შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი არჩეული საქმრო (თავი 1)


25-10-2018, 03:16
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 10 229

-ლენ, ყავას დალევ ? - მესმის დედაჩემის შემოთავაზება, რომელიც ძალიან იშვიათად თუ მახსენებს თავს, ალბათ იმიტომ, რომ წუხანდელ მდგომარეობაში იშვიათად თუ ვარ.
-რა ყავა, ჯერ ნაბეღლავი, თავი მისკდება ! - გავძახი და ყელს ვიწმენდ.
-აბა, რა იქნებოდა, იმდენი სვი და სვი...
გუშინდელი საღამო მახსენდება, თუმცა სინდისი არაფერზე არ მქეჯნის. ნათება, გარემო, სასმელი და თავისუფლება. ეს უკანასკნელი ხომ ისაა, რისთვისაც ხშირად სასიცოცხლო ფასის გაღებასაც კი დავთანხმდებით.
-აუ, არ გვაქვს. მე კი არ მაცვია მაღაზიაში რომ ჩავიდე, შენი და კი, ჰო იცი როგორაა, შუადღემდე ვერ წამოაგდებს კაცი საწოლიდან.
-არ მინდა, ჰო, ჰო, დაიკიდე - წყენა ბზარად იქცევა ჩემს ხმაში, თუმცა დიდი ვერაფერი,; შეჩვეულ ჭირს ხომ თითქმის აღარც ეთქმის ჭირი.
ვდგები ფეხზე ზლაზვნით, თუმცა უენერგიობას მაშინვე ვგრძნობ და საწოლსვე ვუბრუნდები, საბანს თავზე ვიმხობ და ვიძინებ.
სად მეჩქარება ? ბაკალავრიატი უკვე 2 წელია დავამთავრე, მაგისტრატურაზე არც მიფიქრია, 4 წლიანი განათლებით კი რა სამსახური უნდა მენახა და თანაც საკუთარი პროფესიით ? ცოტა ხანს მარკეტში ვმუშაობდი და საერთოდ ბევრი იყო ასეთ პატარ-პატარა სამსახურები, თუმცა იერარქიულმა წყობამ და კონტროლმა იმდენად დამღალა, უბრალოდ წამოვედი და მშობლების კალთას ამოვეფარე.
ახლა ისღა დამრჩენია, ვიწვე და ვიფიქრო რა გავაკეთო, როგორ გავერთო, ვინ გავიცნო, რომელ ბარსა და კლუბს ვესტუმრო, რა საკვირველია, მანამ, სანამ ამ ყველაფერს ჩემი ოჯახის ბიუჯეტი გაწვდება.
ალბათ გაინტერესებს, რას ვაპირებ მერე, მაგრამ რა გითხრა, ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობ.
თვალებს ვხუჭავ და გუშინდელ ღამეს ვიხსენებ. ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.. როგორ მივარტყვი რაღაცს თავი, მერე ფეხი დამიცურდა და აუზში ჩავვარდი, საიდანაც ვიღაც მწვანეთვალებიანს უნდა ამოვეყვანე... აი, აქ კი ეს ჯაჭვი წყდება და სიშავეში ვეშვები..

***
ზოგჯერ დალევა მართლა საუკეთესო საშუალებაა იმის ცოტა ხნით დასავიწყებლად, რაც გულზე ძლიერად აწვება ადამიანს და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ყველაფერს ერთფეროვნად ანახებს და ამაოებათა ღრმა მორევისკენ ისვრის.
ასე ხდება ხოლმე ჩემთანაც...
როცა ჩვეულბრივზე ბევრად ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ანუ არც არაფერი არ გაგაჩნია და ცხოვრების უწვრილმანეს რამეეებში ეძებ ბედნიერებას.
მხოლოდ საღამოს გამომდის საწოლიდან ადგომა. ძალებს ვიკრებ და სამზარეულოსკენ გავდივარ. ბოლო დროს არაფრისკენ მიმდის გული, მხოლოდ ყავა და ცოტაოდენი ტკბილეული, რაიმე სალათი ან სოსისი. მადუღარას ვრთავ და მოლოდინის დროს, მიწისთხილს პირისკენ ვაქანებ და ფიქრებში მივდივარ..
არ ვიცი, როგორ გავატარო დარჩენილი დრო. თითქოს ყველაფერი მეზარება, საბოლოოდ გადავწყვეტ რამე ფილმს ვუყურო და ბატიბუტი მოვამზადო. სხვა სამყაროში გადასვლა ნამდვილად მჭირდება.
ცოტა ხანში შუქს ვაქრობ და ტელევიზორს ვუჯდები, თუმცა ზარი არ მაძლევს სიმშვიდის საშუალებას.. მიუხედავად ბრაზისა, ვპასუხობ.
-ალო.. რომელი საათია ? - ხმაში ირონიასაც ვურევ.
-რას შვრები, ლენ ?
-დეპრესიას ვებრძვი, დათ !
-აუ, კაი, რა .. რა გჭირს ?
-შენებური „დაიკიდეეები“ არ გინდა, ოღონდაც...
-კაი, ჰოო.
-ალბათ გინდა, მნახო, ჰო ? მაგრამ მე არ ვარ ხასიათზე... სიმართლე გითხრა, არც მცალია.. ფილმს ვუყურებ და ცოტას ვერთობი.
-კაი, სხვა დროს იყოს - უკმაყოფილოდ მპასუხობს, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ, ისე ვუთიშავ...
ყველამ ძალიან დამღალააა. თავად ისვებიან, ღებულობენ იმ ყველაფერს, რაც უნდათ, სრულყოფილ არსებასთან არიან, თავად კი დროებითად ავსებენ გოგოს, მერე კი სრულ სიცარიელეს ტოვებენ..
თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არაა, ფილმის სიუჟეტი, წესით, უფრო მხიარული უნდა იყოს...

***
მეორე დილაც რუტინულად იწყება. ადგომა მეზარება, თავი მტკივა, მიუხედავად იმისა, რომ არ დამილევია წინა ღამეს და დაღლილიც ვარ; მაგრამ ერთი განსხვავებააა, არავის ხმა მესმის, სახლში სრული სიჩუმეა. ალბათ ეს მიბიძგებს იმისკენ, რომ ავდგე...
ასეც ვიქცევი, სახლში ბოდიალს ვიწყებ... მახსენდება, მაიკოს ნათქვამი, ხვალ ავალთ აგარაკზეო და მეღიმება კმაყოფილად.
ირას ვურეკავს, გამოდი და ვიჭორაოთ - მეთქი, მანამდე კი მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ და საყვარელ კაბას ვიცვამ; მიყვარს, რადგან მაშინ მეცვა, როდესაც ყველაზე მიუწვდომელმა ბიჭმა გაბრწყინებული თვალებით შემომხედა.. ზოგჯერ ძალიან მცირედიც ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვისო, ალბათ იტყვი კიდეც და მეც დაგეთანხმები.

-რა ძუკნაა, პროსტაააა... მგონი, ყველა ერთნაირია, სანაგვეზე სასროლი - მეცინება და ირას სახეს ვაკვირდები.
-რა იყო ასეთი, გოგო ?
-რადა თავის ამბებზე მწერს, მე ვაიგნორებ, შემდეგ კი უბრალოდ ვხვდები, რომ მისგან არაფერია დარჩენილი, ის ჩემთვის აღარ არსებობს..
-მერე სხვას გაიცნობ - მაიმედებს ჩვეულად..
-კაი, რა.
-ასე რატო ნერვიულობ ?
-ყველაფერი მიიღო მაგ ღორმა, მაგრამ მე რა ?
-დაწყნარდი, ლენ ! გაიხსენე ის საღამო რა კარგი იყო, როგორ გავერთეთ !
-სულ დალევასა და ცეკვაში ჰო ვერ ვიქნები, ირა ? - ნიშნისმოგებით ვეკითხები დაქალს.
-ის რას შვრება ? - ცდილობს, სხვა თემაზე გადაერთოს.
-ვინ ? დათა ?
-ჰო. ეგ..
-დამირეკა გუშინ, არ მცალია - მეთქი..
-რა უნდოდა ?
-შეხვედრა, რა ენდომებოდა.. ალბათ რომელიმე პარკში მპატიჟებდა გასაყინად ან სადმე ტყეში.. მეტს ვერ გასწვდება მათი ფანტაზია და შესაძლებლობა, ჰო გესმის..
-აი, ამიტომ უნდა გავხდეთ ლესბიანკები - ეცინება და პირზე ხელს იფარებს.
-მაგაზე მეც მიფიქრია - სიცილში ვყვები. ზოგჯერ უაზროდ სიცილიც კი მომგებიანია, განწყობას ოდნავ მაინც გვიუმჯობესებს.
-შენი ტელეფონია, მგონი..
-აუ, ვინააა ? არ მოგასვენებენ, რა - სახელს არ ვუყურებ, მექანიკურად ვპასუხობ..
-ალო..
-ლენ, დღეს მნახე, რა.. ვისვენებ..
-არ მცალიაა და არც მეცლება - პირდაპირ ვპასუხობ, ჩემი გაბედულება პიკს აღწევს.
-რა ხდება ?
-ბევრი საქმე მაქვს, ბევრი საჭორაო და თან ‘ჩვენ’ გაქრა უკვე..
-რას ამბობ, გამოვალ და ამიხსენი..
ოცდააათიოდე წუთში ბაჩი ჩემს სადარბაზოსთან ჩნდება და ზარს უშვებს. მეც ჩავდივარ. ირა თავისი მამაკაცური სიმამაცით მთავაზობს გამოყოლას, თუმცა, რა თქმა უნდა, უარს ვეუბნები და მარტო ვუყვები კიბეებს.
-რა ხდება, გოგო ?
-არც არაფერი რომ არ ხდება, ეგაა პრობლება ! - თავდაჯერებული ვპასუხობ.
-ანუ ?
-ყველაფერი დასრულდა.
-მიზეზი ?
-ვეღარ ვგრძნობ იმას, რაც ადრე, მეტიც, საერთოდ ვერაფერს..
-გაუბერე ?
-თუნცდაც .. - პასუხს არ ველოდები, ისე ვაქცევ ზურგს და კიბეებისკენ მივდივარ. ვცდილობ, არაფერზე ვიდარდო, არც ვიფიქრო.. ამ საღამოსაც ლენას მივყვები ბარში.. მინდა, ისევ გავექცე რეალობას, ცოტა ხნით მაინც...
-რა მაგარი მუსიკააა - სასმელს ვწუპავ და თვალებით გარშემომყოფთ ვათვალიერებ; თითქოს მინდა, იმ მწვანეთვალებას მივაგნო. რეალურად არ ვიცი, რატომ, მაგრამ არც ეს მადარდებს.
ცოტა ხანში სიმპათიური უცნობი მიახლოვდება და ძლივს გასაგონი ხმით სასმელზე მპატიჟებს, შემდეგ მეკითხება, რა გაგაკვირვებს მამაკაცისგანო. აი, აქ კი ვიბნევი. ვფიქრობ, ეგეც ერთი ჩვეულებრივი მამრია, რომელსაც სექსი, ჭამა და ფული მიაჩნია ზენიტად.
-გააჩნიააა მამაკაცს - ირონიულად ვიხედები მისკენ.
-ანუ გააჩნია ? - ეღიმება და სასმელს წრუპავს..
-დიახაც !
-მეცეკვები !
-ფეხები მტკივა - ვუარობ და მზერას ვაშორებ.
მცირე ფილტრი სასიამოვნოც კია, თუმცა მათი ახლოს მოშვება ზედმეტია, გვიახლოვდებიან თუ არა, ყველაფერს თავდაყირა აყენებენ.
-ყველა ლამაზი გოგო თავს იფასებთ ?
-ვინ გითხრა, რომ ლამაზი ვარ ? - ისევ მეცინება. ეს უცნობი, ბევრისგან განსხვავებით, ოდნავ მაინც აზროვნებს.
-ისე გუშინ კი კარგად მეხვეოდი კისერზე - გამომწვევად მიყურებს...
მინდა, თვალებზე დავაკვირდე.. მწვანეთვალებაა თუ არა და საერთოდ რას ჩმახავს, მაგრამ ამისთვის ძალას ვერ ვპოულობ. ბარს აჩქარებით ვტოვებ, „ტაქსს“ ვაჩერებ და ირასთან ერთად იქაურობას ვწყდები.
-ძალიან ნერვიული გახდი ამ ბოლო დროს..
-არ ვიცი...
-რამე ახალი გჭირდება...
-მაგაზე მეც მიფიქრია - ვეთახნმები დაქალს და თვალებს ვხუჭავ; ვიცი, რომ რამე სხვა მჭირდება, მაგრამ რა ვერ მიმიგნია.
-აქ ჩამოვალთ - ჩემს სახლთან აჩერებს მძღოლი, მანქანიდან გადმოვდივართ, ის ისაა სადარბაზოში უნდა შევიდეთ, რომ ბაჩო გვხვდება, თავისზე ოდნავ დაბალ ბიჭთან ერთად და მძაფრად გვიყურებს.



№1 სტუმარი სტუმარი someone wandering

ოუუუუუ მოოომწოოოონსსს. ესს ჩახლართული ამბები მაგრად მევასებააა. აიი მე მაგალითად ცოტა ირონიული,მკაცრი,დასტოინი ტიპები მევასებიაან, არ მომწონს ეს ბანალური ''მომწონხარ'' და ა.შ. ცივი ტიპებიც მევასებიან,მერე რომ ლღვებიაან დაა ა.შ. დაა ვგიჟდები და-ძმურ მომენტებზე. აიი ვაფანატებ რასაც ჰქვია და-ძმის ურთიერთობაზე. კიდვე, დედა-შვილის ურთიერთობაც ძალიან მომწონს ისტორიაში რომ ჩანს. წარმატებები და ველი ახალ თაავს.

 


№2  offline წევრი hanabi

აუუუ იმედია ამ გოგოს არ გაიტაცებს ის სულელი . მაგარი გოგო ხარ რა დილის 5 საათზე ახალი ისტორიის მეტი რა გაგახარებს.
გმადლობ .

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

სტუმარი someone wandering
ოუუუუუ მოოომწოოოონსსს. ესს ჩახლართული ამბები მაგრად მევასებააა. აიი მე მაგალითად ცოტა ირონიული,მკაცრი,დასტოინი ტიპები მევასებიაან, არ მომწონს ეს ბანალური ''მომწონხარ'' და ა.შ. ცივი ტიპებიც მევასებიან,მერე რომ ლღვებიაან დაა ა.შ. დაა ვგიჟდები და-ძმურ მომენტებზე. აიი ვაფანატებ რასაც ჰქვია და-ძმის ურთიერთობაზე. კიდვე, დედა-შვილის ურთიერთობაც ძალიან მომწონს ისტორიაში რომ ჩანს. წარმატებები და ველი ახალ თაავს.

მადლობა დიდი
hanabi
აუუუ იმედია ამ გოგოს არ გაიტაცებს ის სულელი . მაგარი გოგო ხარ რა დილის 5 საათზე ახალი ისტორიის მეტი რა გაგახარებს.
გმადლობ .

პირიქით მადლობა შენ

 


№4 სტუმარი ნათია41

საინტერესოა. არ დააგვიანო ახალი ოქ????

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ნათია41
საინტერესოა. არ დააგვიანო ახალი ოქ????

არ დავაგვიანებ heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი Zizi

ირა გოგო თუ ბიჭი?

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

სტუმარი Zizi
ირა გოგო თუ ბიჭი?

გოგოააა - ირინა

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

ისე მომეეწონა... სხვას არაფერს ვიტყვი უბრალოდ იცოდე რომ ბოლომდე მოგყვები❤❤❤❤❣❣❣❣❣❣❣

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

სტუმარი ლიკა
ისე მომეეწონა... სხვას არაფერს ვიტყვი უბრალოდ იცოდე რომ ბოლომდე მოგყვები❤❤❤❤❣❣❣❣❣❣❣

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№10 სტუმარი ლი

ძალიან შთამბეჭდავი სათაური აქვს და იმედი მაქვს თვითონ ისტორიაც ასეთივე იქნება.

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

ლი
ძალიან შთამბეჭდავი სათაური აქვს და იმედი მაქვს თვითონ ისტორიაც ასეთივე იქნება.

ვეცდები ყველანაირად heart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian sainteresoa

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

სტუმარი მარიკო
Dzalian sainteresoa

მადლობა heart_eyes

 


№14  offline წევრი sofi_sofi

რა საინტერესო იყო წავალ და ახლა მეორე თავს წავიკითხავ

 


№15  offline ადმინი უნდა ვწერო

sofi_sofi
რა საინტერესო იყო წავალ და ახლა მეორე თავს წავიკითხავ

მადლობა heart_eyes

 


№16  offline წევრი mariam m.k

Oho aba vnaxot rogor ganvitardeba movlenebi?!?!

 


№17  offline წევრი khatia khatia

კაია დზაანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent