შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" სიყვარული და შემთხვევითობა " ( 1 თავი )


21-10-2018, 20:48
ავტორი Tiiikii
ნანახია 3 049

„რა არის დამთხვევები ? როდესაც ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა,ყოველი მოვლენა თუ შეხვედრა ...
არასდროს მჯეროდა ბედისწერისა , თუ დამთხვევების , ვიდრე იმ ადამიანს არ შევხვდი , რომელთანაც ბედისწერამ დამაკავშირა.
ყოველი სიყვარულის ისტორია განსხვავებულია . ჩემი ამბავი , უცნაურია , უცნაურად მომეწონა ბიჭი , ბიჭი რომელიც მხოლოდ სამჯერ მყავდა ნანახი , ყველა, ვინც კი იცოდა ეს ამბავი მიმეორებდნენ , რომ ეს გრძნობა მოწონებაზე მეტი იყო , რომ „მიყვარდა“ , თუმცა ამას ვუარყოფდი და ვამბობდი , რომ სისულელე იყო , რადგან შეუძლებლად მიმაჩნდა ასეთი რამ , ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან.. ახლა კი დარწმუნებული ვარ , რომ მიყვარს , შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ და მითხრათ , რომ ეს შეუძლებელია , რომ დამთხვევები ყოველ დღე ხდება , ჩვენს ცხოვრებაში.. როდესაც მის თვალებს ვუყურებ , თვალებს რომლებიც ამოუხსნელად ციმციმებენ , როდესაც მის ღიმილს ვხედავ , ან უბრალოდ როდესაც ვხედავ ამოუხსნელი გრძნობა მეუფლება და ვხვდები , რომ ვიპოვე ის ადამიანი , რომელიც გვერდით მჭირდება.....
ყველაფერი კი ასე დაიწყო........................
1 თავი.
( ლიზა )
კიდევ ერთი ჩვეულებრივი საღამო დაქალებთან ერთად , მთელი ღამე ლაპარაკი , ყავა , ფილმები ... ჩემი და ჩემი დაქალებისთვის ერთად ყოფნა ყველაფერზე მნიშვნელოვანია , რადგან ერთად ყოფნის დროს , ყველაფერი კარგად გვეჩვენება . თუმცა ისიც უნდა ითქვას , რომ მათთან შედარებით მე ცოტა გულჩათხრობილი ვარ , ვცდილობ არავინ შევაწუხო ჩემი პრობლემებით და ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ვარჩევ , ისევე როგორც ახლა...
- ლიზა ! რას ფიქრობ მოდი ჩვენთან ( „მანჩო“ ) - ფიქრებიდან დაქალმა გამომიყვანა , რომელიც აივანზე დაჯდა ჩემთან ერთად.
- პასუხზე ვფიქრობ , ერთი თვის წინ დავრეგისტრირდი და ჯერაც არ მოსულა პასუხი ... ( ლიზა ) - ყოველთვის მინდოდა თეატრალურზე სწავლა და საერთოდ მსახიობობა , მაგრამ ეს ვერ მოვახერხე რადგან შემეშინდა , მეგონა რომ ჩემგან მსახიობი ვერ დადგებოდა , ვიდრე 1 თვის წინ , ფილმის ყურებისას რეკლამა არ ჩაირთო , რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია , მაშინვე ვნახე და სასწრაფოდ შევავსე მიღების აპლიკაცია , ახლა კი ველოდები .
- დრო ხომ კიდეა ? ( მანჩო )
- კიდევ 1 დღე ... ( ლიზა )
- მაშინ ნუ ღელავ დაგირეკავენ . ახლა კი წამოდი ფილმი ვნახე , ჩვენი საყვარელი ჟანრი ( მანჩო ) - ეშმაკურად გაიცინა და ოთახში შევედით . ბატი-ბუტი დავხალეთ , ყავა მოვამზადეთ და ფილმს ჩავუსხედით .
- ოო , კარგით რააა ! ისევ საშინელებათა ფილმი ? რა ნახეთ ასეთი მაგ ჟანრში , ფსიქიკურად შერყეულები ხართ ორივე ! ( „სალომე“ - ჩემი კიდევ ერთი დაქალი , სკოლიდან მოყოლებულები ერთად ვართ, დები. ) - წუწუნით შემოგვიერთდა და გვერდით დაგვიჯდა .
- მე და ლიზას გვიყვარს ეს ჟანრი ხომ იცი , მართალია ორივე შიშისგან ვიფსავთ ხოლმე , მაგრამ ეს მაინც სასიამოვნოა ( მანჩო )
- თუმცა უნდა ითქვას , რომ წინაზე სალომემ უფრო შეგვაშინა ვიდრე ფილმმ
ა (ლიზა) - ამაზე სიცილი დავიწყეთ ....
1 საათის შემდეგ ............
Facebook - ზე ვიყავი შესული , როდესაც შეტყობინება მომივიდა თეატრში მიღების შესახებ და ყვირილი დავიწყე , ვერ აღვწერ რა გრძნობა მქონდა . თუმცა ამასთან ერთად ორმა ადამიანმა გამომიგზავნა დამატება , ერთი დავიმატე რომელც აშკარად თეატრის რეჟისორი იყო , მეორე კი არ დამიმატებია .
1 თვის შემდეგ ....
ჩემი დაბადების დღიდან მესამე დღეს , თეატრი დამეწყო , ყველა საჭირო საბუთი შევაგროვე და წავედი . მისვლის თანავე ვიგრძენი , რომ სახლში ვიყავი არანაირი სიმორცხვე და არანაირი უხერხულობა . ყველა გავიცანი , მეტ - ნაკლებად სასიამოვნო ბავშვები ჩანდნენ , ორის გარდა . ერთი ზედმეტად „ძერსკი“ იყო , ხოლო მეორე გოგოების მოყვარული და თავის მომაბეზრებელი . თვითონ რეჟისორი „თორნიკე“ , მხიარული და სასიამოვნო ადამიანი ჩანდა , ყველა საჭირო ფორმალობა მოვაგვარეთ და შემდეგ , გამოცდა ჩაგვიტარა იმასთან დაკავშირებით , თუ რას გავაკეთებდით თეატრში ჩარიცხვის გამო . ჩემდა საბედნიეროდ მოვახერხე ახალ გაცნობილი ადამიანის ატირება ჩემი მოყოლილი ამბავით . ყველაფერმა კარგად ჩაიარა . რეპეტიციები დაიწყო , ჯგუფელებს დავუახლოვდი , ყველაფერი კარგად მიდიოდა , ჩემდა გასაკვირად რეჟისორსაც მალე დავუახლოვდით .
ერთი ჩვეულებრივი რეპეტიციის დღეს იყო , ჯგუფელებთან ერთად დარბაზში ვიყავი და ვსაუბრობდით , ვიცინოდით , როდესაც კარი გაიღო და ვიღაც ბიჭი შემოვიდა , მაღალი , შავი თმით , ჯინსის შინდისფერი შარვალი ეცვა , ზემოთ კი შავი ტყავის კურტკა ... არ იცი რა დამემართა მის დანახვისას , მეცნო თუმცა ვერ ვხვდებოდი საიდან არასდროს არ მყავდა ნანახი , მაშინ რატომ მეცნობოდა ასე ? ვერ ვხვდებოდი , თვალს ვერ ვწყვეტდი მისკენ გამირბოდა თვალები , ისიც მიყურებდა თითქოს , დარბაზში მხოლოდ ჩვენ ვიყავით , თითქოს ყველა გაქრა ... რეჟისორმა ეწიუდის დადგმა დაგვავალა და ჯგუფებად დაგვყო , ფიქრთან ერთად თან მას ვუყურებდი , ეს კი „მარიას“ , ჯგუფელს არ გამოპარვია .
- ვის უყურებ ასე , რა ხდება ? ( მარია ) - მაშინვე მას შევხედე .
- არავის უბრალოდ თვალი გამიშტერდა ( ლიზა ) - გუნდს შევხედე და ლაპარაკი დავიწყე . დავდგით და თამაში დავიწყეთ , მაგრამ რაღაც ისე ვერ წავიდა , ამიტომ რეჟისორმა შენიშვნა მომცა .
- ლიზა , ვის როლს ასრულებ ? ( თორნიკე ) - ჩვენი რეჟისორი მხიარული , კეთილი და საყვარელია , თუმცა ცოტა ნაგლიც , რასაც ვერასდროს ვიტანდი .
- ბიჭის როლს ვასრულებ , მაგრამ ვერ შევედი როლში როგორც საჭირო იყო ( ლიზა ) - უხეშად მომივიდა პასუხის გაცემა და რაზეც გაბრაზდა და მეც გავბრაზდი ჩემს თავზე. ვითამაშეთ შემდეგ კი შემდეგმა ჯგუფმა წარმოადგინა თავი , მე კი მხოლოდ იმ უცნობ ბიჭს ვუყურებდი , რომელიც თვალს არ მაცილებდა . რეპეტია დამთავრდა , გამოვიცვალეთ და წავედით , გზაში სულ მასზე ვფიქრობდი , ვინ იყო , საიდან მეცნობოდა , რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება ? სახლში მისვლისას Facebook - ზე მოვძებნე , გაგიკვირდებათ და ისე ჩავწერე მისი სახელი და გვარი , რომ ვიპოვე ... არ ვიცი საიდან ვიცოდი , რადგან თორნიკეს არ გაუცნია და არაფერი უთქვამს , როგორც კი სურათი გავხსენი და მის Timline - ზე შევედი მივხვდი საიდანაც მეცნობოდა , ის ბიჭი იყო , რომელმაც მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა 1 თვის წინ , რომელიც არ დავიმატე , თურმე თორნიკეს ძმაკაცია ... მასზე ფიქრი თავიდან ძლივს ამოვიგდე და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი , აღარ მახსენდებოდა , თითქოს ყველაფერი დამავიწყდა , თან ჩემთვის არავინ იყო , არც ვიცნობდი ...
2 კვირის შემდეგ .....
თეატრში ვიყავით , რეჟისორმა შეგვასვენა და ჯგუფელ ბიჭთან ერთად ვიჯექი ჩახუტებული . უცბად კარი გაიღო და ისევ ის ბიჭი შემოვიდა , იგივე ტანსაცმლით , მაგრამ თითქოს უფრო სიმპატიური გამხდარიყო , მაშინვე ხელი გავუშვი ჯგუფელს და ჩვეულებრივ დავჯექი , ერთმანეთს ვუყურებდით , როდესაც მის თვალებს ვუყურებდი თითქოს , ვიძირებოდი , თითქოს სადღაც სხვაგან მივდიოდი და იქიდან ვეღარ ვბრუნდებოდი.
- ლიზა , წამოდი მოვწიოთ ( „სერგი“ - ჯგუფელი ) - მასთან ერთად გავედი , ვალაპარაკობდით , მაგრამ მაინც მასზე ვფიქრობდი , გული შიგნით მიმიწევდა .
როდესაც შიგნით შევედით , თორნიკემ გაგვაცნო , თუმცა კი მე უკვე ვიცოდი ვინ იყო .
- გაიცანით , „გიორგი წერეთელი“ , ჩემი ძმაკაცი და ჩვენი გამხმოვანებელი ( თორნიკე )- როგროც გაირკვა , გიორგი აჭარანეთში მუშაობს , გამხმოვანებლად . მისი გახმოვანებით არაერთი ფილმი მაქვს ნანახი , და ყოველთვის მომწონდა ბიჭის ხმა , თითქოს ჩემს მეხსიერებაში იყო ჩაბეჭდილი . ყველამ გაოცებული სახე მიიღო , რამდენიმე გოგო აღფრთოვანებას ვერ მალავდა მისი სიმპათიურობის გამო , ცანცარებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ , რომ მათთვის შეეხედა , თუმცა ყურადღებას არ აქცევდა , რაც თითქოს მსიამოვნებდა , მსიამოვნებდა რომ მისი თვალები მარტო მე მიყურებდნენ , ეს ამოუხსნელი გრძნობა იყო .
დღეები გადიოდა , პირველი სპექტაკლისთვის ვემზადებოდით , სპექტაკლისთვის რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო . ერთ დღეს , რეპეტიციის შემდეგ მე და ჩემი ჯგუფელი მარია მაკდონალდში წავედით , რეჟისორი წინ წავიდა ეჩქარებოდა , ჩევენ კი ნელ-ნელა მივდიოდით და ვსაურობდით .
- ეკონომ მენიუ ავიღოთ და გარეთ დავსხდეთ არ გინდა ? ( მარია )
- ოკეი , ადგილი ნახე მე რიგში ავდგები ( ლიზა ) – 5 წუთში უკან მობრუნდა , ეკონომი ავიღეთ და როდესაც შემოვბრუნდით , მარია ხელს მკრავდა .
- ლიზა , შეხედე ვინ არის აქ ( მარია ) - გვერდით მიმახედა და ვერ დაიჯერებთ ვინ იყო .. გიორგი ... დავიბენი ხმა ვერ ამოვიღე , ხმა ამიკანკალდა .
- გიორგი .... - ერთი წავიბურტყუნე და უკან მოვბრუნდი . - გამოდის თორნიკეც აქ იქნება სადღაც ... ( ლიზა ) - ამის თქმა იყო და თორნიკეც მოვიდა .
- თქვენ რაღა გინდათ აქ (თორნიკე ) - სიცილით გვითხრა .
- წახემსება და ჭორაობა მოგვინდა ( მარია ) - შენიშნა რომ თვალი გამიშტერდა და ხელი მომარტყა , ძლივს მოვიფიქრე რა უნდა მეთქვა.
- გარეთ დავსხდებით (ლიზა ) - მაშინვე გარეთ გავედი და დავჯექი . მარია წინ დამიჯდა და ეშმაკურად მიყურებდა .
- დაიწყე მოყოლა , რა ხდება გიორგისთან ( მარია )
- არაფერი რა უნდა ხდებოდეს ( ლიზა ) - სახე შევიჭმუხნე , თუმცა მაინც არადამაჯერებლი იყო .
- ლიზა ! მართალია მომავალი მსახიობი ხარ , როგორც მე მაგრამ მაინც ვერ მომატყუებ. ( მარია ) - ყველაფერი მოვუყევი და უბრალოდ გაოცებული დარჩა , ღიმილითა და ეშმაკური თვალებით მიყურებდა .
- ყველაფერი ასე იყო , მაგრამ არაფერი ხდება , მხოლოდ მესამედ შევხვდით ახლა ერთმანეთს ( ლიზა )
- მხოლოდ ? მეღადავები ? შენი აზრით , ეს მხოლოდ დამთხვევებია და სხვა არაფერი ? ახლა შენ გაუგზავნე დამატება იქნებ დაგამატოს ( მარია )
- არ ვიცი , რომ გავუგზავნო და არ დამამატოს ? ( ლიზა ) - ბევრი ვისაუბრეთ გამეგზავნა თუ არა დამატება , რა მოხდებოდა , რა არა , რას ნიშნავდა ეს დამთხვევები.
- ხომ იცი რას ამბობენ .. „ ადამიანი , თუ შენი ბედია ის , ცხოვრების გზაზე სამჯერ შეგხვდება , შეიძლება ეს დამთხვევების სახით მოხდეს , ან დაგეგმვით მაგრამ ასეა“ .... ( მარია )
- მართლა გჯერაასეთი რამეების ? ( ლიზა ) - გაკვირვებულმა შევხედე .
- კი მჯერა ... ამიტომ გაუგზავნე მოთხოვნა , ვნახოთ ამჯერად რა მოხდება ( მარია ) - მის Timline - ზე შევედი და ფოტოები დავათვალიერე , ყველა ფოტოში ისეთი სიმპატიური და სექსუალური იყო , სხვადასხვა ფოტოებს ვნახულობდი და გულში რაღაც ამოუხსნელს ვგრძნობდი .
სახლში მისვლისთანავე დამატების მოთხოვნა გავუგზავნე და გულმა ფართხალი დაიწყო , აივანზე დავჯექი სიგარეტს მოვუკიდე და ფიქრი დავიწყე : „ეს რატომ გავაკეთე , რატომ გავუგზავნე მეგობრობა , რას ვგრძნობ მის მიმართ , მომწონს ? რა ხდება ჩემს თავს , რატომ შემომიბრუნდა ასე ეს ყველაფერი ?“......
2 კვირა გავიდა .....
21 თებერვალი დადგა , მთელი ჯგუფისთვის ნანატრი დღე . დილით ჩავიცვი , მაიკიაჟი გავიკეთე და სახლიდან გავედი . მთელი გზა ვფიქრობდი და ვნერვიულობდი , ვაიდა ტექსტი დამვიწყებოდა ? ვაიდა ყველაფერი დამვიწყებოდა , როდესაც სცენაზე დავდგებოდი და ხალხს დავინახავდი , მათ თვალებს , რომლებიც ისე გიყურებენ თითქოს ელიან როდის რა შეგეშლება ... ფიქრებში ჩაძირული მივედი და გარეთ დავჯექი სხვებთან ერთად .
- დილით 9 სთ - ზე გამეღვიძა ნერვიულობისგან ( სანდრო )
- ძალიან ვნერვიულობ , თითქოს ფეხები მეკეცება ( მარია ) - ვლაპარაკობდით , შემდეგ ღადაობა და სიცილი დავიწყეთ , რადგან ყურარდღება სხვა რამეზე გადაგვეტანა და ნერვიულობისგან ყველა არ მოვმკვდარიყავით .
- მოდი ვიმღეროთ ( სერგი ) - სანდრო ადგა და ჯოხი აიღო , მეც გვერდით დავუდექი და ვმღეროდით , შემდეგ რაღაც სისულელეებზე ვიცინოდით .
- თორნიკე მოვიდა ( „ანა“ - ახალი ჯგუფელი ) - მისკენ გავიხედე და მასთან ერთად გიორგიც იყო , როდესაც დავინახე ისევ გავშეშდი და ნერვიულობა დავიწყე . „ღმერთო ! რა სიმპატიურია , უფრო გასიმპატიურებულა“ ...
- აბა ? ჩემებო , მზად ხართ ? ჰოარ ნერვიულობთ , თუ ნერვიულობთ დაიკიდეთ , მეც ვნერვიულობ , ეგ კიარა დილით , რომ გავიღვიძე გამახსენდა რომ ხმა არ გვქონდა ჩაწერილი და ეგრევე გიორგის დავადექი . - მისკენ გაიხედა და გაიცინა . - კარგით , წავედით რეპეტიცია გავიაროთ ... - ზემოთ ავედით , გამოვიცვალეთ . - ლიზა , ლეპტოპი სადაა ? (თორნიკე)
- აქ მაქვს ( ლიზა )
- გიორგის მიეცი ( თორნიკე ) - მივაწოდე და მეორე სართულზე ავიდა , ჩვენ კი ვიცინოდით , ვღადაობდით .
- ლეპტოპის პაროლი რა არის ? ( გიორგი ) - რა თქმა უნდა , დავიბენი , ენა მომებლადუნა და თავიდან გავამეორებინე კითხვა და , როდესაც უნდა მეპასუხა სანდრომ უთხრა . აშკარად შემეტყო , რომ სახეზე გავწითლდი , ალმური ამდიოდა , მარია კი მიყურებდა და იცინოდა .
- აბა დალევა ვის უნდა , ბავშვებო , ლიზა ! - არყით ხელში შემოვიდა და მთელი ჯგუფი მასთან გავჩნდით . - ჩვენს , პირელ სპექტაკლს გაუმარჯოს ( სერგი ) - შემდეგ მე გადმომაწოდა .
- ჩვენ გაგვიმარჯოს , საუკეთესოდ წარმოგვეჩინოს ჩვენი თავები ( ლიზა ) -დავლიე და მთელ სხეულში დამიარა , ნერვიულობის გრძნობა საერთოდ გამქრალიყო .
1 საათში სპექტაკლი დაიწყო ... ჯერ „ფეხების ეწიუდი“ , შემდეგ კი „კუზიანი მთა“. ვერ აღგიწერთ როგორი გრძნობა იყო , დაწყებამდე ნერვიულობისგან ფეხები მეკეცებოდა , მაგრამ როდესაც დაიწყო და სცენაზე დავდექი ყველაფერი დამავიწყდა , დამსწრე საზოგადოებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია , მხოლოდ ჩემს საყვარელ საქმეზე ვფიქრობდი , ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა . სიტყვებით იმის ახსნა შეუძლებელია რაც მე ვიგრძენი იმ წუთას უბედნიერესი ვიყავი , ოცნება ავიხდინე და სცენაზე დავდექი , როგორც მსახიობი .
სპექტაკლის დასრულების შემდეგ , თორნიკემ ნომინაციები დაგვირიგა , რომლებიც სტიმული იყო ჩვენთვის , რათა მომავალში უკეთესად წარვმსდგარიყავით აუდიტორიის წინაშე . ნომინაცია „საუკეთესო შემსრულებელი“ – 3 ცალი იყო , ასევე იყო „საუკეთესო სტუდენტი“ , „ნორჩი მსახიობი“ , „კრეატიული“ , „ახალი სახე“ , „შეუპოვარი“ ... როდესაც თორნიკე სხვებს ნომინაციებს გადასცემდა , არ ვფიქრობდი რომ მაინცდამაინც „საუკეთესო შემსრულებლის“ ნომინაცია მინდოდა , სიხარულით ვუყურებდი სხვებს და ასევე გიორგიზე ვფიქრობდი , რომელიც ისევ ზემოთ იჯდა და გვიყურებდა ...
- ასევე ნომინაცია „საუკეთესო შემსრულებელი“ ... - პატარა პაუზის შემდეგ , თორნიკე შემომიბრუნდა . - თიკაა ... ელიკაშვილი ( თორნიკე ) - არ მეგონა , რომ ერთ - ერთი ვიქნებოდი , რადგან ჩემზე უკეთესად ასრულებდნენ . სპექტაკლის შემდეგ , ოჯახის წევრები ვნახე .
- როგორ მოგეწონათ ? ( ლიზა )
- ძალიან კარგი იყავი ( იზა ) - დედა გადამეხვია .
- ძალიან მაგარი იყავი ბებო ( „თინა“ - საუკეთესო ბებია , მამის მხრიდან ) - ყველამ შემაქო და დავემშვიდობე მათ , რადგან გორში მიდიოდნენ .
- ყოჩაღ , ლიზა ! ( მანჩო ) - საუკეთესო დაქალები ხმაურით და ოვაციებით მოვიდნენ .
- ამის შემდეგ , შენს სამსახიობო ნიჭში ეჭვი აღარ შეგვეპარება ( სალო )
- მადლობთ გოგოებო , მიხარია რომ მოგეწონათ ( ლიზა ) - დაქალეს ჩავეხუტე . შემდეგ კი ყველა ჯგუფელთან წავედით , რა თქმა უნდა , გიორგი და მთავარი დასის მსახიობიც ჩვენთან ერთად იყო . მთელი გზა მეგობრებთან ერთად დავდიოდი , ვიცინოდით , ვღადაობდით რადგან ყველაფერმა ისე ჩაიარა , როგორც გვინდოდა საუკეთესოდ , თუმცა დროდადრო გიორგისკენ თვალი მეპარებოდა , როგორც მას , რამდენჯერაც შევხედე მიყურებდა , რის გამოც ვნერვიულობდი და გული გამალებით მიცემდა . საღამომ კარგად ჩაიარა , მეტროში ჯგუფელმა ხელი მომკიდა .
- ლიზა , წამოდი გავიქცეთ შენელებული კადრით ( სერგი )
- არა იყოს , არ მინდა წავიქცე , ჰო იცი როგორი მოუხერხებელი ვარ ( ლიზა ) - დავინახე გიორგიმ როგორ ჩაიცინა , რის გამოც მოტივაცია მომემატა .
- კარგი რა ლიზა ( მარია )
- კარგი , კარგი ! წავედით ( ლიზა ) - ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და გავიქეცით , უკნიდან კი სიცილის ხმა მესმოდა , გიორგის სიცილის , გზის მეორე მხრიდანაც კი ვიცნობდი მის ხმასა და სიცილს , სიცილს რომელიც ასე მიყვარს . რამდენიმე ჯგუფელს დავემშვიდობეთ ვაგზლის მოედანზე და ჩვენ გზა გავაგრძელეთ , მთელი გზა მეტროში თვალს ვერ ვაშორებდი , მიუხედავად იმისა , რომ სერგის ველაპარაკებოდი , როდესაც ჩვენი გაჩერება გამოაცხადეს , თორნიკე გადავკოცნე და ვერ ვხვდებოდი გიორგის უნდა დავმშვიდობებოდი , თუ არა , ვიდრე სერგიმ არ გაიწია მისკენ , შემდეგ კი თვითონ გიორგი გამოწია დასამშვიდობებლად , როდესაც გადავკოცნე ვერ აღვწერ რა ვიგრძენი , როდესაც მის სახეს შევეხე ... ღმერთო ! ეს საოცარი იყო და ამოუხსნელი ვიგრძენი , რომ ამ მომენტმა სამუდამო ანაბეჭდი დატოვა ჩემს გულსა და გონებაში ....
გზას მივუყვებოდი , ვფიქრობდი და მეცინებოდა , ისე ვიქცეოდი როგორც , პატარა , სულელი „შეყვარებული“ გოგო , რომელმაც პირველად გაიგო თუ რას ნიშნავდა სიყვარული ... იმ წუთებში უბედნიერესი ვიყავი , ვერავინ და ვერაფერი გამიფუჭებდა ხასიათს, რაც არ უნდა მომხდარიყო , მხოლოდ გიორგი მიტრიალებდა თავში , მისი ღიმილი , გამოხედვა , ხმა , მანერები ...
( ნატალია )
ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა , რეპეტიციები , ჯგუფელებთან სიცილი , გართობა ... თუმცა გიორგიზე ფიქრი არ მშორდებოდა მუდამ თან მდევდა , რაც არ უნდა გამეკეთებინა და როგორც არ უნდა მეცადა , რომ მასზე არ მეფიქრა და სხვა რამეზე , ან სხვა ვინმეზე გადამეტანა ყურადღება არაფერი გამომდიოდა , მენატრებოდა .....
კვირას საღამოს სერგიმ მომწერა და გამოტყდა , რომ ერთ - ერთი ჯგუფელი მარი მოსწონდა , ძალიან საყვარელი გოგო იყო და მეც ძალიან მიყვარდა , არ ვიცი , როგორ მაგრამ ჩემსა და გიორგიზე ჩამოგვივარდა საუბარი .
- ვიცი , რომ ჩვენ დაგვეხმარები , მაგრამ შენ ? დავიჯერო არავინ მოგწონს , ან გიყვარს ?(სერგი)
- კი არის ერთი ბიჭი , რომელიც მომწონს გონების დაკარგვამდე . ( ლიზა )
- მართლა ? ჩვენც ვიცნობთ ? ( სერგი )
- კი , მთელი ჯგუფი იცნობთ ... ( ლიზა )
- არა .... არ მითხრა , რომ ვიზეც მე ვფიქრობ , ის არის ... სერიოზულად ? ( სერგი )
- იმედია შეცდომით არ ფიქრობ ... ( ლიზა ) - სიცილის სმაილებით მივწერე .
- გიორგი ... ხომ გიორგია ? ( სერგი ) - როდესაც ესემესი წავიკითხე , თვალები შუბლზე ამივიდა , საიდან მიხვდა ? როგორ ?
- საიდან მიხვდი , სერგი ( ლიზა )
- სერიოზულად ? მაგას რა მიხვედრა უნდოდა , სპექტაკლის დღეს მივხვდი და , არა მარტო მაგას ... (სერგი ) - ძალიან დამაინტრიგებლად მომწერა .
- მარტო ამას არა ? კიდევ რას მიხვდი ( ლიზა )
- იმას , რომ გიორგისაც მოსწონხარ ... ჯერ სპექტაკლის დაწყებამდე თვალს არ გაშორებდა , მართალია ზემოთ იჯდა , მაგრამ სულ შენ გიყურებდა .. მეც სპეციალურად გაყენედი სცენაზე , ზუსტად მის წინ და თვალებში ვუჩხერდი შენს თავს , შემდეგ სპექტაკლის დროს სულ შენ გიყურებდა როდესაც სცენაზე იდექი , კულისებიდან ყველაფერს ვაკონტროლებდი , კიდევ „თომასთან“(ჯგუფელთან) სულ შენ გიყურებდა , წამით არ გაშორებდა თვალს , როდესაც სხვას უყურებდა მაშინაც კი აპარებდა შენსკენ თვალებს , გიყურებდა როგორ იცინოდი ... ბოლო დონის დებილი ადამიანიც კი მიხვედა , რასაც გრძობს და რასაც გრძობთ ერთმანეთის მიმართ ( სერგი)-როდესაც ამას ვკითხულობდი მივხვდი , რომ მარტო მეარ შემინიშნავს გიორგის მზერა , ჩემსკენ მომართული .
- სერიოზულად ? (ლიზა )
- სრულიად , იმასაც გეტყვი , რომ ბოლოს იმიტომ გავიწიე გიორგისკენ გადასაკოცნელად , რადგან ვიცოდი რომ შენ არ გადაკოცნიდი და არც ის გამოიჩენდა ინიციატივას . ( სერგი ) - სიცილი დავიწყე და ამ წუთებში თითქოს მადლიერი ვიყავი სერგის ...
- ძმა ხარ სერგი , მადლობა ( ლიზა )
- არ გრცხვენია ? რის მადლობა ... ჩემთვის მარტო ჯგუფელი არ ხარ , ჩემთვის დასავით ხარ უკვე , ამიტომ როგორც შენ მეხმარები მარისთან , ისე მე დაგეხმარები გიორგისთან ... აი , ნახავ მალე ერთადაც იქნებით ( სერგი) .
ორშაბათს რეპეტიციის დროს გადავწყვიტეთ , რომ პარასკევს “DIVE” - ში წავსულიყავით , ბარში სადაც თორნიკე და გიორგი ყოველ პარასკევს დადიან , მოვილაპარაკეთ და ყველა მოუთმენლად ველოდით პარასკევს , განსაკუთრებით მე რადგან ვიცოდი , რომ 2 კვირის მერე , როგორც იქნა გიორგის ვნახავდი და თუნდაც უბრალოდ დავინახავდი . ძლივს გავიდა დრო , თითქოს მიიზლაზნებოდა , თითქოს მთელი საუკუნე გავიდა პარასკევამდე .
ოთხშაბათს რეპეტიციის შემდეგ , ჯგუფელთან წავედით „თამუნასთან“ , თორნიკეს გარდა ყველა იქ ვიყავით , ვლაპარაკობდით , ვიცინოდით , როდესაც უცბად მოვიწყინე . Mundostudio - ს პოსტი ვნახე სადაც ეწერა , რომ გამხმოვანებელი ბიჭი ცუდად იყო ამიტომ , რამდენიმე დღე სერიები ვერ დაიდებოდა . შემეშინდა ... ბევრი ვიფიქრე მიმეწერა თუ არა გიორგისთვის და მომეკითხა , თუ არა , ამიტომ აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე ... ვფიქრობდი , როდესაც სერგი გამოვიდა და გამომაფხიზლა .
- ლიზა , რაზე ფიქრობ ? - ყველაფერი მოვუყევი , რის გამო ვიყავი ასე . - მგონია , რომ უნდა მიწერო და მოიკითხო , შენი მხრიდან ეს დადებითი საქციელია თანაც დამშვიდდები ( სერგი )
- არ ვიცი სერგი , მეგობრობაც გავუგზავნე მაგრამ , არც კი დამამატა ... და მივწერო ? (ლიზა) - ბევრი ვილაპარაკეთ და ვბჭობდით მიმეწერა , თუ , არა ... ბოლოს მივწერე და ანერვიულებული ველოდებოდი მის პასუხს , თუმცა .... არ მწერდა .... ცოტა ხანში „ანა“(ახალი ჯგუფელი ) გამოვიდა და მიხვდა ვიზეც ვლაპარაკობდით .
- მე თავიდანვე მივხვდი , რომ გიორგი მოგწონდა , მაგრამ როგორ ? ასე ერთი საღამოთი როგორ მოგეწონა ? ( ანა ) - მასაც მოვუყევი ყველაფერი , როგორ დაიწყო , ბოლოს კი სერგიმ გამაწყვეტინა ...
- და , ჩვენი ლიზა დებილია ! რადგან არ დაამატა თავიდანვე ... როდესაც პირველად მოვიდა , გიორგი ჩენთან , ვერ აღგიწერ ყველა გოგოს რა რეაქცია ჰქონდა , „ემრაშვილი“( ანუ მარიამ ემრაშვილი , ჯგუფელი , რომელსაც მხოლოდ გვარით მივმართავთ ) ახურდა , ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით , ყველაფერს აკეთებდა რომ მისთვის შეეხედა და ყურადღება მიექცია გიორგის , მაგრამ ის მარტო ლიზას უყურებდა , თვლას არ აცილებდა , სპექტაკლის დღესაც სულ ლიზასკენ ჰქონდა მზერა მიმართული ... ( სერგი )
- მართალია , მეც შევნიშნე , სულ უყურებდა . თითქოს ეშინოდა რომ ლიზა ნამდვილი არ იქნებოდა , მის მზერაში იყო რაღაც ამოუხსნელი ... - შემდეგ კი მე მომიბრუნდა .. - შენ , მოგწონს ? ( ანა )
- კი , მომწონს ... როდესაც მასზე ვფიქრობ , თითქოს გული უნდა ამომივარდეს , უბრალოდ ვერ ვივიწყებ , როდესაც თვალებს ვხუჭავ სულ მისი სახე მიდგას წინ ... დებილი ვარ , რომ არ დავიმატე თავიდანვე , ახლა კი სამაგიეროს ვიღებ და ღირსიც ვარ ! ( ლიზა ) - ყველაფრის მიუხედავად საღამომ მაინც მხიარულად ჩაიარა ... სახლში მისვლისთანავე მასთან გაგზავნილი ესემესი წავშალე და ყველაფეერი გავაქრე ...
პარასკევი .... რეპეტიციამ მშვენივრად ჩაიარა, უკვე ვიცვლიდით , როდესავ თორნიკე შემოვიდა .
- 10 - ზე ვიკრიბებით ოპერასთან ( თორნიკე ) - ვეოდებოდი , იქნებ რამე ეთქვა გიორგიზე , თუმცა არაფერი .
- გიორგიც ხო მოდის ? ( მარია ) - თითქოს მიმიხვდა რაზეც ვფიქრობდი .
- კი მოდის , ერთად მოვალთ ( თორნიკე ) - დავიშალეთ ... მე მარიასთან წავედი , რადგან შემდეგ ერთად მივსულიყავით ...
22:00 საათზე ყველა ოპერასთან ვიყავით თორნიკესა და გიორგის გარდა , მათ ველოდებოდით ... სულ გზისკენ ვიყურებოდი , მხოლოდ გიორგის დანახვა მინდოდა ...
- ლიზა , მაღაზიაში გამომყევი , ერთ-ჯერად სალფეტკს ვიყიდი და მოვიდეთ ( ანა ) - გავყევი , ვლაპარაკობდით ... როდესაც მაღაზიაში შევედით მაშინ დამირეკა მარიამ და მითხრა , რომ უკვე მივიდნენ ისინი .
- ანა , სწრაფად ... მივიდნენ , მეკიდე ვკვდები ისე მინდა გიორგის ნახვა ( ლიზა ) - მაღაზიიდან გამოვედით და თითქმის მივრბოდით . როგორც კი , ოპერას მივუახლოვდით , პირველი გიორგი დავინახე და ფეხებმა კანკალი დამიწყეს .
- დამშვიდდი , არაფერი შეიმჩნიო , ყველაფერი კარგად არის ( ანა )
- ხელი არ გამიშვა , რომ არ წავიქცე ( ლიზა ) - მათთან მივედით და თორნიკე გადავკოცნე , მას კი უბრალოდ მივესალმე . ყველა ერთად მივდიოდით , ვიცინოდით ვხუმრობდით , მხოლოდ გიორგი მიდიოდა წინ მარტო . „DIVE“ - ში მივედით და იქაურობა მოგაგონებდათ , ძველებურ ტავერნებს , სადაც ყოველ დღე მიდიოდა ხალხი დასალევად და უბრალოდ გულის გადასაყოლებლად . გიორგი და თორნიკე ეთამაშებოდნენ სხვებს როდესაც ბურთი გადმოვარდა და მისკენ გავიწიე რომ ამეღო , როგორც კი ბურთს ხელი დავადე მაშინვე გიორგიმ მომკიდა ხელი ... ვერ აღვწერ რა ვიგრძენი , ჟრუანტელმა დამიარა , გამცრა მეგონა , რომ გული წამივიდოდა . უცბად გავუშვი ხელი და ანასთან დავდექი .
- ღმერთო ! რა უცბად მოხდა , როგორ მოგკიდა ხელი , ვაიმე თქვენს მაგივრად მე მომეკეცა მუხლები ( ანა ) - აღტაცებით მეუბნებოდა და თან გიორგისკენ იხედებოდა .
- მცხელა ასე მგონია , რომ მოვკვდები ( ლიზა ) - ცოტა ხანში მე და მარიამ შევცვალეთ , თორნიკე და გიორგი , პირველი თამაშისთვის არც - ისე ცუდად გამოგვივიდა .
ღამის 04 : 00 საათზე გამოვედით , მთელი გზა ვმღეროდით და ვიცინოდით , სურათებს ვიღებდით , ვცანცარებდთ .. მთვრალები ვიყავით , მხოლოდ ლუდზე და სიგარეტზე გადავიარეთ ... უბრალოდ დავდიოდით ..
- მშია ( თორნიკე ) - ყველა დავემთანხეთ და სახინკლეში წავედით ... რუსთაველზე ვიყავით , როდესაც დავსხედით გიორგი და ანა ლაპარაკობდნენ მათ საყვარელ სერიალებზე , მე კი უბრალოდ ვუსმენდი მას და გავიგე რომ ორი ერთნაირი სერიალი გვიყვარს : „Kiralik Ask” და “TEEN WOLF” ... ვერც კი ვაცნობიერებდი როგორ ვუყურებდი გიორგის სანამ თორნიკე არ დამეპასახა .
- ლიზა , აშკარად ცუდად ხარ , დაბლა ჩადი .. მარია გაყევი ( თორნიკე ) - მართალია საშინლად ვიყავი , როგორც კი ტვალეტში შევედი მაშინვე ცუდად გავხდი . შემდეგ კი ჰაერზე გავედით გარეთ , რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი .
- აქ იყავი , კურტკას ჩამოგიტან . - ავიდა და 2 წუთში უკან მობრუნდა . -გიორგიმ გიკითხა , როგორ არის , ცუდად ჰოარაა კიდეო ..( მარია )
- მართლა ? საყვარელიიი ( ლიზა ) - დაინახა რო ცრემლები წამომივიდა და ჩამეხუტა .
- არ გაბედო ლიზა ... არ იტირო ( მარია )
- ყველაფერი რაც ახლა მჭირს ჩემი ბრალია .. ჩემი ბრალია , რომ ერთად არ ვართ , სამაგიეროს მიხდის იმისთვის , რომ არ დავამატე ( ლიზა )
- ყველაფერი კარგად იქნება .. აი , ნახავ ( მარია ) - ზემოთ ავედით .
- ლიზა როგორ ხარ ( თორნიკე )
- მგონი კარგად ( ლიზა ) - ლაპარაკი გააგრძელეს სიცილი ... 06 : 00 საათზე გამოვედით და ვიშლებოდით , გიორგი გადავკოცნე და ანასთან ერთად წამოვედი სახლში . სანამ დავიძინებდით ვლაპარაკობდით .
- როდესაც ქვემოთ იყავი ჩასული , ნერვიულობდა , მგზავნიდა ჩადი ნახე როგორ არის , რამე ჰოარ უნდაო , როდესაც ხინკალი მოიტანეს არ ჭამდა სანამ არ ამოხვედი ( ანა )
- Dive - შიც როგორ მიყურებდა , მეგონა დავდნებოდი ( ლიზა )
- მაშინაც კი გიყურებდა , როდესაც სხვას ელაპარაკებოდა ( ანა ) .

დღეები გადიოდა , მე კი მხოლოდ გიორგიზე ვფიქრობდი , მხოლოდ ის მახსენდებოდა , მხოლოდ ის მყავდა გულსა და გონებაში ... ჩემს გარშემო ვეღარავის ვამჩნევდი , არც - ერთ ბიჭს არ ვაქცევდი ყურადღებას , მხოლოდ მისი ნახვის სურვილი მლავდა , მასზე და ამ ყველაფერზე იმდენს ვფიქრობდი , რომ მეგონა მალე გავგიჟდებოდი ... თეატრში ყველაფერი აირია , ბევრმა დაგვტოვა , რის გამოც საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდით , 15 ბავშვიდან მხოლოდ 5 დავრჩით , ეს ყველაფერი ჩვენთვის საშინელება იყო , არავის გვინდოდა ჯგუფის დაშლა და თეატრის მიტოვება , თუმცა ყველაფერი თორნიკეზე იყო დამოკიდებული ... ბევრი ფიქრის , შემდეგ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი თეატრის უკეთ გაცნობის მიზნით უნივერსიტეტებში დაგვეწყო სიარული , რათა ლექცია ჩაგვეტარებინა performance - თან ერთად ... მე , თორნიკემ და მარიამ დავიწყეთ სიარული უნიერსიტეტებში მოსალაპარაკებლად , რის გამოც უფრო დავახლოვდით ერთმანეთთან , ნელ - ნელა ყველასთან შევთანხმდით და performance - ზეც დავიწყეთ მუშაობა , მართლაც რომ საოცარი გადმოდიოდა , თავისი სიტყვებითა თუ მოძრაობებით .
ყველაფრის მიუხედავად განვაგრძობდით Dive - ში სიარულსა და გართობას , თითქოს ტრადიციად გვექცა ყოველ პარასკევს , წასვლა და დალევა .
19 მარტს რეპეტიციის , შემდეგ წავედით , მე , ანა , თორნიკე და გიროგი ... ყველაფრი კარგად იყო ... ერთ - ერთი თამაშის დროს.
- მოდი “FlipCap“ - ი ვითამაშოთ წყვილებში ( ლიზა ) - ანას ვუყურებდი , სანამ კიდევ რამის თქმა მოვასწარი თორნიკემ გამაწყვეტინა ..
- კარგი , მე და ანა ვიქნებით ( თორნიკე ) - ეშმაკურად შემომხედა და გიორგისთან ერთად დამაყენა , ვთამაშობდით ... არსებობს ერთი წესი ამ თამაშში : მოგებულ გუნდს უფელბა აქვს , რომ წაგებულს სურვილი უთხრას და შეასრულებინოს ... მე და გიორგიმ რამდენჯერმე წავაგეთ და სურვილიც შევასრულეთ ვიმღერეთ . რამდენჯერაც მოვიგებდით გიორგი მეხუტებოდა და ხელს მკიდებდა .
- საუკეთესო გუნდი ვართ ( გიორგი )
- რა თქმა უნდა , საუკეთესოები ვართ ( ლიზა ) - შემდეგ კი “Bir – Pong“ - ი უნდა გვეთამაშა ერთი - ერთზე , თონიკე იყო და მე გამოვთქვი სურვილი .. მიუხედავად იმისა , რომ ახალი ნასწავლი მქონდა ეს თამაში , მშვენივრად გამომდიოდა , ვუგებდი . გიორგი მგულშემატკივრობდა .
- გიორგი ვის მხარეს ხარ ? ( თორნიკე ) - მან შემომხედა და გაიცინა .
- გიორგი , სიმართლე თქვი , მაინც მოვიგებ ( ლიზა )
- ლიზა , გაგრიცხავ იცოდე ( თორნიკე ) - გიორგის თვალის ვანიშნე , რომ ეთქვა .
- თორნიკე , მაინც მოგიგეგბს , ამიტომ ლიზას მხარეს ვარ ( გიორგი )
- შენც გარიცხული ხარ ! ( თორნიკე ) - მომიბრუნდა და თამაში გავაგრძელეთ .. რა თქმა უნდა , მოვიგე .
- აჰააა , მოსწავლემ მოგიგო , თორნიკე ( ლიზა )
- უბრალოდ გაგიმართლა , არ ითვლება ( თორნიკე ) - ფარ-ხმალს არ ყრიდა და უკან არ იხევდა , სიცილი დავიწყეთ რაზეც თორნიკე საყვარლად გაიბუტა .
- აღარ გეთამაშები აფერისტი ხრ , გენაცვალე ( თორნიკე ) - როდესაც წამოვედით არავის გვინდოდა სახლში წასვლა , გვშიოდა .
- თორნიკე , წამოდი McDonald - ში წავიდეთ ვჭამოთ ..( გიორგი) - ერთმანეთს გადახედეს , თითქოს რაღაც ანიშნა გიორგიმ და შემდეგ მოგვიბრუნდა .
- თქვენც ხომ წამოხვალთ ? ( თორნიკე ) - ანას შევხედე .
- მე ვერა , ჩემი ძმა ცუდადაა და სახლში უნდა წავიდე ( ანა )
- მაშინ მეც არ წამოვალ ( ლიზა ) - ანა შემომიბრუნდა , ხელი მომკიდა და გაბრაზებულმა მითხრა .
- გოგო , გიჟი ხოარ ხარ ! წადი ( ანა )
- კარგი რაა , მარტო რა ვაკეთო მათთან ერთად , იქნებ რამეზე მოუნდეთ საუბარი და ხელი შევუშალო ( ლიზა )
- ნუ დებილობ ! წახვალ ( ანა ) - ჩვენი ლაპარაკი ესმოდათ , ამ დროს თორნიკე შემომიბრუნდა .
- ლიზა , წამოდი ( თონიკე )
- კარგი , წავიდეთ ( ლიზა ) - ანა გავაცილეთ და გზას გავუდექით , როდესაც შევედით გიორგი ადგილის დასაკავებლად წავიდა , მე და თორნიკე კი დავრჩით და შეკვეთას ველოდებოდით , ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით , მეტწილად თეატრზე . შეკვეთა იგვინებდა , ამიტომ გიორგიმ გამოგვაკითხა .
- რას აკეთებთ ამდენ ხანს ? ( გიორგი )
- ველოდებით ... წადი შენ , ადგილი დაიკავე ( თორნიკე ) - ისევ გაუშვა და მარტონი დავჩით . ბოლოს და ბოლოს შეკვეთა ავიღეთ და დავსხედით .
- თორნიკე , მეარ მიყიდე ნაყინი ? ( გიროგი )
- გინდა ? წავალ და მოვიტან ( თორნიკე ) - მარტოები დავრჩით , პაკეტებიდან ამოვალაგეთ შეკვეთები და ვლაპარაკობდით .
- იმედია კარგად გაერთე დღეს ( გიორგი )
- კი კარგი საღამო იყო და , ჩვენ კი შესანიშნავად ვითამაშეთ ( ლიზა ) - თოკო მოვიდა , ნაყინით ხელში , თუმცა გიორგიმ უკან გააბრუნა სალფეტკებზე . ნაყინს დახედა და თვალები გაუბრწყინდა .
- მმმ , კიდევ კარგი შოკოლადის მიყიდა ,ვგიჟდები შოკოლადზე ( გიორგი ) - ღმერთო, თავის მომაჯადოებელი მიმიკებით აღწერა ეს ყველაფერი , როდესაც რაღაც მოსწონს ან რაღაც უყვარს თვალები უბრწყინდება და ხმა ეცვლება .
- მართლაც , ბოლოში მხოლოდ შოკოლადი , რომ რჩება დ იმას რომ ჭამ , მაგრად ასწორებს ( ლიზა ) - მეც შოკოლადის ნაყინი მქონდა აღებული , და ერთმანეთს ვუყურებდით , სანამ თორნიკე არ მოვიდა ... ორივეს უყვარს ქათმის ფრთები ამიტომ , როდესაც Mac - ში მიდიან , ან KFC -ში სულ მას უკვეთავენ .
- ლიზა , მიდი გასინჯე ( გიორგი ) - თავის წილი მომაწოდა და დავაგემოვნე , მართლაც გემრიელი იყო ...
- ვაუ ( ლიზა ) - ჩემს რეაქციაზე გაეცინა .
- მოგეწონა ? ( გიორგი )
- კი , ძალიან გემრიელია .. დღეიდან აღარაფერს ვიტყვი თქვენზე , სულ ამას რომ ჭამთ ( ლიზა ) - ვილაპარკეთ , ვიცინეთ . შემდეგ კი ტაქსი გამომიძახეს , მათი ტაქსი უფრო მალე მოვიდა მაგრამ ჯერ არ მიდიოდნენ , მძღოლი კი აჩქარებდა .
- დალოდების უფლება გაქვთ ( თორნიკე )
- 2 წუთი , შემიძლია შემდეგ , კი წავალ ( მძღოლი ) - გიორგიმ გაბრაზებული მზერა ესროლა .
- ახლავე , მეგობარს გავუშვებთ და ჩავსხდებით ( გიორგი )
- კარგი , წადით ( ლიზა )
- და აქ მარტო დაგტოვოთ ? ( თორნიკე )
- არავითარ შემთხვევაში ( გიორგი ) - ჩემი ტაქსიც მოვიდა და ისინი გადავკოცნე , სანამ ჩავჯდებოდი , გიორგის შევხედე .
- ლიზა ! ფრთხილად იყავი ( თორნიკე )
- თუ რამეა დარეკე , რუქაზე თვალს გადევნებთ ( გიორგი ) -მობილური მაჩვენა , ვიდრე არ ჩავჯექი და არ წავედი ,მელოდებოდნენ ... მთელი გზა გიორგიზე ვფიქრობდი , ისეთი თბილი იყო , ამ საღამოს რომ მეგონა მუდამ ასე გაგრძელდებოდა , ბედნიერებისგან მეგონა გონებას ვკარგავდი ...
უნივერსიტეტებში ჩვენებებისთვის ვემზადებოდით , საჭირო მასალას ვყიდულობდით .. მე და თორნიკე დავდიოდით და თან ვსაუბრობდით .
- მგონი წინაზე დაივში ცუდ ხასიათზე დადექი , მას შემდეგ რაც გიორგის მეგობრები მოვიდნენ ( ლიზა )
- მართალია , მათი დანახვა დიდად არ გამიხარდა არც , მე და არც გიორგის ( თორნიკე)
- რატომ ? ის გოგო , ჰო გიორგის თანამშრომელია , მასთან ერთად ახმოვანებს სერიალებს ( ლიზა ) - წინაზე დაივში ყოფნის დროს , გიორგის თანამშრომლები და მეგობრები მოვიდნენ . სიმართლე გითხრათ , არც-ერთი არ მომეწონა , იმ გოგოს „მარიამს“ , ცუდი გამოხედვა ჰქონდა , საშუალო სიმაღლის , წერა , დიდი გვერდებით ... მოკლე ტოპი ეცვა და მაღალწელიანი ჯინსის შარვალი ... არ მომეწონა , მასთან ერთად კი რამდენიმე ტიპი იყო , მათგან ერთ-ერთი კი გეი , თორნიკეს „კერავდა“..
- კი ასეა , მაგრამ გიორგის არც - ისე კარგად ექცეოდნენ ... როდესაც გიორგი გავიცანი , 1 წლის წინ , მათთან ძალიან ახლოს იყო , ისინი კი იყენებდნენ , გიორგისთან მიდიოდნენ , მთელ ფულს უხარჯავდნენ , ეტენებოდნენ , მაგრამ როდესაც რამე პონტი ჩნდებოდა მას ტეხავდნენ ... როდესაც ეს ყველაფერი დავინახე , არ მომეწონა და გიორგისაც დავანახე , რომ ეს ნამდვილი მეგობრობა არ იყო , რომ მას არ იმსახურებდნენ ... ჩვენს შორისაც ცდილობდნენ , რომ გაუგებრობა ჩამოეგდოთ , გვაჩხუბებდნენ , მაგრამ საბოლოოდ დაინახა გიორგიმ , როგორებიც იყვნენ სინამდვილეში და ჩამოშორდა ( თორნიკე ) - როდესაც ამ ყველაფერს ვისმენდი დავრწმუნდი , რომ ის , ნამდვილად შესანიშნავი ადამიანი იყო , კეთილი , ალალი , არავისთვის არაფერი არ ენანებოდა , ზუსტად ისეთი ადამიანი იყო , რომელიც გვერდით მჭირდებოდა ...
- საშინელებაა , ეგეთი მეგობრების ყოლას , ჯობს საერთოდ არ გყავდეს და მარტო იყო , გული მაინც არ გეტკინება , მათ ქმედებებზე ( ლიზა )
- კი ეგრეა ... მიხარია , რომ ახლა გიორგი კარგადაა და ხედავს ყველაფერს ( თორნიკე ) - თითქმის მთელი გზა გიორგიზე ვლაპარაკობდით ....
გადიოდა დღეები , პირველი ჩვენება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ უნდა გვქონოდ , თუმცა ჩაიშალა , ამიტომ გაავწყვიტეთ , რომ ქალაქში გვევლო ჩვენი შავი კაბებით და წულებით , თორნიკემ გოგოები მოამზადა მე კი , ვნერვიულობდი ჩემი მშობლების რეაქციაზე , ვიცოდი რომ ეს არ მოეწონებოდათ , თუმცა ეს ჩემი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელი იყო , როდესაც მსახიობი ხარ , ხალხის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო , ისინი მაინც იმას იტყვიან და გააკეთებენ რაც უნდათ , სულ რომ ანგელოზი იყო , შეიძლება ეშმაკად შეგრაცხონ ..
- ლიზა , რატომ ნერვიულობ მითხარი ( თორნიკე )
- ლიზა , ეს მნიშვნელოვანია ! უნდა გააკეთო , ჩვენც ვაკეთებთ , ვალდებული ხარ ( ემრაშვილი ) - საყვედურით მომიახლოვდა და თითქოს , მეჩხუბებოდა როდესაც თორნიკე გააჩერა .
- მარიამ ! წესივრად ილაპარაკე , ის ვალდებული არაა , თუარ უნდა არ დავაძალებთ ... - მას შეხედა და გაბრაზებული მზერა ესროლა . შემდეგ კი მე შემომიბრუნდ . - ლიზა , ვიცი რომ რთულია ამის გაკეთება , მეც შემეპარებოდა ეჭვი და დავფიქრდებოდი შედეგებზე . ამიტომ თუარ გინდა , გაგიგებ . მაგრამ რატომ არ გინდა , რის გეშინია (თორნიკე)
- ოჯახის რეაქციის , ვიცი რომ ეს არ მოეწონებათ , ამიტომ ვიკავებ თავს ( ლიზა ) - ახლოს მოვიდა და ხელი მომკიდა .
- მისმინე , ოჯახი ყოველთვის ყველაფერში ვერ დაგეთანხმება , რაღაც მაინც არ მოეწონებათ . ამიტომ შენ , შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო , გესმის ? რადგან ეს შენი ცხოვრებაა , შენი კარიერაა და არა შენი ოჯახის .. ( თორნიკე ) - საოცრად თბილად მელაპარაკა , თბილად მიყურებდა და ჩემი ხელი ეჭირა . ერთი ამოვისუნთქე და შევხედე .
- კარგი , რაც იქნება იქნება , გავაკეთოთ ეს ( ლიზა )
- აი , ზუსტდ ასეთი ლიზა მომწონს ( თორნიკე ) - ნაჭერი მომახვია და უკან ბულავკებით შემიკრა , როდესაც მისი ხელები მედებოდა რაღაც ამოუხსნელს ვგრძნობდი , თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი , ის უბრალოდ ჩემი მეგობარი და რეჟისორი იყო , სხვა არაფერი , ფიქრებიდან გამოსასვლელად თავი გავაქნიე და გავიღიმე .
- აბა ? წავედით ( სანდრო )
- ჩვენ ამას შევძლებთ ( მარია ) - თორნიკე მომიახლოვდა და ხელი ჩამჭიდა .
- არ ინერვიულო , მე შენს გვერდით ვარ ( თორნიკე ) - გამბედაობა მოვიკრიბეთ და გავედით , საოცარია , მაგრამ ყველანაირი ნერვიულობა გამიქრა როდესაც ჩემი საქმის კეთება დავიწყე . ხალხი გაოცებული გვიყურებდა , ზოგი პირ - ჯვარს იწერდა , ზოგი გვლენძღავდა , ჩვენ კი უბრადლოდ დავდიოდით , მეტროში ყოფნის დროს რამდენიმე უვიცი კაცი ცდილობდა , ჩემთან დალაპარაკებას ან იმას , რომ გამცინებოდა , თუმცა მათი მცდელობა მხოლოდ მცედელობად რჩებოდა . რუსთაველიდან , ღრმა - ღელემდე გავყევით მეტროს , მყარად ვერ ვდგებოდი რადგან ფეხები მიკანკალებდა , უცბად მძღოლმა დაატორმუზა და წავბორძიკდი , თორნიკეს რომ არ დავეჭირე წავიქცეოდი .
- ფრთხილად ( თორნიკე ) - ფლეშმობის შემდეგ , ჩვენს თეატრში წავედით გამოსაცვლელად , განვიხილავდით ხალხის რეაქციებს და ვღადაობდით . მე და სანდრო მარიასთან წავედით დასარჩენად . მალევე გავრცელდა ჩვენი ვიდეოები , უამრავი კომენტარებითა და პოსტებით . ბევრი გვლანძღავდა და ბევრიც ჩვენს მხარეს იყო , ძალიან ცოტა თუ მიხვდა რაშიც იყო საქმე , რას ეხებოდა და ვინებიც ვიყავით . ბევრი იძახდა : „რაღაც სექტაა .ხალხო მეორედ მოსვლა დაიწყო და მეარ ვიცი ?“ .... ჩვენი დამცველები კი წერდნენ : „ხალხო , ეს უბრალოდ თეატრია , მომავალი თაობა , თქვენნაირი უვიცებისთვის , რა თქმა უნდა , ეს გაუგებარი და დასაცინი იქნება , მაგრამ ეს ხელოვნებაა ! ბრავო ბავშვებო , წარმატებები !“ ... გგიკვრდებათ და როდესაც პირველი ვიდეო გავრცელდა , გიორგიმ ნახა და ყველა მოგვნიშნა .
- ასე მალე სად ნახა ეს ვიდეო ( მარია ) - სიცილი დაიწყო . ცოტა ხანში კი დედაჩემისგან მომივიდა ესემესი .
- გოგო , შენ ნორმალური ხარ ? რაებს აკეთებ , რამე ჰოარ გეშლება ? ( იზა ) - ვიცოდი რომ ასეთი რეაქცია ექნებოდა , ამიტომ რაც შეიძლება გვიან გავხსენი ესემესი .
- რას ვაკეთებ , რა ხდება ? ( ლიზა )
- კიდე მეკითხები ? ის ვიდეო რას ნიშნავს , სულ გაგიჟდი ჰო ? ჭკუა არ გაქვს ? ( იზა ) - სიმართლე გითხრათ , არ დავუთმე და ყველაფერი ვუთხარი .
- ეს ჩემი პროფესიაა , ეს ჩემი მომავლოსთვის ხდება . მსახიობობა ასეთია და შესაძლებელია მომავალშიც მომიწიოს ასეთი რამის გაკეთება და გავაკეთებ კიდეც . ( იზა)
- რას ნიშნავს გააკეთებ ?! გგონია , რომ აღარაფერი უნდა მკითხო და რაც გინდა ის ქნა? არაფერი შეგეშალოს და წესივრად მოიქეცი . ყველაფერს თავის საზღვრები აქვს , მეტროშიი ნახევრად სიარული ნორმალური გგონია ? ( იზა )
- შიშვლები არ ვიყავით დედა ! და კიდე გიმეორებ : ეს ჩემი არჩევანი იყო ,სხვამ თუარა შენ მაინც იცი , როგორ მიყავრს ეს საქმე და ახლა , როდესაც შანსი მომეცა უკან არ დავიხევ ! ხალხის აზრი არ მაინტერესებს ! მთავარია შენ იყო ჩემს გვერდით და მხარს მიჭერდე . მართლა , საიდან მიცანი ? როგორ მიხვდი რომ მე ვიყავი ( ლიზა )
- ბებიაშენმა გიცნო ხმით და მაჩვენა ( იზა ) - ოჰააა , ამის წაკითხვისას კი რამის გავგიჟდი , ხმით მიცნო ? რანაირად ? ვიდეოში ყოველთვის მეცვლება ხმა , გაოცებული ვიყავი... ჰო მართლა , ბებიაჩემი ანუ დედაჩემის დედა ( სვეტა ) , რომელიც ყველაფერს ამოწმებს , რას ვაზიარებთ , რას ვპოსტავთ , რას ვუსმენთ , ვისთან ერთად ვდებთ სურათებს და ა.შ .. ხანდახან მეჩვენება , რომ ყველგან არის და მიყურებს , ასე რომ ვთქვათ , ჩემი , ჩემი დისა და ნათესავების კონტროლიორია , ხანდახან მიკვირს როგორ ასწრებს ასე ყველაფრის გადამოწმებასა და დათვალიერებას , ან თუარ იღლება , მაგრამ სამწუხაროდ პასუხს ვერ ვპოულობ ... არასდროს არ ვაქცევდი ყურადღებას მის შენიშვნებს , რადგან არ მაინტერესებდა , მაგრამ როდესაც , თეატრსა და ჩემს საყვარელ საქმეს შეეხო საქმე , ყველაფერი შეიცვალა , არ დავუთმე და მისი აზრიც გავაპროტესტე , თუმცა პირდაპირ ჩემთან ვერ მოდიოდა , დედაჩემს ელაპარაკებოდა ჩემს წინააღმდეგ აწყობდა , თუმცა ბოლომდე ვერ ახერხებდა , რადგან მეც არ ვუთმობდი და ბოლომდე ვიცავდი ჩემს საქმეს !!!
ეს ამბავი დიდი ხნის განმავლობაში იყო აქტუალური და სალაპარაკო თემა ... ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით ამ ყველაფრს , პირიქით , ვიცინოდით და ვღადაობდით .
5 აპრილს , მე და მარია მაკში ვიყავით , მთელი ფული რაც კი გვქონდა საჭმელში შემოგვეხარჯა .
- რა ცუდია , არდადეგების გამო 3 დღე ვერ გნახავ ( მარია )
- ვერც დაივში წავალთ პარასკევს , ვერც გიორგი ვნახავ ( ლიზა )
- აუ , შემდეგ პარასკევამდე რა გაგიძლებს . სულ გიორგი , გეკერება პირზე ( მარია ) -გაბეზრებულმა შემოირტყა სახეში ხელი და გაიცინა .
- ოჰააა , ხმას არ ამოვიღებ ( ლიზა ) – 5 წუთში თორნიკესგან მომივიდა ესემესი .
- დაივში არ წამოხვალთ , შენ და მარია ? ( თორნიკე )
- მთელი ფული მაკში დაგვეხარჯა , ამიტომ ვერ წამოვალთ ( ლიზა )
- არაუშავს , მე და გიორგი გპატიჟებთ ( თორნიკე ) - ჩვენც დავთანხმდით , სახლებში გავედით , გამოვიცვალეთ , გავემზადეთ და ცოტა ხანში უკან წამოვედი რუსთაველზე. გზაში ვფიქრობდი და მეცინებოდა , რამდენიმე საათის წინ ვწუწუნებდი , რადგან მეგონა რომ გიორგის 1 კვირა ვერვნახავდი , თუმცა ახლა პირიქით ხდება , სულ რაღაც ნახევარ საათში უნდა მენახა , რის გამოც გული საშინლად მიბრაგუნებდა , გზაში მანჩომ დამირეკა .
- ლიზა , სად ხარ ( მანჩო )
- დაივში მივდვარ , რა ხდება სიხ ( ლიზა )
- დაივში ? გიორგისთან ერთად ? ჰიიი , ამას ახლა უნდა ვიგებდე ? მე რომ არ დაერეკა , არც მომწერდი ( მანჩო )
- რა თქმა უნდა , გეტყოდი უბრალოდ ჯერ , მეც ვერ გამიაზრებია ასე მალე და ასე უცნაურ დღეს რატომ მივდივართ ( ლიზა )
- რას გულისხმობ ( მანჩო )
- იმას , რომ ჩვენი ტრადიციის მიხედვით მხოლოდ პარასკევს , ან შაბათს მივდივართ დაივში , ახლა კი ხუთშაბათია ... ჩემი თეორიით ვფიქრობ , რომ სპეციალურად აკეთებენ ამას , რადგან იციან , რომ გიორგის , შემდეგ პარასკევამდე ვერ ვნახავ (ლიზა)
- ვააახხხ , ლოგიკური ვარაუდია , ვერ შეგედავები , მაგრამ იქნებ გიორგის კი , არა , თორნიკეს გამო მიდიხართ ? ( მანჩო ) - ჩემი ძვირფასი და უჭკვიანესი დაქალი ფიქრობდა , რომ თორნიკეს მოვწონდი და ყველაფერს იმიტომ აკეთებდა , თუმცა მე ვეწინააღმდეგებოდი , რადგან სისულელე იყო .
- ამაზე ჰო ვილაპარაკეთ მანჩ , სისულელეა ( ლიზა ) - ყველა დაივში შევიკრიბეთ , და სხვებთან ვთამაშობიდთ “flipcap“ - ს , თორნიკე და გიორგი სხვა გუნდში იყვნენ , ჩვენ კი მათი მოწინააღმდეგეები ვიყავით . ყველა ხელი მოვუგეთ , ვისვენებდით როდესაც ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე , თუმცა ასანთს ვერ ვპოულოდი , ამიტომ გიორგის მივუბრუნდი .
- გიორგი , შეგიძლია სანთებელა მათხოვო ? ( ლიზა ) - მან ჯიბისკენ წაიღო ხელი , თუმცა ჩემს წინ მდგომმა ბიჭმა დაასწრო .
- აიღე ( უცნობი ) - გამოვართვი და როდესაც , ვუკიდებდი მისკენ გავაპარე თვალები და მაშინვე გამეცინა , იეჭვიანა ..
- მადლობა . - სანთებელა დავუბრუნე და მარიასკენ შევბრუნდი . - გიორგის რეაქცია დაინახე ? ( ლიზა )
- ღადაობ ? მე კიარა , მგონი ყველამ დაინახა , როგორ დაიბღვირა იცი ? ცოტაც და მოკლავდა იმ ბიჭს , სანთებელა ამოიღო ჯიბიდან და სხვას , რომ გამოართვი ხელი მოუჭირა ... ძალიან საყვარელი იყო ( მარია ) - გიორგის ვუყურებდი და ვიცინოდი ,როდესაც საბოლოოდ მოვიგეთ მათ შევხედე .
- აბაა ? ვინ ამბობდა წააგებთო ? ( ლიზა )
- ლიზა გარიცხული ხარ ! ( გიორგი ) - თორნიკეს ფრაზა გამოიყენა , რაზეც სიცილი დავიწყეთ . მალევე მაგიდა განთავისუფლდა , მე და მარია კი სკამზე დავსხედით დასასვენებლად .
- ცოტა ხანს ჰაერზე ჰოარ გავიდეთ ? ( ლიზა ) - გიორგიმ გაიგო და თორნიკეს ხელი კრა.
- სად მიდიხართ ? ( გიორგი )
- გარეთ გავალთ ( მარია ) - გარეთ დავსხედით დ ვლაპარაკობდით .
- ღმერთო , რა საყვარელია ( ლიზა )
- კი ნამდვილად ასეა , ვერ მალავდა რომ ეჭვიანობდა . - ცოტა ხანში შევედით და ვხედავ , რომ გიორგის ბარში მომუშავე გოგო ეფლირტავება . ზოგადად , ეს გოგო ყველას ეფლირტავება , მაგრამ როდესაც გიორგისთან დავინახე ამენთო , მივხვდი რომ თუ ვინმე არ დამიჭერდა , თავისუფლად შემეძლო იმ გოგოს გაწეწვა , მარიას არ გამოპარვია . - გოგო ! შემომხედე და სახე შეიცვალე ( მარია )
- არ შემიძლია , როდესაც იმ გოგოს ვხედავ მის გვერდით , თავს ვერ ვიკავებ ! იმ გოგოს გავწეწავ ... არა შეხედე , როგორ უცინის , აშკარად გიორგის შებმას ცდილობს და ის დებილიც , არაა წინააღმდეგი , შეხედე , როგორ უღიმის , როგორ უყურებს !!! (ლიზა) - ღმერთო ! როგორ ვწარდებოდი , საშინად ვეჭვიანობდი ეს საშინელი გრძნობა იყო! მარია მიყურებდა და იცინოდა .
- შეხედე შენს თავს , მალე თუარ წავა ის გოგო , მოკლავ . - წარბ-აწეული ვუყურებდი , როდესაც გიორგიმ გამომხედა , მეკი ზემოთ ავიხედე . -აჰაჰაჰაჰაჰჰაჰა !!!! ( მარია )- მარიასთვის დამახასიათებელი სიცილი .
- რა მოხდა , რატომ იცინი ( ლიზა )
- როდესაც მაღლა აიხედე გიორგიმ გაიცინა და იმ გოგოსგან შორს დადგა ... სულელო , მანაც გაეჭვიანა , აბაროტი აგიღო ( მარია ) . ცოტა ხანში დასის მთავარი მსახიობი მოვიდა , ანა , ერთმანეთს მივესალმეთ და მალე ისევ წყვილებში უნდა გვეთამაშა , როდესაც თორნიკემ წამოიყვირა .
- მე და ლიზა ვიქნებით ! - ჩვეულებრივი სახით ვუყურებდი , თუმცა კი გიორგისთან ერთად მინდოდა თამაში . - ლიზა , გაგრიცხავ იცოდე ! ადექი ქალო ! ( თორნიკე ) - გვერდით დავუდექი და დავიწყეთ ... მოვიგეთ და უცბად ხელში ამიყვანა , გამიკვირდა რომ მომერია .
- ააა , თოკო ( ლიზა ) - გიორგისკენ გავიხედე და ღიმილით გვიყურებდა ... მალევე წამოვედით გზაში სურათებს ვიღებდით , ვიცინოდით , თოკოს პადრუჩკი ჰქონდა გაყრილი .
- თორნიკე , მშია ( გიორგი )
- ჩემთან წამოდით , ვჭამოთ თან დარჩით ( მარია ) - დიდ ხნიანი ბჭობის , შემდეგ მასთან წავედით . ტაქსში ვღადაობდით , ვმღეროდით ... მე გიორგის ვეღადავებოდი.
- თორნიკე , ვატყობ ლიზა გაირიცხება ( გიორგი ) - თორნიკემ სიცილი დაიწყო .
- ეჭვი მეპარება , შენ იყავი ფრთხილად ( ლიზა )
- ჩემი გახმოვანებით , რამე სერიალს უყურებ ? ( გიორგი )
- კი ... „სიყვარულს სიტყვები არ ესმის“ , „დაქირავებული სიყვარული“ ( ლიზა )
- ჰოდა აღარ გაგიხმოვანებ ( გიორგი )
- ვეღარ გაახმოვანებ , რადგან დამთავრდა ( ლიზა )
- ჯანდაბა . - ღადაობას არ ვწყვეტტდი . - უკვე ნერვებს მიშლი ლიზა ( გიორგი )
- ჯერ სად ხარ ( ლიზა ) - ვაჟაზე ჩამოვედით , მარია სახლში წავიდა , ჩვენ კი მაღაზიაში შევედით საჭმლის საყიდლად . სიარულისას ძაღლის ყეფა გავიგეთ , თორნიკე ჩამეხუტა , გზა გავაგრძელეთ და უცბად უკნიდან ვიღაც შემეხო ფეხებზე .
- ვაააფფფფ ! ( გიორგი )
- ააა ! - დავიყვირე და ავხტი , როდესაც უკან გავიხედე გიორგი იყო და იცინოდა . - მოგკლავ გიორგი ( ლიზა ) - გაუცნობიერებლად ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ , მაგრამ მალევე გავუშვით . ლაპარაკში გართულ გიორგის ფეხი წამოვუდე და თორნიკემ გაიცინა .
- ლიზა ( გიორგი )
- თოკო იყო ( ლიზა ) - ცოტა ხანი არ გასულა , რომ იგივე გამიკეთა , როდესაც შევხედე იგივე გამიმეორა , ამაზე კი სიცილი დავიწყეთ ... მარიასთან ავედით , სანამ სოსისი მოიხარშებოდა , კარტის თამაში დავიწყეთ , დამპალი ბიჭი დამცინოდა , რადგან კარგად ვერ ვთამშობდი . მალე ჭამას შევუდექით , ვსაუბდობდით და უცად მარიას წამოცდა , რომ სანდრო გადიოდა , რაზეც თვალები დავუჭყიტე , თუმცა უკვე გვიანი იყო . თორნიკეს ხასიათი შეეცვალა და უცბად გიორგიმ თქვა .
- დაიკიდე თორნიკე ! ( გიორგი )
- სათქმელად ადვილია , მაგრამ გასაკეთებლად რთულია ( ლიზა )
- ვიცი , მაგრამ ასეა საჭირო . მე ასე ვარ , როდესაც ადამიანს ერთხელ არ უნდა , მეორედ აღარ ვეხვეწები ! ( გიორგი ) - ისე ჟღერდა , თითქოს ჩემზე ამბობდა , როდესაც არ დავამატე ახლა კი მომეწონა და ყველაფერი პირიქით წავიდა . გვერდით გავიხედე , თვალებში ვერ შევხედე , რადგან ვიცოდი თუ ამას გავაკეთებდი თავს ცუდად ვიგრძნობდი . დილის 06 : 00 საათზე წავიდნენ , ერთმანეთი გადავკოცნეთ ... არ მინდოდა რომ წასულიყო , მოვიწყინე ... დივანზე დავჯექი და დავინახე , რომ მაგიდაზე გიორგის სანთებელა იყო ( ყვითელი ) , მაშინვე ავიღე და ხელი მოვუჭირე , მისი სუნი ასდიოდა , თითქოს გიორგის მაგივრად , მისი სანთებელა უნდა ყოფილიყო ჩემთან ... დავწექით და სურათებს ვათვალიერებდი , როდესაც ერთ - ერთ სურათზე გადავედი დავინახე , რომ გიორგი მეხუტებოდა და თავი ჰქონდა დადებული ჩემს თავზე , ხელი კი მხრებზე . მარიას ვაჩვენე და მაშინვე მითხრა .
- დღეს ისეთი საყვარლები იყავით ორივე , რომ თქვენზე ბედნიერი მგონი მე ვარ ... ვერ აღვწერ დღეს ისე გექცეოდა გიორგი , უსაყვარლესი იყო , ნახე აქაც , როგორ აქვს თავი დადებული და , როგორ გეხუტება , თითქოს საყვარელ ადამიანს ძლიერად ეხუტება და მისი გაშვების ეშინია , შეხედე მის თვალებს , როგორ აქვს გაფართოებული და , როგორ უბრწყინავს ( მარია )
- უბედნიერესი ვარ , ჩემი სიყვარულია . ღმერთო , როგორ მიყვარს ! ( ლიზა )
- ნამდვილად ერთმანეთისთვის ხართ დაბადებულები ! ( მარია ) - ლაპარაკში ჩაგვეძინა. ამ საღამოს შემდეგ , უფრო გამიმძაფრდა მასზე ფიქრები , გრძნობები , უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი , რომ მიყვარდა , ყველაზე და ყველაფერზე მეტად !
3 დღიანი არდადეგები გორში გავატარე ოჯახთან ერთად . ყველაფერი ისეთი მოსაწყენი იყო , ერთი სული მქონდა თბილისში დავბრუნებულიყავი , იმდენად შევეჩვიე უკვე მარტო ყოფნასა და თავისუფლებას , რომ როდესაც გორში ჩამოვდივარ თითქოს სული მეხუთება ... ერთი - ერთი მიზეზი ის არის , რომ სიგარეტს თავისუფლად ვერ ვეწევი და მიწევს ღამის 04 : 00 საათამდე დალოდება , ვიდრე ოჯახი არ დაიძინებს , ამის შემდეგ კი ფანრჯარაში ვეწევი სწრაფად , რადგან რომელიმე ჭორიკანა მეზობელმა არ დამინახოს და შემდეგ , მამაჩემს ან დედაჩემს არ უთხრან . 3 დღის შემდეგ მართალია დავბრუნდი თბილისში , თუმცაღა მომიწია , რომ რამდენიმე დღეში უკან წავსულიყავი გორში , ოჯახური საღამოების გამო , რა თქმა უნდა , ეს დიდად არ მხიბლავდა და არც მინდოდა , თუმდა სხვა გზა არ იყო ... როდესაც უკან დავბრუნდი გორში , ბებიაჩემმა გამომიჭირა , არ ვიცი რატომ , მაგრამ მასთან ყოველთვის შემეძლო , იმ ბიჭებზე ლაპარაკი , ვინც მწერდა ან ვისაც ვწერდი ... ახლაც გიორგიზე მოვუყევი , ყველაფერი ვუთხარი და სურათიც ვაჩვენე .
- ლიზა , ეს ხო ის ბიჭის , ზემოთ რომ იჯდა ? ( ირმა - მამიდაჩემი ) - გაოცებულმა შევხედე .
- კი , ის ბიჭია . შენ სადიან დაინახე ( ლიზა )
- შევამჩნიე , შემდეგ კი კომპიუტერი რომ მოგცა . - მცირე ხნიანი პაუზის , შემდეგ დააყოლა . - კარგი ბიჭია ( ირმა ) . მეორე საღამოს თორნიკემ დამირეკა .
- ქალო , ხვალ დაივში გავიდეთ ( თორნიკე )
- გორში ვარ ( ლიზა )
- უიმეე , ჩამოდი ხვალ ( თორნიკე )
- ვეცდები , იმედია ჩემები არ მომკლავენ ( ლიზა )
- ჰო ჰო ,ეცადე . თან ხვალ შენთან უნდა დამიტოვო ( თორნიკე ) - სიცილი დავიწყე მეგონა ხუმრობდა .
- რატომ , გიორგიმ სახლიდან გამოგაგდო ? ( ლიზა )
- დაახლოებით ... კარგი ხვალამდე ( თორნიკე ) - გავუთიშე და ვფიქრობდი რა ტყუილი მეთქვა სახლში ... უცბად გამახსენდა , რომ ხვალ 15 აპრილია ( სიყვარულის დღე ) ჰოდა მეც გადავწყვიტე , რომ ამაზე მეთქვა რამე , პრინციპში ტყუილიც არ გამოდიოდა . დილით გაღვიძებისთანავე დედაჩემი დავისვი წინ .
- აბა , ახლა რაღა ხდება ლიზა ? ( იზა )
- ჰმმ ... დე , რაღაც უნდა გითხრა . - ერთი ამოვისუნთქე და მივაყარე . - მოკლედ , ერთმა ბიჭმა პაემანზე დამპატიჟა დღეს და უნდა წავიდე . ძალიან გთხოვ , რამე ტყუილი მომაფიქრებინე ( ლიზა )
- ვინ ბიჭმა ? ვინ არის ( იზა )
- ის ... - დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა , ამიტომ ცოტა ხანს ჩუმად ვიყავი . - ის , თორნიკეს ძმაკაცია ( ლიზა )
- თეატრის რეჟისორის ? ( იზა )
- კი , დედა . დამეხმარე , რომ ამათ თავი დავახწიო და თბილისში დავბრუნდე , გთხოვ ... მართლა ძალიან მომწონს ეს ბიჭი ( ლიზა ) - გაოცებულმა შემომხედა , რადგან აქამდე არავიზე მითქვია ასეთი სიტყვები და ისიც დამთანხმდა . მოვიმიზეზე , რომ ხვალლ ანუ ორშაბათს , დილით რეპეტიცია მქონდა და დღესვე უნდა წავსულიყავი . რა თქმა უნდა , მამაჩემმა დაიჯერა და წამოვედი . საღამოს თორნიკეს ესემესი მომივიდა .
- ქალო , ჩამოაღწიე ? ( თორნიკე )
- კი , ჩამოვედი , მაგრამ ჩამოყალიბდით მივდივართ , თუ არა ( ლიზა )
- მივდივართ კი . ანუ დღეს შენთან ვრჩები ? ( თორნიკე )
- არა , ჩემი დაქალიც აქაა ( ლიზა ) - მოვიტყუე , სალო არ იყო ჩამოსული ... ალბათ , გაინტერესებთ ეს რატომ გავაკეთე , რადგან უხერხულად ვიყავი , სალომესთან რადგან ეს მისი ბინაა , და ჩემგამ არ იყო ლამაზი იმის თხოვება , რომ თორნიკე დარჩებოდა .
- მაშინ ვერ წავალთ , რადგან მე მთვრალი ვერ მივალ სახლში და გიორგის კიდე დედა ჩამოუვიდა ( თორნიკე ) - გიორგი და თორნიკე ერთად ცხოვრობენ . მარიასაც მივწერეთ , რომ თოკოსთვის დასარჩენი გვეპოვა , თუმცა ამაოდ . ვფიქრობბდი , მიმეწერა თუარა სალომესთვის და მეთხოვა , ბოლოს კი მივწერე . ჩემი თავით გაკვირვებული ვიყავი , არ მეგონა , რომ ამას ოდესმე გავაკეთებდი ... ცოტა წავიკამათეთ , თუმცა მაინც დავითანხმე . დღეს მარტოები ვრჩებოდით .
- ვინ არის , ჭკვიანი გოგო ? ( ლიზა )
- რატო , რა ხდება ( თორნიკე )
- ჩემთან რჩები , ჩემი დაქალი წავა ( ლიზა )
- ააჰჰ , კააი მაშინ მივწერ გიორგის ( თორნიკე ) - ყველაფერი მოგვარდა და გამზადება დავიწყე . პირველები მე და თორნიკე მივედით , დავსხედით და ვლაპარაკობდით , ცოტა ხანში კი გიორგიც შემოგვიერთდა , როდესაც შემოვიდა გულმა გამალებით დაიწყო ცემა , გადამკოცნა , მომესალმა და სხვებთან დაიწყეთ თამაში .. მეტ - წილად ისინი თამაშობდნენ , ვიდრე დანარჩენებიც არ შემოგვიერთდნენ , რათა მეორე თამაში გვეთამაშა , FlipCap - ი . ჩვენ რა თქმა უნდა , ერთ გუნდში ვიყავით , სულ ჩვენ ვიგებდით და დანარჩენებს სურვილებს ვასრულებინებდით . შემდეგ კი როდესაც , ფული გაგვითავდა გადავწყვიტეთ , რომ სხვა რამ გვეთამაშა , მაგალითად ამის პატრონმა რა ქნას . ახალგაცნობილი მომიბრუნდა .
- სიმართლე , თუ მოქმედება ( მოთამაშე )
- სიმართლე ( ლიზა )
- რამდენჯერ გიკოცნია ბიჭისთვის ( მოთამაშე ) - ოოოო , ამაზე კი არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა , რადგან პასუხი იყო : არც - ერთხელ . ვიცოდი ეს ყველა იქ მყოფისთვის შოკი იქნებოდა , განსაკუთრებით გიორგისთვის და თორნიკესთვის , საოცრად დაინტერესებული თვალებით მიყურებდნენ , მე კი ვიცინოდი , მათი სახეების გამო .
- არც - ერთხელ ( ლიზა ) - სიცილით ვუთხარი და მათ შევხედე . ყველამ ერთიანად გაიკვირვა , თორნიკემ კი ხელი გადამხვია .
- აბა , ლიზა , აქედან კაცებში მივდივართ ( თორნიკე )
- შეუძლებელია , შენ და არავისთვის გიკოცნია ? სერიოზულად ? ( გიორგი )
- სრულიად სერიოზულად ვამბობ ( ლიზა )
- რატომ ? ( მოთამაშე 2 )
- არ ვიცი , ალბათ იმიტომ , რომ ეს არ მინდოდა ( ლიზა ) - გიორგი ნაზად მიცინოდა და თამაში გაგრძელდა .. დაივის , შემდეგ „ასტრალ“ - ში წავედით ყველა , იქ კი „ამის პატრონმა რა ქნას ?“ ვითამაშეთ , როდესაც ბეჭედი ჩემსკენ მოვიდა , ბოლო ხელის დროს , უხერხული კითხვა დამისვეს : (ვისთან მექნებოდა სექსი ?). აი ამ დროს , კი მართლა დავიბენი , რა უნდა მექნა ? ცხადი იყო , რომ ბეჭედი ან გიორგისთვის უნდა მიმეცა , ან თორნიკესთვის ... ჩემს ერთ ნაწილს უნდოდა გიორგისთვის მიმეცა , მეორეს კი თორნიკესთვის , ვერ ვხდებოდი , ბოლოს კი მათ შუაში დავდე და , თორნიკემ ხელი მოკიდა , ეგონა რომ მას ვაძლევდი .
- რატომ გგონია , რომ შენ გაძლევ ? ( ლიზა )
- არ ვიცი , უბრალოდ ასე მგონია ( თორნიკე ) - ძალა მოვიკრიბე და გიორგის მივეცი ბეჭედი , შემდეგ კი ვინანე , რომ ასე მოვიქეცი .. წამოსვლის დრო დადგა და სიარულის დროს გაიხსნა კითხვები .
- შენ , რა გკითხეს ლიზა ( გიორგი )
- მგონი , არ ღირს თქმა , უბრალოდ დავივიწყოთ ( ლიზა ) - მაგრამ ვიღაც მეტიჩარამ უთხრა და გაიგეს , მე კი გვერდით გავიხედე , რადგან არც - ისე კომფორტული იყო ამ დროს , გიორგისთვის ყურება .
- ვაი , შე საცოდაო ( თორნიკე ) - აი , თოკოს რეაქცია კი , ნამდვილად გამიკვირდა , რა დაემართა ? ...... სახლში მოვედით , ყავა გავაკეთე და აივანზე გავედით , ვლაპარაკობდით , სიგარეტს ვეწეოდით და ცას ვუყურებდით , ყველაფერი ძალიან მშვიდი იყო , ეს საოცარი იყო , მასთან ერთად თავისუფლად ლაპარაკი , სიცილი ...
- არ ვიცი , რატომ მაგრამ ,ჯგუფში ყველაზე ახლოს შენთან ვარ , ყველასთან კარგად ვარ , მეგობრულად რა სისულელეა , მაგრამ შენ სხვანაირი ხარ ... როდესაც შენიშვნას გაძლევ არ მეპასუხები , არ იჯღანები ,ნუუ ... თავიდან კი შემეპასუხე რამდენჯერმე, მაგრამ ახლა აღარ ( თორნიკე ) - საოცრად თბილად ლაპარაკობდა , მისი თითოეული სიტყვა მსიამოვნებდა .
- ჰო , სანამ გაგიცანი გეპასებოდი , რადგან არ მიყვარს , როდესაც ვინმე ბრძანებებს იძლევა , ან ხმას უწევს ( ლიზა )
- მესმის , მეც ასეთი ვარ ... - კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ , არ ვიღლებოდით . არ ვიცი , როგორ მაგრამ შეყვარებულზე ჩემოვარდა ლაპარაკი . - ჩემი შეყვარებული , ჩემზე ძალიან იყო დამოკიდებული , ძალიან ვუყვარდი , მაგრამ სიმართლე გითხრა მე ისე რაა ( თორნიკე )
- რატომ დაშორდით ( ლიზა )
- ბოლოს რაღაც თემაში ვერ ვთანხმდებოდით , სულ ვჩხუბობდით და ბოლოს , მე დავშორდი . - შემდეგ საათზე მიმანიშნა . - ეს საათიც მხოლოდ იმიტომ მიკეთია , რომ საათია და მომწონს სხვა არაფრის გამო ( თორნიკე ) - არ ვიცოდი , რატომ მიხსნიდ ამ ყველაფერს , ეს ხომ მისი პირადი იყო ,მისი პირადი ცხოვრება ...
- 2 წელი , რომ ადამიანთან ვიყო , ან ძაან უნდა მიყვარდეს , ან შეჩვეული უნდა ვიყო ( ლიზა )
- ჰო ასეა , აი მე კი შეჩვეული ვიყავი . სიყვარულის გარდა ყველაფერი იყო , მეგონა რომ მიყვარდა . – 1 საათი ვისხედით და ვლაპარაკობდით , დრო შეუმჩნევლად გაგვეპარა , როდესაც საათს დავხედე უკვე 04 :30 იყო , მას დივანზე გავუშალე და დავწექით . - ლიზა , იმედია ღამე არ დადიხარ , ან არ ლაპარაკობ ( თორნიკე )
- არა , არც - ერთი , შენ ? ( ლიზა )
- მადლობა ღმერთს , ანუ მშვიდად დავიძინო ( თორნიკე ) - სიცილი დავიწყეთ და დავწექით . მალევე ჩამეძინა , თუმცა რაღაც ძაან უცნაური მოხდა , არ ვიცი ეს უბრალოდ სიზმარი იყო , თუ მართლა მოხდა . ძილში თვალი გავახილე და დავინახე , რომ საწოლთან თორნიკე იდგა და მიყურებდა , შემდეგ კი საწოლთან ჩაიკუზა , სახეზე ხელის შეხება ვიგრძენი და გაუცნობიერებლად დავიძახე : „თორნიკე“... შემდეგ კი აღარ მახსოვს რა მოხდა , რადგან თვალები დავხუჭე ...
დილით , სალომე ჩამოვიდა და კარი გავუღე , სანამ უნივერსიტეტში წავიდოდა ვილაპარაკეთ ... როდესაც ისევ მარტოები დავრჩით , საწოლზე დავჯექი და მას ვუყურებდი , ისე ეძინა , როგორც პატარა ბავშვს , ტკბილად და საყვარლად , ვუყურებდი და მეცინებოდა ...
- რით ვერ გაიღვიძა , შენმა რეჟისორმა ? ( გიორგი ) - თვალებს ვერ დავუჯერე , როდესაც მისი ესემესი ვნახე , გამიკვირდა რომ მომწერა , პირველი რაც გავიფიქრე იყო : „რა ეტაკა ნეტა ?“ ...
- არ ვიცი , პატარა ბავშვივით სძინავს და ვერც ვაღვიძებ ( ლიზა ) - მძინარე თოკოს სურათი გადავუღე და გავუგზავნე .
- გააღვიძე , ადგეს ( გიორგი )
- შენ , რატომ არ წამოხვედი ახლა ჰო ეღვიძებოდა ( ლიზა )
- მე ვმუშაობ ( გიორგი ) - სურათები გამომიგზავნა .
- ააა , ანუ ჩვენ უსაქმურები ვართ ? ოკ ( ლიზა ) - ვცდილობდი მიმოწერა გამეგრძელებინა .
- ჰო მართლა , გუშინდელზე უხერხულად არ იყო , ბეჭდის გამო ( გიორგი ) - როდესაც ეს მომწერა , გულმა ბრაგუნი დამიწყო , ვაიმე ახსოვდა იმის მიუხედავად რომ მთვრალი იყო .
- აჰაჰაჰ , უხერხულად არც ვიყავი , მაგრამ მადლობ რომ მაინც მომწერე ( ლიზა ) - აქ დამთავრდა ჩვენი მიმოწერა , დროებით ... ცოტა ხანში თორნიკემაც გაიღვიძა და მაშინვე გამომხედა .
- დილა მშვიდობის ( თოკო ) - ახალ - გაღვიძებული ძალიან საყვარელი იყო , თმა აწეწილი და თვალებ დასიებული .
- გაიღვიძე ? ( ლიზა )
- ვაიმე , რა კარგად მეძინა , ასე ტკბილად და მშვიდად რამდენი ხანია არ მძინებია ( თოკო )
- მიხარია თუ კარგად გეძინა ... ყავას დალევ ? ( ლიზა )
- აუუ კიიი , ჰო იცი , როგორ მიყვარს შენი გაკეთებული ყავა ( თოკო ) - ეშმაკურად გავუცინე და ყავის გასაკეთებლად გავედი , როდესაც უკან შემოვბრუნდი , დივანზე იწვა და ზემოთ იყურებოდა .
- ინტერნეტში შედი , თორე უკვე გეძებენ ( ლიზა )
- ჩატში დაწერეს რამე ? ( თოკო )
- არა , გიორგი გეძებს , მომწერა ( ლიზა ) - როდესაც ეს ვუთხარი სახე შეეცვალა , მაგრამ არაფერი შეიმჩნია .
- არაუშავს ... არ მინდა ინტერნეტის გარეშეც კარგად ვარ . - ყავას ვსვავდით და ვლაპარაკობდით . ჭიქა საწოლის თავზე მედო და ცოტა დამექცა , კედელს გადაესხა , როდესაც მან დაინახა სიცილი დაიწყო . - აჰჰაჰაჰაჰ , ვაიმე ლიზა , რა ხიფათიანი ხარ (თოკო)
- ნუ დამცინიხარ ( ლიზა ) - ტუჩები შევჭმუხნე . აივანზე დავსხედით , თან ყავას ვსვავდით , სიგარეტს ვეწეოდით და ვლაპარაკობდით . პლედ - შემოხვეული იჯდა , თმა აწეწილი ყავით ხელში , როდესაც სურათი გადავუღე და გიროგი გავუგზავნე .
- გაცოცხლდა ? ( გიორგი )
- კი , თუ ამას გაცოცხლება ჰქვია ( ლიზა )
- გადაეცი შემოვიდეს messenger - ში ( გიორგი ) – 16 : 00 - ზე თოკო წავიდა და მეც ნელ - ნელა დავიწყე გამზადება , რომ თეატრში წავსულიყავი .
- გოგო , ცოტა ადრე მოდი , რომ მომიყვე გუშინ რა მოხდა , თორემ არ გაპატიებ იცოდე ( ანა )
- კი კი , 1 საათში გამოვალ და ჩვენს ადგილას შევხვდეთ ( ლიზა ) - გავემზადე და წავედი . მარჯანიშვილის მეტროსთან შევხვდით ერთმანეთს და მოყოლა დავიწყე , როდესაც ბეჭდის ამბავი მოვუყევი , პირი ღია დარჩა , ამოსუნთქვის გარეშე ველაპარაკებოდი .
- უფფფ , ასე იყო ყველაფერი ( ლიზა ) - ლაპარაკში სარეპეტიციოსთანაც მივედით და სკამზე დავსხედით .
- სერიოზულად ? ვაიმეე რაები მომხდარა ( ანა ) - ვლაპარაკობდით , როდესაც თორნიკეც მოვიდა , გადაგვკოცნა და გვერდით დამიჯდა .
- უფფ , რა კარგად მეძინა წუხელ ( თოკო )
- მორჩა , ლიზა ახლა ჩათვალე რომ სულ შენთან დარჩება ხოლმე ( ანა )
- დივანზე ადგილი აქვს უკვე ( ლიზა ) - სიცილი დავიწყეთ .
- ჰო , მთავარია დივანზე ადგილი მაქვს .. აი , მართლა რამდენი ხანია , ასე ტკბილად არავისთან არ მძინებია , მგონი სახლშიც არ მძინავს ხოლმე ასე ( თოკო )
- გვიან დაიძინეთ წუხელ ? ( ანა )
- უფ , რომ დავწექით ამას ეგრევე ჩაეძინა და მე 6 საათზე ჩამეძინა ... ( თოკო ) - როდესაც , ეს თქვა წუხანდელი გამახსენდა , ანუ რეალობა იყო ? ანუ მართლა მიყურებდა მძინარეს ? ვაიმეეე ესეიგი სიზმარი არ ყოფილა ? ღმერთო , ჩემო ....
- ლიზას ხვრინვამ ჰოარ შეგაწუხა ? ( ანა ) - ანამ გამომიყვანა ფიქრებიდან .
- ვაიმე კი , როგორ ხვრინავს იცი ? ( თოკო ) - გამაჯავრა და თან დამეჯღანა .
- რააა , მეარ ვხვრინავ რა სისულელეა ( ლიზა )
- კი კი , ხვრინავ აი ასე ( თოკო ) - კიდევ ერთხელ გაიმეორა .
- ვატყობ , დივანზე ადგილს დაკარგავ ( ლიზა )
- ოოო , თორნიკე გაჩერდი თორემ მართლა დაკარგავ ( ანა ) - მალევე რეპეტიცია დაიწყო . თორნიკემ ორ გუნდად დაგვყო და „გადაქაჩობანა“ , გვათამაშა , ჩემს წინ ემრაშვილი იდგა , როდესაც მეორე გუნდი ჩვენსკენ გადმოვწიეთ უკან წასვლის დროს ფეხი გადამიბრუნდა და გავხოხდი მკლავით , თითქოს ეს არ მეყო , ემრაშვილიც ზედ დამეცა .
- წადით დაისვენეთ ( თოკო ) - ყველა დაიშალა , თუმცა მე ვერ ვდგებოდი , რადგან ხელი და ფეხი მქონდა ნატკენი , მოკუნტული ვიწექი და ველოდებოდი როდის გამივლიდა .
- ლიზა წამოდი ( ანა ) - თოკო მოვიდა და ხელი მომკიდა .
- ლიზა , მოდი მომეცი ხელი ( თოკო ) . - ხელი ჩავკიდე , თუმცა ვერ ვდგებოდი , როდესაც დაიწია და ხელი მომხვია და ისე მაყენებდა .
- ვერ მომერევი , თოკო ( ლიზა )
- მოდი დამეყრდენი . - ამაყენა და მთელი ძალით ჩამიხუტა , უცნაური გრძნობა იყო , არ ვიცი რა ვიგრძენი , თუმცა ის ცხადი იყო , რომ მთელი ძალით მეხუტებოდა . - ჩემი საწყალი გოგო , ყველა ამას ერჩის ( თოკო ) - თითქოს , დრო გაჩერდა ...
- ლიზააა , წამოდი მოვწიოთ ( ანა )
- უიმეე , წადი თორემ არ მოგასვენებს ( თოკო ) - ხელი გამიშვა და ანასთან ერთად ქვევით ჩავედი , ვეწეოდი და ვფიქრობდი , არ ვიცი რატომ , მაგრამ გუშინდელი თავიდან არ ამომდიოდა .
- მეჩვენება , თუ თორნიკე შეიცვალა შენს მიმართ ? უფრო კარგად გექცევა და ყურადღებით , რა მოხდა ? ( ანა ) - არ ვიცოდი რა მეპასუხა , რადგან ფაქტიურად მეც არ ვიცოდი პასუხი ამ კითხვაზე .
- გეჩვენება , ჩემთანაც ისეა , როგორც თქვენთან , თან რა უნდა მომხდარიყო კარი რაა ( ლიზა ) - რეპეტიცია დამთავრდა და წამოვედით . მთელი ღამე ვფიქრობდი , რა ხდებოდა ? რატომ შეიცვალა თორნიკე ასე ? არა აქამდეც , ახლოს ვიყავით რა სისულელეა , უბრალოდ თითქოს მართლა შეიცვალა და მიზეზს ვერ ვხვდებოდი .



№1  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

ძალიან ჩახლართულია და იმედია გული არცერთს ეტკინება დდდდ მომწონსს

 


№2  offline წევრი Tiiikii

♛QâmêLêøñi♛
ძალიან ჩახლართულია და იმედია გული არცერთს ეტკინება დდდდ მომწონსს

მიხარია , რომ მოგეწონა ❤️ . ხვალ შემდეგ თავს დავდებ

 


№3 სტუმარი 0lia

ვერ წავიკითხე,...სახელებს ფრჩხილებში ჩასმულს ,რატომ ურთავ.
ამერია ყველაფერი.
დაწერე როგორც სხვა წერს ისე.

 


№4  offline წევრი Tiiikii

0lia
ვერ წავიკითხე,...სახელებს ფრჩხილებში ჩასმულს ,რატომ ურთავ.
ამერია ყველაფერი.
დაწერე როგორც სხვა წერს ისე.

საყვარელო , ეს ჩემი წერის სტილია <3 იმედია მოახერხებ წაკითხვას

 


№5  offline წევრი nino ninidze

Tiiikii
0lia
ვერ წავიკითხე,...სახელებს ფრჩხილებში ჩასმულს ,რატომ ურთავ.
ამერია ყველაფერი.
დაწერე როგორც სხვა წერს ისე.

საყვარელო , ეს ჩემი წერის სტილია <3 იმედია მოახერხებ წაკითხვას

მაგარია წარმატებები ვინც დაწერა

 


№6  offline წევრი Tiiikii

nino ninidze
Tiiikii
0lia
ვერ წავიკითხე,...სახელებს ფრჩხილებში ჩასმულს ,რატომ ურთავ.
ამერია ყველაფერი.
დაწერე როგორც სხვა წერს ისე.

საყვარელო , ეს ჩემი წერის სტილია <3 იმედია მოახერხებ წაკითხვას

მაგარია წარმატებები ვინც დაწერა

მადლობთ <3 რეალური ამბავია აღწერილი , ალბათ ამიტომაცაა ასეთი კარგი

 


№7 სტუმარი სტუმარი salooo

ძალიან, ძალიან მომწოოონს. სიმართლე რომ ვთქვა,მთლიანი ტექსტი ისე წავიკითხე ღიმილი არ მომშორებია სახიდან. წარმატებებიი :))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent