბაზე მივდიოდით, მაგრამ დიდად ეს აზრი არ მომეწონა, უკვე მალე ღამდება და შეიძლება შემცივდეს კიდეც. ჩემი სუსტი იმუნიტეტის გამო, კიდე შეიძლება გავცივდე, რაც არ მაწყობს, მაგრამ ამაზე ხომ არ დავიწყებდი ლაპარაკს, ამიტომ ისევ გავჩუმდი)
- მოვედით, წამო
გადავედი და ტბასთან გავედით, ტბაზე გაწეულ ადგილზე მიმიყვანა,სადაც ერთი მაგიდა ძალიან ლამაზად იყო მორთული, მაგიდაზე თეთრი გადასაფარებელი ეფარა, ვარდის ფურცლები იყო მოფანტული, შუაში, ლამაზი სანთელი იდო, ერთი ცალი წითელი ვარდი კი თეფშის გვერდით იწონებდა თავს. რა სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. ახლა მივხვდი, რატომ გადამეკიდა დღეს უნდა გნახოვო და გულში გამეღიმა მის რომანტიკულობაზე.
- აბა გისმენ რა შევუკვეთოთ (როცა დავჯექით მკითხა)
- სულერთია
- კაი რააა, პიცა?
- იყოს პიცა
თავზე ახალგაზრდა გოგონა დაგვადგა და ზურამ შეკვეთა მისცა
- 2 ატმის წვენი, 1 პიცა, 1 ყველაზე გემრიელი ხაჭაპური, მარიამ ლუდს ხომ არ დალევ? ან რამე სალათი ხომ არ შევუკვეთოთ?
- პიცა და წვენი საკმარისი იქნება
- კარგით მაშინ, რაც გითხარით ის იყოს ჯერ-ჯერობით, (მადლობა გადაუხადა და როგორც კი გოგო წავიდა ხმა ამოვიღე)
- ხაჭაპური ზედმეტია.
- მშიაა, ამიტოოომ....
- მაშინ ისეთ ადგილზე წავსულიყავით, სადაც გემრიელად შეჭამდი
- ეხლა არ გამაფერნინო და არ მითხრა, რომანტიკული რაღაცეები არ მომწონსო
- კი რომელ გოგოს არ მოწონს?
- ხო და დუქანში ხომ არ წავიდოდით ჩვენს პირველ პაემანზე? (თან სიცილით თქვა და თვალებში ჩამაშტერდა) მომიყევი შენზე, რასაც საჭიროდ ჩათვლი ყველაფერი მომიყევი.
- ასე რა მოგიყვე? მკითხე და გიპასუხებ
- მე შენზე ყველა დეტალი მაინტერესებს, როგორი იყავი ახალშობილი, როგორ გაიზარდე, რა გამოიარე, რას მოღვაწობ, დასაწყისში იმით დავკმაყოფილდები რასაც მომიყვები (ახალშობილიოო? არაა მართლა ვერაა ეს ბიჭი, რა მოყვება მაგდენ რაღაცას?)
- რითი დავიწყო მკითხე და გიპასუხებ
- კარგი მე გკითხავ, ეხლა რას მოღვაწეობ?
- ვმუშაობ. უმაღლესი არ დავამთავრე, იმიტომ რომ ოჯახს არ მინდოდა დავწოლოდი გადასახადით, 18 წლის ასაკში ბუღალტერია ვისწავლე და მას მოყოლებული ბუღალტერი ვარ, ეხლა 3 ოფისის საქმე მაქვს, მაგრამ კიდევ ვაპირებ დავიმატო რამოდენიმე
- მერე ასწრებ?
- კი იოლია. სახლში ვმუშაობ მთავარია კომპიუტერი და ინტერნეტი მქონდეს. შემოსავალი მდიდრული არ მაქვს, მაგრამ საკუთარი თავისთვის მყოფნის, არ მიყვარს ფუფუნება. მთავარია საჭირო ნივთები მქონდეს (დამთბარი თვალებით მიყურებდა და აშკარად მთელი გულისყურით მისმენდა, რომ დავამთავრე გავჩუმდი )
- ეხლა ლოგიკური კითხვა უნდა დამისვა წესით... ,,შენ რას საქმიანობ?“ ( მითხრა და ამაზე ორივეს გაგვეცინა) რა არ გაიტრესებს?
- შენ რას საქმიანობ?
- მასე ჯობია. მე უმაღლესი დავამთავრე ბიზნესის მართვა, მაგრამ მანქანები უფრო მიზიდავს, დიდი ავტო სახელოსნო მაქვს გახსნილი, მანქანების შეკეთებაზე და რაღაცეები რაა, თან მანქანები ჩამომყავს აქ ვაკეთებ და ვყიდი. არ მიყვარს ფუფუნება, მთავარია საჭირო ნივთები მქონდეს. (აშკარად გამოკვეთა ჩემი ნათქვამი სიტყვები რაზეც გამეცინა, მაგრამ გავუტარე)
- ანუ შრომა გიყვარს.
- ხო უმუშევრად არ შემიძლია გაჩერება. ეხლა შენ მითხარი, თავისუფალ დროს რითი ერთობი?
- რავიცი გოგოებთან ერთად ყოფნით, ზოგჯერ ბილიარდის თამაშითაც
- ხოოო? გიყვარს?
- რავიცი სიამოვნებით ვთამაშობ და მგონი მასე გამოდის
- ძალიან კარგი. ძმის გარდა ვინ გყავს?
- დედიკო, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, ისევე როგორც აკო (კარგი იქნებოდა მეთქვა მამიკოცთქო, მაგრამ მოვიწყინე, მამაზე ვერაფერი ვერ ვუთხარი)
- კაია ეგენი მაინც რომ გყავს, მე და მყავს, რომელიც პატარა გათხოვდა, ახლა 20 წლისაა. რომ გაიპარა 16 წლის იყო. ძალიან დამამცირა მისი გაპარვით, და არასოდეს არ ჩავსულვარ მის ოჯახში, არ მინდოდა გადაკარგულ სოფელში გათხოვილიყო.როგორც ვიცი ვაჟკაცი ყავს რომელსაც ჩემი სახელი დაარქვა, ალბათ იფიქრა შემირიგდებაო, მაგრამ სიამაყეს ვერ გადავაბიჯე. ოდესმე მოვა დრო და გეტყვი ასე რატომ ვიქცევი
- თუ არ გინდა არ მომიყვე, არაა საჭირო (მივხვდი რომ არც მას აქვს დალაგებული და მშვიდი ოჯახი)
- რომ მინდა იმიტომ გიყვები (თან გამიღიმა და გოგონას საშუალება მისცა მაგიდა გაეწყო, მადლობა გადაუხადა ისევ და თავად ეცა პიცას, როგორც წესი ჯერ გოგოებს სთავაზობენ ხოლმე... ალბათ ძალიან შია. ამის ფიქრში ვიყავი და ჩემს თეფშზე გადმოიღო პიცა. შემრცხვა ჩემი ფიქრების... მერე წვენი დამისხა და ახლა თავის თავს მიხედა)
- მადლობა
- მადლობა მაშინ სახლთან რომ მიგიყვან, ეხლა გემრიელად მიირთვი. უბანში არ შეგიყვან დამშვიდდი (თან გაიცინა. ეტყობა მიმიხვდა, რატოც არ მინდოდა სახლში მოეკითხა, ამან გამახარა, ნელ-ნლა უფრო მომწონდა მასთან საუბარი და ყოფნა, მერე საუბარი გააგრძელა)
- მოკლედ სად გავჩერდი? დედა და მამა საზღვარგარეთ წავიდნენ, რაც მირანდა გაიპარა, მაგრამ სხვადასხვა ადგილას. იქ მუშაობენ და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. რათქმაუნდა ვახსოვართ ორივეს, მაგრამ ამას ოჯახი არ ქვია. ოჯახი ერთიანი უნდა იყოს, სადაც სითბოთი და სიყვარულით უნდა იყოს გაჟღენთილი კედლები, მე ასე მიმაჩნია რავიცი.
- სად არიან?
- მამა გერმანიაშია, ის გზავნის მანქანებს და დედა საბერძნეთშია. გინდა მამაშენზე მომიყვე?
- მოსაყოლი არაფერია 8 წელია მიგვატოვა და სხვასთან ცხოვრობს. რთულად გადავიტანე ეგ პერიოდი. მრცხვენოდა გარეთ გამოხედვის, მაგრამ სამივემ ერთად, ახალი ცხოვრება ვისწავლეთ და დავიწყეთ, სადაც ჩემი აზრი, სითბო, სიყვარული და ერთმანეთის უდიდესი პატივისცემითაა კედლები გაჟღენთილი. (მინდოდა გავხუმრებოდი ამ სიტყვებით, მაგრამ მერე შემრცხვა იქნებ გული ვატკინეთქო) ბოდიში ცუდად არ მინდოდა მეთქვა
- საბოდიშო არაფერია, მიხარია ასე რომ ფიქრობ, მეც მეყოლება ეგეთი ოჯახი, სადაც სიყვარულით, პატივისცემით და სითბოთი იქნება კედლები გაჟღენთილი, აბა გემრიელია?
ამასობაში ჩამობნელდა კიდეც სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით, ლამპიონები აინთო, მაგიდასთან გოგო მოვიდა და სანთელი აანთო.
- ძალიან ლამაზია აქაურობა (დამთბარი ხმით ვუთხარი, ვარდი ხელში ავიღე, ნაზად გავიღიმე, ანუ შევიფერე და ღრმად შევისუნთქე მისი არომატი) რა მაგარი სუნი აქვსსს
- მიხარია თუ მოგეწონა.
ცოტახანი კიდე ვსაუბრობდით, აშკარა იყო ერთმანეთით იმაზე მეტად მოვიხიბლეთ ვირდე გვეგონა, ნეტა ასეთი გიჟი რომანტიკოსია თუ თავს მაჩვენებს? ვკითხე ჩემ თავს და სისულელე ვიკითხე
- ყველა გოგოსთან ცდილობ იგივე გააკეთო?
- მარიამ 1. ყველას თავი აღარასოდეს შეადარო და 2. არასოდეს მსგავსი არაფერი არ გამიკეთებია არავისთვის. ხო გაგიგია სიყვარულმა შენ კიარა გადარია ტარიელიო?(თან გაეცინა, კი მესიამოვნა რაც თქვა, მაგრამ ეს სიყვარული ცოტა უადგილო მომეჩვენა)
- იციი, მე სხვანაირი ვარ ზურა, ურთიერთობებში არ მინდა აჩქარება, რა ურთიერთობაც არ უნდა იყოს ეს,
- სიყვარული რომ ვახსენე მგაზე ამბობ? მე არ მითქვამს მიყვარხართქო, მე უბრალოდ გამახსენდა ეგ აზრი, ვხედავ როგორიც ხარ და არასოდეს არაფერში არ აგაჩქარებ, წინ უამრავი დრო გვაქვს, ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი და გრძნობებს მივცეთ უფლება, თავად დაარქვან სახელი ყველაფერს.
- უყურე შენ? საკმაოდ ჩამოყალიბებული ყოფილხარ (ვცადე სიტუაცია განმემხუტა და წინა საუბარი შევასხსენე ამ თემაზე)
- ხო არაა? ჯერ სად ხარ (მანაც გაიცინა. სიმღერები ისმოდა ქართულიც და ინგლისურიც. წყნარი სიმღერები იყო და საკმაოდ ძველიც, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ ხვდებოდა ჩემს ყურს თითოეული სიმღერა. როდესაც Diana Ross-ის ლეგენდარული When you tell me that you love me გავიგე გაკვირვება ვერ დავმალე
- ვაიმეეე, ეს სიმღერა ისევ არსებობს? (წამოდგა და ხელი გამომიწოდა)
- შეიძლება? (თავი გვერდძე გადავწიე და ისე შევხედე ხუმრობს თუ არათქო, მერე ხელზე ხელი მოვკიდე და საცეკვაოდ გავყევი, ძალიან მოკრძალებულად მომხვია წელზე ხელები და ცეკვა დავიწყეთ, დაძაბული ვიყავი რაც აშკარად შეამჩნია და მითხრა)
- ვინ მღერის?
- Diana Ross-ი
- სიტყვებს მოუსმინე (და უფრო ჩამიკრა გულში, მეც გადავეშვი სიმღერაში და სიამოვნებაში ჩავიძირე, ყველა დაძაბულობა მომეხსნა, ისე ვიყავი მასზე ჩახუტებული, თან თავი მედო მის მხართან და ისე ვმოძრაობდით. ყელთან ვიგრძენი მისი სუნთქვა, რაზეც გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო, მერე აშკარად ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი, წამით გაშეშდა, თითქოს სუნს აძლევს საშუალებას მისი სხეული გაჟღინთოსო და ამოისუნთქა, სიმღერის ბოლოს ძალიან ნელა დამატრიალა და მითხრა)
- განუმეორებელი ხარ
- ძალიან ნუ მაქებ, ვკომპლექსდები (ღიმილით ვუთხარი და აქამდე გაშეშებულები, რომლებიც ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით მივხვდით რომ მუსიკა დამთავრებულიყო და ადგილს დავუბრუნდით, კიდეც ვილაპარაკეთ ცოტა ტელეფონმა რომ დარეკა.)
- უნდა ვუპასუხო აკოა... გისმენ აკო
- ცოცხლები ხართ?
- კი (სიცილით ვუთხარი და ზურას გავხედე რომელსაც, ორივე ხელი მუშტად შეეკრა, ნიკაპი ზედ ჩამოედო და თბილად მიმზერდა)
- მალე მოხვალ? 11 დაიწყო უკვე
- უკვე ეგ დროა? წამოვალთ უკვე
- კარგი, რადგან ერთმანეთი არ დახოცეთ და სასიამოვნო ხმა გაქ გაგითიშავ ეხლა, ძაან არ დააგვიანო რაა
- კაი არ იდარდოთ მალე მოვალ, სადღაც 1 საათში (გზა რომ გამახსენდა მალე ვერ მივიდოდი დაახლოებითი დრო ვუთხარი, ტყუილში რომ არ ჩამთვლოდა და გავუთიშე.)
- წასვლის დროა ზურა
- როგორც იტყვი. (ისევ თბილად გამიღიმა და გოგონას ანიშნა ანგარიში მოეტანა)
- ჩემი ვარდი არ დამრჩეს (გავიღიმე და ვარდი ხელში ავიღე. მანქანამდე ხმა არ ამოგვიღია, დიდად არც გზაში გვილაპარაკია, რაღაცეებს ვეკითხებოდით ერთმანეთს, უბანს რომ მივუახლოვდით მითხრა)
- მადლობა დღევანდელი დღისთვის, იმდენად განსხვავებული და სასიამოვნო იყო ყველაფერი, თავი არარეალურ სამყაროში მეგონა (გაიცინა და მანქანაც გააჩერა)
- არა, ეს მე უნდა გითხრა მადლობა, ყველაფერი იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი, ბევრი დაგიგეგმავს დღევანდელზე, ძალიან ვაფასებ იმას, რომ ასე ძალიან ინდომებ თავი მომაწონო, მაგრამ მირჩევნია ის ზურა გამაცნო ვინც სინამდვილეში ხარ, არ მინდა ასეთი გაგიცნო და მერე აღმოვაჩინო, რომ უბრალოდ თვალებს მიხვევდი
- გთხოვ დღევანდელი დღე არ გააფუჭო, ეს ყველაფერი გულით მინდოდა გამეკეთებინა და გავაკეთე, იმ ზურას გაიცნობ ვინც შემში ცხოვრობს და ძალიან ცოტა იცნობს, ამის დაპირება შეიძლია მარტო და დანარჩენს შენ გადაწყვიტავ მერე.
- კარგი უნდა გადავიდე გვიანია უკვე, (მანქანის კარი გავაღე და გადასვლას ვაპირებდი რომ მომაძახა)
- კაი შეხვედრისას არ გადამკოცნე, მარა ეხლა მაინც დამემშვიდობე წესივრად
- მაგის დროც მოვა (თვალი ჩავუკარი და უბნისკენ წავედი უზომოდ ბედნიერი და გაღიმებული, სადარბაზოში შესვლამდე უკან მივიხედე და ზურას მანქანა ისევ იქ იდგა, დებილივით ისევ გამეღიმა და კიბეებზე ავირბინე).
სახლში რომ დამინახეს არაფერი მკითხეს, უბრალოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი ისეთი ბედნიერი ვიყავი და ეს ჩემს თვალებში, ღიმილში და ქცევებში ჩანდა, არც მინდოდა ახლა არავისთან ლაპარაკი, უბრალოს ისევ იმაზე მინდოდა ფიქრი, რაც რამოდენიმე საათში განვიცადე, ლოგინზე გადავწექი და სმს მოვიდა:

******************

ამ გოგოზე მგონი უკვე ვარ შეყვარებული, იმდენად სხვანაირი ჩანდა იმასთან შედარებით, ვინც გავიცანი, ვერ ვიგებდი ის იყო თუ მისი ასლი,
- თურმე არც ამაყი და თავხედი, არ ხარ ქალბატონო მარიამ, არც განებივრებული და გატუტუცებული, გამეცინა ჩემ თავზე, რომ გადავიდა მანქანიდან და ისევ წამკბინა ეგეც კი მესიამოვნა, გაღიმებული ვუყურებდი სანამ თვალს მოეფარებოდა, ბოლოს ისევ გამოიხედა და მიიმალა, მანქანა დავძარი და წავედი, მერე უცებ გავაჩერე და ცეკვა გავიხსენე, სასწაული ემოციები მქონდა, მისმა თავის მხარზე დადებამ თითქოს ნებართვა მომცა მისი კოცნის, დავაპირე კიდეც მინდოდა ყელზე კოცნის კვალი დამეტოვა, მაგრამ როგორც კი დავიხარე ვიგრძენი როგორ დაიძაბა, ამიტომ გადავიფიქრე და მისი სურნელი შევისუნთქე, იმდენად სასიამოვნო იყო ადგილზე გავქვავდი, თვალები მქონდა დახუჭული და ვცდილობდი მისი სუნით მთლიანად გავჟღენთილიყავი, ასეც ვქენი, ამის გახსენებისას ისევ ის სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, მერე მესიჯი მივწერე: ,,ძილინებისა მწარე ქალბატონო...“ და სახლისკენ წავედი, სადაც ისევ სახლში დამხვდა დამლაგებელი და გამიკვირდა, მითხრა საქმეებს შემოვრჩი და მივდივარო, დავემშვიდობე და ჩემ ოთახში შევედი, ლეპტოპი ჩავრთე და ჩავწერე Diana Ross. ვიპოვე სიმღერა და გადმოვწერე, ჩავრთე, მოვუსმინე და კიდე ერთხელ გამახსენდა თითოეული ემოცია, თითქოს თავს არ ვაძლევდი უფლებას რამე დამვიწყებოდა. მერე დავწექი და დავიძინე. თვალი გავახილე თუ არა ტელეფონი ავიღე და დავურეკე.
- დილამშვიდობისა მშვენიერო, ხომ არ გაგაღვიძე?
- დიმალშვიდობის, არა მეღვიძა, უბრალოდ ჯერ არ ავმდგარვარ
- როგორ გეძინა?
- შესანიშნავად, თავად?
- მე უფრო შესანიშნავად. დღეს ცოტა რთული დღე მაქვს, სამსახურში მიწევს მთელი დღით ყოფნა და თუ არ შეგეხმიანე...
- არ ვიფიქრო რომ დაიკარგე? (არ ვაცადე დასრულება და სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა მერე დასერიოზულდა და მითხრა)
- ხო, იმიტომ რომ ძლივს გიპოვე და ეხლა სულ რომ ყელში ამოგივიდე რასაც არ ვიზავ, მაინც აღარ დაგკარგავ
- ოხ, ვნახოთ ვნახოთ
- ნახავ... შენ რა გეგმები გაქ
ვს დღეს?
- მეც სამუშაო მაქვს დამიგროვდა საქაღალდეები, მერე ჩემ გოგოებს უნდა შევხვდე
- კაი მაშინ წარმატებებს გისურვებ და იცოდე მარტო საქაღალდეებზე და დაქალებზე არ იფიქრო რაა
- ისევე როგორც შენ...
სიტყვის თქმა აღარ დამაცადა ისე გათიშა. ტელეფონს დავხედე, გამეღიმა და ისე ვთქვი, მიყვარხარ...

*************************

დილიდან ძალიან კარგ განწღობაზე ვიყავი, მთელმა დღემ ღიმილში გაიარა, გოგოებს მოვუყევი ზურაზე. ცოტა ეწყინათ სოფის გარდა არავინ რომ არ იცოდა, მაგრამ მალე გაუარათ, 5 ხდებოდა რომ გადავწყვიტე მიმეწერა და მომეკითხა, მაგრამ გამახსენდა ისე გამაფრთხილა, მთელ დღეზე ვიფიქრე არ შევაწუხოთქო და გადავიფიქრე. სახლში ვიყავი უკვე რომ დამირეკა
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- რომ შემხმიანებოდი დღეს უფრო კარგად ვიქნებოდი
- სიმართლე გითხრა?
- აბა მითხარი
- ვაპირებდი მოწერას , მაგრამ ვიფიქრე არ მოვაცდინოთქო
- ანუ შენ კიდე ვერ მიხვდი ჯერ, რომ შენ მაგის ძალები არ შეგწევს?
- ვერ მივხვდიი?
- ანუ... შენ შეუძლებელია შემაწუხო და ეგეთი სისულელეები? მე გითხარი მე ვერ შეგეხმიანებითქო.
- აააა, ხო ალბათ ვერ მიხვდი
- გამოსვლა შეგიძლია გარეთ? გავიაროთ სადმე?
- ეხლააა? (საათს შევხედე 7 ხდებოდა)
- ხო ეხლა, სახლში ვარ წყალი გადავივლე და გამოვალ, აქამდე ვერ მოვიცალე თორემ უფრო ადრე მინდოდა გამოვლა
- ცოტახნით შემიძლია
- შენ ცოტახნით გამო და დანარჩენი მე ვიცი.
გავუთიშე და რადგან ცოტა ხნით ვაპირებდი გასვლას თავისუფალ სტილში გამოვეწყვე, დამირეკა ჩამოდი 5 წუთში, ისევ იქ გავაჩერებ სადაც გუშინო, მეც წავედი და უკვე ადგილზე დამხვდა, მანქანასთან მივედი თუ არა გადმოვიდა და გადამკოცნა.
- მომენატრეე
- ასე უცებ?
- კაი წავიდეთ არ დავაგვიანოთ
- სად მივდივართ?
- სათამაშოდ
- რის სათამაშოდ?
- ბილიარდდდდდ
- აჰაჰაჰაჰა. მეღადავები?
- ნწუუ, მაინტერესებს როგორ თამაშობ (თვალი ჩამიკრა და გზას დავადექით )
იმდენი ვითამაშეთ მარტო 2 ხელი მოვუგე ისიც ძლივს, როგორც აღმოჩნდა სერიოზული მოყვარული ყოფილა, მერე კაფეში დავსხედით მე ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე და მან მხოლოდ სიგარეტი მოწია და ნამცხვარი მიირთვა, ვლაპარაკობდით ძალიან ბევრს და ვიცინოდით ასევე ძალიან ბევრს, მერე წამოვედით და მანქანაში ნაცნობი სიმღერა გავიგე, გაკვირვება ვერ დავმალე
- ამას აქ რა უნდა?
- რას?
- ამ სიმღერას
- ააა, მეთქი რაზე ამბობსთქო, გაიცანი დაიანა, გუშინდელის მერე გადავწყვიტეთ მუდამ ერთად ვიყოთ ჩვენ სამნი... იმედი მაქ არ იეჭვიანებ...
- ძაანაც არ აჩქარდე, ფეხი არ გადაგიბრუნდეთ
- რა იყო ეხლა ეგ?
მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე,
- იცი რომ მაგ ღიმილის გამო, დაისჯები ერთხელაც?
- რატომმ?
- აი ეგეთი ყურების გამო კიდე უარესი მოგივა იცოდე (ცოტა მაიმუნობა გადავწყვიტე და უფრო დავათბე ჩემი მზერაც და ღიმილიც, მაინტერესებდა რას იზავდა)
- რატომ? არ მოგწონს?
მანქანა გააჩერა და ჩემსკენ გამოიწია, ვიფიქრე აქ დამერხათქო და დავფრთხი, სადღაც გაქრა ჩემი მაიმუნობა
- აი მასე ჯობია, თორე მეგონა ნაღმზე ვიჯექი და სადაცაა ავფეთქდებითქო (გულიანად გაიცინა და ცხვირზე ოდნავ მიჩმიტა) ჩემი სულელი გოგო.
- სულელი შენ ხარ...
ბევრი ვიკინკლავეთ, და თან ვიცინეთ...
უსაზღვრო პატივისცემა და დაფასება მქონდა ზურას მიმართ გულში, ასე რომ მცემდა პატივს და ცდილობდა სიფრთხილით მომქცეოდა, თითქოს ჩემი წარსული იცოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, აშკარა იყო მიყვარდებოდა და ეს ყველაფერი მაბედნიერებდა. უკვე თვეებია რაც ერთმანეთს თითქმის ყოველ დღე ვხვდებით და ერთმანეთით ვტკბებით, ამასთან ერთად ექიმებშიც დავრბივარ, იმდენი ანალიზი გამაკეთებინეს მეგონა სისხლი სულ ამომწოვეს ვენებიდან. უფრო მეტად ვგრძნობდი სისუსტეს, ამას კი ამდენ ანალიზებს და გადაღლას ვაბრალებდი. ბოლოს როგორც მითხრეს, გერმანიაში გაგზავნილი ანალიზების პასუხებიდან გავიგებდით რა ხდებოდა, ნერვები მეშლებოდა ექიმებზე, საიდან სად გამგზავნეს. მომატარეს ყველა და დიაგნოზი ვერ დასვეს. ისეთი ბედნიერი ვიყავი ზურათი რომ აღარც კი ვფიქრობდი პასუხებზე.


***************************
მარიამი საოცრად შემიყვარდა, ის ისეთი ლაღი, მხიარული, ჭკვიანი, თბილი და გაწონასწორებული აღმოჩნდა, ვერც წარმოვიდგენდი, ყოველ დილით და საღამოს ვლაპარაკობდით ტელეფონზე, ყოველი გათიშვის მერე ვეუბნეოდი გათიშულ ტელეფონს : მიყვარხარ სამუდამოდ. და ასე ვდებდი ტელეფონს, ბიჭები ვერ მცნობდნენ ისე ვიყავი შეცვლილი, ფულის მოგროვება მქონდა ისედაც დაწყებული, მაგრამ მაინც თავისუფლად ვხარჯავდი, ახლა ვფიქრობდი რომ უფრო გამეზარდა ბიზნესი და უფრო ბევრი შემეგროვებინა. წინ დიდი ამბები უნდა დამეტრიალებინა და მარიამი უნდა შემერთო ცოლად. მას კი არაფერი არ უნდა მოკლებოდა. მე მქონდა ეს გეგმები მაგრამ მისთვის ისიც კი არ მქონდა ნათქვამი რომ მიყვარდა, თავისთავად არც მას ქონდა მსგავსი რამ ნათქვამი, მე იმას მაინც ვეუბნეოდი რომ მომენატრა, ის კი არაფერს ამბობდა, თუმცა გულგრილი არ იყო ვგრძნობდი.

- აბა რას შვრები მზად ხარ?
- კი, რამდენ ხანში ჩამოვიდე?
- 5 წუთში.
- კაი
სარკეში კიდევ ჩავიხედე და თავი შევაფასე, ცოტა ვღელავდი ზურას ძმაკაცები უნდა გამეცნო თავის ოჯახებთან ერთად. გაბოს დაბადების დღე იყო და რესტორანში იხდიდა. ამიტომ შესაფერისად ვიყავი მეც ჩაცმული. მუხლს ცოტათი აცილებული ერთიანი კაბა მეცვა მუქი ბორდოსფერი, ტანზე გამოყვანილი თუმცა არა ძალიან მოტკეცილი, საკმაოდ დახვეწული და ლამაზი, შავი მაღლები, შავი კლაჩი და შავი შემოსაცმელი. თმა უბრალოდ გავისწორე და მაკიაჟიც შესაფერისი გავიკეთე. საჩუქარი ავიღე და წავედი
- რა ლამაზი ხარ რომ იცოდე, თავში აგივარდებოდა (მითხრა და ნაზად გადამკოცნა, მე მადლობა გადავუხადე და მანქანის კარამდე მიმაცილა)
- ეგ რა არის?
- საჩუქარი...
- რატო უყიდე? ხომ გითხარი მე ვიყიდი ორივეს ნაცვლადთქო?
- მეც ხომ გითხარი არათქო? მე ცალკე მინდოდა და არა შენ ხარჯზე
- მოვა დრო და მარტო ჩემ ხარჯზ იცხოვრებ, არა მარტო იცხოვრებ არამედ ისუნთქებ კიდეც. (გაგვეცინა ორივეს და თან მანქანა დაძრა) რა უყიდე მანახე მაინც?
- თელიანი ველის საუკეთესო ღვინო, თავისი ჩოხითა და ფაფახით
- რაა? მანახე აბაა
- შეფუთულია, ღვინოს დალევთ და სუვენირად შეინახავს ბოთლს, თავის ჩოხასთან და ფაფახთან ერთად
- ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ. დიდი ხანი იფიქრე??
- არაა. მე ხო ნიჭიერი ვარ...

მივედით, ყველა გავაცანი, ძალიან თბილად და შინაურად მიიღეს. სოსო წამით არ მოშორებია გვერდიდან და თან უხსნიდა როგორ შევიცვალე... მერე სიყვარულის სადღეგრძელოზე ყველა ფეხზე ავდექით ყველამ თავისი გულის სწორი ადღეგრძელა, ამ დროს უზომოდ თბილი და სიყვარულით სავსე მზერა მესროლა მარიამმა, მაგრამ უცბად ყველაფერი შეიცვალა, ვიგრძენი ვიღაც ჩამომეკიდა ყელზე და კოცნა დამიწყო, მერე მივუტრიალი უცნად და ნინა შემრჩა.


*********
ზურას ვუყურებდი და ღმერთს ვთხოვდი, სინამდვილეშიც ისეთი ყოფილიყო, როგორსაც მე ვხედავდი, როცა სადღეგრძელოს ამბობდა, თვალებში მიყურებდა და იმდენს სითბოს დებდა თითოეულ სიტყვაში, რომ გული სიყვარულით მევსებოდა. უცბად ვიღაც, საკმაოდ ლამაზი გოგო შემოეხვია ზურას და ყელში აკოცა. ეს საშინლად არ მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მზერა ავარიდე ვითომ ვერც დავინახე. თუმცა ხმა მესმოდა თავისთავად

- რა ჯანდაბას აკეთებ?
- ჩემი კურსელის და უბნელის დაბადების დღე ხომ არაა შემთხვევით? საჩუქარი მოვუტანე. მომენატრე იციი?
- გოგო ხომ არ უბერავ? (მკლავში ხელი უხედად მოკიდა და გარეთ გაიყვანა, ვცადე არ შემემჩნია, მაგრამ ყველა მე მიყურბდა, მე თავი დავიწყნარე და ამ დამცირებაზე არ ვიფიქრე, თავისთავად ვიღაც ეყოლებოდა, მაგრამ ეს სიტუაცია დამამცირებელი იყო ჩემთვის, სოსო მომიჯდა გვერდით და მითხრა)
- ყურადღება არ მიაქციო რაა, ადრე ყავდა ეგ გოგო და რახან მიატოვა აკრეფილშია, უბრალოდ ერთობოდა მანაც იცოდა ეს და არ იყო წინააღმდეგი.
- არაა საჭირო ახსნა, ყველაფერი რიგზეა, (ნაძალადევად გავუღიმე და მშვიდი სახე შევინარჩუნე)
- შენ რომ გაგიცნო, მაგის მესამე დღეს დაშორდა, მეორე დღესვე უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, მთელი დღე შენს გარშემო ტრიალებდა დააა (არ ჩუმდებოდა სოსო)
- მართლა ყველაფერი რიგზეა სოსო, მე მჯერა და ვენდობი მას, ასე რომ... (ჩემი გამომეტყველებით დავანახე, რომ ტყუილად იღლიდა თავს)
- არა რაა, ზურა მართალია, გოგო კი არა ღვთაება ხარ (მეც გავიღიმე სიტუაციის გასანეიტრალებლად, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი, მხრებზე შეხება მალევე ვიგრძენი და ზურას ხმა გავიგე)
- მაპატიე... ცოტახნით გავიდეთ წამო რაა
- არაა საჭირო ზურა, ყველაფერი რიგზეა, მერე ვილაპარაკოთ მაგაზე, ეხლა სირცხვილია ყველა ჩვენ გვიყურებს
- ყველაფრს აგიხსნი, იცოდე რომ უზომოდ.... (აღარ დაამთავრა სიტყვები და გაბოსკენ წავიდა, მერე სცენისკენ, იქ ვიღაცეებს ელაპარაკებოდა, მე კი ვცდილობდი ყურადღება არ გამემახვილებინა არაფერზე. მერე მიკროფონში დაიწყო ლაპარაკი)
- მოკლედ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელობან ხალხს მივმართავ, იგივე ჩემს ოჯახს, მათ შორის კი ერთს გამოვაჩევ. მარიამ მაპატიე ის არასასიამოვნო ფაქტი, რაც წამების უკან მოხდა და (დამცხა, შემრცხვა, მივხვდი რას აპირებდა, ბურთი მომაწვა ყელში და ვეღარ ვსუნთქავდი, გაქრობა მინდოდა, მაგრამ ვერ გავქრი და ჩემს სმენას მიწვდა ის რამაც უზომოდ გამაწითლა)
- მინდა ყვალამ გაიგოს რომ, უზომოდ შემიყვარდი, ხო მიყვარხარ და გპირდები რომ ეს სიყვარული უფრო გაძლიერდება, დღითი დღე. არასოდეს არ მივცემ უფლებას არავის რომ ოდნავ მაინც გაწყენინოს. ჩემს თავს კი კაცურ სიტყვას ვაძლევ რომ, არასოდეს გაგიცრუებ იმედებს. მიყვარხარ უზომოდ.
დარბაზში მხურვალე ტაში ისმოდა, მე კი ვერ ვფიქრობდი, კი ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ამის თქმაა? თან ასე? ამდენი ადამიანის თვალწინ? მერე სიმღერა გავიგე, ისევ დაიანა როსი მღეროდა და ცრემლები მომადგა, ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ თავი შევიკავე და აქედან არ გავიქეცი. ასევე იმაზე ვუხდიდი მადლობას რომ ზურამ უკვე გამიმართლა მოლოდინი, ამ ფიქრებში ვიყავი და თავს ზევით ვერ ვწევდი, ხალხის ხმა ისევ მესმოდა, ამ დროს ჩემსკენ გამოწვდილი ხელი დავინახე
- შეიძლება?
ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ ავდექი და გავყევი, ხმას ვერ ვიღებდი ისე ვცეკვავდით, ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა, წუთების უკან დამცირება მივიღე, ახლა კი, ყველას თვალში ამამაღლა, მარტო რამოდენიმე სიტყვა ვითხარი, თან ის რაც პირველად მომადგა ენაზე,
- მოგკლავ აქედან რომ წავალთ
- მაშინ არ წავალთ (მითხრა და შუბლზე მაკოცა, თავი სიზმარში მეგონა, ის კი ლაპარაკს აგრძელებდა) იცი რამდენი ხანია მინდა რომ გითხრა? გპირდები ყველა დღე ულამაზესი გექნება და გულს არასოდეს გატკენ, არ ვიცი შენს ცხოვრებაში რა მოხდა ადრე, და არც მაინტერესებს,(თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და მივხვდი როგორ დაიხარა ოდნავ საკოცნელად, ძალიან ახლოს იყო უკვე, მეც თანახმა ვიყავი, მაგრამ გამახსენდა სად ვიყავით და რამდენი ვინმე გვიყურებდა, მორცხვად თავი დავხარე და გულთან მივეხუტე, მან ისევ თავზე მაკოცა და მითხრა ღიმილით)
- მიყვარხარ, ჩემო სიამაყე და სიმორცხვის წყარო (მაგრად ჩამიკრა გულში და სიმღერაც მორჩა)
მთელმა საღამომ კარგად ჩაიარა ტაქსით წამოვედით, ზურაც ნასვამი იყო და ამიტომ, მანქანაში არ გვისაუბრია, უბრალოდ მასზე ჩახუტებული ვიყავი, მანქანა მოშორებით გააჩერა და გადავედით, გამიკვირდა, მაგრამ მივხვდი ალბათ ლაპარაკი უნდათქო
- მარ, ის გოგო ნინა იყო
- არ მაინტერესებს ზურა, მე მჯრა შენი და გენდობი
- არა გთხოვ, უნდა გითხრა
- კარგი
- მოკლედ ნინასთან რაღაც ურთიერთობა მაკავშირებდა, მაგრამ არასოდეს არ შევპირებულვარ არაფერს, ის რიგითი ქალი იყო, იქამდე სანამ შეგხვდებოდი, მერე დავშორდით (თან ჩემი ხელი ეჭირა და კოცნიდა, ამ მომენტში შემეშინდა ვიფიქრე მეტყოდა რომ... არაა ვერ ვიტყვი ეს ხომ სისულელეა? ისევ მოსმენა გადავწყვიტე) მაგრამ ეს მისი გამოხტომა იყო, რაც გაგიცანი აღარც კი გამხსენებია, არამც თუ შეხვედაზე მეფიქრა, მართალია მყავდნენ შენამდე, მაგრამ ეს შენამდე იყო, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს გაიფიქრო რომ, თუ ვერ მოგწერე ან სადმე წავედი რამე ისე არაა, შენ ახლა ჩემი მთელი ცხოვრება ხარ
- ჩუუ. მე უკვე გითხარი რომ, მჯერა შენი და გენდობი, ყველაზე მეტად მეშინოდა შენთან ურთიერთობის დაწყების, მაგრამ გავრისკე და მივხვდი რომ შენ სხვა ხარ, თქვენ ორს არაფერი გაქვთ საერთო
- ვის ჩვენ ორს? (ვიფიქრე მეც მოვუყვები ცოტას ზურაზეთქო, მაგრამ აკო გაჩერდა ჩვენთან)
- ვა მარიამმ? რავახარ ზურა?
- აკო? აქ რა გინდა?
- მარიამმმ, სახლთან ვართ დაიკო, რა გჭირს?
- ააა ხოო
- კარგად აკო, შენ რავახარ?
- მეც კარგად ვარ, იშლებით?
- კი რა არი?
- კაი ერთად ავიდეთ მაშინ, თუ მერე ამოხვალ?
- არა დაგეწევი ეხლავე (აკო დაემშვიდობა ზურას და წავიდა, მე კი ისევ მივურრუნდი ზურას)
- სხვა დროს გავაგრძელოთ. დღეს კიდევ ერთი განსხვავებული და ბედნიერი დღე მაჩუქე, რისთვისაც მადლობა
- სათვალავს რომ აგირევ, მერე ვნახოთ მადლობას რა სახით გადამიხდი, მიდი ეხლა გელოდება აკო.
დავემშვიდობე და კი არ წავედი, სიხარულით გავფრინდი. რაღაცნაირად ვიყავი, თან გახარებული, თან გაბრუებული, საშინელ დაღლას ვგრძნობდი, თაბრუსხვევასთან და სისუსტესთან ერთად, ეს ყველაფერი სასმელს დავაბრალე. სახლში ავედით, აბაზანაში უნდა შევსულიყავი უარესად რომ გავხდი. ვიფიქრე არ გადავივლებ წყალს, ისე მოვწესრიგდებითქო, გამოსვლას ვაპირებდი უცებ თვალს რომ დამიბნელდა და მოწყვეტით დავეცი...

******************************

როგორც კი ვიგრძენი შეხება მივბრუნდი, ნინა შემრჩა ხელში, ვიგრძენი მარიამმა თვალი აგვარიდა, ხელი მოვკიდე და გარეთ გავიყვანე,
- შენ ხოარ უბერავ გოგო რა გინდა? მოგკლა? მართლა მოგკლავ იცოდე, ერთხელ ხომ გაგაფრთხილე უკვე? (ხელებს ისე ვუჭერდი, უკვე იკრუნჩხებოდა და ტირილი დაიწყო)
- მენატრები, დაბადების დღე მოვიმიზეზე, ვიცოდი რომ აქ იქნებოდი.
- შენი მონატრება გოგოოოოო, შენ უფრო მეტად , ნაშასა და საყვარელ ქალს შორის იცი რამხელა სხვაობაააა? გაეთრიე, არ მაინტერესებს გაბოს დაბადების დღე, აღარ დამენახო თორე ბ... შ... ვიყო მოგკლავ (ვატყობდი რომ უაზროდ ვყვიროდი, ხელებს ვუჭერდი და ვაჯანჯღარებდი)
უთქმელად წავიდა ატირებული. ვეცადე თავი ხელში ამეყვანა, პირველ რიგში მარიამის დაკარგვის შემეშინდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავლაპარაკებოდი, მასთან მივედი, მაგრამ იმდენად მშვიდად ეჭირა თავი, უფრო დავრწმუნდი რომ ღირსეული გოგო იყო და უზომოდ მიყვარდა. ყურში მინდოდა მეთქვა,მიყვარხართქო, მაგრამ სხვა რამემ დამარტყა თავში, გამოსთან მივედი და ვუთხარი
- ძმურად, ბოდიში შენს დაბადების დღეზე ეს რომ უნდა გავაკეთო, მაგრამ რამეს თუარ ვიღონებ, იმდენად მშვიდად ზის მეშინია მისი დაკარგვის, ხო წარმოგიდგენია რა დამცირებულად გრძნობს თავს?
- მე რაში დაგეხმარო ეგ მითხარი
- უბრალოდ არ გაგიტყდეს რასაც ვიზავ.
სცენისკენ წავედი, სიმღერა მოვაძებნინე და სიტყვით გამოვედი, დავინახე ყველა მისი ემოცია, თვალი არ მომიშორებია ისე ვლაპარაკობდი, დავინახე როგორ შერცხვა და როგორ გაწითლდა, მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მერე ის სიმღერა რომელიც ვთხოვე ჩართეს და საცეკვაოდ გამოვიყვანე. საშინლად მომინდა მეკოცნა მისთვის, მაგრამ უხერხულში არ ჩავაყენე, ვიფიქრე, სანამ სახლში ავა, იქ დავემშვიდობები კოცნითთქო, მაგრამ აკო გამოჩნდა... მისმა სიტყვებმა დამაბნია, კი ვიცოდი რომ, ვიღაც იყო მის ცხოვრებაში ადრე, მაგრამ ისე ლაპარაკობდა მინდოდა მომესმინა მისთვის. ის მენდობა და ჩემი სჯერავს, ანუ ვუყვარვარ კიდეც... ჩემზე ბედნიერი ახლა მარიამიც კი არ არის... სახლში მივედი და დავურეკე ძილინებისა მინდოდა მესურვებინა მაგრამ გათიშული ქონდა... დილითაც იგივე, ცოტა დავიბენი, მაგრამ დაველოდე მის ზარს ვიფიქრე ისევ სძინავსთქო.

**********************************

- მარიამ რა ხმაურია კარგად ხარ შვილო?
- ...
- მარიამმმმმ
- ...
- აკომმ. აკო ჩქარა მოდი
- რა ხდება?
- რაღაც ხმაური იყო და ხმას არ მცემს, ხომ არ დაეცა
- მარიამმმმ (აკომ უფრო უმატა კარებზე რტყმას და ბოლოს შემტვრევა გადაწყვიტა)
- ქეთი სასწრაფოში დარეკე მალე (კარის შემტვრევა უნდოდა, მაგრამ შეეშინდა ახლოს არ ყოფილიყო და რამე არ ეტკინა დისთვის, ისევ ბრახუნი გადაწყვიტა, მაგრამ მარიამს რეაქცია რომ არ ჰქონდა წიხლი დააერტა კარს და შეამტვრია, მართალიც იყო კარი ზემოდან დაეცა , სწრაფად აიღო კარი და მარიამი ხელში აიტაცა თან ეძახდა)
- მარიამმ, თვალები გაახილე რა გჭირს?
- დავრეკე, მარიამ შვილოოო, ნიშადურის მოვიტან დააწვინე შენ
- ცხვირიდან სისხლი მოსდის, პირსახოციც მომიტანე (გასძახა აკომ და დას ხვეწნა დაუწყო თვალი გაახილეო, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფო მალე მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს რადგან გონზე ვერ მოყავდათ)
- დამშვიდდი დედა, ყველაფერი კარგად იქნება, მარიამი ძლიერია, აი ნახავ (გულში იხუტებდა დედას აკო და ცდილობდა დაეწყნარებინა, მაგრამ უშედეგოდ, ექიმი გამოვიდა და უთხრა)
- მარიამი გონებაზე მოვიდა, უკეთაა, მისი ანალიზების პასუხები მინდა, მითხრა რომ 1 თვეა ბევრ ანალიზებს უღებენ
- დიახ, გერმანიიდან ველოდებით პასუხს დღე-დღეზე ჩამოვაო მისმა ექიმმა, რა მოუვიდა?
- არ ვიცი, მაგრამ სიმპტომები არ მომწონს, ამიტომ პასუხები მინდა, მიახლოებითაც არაფერი უთქვამთ ექიმებს?
- საშიში არაფერიაო, მარტო ამას გვიმეორებდნენ
- კარგით გასაგებია, მკურნალი ექიმი ვინაა? უნდა დავუკავშირდეთ ახლავე, თქვენ შეგიძლიათ მარიამთან შეხვიდეთ
ნელის ნომერი და გვარი უთხრა ქეთიმ და მარიამთან შევიდნენ.
- მარიამ როგორ შეგვაშინე, რა მოგივიდა?
- არვიცი, მე ღვინოს ვაბრალებდი გაბრუებული რომ ვიყავი, მერე აბაზანაში მინდოდა შესვლა, მაგრამ უარესად გავხდი, გამოვდიოდი და მას მერე აღარაფერი მახსოვს. ცხვირი რატო მეწვის?
- ნიშადურიანი ბამბა გედი დიდი ხნით (აკომ ამოიღო ხმა და ისეთი სერიოზული სახით იდგა შემეცოდა)
- მოდი ჩემთან
- როგორ შემაშინე ვერ წარმოიდგენ რა აღარ ვიფიქრე (მითხრა აკომ, საწოლზე ჩამომიჯდა და გულში ჩამიხუტა)
- ნუ გეშინია, სანამ ძმიშვილის და შვილს არ ჩავეხუტები, არაფერს არ ვაპირებ... როდის გამიშვებენ?
- ალბათ ხვალ
- არაა გამორიცხულია, აქ ვერ დავრჩები ღამე, რამე ქენით რააა, გადასხმა მორჩეს და წავიდეთ
- ვნახოთ, ექიმი როგორც ჩათვლის საჭიროდ ისე იქნება (მკაცრად მითხრა აკომდა თმაზე მომეფერა)
- ოოო ექიმებმა რა იციან ნეტა? დამატარებენ 1 თვეა და ვენა არ დამიტოვეს რომელიც არ გაუხვრეტიათ.
- კაი დამშვიდდი ეხლა დაისვენე (დედამ მითხრა და კარიც გაიღო)
- გამარჯობა მარიამ, მე მორიგე ექიმი ვარ, დავურეკეთ მკურნაკ ექიმს და გავაცანით სიტუაცია, ხვალ ჩამოვა პასუხები, დღეს აქ რომ დარჩე რას იტყვი?
- არაა გამორიცხულია, ვერ დავრჩები, გთხოვთ რაა
- კარგი მაშინ გადასხმა დამთავრდეს და წადით,
- უფფფ. მადლობა.
სახლში წამომიყვანეს, გემოგლობინი მქონია ძალიან დაბალი და მაგის ბრალია ყველაფერიო, ამიტომ გზაში ჩემმა ძმამ რაღაცეები იყიდა, წამლებთან ერთად და სახლში მივედით, ძალიან ვიყავი დაღლილი და ლაპარაკის თავი არ მქონდა, ამიტომ ზურას არ შევეხმიანე თან ღამის 3 ხდებოდა. დიდხანს მეძინა 1 საათზე გამეღვიძა. ტელეფონი ავიღე და გათიშული ყოფილა. მერე ზურასთან უნდა დამერეკა, დედა რომ შემოვიდა ატირებული თვალებით
- გაიღვიძე მარიამ?
- რა ხდება?
- არაფერი დედი შემაშინე გუშინ. ნელი ექიმმა დარეკა, სასწრაფოდ გვიბარებს, მაგრამ არ გაგაღვიძეთ, წავიდეთ ხო?
- რამე სერიოზულია?
- არ ვიცი დედიკო, პასუხები მოსულა
- აკო სადაა?
- იქითაა, შენ გელოდება რომ წაგვიყვანოს
- კაი ჩავიცვამ და გამოვალ
უნდა დამერეკა ზურასთან მაგრამ გადავიფიქრე, ავდექი ჩავიცვი და ექიმთან მივედით, თავს კარგად ვგრძნობდი, უბრალოდ ისევ ის სისუსტე მქონდა, რის გამოც სულ ვწუწუნებდი და მიჩვეული ვიყავი უკვე. კაბინეტში შევედის და ნელიმ დაჯექიო მანიშნა
- მოკლედ. ყველაფერი მითხრეს რაც მოგივიდა, მაგრამ მე ის მაინტერესებს მანადე რა მოხდა? (მოვუყევი როგორც ვიყავი და მკითხა)
- რამეზე ინერვიულე? დაიძაბე ან რამე ეგეთი?
- ცოტა დავლიე, დაბადების დღეზე ვიყავი, მერე ემოციურად დავიძაბე ცოტა, მაგრამ არ მინერვიულია და ბოლოს ეგ იყო.
- მარიამ დიდი გოგო ხარ, ალბათ ხვდები რომ, ამდენი ანალიზები რაღაცაში გვჭირდებოდა. სანამ ეჭვის დონეზე ვიყავით იქამდე ვერ გეტყოდით
- რა ხდება?
- ქალბატონო, მარიამს ახლა თქვენი გვერდში დგომა სჭირდება, გერმანიიდან ის პასუხები მივიღეთ რისიც გვეშინოდა
- რას გულისხმობ პირდაპირ თქვი! (გაისმა აკოს მჭექარე ხმა, მე უკვე აღარ მესმოდა აღარაფერი, სულ გავიყინე , სუნთქვაც კი გავაჩერე სანამ ექიმი სიტყვებს დაასრულებდა)
- მარიამს ერთ ერთი სახის ლეიკემია აქვს. მაგრამ ძალიან მძიმე არააა. იმედი უნდა ვიქონიოთ რომ მკურნალობას დაექვემდებარება დაავადება.
ლეიკემია.... მარტო ეს ტრიალებდა ჩემს გონებაში, მერე მივხვდი რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, დედა და აკო შემეცოდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა. კარის ჯახუნმა შემახტუნა, გავიხედე და აკო აღარ იყო კაბინეტში. დედას გავხედე და გაშტერებული იჯდა.
- ყველაფერი კარგად იქნება დე. მე ძლირი გოგო ვარ ხომ იცი (ვაკოცე და ავდექი) აკოს ვჭირდები უნდა მოვძებნო.
კაბინეტიდან გამოვედი და თავი ხელში ავიყვანე. გარეთ გამოვედი და მანქანისკენ წავედი ვიფიქრე იქ დამხვდებოდა არც შევმცდარვარ, სიგარეტს გამწარებული ეწეოდა და უაზროდ დადიოდა, სიტყვებს ვერ ვპოულობდი, რა უნდა მეთქვა, ვხედავდი ცრემლები როგორ ახრჩობდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ტყდებოდა. ახლა ორივეს გვჭირდებოდა გულის მოოხება რომ, მერე დედა გაგვემხნევებინა და ერთად გვებრძოლა, ამიტომ გადავწყვიტე გულში არ ჩაედო ეს განცდა აკოს და ისევ მეე გამეტეხა რომ, ისევ მე დამეწყნარებინა და მას მე დავეწყნარებინე)
- აკო
- მარიამ ყველაფერს კარგად იქნება, ხომ გჯერა?
- სიმართლე გითხრა მეშინია, მეშინია რომ..
- ჩუუუ, არ თქვა მარ, არ თქვა გთხოვ. ჩვენ ამას გავუმკლავდებით (ხელები ისე მომხვია, ვიფიქრე გადავტყდებითქო, ცრემლებმა გზა გაკვალეს და ტირილი დავიწყე)
- რაღა ეხლა აკო, რაღა ეხლა როცა შემიყვარდა? მეშინია სიკვდილის, მშიშარა ვყოფილვარ (აკოზე მიხუტებული უკვე ვქვითინებდი და ვგრძნობდი აკოც როგორ ტიროდა, თან ცდილობდა დავეწყნარებინე, მიხუტებდა გულში და ორივე ხმით ვტიროდით, ორივემ მივეცით შინაგან ტკივილს გარეთ გამოსვლის საშუალება)
- შენ უზომოდ ძლიერი გოგო ხარ მარ, მაგრამ შენ რომ რამე მოგივიდეს... რამე რომ დაგემართოს... მაგრამ არა ჩვენ გავუმკლავდებით ამას ( მერე ცოტა დავწყნარდით და აკომ გადაწყვიტა ხმის ამოღება)
- შენ ჩემი სიამაყე ხარ, სიამაყე გესმის? და არა მარტო ჩემი, დედას სიამაყეც ხარ. ზურა? ზურაზე იფიქრე მარ, მას უზომოდ შეუყვარდი. ამიტომ არ გაქვს უფლება. ამ ყველაფერზე ცუდად იფიქრო... ვსო, გვეყოფა ვიმკურნალებთ და გადავიტანთ
- ხო, მართალი ხარ, წამო დედა ცოდოა.... (ხელი გადამხვია და ისევ საავადმყოფოსკენ წავედით, მერე უცებ გავაჩერე და ვუთხარი) მოიცა აკო. ზურამ ეს არ უნდა გაიგოს... სანამ გვიანი არაა, ვერ გავიმეტებ ზურას იმისთვის, რაც რეალურად შეიძლება დამემართოს
- არ აპირებ თქმას? (გაოცებულმა მკითხა)
- არა და შენგანაც მოვითხოვ პატივი სცე ჩემს გადაწყვეტილებას. არაა ვალდებული მომაკვდავს შეალიოს სიყვარული.
- მომაკვდავს არა მარი
- რაც არის. ვერ მივცემ თავს უფლებას სიბრალულით შემომხედოს, ამას ვერ ავიტან. გთხოვ პატივი ეცი ჩემ გადაწყვეტილებას და არაფერი დაგცდეს
- არ ხარ მართალი მარ... მაგრამ შენ როგორც გინდა. ჯერ ჯერობით ხმას არ ამოვიღებ. მერე ვნახოთ სიტუაციის მსვლელობა
- არა არც მერე. ამას თუ ვინმე ეტყვის მას, ეს მარტო მე ვიქნები, სხვას უფლება არ აქვს გესმის?
- წამო დედასთან (ხელი ისევ გადამხვია და წავედით, დედასაც უტირია, გული დამეწვა ამდენ ადამიანს როგორ ვტკენ სულს. მერე ისევ ექიმთან შევბრუნდით, რათა გაგვეგო რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა)
- ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ლეიკემიის ეს სახე დაუმარცხებიათ...
ბევრი ილაპარაკა და ქიმიაც ახსენა, რაზეც გულში საშინელი რეაქცია მქინდა, მაგრამ არ გამოვხატე, მკურნალობას დღესვე ვიწყებდი, სახლში მოვედით და კომპიუტერს მივუჯექი, ინტერნეტი რასაც ქვია ავაწრიალე რომ, ყველა დეტალი გამეგო ჩემს დაავადებაზე. ბევრი რამე გავიგე და გული დამიწყნარდა ცოტა, მერე ექიმთან გადავამოწმე რამდენად რეალური იყო ეს ინფორმაცია, ისიც დამეთანხმა და აკოს და ქეთის გავუზიარე, ისინიც ცოტათი დამშვიდდნენ. მერე ჩემ ოთახში ჩავიკეტე და ქიმიაზე მოვიძიე ინფორმაცია. აქ ეწერა რომ, ის არ აჯანმრთელებს ის უბრალოდ ცოტათი ახანგძლივებს სიცოცხლეს, თუმცა კლავს უამრავ საჭირო უჯრედს. მერე სურათები ვნახე და გადავწყვიტე რომ ქიმიას არ გავიკარებდი... თან ისე გადავწყვიტე, რომ ვერავინ გადამაფიქრებინებდა. თუ მაინც მოვკვდებოდი, ლამაზი მაინც მოვკვდებოდი. ქუჩაშიც არავინ შემომხედავდა საცოდავი თვალებით. მორჩა ეს გადაწყვეტილი იყო. დაღამდა. ტელეფონი ჩავრთე 15 გამოტოვებული ზარი და 5 მესიჯი მოვიდა. 2 მესიჯი და 15 ზარი ზურას ეკუთვნოდა 3 მესიჯი გოგოებს. მკითხულობდნენ. მერე ზურას მესიჯი გავხსენი ,,ჩემო ფერია როგორ ხარ?” ეს დილით გამოგზავნილი იყო. მერე მეორე მესიჯი გავხსენი, რომელიც ნახევარი საათის უკან იყო გამოგზავნილი ,,რომ გირეკავ რატო არ მპასუხობ? რა ხდება?” ამოვიოხრე და მივწერე ,,სალამი ზურა. ხვალ როცა მოახერხებ დამირეკე, სალაპარაკო მაქვს შენთან“ 1 წუთში გადმომირეკა.
- მე გითხარი, ხვალ გადმორეკეთქო.
- რა ხდება? მოხდა რამე?
- არა, უბრალოდ უნდა დაგელაპარაკო
- ეხლავე გამოვალ გინდა?
- არა არ მცალია, ხვალ გნახავ, ეხლა უნდა დავიძინო. ძილინებისა.

*********************************************

დილით მესიჯი მივწერე, არ მიპასუხა, მერე მთელი დღე ველოდებოდი როდის მიპასუხებდა, მაგრამ უშედეგოდ. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. სურათებს ვათვალიერებდი, წინა დღეს ერთად რომ გადავიღეთ და სიყვარულით ვივსებოდი. მერე გადავწყვიტე, ლამაზი ჩარჩო მეყოდა და ერთი სურთი, რომელიც უზომოდ მომეწონა დამებეჭდა 2 ცალი. თითო-თითო მე და მარიამს. საღამოს სოსოსთან ვიყავით ბიჭები, მესიჯი მომივიდა, გავხსენი თუ არა, არ მომეწონა რაღაც და ეგრევე გადავურეკე. ისე ცივად მელაპარაკა ვერ მივხვდი რა ხდებოდა.
- რა ფერი გაქ ბიჭო, ცუდად ხარ?
- რაღაც მოხდა
- სად?
- მარიამთან. ძაან ცივად მელაპარაკა. თან გუშინდელს მერე არ შემხმიანებია. ნინა ამაში ოდნავ მაინც რომ ფიგურირებდეს, ბ... შ... ვიყო მოვკლავ.
- კაი გოგოების ამბავი არ იციი? დალაგდება მალე, ალბათ დაბნეულია, მარა ნინა აღარ მგონია რამეში იყოს გარეული, ისე ელაპარაკე
- არა, ეს ის მარიამი არ იყო, რაღაც მოხდა. უნდა ვნახო ეხლავე
- ხოარ უბერავ? 12 ია უკვე ამ შუაღამე სად უნდა მიადგე? თან მარიამის ნაირ გოგოს?
- ხო სოსო მართალია, ტეხავს, რა პონტია? (მხარი აუბეს ბიჭებმაც)
- კაი გავედი მე
- სად?)
- სახლში შ... სად წავალ? მართლა ხოარ მივადგები სახლში? (დავიღრიალე და კარი გამოვიჯახუნე. არც მიფიქრია რომ ცუდად გამომივიდა. მანქანაში ჩავჯექი და ფიქრი დავიწყე რა შეიძლება მომხდარიყო. რა გაათენებდა ეხლა?)

*******************************************

მთელი ღამე ვფიქრობდი როგორ დავშორებულიყავი, დავშორდებოდი კიი? არ ვიცოდი რომელი ტკივილი უფრო იოლი იქნებოდა ზურასთვის, ის რომ მეთქვა არაფერი გამომდის და შემეშვითქო, თუ ის რომ შეიძლება მოვკვდე? მთელი ღამე გავათენე. დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე, დედამ მითხრა ნელის დაურეკია სხვა ექიმს გადამაბარა, ვისაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ამ საქმეშიო. იმ ექიმმა კი 1 ზე დამიბარა საავადმყოფოში ძვლის ტვინის ანალიზი უნდა ავიღოთო და მარტო არ გამოუშვათო. ეგ რაღა სათქმელი იყო ნეტა გავბრაზდი ამაზე... ზურამმესიჯი მომწერა ჯერ 8 საათი იყო ,, გგღვიძავს?“ მივწერე ,,კი“ მან უცბად გადმომირეკა
- როგორ ხარ?
- კარგად, თავად?
- ცუდად. რომელზე გნახო? (გული მომიკვდა მის ხმაზე და მის პასუხზე. მაგრამ დაშორება მქონდა გადაწყვეტილი ამიტომ არ შევიმჩნიე)
- 10ზე.
- კაი სად? მანდ გამოვიდე?
- არა მე გამოვალ. მისამართს მოგწერ. კაფეში გავიდეთ
- როგორც მეტყვი...
მისამართი მივწერე და ავდექი. ვჭამე. 6 სახის წამალი დავლიე და წამოვწექი. 9ზე გამზადება დავიწყე. ყველანაირად ვეცადე, სულ სხვა სტილზე ვყოფილიყავი, რაღაც გამაღიზიანებელ და მოულოდნელზე, იმიტომ რომ გული ძალიან არ დაწყვეტოდა, როცა დავშორდებოდი და ეფიქრა, არ ღირს მარიამი ჩემ ფიქრებადო. გული მიკვდებოდა ამ ყველაფერზე, მაგრამ არ შემეძლო მისთვის ეს სატანჯველი გამეყო.
- აკოო, საით გადიხარ?
- რა არის მარ?
- რამდენ ხანში გადიხარ?
- დღეს შენ მოგყვები სიხარულო 1 ზე მანამდე სახლში ვარ.
- არაა საჭირო აკო
- მე ასე მინდა და ვსო. რა გინდოდა შენ?
- შეგიძლია გამიყვანო კაფეში?
- კი რა პრობლემაა. ეხლავე?
- კი.
- კაი წამო
- დეეე გავდივარ და მოვალ 1 ის ნახევრისთვის.
- კაი დედი
- ვის უნდა შეხვდე?
- ზურას
- მერე რა გადაწყვიტე?
- უნდა დავშორდე.
- ასე ჩაცმული და მაგ გამომეტყველებით რომ დაგინახე მივხვდი, მარ, იქნებ ჯობდეს სიმართლე უთხრა? ჩვენ კი ვართ შენს გვერდით, მაგრამ ის სხვანაირად დაგიდგება
- არა აკო. ვერ გამოვიყენებ. მიყვარს, გესმის? და ყველაზე ცუდი ისაა რომ, იმ საღამოს თვითონ სცენიდან ამიხსნა სიყვარული
- მითუმეტეს მარ, ასე მას გაანადგურებ
- გვეყო ამაზე გთხოვ, გადაწყვეტილია. უბრალოდ დამელოდე გთხოვ, არ ვიცი იქიდან როგორ წამოვალ
- კაი რაზეა ლაპარაკი, რამდენი ხანიც გინდა დაგელოდები, მაგრამ არ მომწონს შენი გადაწყვეტილება
ამასობაში მივედით კიდეც. ზურას მანქანა უკვე იქ იყო. ამოვიოხრე და გადავედი. მერე ღრმად ჩავისუნთქე და ნაგლურად შევაბიჯე კაფეში. დავინახე და მისკენ წავედი. ისიც ფეხზე წამოდგა და უნდა გადავეკოცნე რომ გავაჩერე.
- პირდაპირ საქმეზე გადავალ. დაჯექი
- რა გჭირს მარ?
- მარ არა მარიამი. მოკლედ არაფერი გამომდის.
- რაა? რას გულისხმობ? (ისეთი ტკივილი დავინახე მის გამომეტყველებაში, გული მომიკვდა)
- თუ დამაცდი გეტყვი. ბევრი ვეცადე მაგრამ დავიღალე
- რას გულისხმობ? თუ ნინას
- ნინა არაფერ შუაშია მაცადეეე. მე ისეთი არ ვარ, ვისაც აქამდე იცნობდი, მე ესეთი ვარ, კაი ბიჭი ხარ, ვეცადე შევცვლილიყავი მარა არ გამომივიდა
- არ აქ მნიშვნელობა როგორი ხარ მარიამ, მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ
- გეყოფა რაააა. მე არ მიყვარხარ სამაგიეროდ. და ბევრი მცდელობის მერე მოწონებაც კი აღარ მაქ შენს მიმართ
- რაააა? რა სისულელეებს ამბობ. რა ხდება პირდაპი თქვი
- ზუსტად ეგ ვქენი ეხლა. უნდა წავიდე. მიხედე შენ ცხოვრებას, კიდე დიდი ხანი გავქაჩე შენთან
- არაა. აქ რაღაც სხვა ხდება მარიამ. არ მოგცემ უფლებას ასე მომექცე, რა მოხდა? ვინმემ რამე გითხრა?
- რა არის აქ გაუგებარი? საზიზღარი გოგო ვარ და ბიჭების გრძნობები, სულ ესაა.
გაშტერებული დავტოვე. ერთი სული მქონდა გამოვქცეულიყავი იქიდან, ხელი დამიჭირა და ამღვრეული თვალებით შემომხედა.
- ეს გამომართვი და კარგად დაფიქრდი რას აკეთებ
- ეს რაარის? (თავი ვეღარ გავაკონტროლე და ნიღბის გარეშე ვკითხე. მან ეს აშკარად დაიჭირა, თვალებში შემომხედა და მეგონა დავიწვი)
- თავად ნახე. კარგად...
კაფედან ისე გავიდა არც მოუხედავს. გული ჩამწყდა, ტირილი მახრჩობდა, ხმამაღლა მინდოდა ღრიალი, მაგრამ რომ შემოსულიყო? უცბად გავედი მანქანაში ჩავჯექი და აკოს ვუთხარი
- წადი.
- სად?
- სადაც გინდა, ოღონდ აქედან წადი, აღარ მინდა დამინახოს
- მაინც დაშორდი?
- არ მინდა ლაპარაკი ეხლა გთხოვ
ხმა აღარ ამიუღია. უბრალოდ გაზს მიაწვა და წავიდა მე კიდე ფეეხებს ჩავეხუტე და ტირილი დავიწყე. აკო ხმა არ მცემდა. მერე გააჩერა. თავი ავწიე, მაგრამ გარშემო არაფერი არ იყო.
- მოდი ჩემთან (მითხრა აკომ და გულში ჩამიხუტა) იტირე, თუ ფიქრობ რომ გულზე მოგეშვება.
ამაზე უარესად ავტირდი და მარტო თავს ვლანძღავდი
- ჩემი თავი მეზიზღება, ასე როგორ მოვექეცი. ვერ ვიტან ჩემ თავს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა აკო, ხომ გესმის ჩემი? (თავი ძლივს ავწიე ისე მიჭერდა ხელებს და შევხედე თვალებში)
- მომენტში მესმის კიდეც შენი. მაგრამ მე მის ადგილზე სიმართლის ცოდნა უფრო დამეხმარებოდა. მარ, შენ სერიოზული პრობლემა გაქ სიხარულო. ამის აღიარება არ გვინდა მაგრამ აბა დაფიქრდი, რამე რომ მოგივიდეს ხომ გაიგებს? მერე უარეს დღეში ჩავარდება, შეიძება სიკვდილამდეც მივიდეს
- არა აკო შეუძლებელია 1 თვეში ეგრე ვერ შემიყვარებდა
- შენ? შენ რას იზავდი მის ადგილზე იგივე სიტუაციაში?
- გავაფრენდი, თავს მოვიკლავდი, ვერ ვიცოცხლებდი
- 1 თვეში შეუძლებელი რომ იყო ასე შეყვარება? მითუმეტეს კაცებმა სხვანაირი სიყვარული ვიცით მარ. გულში ისე იდებს ბინას სიყვარული რომ, იქიდან აღარაფრით ამოდის. მე ვიცი რომ მას იმაზე ძლიერ უყვარხარ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია ვინმეს. ის კაცია. კაცები სააშკარაოზე გრძნობებს არ ვალაგებთ. ელემენტარულით შემოვიფარგლებით. თუ სიმართლეს არ ეტყვი მასაც გაანადგურებ მარ
- აღარ ვიცი რა ვქნა. მეცოდება აკო, რამის ხორცები დავიჭამო ისე მტკვივა სული. მისი სახე და თვალები რომ გენახა...
- ეგ რა არის? (დამანახა ის პარკი რაც ზურამ მომცა, გავხსენი და თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა)
- არააა. ამას უკვე ვეღარ ავიტან
- მანახე (ტირილს ვიმატე, როცა სურათი ვნახე სადაც მე და ზურა ვცეკვავდით ვალსს, მას მერე რაც სიყვარულში გამომიტყდა, ისეთი თბილი თვალებით მიყურებდა სული გამეყინდა და უარესად შემზიზღდა თავი)
- მაგ დროს ამიხსნა სიყვარული და ჩვენ სიმღერაზე ვცეკვავდით
- ეს რაღაა?
პარკიდან ფლეშკა ამოიღო, გამოვართვი და შევაერთე, მხოლოდ ერთი სიმღერა იყო ჩაწერილი როგორც კი პირველი ნოტები გავიგე, ფლეშკა გამოვგლიჯე, გარეთ გადავედი და მთელი ძალით დავიყვირე, რომ დავცლილიყავი და არ გავმსკდარიყავი, აკოც გადმოვიდა ჩამეხუტა და მკითხა
- დაიანა როსი?
მე უარესად ვუმატე ტირილს და თავი დავუქნიე.
- ვსო. ეხლა მივდივართ ზურასთან და სიმართლეს ეუბნევი, თუ არადა მე ვეტყვი. არ მოგცემ უფლებას კიდევ დაიმატო ტანჯვა. უზომოდ რომ გიყვარს ვერ ატყობ? არ მოგცემ უფლებას ან საკუთარ თავს მოექცე ასე, ან მას. კარგი დამშვიდდი ეხლა გთხოვ, ამდენი ნერვიულობა უარესს გიზავს.
ცოტა დამამშვიდა და მანქანაში ჩავჯექით. აკოს ტელეფონი თურმე სკდებოდა იმდენს რეკავდა, ნომერს დახედა და გამომხედა.
- ზურაა (მითხრა აკომ)
- უპასუხე
- ხო ზურა
- მითხარი რა ხდება აკო, რა დაემართა მარიამს? რამ შეცვალა? მითხარი თორემ გავგიჟდები, ვიცი რომ გეცოდინება რაც გააკეთა, გთხოვ მიშველე აკო, ვერ გავძლებ მარის გარეშე, უზომოდ მიყვარს, მხოლოდ მისთვის ფეთქვს ეს გული, გთხოვ დამეხმარე, მოვკვედბი მის გარეშე.



№1  offline წევრი იზუკა

ასეც ვიცოდი რო ლეიკემია ექნებოდა (( ზურაა რა ცოდვაა გაურკვევლობაში როა(( მარიამი უფრო ცოდვაა რო ასე იტანჯება აქეთ სიყვარულის და აქეთ დაავადების გამო (( მალე დადე რაა ახალი თავიიც ????

 


№2 სტუმარი სტუმარი butia

es ra iyo gtxovt dges dadet axali tavi ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent