შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავიდან


23-10-2018, 17:29
ავტორი gogo123
ნანახია 858

ყველაფერი ამ დღიდან დაიწყო...
-ზღვაზე წავედით!-შევძახე სადაქალოს და დიდი, ვარდისფერი შლაპა დავიმხე თავზე, როგორც ნინი იტყოდა.
-ეს გარშოკი არ დაგავიწყდეს,მაყვალა.- მაშინვე გამოეხმაურა ჩემს ქმედებას.
-ოკ საყვარელო.
-ნუ ამბობ მაგ სიტყვას.- დაიმანჭა.
-ვიცი, გიყვარს.-ენა გამოვუყავი და მანქანაში ჩავსკუპდი.რა თქმა უნდა მძღოლის ადგილი დავიკავე. მართვის მოწმობა ახალი აღებული მქონდა და პრაქტიკა მჭირდებოდა.
-ეე, ადგილი ამახიე.- აკნავლდა სოფიო.
-კარგი რა, სოფიკო, მაცადე ვისწავლო.- დავეკრიჭე და გვერდით სავარძელზე მივუთითე.
-სოფიკო არა ის. იმედია მშვიდობით მივალთ. - წარბები ამიქაჩა და მობეზრებით ჩაეშვა სავარძელში.
-რა თქმა უნდა,სოფიკო.-მისი სახელი გავწელე.
-გოგო, ნუ მეძახი ეგრე! -მკვლელის თვალები მომაპყრო, მაგრამ, როგორც ყოველთვის არ ვეშვებოდი.
-ეე, მარტო მე ხომ არ უნდა მქონდეს საშინელი სახელი.- დაგავიხარხარე.
- ეგ დედაშენს მოკითხე, მაყვალა.-ახარხარდა უკანა სავარძელზე მჯდომი ნინი.
-მოკეტეთ! ვქოქავ.-წარმატებით დავძარი მანქანა. 5 წუთში ზღვაზე ვეყარეთ.

-რა მაგარი წყალია. სწრაფად შემოდით.- მოგვძახა ნინიმ და მაშინვე ჩაყვინთა.
მე, როგორც ყოველთვის სოფიკოს გახდას ველოდი. ძალიან კომპლექსიანი იყო და მაიძულებდა მასთან ერთად გამეხადა.
- სწრაფად,ქალო, დაღამდა.- შეწუხებული სახით გადავხედე და შორტის ღილების გახსნა დავიწყე.
-მოიცადე, ჯერ არა.- ირგვლივ მიმოიხედა.პლაჟი, როგორც ყოველთვის ხალხით იყო სავსე.
- სოფიკო, ნუ მაბრაზებ.- შორტი გავიხადე და მის სარაფანის გახსნა დავიწყე.
-აუუუ... მოიცა მე თვითონ, სირცხვილია.
- შე კომპლექსიანო ალქაჯო, მე წავედი.- მივაძახე და წყალში შევვარდი.
-დამელოდე. -მაშინვე უკან გამომედევნა. ეს ყოველთვის ამართლებდა.
-გოგოებო, ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღეა. გრანდიოზულად უნდა აღვნიშნოთ. მამაჩემს ეს არ გაუჭირდება.
-აუუ, მაგრად გავერთობით.- სიხარულით ახტა ნინი.
-ჰოო- დაეთანხმა სოფიკო. ოდნავ დაღვრემილი სახით.
-შენ რა გჭირს? რა სახე გაქვს?-ეგრე შევუტიე დაქალს.
-რავი.- მხრები აიჩეჩა და გაიღიმა.მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე.მე და ნინი შეძლებული ოჯახის შვილები ვიყავით, სოფიკო ამით ვერ დაიტრაბახებდა.
-ყველაფერს მამაჩემი იხდის. და გრანდიოზული საჩუქრებიც არ მჭირდება. ნუ სულელობ.ეს როდის მეშლებოდა? ჩვენს შორის ეგეთები არ მოსულა.- გაბრაზებული სახით დავაშტერდი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-აბა რა, გოგო. შე სულელო.- დამეთანხმა ნინი და სოფიოს ლოყაზე აკოცა.

დაბადების დღემდე ერთი დღე იყო დარჩენილი.რესტორანი დაჯავშნილი მქონდა, სტუმრებიც დაპატიჟებული იყო.მხოლოდ ერთი რაღაც მიშლიდა ნერვებს. იმავე რესტორანში ერთი მდიდარი ბიჭი იხდიდა დაბადების დღეს. შემეძლო სხვა ადგილი ამერჩია, მაგრამ არ მინდოდა.თანაც ის ჩემზე ადრე მისულა და მადლობელი უნდა ვყოფილიყავი მისი სულგრძელობის გამო, რომ ადმინისტრაციას ჩემი წვეულების გამართვის ნება დართო.

-კარგი რაა, მაყვალ, ასე უკეთესია. წარმოიდგინე რამდენი სიმპათიური ბიჭი იქნება მის წვეულებაზე. მარტო ჩვენი მეგობრები არ იქნებიან.-გაბრწყინებული სახით ამბობდა ნინი. მის სახეს სარკეში ვხედავდი. ჩემს გვერდით, სავარძელში იჯდა და თმებს იხვევდა.
-აუ, მაგარი იქნება. იქნებ მეშველოს და ვინმე გავიცნო. -აყვა სოფიოც და გემრიელად გადაიხარხარა.
- თავი გამისწორე.-უთხრა შეწუხებული ხმით სტილისტმა თეომ და ლამის თავი მოტეხა.ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა. თეო, ჩვენი საყვარელი სტილისტია. ყოველთვის მასთან დავდივართ.
-შენ რას გაიკეთებ?-მკითხა თეომ დაგრძელ, შავ თმაზე ხელი მომისვა.
-არ ვიცი. რაიმე სადა. ხო იცი ვერ ვიტან ძალიან გადაპანჭვებს.
-ვერ იტან, მაგრამ ოცი წლის ხდები,ქალბატონო და ძალიან მაგრად უნდა გამოიყურებოდე.
-ვიცი, ჰოო. კარგი, თმა უბრალოდ გამისწორე და სახეზე რაც გინდა ის გამიკეთე, შენი ვარ.-გავეკრიჭე თეოს და სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი.

შვიდ საათზე გოგოები ჩემს სახლში ვიყავით შეკრებილები. წვეულება რვაზე იწყებოდა, მაგრამ ადრე წასვლა გადავწვიტეთ. ჩემები არ მოდიოდნენ.მაინც არ ეცალათ.უკვე მიჩვეული ვიყავი მათ საქმიან შეხვედრებს და არც ვდარდობი.
ნინის მოკლე, კლასიკური, შავი შორტი, იასამნისფერი ჰაეროვანი პერანგი და იასამნისფერი მაღალი ბასანოჩკი ეცვა. იასამნისფერი ყველაზე მეტად უყვარდა და უხდებოდა. გრძელი, ქერა, დახვეული თმა მხრებს უშვენებდა. მისი ცისფერი თვალები კი მაკიაჟს კიდევ უფრო გამოეკვეთა და ლამის ანათებდა.
სოფის მოკლე, ტანზე მოტმასნილი, ატლასის, ღია ვარდისფერი კაბა მის ლამას სხეულს კივედ უფრო ალამაზებდა. ფეხზე, ჩემი, ბრჭყვიალა ბასანოჩკი ეცვა.ძალით ჩავაცვით. მაღლებს ვერ იტანს.ქერა,მოკლე კარე უკან ქონდა გადავარცხხნილი. ძალიან ლამაზი იყო.
მე კორსეტიანი,შავი, მოკლე, გაშლილი კაბა, და შავი მაღლები მეცვა. შავი, გრძელი, სწორი თმა უკან მქონდა გადაყრილი.შავი გედი ვიყავი. ნინი ასე მეძახდა. გასაგიჟებელი მაკიჟი მქონდა და ჩემი მწვანე თვალები სიხარულისგან ციმციმებდა.
სამი მშვენება ლიმუზინში ჩავსხედით და ათ წუთში რესტორანში ვიყავით.შესასვლელი ძვირადღირებული მანქანებით იყო გადაჭედილი. როგორც ჩანს, იმ ბიჭის წვეულება ადრე დაიწყო.შევედით თუ არა ყველას ყურადღება მივიპყარით.თვალებით იუბილარს ვეძებდი, მაგრამ იმდენ ბიჭში ამოცნობა ძნელი იქნებოდა და შევეშვი. რესტორანი ორ ნაწილად იყო გაყოფილი.საცეკვაო მოედანი საერთო იყო. ჩემები ჯერ მოსულები არ იყვნენ. სიმღერა დაიწყო და მოედანიც გადაივსო.
- ვაიმე, ჩვენი სიმღერა.- წამოხტა ნინი და ჩვენც თან გაგვიყოლა.ცეკვა არ მერიდებოდა. საერთოდ არაფრის მერიდებოდა. ძალიან უკომპლექსო ვიყავი. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩემი სახელიც კი არ მაკომპლექსებდა-ბებიის საპატივცემულოდ დარქმეული. შესაძლოა ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ მდიდარი მამიკოს შვილი ვიყავი და ყველაფერი მეკიდა.
ნინი ზუსტად ჩემი ასლი იყო- ამჩემფეხება. სოფია ცოტას წაიკომპლექსებდა, მაგრამ ჩვენს სიმღერას მაინც არ გამაზავდა და ჩვენთან ერთად აყვა "Downtown"-ის მელოდიას.
ჩვენს სტიქიაში ვიყავით, როდესაც ვიღაც ბიჭი მოგვიახლოვდა, მხარზე უხეშად მკრა ხელი და ასევე უხეში ტონით მომმართა:
- გოგონი, მგონი ძალიან გაგიტკბათ აქაურობა არა?
-ბატონო? -გაოცებული სახით მივაშტერდი. გოგონები ისევ ცეკვავდნენ.
-დიახ, დიახ. დაუპატიჟებელი სტუმრები ჩემს დაბადების დღეზე არ მჭირდება.-ძალიან ამაყი იყო.
-უკაცრავად, მაგრამ მეც დავჯავშნე ეს რესტორანი და დღეს ჩემი დაბადების დღეც არის.-იმავე მზერით ავდედე ჩემზე მაღალ ბიჭს.
-აჰა, ესეიგი შენ ხარ ის გოგო რესტორანში რომ ჩამეწილა.-ირონიულად გაიღიმა.
- შეგეძლო უარი გეთქვა და სხვა ადგილს ვნახავდი.-მეც ირონიულად გავუღიმე და გოგოებს შევუერთდი. ცეკვა განვაგრძე.
-მე თორნიკე მქვია, თორნიკე ჯაში.- ხელი გამომიწოდა ბიჭმა.
-მაყვალა. -ძალიან ამაყად წარმოვთქვი ჩემი სახელი. ვიცოდი , როოგრი რეაქციაც ექნებოდა.
-ძალიან სასაცილოა. ახლა ნამდვილი სახელი მითხარი.-სიცილით მომახალა.
-ეგრე, თორნიკეც სასაცილოა, მაგრამ სიცილი არ დამიწყია.-სერიოზული სახით შევხედე და სიცილი სახეზე შეახმა.
-უიი, ბოდიში, მაყვალა. იციი... დღეს ეს სახელი იშვიათია დაა...- ცოტა დაიბნა.
-კარგი, ნუ ბლუყუნებ. გაპატიე.-ძალით გავიღიმე და ისეც ცეკვა განვაგრძე.

რვა საათამდე მე და გოგოებმა ძალიან ბევრი ვიცეკვეთ. მალე ჩემი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ და საერთო მხიარულება დაიწყო.დალევა ძალიან მიყვარს და ჩემს დაბადების დღეზე რომ დავლევდი ეს უდავოა. თამადობა ავიჩემე და სადღეგრძელოებიც წავიდა.
- მოდით, ამ ჭიქით, ყველა დღეს დაბადებულ ადამიანს გაუმარჯოს. რა თქმაუნდა, ჩემი თამადობით.- სიცილით დავასრულე სადღეგრძელო და არაყიც ჩავცალე.
გვერდით ძალიან სვეცკაობა ფართი ქონდათ. ვიფიქრე გავერთობითქო და საქეიფო სიმღერა გავუშვი. ჯერ მაგათ სახეებზე ვიცინე , მერე ნინის ცეკვაზე ჩავბჟირდი.
-გემოვნებაც სახელის მსგავსი გქონიათ.- მომიახლოვდა იუბილარი ვაჭბატონითშის კვრით.
- თორნიკეე, დაბადების დღეს გილოცაავ, ბიჭო. - სიცილით მივუახლოვდი და თვალებში ჩავაშტერდი.
- ოჰო, გამომთვრალა ქალბატონი.-შებარბაცებულს ხელი მომაშველა.
-არა, არა. ჯერ სად ხარ.მოიცა, შენ არ სვამ?- თითის ქნევით ვკითხე.
-ცოტას.- თავ კარგად ეჭირა.
-რატო? შენი დაბადების დღეა, მიდი გაერთე.- ალბათ ძალიან გაკვირვებული სახე მქონდა, რადგან გაეცინა.
-ისედაც ვერთობი, მაყვალა.- ჩემს სახელზე კიდევ უფრო გაეცინა.-იცი, გამოთრობა ბიჭს არ შეშვენის და შენ მით უმეტეს. მეტი აღარ დალიო.
-ეე, შენ ნუ მასწავლი რა უნდა გავაკეთო. მოდი, მოდი, ჩემთან გეპატიჟები-თავით ჩემი სუფრისკენ ვანიშნე.
- არა, მადლობა. ისე, მთვრალი ძალიან საყვრელი ხარ.-ლოყაზე ხელი დამისვა და მეგობრებს შეუერთდა. ამ დროს თორნიკე მეც ძალიან საყვარელი მეჩვენა. ის ტუტუცი, მდიდარი ბიჭი აღარ იყო წვეულებიდან რომ მაგდებდა.ან იყო, მაგრამ მე აღარ ვფიქრობდი მასზე ასე.
ვიღაცამ ისევ ჩემი საყვარელი სიმღერა გაუშვა და მეც, უკვე კარად გამომთვრალი,უფრო მგზნებარედ ავყევი მის მელოდიას. მთელი სხეულით ვგრძნობდი სიმღერას. ნაზად ვირხეოდი. უცებ ვიღაცის ხელი ვიგრძენი წელზე. უცნობი იყო, მაგრამ დავიკიდე და მის მორაობებს ავყევი. ვგრძნობდი მის თითებს თეძოზე, შემდეგ უფრო ზევით მკლაზე, ,კერდზე. რატომღაც ძალიან მსიამოვნებდა და წინაარმდეგობასაც არ ვუწევდი.შუქი უფრო და ურო ბუნდოვანი ხდებოდა თუ ჩემი თვალების ბრალი იყო არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ბურუსში იხვეოდა. უკვე უცნობის საეესაც ვეღარ ვდედავდი. უბრალოდ ვცეკვავდი და ვცეკვავდი. უეცრად ვიღაცის ძლიერი შეხება ვიგრძენი მკლავზე. ვერაფერს ვხედავდი , უბრალოდ რაღაც ძალას ვგრძნობდი, რომელიც სადღაც მიმათრევდა.ცოტახანში ძალა დასუსტდა, უფრო ნაზი გახდა,თბილი.რაღაცას მიმაყრდნო,მგონი კედელს.რაღაც სველი ვიგრძენი კისერზე. ტუჩები იყო.ეს რარაცნაირად მომწონდა. უბრალოდ ვიდექი და არაფერს ვაკეთებდი.
-რას აკეთებ,ბიჭო?!- გაეთრიე ახლავე, სწრაფად!-ყვირილი მომესმა ძალიან ახლოს.
-მაყვალა, კარგად ხარ? მაყვალა, რამე ხომ არ დაგიშავა?-ხმა ბურუსში იყო გახვეული. თვალები გავახილე და თორნიკე დავინახე.
-კარგად ხარ? გტხოვ, მითხარი რომ არაფერი დაგიშავა.-ლამის ტიღილით მეკითხებოდა.
-წყალი მინდა.- ორი სიტყვა ძლივს წარმოვთქვი. თორნიკემ დარბაზში გამიყვანა და წყალი დამალევინა.შუქი ჩამქვრალი იყო და ყველა ცეკვავდა. ჩვენი თავი არავის ქონდა.
-კარგად ხარ? გინდა ჰაერზე გავიდეთ?-შეშინებული სახით შემომცქეროდა და აი იმ წამს მგონი შემიყვარდა.შეიძლება იმის ბრალი იყო რომ მთვრალი ვიყავი.
-წავიდეთ.-ვუპასუხე და გარეთ გავყევი.
კიბეზე ჩამოვჯექით.
-კარგად ხარ?- ისევ მკითხა და ლოყაზე ხელიტ მომეფერა.
-რა მოხდა?- გაოცებული ვეკითხებოდი.თვალები მეხუჭებოდა.
-იცი... ერთი ჩემი მეგობარი... ის.. ძალიან დათვრა დაა...- სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს. ძალიან ღელავდა.
-კარგი, დამშვიდდი, კარგად ვარ.-იქეთ დავუწყე დამშვიდება.
-არა, ჩემი ბრალია.ყურადღება უნდა მომექცია.ძალიან მთვრალი დაგტოვე.-თვალები აუწყალიანდა და თავი ხელებში ჩარგო. გავოცდი.
-შენ... შენ რა შუაში ხარ? შენი ბრალი არ არის.ჩვენ არ კი ვიცნობთ ერთმანეთს.
-ეგ არაფერ შუაშია,მეე...მე..- ენა დაება. ძალიან დაიბნა.
- რა შენ? რა გჭირს? რატომ ღელავ ასე?-ხელი ხელზე დავადე.
-არაფერი.მე კაცი ვარ და ჩემი მოვალეობა იყო ყურადღება მომექცია.- გამეცინა.
-.ეე, თორნიკე, კარგი რაა.ნუ ნერვიულობ.
-ამას ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ.- თქვა და გულში ჩამიკრა. ძალიან თბილი იყო. მისი სითბო ძალიან მესიამოვნა. წამით ვინატრე დრო გაჩერებულიყო.უცნობებისთვის ზედმეტად რომანტიკული გარემო იყო.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent