"ის" (1ნაწილი) - სრულად
- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ თავს დამცირებულად გრძნობ? - იქნებ ასეც არის. - შენ არაფერი ჩაგიდენია. - მე ასე არ ვფიქრობ. - ხვდები რომ ტვინი უსარგებლო ინფორმაციით გამოგიტენეს და შენც დაიჯერე? - სხვა გზა არ მაქვს. - ყოველთვის არსებობს სხვა გზა. - ვიცი, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო რომ გადავრჩენილიყავი, მინდა რომ ჩემი გესმოდეს. - ჰო მესმის. - იმედგაცრუებული ხარ? - მე უბრალოდ არ მინდა რომ საკუთარი თავი დაკარგო. - ყველა კარგავს რაღაც დროის შემდეგ საკუთარ თავს. - როდის მერეა “ყველა” გახდი? - მას მერე რაც სოციუმთან ზავი დავდე. - გამოფხიზლდი რა. ეს „შენ“ არ ხარ. - არც „ის“ ვიყავი მე. - ვითომ? - ჰო და მოვრჩეთ ამაზე საუბარს. - როგორც გინდა. თუმცა მაინც მგონია რომ შეცდომას უშვებ. - ახლა ჩემი დემონივით საუბრობ, შენ ეს არ შეგეფერება, თუ შეგიძლია ასეთი მიმიღე როგორიც ახლა ვარ თუ არა და საუბარს ნუღარ გავაგრძელებთ. მე მინდა რომ გესმოდეს, მაგრამ ყოველ დღე ვერ შევძლებ გიმტკიცო საკუთარი გადაწყვეტილების დანიშნულება. - ნუ ბრაზობ, ჩემიც უნდა გაიგო. მე „სხვანაირს“ გიცნობდი. - ჰოდა დროა „სხვანაირი“ გამიცნო. - კარგი. მოიგე. მაგრამ ვიცი ერთ დღესაც ამოხეთქავ. - არ დადგება ეგ დღე. - ვიცი რომ დადგება. - არ მიცნობ. - იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე შენ ფიქრობ. - მოეშვი ჩემში ხელების ფათურს, ნუ ცდილობ იმის დანახვას რაც აღარ არსებობს. - შენ უბრალოდ შენი ქვეცნობიერი მიაძინე, მაგრამ დაგავიწყდა რომ ის ძალიან ძლიერია და მასზე სამუდამო გამარჯვებას ვერ შეძლებ. -ჩემი ქვეცნობიერი ჩემი ტყვეა, შესაბამისად მე მას ვფლობ. - ამის გჯერა? - არა რა თქმა უნდა... - იდიორი ხარ. ზუსტად ვიცი დადეგება დღე და „ამოხეთქვავ“. - მორჩი. ნუ ცდილობ სულში შემიძვრე. - და როდის გამაგდე შენი სულიდან. - არ გამიგდიხარ, მხოლოდ ზავი დაგიგე. - არ მჭირდება ზავი. - გჭირდება, როგორ არ გჭირდება. ჯერ ვერ ხვდები, დრო გავა და მიხვდები რომ ზავზე მეტად არაფერი გჭირდებოდა. - რატომ მგონია რომ თავს მარიდებ? - არ გარიდებ, მხოლოდ არსებულ გარემოებაზე შეგუებას ვცდილობ. - როდის აქეთაა წესებს ემოჩილები, შენ არ ამბობდი? წესები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო? - ვცდებოდი. - გატეხილი ხარ. - არც ისე. - ხარ როგორ არა, მხოლოდ როგორც ყოველთვის ახლაც არ გინდა აღიარება. - აღიარებას კარგი არასდროს მოუტანია, იცი მივხვდი, თუ გინდა მშვიდად იცხოვრო, არასდროს უნდა მოუყვე არავის არაფერი, შენთვის დაიტოვო და ამ შემთხვევაში გაცილებით მშვიდი იქნები როგორც შენ ასევე შენი ცხოვრებაც. - ახლა უკვე ნერვებს მიშლი. - მიყვარს როცა ნერვებს გიშლი. - კარგი რა, ეს უკვე სასაცილო სულაც არ არის. - არც მე მეცინება. - მაშინ ნუ ბოდავ რაღაცეებს და ნორმალურად იაზროვნე. - ნორმალურს რას ეძახი? - დამიბრუნე შენი ძველი პიროვნება. - არა. - რატომ? - იცი რატომაც და შესანიშნავად ვიცი რომ იცი. - ეს სინდის რა. - იცი რომ სინდისის ქენჯნა ნამდვილ ინდივიდებს გააჩნიათ? - არ ვამბობ რომ ეს ცუდია, მე მხოლოდ იმას ვამბობ რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. - არ ამბობ მაგრამ არც მეთანხმები და რაც შეეხება საკუთარ თავთან წინააღმდეგობას, შესაძლოა მართალი ხარ, მაგრამ მდგომარება ამას მოითხოვს. - შენ და შენი მდგომარეობა რა. - მორჩი რა ძალიან გთხოვ. ის რომ იმედგაცრუებული ხარ იცი რომ მკლაავს? - არ ვარ იმედგაცრუებული, მე შენ ყველანაირი მოწმონხარ, მართალია სხვანაირი ხარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აღარ მომწონს შენთან ურთიერთობა. - როდის გამეპარა ის წამი რომ ასე ძალიან შეგიყვარდი? - რა მნიშვნელობა აქვს? - აქვს, რომ შემემჩნია უფლებას არ მოგცემდი. - ვერ ამიკრძალავ შენ სიყვარულს. არც ისევ შენი ძველი პიროვნების დაბრუნებას ველოდები, ასეთიც მოწმონხარ და მორჩა ეს. - როგორ შეგიძლია? - რა? - ასეთი მოგწონდე? - შენი შინაგანი სამყარო მიყვარს, ის ნიღაბიც მომწონს რაც ახლა გაქვს, რადგან ვხვდები და ვგრძნობ რომ ეს გჭირდება, შესაბამისად ნუ ეძებ გრძნობის მიზეზს უბრალოდ მენდე ამ გრძნობაში. - დაიღუპები. - არაუშავს. - გიღირს? - რადგან არ ვეწინააღმდეგები ესეიგი მიღირს. - ყველფარი წინ გაქვს. - მერე? - შეეშვი ჩემისთანა ავადმყოფთან ურთიერთობას. - შენ არ ხარ ავადმყოფი, ნუ უგდებ ყურს იმას რასაც გეუბნებიან, შენ ყველაზე უკეთ იცი რომ შესანიშნავი პიროვნება ხარ, გამორჩეულად კარგი. - ასე არაა. - ასეა და ნუღარ მეწინააღმდეგები. - ვიცი რომ დაიღუპები, დაგღუპავს ჩემი არსებობა. - თუ ასე მოხდა ესეიგი ასეც უნდა მომხდარიყო. - თვითდაჯერებული ხარ. - შენგან ვსწავლობ. - ყველაფერს ნუ სწავლობ ჩემგან რა, არ გამოგადგება, ხომ ხედავ მე არ გამომადგა. - უბრალოდ ფეხი აგიცდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ უფსრკულში გადაიჩეხე. - ახლა მგონია რომ მე ვლაპარაკობ. - ბავშვი აღარ ვარ, მშვენივრად ვხედავ და მესმის ყველაფერი. - და მაინც... დროა შენ ცხოვრებას მიხედო. - ჩემ ცხოვრებას უშენოდ? - თუნდაც. - შენ ეს გინდა? - შენთვის ასე სჯობს. - ჩემს ნაცვლად გადაწყვეტილებას სხვა რომ იღებს ჭკუიდან გადავდივარ. - ვიცი. - ვიცი რომ იცი. - წადი კარგი? - მოკეტე. არსად არ მივდივარ. - მაშინ გაიძულებ რომ წახვიდე. - როგორ? - გულს მანამ გატკენ სანამ წასვლას არ გადაწყვეტ. - ვერ შეძლებ. - როგორც ჩანს კარგად არ მიცნობ. იცი? ყველას აქვს ცხოვრებაში სისუსტის ის მომენტი, როცა ყველაფერს ივიწყებ და თავს უფლებას აძლევ, იმ წამით იცხოვრო, რომელმა წამმაც განსხვავებული გრძნობა, ემოცია და ხედვა შემოიტანა შენში. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავს საზღვრები დაუწესეს, სწორედ ასეთი ადამიანები იტანჯებიან ყველაზე ხშირად. ისინი ცხოვრობენ კონკრეტულით და სხვა განშტოებები მათთვის უბრალოდ აკრძალულია. საპირისპირო შემთხვევაში კი, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საზღვრები არც-ერთ საკითხში არ გააჩნიათ. ისინი ცხოვრობენ თითოეული წამით და სწორედ ამიტომ არიან მეტად ლაღები, გაწონასწორებულები და ბედნიერები. ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი ადამიანები მეტად მარტივები არიან; მათი გონება მხოლოდ სიამოვნებისაკენ არის მიმართული, ამიტომ ყოველგვარი ღრმა ფსიქოლოგიური ხედვა მათგან ძალიან შორს დგას. პირადად მე, შენთან მიმართებაში თავი არ დამიკარგავს. მე წამის შეგრძნება კი არა, ამ წამის გაჩერება და მისი გახანგრძლივება მსურდა. თუმცა ისე მოხდა რომ შემიყვარდი.... ხო შემიყვარდი და სწორედ მაშინ აწრიალებული სინდიდსი იმდენად აფორიაქდა რომ დამიმონა, გრძნობების აშლამ გონება და სულიც აშალა და რა მივიღეთ? ისე მოხდა რომ საერთოდ დაგკარგე. - არ დაგიკარგივარ. - ნუ მაწყვეტინებ. - კარგი. - ადამიანს, ყოველ თავის ქცევაზე, პასუხსა და ტონზე ეტყობა რა გამოიარა, რა ქარტეხილი დაატეხა ცხოვრებამ თავს და როგორი მოქცევა სჭირდება შენგან მას. „ცხოვრების მოულოდნელობები და თავსატეხები, ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინელებად გეჩვენება, მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ, რომ სწორედ ეს "საშინელებები” ქმნის შენ ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ. რაც უფრო მძიმე ქარტეხილი გატყდება თავს, მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო განსაცდელი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება. ეგუები, რომ ცხოვრება ასეთია“... წარსულს თავიდან ვერ დაწერ, ვერც შენი ქვეცნობიერიდან ამოშლი, მე მიყვარს ფსიქოლოგიური თამაშები, რადგან ღრმა ქვეცნობიერის წყალობით, მუდამ ვიმარჯვებ სხვებზე, იმ ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ახერხებენ ცხოვრებასთან ზავის დადებას. მე კი, მუდამ ვებრძვი, ვეძებ, მეტს ვსწავლობ და რაც მეტს ვსწავლობ, მით მეტად ვძლიერდები. თუმცა, ამავე დროს, ტკივილიც ძლიერდება, სწორედ ამ დროს ვიყენებ შენიღბულ ფსიქოლოგიურ ცინიზმს და ვაიძულებ ყველას, ტკივილს არსს ჩავწვდეს. ტკივილის, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე ვარგუნე. - გეყოფა გთხოვ. - გტკივა? - ჰო. - ადამიანები არ იცლებიან, ადამიანები მჟღავნდებიან. - ვერ ვიტან როცა ასე საუბრობ. - მივდივარ. - სად? - შორს. - შემგან შორს? - ჰო შენგან. - კარგი. - კარგი? - ჰო კარგი, წადი, მხოლოდ იცოდე, მე აქ ვიქნები, როცა მოისურვებ დაბრუნდი. - არ დავბრუნდები. - როგორც გინდა. - მაპატიე. - დრო ყველაფერს კურნავს. - ამის გჯერა? - არა რა თქმა უნდა. - მიყვარხარ. - წადი. - ჰო მივდივარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.