შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის ცა'მეტი {6}


27-10-2018, 19:16
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 892

ნინასთან ერთად შოპინგზე იყო. კაბით დაიწყო და ბოლოს
სახლისთვის თეფშებს არჩევდა. უამრავი რამ იყიდა და სახლში რომ შეალაგა უკვე დაქანცული იყო . თარაში ამოლაგების დროს მივიდა
_აბა ნინას კაბა უნდა ავარჩევინოო?
_შემთხვევით შემომეყიდა... ნახე რა ლამაზებია. ხო მომეხმარები ამოლაგებაში? თეთრეული საძინებელშია გასატანი . ყვავილებისთვის ლამაზი ქოთნებიც ვიყიდე და იმათ გადავრგავ
_ხვალ მოგეხმარები ახლა შეეშვი მაგათ . ჩემებთან უნდა წავიდეთ ვახშამზე. სტუმრებიც იქნებიან
_აუცილებლად უნდა წამოვიდე ხო?
_მირიანის დაბადებისდღეა
_მაშინ უნდა წავიდეთ ...
გაუჭირდა მომზადება , პირველად მიდიოდა ქმრის ოჯახში თან ასეთ მნიშვნელოვან ვახშამზე
_ეს კაბა ჩავიცვა თუ ეს
_სულერთია ...ორივე კარგია _ ლიფი გაუხსნა და ბრეტელი
მხარზე გადაუწია
_დავაგვიანებთ
_რატომღაც ღელავ და დამშვიდება გჭირდება
_მიხვდებიან რომ ამნეზია მაქვს ...იქნებ არ წამოვიდე
_ჩშშ ვერავინ ვერაფერს მიხვდება .თუ მიხვდება და დაიკიდე
მნიშვნელობა არ აქვს _ თითებით მკერდის ხაზს გაუყვა მუცელზე გადაინაცვლა , მხოლოდ თითის ბალიშებით ეხებოდა _თვალები დახუჭე და ჩემზე იფიქრე ...
დამშვიდება ნამდვილად გამოუვიდა. შინაგანად რაღაც აწუხებდა რასაც ვერ ხსნიდა. სახლში შესვლამდე თარაშმა ყველაზე უამბო ვინც იქ იქნებოდა.
_დამშვიდდი თუ საერთოდ წავიდეთ ...
_არა .. არა კარგად ვარ . უბრალოდ გამოდის რომ პირველად
ვხვდები ასე ახლოს შენს ოჯახს
_მაშინ ასე არ ნერვიულობდი
_ვნახავ დღიურში რომ მივალთ სახლში ... გადავიდეთ ახლა
_მაკოცე ჯერ ... ვინ იცის იქ რა სიტუაცია იქნება _თავისკენ მიიზიდა და ნაზად შეეხო ტუჩებზე_ჩემ ოთახს გაჩვენებ მოგვიანებით
სახლში შესვლისთანავე ყველამ მათზე გადაიტანა ყურადღება .
მაია ისეთი სიხარულით შეხვდა თითქოს დაძაბულობა სულ
გაუქრა. ყველა გამოიცნო ვინ იყო ისეთ აზარტში იყო შესული
თარაშს ერთი ორჯერ ჩაეღიმა კიდეც. კითხვებით აიკლესთქო ვერ გეტყვით, მაგრამ ახალდაქორწინებულებს ისე ვინ დატოვებდა.
უკვე სუფრასთან სხდებოდნენ ანდრო შუახნის ლამაზ ქალთან
ერთად რომ გამოჩნდა .
_ვინ არის
_ანდროს დედაა... _ჩუმად უთხრა და მერე მიესალმა
_ხათუ როგორ ხარ ?
_კარგად დეე... შენ როგორ ხარ , მოგეწონა ოჯახური ცხოვრება?_ქალი სიხარულით შეხვდა , მაგრამ თაისას დანახვისას უცნაურად შეიშმუშნა . თითქის გაუკვირდა მისი ასეთი თბილი შეხვედრა.
ანდრომ თარაში გაიყვანა და დარჩა მაიასა და ხათუნას კომპანიაში.მოგვიანებით მირიანიც მივიდა სხვა სტუმრები დაეტოვებინა , მათ შორის იდგა ხათუნას მხარზე ხელი დაადო , მიესალმა მანაც კიდევ ერთხელ მიულოცა და თაიას ტვინმა თითქოს დავიწროება დაიწყო.
თავი ისე ასტკივდა გეგონებოდათ ვიღაც ძლიერად უჭერსო. მზერაც აერია. თარაშმა შორიდან დაინახა და მაშინვე გაიყვანა იქედან .
""კარგად ვიყავი, გაღვიძების შემდეგ ასეთი ტკივილი არ მიგრძვნია თითქოს თავში რაღაც ძლიერი ჩამარტტეს. ვუყურებდი ამ სამეულს და მზერა მერეოდა . ანდროს ნაკვთები რატომღაც მირიანისას მივამსგავსე . არ ვიცი ამ ორს ერთად რატომ დავაკვირდი .სულ მთლად ავირიე""
_თაია ნუ მაშინებ... შემომხედე , კარგად ხარ ? თაია ექიმთან
წავიდეთ? თაია ხმა გამეცი _სახეზე ცივ წყალს უსვამდა ხელს არ უშვებდა. მერე საწოლზე დასვა და მის წინ ჩაიმუხლა
_მე ... კარგად ვარ. უბრალოდ დავწვები . ცოტა ხნით მხოლოდ. კარი ჩაკეტე და ჩემთან დარჩი _საწოლზე აბობღდა და თვალები დახუჭა.
თარაში მალევე მიუწვა გვერდით თავზე აკოცა და გულზე მიიხუტაა
_შემაშინე ...საშინლად შემაშინე . ადრე ასე არ დაგმართნია.
იქნებ წავიდეთ
_გადამივლის ...თითქმის გადამიარა _თავი მის ყელში ჩამალა
და გაჩუნდა. შემდეგ ისევ რომ დაინახა სამეული თვალები
სწრაფად გაახილა
_ანდროს მამა სად არის? რა ქვია არ მინახავს და რომ
მოვიდეს ბარემ ვიცოდე
_ანდროს მამა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მეც არ მახსოვს ,
არასდროს მინახავს ხათუნას გვერდით. პირველად რომ ვნახე
ფეხმძიმედ იყო , ბუნდოვნად მახსოვს ეგ მომენტები. ხათუნას
ქმართან მეგობრობდა მამა , ამიტომ დაქვრივებული მარტო
დარჩენილ ქალს დახმარებას უწევდა სულ. მოკლედ ამიტომ
ვიყავით სულ ერთად.
_ანუ ფაქტობრივად ძმებივით გაიზარდეთ
_ძმაა. ილია და ანდრო ერთნაირად მეყვარს ... კარგად ხარ?
_კი ...ლაპარაკმა მიშველა _ტუჩებზე შეეხო და რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახს მოავლო მზერა_შენი ოთახია ?
_ხო ... აქ გავატარე 19 წელი _გაეცინა და ქალს ყელში აკოცა_მეორედ რომ მოვალთ ეს საწოლი უკეთ გამოვცადოთ...აქ არასდროს არავის მოვფერებივარ
_წესიერი ბიჭი იყავი და გოგონები სახლში არ ამოგყავდა
ვითომ სამეცადინოდ?
_როგორ გეკადრება მე ? 19 წლამდე ვაჟიშვილი ვიყავი
_ნუ მატყუებ
_კარგი ხოო ...
_ჰეიი გვრიტებოო სტუმრები გკითხულობენ მალე გამოეყავით
ერთმანეთს მოწესრიგდით და ჩამოდით მეც კი მყავს ქმარი
მაგრამ ვიკავებ თავს რა დაგემართათ რა იყოთ _ ნატას ხმა რომ
გაიგეს ორივეს გაეციანა
_ნატალია მალე ჩამოვალთ უთხარი რო სახლს ვათვალიერებთ
_ხმაზე არაფერი გეტყობა ... შემოვიდე ?
_შემოდიიი _თაისამ დაუძახა და წამოჯდა
_ილიკო გეძებდა ახლა მოვიდა და ჩადი რა, ვიღაც უნდა გაგაცნოს თუ რაღაც არ ვიცი მე გაბრაზებული ვარ და არ ველაპარაკები ბევრს
სახლს მე დავათვალიერებინებ რძალს
_წავიდე?
_ხო მიდი მე და ნატა ზემოთ ვიქნებით
თარაში რომ წავიდა ნატას ჰკითხა ილიკოს რატო გაუბრაზდიო
და თან ოთახიდან გავიდნენ
_მირიანმა იმ ქალთან გაუშვა შეხვედრაზე ვისაც ჩემი ქმარი
თინეიჯერობიდან უყვარს და რომ წავიდა მაგიტო. მირიანმა განგებ გაუშვა ვიცი, მაგრამ არ უნდა წასულიყო დიდი ხნის წინ ავუკრძალემე იმ ქალთან მარტო ერთ სივრცეში დარჩენა. იმ საზიზღარმა ფოტოები გადაიღო. ვერანდაზე ისხდნენ ჭიქებით ხელში და ეს ფოტო გამოვიყენე ჩხუბისთვის. მეტჯერ აღარ იზამს...იმას თუ არ გაუჭედე ისე არაფერი გამოდის . აი ესაა ჩვენი ოთახი ... ეს მირიანის და მაიკოსია ბოლოში რომაა. აქ ბავშვის ოთახია იდეაში, მაგრამ ბავშვი როდის იქნება არ ვიცი _ რატომღაც ზედმეტად მოიწყინა , მაგრამ წამსვე გამხიარულდა. აქ დედოფალი თამარის რეზიდენციაა
_ანუ ყველანი ერთად ხართ ... მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ ცალკე
_თარაში დიდი ხანია მარტოა ხომ იცი ... ანდრო უფრო ხშირად
მოდის ვიდრე თარაში . ეს ოთახი ანდროსია ... _ერთ ერთ
დიდ ოთახზე მიუთითა _ადრე რომ იყავი აქ მეგონა მაშინ
გაჩვენა ყველაფერი
_არაა მხოლოდ თავისი საძინებელი მაჩვენა _მოიტყუა და
ლოყები გაუწითლდა . პირველ სართულზე დაბრუნება არ უნდოდა, ხმაური იყო და თავი ისევ ატკივდებოდა. ნატას დაუძახეს და მარტო დარჩა დერეფანში. უნდოდა საძინებელში დაბრუნებულიყო მაგრამ ლაპარაკის ხმა გაიგო და გაჩერდა
_არაფერი მესმის შენ თუ არ დაემუქრე ასე ჩუმად როგორაა. იმ დღეს გაცოფებული იყო. თქვა დღესვე ვეტყვი ბიჭებსო
_დამშვიდდი რა ხათუნა... არაფერი მოხდება გაიგე. ამ საიდუმლოს საფლავში ჩავიტანთ ჩვენ სამნი
_ანდრომ რომ გაიგოს აღარასდროს დამელაპარაკება
და შენ მოგკლავს
_ანდრო მოგვკლავს თუ გაგიჟებული თარაში ეგ არ ვიცი , მაგრამ არაფერი მოხდება მართალს გეუბნება მირიანი და დამშვიდდი
გონება აერია უსმენდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა , მაგრამ
ცუდად გრძნობდა თავს უკვე მეორე შეტევა ჰქონდა. კარისკენ
მოდიოდნენ უკან დაიხია კიბისკენ წავიდა თარაში რომ ენახა მაგრამ წონასწორობა ვერ დაიცვა საფეხურებს ვერ ხედავდა . ხმაური ესმოდა და შემდეგ ყველაფერი თარაშის ხმამ გადაფარა. ბოლოს მისი გამოსახულება დაინახა და გაითიშა.
ყველამ დაინახა კიბის ქვეშ დავარდნილი გოგონა, თარაში რომ
გამოფხიზლებას სთხოვდა . ანდრო და ილიკოც იქვე იყვნენ.
თარაშმა ხელში რომ აიყვანა და გაიქცა უკან გაჰყვნენ. თამარიც
გარბოდა ნატამ გონს მოსვლა ვერ მოასწრო თვითონაც შეწუხდა
სისხლი რომ დაინახა და უკვე ილიკოც აღარ იყო სრულ ჭკუაზე.
ყველაფერი აირია. საავადმყოფოში ერთად შეიყვანეს ორივე. ნატა თითქმის გონზე იყო, კარგად ვარო ილიკოს ამშვიდებდა. თაია კი უგონოდ იყო. მართალია თითქმის ჩამოსული იყო , მაგრამ საშინელი ხმა გაისმა დაგორებისას .
არაფერი ესმოდა, ვერაფერს გრძნობდა. ექიმები თავს
დასტრიალებდნენ ის კი წარსულში მომხდარ კადრებს ხედავდა.
ხათუნა და მირიანი იყვნენ. მირიანი მიუახლოვდა და ყელში წვდა ქალი რაღაცას ეუბნებოდა მან კი უღრიალა ყველაზე დიდი რაც მივქარე ცხოვრებაში შენთან დაწოლა იყოო . ეს რომ გაიგო გონება აერია პირდაპირ შეიჭრა არც გაჩერებულა მერე კი სიტყვები არ ესმოდა . ბოლოს ღამით შევიდა კომპანიაში იქ სამივენი ელოდნენ. მაიაც კაბინეტში იჯდა. მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა გონებაში ანდრო თარაშის ძმაა მერე კი რაღაც გაწყდა თითქოს.გონება დაკარგა და გაითიშა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და უცებ გაახილა თვალები. თარაშის გამოსახულება გაარჩია. ექიმებიც იქვე იყვნენ. სიტყვას ვერ ამბობდა უნდოდა ყველაფერი ეთქვა. იგრძნო ,მიხვდა რომ თითოეული წამი ახსოვდა. ანდროც რომ დაინახა ცრემლები წამოუვიდა. ექიმების ხმა საერთოდ არ ესმოდა თარაშო
წამოიტირა და ისიც წამსვე მოეხვია .
_ყველაფერი კარგადაა... გონება დაკარგე და კიბიდან დაგორდი. პატარა ჭრილობა გაქვს უბრალოდ კანია გამსკდარი
_მიყვარხარ... უზომოდ მიყვარხარ
_ჩემო თაისა ნუ ტირი გთხოვ... ოღონდ არ იტირო რა. ყველაფერი გაგახსენდება , ყველაფერო კარგად იქნება.
_რძალო არ იტირო... რძალო ..თარაშ აუუ აზრზე ხართ? მამა
ვხდები ტოოო_ილია არეული შევარდა ანდროს ეხუტებოდა
და თვითონ ტიროდა. ისე გაუხარდა , ახსოვდა როგორ უნდოდა შვილი ნატას და ილიკოს. თავიდანვე ცდილობნენ მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ნატამ მხოლოდ თაიას უთხრა ყველაფერი . ის დაყვებოდა ექიმთანაც. ანალიზების დროს მისი ხელი ეჭირა. ილიკო თვითონ ნერვიულობდა და ექიმის შემდეგ თაია უხსნიდათ ყველაფერს. ახსოვდა და ახლა ორმაგი ემოციით ტიროდა თან უხაროდა რომ მეხსიერება
დაუბრუნდა თან ნატალიას გამო იყო ბედნიერი.
_ხედავ ? რომ არ დავცემულიყავი ვერაფერს გაიგებდით_პალატაში არ გაჩერდა და თარაშმა მიიყვანა ხელით .
_არ მჯერა რო აქაა...ისე უცებ თქვა ექიმმა მეგონა გული
გამისკდებოდა. შენ როგორ ხარ ისე დამებინდა ტვინი
ვეღარ მოვედი გონს
_მე ძალიან კარგად ვარ .. ახლა ხომ იცით ყველანი ვერთიანდებით ნატას სურვილების ასასრულებლად.
_მამიდა ვხდები და გაუჩენარს გავუჩენ _თამრო მის გვერდით იჯდა და კოცნიდა _იმენა რძალი ხარ რაა..ჩემი ძმა დაშტერდა ისევ. ასე ბოლოს მაშინ იყო რომ უთხარი მიყვარხარო_აკისკისდდა და ძმას ხელი მოსცხო _რა დროა დაშტერებაა მამა ხდები
_მამა ვხდები... ბიჭია თუ გოგოო რა თქვეს?
_ბარემ გავაჩენ არ გინდა? აქვე ვართ მაინც... ოთხი კვირის არაა
ჯერ რა სქესზე მელაპარაკები
_აუუ ნაატ ნეტა წუხელ რამე ხო არ ვატკინე?
_ღმერთო რა დეგენერატია ... ამისგან უნდა მეყოლოს შვილი ? ისე ქენი რო არ დაემსგავსოს ტვინით თორე გავაფრენ იცოდე
_ბალიში აიღო და ესროლა _რეებს ბოდიალობ ხალხთან
დეგენერატო...საერთოდაც არ დამვიწყებია იმ ქალთან ერთად
რომ წრუპავდი ღვინოს ვერანდაზე და ჩუმად იყავი თუ არ გინდა ბავშვი კვირაში ერთხელ განახო
_რძალო შეიწყალე რაა...არ იცი შენ გარდა ვერავის რო ვერ ხედავს? მეც კი მაიგნორებს რაც ცოლად შეგირთო მას მერე_ერეკლე ზურგიდან ჩაეხუტა ილიკოს და თავზე აკოცა .
_დავაი რაა ...წავალ ექიმს დანიშნულებას გამოვართმევ
და გავედით სახლში
_ხო თორე აქაური სუნი გულს მირევს... თაი თქვენც მოდიხართ ხო ?
_რძალო ჩვენ ჯერ სახლში გავალთ... დაისვენებს შენც
გამოიძინე ემოციური დღე იყო და მერე გამოვალთ_თარაშმა
შუბლზე აკოცა და გაუღიმა
_კარგი... თუ რამე დაგვირეკე ხო ?
_ანდრო ამათთან დარჩი შენ თორე ხო ხედავ ეს ისეა გათიშული საჭესთანაც ვერ დაჯდება
_მირიანი სად წავიდა
_რო გაიგო ბავშვზე ქეიფი გაორმაგებული ძალით გააგრძელა.
_ანუ სახლში ხმაური იქნება?_არა რა სახლში...რძალს ხო არ
შევაწუხებო _თამარამ გაიცინა და მერე წამოდგომაში დაეხმარა
გოგოს_ისევ თავბრუსხვევა გაქვს?
_ეგ არაფერია გადაუვლის _თაიამ დაამშვიდა და თვითონ სცადა გავლა. თარაშმა მანამ დაიჭირა სანამ დაეცემოდა და წაიყვანა.
მთელი გზა ჩუმად იყო. თარაშს უყურებდა და ფიქრობდა რა
უნდა გაეკეთებინა. როგორ ეთქვა ამ დროს იცი ანდრო შენი ძმაა, მირიანის საყვარელი იყო ხათუნა და მაიასთან რომ მეგობრობს მარაზმიაო. როგორ უნდა გაეგოთ ეს ახლა ილიკოს და თამარას, ან ანდრო რას გააკეთებდა. მისი ხასიათი რომ იცოდა გაგიჟდებოდა.
ბინაში მისულები არ იყვნენ ნინა რომ შევარდა და მისი
დანახვისას ტირილი დაიწყო ისევ. თარაშს უთხრა დაგვტოვე
ცოტა ხანსო და ისიც გავიდა
_ნიინ ახლა მოვკვდები გაფიცები
_რა ხდება გამაგებინე ვერაფერი გავიგე
_არ შემიძლია მოვკვდები ამ ამბავს ვერ ვიტევ
_გადაგივლის აი ნახავ გაგახსენდება ახლა დამშვიდდი
_იცი ნატა ორსულადაა
_ვაიმეეე არ არსებოობ გაგიჟებული იქნება
_ჭკუაზე არ არიან ... ისეთი ბედნიერი ვარ.. მალე გული გამისკდება ამდენი არეული ემოციისგან.
მთელი ღამე ვერ მოისვენა. თარაშსაც არ ეძინა, არ უნდოდა
შეეწუხებინა და უბრლაოდ თვალებდახუჭული იწვა. ბოლოს
ვეღარ მოითმინა და წამოჯდა
_მითხარი რა მოხდა ...გავგიჯდები ამის დედაც მოვტყ^^ რა მოხდა იქ ისეთი ცუდად რომ გახდი...ამდენ ხანს არაფერი გაწუხებდა . მომიყევი თაია თორემ მალე გული გამიჩერდება შენი შენელებული მძიმე სუნთქვა მკლავს და მითხარი რა გაწუხებს
_ახლა ვერა , ახლა არ შემიძლია ...მაგრამ გეტყვი აუცილებლად.
_ ჩაეხუტა და მთელი სახე დაუკოცნა _ უღმერთოდ მიყვარხარ ,
მოვკვდები უშენოდ . გეფიცები იმ წამსვე მოვკვდები შენს თვალებში
სიყვარულს რომ ვერ დავინახავ _ თითებს სახეზე უსვამდა და
თვალებში უყურებდა _ მე და შენ ერთნი ვართ ... მე შენ და ჩვენი ნაწილები შევქმნით ბედნიერებას . ჩემნაირი და შენნაირი პატარა არსებები რომლებიც სიცოცხლეზე მეტად გვეყვარება _თარაშის სიტყვებს იმეორებდა და ცრემლები სდიოდა. ალასანიას მის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული უცებ რომ გასწორდა და თვალები ჩაუწითლდა , წამში გადაეკრა ბინდი
_თაისა
_მხოლოდ მე და შენ , ორი არა'ჩვეულებრივი _ცრემლებმა დაუნამა მთელუ სახე. სველი ტუჩები შეახო ალასანიას ბაგეებს და თითქოს გულმა შვება ჰპოვა, მარწუხებისგან გათავისუფლებული ჩვეულ რიტმში ძლიერ და ხმამაღლა ფეთქავდა. თარაში სჭირდებოდა, ერთმანეთი სჭირდებოდათ. ეს იყო ემოცია რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემდნენ. მხოლოდ შეხებით ჰპოვებდნენ შვებას. ორი შეყვარებული სხეული და მათი საერთო გულისცემა. ის ღამე იყო ბედნიერების ღამე, სიმშვიდე შტორმის წინ .
დილა თარაშით დაიწყო, ალასანიას თვალი არ მოუხუჭავს
თაისას ეფერებოდა ან უბრალოდ უყურებდა. მზის სხივებს
დაასწრო მისი გაღვიძება
_მითხარი რო ყველაფერი გახსოვს
_აღარასდროს დავივიწყებ გეფიცები ... შენ კი უნდა დამპირდე რომ ისევ ისე ხელს ჩამკიდებ და ყველაფერს მოვერევით
_აუცილებლად გეტყვი ... გეფიცები ყველაფერს დღესვე
დავასრულებ. არავის და არაფერს მივცემ უფლებას ჩვენ შორის
იყოს და ხელი შეგვიშალოს სიმშვიდის მოპოვებაში. კიდევ ერთ
ბარიერს მოვსპობ ... შენ უბრალოდ დამელოდე .
თარაშს მეტი არაფერი სჭირდებოდა, თაიას თვალდახუჭული
ენდობოდა იცოდა რაღაც ცუდი ელოდა, მაგრამ არ აინტერესებდა. მხოლოდ მისი უფსკრულივით ღრმა თვალები იზიდავდნენ.
ალასანიების სახლში იყვნენ... თაისა მშვიდად შევიდა. ისე
მიაბიჯებდა როგორც ქალღმერთი მოკვდავთა შორის. ნატას
მდგომარეობა გაიგო, ქალი შესანიშნავად გრძნობდა თავს. ყველანი იქ იყვნენ. მათ შორის ხათუნა და ანდროც. მთელი ოჯახი იყო შეკრებილი. მირიანს ისე უყურებდა კაცი გააგიჟა. როგორც კი დრო იხელთა მაშინვე ცალკე გაიყვანა
_გაგახსენდა ხომ ?
_გეგონა ვერასდროს გავიხსენებდი თარაშს და ბოლომდე
გაგიმართლებდა?
_რას აპირებ ახლა ... გულს მოუკლავ ქმარს? არ გეცოდებიან თუ არცერთი გიყვარს...არც ილია არც ფეხმძიმე ნატა, არც თამარა ? მნიშვნელობა არ აქვს არაფერს?
_მხოლოდ სიმართლეს და სხვა არაფერს. მათთვის სასიკეთოდ
თქვენთვის საზიანოდ მე კი არ ვიდარდებ იმ ადამიანზე რომელიც ამდენ ხანს ატყუებდა ჩემ საყვარელ კაცს . არ ვაპირებ ჩემი შვილები ამ ფარსში ვაცხოვრო. არცერთი წამით
_და თარაშსაც ასე ეტყვი სხვებთან ერთად?
_გინდა მხოლოდ თარაში დაკარგო და სხვებთან ისევ კარგი მამიკო იყო ? მე ყველასთან ვარ ვალდებული . არ გიფიქრია რომ ერთ დღეს შეიძლებოდა თამარას და ანდროს თვალებში სხვანაირი გრძნობა დაგენახა? იქნებ ანდროს და თარაშის შვილებს შეჰყვარებოდათ ერთმანეთი ან ილიკოს და ანდროს შვილებს. რამდენ ხანს გაძლებდი ასე , გარდაცვლილი მამის მეგობარი რომელმაც ქვრივი ძმაკაცის ცოლ_შვილი არ მიატოვა?
_უკან არ დაიხევ ხომ ? მიუხედავად იმისა რომ უზომოდ ატკენ
ყველას მაინც არ გაჩერდები ?
_შენ მე კარგად მიცნობ , თქვი სიმართლე ისე როგორც იყო .
თორემ ვიტყვი მე და ისინი არასდროს მოგისმენენ .ვერასდროს
გაიგებენ იმას რამაც შეიძლება გაგამართლოს. მეეჭვება ასე
იყოს , თქვენ სამივენი ჭაობში ხართ ყელამდე , მაგრამ მაინც
ერთხელ იფიქრე მათზე
_მაიას გული გაუსკდება , მოკვდება ბავშვები რომ გაიგებენ
_ცოდვა ასეთია , რომ იტყუები უნდა იცოდე ბოლოს მაინც გასკდება
_უგულო ხარ ? საერთოდ არ გაინტერესებს?
_მაინტერესებს ჩემი ქმარი , მისი ძმები და დები . ის ბავშვები ვინც დაბადებას ელოდება ან აწი ჩაისახება .
_რატომ მითხარი თამარაზე და ანდროზე
_უბრალოდ გამოიყენე შანსი და თქვი სიმართლე ... გათავისუფლდი ბოლოს და ბოლოს . მიეცი თავს შანსი რომ სიბერე მშვიდად გაატარო დამძიმებული სინდისის გარეშე . მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი
ოთახიდან გასულს თარაში შეხვდა დერეფანში. მაშინვე
მოეხვია და ტუჩებში აკოცა
_რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რო რაღაც ბომბ ამბავს მიმზადებ
_იმედია მაპატიებ ... თუნდაც არ მაპატიო სხვანაირად ვერ
მოვიქცეოდი , სხვებს ასე ვერ მოვექცეოდი მათაც აქვთ უფლება
სიმართლე იცოდნენ
_თაისა რა ჯანდაბა ხდება გამაგებინე... მირიანთან რა გინდოდა
ქორწილის წინა ღამეს თანაც ასე აღელვებულს. იმ დღეს რატომ
მითხარი საქმე მაქვს და ქორწილის მერე მოგიყვები რომ
გავარკვევ ყველაფერსო
_წამო წავიდეთ, ცოტა ხანს მირიანს დაველოდოთ და მერე
გეტყვი ყველაფერს ...
_გული საშინლად გაქვს აჩქარებული, თითქოს არ ნერვიულობ
მაგრამ მაინც ღელავ
_ასეა , მაგრამ ყველაფერი რომ დასრულდება და
გავთავისუფლდები შემდეგ დავიწყებთ თაფლობის თვესაც და
ქორწინებითაც დავტკბებით . დამპირდი რომ მხოლოდ მე და
შენ ვიქნებით და სხვა არავინ
_მე დღესვე წაგიყვანდი სადმე შორს ... თითქოს იგივე იყავი მაგრამ მაინც სხვანაირი მზერა გქონდა
_ყველაფერი მორჩა აღარავის მივცემ უფლებას რომ დაგვაშოროს
_შენი მებრძოლი სული ყოველთვის მიყვარდა
_შენ მე სულ გიყვარდი , ტყუილად რომ მაწვალებდი ამაზე
შემდეგ მოგთხოვ პასუხს ქვემოთ იყვნენ. ილია, ნატა, თამარა, ანდრო, ხათუნა და მაია . მირიანი რომ ჩავიდა დაჯდა და ყველას სთხოვა მოესმინათ .ქალებს აშკარად შეეცვალათ მზერა , მაგრამ ვერ იფიქრებდნენ თუ სიმართლეს იტყოდა
_არ მეგონა თუ ამას ოდესმე ვიტყოდი, ყველაფერი ვიღონე რისი უფლებაც ჩემმა პრინციპებმა მომცა ახლა კი სხვა გზა არაა
სიმართლოს დრო დადგა ...მძიმე სიმართლის რომლითაც ჩემ , მაიას და ხათუნას ყველაზე დიდ ტვირთს მოვიშორებ. ალბათ ყველას დაგკარგავთ , მაგრამ სჯობს ჩემგან გაიგოთ სიმართლე ვიდრე არასწორად მიიღოთ ინფორმაცია
_მირიან გაგიჟდი?
_მირიან ახლავე გაჩუმდი ... ყურადღებას ნუ მიაქცევთ
ბოდავს რაღაცას
_ორივე გაჩუმდით , დროა უკვე . თქვენ გამო ვიყავი აქამდე ჩუმად .ხალხს რომ არ ეჭორავა და თქვენი სახელი არ შებღალულიყო ახლა კი ლამის რძალი და შვილი გავაუბედურე _ხმას აუწია და ორივე გააჩუმა
_რა ხდება მამა აღარ იტყვი ? _ილიკომ მოთმინება დაკარგა. არ
ახსოვდა ამ სამს ოდესმე ერთად ეჩხუბოს .
_ხო მამა , სწრაფად თქვი რა ათასი საქმე მაქვს ... ანდროს
უთხარი გამომყვეს წვეულებაზე ნუ გამიშვებს მარტოს _თამარას წარმოდგენაც არ ჰქონდა რა შეიძლება მომხდარიყო და კიდე ბიჭის დათანხმებაზე ფიქრობდა
_იმაზე ძნელი ყოფილა ვიდრე მეგონა
_არა...ამას ვერ მოვითმენ ვერ ვუყურებ _ხათუნა გათიშული იყო უკვე მაია კი ისევ არ ჩუმდებოდა.
_მაია რომ შევირთე ჯერ კიდევ 20 წლის ვიყავი , მაშინ დიდი
მეგონა თავი მაგრამ ზედმეტად პატარები ვიყავით. სიგიჟემდე
მიყვარდა,მაგრამ გვქონდა მომენტები როდესაც არასწორად
ვიქცეოდი. მაშინ ეს ნორმა იყო და არ მეგონა თუ რამე
განსაკუთრებულს ჩავდიოდი . საყვარელი არასდროს მყოლია ,
მაგრამ რიგითი შემთხვევები იყო და სულ არ მეამაყება ეს.
ერთ საღამოს რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად
აღარ მახსოვს რა ხდებოდა , თარაში პატარა იყო მგონი ავად
იყო და მაია არ მახლდა.
_გეყოფა ... გეყოფა თორემ მოვკვდები იცოდე _მაიამ დაიკივლა და ფეხზე წამოვარდა. ხათუნას უსიტყვოდ წამოდგა
_ორივე დაჯექით ... არაფერი მოგივათ
_მართლა რა ჯანდაბაა შენ საყვარლებზე უნდა გველაპარაკო დედას თანდასწრებით? _თარაში ზემდეტად ანერვიულდა. ანდრო ქალებს უყურებდა და მერე უცებ გახედა მირიანს
_რა მოხდა რესტორანში მირიან? ვინ გაიცანი ისეთი ახლა რომ
გაიხსენე გამორჩეულად_მშვიდად იჯდა და თვალებში უყურებდა
_არ გინდა გთხოვ... გემუდარები _ამჯერად ხათუნა შეევედრა
და ქვითინი წასკდა
_იმ ღამით ხათუნა გავიცანი ... ცოლი რომ მყავდა საერთოდ არ
იცოდა . არც მე დამტყობია რამე ... მგონი 21 წლის იყო მაშინ .
პატარა და სულელი გოგო
_21 წლისას უკვე მე ვყავდი ... გათხოვილი იყო შენთან რა ესაქმებოდა
_ანდრო დაიჭიმა თარაშიც აჰყვა
_რა ჯანდაბაა მირიან , გვეღადავები? ძმაკაცოს ცოლი გაიცანი და დაგევასა ? მაიას არ იცნობდა და არ იცოდა ცოლი რომ გყავდა ? შენ ვაფშე აზრზე ხარ ახლა რას გვეუბნები ? _ფეხზე წამოვარდა , მაგრამ ილიკომ დასვა
_ადროვე , მგონი ჯერ კიდევ აქვს მთავარი სათქმელი წინ _უკვე
უმცროსი ალასანიაც ვერ იკავებდა თავს. უნდოდა ფიქრები
გაეჩერებინა მაგრამ არ შეეძლო .
_ხუთი თვის შემდეგ გავიგე რომ ხათუნა ფეხმძიმედ იყო . სრულიად შემთხვევით სწორედ მაშინ გადავეყარე მშობლებმა რომ გაიგეს და სახლიდან გამოაგდეს
_დედა ... რა ჯანდაბას ამბობს ამოიღე ხმა ...თქვი რომ ის ბავშვი მე არ ვიყავი თორემ გავგიჟდები გეფიცები _ანდრო წამოვატდა და დედამის მივარდა _თქვი რამე ხათუნა ჩუმად ნუ ხარ რა დროს ტირილია ამის დედას შევე&* მითხარი რო მირიანის შვილი არ ვარ და ამ მარაზმში არ მაცხოვრეთ თორემ მოვკლავ გეფიცები
_მაპატიე ...მაპატიე გთხოვ. არ უნდა გაგეგო შენ არაფერი
უნდა გაგეგო
_მამა ... მამა ანდრო ჩვენი ძმაა ? _ილიამ ჩაიდუდღუნა და თარაშს ისევ წაავლო ხელი თითქოს ელოდა რომ მირიანს მივარდებოდა
_რას ეკითხები ვერ ხვდებით რა თქვა? ზის აქ ცოლთან , შვილებთან და ყოფილ საყვარელთან ერთად რომელიც მთელი ცხოვრება დედაჩვენის დაქალი მეგონა. დასასვენებლადაც კი ერთად დავდიოდით , რეცეპტებს უცვლიდნენ ერთმანეთს და სიცხისდროს ხან ერთი მითევდა ღამეს ხან მეორე ... ზის და ახლაამბობს რომ ამ ქალისგან შვილი ჰყავს . აი ის ბიჭი ბიძას რომ ეძახდა და გარდაცვლილი მამის ძმაკაცად მიაჩნდა _ ილიკო როგორ გააჩერებდა ფეხზე წამოვარდა და მირიანს ყელში წვდა
_შენ რა კაცი ხარ საერთოდ ვინახარ ... რა გააკეთე ასე როგორ გვაცხოვრე ანდროს და დედას რა გაუკეთე... დედაჩემთან ხათუნა როგორ აცხოვრე შე ნაბიჭვარ&
_თარააშ არ შეეხო ... არ დაარტყა . მე ყველაფერი ვიცოდი_მაიამ რომ დაიკივლა და შუაში ჩაუდგათ სულ მთლად გაქვავდნენ. ანდროც კი მოშორდა დედამისს . ხელი გაუშვა და მაიასკენ შებრუნდა _ვიცოდი , მანამ ვიცოდი სანამ მამაშენი გაიგებდა. მაგას ეგონა ისე მიღალატებდა ვერ გავიგებდი ? სახლიდან გამოაგდეს , ფეხმძიმედ იყო და ჩემი ქმრისგან ელოდა შვილს. მე კი ყოველთვის ვაფრენდი , არანორმალური ვიყავი რომ უნდა მომეკლა და მოვმკვდარიყავი იმაზე ვფიქრობდი რომ მისი სისხლი და ხორცი იყო ერთი სულელი გოგოს მუცელში და სულ ფეხებზე მეკიდა სხვა დანარჩენი. არანორმალური ვარ ? დიახ ვიყო ... ნეტავ
ისე უყვარდეთ თქვენ თქვენს ცოლებს როგორც მე მამათქვენი
მიყვარს. მთელი 4 თვე ისე ველოდი ბავშვის დაბადებას თითქოს ფეხმძიმედ მე ვიყავი. მამაშენს არც ველაპარაკებოდი შენთან და ხათუნასთან ერთად ვიყავი სახლში გამოკეტილი. არავის გაუგია რა ხდებოდა, მამაშენი მოდიოდა მოჰქონდა ყველაფერი რაც მინდოდა
და მერე ჯანდაბაში მიდიოდა.
_დედა რას ამბობ ხვდები საერთოდ ?_ ილიკომაც ვეღარ გაუძლო. ნატა და თამარა უბრალოდ ენაჩავარდნილები ისხდნენ და თითქოს ვერც იაზრებდნენ მომხდარს . თაისა კი ისეთ ამბავს ისმენდა რომ ვერ წარმოიდგენდა. ეგონა რომ მაიამ მოგვიანებით გაიგო ახლა კი ისევ შოკი ჰქონდა , მაგრამ ყველაზე მეტად თამარას აკვირდებოდა . იცოდა თარაში იჩხუბებდა , ანდროსთან მაინც არ შეექმნებოდა
პრობლემა და ბოლოს მშობლებსაც შეურიგდებოდა.
_საერთოდ რა გინდათ ... რას ითხოვთ ჩვენგან . მე არ მინდოდა
ხალხს სცოდნოდა რომ ჩემ ქმარს საყვარლისგან შვილი ჰყავდა,
ხათუნას თავისთვის მშვიდად ცხოვრება უნდოდა. სახლიც
ჰქონდა, სწავლაც გააგრძელა შვილიც ჰყავდა და არავინ იცოდა
რომ უკანონო შვილი ჰყავდა. ყველამ იცოდა რომ მირიანის
მეგობრის ცოლი იყო და ყველა პატივს სცემდა. ასე მოგვარდა
ყველაფერი...მერე უკვე რთული იყო ყველაფრის თქმა, მითუმეტეს ანდროსნაირ ბავშვს ვერ ვეტყოდით არაკანონიერი შვილი ხართქო და ასეთი ურთიერთობაც არ გექნებოდათ
_მარაზმია... სიგიჟეაა... არ შეიძლება მისი შვილი ვიყო და თქვენ ასე გეცხოვრათ. როგორ დაუშვი ჩემი გაჩენა ... რა ჯანდაბად დაუშვი ჩემი არსებობა გამაგებინე შენნაირ ქალს შეეძლო ხათუნა საერთოდ გაექრო ამ ქვეყნიდან . ახლა რა გავაკეთო მითხარი ვაფშე ამდენი ამბავი მამაჩემზე , ჩემი გვარი ...ჩემი იდენტობაც კი ფარსია ? დედა კი ერთი სულელი კახ&* რომელიც სადღაც ტრ*კში გაცნობილ სიმპათიურ კაცს ჩაუგორდა დაფეხმძიმდა და მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნის გარეშე გაატარა მის ცოლთან და შვილებთან
ერთად.... და როგორ იყო მერე ბატონო მირიან ხან ერთთან იყავი და ხან მეორესთან ? აი თურმე ამდენი ცუდი თვისება საიდან მაქვს სულ შენი დამპალი სისხლის ბრალი ყოფილა... არა ნუ ხათუნასაც ვერ დავუკარგავ გენებს. რა გენაღვლებოდა იცხოვრე შეიხივით შეხმატკბილებული ქალებით. ბედი მაქო შენ უნდა თქვა ოთხი შვილი , ორი ცოლი ... კიდე ხო არ გყავთ ვინმე , ვინმე ისეთი შენს ქალებს რომ ვერ შეეგუა და ცალკე გააჩინა შვილი. რომ ვიცოდე მაინც იქნებ სადმე შევხვდე ბიჭი თუა გადავემტერო ან გოგო თუა შემიყვარდეს _ ჯერ ყვიროდა მერე ფერდაკარგულ თამარას რომ შეხედა მაგიდა აატრიალა და ყველაფერი ნამსხვრევებად იქცა
_ანდროო გთხოვ ...გაჩერდი შვილო გევედრები
_შენ ვაფშე არ გამეკარო... ახლოს რომ მოხვიდე ... რომ შემეხო
რაღაც საშინელებას ჩავიდენ. თქვენ სამნი ჩემ სიახლოვეს არ
გაჩნდეთ თორემ თავზე პასუხს არ ვაგებ. ცხვირ პირს რომ არ
გიერთიანებ ამათ უთხარი მადლობა, გაგიმართლა ძმისშვილი
არ მინდა ცუდად იყოს მუცელში რა დააშვა იმ ბავშვმა თორემ ასე უბრალოდ არ წავიდოდი ამ წყეული სახლიდან_ უკან არ მიუხედავს ისე გავარდა. თამარა ფეხზე წამოდგა , მიმავალს უყურებდა მერე უცებ წამოიკივლა და მოწვყვეტით დავარდა.
_თამარა... თამრო გამოფხიზლდი ჩემო ლამაზო , თამრო გონს
მოდი ამის დედაც გონს მოდი რა დროს გულის წასვლაა გოგო ესაა მაგარი ვარო ? _ ილიკომ აიყვანა და დივანზე დააწვინა. მაიამ თამარა რომ დაინახა ისიც აყირავდა. ხათუნა საერთოდ წავიდა , მაგრამ სად მიდიოდა არავი იცის სრული ქაოსი იყო. თარაში კი იდგა და ადგილიდან არ იძვროდა მერე უცებ მაიას წვდა და გამოაფხიზლა
_ვიცი რომ კარგად ხარ და ტყუილად ნუ ხუჭავ თვალებს, შენ არაფერი მოგივა ასე მარტივად... გამოიხედე და მითხარი სახლში ქმრის საყვარელი როგორ აიტანე და ჩვენთან როგორ აცხოვრე
_ხელები გამიშვი და საერთოდ შემეშვით ... სამივენი _ ხელზე
დაარტყა და წამოდგა ისევ . მირიანი მისგან განსხვავებით
ცხოვრებაში პირველად თავდახრილი იჯდა და ყველაფერს ისე
უყურებდა როგორც ჩამონგრეულ სასახლეს. _შენ კიდე ადექი ... რაღა დროს ამაზე დარდია , ვინ არ შემცდარა . ეს ახლა იფიცებით კაცები სიყვარულს და ერთგულებას, ახლა ეყრებიან ქალები პირველივე ღალატისას თორემ ადრე თუ ქმარი არ გცემდა, დედას არ გაგინებდა და არაადამიანურად არ გექცეოდა ვინ ეყრებოდა. მე რატომ უნდა გავშორებოდი კაცს რომელიც ჩემზე ჭკუას კარგავდა , ლამის მოკვდა სანამ მეტყოდა გიღალატე და ქალი ფეხმძიმედააო. ისიც კი მითხრა ოღონდ არ წახვიდე და ბავშვსაც მოვაშორებ და ქალსაც გავუშვებ სადმეო... და მე რა უნდა მექნა იდიოტი მამათქვენისთვის მომესმინა, მეთქვა ჩემთან დარჩი უდანაშაულო ბავში მოკალი და მერე ერთად გავაკეთოთ ბავშვები_თქო? ჩემ გაჩენილ ბავშვებს თუ გქონდათ არსებობის უფლება ანდრომ რა დააშავა... თუ დააშავა მიდით და მოკალით , ხო მიდით და ესროლეთ არ გიყვართ ხომ ?
მე რომ არ გამიჩენია მასზე არ გიჟდებით და თქვენთვის ძმასავით არ იყო ხო ? კარგი მაშინ გვაპატიეთ რომ ანდრო არსებობს , მაპატიეთ რომ 21 წლის გოგოს აბორტი არ გავაკეთებინე სადღაც ჯურღმულში არ მოვაკლევინე ჩემი საყვარელი კაცის შვილი მერე არ დავბრუნდი სახლში და პირველივე შანსის შემთხვევაში მშვიდად არ გავაკეთეთ ბავშვები. რას მიყურებ ... შენ მოკლავდი ჩემ ადგილას ილიკოს შვილს? ახლა რომ გითხრას ვიღაც ქალმა შენი ქმრისგან შვილი მყავსო ეტყვი თავიდან მოიშორე მხოლოდ ჩემ
შვილს აქ ცხოვრების უფლებაო ?
_ვერა... ვერ ვეტყვი. არ ვიცი , არა მასთან ვერცერთი წუთით ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ ილიკოს შვილს ვერ მოვაკვლევინებ ვერავის ... _ნატამ უთხრა და მუცელზე მოისვა ხელები _აქამდე უნდა გეთქვათ , უნდა გვცოდნოდა რომ ანდროც ალასანიაა
_ტყუილს რომ ამბობ ჭაობში შედიხარ და მერე რაც უფრო მეტს
ცდილობ მით უფრო ღრმად ეფლობი...
_თქვენ არც კი იცით რა გამიკეთეთ... ვერ წარმოიდგენთ რა
დამმართეთ _თამარა ძლივს წამოდგა , მაგრამ ქალბატონმა
ალასანიამაც არ დაინდო მინის საგნები. ყველაფერი კედელს
მიამსხვრია რაც ხელში მოხვდა_ სულ მეგონა რომ მიყვარდ, ლამის სიყვარული ავუხსენი საკუთარ ძმას... ვერასდროს ვიგებდი რატო ვერ ვუყურებდი ისე როგორც ერეკლეს... საბას, კაკის რატო არ იყო ისეთი როგორც სხვები. რატო. ვღელავდი მასზე მეტს, რატომ ვითხოვდი ქვეცნობიერად მისგან ყურადღებას. ლამის დარწმუმებით
გადავწყვიეტე რომ მიყვარდა
_ამის დედაც მოვტყ*&&* რას ქვია გიყვარს
_ახლა ვიცი როგორც მიყვარს, ახლა მესმის რატომ მიყვარს და
რატომ მინდა ისე იზრუნოს ჩემზე როგორც ილია და თარაში
აკეთებენ. რატომ ვითხოვდი მისგან მეტს . რა გითხრათ თქვენ ორს ,მადლობა რომ სამი ძმა მყავს და არ გაპატიებთ , დაკარგულ წლებს მიუღებელ ემოციებს არ გაპატიებთ
თარაში თამარას უყურებდა მერე თაისას გახედა წამის წინ
მულს რომ ასულიერებდა . მკლავში ჩაავლო ხელი და სახლიდან ისე გაიყვანა აღარაფერი უთქვამს. სწრაფად მიდიოდა, მაგრამ სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებდა. ხის სახლთან გააჩერა მანქანა, გადავიდა და თაისაც მიჰყცა
_თარაშ
_იცოდი, შენ ყველაფერი იცოდი და აიძულე ხომ ასეა...შენ აიძულე მირიანი რომ სიმართლე ეთქვა და ეს დედანატირები სიმართლე ჩემთვის რომ გეთქვა არ შეიძლებოდა? იქ უნდა ვყოფილიყავი და ყველაფერი ისე გამეგო ? შენ საერთოდ აზრზე ხარ ? ანდრო ჩემი ძმაა მთელი 27 წელია ვუყურებ და ახლა გავიგე რომ ჩემი ძმაა , რომელიც დედაჩემის გამო არსებობს. მამაჩემი კი ამდენი წელი ცოლთან და საყვარელთან ერთად გვაცხოვრებდა მე და ჩემ პატარა და ძმას ... ხათუნა შეგვაყვარა ისე რომ ლამის დედას ვეძახით და მე ამ ამბავს ვიგებ ახლა ... ჯერ კიდევ არაფერია თურმე ჩემ დას ეს ჩემი ძმა ლამის შეუყვარდა _შუა ეზოში იდგა და ღრიალებდა . მერე უცებ გაჩუმდა და თაიას გახედა _შენ ... შენ ეს ამბავი გაიგე
და იმიტომ დაგავიწყდი , იმიტომ იყო ეს დღეები ... ვერ გაუძელი ამ ამბავს და დაგვივიწყე ყველა
_ყველაფერი მორჩა ... უკვე კარგად ვარ და მე მაპატიე თუ
სხვანაირად უნდა მეთქვა, არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა მხოლოდ ის ვიცოდი რომ უნდა გცოდნოდათ ყველას. მითხარი შენთვის რომ მეთქვა შემთხვევით გავიგე რომ ანდრო შენი ძმაა_თქო როგორ ეტყოდი სხვებს ან საერთოდ ეტყოდი ?
_არ ვიცი... არაფერი ვიცი ახლა მხოლოდ ის რომ მამაჩემის მოკვლა მინდა და ნეტავ სამუდამოდ დაგევიწყებინა ყველა დანარჩენი ... მისი დამპალი საქმეების გამო დამეტანჯე, გტკიოდა ...შენი მზერა გაღვიძებისას არასდროს დამავიწყდება . ეს ორი დღე სული გიკვდებოდა და სუნთქვა გიჭირდა _ჩაეხუტა, გონებაარეული ეფერებოდა და კოცნიდა _ჩემო ერთადერთო
_თარაშ ...
_მომიყვები რა მოხდა ? როგორ გაიგე
_ჯერ სრულიად შემთხვევით გავიგე რომ ადრე ურთიერთობა
ჰქონდათ ხათუნას და მირიანს. მაშინვე თავს დავესხი მამაშენს,
მაგრამ დამარწმუნა რომ უნდა მომეთმინა ქორწილამდე და
არაფერი მეთქვა. სიმართლე გატკენდა და ქორწილის ბედნიერ
წუთებს გადაფარავდაა. მაიაც იქ იყო და აშკარა იყო რომ იცოდა ეს ამბავი. მერე ვერ მოვითმინე, იმ ღამეს სასმელმა და გართობამაც ვერ მიშველა ფიქრებით სულ მათთან ვიყავი მირიანს დავურეკე და ვუთხარი რომ უნდა შევხვედროდი აუცებლად, თუ ყველაფერს არ ამიხსნი ახლავე დაველაპარაკები თარაშს_თქო და კომპანიაში რომ მივედი მითხრა ანდრო ჩემი შვილიაო. გავიგე რომ მაიამაც
იცოდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ თავიდანვე ყველაფერი
იცოდა. თამარამ რამდენიმე დღით ადრე მითხრა ანდროსთან
დაკავშირებით არეული გრძნობები მაქვს და მგონი მიყვარსო.
ბოლოს და ბოლოს უნდა ვუთხრა და დავისვენებო. უცებ ყველაფერი ერთად გამახსენდა, ყველა კადრი დატრიალდა. ყველას ერთად გხედავდი, როგორ იჯდა ხათუნა თქვენ სახლში როგორ ექცეოდა ანდრო დედაშენს და წარმოვიდგინე როგორ გახდებოდი ამ ამბის გაგებისას. მივხვდი რომ გამოუვალ მდგოამრეობაში ვიყავი და ვერ გეტყოდი ასე უბრალოდ ვერაფერს გეტყოდი. არ ვიცი როგორ ვიქცეოდი , წასვლა ვერ შევძელი. მირიანის და მაიას ხმა მესმოდა. მერე მირიანმა დამიჭირა თითქმის დავარდნილი და ალბათ დაცემისას მიღებული ტრამვა იმიტომ არ მქონდა . არ ვიცი სახლში
როგორ აღმოვჩნდი ... გაღვიძების შემდეგ ყველაფერი იცი_ვეღარ გაუძლო და ისევ ატირდა..._მაპატიე რა ...მაპატიე რომ აქამდე ვერ შევძელი თქმა მე ზედმეტად სუსტი აღმოვჩნდი...შენი ტკივილი მკლავს და გევედრები კარგად იყავი რაა...გთხოვ , გევედრები დღესვე ნახეთ ანდრო და არ ვიცი რამე გააკეთე რომ ისევ ისე იყოთ _თვალები დაბინდული ჰქონდა ტიროდა და სიტყვებს ძლივს
ამბობდა. ალასანიამ ჩაიხუტა და თვითონაც აეწვა თვალები.
_მაპატიე , მაპატიე რომ ამ ყველაფრის გადატანა მოგიხდა სულ
მარტოს. მაპატიე რომ იდიოტო ვარ და ვერ დაგიცავი .... ვერაფერი გავაკეთე შენთვის , სრულიად უმაქნისი აღმოვჩნდი . სხვებისგან გიცავდი და თურმე საკუთარი ოჯახისგან უნდა დამეცავი _სახე დაუკოცნა და გაყინული თითები მკლავებზე მოხვია _ ნეტავ შემძლებოდა შენთვის ყველაფრის მოშორება
_ნუ მეუბნები მაგას... პატიებას რისთვის მთხოვ. შენ რა შუაში
ხარ... ახლა უკვე არაფერი ვიცი ისიც არ ვიცი დამნაშავე ვინაა და არის თუ არა საერთოდ ვინმე ...



№1 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

ყველაფერს ველოდი იმის გარდა რაც წავიკითხე, შოკში ვარ anguished

 


№2  offline წევრი დარინა

ჩემი თბილი მარიამიი, ვგიჟდები მე შენზეე, მიყვარს შენი უსაზღვრო ნიჭი რომლის საშუალებითაც ჩვენ ასე გვაბედნიერებ, მიყვარს შენი ყოველი შექმნილი პერსონაჟიი, ბედნიერი ჰეფი ენდებიიი რომელიც რეალურ ცხოვრებას გვავიწყებს. თარაშის და თაისას წყვილი ხომ მიყვარს მაგრამ აი ნინას და მიშოს წყვილს ისე ველოდები, ერთი სული მაქვს მიშოზე ეჭვიანობისგან გაგიჟებულ ნინას როდის ვნახავ.

 


№3 სტუმარი Shiningstar

ნინა და მიშოს ამბავი მაინტერესებს ძაან და ანდრეას და ქალბატონი მართასიც. თან ახლა ჩვენს ბიჭს დამშვიდება სჭირდება...ველოდები შემდეგ თავს და ძალიან არ დაიკარგო რაა ????????????

 


№4  offline წევრი Anansio

ვაიიიმეე გავგიჟდიიი❤️❤️❤️❤️საოცრებაა იყოოო აიი სიტყვები არ მყოფნიის❤️❤️❤️ ანდროს და თარაშის მდგომარეობა ყველაზე მეტად”მტკივა” ... არდამიჩაგროო ბიჭებიი❤️❤️❤️მოუთმენლად ველოდებიი შემდეგ თავს❤️❤️❤️უძალიაანმაგრესი გოგო ხარ მარიამ!!!❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი Maco maco

ეს რა იყოოოო გოგოო, აღარაფრის დაწერ აღარ მინდა ხოლმე ისეთებს ახდენ:)

 


№6 სტუმარი სტუმარი elena gavasheli

.....ვაიმე გული .....ვინმემ 112-ში დარეკეთ......ცუდათავარ ვიღუპები......ეს რაიყო გოგო.....ყველაფერს ველოდი.... მაგრამ ამას არა......გულს გააქვს ბაგა ბუგი და დაგა დუგი...... ბებიაც არაა სახლში რომ ვალერიანის ტაბლეტები მოვპარო .......ძალიან მაგარი გოგო ხარ.... ნიჭი გაქვს ...არ დაკარგო.... მიეცი შენს შესაძლებლობებს გასაქანი.........მე არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის, ან საჭიროა სიტყვები?.....მემგონი არა.... იქ სადაც შენ ხარ სიტყვები ზედმეტია.....

.....თაია......არვიცი ...ამგოგოს მუშტისოდენა გული რამდენს დაიტევს.....არვიცი ასეთი კარგი როგორააა..,... შენი და შენი მუზების დამსახურებაა ხოო.....მოკლედ მე მოვკვდი და გავცოცხლდი.....ჯერ ბევრი ვიცინე ვარჯიშის მომენტზე..... მერე საავადმყოფოზეც.....მაგრამ ბოლო მისმა საქციელმა ჯერ გამაოცა .... მაგრამ მერე მივხვდი...რომ სწორად მოიქცა თაია.....

....თარაში ...უფ ...უფ და კიდევ უფ......ძაან ქმარია რა.. :) .....უკომენტაროდ

........ვაიმე რაც მე ახლა ვინერვიულე....იმდენი მემგონი ცხოვრებაში არ მინერვიულია.... დავწვი კალორირიები.... ნახევარი საათია აქეღ იქით დავდივარ.... გრიპსაც ავიკიდებ მემგონი მალე ....არა ეს მირიანი ნახე რა.... ეგ ...ეგ მოზვინული კაცი....ეგ ბრადიაგა ეგა.... ეგ მექალთანე.....ეგ ბაბნიკი ეგა.... ეგ ერთი ადგილის მონა....ეგ მართლა სირცხვილია ვერვიტყვი რა არის .... ფუი კაცმა გამომადებილა ..... ეგ ივანიშვილის ანდროიდ ვერსია..... ეგ ოჯახის მოღალატე ეგე..... ჰარაფხანაც გახსნას ბარებ.......ან ბავშვების უფასოდ კეთების სააგენტო ლოზუნგით.....იჩქარეთ სანამ შემიძლია.....არა ნერვები მეშლება ამ კაცზე ... როგორ მინდა სტალინი გაცოცხლდეს ხუთი წუთი ....და მოკლას ეგ კაცი .... მე ვერ მოვკლავ ...ცოდვას ვერ ავიკიდებ ...

....მაიას რასერჩოდნენ ნეტა მაინტერესებს რა...... მართლა რა ექნა მაგ ქალს .......მისი რაბრალი იყო მისი ქმრის აცანცარება....მართლა ხომ ვერ მოაშორებდა არა ხათუნას ბავშვს .... ბავშვის მკვლელის იარლიყს ხომ ვერ აიკრავდა...... ხათუნას პატიოსანი ქალის სახელი შეუნარჩუნა ...ანდროს კიდევ ნაბიჭვრის ტიტული მოაშორა...... რაუნდა ექნა .... მე ვამართლებ მაგ ქალს ...მხოლოდ ნაწილობრივ.......

......ანდრო.....ვაიმე ... როგორ დამწყდა გული ..... როგორ ცუდად აეწყო ყველაფერი.....ბიჭს ნერვული სისტემა გადაუტრიალეს..... აი ჩემამმდე არ მოდის რა....არვიცი რა ვთქვა..

........თამარა..... ვაიმე .... რაც ამ გოგოსთან დააშავეს ისე მემგონი არავისთან დაუშავეიათ...კინაღამ საკუთარი ძმა შეაყვარე..... ვაიმე ....მზარავს ... ვერც კი წარმომიდგენია ...არა ჩემს ტვინს გაფიქრების საშუალებასაც არ ვაძლევ.... დედა ჟრუანტელი დამიარააა......

......არვიცი რაიქნება ... რამოხდება ...მაგრამ ... მოუთმენლად ველი აახალ თავს.... აი როგორ ველი იცი... ოთხმოცდაათიანებში რიგში საათობით მდგომი ხალხი პურს რომ ელოდებოდა ისე...

....კინაღამ ჩემი ნინა დამავიწყდა..... როგორ მომწონს ეგ გოგო.... არვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომწონს.....

....ველოდები უფრო და უფრო საოცარ თავებს და ვიცი იმედს არ გამიცრუებ.....ეს არასოდეს გაგიკეთებია ... წავედი ახლა ჩემს ძაღლს მივხედო თორემ ჩემი მეზობლის ძაღლს გადაეკიდა და არმინდა ათასის ნახმარი ძაღლი მომითრიოს სახლში..:)) თან ახლა ჩემს ჭორიკანა მეზობელს ლიანას დაუმეგობრდა..... და ცუდათაა ჩემი საქმე .... ან ლიანა ასწავლის ჭორიკნობას ჩემს ძაღლს ან თვითონ ისწავლის ყეფას ჩემი ძაღლისგან და წასულია მაშინ ჩემი საქმე .... დილას უნივერსიტეტში მიმავალს ყეფით რომ გამაცილებს ლიანა ხომ გამისკდება გუული .......

 


№7 სტუმარი სტუმარი სოფიო

ვაიმეე რა შოკი იყო. ჩემი ანდროო <3. მინდა ისევ ისე იყვნენ თარაში და ანდრო. მიხარია, რომ დაგვიბრუნდი მარიამ. იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი თავით. მოულოდნელად ველი. მეტი ანდრო!

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რა იყო ეს...
ძაან შოკირებული ვარ !
ვსო.

 


№9  offline მოდერი abezara98

ვაიიი scream scream ამას ნამდვილად არ მოველოდიი scream დედაა, რა ხდება აქ, რა უნდა ვთქვა ისიც კი არ ვიცი scream scream ჩემი საწყალი ანდრეა. ახლა რა უნდა ქნას? როგორ არის? მითხარი, რომ კარგადაა და თავს არაფერს აუტეხს ასეთ მდგომარეობაში cold_sweat
ვაიმეე, ჯერ კიდევ ვერ ვწყნარდები და უბრალოდ შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ scream როგორც ყოველთვის, მოახერხე და ათასი ემოციით დამტვირთე heart_eyes ნამდვილი საოცრება ხარ! heart_eyes

 


№10  offline წევრი nini :)

ვაიმე თაისაააა.... საწყალი გოგო თურმე რამდენის გადატანა მოუწია..... და საყვარელი როგორ ცდილობდა თარაშის დაწყნარებას და პატიებას სთხოვდააააა..... საწყალი ანდრო და თამარააა..... მაგრამ კარგია რომ ბოლომდე არ შეუყვარდააა...... არა როგორ გაიმეტეს მართლა რააა..... საშინელები არიან....... მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ ამბავს..... სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება განვიხილე კიდეც ტვინში მაგრამ აი ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი...... თანაც რომ მაია და ხათუნა დაალობდნენ......
მაგრამ ვერც გამტყუვნებ მაიას რომ ანდრო გააჩენინეს..... როგორია გიყვარს ადამიანი და იცი მისი შვილი ვიღაცის მუცელში იზრდება და მას უთხრა მოკალი ბავშვიო...... ბავშვს ხომ არაფერი დაუშავებია..... და თანაც საყავარელი ადამიანისაააა......

გთხოვ მიშოს და ნინას ამბავი გაგვიმხილე რა მოხდებააა..... და შემდეგ თავში გაგვანდე მაინც....... ბევრს თუ არა ცოტას მაინც აგვიხსნიიი...... მალე დადე შემდეგი თავიიიი ველოდები ინტერესით თუ რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენებიიიი.....

მაგრამ მგონია რომ თარაში ილიას მოკიდებს ხელს და ანდროს მოძებნიან და ერთად გადაიტანენ ამხელა დარტყმას

 


№11 სტუმარი ნათია41

უჰ კაია როგორც იქნა გაირკვა სიმართლე.

 


№12 სტუმარი სტუმარი თამო

ოჰო ეს რა ამბები დაატრიალე მარიამ ეს რა იყო.კიდე ემოციების ქვეშ ვარ.

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

ჩემო ტკბილებო თბილებო
როგორ მიხარია რომ მოგეწონათ
მომდევნო თავში ანდროზე დავწერ და იმის მომდევნოში ნინა და მიშო ვისაც გაინტერესებთ მაგათზეც .
ორშაბათს დავდებ მეშვიდე თავს

 


№14  offline წევრი fluctus Oceani

ვაიმე რა მაგარი თავი იყო ასეთი არსად არ წამიკითხია რამდენი წავიკითხე მაგრამ ასეთი?ასეთი შოკი ისტორია არსად არ წამიკიტხავს რა იყო ეს იყო შოკი პანიკა ვაიმე თამარა შემეცოდა უსაშველოდ თითქმის ძმა შეუყვარდა,როგორია გიყვარს ადამინი რომელიც მეგობარი გგონია და იგებ რომ შენი ძმაა ადვილი გადასატანი ნამდვილად არ არის,თაია კიდე როგორ დატანჯულა ამ ამბის მერე საყვარელი ადამიანიც კი დაავიწყდა ისეთი დარტყმა მიიღო ისე უყვარს თარაში რომ ამ ამბის მერე ამნეზიაც კი დაემართა,როგორ ცდილობდნენ რომ გაეხსენებინა ყველაფერი და თურმე ერთი კიბიდან დაგორება სდომებია,აქამდე მისულიყვნენ ამ შეკრებაზეც კიდე არ შეიძლებოდა?
ორსულობის ამბავი რომ გავიგე ძალიან მომეწონა,ნეტა ხომ არაფერი ვატკინეო მაგ მომენტზე სერიოზულად ვიცინე მაგარი სასაცილო ბიჭია,მირიანი ნამდვილი შტერი უნამუსო ადამიანია ან რას მიეთრეოდა იმ რესტორანში ან რას ჩაუგორდდა ის ხათუნაც ლოგინში თავსი ტვინი არ უნდა გქონდეს?ან ცოლიანი რომც არ ყოფილიყო რა არის პირველივე ნახვისას ლოგინისკენ გაქანება
ისე მირიანს რა ძალა ქონია არ დაყარა ბავშვები თაგვებივით stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes
stuck_out_tongue_closed_eyes
ნინას და მიშოს აბავი ძალიან მაინტერესებს მოკლედ ისე ჩავერთე ამ ისტრიაში რომ ლამისაა შევძვრე ეკრანში და ყველაფერი ისე ვნახო ვითომ მართლა ხდება მიყვარს ყველა და შენ უფრო მიყვარხარ ესეთ ისტორიას რომ გვიწერ და შოკში გვაგდეეეეეებ heart_eyes heart_eyes

 


№15 სტუმარი სტუმარი სოფო

მარიამ სრული შოკი იყო ეს ისტორია ძალინა მომეწონა და ველოდბი დანარჩენ თავებსაც scream scream heart_eyes heart_eyes

 


№16  offline წევრი sofi_sofi

ვაუუუ, შენ გასაოცარი ხარ. გასაოცარზე გასაოცარი, იმდენი ვინერვიულე რომ თავბრუ მეხვევა ნუ ეგ შეიძლება მაგის ბრალი არ იყოს მაგრამ მაგას მივაწეროთ ჩემი 52კილო დაიწვა მემგონი და ახლა წავალ ავიწონები sweat_smile
კარგი საოცარი ხარ და ვგჟდები შენზე.

 


№17 სტუმარი თამუნე (ბიბო)

ჩემი სიყვარული ხარ შენ
მე ვგიჟდები შენზე
შენ ჩემი სიყვარულის წყარო ხარ
შენ ხარ ერადი
შენ ხარ სიგიჰე
შენ არ ჩემი პირადი პირეველი
სიყვარული
შენხარ ჩემი ჩემი
პატარა სასწაული
შენ ხარ ჩემი სიგიჟე
შენკიდე არ იცი
როგორ ვგიჟდდბი
შენ არ იცი როგორ გყვარობ
შენ ხარ ყველაზე დიდი საგანძური
უბრალოდ კიდე არ იცი როგორი
სიყბარული ხარ
ჩემი წუწუნა
აუ ძნა მაკლიხარ
ძან ვგიჟდები
ძანვეჭვიანობ ხო იცი
ძან ვერ გელევი
აუ მიყვარხარ
სუ მაკლია გრძნობები
შენთან
ვცდილობ სუ სადაც მიგიმწყვდევ
ყველგან გაჩვენო
რო იმაზე მეტს ნიშნავ ვიდრე იცი
ვიდრე გესმის
ჩემი ბედნიერება ხარ
რომელიც დაიარება დედამიწაზე
ჩემი პირველი ნომერი
მიყვარძარხარ
ადამიანი კი არა სიყვარული ხარ
<3 ბედნიერება მე შენ და შენი ისტორიები ვაფრენთ
პატარა ნამცეცა
ისტორიას არ ვეხები ხო იცი
იიტო რო ჩემი სიტყვები ზედმეტია შენთან
სიგიჟე
ხარ
და ისტორიასაც ეტყობა ეს სიგიჟე

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

სიყვარულები ხართ თქვენ ჩემი
აუ მართლა აღარ ვიცი როგორ გამოვთქვა ის ემოციები რასაც განვიცდი
დღეს დავდებ ახალ თავს აუცილებლად
მიყვარხაართ

 


№19  offline წევრი ფარვანა

❣❣❣❣❣❣❣❣❣❣❣
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№20  offline წევრი kavai

პირდაპირი მნიშვნელობით შოკი მაქვს????ძალიან ძალიან მაგარია❤❤

 


№21  offline წევრი TamoTi

აი უველაფერი ვიფიქრე და ამნეზიის ამ მიზეზს ვერაფრით ვიფიქრებდი.ძალიან კარგიბიყო.იმედია ანდრო ადვილად გადაიტანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent