ეკიპაჟი! (თავი 2)
მეორე დღე როგორც იქნა გათენდა დათქმულ დროს აეროპორტთან არსებულ კლინიკაში მივედი. დეტალურად შეამოწმეს ჩემი შინაგანი სამყარო და ასე რომ თქვათ ყვითელი ბარათიც მომცეს და დიდ ავიაციაში შევაბიჯე. ღმერთო ჯერ კიდევ არ მჯეროდა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ამბების, ასე მეგონა ერთი კარგი სიზმარი იყო და რომ გავიღვიძებდი ბავშვობაში დავბრუნდებოდი სადაც ეს სამუშაო ჩემი ოცნება იყო.. ტრენინგი დამეწყო, მონდომებით ვუსმენდი ტრენერს, ყველაფერს დეტალურად ვიწერდი, მინდოდა ჩემი ბიჭი „ბოინგ 737“ კარგად შემესწავლა. დეტალებს ვუღრმავდებოდი. როგორც იქნა აი ისიც. ჩემს წინ ულამაზესი ქმნილება იდგა, ორი დიდი ფრთით. -მოკლედ, თქვენ სამს..-მოგვმართა ირინამ მე და ორ ახალს. -ჩაგაბარებთ ბორტგამცილელებს და ხვალიდან დაიწყებთ ფრენეს მათი ზედამხედველობით. -ყურადღება ტელეფონზე გადაიტანა..-ხო კიდე ბორტზეე დაგხვდებათ ფორმები და ყველა საჭირო ნივთი რომელიც აუცილებლად უნდა იქონიიოთ თან ყოველ რეისზზე.-თან შეტყობინებას წერდა თან ჩვენ გვესაუბრებოდა. -მოკლედ ამით დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ბედნიერ ფრენეს გისურვებთ გოგონებო.. -გაგვიღიმა და დაგვემშვიდობა. პირველი ავედი ბორტზე. -გამარჯობა-იქვე მდგარ უფროს ბორტგამცილებელს მივესალმე.-ნატალიას ჩამაბარეს მე დაა..-საუბარი შემაწყვეტინა. -მე ვარ ნატალია, აი აქ არის შენი ნივთები-სავარძელზე იყო ლამაზად შეფუთული ფორრმა. -დამელოდე რა ჩემო კარგო კაპიტანს ვეტყვი რომ მოხვედით და მოვალ.-გამიღიმა, მესიამოვნა მისი დამოკიდებულება, ზოგი ძალიან ქედმაღალი იყო.. კაბინიდან ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა. ეტყობა რომ ისიც დამწყები იყო.. -გამარჯობა. ლაშა ონიანი, მეორე პილოტი-გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. -ვიკა რობაქიძე, ბორტგამყოლი.-ღიმილით ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი. -ძალიან სასიამოვნოა შენნაირ ეკიპაჟის წევრთნა ერთად ფრენა. გამიმარრთლა-თავი დაბლა დახარა და ულამაზესი ღიმილით გამიღიმა. მეც შევიფერე კომპლიმენტი და ალბათ დიდი ხანი ვუყურედით ერთმანეთს ნატალიას ხმას რომ არ გამოვეფხიზლებინეთ.. -ვიქტორია ხო??-მკითხა. -დიახ.. -ეს ჩვენი კაპიტანია, დაჩი ლიპარტელიანი. -ბედის ირონია!.. ღმერთო ის! მისი უღმერთოდ ლამაზი თვალები, ისევ ის გამოხედვა! მაგრამ მისი ღიმილი სადღაც გამქრალიყო.! ისე შემომხედა თითქოს მოელოდა ჩემს დანახვას და საერთოდ არ მოუქცევია ყურადღება. -მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანეა ჩვენს ბორტზე..-ჯერ მე გამომხედა შემდეგ ონინას დააკვირდა.. -ლაშა გამომყევი დაბლა, ძრავა უნდა შევამოწმოთ. -ხელი მხარზე დაარტყა.-დროებით.-დამხედა და აი ღიმილიც გაეპარრა სახეზე.ასეთი დამთხვევების არასდროს მჯეროდა, ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყოილი. მაგრამ ახლა მე თვითონ ვარ ამ მდგომარეობაში. -მოკლედ ვიკა.-კაპიტანზე ფიქრები გავიფანტე და ნატალისკენ შევბრუნდი.- ეხლა შეგიძლია წახვიდე, დღეს საღამოს მეილი შეამოწმე ხვალის ფრენის განრიგი მოგივა, ალბათ წესები იცი 2 საათით ადრე უნდა გამოცხადდე აეროპორტში. -კი კი ვიცი ნატალი.დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის, ყველაფერს გავაკეთებ რომ კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბო თქვენთან, და თქვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი გავხდე. -ძალიან მიხარია ასეთი დადებითი აურა რომ გაქვს. მოკლედ ეხლა წადი და ხვალ გელოდები..-თბილად გადამეხვია და თავის საქმეს დაუბრუნდა. აეროდრომზე ჩავედი და აეროპორტისკენ გავემართე. -ვიკაა.-ზურგს უკან ლაშას სასიამოვნო ხმა მომესმა და მისკენ გაღიმებული შევტრიალდი..-ვიკა ხვალ თუ გინდა გამოგივლი და მე წამოგიყვან აეროპორტში.. -არ შეწუხდე ლაშა მეც მანქანით ვარ. -თბიილად დავუბრუნე პასუხიი.. -ჰმმმ.-გაეცინა, ხელი თავისკენ წაიღო და მოისვა.-მაშინ შენი ნომერი ჩამაწერინე. -პირდაპირი ხარ ლაშა..-თავი დავხარე და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე..- დავფიქრდები ამაზე.-კვლავ გავუღიმე.-ნახვამდის ლაშა.. -შევბრუნდი და გზა გავაგრძელე. არ მჯერა, მართლა არ მჯერა ეს ყველაფერი თუ ახლა ჩემს თავს ხდება.. ნაბიჯი შევანელე და უკან მივიხედე, ორივეს თვალებს ერთდროულად წავაწყდი. ვეცადე ბატონი ლიპარტელიანისთვვის ყურადღება არ მიმექცია და ლაშას კიდევ ერთხელ გავუღიმე, მან დამშვიდობებისას ხელი დამიქნია და ხომალდისკენ წავიდა.. მომწონს.! გამოვუტყდი ჩემ თავ. მაგარმ მის თვალეს მაინც ვერ ვივიწყებ! სახლში უამრავი ემოციით მივედი. დედა მოუთმენლად მელოდა.. -დე მოვედი..-სახლში შევედი და ფეხსაცმელი იქვე გავხადე, ფეხები თბილ ოთახის „ჩუსტებში“ გავყავი და დედას დავუწყე ძებნა...-დედაა.. -ხოო ვივი აქ ვარ სამზარეულოში. -შევედი ოთახში. ჩემ ყველაზე ტკბილს მივუახლოვდი და შუბლზე ვაკოცე.-აბა დე მომიყევი რა მოხდა. -მოკლედ დედა გავიცცანი კაპიტანიც მეორე პილოტიც და ბორტგამცილებელი რომელსაც ჩააბარეს ჩემი თავი. ხოდა ეს მეორე პილოტი ძალიან კარგი ბიჭია.-ეშმაკურად ამიციმციმდა თვალები.. -ამას რას ვეღირსე ჩემს შვილს ბიჭი მოსწონს.. -გაიცინა და მადუღარა ჩართო. -დედაა.-გაბრაზეით ვთქვი.-ეს კაპიტანი რაღაცნაირი კაცია. თან უჟმური თან რაღაცნაირი.. -მოხუცია? -აარა დეე. -გამეცინა.- 30-35 წლამდე იქნება დაახლოებით. ხვალ მექნება პირველი ფრენა.-აღტაცებით წარმოვთქვი და ტაში შემოვკარი. -რა მაგარია დე. ხო და სად მიფრინავთ?-ჩაი დამისხა და წინ დამიდო. -არ ვიცი საღამოს მომწერენ. -ხელები მოვხვიე და სული შევუბერე. საკუთარი თავი გამოვიჭირე სულ იმ თვალებზე ვფიქრობდი. დამეფიცება ასეთი რამ არასდროს დამმართვნია. ასე თვალები არ შემყვარებია.. თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე, - რას ამბობ ვიკა რა სიყვარული. ეხლა აჟიტირებული ხარ უბრალოდ.!- საკუთარი მეორე მე ცდილოდა გამოვეფხიზლებინე. ცოტა სული რო მოვითქვი, ნინას დავურეკე,საწოლზეე წამოვწექი. -აბა დიდი ავიაციის ქალბატონი როგორ ვიკითხო..-გამეცინა ნინას ამ სიყვებზე. -მშვენივრად!-ნიშნის მოგებით ვუთხარი. -აბა როგორი მამრეი ჰყავს ავიაციასს? -მმ საოცარი ისეთი რო არჩევანის გაკეთებაც შეუძლებელი იქნება..-თვალები დავხუჭე. -დაჟე ასეა საქმეე?. ყოჩაღ სწორად აგირჩევია პროფესია, აბა ჩემთან სულ ცოლიანეი და მოხუცები არიან.- დანანებით ჩიილაპარაკა. დიდი ხანი ვერ მოვახერხეთ საუბარი, საქმეები გამოუჩნდა მენეჯერ ქალბატონს და მალევე დამემშვიდობა. თვალები დავხუჭე და ზუსტად აღვიდგინე ლაშას გარეგნობა მეხსიერებაში. მოკლე ღია ფერის თმა და შავი თვალები, ყველაზე მეტან მისი თვალის ქვემოთ არსეული ხალი მომწონდა, რომელიც მის გარეგნობას განსაკუთრებულ ეშხს აძლევდა. ლამაზი მოყვანილობის ცხვირი და ლამაზი მოყვანილობის ტუჩები. ახლა კაპიტანზე გადავედი. საკმაოდ მაღალი იყო ჩვენი დაჩი. მე დაახლოებით მკერდამდე მივწვდებოდი, შავი ფერის თმას ალაგ-ალაგ შერეოდა ჭაღარა. ნუშის ფორმის თვალის ჭრილი ჰქონდა და შავი კუპრივით თვალები, აი რომ შეხედავდი და უფსკრულში რომ გადაგითრევდა ისეთი. დიდი ტუჩები და სწორი ცხვირი. -არა მე ასე მუშაობა გამიჭირდება.. -საკუთარი თავი გავამხნევე, ლეპტოპი ჩავრთე და მეილი შევამოწმე, შეტყობინება მოსული დამხვდა, შუადღისით მქონდა ფრენა ლონდონის მიმართულებით. დაბრუნების დროს დავაკვირდი და აღმოვაჩინე რომ მეორე დღეს ვბუნდებოდით. დილით მშობლებმა დიდი ცერემონიით გამაცილეს აეროპორტისკენ. დედას ერთი-ორი ცრემლიც ჩამოუგორდა. აეროპორტში მისულმა მთელი რიგი პროცედურები გავიარე და როგორც იქნა ნატალიასთან ერთად აეროდრომზე გავედი. იქვე იდგა ჩვენი სილამაზეც და საწვავით ივსებოდა. -სანდრა შენ კუდს მიხედე, მე და ვიკა წინ ვიქნებით. -ნატალიამ ჩვენთან ერთად მომვალ გოგონას უთხრა და ბორტზე ავიდა. ჰელოუ .<3 აბა რას იტყვით? მოგეწონათ გაგრძელება?? ველი თქვენს შეფასებეს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.