შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის ცა'მეტი {5}


23-10-2018, 14:15
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 264

უკვე იმ ეტაპზე ვარ რომ გააზრებული მაქვს რა მარტივად შემიძლია ვნახო , მაგრამ არ ვიცი მიხარია საერთო ნაცნობები რომ გვყავს თუ არა. მასთან ურთიერთობა ახლა უფრო ძნელია, აქამდე უბრალოდ ბიჭი იყო რომელიც მომწონდა , ცხოვრებაში პირველად მომწონდა მთელი არსებით და ყველა უჯრედს თავდაყირა მიყენებდა, მაგრამ ერთი მისი გამოჩენა გახდა საჭირო და მივხვდი რომ მხოლოდ მე კი არა კიდევ ათასი ქალი გიჟდებოდა მასზე. მე მართალია ვიცი ჩემსავით არავის ეყვარება და იმათ ერთ ნაწილს უნდა საწოლში ჩაუგორდეს, ნაწილს ეგეც უნდა და მისი ფულიც, კიდევ ერთ ნაწილს ეგ ორიც უნდა პოპულარობაც და რამდენიმეს ალბათ გატაცებითაც უყვარს , ვიღაც ისეთიც იქნება აკვიატებული რომ ჰყავს და მის გამო ყველაფერს გააკეთებს... მგონიი ეს უკანასკნელი მე ვარ . მგონი სჯობდა პირველი ვყოფილიყავი ვიდრე ბოლო, მაგრამ ჯერ არ ვიცი მისგან რა მინდა. ასე უბრალოდ ყურება რომ არ მყოფნის და მისი მოფერების სურვილით რომ არ ვკვდები ეგეც ვიცი. არადა უფრო მარტივი იქნებოდა ეგ რომ მინდოდეს ... მისთვის თავის შეყვარებაზე მარტივი მასთან დაწოლა ნამდვილად იქნებოდა, თუმცა ჩემთვის არა. საერთოდაც გულისამრევია მისი ქცევა. რამდენიმე დღის წინ კლუბში დავინახე , ვიღაც გოგოს ისე კოცნიდა ცოტაც და ვაღებინებდი . მერე რომ დამინახა ზედმეტად სწრაფად მოშორდა ქალს, შეიძლება მომეჩვენა , მაგრამ აშკარა იყო იმ ღამით მე უფრო ვიყავი მისი მზერის ობიექტი ვიდრე სხვა ქალი. მგონი საღამო ჩავუშალე, ეგეც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, უბრალოდ გულსმირევენ სულმდაბალი კაცები რომლებსაც შეუძლიათ ქალს ისე მოექცნენ როგორც არარაობას. მოკლედ ყველაფერი არეული მაქვს ტვინში, აღარ ვიცი რაზე უნდა ვიფიქრო მისი გახსენებისას. ფაქტია, რომ მისი ნახვა იმაზე ცუდად მოქმედებს ვიდრე მისგან შორს ყოფნა. როცა მინდა გაქრეს მაინცადამაინც მაშინ ჩნდება და აღარ მიდის. ისეთ ადგილებში არის სადაც მანამდე არ მინახავს და ვერ ვხვდები მაინცადამინც ახლა რატომ დაიწყო თავისზე უმცროს მეგობრებთან სიარული და თამარასთან ვიზიტები რისთვის გაახშირა . ვგიჟდები როდესაც ველაპარაკები და ვიღაც გამოჩნდება, ვიღაც ვისაც დიდი ხანია არ უნახავს . მერე თავისთავად მივდივარ, რომ არ წავიდე ვინმე შემომაკვდება. მგონი ვეჭვიანობ კიდეც, რა უფლებით არ ვიცი , თურმე ეჭვიანობას უფლება არ სდომია . ყველა ქალი ცუდი მგონია ვინც უახლოვდება , მგონია რომ არცერთი შეეფერება , მაგრამ მეც რომ არ ვცდილობ უკეთ გამოვიყურებოდე? ხო აი სად არის კიდევ ერთი პრობლემა , მე და ჩემი გარეგნობა, რომელსაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი ყოველთვის . ახლა კი ჩემში არსებულმა ქალმა რომ გაიღვიძა რატომღაც მინდა იმაზე კარგად გამოვიყურებოდე ვიდრე ზოგადად. გადავწყვიტე და პირველი ჩემ არეულ თმას მივხედე, დიდი არაფერი უბრალოდ შევიჭერი ცოტა და სულ სადა მაკიაჟის გაკეთებაც ვისწავლე. ვარჯიშს რომ ვერ ვიტანდი და უაზრო დიეტაზე დგომას არ ვაპირებდი ეგ ნათელი ამბავი იყო ამიტომ ვარჯიში გადავწყვიტე. მე თაისა არ ვიქნებოდი ორი კურდღლის მოკვლა ერთად რომ არ მომენდომებინა და მაინცადამაინც იმ დარბაზში დავიწყე ვარჯიში სადაც თარაში დავინახე. ტრენერიც შევარჩიე , რომ გადავხედე ყველაზე საყვარელი რომელიც ჩანდა ის დავითანხმე ჩემ ატანაზე და იმ საღამოსვე დავიწყეთ. კრახით სრულდებოდა ვინ იცის მერამდენე მცდელობა . ბიჭი უკვე გაგიჟებული მყავდა ძალაგამოცლილი მკლავზე ჩამოვეკიდე ის კი დამცინოდა და აი ამ დროს გაწითლებული, დასველებული, განადგურებული რომ ვიდექი მობრძანდა . ჯერ სწრაფად გაიარა მერე უცებ გაჩერდა და რომ დამინახა წარბები შეკრა. მოვიდა ბიჭს მიესალმა მკლავზე ხელი ჩამავლო და სადღაც წავიდა ჩემიანად... აი ამ დროს მე უკვე გათიშული ვიყავი
_ესაა შენი გეგმა ? ყველგან იქნები სადაც დავდივარ ?
_ისეთი დაღლილი ვარ ლაპარაკის ძალაც არ მაქვს ... წავალ ვახუშტას დავემშვიდობები და გავქრები , შენზე მერე ვიფიქრებ ხო? ახლა არ გაგიტყდეს ისე სულ შენზე ვფიქრობ .ახლა კუნთები ისე მტკივა ჩემმა ტვინმა შენც კი დაგიკიდა
_ხო ნამდვილად საშინლად გამოიყურები
მისი ნერვები არ მქონდა და სახლში წამოვედი. მერე ისე შევევიე დარჩენილ ენერგიასაც იქ ვხარჯავდი. დღეს სარკეში რომ ჩავიხედე აშკარად დავინახე ცვლილება და საკნაოდ კმაყოფილიც ვარ "
_კიდევ კითხულობ ?
_ხო , შენ რას შვები
_წამოდი გავისეირნოთ... ფეხით მოვიაროთ ქალაქი
_ტყეში რომ ავიდეთ არ სჯობს? ცხელა დღეს და პარკში ბევრი ხალხი იქნება
_კარგი მაშინ საჭმელიც წამოიღე რამე და დიდხანს დავრჩეთ ...
_ნინა მომენატრა
_დაურეკე და ჩამოვიდეს თუ სცალია
_არ აქვს ჯერ შვებულება
_რას კითხულობდი
_როგორ დავიწყე ვარჯიში და გავხდი ასეთი , მაგრამ ბევრი რამე არ მიწერია მეტი იქნებოდა ვგრძნობ
_ნერვებს მიშლიდი
_მეც იგივე მიწერია
_იქვე ვარჯიშობდი და მე კი არ მელაპარაკებოდი ინსტრუქტორთან ერთად ატარებდი დროს. იცინოდი და ყურადღებას არ მაქცევდი . თავიდან ვიფიქრე იეჭვიანებსთქო და არც მაგაზე გქონია რეაქცია ისე გაერთე დამივიწყე
_შენ ჩემზე ფიქრობდი თუ განტვირთვას ახდენდი
_ვვარჯიშობდი და ვუთვალთვალებდი შენს საჯდომს
_უკაცრავად?
_ვინ გიყურებდა ხომ უნდა მცოდნოდა... სხვათაშორის ყურადღების ცენტრში იყავი. რომ მოდიოდი ყველაფერი იცვლებოდა.
_სულ მარტო ვვარჯიშობდი ?
_არა , ისე მოვაწყვე რომ გვერდიდან არ მშორდებოდი და ექსკლუზიურად მე გავარჯიშებდი
_ალბათ ცუდად ვხდებოდი _ტუჩები მოიკვნიტა და კალათი მაგიდაზე დადო . ალასანიას მაისურში ჩაავლო ხელები და თავისკენ მიიზიდა _კიდევ რა ხდებოდა
_დეკოლტეს იცვამდი და შენი მკერდით მანიპულირებდი
_ტყუილია
_მე ვხედავდი ზედმეტს _ კაბის ბრეტელები გადაუწია და ლიფიდან მომზირალ მკერდს ტუჩები მიაწება _ძალიან სექსუალური იყავი ვარჯიშისგან დაღლილი, აწითლებული და სუნთქვაარეული . თავს ძლივს ვიკავებდი შენ კი სულ არ ცდილობდი ჩემ ხელში ჩაგდებას , ვიბნეოდი არ ვიცოდი რა გინდოდა _მაგიდაზე დასვა და კოცნა გააგრძელა
_წასვლას ვაპირებდით
_გვიანია უკვე... რამდენიმე წუთით დაგვაგვიანდება _ ხმაჩავარდნილნა უთხრა და თვალებმინაბულს აკოცა _ყოველთვის ძალიან მარტივად მირევდი ტვინს. შენი მზერაც კი მაგიჟედა ...
*^*^*^*^
დღეები ისე გადიოდა რომ მხოლოდ კითხვით აღიდგენდა მეხსიერებას, წამლებს იღებდა. ბევრს საუბრობდა თავიდან იცნობდა თარაშს და მის ოჯახს . იქ ბევრი რამ არ ეწერა მხოლოდ თარაშზე ყვებოდა. თანდათან უფრო უჭირდა მშობლებთან საუბარი, დაქალები წერდნენ და ნინა საერთოდ დღეს არ აგდებდა რომ არ ესაუბრათ ორი საათი მაინც. თარაში ამ დროს უკანა პლანზე იყო. ბოლოს ვეღარ გაუძლო, საშინელი სიზმარი ნახა რომ გაიღვიძა სულ მთლად სველი იყო და სუნთქვა აღარ შეეძლო. თარაში უშედეგოდ ცდილობდა მის გამოფხიზლებას
_შემომხედე ... თაისა მე მიყურე შენთან ვარ , შენთან ვარ _
მკლავები მოხვია და ძლიერად ჩაეხუტა. მუხლებზე იდგა და ისე ეხვეოდა . ხმამაღლა ტიროდა და ვერ ჩუმდებოდა სანამ ძალა არ გამოეცალა. ალასანიამ აბაზანაში შეიყვანა ბოლოს ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა და ცივი წყლის ქვეშ დადგა მასთან ერთად
_ნეტავ შემეძლოს , ნეტავ ვიცოდე როგორ დაგეხმარო _კოცნიდა უკვე გაყინულ სხეულზე და პირსახოცში ახვევდა .
_დღიური მომეცი ... დღიური მჭირდება
_აღარ გინდა...ხომ ხედავ უარესად ხდები
_რაღაც უნდა ვიპოვნო ...მჭირდება . მომიტანე თარაშ
_ხვალ მოგცემ ახლა ჩაის მოგიტან ... დაიფარე პლედი
_არ მინდა ცხელა ისედაც...გარეთ მინდა _თხელი ხალათი მოიცვა და მთვარეულივით გათიშული გავიდა აივანზე. ყველას ეძინა, სიმშვიდე იყო . ხმაური არსაიდან ისმოდა , მოაჯირს მიეყრდნო და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ციოდა გარეთ, კანი სულ გაეყინა ისევ აჟრჟოლებდა მაგრამ სიამოვნებდა. შიგნიდან იწვოდა და ქარიც კი ვერ შველოდა. ალასანიამ მკლავები მოხვია , ქამარი შეუკრა და ყელში აკოცა. მის მკლავებში ჩაიმალა. ყურსუკან მისი გულისცემა ესმოდა. შიშველი იყო და ისიც იყინებოდა , მაგრამ თაიას გათიშული მზერის გარდა ვერაფერს ამჩნევდა. გოგო შებრუნდა. თავი მკერდზე მიადო, ხელები მხრებზე მოხვია და იქვე აკოცა
_წამიკითხე
_რა წაგიკითხო ... მოგიყვები რაც გინდა
_არა... წამიკითხე რა ვიგრძენი პირველად რომ მაკოცე . ხომ თქვი მარტი იყოო ... გაზაფხული დაიწყოო ასე მეწერა ბოლოს
სავარძელში ისხდნენ. თარაშმა მკერდზე მიიკრა დღიური აიღო და ის ადგილი იპოვნა რომელიც ჭირდებოდა
"მოვიდა და მაკოცა!

მოვიდა ,მაკოცა და გავარტყი

მოვიდა , მაკოცა , გავარტყი , გაიცინა და ისევ მაკოცა

ამ დროს კარი არავის უნდა გაუღოო, მითხრა მე კი მის მკლავებში მოქცეული , გულაჩქარებული , თვალებგაფართოებული ვიდექი და მკერდზე მიბჯენილ ხელებს არ ვაშორებდი. დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მქონდა, იმდენად სწრაფად მაკოცა და ისე მოვიშორე ვერ გავიაზრე როგორ მომწონდა
_ჩემს თვალწინ არავის უნდა ეცეკვო ... არავის უნდა მისცე შეხების საშუალება . ამ ტუჩებზე ოცნების უფლებაც არავის აქვს . ეს გული ჩემია და კარი ამ დროს არავის უნდა გაუღო _ თვალებამღვრეული მიყურებს და თითებს ყელზე მახებს _კოცნის შემდეგ აღარასდროს დამარტყა
როგორ არ უნდა დამერტყა პირველად მაკოცა კაცმა რომელიც მიყვარს და ვიცოდი რომ რამდენიმე საათის წინ სხვას ეხებოდა, სხვა იყო მის მკლავებში და ამის გააზრებისთანავე ტკივილი ვიგრძენი. ყველა შეგრძნება გაქრა . არ მომწონდა რომ მეხებოდა , ტვინიდან იმ ქალის ხმას ვერ ვიშორებდი , როგორ წარმოთქვამდა მის სახელს და ყველაფერი მეზიზღებოდა . არც წივილ კივილის გუნებაზე ვიყავი და არც სიტყვის თქმა მინდოდა , უბრალოდ ვერ ვიტანდი რომ ვუყურებდი და შეხების უფლებას ვაძლევდი , ვერ ვიტანდი ყველაფრის მიუხედავად რომ მინდოდა ისევ მომხვეოდა და მეზიზღებოდა საკუთარი თავიც .
კარი გავაღე, გავუშვი და დავრჩი სიცივეში , სრულიად მარტო ... გავიყინე, დავცარიელდი "
_რატომ წახვედი
_არ წავსულვარ ... იქ ვიყავი კართან ვიჯექი არ გამიღე და მერე აივანზე ამოვძვერი
_სად ვიყავით
_ბათუმში
_მარტში ?
_რაღაც კონფერენციაზე იყავით ...
_აივანზე რომ ამოხვედი მერე შევრიგდით?
_კარი ჩამიკეტე და ფარდები გადააფარე ... აივანზე ვიყინებოდი. მერე გამოხვედი და გვერდით მომიწექი
_მერე?
_მერე ერთად გავთბით და აღარასდროს გაყინულხარ _ შუბლზე აკოცა და თვალები დახუჭა
_კიდევ წამიკითხე რამე
_ოთახში დავბრუნდეთ
_არა აქ მინდა
მალევე დამშვიდდა, რიტმულად უცემდა გული და სუნთქვაც დაუმშვიდდა. თარაში თვალს არ აშორებდა, თითებს უკოცნიდა და შიგადაშიგ თმაზე ეფერებოდა.
_როდის მიხვდი რომ გიყვარდი , გახსოვს როდის გაიაზრე რომ გჭირდებოდი ? _თვალები გაახილა და ისევ განაგრძო საუბარი
_უნივერსიტეტის, მეორე შეხვედრის შემდეგ რაღაც მოხდა და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ექიმთან ერთად რომ შემოხვედი და დაგინახე მივხვდი არ იყავი ჩვეულებრივი ქალი
_კლინიკაში იწექი ? და მას მერე იყო კოცნა? ანუ კიდევ დიდხანს მაწვალე
_რთული იყო შენთან ურთიერთობა
_ან ეჭვი გეპარებოდა საკუთარ გრძნობებში
_სახლში შევიდეთ და მოგიყვები საავადმყოფოს ამბებს ... ან ვიპოვნოთ სად გიწერია და წაგიკითხავ
_მაშანტაჟებ?
_ცოტას _ აკოცა და მისი ნებართვის გარეშე შევიდა სახლში. საწოლში დააბრუნა და თავადაც გვერდით მიუწვა _მალე გათენდება
_შენთან ერთად შევხვდები მზის ამოსვლას
_რა დაგესიზმრა არ მეტყვი ?
_ვჩხუბობდით , მერე უცებ გეძგერე და გაკოცე ... ყველაფერი აირია თითქოს ვხედავდი წაკითხულ ამბებს და რაღაც სხვა მოგონებებს. კლინიკაშიც იყავი , გეძინა მე კი ხელზე გეფერებოდი , მერე ლოყაზე გაკოცე და შემეშინდა
_აჰ ანუ მე რომ მეძინა შენ იქ იყავი და მეფერებოდი , საავადმყოფოდან გასაშვები იყავი საერთოდ იქ ისეთები ჩაატარე.
_მომიყევი თორემ წავიკითხავ
_კარგი არაფერი გეწერება მანდ ... ყველა ექთანს გაუცვალე მორიგეობა და თითქმის ყოველდღე ჩემთან იყავი
_შენ კი მეჩხუბებოდი და არ მიფასებდი წვალებას ხო?
_მოტივირებული ჩანდი , კათეტერი არავის ამოაღებინე და ისე გამომგლიჯე მეგონა ანგარიში გქონდა ჩემთან გასასწორებელი
_ ასე ცუდად იყავი ? ანუ ოპერაცია გაგიკეთეს უგონოდ იყავი ვერ დგებოდი და ასე მშვიდად მიყვები? რა დაგემართა
_უბედური შემთხვევა იყო... დღიური მომაწოდე თავად წავიკითხავ _გადაბობღდა თარაშს ბალიში დააფარა თავზე ხელი რომ არ შეეშალა და ძებნა დაიწყო . სწრაფად გადაიკითხა ჩანაწერები და იპოვნა კიდეც სასურველი გვერდი
_კარგია ახლა გავიგებ რა იგრძენი იქ რომ დამინახე და მერე სრულიად უსუსური გამაშიშვლე
_გაჩუმდი თორემ ჩუმად წავიკითხავ
_მე წავიკითხავ შენ დაწექი
_არ მინდა ...გაჩუმდი
" დავქროდი პალატებს შორის, ვაკეთებდი ყველაფერს ვცდილობდი დამეოგნორებინა გრძნობები და ყველა პაციენტისთვის ცივი გონებით შემეხედა და ექიმებისგან ყველა ინფორმაცია შემესრუტა მერე კი საკაცეზე დაწვენილი დერეფანში სწრაფად ჩაქროლებული თარაშის სახე დავინახე და ყველაფერი შენელდა, ყველა ხმა გაორმაგებულად მესმოდა. მაინცადამაინც იმ დღეს იყო ყველაფერი გადავსებული და ჩემი თხოვნა ოპერაციაზე შევსულიყავი იმ დღეს შემისრულა კოტე ექიმმა . გამოვფხიზლდო როდესაც გავიაზრე რა მოხდებოდა თუ მე ვერ დავეხმარებოდი სათანადოდ კოტეს . ოპერაციას არ ვაკეთებდი , დამხმარეც ჰყავდა მაგრამ ჩემი როლი საოპერაციოში არც ისეთი უმნიშვნელო იყო .
ახლა უკვე პალატაში ვზივარ ხელები მიკანკალებს წერისას მაშინ კი ისე ვუყურებდი მის მინის ნამსხვრევებით სავსე სხეულს , მუცელში შემავალ ჭრილობას თითქოს სულ სხვა იყო , სრულიად უცხო და ჩემი გაქვავებული გული სრულიად ემორჩილებოდა ცივ გონებას ... ახლა კი როდესაც ზუსტად ვიცი რომ კარგადაა და არავითარი საფრთხე არ ემუქრება ვზივარ და მთელი სხეული მეყინება . რაც უფრო მეტს ვწერ მით უფრო ცუდად ვხდები , მგონი ახლა ვიაზრებ მომხდარს მაგრამ ტკივილი შხამივითაა სხეულიდან უნდა განდევნო რომ კარგად გახდე. არ ვიცი რა გავაკეთო , წავიდე თუ დავრჩე . როგორც ვიცი მისი ნათესავებითაა სავსე მთელი დერეფანი , ხმაც მესმოდა საოპერაციოდან გამოსვლისას ტირილის ხმა და ვფიქრობ მისი გავლენიანი ოჯახისწევრები მალე პალატაშიც შემოვლენ . შესანიშნავად დავინახე და გავარჩიე რომ მუცელში დანით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა და სისხლდენაც მანამ ჰქონდა დაწყებული სანამ ავარია მოხდებოდა, გონდაკარგული გადმოიყვანეს მანქანიდან და ღმერთმა უწყის აქამდე როგორ მოაღწია ისე რომ სისხლისგან არ დაცლილა.
შესანიშნავია , ყველაფერთან ერთად მდიდარი ,გადარეული, განებივრებული ,თავხედი "პლეიბოი" შემიყვარდა. მეტი თავისტკივილი რა გინდა , სამედიცინოზე სწავლაც კი გადაფარა ... სულ გავგიჟდი, ხუმრობის დრო მაქვს ახლა? შესვენების წუთებს ვიყენებ და მერე უნდა გადავწყვიტო წავალ თუ დავრჩები... აი ნაბიჯების ხმაც ისმის , დროა წერა შევწყვიტო და დავუბრუნდე რეალობას "
_მომეცი ეგ დღიური ... მართლა ეგრე წერია? შენ რა იცოდი რომ დამჭრეს და არაფერი მითხარი ?
_შენ მე სულელი გგონივარ? ჭრილობას ვერ გავარჩევდი ?
_როგორ ღელავდი თურმე მე კი მეგონა იმ წამს შემოხვედი გონს რომ მოვედი ...კიდევ რა მოხდა ნეტავ _ამჯერად თავად განაგრძო კითხვა
"ექიმები ააწიოკეს სანამ გონს მოვიდა ბატონი ალასანია. მამამისი და მისი მეგობარი განყოფილების უფროსთან იყვნენ კაბინეტში მოგვიანებით კოტემ მეც დამიძახა არ მესმოდა იქ რა მინდოდა, მაგრამ მალევე ნათელი გახდა რაშიც იყო საქმე
_თაია შენი მორიგეობის საათები დასრულდა მაგრამ შენ უნდა იყო თარაშ ალასანიასთან. შენ და კოტე გააკონტროლებთ მის მდგომარეობას და რაც მთავარია მის ჭრილობებზე, დაზიანების ფორმაზე და მდგომარეობაზე არავისთან არაფერს იტყვი. კიდევ ერთი დღე და შემდეგ ჩაგანაცვლებენ გოგონები
_გასაგებია. ახლა გავალ თუ შეიძლება პაციენტი მელოდება
_რა პაციენტი , სანამ სხვასთან იქნება თარაში რომ ცუდად გახდეს მერე? გოგონა მომისმინე შენ მხოლოდ ჩემ შვილთან იქნები ეს ერთი დღე სანამ სხვა შეგცვლის...დანარჩენ პაციენტებს მიხედავენ უშენოდაც
_უკაცრავად , მაგრამ ჩემთვის ყველა ადამიანი ერთნაირად მნიშვნელოვანია და თქვენი შვილის მდგომარეობა სტაბილურია, მასზე მძიმე პაციენტებიც არიან კლინიკაში , მაგრამ აქ არავის ვკლავთ.
_თაია ... წადი ახლა და მერე ვილაპარაკოთ_ისე დამიბრიალა თვალები კოტემ მივხვდი რომ ცუდად იყო ჩემი საქმე...
ეს არაფერი , გამოვედი და ის ბიჭი გამომყვა კაბინეტში რომ იდგა შეკრული წარბებით
_თაისა ხომ ? მე ანდრეა ვარ თარაშის მეგობარი
_სასიამოვნოა... თქვენც იგივე თუ უნდა მითხრათ დამშვიდდით საფრთხე არ ემუქრება თქვენს მეგობარს
_დარწმუნებული ვარ რომ მასზე იზრუნებ _ისე ჩაიცინა აშკარა იყო რომ იმაზე კარგად იცოდა ვინ ვიყავი ვიდრე მე წარმომედგინა იმ წამს_ უბრალოდ იცოდე რომ გაიღვიძებს საშინელ ხასიათზე იქნება და არაფერი დაუშავო , არც გამოიქცე .ახლა მე შენ დაგირეკავ ჩაიწერე ჩემი ნომერი და რომ გაიღვიძებს მომწერე
არც ის ვიცი ჩემი ნომერი საიდან ჰქონდა , არც ის ჩემზე რა იცოდა , მაგრამ მე არაფერი მითქვამს . დარეკვასაც არ ვაპირებდი . პალატაში დავბრუნდი და მალევე მოვიდა კოტეც. დამტუქსა, მითხრა ასე თუ მოიქცევი ექიმი ვერ გახდებიო. სჯობს პაციენტი და მისი ნათესავები არ გააბრაზო ერთი თქვი და მეორე გააკეთე თუ საჭიროა მაგრამ როცა ასეთი გავლენიანი პაციენტი გყავს სიტყვაც არ უნდა თქვაო. რა გავლენა აქვს ასეთი არ ვიცი და ადც მაინტერესებს , მინდა დროზე გაიღვიძოს და დავრწმუნდე რომ კარგადაა.
თითებზე ვუყურებდი და თავი ვერ შევიკავე რომ არ შევხებოდი. ასეთ მდგომარეობაშიც კი ისეთია რომ გიზიდავს , უბრალოდ ვერ დაჯდები და ვერ უყურებ. ისეთი ფერმკრთალია, დასუსტებული მაგრამ მაინც არაამქვეყბიურია ...ჯანდაბა მგონი შევიშალე "
_არა რაა ამათ შეხედე ... გავითიშე სულ რამდენიმე საათით დავიძინე და რა დღეში ყოფილან .
_ღელავდნენ და თავიანთ სტატუსს იყენებდნენ
_დამაცადე კითხვა...ისე წერ ნებისმიერი მწერალი მიმიქარავს... რაღაცები ჩაამატე და რომანი გამოვა შესანიშნავი
_დავფიქრდები ...თუ არ გამახსენდები კიდე დავიწყებ წერას რა ვიცი რა დამემართება
_ასე ნუ ხუმრობ , არ გეკადრება ამხელა ექიმ ქალს...
_მადროვე გავიგო რა მოხდა გაღვიძების შემდეგ
"ექიმთან ვიყავი გასული ერთად დავბრუნდით თარაშმა თვალები რომ გაახილა. წესით უფრო ადრე უნდა გაეღვიძა. ექიმი სანამ ესაუბრებოდა არ შევუმჩნევივარ როგორც კი მარტო დავრჩით მაშინვე გამართლდა ანდრეას სიტყვები
_სულ ამბობენ ლამაზი ექთნები არიან კლინიკებშიო და მე რატო არ გამიმართლა ვითომ ?
_ცოდვებზე იფიქრე იქნებ და რა დააშავე
_ეს რაღაც ჯანდაბა ვინ გამიკეთა ... სანამ გათიშული ვიყავი იმედია არ იძალადე
_ჯერ ვერ მოგხსნი ... და საერთოდ ამდენი ლაპარაკი არაა საჭირო
_რამდენ ხანს უნდა მქონდეს მომიყვანე ექიმი ან ვინმე კომპეტენტური ... ჩემზე გასწავლიან ტო ?
_ამდენს თუ ილაპარაკებ უკან შეგაბრუნებენ საოპერაციოში ან დამამშვიდებელს გაგიკეთებ და დაიძინებ ისევ
_შენ უნდა იყო აქ?
_თუ არ გინდა ექიმს მოვიყვან და უთხარი რა პრობლემა გაქვს
_ვეტყვი ამ გოგოს ვევასები და დაძინების მეშინია თან პირდაპირ ხელი მიუწვდება ჩემს ღირსებასთან_თქო ... რა დედისტყვ*&&მართლა მომაშორე ტო როგორმე ჩემით მოვფს*ვ
_პატარა ბავშვივით ნუ იქცევი
_აღარ გევასები ? ბალიში გამისწორე ასე არ მომწონს...
_არ შეიძლება ნაკერი გაგეხსნება და თუ არ გაჩერდები მართლა მომიწევს დაგაძინო
_ნუ ატრა*ებ რა... მოდი ეს მომხსენი სანამ მივხედავ და ტელეფონი მომიტანონ უთხარი ჩემებს"
_ვაიმე რა ნერვებმომშლელი ხარ როგორ არ მიგახრჩე
_ასე რომ ახრჩობდე რამდენს მოკლავდი იცი ? ბოლოს მოგეშალა ნერვები , ექიმმა რომ თქვა ირონიული ღიმილით მიყურებდი საბანი მომაშორე და ისე გამომგლიჯე
_ოუუ ძალიან გეტკინებოდა
_სასაცილოა? მეგონა მომაძრე
_შეგეშინდა ?
_დიდხანს მტკიოდა
_ასეთი არანორმალური დიალოგებო ბევრი გვქონდა ალბათ კლინიკაში
_მაწამებდი მთელი ის დრო ...
_ბევრი მნახველი გეყოლებოდა
_ყველა გოგოს აგდებდი ჩემი დის გარდა
_ისევ შენზე ვზრუნავდი , გულისაჩქარება და ისედაც ატკიებული ორგანოს ერექ*ია არ გარგებდა არანაირად
_გარყვნილი ექიმი რომ იყავი ეგ საავადმყოფოში გავიგე , არ დაგიმალავს არასდროს
_დამიმალავს ოდესმე რამე?
_არა...შენ ყველაზე კარგი გოგო ხარ_ზემოდან მოექცა და ტუჩები დაუკოცნა
_ნახე , თენდება ...წამოდი _მკლავებიდან გაუძვრა პიჟამა მოიშორა და იქვე გაშიშვლდა
_გინდა გავგიჟდე ? ასე სად მიდიხარ
_ჩავიცვათ და გავისეირნოთ...არავინ იქნება ამ დროს გარეთ . წყალიც დავლიოთ და მერე უკან დავბრუნდეთ
_ადრე უკეთ მკერავდი ...არ მომწონს შენი მეთოდები
_რა არარომანტიული ხარ
_ტუჩებს შეეშვი...
თავისკენ მიიზიდა , მაგრამ არაფერი გამოუვიდა . ბოლოს ერთად მიაბიჯებდნენ ნახევრად ბნელ ქუჩებში მანამ სანამ ქალაქმა არ გაიღვიძა.
.........................................
ქალაქში რომ დაბრუნდნენ უკვე ყველამ შეიტყო და ხალხმრავლობა იყო ალასანიას ბინაში. რამდენჯერმე დაეტყო დაბნეულობა და როგორც კი სტუმრები წავიდნენ ნინა მაშინვე წინ აესვეტა
_არ მეტყვი რა ხდება.? რა გაგიკეთა ასეთი ალასანიამ სულ გათიშული რომ ხარ ...ერთად აანაზღაურა დაკარგული დრო და გამოგფიტა ბოლომდე ?
_ყავას დალევ ?
_დავლევ ... ცუდად ხარ? მოიცაა მოიცა უკვე ჩემი ნათლული გყავს მანდ ? სად წავიდა ის ბიჭი
_არა , ფეხმძიმედ არ ვარ და ჯერ ვერც ვიქნები
_რა ვიცი მე მინიმუმ სამი ალასანია უნდა გავაჩინოო და ახლა რა დაგმართნია დაო
_ დაჯექი და გეტყვი
_მაშინებ
_მიყვარხარ ხომ იცი ... არ მინდოდა შენი ანერვიულება. ვიფიქრე რომ გაივლიდა და მერე ერთად ვიცინებდით ჩემ ბედზე , მაგრამ არაფერი იცვლება
_თაისა
_ამნეზია მაქვს... არაფერი მახსოვს ბოლო სამი წლიდან. ქორწილის დღეს გავიღვიძე და ისევ მესამეკურსელი მეგონა თავი. თარაშმა იცის მხოლოდ , ექიმთან მივედი მაგრამ შედეგი არ არის ... მალე გავგიჟდები მინდა გავუძლო , მაგრამ არ შემიძლია .
_თაისა შენ მართლა ... ღმერთო ჩემო . აქამდე რატომ არ მითხარი , მე კიდე მეგონა ერთად ერთობოდით და როგორც იქნა გეღირსათ მშვიდად ყოფნა , რა გამოდის რომ თქვენი პრობლემები არ ილევა ? გაიხსენებ ... გაიხსენებ შენი ტვინის ამბავი ხომ ვიცით არა.? მთავარია მე გახსოვარ ხედავ? მასზე მეტად რომ გიყვარვარ მაგის ბრალია
_მიყვარხარ
_მეც და იცოდე რომ ყველაფერი კარგად იქნება... დაიკიდე ყველა. არ იდარდო სულ ნუ შეხვდები მაგათ. საქმეები მოიმიზეზე და ეგაა... ღმერთო არ მჯერა, ცუდად ვარ
_კარგი დამშვიდდი ...კარგად ვიქნები
_თარაში ? ჩემი არანორმალური ბიჭი ? როგორაა
_შესანიშნავად ვგრძნობ თავს...შენს დაქალს არაფერი დაუშავებია ცოტა დამკაწრა, ცოტა მიკბინა და ეგაა _უცებ გამოჩნდა და ნინა რომ მოეხვია გაეცინა_ჰა მიხვდი რომ მეც გიყვარვარ ხო ?
_გავგიჟდებოდი ჩემ ცოლს რონ ეთქვა არ მახსოვხარო
_სამაგიეროს პონტში მიკეთებს რა ... თვითონ ხო დამკერა ხოდა ახლა მე ვეჩალიჩები რა. არ ინერვიულო მაგაზე მთავარია შენ ახსოვხარ და აბა მე ვინ ვარ
_თარააშ ... ნუ ამბობ ეგრე თორემ ვიტირებ ახლა
_რა დროს ტირილია ...მომიყევი რა ხდება შენსა და მიშუნას შორის
_არაფერი , რა დროს მიშოა
_როგორ თუ რა დროს შენი ამნეზიიანი დაქალიც კი გათხოვდა და შენ ამ ჯანსაღ ქალს რა დაგემართა...ჯადო ხომ არაა გოგო ვითომ ჰა?
_არანორმალური კაცი ხარ _მხარზე ხელი კრა და მერე გაიცინა ..._ოო ასე ნუ მიყურებთ , უბრალოდ არ ვიცი უნდა ვენდო თუ არა
_რანაირები ხართ ეს ქალები რა , ყველგან ღალატი გელანდებათ რა დიდი მიხვედრა უნდა ახლა იმას რომ მიშო გაღმერთებს . ცხოვრებაში არავინ ყვარებია და რამ გააგიჟა შენზე არ ვიცი რა გაუკეთე ასეთი
_არ მომეწონა და აზარტში შევიდა
_ასეთი არასერიოზული მიდგომა არ აქვს მიშოს სიყვარულისადმი, დამიჯერე და ნუ მაჩხუბებ იმ კაცთან ტყუილად
_ვინ გთხოვა ეჩხუბეო... მოიცა ამიტო არ მოგესალმა მაშინ?
_მეც გავბრაზდებოდი მის ადგილას...დაიკიდე შენ . უბრალოდ გაარკვიე მოგწონს თუ არა
_მომიყევიით რამე ამ მიშოზე გთხოოვთ თორე ვიჩაგრები ...ჩემი დაქალი ჩემ ქმარს ეჭორავება ვიღაც ბიჭზე მე კი მახსოვს ის ნაბიჭვ... საბა როგორ მოიქცა
_როგორ არ ვიცნობდი ხომ გავუერთიანებდი თავ ყბას მაინც სად დედის ტყვ*&* მოტყდა ეგ ნაბო&*& ეგ
_კარგით დამშვიდდით ორივე...არ მინდა მაგაზე საუბარი. მარტოც მშვენივრად ვარ. მაშინ სულელი ბავშვი ვიყავი ... ესენი სად დავაწყო ?
_ნიჟარაში ჩადე და გამოდი ...დანარჩენს მე მივხედავ
_მე წავალ გაგეცლებით და იმედია ღამით ერთად დაძინებას არ აპირებთ
_შემოვალ და შუაში ჩაგიწვებით
_გიშვილებთ ბარემ
_არ ვიტყოდი უარს ... მამაჩემს აშკარად მირჩევნიხარ მამიკოო მამაა
_მოდი პირდაპირ გაგათხოვებ, პატრონს ჩაგაბარებ ბიჭი კარგი ახოვანი ყმაწვილია, ქონება აქვს არჩენს ცოლ_შვილს ერთს კი არა ორს , სამს ... არცერთ ცოლს მოაკლებს ალერსსა და სიყვარულს
_ამ მასხარას როგორ გაყევი ცოლად
_არ მახსოვდა ასეთი თუ იყო ...
_ცოლი ამაღამ ჩემთან იძინებს
_კარგია ძილს რომ გაუსვი ხაზი... მგონია რომ ამ ბინას თხელი კედლები აქვს
_როგორ გეკადრებათ ძვირფასო ნინა სუნთქვასაც კი შევწყვეტ ოხვრა რომ არ გეგონოს
_თქვენ მსგავსი დიალოგები გაქვთ სულ ? _თარაში რომ წავიდა დაქალს ჩაის ფინჯანი მიაწოდა და მის გვერდით დაჯდა
_ვგიჟდები მე შენს თარაშზე ... გაიხსენებ ხო ? იცი რამდენი მაგარი დღე იყო ამ სამი წლის განმავლობაში ? _ჩაეხუტა და თავი მხარზე დაადო _მომენატრე... აღარ წახვიდეთ მარტო სადმე მეც თან გამიყოლე ყურის საცობებს ვიყიდი და ისე დავიძინებ
_კარგი რა მაგხელა ხმაზე არ ვკვნესი... ნუ გამონაკლისების გარდა ვცდილობ ხმა ვალონტროლო
_არაფერი გახსოვდა და პირველი ღამე როდის გქონდათ
_გეცოდინება როგორ მიყვარს და ისიც გეცოდინება როგორი დამოკიხებულება მაქვს მასთან
_თქვენ ჩემთვის საუცხოო წყვილი ხართ ... თქვენ რომ გიყურებდით სულ მეტირებოდა და მერე თარაში რომ გავიცანი უკეთ მივხვდი რომ ყველა კაცი ნაძირალა არ არის . მიუხედავად იმისა რომ თავიდან ძალიან უხეში და რაღაცნაირი ჩანდა მაინც ძალიან საყვარელია და რაც მთავარია არაამქვეყბიურად უყვარხარ
_მომიყევი რა შენზე და მიშოზე... საბას ამბის შემდეგ მალე გამოჩნდა?
_ერთ წელზე ცოტა მეტია რაც გავიცანი ... ძალიან ბანალური ამბავია და სულ არ მგონია რომ სიყვარულის ისტორია გამოვა
_როგორ გაიცანი როდის გითხრა მიყვარხარო ...მომიყევი რა რომ ვიცოდე როგორ მოვექცე... თარაშის მეგობარია ?
_ახლო მეგობარი არა, მაგრამ დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ ... როგორ გავიცანი და ჩემთან მოვიდა როგორც პაციენტი . ნირაბი მეკეთა რომ შემოვიდა და დაჯდა. საშინლად ტკიოდა კბილი, ისე ველაპარაკე ნიღაბი არ მომიშორებია. რომ გავუყუჩე და დანიშნულებას ვიწერდი მერე მოვიხსენი . რამდენიმე წითი მიყურებდა მე წამლებზე ვესაუბრებოდი იმაზე როგორ უნდა მიგვეხედა სხვა კბილებზე და თვითონ მითხრა ... იცი რა მითხრა ?
_რაო ულამაზესი ხარო?
_ ექიმო, მგონი შენ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იქნებიო
_არ არსებობს ასე პირდაპირ ? არც გიცნობდა არც ენახე მანამდე ?
_ხო აი ასე პირდაპირ ... რომ გავხედე და გავიცინე მივხვდი რომ არ ხუმრობდა და შემეშინდა ვიღაც გიჟი არ იყოს_თქო . არაფერი უთქვამს . წასვლამდე გამიღიმა , ხელზე მაკოცა და მორჩა .
_მერე ?
_მერე ყველგან იყო , კბილზე ხომ დადიოდა სამკურნალოდ და მელაპარაკებოდა. მერე ვარდებს მიგზავნიდა, ეწერა ვიცი ბანალურია არც დავაპირებდი გამოგზავნას მაგრამ გავიგე ძალიან გიყვარს და გთხოვ გაბრაზების გამო ურნაში ნუ მოისვრი თაიგულსო ... იმის მერე კვირაში ერთხელ მიგზავნის უზარმაზარ თაიგულს... ჯანდაბა დღემდე მიგზავნის ... ჩემ სახლში სულაა ვარდების სურნელი .რამდენიმე თვის წინ ძალიან გამაბრაზა , ვიჩხუბეთ და ჩემი ფანჯრების წინ ეზოში დაარგვევინა სხვადასხვა ფერის ვარდები ... გეფიცები გული გამიჩერდა იმ წამს. არც დაურეკავს , არაფერი უთქვამს მხოლოდ მომწერა დღეიდან ფანჯრიდანაც შემოგივა ვარდების სურნელიო .
_ასეთი საყვარელია ?
_საყვარელი ? ნამდვილი ველურია ... იმდენი ვინმე სცემა და იმდენჯერ იჩხუბა ამ ერთი წლის განმავლობაში ნეტავ იცოდე. რამდენიმე დღის წინ ვიღაც ქალთან ერთად ავარიაში მოხვდა. რატომ არ დაიმსხვრა მთლად. საზიზღარი , ვინერვიულე რომ გავიგე და თურმე ვიღავ ნაშა ეჯდა და რას აკეთებდა ვინ იცის. მერე მოვა და მეტყვის მიყვარხარო ...საერთოდ არ მინდა მასზე ლაპარაკი . არ ვუყვარვარ უბრალოდ მუღამშია
_მე კი მგონია რომ ტყუილად შენ ატავისზე ინერვიულებ ... არც გაბრაზდები . შენ რომ გიცნობ ვიცი ჭკუიდან გადაგყავს , ნუ გაჯიქდები მიეცი უფლება გაჩვენოს როგორია სინამდვილეში
_არ მინდა...საერთოდ არ მჭირდება კაცის სიყვარული . ჩემი რეზიდენტურა მაქვს დასასრულებელი
_რა რეზიდენტურა
_ხომ იცი დროებით ვმუშაობ სტომატოლოგად ... მეორე დიპლომი მინდა ავიღო. მთელ სახეს მოვიცავ მალე ... ოტოლიტოლარინგოლოგი ვიქნები
_ვაიმეე რა მაგარიაა მე კიდე არაფერი მახსოვს
_გაიხსენებ აუცილებლად...
მთელი ღამე ჭორაობდნენ . ოროვეს დივანზე დაეძინა . თარაშმა დააფარა პლედები და საუზმეც თვითონ მოამზადა.
მერე მაგიდაზე დაჯდა , ფეხი ფეხზე გადაიდო და ყავის ფინჯნით უყურებდა ორივეს .
_გაიღვიძეეეთ თორემ ცივ წყალს გადაგავლებთ ორივეს
_მოვკლავ შენს ქმარს
_ყველამ თავის ქმარს მიხედოს ... იწექი მანდ მე და ჩემი ცოლი ვისაუზმებთ
_ყავა მინდაა
წამოჯდა , თარაშს ჭიქა აართვა უცებ დალია და მერე გაიქცა სამსახურში მაგვიანდებაო .
*^*^*^*^*^*^*^*^*^*^*^*^



№1 სტუმარი სტუმარი na ta

dzaaaan sayvarlebi

 


№2  offline წევრი Liziko27

საყვარლები❣

 


№3  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, ჩემი თბილები, ტკბილები და საყვარლებიი heart_eyes როგორ მაინტერესებს, როგორ მოარჯულებს მიშუნა ჩემს გადარეულ ნინაას smile თარაშისა და ნინას დიალოგები ხომ საერთოდ საოცრება იყო smile ყველაზე მაგარი სიძე-ცოლის და არიან heart_eyes და მაინც, რა მოხდა ასეთი, თაისას ყველაფრის დავიწყება რომ აიძულა, რაც თარაშს ეხებოდა? confused
უსაყვარლესოო, გელოდები მოუთმენლად heart_eyes

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა დიდი
მოკლედ მომდევნო თვეში გაირკვევა რა მ9ხდა სინამდვილეში
ვეცდები მალე დავდო მაგრამ არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს დამაგვიანდება

 


№5 სტუმარი სტუმარი მარია

საოცარია...

 


№6  offline წევრი Sifrifana

კარგია კარგი ???? ველი მოუთმენლად გაგრძელებას :)

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

არ მეყო. ველოდები ახალ თავს და კარტების ბოლომდე გახსნას. ნინის კიდევ გადაეცი დაუჯეროს თარაშს და ნუ აწვალებს მიშოს, თორემ წაართმევენ :)

 


№8  offline წევრი Anansio

აუუუ როგორიიი კარგიაა❤️❤️❤️❤️❤️როგოოორი ტკბილები არიააან???????????????????? ვგიჟდემი შენზე მარიამ!!!❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი დარინა

რაც არ უნდა დიდი თავი იყოს არ მყოფნის, ისეთი გემრიელი წასაკითხიააა, ჩემი დღის პოზიტივი ხარ, აი ამაზე მაგარს ვერაფერს წავიკითხავდი ჩემი ხასიათზე მოსაყვანად, ისეთი დაღლილი ვიყავი რამე თუ მომიყვანდა ხასიათზე არ მეგონა, მაგრამ ამას შენ და შენი გმირები სულ ახერხებთ, ვგიჟდები შენს უშუალობაზეე და თბილ დამოკიდებულებაზე ჩვენი მკითხველის მიმართ, ვგიჟდები მარიამ შენზე შენი ერთი დაწერილი ასოც კი მიყვარს.

 


№10  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან მომწონს ♥️♥️კარგები არიან ♥️♥️ რაღაც გული ცუდ მიგრძნობს და იმედია სულ ტყუილად♥️♥️ არ მყოფნის მეტი და მეტი მინდა და მხოლოდ ეს წყვილი არა დანარჩენებიც :დ ♥️♥️♥️ წარმატებები და გელიოდები ♥️

 


№11 სტუმარი სტუმარი Tamta

Uh rogori sasiamovno da saintereso tavgadasavali qoniat siamovnebit viqnebodi mat adgilas ... Mokled zalian zalian kargia yovel saatshi vamowmeb xolme xom ar daudia metqi da didxans nu gvalodineb ra plz....da kide me maxsovs dampirdi shenive dagebulaxeshi gaebi amis gagrzeleba unda agetvirta da dapireba zalashia tu tyuilad veli????au imdenad kargi xar rom marto were were da were ra zgva siamovnebis momgvrelia yvela abzaci .....

 


№12 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის.ველი შემდეგს დიდი ინტერესით ძალიან მაინტერესებს რა დაემართა ამ გოგოს ასე რომ არი

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩვენი საოცარი და ნიჭიერი გოგო ხარ შენ.❤❤❤❤
--------------------
ლანა

 


№14 სტუმარი ლია

საუკეთესო ხარ ,საუკეთესოთა შორის.

 


№15 სტუმარი ბუ ♡

ოტორინოლარინგოლოგია სწორი ფორმა <3 :*

 


№16  offline წევრი nini :)

საყვარლებიიიიი ❤❤❤ სიკვანუნები ესენიიიი..... მალე გაახსენდება? იმედია მასე იქნება დავიტანჯე უკვე ამ გოგოს ციდვით.... განა რა მოხდა ასეთიიიი????? აუ ნინა რა საყავრელიააა...... მაგრამ მისცეეს რა მიშოს შანსიიი......

 


№17 სტუმარი ნათია41

მიყვაააარს რა საყვარელი წვილია, მიშო და ნინა დამაკლდა

 


№18 სტუმარი მეუცნაურე

მიყვარხარ
თარაში საუკეთესოა!
უფრო იდეალური

 


№19 სტუმარი uhuu

au mikvarrss sheni istoriebi

 


№20 სტუმარი ტატუკა20

აუუ როგორ ვისიამოვნეე ამ ახალი ისტორიით მარიამ ვერ წარმოიდგენ.ძალიან საყვარელი წყვილები არიან.რა მოხდა თაიას თავს სინამდვილეში ვკვდები ინტერესით.ოღონდ არ დააგვიანო დადება რაა გთხოოვ.შემდეგი მალე იქნება?

 


№21  offline წევრი sofi_sofi

ძალიან ძალიან გახარებული, გაბედნიერებული და კიდევ ათასი სიხარულის და სიყვარულის აღმნიშვნელი სიტყვა kissing_heart მართლა გულწრფელად გეუბნები რომ ძალიან მაგარი ხარ kissing_closed_eyes იქნებ წიგნი დაწერო უკეთესი არ იქნება ?იქნება რადგან ასეთი წერის ნიჭით ხარ დაჯილდოვებული ბევრი მყიდველი გეყოლება და თან აქაც შემოგვიერთდი ხოლმე არ დაგვივიწყო მალე დადე ახალი.

 


№22 სტუმარი ტატუკა20

მარიამ დღეს გაგვახარებ ახალი თავით?

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ მიხარიხართ ნეტავ შემეძლოს გადმოცემა
ხვალ დავდებ ახალ თავს და გაირკვევა რა მოხდა სინამდვილეში
ორშაბათიდან ყოველდღე დავდებ ახალ თავს
და მალევე დავასრულებ

 


№24 სტუმარი ტატუკა20

აუუ რა მაგარი გოგო ხარ,როგორ გამახარეეე ♡♡♡♡♡

 


№25 სტუმარი Shiningstar

6 თავი როდის იქნება? სულმოუთქმელად ველოდებიიი

 


№26  offline წევრი TamoTi

რა კარგია დასრულებული რომ არინდა ბოლომდე წავიკითხაავ.♥♥♥ლოდინინრპმ დამჭირვებოდა ნამდვილად გავაფრენდიი♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent