შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი


13-12-2015, 09:41
ავტორი Nude
ნანახია 2 585

დეკემბრის თვე, სხვა რომ არაფერი იყოს, სასიამოვნო ემოციებით აღსავსე პერიოდია, მარტოოდენ იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ელოდება ახალი წლის დადგომას, ახალი იმედებითა და შემართებით.
2015 წლის ბოლო თვე, სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, განსაკუთრებულად დააჯილდოვებს იმ ხალხს, ვინც გამჭრიახი, კრეატიული და სხარტია; ვისაც ორიგინალური იდეები არ ელევა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის კუთხით და ზოგადად, მთელი გულით უყვარს ცხოვრება, ეძებს პოზიტივს და ბევრ ღიმილს იმეტებს გარშემომყოფთა მისამართით.
ვერძი
დეკემბერი ვერძების დიდ ნაწილს მოულოდნელ სიურპრიზებს ჰპირდება, როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით. ძვირფასო ვერძებო, ეს პერიოდი საუკეთესოა ახალი რომანის დასაწყებად, თუმცაღა აუცილებელი პირობა, რომელსაც ამ შემთხვევაში გიყენებენ ვარსკვლავები, არის ის, რომ ეს კავშირი ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
კურო
კუროების დიდ ნაწილს დეკემბერში არაერთი მოულოდნელობა ელის. მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მოთმინებიდან გამოჰყავს მოულოდნელ სიურპრიზებს, თუმცა ურთიერთობა, რომელიც დეკემბერში დაიწყება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თავიდან იგი ბევრ თქვენგანს აბსოლუტურად უადგილოდ და უპერსპექტივოდ მოეჩვენოს, სამომავლოდ არაერთ ლამაზ წუთს გაჩუქებთ.
ტყუპები
იქნებ დროა გამოფხიზლდეთ? ტყუპების დიდი ნაწილი ხომ ბოლო თვეების მანძილზე მათთვის არადამახასიათებელი მშვიდი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ამიტომ დეკემბერი ნაყოფიერად იზრუნებს მათი გამოცოცხლების საკითხზე. ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეგეშინდეთ რისკის პირად ურთიერთობაში, გამოიჩინეთ ინიციატივა, მოითხოვეთ კუთვნილი სითბო და ყურადღება, თამამად გადადგით ნაბიჯი სასურველი ადამიანისკენ. ეს ამ თვეში უდავოდ დაგიფასდებათ.



№1  offline წევრი maridb

სასწორებმა რა დავაშავეთ:დ:დ love ^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

დეკემბერი დავინახე და შემოვხტი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა...
დავიჯერო ამ უსინდისო დეკემბერს თავისივე შვილი ჰოროსკოპისთვის ენანება ბედნიერება?
ჰმ... გასაკვირია ნამდვილად!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3  offline მოდერი Tako Tako_2

საინტერესოააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent