" სიყვარული და შემთხვევითობა " ( 4 თავი )
იმ საღამოს , შემდეგ დაახლოებით 1 კვირა გავიდა . ყველაფერი შესანიშნავად იყო , მის მიმართ გრძნობებში იმდენად ვიყავი ჩაფლული , რომ დებილი ბავშვივით ყველაფერზე მეცინებოდა , ჩემი თვალები თითქოს ანათებდნენ და ამას ყველა ამჩნევდა . - ახლა ბოლომდე დავრწმუნდი , რომ შეყვარებული ადამიანი ძალიან ლამაზია , მისი ღიმილი იმდენად მომხიბვლელი და მომაჯადოებელია , რომ გარშემო ყველას იზიდავს ( მარი ) - მართალია ბედნიერი ვარ , ყველაზე ბედნიერი ვარ . თუმცა შეყვარებული არ ვარ .. მგონი ამეტებ ( ლიზა ) - და შენი აზრით , ეს რა არის ( მარი ) - არ ვიცი , მაგრამ სიყვარული არ არის , ასე მალე შეუძლებელია .. არ მინდა ისევ გული მეტკინოს ( ლიზა ) - ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება ( მარი ) 19 ოქტომბერი ... საღამოს , წერა მომინდა , მინდოდა , რომ ჩემი გრძნობები ფურცელზე გადამეტანა . „ დარჩი ჩემთან“ დარჩენა , თუ წასვლა ? რომელი უფრო ადვილია ? მე , თუ მკითხავთ , ყველაზე ადვილი და , ამავე დროს ყველაზე ძნელი , წასვლაა ... რატომ ? ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი , როდესაც საუკეთესო გამოსავალი წასვლა და ყველაფრის მიტოვებაა . ჩვენ , ადამიანებს , ყველაზე კარგად წასვლა გამოგვდის , ყველასა და ყველაფრის დატოვება .. ყველა ადამიანი პრობლემებს , ერთნაირად ვერ უმკლავდება , არ შეუძლიათ დარჩენა და იმისთვის ბრძოლა , რაც მნიშვნელოვანია , რაც არ უნდა იყოს ეს : ოჯახი , კარიერა , მეგობრები თუ სიყვარული ... ხანდახან , ისინი თვლიან , რომ საკმარისზე მეტი გააკეთეს , ურთიერთობების გადასარჩენად და , მეტ-წილად ზუსტად ამაში ცდებიან . რა თქმა უნდა , არის ისეთი მომენტებიც , როდესაც მართლა ყველაფერი გააკეთე , რომ შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები , შენს გვერდით დაგეტოვებინა , მათთვის იბრძოდი , თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო . ამ მომენტში კი , ყველა ფიქრობს , გამონაკლისების გარდა , რომ ერთადერთი გამოსავალი წასვლაა . ჩემი პირადი , გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია , რომ წასვლა , თუ დარჩენა , მხოლოდ „ფიქტიურია“ , რატომ ? იმიტომ , რომ ხანდახან შეიძლება წახვიდე , მიატოვო შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები , მათგან შორს იყო , თუმცა მაინც მათზე ფიქრობდე , გადარდებდეს : სად არიან , რას აკეთებენ , როგორ არიან , რას გრძნობენ , შენზე ფიქრობენ თუ არა , ენატრები , თუ არა ... და ზუსტად , ეს არის ყველაზე მტკივნეული , როდესაც მიდიხარ , მაგრამ შენი გულის ნაწილს , მათთან ტოვებ . ხანდახან , წასვლა , დარჩენა თუ დაბრუნება გადაწყვეტილებით არ ხდება , საერთოდ არ ფიქრობ იმაზე , რომ ეს ყველაფერი გინდა , უბრალოდ თავისთავად ხდება ... ერთ დღესაც , გაღვიძებისას შეიძლება , ცხოვრებამ სრულიად სხვა გზით წაგიყვანოს , იმ ადამიანებისგან ან ადამიანისგან შორს გამყოფოს , რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია , თუმცა ყოველთვის გულში გყავდეს და რაღაც მომენტში მასზე ფიქრობდე , უსმენდე , იმ სიმღერებს რომლებიც , მის თავს გახსენებს , კითხულობდე მონაწერებს და მათში იძირებოდე . გახსენდებოდეს მისი სიტყვები , ხმა , თვალები , ღიმილი , საოცრად მომნუსხველი შემოხედვა , შემოხედვა , რომელზეც გონებას კარგავ , რომლის დროსაც , სხვა ყველა და ყველაფერი ქრება , ყველაფერი მნიშნველობას კარგავს , იმ ადამიანის გარდა , რომელიც წინ გიზის და არაამქვეყნიურად გიყურებს .... ყოველთვის , როდესაც ცხოვრებას სხვა გზით მივყავდი , არ ვიცი რატომ , მაგრამ არ ვფიქრობდი , ადამიანზე რომელიც უკან დამრჩა , იმ წუთას ვერ ვიაზრებდი , თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ის ჩემთვის .. ცხოვრებას მივყვებოდი , რომელიც არასწორ ადამიანთან და არასწორ ადგილას მაბრუნებდა , რომელიც მის მიმართ გრძნობებს მიღვიძებდა , გრძნობებს , რომლის გამოც მტკიოდა , რომლის გამოც მშვიდი ძილი დაკარგული მქონდა , იმდენად ვიძირებოდი ამ ყველაფერში , რომ გამოსავალს ვეღარ ვხედავდი .. ხანდახან , ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს ვიხრჩობოდი , თითქოს შიგნიდან რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა , ეს ყველაფერი კი იმდენად აუტანელია , რომ ამ გრძნობას სიტყვები ვერ გადმოსცემს ... ალბათ , იკითხავთ ამ მომენტში : „რისი გაკეთება შეგიძლია , რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიო“? პასუხი მარტივია : „არაფრის“ ... შეიძლება შემედაოთ და მითხრათ , რომ შესაძლებელია სხვა რამეებზე გადაიტანო ყურადღება , უმნიშვნელო რამეები აკეთო , რომ არ იფიქრო ... კი შეიძლება , თუმცა აზრი ? აზრი არ აქვს , რატომ ? იმიტომ , რომ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში , საქმეებში ჩაეფლო და ფიქრისთვის დრო არ დაგრჩეს , თუმცა ღამით , ძილის წინ ყველაფერი ერთად გახსენდება და ტკივილი გულის არეში გაუსაძლისი ხდება .... მაშინ , რა უნდა გავაკეთოთ ? არ ვიცი , ყველა ადამიანი საკუთარ გზას , თვითონ პოულობს ამ ტკივილისგან თავის დასაღწევად . მე , როგორ შევძელი ? ერთ საღამოს ვიჯექი , სიგარეტს ვეწეოდი და დავფიქრდი ყველაფერზე : რამდენი გავაკეთე , იმ ადამიანის დასაბრუნებლად , ვინც ამას საერთოდ არ იმსახურებდა , რომელსაც არც კი აინტერესებდა , რას ვფიქრობდი და რას ვგრძნობდი ... ამ ყველაფერმა კი ჩემში არსებული ძალა მიჩვენა , ძალა , რომლის წყალობითაც გადავწყვიტე უკან დამეტოვებინა ეს უმადური ადამიანი , რომელიც ჩემს ფიქრებსაც კიარ იმსახურებდა და , ამოვისუნთქე , თითქოს ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან ... თუმცა , ბოლომდე ამის გადატანაში , დამეხმარა ადამიანი , რომელიც რამდენიმე თვეა , ჩემს ცხოვრებაში არსებობს ... როგორ ? არ ვიცი .. ეს თავისთავად მოხდა ... ერთ დღესაც , ისევ შევხვდი ამ ადამიანს , ადამიანს რომლისგანაც ბედისწერამ ოჯერ წამიყვანა , ორჯერ გადამისროლა სხვა მხარეს ... თუმცა როდესაც , მასთან ვბრუნდებოდი , როდესაც ბედი ისევ გვახვედრებდა , ეს ყოველჯერზე სხვანაირი გრძნობა იყო .. მეორედ დაბრუნებისას , გულში ბიძგი ვიგრძენი , ბიძგი , რომელმაც გამომაცოცხლა ... მესამე დაბრუნებისას და მისი დანახვისას კი , საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი , მისი ჩახუტებისას ვიგრძენი , თითქოს სახლში ვიყავი , სახლში რომელიც , ასე მაკლდა ამდენი თვის განმავლობაში , თუმცა ვერ ვხვდებოდი .... როდესაც ისევ დავინახე , ღიმილი ჩემს სახეზე შესამჩნევი გახდა , აღარ მიწევდა ძალით გამეღიმა , რათა ყველას დაენახა , რომ „ბედნიერი“ ვიყავი . არა , ამჯერად ეს მართლა ხდებოდა ! ვუყურებდი და ვფიქრობდი : „როგორ მომნატრებიხარ , როგორ მაკლდი ამდენი ხნის განმავლობაში , თუმცა ეს ახლა გავაცნობიერე . ჩემს ცხოვრებაში ერთ - ერთი , მნიშვნელოვანი ადამიანი ყოფილხარ , ახლა როდესაც ამდენი ტკივილის შემდეგ , ისევ შეგხვდი ... ეს „ცისარტყელის გამოჩენას გავდა , წვიმიანი დღეების შემდეგ“ ..“ მისმა დაბრუნებამ , ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა . სიცილის შეუჩერებელი წყურვილი დამიბრუნა , ოცნებების , პოზიტიური ფიქრების , მიზნებისთვის ბრძოლის ძალა მომცა . აქამდე ვერ ვგრძნობდი , თუ რამდენად მაკლდა ეს ყველაფერი , თუ რამდენად აკლდა ეს , ადამიანი ჩემს ცხოვრებას .. ცხოვრებას , რომელშიც აქამდე , არაფერი იყო , ტკივილისა და ცრემლების გარდა ... მან შემცვალა , ყველაფერი სხვა კუთხით დამანახა , მაჩვენა , რომ იმაზე ძლიერი ვარ , ვიდრე მგონია . ის , ერთ - ერთი ადამიანია , რომლის გამოც მინდა , რომ ჩემი ცხოვრება შევცვალო და მიზნებისკენ შეუჩერებლად ვიარო , რომ პირველივე წინააღმდეგობისას არ დავნებდე და ყურები არ ჩამოვყარო ... ახლა , დარწმუნებული ვარ , რომ ეს ადამიანი , ჩემს ცხოვრებაში მჭირდება , გვერდით მჭირდება , მჭირდება , რომ მობრუნებისას ყოველთვის მას ვხედავდე ... როგორც აქამდე , ჩემი ყოველი მობრუნებისას მას ვხედავდი და მინდა , რომ ეს ბოლომდე ასე დარჩეს ... არ ვიცი , ეს საბოლოო დაბრუნებაა მასთან , თუ ისევ დროებითი , თუმცა დაზუსტებით ვიცი , რომ მას აღარ მივატოვებ , არ მივცემ ბედისწერას იმის უფლებას , რომ ისევ სხვა მხარეს გადამაგდოს , რომ ისევ მაიძულოს დავივიწყო , თუნდაც რამდენიმე თვე .... ამ ყველფრისგან კი , ერთი რამ ვისწავლე : „არასდროს ! არასდროს გაეკიდო მას , ვინც ვერ გაფასებს . არ დაუშვა , რომ ბედისწერამ იმ ადამიანთან მიგიყვანოს , ვინც არ გიმსახურებს , რომელმაც არ იცის , თუ რამხელა ბედნიერებაა , შენი მასთან ყოფნა . ყოველთვის დააფასე და არასდროს დაკარგო , ისეთი ადამიანები , რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ , რომელთათვისაც შენი წასვლა დამარცხებას უდრის ... არასდროსაა გვიანი , იმისთვის რომ შენი ცხვორება შეცვალო , რომ ის უკეთესოობისკენ წაიყვანო . ყოველთვის იბრძოლე , იმ ადამიანისთვის , ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ , ხელი მაგრად მოკიდე და , არასდროს გაუშვა ... რადგან , მისი გაშვებით , შესაძლოა შენი ცხოვრების საუკეთესო ადამიანს კარგავ !“ ......................... ............................... ........................................ საღამოს მანჩო გამოვიდა ჩემთან და წავაკითხე . ყოველთვის , როდესაც რამეს ვწერ , პირველს მას ვაკითხებ , რადგან მისი აზრი , ჩემთვის მნიშვნელოვანია . კითხულობდა , მეკი მის სახეს ვაკვირდებოდი . - აბა , რას იტყვი როგორია ( ლიზა ) - ძალიან მაგარია ... ზოგადად შენს გრძნობებზე , რაც დაწერე ჰო საოცარია , იმდენად ზუსტად გადმოეცი შენი ტკივილი . და რაც ისე დაწერე , ცხოვრებისეული , ის ყველაზე მაგრად გამოგივიდა და ყველაფერში გეთანხმები ( მანჩო ) - ანუ , შეიძლება ჩემგან მწერალი დადგეს ? ( ლიზა ) - რა თქმა უნდა , შენი ბევრი ნაშრომი მაქვს წაკითხული , თუმცა ამან ყველას აჯობა ... - მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ კი მომიბრუნდა . - მე ვიზეც მგონია , იმაზე დაწერე ? ( მანჩო ) - კი , ზუსტად . რადგან გუჯამ ბოლომდე გადამატანინა , ის ტკივილი , რომელიც გიორგიმ მომაყენა . გუჯას დამსახურებაა , რომ გიორგი ჩემს ცხოვრებაში აღარაა , რომ სამუდამოდ გაქრა ( ლიზა ) მეორე დღეს , გუჯიკოს ვწერდი , როდესაც ჩემს ნაწერზე ჩამოგვივარდა საუბარი . მომინდა , რომ გამეგზავნა , მინდოდა წაეკითხა და გაეგო , რომ თვითონაც მნიშვნელოვანია ჩემთვის . ცოტა ხანში კი ესემესი მომდის . - ვოოოვ , და ვის ეძღვნება ეგ ყველაფერი ( გუჯა ) - რა აზრი აქვს ( ლიზა ) - როგორ არ აქვს ( გუჯა ) - შენი აზრით ? ( ლიზა ) - არ ვიცი და მითხარი ( გუჯა ) - მაშინ , მეც არ ვიცი ( ლიზა ) - რა თქმა უნდა , მიხვდა რომ მასზე იყო , შეუძლებელია ვერ მიმხვდარიყო , რადგან ყველაფერი ეწერა . ნახსენები იყო სიმღერები , სიტყვები რომელიც მან მითხრა , გრძნობები .. მაგრამ უნდოდა , რომ ჩემი პირით მეთქვა , თუმცა არ ვთქვი ... რამდენიმე დღის შემდეგ ... რამდენიმე დღე გავიდა , თუმცა გუჯასგან არაფერი ისმოდა , არ მწერდა , არ მირეკავდა .. ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა , ეს ყველაფერი , რას გრძნობდა და რას ფიქრობდა .. - მანჩ , იქნებ იმის წაკითხვის შემდეგ , გუჯამ იფიქრა , რომ ყველაფერი არასწორად გავიგე , მისი ქცევები , მისი სიტყვები .. და ფიქრობს რომ : „არ მომწონს , თუმცა მას მოვწონვარ“ ? ( ლიზა ) - ამის თქმის შემდეგ , ჩემმა საყვარელმა დაქალმა გამლანძღა . - გოგო , დებილი ჰოარ ხარ ! რა სისულელეს ამბობ , მაგას არ იფიქრებდა 100% - ით დარწმუნებული ვარ ( მანჩო ) - მაშინ , რატომ არ მწერს , რატომ არაფერს აკეთებს , რას ელოდება ( ლიზა ) - დამშვიდდი და გუჯას დაელოდე ... მალე ყველაფერს გაიგებ ( მანჩო ) - მისი სიტყვები მეუცნაურა , რაც გუჯასთან ურთიერთობა აღვადგინე , მანჩო შეიცვალა , თითქოს რაღაცას მიმალავს , თითქოს იცის რასაც გრძნობს გუჯა და ბოლომდე მეუბნება . - იცი , რომ უცნაურად იქცევი ? ( ლიზა ) - რას გულისხმობ ( მანჩო ) - იმას , რომ რაც გუჯა ისევ გამოჩნდა , შენც უცნაური ხარ , თითქოს რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები , თითქოს რაღაც იცი და მიმალავ ( ლიზა ) - კი , შეიძლება რაღაც ვიცი ... შეიძლება არც ვიცი .... ( მანჩო ) - ვერ მივხვდი , რას გულისხმობ ( ლიზა ) - იმას , რომ დამშვიდდე და გუჯას დაელოდო , რადგან მოსწონხარ ( მანჩო ) - ისევ იგივე მითხრა . - ეხლაც , შენს აზრს მეუბნები , თუ სიმართლე იცი ? ( ლიზა ) - ჩემი აზრია .... ( მანჩო ) - შემდეგ კი საუბარი გადამატანინა ... 26 ოქტომბერი . საღამოს , მე , მანჩო და მარი , კარაოკეში წავედით . ალბათ , გაინეტერესებთ , მარიზე ისევ იგივეს ვფიქრობ , თუ არა ? დაახლოებით , ისევ მგონია რომ გუჯას მიმართ გრძნობები აქვს , თუმცა თავს ისე გვაჩვენებს ვითომ არაფერი ხდება . ყველაფრის მიუხედავად მასთან ერთდ წავედი ... - ლიზიიიი , გული მიგრძნობს დღეს რაღაც მაგარი მოხდება ( მანჩო ) - საოცრად მშვენიერ ხასიათზე იყო . - მაგრად უნდა გავერთოთ და ალბათ , ამიტომ ( ლიზა ) - ეგეც , რა თქმა უნდა , თუმცა შეიძლება სხვა რამეც მოხდეს ( მანჩო ) - მაგალითად რა ? ( ლიზა ) - უბრალოდ მხრები აიჩეჩა და გაჩუმდა . მთელი საღამო უცნაურად იქცეოდა , ეშმაკურად მიცინოდა და სულ ტელეფონში იხედებოდა . შემდეგ კი , უცბად დაურეკეს და გავიდა . - ლიზი ? მანჩო სადაა ( მარი ) - ცოტა ხანს გავიდა , ვიღაც ურეკავდა ( ლიზა ) - მცირე ხნის შემდეგ კი მკითხა . - ლიზი , შენთან რა ხდება , მოგწონს ვინმე ? ( მარი ) - კი თან ძალიან ... შენ ? ( ლიზა ) - ვიცოდი , რომ მტკივნეულ ადგილას დავაჭერდი ფეხს . - მე , რამდენიმე კვირის წინ , დავშორდი ერთ ბიჭს , რომელიც ძალიან მომწონდა ( მარი) - მართლა ? ალბათ მტკივნეული დაშორებაა ( ლიზა ) - მეტ - ნაკლებად , თუმცა ვცდილობ არ ვიფიქრო , რადგან მას სხვა მოსწონს , დიდი ხანია ამას ვხვდებოდი ( მარი ) - და , ვინაა ის ბიჭი , ვიცნობ ? ( ლიზა ) - რა თქმა უნდა , ვიცოდი ვინც იყო , თან შესანიშნავად .. - გუჯა ? ( მარი ) - ვიცოდი , რომ ამ სახელს იტყოდა , თუმცა კითხვის ნიშანი რაღად უნდოდა ? მის გაოცებულ მზერას გავაყოლე თვალი , რომელიც ჩემს ზურგს - უკან მიდიოდა .. გავიხედე და გავვოცდი , თვალებს ვერ ვუჯერებდი , გუჯა იყო , ყვავილებით ხელში , თან კი შოთა და მანჩო ახლდნენ . - აქ , რა გინდა ( ლიზა ) - პასუხის მოლოდინში გავირინდე , მეშინოდა არ ეთქვა , რომ მარის გამო მოვიდა , ამის წარმოდგენაც არ მინდოდა . - შენთან მოვედი .. - ჩვეული მომხიბვლელობით მომიახლოვდა და ყვავილები გამომიწოდა . - ვიცი , რომ ეს ყვავილები მოგწონს : „კესანიე“ ( არ დამივიწყო ) , არ მინდა , რომ ოდესმე დამივიწყო ( გუჯა ) - გაოცებისგან ხმა ვერ ამოვიღე , საუბრის უნარი დავკარგე . - ნუთუ , შესაძლებელია შენი დავიწყება ( ლიზა ) - თაიგული გამოვართვი . - ძალიან მნიშვნელოვანი , რამ უნდა გითხრა .. მისმინე , მე შენნაირად არ შემიძლია , რაიმე დავწერო და ისე გადმოვცე ჩემი გრძნობები .. თუმცა შემიძლია გითხრა , რომ მსოფლიოში საუკეთესო გოგო ხარ , მათ შორის ვინც კი შემხვედრია , გასაოცარი ხარ , შენი ღიმილით , თვალებით , მზერით , წერის ნიჭით ... შენზე ყველაფერი მომწონს : როგორ იჭმუხნი წარბებს , როდესაც ფიქრობ , როგორ ბზიკავ ცხვირს , როდესაც რაღაც არ მოგწონს , როდესაც დაბნეული ხარ , ყოველთვის რაღაცას ეჯახები , ან რაღაც აფუჭებ . როდესსაც , გაბრაზებული ხარ , არავინ უნდა მოგიახლოვდეს და არაფერი გითხრას .. უბრალოდ მინდა იცოდე , რომ მიყვარხარ და მინდა , ჩემთან იყო. მინდა სულ შენ გიყურებდე , მინდა , რომ ჩემი თვალები მხოლოდ შენ გხედავდნენ ... ( გუჯა ) - როდესაც ამ ყველაფერს ამბობდა , მეღიმებოდა , თვალებზე ცრემლები მქონდა მომდგარი , არ მჯეროდა , რომ ის ჩემს წინ იდგა და ამ ყველაფერს ამბობდა .. მეგონა სიზმარში ვიყავი , საიდან გამოღვიძებაც არ მინდოდა .. - მეც მიყვარხარ .. მეც მინდა შენთან ყოფნა ( ლიზა ) - როგორც იქნა ( გუჯა ) - ღრმად ამოისუნთქა და ჩამეხუტა .. - გილოცავ ძმაო ( შოთა ) - გილოცავ საყვარელო ( მანჩო ) - ერთადერთი ვისაც არ გაუხარდა , ეს მარიამი იყო , არაფერს ამბობდა უბრალოდ ჩუმად იჯდა და გვიყურებდა . - მარი , შენ არაფერს იტყვი ? ( გუჯა ) - რა უნდა ვთქვა , გილოცავთ ... როგორც იქნა გავიგე , ვინაა შენი ნამდვილი სიყვარული ( მარი ) - მისი სიტყვები , თითქოს ყველას გულზე მოგვხვდა . ცოტა ხანში კი ადგა და მიდიოდა . - სად მიდიხარ ( მანჩო ) - ბოდიშით , მაგრამ სახლში უნდა წავიდე , ბაბუაა ცუდად ( მარი ) - გავერთეთ , ვიცკევეთ , სურათები გადავიღეთ . - მოდი სურათს გადაგიღებთ . - გუჯა ჩამეხუტა და ხელი გადამხვია . - ძალიან საყვარლები ხართ ( მანჩო ) - მადლობ ძვირფასო , ძალიან მიყვარხარ ( ლიზა ) - გვიან დავიშალეთ , მე დ მანჩო ერთად ვრჩებოდით , გუჯამ კი გამოგვაცილა . - არ მინდა , რომ გაგიშვა ( გუჯა ) - არც მე მინდა ... არ მინდა , ეს საღამო დამთავრდეს , არ მინდა წახვიდე ( ლიზა ) - გულში ძლიერად ჩამიკრა . - სულელო გოგო , არასდროს წავალ შენგან . წასვლა , მხოლოდ შენ გახასიათებს ( გუჯა) - გპირდები , ცხოვრებაში აღასდროს მიგატოვებ , არავის გამო ( ლიზა ) - ჩემი სახე , ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა , შემდეგ კი წავიდა ... სახლში შესვლისთანავე ხტუნაობა და ყვირილი დავიწყე . - როგორც იქნა , ბედნიერს გხედავ ( მანჩო ) - შენი წყალობით მანჩ , საუკეთესო ხარ ( ლიზა ) - ჰომ გეუბნებოდი , რომ დამშვიდებულიყავი ( მანჩო ) - ვიცოდი , რომ ყველაფერი იცოდი რასაც გუჯა აპირებდა და რასაც გრძნობდა ( ლიზა ) - რა თქმა უნდა , ვიცოდი . გუჯა მაშინვე ჩემთან მოვიდა და მითხრა , თუმცა გამაფრთხილა რომ არაფერი მეთქვა , თორემ მომკლავდა ( მანჩო ) - ბევრი ვისაუბრეთ. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი , მთელს დედამიწაზე . როგორც იქნა იმ ადამიანთან მივედი , ვინც გვერდით მჭირდებოდა , ვინც მინდოდა , რომ მთელი ცხოვრება გვერდით მყოლოდა და ჩემი ხელი ჭეროდა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.