შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება (დასასრული)


21-10-2018, 19:36
ავტორი MMLMM
ნანახია 7 048

ეს არ იყო ის მარიამი ვისაც ვიცნობდი. რომ შემოვიდა, თვალები რამის გადმომცვივდა, იმდენად არარეალური იყო. მერე ხელით გამაჩერა და არც კი გადამკოცნა. ტელეფონზე რომ მელაპარაკა მივხვდი რომ, რაღაცას აპირებდა და ეს რაღაც დაშორება იყო, თან უმიზეზოდ. ამიტომ სურათი და ფლეშკა წავიღე, იქნებ ბოლომდე არ გავეწირე. კაფიდან გამოვვარდი და ბოღმამ რამის დამახრჩო. რულს ხელებს ვურტყავდი, გაზის პედალს ფეხს ვაწვებოდი და ვგრძნობდი თვალებში რაღაც მაწვებოდა, ისე რომ ვეღარ ვხედავდი. მეწვის, მტკივა, მღრღნის, მანადგურებს რაღაც, მერე გავჩერდი, ყელში მოგროვილი მწარე ბურთის გადაგორება და თავის ხელში აყვანა ვცადე. აზრები განვიხილე რა დაემართა, მაგრამ ვერ გავიგე. მერე მივხვდი რომ აკოს ეცოდინებოდა ყველაფერი. სწრაფად დავურეკე, მაგრამ არც ის მპასუხობს, 15 წუთიანი რეკვის მერე ხმა გამაგონა. ქალივით სულ ცოტა მეკლდა საჯაროდ ავტირებულიყავი. ვეხვეწებოდი აკოს დამხმარებოდა

**********************************
აკოს ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული და მესმოდა ეს ყველფერი, ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ქონდა ვეღარ მოვითმინე, ტელეფონი გამოვართვი და ვკითხე
- სად ხარ?
- მარი?
- ხო უნდა გნახო სად ხარ?
- ისევ კაფესთან ვარ. მანქანაში ვზივარ
- მოვდივარ

****************************

- მისი ხმის გაგონებაზე მეორედ დავიბადე, მაგრამ ისეთი ხმა ქონდა უარესად შემეშინდა. გზას გავყურებდი, როდის მოვიდოდა აკოს მანქანა. ძლივს გამოჩნდა და აკო გადმოვიდა, დავინახე თავჩახრილი მარიამი წინ იჯდა
- გამომყევი, ცოტა მშვიდ ადგილზე გავიდეთ
- კარგი
გავყევი, 10 წუთი ვიარეთ, გარშემო არაფერი არ იყო, ვერ მივხვდი აქ რა გვინდოდა. მანქანიდან გადავედი და მარტო მარიამი გადმოვიდა. თავს ზევით არ წევდა ისე მოდიოდა. ვერ ვხვდებოდი რა ჭირდა ამ გოგოს, ისე მომიახლოვდა, თავი არ აუწევია და ჩუმად თქვა.
- დარწმუნებული ხარ, რომ გინდა სიმართლე იცოდე? (მივხვდი რომ საქმე იმაზე ცუდად იყო ვიდრე მეგონა, იმაზე ბევრად ცუდად რაც 1 საათის უკან მოხდა, ახლოს მივედი, თავი ავაწევინე და მის სახეს რომ შევხედე გავქვავდი, თვალები ისე ქონდა ჩასისხლიანებული და დასიებული უბრალოდ გავქვავდი, ჯერ ვუყურე, თავი დავიწყნარე და გადავწყვიტე, რაც არ უნდა ეთქვა ბოლომდე მომესმინა. მერე მშვიდად ვკითხე)
- რა მოხდა? ყველაფერი დეტალებში მითხარი მარიამ (თვალებში მიყურებდა)
- დარწმუნებული ხარ? (თვალები ისევ აემღვრა და მივხვდი თქმა როგორ უჭირდა. რა არ ვიფიქრე, ისიც კი ვიფიქრე ვინმემ ძალა ხომ არ იხმარა მასზეთქო, ამის გააზრებისას ისევ ვიგრძენი სისხლი როგორ მომაწვა თავში)
- ყველაფერზე მეტად. რა ხდება მარ (ისევ მისი სახე მეჭირა ხელებში და მეხის გავარდნას გავდა მისი ის სიტყვები რასაც ვერასოდეს ვიფიქრებდი)
- ვკვდები (ამის თქმა იყო და ცრემლები გადმოსცვივდა, პირველი რაც ვიფიქრე, ის იყო რომ უნდა ჩავხუტებოდი, მაგრამ გაქვავებული ვიდექი, მეგონა მიწა გამომაცალეს, მდუღარე წყალი გადამასხეს, მუცელში რაღაც საშინლად ამეწვა და როგორც იქნა ჩავეხუტე. როგორ მინდოდა მარტო ვყოფილიყავი, რომ დამელეწა ყველაფერი რაც გარშემო იყო, მაგრამ მარიამის თვალში ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები, მაგრამ ფაქტი ის იყო რაც მესმოდა. აღარ გავამეორებინე აღარაფერი, უბრალოდ მაგრად ვეხუტებოდი და თავზე ვკოცნიდი. ყელი მეწვოდა თითქოს ვიხრჩობოდი, მინდოდა რამე ბგერა მაინც მეღრიალა ბოლო ხმაზე, რომ დავცლილიყავი. მისი თხელი და სუსტი თითები, რომ ვიგრძენი ზურგზე, მოვეშვი, მინდოდა გულში ჩამესვა და აქედან გამექრო, რომ ეს ყველაფერი მის გარშემო არ ყოფილიყო, ძალები მოვიკრიბე და როგორც იქნა ხმა ამოვიღე)
- გამორიცხულია მარ, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, მარტო სიტყვებით არა, შენ ჩემი გულის ფეთქვა ხარ, ჩემი სისხლი და ჰაერი ხარ, შენ თუ რამე მოგივა ე.ი. მეც მომივა, ამას მარტო სიტყვებით არ ვამბობ, ცხოვრება ასე არ გაგვწირავს, ორივე ვიცოცხლებთ მარ, აი ნახავ ჩემო ცხოვრება. ამას როგორ მიმალავდი ჩემო სულელო? რამ გაფიქრებინა რომ იმ გამოხტომებით შენზე აზრს შევიცვლიდი? შენ ხომ ჩემი ოცნება ხარ, ჩემი განძი
- არ გინდა გთხოვ
- არა მარი ეს შენ არ გინდა... ტყულად მაგაზე ფიქრიც კი არ ღირს, ყველაფერი მოგვარდება, გესმის? ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ დამშვიდდი გთხოვ, დამშვიდდი და ეს სიტყვები აღარასოდეს გაიმეორო. მე შენთან ვარ და არა მარტო მე აკოს გახედე აბა როგორ შემოგციცინებს.
აკოსკენ გავიხედეთ ორივემ და მარიამს გაეღიმა მის საწყალ დგომაზე, მისი ღიმილი რომ დავინახე გულში ისევ სითბო ჩამეღვარა, თავზე ვაკოცე და აკოსკენ წავედით
- მარ 1-ს აკლია 20
- მერე რაა?
- 1ზე საავადმყოფოში უნდა ვიყო, ძვლის ტვინის ანალიზი უნდა ამიღონ.
ეს თქვა თუ არა მივხვდი რაშიც იყო საქმე, ანუ ლეიკემია, ჩემთვის გავიფიქრე და გამახსენდა ის მწარე ტკივილი, რასაც დეიდაჩემი განიცდიდა ხოლმე ამ ანალიზის აღებისას. ნარკოზიც არ კეთდებოდა, იმიტომ რომ ძვალი არ ყუჩდება. მკერდის ძვალი უნდა გაეხვრიტათ და სითხე ამოეღოთ, რაც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. მარტოს დეიდას არასდროს ვუშვებდით ამ ანალიზზე. მის გახსენებაზე ისიც გამახსენდა, რომ ვერ უშველეს. ამან საშინლად გამხადა, მაგრამ ხელს არ ჩავიქნევდი და არ დაველოდებოდი, ჩემს გოგოს როდის გამომაცლიდა სიკვდილი ხელიდან, არ დავუთმობდი მის თავს არასოდეს, მარიამი ჩემი ცოლი, ჩემი საკუთრება უნდა გამხდარიყო, რომელიც იქამდე იცოცხლებდა, სანამ მე არ დავხუჭავდი თვალს. ეს ყველაფერი არ შევიმჩნიე და ისე ვთქვი
- მერე რაღას ვუცდით? წავედით (მარიამზე ხელია არ გამიშვია, მინდოდა ჩემი მანქანით წამეყვანა)
- ექიმმა მარტო არ გამოუშვათო, ქეთი მყავს სახლიდან წამოსაყვანი
- ხოდა შენ ქეთისთან წადი, ჩვენ პირდაპირ წავალთ და იქ მოხვალთ თქვენც რაა
- კაი დავიძარით მაშინ
მარიამმა რაღაცეები გადმოიტანა მანქანიდან და მე ისევ ხელი გადავხვიე, წავედით მანქანისკენ და როცა მანქანაში ჩაალაგა ნივთენი მოვატრიალე. აკო უკვე აღარ ჩანდა მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვუთხარი
- რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე რომ უშენოდ არარაობა ვარ და ვალდებული ხარ ჩემთვის იცოცხლო, არასოდეს დანებდე, ისევე როგორც მე არ დავნებდები არასოდეს გესმის?
მან მხოლოდ თავი დამიქნია, მის სახეს ვეფერებოდი ისე ველაპარაკებოდი, თავი რომ დამიქნია ახლოს მივიწიე, მინდოდა მეკოცნა, მაგრამ მას უნმიშვნელოდ რომ გაეწია თავი, არ ვიზავდი, მან კი პირიქირ უფრო ზევით აწია თავი, რაც მწვანე შუქს მინთებდა, ნელა დავიხარე და ძალიან ფრთხილად შევეხე მის ტუჩებს, სულ ამერია აზრები თავში, ვკოცნიდი ფრთხილად და ვგრძნობდი, რომ მარიამი მართლა იყო ის ვის გამოც ვიცოცხლებდი, ის ჩემი სხეულისა და სულის ნაწული გახდა, მერე თავი ოდნავ გაწია და თავზე ვაკოცე.
- უზომოდ მიყვარხარ მარ
- მეც მიყვარხარ (აი ის სიტყვებიც რომლებსაც ასე ველოდებოდი, ჩავეხუტე და კიდევ ვაკოცე თავზე, მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფორკენ წავედით )
- - ცოტა დაგვაგვიანდა. ამიტომ პირდაპირ ანალიზზე წაიყვანეს, რათქმაინდა მეც შევყევი, მისი ხელი მეჭირა და ვეუბნეოდი
- მიყვარხარ და მარტო ამაზე იფიქრე, შენი თითოეული შეხრილი წარბი, ჩემთვის უდიდესი ტკივილია გესმის? (ამას იმიტომ ვეუბნეოდი რომ, თავი ხელში აეყვანა და გაეძლო იმ ტკივილისთვის რაც წინ ელოდა, თვითონ კი აზრზეც არ იყო რა ელოდებოდა, მერე ექიმმა უთხრა გეტკინება და ამისთვის მზად უნდა იყოვი, მერე ხელები და ფეხები დაუბეს, მერე ტანიც, რა საჭიროა ეს ყველაფერი გავუძლებო ამბობდა, ექიმმა კი უთხრა რომ განძრვა არ შეიძლებოდა ამ დროს. მე უკვე მქონდა ნანახი ეს პროცედურა და დამშვიდება ვცადე )
- როგორც არ უნდა გეტკინოს, გაუძელი გთხოვ რააა, მე აქ ვარ და იგივე ტკივილს ვიგრძნობ, რასაც შენ. ეს კი იმას მიშნავს რომ მარტო არ ხარ მარ
- ნუ აზვიადებ ბოთე (მითხრა და გამიღიმა, ექიმმა გააფრთხილა ყველანაირად ეცადე არ გაინძრეო და აუხსნა რა უნდა გაეკეთებინათ)
- მისმა კივილმა ოთახი მოიცვა, როცა ძვალს ხვრიტავდნენ, ხელს უზომოდ მიჭერდა და თვალებს მაგრად ხუჭავდა. ვიცოდი რას გრძნობდა და მე ვერაფრით ვუმსუბუქებდი ამ ტკივილს. როგორც იქნა მორჩა მისი წამება. ამ ანალიზით გაიგებდნენ რამდენად ცუდად იყო საქმე. პალატაში დააწვინეს ცოტახნით და მარტოები რომ დავრჩით მკითხა
- იცოდი ხო ასე რომ მეტკინებოდა?
- სამწუხაროდ კიი
- საიდან?
- დეიდას უკეთებდნენ, 6 თვეში ერთხელ ამ ანალიზს და ყოველთვის მივყვებიდი
- ეხლა მივხვდი რატომ უთხრეს დედას, მარტო არ გამოუშვათო
- ხოო, საშინელი ტკივილი იყო ალბათ?
- რაც მთავარია უკან მოვიტოვე და ეხლა უკეთ ვარ, თან შენ მყავხარ გვერდით
- როგორ მეამაყები ასეთი ძლიერი რომ მყავხარ იციი? (დავიხარე კოცნა მინდოდა, მაგრამ კარი შემოაღეს აკომ და დედამისმა)
- როგორ ხარ დედიკო?
- უკეთ დე, გაიცანი ეს ზურაა
- სასიამოვმოა შვილო, მე ქეთი მქვია
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, ცოტახნით გავალ კაი? მაგრამ აქვე ვიქნები (მინდოდა თავზე მაინც მეკოცა მაგრამ უბრალოდ ხელი გადავუსვი დედამისის მომერიდა)
- დიდი ხნით არ დამტოვო რაა
- ნწუ (გავუღიმე და გამოვედი, ლაპარაკი ენდომებოდათ, აღარ მინდოდა გამეხსენებინა, ის მწარე წუთები ანალიზის აღებისას და გარეთ დავჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და 1000 რამეზე დავიწყე ფიქრი. ცოტახანში აკო გამოვიდა და გვერდით მომიჯდა)
- შეხედავ დიდი გოგოა, ჩამოყალიბებული და ჭკვიანია, მაგრამ დილით რეები იჩალიჩა, ძლივს გადავარწმუნე
- რატომ არ უნდოდა სიმართლე ეთქვა?
- თავისი ჭკუით შენზე ზრუნავდა
- ჩემი სულელი, (აკომ მხარზე ხელი დამადო და მითხრა)
- ისე ხომ იცი, რომ არ ხარ ვალდებული? მე უბრალოდ იმის მომხრე ვიყავი რომ, უნდა გცოდნოდა
- შენ რომ ისე გიყვარდეს, როგორც მე მიყვარს, მიხვდებოდი რომ ვალდებულობა არაფერ შუაშია, არ მინდა შენთან იმაზე ლაპარაკი მარი ჩემთვის რას ნიშნავს, მაგრამ მის გარეშე წამითაც არ შემიძლია, ვიცი როგორც უნდა დავამარცხოთ ეს დაავადება
- მოგიყვა რაც სჭირს?
- არა და არც მოვაყოლებ. მივხვდი და ზედმეტად ამ თემაზე შეხება არ მგონია სწორე საქცეილი იყოს
- დამარცხებით დავამარცხებთ, მაგრამ შენ რამე კონკრეტულს გულისხმობ?
- დეიდაჩემს ჰქონდა ლეიკემია, წლები ვიბრძოდით მაგრამ უშედეგოდ. უკვე ძალიან ცუდად იყო რომ გავიგეთ, გერმანიაში რაღაც წამალს ცდიდნენ ადამიანებზე, რომლებსაც ლეიკემია ქონდათ. ეს პროგრამა საქართველოშიც დაინერგა. ჯგუფში 10 კაცი ხვდება, ისინი ვისი გადარჩენაც შეიძლება და მთლიანად ფინანსდება მკურნალობაც
- დეიდაშენი ჩასვეს?
- არა. უკვე მძიმე იყო 1 თვეში დაიღუპა. მაგრამ მარიამზე იგივეს არ დავუშვებ. პირადად რომ დამჭირდეს გერმანიის დოქტორების ნახვა, წავალ და ჩავასმევინებ. ოღონდ ჯერ მარისთან არ ვამბობ, არ მინდა რამეში იმედი გავუცრუო. ამ ანალიზის პასუხის გაგების მერე შემიძლია მოქმედება მანამდე არა
- იმედი მომეცა
- ხოდა არც არასოდეს გაუშვა ხელიდან ეგ იმედი და ბოლო წამამდე მაგრად ჩაეჭიდე
- მადლობა ძმაო, მადლობა
საუბარი ქეთიმ შეგვაწყვეტინა რომელიც მე მომმართავდა
- უკვე იმდენჯერ გიკითხა, აშკარად უნდა შეხვიდე
- ახლავე (გამეღიმა და ფეხზე წამოვდექი აკოც წამოდგა და გულიანად გადამეხვია. ქეთის მზერა დავიჭირე, თბილი გამოხედვით და თან გაკვირვებით გვიყურებდა,)
- მჯერა რო მარი კარგად გახდება (მითხრა აკომ)
- მე კიდე მწამს, ამიტომ თქვენც ირწმუნეთ...
ხელი მხარზე 3 ჯერ დავარარტყით ერთმანეთს და მარისკენ წავედი
- სად ხარ აქამდე?
- ბოდიშით ქალბატონო დაგვიანებისთვის (გავუღიმე და ჩქარა დავეწაფე მის ტუჩებს, სანამ კიდევ ვინმე შემოვათქო)
- ჩემი ბედნიერება ხარ ზურა.
- არა ეს შენ ხარ მსოფლიოს ბედნიერება და მხოლოდ ჩემი საკუთრება
- იცი რომ დღეს აქ მტოვებენ?
- მერე რა? ბუნებრივია, სუსტად ხარ
- ხო მაგრამ არ მინდა
- რატომ? ჩემთან ერთად ღამით მარტო დარჩენის გეშინია? (წარბები ავათამაშე და ვანიშნე მეც აქ ვრჩებითქო, თან ვეცადე გამემხიარულებინა)
- უნდა მეშინოდეს? (არც იმან დამაკლო მაიმუნობა)
- მაგას ამ საღამოს გავიგებთ, აუუუ გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?
- ოღონდ ეგ არ გაგეხსენებინა ჩემთვის (სიცილი ატეხა მარიამმა)
- რა მკაცრი გამოხედვა გქონდა იციი? მეშინოდა რომ გიყურებდი
- მერე რამ გადაგაწყვეტინა რომ გადამეკიდე?
- შენ თვალებში, შენი სული დავინახე, და ვეღარ გაგიშვი. ეგოისტურად მოვიქეცი და სამუდამოდ ჩაგბეჭდე ჩემ გულში, ისე რომ არ დაგეკითხე. იცი სოსოს რა ვუთხარი ტანსაცმელი სანაგვეში რომ მოისროლე მაგის მეორე დღეს?
- რაა? ეს ქაჯი ვინააო?
- ნუ ეგ მანამდე იყო, მაგრამ მერე ვუთხარი რომ, ჩემი ცოლი გახდებოდი და სხვა არაფერი მაინტერესებდა
- ჰაჰაჰაა. რა ცოლი ვერ გიტანდი
- მაგრამ ეხლა, ჩემს გარდა ვერავის ამჩნევ და უჩემოდ ვერც კი სუნთქავ. რა არაა?
- კი მიზანს თითქმის მიაღწიე, მთავარია გადავრჩე...
- დაისჯები იცოდე... მე მიზანს აუცილებლად მივაღწევ და ჩემი ცოლი გახდები კიდეც
- იმედია
- ნუ მიწვევ, თორე ეხლავე ჩემი ცოლი გახდები ქალბატონო... მოიცა მართლა რა უნდა გკითხო, რომ გაგიცანი მაგ დღეს ექიმთან იყავი?
- კი პირველი ვიზიტი იყო, მას შემდეგ 1 თვე მაწვალეს და ძლივს დაადგინეს დიაგნოზი
- ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ცხოვრება, მთავარია არ მოიწყინო ხო? რას შეჭამ?...
მის თვალებს რომ ვხედავდი, გული მიკვდებოდა, უსიცოცხლო და უხალისო გამოხედვა ჰქონდა, მინდოდა ისევ ებრწყინა ძველებურად, მაგრამ მაგის დროც მოვიდოდა.
1 კვირა გავიდა, დღეს პასუხი უნდა გაგვეგო ძალიან მეშინოდა პასუხის, მართლა მწამდა რომ სუფთა იქნებოდა ძვლის ტვინი, იმიტომ რომ თუ სუფთა იქნება, უფრო მეტი შანსი იქნებოდა მის გადასარჩენად. სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერი ნორმალურად იყო. ერთი სიტყვით მარიამის მეგობრებმაც გაიგეს ეს ამბავი და სულ მასთან იყვნენ, მე კიდევ ნერვებზე ვიშლებოდი ახლოს ვეღარ ვეკარებოდი. მარტო გვიან ღამით მქონდა შანსი მიახლოვების, ისიც ცოტა ხნით. ჩემი ბიჭები რამოდენიმეჯერ დამელაპარაკნენ რამე ხომ არ ხდებაო? ძალიან ხარ შეცვლილიო, აღარც კი გვიკავშირდებიო. მაგრამ არ მინდოდა რატომღაც მათთვის მეთქვა რამე, უბრალოდ გულში ვიტრიალებდი ყველაფერს... დღეს ანალიზებზე უნდა წავსულიყავით.
- ჩემო სიცოცხლე მზად ხარ?
- კი წავიდეთ
- არაჩვეულებრივად გამოიყურები. (წელზე ხელი მოვკიდე საფეთქელთან ვაკოცე და კარისკენ წავედით ყველა, პასუხებზე მივდიოდით აკო და ქეთიც მოდიოდნენ)
რომ მივედით მარი გაჩერდა და სანამ შევიდოდით მიჩურჩულა
- ზურა, გთხოვ ხელი არ გამიშვა რა, ძალიან მეშინია პასუხის
- ნუ გეშინია ჩემო ანგელოზო, ხელს არასოდეს გაგიშვებ და მითუმეტეს ახლა. პასუხებშიც საგანგაშო არაფერი იქნება აი ნახავ. (ჩავიხუტე და მოწყვეტით ვაკოცე)
კაბინატში შევედით და ექიმი გაღიმებული დაგვხვდა
- მოსალოცადაა საქმე. ძვლის ტვინი იმდენად კამკამაა ვერც წარმოიდგენთ, ანუ ახალი დაწყებულია ლეიკემია რასაც აუცილებლად ეშველება. ეხლა პირველ რიგში ქიმია უნდა დავიწყოთ
ყველამ ამოვისუნთქეთ ექიმს რომ ვუსმენდით, მაგრამ მარიამმა ბოლოს ისეთი სახე მიიღო და ისე დაიძაბა მივხვდი რაღაც ვერ იყო
- რა მოხდა მარ?
- ქიმია გამორიცხეთ, მხოლოდ ეგ რომ იყის ჩემი გადამრჩენელი, მას მაინც არ გავიკარებ!
- რაა? რას ამბობ? რატომ?
- იმიტომ რომ თუ სიკვდილია, ისედაც მოვკვდები და არ ვაპირებ მელოტი და მახინჯი მოვკვდე
- მარიამ ჩემო ცხოვრება აბა რა სისულელეს ამბობ? შენ ყოველთვის ულამაზესი იქნები, ეგ დროის საკითხოა, ისევ ამოგივა თმა. ხომ ასეა ექიმო?
- რათქმაუნდა შვილო, შეიძლება არც დაგჭირდეს ბევრი
- არა მაინც გამორიცხულია, სხვა გამოსავალს ვნახავთ
- მარიამ ნუ გამაგიჟებ ეხლა ცხოვრება, რაზე კამათობ?
- არა მეთქი და მორჩა
ოთახიდან ატირებული გავარდა, მეც უკან გავყევი და ვთხოვე სხვებს არ წამოგვყოლოდნენ
- მარ, ჩემო ფერია, შენ ყოველთვის განუმეორებლად ლამაზი იქნები, იცი რატომ? ჰა იციი?
- კაი რაა ზურა? როგორ ვიქნები ლამაზი, თუ თმა გამცვივდება?
- ჩემო ცხოვრება, შენ იმდენად ლამაზი სული გაქვს, შეუძლებელია ოდესმე შეუხედავი გახდე. თუ თმის ცვენა დაგეწყება, უბრალოდ მოკლეზე შეიჭერი, იცი როგორ მოგიხდება?
- გთხოვ ზურა რა მასე ნუ იქცევი (აღარ ვიცი როგორ დავარწმუნო მარიამი რომ, უნდა დამთანხმდეს, თავში ერთი იდეა მომივიდა, რაც მთავარია მე მის ღრმა სიყვარულში უკვე ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ვიცოდი მარიამი არ დამთანხმდებოდა იმაზე, რა აზრიც მქონდა, ამიტომ მისი კუთხეში მიყენება ვცადე, რომც დამთანხმებოდა მერე უკვე მე ვიცოდი რას ვიზავდი)
- მაშინ თუ ქიმიას არ გაიკეთებ, ეხლავე წამოხვალ იუსტიციის სახლში და ცოლად გამომყვები
- ...
- ხო რაიყო? ნუ მიყურებ ეგრე. ან ეხლავე გამომყვები ცოლად ან ქიმიაზე დათანხმდები
- შენ სულ გადაირიე?
- ჯერ არა, მაგრამ ისე იქცევი ალბათ მალე გადამრევ მარ, ამიტომ ან ცოლად გამომყვები ან ქიმიაზე დათანხმდები
მარიამს ცრემლები წამოსცვივდა, ჩამეხუტა და გულმოკლულმა მითხრა
- რახან შენთვის ეგეთი მნიშვნელოვანია ქიმიის გაკეთება, მაშინ გავიკეთებ
- ანუ ცოლად არ გამომყვები?
- გეყოს გთხოვ, ვიცი რომ ცდილობ გამახალისო მაგრამ, გულს უარესად მიკლავ
- და გგონია გასამხიარულებლად გითხარი, ცოლად გამომყევითქო? არა მარ დღეს შეიძლება არა, მაგრამ შენ აუცილებლად გახდები ჩემი ცოლი. როგორც უკვე გითხარი ეგ დიდი ხნის უკან გადაწყდა

ცოტა დამშვიდდა, ამ თემაზე აღარ გავუგრძელე საუბარი, ექიმთან შევედით და ქიმიის კურსის დასაწყისზე ვლაპარაკობდით, გული მიკვდებოდა მის უსიცოცხლო თვალებს რომ ვუყურებდი, იმასაც კი ვნატრობდი, ნეტა მე მაინც ვიყო მის ადგილასთქო, 4 დღეში დაგვიბარეს საავადმყოფოში, რამოდენიმე დღე უნდა დაწოლილიყო, რადგან ქიმიის გაკეთებას უკუჩვენებები ქონდა და უნდა გაეკონტროლებინათ. სახლში გავიყვანე მარიამი, გზაში მისი ხელი მეჭირა და წამითაც არ გამიშვია, მეუბნეოდა ხელს გიშლი ასეო, მაგრამ მე ნელა დავდიოდი რომ, სიჩქარე მალ მალე არ მქონოდა შესაცვლელი და მისი ხელი არ გამეშვა, დროდადრო ვკოცნიდი ხელზე და მის ამღვრეულ თვალებს ვხედავდი, ეს მარიამი, იმ ამაყი მარიამისგან ბევრად განსხვავდებოდა, მას თვალები უციმციმებდა, ამ მარიამის თვალებში კი დიდი ნისლი იყო, დიდი ტკივილი და მეტი არაფერი, სახლში დავტოვე და წამოვედი. მარიამისგან რომ წამოვედი, ჩვენი სიმღერა ჩავრთე, გავიხსენე ყველა წუთი ერთად გატარებული, დიდი დრო არ იყო მას შემდეგ რაც გავიცანი და ჩემი გულის მბრძანებელი გახდა, მაგრამ იმდენად დიდი სიყვარული მომცა, მეგონა წლები გვაკავშირებდა ერთმანეთთან. სიმღერას ვეღარ ვუსმენდი, ყელში მწარე ბურთი მქონდა გაჩხერილი, თვალებიდან ვეღარ ვიხედებოდი, გული მიჩერდებოდა, არა იბერებოდა და მეგონა გასკდებოდა, მთელ სხეულში წვას და ტკივილს ვგრძნობდი, არ ვუტყდებოდი საკუთარ თავსაც კი, მაგრამ ალბათ მე მარიამზე მეტად მეშინოდა. მეშინოდა რომ ერთ დღესაც დავკარგავდი, მის გაციებულ სხეულს შევეხებოდი, ან მის სასახლეს ავწევდი, მერე მთელი ცხოვრება ნახევარი გულით, ნახევარი სხეულით და ნახევარი სულით ვივლიდი, როგორ უნდა მესუნთქა იმ სამყაროში სადაც ჩემი მარი არ ისუნთქებდა არ ვიცოდი, ის კი ეგოისტურად დახუჭავდა თვალებს და ვეღარაფერს იგრძნობდა, ვეღარ დამინახავდა, რა უბედური ვიქნებოდი მის სუნს რომ ვერ შევისუნთქავდი, ამაზე კუს ტბა გამახსენდა, ვეღარ მოვითმინე და რულს მაგრა დავარტყი მუშტი რამოდენიმეჯერ მერე ხმამაღლა ვიღრიალე
- არაა. არ გაქ უფლება ღმერთო. ამას არ გამიკეთებ არაა
გავყვიროდი და საჭეს მუშტებს ვურტყავდი. მერე ქალივით ხმამაღლა დავიწყე მოთქმა, რულს ორივე ხელი მოვხვიე თავი ჩავრგე და ასე ვტიროდი. მტკიოდა და მეწვოდა ყველაფერი, ამ ხნის მანძილზე პირველად გავუსწორე თვალი რეალობას, რომელიც უზომოდ მწარე იყო. მაგრამ თითქოს მომეშვა, ყელში ბურთი აღარ მქონდა, გულიც აღარ ცდილობდა გასკდომას. მერე ღრმად ჩავისუნთქე და ცრემლები მოვიწმინდე, ამდენი ამ ფაქტზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ რეალობისთვის თვალი მაინც უნდა გამესწორებინა, მერე გადავწყვიტე ხმა ამომეღო და ვინმესთან მელაპარაკა ამ ტკივილზე, ტელეფონი ავიღე და სოსოს დავურეკე,
- ხო ზური
- სად ხარ?
- რა ხმა გაქ? რა მოხდა? სად ხარ?
- შენი თქვენი ნახვა მინდა სად ხარ
- ჩემთან ამო მალე, ბიჭებს დავურეკო?
- არა, შენთანაც არ მინდა, ჩემთან ამოდი
- მოვდივარ
მითხრა და გამითიშა. სახლში ავედი, თან არაყი ავიტანე, უზომოდ მინდოდა დალევა და იქამდე დათრობა, რომ გავთიშულიყავი და არაფერი არ მეგრძნო, ძილს მაინც მოვახერხებდი ისე, რომ ჩემი ოცნების გოგო არ დამსიზმრებოდა, ისე როგორც წამების უკან განიხილა ჩემმა გონებამ. კარზე ბრახუნი იყო, მივხვდი სოსო მოვიდა, გავუღე და ჩემი სახე რომ დაინახე, მეცა რა მოხდაო, მე ჯერ შემოვუშვი დავსვი და ახსნა დავიწყე
- ვიცი ჩემ შეცვლაზე ბევრი გვილაპარაკია და ბოლოს მაინც ვერ აგიხსნიათ ვერცერთს რამ შემცვალა ასე ძალიან, მაგრამ რომ არ ვთქვა ვგრძნობ რომ ვკვდები, ვნადგურდ........
- რა ხდება ბიჭო ხოა მშვიდობა?
- არა სოსო არაა მშვიდობა, (ისევ ის შეგრძნება დამეუფლა, ყელში მწარე ბურთი, რომელიც ლაპარაკში მიშლიდა ხელს და გულის საშინელი ტკივილი)
- რა ხდება თქვი მალე
- რა და შეიძლება სარძლო აღარ გყავდეთ, ჩემი გოგო შეიძლება მომიკვდეს, რომელიც ძლივს ვიპოვე (ლეოს სიტყვები გავახსენე, რომელიც მაშინ მითხრა ბოულინგზე რომ ვიყავით, სადაა სარძლოვო და მე ვუპასუხე, სარძლო არა სასიძოთქო.)
- რას ბოდიალობ ბიჭო (ფეხზე წამოენთო სოსო, ვეღარ მოვითმინე და გავტყდი მასთანაც, ცრემლები თავისით მომდიოდა. არადა როგორ არ მინდოდა, ჩემი ასეთი სუსტი მხარე ვინმეს დაენახა)
- ხო სოსო, გოგო რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა, შეიძლება მომიკვდეს და ვერაფერს ვაკეთებ, ლეიკემია ჰქონია. რომ შევხვდი გახსოვს? გითხარი კიდეც საავადმყოფოში მივიყვანეთქო? ხოდა მაგ დროიდან მოყოლებული დიაგნოზს სვავდნენ და დასვეს კიდეც. რომ დამტოვოს, რომ მომიკვდეს ვერ გადავიტან (ამას ლაპარაკი აღარ ერქვა, ამას მოთქმით ლაპარაკი ეწოდებოდა)
- გამორიცხულია ზურა, შანსი არაა, ღმერთი არ გაგვწირავს (მარტო ეს სიტყვები მესმოდა და ვგრძნობდი ძლიერ ხელებს, რომლებიც მაგრად მხვევდნენ და მეხებოდნენ, ალბათ ეს მჭირდებოდა ზუსტად, თითქოს თითოეულ შეხებზე, ძალებს ვიღებდი მისგან, მერე უნდა დავლიო მეთქი და არაყი გავხსენი, რომ მნახა როგორ მოვიყუდე და მიხვდა რა მქონდა განზრახული მითხრა)
- ეხლა ყველაზე მეტად, მარიამს შენ სჭირდები ზურა, თუ შენ გნახავს გატეხილს, ისიც გატყდება, არ გინდა მაგდენის დალევა, დეიდაშენის ჩასმა რომ გინდოდათ რაღაც პროგრამაში გახსოვს?
- მაგაზე უკვე ვიფიქრე და დღევანდელ პასუხს ველოდებოდი. ხვალვე გადავგზავნი გერმანიაში.
- ხოდა ყველაფერს გადავიტანთ, აი ნახავ თქვენ ქორწილში რა მაგრა ვიგულავებთ
- ეგ არაა დამამშვიდებელი სიტყვები. ის მაინც გახდება ჩემი ცოლი სოსო, შენ კიდე ვერ ხვდები როგორ მიყვარს, რომც ყველა იმედი გადამეწუროს, ხელს მაინც მოვაწერინებ და ჩემი ცოლი დაერქმევა,
მხარზე ხელი დამახო და მივხვდი მისი მზერით, როგორ იამაყა ჩემი გადაწყვეტილებით, ცოტა დავმშვიდდი მასთან ლაპარაკით, არაყიც აღარ დამილევია, მარიამს ეძინა უკვე და დარეკვას აზრი აღარ ქონდა, რომ წამოვედი წვებოდა, სოსომ მარტო არ დამტოვა და ჩემთან დარჩა, მერე კიდე ვილაპარაკეთ და ერთი იდეა მომივიდა, სოსომ მომიწონა გადაწყვეტილება და გეგმები დავაწყეთ. 3 დღით სოსოს მივაბარე სამსახური და ჩავფიქრდი გეგმებზე. დილით გამეღვიძა და ისე ძლიერ ადამიანად ვიგრძენი თავი, მივხვდი რომ ეს აქამდეც უნდა გამეკეთებიდა და ვინმესთან უნდა მელაპარაკა. სოსომ მითხრა ყველაფერს მე მოვაგვარებ, შენ მარიამთან წადი დრო აღარ დაკარგოვო და მივანდე ყველა დეტალი, რაზეც გუშინ ვილაპარაკეთ მე კი მარიამისკენ წავედი.



ვაა მოდი, ასე ადრე რატომ მოხვედი? სადმეა წასაყვანი? (აკომ როგორც კი დამინახა მკითხა)
- მე მინდა წავიყვანო და იმედი მაქ წინააღმდეგი არავინ იქნებით
- სად?
- 3 დღით წავიყვან გუდაურში,
- მაზეგ ქიმია უნდა დაიწყოს
- ვიცი და მაგიტომ მინდა წავიყვანო, პირდაპირ ჩამოვიყვან
- ოთახშია, ვნახავ თუ ადგა, შედი სამზარეულოში, ქეთი გემრიელობებს აკეთებს,
- კარგი, როგორ ხარ ქეთი?
- უი შვილო შენ ხარ? მოდი დაჯექი, კარგ დროს მოხვედი (კითხვა აშკარად გამიტარა)
- ქეთი, მარიამი იქამდე იქნება ჩვენს გვერდით, სანამ არ მოგვბეზრდება, ამიტომ გაიღიმეთ და ირწმუნე, რომ მარი ყველაფერს დაძლევს ჩვენთან ერთად
- მადლობა შვილო მაგ სიტყვებისთვის, (გამიღიმა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა, მარიამიც წამებში შემოვიდა ოთახში, უკან კი აკო მოყვებოდა გაღიმებული)
- მოხვედი?
- არ უნდა მოვსულიყავი? (გავუღიმე და გადავეხვიე)
- რა გეშველება რააა
- მოკლედ. ეხლა წადი თბილი ტანსაცმელი ჩაალაგე, იმდენი რომ 3 დღე გეყოს და წამებში მზად იყავი (ქეთიმ და მარიამმა გაოცებულებმა შემომხედეს, აკო კი კედელზე მიყრდნობილი იღიმოდა და ჩემს უკან მდგომ ქეთის რაღაცას ანიშნებდა)
- რაა? სად მივდივარ?
- მიდიხარ არა მივდივართ და დანარჩენი სურპრიზია. მაზეგ პირდაპირ ქიმიაზე მივალთ.
აღარაფერი უთქვია ლოყაზე მაკოცა და ოთახში გავარდა გახარებული. 2 წლის ბავშვს რომ ეტყვი, წამოდი ეზოში წაგიყვანოვო და რეაქცია აქვს, ის რეაქცია ჰქონდა ზუსტად მარიამს, გამეღიმა და ქეთის მოვუბრუნდი, ცოტა შემეწინააღმდეგა, არ უნდოდა შვილი წამით მაინც ყოლოდა შორს, მაგრამ აკო დამეხმარა იმის მიხვედრებაში, რომ მარიამისთვის ასე სჯობდა. ერთი დიდი ჩემოდანი გაევსო და გამეცინა, ამდენი რა ჩადოთქო, ხელი მოვკიდე ჩემოდანს და მარიამს დაველოდე რომელიც ოჯახს ემშვიდებოდა, მალე გნახავთო, მერე ხელი გადავხვიე და დაბლა ჩავედით. მანქანაში რომ ჩავჯექით მარიამი მომიბრუნდა და მითხრა
- არა, თუ ხვდები მაინც რა დონემდე გენდობი ჰაა?
- ვხვდები ჩემო სიცოცხლის ნაპერწკალო და სწორედ ამიტომ გიფასდება
(ვაკოცე, მერე ჩვენი სიმღერა ჩავრთე და წააავედით, გზაში ხმა არ ამოუღია, იმაზე თუ სად მივდიოდით, არადა აშკარად ვეღარ ითმენდა ისე აინტერესებდა)
- გუდაურში
- რაა?
- გუდაურში მივდივართ
- რაა? მართლააა? ვაიმე რა მაგარიააა.არასოდეს ვყოფილვარ. ნუ მაშინ ძაან პატარა ვიყავი და ეგ არც ითვლება. ვაიმეე რა მაგარიააა, ჩემი ცხოვრება ხარ შენ (ემოციები მოეძალა და ისე ატიტინდა, სიცილი ამიტყდა მის ბავშურობაზე)

მანქანა ერთ სასტუმროსთან გავაჩერე რომელიც სოსომ დაჯავშნა, შევედი და მისაღებში ვუთხარი
- გამარჯობათ, 2 ოთახი გვაქვს დაჯავშნილი 2 ღამით, (გვარი ვუთხარი და გაკვირვებულ თან ულამაზეს და მშვიდ თვალებს შევხედე, ხელჩაკიდებულებმა ავიარეთ კიბე და გვერდიგვერდ ოთახები გაგვიღეს)
- რომელიც მოგეწონება შენი ის იყოს
- და შენ რომელი მოგეწონება?
- შენ უნდა აირჩიო პატარა ქალბატონო და არა მე
- არა, მე მინდა რომ შენ აირჩიო
- კაი რაა (რომ მივხვდი ასე დგომა დიდხანს მოგვიწევდა, თუ არ გადავწყვეტდით რამეს, ოთახებში შევიხედე და სიცილი ამიტყდა)
- რა გაცინებს?
- ორივე ერთნაირია
- მართლაა? (ორივეს გულიანად გაგვეცინა. რამდენი ხანია ეს სიცილი არ დამინახია? როგორ მომნატრებია, მისი გულიდან წამოსული სიცილი)
- ჰა დიდხანს ვიდგეთ ასე?
- კაი მაშინ მე აქეთ შევალ (ვუთხარი და თავზე ვაკოცე)
- კაი ეგრე იყოს (მითხრა და მეორე ოთახის კარი გამოხურა, რამაც გამაკვირვა)
- შედი და მერე გავაგრძელოთ რაა? სირცხვილიაა (მითხრა და ხელით მიბიძგა ოთახისკენ)
მანიშნა იმ ოთახზე რომელზეც ვუთხარი შევალთქო, მეც შევედი, კარი მიხურა და მომიბრუნდა, ორივე ხელი გულთან დამადო თავი აწია და თვალებში შემომხედა, მეც წელზე მოვხვიე ხელები და მის კამკამა თვალეს შევხედე გაღიმებულმა და იმის მოლოდინში გავისუსე, თუ რას შვრებოდა
- შენ იცი, როგორ მჯერა შენი, გენდობი და მიყვარხარ. ამიტომ საჭირო არაა ორმაგად ხარჯის გაღება, როგორმე მოვთავსდებით ორივე ერთ ოთახში
გაოცება განმიცდია, მაგრამ ასეთი არასოდეს, ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ გააჩნდა, არც კი მიფიქრია ამაზე, მაგრამ ხარჯები რომ ახსენა, ვიფიქრე ჩემ ჯიბეს უფრთხილდება და იმიტო ამბობსთქო
- მინდა რომ თავი კომფორტულად იგრძნო, მინდა რომ ეს დღეები ისე დაგამახსოვრო, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყვე ამ დღის შესახებ, ამიტომ არაა საჭირო თავი დაიძაბო და ჩემ ჯიბეზე იფიქრო. ეგ ყველაზე დიდი სისულელე იქნება
- ჯიბე რა შუაშია ბატო? შენ გგონია ამ შანსს ხელიდან გავუშვებ და ბალიშს ჩავეხუტები, მაშინ როცა შანსი მაქვს აი ამ გულის ცემა მოვისმინო და ასე ტკბილად დავიძინო? (თავი გულზე დამადო და ისე გააგრძელა ლაპარაკი.)
- შენ ვერასოდეს ჩაწვდები იმას, როგორ უზომოდ და უსაზღვროდ მიყვარხარ და გაფასებ
- ისევე როგორც შენ ვერ ჩაწვდები მაგ ყველაფერს, ჩემო სიამაყევ
მითხრა და თვითონ წამოიწია ტუჩებისკენ. აბა წამით დაფიქრდით, რამხელა სიხარულსა და სიყვარულს ვიგრძნობდი მისდამი, ის იმდენად განსხვავებული იყო ყველასგან რომ, მეც კი მაოცებდა ყოველ დღე, ამოუცნობი იყო, ვცდილობდი ყოველდღე გამეცნო, მაგრამ რომ მეგონა გავიცანითქო, აღმოჩნდებოდა რომ კიდევ რაღაც ახალს ვიჭერდი მასში, ეს კი სიყვარულს უფრო მეტად მიძლიერებდა. დაბლა ჩავედი და ერთი ოთახი დავიტოვეთ, მერე ზევით ავედი და უკვე ჩაცმული დამხვდა მოუთმენელი ქალბატონი
- მე მზად ვარ, შენ რამდენ ხანში გაემზადები?
- მეც მზად ვარ წამო (გამეცინა მის სულსწაფობაზე და ხელი გადავხვიე)
- აუ ზური საბაგიროზეც ავიდეთ რაა
- აუცილებლად ცხოვრება, მაგრამ ეხლა ვისრიალოთ არ გინდა?
- მე რომ არ ვიცი?
- იოლია, ისე მოგეწონება მე აღარც გაგახსენდები (გავიცინე და მხარში ისეთი მუჯლუგუნი ვიგრძენი შევხტი, ამაზე უარესად გამეცინა და უფრო ჩავიხუტე, ჩემი არსებობის ერთადერთი მიზეზი)
გაქირავებაში მივედით, ვიქირავეთ რაც საჭირო იყო ყველაფერი და სასრიალოდ წამოვედით. იმდენჯერ დაეცა სანამ მეც არ დამაგდო. მერე შევთავაზე მე არ გამომდის სწავლება და თუ გინდა დავიქირავებ ვინმესთქო, რაზეც ჩხუბი დამიწყო
- შენ არ იყავი რომანტიკოსობაზე რომ დებდი თავს კუს ტბაზე?
- რა შუაშია ეგ? მინდა რომ სიამოვნება მიიღო ამ ყველაფრისგან
- ღმერთო მიშველე, მერე სიამოვნებას რომლით უფრო მივიღებ? ვიღაც უცხო მასწავლიდეს თხილამურებზე დგომას და ბოლოს ვისწავლო, თუ შენ მასწავლიდე, ბევრი ვიცინო თითოეულ მცდელობაზე და ვერ ვისწავლო?
- შენ იმაზე ბევრად დიდი რომანტიკოსი ყოფილხარ, სიცოცხლე ვიდრე წარმოვიდგენდი (გამეცინა მის ქმედებაზე და მე უფრო მესიამოვნა მისი ეს საქციელი, ვიდრე მას მგონი)
ძალიან ბევრი ვისრიალეთ და ვიცინეთ,სულ ცოტათი გამოსდიოდა, ყოველ წაქცევაზე შიში მქონდა რამე არ იტკინოსთქო, მაგრამ ისე გულიანად იცინოდა, რა ტკივილზე იყო ლაპარაკი? მერე მე დავეცი მწარედ, როცა თავდაჯერებულმა ვანახე ისევ, როგორ უნდა ესრიალა და იმდენი იცინა რამის მოსაბრუნებელი გამიხდა. ვერ წარმოიდგენთ მე როგორ მიხაროდა მისი ეს სიცილი, ის იმდენად შიგნიდან მოდიოდა, ღრმა სუფთა და წრფელი იყო მისი სიცილი. მერე ძალით დავეცი კიდე ისე გაიცინებსთქო, მაგრამ დამცინა ეგ აფერისტობააო, ანუ მიმიხვდა. შუადღისით პატარა კაფეში ვჭამეთ და ისევ სრიალი გავაგრძელეთ, უკვე ღამდებოდა, გაყინვა რომ ვიგრძენით და სასტუმროში წავედით. სასტუმროში ერთმა მოახლემ გამიყვანა და მითხრა
- ცოტა დაგაგვიანდათ მოსვლა, მართალია ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც ტელეფონზე შეგვითანხმდით მაგრამ, რადგან ერთ ოთახში შეხვედით, ახსნა აღარაა საჭირო რომელ ოთახშია ეს ყოველივე, და კიდევ საჭმელი გაცივდა, ამიტომ ოთახში არ დაგხვდებათ. 5 წუთში ამოგიტანთ
- კარგით არ არის პრობლემა (ამას კი ვუთხარი, არაა პრობლემათქო მაგრამ ვერ მივხვდი რაზე ლაპარაკობდა, ოთახთან გაყინულები მივედით და კიდე ვიცინოდით, კარი შევაღე და გაოცება ვერცერთმა ვერ დავმალეთ)
- ეს როდის მოასწარი? (ვერ მივხვდი რა მეპასუხა, თუმცა იმას მივხვდი რომ, სოსოს ოინები იყო)
- მოგეწონა?
- არა, აღფრთოვანელული ვარ
გაინტერესებთ რა ხდებოდა ოთახში? ბუხარი გიზგიზებდა. ბუხრის წინ ძალიან დაბალი მაგიდა ლამაზად იყო გაშლილი 1 ცალი წითელი ვარდი იდო მაგიდაზე, ძირს პუფები ელაგა. სოსოც კაი რომანტიკოსი ყოფილა, გავიფიქრე ჩემთვის და გამცინა როცა მივხვდი, რამდენს იფიქრებდა ესენი რომ მოეფიქრებინა
- რატომ იცინიხარ?
- რომ არ გითხრა ეგოისტი გამოვალ
- რა ხდება?
- ეს ყველაფერი ჩემთვისაც სიურპრიზია
- ეგ როგორ? ოთახი შეგვეშალა?
- არაა. ეს ყოველივე, აშკარად სოსოს ფანტაზიის ნაყოფია, მან დაჯავშნა აქაურობა, უბრალოდ ვუთხარი 2 ოთახი დაჯავშნეთქო და აშკარად ძალიან აქვს მონდომებული (გავიცინე)
- და რატო გაგიკვირდა?
- იმიტომ რომ, არასოდეს არაფერი გაუკეთებია რომანტიკული (ისევ გავიცინე რაზეც მარიამიც ამყვა, რომ დავწყნარდით მაგიდას მივუჯექით. საჭმელიც ამოიტანეს და ლამაზი საღამო გვისურვეს)
- თბილისში რომ ჩავალთ, პერსონალურ მადლობას გადავუხდი შენ ძმაკაცს ამ ყველაფრისთვის
- ეგრე ქენი (გავიღიმე და ჭიქა ავიღე რომელშიც შამპანიური ესხა) ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს ჩემო ერთადერთო, ჩემო ახდენილო ოცნება. იმდენად ძლიერ მიყვარხარ არ მგონია ოდესმე ასე ყვარბოდათ დედამიწის ზურგზე. ოღონდ შენ არ სვავ იცოდე...
- იმ დღეს ისე რომ არ გაგეწუწე და შენ არ გამეცანი, ალბათ ეხლა ისეთი ცარიელი და განადგურებული გულით ვივლიდი რომ... ნუ მოკლედ, შენმა სიყვარულმა იმდენად მომიშუშა ყველა იარა და შიში გამიქრო რომ, აღარც კი მახსოვს ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ტკივილი თუ ყოფილა. არც ის მახსოვს რომ ამ წუთებსიც კი, ვებრძვი რაღაც საშინელებას, უზომოდ მიყვარს დედაც და აკოც, მაგრამ ერთადერთი ვის გამოც ამ ყველაფერს დავამარცხებ...
- არ გვინდა მაგ თემაზე გთხოვ
- როდემდე ჩემო ძვირფასო? რეალობა ესაა, მაგრამ დამამთავრებინე გთხოვ. მხოლოდ შენ მაძლევ სტიმულს რომ ვიბრძოლო და შენთვის ვიცოცხლო, ვიცი რომ არასოდეს მოგბეზრდებით შენ დედას და აკოს
- რაა?
- ხო, გავიგე დედას რომ უთხარი. ამიტომ სანამ არ მოგბეზრდებით, იქმდე იფეთქებს ჩემი გული შენთვის, დედასთვის და აკოსთვის
- სიგიჟემდე მიყვარხარ მარი
- მე გაგიჟებამდე მიყვარხარ
- ეგ ერთიდაიგივეა ბოთე (სიცილით ჩამოვარტყი თითი ცხვირზე)
- ვიცი ბოთე, (ახლა მან გაიმეორე იგივე)
მერე ვჭამეთ გემრიელად, მერე ერთმანეთზე მიხუტებულები ვუყურებდით ბუხარში როგორ გიზგიზებდა ცეცხლი და დროდადრო ერთმანეთს ვესიყვარულებოდით. რომ დავწექით, ცოტათი დამორხცვილმა მაგრამ მაინც გათამამებულმა ჯერ მაკოცა, მერე თავი გულზე დამადო და ძილინებისა მისურვა, ეს იყო ღამე რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დილით რომ გავიღვიძე ისევ იგივე ფორმაში ვიყავით. გულში იმდენად დიდი სითბო ჩამეღვარა, მინდოდა ყოველ დილით ასე გამეღვიძა, უფრო მოვხვიე ხელები, მაგრამ ფრთხილად რომ არ გამეღვიძებინა, მისი გამაბრუებელი კანის სუნი შევისუნთქე და დავტკბი, 10 წუთამდე კიდევ ეძინა, მე კი დღის გეგმას ვადგენდი რა უნდა გაგვეკეთებინა. საბაგიროზე წასვლა ხვალისთვის შემოვინახე დღეს სხვა გეგმები მქონდა. მოულოდნელად შეიშმუშნა არასასიამოვნოდ. თვალები რომ გაახილა და მე დამინახა მზერა დაუთბა. იცით რა მშვენიერი დასანახი იყო აწითლებული ლოყით, აჩეჩილი თმით და ნამძინარევი თვალებით?
- დილამშვიდობისა მშვენიერო, როგორ გამოიძინე?
- ბოლოს ასე მაშინ მეძინა 2 თვის რომ ვიყავი და დედას ხელებში ჩამეძინებოდა ხოლმე
- ნეტა რა გახსოვს?
- რომ არ მახსოვს სწორედ მაგიტომ ვამბობ, არასოდეს ასე ტკბილად არ მძინებია, ერთი პრობლემაა სულ დაბუჟებული ვარ
- ხოო, ეტყობა გუშინ ძალიან დავიღალეთ, როგორც დავწექით, ისე გავიღვიძეთ და მაგის ბრალია
- ხო ალბათ. შენ როგორ გეძინაა?
- მმმმმმ, სიტყვებით რომ ვერ აღვწერ რა ვქნა?
- აზვიდებ რაა (გადაიკისკისა და წამოიწია)
- დღეს რა გეგმები გვაქვს?
- ოოო. ეგ იქამდე საიდუმლოა სანამ არ ვისაუზმებთ
- მაშინ რაღას დაველოდოთ? მოვწესრიდგები და ჩავიდეთ
- ისევ აქ რომ ამოვიტამოთ და მშვიდად მარტო ჩვენ ორმა ვისაუზმოთ მაგაზე რას იტყვი?
- შესანიშნავი იდეაა, მაგრამ მაშინ დაუჩქარე რააა მშიააა (მომაძახა და წამოხტა, უცბად შებარბაცდა და საწოლს დაეყრდნო, როგორ წამოვხტი და მასთან როგორ გავჩნდი ვერ ვიხსენებ, შემეშინდა)
- ცუდად ხარ?
- არა ცხოვრება თავბრუ დამეხვა, უცებ წამოვხტი (სახეზე თბილი ხელი ჩამომისვა და დამშვიდება სცადა, მაგრამ როცა მისი ცხვირიდან წამოსული სისხლი დავინახე, უარესად შემეშინდა)
- მარიამ სისხლი მოგდის, დაწექი (მარიამმა ხელი ცხვირზე მოისვა და წამოწვა, მე პირსახოცი მოვუტანე)
- ექიმი ეყოლებათ, დავუძახებ (ვუთხარი მაგრამ ხელი დამიჭირა, ეტყობა შეშლილი სახე მქონდა, მან გამიღიმა და მითხრა)
- არაა საჭირო ცხოვრება, ნუ ნერვიულობ, არაფერია, მალე შეწყდება, ხშირად მემართება ასე, უბრალოდ შენ ნახე პირველად (ცოტა მოვეშვი, საწოლზე ჩამოვუჯექი და სახეზე ვეფერებოდი)
- გინდა, თბილისში დავბრუნდეთ?
- საგანგაშო არაფერია ცხოვრება, მართლა ვამბობ, ხშირად მემართება ასე, ნუ გაქ ეგეთი სახე რაა და წყალი მომაწოდე (ჩქარა დავუსხი და მივაწოდე)
- შენ დალიე. ფერი არ გადევს სახეზე, მე არ მინდა
- არც მე მინდა
- არაა საჭირო ყოველთვის მანახო რა ძლიერად გიჭირავს თავი ცხოვრება, შენს ემოციებს თუ დამანახებ უფრო მშვიდად ვიქნები, არ ვიფიქრებ რომ გულში იტრიალებ ფიქრებს, ეხლა კი დალიე.
უკმაყოფილო სახე მივიღე და დავლიე, მართლა დამამშვიდა წყალმა, თითქოს უდაბნოში ვიყავი და წყალი დავლიე ისე ვიყავი. გადავწყვიტე დღესვე დავბრუნებულიყავით თბილისში. ცოტახანში რომ მოფერიანდებოდა საბაგიროზე წავიყვანდი და მერე თბილისში დავბრუნდებოდით, იქ უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ექიმების სიახლოვეს. ცოტახნით მეც მივუწექი და ასე ვიყავით ერთმანეთზე ჩახუტებულები მარიამმა რომ დაიწყო ლაპარაკი
- უზომოდ დიდი მადლობა რომ, ყოველდღე მაბედნიერებ
- მადლობა რა შუაშია?
- ვიცი რომ შენც ძალიან გიჭირს ამ ყველაფრის ატანა, ისიც ვიცი რომ შენ ჩემზე მეტად გეშინია
- არა მარიამ ა...
- არ გინდა გთხოვ, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, მინდა იცოდე რომ ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით რაც გამაჩნია, თუ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, მინდა რომ ცხოვრება გააგრძელო, მინდა რომ ბედნიერი იყო, თუ მე აღარ ვიქნები მაშინ სხვასთან, მე ამ წამშიც მზად ვარ და აღარ მეშინია სიკვდილის, იმიტომ რომ შენ გაგიცანი და ჩემი გული და სხეული შენი სიყვარულით არის გაჟღენთილი
- დაამთავრე?
- თუ დამპირდები რომ ეცდები ბედნიერი იყო კი
- გპირდები, რომ უზომოდ ბედნიერი ვიქნები, სიცოცხლის ყოველი წამით დავტკბები, და ბოლო ამოსუნთქვამდე ერთად ვიქნებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელის გული გაჩერდება პირველი, მთავარი ისაა რომ, პირველის გაჩერებას წამებში მეორეს გაჩერებაც მოყვება, იმიტომ რომ ჩემი შენდამი სიყვარული აღარ მომცემს არსებობის საშუალებას. ეხლა აღარ გვინდა ამდენი უაზრო ლაპარაკი ამ თემაზე და დაიმახსოვრე რომ, თვით სიკვდილსაც კი არ მივცემ შენთან განშორების უფლებას. არ დაგთმობ გესმის? არასოდეს არ დაგთმობ
ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან როცა მისმენდა, გულში მაგრად მივიხუტე და გავუმეორე
- არასოდეს არ დაგთმობ.
ასე ვიყავით კიდევ რამდენიმე წუთი, მერე რომ მთხოვა მშია ავდგეთო, ძალიან ნალა ადექითქო და დამიჯერა, მეშინოდა კიდევ არ წამოსვლოდა სისხლი. მერე საუზმე მოვითხოვეთ, გემრიელად ვისაუზმეთ და წავედით საბაგიროსკენ, პატარა ბავშვიით უხაროდა ასვლა. ვტკბებოდით ერთად ყოფნით და სანახაობით, მერე ცოტა ვისრიალეთ, სურათები გადავიღეთ და ვუთხარი
- მარ თბილისში უნდა წავიდეთ
- რაა? რატო?
- ასე სჯობს ცხოვრება, დღესვე დავბრუნდეთ
- ოოო არა რაა გთხოოოვ, დღესაც დავრჩეთ რააა (ხვეწნა დამიწყო, მე არ ვიცოდი რა მექნა, მინდოდა სურვილი შემესრულებინა მაგრამ თან მეშინოდა, მაგრამ ბოლოს უარი ვერ ვუთხარი)
- პატარა ბავშვი ხარ რაა, ერთი პირობით
- რა პირობით?
- ოთახში ავალთ და მშვიდად ვიქნებით
- კაი რაა ჯერ 5 საათია
- მერე რაა? ჩემთან ერთად წამოწოლა არ გინდა?
- როგორ არა, მაგრამ... კაი ხო რა მნიშვნელობა აქ სად ვიქნები, მთავარია შენ გვერდით ვიქნები და დღესაც ტკბილად დავიძინებ (შუბლზე ვაკოცე და ოთახისკენ წავედით)
ბუხარი ავანთე, ჩაი ვთხოვე ამოეტანათ და მარიამს გვერდით მივუწექი, მკლავებში მოვიქციე და ვაკოცე
- ზუსტად ასე წარმომიდგენია ჩვენი სიბერე
- ზურა....
- ჩუუ, თუ აპირებ ჩამიშხამო ეს წამი მაგას ჯობია მაკოცო
როცა მივხვდი რომ ,ისეთი რამ ვთქვი რაზეც ვითომ ისევ რეალობაში დამაბრუნებდა, ეგრევე გავაჩუმე, სამაგიეროდ ისეთი კოცნა დავიმსახურე, სულშიც კი ჟრუანტელს რომ დაგაყრის ადამიანს, ცხელი ჩაი დავლიეთ, მარიამმა ისევ დალია თავისი წამლები და ჩამეხუტა. თვალი რომ გავახილე მივხვდი ჩამძინებია, ბუხრის შუქზე ვუყურებდი მარიამს და ვცდილობდი მისი ყველა ნაქუთი შემესწავლა და მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა. მერე გადაბრუნდა, მეც უკნიდან მოვეხვიე, მისი თბილი და ტკბილი სურნელი შევისუნთქე ისევ, თავი კისერში ჩავუდე და დავიძინე. ძალიან ტკბილად მეძინა, ვერ კი გავიგე როდის გათენდა, უფრო სწორად მარიამი როდის ადგა, მაგრამ რომ მაღვიძებდა ეგ ვიცი
- ზურა, გაიღვიძე რაა
- რა მოხდა? რა გჭირს? (ფეთიანივით წამოვხტი და მარიამს მივვარდი, უნდა დამეწვინა მაგრამ სულ დასვრილი იყო მარიამის საწოლი სისხლისგან)
- წეღან გამეღვიძა, სისხლი იმდენი მომდიოდა მახრჩობდა, ნახე სულ დავსვარე აქაურობა
- არაუშავს ჩემო ანგელოზო, მოდი აქეთ წამოწექი
- ზურა... სისხლი არ მიჩერდება 10 ზუთზე მეტია ვცდილობ მაგრამ ვერ ვაჩერებ
- აქამდე რატომ არ გამაღვიძე?
შემეშინდა და თან როგორ, რაც აზრად მომივიდა მის ექიმთან დარეკვა იყო, ტელეფონს მივწვდი და საათს რომ შევხედე 7 ხდებოდა, მაინც დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი, მან რაღაც რჩევები მომცა როგორ შეგვეჩერებინა სისხლი და სასწრაფოდ წამოდით თბილისშიო მითხრა. ჩემ თავზე გავბრაზდი წინა დღეს რომ არ წავედი, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა? მერე მარიამს გავუკეთე რაც მითხრა ექიმმა და წასასვლელად მოვემზადეთ. სასტუმროს მეპატრონეს სიტუაცია ავუხსენი და ბოდიში მოვიხადე საწოლზე, მანქანაში ჩავსვი სიდენია გადავუწიე და დავაწვინე, მეც ჩქარა მივვარდი საჭეს და თბილისისკენ წამოვედით, როგორ მეშინოდა, ასე მეგონა რომ რამე მოუვიდოდა, თბილისამდე მშვიდად ეძინა, მეც ფრთხილად დავდიოდი რომ არ გამეღვიძებინა, პირდაპირ საავადმყოფოში მივიყვანე და გაღვიძება ვცადე
- მარიამ? გაიღვიძე ცხოვრება,
- რა ხდება? (სუსტი ხმით მიპასუხა)
- მოვედით ცხოვრება, საავადმყოფოში უნდა შეგიყვანო
ხელში ავიყვანე და შევედით, საკაცეზე დააწვინეს და პალატისკენ წაიყვანეს, ძალიან სუსტად მომეჩვენა, ამან უარესად დამძაბა, ექიმი ვნახე, მან კი ცოტა დამამშვიდა, ბუნებრივია ეს ყველაფერიო, მაგრამ ქიმია ახლავე უნდა დავიწყოთო, დღეს ისედაც უნდა დაგვეწყო, მაგრამ არა ასე საჩქაროდ, პალატაში შევედი სანამ დაუდგავდნენ წვეთოვანს და საბრალო თვალები მომაპყრო
- ასე არ შემიძლია ზურა
- რას გულისხმობ ?
- რას არა ვის ვგულისხმობ, ჩემზე ცუდად გამოიყურები, ასე არ შემიძლია (არადა მეგომა თავი ძლიერად მეჭირა)
- არა, მე კარგად ვარ, უბრალოდ ასეთს რომ გიყურებ გული მიკვ......
- წადი...
- რაა?
- გთხოვ წადი და აღარ დაბრუნდე
- მარიამ ამას როგორ ამბობ?
- მომისმინე, მე მაშინ უფრო ცუდად ვარ შენ როცა მხედავ ასეთს, წადი გთხოვ
- არა მარიამ, ეგ გამორიცხულია, მიყვარხარ გესმის? საკუთარ თავზე და საკუთარ სიცოცზლეზე მეტად მიყვარხარ
- ვიცი, ვიცი და ზუსტად მაგიტომ გთხოვ რომ წახვიდე. ისე უფრო მექნება სტიმული ვიბრძოლო, დამიჯერე გთხოვ
- გაჩუმდი მარი, ეგ აღარასოდეს გაიმეორო (გაქვავებული ვიდექი და ნაბიჯსაც ვერ ვდგავდი, ასე მეგონა სასუნთქ გზებს მიკეტავდნენ)
- პირობას მოგცემ რომ ცოლად გამოგყვები, ოღონდ ახლა უნდა წახვიდე (უცბად სახე დამილაგდა, ნერვები თავის ადგილს დაუბრუნდნენ ამ სიტყვების მოსმენისას, ვიფიქრე დავთანხმდები და ხვალ მოვალთქო)
- დარწმუნებული ხარ რომ მაგას გააკეთებ ახლა თუ წავალ? მპირდები?
- კი ჩემო ერთადესთო, სიტყვას გაძლევ რომ ცოლად გამოგყვები, ოღონდ 1 წელში დაბრუნდი, თუ ცოცხალი ვიქნები, მაგ დღესვე გამოგყვები ცოლად, მაგრამ ახლა მარტო მინდა ვებრძოლო ამ ყველაფერს
- რეებს ბოდიალობ მარიამ? სულ გადაირიე? სიტყვაში მატყუებ თუ რას შვრები? (სისხლმა ტვინში ამასხა ამ სიტყვების მოსმენისას)
- წადი ზურა. დავიღალე, წადი (ცრემლები წამოსცვივდა და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, არ მინდოდა ზედმეტად მენერვიულებინა,მაგრამ ის ნამდვილად ვიცოდი, რომ მაგდენი ხნით არსად წავიდოდი)
- ჩემო გოგო, (საწოლს მივუახლოვდი და ჩამოვჯექი) მხოლოდ შენ ერთს გაგანდე ჩემი ოცნებები, მხოლოდ შენთვის ფეთქავს ჩემი გული, შეიძლება ეს 1 წელი შენ გაძლო უჩემოდ, მაგრამ მე ვერ გავძლებ, შენ ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილი ხარ, არამარტო სხეულის, არამედ სულისაც, იცი რად დამიჯდა შენგან მაგ სიტყვების მოსმენა? ეგ რომ იცოდე მაგ ტკივილისთვის ვეღარასოდეს გამიმეტებდი, ვეღარც კი ვსუნთქავდი გესმის? ამიტომ აღარასოდეს გაივლო გონებაში რომ წამით მაინც დაგტოვებ და სადმე წავალ, იმის გამო კიარა რომ შეიძლება შენ დაგენახო, არამედ იმიტომ რომ ეგოისტი გავხდი, აღარცერთი წამი არ მინდა უშენოდ, იმიტომ რომ უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია. ნუ ტირი გთხოვ. შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ (ტიროდა როცა ველაპარაკებოდი, ცრემლებს ვუმშრალებდი როცა წამოიწია ჩამეხუტა და სლუკინით მითხრა)
- მიყვარხარ, სამუდამოდ შენ მიყვარხარ.

ქიმიას საშინელი უკუჩვენება მოყვა, ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ ვხედავდი რომ ძალიან უჭირდა ეს ყველაფერი, როგორ მინდოდა როგორმე ეს ტკივილი ამეცილებინა მისთვის, მაგრამ ძალები არ შემწევდა. 2 დღე საავადმყოფოში თვალმოუხუჭავად გავატარე, სოსომ დამირეკა და მითხრა რომ გასაგზავნი საბუთები მზად იყო, უბრალოდ მშობლის და ექიმის ხელმოწერა იყო საჭირო. ქეთის ველაპარაკე და ტირილით რამის მოკვდა, ეს რომ გამოვიდეს ნამდვილად გადავრჩებითო. მარიამს გერმანიაზე არაფერს ვეუბნეოდით სანამ თანხმობა არ მოვიდოდა. 1 კვირა უნდა ვყოფილიყავით საავადმყოფოში. ქიმიის გაკეთებიდან 3 დღე იყო გასული, მე ექიმს ველაპარაკებოდი საბუთის გაგზავნაზე, რომ წამოვედი თავისთავად პალატისკენ წავედი, კალიდორში მარიამის ხმა მესმოდა, როგორ ყვიროდა რაღაცეებს, სირბილით შევვარდი პალატაში და მარიამი ვიღაც ბიჭს უყვიროდა ,,გაეთრიე აქედან, როგორ გაბედე აქ მოსვლა“
- მარიამ რა ხდება? (ამის თქმა იყო და ეს ბიჭი ჩემსკენ შემბრუნდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა)
- ზურა უთხარი რომ მოშორდეს აქედან (ახსნა საჭირო აღარ იყო აღარაფრის, მთავარი მარიამის სურვილი იყო, უცნობისკენ მივბრუნდი და მკაცრი ტონით ვუთხარი)
- ვერ გაიგე რა თქვა?
- ეხლა წავალ, მაგრამ მოგვიწევს ლაპარაკი მარიამ
- ბიჭო დაახვიე აქედან. როცა მარიამს არ უნდა შენი დანახვა, რა ლაპარაკზე ბაზრობ? (თან ხელი მოვკიდე და გარეთ გამოვიყვანე, კარი მოვიხურე და ვუთხარი)
- სუ .... ვინ ხარ. აქ მოსული აღარ გნახო თორე დაუფიქრებლად მოგკლავ გაიგე?
- შენ ვინ რას გეკითხება საერთოდ? იცი ვაფშე ვინ ვარ?
- მეთქი. დაახვიე ეხლა აქედან, თორე ქვევით გავარკვევთ დანარჩენს.
აღარაფერი უთქვამს, მიბრუნდა და წავიდა. მე პალატაში შევედი და ვინანე რას ვუხსნიდი ადენს იმ ვიღაც .... როცა მარიამი უკვე ისტერიკამდეა მისული ისე ტირის
- ვსიო ჩემო ანგელოზო, მორჩა, აღარასოდეს დაინახავ მის სახეს
- ისევ შემეხო, ისევ გაბედა და მომიახლოვდა, მეზიზღება ჩემი თავი (გონებაში ბომბი ამიფეთქდა, რას ნიშნავს ეს სიტყვები)
- რამე დაგიშავა მარიამ?
- მისი დანახვა დაშავებაზე მეტია ჩემთვის. შენც წადი გთხოვ, არ ვარ ღირსი აქ იყო და საერთოდ გიყვარდე, წადი (ხელს მკრავდა და ყვიროდა, ეხლა კი ნამდვილად დავრწმუნდი რომ, ის ბიჭი ყოფილი იყო და მინდოდა დავწეოდი და ცემაში მომეკლა, ასეთ დღეში რომ შააგდო მარიამი. მუშტებს მირტყავდა, მე კი გულში ვიხუტებდი და ვთხოვდი დამშვიდებულიყო. მერე უბრალოდ ვიხუტებდი მაგრად და ხმას აღარ ვცემდი, რომ დამშვიდებულიყო. ვერც ვტოვებდი ვინმესთვის რომ დამეძახა, მიკვირდა მისი ხმა როგორ არავის ესმოდა უცბად ვიგრძენი როგორ გაჩუმდა ვიფიქრე დაწყნარდათქო და თავზე ვაკოცე, მაგრამ ძალიან დამძიმდა, რომ შევხედე სახე სულ სისხლიანი ქონდა და თვალები დაეხუჭა, ისეთი ცივი სახე ქონდა, საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა)
- მარიამ, მარიამ თვალი გაახილე, მარიააამ.... ვინმეს დაუძახეთ, მალე მარიამი ცუდადაა, მალეეე.
კარებში გავვარდი და ღრიალი დავიწყე, მერე მარიამს მივვარდი და ვყვიროდი უაზროდ
- მარი თვალები გაახილე, მარიიიი
ექიმი შემოვარდა, მარიამი რომ დაინახა გარეთ გამომაგდო. შიგნით იმდენი ვიღაც შევიდა ვეღარ ვითვლიდი. ქეთი აქ არ იყო, აკო შეშინებული ყვიროდა რა ხდება გაგვაგებინეთო, მე კი ორივე ხელი კეფაზე მქონდა მაგრად მოჭერილი, თითქოს ასე წონასწორობას ვინარჩუნებდი, ზედა სულ სისხლიანი მქონდა, თვალები წყლით მქონდა სავსე, ვცდილობდი ძლიერი ვყოფილიყავი და ცუდზე არ მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. ისევ ბურთი მწვავდა ყელს და სუნთქვაში მიშლიდა ხელს. როგორ მინდოდა ამ წამს მარტო ყოფნა... მერე მუშტი ისეთი ძალით მივარტყი კედელს 2 ჯერ, რომ სისხლი წამომივიდა, მაგრამ არც მიგვრძნია. მარტო ვბუტბიტებდი და აქეთ იქით დავდიოდი
- ჩემო ცხოვრება, გაუძელი გთხოვ, გაუძელი, შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ? არ გაქვს უფლება რამე ცუდისთვის გამწირო, (ამ გაურკვევლობამ რომელიც წამები გრძელდებოდა მე საათებად მომაჩვენეს თავი, წარმოვიდგინე ის ყველაფერი, რაც სოსოსთან ლაპარაკამდე პირველად გამოვუტყდი თავს, გაშეშებული და გათიშული მარიამი რომ წარმომიდგა თვალწინ, ხმამაღლა დავიღრიალე) გავგიჟდებიიიიიიი (მუხლებზე დავვარდი, მუშტებს ძირს ვურტყავდი და ვტიროდი ხმამაღლა, აღარ მაინტერესებდა გარშემო ვინ მიყურებდა, ჩემს გოგოს ვკარგავდი რომელიც წამების უკან მე მეხუტებოდა, ქალივით ვღრიალებდი ხმამაღლა და ღმერთს ვთხოვდი არ წაერთმია, ის განძი რაც აღმომაჩენინა, ის ხომ ჩემი გულის ფეთქვააა. აკო მოვიდა ისიც ტიროდა, მაგრამ ჩემზე ძლიერად ეჭირა თავი და მამხნევებდა. ექიმი როგორც კი გამოჩნდა, წამებში ფეხზე წამოვხტით ორივე და მივვარდი)
-გადავრჩით (ამ სიტყვების გაგონებაზე, უფრო გამომეცალა ძალები, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი ისე წამომცვივდა ცრემლები)
- ვიცოდი რომ ღმერთი არ გაგვწირავდა, ჩემი ძლიერი გოგო. ახლა როგორაა? რა მოუვიდა?
- გონებაზე მოვიდა, როგორც ჩანს სტრესი ჰონდა საკმაოდ დიდი, სულ კანკალებდა
- მაგის სტრესს მე ავაკანკაკლებ (ზიზღით ვთქვი ეს სიტყვები რაზეც აკოს ,,რა გამოვტოვე“ მოყვა, თვალით ვანიშნე მერე გეტყვითქო და ექიმს მივუბრუნდი)
- შეიძლება ვნახო?
- მასე ვერ შეგიშვებ, არაადამიანური სახე გაქვს, მარიამისთვის უარესი იქნება, წადი სახლში ზედა მაინც გამოიცვალე და მერე მოდი
- სახლში რა წამიყვანს? უნდა ვნახო
- მაშინ 15 წუთი მაინც მოგიწევს ლოდინი, რომ თავი მოიწესრიგოთ და დამშვიდდეთ, ეცადეთ აღარაფერზე ინერვიულოს, სტრესი მისთვის ახლა ყველაზე მეტად არ შეიძლება, შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
- გასაგებია, მადლობა. (ექიმი წავიდა და აკო მომიბრუნდა)
- რა მოხდა მომიყევი
- მარიამთან რომ შევედი, ვიღაც ბიჭს უყვიროდა გაეთრიეო...... (მოვუყევი ყველაფერი რაც მოხდა და როგორც იყო. ვხედავდი მუშტებს როგორ კრავდა და სახეზე ზიზღი ესახებოდა)
- ანუ ჩამოვიდა ამდენი წლის მერე ის ნა..ი
- ზურა იყო?
- უეჭველი, მარიამს სხვა მაგ დღეში ვერ ჩააგდებდა
- მომიყევი რა მოხდა მათ შორის, მარიამ ვერ ვკითხავ და უნდა ვიცოდე, რომ საკადრისად აანაზღაუროს
- ერთი პირობით. დიდი ხანია მაგ ნა...ს ველოდები რო კაცურად დაველაპარაკო და მარტო არ აანაზღაურებინებ
- მომიყევი
- 2 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, უკვე დანიშნულები იყვნენ, მარიამი უზომოდ ენდობოდა მაგრამ იმ ნაბ...მა ქორწილი ჩაშალა და გაიქცა აქედან. როგორც მერე გადავხარშე ყველაფერი ისე არ იყო როგორც მარიამმა მომიყვა, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა მარიამს გადატანა, ღამით კოშმარებს ხედავდა ყვიროდა, ტიროდა, აგრესიული გახდა, თავიც კი დაიკიდა ფეხებზე, მერე ფსიქიატრთან მივიყვანეთ ძლივს და ის დაეხმარა. ის იმდენად ჩაკეტილი გახდა მას მერე, რომ რაღაც ცუდი ეჭვები მაქვს, მაგრამ მარიამ ვერ ვეკითხები, არ მინდა ტკივილი გავახსენო
- ეხლა ყველაფერი გასაგებია
- რაზე ამბობ?
- მარიამი მეც მაგიტო მაგდებდა, არ ვარ შენი სიყვარულის ღირსიო, ისევ შემეხოვო გაყვიროდა. იმის წარმოდგენაც არ მინდა რომ, მარიამის სურვილისა და ნების გარეშე რამე გააკეთა იმ ნ... თორე მოვკლავ ბ...შ... ვიყო. ამას წარსულზე ვამბობ რომ მოვკლავ. მაგრამ თუ ის ახლაც შეეხო მარის თავის გულს დავაჭერინებ ხელში
- უჩემოდ არ ნახავ იცოდე
ამ დროს 15 წუთიც გავიდა. ზედა გავიხადე და ამოვრეცხე, ეხლა მარტო მარიამის გვერდით მინდოდა ყოფნა, პალატაში რომ შევედი აკოც შემომყვაა. მარი ფანჯარაში იყურებოდა, არც შემოუხედია ჩვენთვის, აკო მივიდა თავზე აკოცა და გავიდა. ლაპარაკი არ მინდოდა, უბრალოდ მივედი და გვერდით მივუწექი, მეგონა არც შემიმჩნევდა, მაგრამ გადმობრუნდა და თავი გულზე დამადო. ვენაზე გადასხმა ედგა და მარტო მე ჩავეხუტე, რაც მთავარია მანიშნა, რომ უნდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ხმა არ ამომიღია ისე ვკოცნიდი მარიამს თავზე და გულში მადლობებს ვიხდიდი ღმერთს, რომ კიდევ მისცა შანსი სიცოცხლის.
- მაპატიე (მითხრა ძალიან სუსტი ხმით)
- ჩუუუუ. უბრალოდ ასე ცუდად აღარასოდეს შემაშინო
- მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ჩემო ანგელოზო
- ხელზე რა გჭირს?
- შენი ბრალია. შემაშინე და მაგის შედეგია
- ბოდიში, მიყვარხარ უზომოდ.
- მეც მიყვარხარ ჩემო ერთადერთო და უნაკლო გოგო.
ვცადე ამ სიტყვებში ჩამეტია ის ყველაფერი რასაც ვფიქრობდი. ასე ჩახუტებულს მიეძინა, ექთანი შემოვიდა და რომ დაგვინახა, თავი გააქნია, მეგონა რამეს გვეტყოდა. მაგრამ უბრალოდ სისტემა შეამოწმა და გავიდა. ვფიქრობდი იმ საბუთებზე. რომლებიც გავგზავნეთ თუ როდის მოვიდოდა პასუხი. გადაწყვეტილი მქონდა თუ უარი მოვიდოდა, მამაჩემს გამოვიყენებდი გერმანიაში და როგორმე დავითანხმებდით, ჩაესვათ მარიამი პროგრამაში, ახლა მთავარი იყო პასუხი მოსულიყო. მამაჩემი უკვე წლებია რაც გერმანიაში მოეწყო. დეიდაზეც ეგ გვეხმარებოდა. უბრალოდ დეიდა ძალიან მძიმე იყო. მარიამზე კი იმედები იყო. მერე მეც უნდა ჩამძინებოდა კარის ხმა იყო, ისევ ის ექთანი იყო სისტემა ჩუმად მოუხსნა და მარიამმა როგორც კი იგრძნო ხელზე თავისუფლება თვითონაც მომხვია ხელები და ძილი გააგრძელა. მე ვაკოცე ნაზად, რომ არ გამოფხიზლებულიყო და თვალები დავხუჭე. ფიქრებმა არ დამაძინა რომელმაც ამაყი მარიამი გამახსენა. ეხლა ისეთი უსუსური ჩანდა ჩემი გოგო გული მომიკვდა, მაინც რას უშვრება ადამიანს ავადმყოფობა. მერე იმ ბიჭზე დავიწყე ფიქრი, რაც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, მთავარი ის იყო, რომ მარიამს ახლა მე ვუყვარდი. ბოლოს ჩამეძინა და დილამდე ასე მეძინა. დილით მარიამმა დამასწრო გაღვიძება. თავი ჩემს მკერდზე ედო და ზედაზე რაღაც ფიგურებს ხაზავდა, აშკარად ჩაფიქრებული იყო
- ქალბატონო ცუდად მეთამაშებით (ვუთხარი ეშმაკური ტონით, რაზეც შემომხედა და გამიღიმა. ვერ ვხსნი ენით, მის გაღიმებულ სახის დანახვაზე რა მემართება, მთელი სხეული მითბება, სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, სიყვარულითა და ბედნიერებით ვივსები)
- დილამშვიდობისა
- როგორ გეძინა?
- ტკბილად (მითხრა ერთი სიტყვით და იგივე პოზიციას დაუბრუნდა. მარიამს უკვე კარგად ვიცნობდი და მივხვდი, ლაპარაკს აპირებდა, მაგრამ დაწყება უჭირდა, მე კი არ მინდოდა ჯერ ელაპარაკა ამ თემაზე, არ მინდოდა ისევ დაძაბულიყო, მაგრამ ვერაფერი გავაწყე)
- მაშინ 16 წლის ვიყავი
- სხვა დროს მარ, ეხლა დავტკბეთ ამ წამით ცხოვრება
- გთხოვ არ გამაწყვეტინო რა, მე მინდა რომ იცოდე, უბრალოდ ძალიან მიჭირს და მცხვენია
- არ აქ ჩემთვის მნიშვნელობა არაფერს მარიამ, მე მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ და....
- ხომ გთხოვე?
- ... (ხმა აღარ ამოვიღე უბრალოდ თავზე ვეფერებოდი)
- მაშინ 17 წლის ვიყავი, ძალიან ცდილობდა ჩემი გულის მოგებას, ბოლოს იმდენად ქნა სანამ უზომოდ დიდი ნდობა არ გამოვუცხადე, ბუნებით ეჭვიანი არ ვარ, როცა მეტყოდა ერთს აქ ვარო, იქ მთავდრდებოდა ყველა ზედმეტი კითვა, 2 წლის მერე ნიშნობა გვქონდა. ნიშნობამ რაღაცნაირად დამძაბა, ვფიქრობდი რომ ეს მიჩვევა იყო და არა სიყვარული, მეშინოდა ქორწინების, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცოდა და უკან ვეღარ დავიხევდი. რაც გაიზარდა უფრო უხასიათო და უხეში ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობდი, სრულყოფილი ხომ არავინაა მეთქი. ქორწილამდე 1 კვირაღა რჩებოდა. კაბაზეც დავდიოდით, დარბაზზეც მოკლედ ჩვეულებრივ ვემზადებოდით დიდი ქორწილისთვის. მოსაწვევები გაგზავნილი მქონდა ყველასთან... ერთ საღამოს, ძმაკაცთან ერთად მთვრალი მოვიდა სანახავად, მე არც ის ვიცოდი მთვრალი თუ იყო და მითუმეტეს ძმაკაცი თუ ახლდა თან. ამაზრზენად იქცეოდა, იმ ბიჭის თვალწინ დამიწყო საშინელი კოცნა (ყველა დეტალს ვიმახსოვრებდი, რომ ზუსტად ისე გადამეხადა სამაგიერო როგორც მარიამს ატკინა. უბრალოდ აქამდე რომ მივიდა, ვიგრძენი შინაგანად როგორ დავიძაბე და სისხლმა დუღილი დაიწყო, მაგრამ არ შევიმჩნიე, რახან უნდოდა რომ ამ თემაზე მოეყოლა, მოვუსმენდი კიდეც)
- ვაჩერებდი მაგრამ უარესს შვრებოდა, შემრცხვა იმ ძმაკაცის და სახეში მწარედ გავარტყი. მინდოდა გონებაზე მოსულიყო, გვიანი იყო, მოფარებლში ვიყავით მის მანქანაში, ძმაკაცი გადავიდა მანქანიდან და წავიდა, მე კიდევ ჩხუბი დავუწყე 1 კვირა ვეღარ მოგითმენიათქო? მან კი მითხრა რომ....
- საკმარისია მარიამ. მთავარია ახლა მე გყევარ ჩემო ძვირფასო (მივხვდი რის თქმასაც აპირბდა და ვეღარ ვიმორჩილებდი თავს. უკვე მქონდა წარმოდგენილი რას ვუზავდი იმ ახ...ს, თან მივხვდი მარიამს ძალიან უჭირდა ლაპარაკი, ის არც კი მისმენდა ისე აგრძელებდა ლაპარაკს. რობოტს გავდა, არც ინძროდა უბრალოდ ლაპარაკობდა გაქვავებული)
- მითხრა რომ... მითხრა, ახლა მინდიხარ და არ აქ მნიშვნელობა ერთ კვირასო. ამაზე გავგიჟდი, მან კი მომალბო თბილი სიტყვებით, ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის რომ მეც დავთანხმდი (აი აქ პიკს აღწევდა ეს ყოველივე) დავთანხმდი, მაგრამ როგორც კი გავიაზრე რა ხდებოდა და რას ვაკეთებდი, გაჩერება ვცადე, მან კი უფრო უხეშად და მომთხოვნად დამიწყო მოფერება, იცი რამდენი ვეხვეწე და ვემუდარე? სადაც მივწვდი ყველგან ვკაწრავდი, ვკბენდი და ვჩმეტდი, მაგრამ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მე ვერაფერს გავხდი, ვკიოდი საშინლად და ეს არც კი ადარდებდა. მტკიოდა და მეწვოდა ყველაფერი, იმის წარმოდგენისას რაც მალე მოხდებოდა, მაგრამ ვერ ვაჩერებდი, თურმე გონება დამიკარგია, არ ვიცი მერე რა მოხდა, ყველაზე საშინელი ის გრძნობაა, როცა არც კი ვიცი საქმე ბოლომდე მიიყვანა თუ დამინდო, ისევ თავად გამომაფხიზლა, ალეწილი ქონდა სახე, პატიებას მთხოვდა, მაგრამ მანქანიდან როგორ გადავედი აღარ მახსოვს. მერე საქართველოდან გაქრა და გუშინ გამომეცხადა, ხელზე შეხებამ გამაღვიძა და ეგ რომ დავინახე რამის მოვკვდი.
- შენ ჩემი სრულყოფილება ხარ მარიამ (ამის მეტი ვეღარაფერი ვუთხარი, იმასაც მივხვდი რომ აკომაც არ იცოდა სიმართლე)
- მაგიტომ არ ვარ შენი ღირსი გესმის? თავიდან მეც თანახმა ვიყავი, ბოლოს კი ისიც არ ვიცი ...
- პირიქთ, ჩემო ანგელოზო, მე არ ვარ შენი ღირსი, შენ იმდენად წმინდა და სრულყოფილი ხარ, მაგრამ რა ვქნა ეგოისტი რომ ვარ და მაინც მიგისაკუთრე? აღარასოდეს გაიხსენო ეგ ამბები კარგი? მპირდები?
- გპირდები (თავი ამ ხნის მანძილზე პირველად აწია და ყელთან მაკოცა)
- რა გინდა ეხლა? რატო მიწვევ? (თან გავიცინე და მის ტუჩებს მივეწებე, ვკოცნიდი მაგრამ რაზე ვფიქრობდი თავადაც მიხვდებით, თუმცა ამას მარიამს არ ვაგრძნობინებდი)
- ფსიქიატრის მერე, პირველი ხარ ვისაც ეს ამბავი მოვუყევი. უბრალოდ ამას ვერავის ვერ ვეტყოდი
- კიდე მაგაზე ლაპარაკოს? ხომ შემპირდი?
- რადგან გული დავიმშვიდე და შენს წინაშე სუფთა ვარ, მაშინ შევასრულებ პირობას. უზომოდ მიყვარხარ
- შენი სისუფთავე როდის დავინახე გითხრა?
- აბა გისმენ
- ქაჯივით რომ ჩამიხტი მანქანაში და თვალებში რომ შემოგხედე მაშინ. იმდენად წკრიალა იყო ეგ თვალები, შემშურდა და მაგიტომ მიგისაკუთრე
- აჰაჰაა, მე ვარ ქაჯი ანუ?
- მაგ პერიოდიდან ქაჯზე მეტად, შენი სიმწარეები მახსოვს. იმენა მიტარებდი რასაც ქვია (ორივე ვიცინოდით, რადგან მივხვდი რა სიამოვნებით იხსენებდა გაცნობის პერიოდს, მეც გავთამამდი და უამრავი დეტალი გავახსენე, ის კი გულიანად კისკისებდა და ჩემს რეაქციებს დასცინოდა. მერე ქეთი და ექიმი მოვიდნენ,)
- რადგან დედიკო მოგივიდა, მე სამსახურში გავალ კაი?
- კაი, შემეხმიანე მერე რაა
- აბა რას ვიზავ? (ახლოს მივედი ყურთან ვაკოცე და თან ვუჩურჩულე) ,,მიყვარხარ ჩემო ანგელოზო“ (მანაც მაკოცა და იგივე მიპასუხა)

პალატიდან ისეთი გაცეცხლებული გამოვვარდი ხელებს ვეღარ ვაჩერებდი. სად მენახა ის ნაგავი არ ვიცოდი, არ მინდოდა აკოსთვის მეთქვა, არ მინდოდა ვინმეს გაეგო სიმართლე, იმიტომ რომ მარიამს ასე უნდოდა, ვერც სოსოს დავურეკავდი, მარტო უნდა წავსულიყავი, იმ ლაჩრის მოსაკლავად. აკო ჩემსკენ მოდიოდა
- როგორაა?
- უკეთ. ქეთის უთხარი?
- არაა, ინერვიულებდა და აქაურობას აღარ მოშორდებოდა
- სწორად მოქცეულხარ. ბიჭო სად ცხოვრობს ის ს...
- არ გეტყვი. თუ ნახვაა ერთად ვნახავთ. მარტო არ წახვალ, გითხრა რამე მარიამმა?
- იგივე... კაი რას მებავშვები სად ცხოვრობს? ჯერ არ მცალია მაგისთვის ისედაც.
ეჭვის თვალით მიყურებდა, მაგრამ მითხრა მისამართი, ისიც ზოგადი. დავემშვიდობე, სამსახურში უნდა გავიდე მეთქი და წამოვედი. ეგრევე ზურასკენ წავედი, უბანში მივედი და თვალიერება დავიწყე. ჯერ დილა იყო, ამიტომ არავინ ჩანდა. მერე ვიღაც ქალი დავინახე და მისვლა გადავწყვიტე
- გამარჯობათ,
- გაგიმარჯოს შვილო
- დიდი ბოდიშით, მაგრამ ხომ არ იცით ზურა სად ცხოვრობს? ეხლა ჩამოვიდა საქართველოში აქ არ იყო
- ზურაა? რა გვარისაა?
- არ მახსოვს, უბრალოდ ვიცი რომ ამ უბანში ცხოვრობს
- უი ჟღენტზე ხომ არ ამბობ შენ? საზღვარგარეთ რომ ცხოვრობს?
- ალბათ ეგაა და სად ცხოვრობს?
- აი იმ აივანს ხედავ? 2 სართულზე? მანდ ცხოვრობს, სხვა აქ ეგეთი არავინ მეგულება
- ძალიან დიდი მადლობა
ეგრევე სადარბაზოსკენ წავედი. ავედი და დავაზარუნე ისე რომ ხელი არ გამიშვია. ქალმა გამიღო კარები, 11 საათი იქნებოდა ჯერ.
- გამარჯობათ, ბოდიშით ასე ადრე რომ მოვედი, მაგრამ ზურასთან სასწრაფო საქმე მაქვს
- მოდი შვილო, სძინავს ჯერ
- შეგიძლიათ გააღვიძოთ? სასწრაფო საქმეა
- შემოდი, ეხლავე გავაღვიძებ
- არა იყოს, დაბლა დაველოდები, მალე ჩამოვიდეს,
- კარგი
- მადლობა და ბოდიში
წამოვედი და მანქანაში დავჯექი. 10 წუთში გამოჩნდა, დავუსიგნალე და ჩემსკენ წამოვიდა
- ჩაჯექი
- რა ხდება?
- ჩაჯექი რო გეუბნევი, მალე (უხმოდ გამოაღო კარი და ჩაჯდა. მე სიჩქარეში ჩავაგდე მანქანა და წავედი, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ აშკარად მეტყობოდა სახეზე რომ, ძალიან ვიყავი გამწარებული, ნანგრევებში მივედით და ვუთხარი)
- გადმოდი...
- მომისმინე, არ მეგონა თუ ეგეთი რეაქცია ექნებოდა
- მოყევი... (ცივი, გაყინული ხმით ვთქვი)
- რა მოვყვე?
- იცი რაც. და იცოდე ერთი სიტყვაც რომ გამოგრჩეს დედას ...
- ...
- დროზეეეე (იმხელა ხმაზე დავუღრიალე შეხტასავით)
- არაფერია მოსაყოლი.
ისეთი ინერციით მოვუქნიე მუშტი დაეცა.
- ადექიიი
- ვნანობ, უზომოდ ვნანობ, ბოდიშის მოსახდელად მივედი საავადმყოფოში, ღირსი ვარ მართლა რომ მომკლა, მაგრამ უზომოდ ვნანობ, მაგიტო გავიქეცი აქედან, აღარ შემეძლო მისი ყურება, თავი შემზიზღდა
- ჯერ სად ხარ შენი დედა ....... კაი იყო მთვრალზე ვნებებს აყოლი შე ახვ...
კიდე მოვუქნიე მუშტი და რასაც ქვია გადამეკეტა,ისე ვურტყავდი. სისხლში რომ შემეღება ხელები, გავიაზრე რომ თავს საერთოდ არ იცავდა, მე მისგან განსხვავებით, არაკაცივით არ მოვიქეცი, თავის მართლება რადგან არ დაიწყო და არც ხელი შემოუბრუნებია, მოკვლა გადავიფიქრე და შევეშვი
- ეხლა კარგად მომისმინე შე ახ... მარიამმა წამით მაინც რომ მოგკრას თვალი სადმე ბ.. შ.. ვიყო თუ არ მოგკლა. ცემაში სულს ამოგხდი გაიგეეე? დროზე მოხიკე შენი ნივთები და გაა... საქართველოდან და აღარასოდეს გაბედო დაბრუნება. გასაგებიაააა?
ხმა აღარ ამოუღია, ძირს იწვა და იკლაკნებოდა. მივაფურთხე და წამოვედი, ისე რომ არც კი მიმიხედია უკან. სახლში წავედი და წყალი გადავივლე, ცოტა დავწყნარდი, დუშის ქვეშ ვიდექი და ის წამები გამახსენდა, მარიამმა გონება რომ დაკარგა. შიშმა მოიცვა მთელი შიგნეული. თავს ვარწმუნებდი რომ ჩემი მარიამი, მუდამ ჩემთან დარჩებოდა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში უზომოდ დიდი შიში ბუდობდა, როგორც კი ცუდ ფიქრებს მივეცემოდი, ისეთ სიმარტოვეს და სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგას ისევ სიკვდილი სჯობდა. რომ გამოვედი ფოსტა ჩევამოწმე, პასუხი ჩემს მაილზე უნდა მოსულიყო, მაგრამ არაფერი დამხვდა. 1 კვირა გადაბმულად ვათენებდი და უზომოდ ვიყავი გათიშული უკვე, ცოტ ცოტას თუ მივიძინებდი ხოლმე ხან სად, ხან სად. ტელეფონი ავიღე და მარიამს დავურეკე:
- როგორ ხარ ჩემო ცხოვრება?
- მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ ანგელოზო?
- უკეთ, დღეს სახლში მიშვებენ იციი?
- კი ცხოვრება ვიცი, მოვალ მალე
- არა არ მოხვიდე ძალიან გთხოვ, თუ გიყვარვარ ერთი რაღაც მინდა და ჩემისრულე თხოვნა
- რაც გინდა, შენ უბრალოდ თქვი და თუ გინდა მსოფლიოს ამოვაყირავებ
- ხოდა ტელეფონი გათიშე, დაწექი და გამოიძინე, არც გაბედო შეწინააღმდეგება, აქ რომ დაგინახო იცოდე ვიჩხუბებთ
- წუხელ ისე ტკბილად მეძინა, საკმარისზე მეტიც კი იყო
- მე გთხოვე და დანარჩენი შენ იცი
- ეგ რაიყო ეხლა? სინდისზე ამაგდე?
- როგორც გინდა მიიღე, უბრალოდ ჩემთვის გააკეთე ეგ და გამოიძინე.
აზრი აღარ ჰქონდა შეწინააღმდეგებას, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ, გამოსაყვანად მეც მივიდოდი. დავთანხმდი და დავემშვიდობე. მერე აკოს გადავურეკე და გავიგე რომ 4ზე უშვებდნენ. მერე სოსოს დავურეკე და რაღაცეები დავგეგმეთ, სოსოს ისე ვენდობოდი, როგორც საკუთარ თავს და ვიცოდი ყველაფერს ისე გააკეთებდა, რომ სრულყოფილი ყოფილიყო. მხოლოდ ამის მერე გადავწყვიტე დამეძინა მაგრამ მაღვიძარა დავაყნე 15:30-ზე.


*****************
ნელ-ნელა ვეგუებოდი ჩემს მდგომარეობას, ყველას გვერდზე დგომას ვგრძნობდი, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან ვინც სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდა. მხოლოდ მისთვის მინდოდა მესუნთქა. ის იმდენად ბედნიერი იყო ჩემს სიცილს როცა ხედავდა, ზოგჯერ ძალით ვიცინოდი რომ გამეხარებინა. შეუძლებელი მეგონა ასეთი სიყვარული, მაგრამ თავად მე განვიცადე ეს გრძნობა, იმდენად ბევრი ლამაზი წამი მაჩუქა, რომელმაც სიცოცხლე უფრო შემაყვარა რომ, გადავწყვიტე აღარ მიმეცა ავადმყოფობისთვის განვითარების საშუალება, ძილშიც კი ვგრძნობდი მის მიმართ სიყვარულს. ეს არარეალურად ჟღერს მაგრამ ასეა. არ ვიცი ასე ძლიერ როდის შემიყვარდა, როცა ყოფილმა ზურამ მომინახულა, თავის თქმით ბოდიშის მოსახდელად, ისევ ის ზიზღი ვიგრძენი, უღირსობის გრძნობა დამეუფლა, არ ვიყავი ამ წრფელი სიყვარულის ღირსი, რასაც ის მაძლევდა, არ მქონდა უფლება მისთვის სიმართლე დამემალა, მერე გადაწყვეტდა თავად რა უნდა ექნა, ამიტომ მოვუყევი, მაგრამ მისმა რეაქციამ და საქციელმა უფრო მეტად ამავსო სიყვარულით, თვალები ჩაწითლებილი, გამხდარი და დასუსტებული დადიოდა უკვე, ძალიან გადაიღალა, ამიტომ რამე უნდა მექნა რომ კარგად გამოეძინა, დავურეკე და ვთხოვე რომ დაესვენა. ძლივს დავითანხმე მე კი 4 საათს დაველოდე რომ აქაურობისთვის თავი დამეღწია. ჩავიცვი და თმის დავარცხნა დავიწყე. გული შემეკუმშა იმდენი თმა გამცვივდა თავიდან, არ მეგონა პირველივე ქიმიის მერე თუ დამეწყებოდა ცვენა. ამან ისეთ საშინელ ხასიათზე დამაყენა, რომ აღარც სახლში წასვლა მიხაროდა და აღარც აქედან გაღწევა. მერე აკოს დავურეკე რომელიც აშკარად აგვიანებდა მოსვლას, უკვე 15:45 იყო, აკო კი არსად ჩანდა, მობილურზე არ მიპასუხა, მერე დედას გადავურეკე და არც დედამ მიპასუხა, გამიკვირდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და დალოდება გადავწყვიტე. კარი გაიღო და დიდი თაიგულით შემოვიდა ვიღაც, მერე თაიგული ჩამოწია და ჩემი ცხოვრება დავინახე, ჯერ გავბრაზდი რომ მოვიდა, ხომ ვუთხარი დაესვენა? მერე სიყვარულმა მძლია და ხელები მოვხვიე თან ვუთხარი
- არა რაა, შენი გამოსწორება არ იქნება, საერთოდ არ მიჯერებ
- როგორ არა ცხოვრება, მეძინა, წეღან გავიღვიძე
- მართლა ამბობ? (გამომცდელი თვალებით შევხედე და სახე აშკარად დამშვიდებული ქონდა, ანუ მართლა ეძინა) მაშინ ბოდიში (ვუთხარი და ვაკოცე, ყვავილებზე მიმითითა და მითხრა)
- მართალია შენზე ლამაზი არ არის, მაგრამ იმედია მოგეწონება
- ულამაზესია, დიდი მადლობა, შენი მორთმეული მიხაკებიც კი გამიხარდებოდა
- არა რაა, გემოვნება საერთოდ არ გაქ სიცოცხლე? რა მიხაკები? (მის ამ კომენტარზე გამეცინა და გავაგრძელე)
- იცოდე აქედან მალე თუ არ წამიყვან, მიხაკების მოტანა მართლა მოგიწევს, მაგრამ სხვა სიტუაციაში
- მაგ ენას ამოგაცლი ჩემო სიყვარულო და მერე ნერვებს ვეღარ მომიშლი.
თავზე მაკოცა და ჩემოდანი აიღო, მე ვარდების თაიგული ავიღე და გახარებული გავყევი უკან. სახლში მისვლამდე გავარკვიე რომ, თურმე ჩემებისთვის ზურას უთხოვია არ მიხვიდეთო, სახლის კარი შევაღე და ისეთი მხიარულება დამხვდა, სიხარულისგან ცრელმები მომადგა, სახლი მორთული იყო ბურთებით, ფარდებთან ჩამოკიდული იყო წარწერა W e l c o m e. მაგიდაზე წვენები, ხაჭაპური, ხილი და ტორტი იდო. ყველა სახლში დამხვდა ჩემი გოგოები, ზურას ძმაკაცები და სალოც კი, მაგდას და ანის რომ ვკითხე ბავშვების ადგილსამყოფელი, გაბედნიერებულებმა მიპასუხეს , რომ მამიკოებს ჩააბარეს და ახლა დრო იყო გოგოები გართობილიყვნენ. ეს ყველაფერი მართალია ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ ასეთმა გადამეტებულმა დახვედრამ ცუდ ხასიათზე დამაყენა, თითქოს ცდილობდნენ ბოლო დღეები გაელამაზებინათ ჩემთვის. მაგრამ თავი ხელში ავუყვანე და არ ჩავუშხამე ეს შრომა.
- ძალიან გამახარეთ ყველამ, მაგრამ მაინტერესებს ეს ყოველივე ვისი იდეა იყო? (სოსომ ხელი გააშვებინა ზურას, რომელსაც წელზე ქონდა შემოხვეული და ხელი გადამხვია, თან ლაპარაკი დაიწყო)
- რძალო იცი რაშია საქმე? შენ ბიჭს აშკარად ეძალება სიურპრიზების კეთების სურვილები და მოთხოვნები, მაგრამ მისი განხორციელება და დახვეწა, მხოლოდ ჩემს კისერზე გადადის ამ ბოლო დროს. ჰა ხო მაგარი ვარ, აღიარე ხო გაგახარე?
ზურას ძმაკაცებთან დიდად არ მაქვს შეხება ხოლმე სულ რამოდენიმეჯერ კი ვნახე მაგრამ ისეთი შინაურულები არიან განსაკუთრებით სოსო რომ, საკუთარი ძმები მგონიან. მივხვდი რომ ინიციატივა ზურასი იყო, მაგრამ უკვე მეორედ გამაოცა სოსოს შესაძლებლობებმა და არც დამიმალია.
- მინდა გითხრა რომ, აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით სოსო, პირდაპირ გაოცებას ვარ მიცემული, როგორ არ გყავს არავინ? ასეთი ნიჭის გაფლანგვა იქნება?
- ეეე, ჩემი ამტანი არ დაბადებულა ჯერ და მაგიტო
- შენ ვინ აგიტანს? სულ ცანცარებ ამხელა კაცი (ზურამ უთხრა და ხელი გააშვებინა. თავზე მაკოცა და ჩამიხუტა)
- სალო, ბოდიში რომ ხშირად ვერ გნახულობ რაა
- პირიქით მარიამ, მე მაქ საბოდიშო, აქ არ ვიყავი და ვერ მოგინახულე. მაგრამ მოკითხვებს ყოველდღე ვაბარებდი აკოს, ხომ გეუბნეოდა? (მართალია აკოს არცერთხელ უთქვამს, მაგრამ ალბათ ავიწყდებოდა)
- კი როგორ არაა, მეუბნეოდა და ძალიანაც მიხაროდა
გავიცინე აკოს სახეს რომ შევხედე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ბევრი ვიცინეთ, გავიხსენეთ ერთმანეთს როგორ ვჭამდით მე და ზურა თავიდან და ამაზე ბიჭები იმდენს ხარხარებდნენ, თავი ამატკიეს. 10 საათი იქნებოდა გოგოებმა ალაგება რომ დაიწყეს, მაგრამ არ მივეცით მე და დედამ საშუალება, თუმცა ვინ დაგვიჯერა? ყველა შეესია სახლს და 15 წუთში ყველაფერი დალაგებული იყო. მერე ზურამ ტაქტიანად გაყარა ყველა, დასვენება უნდაო, მართალიც იყო, ძალიან მიყვარს ეს ხალხი, მაგრამ უკვე ვეღარ ვიდექი ფეხზე, 10:45 წუთზე სახლი დაცარიელდა. დავრჩით მარტო მე დედა და ზურა, აკომ სალი გააცილა, დედა სამზარეულოში გავიდა და აღარც შემოსულა.
- ძალიან დაგღალეთ დღეს, წამო დაწექი
- არა პირიქით, ძალიან სასიამოვნო დღე იყო, მაგრამ ასე მგონია მემშვიდობებით და ეს არ მომწონს
- არა შემო ანგელოზო, ეგ აღარ გაიმეორო აღარასოდეს, უბრალოდ აქამდე არ გიცნობდი, რომ სიხარული მომენიჭებინა შენთვის, ესაა და ეს. ეხლა წამო ოთახში
- რას გადამეკიდე არ მინდა ოთახში (სიცილით ვუთხარი, მაგრამ არც მომისმინა, უნდა დაისვენოვო და ამაყენა, ოთახამდე ისე მიმიყვანა ზურგიდან მეხუტებოდა და თან მეუნბეოდა როგორ ვუყვარდი, ოთახის კარი რომ შევაღე და შუქი ავანთე ყვირილი დავიწყე)
- ვაიმეეეეე, რა საყვარელიააააა, რამხელააააა, (ჩემს საწოლზე დიდი დათუნია იდო, იმხელა იყო გამიკვირდა კიდეც, სად აღმოაჩინათქო)
- მოგეწონა?
- შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ ზურა, აქამდე რომ მცოდნოდა აქ ეს მელოდებოდა, მაგდენს გალაპარაკებდი? (ჯერ დათუნიას ვეხუტებოდი, მერე ზურას მოვხვიე ხელები კისერზე და ვაკოცე)
- ეს დღე გახსოვს? (მიმითითა სურათზე რომელიც საწოლის გვერდით მედო. ეს იყო სურათი რომელშიც მე და ზურა ვცეკვავდით, გაბოს დაბადების დღეზე, მას მერე რაც სიყვარულში გამომიტყდა)
- მაგ დღეს რა დამავიწყებს? ყოველ ღამით ვიხსენებ, როგორ ორიგინალურად ამიხსენი სიყვარული.
ასე ჩახუტებულები ვიდექით და ვტკბებოდით ყოველი წამით, განვლილით თუ მოქმედით. მერე წამომაწვინა და თვითონაც მომიწვა, საწოლს მიეყუდა, მე კი მას მივეკარი და ჩავეხუტე, მანაც მომხვია ხელები და ცოტახნის დუმილი დავარღვიე.
- რაღაც მინდა რომ იცოდე
- რა ხდება? (ზემოდან დამხედა და ხელი გააჩერა რომლითაც თავზე მეფერებოდა)
- თმის ცვენა დამეწყო
- მეც არ ვთქვი რა ხდებოდა? გინდა ხვალვე წავიდეთ მაღაზიებში და ისეთი პარიკი ვიყიდოთ და იმდენი, რომელსაც მოისურვებ?
- არა, ჯერ არ მინდა, უბრალოდ არ მეგონა ასე მალე თუ დამეწყებოდა ცვენა. სადამდეც შესაძლებელი იქნება ჩემ თმას ვატარებ
- როგორც იტყვი ჩემო ანგელოზო
გული დამიმშვიდა მისმა რეაქციამ, ალბათ უკვე ქონდა გადახარშული რომ ასეთი დღეც დადგებოდა, ის იმდენად ძლიერად იყვანდა თავს ხელში, რომ მშურდა კიდეც, იმაზე ვნერვიულობდი, მარტო როცა რჩება როგორ უძლებს იმ ფიქრებს რომ, შეიძლება დამკარგოს მეთქი მაგრამ ხმა არ ამოვიღე. ასე თმაზე ფერებაში და დაღლილს, ღრმად და ტკბილად ჩამეძინა.



*****************

როცა მარიამმა თმის ცვენაზე მითხრა, შინაგანად იმდენად ავნერვიულდი, რომ მეგონა სულ ავკანკალდებოდი, მაგრამ რეაქცია არ დავაყოვნე, ბუნებრივად მივიღე რომ მარიამს თავი ცუდად არ ეგრძნო. მერე ისევ ვიფიქრე იმ თემაზე რაც დიდი ხანია გონებაში მიტრიალებს და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე. მარიამი მშვიდად სუნთქავდა, მივხვდი რომ ჩაეძინა და ძალიან ფრთხილად ავდექი, ქეთის საწერ კალამი და ფურცელი გამოვართვი და დავწერე: ,,ჩემო უმშვენიერესო და უძვირფასესო, იმდენად ტკბილად ჩაგეძინა აღარ გაგაღვიძე, როცა გაიღვიძებ დამირეკე, მე სახლში წავედი. გკოცნი ბევრს“ მერე სახლში წავედი და გათიშულმა დავიძინე, ტელეფონი გვერდით დავიდე, რომ დარეკოს გამეღვიძოსთქო. დილით საავადმყოფოში წავედი და მარიამის ექიმი ვნახე, ველაპარაკე და თანხმობა მომცა, რამაც გამახარა, არ ვიცოდი რამდენად სწორე გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, მაგრამ ის ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ის, რაზეც ამდენ ხანს ვფიქრობდი. მერე მარიამს გავუარე, კიდევ ეძინა და ამიტომ არ დამირეკა, არადა 1 ხდებოდა უკვე, ქეთიმ კი მითხრა ტკბილად სძინავსო, მაგრამ გული რომ დამემშვიდებინა ოთახში შევიპარე, ახლოს მივედი და მის მშვიდ სუნთქვას მოვუსმინე, არ მინდოდა გამეღვიძებინდა ამიტომ არ ვაკოცე და გამოვბრუნდი, ქეთის დავუჯექი წინ და ჩემი გეგმა გავაცანი, თავიდან არ მოეწონა, გუდაურის ამბავი გამახსენა, მაგრამ მერე თავადაც ელაპარაკა ექიმს და დაამშვიდა. ამასობაში ტელეფონმა დამირეკა და სანამ ჯიბიდან ამოვიღებდი, პიჟამოებში, თმა აბურძგლული, და ახალ გაღვიძებული მარიამი, ფეხშიშველი გამოფლასტუნდა ოთახში, თან ტელეფონი ეჭირა და მეც ვუპასუხე ჩემს მობილურს
- გაიღვიძე მძინარა?
- ხო ეხლა გავიღ.., ეეე შენ არ ხარ? (სიხარული ვერ დამალა და უცბად ჩამეხუტა, ქეთის გაეცინა და გავიდა)
- აბა ჩქარა ეხლა ფეხზე ჩაიცვი
- კაი რააა, ჯერ მნახე მაინც (ბუზღუნი დაიწყო)
- ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ არ გამიცივდები და მერე გნახავ, მალეე
ხელებ ჩამოყრილი, და ტუჩგადმოვარდნილი წავიდა აბაზანისკენ, აშკარად მოწესრიგდა, მერე ოთახში ისე შევიდა ზედაც არ შემოუხედავს და ჩაცმული დაბრუნდა ოთახში იგივე სახით, ამ ყველაფერზე მეცინებოდა.
- კმაყოფილი ხართ ბატონო? (ბუზღუნით მითხრა და მისკენ წავედი, ჩავეხუტე ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და ვუთხარი)
- დიახ ქალბატონო.
მერე ვისაუზმეთ და ლაპარაკი დავიწყე
- რატომ არ მეკითხები აქ რატომ ვარ?
- და რატო უნდა გკითხო ეგ? (გაოცებულმა შემომხედა და გამეცინა)
- ნუ პრინციპში მართალი ხარ. მოკლედ, ექიმისგან ნებართვა მაქვს, რომ ქალაქგარეთ წავიდეთ რამოდენიმე დღით, ოღონდ ერთი პირობით, არანაირი დაღლა და ნერვიულობა არ უნდა გამაგონო.
- ანუუუუ?
- ანუ ის რომ, რაღაც გადაწყვეტილება მივიღე და შენი გვერდში დგომა მჭირდება
- რა ხდება?
- ჭიათურაში მინდა წასვლა, მინდა რომ შენც ჩემს გვერდით იყო
- იქ რა გვინდა?
- მირანდასთან (პირთან მიტანილი ჭიქა გააჩერა და შემომხედა გაოცებულმა, თან სადღაც თვალების სიღრმეში სიხარულის ნაპერწკალი დავინახე)
- შენ დასთან?
- ხო, მგონი დროა სიამაყეს გადავაბიჯო და ვაპატიო (სკამიდან წამოხდა და ჩამეხუტა)
- მჯეროდა შენი, ყოველთვის მჯეროდა, უბრალოდ შენ გელოდებოდი როდის გადაწყვეტდი იქ ჩასვლას, მაგრამ მე რა მინდა?
- სულელო, შენი თავი მინდა რომ გავაცნო, როგორც ჩემი საცოლე ისე,
- ჰა???? კაიიიი, არაა ეგ საჭირო, ამდენი წელია არც კი გაგიხედავს შენი დისკენ და ეხლა ვიღაც გოგოსთან ერთ...
- მარიამ, შენ ვიღაც გოგო არ ხარ, შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ, რამდენჯერ უნდა გითხრა? ჩემი კუთვნილება ხარ და მინდა რომ, ერთადერთ ახლო ნათესავს მაინც გავაცნო შენი თავი და შენით ვიამაყო
- თუ შენ ასე გინდა, მაშინ თანახმა ვარ
- ხოდა მასე ჯობია, ეხლა ჭამე და გაემზადე
- დღეს გინდა წასვლა?
- ხო
- იციან?
- არა, არ მინდა დარეკვა
- და სახლი იცი? იქ ხომ არასოდეს ყოფილხარ?
- გზაში მოგიყვები, მიდი ეხლა თბილად ჩაიცვი,
- კაი რაა რა თბილად, მოვიდა გაზაფხული
- მარიამ, რატომ გიყვარს ჩემს ნერვებზე თამაში? რომ ვიძახი თბილად ჩაიცვი მეთქი, ანუ უნდა ჩაიცვა, ხომ შეილება ერთხელ მაინც არ შემეკამათო რამეზე? (სკამზე ვიჯექი ის კი უკვე ფეხზე იდგა, ამ სიტყვების მერე უკნიდან მომხვია ხელები და მითხრა)
- იმიტომ გეწინააღმდეგები ხოლმე, რომ სულ მოსიყვარულე წყვილიც კი მოსაბეზრებელია (უცბად შემოვატრიალე და კალთაში ჩავისვი)
- ანუ სპეციალურად მაბრაზებ ხოლმე ქალბატონოო? (გადაიკისკისა და წამოხტა)
- ჩასაცმელი ვარ, თბილადდდდ. (მის ამ ქცევაზე გამეცინა და ავდექი, პური უნდა შემენახა თავის ადგილზე და ქეთიმ როგორც კი დამინახა მისაყვედურა)
- აბა რას აკეთებ შვილო?
- მიუღებელს არაფერს ქეთი, მარტო ვცხოვრობ და მიჩვეული ვარ, საკუთარი თავის მომსახურეობას
- ეგ შეიძლება მაშინ გააკეთო როცა მარტო ხარ, მაგრამ მე რას ვაკეთებ აქ? სირცხვილია შვილო, გადი, მეტჯერ არ მათქმევინო
ასე მისაყვედრა და გამომაგდო სამზარეულოდან. ნახევარ საათში სახლიდან გამოვედით, ვხედავდი მარიამის გაბრწყინებულ თვალებს და ვრწმუნდებოდი, გადაწყვეტილების სისწორეში. მანქანა სათამაშოების მაღაზიასთან გავაჩერე და გადავედით
- რასაც აარჩევ ყველაფერს ვიყიდით. ოღონდ ბიჭისთვის ხომ გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს? (გამიცინა მარიამმა და სათამაშოებს მიუბრუნდა, იმდენი რამე აარჩია იტყვი, საკუთარი შვილისთვის მიჰქონდა, ეს ყოველივე ძალიან მახარებდა და მიკვირდა, ამდენი წელი ჩემს სიამაყეს როგორ არ გადავაბიჯე, პატარა ზურას გულისთვის მაინც, სალაროში თანხა გადავიხადეთ და მანქანაში ჩავაწყეთ სათამაშოები)
- წამო ეხლა საჭმელები ვიყიდოთ და დავადგეთ გზას
- კაი ძვირფასო... იცი რომ შენით ვამაყობ?
- და შენ თუ იცი რომ, ამისკენ შენ მიბიძგე?
- ვითოომ? არასოდეს ამ თემაზე ხმა არ ამომიღია და როგორ?
- თავდავიწყებით შემაყვარე თავი და ჩემი ხასიათი შეცვალე, აი ასე.
- ხოოო? მაშინ ჩემი თავთ ვამაყობ
საჭმელები ვიყიდეთ, ასაწონი, მზა, ტკბილი, მწარე, ყველაფერი ვიყიდე, ვიცოდი რომ ცხოვრება უჭირდა მირანდას, გიორგი ანუ ქმარი კი მუშაობდა და დედაც ეხმარებოდა ყოველთვეს მაგრამ, არ მინდოდა კისერზე დავწოლოდი. გზას დავადექით და გადავწყვიტე მარიამისთვის სიმართლე მომეყოლა:
- უბანში ვიჯექი ბიჭებთან ერთად, როცა დამირეკეს და მითხრეს მირანდა მოიტაცესო, ვერ აგიხწერ მაშინ რა დამემართა, ჩემი გაზრდილი მირო, რომელზეც დიდი ამაგი მქონდა, მომტაცეს, მაშინ ქუჩის ცხოვრებით ვცხოვრობდი, მქონდა გარკვეული რეპუტაცია, 1 საათში დავადგინე იმ ბიჭის მონაცემები და ჩემებთან და სოსოსთან ერთად ჩავაკითხეთ ჭიათურაში,გზაში ნათქვამი მქონდა მშობლებისთვის რომ, მათაც არ გადაევლოთ ჩემთვის და ხმა არ ამოეღოთ. სისიხლი მეყინებოდა, იმის წარმოდგენით რომ შეიძლებოდა მისთვის ვინმეს ხელი დაეკარებინა, ან მითუმეტეს რამე ეტკინა, ის ხომ ბავშვი იყო. როცა სახლში მივედით, არავინ გველოდებოდა, დიდი სუფრა იყო გაშლილი, აშკარა იყო მირანდას მოტაცება მოულოდნელი არ იყო, სახლში რომ შევედით, მირანდა დავინახე, რომელიც სიცილით კვდებოდა და ვიღაც ბიჭს ხელი ქონდა გადახვეული, სისხლმა ტვინში ამასხა, მეგონა სადმე ოთახის კუთხეში იჯდებოდა და ტირილით თვალები ექნებოდა დასიებული, მაგრამ რა სურათიც დამხვდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როგორც კი დაგვინახა მირანდამ, გვერდზე მჯდომ ბიჭს ხელი მიარტყა და მოახედა, ფეხზე წამოდგა ეს ბიჭი და ჩვენკენ წამოვიდა, მახსოვს სოსო დამიდგა გვერდით, როცა ეს ბიჭი მოვიდა ხელი გამომიწოდა და გამეცნო
- გიორგი
- შენ ხარ? (ხელისთვის ყურადღება არც მიმიქცევია, ისე ვკითხე 18 წლამდე ბიჭს)
- კი ძმა, მე ვარ
ამ დროს მომეძალა ყველა ემოცია ერთად და ისე დავარტყი მუშტი ძირს დავარდა. ყველა მე მაწყნარებდა, მაგრამ არავინ მაინტერესებდა, ვურტყავდი როცა მირანდას ხმა მოსწვდა ჩემ ყურებს
- მოკლავ ზურა, გაჩერდი. ორსულად ვარ
მუშტი ჰაერში გავაჩერე და გარშემო ყველა გაჩუმებული მიყურებდა, სოსომ წამომაყენა და დავინახე დედაჩემი როგორ ეფერებოდა მირანდას, ისე დამცირებულად ვიგრძენი თავი, ვერ აგიხწერ მარიამ, თურმე 4 თვის ორსული იყო მირანდა და ეს ჩემებს კარგად ცოდნიათ, გზაში მაგიტომ ცდილობდნენ გავენეიტრალებინე, და მაგიტომ ავუკრძალე ხმის ამოღება, ყველას დასაცინი გამხადეს გესმის? სწორედ ამის მერე წავიდნენ საზღვარგარეთ რომ, მას დახმარებოდნენ. მაგ დღეს დავიფიცე რომ მისკენ აღარ გავიხედავდი და ასეც ვაკეთებდი, მაგრამ ახლა იმდენად შემცვალე, მინდა რომ ჩავიდე ამდენი წლის მერე და შევურიგდე, სწორეს ამიტომ მინდა შენი გვერდში დგომა.

*************************
ამ ხნის მანძილზე ჩუმად ვუსმენდი და არ ვაწყვეტინებდი ლაპარაკს, ეს მართლა დიდი დამცირებაა. ამიტომ ვერ გავამტყუნე
- მე მართლა ვამაყობ შენით ზურა, მეამაყები ასეთი კარგი რომ ხარ. შენთან ვარ და არასოდეს გაგიშვებ ხელს
- ვიცი, ვიცი ჩემო გოგო და ამიტომ მომყავხარ
ხელები გვქონდა ჩაკიდებული და ისე მივდიოდით. გზაში რაღაცეებზე ვიცინეთ რომ ხასიათზე მოსულიყო ზურა. როგორც იქნა მივედით. მანქანა ჭიშკართან გააჩერა და მძიმედ ამოისუნქთა
- მოვედით
ხელი მოვკიდე და თვალებში ჩავხედე, თითქოს მინდოდა უსიტყოდ დამემშვიდებინა. დაასიგნალა და დავინახე ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა გარეთ, გვიყურებდა, მაგრამ მანქანა რომ არ ეცნო ჩვენსკენ წამოვიდა, ზურამ კარი გააღო და გადავიდა, მეც მას მივბაძე, სახლიდან კი 4 წლის პატარა გამოვიდა და სირბილით დაეწია ბიჭს, ეს ალბათ ზურაა, ვთქვი და სანამ ბიჭი მოგვიახლოვდებოდ, ზურას ხელი ჩავკიდე. გარეთ გამოვიდა და თვალები გაუფართოვდა
- ზურაა?
- როგორ ხართ გიორგი? (ამის თქმა იყო და ისე გადაეხვია ბიჭი, გული დამეწვა, ზურა ჯერ გაუნძრევლად იდგა, მერე თვითონაც დაარტყა ზურგზე ხელი, რასაც ბიჭის ყვირილი მოყვა)
- მიროოო, მირო მალე გამოდი. (მერე მე მომიბრუნდა და ზურამ ჩემი თავი გააცნო)
- ეს ჩემი საცოლეა მარიამი, ეს კი... (თითქოს არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ მაინც დაამთავრა წინადადება) ეს ჩემი სიძეა გიორგი. (დავინახე გიორგის გაბრწყინებული თვალები და მივესალმე)
- სასიამოვნოა,
- ჩემთვისაც, შემოდით რას დამდგარხართ? ჭიშკარს გავაღებ მანქანა შემოიყვანე.
ზურა მანქანისკენ წავიდა, მე კი ეზოში გავჩერდი, დავინახე სახლიდან ვიღაც ლამაზი გოგო გამოვიდა, ბავშვს დაუძახა და თან მე მიყურებდა
- ზური, მოდი დედიკო ჩემთან გაცივდები
სანამ მანქანას შემოიყვანდა, პატარა ზურა ხელში ყავდა აყვანილი, მაგრამ როგორც კი ზურას მოკრა თვალი მანქანიდან გადმოვიდა, ბავშვი უცბად დასვა ძირს და სირბილით გაიქცა ძმისკენ, მე ცრემლები ვერ შევიკავე, როცა მათ შეხვედრას ვუყურებდი, მართლა ვამაყობდი ჩემი ბიჭით, ერთმანეთს ხვევდნენ ხელებს და ერთმანეთს კოცნიდნენ
- როგორ მომენატრე ხო არ იცი, ჩემო ზურა, ჩამოხვედი, ჩემთან ჩამოხვედი, არ მჯერა
- მეც მომენატრე მირო, ბოდიში უნდა მოგიხადო
- არა არავითარი ბოდიში და ცრემლები ჩქარა სახლში შემოდი, (მერე მე მომიბრუნდა და ისევ ზურასკენ მიტრიალდა)
- ეს ლამაზი გოგო ვინაა?
- ეს ლამაზი გოგო შენი სარძლოა, მარიამი (გაიღიმა და ხელი გადამხვია, მირანდა კი დიდი ხნის ნაცნობივით გადამეხვია,)
- რძალიც ამას ქვია, ულამაზესი ხარ
- მადლობა ჩემო კარგო, შენც ასევე, ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა
- ჰე მირო, სახლში შევიდეთ და დატრიალდით შენ და მარინა (ანუ დედამთილი, გიორგიმ თქვა და სახლისკენ გვიბიძგა)
- აბა რას ვიზავ, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, როგორ გამახარეთ
- ბავშვი სად გაქრა? (იკითხა ზურამ, რაზეც მირანდამ უპასუხა)
- ძალიან მორცხვია, ალბათ დაიმალა უხცო ხალხის დანახვისას.
სახლში შევედით, ისეთი სითბო ტრიალებდა მათ ოჯახში რომ, გათბობა აღარ იყო საჭირო, ვხედავდი, როგორი შეკრული და მოსიყვარულე ოჯახი ქონდა მირანდას და გული სიამაყით მევსებოდა, გიორგის მშობლებიც გავიცანით, მარინამ მირანდას ხელი არ გაანძრევინა, შენ ძმასთან ილაპარაკე ყველაფერს მე მივხედავო და დათო წაიყვანა მისახმარებლად (ანუ თავისი ქმარი). ბავშვი ახლოს არ გაეკარა ზურას, მაგრამ ჩემს კალთაში იმდენად კარგად მოეწყო, ჩასვლა აღარ უნდოდა, მერე ზურამ მანქანიდან საჭმელების ამოლაგება დაიწყო, რაზეც ყველა გაგიჟდა და აყვირდა რატომ შეწუხდით ყველაფერი გვაქვსო, სათამაშოების დიდი პარკი რომ შემოიტანა, პატარა ზურა უცებ ჩამოხტა ჩემი მუხლებიდან და ზურას გადაეხვია, რა არის ბავშვი, რა იოლია მისი მოთაფვლა. ისე თბილად და საყვარლად თამაშობდნენ ორივე ზურა, მე და მირანდა ვტკბებოდით. გიო გარეთ გავიდა დედალს დავკლავო, მე კი მირანდას გავყევი რომ მივხმარებოდი, რადგან სასტიკი უარი განმიცხადა, მოვიმიზეზე გაგიცნობ კარგადთქო და მაინც გავყევი, ორი ზურა დავტოვეთ ოთახში რომლებიც თამაშობდნენ.
- ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ეს დღე ჩემთვის მარიამ
- დარწმუნებული ვარ გენაცვალე, მეც ძალიან მიხარია ზურამ ეს ნაბიჯი რომ გადადგა
- მოგიყვა ყველაფერი ხომ?
- კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა იყო წარსულში? მთავარი ისაა რომ თბილი ოჯახი გაქვს, სადაც ერთმანეთი გიყვართ, ეს კი ძალიან ჩანს თქვენს ოჯახში.
ბევრი ვილაპარაკეთ ქალებმა, ძალიან კარგი ქალი აღმოჩნდა დედამთილი, მირანდას საკუთარი შვილივით ექცეოდა, ასევე მამამთილიც და რაც მთავარია გიორგის სიყვარულმა მომხიბლა, რომელიც მირანდას ეკუთვნოდა. სხვა რა არის მნიშვნელოვანი, როცა ასეთი მოსიყვარულე ბუდე გაგაჩნია ადამიანს, ეს მირომაც დამიდასტურა
- სრულყოფილი ბედნიერებისთვის მხოლოდ ჩემი ერთადერთი ძმა მაკლდა, რომელიც ახლა ჩემს გვერდითაა და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს შენი დამსახურებაა მხოლოდ
- ჩემიი? არაა, რას ამბობ? ეს თავად გადაწყვიტა, უთქმელად
- ხო მაგრამ, შენ რომ მისი გული არ გაგელღვო ის ახლა აქ არ იქნებოდა
ბევრი ვილაპარაკეთ, გიორგი დათო და ორივე ზურა ოთახში ისხდნენ, მართალია მე არაფერი გამაკეთებინეს, მაგრამ მაინც ვცდილობდი მივხმარებოდი სუფრის გაშლაში. ყველა მაგიდას შემოვუსხედით როცა გიორგიომ ღვინის დასხმა დაიწყო.
- მარიამ შენი ჭიქაც მომაწოდე აბაა (გიომ მომმართა)
- არა მე არ ვსვავ მადლობა,
- რას ქვია არ სვავ? ერთი ჭიქა სავალდებულოა (ისევ განაგრძო)
- არა მარიამი არ სვავს, ჩვენ დავლიოთ და მარიამის წილსაც მე დავლევ თუ საჭიროა (გაიღიმა ზურამ და ხელი გადამხვია)
ძალიან ბევრი ვიცინეთ, მთელი საღამო ზურას ფეხებიდან არ ჩასულა პატარა კაცი, ბიჭებს აშკარად მოეკიდათ ღვინო, რაც მათ სიმღერებზე აისახა, მირანდამ ბევრი სურათები გადაიღო, მერე კომპიუტერში ხმა გავიგე რომ, სკაიპში ვიღაც რეკავდა, მირანდამ ბოდიში მოიხადა და კომპიუტერს მიუჯდა, რომელიც იგივე ოთახში იდგა სადაც ჩვენ ვისხედით, მე ზურგით ვიჯექი და მესმოდა მირანდას ლაპარაკი, როდესაც გავიგე ვის ელაპარაკებოდა ადგილს მივეყინე
- დედიკოოო, როგორ ხარრრ, იცი იქ ვინააა?
- კარგად ვარ დედი, თქვენ როგორ ხართ? ვინაა ეგეთი შვილო რა გახარებული ხარ?
- აბა გამოიცანი?
- რავიცი დედიკო, კი ვხედავ ქეიფობთ მაგრამ ვინაა
- ზურა ჩამოვიდა დე, ჩემი ძამიკო ჩამოვიდა ჩემთან
- მართლა ამბობ? სად არის? დამელაპარაკოს
- ზურიიიი, დედამ დამელაპარაკოსო.
ზურაც გახარებული სახით მივიდა მონიტორთან, ქალმა ტირილი დაიწყო ორივე შვილი ერთად რომ დაინახა და ბევრი ეფერა, ზურამ უთხრა ამაზე კარგი შანსი არ ვიცი როდის მომეცემა მეტჯერ, ამიტომ შენი სარძლოც უნდა გაგაცნოვო, ამას არ ველოდებოდი, შემრცხვა, ვიგრძენი როგორ ავწითლდი, მერე იქიდან ქალის ხმა გავიგე, რას ამბობ შვილო, აქამდე რატომ არაფერი მითხარიო და მალე დამანახეთ ჩემი შვილის რჩეულიო, ზურამ ხელი მომკიდა და მონიტორთან მიმიყვანა.
- გამარჯობათ თამრიკო დეიდა, როგორ ხართ? (მორიდებით ვკითხე ქალს, რომელიც აღელვებული და გახარებული მიყურებდა)
- რა დეიდა შვილო, აბა რას ამბობ? ამაზე დიდი სიხარული რა არის დედისთვის როცა ყველას გახარებულს ხედავს?
- სხვათაშორის თამრიკო, უნდა გითხრა რომ, მისი დამსახურებაა დღეს აქ რომ ვარ (თქვა ზურამ და ამაზე უარესად ავწითლდი)
- აბა რას ამბობ ზურა? (ცოტა გავუბრაზდი, მაგრამ თამრიკომ ლაპარაკი გააგრძელა)
- დარწმუნებული ვარ შვილო, თორე შენ ისეთი ხე იყავი ვერავინ გშველოდით, ეხლა კიდე უმშვენიერესი გოგო აგირჩევია შენთვის, რომელმაც ჭკუაზე მოგიყვანა
- ოჰ ოჰ ოჰ, კარგი ეხლა თამრიკო ნუ დაიწყებ თავიდან.
ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ზურამ 11 საათზე განაცხადა დაღლილები ვართ და ჩვენ დაგვაბინავეთო, მე ვიუარე, უზრდელობა გამომივიდოდა სუფრა მიმეტოვებინა მათთვის და დავწოლილიყავი. მაგრამ ბევრი ლაპარაკის მერე მაინც თბილ ოთახში შემიყვანა ზურამ და კარი დახურა
- რატომ მიწვევ სიცოცხლე და რატომ გინდა რომ უხეშად მოგმართო?
- კაი რა ზურააა, რა წესია ეს? პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? 11 საათზე უნდა გავთხარო ლოგინი?
- ჩემი პატარა და ბუზღუნა სიცოცხლე ხარ, აბა რა ხარ? ჩვენც უნდა დავწვეთ, მე მივეხმარები შენს მაგივრად, მაგრამ ერთს რომ გეტყვი, მილიონჯერ ნუ მამეორებინებ თორემ დაგსჯი
- ოო შემეშვი რაა. ძილიბებისა (გავებუტე და ლოგინზე ჩამოვჯექი შერცხვენილი, ველოდებოდი როდის გავიდოდა, მაგრამ გვერდით დამიჯდა და ჩამეხუტა)
- ჩემი ბუტია ანგელოზი ხარ შენ. დამიჯერე არაფერი გამოსულა ცუდად, სამაგიეროთ დილით ადგები და მიეხმარები სუფრის გამზადებაში, თორე ვატყობ საშინელი ნაბახუსევი გვექნება მე და გიოს
მაინც მოახერხა ჩემი გაცინება და ხასიათზე მოყვანა, უნდა გასულიყო რომ დავუძახე და ვუთხარი
- ზურიი, შენი და უზომოდ ბედნიერია, გიოს აშკარაა საკუთარ თავზე მეტად უყვარს, მისი დედამთილ-მამამთილიც ისე უყურებს მიროს როგორც საკუთარ შვილს, მას თბილი და მოსიყვარულე ოჯახი აქვს, სადაც კედლებიც კი გაჟღენთილია სითბოთი, სიყვარულით და ერთმანეთის პატივიცემით, მთავარი ხომ ესაა?
- მეც შევამჩნიე რომ ბედნმიერია მირო, ძალიან ვნანობ აქამდე რომ ვიყავი გულმოსული
- არაუშავს სიცოცხლე, ახლა მთავარი ისაა რომ აქ ხარ
- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა არ ვიცი (მომიახლოვდა მაკოცა და ძილინებისა მისურვა, მეც დავემორჩილე, წამლები დავლიე და დავიძინე)

*********************************

გულ დამშვიდებული გამოვედი მარიამის ოთახიდან და ალაგებაში მივეხმარე, მერე ცოტა ზურასთან ვითამაშე და ბებიამისმა დასაძინებლად წაიყვანა, თითქოს საშუალება მოგვცეს გველაპარაკა მე და მიროს, მარტოები დაგვტოვეს. დივანზე ვისხედით ორივე და ვლაპარაკობდით, ბოდიში მომიხადა იმისთვის რაც გააკეთა, მეც მოვუბოდიშე ამდენი ხნის გაბუტვა, მერე მარიამზე დამიწყო ლაპარაკი
- ძალიან მომეწონა მარიამი, შეგეფერება ყველაფრით
- ხო, იმდენად კარგი ადამიანია, ზოგჯერ ვფიქრობ რომ არ ვარ მისი ღირსი
- აბა რას ამბობ? მომიყევი მასზე, როგორ გაიცანი? ან როდის შეგიყვარდა?
- ეგ დიდი ისტორიაა (თან გამეცინა)
- მერე რაა? დრო ორივეს გვაქვს. თან სიცილზე ვატყობ საინტერესო ისტორიის მოსმენა მომიწევს.
მოვუყევი ყველაფერი რაც იყო, გაწუწვიდან დაწყებული იმ დღეს დამთავრებულით სიყვარული რომ ავუხსენი
- ხო ვთქვი, ღირსეული გოგოა, უკვე დასავით მიყვარს, ეტყობა რომ უზომოდ უყვარხარ და გაფასებს, იმასაც ვხედავ რომ შენც ყურებამდე ხარ შეყვარებული, რაც ძალიან მიხარია.
- ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ერთი პრობლემაა. (მარიამის ავადმყოფობა რომ გამახსენდა იმაზე მეტად დავიძაბე ვიდრე ოდესმე, ალბათ სასმლის ბრალი იყო, დივანზე წამოვიწიე, იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი და მძიმედ ვთქვი)
- ცუდადაა, შეიძლება დავკარგო , ამაზე ფიქრი კიდე მშლის ჭკუიდან
- ცუდადაა რას ქვია?
- ლეიკემია აღმოაჩნდა მას მერე რაც ერთად ვართ
- რაა? (ცრემლები მოადგა თვალებზე და მომეხვია, მეც მოვხვიე ხელები და მივხვდი რომ ასეთ მძიმე დროს, საკუთარ ღვიძლ დედმამიშვილზე მეტ სითბოს ვერავინ გაგინაწილებს)
- მაგრამ ხელს არ ჩავიქნევ, დეიდა რომ გვინდოდა ჩაგვესვა, იმ პროგრამაში ვცდილობ ჩავსვა, პასუხს ველოდები, წესით მალე უნდა მოვიდეს უკვე
- ყველაფერი მოგვარდება, გადაიტანთ, თქვენში იმხელა კავშირს ვხედავ რომ გაუძლებს
- იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, საქმე ცუდად რომ წავიდეს რა მომივა, მაგიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და აქ ჩამოვედი, მინდოდა გაგეცნო, მერე რა ამდენი წელი რომ გავქრი? მთავარია შენი სიყვარული მქონდა მუდამ გულში, მაგრამ სიამაყეს ვერ ვაბიჯებდი
- მან კი სიამაყე დაგავიწყა ხომ? სწორად მოიქეცი რომ ჩამოიყვანე და გამაცანი, ძალიან გამახარე მეც
- 1 კვირის უკან ქიმია დავიწყეთ, გუშინ კიდევ შეამჩნია რომ თმა სცვივა უზომოდ, ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს ყოველივე, მაგრამ ხომ ვიცი როგორ უჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება
- ძლიერი გოგო ჩანს, თან შენ ყავხარ გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ.
- მჯერა და მწამს...
- წამო დავწვეთ 1 საათია უკვე. ცალკე გაგიშალო თუ მარიამთან შეხვალ? (აშკარად ვერ მიხვდა რა ურთიერთობა მქონდა მარიამთან და გაურკვეველმა მკითხა)
- მარიამთან შესვლაზე და მასზე ჩახუტებულ ძილზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ შენებთან გაუტყდება, არაა ეგეთი გოგო, ვერ ნახე რეაქცია დედას რომ გავაცანი?
- კაი წამო ცალკე გაგიშლი მაშინ, ვამაყობ შენით, ან მარიამითი, იმიტომ რომ უზომოდ ხარ შეცვლილი
- მარიამით უნდა იამაყო, ჩემით ნაკლებად
- რამდენი დღე დარჩებით? მალე არ წახვიდეთ რაა
- ეგ იმაზეა დამოკიდებული მარიამი როგორ იგრძნობს აქ თავს
- მაშინ დიდი ხნით დარჩებით, იმიტომ რომ არ მოვაწყენთ
- მაქსიმუმ 3 დღე დავრჩეთ მირო, ექიმთან უნდა მივიდეთ მერე. არ აგრძნობინო რომ მოგიყევი, არ მინდა ცუდად იფიქროს, უბრალოდ მინდოდა მეთქვა შენთვის
- ყველაფერი კარგად იქნება ზური, აი ნახავ
- გხედავ რომ ბედნიერი ხარ შენს ოჯახში და მეც მიხარია.
ასე ლაპარაკ ლაპარაკში ოთახიც გამიმზადა, სანამ დავწვებოდი ვერ მოვითმინე და მარიამის ოთახში შევედი, მას ისე მშვიდად ეძინა ცოტახანს ჩამოვჯექი და ვტკბებოდი მისი ყურებით. მერე თავზე ვაკოცე ფრთხილად, საბანი უკეთ დავაფარე და გამოვედი. მეც დავიძინე.
დილით მამლის ყივილმა გამაღვიძა და საათს დავხედე 8 ხდებოდა, ავდექი და გარეთ გამოვედი, სახლში სიმშვიდე იყო, მარიამის ოთახში შევედი და გაღვიძებული დამხვდა, საბანში იჯდა ისევ, ფეხები მოეხარა და მუხლებს ეხუტებოდა, რომ დამინახა წამოხტა ჩამეხუტა და ვიგრძენი რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
-რა ხდება მარიამ?
- ძალიან ცუდად მეძინა, საშინელი სიზმრები ვნახე (ტირილი დაიწყო და გული მომიკლა, უცბად ჩავეხუტე და დამშვიდება დავუწყე)
- არაუშავს სიცოცხლე, ეგ ხომ სიზმრები იყო? აღარ იფიქრო მაგაზე
- ხო მაგრამ ძალიან რეალური სიზმარი იყო, ვერც გამოვედი ოთახიდან რომ მომეძებნე, ტელეფონი კიდე მანქანაში დავტოვე გუშინ
- ბოდიში სიცოცხლე, არ უნდა დამეტოვებინე მარტო, უბრალოდ ვიფიქრე რომ, ასე უფრო კომფორტულად იგრძნობდი თავს
- არა შენ რა შუაში ხარ? აქ ხომ არ დაიძინებდი მაინც? სირცხვილია
- გინდა დღესვე წავიდეთ?
- არა, არ მინდა ჩაგაშხამოთ, რამდენი ხანია მირანდა გელოდება და ახლა ასე უცებ წასვლაა?
- მიროს შეეშვი, თუ თავს არ გრძნობ აქ კომფორტულად წავიდეთ, მთავარი შენ ხარ
- არ ვიცი ასე საშინლად რატომ მეძინა, ალბათ უცხო სახლში რომ ვარ მაგიტომ. მაგრამ დღესაც დავრჩეთ, ხვალ ხომ ისედაც მივდივართ
- არა დღეს წავიდეთ სიცოცხლე, გადაწყვეტილია
- არა ზური გემუდარები რაა, ხვალ წავიდეთ, დავწყნარდები და გადამივლის, უბრალოდ საშინელი სიზმარი იყო
- კაი მაშინ მაგაზე აღარ იფიქრო, მაგრამ თუ მოწყენილს დაგინახავ, ეგრევე წავალთ და აღარ შემეწინააღმდეგო
- ეგრე ვქნათ... მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ანგელოზო
- კაი ავდგები ეხლა სირცხვილია
- ჯერ 8 არაა სიცოცხლე, მოდი რა ჩამეხუტე (გვერდით მივუწექი და გულში ჩავიკარი ჩემი პარატა ქალი, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა).

***********************

10 საათამდე ვლაპარაკობდით, მირანდას ოჯახს განვიხილავდით. მერე ავდექით, მარინას ნამცხვარი გამოუცხია, ყავა დავლიეთ და ვლაპარაკობდით, ამასობაში სახლის უფლისწულმაც გაიღვიძა და ისევ, ბიძასთან მოინდომა თამაში, მერე მე ვეთამაშებოდი, სანამ გიო გაიღვიძებდა და გამოვიდოდა. ბუხართან ძირს ვისხედით და კუბიკებს ვაწყობდით, თან ვიცინოდით, დივანზე კი მირო და ზურა იჯდნენ და ჩვენ გვიყურებდნენ, აშკარა იყო ჩემზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ არ მესმოდა რას. ამიტომ არ შევიმჩნიე და ყურადღება აღარ მივაქციე. გიოც გამოჩნდა გაბრუებული თავით და წუწუნით.
- აუუუ რამე დამისხით რაა, გასკდა თავი, მიდი მირო გაშალე რაა დავლიოთ, შენ როგორ ხარ ბიჭო, თავი მაინც არ გტკივა?
- არაა მე კარგად ვგრძნობ თავს რავი
- მიდი რა დავლიოთ რამე?
- არა მე ვერ დავლევ, შეიძლება წასვლა მომიწიოს და ვერ დავლევ
- რაა რა წასვლა, ხვალ არ მიდიოდით? დღესაც დარჩით რააა (მირომ ბუზღუნი დაიწყო, მე კი ზურაზე გამებრაზა, ხომ შევთანხმდით არაა? მან კი მაინც დაიზღვია თავი)
- არ ვიცი ზუსტად, თუ საჭირო გახდება, უნდა წავიდეთ და ვერ გავრისკავ დალევას, ისე ვჭამოთ მშია,
- მიდი ჩემო ცხოვრება დატრიალდი რაა, მოიცა რძალი სადაა? (ამ ხნის მანძილზე, ჩემსკენ არც გამოუხედია გიოს და თვალში მოვაკლდი ეტყობა)
- შენს უკანაა (სიცოლით უთხრა ზურამ და გამოიხედა, იმდენი ბოდიში მომიხადა ვერ დაგინახეო დამღალა.)
- კაი რა არი ბიჭო რამდენს ბოდიშობ? ეგრე გაგაცანი ეს გოგო, მაგდენი ბოდიში რომ დაგჭირდეს? (ისევ ზურამ მიხსნა, რომელიც კარგად მიცნობდა და იცოდა რომ, დავიღალე ამდენი ბოდიშით)
მერე ვჭამეთ, რაღაცეები მოიგონეს და ვითამაშეთ, პატარა კაცმაც გაიხარა, ასე მშვიდად გაიარა მთელმა დღემ, 12 როგორც კი დაიწყო, მზრუნველი მამასავით დაიწყო ზურამაც, რაც უკვე მაღიზიანებდა,
- მეძინება თქვეენ?
- რა დროს ძილია მოიცა რაა (ვუთხარი მე, მაგრამ ისე მიბრიალა თვალები გავჩუმდი, კიდე კაი თქვა მეძინებაო და არა მარიამ შენი ძილის დროაო)
- დაგღალეთ მოკლედ ლაპარაკით რაა, ხო დავიძინოთ უკვე გვიანია.
ყველა დავიშალეთ, მაგრამ ჩემთვის განკუთვნილ ოთახში ზურა რომ შემოვიდა და დასწოლად მოემზადა პირი დავაღე
- რას აკეთებ?
- ვწვები. და იცოდე ბუზღუნს შეეშვი აზრი არ აქვს
- გაგიჟდიი? რას იფიქრებენ?
- არაფერს არ იფიქრებენ სიცოცხლე, მოიცა შენ რა ჩემთან ჩახუტებულ ძილზე უარს ამბობ?
- კაი რაა ზურიი, სირცხვილიაა, რას იფიქრებენ მირანდას დედამთილ-მამამთილი?
- მოგვარებულია ყველაფერი და დაწექი ეხლა, თორემ ძალადობაზე გადავალ,
ბევრი ვიბუზღუნე მაგრამ არაფერი გამომივიდა, გარდა იმისა რომ ზურამ ისე შემომბღვირა ხმა აღარ გავიგო ეხლა და დაწექიო ცოტა მეწყინა. დავწექი მაგრამ ზურგი შევაქციე, ის კი ზურგიდან ჩამეხუტა და მითხრა
- რატო ჯიუტობ ხოლმე, როცა რამეს გეუბნევი?
- იმიტომ რომ უხერხულია ზურა, მე ცუდად ვიფიქრებდი აკოს რომ სალი მოეყვანა და იმის გვერდით დაეძინა
- მერე მე ვარ აკო თუ შენ ხარ სალო?
- რა შუაშია ეხლა ეგ? (გადმოვბრუნდი და მის სახეს შევეჯახე )
- ხომ გითხარი მოვაგვარეთქო სიცოცხლე? მაგრამ შენ მაინც არ მისმენ
- და მაინც რა მოაგვარე?
- მოკლედ რაა, იმენა წურბელა ხარ ჩემო ცხოვრება, სანამ ბოლომდე არ ამოხაპავ ყველაფერს არ ჩუმდები
- იმიტომ რომ დამშვიდებული ვიყო (ცხვირზე მაკოცა და განაგრძო)
- წუხელ მიროს მოვუყევი შენზე, დღეს კი ის მოვუყევი რაც დილით მოხდა, ამიტომ ავუხსენი რომ დღეს ან აქ უნდა დამეძინა ან წავიდოდით
- რააააააა? სულ გაგიჟდი ზურააა? რა გჭირს ამ ბოლო დროს?
- სიცოცხლე ნუ ხარ ეგეთი აგრესიული გთხოვ რაა? ვერ დავუშვებდი რომ დღესაც ცუდად გძინებოდა, ისიც ვერ ვაპატიე თავს, გუშინ მარტო რომ დაგტოვე და რატო არ გინდა გაგება?
- არ ვარ აგრესიული, არ მინდა რომ სიბრალულით მიყუროს ყველამ
- შენ წარმოიდგინე და სულ არ შეცოდებიხარ, პირიქით მითხრა რომ ძლიერი გოგო ჩანხარ და ყველაფერს გაუმკლავდებიიი (ისევ ჩამეხუტა, მაგრამ მე ვერ მოვისვენე)
- არაა, გიოს მშობლებთან მაინც უხერხულია
- ვაიმეე მარიამ ნუ გამაგიჟებ ეხლა, ისინი ვერც გაიგებენ აქ რომ ვიძინებ. დილის 7ზე დგებიან და მე მანამდე გავალ ოთახიდან ვაახ. დაიწყნარე ეხლა გული და მოდი ჩემთან.
ხმა აღარ ამომიღია, უხეშად მელაპარაკა მაგრამ მე ვაიძულე, ამ ბოლო დროს ძალიან აგრესიული გავხდი, თავს ვეღარ ვცნობ, ვხვდები რომ ისე ვაბრაზებ ხალხს რომ არც კი ვუფიქრდები, მერე ჩავეხუტე და მოვუბოდიშე
- ბოდიში რაა, არ ვიცი რა მჭირს ამ ბოლო დროს, სულ გაღიზიანებული ვარ,
- არაუშავს ცხოვრება, ვხვდები და ვხედავ, ამიტომ ხვალ მივალთ ექიმთან და რამეს დაგვინიშნავს, მე არ უნდა აგყოლოდი, ბოდიში
- მიყვარხარ. ასეთი კარგი რომ მყავხარ მაგიტო ვიცოცხლებ
- მე უფრო მეტად მიყვარხარ. ტკბილად დაიძინე და ჩემზე იფიქრე, იქნებ ის ნახო სიზმარში ცოლად როგორ მომყვები
- სულელოო. (გაგვეცინა ორივეს და დაძინება გადავწყვიტეთ)
დილა ისევ ტკბილად დაიწყო, ისევ ყავა სიცილით, მერე საუზმე და მერე დასერიოზულებული ზურა გამოვიდა სიტყვით
- ძალიან დიდი მადლობა ასეთი სტუმართმოყვარეობისთვის, მაგრამ ჩვენი წასვლის დროა
- ასე მალეე? საღამოს წადით რაა, ჯერ იყავით (გულდაწყვეტით თქვა მირომ)
- არა მირო უნდა წავიდეთ დაიკო, მერე ჩამოვალთ კიდე, ან თქვენ ჩამოხვალთ, აი სიძე არაა ჩემს სახლში ნამყოფი და ეხლა თქვენი ჯერია
- ხოდა მიზეზიც გვექნება ჩამოსასვლელად (გახარბულმა გიომ წამოიძახა)
- ხოდა გელოდებით
ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ცრემლიანმა მირომ ქუჩამდე გამოგვაცილა, პარატა კაციც გამოგვეტირა, მაგრამ ხომ უნდა წამოვსულიყავით არაა? გზაში ბევრი ვიხალისეთ, მერე ძილი მომერია და დავიძინე.

******************************

მარიამს რომ ჩაეძინა დავფიქრდი, რამდენად დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის. ის რომ არა ახლა გული ასეთი მშვიდი და გახარებული არ მექნებოდა, ჩემი და უზომოდ მენატრებოდა, მაგრამ ვერ ვაძლევდი თავს უფლებას მენახა. ახლა? ახლა ყველაფერი შეიცვალა. გზაში მოვდიოდი და ვფიქრობდი, მარიამისთვის ხელი როგორ მეთხოვა ისე რომ, უარი ვეღარ ეთქვა და დამენიშნა. 1000 ვარიანტი განვიხილე, თან გზას კარგად ვაკვირდებოდი რომ მშვიდად მევლო თბილისამდე, საკმაოდ ნელაც მოვდიოდი, ვერიდებოდი უცბად დამუხრუჭებას რომ, მარიამი არ გამეღვიძებინა. ბოლოს ერთმა ძალიან მაგარმა იდეამ გაიელვა ჩემში. ასეა თურმე, როცა გიყვარს ქვეცნობიერში იღვიძებს რაღაც აუხსნელი, რომელიც ისეთ იდეებს გვაწვდის რომ თავადაც კი გვიკვირს, ჩემი იდეის განსახორციელებლად კარგი ამინდი მინდოდა და რადგან უკვე თბებოდა უფრო გამიხარდა. მარიამი პირდაპირ სახლში წავიყვანე, კაი დაბარებულივით, მაშინ გაეღვიძა უბანს რომ მივუახლოვდით. სახლში დავტოვე და მეც სახლში წავედი. ფოსტა მაინტერერესებდა, იქნებ პასუხი მოვიდა ამ 2 დღეში? გავხსენი და რაღაცეები მართლა იყო მოსული, გული რამის ამომივარდა გერმანიიდან გამოგზავნილი შეტყობინება რომ დავინახე, მაუსით დავაკლიკე და პასუხის კითხვა დავიწყე, ყველანაირი ემოცია მომეძალა, თვალებს ვერ ვუჯერებდი და კიდევ გადავიკითხე. მერე ტელეფონი ავიღე და აკოს გადავურეკე
- რავახარ ძმა, ჩამოხვედით?
- აკო პასუხი მოვიდა
- რა წერია?
- თანხმობააა, ვიცოდი, ვიცოდი რომ გამოვიდოდა
- ანუ?
- ანუ საცდელ პროგრამაში ჩასვავენ და უმკურნალებენ, პასუხში წერია რომ შეისწავლეს ანალიზები და დიდი შანსია იმისა რომ სრულიად დაამარცხონ ამ ტიპის ლეიკემია
- მადლობა ღმერთს, ამოვისუნთქე. როდიდან ვიწყებთ?
- დღესვე გავალ მითითებულ მისამართზე და დაწვრილებით გავიგებ ყველაფერს, მარიამსაც ვეტყვი უკვე
- ვერ წარმოიდგენ რამხელა რამე გააკეთე, არავის გაგვიგია მაგ ყველაფრის შესახებ და შენ გადაგვარჩინე, მარიამის წასვლა იქნება საჭიროო?
- არაა საქართველოსთან თანამშრომლობენ თურმე. ყველაფერი აქ მოგვარდება.
დავემშვიდობე და მითითებული საავადმყოფოსკენ გავემართე, სისხლის გადასხმის ინსტიტუტი ყოფილა მითითებული, გადავედი და ამ კომპანიასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიკითხე, მერე ექიმს შემახვედრეს რომელმაც ყველა ანალიზის პასუხი ნახა, თანხმობაც წაიკითხა, გადარეკ-გადმორეკა და მარიამი დაიბარა, ხვალიდან დავიწყებთ მკურნალობასო. გახარებული გამოვვარდი მარიამთან და პირდაპირ სახლში ავაკითხე, კარი ისე შევაღე არც დამიკაკუნებია, რატომღაც ღია დამხვდა
- მარ სად ხარ სიცოცხლე? (სახლში შევედი და ძებნა დავუწყე, ოთახიდან გამოვიდა, თმაზე შემოხვეული ქონდა პირსახოცი, ეტყობოდა აბაზანიდან ახალი გამოსული იყო)
- აქ რა გინდა? ხო მშვიდობაა?
- მარტო ხარ?
- კი რა იყოო?
- მერე კარი ღია რატომ გქონდა?
- მეც არ გამიკვირდა როგორ შემოვიდათქო? დედა მეზობელთან გავიდა და დარჩა ეტყობა. რა ხდება?
- მოკლედ. ყველაფერი მოვაგვარე, ჩემი გოგო იცოცხლებს და ისე იცხოვრებს როგორც ყველა
- რას გილისხმობ? დაჯექი და ნუ ქასქასებ, რა ხდება?
- მოკლედ ....... (მოვუყევი ყველა დეტალი რასაც კი ვცდილობდით მე და სოსო, ცრემლები გადმოსცვივდა და ტირილი დაიწყო)
- ვერ ვიჯერებ რომ შეიძლება მეშველოს (გულში ჩავიხუტე და ვუთხარი)
- მე ხომ გითხარი, რომ შენს თავს არავის დავუთმობდი?
- მიყვარხარ, მიყვარხარ, დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ ზურა
- მე უფრო მეტად მიყვარხარ ანგელოზო, მიდი ჩაიცვი არ გაცივდე, თან უნდა წავიდეთ საავადმყოფოში, დედაშენსაც მოუყევი დაწყნარდება ქალი
- რა უნდა მომიყვეს? (ზუსტად ამ დროს შემოვიდა ქეთი)
- მიდი მარიამ ჩაიცვი მე მოვუყვები

მარიამი ოთახში შევიდა მე კი ქეთის ვუთხარი რომ, დადებითი პასუხი მოვიდა და დღესვე მივდიოდით ექიმთან, მან თქვა მეც უნდა წამოვიდეო და არც შევწინააღმდეგებივარ, დედაა ბოლოს და ბოლოს. მარიმმა პირსახოცი დივანზე დააგდო როცა გადიოდა, რომელიც ახლაღა დავინახე და თვალები გამიფართოვდა, ვარდისფერ პირსახოცში იმდენი შავი თმა იყო, გავქვავდი, მეორე ქიმია 1 თვეში უწევდა, და ასე თუ გაგრძელდა ცვენა, ცოტახანში გადასაპარსი გაუხდება. საავადმყოფოში მევედით და ანკეტა გავხსენით, მარიამს რაღაც წამლები მისცეს და 3 ჯერ გაუმეორეს, როგორ უნდა დაელია, ეტყობა ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მერე წამოვედით, ამ სასიხარულო ამბავს ავღნიშნავდით. 2 კვირა ისე გავიდა ვერც მივხვდით, მე სულ გადარბენაზე ვიყავი, სამსახური მარიამი, ეს იყო ჩემი გადარბენა. იმდენი ვქენი სხვა ადგილზეც გავხსენი სახელოსნო და ხალხი დავასაქმე, შემოსავალი საკმაოდ კარგად წამოვიდა, ყველაფერი დალაგდა, უბრალოდ მარიამის თმის ცვენა იყო მისთვის პრობლემა, სულ იძახდა დავმახინჯდებიო, მე კი სულ ვუმტკიცებდი რომ არ იყო მართალი და თან დროებითი იყო, მალე მეორე ქიმია გვიწევდა და ალბათ ის უარესს უზავდა. დილით გავიღვიძე და გადავწყვიტე სისრულეში მომეყვანა ის იდეა რაც ჭიათურიდან წამოსვლისას დამებადა. ბიჭებს დავურეკე და მალევე მოვიდნენ, ყველაფერი ავუხსენი და წესით 2 დღეში უნდა მოგვარებულიყო ყველა დეტალი, მთავარი ხომ მონდომება იყო, ამ საქმისთვის 1000 ლარი გადავდე და მოქმედებაზე გადავედით, მე სოფის დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ისიც მალევე დამთანხმდა.
- აბა ჯერ ეგ მითხარი, ყავა და ნამცვხარი, თუ სხვა რამე შევუკვეთო შენთვის?
- მოკლედ რა სიძე მყავხარ რაა, მეტი არაფერი, თან რა ხდება დაიწყე თორემ გამიკვირდა ისე გამომაქცუნე
შეკვეთა მივეცი და იქამდე არ დავიწყე სანამ არ მოიტანეს, არ მინდოდა აზრი გამეწყვიტა.
- ეხლა მაინც დაიწყე, მე ხმას არ ამოვიღებ
- მოკლედ, მარიამს ცოლობა უკვე რამდენჯერმე ვთხოვე, მაგრამ უარს მეუბნევა, მაგრამ ეხლა ისე ვაკეთებ უარს ვეღარ მეტყვის
- რაააოოოო? ცოლობაოოო? მერე მერე?
- ეგაა არ გაგაწყვეტინებოო? ჭამე შენ და მისმინე (თან ვიცინოდი მის მოუთმენლობაზე და რადგან გაშტერებული მისმენდა, მივანიშნე ეჭამა)
- ხოდა, გადავედი მოქმედებაზე ამიტომმმ, შენი დახმარებაც მჭირდება, ეხლა აქედან წავალთ და ბეჭედს ამარჩევინებ ისეთს როგორზეც მარიამი ოცნებობდა
- ვაიმე რა მაგარიააააა. მაგრამ რომ ვერ იყიდო ისეთი მარიამი როგორზეც ოცნებობს?
- შენ მანახე და დანარჩენი მე ვიცი (თვალი ჩავუკარი და ვანიშნე მალეთქო. მანაც ყავა აღარ დაამთავრა და წავედითო წამოხტა).
4 საათი მატარა, რამის გავგიჟდი, ხან რა დაუწუნა ხან რა, ამის მოსაწონი ვერაფერი ვერ ვნახეთ, მაგრამ კარგი ის იყო რომ, საუკეთესოს ეძებდა დაქალისთვის, ვიცოდი, ისეთს მაყიდინებდა მარიამს რომ მოეწონებოდა, ამიტომ დავყვებოდი მეც, მარიამმა დამირეკა და ცოტახნით ველაპარაკე მერე სამუშაო მოვიმიზეზე და დავემშვიდობე. უკვე აღარ შემეძლო სიარული, სადაც ოქრო იყიდებოდა ყველგან მივიდა და სათითაოდ ყველა შეამოწმა, მაინც რა მეწვრილმანეები არიან ეს გოგოები რაა. ბოლოს როგორც იქნა თქვა
- აი ეს ბეჭედი ზუსტად ისეთია, მარიამს როგორი სტილიც მოსწონს
- რომელი აბა ეეს?
- ხოო, ზუსტად ეგ
- გადაირიე გოგოოო? ესეთი ხო ქვეყნის ვნახეთ? გეხალისებოდა სიარულიიი?
- უიმეე რა იყო ბიჭო ერთი და იგივე? განსხვავებას ვერ ხედავ?? (ისეთი ტონით მკითხა, გამიკვირდა, გავჩუმდი და ისევ დავხედე, არა რაა, მე რომ მკითხოთ, დღეს ასეთი მილიონჯერ ვნახეთ, მაინც რა აქვს ნეტა განსხვავებილი? ვფიქრობდი ჩემთვის მაგრამ ხმა აღარ ამოვიღე, ზომა ავარჩიეთ და ვიყიდეთ).
სოფი გავაფრთხილე ხმა არ ამოეღო, ისიც დამთანხმდა ერთი პირობით, მეც იქ უნდა ვიყო ხელს რომ სთხოოვო, გამეცინა, იმიტომ რომ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისედაც. მერე ბიჭებმა მითხრეს რომ ყველაფერი გვარდებოდა და ზეგ ყველაფერი მზად იქნებაო, აკოსაც გავაგებინე რას ვაპირებდი და ისიც ვუთხარი, რომ მჭირდებოდა, უცბად დამთანხმდა. მარიამს ხასიათი ძალიან შეეცვალა, სულ ჩხუბობდა, მის მოსაწონს ვერავინ ვერაფერს ვაკეთებდით, ექიმმა გვითხრა რომ ბუნებრივი იყო, წამალს ქონდა ისეთი უკუჩვენება რომელიც აგრესიულს ხდიდა, ამიტომ დაუნიშნეს დამამშვიდებლებიც, საღამოობით ვახერხებდი მის ნახვას მაგრამ სულ მებუზღუნებოდა, მე კი მის ბუზღუნს სხვა რომ ვერაფერს ვუშვრებოდი, ვკოცნიდი და ასე ვაჩუმებდი.

როგორც იქნა დადგა ეს დღე, ბიჭებმა ყველაფერი მოაგვარეს, გადამღები, შესაფერისი მანქანა, დინამიკები, ყველაფერი მზად იყო. აკომ დამირეკა და მითხრა ნახევარ საათში წავალთო. მე კი გავაფრთხილე, მარიამს რამე ისეთი ადგილი უთხარი, სადაც კლასიკურად და ლამაზას ჩაცმა იქნება საჭიროთქო, თორე მერე დაგვხოცავდა ყველას. მოკლედ ბიჭები მოვიდნენ 3 მანქანით, ერთ- ერთი მერსედესის კაბრიოლეტი იყო, თეთრი, მასზე უკან დიდი დინამიკები იყო დაყენებული, კიდევ იყო 2 შავი ML-ის ჯიპი სადაც გადანაწილებული იყვნენ გოგოები რომლებსაც ბურთები უნდა გადმოეწიათ გარეთ, თითო თითო მანქანიდან ვარდის ფურცლები უნდა გადმოეყარათ, როცა აკოს მანქანას შუაში მოვიქცევდით, ჯიპები აქეთ-იქიდან ხოლო მე წინ, ჩემს წინ და აკოს მანქანის უკან კი გადამღების მანქანები ივლიდნენ. ყველაფერი მოვაგვარეთ და კიდევ ერთხელ გადავრეკე აკოსთან, მის მანქანაშიც უკვე მზად იყო ვიდეო თვალი, რომ მარიამის რეაქცია ჩაწერილიყო, სამინისტროშიც მყავდა ხალხი შეწუხებული და დათომ გზის გარკვეული ნაწილი გადაკეტა, მართალია დიდი დრო არ გვქონდა მაგრამ 5 წუთი მაინც იყო საჭირო, ვარდების დიდი თაიგულიც ადგილზე იყო, სარკეში ჩავიხედე და თავი შავაფასე, მერე კი გზას დავადექით. აკოც უკვე გამოსული იყო.

აკოს მანქანა შუაში მოვაქციეთ როგორც დაგეგმილი იყო და მე კაბრიოლეტით წინ მივდიოდი სიმღერა ჩაირთო, პაატა ოდიშვილის- ჩემო სიყვარულო, მანქანაში დავდექი და სიმღერას მიკროფონით ავყევი, თან მანქანები ნელა მიდიოდნენ, ჯიპებიდან გოგოებმა ვარდის ფურცლები გადმოყარეს და აკოს მანქანას მიაყარეს, ვხედავდი მარიამის რეაქციას, თვალებს ხელებზე იფარებდა მერე აკოს უბრუნდებოდა და რაღაცას ეუბნეოდა, მე კი ვმღეროდი ამ სიმღერას ისე როგორც შემეძლო, ვმღეროდი მთელი გულით: ,, სიყვერულს ვეძებდი მთელი ცხოვრება, მე შენ გიპოვე, ხარ საოცრება, ულამაზესი როგორც ედემი, მე შენს სიყვარულს, უთქმელად ვნებდები, მე შენ მიყვარხარ, უფრო და უფრო, შენ ჩემო სიყვარულო, ტკბილო და რთულო, შენთვის მინდა მე მთელი სამყარო, როგორ მინდა რომ ხელით გატარო, მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ პატარავ ცამდე, მინდა რომ მუდამ, სულ გვერდით მყავდე, გეფერებოდე, თვალებს გიკოცნიდე და ყოველ დილით, სიყვარულს გიხსნიდე, მე შენ მიყვარხარ აგაფრენ ცაში, მინდვრის ყვავილებს ჩაგაწნი თმაში და გამოგყვები წვიმაში, ქარში, ანგელოზი ხარ შენ, ჩემს ცხოვრებაში, ხშირად ვუყვები, ნაწვიმარ ქუჩებს თუ როგორ ვნატრობ, შენს ლამაზ ტუჩებს, როგორ მწყურია, შენი ფერება და შენთან ერთად, ღამის გათენება... მე შენ მიყვარხარ, ისევ და ისევ... შენ ჩემს კალაპოტს, ავსებ და ავსებ მე უშენობა სიცოცხლეს, მართმევს სიყვარულსა გთხოვ, მეტი არაფერს. მე უშენობა სიცოცხლეს, მართმევს სიყვარულსა გთხოვ, მეტი არაფერს... მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ პატარავ ცამდე მინდა რო მუდამ, სულ გვერდით მყავდე გეფერებოდე, თვალებს გიკოცნიდე და ყოველ დილით, სიყვარულს გიხსნიდე“ სიმღერა დავამთავრე და მანქანებიც გაჩერდნენ მანქანიდან გადავედი და ვარდების დიდი თაიგული ავიღე, მიკროფონი თან წავიღე, მარიამიც გადმოვიდა მანქანიდან, სახე სულ სველი ჰქონდა იმდენი უტირია, ახლოს მივედი, დავუჩოქე, ვარდები ძირს დავაწყე და ბეჭედი გავუწოდე, მიკროფონში კი ვკითხე
- გახდები ჩემი ცოლი?
მან ისევ უმატა ტირილს და თავი დამიქნია, რა ვიგრძენი ამ წუთებში ვერ აგიხწერთ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იარსებებდა დედამიწაზე ამ წამს, გაამართლა გეგმამ. ბეჭედი გავუკეთე, რომლისთვისაც არც კი დაუხედავს და ისე ძალიან ჩამეხუტა ეს სუსტი არსება, მეც კი გამიკვირდა საიდან ამდენი ძალათქო, მერე ვარდები მივეცი და მოლოცვებს ვიღებდით, ასე შუა გზაზე, მანქანისკენ წავდით და დაჯავშნული რესტორანისკენ გავწიეთ. მარიამი როგორც კი ჩაჯდა მანქანაში მითხრა
- იცოდი რომ ასეთი რამის მერე უარს ვერ გეტყოდი ხოო?
- მე ხომ გითხარი რომ ჩემი ცოლი გახდებითქო? (მოწყვეტით ვაკოცე და ჩავიხუტე)
- მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ჩემო ანგელოზო

**************************************
აკო ოთახში შემოვიდა და სერიოზული ტონით მითხრა
- მარიამ, სალის მინდა ხელი ვთხოვო, შეგიძლია ჩემს გვერდით იყოო?
- რააა? ხუმრობ?
- არაა. სიმართლეს ვამბობ, დროა უკვე ხელი ვთხოვო
- ვაიმე რა მაგარიაააააა. მაგას კითხვა უნდა?
სიხარულით რომელ ცაზე ვიყავი არც კი ვიცოდი. გამოვიპრანჭე და დავენახე, ულამაზესი ხარო მითხრა და წავედით, მანქანაში ვლაპარაკობდით, უცბად სიგნალები რომ ატყდა
- რა ხდება ნეტა? ალბათ ქორწილია?
- ხო ალბათ (გაეღიმა აკოს და გადმომხედა, ეს ღიმილი აშკარად რაღაცას ნიშნავდა, მერე მანქანებმა შუაში მოგვიქციეს და წინ ჩემი ცხოვრების აზრი დავინახე, კაბრიოლეტში იდგა და მანქანა ნელ ნელა მიდიოდნენ, მერე სიმღერა ჩაირთო, მე კი გაოცებული ვუყურებდი ყველაფერს, მანქანებიდან გოგოებმა რომ გამოყვეს თავები და ბურთები გადმოწიეს, გულში გამკრა, მაგრამ გონებამდე არ მივუშვი, ის აზრი რაც ხდებოდა, მერე ვარდის ფურცლები დააყარეს ჩვენ მანქანას და ზურამაც დაიწყო სიმღერა, ტირილი ამივარდა, სახეზე ხელები ავიფარე და დროდადრო ვიხედებოდი)
- სულ გადაირია (აკო იცინოდა ამ ყოველივეზე)
- იცოდი არაა? არანაირი სალო არაა?
- ნწუ, სურპრიზი უნდოდა და დავეხმარე, მაგრამ სალის დროც მალე მოვა...
სიტყვებს ვუსმენდი და სულ ვკანკალებდი, მეგონა მხოლოდ სიურპრიზი იყო ეს ყოველივე, მანქანიდან რომ გადავედი და დამიჩოქა, რამის გავქრი ადგილიდან, სანამ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელდებოდი არ მინდოდა თანხმობა მიმეცა, მაგრამ იმდენი ვიღაც იღებდა უარი ვერ ვუთხარი, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. მიყვარდა სამყაროში ყველაზე წრფელი და ძლიერი სიყვარულით, მაგრამ ვხედავდი რომ მას ჩემ სიყვარულზე უფრო ძლიერი გრძნობით ვუყვარდი. მერე რესტორანში წავედით, სადაც მორთული დაგვხვდა დარბაზი, ყველა ძვირფასი ადამიანი იქ დამხვდა, მირანდა რომ დავინახე, ამან ყველაზე მეტად გამახარა, ვფიქრობდი ნიშნობა თუ ესეთი მქონდა ქორწილი აღარაა საჭიროთქო. ბევრი ვიცეკვეთ და ვიმხიარულეთ, ბოლოს სიმბოლური ტორტი გავჭერით და ამის მერე მალე დავიშალეთ. მე და ზურა მარტოები წამოვედით. მანქანაში ვიჯექით და ვლაპარაკობდით
- შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში, რა უნდა მეკეთებინა? რობოტივით უნდა მეცხოვრა? (მკითხა ზურამ და გულში ჩამიკრა)
- შენი არ ვიცი მაგრამ, მე რომ მართლა უაზრო ცხოვრებით მოვკვდებოდი ვიცი, იმისაც კი მეშინია ასეთი ბედნიერი რომ ვარ
- შენ მუდამ ასეთი ბედნიერი მეყოლები ჩემო ძვირფასო. ვერც წარმოიდგენ რამხელა სიყვარული მაქვს შენს მიმართ. ალბათ შენ 30% ხედავ მხოლოდ
- თუ 30%-ია ის რასაც მე ვხედავ, მაშინ არა ამქვეყნიურად გყვარებივარ
- და არ იცოდი აქამდე? შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, შენი სიყვარული ჩემს ძარღვებში დადის სისხლთან ერთად და შენი სუნთქვა ჩემს თითოეულ უჯრედში და ქსოვილშია გამჯდარი
- ეგ ტკბილი ენა რომ არ გქონდეს, რა გვეშველებოდა ჰაა?
- დაგიწერდი და ისე აგიხსნიდი რა ხარ ჩემთვის.
ხმა აღარ ამოვიღე უბრალოდ გამეცინა. ასეთი სიყვარული არ მჯეროდა თუ არსებობდა, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა. როცა ადამიანს საკუთარ თავზე წინ აყენებ, ენდობი, და მისი თითოეული სიტყვის ბოლომდე გჯერავს, მაშინ მოდის ალბათ ეს სიყვარულიც, მას მუდამ სჭირდება გაფრთხილება და უფრო გაღრმავება, ზურას არცერთი დღე არ შეუწყვეტია მოქმედება იმაზე, რომ თავდავიწყებით შეეყვარებინა ჩემთვის თავი, მაინც თავისი გაიტანა და ცოლობაზე დამითანხმა. არადა მახსოვს პირველად რომ დავინახე რა რეაქცია მქონდა მასზე. მაგრამ ახლა მეც არა ამქვეყნიურად მიყვარს. რას შვრება ჩემი ლეიკემია? ნელ ნელა უკეთესი ანალიზები მიხდება, ქიმია არ შემიჩერეს, თმა უკვე გაუსაძლისდ მცვივა. გადავწყვიტე რომ თმა უნდა გადავიპარსო, თორემ უკვე აუტანელია, ყველგან ჩემი თმის დანახვა. ზურაზე მიხუტებული ვფიქრობდი ამ ყოველივეს და ბოლოს გადავწყვიტე რომ, ზურასთვის მეთქვა ამ გადაწყვეტილების შესახებ .
- ზურიი, ძალიან შეუხედავი ვიქნები გადაპარსული? (არ ელოდა აშკარად ამ კითხვას შემომხედა და მითხრა)
- იმდენად ლამაზი და საყვარელი იქნები, მე შენს ადგილზე ვიეჭვიანებდი,
- რა სისულელეს ამბობ?
- ხო, იმდენად განსხვავებული და საყვარელი იქნება ის მარიამი რომ, არ გეშინია ის უფრო მეტად რომ შემიყვარდეს?
- კაი რააა
- მოიცა ეხლა საიდან მოიტანე ეგ კითხვა??
- ხვალ მინდა რომ გადავიპარსო, უკვე ძალიან მცვივა
- ერთად წავიდეთ
- არაა, მარტო მირჩევნია
- ერთად წავალთ და აღარ შემეწინააღმდეგო, ეხლა კიდე მაკოცე და ჩამეხუტე, თორემ ვეღარ ვსუნთქავ
გავჩუმდი და ისე მოვიქეცი როგორც მითხრა, მერე ისევ ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი და თქვა
- ასეთი გემრიელი როგორ შეგიძლია იყოო?
- მე ხომ განუმეორებელი ვარ? (გათამამებულმა ვკითხე და შევიფერე)
- და მხოლოდ მე მერგე წილად. უმდიდრესი კაცი ვარ მსოფლიოში, ჩემო განუმეორებელო.
მერე კიდე განვიხილეთ ნიშნობა და მალევე დავიშალეთ.

*******************************

როცა მარიამმა თმაზე დაიწყო საუბარი გული დამეწვა. გამიხარდა დანიშვნა რომ მოვასწარი, თორემ მას რომ ვიცნობ ყველა სურათსა და ვიდეოს გააქრობდა. სახლში წამოვედი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ისეთი, მარიამს რომ კომფორტულად ეგრძნო თავი, ამიტომ სოფის დავურეკე და ველაპარაკე,
- ბიჭო, წეღან ერთად არ ვიყავით? რა საქმე გაქ ეხლა?
- მარიამმა მითხრა რომ ხვალ სალონში მიდის და თმას იპარსავს,
- მართლაა? ჩემთვის არ უთქვამს არაფერი (სოფი უცბად დასერიოზულდა)
- მოკლედ რამე მინდა ისეთი გავაკეთო, რაც კომპლექსებს მოუხსნის და როგორ ფიქრობ, მე და ჩემმა ბიჭებმაც რომ გადავიპარსოთ, ეს მას ოდნავ მაინც მოუხსნის დისკომპორტს?
- ...
- სოფფ მისმენ?
- რაღაც მოვიფიქრე
- რაა?
- მარტო ბიჭებმა რომ გადაიპარსოთ, არ მგონია სულ მოეხსნას კომპლექსი, მაგრამ აი მეც თუ გადავიპარსავ მაშინ ყველაფერი მოგვარებული იქნება
- რაა? გადაირიე გოგოო? წელამდე გაქ თმა
- მერე რაა? ისევ გაიზრდება, თან მაინც არავის ვეპრანჭები, ჩემ გოგოს კიდე გავახარებ ვიცი
- გიჟი ხარ! კარგად დაფიქრდი
- ოო რათ უნდა მაგას ფიქრი? ბიჭები სულ იპარსავენ ხოლმე, მაგრამ მე გოგო ვარრრ, სხვები ვერ გადაიპარსავენ ხო ხვდები? თუმცა მე მაინც ვეტყვი რას ვაპირებთ, ამიტომ აუცილებლად უნდა გამომიაროთ ხვალ სალონში მისვლამდე
- თუ გადაწყვიტეეე. მარა დამირეკე თუ გადაიფიქრებ იცოდე დაგელოდები
- ნწუუ, შენ გგონია მარტო შენ გიყვარს ეგ ქალბატონი?
- ოხ შემედარე ეხლა რაა (სიცილით ვუთხარი და დავემშვიდობე, მისი თმა მეც კი დამენანა, იქნებ გადაიფიქროს, კი ვიცოდი რომ მარიამისთვის ყველაფერზე მზად იყო, მარა მაინც გიჟია ეს გოგო. მერე სოსოს დავურეკე, რახან მარტო სოსო იყო ,,ფეხებზე “ და არ აინტერესებდა სხვების აზრი მანაც იგივეს სურვილი გამოთქვა, სახლში ავედი და დავიძინე მთელი დღის ემოციებით დატვირთულმა)

დილით მარიამის ზარმა გამაღვიძა რომელიც სახლში მიბარებდა, სალონში ადრე მინდა მისვლა და წამო წავიდეთო, მე და სოსო მანქანით წავედით, ჯერ იმ სალონში წავედი სადაც მარიამი უნდა მისულიყო, მერე სოფის გავუარე და ბოლოს მარიამს დავურეკე ჩამოსულიყო. სოსო უკან გადაჯდა და წინ მარიამი დამისვა, მარიმ ბევრი იუარა უკან უნდა დავჯდეო, მაგრამ ჩემი მზერა რომ დაინახა, რომელსაც სიტყვები მივაყოლე ,, შენს ადგილზე დაჯექი“-მერე წინ დაჯდა. სალონში წავედით და ვატყობდი როგორ ღელავდა, ხელზე ვაკოცე, დავინახე როგორ ბრჭყვიალებდა მის მეორე ხელზე ნიშნობის ბეჭედი და გული სიამაყით ამევსო, ეს გოგო მალე ჩემი ცოლი გახდებოდა. იმ სალონში შევედი, სადაც მარიამთან მისვლამდე გავაფრთხილე გოგოები, რეაქცია არ ქონოდათ და ჩვეულებრივ მიეღოთ მარიამის სიტუაცია. რომ შევედით სალონში, მარიამის ნაღვლიან თვალებს ვხედავდი, ძლივს დაჯდა სკამზე, მანქანა რომ ჩართო გოგომ და გადაპარსვა დაიწყო, დიდი ნერწყვი გადაყლაპა და თვალები დახუჭა, ჩვენ ხმამაღლა ვმაიმუნობდით და ვაქებდით, რაზეც ნაძალადევად იღიმოდა მარიამი, რომ დაამთავრეს მერე მე დავჯექი რაზეც გაოცებულმა შემომხედა
- რას აკეთებ?
- იგივეს რასაც შენ სიცოცხლე
- გაგიჟდი?
- ჯერ სად ხარ, ცოტახანში შენ გაგიჟდები, დაჯე ეხლა და აცალე გოგოს საქმე.
მეც გადავიპარსე, ცხოვრებაში პირველად, ბევრი დამცინა სოსომ, სალონის გოგოებიც ძალიან მხიარულები იყვნენ და იკითხეს:

*******************************

- აბაა შემდეგი ვინაა?
- მეე (სოსო გაქანდა და დაჯდა სკამზე, ისე რომ მოგვაც კი არ აცადა გოგოს, სულ გამაგიჟებენ ესენი მე საყვედურიც კი ვუთხარი, რაზეც სოსომ მიპასუხა)
- კაი რა რძალო? ბავშობის ნატვრა უნდა ავიხდინო, ამისთვის კიდე შენ გიხდი მადლობას
- ერთმანეთზე უარესი დარტყმულები ხართ ორივე რაა.
ზურა ჩამეხუტა და მითხრა
- ისე მართლა როგორ მოგიხდა? აბა რომელს უფრო კარგი თავი გვაქვს?
ბევრს ცანცარებდნენ, მივხვდი რისთვისაც იყო ეს ყოველივე გამიზნული, გულში ძალიან მიხაროდა და მსიამოვნებდა მათი ასეთი გვერდში დგომა. ამასობაში სოსოც ადგა და ახლა ზურამ დასცინა, მაგრამ ჩემმა თვალებმა, რომ დაინახეს სოფი სკამისკენ წავიდა და თქვა
- ძლივს არ მოვიდა ჩემი ჯერი? (სულ გავგიჟდი, მას არ მივცემდი ამის უფლებას, ისე უვლიდა თავის გრძელ თმას, მოვკვდებოდი ჩემს გამო რომ დაედო ხელი და მითიმეტეს გადაეპარსა, წამოვხტი და მკლავში ვწვდი)
- ხომ არ გადაირიე გოგოო? არც კი იფიქრო, გარეთ მალე..
- მარიამმმ, ან დაჯექი ან გადი მართლა სიხარულო, ბიზნესს ვატრიალებ მე აქ ისე კიარ ვარ
- რა ბიზნესს გოგოო? უთხარით რამე ბიჭებო, გავაფრენ იცოდეთ (ძალიან ცოტა მეკლდა რომ არ მეტირა, არ ვიცოდი ეს ემოცია რისი ბრალი იყო, იმის რომ მისი თმა მეცოდებოდა? თუ მის რომ ასე დამიდგნენ გვერდში)
- აცადე ცხოვრება რა გულაობა? მაგას აქეთ უხდიან ფულს რომ გადაიპარსოს
- არა არ მოგცემ უფლებას.
მაინც დაჯდა მარიამი, გოგოები გაოცებულები იყვნენ, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ ისეთი ისტერიკა ავტეხე, სალონში ვინც იყო ყველა ჩვენ გვიყურებდა, გვამხნევებდნენ საამაყო ხალხი ხართო, მაგრამ მე თავს საშინლად ვგრძნობდი, არ მინდოდა სოფისაც გადაეპარსა თავი, მაგრამ ვერაფერს ბავხდი, თმა შეუკრეს და ისე გადაპარსეს რომ არ დაფანტულიყო 200 ლარად ჩაიბარეს მისი ულამაზესი თმა. გაბუტული გამოვედი სალონიდან, უკან მივიხედე და სამივე თავგადაპარსული მომყვებოდა სიცილით, მეც გამეცინა მათი შემყურე და თავზე გადავისვი ხელი.
- მაინც გიჟები მყავხართ, მაგრამ უზომოდ ვამაყობ თქვენით, განსაკუთრებით შენით ჩემო გოგო
- ჩვენ შენით ვამაყობთ ჩემო გოგო (მითხრა სოფიმ და გააგრძელა) კიდე კაი არავის ვეპრანჭები თორემ ხომ დავკარგავდი სულ
- აბა გოგოოო, რომ შემოგხედავდნენ ტილოს მოგაწვდიდნენ, ჯერ გაიპრიალე თავი და მერე გველაპარაკეო (სოსომ გადახვია ხელი და ისე ეუბნეოდა, რაზეც სოფიმ სახე დამანჭა და ხელი გააშვებინა)
- შენ ვიზე რას ამბობ შე რახიტიანო? თავი რა ფორმის გაქ?
- ვის მეე? ( გაჩერდა და ხელი გადაისვა) აღიარე ჩემი სიმპატიურობა გკლავს და თვალს გჭრის, სწორედ მაგიტომ იგესლები (ისევ გადახვია ხელი და ასე ჯუჯღუნით მოდიოდნენ, მიხაროდა იმდენად დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, მართალია სულ ჩხუბობდნენ მაგრამ გულში ერთმანეთს აფასებდნენ, ეს კარგად ვიცოდით მე და ზურამ. ასე გამაბედნიერეს ჩემებმა, საერთოდ აღარ მეგონა რომ განვსხვავდებოდი ვინმესგან).

ასე გადიოდა დრო, მე ვმკურნალობდი, ჩემი ძვირფასი ხალხი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ჩემი და ზურას სიყვარული დღითი-დღე გვიღრმავდებოდა. მალე 1 თვე გავა რაც ზურამ ცოლობა მთხოვა, რადგან ვიცოდი რომ გამოვძვერი და საშიში აღარაფერი იყო, ნიშნობაზე დავთანხმდი რომ 1 თვეში დავქორწინდებოდით, მაგრამ რადგან თმა აღარ მქონდა დავიცადეთ, მერე გადავწყვიტე ყველაფერი ძალიან უბრალოდ უნდა ყოფილიყო, არც მე ჩავიცვავდი გაბერილ კაბას, ამაზე ვიკამათეთ, ვერ ვიგებდი კაბა ჩემი ჩასაცმელი იყო თუ ზურასი. მილიონჯერ ავუხსენი რომ თმა ასე დაბალზე და გაბერილი კაბა ლამაზი არ იქნებოდა, ბოლოს მაინც დავითანხმე, რაც გინდა ქენი, ჩემთვის მთავარი ისაა რომ ჩემი საკუთრება გახდებიო. ამ ხნის განმავლობაში ზურას მშობლებიც გავიცანი პირისპირ, სარძლოს უნდა ვიცნობდეთო და ჩემს გამო ჩამოვიდნენ, ჩემს ჯანმრთელობაზე არაფერი უთქვიათ, არადა ზუსტად ვიცი ყველაფერი იცოდნენ, ალბათ ზურამ გააფრთხილა რომ ხმა არ ამოეღოთ.
რადგან ძალიან მოკრძალებული მინდოდა ყოფილიყო ჩემი ქორწილი, ზურამ ერთი ძალიან მაგარი იდეა მომაწოდა, ამისთვის საჭირო იყო ქობულეთში წასვლა და ჩვენი საკმაო შრომა, თუმცა იდეა მომეწონა. არც მიფირქია სიხარულით დავთანხმდი...
ივნისია, ჩემი საყვარელი თვე. ზურამ და სოსომ მომაკითხეს, სახლში მარტო მე და სოფი ვიყავით.



ჩვენები წასულები იყვნენ ქობულეთში, წინა დღეს წავიდნენ რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაეკეთებინათ,
- სადაა ჩემი ცოლი? (იკითხა ზურამ რომელიც მოუთმენელი თვალებით მეძებდა, რომ დამინახა გაეღიმა) ჩემი ანგელოზი ხარ და ულამაზესი მყავხარ (მითხრა და შუბლზე მაკოცა)
- ეხლა მაინც ხომ აზვიადებ არაა? ჯინსი კეტები და მაიკა მაცვია ცხოვრება, ეგრე მისახვედრადაც ნუ მეაფერისტები თორემ მოგხვდება (ამაზე მის გარდა ყველამ გავიცინეთ, ზურამ კი მითხრა)
- შენ რომ ჩემი თვალით დაგანახა შენი თავი, მიხვდებოდი რომ არ გეაფერისტები, დღეს ჩემი ცოლი, ჩემი კუთვნილება უნდა გახდე და ულამაზესი მაგიტომ ხარ. მერე რა რომ ყოველდღიურ ფორმაში ვართ? ყველაფერი წინაა
მითხრა და ჩამიხუტა, მეც მოვხვიე ხელები და დავეთანხმე, იუსტიციის სახლში წავედით რომ ქორწინება დაგვეკანონებინა, ანუ ხელი მოგვეწერა, ცოტა ლოდინი მოგვიწია რიგის გამო, მაგრამ ჩვენი დროც დადგა
- მოგესალმებით, თქვენი პირადობები მჭირდება, (რომ მივაწოდეთ კომპიუტერს მიუბრუნდა, გული ამოვარდნას მქონდა, ზურა წამითაც არ მიშვებდა ხელს) მარიამ, ზურას გვარზე გადადიხართ? (ამ კითხვაზე ზურას შევხედე, მაინტერესებდა რას მეტყოდა, მან კი უბრალოდ გამიღიმა და თქვა)
- მარტო ეგ უნდა დარჩეს მის საკუთრებაში, ამიტომ მე არ მაქ პრობლემა თუ არ გადმოხვალ
- კი გადავდივარ, (ვუთხარი ქალბატონს და ვიგრძენი ზურამ ხელი ნელა რომ მომიჭირა, არ აღიარებდა მაგრამ აშკარად უნდოდა გადავსულიყავი,)
- აქ მოაწერეთ ხელი (გვანიშნა და მხოლოდ ახლაღა გამიშვა ხელი, მოაწერა თუ არა მე მომაწოდა კალამი, მეც მოვაწერე და ისევ ხელი ჩამკიდა,)
- ახლა თქვენი ჯერია, (სოსოს და სოფის უთხრა, მე და ზურამ ცალ ცალკე ველაპარაკეთ სოსოს და სოფის, რომ თუ ერთმანეთი მოწონდათ სხვას დავიყენებდით გვერდში, მაგრამ სოფიმ გამიმხილა თავის თანამშრომლის მოწონებაზე, ხოლო სოსომ ჩემი დაა ეგ გოგო და სხვა თვალით არასოდეს შევხედავო, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ორი ადამიანი ყოფილიყო ჩვენს გვერდით)
- გილოცავთ, კანონის წინაშე ცოლ-ქმარი ხართ.
ამ სიტყვების მოსმენა და მოლოცვები ერთი იყო, ახლა ქობულეთში უნდა წავსულიყავით, სოსო დაჯდა საჭესთან, გვერდით სოფი დასკუპდა, ჩვენ კი უკან მოვკალათდით
- ხომ გითხარი რომ ჩემი ცოლი გახდებოდი?
- ხოდა შენსას მიაღწიე, უზომოდ მიყვარხარ და მუდამ ასე მეყვარები
- ასე არ მინდა, უფრო და უფრო მეტად უნდა გიყვარდებოდე, იმიტომ რომ მე მასე ვარ და ვიქნები მუდამ, ცოლო.
ასე მიხუტებულები ხან რაზე ვიცინოდით ხან რაზე, როგორც იქნა ქობულეთში ჩავედით, 5 საათი იყო უკვე, სასტუმროში წავედით სადაც უნდა შევკრებილიყავით, ჩემი გოგოები თავის ქმრებთან ერთად და ზურას ბიჭები თავიანთ ცოლებთან ერთად, ზურას მშობლებიც უკვე იქ დაგვხვდნენ, მათ აკო და სალიც შემოუერთდნენ დედასთან ერთად, ყველაზე ბოლოს კი მირო და გიო მოვიდნენ. პატარები დედამთილებს დაუტოვეს... სულ 20 ნი ვიყავით, ყველა გოგოს გრძელი დავარდნილი ვარდისფერი კაბა ეცვა, ყველა ბიჭს კი შარვალი ვარდისფერი ,,საროჩკა“ და შავი ჟილეტი ეცვა. მარტო ჩვენ ვიყავით მოსამზადებელი, მე თეთრი გრძელი დავარდნილი ლამაზი კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და ჩემს აბურდულ თმებზე გვირილების გვირგვინი გავიკეთე, მინდვრის ყვავილებისგან გაკეთებული თაიგული ავიღე და გარეთ გამოვედი, ზურა კარებთან მელოდებოდა, ისიც ბიჭების მსგავს ფორმაში იყო, მხოლოდ ვარდისფერის ნაცვლად თეთრი ეცვა.
- რომ გითხრა ულამაზესი ხარ მეთქი, ეხლა მაინც ხომ ვერ მეტყვი აზვიადებო?
- ნუ ეხლა ნამდვილად შემეფერება ეგ სიტყვები, ამიტომ ჩუმად ვიქნები (ორივეს გაგვეცინა, თავზე მაკოცა და ხალხისკენ წავედით, 6 საათზე უნდა გავსულიყავით სანაპიროზე სადაც ყველაფერი ორგანიზატორებს მივანდეთ, სანაპიროს რომ მივუახლოვდით მე და ზურა წინ გაგვიშვეს უკან კი დანარჩენები მოგვყვებოდნენ, როგორც კი ზღვა დავინახე გაოცება ვერ დავმალე და ზურას ვუთხარი)
- ყველაფერი ბევრად ლამაზი და შესანიშნავია, ვიდრე წარმოვიდგინე
- ჯერ სად ხარ? მთელი ცხოვრება ასე გაგაოცებ.
ვარდისფერი ნაჭერი იყო დაფენილი ბილიკის სახით, რაზეც ვარდის ფურცლები ეყარა, ზღვასთან ახლოს ყვავილებით გაფორმებული არკა იდგა, სადაც მე და ზურას ფიცი უნდა დაგვედო, ფიქტიურად ხელი მოგვეწერა და ეს ყოველივე სურათებსა და ვიდეოში უნდა ჩაბეჭდილიყო, არკის გვერდით იქვე ერთი ბუნგალო იყო ლამაზად მორთული 4 მრგვალი მაგოდა იდგა ასევე ლამაზად გაფორმებული, მაგიდების შუაში ისეთი თაიგულები იდო რაც მე მეჭირა, 4 სკამი ქონდა შემოდგმული თითო მაგიდას, ხოლო ერთი მაგიდა ზღვის მხარეს იდგა რაც აშკარად ჩვენ გვეკუთნოდა, იმდენად ლამაზი იყო გაფორმეეება, რომ დავრწმუნდი მართლა ღირდა დიზაინერებისთვის მიგვენდო ეს ყოველივე, საცეკვაოდ სცენაც იყო დათმობილი, ენით ვერ ავღწერ რა სილამაზე იყო, მოვიდა ფიცის დადების დრო და ზურამ დაიწყო, რომელსაც ჩემი ხელები ეჭირა და თვალებში მიყურებდა
- მარიამ, პირველად რომ დაგინახე იმ წამიდან ჩამივარდი გულში, შენ ყველა გზის მოჭრა სცადე ჩემთვის მაგრამ არ გამოგივიდა, იმიტომ რომ მე შენი გაცნობის მესამე დღეს გადავწყვიტე, ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყავი, ახლა როცა ჩემს წინ დგახარ და ვხედავ ქორწინების მოწმობას სადაც ჩემს მეუღლედ ხარ მოხსენიებული, გპირდები რომ მუდამ სიყვარულით ვიზრუნებ შენზე, ყოველდღე უფრო მეტად შეგაყვარებ თავს და მხოლოდ შენით ვისუნთქებ, ისვე როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი, ვიქნები არა მარტო შენი ქმარი, არამედ უახლოესი მეგობარიც, მიყვარხარ უსასრულოდ და ჩემთვის ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი ხარ
ვუსმენდი და ცრემლები მგუდავდა, ბედნიერების ცრემლები, რომელიც ზურას მოსმენამ და იმის გააზრებამ გამოიწვია რაც გამოვიარეთ, ახლა აშკარად მე უნდა დამედო ფიცი, მაგრამ გამიჭირდა ხმის დალაგება, ამიტომ ამღვრეული ხმით ვთქვი
- შენ ხარ ადამიანი, ვის გამოც მინდა ყოველი დღის გათენება, ვის გამოც ფეთქავს ჩემი გული და ვის გამოც სამყაროსაც კი დავუპირისპირდები, გპირდები რომ მეყვარები იქამდე სანამ არ გადამიყვარებ, რაც ვიცი რომ არასოდეს იქნება, მეყვარები ბოლო ამოსუნთქვამდე და ვიზრუნებ შენზე, მეამაყები და მაბედნიერებ, გპირდები რომ შენთვის არა მარტო შენი ცოლი არამედ შენი უახლოესი მეგობარი ვიქნები. მიყვარხარ უსასრულოდ.
როგორც კი ლაპარაკი დავასრულე, იმ წამს დაეწაფა ჩემს ტუჩებს, მივიღეთ უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, სითბო და სიყვარული, ძალიან მაგარი იყო ჩემი უბრალო ქორწილი, მზის ჩასვლა იმდენად ლამაზი იყო თითქოს ისიც გვილოცავდა ამ ბედნიერებას, ბევრი ვიცეკვეთ, ვიმღერეთ კიდეც, ტორტი გავჭერი და თაიგულიც ვისროლე, 12 საათზე ზურა უკნიდან მომეხვია და ჩამჩურჩულა
- არაა დრო რომ გავეპაროთ ამ გიჟებს?
- უკვეე?
- ხო და უარს არ მივიღებ, მეც კი დავიღალე
- სულ ცოტა ხნითაც რომ დავრჩეთ?
- კაი რააა?
- კარგი ხო წამო (მივუბრუნდი, ტუჩებში ვაკოცე და წავედით, აშკარად შეგვამჩნევდნენ, მაგრამ არავის დაუძახია, ჩვენ ცალკე სასტუმროში გვქონდა ნომერი აღებული, სადაც საჭირო ნივთები უკვე მიტანილი იყო, ოთახში რომ შევედით მითხრა)
- მიდი სიცოცხლე აბაზანაში შედი და დავისვენოთ
- კაი ცხოვრება (ტუჩებში ვაკოცე და აბაზანისკენ გავემართე)
ფიქრი დავიწყე იმაზე რომ შეიძლებოდა ის ჩემთვის პირველი არ ყოფილიყო, ვხვდებოდი რომ მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ მინდოდა ის ჩემი პირველი და უკანასკნელი კაცი ყოფილიყო, დაბნეული გამოვედი და ახლა ზურა შევიდა, მე სკამზე ვიჯექი და ზღვის ხმას ვისმენდი, ზურას ხელები ვიგრძენი მზრებზე და დაიხარა, მერე ჩემი კანის სუნი შეისუნთქა როგორც ყოველთვის და მითხრა
- წამო ცხოვრება დაისვენე
მეც უთქმელად ავდექი და წავედი, დავწექი და უბრალოდ ჩამეხუტა, ვგიჟდები ამ ადამიანზე, ის იმდენად მიხვედრილი და მზრუნველია, მაოცებს,
- მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ანგელოზო (მითხრა თვალებ დახუჭულმა და მე ყელში ვაკოცე)
- ტყუილად მიწვევთ ქალბატონო, წინ ბევრი დრო მაქვს, ამიტომ ეხლა დასვენება გჭირდება და უნდა დაისვენო (მითხრა და უფრო მეტად ჩამეხუტა, წამით წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული მექნებოდა ასეთი მამაკაცის მიმართ, მოვკალათდი და გემრიელად დავიძინე,)
დილით თვალები გავახილე და გამახსენდა წუხანდელი დღე, კმაყოფილი სახით ავხედე ჩემ ქმარს რომელიც მიღიმოდა და ისე მიყურებდა
- დილამშვიდობისა ულამაზეზო
- როგორ გეძინა?
- მაგას კითხვა უნდა?
დაიხარა და მაკოცა, მერე განვიხილეთ წინა დღე და ასე ვკოტრიალობდით კარგა ხანს.
- კარგი ავდგეთ ეხლა სიცოცხლე რაა
- არსად არ მეჩქარება, ამიტომ არა.
მითხრა და თავისკენ მიმქაჩა, მაკოცა მაგრამ ეს კოცნა აშკარად ძალიან განსხვავდებოდა სხვა კოცნისგან, ეხლა თითქოს სხვა რამეებიც იყო ამ კოცნაში ჩადებული, მკოცნიდა მომთხოვნად და თან მეფერებოდა, ამასაც კი სიფრთხილით აკეთებდა. მივხვდი რომ ვერ დავუძვრებოდი, თუმცა არც ვაპირებდი, მეც ავყევი კოცნაში, რამაც უფრო გაათამამა, იმდენად ფრთხილად და სასიამოვნოდ მეხებოდა, მკოცნიდა და მეფერებოდა, ქვეყნიერებას მოწყვეტილი ვიყავი, ცოტა დავფრთხი რაღაც პერიოდში რაზეც თვითონაც გაჩერდა, ზემოდან დამხედა და მითხრა
- არ გაძალებ ცხოვრება, თუ არ ხარ მზად დაგ...
ლაპარაკი აღარ დავამთავრებინე და ჩემსკენ მოვქაჩე, გამიღიმა და ისე მითხრა თან ფერება გააგრძელა
- უბრალოდ მენდე, არასოდეს გავნებ.
ეს სიტყვები საკმარისი იყო რომ ბოლომდე მივნდობოდი, ასეც ვქენი და არც ვინანე, უბრალოდ მე ყველაზე მეტად ახლა ის მინდოდა გამეგო, რა მოხდა წლების უკან, ჩამეხუტა და მითხრა.
- ხომ ვიძახდი რომ, მხოლოდ ჩემი საკუთრება ხარ? მიყვარხარ ჩემო ანგელოზო, ჩემო სრულყოფილო სიყვარულო.
ამით მიმახვედრა რომ ყოფილმა მაშინ თავისი საქმე არ დაასრულა და დამინდო, ამან იმდენად გამაბედნიერა ვერც წარმოიდგენთ. დამორცხვილმა თავი დავადე გულზე და გავისუსე.

1 კვირა გავჩერდით ცალკე, მერე ჩვენები მოგვენატრნენ და დავბრუნდით თბილისში, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბევრი სტუმარი გვყავდა, სულ ერთად ვიყავით ყველა, და ასე მხიარულებაში და სტუმრიამობაში ქორწილიდან 1 თვე გავიდა. ყოველდღე მაგრძნობინებდა ზურა რომ ჩემზე გიჟდებოდა, წამლებსაც ისევ ვსვავდი, უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ ძლიერი წამლები იყო, ბოლო 1 კვირაა საშინლად ვგრძნობ თავს, ისევ სისუსტე მაქვს, სულ მეძინება, ისევ გაღიზიანებული ვარ და ისევ თავბრუს ხვევები მაქვს, არ ვაპირებდი ზურასთვის მეთქვა, ინერვიულებსთქო, მაგრამ მერე შემეშინდა რომ აღარ მომეშვა და ამ ყველაფერს შუაღამით ღებინება დაემატა, ოთახში ფერ წასული შემოვედი და სანამ შუქს ჩავაქრობდი ზურასაც გაეღვიძა
- რა გჭირს ცხოვრება?
- არ ვიცი, რაღაც ვერ ვარ ეს ბოლო პერიოდია, ისევ სისუსტეს ვგრძნობ, და სულ მეძინება, ისევ ისეთი სიმპტომები მაქვს, ეხლა კიდე გული ამერია
- რამდენი ხანია?
- ესე 1 კვირაა
- მერე აქამდე ჩუმად ხარ მარი?
- არ მინდოდა გენერვიულა
- დილითვე წავალთ ექიმთან, ხო ყველა წამალს ისე სვავ როგორც დაგინიშნეს?
- კი, არცერთი დღე გამიცდენია და არცერთი წუთი გადამიცილებია
- კარგი მოდი ეხლა ჩამეხუტე და დავიძინოთ, ხვალ ეგრევე წავალთ.
მეც ჩავეხუტე და ისევ ფიქრი დავიწყე, ორსულობა გამორიცხული იყო, მხოლოდ პირველად ვერ დავიცავით თავი რადგან არ გამოდიოდა, მაგრამ მას მერე თავს ყოველთვის ვიცავთ, სანამ წამლებს ვსვავ არ შეიძლება დაორსულება, ნაყოფის განვითარებას შეუშლის ხელს და საფრთხეს შეუქმნის, ამიტომ ყურადღებით ვიყავით, ისევ შიშმა ამიტანა, იქნებ წამლები აღარ რეაგირებდა და დაავადება თავისას აკეთებდა. ასე ფიქრებში ჩამეძინა და დილით ზურას კოცნამ გამაღვიძა
- 10 საათია უკვე ძვირფასო, წამო ექიმთან, დავურეკე უკვე და გველოდება.
- რომელზე დაგვიბარა?
- ეხლავე წამოდით და მარიამმა არაფერი შეჭამოს ანალიზებს გავაკეთებთო
- კარგი ეხლავე ავდგები.
მოვემზადე და სახლიდან გამოვედით, ხელი გადამხვია და მანქანისკენ წავედით, ალბათ სახეზე შემეტყო რომ ვნერვიულობდი და დამამშვიდა, საშიში არაფერი იქნებაო. რომ მივედით ყველაფერი დეტალებში მოვუყევი ექიმს, ანალიზებიც ამიღეს და რადგან სასწრაფო იყო ხვალ უკვე მზად იქნბოდა პასუხები. ქეთის და აკოს გავუარეთ, ექიმზე არაფერი გვითქვია რომ არ ენერვიულად იქნებ არაფერი არ ხდებოდა და უბრალოდ გადავიღალე. მთელი დღე ჩემებთან ვიყავი. ზურა სამსახურში იყო, ტელეფონს დავხედე და ექიმის ნომერი დავინახე, დამცხა, თან გამაცია, შემაშინა მისმა ზარმა, აივანზე გავედი და ვუპასუხე
- გისმენთ ნინო ექიმო
- მარიამ, ანალიზები დღეს მომაწოდეს, შეგიძლია გამოხვიდე?
- საშიშია რამე?
- მოდი და აქ ვილაპარაკოდ
- კარგით.
არც მიფიქრია მარტო წასვლაზე. ზურა 6 მდე სამსახურში უნდა ყოფილიყო, ახლა 4 ხდებოდა. მაინც დავურეკე
- ხო ცხოვრება
- ზურრ ნინომ დამირეკა
- ექიმმა? (დაასერიოზულა უცბად ტონი)
- კი
- რაო მერე?
- პასუხები დღეს მომაწოდეს და უნდა მოხვიდეო
- ეხლავე წამოვალ და გავიდეთ
- რომ მუშაობ?
- რა დროს მუშაობაა მარ? გაემზადე 15 წუთში მანდ ვარ
- კარგი, ფრთხილად იარე.
გავუთიშე და სახე დავიმშვიდე, არ მინდოდა რამე ეეჭვათ ჩემებს. 15 წუთში ზურამაც დამირეკა, ჩამოდი აღარ ამოვალო და ჩავედი, ხმა არცერთს ამოგვიღია, აშკარა იყო ისიც ნერვიულობდა. ნინოს კაბინეტში შევედით და დაიწყო საუბარიც
- საჩქარო რომ არ ყოფილიყო არ მოგიყვანდით
- რა ხდება? ისევ რამეა? (ზურამ ბოხი და გაყინული ხმა ამოიღო)
- არა, ლეიკემია არაფერ შუაშია, მარიამ მგონი ორსულად ხარ (ეს სიტყვები მეხს გავდა, ხმა ვერ ამოვიღე, ზურამ კი იუარა)
- გამორიცხულია, თავს ვიცავთ
- ხოდა ამიტომ ექოსკოპია უნდა გავიკეთოთ
- რომელ კაბინეტში?
მე ხმას ვერ ვიღებდი, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო რა მეშველებოდა? ბავშვს არ მოვიშორებდი ეს ზუსტად ვიცოდი, ალბათ წამლების სმას შევწყვეტდი. ალბათ კიარა აუცილებლად, ამ წამიდან ერთ აბსაც კი არ გავიკარებდი. ოთახში ზურაც შემომყვა, ორსულების დასადგენად გავიკეთე ექოსკოპია, მუცელზე ცივი გელი დამასხეს, ამაზე შევისუნთქე, მერე ექიმი თავის საქმეს შეუდგა და გამომკითხა რაღაცეები... ზურას ჩემი ხელი ეჭირა და ეკრანს ვუყურებდით. ექიმის ხმამ დაარღვია სიჩუმე

- თქვენ მეუღლე ხართ?
- დიახ
- გილოცავთ, ორსულობა აღინიშნება. აი ნახეთ ეს პაწაწინა შავი წერტილი თქვენი შვილია.
სიხარული მომაწყა მაგრამ ამ დროს ტკივილიც, ზურა ხმას არ იღებდა და ამღვრეული თვალებით უყურებდა მონიტორს, ექიმი კი აგრძელებდა
- სავარაუდოდ 1 თვის ორსული ხართ მარიამ, უსმინეთ (ეს თქვა და მოწყობილობამ ხმა გამოსცა... დუგ-დუგ-დუგ, ისეთი ჩქარი იყო ეს ხმა ცოტა შევშინდი,) ეს თქვენი პაწაწუნას გულის ფეთქვაა (ცრემლები გადმომცვიცდა სიხარულისგან, ზურას გავხედე და მომღიმარი უყურებდა მონიტორს, თან ხელზე მიჭერდა, მერე სალფეთქი დამადო მუცელზე და სურათი მოგვაწოდა, სანამ მე მოვწესრიგდი ზურამ გამოართვა სურათი და უყურებდა, ერთი ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან და უცბად მოიწმინდა)
- ეს თქვენი პირველი შვილია?
- დიახ
- ამიტომაც გაქვთ ასეთი რეაქცია?
- ასე ჩქარა რატომ უცემდა გული? (ზურამ მოულოდნელად იკითხა, რაზეც ექიმს გაეღიმა)
- ყველა ასეა, სანერვიულო არაფერია, როცა დაიბადება მერე შეეცვლება გულის ცემა, მანამდე კი ასე უნდა იყოს
- აააა (დავემშვიდობეთ და გამოვედით, ახლა ისევ ნინოსკენ წავედით, ზურამ გამაჩერა და ჩამიხუტა, მანაც იცოდა ახლა ჩემი ორსულობა რომ არ შეიძლებოდა)
- ყველაფერი კარგად იქნება (მითხრა და ისე მიკრავდა გულში)
- სხვანაირად არც შეიძლება რომ მოხდეს (ახლა მე ვუთხარი და ვაკოცე, მერე კაბინეტში შევედით და ნინოს გავაცანით ინფორმაცია)
- ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავს? (ნინო პირდაპირ გვიკთხა )
- რა შეგვიძლია გავაკეთოთ
- ერთადერთი გამოსავალია. ამ ბავშვის დაბადება არ შეიძლება
- ეგ გამორიცხეთ (მკაცრი ტონით განვაცხადე)
- მესმის ახლა შენი, მაგრამ ამან შეიძლება ორივეს მოგიღოთ ბოლო (ნინომ კვლავ განაგრძო)
- წამლებს აღარ დავლევ
- რაა? (ზურა უცბად მომიბრუნდა)
- ჩემს შვილს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ
- გამორიცხულია მარიამ, იცი რა შეიძლება მოყვეს მაგას? ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება (ნინო არ ჩუმდებოდა)
- არაუშავს, სამაგიეროდ შემს შვილს გადავარჩენ
- შეიძლება მშობიარობამდე ვერც მიაღწიო, ამ დროს ისედაც ვარდება იმუნიტეტი მარიამ, ასე ორივე დაიღუპებით
- სამაგიეროდ მეცოდინება რომ, იმ გულის ფეთქვის პატრონის დაბადებისთვის ყველაფერი გავაკეთე რაც წეღან მოვისმინე.
ზურა ჩუმად იჯდა, თავი ჰქონდა დახრილი და ხმას არ იღებდა, მერე კაბინეტიდან გაბრაზებული გამოვვარდი, როგორ შეუძლია, ქალმა მითხრას რომ უნდა მოიშორო საკუთარი შვილიო, ტირილი დავიწყე და ზურას მოხვევა ვიგრძენი
- შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ მარ, თუ საქმე თქვენ შორის არჩევნის გაკეთებაზე მიდგენა, მე ყოველთვის შენ აგირჩევ, მიუხედავად იმისა, რომ აი აქ ჩემი სისხლი და ხორცი გიზის, (უკნიდან მეხვეოდა და მუცელზე მისვამდა ხელს.)
- არა ზურა, შენც იგივე არ მითხრა თორე მარასოდეს გაპატიებ (უცბად შემოვტრიალდი და მკაცრი ტონით ვუთხარი, რაზეც მან ისევ მომხვია ხელები და ჩამიხუტა)
- მარ, ჩემო გოგო, ვერ გავრისკავ შენს სიცოცხლეს, მე შენ მჭირდები ჯერ და მერე შვილები, რომც არასოდეს გვეყოლოს, შენ ხარ ჩემი სრულყოფილი ოჯახი
- არა ზურა გთხოვ არაა. ამას არ გავაკეთებ ის ხომ ჩემს იმედზეა? (მის ხელს ხელი მოვკიდე და მუცელზე დავადებინე) აი აქ ზის და რამოდენიმე თვეში გამოძრავდება, შენც იგრძნობ მის მოძრაობას, მაგრამ მე მას უკვე ვგრძნობ, გამორიცხე, წამლებს აღარ გავეკარები, ისიც ეყო რაც აქამდე ვსვი, აქამდე არ გაგვწირა ღმერთმა და არც ეხლა გაგვწირავს, თავს საუკეთესოდ გავუფრთხილდები, არაფერი მომივა გპირდები, მხოლოდ ვიტამინებით ვიკვებები რომ იმუნიტეტი არ დაეცეს და გემოგლობინი ნორმაში მქონდეს. გადავიტანთ ამასაც სიცოცხლე, მაგრამ ახლა, გვერდში მჭირდები, რომ შენ დაგეყრდნო
- მეშინა მარ, ერთხელ უკვე მეგონა რომ დაგკარგე, მაგრამ მართლა რომ დაგკარგო ეგეთი არც შვილი მინდა და არც სიცოცხლე (ისევ ჩამეხუტა და გული დამწყდა მის ფიქრებზე, მეც მოვხვიე ხელები და ვუთხარი)
- არ დამკარგავ ძვირფასო, აი ნახავ, უბრალოდ ხელს შევუწყობთ ყველანაირად. ჩვენს პატარას საფრთხეს ვერ შევუქმნი, მე დედა ვარ, რა წამსაც გავიგე რომ ჩემში ზის ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, იმის მერე უკვე დედა ვარ და რომც მოვკვდე მას მაინც მოვავლენ...
ჩამეხუტა და ისე გამოვდით საავადმყოფოდან.

*******************************************

ღამით რაც მარიამმა მითხრა, იმან შემაშინა, ზუსტად ვიცოდი ეს ყველაფერი ორსულობის ბრალი არ იყო, საღამოსკენ რომ დამირეკა და მითხრა ნინომ დამიბარაო, უარესი მომივიდა, არ ვიცოდი რა მეფიქრა, ყველაფერს მოვიფიქრებდი მაგრამ იმას არა რაც ნინომ თქვა, მერე ექოსკოპიაზე შევყევი და ისეთ რამეს ვნატრობდი, თავი არაადამიანი მეგონა, არ მინდოდა ორსულად რომ ყოფილიყო, ასე ორივეს შეექმნებოდათ საფრთხე, რომ დამანახა ექიმმა მონიტორზე პატარა წერტილი, რაღაც აუხსნელი დამემართა, მერე გულის ცემა მომასმენინეს, რამაც უარესი დამმართა, გავიაზრე რომ ჩვენი შვილი ცოცხალი არსება იყო, წამებში რა აღარ ვიფიქრე, ვიცოდი რომ წამლები ბავშვს განვითარების საშუალებას არ მისცემდა, მერე მარიამმა ისე მტკიცედ თქვა წამლებზე უარი, ამან უფრო შემაშინა, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მარიამში დედობის ინსტიქტმა გაიღვიძა და გააფრთრებული ლომივით იცავდა იმ უსუსურ არსებას, რაც მასში ბინადრობდა, ვერ გავამტყუნე, გადავწყვიტე რომ ყველაფერი გამეკეთებინა, ეს პერიოდი რომ გადაგველახა. სახლში წავედით და დავალაგეთ აზრები.
- გარეთ ხშირად არ გავალ, რომ ვინმემ რამე არ გადმომდოს,
- საღამოობით მე და შენ გავივლით ხოლმე სადმე, სუფთა ჰაერი აუცილებელია
- ხო ეგეც, ჭამის რეჟიმს დავადგენ, გამოძინებითაც კარგად გამოვიძინებ ხოლმე, არაფერზე ვინერვიულებ და გადავიტანთ, ხომ გჯერავს?
- ისევე როგორც შენი გამოჯანმრთელება იყო (ვაკოცე და ლაპარაკი გავაგრძელეთ. მერე ვივახშმეთ და დავიძინეთ,)
2 დღეში ყველას განვუცხადეთ რაც ხდებოდა, არავინ არ იცოდა რა რეაქცია უნდა ქონოდათ და ვერც გავამტყუნებდი, ყველამ დაიწყო ჩემზე ზრუნვა. რაშიც კი ვიტამინი იყო ყველაფერს პირში მტენიდნენ, ხელებს ყოველ წამს იბანდნენ და მეც მაბანინებდნენ, პირბადის გარეშე არცერთი მოდიოდა ჩემთან, თუ რომელიმეს სურდო შეხვდებოდა არც კი მეკარებოდა, 3 კვირა ასეთ რეჟიმში ვიყავი და ვატყობდი ასევე გაგრძელდებოდა, მე და ზურას ერთმანეთზე აკრულებს გვეძინა რომ გამეღვიძა
- აუუუ ზუუურ გაიღვიძე რააა,
- რა ხდება?
- ხოარ შეგაშინე? უბრალოდ ძალიან დიდი ხანია ვცდილობ დავიძინო მაგრამ არ გამომდის
- რატოომ? რამე გაწუხებს?
- რომ გითხრა მცხვენია
- რა გრცხვენია გოგო გადაირიე? რა ხდება
- მანდარინი მინდა უზომოდ, და ვერ ვიძინებ, (საწოლში წამოვჯექი და ხელებით გავაგრძელე ახსნა) აი ისე ძალიან მინდა პირი სულ მისველდება.
- აჰაჰაჰაჰაჰაჰაა (გადაიხარხარა ზურამ რაზეც გამებრაზა)ამოქმედდა ჩემი შთამომავალი?
- ოოო კაი რააა, სად ვიშოვო ამ შუა აგვისტოში მანდარინი?
- ვიშოვი (თავზე ვაკოცე და გახარებული წამოვხტი საათს დავხდე და 3 საათი ხდებოდა, კიდე გამეცინა და ჩაცმა დავიწყე)
- გამოგყვე?
- არა, მალე მოვალ, ვიცი სადაც ვიყიდო
- მართლააა?
- ნუ იმედი მაქვს მაინც. კიდევ რამე ხომ არ გინდა?
- არაა. მარტო მანდარინი მინდა.
გავიცინე და წამოვედი, პირდაპირ დიდ სუპერ მარკეტებში წავედი იქნებ სადმე მენახა, თან მეცინებოდა, დავინახე 24 საათიანი მაღაზია და შევედი როგორც კი მანდარინი ვიკითხე მოლარეს გაეცინა
- ორსული ცოლი გყავს?
- კი და არ ვიცი სად ვუყიდო
- აქედან რომ გახვალ, მარჯვნივ წადი, დიდი სუპერმარკეტია თურქულები აქვთ მაგრმა ქართულს ისედაც ვერ იშოვი ეხლა
- აი ძალიან დიდი მადლობა რაა გაიხარე.
დავემშვიდობე და წამოვედი, როგორც კი მივედი და ვიკითხე აქაც იგივე კითხვა იყო, რასაც ჩემი სიცილი მოყვა, 1 კილო ვიყიდე და წამოვედი, არ მინდოდა ბევრი ეჭამა, სახლში ავედი და მარიამი ჭოტივით იჯდა ტელევიზორთან, როგორც კი დამინახა ფეხზე წამოხტა
- იშოვეეე?
- აჰა ცხოვრება, ეცადე ბევრი არ ჭამო.
გამომართვა პარკი და გარეცხა, მერე ჩქარა გაფრცქვნა და როგორც კი სუნი იგრძნო დაიჯღანა
- რა არ მოგეწონაა?
- ფუუ სუნი აქვს
- უსუნო მანდარინი სად არსებობს სიცოცხლე?
- ოოო ვერ შევჭამ.
თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან და როგორც კი დამინახა ასე, გაიქანა პირში, გადაყლაპული არ ქონდა რომ სააბაზანოში გავარდა, მეც მივყევი უკან, კარი ჩამიკეტა და არ შემიშვა, გარედან გავაღე და მაინც შევედი, თავი დავუჭირე და წყალი მივაწოდე
- რაღატო ჭამე რომ არ გესიამოვნა?
- აბა ამ შუაღამეს გარბენინე და ცოდო იყავი
- გაგიჟდი? მერე რაა? თუ გინდა მთელ ქალაქს შემოვივლი თქვენი გულისთვის, მაგრამ რომ არ გესიამოვნა არ უნდა გეჭამა სულელო.
საძინებელში შევიყვანე და დავწექით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა რაღაც მოუნდა და ისიც ვერ შეირგო, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი ორივეს, მეც და თავად მარიამიც. 4 თვეს გადაცილებული იყო უკვე სამზარეულოში ტრიალებდა და მეც ვეხმარებოდი, უცბად იკივლა
- ვაიმეეე
- რა მოგივიდა?
- გამოძრავდა ცხოვრება, აი ნახეე
- მართლაა? მამას სიამაყემ თავი შეგვახსენა?
- აი კიდე, ვერ გრძნობ? რა მაგარი შეგრძნებაა იციი?
- მე რატომ ვერ ვგრძნობ (გულმოსულმა ვკითხე, ხელს და თავს ვადებდი მუცელზე)
- ჯერ შეუმჩნევლად მოძრაობს და იმიტომ, ჯერ მარტო დედიკოს აჩვევს თავს
- მერე მაგან არ იცის რომ დედიკო და მამიკო ერთნი არიან?
- ჯერ პატარაა სიცოცხლე, გაიზრდება და მიხვდება
(აშკარად დამცინა მარიამმა, ყოველ საღამოს გავდიოდით გარეთ, მაგრამ ოქტომბრის ბოლოა უკვე და ისე ცივა გარეთ აღარ გამყავს).
ანალიზებს თვალყურს ვადევნებთ და უმნიშვნელოდ დაბალი გემოგლობინი აქვს მარტო, რაზეც ჭარხალი და რაღაცეები დაგვინიშნეს და მეც დიდი რაოდენობით მიმქონდა სახლში, ყოველივე რაც საჭირო იყო. ექოსკოპიამ ბიჭიაო გვითხრა, თუმცა არცერთზე არ მექნებოდა პრობლემა, ის ხომ ჩემი სიამაყე უნდა ყოფილიყო? მარტის შუა რიცხვებში უნდა დაბადებულიყო. სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, რასაც მარიამი გადაწყვეტდა, ყველაფერზე თანახმა ვიქნებოდი, 7 თვის ვიყავი უკვე, მუცელი საკმაოდ მეტყობოდა, ყველა მეუბნეოდა რომ უზომოდ ლამაზი ორსული ვიყავი, ანალიზების პასუხები ავიღეთ და საავადმყოფოდან წამოვედით, პასუხები კარგი იყო, ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ გაჩენა გადავწყვიტე და არავის დავუჯერე, პატარა ანდრეას დაბადებას ყველა მოუთმენლად ელოდებოდა, აკოს და სალის ქორწილი ხვალ იყო, ამიტომ ჩემებთან ავედით. რაღაცეებში ვაპირებდი მიხმარებას მაგრამ ყველამ დამტუქცა, მეც გავისუსე და დივანზე დავჯექი, ერთადერთი რაშიც მონაწილეობას ვიღებდი ეს ლაპარაკი და სიცილი იყო. პატარა ვაჟბატონი, დიდი ეგოისტი ვინმე ჩანდა, მარტო დედიკოს აგრძნობინებდა ხოლმე თავის მოძრაობას, როგორც კი სხვა მუცელს შეეხებოდა მაშინვე ჩერდებოდა. არც ზურას შეხებაზე რეაგირებდა, ღამით ზურა დამაწვედა, მუცელზე ამაწევინებდა ხოლმე ისე უყურებდა ხოლმე. როგორ დადიოდა მისი შვილი ჩემს მუცელში და ელაპარაკებოდა, მოძრაობებს რომ ხედავდა გიჟდებოდა როგორ არ გტკივაო. ზურა ჩემს გვერდით იჯდა დივანზე და ერთი ხელი მუცელზე ედო, როგორც ყოველთვის. უცბად შეხტა და წამოხტა მე კი სიცილი ამიტყდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა რა ხდებაო მე კი ისე ვიცინოდი ვერ ვჩერდებოდი, ზურას გაფითრებული სახე ქონდა და შეშინებული მიყურებდა
- ეგ იყოო?
- აბა მე ხომ არ ვიქნებოდი (ისევ სიცილი დავიწყე, ყველამ იცოდა ანდრეას ეგოისტობაზე, და ყველა მიხვდა რა მოხდა)
- მოგესალმა ბიჭო ბავშვი როგორც იქნა?
- ეს რა იყოო? (ისევ გაშეშებული იდგა, რაზეც ყველა ვიცინოდით)
- აუ ძმობას გეფიცები ცუდადაა შენი საქმე, იეჭვიანა, ხელი გაუშვი დედიკოსოო? (ახლა აკომ დაუმატა სიცილი და ლამის გავიგუდე, იმდენი ვიცინე, თან მუცელს ვეფერებოდი, გააცანი თავი მამიკოსთქო?)
- რა გააკეთა ბიჭი გავგიჟდი, მეგონა ამოვიდა, არ გკტივა?
- არაა, იცის დედიკოს როგორ სიამოვნებს მისი თითოეული მოძრაობა, მაგრამ უნდა ვაღიარო გამაკვირვა, არავის შეხებაზე არ მოძრაობს და პირველად გაინძრა ახლა
- გოგო მაინც იყოს ვიფიქრებდი პრანჭიაათქო (ისევ აგრძელებდა ზურა გაოცებული ლაპარაკს, ვერ დაალაგა ემოციები, კარგა ხანს ვიცინეთ და ჩვენ წამოვედით, ხვალ დილიდან მქონდა საქმეები, მანქანაში ჩავჯექით და მუცელთან დაიხარა)
- როგორც იქნა მარტოები დავრჩით, რას მერჩოდი მა, იცი დედა როგორ მიყვარს? როგორმე უნდა შევთანხმდეთ აქედანვე და იცოდე რომ, შენც მიყვარხარ მაგრამ დედა სხვაა, დედა მთელი ჩემი სხეულია
- ბავშვი არ გააგიჟო შეეშვი (სიცილით მითხრა და თავზე ხელი გადამისვა მარიამმა, მე კი თავი ავწიე და ვაკოცე)
- ამან მართლა რომ დამიწყოს ეგოისტობა მერე რა ვქნა?
- მთავარია რომ მე არ დამავიწყდები, მას თავისი ადგილი ექნება, შენ შენი ძვირფასო, ეხლა კიდე წავიდეთ (როგორ მიყვარს ეს ქალი არავინ იცის, ვაბოდებს მასზე, და უკვე ჩვენს შვილზეც, მაგრამ ვატყობ ხშირად ვიჩხუბებთ მე და ჩემი ვაჟკაცი,)


*************************************
დილით ზურამ გამაღვიძა, სალონში უნდა გაგიყვანო თორემ მერე დაგაგვიანდება და ინერვიულებო, მეც ავდექი მივალაგე ოთახი და წავედით, თმა გავიკეთე და მაკიაჟიც მივაყოლე, მერე სახლში წამოვედით და კაბა გადმოვიღე, შუა ზამთარია, ამიტომ ისე უნდა ჩამეცვა არ გავციებულიყავი, კაბა გრძელი იყო, დავარდნილი ნაჭრის, მალინისფერი, უკან შავი გიპიური ჰქონდ ჩადგმული, მუცელზე ლამაზად დაშვებული, მუცლის ზემოდან სილამაზისთვის მოქარგულები ქონდა თითქოს ქამარიაო, ეს მიცელს უფრო ლამაზად მიჩენდა, შავი კოსტუმი შემოვიცვი და სამკაულებიც გავიკეთე, ყელზე დიდი შავი ყელსაბამი გავიკეთე, მაღლებზე შევდექი და ზურას დავენახე
- ჩემი ცოლი რომ არ იყო, ცოლად მოგიყვანდი, უნაკლო ხარ როგორც ყოველთვის
- მადლობა ძვირფასო, მოდი კოსტუმს გაგისწორებ და შენც უნაკლო იქნები (ღიმილით ვუთხარი)
- მაღლებით არ წამოხვალ
- დაბლებზეც მომაქვს სიცოცხლე ნუ ღელავ, წამოდი თორემ დაგვაგვიანდება.
ქორწილი საკმაოდ კარგი იყო, მეამაყებოდა ასეთი ბედნიერი რომ იყო ჩემი ძმა, სალი ძალიან მომწონდა, ჩემს დად მიმაჩნდა, ძალიან ლამაზი წყვილი იყო, გავისეირნეთ რომ სურათები გადაგვეღო. დარბაზშიც კარგად გავერთეთ, 11 ზე ზურამ მკითხა
- ხომ არ დაიღალე?
- არა ცხოვრება
- აბა გათიშული სახე რატომ გაქვს? წავიდეთ გინდა?
- არა. სანამ აკო არ წავა აქედან არსად წავალ
- რა ჯიუტი რამე ხარ მარიამ რაა
- შენ ზუსტად ეგ ჯიუტი მარიამი გიყვარს ჭკუის დაკარგვამდე, რა არაა?
- ტაქტიანად მომაკეტინე? წამოდი ვიცეკოთ ვალსი გინდა?
- წამო.
როგორც კი ავდექით, მუსიკაც დამთავრდა და გაგვეცინა, მერე ზურა სცენისკენ წავიდა და ჩვენი სიმღერა შეუკვეთა, გამეღიმა მის საქციელზე, ისევ ახსოვს, ვთქვი ჩემთვის და დავინახე აკომ როგორ გაიყვანა სალო საცეკვაოდ, თან თითებით კოცნა გაიგზავნა ზურას რომელიც ჩემსკენ მოდიოდა,
- შეიძლება?
გავუღიმე და უთქმელად გავყევი, წელზე მომხვია ხელები და ნელა ავყევით მუსიკას
- გახსოვს პირველი ცეკვა?
- მაგას რა დამავიწყებს? ან მაძლევ საშუალებას რომ დავივიწყო?
- არც მოგცემ, თან არასოდეს, იცი რა მეამაყება ყველაზე მეტად?
- აბა მითხარი?
- ის რომ აი ამ პაწაწუნას მოსიყვარულე ოჯახი ექნება, სადას სიყვარულით პატივისცემით და სითბოთი სავსე კედლები იქნება
- ეგეც აისრულე ხოო?
- რაა?
- პირველად რომ გამოგყევი პაემანზე, მაშინ მითხარი ეგ სიტყვები, ჩემს შვილს აუცილებლად ექნება ასეთი ოჯახიო
- აა, გამახსენდა, ხო მე რასაც ვამბობ იმას მუდამ ვასრულებ, ასე რომ არ დაგავიწყდეს ნათქვამი მაქვს შენთვის რომ მუდამ მეყვარები და მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ, ნუ ახლა უკვე თქვენთვის.
სიმღერის დასასრულს დამატრიალა და მოვრჩით ცეკვას. 12 საათისთვის აკო მოვიდა სალისთან ერთად და მითხრა
- მარ ჩვენ მივდივართ, წადი შენც სახლში ცოდო ხარ
- შენ ჩემთვის ჭკუის დარიგებას იცოდე ეს გოგო არ გამიბრაზო, იცოდე დამცველი ვყავარ, შენ კიდე სალო, ეს ბიჭი არ გამიბრაზო თორე დამცველი ვყავარ (ამაზე ყველას გაგვეცინა)
- როგორ მიყვარხარ იციი? (აკომ მითხრა და თბილად ჩამეხუტა)
- აბა თქვენ იცით, მუდამ დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი.
- მაგ სიტყვების, იმდენად დიდი მაგალითი გვყევხართ მე და სალოს წინ, შენ და ზურა რომ არასოდეს მომცემს სხვანაირად მოქცევის საშუალებას.
ორივე გადავკოცნე და წავიდნენ, ზურამ კოსტუმი მომიტანა და გაშალა რომ ჩამეცვა. ჩვენც წამოვედით. იმდენად თბილი ხალხი მყავდა გარემოცვაში რომ სიამაყე ღიმილის მოშორების საშუალებას არ მაძლევდა.

უკვე ვეღარ დავდივარ და სულ ვწევარ, დღე დღეზე ველოდებით როდის დაიბადება ანდრეა. დილით ზურა გავაცილე და სახლში შემოვბრუნდი, წამიერად მუცელმა დამიარა და ძირს სულ დასველდა ყველაფერი. ჩქარა ავიღე ტელეფონი და დავრეკე.
- ზურა არ წახვიდე ამოდი, დამეწყო მგონი
- რაა? მოვდივარ.
კარში გიჟივით შემოვარდა, ალბათ ეგონა რამე მტკიოდა მე კი იატაკს ვწმენდდი
- მეკაიფები?
- არა სიცოცხლე, წ....ბი დავღვარე და წავიდეთ ექიმთან
- და ტკივილი?
- ჯერ არ მტკივა, და ნუ გაქ პანიკური სახე (გავიცინე და გამზადებულ ჩანთაზე მივუთითე წამოიღეთქო, მანქანაში ჩავჯექით და ისე დამიარა მუცელმა, კივილი ავტეხე, ზურა უარესად დაიბნა, მარტო ეხლავეს გაიძახდა და მიქროდა, სამშობიაროში მალე მივედით, ბლოკში შემიყვანეს და ზურას კარი მოუკეტეს).

*************************************
- სოსოო შენი ნათლული იბადება, მალე გამო იმედის კლინიკაში
- ნაღდად?
- რა მეტყობა კაიფის მალეე.
მერე ყველას დაურეკე ასე და ნახევარ საათში სამშობიარო ავსებული იყო, მე აქეთ იქით დავდიოდი, ვერაფერს ვფიქრობდი, სოსო მოვიდა აკოსთან ერთად და მითხრა
- 1 შეკვრა შამპანიური გვეყოფა ხო?
- რა დროს ეგაა მოიცა რაა
- კაი ნუ ნერვიულობ,
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო აკომ გოგოს განწირული კივილის ხმა რომ გავიგე
- მარიამია, როგორ ტკივა და ვერ ვშველი, რამე უყონ ექიმებმა რაა (აქეთ იქით დავდიოდი დაბნეული)
- იქნებ არაა მარიამი? (სოსომ მკითხა)
- მაგის ხმა არასოდეს ამერევა არავიში (თავზე მქონდა ხელები მოკიდებული და 3 საათი დავდიოდი, წამით არ დავმჯდარვარ, მერე ვიღაც ქალი გამოვიდა და გამოგვიცხადა რომ ვაჟკაცი დაიბადა და ორივე კარგად არიანო, მხრებიდან იმხელა რაღაც მომეშვა ვერ ავღწერ , წავედი და დავჯექი, მილოცავდნენ მარა არაფერი შედიოდა ჩემს თავში, მარტო მარიამის ნახვაზე ვფიქრობდი, მერე გამვლელ ექიმს ვკითხე)
- როდის შემიძლია მარიამი ვნახო?
- ნახევარი საათი ჯერ კიდე ბლოკში ეყოლებათ
- რატო? რამე გართულდა? (გაეცინა ექიმს)
- მამა შენ ხარ?
- კიი
- ყველა მშობიარე ქალი მინიმუმ ნახევარი საათი ისევ ბლოკში რჩება, არაფერი გართულებია, დედაც ძლიერი გოგოა, დაგვეხმარა ძალიან და პატარა კაცი კიდევ მასზე ძლიერია, ისე ცდილობდა დაბადებას რომ დედიკო დიდხან არ აწვალა
გამიღიმა და წავიდა მე კიდე გაოცებული სოფის მიუბრუნდი, ყველაზე ახლოს ეგ მედგა
- დიდი ხანი არ აწვალაოო? დამცინა თუ რა ქნა? (ამაზე სოფიმ გადაიხარხარა)
- ეს იცი რა იოლ მშობიარობად ითვლება? ზოგს 24 საათამდე სტკივა მუცელი და ვერ მშობიარობს
- ნუ გამაგიჟე გოგო, კიდე კარგი კაცი ვარ.
დაბლა ჩავედით და შამპანიურები დავლიეთ, ბევრი დავლოცეთ დედა-შვილი. მერე საათს დავხედე და მარიამისკენ წავედი, რომელიც წესით პალატაში იყო, ვიკითხე და მიმასწავლეს, შევედი თუ არა გული დამიმშვიდდა
- როგორ გაწვალა იმ ვირიშვილმა?
- იმედია ვირში მე არ მგულისხმობ სიცოცხლე
- ჩემი გმირი ქალი ხარ შენ, არ მოიყვანენ? მინდა რომ ვნახო,
- კი მითხრეს უკვე მოვიყვანთო
- უზომოდ ბედნიერი ვარ, მეგონა მხოლოდ შენ მეყოფოდი სრულყოფილი ბედნიერებისთვის, მაგრამ ეხლა როცა ვიცი რომ ჩემი შვილის დედა ჩემი საყვარელი ქალია, უფრო მეტად ვგრძნობ თქვენს მიმართ სიყვარულს.
ამის თქმა იყო და ჭყავილით შემოიყვანეს პატარა, მარიამმა მკითხა
- აიყვან მამიკო?
მე მარტო თავი დავუქნიე და სიყვარულით სავსე თვალები მივანათე ჩემ პატარა კაცს, ხელში რომ ავიყვანე ეხლა მივხვდი, მარიამმა რატომ იბრძოლა მის გასაჩენად ამდენი, ისე ტიროდა ყურებში წუილი მქონდა,მერე მარიამს მივუყვანე და მარიმ მოფერება დაუწყო
- ჩუუ დედას ცხოვრება, არ იტირო დე, შენ ხო ჩემი ვაჟკაცი ხარ?
ასე ელაპარაკებოდა და წამებში გაჩუმდა ბავშვი, ისეთი დასანახები იყვნენ მეგონა ცაში ვიყავი აფრენილი, ეს ორი ადამიანი, საკუთარ სიცოცხლეს მერჩივნა, არასოდეს მივცემდი უფლებას არავის რომ მათთვის ზედმეტი ეკადრებინათ.
3 დღეში სახლში გამოვიყვანეთ, სუფრაც გვქონდა მაგრამ გვიანობამდე არ დარჩენილნან, იცოდნენ ჩემი ხასიათი და სანამ მე დავშლიდი თვითონ დაიშალნენ, ანდრეა თავის საწოლში ჩააწვინა მარიმ და როგორც კი ვიგრძენი ჩემს გვერდში მონატრებული სხეული, ზედ ავიკარი, მისი კანის სუნი შევისუნთქე რაც მაცოცხლებდა და ტკბილად გადავეშვით ძილში. შუაღამისას ანდრიას ტირილმა გაგვაღვიძა, მარი უნდა ამდგარიყო მაგრამ არ გავუშვი, მინდოდა დაესვენა, ანდრია ხელში ავიყვანე მაგრამ ვერაფრით გავაჩუმე, მერე მარი ადგა, ჭამის დრო აქვსო და როგორც კი ანდრეამ დედის ხელები იგრძნო, იმ წამსვე გაჩუმდა და დაელოდა როდის აჭმევდა დედიკო საჭმელს. გაოცება ვერ დავმალე მის ქმედებაზე, და სიამოვნებით ვუყურებდი იმ ლამაზ მომენტს რაც ჩემს თვალწინ გადაიშალა... მარიამი საწოლზე ჩამომჯდარი, თმა აბურდული, ნამძინარევი სახით და თვალებში უზომოდ დიდი სითბოთი სავსე, დაჰყურებდა თავისი სხეულის ნაწილს რომელიც ხმით შეექცეოდა რძეს და გატრუნული იყო დედის მკლავებში. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს დედამიწის ზურგზე, მეც გვერდით მივუჯექი, ხელი მოვხვიე და მარიამმა თავი მომადო, ასე ვიჯექით სანამ სახლის ბატონმა არ დაიძინა. მერე ისევ ჩავიკარი საყვარელი სხეული და დავიძინეთ.

სიყვარული ბევრი სახის არსებობს, ზოგი სიყვარულს მხოლოდ მიჩვევას ეძახის, ზოგისთვის უბრალოდ ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაა სიყვარული, მაგრამ მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც ნამდვილი გრძნობა არ გამოუცდიათ და ისე კვდებიან რომ ვერ იგებენ სიყვარული რა არის, ის არასოდეს მთავრდება, პირიქით უფრო იზრდება და ძლიერდება, მადლობელი ვარ ღმერთის რომ მომანიჭა იმის უპირატესობა რომ გამეგო რას ნიშნავს სიყვარული და მისით სავსე მეცხოვრა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

არ ვიცი რა გითხრა.მართლაც ემოციური თავი იყო.ბევრიც ვიტირე cry ბევრიც ვიცინე wink საერთო ჯამში ძალიან კარგი ისტორია გამოვიდა,რომელიც სიყვარულით იყო გაჟღენთილი.მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით kissing_heart
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ნეფერტარი

სიყვარულს არ აქვს ბევრი სახე... ის ერთია, სიყვარულის ობიექტია ან ადამიანი ან ნივთი, ან ცხოველი. სიყვარულს სიყვარული მაშინ უნდა დაუძახო, როდესაც არასდროს არაფერი დაგენანება შენი სიყვარულის ობიექტისთვის, შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობაც კი. ისევე როგორც დედას და მამას შვილისთვის არ დაენანება არასდროს არაფერი.

სხვა ყველაფერი არის უბრალო შეგუება, რომელსაც არ ჰქვია და ვერც დაერქმევა სიყვარული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent