სულში შეჩვეულ უშენობას ნუ გადამაჩვევ
[video=https://www.youtube.com/watch?v=pWy7B0oKSZw] და მაშინ, როცა მჭირდებოდი გვერდით არ მყავდი, ეხლა შეჩვეულ უშენობას სულში ვამეფებ. ვიცი ვერასდროს დაბრუნდები ჩემს გვერდით, მაგრამ მინდა იცოდე ჩემო კარგო მე შენ გაღმერთებ. სულში შეჩვეულ უშენობას ნუ გადამაჩვევ, მე მივეჩვიე უიმედო გზაზე ბორიალს. ვინმე სითბოთი გამოწვდილი სადმე, რომც დამხვდეს, ჩავთვლი, რომ სითბოს სადღაც სულ სხვა მისი ტოლი ჰყავს. ჰო, მაშინ როცა მჭირდებოდი ობლად დამტოვე, სულში შენს ხსოვნას მარად ვუნთებ მე ღვთიურ სანთლებს. არ ვიდარდებ თქო ვიძახოდი, მაგრამ ვერ გტოვებ, სულ ყველა ღამის უნებურად ვათეთრებ წამებს. ვათენებ? არა ჩემო კარგო! მისით თენდება, მე მხოლოდ ფიქრით ვილამაზებ წყეულ უკუნეთს. "მენატრები" თქო ისევ გეტყვი, მაგრამ ძნელდება, რადგან იმედის გაცრუებას ვერ შევეგუე. და ამ შეჩვეულ უშენობას კუთხეში ვმალავ, მოვალ და გეტყვი, ჩემო კარგო "მე შენ მჭირდები". ჰო მენატრები, იცი უკვე მას აღარ ვჩაგრავ, რადგან უშენოდ, როგორც ვატყობ მგონი ვგიჟდები. ვიბრძოლებ მეთქი ვერასოდეს ვერ დაგპირდები, რადგან სულ მცირე დაბრკოლებას უმალ ვნებდები. არ ვიცი ვინ თქვა, მაგრამ ჩუმად მესმის სიტყვები დრონი მეფობენ ჩემო კარგო არა მეფენი... ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.