" სიყვარული და შემთხვევითობა " ( 3 თავი )
„ არიან ადამიანები , რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან , წარუშლელ კვალს ტოვებენ , შემდეგ კი , ისე მიდიან თითქოს არც არასდროს არსებულან ... მათი გამოჩენა , ჩვენს ცხოვრებას ერთი მხრივ ბედნიერებითა და სიხარულით ავსებს , ხოლო მეორეს მხრივ უბედურებითა და გულის ტკენით .... როდესაც ეს მოხდება , შენი ცხოვრების თითოეული დეტალი იცვლება , შენი ცხოვრების წესი , ღირებულელებები , ყველაფერი სხვა ფერის ხდება , სხვა აზრს იჩენს . საკუთარ თავს ვეღარ ცნობ , ხანდახან სარკეში ჩახედვისას შენს თვავს ვეღარ ცნობ , დგახარ და სარკის მიღმა მდგარ ადამიანს უყურებ , აკვირდები , მისი თვალები , გამოხედვა , მზერა , თითქოს ყველაფერი შეცვლილია შემდეგ კი , იმ „უცნობ“ ადამიანს ეკითხები : „ ვინ ხარ ? რატომ მიყურებ , ისე თითქოს დამნაშავე ვიყვე , თითქოს რაც ხდება , ჩემი ბრალია , თითქოს მე გამოვიწვიე აურზაური , რომელიც ახლა ჩემს ძვირფას ადამიანებს ტკივილს აყენებს და მათთან ერთად მეც ... ისეთი ტკივილია , რომელსაც არაფერი აყუჩებს , არავითარი წამალი , არავითარი სასმელი ... როდის გახდი , ასეთი ცივი , ასეთი სასტიკი , როდის მოასწარი შეცვლა ?“ თუმცა ის დუმს , არაფერს ამბობს , უბრალოდ გიყურებს და რაღაც მომენტში , შენ ხვდები , რომ ის მდუმარე , ცივი და სასტიკი ადამიანი , შენ თვითონ ხარ ... შენ თვითონ ანადგურებ , საკუთარ ოჯახს , საკუთარ თავს , ყველაფერს რაც შენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ... ადამიანს კარგავ , რომელიც გეგონა , რომ შენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩებოდა , რომ ის გახდებოდა შენი , ტკივილის გამყუჩებელი , თუმცა მალევე ყველაფერი იცვლება , ის მიდის და შენ , მხოლოდ ტკივილი და სევდა გრჩება ... ამ მომენტში კი ხვდები , რომ მარტო ხარ , შენს ირგვლის ბევრი ადამიანია , რომელსაც შენი კარგად ყოფნა უნდა თუმცა , რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს შენთან , მაინც მარტო ხარ , ტკივილი მხოლოდ შენი სატარებელია , მხოლოდ შენი გასაძლებია .... 2 თვის შემდეგ ..... მას შემდეგ , რაც გიორგი ბოლოს ვნახე 2 თვე გავიდა .. ყველაფერი შეიცვალა , მაგრამ უკეთესობისკენ , თუ უარესობისკენ ვერ გამიგია . ორი თვის მანძილზე გიორგი არ მინახავს , თუმცა ჩემი ფიქრები მხოლოდ მისკენ იყო მიმართული , მხოლოდ ის მახსენდებოდა , მისი სიცილი , ხმა , თვალები , გამოხედვა , მხოლოდ ის იყო ჩემს გულსა და გონებაში , ხანდახან კი ვეღარც ვუძლებდი , მეგონა გავგიჟდებოდი , ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა , ყოველი ფიქრი და მოგონება ... საშინელება იმ ადამიანის მონატრება , რომელსაც შეიძლება არც კი ახსოვხარ , ან თუნდაც , ახსოვხარი მაგრამ გამბედაობა არ ყოფნის მოსაწერად და შენი ამბის გასაგებად .... თუმცა , ჩემი ზაფხული ისეთი არ ყოფილა როგორსაც წარმოვიდგენდი , მთელი თვეები სახლში , ოჯახთან ... მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ , რომ ამ ზაფხულს ბევრი საიდუმლო გავიგე , ბევრ რამეზე ამეხილა თვალი , მივხვდი , რომ ყველაფერი ისეთი არ არის , როგორიც წარმომედგინა .. სიმართლე დედაჩემსა და მის ფარულ ურთიერთობებზე ... ამ დროის განმავლობაში მეგობა , რომ ცხოვრება თავზე ჩამომექცა , ყველაფერი რაც ვიცოდი ტყუილი აღმოჩნდა . ყველას გავურბოდი საკუთარი თავის ჩათვლით , რადგან არ მინდოდა ამ ყველაფერზე მეფიქრა , არ მინდოდა დავფიქრებულიყავი , თუ ვისი შვილი ვიყავი .. ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება , როდესაც გარშემო ამდენი ტყუილი და თამაში იყო ... ერთადერთი ადამიანი ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგა , მანჩო იყო , მან ყველაფერი იცოდა თუმცა ჩემგან არ მიდიოდა , როდესაც ეს ყველაფერ ვუთხარი მიპასუხა ... - ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს , შენი მშობლები როგორები არიან და რა შეცდომები დაუშვეს, ჩემთვის მთავარი შენ ხარ .. შენი ადამიანობა და მეგობრობა , ყოველთვის გვერდში მიდგახარ , როდესაც რაღაც მჭირდება , მეხმარები ისე რომ სამაგიეროს არ მოითხოვ . ჩემთვის მთავარი ჩვენი დაქალობა და ერთმანეთის გვერში დგომაა ( მანჩო) როდესაც ეს ყველაფერი მომწერა , დავინახე , რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რეალური ჩემი დაქალია , ადამიანი რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას , ყველა სიტუაციაში , მამშვიდებს და რჩევებს მაძლევს , ეს ყველაფერი კი ჩემთვის ფასდაუდებელია ... 2 თვის შემდეგ .... 2 თვე გავიდა ... ვერ ვიტყვი , რომ ყველაფერი ბოლომდე გადავიტანე და დედაჩემს ვაპატიე , ჯერ კიდევ არსებობს დაუცხრომელი ბრაზი , რომლის წყალობით ხანდახან ყველაფრის დანგვრევის სურვილი მიჩნდება .... სწავლა დამეწყო , თბილისში დავბრუნდი , ყველაფერი თითქოს ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა , ყველაფერი შეიცვალა ... პირველი ის , რომ დედაჩემმა მუშაობა დაიწყო თბილისში , ყველას ეუბნება რომ ამას ოჯახისთვის და ჩვენთვის აკეთებს , თუმცა მხოლოდ მე ვხედავ მის სიყალბესა და ტყუილებს . ვიცი სინამდვილეში რატომაცაა აქ და რაც აქვს ჩაფიქრებული , ამ ყველაფერს კი უბრალოდ ჩემში ვამწყვდევ , ვცდილობ ყველაფერზე თვალი დავხუჭო , რაც მას უკავშირდება და ჩემს ცხოვრებას მივხედო , რადგან მოგეხსენებათ , ყველა თავის ბედს , თვითონვე ირჩევს . თვითონვე წყვეტენ რა უნდათ , რის გაკეთებას აპირებენ , ვისთან უნდათ ყოფნა და ა . შ ... ამიტომ მეც მივხვდი , რომ იმ ადამიანს ვერ მიუთითებ რა უნდა გააკეთოს და , რა არის სწორი , მითუმეტეს როდესაც ის ზრდასრული და დამოუკიდებელია , ამის მაგივრად უბრალოდ ვუყურებ მის საქციელს და ვისმენ მის ტყუილებს .... მეორე ის , რომ თეატრი დაიშალა , აღარ არსებობს , რამაც გამახარა და თითქოს დიდი ტვირთი მომხსნა მხრებიდან . რომ არ დაშლილიყო თვითონვე ვაპირებდი გამოსვლას და თავის დანებებას ბევრი მიზეზის გამო. პირველი იმის გამო , რომ რაც იქ დავიწყე სიარული ყველაფერი უკიდურესად შეიცვალა და ყველაფერთან მეც , სულ სხვანაირი გავხდი . რა თქმა უნდა , იქ ყოფნა და სიარული ჩემთვის ყველაფერი იყო და იქაურობა მართლა ძალიან მიყვარდა , თუმცა იყო ისეთი დღეებიც როდესაც ისიც კი მაღიზიანებდა . მეორე და მთავარი მიზეზი ჩემი გამოსვლის გიორგი იყო , მოგეხსენებათ ბოლო დროს მეტად დაძაბული ურთიერთობა გვქონდა ყველა ასპექტში ... ეს ყველაფერი კი უბრალოდ მაგიჟებდა , მერჩივნა გამოვსულიყავი და გიორგისთან კონტაქტი საერთოდ გამეწყვიტა , ვიდრე სიარული გამეგრძელებინა და მეყურებინა , მისი საქციელებისთვის .... ასეა , თუ ისე , თეატრი წარსულს ჩაბარდა ... ........................ ................................ .......................................... 21 სექტემბერი .... საღამოს მარიას შევხვდი და ვილაპარაკეთ , მასაც ჩემი არ იყოს , სიყვარულში ცუდად ჰქონდა საქმე , ბევრი ვილაპარაკეთ .... - მოდი შენი და გიორგის სურათი დადე Facebook-ზე და მონიშნე ... არ გაინტერესებს რა რეაქცია ექნება ? ( მარია ) - ღადაობ ? სისულელეა , მაას არ გავაკეთებ ... თანაც დარწმუნებული ვარ , გიორგიზე წინ თორნიკე გამოხტება და რამეს იზავს ( ლიზა ) - ბოლოს მაინც დავდე და დავაწერე : „მომენატრა ძველი დრო <3 <3 <3“ .... და ამ დროს ჩემმა გულმა საშინლად დაიწყო ძგერა იმდენად , რომ სიგარეტის მთლიანი კოლოფი გამოვცალე . ცოტა ხანში კი , როგორ მოველოდებოდი თორნიკე გამოხტა თავის კომენტარით : „გიოს გარდა , სხვა არავინ მოგენატრა ? )))“... ამაზე , რა თქმა უნდა , გავვოცდი . - ღმერთოოოო , თორნიკე ნახე , რა გველია ... პირდაპირ კომენტარებში გიწვევს ( მარია ) - ნამდვილი ეშმაკია , მაგრამ ახლა ის არ მადარდებს ( ლიზა ) - მთელი საღამო საშინლად ვნერვიულობდი , გიორგი არ ჩანდა , არადა უკვე საკმაო დრო იყო გასული დადებიდან , და ლოგიკურია ნანახიც ექნებოდა , თუმცა თავიც არ შეიწუხა , რომ რაიმე დაეწერა , ან ჩემთვის მოეწერა , მონიშვნასაც არ დათანხმებია , თუმცა არც გაუუქმებია , რამაც საფიქრალში ჩამაგდო ... სურათის დადების შემდეგ , თითქოს ამოვისუნთქე და გულიდან ლოდი მოვიხსენი .. მეგონა ეს რამეს მაინც შეცვლიდა და უკეთესობისკენ წავიდოდა , ჩვენი ურთიერთობა , თუმცა შევცდი ... 1 კვირის შემდეგ ... 1 კვირა გავიდა , რაც სურათი დავდე , თუმცა ისევ არაფერი , მეტიც შეიძლება ითქვას , რომ ამის შემდეგ უფრო დაიკარგა ... რაც მეტს ვფიქრობდი , მით მეტად ვიბნეოდი და ვირეოდი , რადგან თავში ათასი აზრი მიტრიალებდა და , არა მარტო მე , არამედ მარიასაც .... ერთ საღამოს , ვიჯექი სიგარეტ ვეწეოდი და ასეთ დასკვნამდე მივედი : „ აზრი არ აქვს , ადამიანს ის გრძნობა მოსთხოვო , რომელსაც არ განიცდის , ან არ უდნა , რომ გამოხატოს ... მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის , რომ ჩემი შეცდომები გამომესწორებინა ამ ურთიერთობაში ... იმის შემდეგ , რაც სურათი დავდე თითქმის გამოვუტყდი გიორგის გრძნობებში , მან კი სანაცვლოდ რა გააკეთა ? არაფერი ! ჰო არაფერი ! “ ..... სურათი წავშალე და უბრალოდ გადავწყიტე , რომ ჩემი ცხოვრებისთვის მიმეხედა , სწავლისთვის და იმ ადამიანებისთვის , ვისაც მართლა ვჭირდები .... ………………………. ………………….. ……………………………… 5 ოქტომბერი ... 5 ოქტომბერს , ლექციების შემდეგ მანჩოს შევხვდი . - შოთიკოს შევურიგდი ( მანჩო ) - რა ? სერიოზულად ? ვაიმე ... მოყევი დროზე ( ლიზა ) - ყველაფერი მომიყვა რაც მოხდა , როგორც შეურიგდა ... არ დაგიმალავთ და ძალიან გამიხარდა , რადგან ვთვლი , რომ ერთმანეთის შესაფერისები არიან და ნამდვილად ერთად უნდა იყვნენ . - ყველაფერი ასე მოხდა ... სიმართლე გითხრა , თვითონაც ვერ ვხვდები როგორ ვურიგდები ხოლმე ( მანჩო ) - შვილო , ჰო ხედავ რომ ჩემი ნათქვამი ყოველთვის ხდება და რაღატომ იტანჯავ თავს , დაშორებით და ისევ შერიგებით ... შენ , ზუსტად შოთიკოსნაირი პიროვნება გჭირდება , არც ზედმეტად ყურადღებიანი და არც ზედმეტად უყურადღებო ... როცა მასთან ხარ , რაღაც გემართება , თითქოს სხვანაირი ხდები , სხვანაირად იცინი , სხვანაირად იქცევი , თითქოს მეტი ემოციაა შენში ( ლიზა ) - ზუსტად ვიცოდი , რომ ყველაზე მეტად შენ გაგიხარდებოდა ეს ამბავი ... არავინ მოგწონს შოთიკოს მეტი და რა გავაკეთო ... ზურა რომ გაგაცნი , ისეთი სახით უყურებდი , თითქოს რაღაცაში გამოჭერა გინდოდა , რო დაგეწუნებინა ( მანჩო ) - მართალია და გამოვიჭირე კიდეც ! არც ზურა და არც სხვა ბიჭი არ მომწონს შენს გვერდით და რა გავაკეთო .. ჩემო ხმები შოთიკოს მხარესაა და სულ ასე იქნება ( ლიზა) - რა გაგიკეთა ეგეთი ქალო ... ( მანჩო ) - გუჯასა და მარის შორის რა ხდება , ერთად არიან ? ( ლიზა ) - კითხვა დავსვი და პასუხის მოლოდინში გავირნდე . - ერთად ? არც ყოფილან ( მანჩო ) - შენს დაბადების დღეზე ჰო ერთად იყვნენ ( ლიზა ) - მაგათი ამბავი რთულად იყო .. იტოკში , ერთმანეთს წერდნენ , მარა როგორც გაირკვა გუჯას არ მოსწონდა უბრალოდ წერდა , მარის კი მართლა მოსწონდა , როგორც ჩვენთვის ცნობილია ... ერთ საღამოს მარი დაგრუზული იყო და როდესაც ვკითხე რა სჭირდა , მითხრა მე და გუჯა დავშორდითო ... ბევრი ვერაფერი გავიგე ამიტომ მეორე დღეს გუჯასთან მივედი და ვკითხე , მან კი მითხრა : „მე და მარი ერთად არც ვყოფილვართ , უბრალოდ ვწერდი , არ მომწონდა ისე , როგორც საჭირო იყო ... სათქმელიც არაფერი იყო , ამიტომ არ გეუბნებოდი , უბრალოდ ჩათაობა იყო“ ... ( მანჩო ) - როდესაც ეს მითხრა , თითქოს ამოვისუნთქე , თუმცა რატო ვერ მივხვდი , რატო გამიხარდა ეს ამბავი ? - მართლა ? საწყენია ( ლიზა ) - გუჯა სულ , შენ გკითხულობს ხოლმე , ლიზა სადაა ? რატომ არ მოდის ? სად დაიკარგა ? ამას წინათ მასთან დავრჩით , როდესაც შენ გწერდი და მაგ დროს მითხრა , როდესაც ლიზა ჩამოვა , ჩვენ შევიკრიბოთ და დავლიოთ . ლიზა მომენატრა ( მანჩო ) - მართლა ? მეც ძალიან მომენატრა , საყვარელი ( ლიზა ) - ეს კი წამომცდა და ჩემმა საყვარელმა დაქალმაც გამომიჭირა . - მოგენატრა ? მართლა ? ლიზა , ჰო კარგად ხარ ? ( მანჩო ) - კი ...ჰო მართლა , გიორგიზე იცი რას ვაპირებ ? ( ლიზა ) - თემის გადატანა ვცადე . - აჰა , აბა გისმენ ( მანჩო ) - მოკლედ ... პარასკევს დაივში მივდივართ , მე , მარია , მისი მეგობრები და რამდენიმე ბიჭი მისი მეგობრებიდან ... იმისთვის რომ გიორგი ვაეჭვიანოთ , რადგან ვნახოთ რას გააკეთებს , როდესაც სხვა ბიჭთან დამინახავს , როდესაც მას აღარ მივაქცევ ყურადღებას .... ვიფიქრე შენც წამოხვიდოდი , მაგრამ მერე გადავიფიქრე , რადგან შენ იქაურობას ვერ იტან ( ლიზა ) - დაივზე რა გითხრა , მარა თუ გინდა , ჩვენ ოთხნი სადმე წავიდეთ იმ კვირას ... თან იქნებ გუჯა მოგეწონოს .... - ოოო ... აქ დაასტოპა , როდესაც ჩემი სახე დაინახა ... გაახსენდა , რომ გუჯა ისედაც მომწონდა და როდესაც მარისთან ვხედავდი ვეჭვიანობდი ... - აა ... უიიი ... შენ , ჰო გუჯა მოგწონდა .... ბოდიშიი ( მანჩო ) - გინდა მოგკლა ? მანანა , ძალით მიკეთებ ამას ? ( ლიზა ) - არა , რატო .... ისე დარწმუნებული ხარ , რომ გუჯა აღარ მოგწონს ? ( მანჩო ) - ამ კითხვამ დამაფიქრა . - არ ვიცი , არ დავფიქრებულვარ , რამდენი ხანია ერთმანეთს არ შევხმიანებივართ ( ლიზა ) - ჩემი აზრით , კი ისევ მოგწონს ... - დაინახა , რომ გამეღიმა ... - მიყავრს , ასეთი სიტუაციები , როდესაც დაქალს ახვედრებ , რომ ის მოსწონს , ვინც თავისივე აზრით არ უნდა მოსწონდეს ( მანჩო ) - რას გულისხმობ ( ლიზა ) - არაფერს გითხარი ... ( მანჩო ) სახლში მოვდიოდი და მთელი გზა მეღიმებოდა , მეცინებოდა , ყვეალფერი გამახსენდა , ერთად გატარებული დღეები , მარმალადი , რომელიც ჩემთვის მოიპარა .. საუბრები , სიმღერა , რომელიც მომიძვნა , მისი დალინკული სხვა სიმღერები ... ჩვენი ერთი საყვარელი სიმღერა ჩავრთე და მთელი გზა მას ვატრიალებდი , ვუსმენდი და მოგენებებში ვიძირებოდი . მიხაროდა , რომ მარისთან არ იყო , მიხაროდა , რომ მკითხულობდა და არ ვავიწყდებოდი , იმის მიუხედავად , რომ ერთმანეთი რამდენიმე თვე ნანახი არ გვყავდა ... სახლში მოსვლისთანავე ხტუნაობა და ყვირილი დავიწყე , ალბათ ეს სიხარულისგან იყო გამოწვეული ... ძალიან ბედნიერი ვიყავი , უსაზღვროდ , თუმცა ვერ ვხვდებოდი , მართლა მომწონდა ? ისევ მომწონდა ? ............... ....................... ........................ ............................ ..................... 8 ოქტომბერი . ლექციები მალევე დამიმთავრდა და მანჩომ მომწერა , რომ ოფისში ავსულიყავი . გულმა მაშინვე ბაგა - ბუგი დამიწყო , მხოლოდ ერთ რამე იმეორებდა : „გუჯას ნახავ , ბოლოსდაბოლოს ნახავ!“ ... კარებში სარა შემხვდა . - ჰიიი , ლიზაააა , როგორ მომენატრე საყვარელოოო ( სარა ) - მეც ძალიან მომენატრე სარაა ... მოდი ჩაგეხუტო ( ლიზა ) - ოფისში ავედით და აივანზე გავედით . - ამდენ ხანს სად იყავი ( მანჩო ) - გოგო , წიგნზე გავედი თუმცა ვერ ვიშოვე ... დანარჩენები სად არიან ? ( ლიზა ) - უფრო მინდოდა მეთქვა , გუჯიკო სად არისთქო , მაგრამ თავი შევიკავე . - გუჯა შიგნითაა , რაღაცას აკეთებს . შოთიკო არ ჩამოსულა ... ერთი წუთი ეხლავე მოვალ ( მანჩო ) - მისი გასვლა იყო და სამზარეულოდან გუჯა გამოვიდა , როდესაც დავინახე , ერთადერთი რაც გავიფიქრე იყო : „ღმერთო , უფრო გასიმპატიურებულა“ . სიხარულით გამოვიდა . - ლიზაააა , მგონი მეჩვენები ... როგორ ხარ ( გუჯიკო ) - გადამკოცნა და მთელი ძალით ჩამეხუტა , არც მე შევწინააღმდეგებივარ , ჩავეხუტე და ეს მესიამოვნა , თითქოს სახლში ვიყავი ... - რრას შვები ( ლიზა ) - ჩემი სიგარეტი აიღო და ხელში ატრიალებდა , თან მომაჯადოებლად მიცინოდა . - ოჰჰ , როგორც ჩანს ერთმანეთი უკვე ნახეთ ( მანჩო ) - ლიზამ მოწევა დამაწყებინა ( გუჯიკო ) - ამ დროს მარი გამოვიდა და გადამკოცნა . - ლიზი , როგორ ხარ ( მარი ) - კარგად , შენ როგორ ხარ ( ლიზა ) - მარი , იქით გეძახიან შედი . - არ ვიცი მომეჩვენა , თუ არა , მაგრამ ისე ჟღერდა თითქოს მისი მოშორება უნდოდა , რაც მესიამოვნა ... გვერდით დამიჯდა და ლაპარაკი დამიწყო . - რას შვები ლიზი , სად დაიკარგე ( გუჯა ) - გორში .. შენ სად იყავი დაკარგული ( ლიზა ) - მე თბილისში ... ჩემი მისამართი ჰოიცოდი , შეგეძლო მოსულიყავი . - ხუმრობა, თუმცა უფრო სიმართლე ... - ჩემი სურათი ნახე ? სეუში , რომ ვიყავი ( გუჯა ) - კი ვნახე ( ლიზა ) - მოგეწონა ? სიმპატიური ვიყავი ? ( გუჯა ) - კი ძალიან ( ლიზა ) - ეს ვთქვი და ენაზე ვიკბინე ... ჯანდაბა მაინც გამომტეხა , დამპალი ბიჭი . - გუჯი რა სიმპატიური ხარ ( მანჩო ) - ჩემმა გველმა დაქალმა გამომხედა , რაც გუჯასაც არ გამოპარვია ... - ერთი წუთი ... ( გუჯა ) - მისი გასვლა იყო და მანჩოს საუბრის დაწყება . - ღმერთო , მოგწონსსსსს .... ( მანჩო ) - მეზიზღები მანჩო ( ლიზა ) - შენ და მანჩო გეზიზღება ? რაღაც არარეალურია ( გუჯა ) - რატო ვეზიზღები ვერ ვიგებ ( მანჩო ) - თქვენ ერთმანეთი გეზიზღებათ , რაღაც წარმოუდგენელია ( გუჯა ) - კარგი მართალია ... ( ლიზა ) - აბა , ლიზი , რა ხდება ახალი .. თმები შეიღებე ? ძალიან გიხდება ( გუჯა ) - ერთადერთი ახალი ის არის , რომ თეატრში აღარ ვარ ( ლიზა ) - ამის თქმა იყო და თვალები გაუნათდა , თითქოს ჩემზე მეტად გაუხარდა . - მაგრამ ჰო , შენი ოცნება იყო ? ( გუჯა ) - იყო ... ( ლიზა ) - და ის , ვიღაც გიორგი ? ( გუჯა ) _ „ვიღაც“ , ამაზე ჩამეცინა . - გიორგი აღარაა , წარსულს ჩაბარდა ( ლიზა ) - სხვასთან ? ( გუჯა ) - სხვასთან საქმე , ჯერ კიდევ ვითარდება ( მანჩო ) - დაქალის გველი ენა , ყველაფერს ამბობს .. შედეგ ვისაუბრეთ , რეგისტრაციაზე , ბრიფინგზე და ა . შ . - მე მინდა , რომ ჩვენთან იყვე ( გუჯა ) - კი , ლიზასაც უნდა . უბრალოდ ჯერ ფულს ვერ შოულობს ( მანჩო ) - გუჯამ გამაცნო რაც ოფისში ახალი ხდებოდა , როდესაც ლაპარაკობდა და ვუყურებდი , თითქოს გონებას ვკარგავდი , მისი სახე , როდესაც ლაპარაკობს როგორ ეღიმება , რბილი , ხავერდოვანი და მამაკაცური ხმა , გამოხედვა ... ეს ყველაფერი მომნატრებია , თითქოს მასში ვიძირებოდი ... - აბა ჩვენთან ხარ ? - ხელი გამომიწოდა და ჩამოვართვი ... - იცოდე უკვე მეორედ მართმევ ხელს ( გუჯა ) - ჯანდაბა ( ლიზა ) - ამაზე მანჩოს გაეცინა . - უი მართლა გუჯი , ოთხშაბათს ლიზისთან ჰო წამოხვალ ? მე , შენ , შოთიკო და ლიზა ( მანჩო ) - რა თქმა უნდა , ოღონდ გვიან , მანამდე საქმეები მაქვს ( გუჯა ) - გახარებული დაგვთანხმდა და ამოვისუნთქე . მანჩომ კი დამაინტრიგებელი მზერით შემომხედა .. - ძალიან კარგი ... ეხლა შენ გაუწოდე ხელი , რომ შეთანხმდით ( მანჩო ) - გუჯას შევხედე და იცინოდა , ორივე ვიცინოდით .. ხელი გავუწოდე და ჩამკიდა , რაზეც ჟრუანტელმა დამიარა . - ძაან საყვარლები ხართ ერთად ( მანჩო ) - ეს მართალი იყო , თუმცა მინდოდა მანჩო მომეკლა . - მოკლედ გოგოებო , მე უნდა გავიდე და მოდი გაკოცოთ .. - ლოყაზე მაკოცა და მომიბრუნდა . - აღარ დაიკარგო , აღარ მინდა დაგკარგო ( გუჯა ) - ლიზი , დაგეხვა ? დაბრუნდა გრძნობა ? ( მანჩო ) - ვიდრე ვუპასუხებდი , მარი მოვიდა . - მანჩ , მობილური მომაწოდე , მალე გუჯა მელოდება ( მარი ) - ამ სიტყვებზე , მისი გაწიწკვნა მომინდა ... მალევე ჩვენც მაკში დავხსედით და გუჯაზე დამიწყო ლაპარაკი. - აბა ? მე დავიწყო , თუ ჯერ შენ მოგისმინო ? ( მანჩო ) - მე არაფერი მაქვს სათქმელი , ამიტომ შენ დაიწყე ( ლიზა ) - ესეიგი ... დამშვიდდი და მიპასუხე რასაც გკითხავ ... სანამ გუჯას გაიცნობდი იქამდე გიორგის ჰო იცნობდი და მოგწონდა ? ( მანჩო ) - კი ( ლიზა ) - როდესაც გუჯა გაიცანი და იმ დღეებში ერთად იყავით , მაშინ გიორგიზე ფიქრობდი ხოლმე ? ( მანჩო ) - არა , არანაირად ( ლიზა ) - როდესაც გუჯასთან გაწყვიტე კონტაქტი , ანუ რომ ვერ ნახულობდი და ერთმანეთსაც აღარ წერდით , მაშინ დაიწყე ისევ გიორგიზე ფიქრი ? ( მანჩო ) - კი ( ლიზა ) - კარგი ... როდესაც თეატრი დაიშალა დაივში დადიოდი ? ( მანჩო ) - არა ( ლიზა ) - იცი რატომ ? იმიტომ , რომ არ გინდოდა იქ სიარული , იმის მიუხედავად , რომ იცი , გიორგი იქ ყოველ პარასკეობით დადის .... დღეს , როდესაც გუჯა ნახე რა იგრძენი ( მანჩო ) - არ ვიცი ... ნერვიულობა , დაბნეულობა , სიცხე და ის რომ კიდევ უფრო სიმპატიური გამხდარა ( ლიზა ) - როდესაც გუჯას ვერ ხედავდი და საერთოდ კონტაქტი არ გქონდა , როდესაც სურათებს დებდა , ან რამე აზიარებდა ნახულობდი ? იმ სიმღერებს უსმენდი , რაც მან დაგილინკა და რაშიც თითქმის სიყვარულს გიხსნიდა ? ( მანჩო ) - კი ვნახულობდი და ვუსმმედი ( ლიზა ) - რამდენჯერ მოგისმენია იმ სიმღერებისთვის , თუნდაც ბოლო დღეებში ( მანჩო ) - სათვალავი ამერია ( ლიზა ) - გიორგიზე ფიქრობდი დღეს , როდესაც გუჯასთან იყავი ? ( მანჩო ) - არა ( ლიზა ) - ანუ , რა გამოდის , ვინ მოგწონს ზედმეტად ? მიდი მინდა , შენი პირით აღიარო ( მანჩო ) - რა თქმა უნდა , გუჯა ... მაგრამ ვერ ვამბობდი მეცინებოდა ... - მეორე ... გუჯა ( ლიზა ) - ვიცოდი ! ვიცოდი ! ხედავ ? გუჯა მოგწონს , ისევ მოგწონს , ზედმეტად მოგწონს ... და საერთოდ მაინტერესებს რატო აღარ წერდი ? ( მანჩო ) - მარის გამო , რადგან იმ პერიოდში მარი სწერდა და მთელ დროს მასთან ატარებდა ( ლიზა ) - და ახლა ? იგივე იგრძენი ? ( მანჩო ) - კი , წეღან ... „გუჯა მელოდება მალე მანჩო“ < ამ სიტყვებზე ( ლიზა ) - ამჯერად შემიძლია თავი დავდო , იმაზე რომ გუჯასა და მარის შორის არაფერი ხდება, მითუმეტეს დღევანდელის მერე აღარ მიწერს ... როდესაც გუჯამ დაგინახა , ყურადღებით შეგათვალიერა , შენზე ყველაფერი ახსოვდა , როგორი იყავი , რა ფერის თმა გქონდა სანამ შეიღებავდი , როგორი საყურე გეკეთა ... ( მანჩო ) - მართალია ... სხვა ბიჭებზე , რომ მკითხა ? ( ლიზა ) - ჰოო , ძაან საყვარელი იყო ... ( მანჩო ) - ამის შემდეგ ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი . - ჯანდაბა მანჩო , შენთან ლაპარაკისას ყველაფერი ლაგდება ( ლიზა ) - გუჯასაც მოსწონხარ ( ლიზა ) - ამის გაგონებისას თვალები ვჭყიტე და კოლა გადამცდა, იმდენად მოულოდნელი იყო ... - რა თქვი ? საიდან იცი , მანჩო ( ლიზა ) - წინადადება უცბად შემოატრიალა . - რა მიხვედრა უნდა , როდესაც ვერ გხედავდა , სულ შენზე საუბრობდა , შენ გკითხულობდა , დღეს კიდე რომ დაგინახა ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ყველაფერი შეიცვალა ... ყოველთვის როდესაც გელაპარაკება , სახე უბრწყინავს , ეღიმება და თვალებში გაშტერდება ( მანჩო ) - ბედნიერი ვარ ( ლიზა ) ბედნიერი ვარ , გუჯა დაბრუნდა , ისევ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში ... მისი სიტყვები სულ ყურში ჩამესმის : „აღარ გაგიშვებ , ჩემთან უნდა იყვე“ ... მასთან ყოფნა , მისი ყურება , ღმერთო ძალიან მომნატრებია .... არ ვიცი , რატომ მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ , რომ გიორგი ჩემს ცხოვრებაში აღაარაა , თუმცა პარასკევის გეგმა არ ჩამიშლია , დავიში წასვლა და ეჭვიანობა ბოლო იქნება რასაც გავაკეთებ ... იქამდე კი , ჩემთვის საუკეთესო საღამო იყო წინ , გუჯასთან ერთად გატარებული საღამო , საუბარი , სიმღერები .... მის დალინკულ სიმღერებს თავიდან და , ისევ თავიდან ვრთავ , ვუსმენ და მოგონებებში ვიძირები , ყოველი დღე მახსენდება , საუბარი , სიცილი , ჩახუტება , სიცხე ... 11 ოქტომბერი დილით საკმაოდ მშვენიერ ხასიათზე გავიღვიძე და ცოტა ხანში ოფისში გავედი , სადაც გუჯა , მანჩო , შოთიკო და მარი დამხვდნენ . როდესაც გუჯა დავინახე დავიბენი . ვილაპარაკეთ , შემდეგ მანჩომ და შოთამ ოთახში შემიყვანეს და ისევ საქმეს დავუბრუნდით .. განვიხილეთ რატომ დავიხიე უკან , რა მაბრკოლებდა , შიშები , თუმცა ის ყველაფერიც თავიდან გავიხსენე რატომ მინდა ამის კეთება , ამისთვის კი ბევრი მიზეზი მაქვს : პირველი ის , რომ ამით შემიძლია ოცნებები ავისრულო და მიზნებს მივაღწიო , მიზნებს რომლებიც დასახული მაქვს ... მეორე ის , რომ ეს საშუალებას მაძლევს ჩემს ოჯახს დავეხმარო და მომავალში უზრუნველად ვაცხოვრო , მინდა მამაჩემს დავუბრუნო ის სიკეთე რასაც ჩემთვის აკეთებდა 20 წლის მანძილზე , რადგან მამაჩემი ყველაზე შესანიშნავი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში , ის უბრალოდ მამა არაა , ის ჩემთვის გმირია რადგან ამდენი ტვირთი მხოლოდ მის მხრებზეა და ჯერ კიდევ ფეხზე ძლიერად დგას , ჩვენი ოჯახისთვის ის , ერთადერთი მყარი ბოძია ... მესამე კი ის , რომ როგორც იქნა გუჯას ვიბრუნებ , მასთან ურთიერთობას ვანახლებ , რაც ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ბედნიერებაა . მის მესამედ დათმობასა და დაკარგვას აღარ ვაპირებ , რადგან ის ერთ - ერთი ადამიანია , რომელიც მინდა ჩემს ცხოვრებაში ისევ იყოს ... ამიტომ ახალი ხოდითა და მონდომებით შევუდექი ფულის შოვნის საქმეს ... საღამოს , სახლში მისვლისას ყველაფერი , გავამზადე , პიცის მასალები დავჭერი და ველოდებოდი , როდის მოვიდოდნენ , გუჯა , მანჩო და შოთა . - ლიზა , გამოვდივართ და მიდი კარტოფილი შეგვიწვი ? თან დაბრაწე ( შოთა ) - მესმოდა გუჯა როგორ კარნახობდა და მეცინებოდა . ცოტა ხანში მათ დასახვედრად გავედი . კარტოფილი თითქმის მზად იყო , მაგრამ შოთიკოს გასვლა მოუწია და გუჯა დარჩა . - ლიზი მოდი დაგეხმარები , აბა რა გავაკეთოთ ( გუჯა ) - სამზარეულოში მისმა დანახვამ თითქოს , ბედნიერება მომანიჭა რადგან ძალიან საყვარელი იყო . კარტოფილი ამოიღო , მომიბრუნდა და ჩამეხუტა , წელზე ხელი მომხვია რაზეც დავიბენი , ჟრუანტელმა დამიარა , ასეთი რამ პირველად ვიგრძენი ყველასგან გამორჩეული იყო .. თავზე დამადგა და მიყურებდა , როგორ ვაკეთებდი . - ნუ მიყურებ , თორე საშინელება გამომივა , მიდი იმ ოთახში დაჯექი და ჭამე ( ლიზა )- პიცის მომზადებაში , ერთადერთი რასაც ვერ ვიტან ცომის ტაფაზე დადებაა , მეზიზღება . - ლიზი , აუ პამიდორით და მაიონეზით არ მიყვარს , მოიცადე ( გუჯა )... - პამინდვრები მეორე მხარეს გადაალაგა და კალბასები დაამატა , მისი ყურებისას დებილივით მეცინებოდა. ცოტა ხანში მანჩომ დამირეკა და მასთან უნდა გავსულიყავი დასახვედრად . - გუჯი , უნდა გავიდე და პიცას შეხედე ცოტა ხანში , არ დაიწვას ( ლიზა ) - მანჩოს დავხვდი , ცუდ ხასიათზე იყო რადგან ჩაწერაზე კარგად ვერ იცეკვა მუხლის გამო , მის გამო კი ვწუხდი , რადგან მართლა ძალიან ნერვიულობდა , მისი ნერვიულობა მეც მედებოდა . სახლში მოსვლისას , ყველგან კვამლი იყო , საწყალი გუჯა კი თვალებიდან ვეღარ იხედებოდა , ძალიან ცუდად გამოიყურებოდა . - კარგი გუჯა , მიდი გარეთ გადი , ცოტა ამოისუნთქე ( ლიზა ) - მალევე პიცა გამოვიღეთ გაზიდან და საშინელად გამოიყურებოდა , დამწვარი იყო , უფრო სწორად დაშუშხული , არაფრად ვარგოდა . - ასეთი საშინელი პიცა ცხოვრებაში არ მიჭამია ( შოთიკო ) - რა გინდა გემრიელია , ჩემი მხარე მითუმეტეს ( გუჯიკო ) - მიყურებდა და ეცინებოდა. ჩავკბიჩე და პირში გამიჩერდა , რაც გუჯას არ გამოპარვია . - საშინელებაა ( ლიზა ) - ლიზი , მოსაწევს გასინჯავ ? ( შოთიკო ) - რატომაც არა ( ლიზა ) - თუმცა ქაღალდი არ გვქონდა და გუჯიკო გავიდა მოსატანად , სანამ ვლაპარაკობდით და მეორე პიცის გაკეთებას შევუდექი . - აუ ლიზა , მიდი გადი გუჯიკო მოიყვანე ( შოთიკო ) - როდესაც უკან ვბრუნდებოდით გვერძე ძაღლმა ჩაგვირბინა ყეფით და გაუცნობიერებლად გუჯიკოს ხელი ჩავკიდე და ავეკარი . - რა ხდება ( გუჯა ) - გაკვირვებულმა შემომხედა , რადგან ასეთი რამ არ გამიკეთებია არასდროს . - ძაღლის მეშინია ( ლიზა ) - თვითონაც მომკიდა ხელი და მივყავდი . თითქოს მთელი ძალით ვიყავი მასზე აკრული და ხელის გაშვება არ მინდოდა , თითქოს მეშინოდა რომ თუ ხელს გავუშვებდი ვეღარ ჩავკიდავდი . სახლში მისვლისას ბევრი ვიცინეთ , ვილაპარაკეთ , შემდეგ კი მოვწიეთ , პირველი ნაპასის დარტყმისას რამის დავიხრჩე , ნამდვილად არ გავდა სიგარეტის მოწევას , მწარე იყო . გუჯა კი მიყურებდა და იცინოდა . თავიდან ვერ შევატყვე , რომ იმოქმედა . - ლიზი , wifi - ს პაროლი მითხარი ? ( გუჯა ) - გიორგი,თიკა … - მაშინვე ენაზე ვიკბინე .. გუჯას ისეთი სახე ჰქონდა , თითქოს მალე მომკლავდა .. რა თქმა უნდა , იეჭვიანა . - ჩემს ძმას ქვია გიორგი , რა იყოთ ( ლიზა ) - ამოისუნთქა და ჩაწერა ... ღმერთო , მის სახეს ვერ აღვწერ , თუ რა გამომეტყველება ჰქონდა , იეჭვიანა , საშინლად იეჭვიანა , დაახლოებით ისე , როგორც მე ვეჭვიანობდი მარიზე , როდესაც მასთან ერთად იყო და თვალებს უპაჭუნებდა .... - მისმინე , მოდი სიგარეტი მოწიე , თუ ძაან ნელა მოწევ და ვერ გაიაზრებ როგორ ჩაიწვება ესეიგი იმოქმედა , მარა თუ ჩვეულებრივად მოწიე მაშინ კიდე დაგამატებინებ ( შოთიკო ) - მეც ასე მოვიქეცი , ვეწეოდი თან ნამიოკობანას ვთამაშობდით პარებში მე და გუჯი ვიყავით ერთად , მანჩო და შოთა კი ერთად . მანჩომ გადმომჩურჩულა სიტყვა რაც სასწაულად ავუხსენი . - ბოძი ( მანჩო ) - ესეიგი , ნამიოკი „ბ“ , დაფრინავს ( ლიზა ) - მანჩომ შემომხედა და სიცილი დაიწყო , ცუდად ვიყავით ... რამდენიმე სიტყვა კი , მართლა ძაან ცუდად ავუხსენი , მაგრამ გამოიცნო , თითქოს უსიტყვოდ ესმოდა რას ვეუბნებოდი . შემდეგ , ბეჭედი ვითამაშეთ , მანჩომ დაუსვა კითხვა გუჯას და ბეჭედი გადმომცა , ბოლოს კი კითხვები , რომ გაიხსნა ... - რა გკითხხეს ( შოთა ) - ვისთან გექნებოდა სექსი-თქო . - მესიამოვნა , თან ძალიან ( მანჩო )... გუჯა კი გაწითლდა თვალებში ვეღარ შემომხედა , თვალს მარიდებდა ... შემდეგ ძაან ბევრი ვილაპარაკეთ ... - ლიზი , ეს შენი საწოლია ჰო ? ( გუჯა ) - კი , როგორ მიხვდი ( ლიზა ) - ბალიშზე ( გუჯიკო ) - ბალიშზე რანაირად მიხვდი ბიჭო ( შოთა ) - გაკვირვებულმა შეხედა . - არ ვიცი , უბრალოდ ვიგრძენი ( გუჯიკო ) - ლიზი , მოდი ავალაგოთ და ყავა გავაკეთოთ ( მანჩო ) - თქვენს მეგობრობაზე ვგიჟდები ( შოთიკო ) - მისი სიტყვები ძალიან მესიამოვნა , რადგან აქამდე არავის უთქვამს მსგავსი რამ , გუჯას გარდა . თითქოს მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ , თუ რამდენნად მნიშვნელოვანი იყო , მანჩო ჩემთვის და ასევე მანჩოსთვის მე ... სამზარეულოში გავედი , ჭურჭელი ამოვრეცხე , ამასობაში მანჩო წყალს ივლებდა ... ოთახში შესვლისას , გუჯიკოს ტკბილად ეძინა , ბალიშ ჩახუტებულს . მივუახლოვდი , რომ მისი ჟაკეტი ამეღო და საკიდზე დამეკიდა . - ლიზი , რას აკეთებ ( გუჯა ) - ჟაკეტს ჩამოვკიდებ ( ლიზი ) - იყოს უნდა გავიდე , ცოტა ხანში ( გუჯა ) - ვერ ვიგებდი სად მიდიოდა , ამ შუა ღამეს . - როგორც გინდა ( ლიზა ) - გამობრუნებისას საწოლს ფეხი გავარტყვი , როგორც ყოველთვის . - აუ მეტკინა ( გუჯა ) - ფეხი მე გავარტყი და შენ გეტკინა ? რაღაც უცნაურია ( ლიზა ) - სერიოზულად , ვიგრძენი . - გამეცინა ... ის , ისეთი საყვარელი იყო , სიტყვებით ვერ აღვწერ . - მიდი შუქი ჩააქრე , ცოტა ხანს სიბნელეში ვიყვეთ ( გუჯიკო ) - ჩავაქე და შემოსასვლელში ავანთე . - მაშინ აქ იყოს , თორემ მეშინია ( ლიზა ) - რის გეშინია ( გუჯა ) - სიბნელის მეშინია , ბავშვობიდან ( ლიზა ) - ვუაიმეე ( გუჯა ) - სიტყვა , რომელსაც სულ ამბობს , როდესაც საქმე მე მეხება . მალევე მანჩოც შემოგვიერთდა . გუჯა კი ადგა და წასასვლელად მოემზადა . - სად მიდიხარ ბიჭო , დარჩი ( შოთიკო ) - არა , დედაჩემი მელოდება ( გუჯა ) - რაღა დროს დალოდებაა , 5 საათია .. დარჩი რაა ( შოთა ) - დარჩი გუჯა ( ლიზა ) - ვეხვეწეთ , ვუმეორებდით . - დღეს არა , მაგრამ კიდევ მოვალ და შემდეგ , სულ დავრჩები ... - წუთიერი დუმილის შემდეგ დააყოლა .. - შენს დამწვარ პიცაზე აუცილებლად მოვალ კიდევ და შევჭამ ( გუჯა ) - არა მოდი , პიცაზე აღარ გვინდა ... ისე მოვიდეთ ხოლმე ( შოთიკო ) - ყველა ვღადაობდით , მართლა საშინელი პიცა იყო , ცხოვრებაში ასეთი საშინელი არ გამომსვლია ... - დებილები ხართ , როგორ დაწვით პიცა ( მანჩო ) - მე რა გავაკეთო , ლიზიმ დამიტოვა და წავიდა ( გუჯა ) - კიდე მინდა მოწევა ( შოთა ) - ისევ მოვწიეთ და მეორედ , მართლა ბოლომდე მოიტანა. გუჯას ვეღადავებოდი , ჩემთვის დამახასიათებელი სიცილი გაიგო , რაზეც ღადაობა დამიწყო . - ამას რაღა სჭირს , შენ ვიცი , რომ ეგრეც იცინიხარ ხოლმე , მაგრამ ... ( შოთიკო ) - ის , ხომ ჩემი დაქალია , რა გიკვირს ( მანჩო ) - უნდა ვაღიარო , რომ გუჯიკოც ჩემზე არა ნაკლებ , იცინის ... - ღმერთო მიშველე , ცუდად ვარ ( ლიზა ) - სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა , ვეღარ ვსუნთქავდი . - ეხლა ამას , თუ ჰგონია , რომ ღემრთი გადაარჩენს ძაან ცდება ( გუჯიკო ) - მართალია , ლიზა . ტყუილად ნუ ოცნებობ ( მანჩო ) - შემდეგ ჩვენი საყავრელი სიმღერა ჩართო და გადამათარგმნინა . - რას ნიშნავს ( გუჯა ) - ვუყურებდი და ვხვდებოდი , რის გაგონებაც უნდოდა . - „თუ , შენ არ გიყვარვარ“ ! ( ლიზა ) - ვუთხარი და თვალებში მივაშტერდი . თვალები გაუნათდა , ის მიიღო რაც უნდოდა . - ანუ , არ გიყვარვარ ? - უცბად გავჩუმდი , რადგან ვიცოდი რამე სისულელეს ვიტყოდი , მან კი ტუჩზე იკბინა და თვალი გამიშტერდა ... შემდეგ , სიმღერა გადართო და იმეორებდა .. - დარჩი , არ წახვიდე ლიზი ( გუჯიკო ) - ყურებს ვერ ვუჯერებდი , კიდევ ერთხელ იგივე მითხრა : „არ წახვიდე , ჩემთან დარჩი“ ... ამან ჩვენი მეორედ შეხვდრის , პირველი დღე გამახსენა როდესაც ის , სიმღერა მიმღერა ... შემდეგ კი ადგა და მიდიოდა . - ბიჭო , დარჩი ... ლიზასთან დაგაწვენთ , რადგან ჩემთან არ გინდა დაწოლა ( შოთიკო )- გავწითლდი , გუჯიკომ კი შემომხედა და ტუჩზე იკბინა , რაზეც რამის გონება დავკარგე . სულ ასე ხდება , როდესაც ამას აკეთებს , აზროვნების უნარს ვკარგავ ... მაინც კარებისკენ წავიდა . უკან გავყევი და კარი გავუღე . მომიბრუნდა და მიყურებდა , ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი , მაგრამ თავი შევიკავე . - დავრჩე ? ( გუჯიკო ) - ვიცოდი , რის გაგებაც უნდოდა ბოლომდე .. მე კი ამას გულში ვეუბნებოდი : „ყოველთვის დარჩი , ბოლომდე .. რადგან თუ წახვალ , ისევ ცუდად ვიქნები , არ მინდა , რომ წახვიდე“ ! თვალებში მაშტერდებოდა , თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა , თითქოს ესმოდა რასაც ჩემი გული ეუბნებოდა . - აუცილებლად , დავრჩები ( გუჯიკო ) - მხოლოდ ეს მითხრა , შემდეგ კი ჩამეხუტა და წავიდა . კარებთან ვიდექი და ვუყურებდი ვიდრე თვალს არ მოეფარა . ჩემს ყველა ნაწილს უნდოდა , რომ უკან გაყოლოდა და ჩახუტებოდა , თუმცა ადგილზე ვიყავი გაყინული , არ ვიცი რატომ .... ალბათ იმიტომ , რომ ის მაინც დაბრუნდებოდა , აუცილებლად დაბრუნდებოდა , რადგან ყოველთვის ბრუნდება , სამჯერ დამიბრუნდა , სამჯერ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში . მის დაბრუნებასთან ერთად კი , თითქოს ყველაფერი მიბრუნდებოდა , სიცილის დაუოკებელი წყურვილი , სიცოცხლის სურვილი , მიზნების მიღწევის სურვილი ... როდესაც ის ისევ დაბრუნდა, მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა , ყველაფერი სხვანაირი გახდა , თითქოს სხვანაირად დავაბიჯებ , სხვანაირად ვსუნთქავ , სხვანაირად ვვარსებობ .. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მასთან მემართება ... კარი დავკეტე და სამზარეულოში დავჯექი მანჩოსთან ერთად . - ძააან მაგარი საღამო იყო , ზოგადად ყველაფერი საყვარელი იყო .. შენსა და გუჯაზე საუბარი აღარ მაქვს ... ერთმანეთს ზედმეტად შეეფერებით ( მანჩო ) - ზედმეტად ბედნიერი ვარ და მეშინია , რომ ყველაფერი შეიცვლება ( ლიზა ) - მართალია შეიცვლება , ოღონდ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესობისკენ . ყველაფერი შესანიშნავად იქნება , აი ნახავ ... ( მანჩო ) - დავწექი და გუჯიკოზე ვფიქრობდი ისევ ... ბალიშს მისი სუნამოს სუნი ჰქონდა , ვყნოსავდი და ვყნოსავდი , შესანიშნავი იყო , თითქოს ვგრძნობდი , რომ ჩემთან იყო , ვგრძნობდი , რომ ისევ აქ იყო ... მეღიმებოდა , ყველაფერი გონებაში მიტრიალებდა , მისი სიტყვები , გამოხედვები .... ბოლომდე დავრწმუნდი , რომ ის ერთ - ერთი მათგანი იყო ვინც გვერდით მჭირდებოდა .. დილით წყალი გადავივლე და გუჯის მივწერე , ვმესიჯობდით , შემდეგ კი ვიდეო გამომიგზავნა , რომელმაც გული ამიჩუყა .. „ორი შეყვარებული ჩიტი , ერთ - ერთი მათგანი კვდება , მეორე განიცდის , რის შედეგადაც ისიც უკან მიყვება ... ბოლოს კი ორივეს , ერთად კრძალავენ“... არ ვიცი , მაინც და მაინც ეს რატომ გამომიგზავნა და რის თქმა უნდოდა ... იქნებ იმის , რომ მასაც იგივე ემართება , როდესაც მე მივდივარ , იქნებ იგივე ემართებოდა , როდესაც ორჯერ წავედი მისგან , როდესაც გავქრი ... იქნებ ცუდად იყო ? იქნებ იმის თქმა უნდოდა , რომ აღარსად წავსულიყავი და მითუმეტეს სიკვდილი არ გამებედა , თორემ იგივე დაემართებოდა ? დავფიქრდი , რამდენჯერმე ვუყურე ვიდეოს და გუჯიკოს სახე წარმოვიდგინე ... უნდა ვაღიარო , საშინლად მეტკინა გული .. მას შემდეგ რაც მან გააკეთა, იმის შემდეგ , თუ რამდენი რამ გააკეთა იმისთვის , რომ დავრჩენილიყავი , იმდენი სიმღერითა და სიტყვებით მიმახვერდა , რომ თავი ცუდად ვიგრძენი , მაგრამ ამავე დროს უბედნიერესი ვიყავი , რადგან მას ისევ მოვწონდი , შეიძლება უფრო მეტადაც ვიდრე აქამდე , ისევე როგორც მე .... ბედნიერი ვარ , რადგან არსებობს ადამიანი , რომელსაც უნდა გამუდმებით მასთან ვიყვე , მის გვერდით , უბრალოდ მიყურებდეს და აკვირდებოდეს , რომ მისი ღიმილი , თვალები და მთლიანად ის , ჩემთვის უკვე ყველაფერია ... ამას აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი , საკმაოდ დიდი დრო მქონდა , რომ ეს გამეაზრებინა , რომ მასთან მივსულიყავი , მაგრამ რატომღაც არ მივდიოდი , 3 თვის განმავლობაში მასთან არ მივდიოდი .... თუმცა , როგორც ჩანს იმედი არ დაუკარგავს და მელოდებოდა , ჩუმად მაგრამ მაინც მელოდებოდა , ბოლოს კი მასთან მივედი , არ ვიცი ეს , სამუდამო მისვლააა , თუ ისევ დროებითი , მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ , რომ ამჯერად მასთან სამუდამოდ დავრჩე , რომ მთლიანად მისი ცხოვრების ნაწილი გავხდე ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.