შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი შვილები (VII)


28-10-2018, 01:34
ავტორი nitanita
ნანახია 2 343

აღიზიანებდა მუდამ ტელეფონის ყურება, მუდამ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და რაც მთავარია, მოლოდინი იმის, რომ დემეტრე არ დაურეკავდა. ყოველ დღეს ერთსა და იმავეზე ფიქრში ატარებდა, არადა დემესთან ერთად ეს აზრები არ აწუხებდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიმძაფრით მაინც. დემეც ამჩნევდა და მთელი გულით უნდოდა ყველაფრის გამოსწორება. მაგრამ თან სხვა პრობლემებიც ჰქონდა და აღარ იცოდა რამდენ ნაწილად გახლეჩილიყო ყველაფრის მოსაგვარებლად. სანდრიზე ორსულობისას ლიკას "დაფინანსებამ" სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა. ქირით ცხოვრობდა და ხელფასის უმეტეს ნაწილს საკუთარი ბინის საყიდლად ზოგავდა. დიდი სახლი უნდოდა, უფრო სწორედ, პატარა სახლი დიდი ეზოთი. ახლა ისე იყო ყოველთვიურად ქირის გადახდას შეძლებდა თუ არა ეგეც არ იცოდა დაზუსტებით. ბავშვის მოვლა იმაზე ბევრად უფრო ძვირი ჯდებოდა ვიდრე გაეგო და წარმოედგინა. დილით უფროსმა ახალი თანამდებობა შესთავაზა ბევრად უფრო
სოლიდური ხელფასით, მაგრამ მაინც დრო სთხოვა მოსაფიქრებლად. გაუმჯობესებული ხელფასი გაუარესებულ სამუშაო საათებს ნიშნავდა და არ იცოდა რამდენად შეძლებდა ასე სანდრის მოვლას. ჯერ კიდევ მანამ ალექსანდრეს არსებობის შესახებ გაიგებდა, სულ ამბობდა, რომ უნდოდა საკუთარი შვილის აღზრდაში მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული. მთელ თავისუფალ დროს მართლა სანდრის უთმობდა, მაგრამ ახლა თავისუფალი დროის არსებობაც საკითხავი იყო.
სულ ანოსთან უნდოდა. სანდრის არსებობა ამაში წარმოუდგენლად ეხმარებოდა. აქამდე ბიჭები აქცევდნენ ბუთქოს ყურადღებას მამის არყოფნისას, ახლა ანოც ეხმარებოდა. ამჩნევდა ანო დემეტრე როგორ ნერვიულობდა და თვითონვე შესთავაზა რომ მოვიცლი ვნახავ ხოლმეო.

****
მიუხედავად იმისა, რომ დროის უმეტეს ნაწილს ანოს მშობლები სახლში არ ატარებდნენ, მაინც არ გამორჩენიათ გასულ თვეებთან შედარებით შვილის ხასიათის გამოსწორება. ანოც ამჩნევდა მათ ეშმაკურ გამოხედვას ყოველ საღამოს სახლში დაგვიანებით მოსვლისას. მანამ დედამისს ინტერესისგან სული დაელეოდა, უთხრა ერთი ბიჭი მომწონს და იმის სანახავად გავდივარ ხოლმეო. სიცილისგან ცრემლები წამოუვიდა მამამისი ცოლს რომ მიუბრუნდა და ხო გეუბნებოდი, ერთი სურვილი შენზეაო სიამაყით გადაულაპარაკა, თითქოს ანო ვერ გაიგებდა. სანაძლეო ჰქონდათ ცოლ-ქმარს დადებული თურმე.
იმის თქმას რომ დემეტრეს შვილი ყავდა ჯერ ვერ ბედავდა. ეშინოდა მათი რეაქციის, მაგრამ თან რაღაცნაირად ეიმედებოდა. მარტივი არაა აუხსნა მშობლებს და არა მარტო მშობლებს, ზოგადად ვინმეს, რომ კაცს, რომელიც გიყვარს შვილი ყავს. დედამისს ყავდა მეგობარი, რომლის გერმაც წარმოუდგენელი სიყვარული ვერ დაუფასა დედობილს და მაშინდელი მათი საუბარი ახსოვს. ფრაზები, რომლებიც ახლა განსაკუთრებით აბსურდულად ეჩვენებოდა. არაფრით არ სჯეროდა, რომ ოდესმე სანდრი ატკენდა სულ ოდნავაც კი. ფრაზა "რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც სხვისი შვილია აღიზიანებდა." არ იყო სანდრი მისთვის სხვისი შვილი. დაეფიცებოდა საკუთარივით უყვარდა, ან როგორ შეიძლებოდა არ ყვარებოდა.
ამ ამბის გამო ეშინოდა, თორე იცოდა ბუთქოს არ შეყვარება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა მისი მშობლებისთვისაც. არ უყვარდა მათგან რამის დამალვა. დაჩის ამბავმა პატარა ბზარი გააჩინა მათ ურთიერთობაში. უფრო ჩაკეტილი გახდა, არ ელაპარაკებოდა არაფერზე ყოველდღიური მოკითხვის გარდა და ძლივს შეძლო ურთოერთობის უკეთესობისკენ წაყვანა. ძალიან არ უნდოდა ახლა მათთან პრობლემები, მაგრამ თავიდან არის ცხოვრებაში გარეშე ფაქტორები, რომლის წინასწარმეტყველება და თავიდან აცილება უბრალოდ არ გამოვა. ასეთი გარეშე ფაქტორი იყო ნატა, დედამისის დაქალი. ვაკის პარკში ყავდათ მას და დემეტრეს ალექსანდრე გამოყვანილი ნატა რომ შეხვდათ. მანამ ანო
სახლში მივიდა მილიონჯერ დაურეკა ნონამ და უკვე სახლში მისულს გადაფითრებული, წნევის აპარატით ხელში რომ დახვდა ზუსტად იცოდა ნატამ დაასწრო თქმა.
-დედი, დღეს სად იყავი?
-ვაკის პარკში. - ისე არ მოეწონა დედამისის მბრალდებლი ტონი ოთახიდან გაქცევა მოუნდა. დაბარებულივით მამამისიც ზუსტად ამ დროს შემოვიდა სახლში.
-ვისთან ერთად იყავი, დე? -მამამისის სიჩუმემ მიახვედრა, მართლა დაბარებული იყო და ამიტომ დაბრუნდა სამსახურიდან ასე დროულად.
-დემეტრესთან. გახსოვთ გითხარით ერთი ბიჭი მომწონს მეთქი? მაგასთან ერთად ვიყავი და ალექსანდრესთან. დემეტრეს შვილია ალექსანდრე. -ისეთი ჩაუწყდა ხმა, დარწმუნებული არ იყო თუ გაიგეს საერთოდ რა თქვა. ნონას სახეზე ნატკიცი ხელი და "ვაიმე" ეტკინა. კახა ჩუმად იდგა და არაფრის დიდებით ხმას არ იღებდა.
-ეგაა, დედი, ერთი ბიჭიაო? მამისტოლა კაცთან ერთად ყოფილხარ. კი ვერ დავიჯერე ნატამ რომ დამირეკა.
-და რა გითხრა ნატამ? ჩემსავით ნუ დაანგრევინებთ ცხოვრებასო?
-რა შუაშია ეგ, ანუკი! ცოლიან კაცთან რა გესაქმება შენ ეგ მითხარი? მამაშენის ტოლ კაცთან რა საქმე გაქვს?
-შვილი ყავს, ცოლი-არა. და არც მამაჩემის ტოლია. 27 წლისაა, დე!
-რას მეუბნები 27 წლის ზრდის მარტო ბავშვს?
-კი, ნონა, 27 წლის ზრდის მარტო საკუთარ შვილს! არ გეტყვი რატო და როგორ, მაგრამ ზრდის.
-შენც არ იცი და მაგიტომ არ მეტყვი. გასულელებს ალბათ, დედი, რას ქვია არ ყავს ცოლი.
-არ ყავს, დედა, არა! დაუტოვა ბავშვი და წავიდა!
-უარესი, შვილო, უარესი! შენ გაზრდევინებს ახლა ხო? შეგაყვარა უცებ თავი და მოგიგდო თავისი შვილი? ან იმას არ აქვს ნამუსი, ან შენ? რაში გჭირდება სხვისი შვილების მოვლა? თუ ასე გინდა შვილი, გათხოვდი და გააჩინე რამდენიც მოგესურვება! სხვისებს რას დასდევ?! არ გრცხვენია?
-ჩემი საქციელის არა, შენი რეაქციის მრცხვენია. - ელოდა მძაფრ რეაქციას, მაგრამ ასეთს არა. მამამისის სიჩუმე ცალკე ამოუხსნელი ამოცანა იყო. ცრემლებამდე მისულმა ძლივს ამოთქვა ბოლო სიტყვები და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ვეღარ სუნთქავდა, მართლა ვეღარ სუნთქავდა.
არ უნდოდა ნონას რეაქციის დაჯერება; თითოეულ სიტყვაში ჩადებული სიცივის აღქმა უჭირდა. გამაყრუებელი ზარივით ჩაესმოდა ფრაზები "სხვისი შვილები", "შენ მოგიგდო", "ნამუსი არ გაქვს."
ვერაფრით გაეგო რატო არ ჰქონდა ნამუსი. ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა რა იყო ასეთი შემზარავი შვილიანი კაცის სიყვარულში, თვითონ ბავშვის სიყვარულში.
ნონას და კახას კი გამოექცა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა ახლა სად უნდა წასულიყო. ერთი ზუსტად იცოდა, დემეტრს ასეთ მდგომარეობაში ვერ ნახავდა. გულწრფელად შერცხვა დედამისის სიტყვების და ერჩია მომკვდარიყო, ვიდრე დემეტრესთვის მოეყოლა რა მოხდა. არ იმსახურებდა დემე ამ სიტყვებს. მარტოხელა მამობა მარტივი არაა. ყველანაირი სუბიექტურობის გარეშე თვლიდა, რომ დემეტრე ძალიან მაგარი ადამიანი იყო. მარტო იმიტომ, არა რომ ლიკას აბორტი არ გააკეთებინა და ბავშვს მარტო ზრდიდა. ზოგადად დემე ძალიან კარგი იყო. სულ ვერავის რომ ვერ გაეგო, ანომ მაინც იცოდა.
თავისი გათვლით მშობლების ძილის დროს რომ გადაცდა მაშინღა წავიდა სახლში. არ უნდოდა, მაგრამ ქუჩაში ვერ დაიძინებდა. ჩაბნელებული სახლის დანახვამ შვება მოგვარა. სამზარეულოში სიბნელეში მჯდომმა მამამისმა ცოტა შეაშინა. როგორც კი შვილი სახლში დაიგულა, თავის ოთახში გავიდა. არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ ადგა და წავიდა. არ იცოდა დედამისის პანიკებზე უფრო უნდა ენერვიულა თუ კახას სიჩუმეზე.
ზედმეტად ბევრი ჰქონდა სანერვიულო. უკვე არჩევით ჰქონდა საქმე რას უფრო მეტ დროს დაუთმობდა.

****
ძალიან არ უნდოდა მეორე დღეს ტირილისგან დასიებული თვალებით დემეტრეს ნახვა. არადა, გუშინ პარკიდან რომ გამოიქცა დაპირდა ხვალ გნახავთ შენ და ბუთქოსო. დილითაც დაურეკა და სახლში ამომიარეო შეახსენა. ესიკვდილებოდა ახლა თავისი მშობლების ნახვა. ზუსტად იცოდა კვირა დღეს მამამისიც სახლში იქნებოდა. ისე გაემზადა და გავიდა სახლიდან მისაღებში მომლოდინე მშობლებისთვის ხმა არ გაუცია.
დემეტრეს და სანდრის სიცილის ხმა გარეთაც კი ისმოდა. კარებში მდგომ მამაკაცს ღიმილი სახეზე შეახმა ანოს სახის დანახვისას. უხერხული სიჩუმე ქალისკენ გაწვდილმა ხელმა და აღტაცებით ნათქვამმა ანამომ გადაფარა. ღიმილით მიაჩეჩა ჩანთა დემეტრეს და სანდრის სათამაშოებისკენ აიღო გეზი. არადა, დემეს ანოს ღიმილი სულ სხვანაირი ახსოვდა.
მთელი დილა ბუთქოს გართობას დაუთმეს. ვერაფრით ვერ ელეოდა ანო სანდრის დიდ ლოყებს, სასწაულად გემრიელ ღაბაბს და დაუთვლელ ნაკეცებს ფეხებზე. უკვე მეორე კვირა იყო დიდი მონდომებით ცდილობა დამოუკიდებლად გავლას. დემე სიცილს ვერ იკავებდა ანოს შეცბუნებულ სახეზე სანდრის თითოეული წაბორძიკება რომ იწვევდა. ხელებგაშლილი დაყვებოდა ფეხდაფეხ და თვითონ სანდრიზე დიდი აღტაცებით ხვდებოდა მის მყარად დადგმულ ნაბიჯებს. ამ ორზე დიდი ბედნიერება ვერ წარმოედგინა დემეტრეს.
უკვე შუადღის ძილი უწევდა ბუთქოს, უფროსმა რომ დაურეკა დემეტრეს და მთელი კვირის სამუშაოს ხელახლა შესრულება სთხოვა. ინფორმაცია შეცდომით შეიტანე სისტემაში და ხვალამდე იქნებ მოაგვარო, მანამ ყველაფერი აირევაო. ასმაგად მადლიერი იყო გოგონასი უკვე ატირებული ბავშვის დაძინება საკუთარ თავზე რომ აიღო.
მთელი დღე კომპიუტერის ეკრანს მიჯაჭვული ცდილობდა ინფორმაციის გადამოწმებას. მართლა მთელი კვირის სამუშაო თავიდან შეასრულა და ისევ იგივე შედეგი მიიღო. ბრაზობდა ცალკე იმაზე, რომ შეცდომა დაუშვა და ცალკე იმაზე, რომ ვერ პოულობდა შეცდომის წყაროს. საათები დასჭირდა იმის აღმოსაჩენად, რომ შეცდომა მან კი არა მომწოდებელმა კომპანიამ დაუშვა და მათი საბუთები იყო არეული. უფროსი ბოდიშებად დაიღვარა, მაგრამ ამან ის ფაქტი, რომ ერთადერთი დღე, რომელიც სრულად განტვირთვისთვის იყო განკუთვნილი მუშაობაში გაატარა, მაინც ვერ შეცვალა. მხოლოდ მძინარე სანდრის და ანოს დანახვამ შეძლო მისი დამშვიდება. უკვე ხელმეორედ მოესწრო გოგონას ბუთქოს ძილისპირული უხასიათობის მოგერიება და თვითონაც იქვე ჩაძინებოდა. იატაკზე ფეხმორთხმით იჯდა, თავი სანდრის საწოლზე ჰქონდა გადაგდებული და ალექსანდრე გამეტებით ებღაუჭებოდა მის ნეკა თითს. ასეთი ტკბილი სურათის გაფუჭების იდეა დიდად არ ხიბლავდა, მაგრამ წარმოდგენაც არ უნდოდა როგორ ეტკიებოდა წელი ასე ძილს თუ გააგრძელებდა. ძალიან ეცადა ფრთხილად აეყვანა ხელში, მაგრამ მაინც გააღვიძა. არაადამიანურად შეშინებული გამოხედვა ჰქონდა და რამდენიმე წამს აშკარად ვერ ხვდებოდა სად იყო და რა ხდებოდა. ნელ-ნელა აღიქვა წელზე შემოხვეული დემეტრეს დიდი ტორები და ჩუმად ნათქვამი "ნუ გეშინია, მე ვარ." ორივე ხელით ჩაებღუჯა მამაკაცის მაისური და მთელი გულით ცდილობდა დამშვიდებას. არ იცოდა დაჩის ამბის შემდეგ უძილობა უფრო ანადგურებდა თუ ძლივს ჩაძინებულზე სიზმარში თითოეული დეტალის თავიდან გამოვლა.

****
მთელი სხეულით დემეტრეზე აკრული ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. პერიოდულად უტოვებდა ყელში სველ კოცნას და ღიმილს ვერ იკავებდა მამაკაცის დაბუსუსებულ კანზე. თმაში მოთარეშე დემეს ტორები ამუნჯებდა. მომენტებში უფრო გამეტებით იკრავდა მამაკაცი გულში, თითქოს მის იქ ყოფნაში დარწმუნებას ცდილობდა და მერე რეალობით კმაყოფილი ძალიან ტკბილ კოცნას უტოვებდა გაბუშტულ ტუჩებზე. გიჟდებოდა ანოს სიმრცხვეზე დღემდე რომ ვერაფრით ერეოდა. აღაჟღაჟებული ლოყები და დახრილი თვალები ანოს სავიზიტო ბარათი იყო.
დაეჭვდა ანომ სახლში წასვლა რომ არ მოინდომა, მაგრამ არსებული სიტუაციით ზედმეტად კმაყოფილი იყო და ზედმეტი კითხვების დასმას არ აპირებდა.
დილით სანდრის კისკისმა გააღვიძა. აი იმ უთვალავ ნაკეცებს უკოცნიდა ანო ასე ძალიან რომ უყვარდა და ბუთქოსაც აშკარად ძალიან მოსწონდა ახალი თამაში.
გულწრფელად არ ახსოვს ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი.
ანო არ მიდიოდა.


______

ისევ ბოდიშით უნდა დავიწყო. გეფიცებით, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს ვწერ და მაშინვე ვტვირთავ სიახლეს. როგორც მკითხველს მესმის რა ცუდია ასე ლოდინი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ არ გალოდინოთ. ასევე, ძალიან პატარა თავია, მაგრამ ვიფიქრე სულ არაფერს ჯობდა.
უღრმესი მადლობა ტკბილი და თბილი სიტყვებისთვის. ყურებამდე გაღიმებული და თან ატირებული ვკითხულბ თქვენ გამოხმაურებებს. თქვენ ხართ ჩემი უუუუუდიდესი პოზიტივი!



№1  offline წევრი ნორმი

არ მეყო!კიდე მინდა.ცუდი გოგო ხარ შენ რომ აგვიანებ,მაგრამ ისიც კარგია რომ დებ და ზოგიერთებივით არ ქრები თვეობით და წლობით. kissing_heart
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი fluctus Oceani

ანოს დედაზე ძალიან გავბრაზდი რას ქვია მამის ხელა კაცი, უნამუსოო, ასეთი სიტყვები რაღც მეტკინა მისგან იმიტო რომ ვიცი როგორ უყვარს შვილი.რას ქვია თავი შეგაყვარა და მოგიგდო, მისნაირი მამა სანთლით საძებია სხვა მის ადგილზე ლიკას აბორტს გააკეთებინებდა მაგრამ არა გააჩენინა და თვითონ ზრდის რაღაცა დედას სიტყვები და მამას სიჩუმე ძალიან არ მომეწონა არ იმსახურებს ანო რომელსაც ასე უყვარს სანდროც და დემეც ასეთ სიტყვებს მშობლებისაგან




ისტორია ძალიან კარგია შენ უფრო კარგი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი LI_BE

ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ, ვგრძნობ კიდევ უფრო როგორ მიძლიერდება ინტერესი... bowtie

ყოველი თავის დასრულების შემდეგ ვგრძნობ, როგორ მალე მინდა გაგრძელება... smile

მაგრამ, ვცდილობ დემეტრესავით, უხმოდ, სიხარულით და ბედნიერებით სავსე, გავჩუმდე და არსებული სიტუაციით ზედმეტად კმაყოფილმა, ზედმეტი პრეტენზიებისგან თავი შევიკავო, დაგელოდო, რომ მერე, ახალი თავის წაკითხვისას, ბუთქოსავით ავჭყლოპინდე სიხარულისგან. heart_eyes blush

 


№4 სტუმარი ნია

საუკეთესო ისტორიაა <3

 


№5  offline წევრი LI_BE

ჩვენ გელოდებით.... pensive

მართლა გელოდებით blush

 


№6  offline წევრი ნ ი ნ ა

აღარ აგრძელებს ავტორი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent