შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (20) (დასასრული)


28-10-2018, 01:01
ავტორი pekhshvela
ნანახია 12 875

10 თვის შემდეგ..

-რა მალე გადის დრო არა ალექსანდრე? თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ერთად ვართ. -აგვისტოს საღამოსთვის მიეშურებინათ თავი ალექსანდრეს და მარიამს, შუაგულ მესტიაში.
-კი მალე გადის და შენ ისევ ჩემი შეყვარებული გქვია. თუმცა შენ ისევ გაიძახი პატარა ვარ პატარა ვარო. ნუთუ შენთვის ცოტაა ის გრძნობა რასაც შენს მიმართ ვგრძნობ? აუცილებელია მაინც წლობით ვიყოთ ერთად, რომ გადაწყვიტო და ცოლად გამომყვე?
-არა მაგას არ ვამბობ ალექსანდრე. რატომ იგებ ყველაფერს ასე პირდაპირ?
-აბა როგორ გავიგო?
-არ გჯერა, რომ მიყვარხარ? არ გჯერა, რომ შენს გარეშე გატარებული ყოველი წამი უფერულია? მითხარი მიდი გისმენ! -თვალები აუწყლიანდა მარიამს.
-არ იტირო, ჩემო პრინცესა მაპატიე. რა ვქნა გასაშვებად არ მემეტები.
-გულზე მიიკრა და ეშმაკურად ჩაიღიმა.
-მერე ვინ გითხრა, რომ უნდა გამიშვა? -ბედნიერმა თვალები მინაბა. გულის სიღრმეში თვითონაც ხვდებოდა, რომ სულ ტყუილად აწვალებდა ავალიანს. არადა თავადაც ძალიან უნდოდა მისი ცოლობა.
-მერე ვინ გიშვებს რო? - სალომეს ქორწილიდან მოგიტაცებ აი ნახავ! -თავი წამოაწევინა წინ და თვალევში ჩააშტერდა.
-რა თქვი?! -გაეცინა მარიამს.
-რა ვთქვი და რაც გაიგე!
-ნეტა ერთი გიჟი არ იყო რა! -თვალები გადაატრიალა და ტუჩებზე დააცხრა თავის სიყვარულს. მოშორდა და ისევ მიეხუტა წამოწოლილს.
-როგორ მიხარია ჩვენი გიჟებიც, რომ კარგად არიან. ანას გამოჯანმრთელება ნამდვილი სასწაულია. დღითიდღე უფრო კარგად ხდება.
-მეც გაკვირვებული ვარ. უფალმა გადმოგვხედა რასაც ქვია. ვინ იფიქრებდა, რომ სიმსივნეს დაამარცხებდა.
-მთლად დამარცხებული არაა, მაგრამ დარჩენილი წლები გაუხანგრძლივდება.
-როგორც იქნა ჩემი გოგო ბედნიერია. როგორ იმსახურებდა ასეთ ბედნიერებას და უფლის ნებამაც არ დააყოვნა. იმის მერე რაც მან გადაიტანა ნამდვილად დრო იყო ასეთი ოჯახი შეეძინა
-გეთანხმები მარიამ. ლილე იმსახურებდა ამას და ჩემს ძმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრება მასეთი ბედნიერი ეყოლება.
-ერთი სული მაქვს ნათლიას პრინცები, როდის დაიბადებიან. -ბედნიერებისგან თვალები აუკიაფდა მარიამს. რამდენიმე თვეში ლილეს და მაქსიმეს პატარებს ჩაეხუტებოდა. დიახ პატარებს.
-რაც გაიგო, რომ მამა უნდა გახდეს იმის მერე სულ გადარეულია ჩემი შეშლილი ძმაკაცი. -გადაიხარხარა ალექსანდრემ.
-ბედნიერია ბედნიერიი მალე მამა გახდება თანაც ორი პაწაწუნა ბიჭის. -ბედნიერების ცრემლები გადმოსცვივდა მარიამს. -ალექსანდრეს გაეღიმა.
-ჩემი სენტიმენტალური გოგო რაო შენც გინდაო პატარაო? მოდი დავიწყოთო ახლავეო. -ყელში კოცნა დაუწყო და ხელში აიყვანა. საძინებლამდე კოცნებით შეიყვანა და მარიამი მხოლოდ მისი სახელის ფრუტუნს თუ ახერხებდა.
^^^
ლილეს ორსულობამ მე-7 თვიდან მე-8-ში გადაინაცვლა და უკვე ისეთი გაბერილი იყო ძლივსღა დაგორავდა. რა ექნა მუცელში ორი პაწაწინა ჰყავდა. როგორც ოცნებობდა ზუსტად ისე მოხდა. ქორწინებიდან 3 თვეში გაიგო, რომ ორსულად იყო და მაქსიმესაც ბედნიერმა ახარა. ჯერ იტირა სიხარულისგან მერე იცინა. სანამ მაქსიმეს ეტყოდა ისე ანერვიულა ბიჭი კინაღამ გაგიჟდა. ორ სიტყვას თავს ვერ უყრიდა, მაგრამ მაქსიმე რის მაქსიმე იყო არ მიმხვდარიყო. თვალები აემღვრა მაქსიმეს და ლილეს მუცელზე მიეხუტა, ეფერებოდა, კოცნიდა და მადლობებს უხდიდა, რომ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ კაცად აქცია. ახლა მისი ცხოვრება სულ სხვანაირი იყო. მის ცხოვრებას ახლა სულ სხვა აზრი და მიზანი ჰქონდა. ერთადერთი და ყველაზე დიდი მიზანი ის იყო, რომ გაებედნიერებინა საკუთარი ცოლი და შვილები. მთელი ორსულობა ყურადღება არ მოუკლია. ვაჟკაცურად იტანდა ლილეს ხასიათის ცვლილებებს და სიხარულით ასრულებდა მის ახირებებს და სურვილებს. ბედნიერდებოდა იმის ყურებით, რომ ლილე ახლა სამი ადამიანის სამყოფს ჭამდა. ეცინებოდა და დასცინოდა კიდეც ჩაპუტკუნებულ ლილეს, თუმცა ეს ყველაფერი მისი მარადიული ბედნიერების საწინდარი იყო. როგორ ენატრებოდა თავისი ცოლის ფერება, თუმცა არ უნდოდა მათთვის ევნო ასე, რომ ხშირად გადააგორებდა ხოლმე მძიმედ ნერწყვს, შიშველი ლილეს დანახვისას, სურვილებს კი მხოლოდ მისი კოცნით იკმაყოფილებდა. ლილეს უფრო მეტად შეუყვარდა მაქსიმე ამ პერიოდში. მისი გაასმაგებული ზრუნვა და ყურადღება აჯერებდა, რომ ღმერთმა მას უდიდესი საჩუქარი უწილადა. ფიქრობდა და უკვირდა რით დაიმსახურა ასეთი ბედნიერება, მერე ატირდებოდა ხოლმე ორსულობისგან გამძაფრებული ემოციებით, მაქსიმეს კითხვას კი "რა გჭირს?" ამით პასუხობდა: - "რით დაგიმსახურე ჩემო ერთადერთო?". მისი პასუხი კი მარტივი იყო: - "იმიტომ, რომ რაც კი წმინდა და სუფთა არსებობს ამ ქვეყნად, ის შენ ხარ ლილე. აი ამიტომაც იმსახურებ უდიდეს ბედნიერებას!".
^^^
-მოხვედი ჩემო სიცოცხლე? გამოვშტერდი მთელი დღე. -ბედნიერი ღიმილით ძლივს წამოდგა სავარძელიდან გაბერილი ლილე და მეუღლეს მიეგება.
-იმდენი საქმე იყო სამსახურში, რომ კინაღამ გავგიჟდი. ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი თქვენთან. -მონატრებულს შუბლზე აკოცა და მაგრად ჩაეხუტა.
-ანუ ხვალ მთელი დღე ჩვენთან იქნები? -ნიკაპი გულზე ჩამოადო და აციმციმებული თვალებით ახედა ქვემოდან.
-რა თქმა უნდა ჩემო ერთადერთო. თანაც კაბა აქვს ჩემს საყვარელ მეუღლეს ქორწილისთვის საყიდელი. -გაუღიმა და ტუჩებზე წაეტანა. ლილეს ვნება მოერია.
-როგორ მომენატრე მაქს, შენი მოფერება შენი ალერსი უაზროდ მენატრება. -თვალებდახუჭულმა ამოიფრუტუნა მის ტუჩებთან.
-აი ეგ მუცელი, რომ არა ხომ იცი რას გიზავდი?! ცოტაც, ცოტაც და ნახავ შენ რა მოგივა! ჩემი ატეხილი ქალი!
-შენი ველური ფისო! -გაეკრიჭა და ისევ ტუჩებზე წაეტანა ქმარს.
-აბა რა მომიმზადაო ცოლმა? -სამზარეულოსკენ წავიდა ლილესთან ერთად.
-ბევრი რაღაცო . -ლილემ სუფრა გაუშალა და თვითონაც მიუსკუპდა. მთელი დღის მშიერი იყო მაქსიმე და თითქმის ყველაფერი შეჭამა თავის ღორმუცელა ცოლ-შვილთან ერთად.
-ჩემო ტკბილო ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი მადლობა. -მისკენ გადაიხარა და მოწყვეტით აკოცა. ლილეს გაეღიმა.
-მადლობა შენ, რომ არსებობ! ახლა კი წამოდი წამოვწვეთ შევირგოთ. -გადაიკისკისა და თეფშები გასარეცხად ჩადო.
-შეირგო ხო? იმშობიარო ერთი ნახავ როგორ დაგაკლებინებ! -ენა გამოუყო მაქსიმემ და მას გაყვა.
-რაო რა მითხარი? გინდა თქვა რომ მსუქანი ვარ? -სახე დაასერიოზულა ლილემ.
-ჩა პუ ტკუ ნე ბუ ლი! -დაუმარცვლა მაქსიმემ და მის სახეზე გაეცინა.
-არ დამაკლებინებ და ვისი აჯობებს ნახავ! -სერიოზულობა ვეღარ შეიკავა და გადაიკისკისა.
-ვაიმეე როგორ მიყვარხარ შე ატეხილო ქალოო.
-მოდი მერე კიდევ აკოცე ამ ატეხილ ქალს! -ვნებიანად გამოსდო კბილები ქვედა ტუჩს და მაქსიმეს ჩააშტერდა თვალებში.
-აი პროსტა ორსულიც რა ატეხილი ხარ ვგიჟდები რა! -ბალიშები გაუსწორა საწოლზე და წამოაწვინა. თვითონაც დაუმშვენა გვერდი და ჯერ ტუჩებში აკოცა მერე მუცელზე. ეფერებოდა თავის პატარებს და ელაპარაკებოდა.
-მამას ვაჟკაცებო მანდედან, რომ გამოძვრებით ხომ დაიძინებთ ხოლმე? დედას ხომ მომაფერებინებთ? თქვენ გინდათ, რომ დედიკოს ძუძუები გაგიყოთ? -ლილე ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
-დედას სიხარულებო ხედავთ რა არანორმალური მამა გყავთ? მას არ დაემგვანებით ხო დე? -ისიც აჰყვა ცანცარში მაქსიმეს.
-რა თქმა უნდა მე დამემგვანებიან! ხომ არ გავიწყდება გვიჩიანების გენები ძლიერია!?
-უჰ კი აბა ლილე გერლიანი შენნაირ ქალების მუსუსებს გაგაზრდევინებს რა. -დაეჭყანა ლილე.
-ჩემი სამი ბავშვიი. -შუბლზე აკოცა მაქსიმემ და მისი მუჯლუგუნიც მიიღო საპასუხოდ.
-ამდენ მაიმუნობას ჯობია სახელები მოვიფიქროთ მაქს. -ისევ გაებადრა სახე ლილეს.
-მოდი მაშ ასე ვქნათ ფურცელზე დავწეროთ ორივემ ორ-ორი სახელი და ერთმანეთის სახელებიდან ერთ-ერთი ავარჩიოთ გინდა?
-მმ მშვენიერი აზრია. აი გამომართვი ფურცელი. -ტუმბოს უჯრიდან ფურცელი და კალმები ამოიღო. ბევრი ფიქრი არც დასჭირვებიათ ორივემ მალევე დაწერა.
-აბა მაქს მითხარი რა დაწერე?
-ალექსი და ნიკოლოზი. რომელი მოგწონს?
-რა თქმა უნდა ალექსი! -არჩევანი მოუწონა ლილემ.
-შენ რა დაწერე ლილე?
-დათა და გაგა. რომელს ირჩევ?
-დათას.!
-ასეც ვიცოდი. ალექსი და დათა, ალექსი და დათა. -ბედნიერი იმეორებდა მათ სახელებს.
-ალექსი და დათა. -გაიმეორა მაქსიმემაც კმაყოფილმა.
-ისე დარწმუნებული ვარ ალექსი უფრო ცელქი იქნება.
-რატომ ვითომ?
-იმიტომ, რომ შენი შერჩეულია. -გაიცინა და მისკენ გადაბრუნდა ნელ-ნელა.
-დაიძინე ახლა ცუღლუტო დასვენება გინდათ სამივეს. -საფარებელი გაუსწორა და კიდევ მიეფერა მის მუცელს.
-მაბედნიეერეებ მიშგუ მუშვაან! (ჩემო სვანო)
-მი სი მალატ! (მე შენ მიყვარხარ). -შუბლზე აკოცა და ძილის მორევისკენ აიღეს გეზი ოთხივემ.
^^^
დილით მაქსიმე ადრე ადგა და მაღაზიიდან ნატურალური წვენი და ლილეს საყვარელი ორცხობილები ამოიტანა. ლანგარზე დადო ერთ ცალ ვარდთან ერთად და ლილეს მწოლიარეს მიართვა.
-მმმ ჩემო გემრიელოო. -თვალები გაუფართოვდა ლილეს და ეგრევე ორცხობილებს ეცა.
-გადამჭამთ მე თქვენ.
-რა ვქნათ სამნი ვართ მა. -გაუცინა და წვენი მოსვა.
-გაემზადე მერე ნელ-ნელა და გავიდეთ ხო მაღაზიებში.
-კი გავიდეთ. -ლილეემ ყვავილებიანი სარაფანი გადაიცვა და ფეხსაცმლის ჩასაცმელად მაქსიმეს დაუძახა.
-მააქს მოდი რაა გთხოვ ფეხზე ჩამაცვი. -მაქსიმეც იმწუთას მივიდა ღიმილით და საყვარელი ბასანოჩკები მოარგო ფეხებზე.
-რა ლამაზია ჩემი გაბერილი ცოლი. -ყოველთვის უყვარდა მაქსიმეს ლილეს ტანზე ყვავილებიანი სარაფნები. სულ სვანეთში გატარებულ დღეებს ახსენებდა მას. მაღაზიებამდეც მიაღწიეს როგორც იქნა. ბევრი წვალების და ძებნის შემდეგ როგორც იქნა კაბაც აარჩიეს. სულ ბოლომდე გრძელი. მუქი შინდისფერი წვრილ ბრეტელზე. მუცელზე ისე ლამაზად ჰქონდა, რომ მაქსიმეს მის შემხედვარეს ბედნიერებისგან გული ყელში ებჯინებოდა. კაბის შესაფერისი დაბალი ფეხსაცმელიც იყიდეს და ლილეს საყვარელი დონატების საჭმელად წავიდნენ. კარგად, რომ გამოსკდა ლილე მერე გადაუხადა მადლობა ქმარს.
-ყველაფრისთვის მადლობა მაქს. იდეალური ხარ.
-განსაკუთრებით საჭმელებისთვის ხომ? -სიცილს ვერ იკავებდა მის ჭამაზე.
-საზიზღარო დამაცა შენ სულ ასე კი არ ვიქნები. მოგენატრა ეტყობა ჩემი გიჟობები.
-ყველაზე მეტად მომენატრა ჩემი ველური ფისო!
^^^
სალომემ და თავისმა საქმრომ ქორწილი რამდენიმე კვირით წინ გადასწიეს. მანამდე ალექსანდრე და მარიამიც ჩამოვიდნენ სვანეთიდან. გვიჩიანების წარმომადგენლებმაც გადმოინაცვლეს თბილისში ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდებოდა, რომ ორსული ლილეს გამო სალომემ ყველაფერი გააკეთა თავისი ქორწილი თბილისში გამართულიყო. ლილე უკვე მე9 თვეში იყო ასე, რომ ვერანაირად ვერ წაიყვანდნენ სვანეთში. სალომე კი იმას არ დაუშვებდა ლილე მის ქორწილში არ ყოფილიყო თანაც ალექსანდრესთანაც მოილაპარაკეს მარიამის ხელის თხოვნის საკითხზე. ქორწილის სექტემბრის ბოლოს დაინიშნა. ყველა დეტალი ბოლო კვირას ისევ გადაამოწმა და ქორწილის წინა საღამო გოგოებთან ერთად გაატარა მაქსიმეს ბინაში. ანა და მაიზერიც ჩამოვიდნენ წინა დღეს და ლილეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისეთი სიყვარულით მიეგება ანამ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.
-როგორ მაბედნიერებ შვილო. შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარხარ.
-მეც მაბედნიერებ დედე. ყველაზე მეტად შენი ჯანმრთელობა მაბედნიერებს. უფალს ყოველ დღე მადლობას ვწირავ თქვენი გადარჩენისთვის.
-მხოლოდ თქვენ გამო უნდა ვიცოცხლო ლილე. მხოლოდ თქვენ მაცოცხლებთ. -ასე უყვარდათ ერთმანეთი რძალ-დედამთილს რაც ძალზედ იშვიათია. მაქსიმემაც გულში ჩაიკრა თავისი დედე ბედნიერმა და საძინებელში შეიყვანა საღამოს. დედა-შვილმა დიდხანს ისაუბრეს გოგონები კი მეორე საძინებელში ერთობოდნენ. ის საღამო მშვენივრად გაატარეს დილით, კი სასწრაფოდ სალონში წაიყვანა მაქსიმემ ოთხი ქალბატონი. სალომეს მეჯვარე ორსული ლილე უნდა ყოფილიყო. ისე შეუყვარდა ამ ქალბატონს თავისი ბიცოლა, რომ.მასზე უკეთესი არავინ ეგულებოდა. ყველაზე ბედნიერი წუთებიც მოახლოვდა. სალონში მოაკითხეს ქალბატონებს თავიანთმა რჩეულებმა და ტაძრისაკენ გაემართნენ. სასიძო დამუნჯებულიყო, ხმას ვერ იღებდა ისეთი ლამაზი იყო სალომე. მთელი გვიჩიანების ოჯახი და სიძის ხალხი ბედნიერები იყვნენ მათი შეუღლებით. ყველასთვის ნანატრი დღე იყო და ჯვრისწერიდან აღსანიშნავადაც გადაინაცვლეს ულამაზეს, საქორწინოდ მორთულ დარბაზში. ყველა ერთობოდა და მხიარულობდა. იზიარებდნენ მათ ბედნიერებას. ამასობაში კი ნანატრი მომენტიც დადგა. პატარძალს თაიგული უნდა ესროლა. ახალგაზრდები განლაგდნენ და ალექსანდრემ მარიამიც წაიყვანა იქეთ, რაიცი იქნებ გაგვიმართლოსო. მაქსიმემ ლილე მიიხუტა და გადაუჩურჩულა.
-ახლა ნახე ლილე აქ რა მოხდება.
-არ არსებობს! -გაეცინა ლილეს. ეგრევე მიხვდა მაქსიმეს ნამიოკს. სალომემ ორჯერ მოტყუებით ასწია ზენოთ თაიგული მესამე მცდელობაზე კი მარიამისკენ გაემართა. მარიამი დაიბნა. ვერ იაზრებდა რა ხდებოდა.
-ეს შენ მარიამ! -ღიმილით გაუწოდა სალომემ.
-მმ მე? -ძლივს ამოიბლუყუნა.
-მარიამ! -ზურგიდან ალექსანდრეს თავდაჯერებული ხმა შემოესმა და მალე ყველა მათ გარშემო აღმოჩნდა.
-ალექსანდრე.. -თვალები აემღვრა მარიამს. ალექსანდრემ დაიჩოქა, პატარა კოლოფს თავი ახადა და ომახიანად წარმოსთქვა.
-ცოლად გამომყევი ჩემო პრინცესა! -მარიამმა ცრემლები გადმოუშვა და თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად. ბეჭედი თითზე მოარგო და გულში ჩაიკრა თავისი პრინცესა. მილოცვები, რომ მიიღეს წყნარი მუსიკაც გაისმა და ყველანი დაწყვილდნენ.
-როგორ მიყვარხარ ალექსანდრე! არც კი მჯერა!
-დაიჯერებ ორ კვირაში ქორწილზე! -ენა გამოუყო.
-ორ კვირაში რა უნდა მოვასწროთ?
-თითქმის მზადაა ყველაფერი, ახლა კი გაჩუმდი და მეცეკვე! -ბედნიერებამ მოიცვა მარიამის სული და გული. ჩაეხუტა და გაიტრუნა. ამასობაში გაბერილი ლილეც ქმარს ეცეკვებოდა.
-ახლა ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ მაქს. ისეთი ბედნიერი ვარ მათ გამო რომ არ ვიცი რა.
-ძლივს არ ეღირსაათ? -გაიკრიჭა მაქსიმე და უცბად ლილემ სახე დამანჭა და ოდნავ ხმამაღლა წამოიყვირა.
-ვაიმე მაქსიმე. -მაქსიმეს შეეშინდა
-რა გჭირს ლილე? ლილე კარგად ხაარ?
-იწყება მაქს, მოდიან, ჩვენი პატარები მოდიან.. -ეცინებოდა და თან ეტირებოდა ლილეს.
-ალექსანდრეე -დაიყვირა მაქსიმემ და სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს ლილე. ქორწილი რაღა თქმა უნდააღარ გაგრძელდა. ყველა ახლობელმა ადამიანმა საავადმყოფოში მოიყარა თავი. პირველები კი რა თქმა უნდა მარიამი და სალომე გაიქცნენ. სალომეს სულ არ ადარდებდა ახლა თავისი ქორწილი და ქმარი. დაძაბულები იდგნენ დერეფანში და ექიმს ან მაქსიმეს ელოდებოდნენ სიახლით. მშობიარობის ბოლო წუთამდე კი ლილესთან მაქსიმე იყო. მისი ხელი ეჭირა ხელში და ამშვიდებდა.
-მიდი ლილე ცოტაც, სულ ცოტაც და ისინი დედიკოსთან და მამიკოსთან იქნებიან.
-მტკივა.. მტკივაა.. ძალიან მტკივა მაქსიმეე.. ააა.. -გაჭინთვა და ტყუპისცალის ტირილმა გაკვეთა არემარე. მეორემაც არ დააყოვნა და მალევე გამოძვრა მშობლებთან შესახვედრად. ლილე ტიროდა, თვალები ებურებოდა ტირილისგან. მაქსიმე შოკში იყო. ლილესთან ერთად ისიც ტიროდა.
-მამიკოს პატარებო მოდით აქ. -ჯერ კიდევ ჭუჭყიანი ბავშვი გამოართვა ექთანს და ლილეს გულზე დაუწვინა. მეორე თვითონ დაიკავა და მათთან დაიხარა.
-მაა გაიცანით ეს დედიკოა.. -ისევ ცრემლები სდიოდათ ორივეს.
-დეე გაიცანით ეს მამიკოა.. -იგივე გაიმეორა ლილემაც. მაქსიმემ ტუჩები მიადო ლილეს და პატარას უარესად მიეხუტა.
-მაბედნიერებთ მე თქვენ.
-მაქსიმეე სადაცაა ბედნიერებისგან გული ამომვარდება. -დაღლილი ლილე ძლივს ამბობდა სიტყვებს.
-ასეთია ჩვენი ბედნიერება ლილე!
-ბედნიერება როგორ?
-ბედნიერება სვანურად! მი სი მალატ!
-ბედნიერება სვანურად მი სი მალატ მაქს!



№1  offline მოდერი abezara98

ეეე, მომენატრეე დაკარგულოო heart_eyes რამდენი ხანია, გელოდებიი blush მმმ... მიყვარს მე ასე თბილად დასრულებული ისტორიები heart_eyes აღარ დაგვეკარგო ამდენი ხნით მეტჯერ sweat_smile kissing_heart

 


№2  offline მოდერი pekhshvela

abezara98
ეეე, მომენატრეე დაკარგულოო heart_eyes რამდენი ხანია, გელოდებიი blush მმმ... მიყვარს მე ასე თბილად დასრულებული ისტორიები heart_eyes აღარ დაგვეკარგო ამდენი ხნით მეტჯერ sweat_smile kissing_heart

მადლობა საყვარელო დიდი ❤ რავიცი ვეცდები აღარ დავიკარგო და ავიდგა ფეხი ????

 


№3 სტუმარი cota boroti

auuu arc ki mjeraa rogor gamixardaa ra tkbili tavi iyoo<3<3<3<3ai ubralod madloba Rom ase kargad dawere es istoriaa <3<3))

 


№4  offline მოდერი pekhshvela

cota boroti
auuu arc ki mjeraa rogor gamixardaa ra tkbili tavi iyoo<3<3<3<3ai ubralod madloba Rom ase kargad dawere es istoriaa <3<3))

მადლობა შენ, რომ ისევ გაგიჩნდა სურვილი ეს ისტორია წაგეკითხა. ძალიან ბედნიერი ვარ თუ ამ ისტორიამ ზოგიერთ ადამიანს სიხარული მიანიჭა. მიხარია რომ დასასრული ასე მოგეწონა❤❤

 


№5  offline წევრი Taattu

ძალიან კარგი იყო ბოლომდე მოგყევი და ვისიამოვნე heart_eyes
გამახარე დადებული რომ ვნახე თან ესეთი კარგი დასასრულით
ძალიან კარგი საყვარელი თბილი და ტკბილი ისტორია იყო
ვისიამოვნე ძალიან heart_eyes heart_eyes

პ.ს. წარმატებები, ველოდები ახალ ისტორიას relaxed

 


№6  offline მოდერი pekhshvela

Taattu
ძალიან კარგი იყო ბოლომდე მოგყევი და ვისიამოვნე heart_eyes
გამახარე დადებული რომ ვნახე თან ესეთი კარგი დასასრულით
ძალიან კარგი საყვარელი თბილი და ტკბილი ისტორია იყო
ვისიამოვნე ძალიან heart_eyes heart_eyes

პ.ს. წარმატებები, ველოდები ახალ ისტორიას relaxed

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ ისტორიამ გაამართლა და ასე მოგეწონათ ^^ დავბრუნდები აუცილებლად

 


№7  offline მოდერი Tamta.k

მართლა ძალიან კარგი იყო❤️

 


№8  offline მოდერი pekhshvela

Tamta Kurtskhalidze
მართლა ძალიან კარგი იყო❤️

მადლობა დიდი❤

 


№9  offline წევრი იზუკა

ვაიმეე მი სი მალატ! რო იცოდე როგორ ურცხვად შემოვდიოდი შენს გვერდზე და ვამოწმებდი ახალი ხო არ დაამატა რამეთქო,და აი ახლა სრულიად გამოშტერებული ვზივარ და ღიმილი დამთამაშებს სსახეზ ისე გამიხარდა ეს ახალი თავი!
როგორ მომნატრებია ეს ატეხილი ქალი
და ჰორმონებდაჩაგრული კაცი...
თითოეული პერსონაჟი ტკბილიი და თბილი რო გგყავდა,არცერთი უარყოფითი რო არ ოყო და საერთოდ სასწაული ხარ შეენ!!
პირველივე თავიდან თუ გახსოვს როგორ მოგყვებიი და შემაყვარეე შენიი თავიი...
მალატ მი სი!
ნუმა ათქარვეენ! ❤

 


№10  offline მოდერი pekhshvela

იზუკა
ვაიმეე მი სი მალატ! რო იცოდე როგორ ურცხვად შემოვდიოდი შენს გვერდზე და ვამოწმებდი ახალი ხო არ დაამატა რამეთქო,და აი ახლა სრულიად გამოშტერებული ვზივარ და ღიმილი დამთამაშებს სსახეზ ისე გამიხარდა ეს ახალი თავი!
როგორ მომნატრებია ეს ატეხილი ქალი
და ჰორმონებდაჩაგრული კაცი...
თითოეული პერსონაჟი ტკბილიი და თბილი რო გგყავდა,არცერთი უარყოფითი რო არ ოყო და საერთოდ სასწაული ხარ შეენ!!
პირველივე თავიდან თუ გახსოვს როგორ მოგყვებიი და შემაყვარეე შენიი თავიი...
მალატ მი სი!
ნუმა ათქარვეენ! ❤

ვაიმე არ ვიცი რა გითხრაა. უბედნიერესი ვაარ ❤ ივასუხარი❤❤❤❤❤❤❤????

 


№11  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ჩემი ნუცა ♥
ჩემო მონატრებულო უნიჭიერესოოოო გოგოოოო ♥
ჩემო ერთ-ერთო საუკეთესო მწერალო
ჩემო საუკეთესოთა საუკეთესო, ნიჭიერთა ნიჭიერო
ყველა'ფერო :*
ძალიან თბილი თავი იყო
სულ
ღიმილით
და თვალებ გაბრწყინებულმა წავიკიითხეეე :*

ჩემი ძალიან თბილი წყვილები ♥♥












ნ ♥♥
აუუუუ მალე უნდა დაიწყოო ახალი ისტორიის დადება,
რომ არ/აღარ მომენატრო.
არ მომენატროს ჩემი ნიჭიერის შემოქმედება
და
საერთოდაც
უ კ ვ ე
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე
და იჩქარე
დაუყონებლივ,
სასწრაფოდ,
მ ო ვ ი თ ხ ო ვ
დაიწყო
ახალი ისტორიის
დადება! ♥
პ.ს არ დაიწყებ და გიჩივლებ იცოდე. :დდ


პ.ს.ს ვგიჟდებიმეშენზეეეეე ♥♥

 


№12  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
ჩემი ნუცა ♥
ჩემო მონატრებულო უნიჭიერესოოოო გოგოოოო ♥
ჩემო ერთ-ერთო საუკეთესო მწერალო
ჩემო საუკეთესოთა საუკეთესო, ნიჭიერთა ნიჭიერო
ყველა'ფერო :*
ძალიან თბილი თავი იყო
სულ
ღიმილით
და თვალებ გაბრწყინებულმა წავიკიითხეეე :*

ჩემი ძალიან თბილი წყვილები ♥♥












ნ ♥♥
აუუუუ მალე უნდა დაიწყოო ახალი ისტორიის დადება,
რომ არ/აღარ მომენატრო.
არ მომენატროს ჩემი ნიჭიერის შემოქმედება
და
საერთოდაც
უ კ ვ ე
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე
და იჩქარე
დაუყონებლივ,
სასწრაფოდ,
მ ო ვ ი თ ხ ო ვ
დაიწყო
ახალი ისტორიის
დადება! ♥
პ.ს არ დაიწყებ და გიჩივლებ იცოდე. :დდ


პ.ს.ს ვგიჟდებიმეშენზეეეეე ♥♥

ჩემოო სიყვარულო, ჩემო გადარეულო❤❤ მეც მომნატრებია შენი თბილი და ტკბილი კომენტარები❤❤ მიყვარხარ ძალიან❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent