შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თანაზიარი (თავი 1)


21-10-2018, 23:00
ნანახია 3 176

თქვენ იცინეთ და, ყვითელი პრესის ერთ-ერთ ჟურნალში ერთხელ ისეთი რაღაც წავიკითხე, რომ ახლაც კი მეფიქრება: ერთმა გოგონამ ერთი ბიჭი შეიყვარა და გათხოვებასაც კი აპირებდა მასზეო... ერთ მშვენიერ დღეს ის წავიდა თავისი დაქალის შვილის ნათლობაზეო, ეს თავისი სატრფო ბიჭი კი არ გაჰყვა, უჩემოდ უფრო თავისუფლად იქნებიო... ეხვეწა, თურმე, ეს გოგო, მაგრამ ვერ დაითანხმა. რა გაეწყობოდა, წასულა მარტო... ოო, იქ თურმე, ერთი თვალებციმციმა ბიჭი ასდევნებია (ეს თვალებციმციმობა ხომ გვკლავს, რა, გოგოებს), და აღარ დაუნებებია თავი მთელი საღამო. მერე მეც აღარ მახსოვს, ზუსტად რა ეწერა ჟურნალის იმ ნაგლეჯში, მაგრამ ერთი კია, რომ ეს გოგონა ამ თვალებჟუჟუნასთან ერთად გაპარულა იმდღესვე და ცოლად მას გაჰყოლია. მერე კი მოთქვამდა, ნეტავ, მას კი არა, იმას გავყოლოდი, რომელთანაც მთელი გრძნობა მაკავშირებდაო. გაშორებულა კიდეც ბოლოს. უნანია, უტირია, მაგრამ რაღა დროს... იმ ბიჭსაც არ ხლებია დიდი ბედი: მოუყვანია სხვა ვიღაც, მაგრამ აბა, გულში ჩარჩენილი უწინდელი დიდი სიყვარულის გამო, თუნდაც ჰყოლოდა ახალი ვინმე და ცოლიც კი, მაინც იმ გოგონაზე ეფიქრებოდა თურმე, რომელიც ასე მოიქცა... რაა, არა, ცხოვრება?! რას გაუგებ, ხან ძალიან გარეწრულია, ხან - ოდნავ, ხან კი გვალაღებს და გვალხენს, მაგრამ მე ჯერ ეგეთი არაფერი განმიცდია... არასოდეს არ უნდა ვთქვათ „არასოდეს“; უფრო სწორად - ყველა და ყველაფერი ისეთი მოულოდნელობებითაა სავსე, მაინც ვერასდროს იტყვი „არასოდეს“.
ვდგები საწოლიდან, დილის ცხრა საათია, ვიცვამ და ვფიქრდები, რომ უნდა ვიჩქარო, სამსახური ათზე მეწყება და წინ მორიგი დამღლელი და რუტინად ქცეული ან იქნებ საინტერესო და რამე ახლის მომტანი დღეა.
ტაქსიში ვჯდები და მძღოლს ჩემს საცხოვრებელთან ახლომდებარე აფთიაქამდე ვაყვანინებ თავს. ორასი მეტრით მანამდეც კი ჩამოვდივარ და ფეხით მივუყვები ჯერ კიდევ სუფთა ტროტუარს, დილით ხომ ჰაერიც შედარებით სუფთაა. ეს ყველაფერი მე მომწონს, ჩემს რომანტიკას პირდაპირ შეეხამება გაზაფხულისა და შემოდგომის ამინდები. ახლა კი მარტია... მარტია გიჟი და გადარეული და ნოემბერიც მალე მოვა. მოვა ჩემი დაბადების დღე. მოვა ზამთარიც. მოვა მერე ისევ, გაზაფხული...
თავს მაღლა ვწევ და განვაგრძობ გზას. ხეებს უკვე თითქმის დამსკდარი კვირტები ყვავილებად ეტყობა. ლამაზია თბილისი მარტისას. სიამოვნებით ივლიდა ადამიანი ღამითაც კი ფეხით... მაგრამ როცა მარტო ხარ, ცოტა უსიამოვნოა. ისედაც მოკლეა ეს წუთისოფელი და ისიც თუნდაც ერთი დღე მარტოობისა ძალიან ბევრია!

- ვა, ქრისტი, რა კოხტად გამოიყურები!
ჩვენი ფილიალის ხელმძღვანელი თავის ჩვეულ ფორმაშია - არ მაკლებს ქათინაურს.
- ჰო, რა, კარგად მეძინა. ხომ სულ ამას გვიჩიჩინებთ, აქ მორიგეობის წინ კარგად გამოიძინეთ ყველამო?!
- ჰო, ეგ კი მოგიხერხებია დღეს. მომწონს შენი შემართება. აბა, ყველანი განვლაგდეთ ადგილებზე და ვიწყებთ, ვემსახურებით საქართველოს!
დღე უღიმღამოდ იწელება. ქვითარი, რეცეპტი, წამლის მოძებნა, გამოტანა, მიცემა... მაგრამ ყველა შრომაში მაინც არის თავისებური რომანტიკა. მით უმეტეს, თან, შენი წვალებითაც რომ შოულობ თვეში თუნდაც 400 ლარს, ეგეც კარგი გრძნობაა.
საღამოვდება. ამ დროს ხომ ათასნაირი აბეზარი კლიენტი შემობლაყუნდება ხოლმე ამ აფთიაქში. კარგი ნერვები უნდა გქონდეს ფარმაცევტს, თორემ ისე შესაძლოა, ერთ მორიგეობაში გარეკო და ვერც ამ ყველა, ირგვლივ მიყრილმა წამალმა ვერ გიშველოს.
- თქვენ, უკაცრავად, დამცავი გაქვთ?
ოჰ, მოვიდა კიდევ ერთი „კულტურული“.
- კი, ბატონო, როგორ არ გვაქვს, აი, თქვენ წინ ხომაა დალაგებული.

- არა, ეს რაც წინ დევს, ეგენი არ მინდა. რამე მინდა ცოტა ხაოიანი და წითელი ფერისაც.
აქ უკვე ვხვდები, რომ მე ვწითლდები. დიახ, ფარმაცევტებიც წითლდებიან, არათუ - მხოლოდ კლიენტები. მაგრამ ახლა ამ ბიჭს გაწითლების არაფერი ეტყობა. ისეთი თამამია, როგორც ჩემი ერთი ჯგუფელი, რომელმაც დავალება იქნებ არც იცოდა წესიერად, მაგრამ მაინც ომახიანად გასძახოდა ხოლმე დაფასთან გამოძახებისას. არა, მართალია, თუნდაც ვერაფერს შვრებოდე, მაინც უნდა იყო თავდაჯერებულად. ალბათ, ეს კლიენტიც ეგრეა. ახლა ამას რომ ვკითხო, რა ზომა უნდა ან წითელი თუ არა მწვანე არ წავა-მეთქი, რას იტყვის? არც მაშინ დაიბნევა? ცოტა ხანს, მწვალებელი ლექტორის ამპლუა რომ მოვირგო?! სათვალე კი მიკეთია და ჯოხსაც სადმე მოვიძიებ, აბა.
- კი, გვაქვს, მაგრამ ზომებშიცაა სხვაობა და თქვენ რომელი მოგართვათ? თან, მგონი, წითელი არ მოგვეპოვება აქ, შესაძლოა, ჩვენს უახლოეს ფილიალში იყოს და ახლავე მოგიძებნით ბაზაში ან თუ სხვა ფერის გნებავთ, გვაქვს მწვანე, ყვითელი...
ბიჭს გვერდით ერთი ქალბატონი უდგება. ამასობაში, კიდევ ერთი ქალიც შემოდის აფთიაქში... და აი, ახლა, ჩვენი ვაჟი ისეთი ფერადოვანი ხდება, როგორც ჩემ მიერ ჩამოთვლილი პრეზერვატივები... ცოტა ხორკლებიც აყრის და სასწრაფოდ თუ არ მივეცი ეგრეთ წოდებული „დამცავი“, მისი ყიდვიდან „ვალერიანის“ ყიდვაზე გადავა, ვატყობ...
- მისმინეთ, ცოტა მეჩქარება, ახლომდებარე სხვა აფთიაქშიც ვერ მოვასწრებ მისვლას. იყოს, დიდი მადლობა. აქ რაც დევს, ამას ავიღებ.
- მოითმინეთ, უკვე მოგიძებნეთ. გვქონია! კლიენტს გულს როგორ დაგწყვეტდით... თან, როგორც ვხედავ, მისწრაფება ეგეთის შეძენის დიდი გაქვთ და ინებეთ. 7 ლარია თქვენზე.
ვუდებ ქაღალდის პარკში ისე, რომ კიდევ, ზედმეტი უხერხულობა არ შეიქმნას, და ვაწვდი. იმედია, ახლა შვიდი ლარის ხსენებაზე არ წაუვა გული... მაგრამ, ტუჩების ისეთი ცმაცუნით იკითხა თავიდან, რომ ალბათობა დიდია, წინ ლამაზი ღამე ელის, და სილამაზისთვის კი და თან „დასაცავად“, შვიდი ლარი კი უნდა გადადო კაცმა...
- დიდი მადლობა, თქვენ მე ძალიან დამეხმარეთ.
„შემდეგი!“ - ვამბობ გახალისებული და სახეზე თავდაპირველი სიწითლეც თანდათან მივლის.

მორიგეობამ არც ისე ცუდად ჩაიარა, პროდუქციაც გაიყიდა და მეც, თვის ბოლოს, ბონუსს დაველოდები, რომლითაც ერთ კაბას მაინც ვიყიდი ხელგაშლილად.
ისევ ვიჭერ ტაქსის და სახლში მისული, როცა მერვე სართულის კიბეს შეფიქრიანებული მივუყვები, ვიხსენებ იმ მეტნაკლებად დამორცხვებულ კლიენტსაც და გულში მეღიმება. ვაღებ სახლის კარს და, შინ შესული, ვეგებები ჩემს სიმარტოვეს - ტუჩზე კოცნით... ვიხდი ტანზე და ვიცვამ პიჟამას, სასწრაფოდ გავდივარ სამზარეულოში და ვიხარშავ სოსისს, ყავასაც ვაყოლებ და, ცოტა დანაყრებული, წამსვე შევრბივარ სააბაზანოში. ვივლებ შხაპს, ვეალერსები ჩემს სხეულს, რომელიც ლამაზად მიმაჩნია და ხშირად ისიც მაგრძნობინა, რომ ქალი ულამაზესი მოვლენაა ამ დედამიწაზე, და მომნდომებია ჩემივე სქესისას გადავხვეოდი, შემეგრძნო მისი სურნელი და ყველაფერი ის განმეცადა, რასაც ხელოვანნი განიცდიან, როცა რამეს ხატავენ, წერენ ან ჩამძირავ მუსიკას ქმნიან. განმეცადა ბეთჰოვენის გახელება, განმეცადა სალვადორ დალისმიერი სამყარო, განმეცადა რამე მტკბობი! ჯანდაბა! ტირილამდე მივდივარ. ალბათ, ნერვებიც არ მაქვს კარგ დღეში... ვუტყდები ამ ყველაფერში საკუთარ თავს და პირსახოცის ქნევით, ჩემი ერთადგილიანი საწოლისკენ მივემართები. ვიძრობ ფაჩუჩებს, თბილად ვეხვევი საბანში და ვიწყებ ფიქრს - ფიქრს იმ ბიჭზე.....
წარმოვიდგენ, როგორ გაატარა ის ღამე, წარმოვიდგენ, როგორ ისიამოვნა თავადაც და ასიამოვნა პარტნიორი. კი, რაღაცნაირად ეტყობოდა მის თაფლისფერ თუ მწვანე თვალებს, რომ მას ეგ შეეძლო. ზუსტადაც, მისი არჩევანი ხაოიან და წითელ პრეზერვატივზეც არ იქნებოდა შემთხვევითი.
ხელს ვიყოფ საცვალში და, უკვე რამდენადმე დასველებულს, ჟინი მიპყრობს, რომ ვინმე უფრო მეხებოდეს, ვინმე მიწურავდეს სხეულს და უფრო მეტი აგზნებით ვხვდებოდე ხოლმე გარიჟრაჟს, ჩიტების დილის ჭიკჭიკს, მწვანე გაზაფხულს და ზოგადად - ყოველ დღეს. რამდენი ხანია, მეგობარი ბიჭი არ მყოლია. მაგრამ ეგეც გააჩნია, ისეთი ბიჭის ყოლას, რომელსაც არ ესმის ხელოვნება და მხოლოდ ცხოველურადაა ორიენტირებული საკუთარი ხორცის დაკმაყოფილებაზე და ქალიც ეგეთივე, მხოლოდ ხორციელზე ჩაციკლული ჰგონია, სულ არყოლა სჯობს. ტანში ჟრუანტელი მიპყრობს, თვალები მეხუჭება, გონებაში ყველა ის ბიჭი იყრის თავს, რომელიც რომანტიკულად შემხებია და ეგეთი კი ძალიან ცოტა, სულ ერთი-ორია, მაგრამ ეგეც გვყოფნის ხოლმე მთელი ცხოვრების განმავლობაში გასახსენებლად და ასეთი მიუსაფრობის დროსაც კიდევ ერთხელ, და მერეც კიდევ ბევრჯერ, ისინი გვანიჭებენ სიამოვნებას, თუნდაც ასე წარმოსახვით დონეზე. ფეხებს ვშლი და პირს ფართოდ ვაღებ, მინდა, საკუთარი მკერდი მოვისრისო ისე, თითქოს ახლა სხვა ქალისას ვეხები. მინდა, შევიგრძნო ჩემივე სხეული, როგორც შევიგრძნობდი სხვა მდედრობითისას. სასქესო ორგანოს ხუთივე თითით ვებღაუჭები და მერე მხოლოდ ორ თითს ვიტოვებ ზედ. ალბათ, ყველაზე ეროგენული ზონა ქალისთვის ზუსტად მანდაა, სადაც ახლა ვატარებ ხან ერთ, ხან კი ორ, შუა თუ საჩვენებელ თითებს, ვათამაშებ, ვეალერსები ადგილს, საიდანაც წარმოდგება ხოლმე ახალი სიცოცხლე, საიდანაც, ზოგადად, ჩვენც წარმომდგარვართ. არაა ეს ხელოვნება?! ისე ვეხები, როგორც ირაკლი მეხებოდა ხოლმე იქ ენის წვერით. ირაკლიმ იცოდა, როგორ უნდა აიყვანო ქალი სიამოვნების მწვერვალამდე. როგორ უნდა შეაგრძნობინო, რომ ცოცხლობს და როგორ უნდა განაცდევინო, რომ სიკვდილის ფასადაც კი კარგი იქნებოდა ეგ თუნდაც რამდენიმეწუთიანი ეიფორია. ისე, ირაკლიმ ანალურიც კარგად იცოდა, უკანალზე რომ შემომხვევდა ხელს, მეგონა, ოკეანე მითრევდა თავისთან და მეც, მის ტალღებს ვეომებოდი - ხან ვნებდებოდი, ხან - ვუძალიანდებოდი, და ეს სხეულზეც მეტყობოდა ხოლმე, თორემ ისე, ირაკლისაც რა გააგიჟებდა. ბიჭებს ხომ ცოტა ჰყოფნით გასახარად? ან იქნებ ეგრე არაა და ზოგიერთი, ქალის სიამოვნებისკენ ილტვის და როცა ხედავს, საქმე კარგად მისდის, ეგ ანიჭებს უსაზღვრო ბედნიერებას. კი, არსებობენ ეგოისტი და ალტრუისტი ბიჭები - პირველი მხოლოდ თავისი დაკმაყოფილებისთვის იბრძვის ამ ცხოვრებაში, მეორე კი ცდილობს, პარტნიორს გაულამაზოს ცხოვრება. თან, ალტრუიზმი მათთან თავის სიამოვნებასაც ნიშნავს, ვფიქრობ. რაღაცნაირი რომანტიკაა: გასცემდე და შენვეც ივსებოდე. ეგ ფილოსოფია იქით იყოს-მეთქი, წამით მივლის აზრი და ისევ მხურვალე მას*ურბაციას ვეძლევი ყველა ტრადიციული თუ უხამსო ფიქრის გონებაში დატრიალებით. ეგეც მგონია, რომ ადამიანებს, ერთ დღეს მაინც, ახასიათებთ ისეთი ფიქრებიც, რომლებიც რაღაც, დაწესებული ნორმების მიღმაა ხშირად, და ჩვენი დალაგებული მოქმედებები მხოლოდ შებოჭვაა ხოლმე იმ გიჟობის, როგორიც ჰქონდათ პირველყოფილ ადამიანებს - ალბათ, ისე ჟიმაობდნენ ერთმანეთში, არც უკვირდებოდნენ ვინ შვილი იყო, ვინ - მამიდაშვილი. მაგდაგვარი რაღაც ახლაცაა აბორიგენებში, ამაზონის ჯუნგლებსა თუ აფრიკის უდაბნოებში... ისე, ეგეთი რაღაც ბიბლიაშიც კი წერია. მაგრამ იქ ეგ კაცობრიობის გამრავლებით გამართლდა.
ვტრიალდები გვერდზე და ფეხებს უფრო ვუჭერ სასქესო ორგანოსთან ჩარჩენილ თითებს, ვღნავი ისე, როგორც იკრუსუნებდა რძესტუჩმიტანებული კატა, და მისნაირადვე ვიკლაკნები ლოგინში. ორგაზმი ორგაზმს ერთვის და ახლა უკვე კარგად დაცლილი, ვტრიალდები გულაღმა, რომ მენთოლის სიგარეტის ერთი ღერი გავაბოლო... ზეწარი მთლიანად სველია და მეც, ამ გაზაფხულის დილას, მარტისას დანამული ქორფა ფოთლებივით ეროტიკულად, ვეგებები... მეც - მათსავით რამდენიმე ხანს გაშლილი და გალაღებული. ვფეთქავ და ვფეთქავ ისე, როგორც ამ დროს ხეზე ფეთქავს ყოველი ყლორტი, და ისევ იმაზე მეფიქრება, რომ არის ქალსა და ბუნების ყველა სილამაზეს შორის მსგავსება.
მაგრამ აჯობებდა, ეს, ახლა, კაცს ეთქვა ჩემთვის.....
მეძინება. და დიდი ოპტიმისტივით ვაყენებ მაღვიძარას შუადღის სამი საათისთვის. ოთხზე, ბიბლიოთეკაში ვარ წასასვლელი.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ძალიან საინტერესოდ წერ და რაც მთავარია, ისეთ სცენებს, რომლებსაც უმრავლესობა უხამსად აღწერდა, ხელოვნების დონეზე გადმოსცემ.
ველოდები მომდევნო თავს, დიდი ინტრიგა დაგიტოვებია

 


უნდა ვწერო
ძალიან საინტერესოდ წერ და რაც მთავარია, ისეთ სცენებს, რომლებსაც უმრავლესობა უხამსად აღწერდა, ხელოვნების დონეზე გადმოსცემ.
ველოდები მომდევნო თავს, დიდი ინტრიგა დაგიტოვებია


ძალიან დიდი მადლობა. heart_eyes მომავალ თავებშიც არ მოგაკლებთ სიამოვნებას wink kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent