შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" სიყავრული და შემთხვევითობა " ( 7 თავი )


30-10-2018, 20:16
ავტორი Tiiikii
ნანახია 1 319

( ავტორი )
2 კვირის შემდეგ ...
2 კვირა გავიდა , გუჯასა და ლიზას გრძნობა უფრო იზრდებოდა , ერთდ ყველაფერს უმკლავდებოდნენ , მუდამ ერთმანეთის ფიქრებში იყვნენ . იზასთან ურთიერთობა დაალგა , თუმცა ბოლომდე მაინც ვერ პატიობდა , რომ ოჯახს ღალატობდა .
( ლიზა )
ოთხშაბათს , საღამოს გიორგიმ დამირეკა .. მობილურის ეკრანს ვუყურებდი და , თვალებს ვერ ვუჯერებდი , რა უნდოდა , რატომ რეკავდა , რატომ მაინცდამაინც ახლა ?
- ალო ( ლიზა )
- სალამი ... გიორგი ვარ , როგორ ხარ ( გიორგი ) - გაუბედავად ლაპარაკობდა .
- კარგად , შენ როგორ ხარ . რა ხდება ( ლიზა )
- შენთან სალაპარაკო მაქვს , შეგიძლია დღეს შემხვდე ? ( გიორგი )
- რა თემაზე ? ( ლიზა )
- დღეს , საღამოს შევხდეთ და ყველაფერს მოგიყვები ... გთხოვ , მინდა დაგელაპარაკო , თუნდაც უკანასკნელად ( გიორგი ) - მის ხმაში ტკივილი ჩანდა , უარი ვერ ვუთხარი , დავთანხმდი ...
საღამოს 19 : 00 საათზე შევხვდით . როდესაც დავინახე , გულის არეში ტკივილი ვიგრძენი , თუმცა არ ვიცი რატომ ... ერთ - ერთ ბაღში მივედით , წინ დამიჯდა და თვალებში მაშტერდებოდა .
- რაზე გინდოდა საუბარი ( ლიზა )
- პირველ რიგში , მიხარია რომ მოხვედი ... ( გიორგი )
- მითხარი , რაღაც უნდა მოგიყვეო , ჰოდა მეც აქ ვარ ( ლიზა ) - ღრმად ჩაისუნთქა და გაუბედავად დაიწყო .
- მისმინე და არ შემაწყვეტინო , რადგან ყველაფერი უნდა გითხრა , რაც მოხდა , რატომაც ვთქვი შენზე უარი ... როდესაც , პირველად დაგინახე , მივხვდი რომ , ის გოგო იყავი , რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარებას ვინატრებდი , შენი ღიმილი , თვალები , ჩემთვის ყველაფერი გახდა ... როდესაც გიყურებდი , ვხვდებოდი , რომ უშენოდ ვერ ვიცოცხლებდი ... პირველად მაშინ შეგეხე , როდესაც დაივში ვიყავით , შემთხვევით , თუმცა ეს საოცარი იყო , შენი შეხება ... მას შემდეგ , ყოველ - დღე შენზე ვფიქრობდი ... ერთ - ერთ საღამოს , როდესაც დაივიდან დავბრუნდით მე და თორნიკე , გამომიტყდა , რომ მოსწონდი და , რომ შენც მოგწონდა ... მას შემდეგ , ვფიქრობდი და გაკვირდებოდი , თუმცა ვერ ვხვდებოდი რას გრძნობდი , ვერ ვხვდებოდი მე მოგწონდი , თუ თორნიკე. თორნიკე ყოველი რეპეტიციის შემდეგ , აღფრთოვანებული ბრუნდებოდა , ამბობდა , ლიზას მოვწონვარ , დარწმუნებული ვარო ... - ყურებს ვერ ვუჯერებდი , ჩემს ვარიანტს ძალიან გავდა , რამდენჯერ გამიფიქრია რომ თორნიკე ზუსტად ამას იზავდა . - არაფრის გაკეთება არ შემეძლო , ვერაფერს მოგთხოვდი , რადგან დამნაშავე ვიყავი , რომ შენთან არ მოვედი დასალაპარაკებლად . ჰოდა მეც , ვარჩიე უკან დამეხია და ბედნიერების უფლება მომეცა .... თუმცა , ყოველ - დღე შენზე ვფიქრობდი , ყოველ წამს მახსენდებოდი ... როდესაც დაივში მივდიოდი , იქაურობაც შენს თავს მახსენებდა , ყოველი კუთხე .... ეს თვეები ჩემთვის , ნამდვილი ტანჯვა იყო , მხოლოდ შენზე მოგონებებით ვცხოვრობდი ... ( გიორგი ) - ვუსმენდი და გული მტკიოდა , ერთი მხრივ ვერ ვიჯერებდი , რომ გიორგი ამ ყველაფერს მეუბნებოდა , რომ ასე იყო , თუმცა მეორე მხრივ , ყოველთვის მინდოდა ამის გაგება , მინდოდა მისგან ეს ყველაფერი გამეგო , როგორ იყო , მაშინ როდესაც ვერ მხედავდა , ვუყვარდი , თუ , არა .... საბოლოოდ კი , ეს ყველაფერი გავიგე , გავიგე მისი გრძნობები ჩემდამი ...
- ეს გასასამართლებელი არაა , გიორგი , შენ არ იცი , მე რას ვგრძნობდი , როგორ მტკიოდა გული , როგორ მინდოდა ჩვენი ერთად ყოფნა , არ იცი , რომ ყოველი ჩემი დღე , შენზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა , არ იცი , რომ ღამე ძილის წინ , მხოლოდ შენზე ვფიქრობდი , რომ ჩემთვის მშვიდი ძილი , შენთან იყო დაკავშირებული , არ იცი , რამდენი სიზმარი მაქვს ნანახი , რომლებშიც ერთად ვიყავით , ბედნიერები ... როდესაც ამ სიზმრებს ვხედავდი , გამოფხიზლება აღარ მინდოდა , მინდოდა რეალურადაც ასე ვყოფილიყავით ... დღეში 100 - ჯერ ვამოწმებდი , მობილურს იმ იმედით , რომ მომწერდი , რომ უბრალოდ მომიკითხავდი მაინც , თუმცა იმედი მიცრუვდებოდა ... არ იცი , როგორ მტკიოდა .... ხანდახან , შენს მონატრებას ვეღარ ვუძლებდი , მეგონა ჭკუიდან გადავდიოდი , ყველგან გეძებდი , გეძებდი თვალებით , გონებით , თუმცა არსად იყავი , არსად ჩანდი ... მთელი ეს თვეები , გაგიჟებამდე მენატრებოდი .... ( ლიზა ) - ყველაფერი თავიდან გამახსენდა , რას ვგრძნობდი მაშინ , როგორ მტკიოდა უმისობა , როდესაც ტკივილისგან ადგილს ვერ ვპოულობდი ..
- მაპატიე , რომ ტკივილი მოგაყენე , მაპატიე რომ , ჩემთან ურთიერთობა , ჩემს გარეშე ყოფნა შენთვის ჯოჯოხეთი იყო .... იდიოტი ვიყავი , როცა არაფერს ვაკეთებდი .. მაშინაც არაფერი გავაკეთე ჩვენი სურათი , რომ დადე . თუმცა ვიცოდი , რომ მელოდებოდი დღეების განმავლობაში ... როდესაც ჩვენი სურატი ვნახე , პირველი რაც გავიფიქრე იყო : „ლიზას , ისევ უყვარხარ“ .. თუმცა მაინც არაფერი მოვიმოქმედე ... იმ დღეს , კი როდესაც გუჯასთან ერთად დაგინახე , საშინელი ტკივილი ვიგრძენი , თითქოს გული ამომაცალეს , თითქოს მომკლეს , რადგან ჩემმა საყვარელმა გოგომ , გოგო რომელიც , ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი რეალური ადამიანი იყო , სხვა შეიყვარა , სხვასთან იპოვა ის ბედნიერება , რომლის მიცემაც მე ვერ შევძელი ..( გიორგი )
- ახლა , რატომ მეუბნები ამას , როდესაც იცი , რომ უკვე დაგვიანებულია , შენი მოსვლა, შენი სიტყვები ... ახლა , რატომ აკეთებ ამას ( ლიზა )
- რადგან მინდა , რომ დაგიბრუნო .. მინდა , ჩემთან იყო , მინდა მხოლოდ მე მიყურებდე , მინდა , ძველებურად შემომხედო შენი თვალებით ... მინდა , რომ შენს თვალებში იგივე დავინახო , რასაც თვეების წინ ვხედავდი .. შენი მზერა , ჩემთვის ყველაფერია ლიზა , შენი ღიმილი , მხიარულება ... ყველაზე რეალური და უბრალო გოგო ხარ , ვისაც კი ვიცნობ .... მიყვარხარ ( გიორგი ) - ბოლო სიტყვის გაგონებაზე გავშტერდი , ნახევარი წლის განმავლობაში ამ დღეზე ვოცნებობდი , დღეზე როდესაც ამას გავიგებდი .. თუმცა , ახლა ამ სიტყვის გაგონებისას , სიხარულის და ბედნიერების ნაცვლად , ტკივილი ვიგრძენი ... თვალები თავისას შვებოდა , ამიცრემლიანდა , თუმცა არაფერი შევიმჩიე ...
- მე , გუჯა მიყვარს და ერთად ვარ ... როდესაც , შენგან მოყენებული ტკივილით გული საშინლად მტკიოდა , როდესაც ძალით მიწევდა გაღიმება , მაშინ გამოჩნდა და ჩემი ცხოვრება შეცვალა .. მისმა გამოჩენამ , ჩემი ყველა ტკივილი გააქრო , ყველაფერი გააფერადა , სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა , გარშემო ყველაფერი დალაგდა , ყველა პრობლემა თავისით ჩამომშორდა .... მან ისევ დამანახა , რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება , ყველანაირ დროს ... რადგან როდესაც რაღაც მიჭირს , ზუსტად მაშინ ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში , როდესაც ჩახუტება და სიმშვიდე მჭირდებოდა , ამას მის მკლავებში ვპოულობდი ... ( ლიზა )
- გამოდის დამივიწყე ? ბოლომდე ? შეძელი ? ( გიორგი )
- კი , შევძელი .. ყველაფერი დავივიწყე , რაც შენ გიკავშირდებოდა , ყოველი ოცნება , ყოველი დღე , ყოველი წამი ... შევძელი , თვითონაც არ მჯეროდა , რომ გამომივიდა , მაგრამ ასეა .. ჩემთვის აღარ არსებობ გიორგი , როგორც საყვარელი ადამიანი .. ახლა მხოლოდ , მეგობარი ხარ , რომელთანაც ოდესღაც კარგი დღეები გავატარე ( ლიზა ) - დავინახე სახე , როგორ შეეცვალა , როდესაც ეს ვუთხარი , მოიღუშა და ტკივილისგან სახე მოეღრიცა ...
- რას ვიზავთ ... ჩემთვის მთავარი , შენი ბედნეირებაა .. შენი ღიმილი , თუნდაც მეარ ვიყო ამ ბედნიერებისა და ღიმილის მიზეზი ... შენ , თუ ბედნიერი იქნები , გამიხარდება ... თუმცა , გახსოდეს : ყოველთვის მეყვარები და ყოველთვის მექნება იმედი , რომ დამიბრუდნები , თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე მომიწიოს ლოდინი ...(გიორგი )
- არ მინდა , რომ მელოდო , არ მინდა რომ გული გტკიოდეს ... ეცადე ბედნიერი იყო ( ლიზა )
- ჰჰ ... ბედნიერი , ნამდვილად ბედნიერი მხოლოდ შენთან ერთად ვიქნები .. მაშინ , როდესაც შენც ხელს ჩამკიდებ და , აღარასდროს გამიშვებ ( გიორგი )
- მე უკვე გაგიშვი ... თვეების მანძილზე არ გიშვებდი , თუმცა ბოლოს მაინც გაგიშვი ... ( ლიზა )
- მე აღარ გაგიშვებ .. ( გიორგი ) - ამ საუბრის გაგრძელება აღარ შემეძლო , რადგან გული საშინლად მტკიოდა , როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვუყურებდი .. ავდექი და დავემშვიდობე ...
- მშვიდობით გიორგი ... იმედი მაქვს , ბედნიერი იქნები ( ლიზა ) - მის პასუხს აღარ დაველოდე .. მივდიოდი და ვფქირობდი...

„ რატომ არის ცხოვრება ასეთი დაუნდობელი ? რატომაა ბედისწერა , ასეთი ამოუცნობი ? ყოველთვის რატომ გვტკენს ... რატომ გვახვედრებს იმ ადამიანებს , რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს ? რატომ მოყავს ბედისწერას , ის ადამიანი ჩვენთან , მაინცდამაინც მაშინ , როდესაც მის გარეშეც შევძელით ბედნიერება , მაშინ როდესაც მის გამო აღარ გვტკივა , როდესაც ყველაფერი დაივიწყე , რაც ტკივილს გაყენებდა ?
რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს , იმის დაფასება რაც გვაქვს , რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ? რატომ არ ვაფასებთ , ჩვენს საყვარელ ადამიანებს , რატომ არ ვაფასებთ მათ , ვისაც ვუყვარვართ , ვისთვისაც სიცოცხლეზე მნიშვნელოვნები ვართ ? მაინცდამაინც , მაშინ რატომ ვცოცხლდებით , როდესაც ისინი ჩვენგან მიდიან? როდესაც ჩვენს გარეშეც ბედნიერები არიან , როდესაც ვხედავთ , რომ მათი ღიმილის მიზეზი , ჩვენ აღარ ვართ ? რატომ არ შეგვიძლია , თავიდანვე მათი დაფასება , ჩახუტება და თქმა , რომ „ჩვენს , ცხოვრებაში საუკეთესოები არიან და , რომ ძალიან გაგვიმართლა , რადგან მათ , ჩვენ აგვირჩიეს“ ..... რატომ ? ‘’

საღამოს , მანჩოსთან ერთად ვიყავი , ყველაფერი მოვუყევი და გაოცდა , ჩემსავით გაოცებული და გაკვირვებული იყო , რადგან ამას არ მოელოდა .

- დაუჯერებელია ... ჩვენი ყველა ვარიანტი , რეალობა აღმოჩნდა ... ახლა , რას აპირებ ( მანჩო )
- არაფერს .. გიორგი დავივიწყე და შენც მშვენივრად იცი , რომ აღარ ვაპირებ მასთან დაბრუნებას ... მე , გუჯა მიყვარს და , მასთან დაშორებას არ ვაპირებ , უკვე აღარ ( ლიზა )
- დარწმუნებული ხარ ? რადგან , იმ გრძნობის დავიწყება შეუძლებელია , რაც შენ გქონდა , გიორგის მიმართ ... დარწმუნებული ხარ , რომ აღარაფერია და , რომ გუჯას აღარ დატოვებ ? ( მანჩო )
- რა თქმა უნდა , ბოლომდე .... აარ მინდა , გუჯას ისევ ვატკინო , არ მინდა მეც ისევ მეტკინოს ... შენც ხომ იცი , რომ მასთან უბედნიერესი ვარ , ხომ იცი , რომ გუჯა მიყვარს ( ლიზა )
- ვიცი საყვარელო .... გუჯას ეტყვი ? ეტყვი , რომ გიორგი გამოგიტყდა ? ( მანჩო )
- არა , არანაიარად ... თუ გაიბებს , გაბრაზდება .. შეიძლება იფიქროს , რომ ისევ დამიბრუნდება გიორგის მიმართ გრძნობები და , ცუდად იყოს ... მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება ( ლიზა )
ყველაფერი კარგად მიდიოდა , გიორგის სიტყვები დავივიწყე , თუმცა მისი სახე თვალებიდან არ ქრებოდა , ტკივილ ნარევი გამომეტყველება ... გუჯას არაფერს ვეუბნებოდი , ერთ დღემდე ...
( ავტორი )
ორშაბათს , ყველანი ერთად იყვნენ ოფისში .
- ლიზი , ცოტა ხანს წამოდი საქმე მაქვს ( მანჩო ) - ლიზა გაყვა და მობილური მაგიდაზე დატოვა , როდესაც ესემესი მოუვიდა გიორგისგან : „შენს გარეშე ცუდად ვარ , არ შემიძლია უშენოდა ყოფნა“ .... გუჯამ წაიკითხა და , საშინლად გაბრაზდა , თვალებს ვერ უჯერებდა ... ვერ იგებდა , რა ხდებოდა , ნუთუ გიორგი დაბრუნდა ? ნუთუ ისევ დაბრუნდა , ლიზას ცხოვრებაში ? ...
- გუჯი .... - ლიზა გვერდით დაუჯდა და ხელი მოკიდა , თუმცა ხმა არ გაუცია .. - გუჯა, კარგად ხარ ? ( ლიზა ) - კითხვა გაუმეორა და , ფიქრებიდან გამოაფხიზლა ..
- ლიზი , რამის თქმა ხომ არ გინდა ? ( გუჯა )
- კი , იმის , რომ მიყვარხარ ( ლიზა ) - ლოყაზე აკოცა და თავი დაადო .
- ამას არ ვგულისხმობ ... სხვა რამის .. ისეთი რამ ჰოარ მოხდა , რაც უნდა ვიცოდე და ვერ მეუბნები ? ( გუჯა ) - ლიზა ჩაიფქრდა , ის ამბავი გაახსენდა , თუმცა დარწმუნებული იყო , რომ გუჯას ამაზე არაფერი ეცოდინებოდა .
- არა , რა უნდა მომხდარიყო ( ლიზა )
- მართალი ხარ , რამე რომ ხდებოდეს , ჰომ მეტყოდი ... ( გუჯა )
- რა თქმა უნდა ( ლიზა ) - ბიჭი უყურებდა და ვერ იჯერებდა , რომ ატყუებდა , ვერ იჯერებდა , რომ ისევ გიორგის გამო ატყუებდა ...
- პრივეტ ( შოთა ) - უნდა დამჯდარიყო , თუმცა გუჯამ გაიყვანა .
- წამოდი , უნდა გელაპარაკო ( გუჯა ) - ოთახში შეიყვანა და სკამზე დასვა .
- რა ხდება , ძმაო .. - მოუსვენრად დადიოდა . - გუჯა , რა ხდება თქვი ... შენ და ლიზამ იჩხუბეთ ? ( შოთა )
- გიორგის ეხება ... - მოუყვა რაც წაიკითხა . - ვერ ვხვდები , როგორ ? ისევ დაბრუნდა ლიზას ცხოვრებაში .. როდესაც ვფიქრობ , რომ დამთავრდა და გიორგი გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან , მაში ბრუნდება ... ისევ რომ აერიოს ლიზას ჭკუა ? ისევ რომ დამტოვოს? ( გუჯა )
- პირველ რიგში დამშვიდდი ... მისმინე , ლიზა არ დაგტოვებს , აღარ წავა , რადგან მას უყვარხარ , ახლა ბოლომდეა დარწმუნებული , რომ შენთან უნდა , ასე რომ არ იყოს , მერწმუნე არც შენთან იქნებოდა ( შოთა )
- იქნებ , იმიტოა ჩემთან , რომ გიორგისთან დაშორებული იყო , ახლა კი ისევ გამოჩნდა ( გუჯა )
- ძმაო , სისულელეს ამბობ . ლიზა ასეთი არაა , მას ყველა კარგად ვიცნობთ , ასე არასდროს მოიქცეოდა და გულს არ გატკენდა . ამიტომ ამოიგდე ეგ აზრი თავიდან და ბედნიერი იყავი ( შოთა )
რამდენიმე დღე გავიდა ... გუჯა ცდილობდა არაფერი შეემჩნია , თუმცა ლიზას აკვირდებოდა , ხედავდა , რომ მას მართლა უყვარდა და ბედნიერი იყო , ამიტომ გადაწყვიტა , დაევიწყებინა გიორგის ესემესი , ასეც მოიქცა , თუმცა ყველაფერი ისევ შეიცვალა .
ერთ - ერთ საღამოს , წყვილი ერთად იყო , სადილს ამზადებდა , როდესაც მობილურმა დაურეკა .
- გუჯი , უპასუხე ? ( ლიზა ) - მობილურს დახედა და ისევ , გიორგი იყო . უპასუხა , თუმცა არაფერი უთქვამს , მას უსმენდა .
- ლიზა , ვიცი გითხარი , რომ შენგან შორს ვიქნებოდი , მაგრამ იმ შეხვედრის , შემდეგ ვერ გივიწყებ , მას შემდეგ რაც გრძნობებში გამოგიტყდი , რაც გითხარი , რომ მიყვარხარ , ჩემი ცხოვრება შეიცვალა , თითქოს შვებით ამოვისუნთქე და მინდა , რომ დაგიბრუნო , გესმის ? მინდა , ჩემთან იყო , და ვიცი , რომ შენც იგივეს გრძნობ , უბრალოდ დაბნეული და გულ-ნატკენი ხარ ... ვიცი , ბოლოს მაინც ჩემთან მოხვალ , მე კი დაგელოდები.. ( გიორგი ) - გიორგის სიტყვებს ისმენდა და მისი სიბრაზე პიკს აღწევდა .. ეჭვები გამართლდა , გიორგიმ ყველაფერი უთხრა , გრძნობებში გამოუტყდა , ახლა კი ლიზას პასუხს ელოდება ... იმაზე ფიქრმა , რომ შეიძლება ლიზა ისევ დაკარგოს გააგიჟა ... გიორგის გაუთიშა და მუშტი კედელს მიარტყა .
- რა ხდება გუჯი , კარგად ხარ ? ვინ იყო ( ლიზა )
- გიორგი ნახე ? გრძნობებში გამოგიტყდა ? - ლიზა დუმდა , რაც გუჯას აგიჟებდა . - რატომ ხარ ჩუმად , მითხარი ... ჯანადაბა , ლიზა ხმა ამოიღე ( გუჯა )
- კი ვნახე ( ლიზა )
- რატომ ? ( გუჯა )
- დამირეკა და მითხრა , რომ რაღაცაზე ჰქონდა სალაპარაკო , ამიტომ ვნახე ( ლიზა )
- გითხრა , რომ უყვარხარ ? რა უპასუხე , მასთან გინდა ? გინდა , რომ დაუბრუნდე ? ისევ გიყვარს ? რატომ დამიმალე , რატომ არ მითხარი რომ შეხვდი , ჰომ დამპირდი რომ არაფერს დამიმალავდი ( გუჯა )
- არ გითხარი , რადგან არ მინდოდა ტყუილად გაბრაზებულიყავი და გეფიქრა , რომ თითქოსდა გიორგისთან დავბრუდებოდი ... ( ლიზა )
- გავბრაზდებოდი , თუმცა მესიამოვნებოდა , რომ ამას შენგან გავიგებდი , რომ არ დამიმალავდი ... ახლა კი , ასე გავიგე და უარესი რეაქცია მაქვს , რადგან შეიძლება იმიტომ არ მეუბნებოდი , რადგან ისევ გიყვარს და , შეიძლება მასთან დაბრუნება მოგინდეს ( გუჯა )
- ანუ , გგონია რომ მიგატოვებ და , მასთან დავბრუნდები , იმის მერე რაც , მისგამო გადავიტანე ? მართლა ასე ცუდად მიცნობ ? ( ლიზა )
- შეიძლება საერთოდ არ გიცნობ ... შენ ჰომ ორჯერ მიმატოვე ამ ადამიანის გამო , ახლა რატომ არ მიმატოვებ , მითუმეტეს იცი , რომ უყვარხარ ( გუჯა ) - ნელ - ნელა ხმას უწევდა , რაც მისგან მოულოდნელი იყო .
- ამჯერად , ეს არ მოხდება , გესმის ? მე , შენთან მინდა , მინდა შენი ხელი მეჭიროს და ვგრძნობდე , რომ ჩემთან ხარ ( ლიზა ) - მიუახლოვდა და ხელი მოკიდვა უნდოდა , თუმცა ბიჭმა უკან დაიხია .
- ახლა , ამაში ეჭვი მეპარება ... ( გუჯა ) - ქურთუკი აიღო და ისე წავიდა , რომ ლიზასთვის არ შეუხედავს , უკან მოუხედავად წავიდა .
ორივე საშინლად იყო , გული წარმოუდგენლად სტკიოდათ . იმის თქმა ძნელია , რომელს უფრო მეტად სტკიოდა , გუჯას თუ ლიზას , რადგან სიყვარული მათ გულებში იმაზე დიდი იყო , ვიდრე ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა . მანჩომ და შოთამ გაიგეს , ცდილობდნენ გუჯას დალაპრაკებოდნენ , თუმცა არავის უსმენდა , არ უნდოდა მათი მოსმენა , რადგან გული უფრო მეტად ეტკინებოდა .
- უნდა ვილაპარაკოთ ( მანჩო )
- ახლა არა , არ მცალია ( გუჯა )
- არაუშავს , ცოტა ხანს მოიცლი ... - წინ დაუჯდა . - გუჯა , რას აკეთებ ( მანჩო )
- ვმუშაობ ( გუჯა )
- იცი რაზეც გეუბნები ... რატომ არ ელაპარაკები ლიზას , რატომ არ უსენ , რატომ ჯიუტობ ( მანჩო )
- საჭირო აღარაა მასთან ლაპარაკი .. ყველაფერი გავიგე , რაც საჭირო იყო .. ისევ , მასთან უნდა დაბრუნება და მესმის , იდიოტი ვიყავი , როდესაც ვიფიქრე , რომ დაივიწყა , რომ მის ცხოვრებაში გიორგი აღარ არსებობდა ( გუჯა )
- ნამდვილად იდიოტი ხარ , რადგან არასწორად ფიქრობ .. ლიზა არ გიყვებოდა , რადგან იცოდა , რომ ასე იფიქრებდი , იცოდა , რომ არ დაუჯერებდი .... მას უყვარხარ , შენ უყვარხარ , გესმის ? გიორგი მის ცხოვრებაში აღარაა , დაივიწყა და აღარ აპირებს მასთან დაბრუნებას . შენთან უნდა ყოფნა , თუმცა არ გესმის , რადგან ეჭვიანობამ დაგაბრმავა . ლიზას , რომ შენი მიტოვება სდომებოდა , ამას გააკეთებდა და არც დაგიმალავდა , რომ ისევ გიორგი უყვარდა , თუმცა ეს არ გააკეთა , რადგან უყვარხარ და , თუარ გამოფხილზდები შენც , ისევე დაკარგავ მას , როგორც გიორგიმ დაკარგა ! ( მანჩო )
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი .. ბევრი საქმე მაქვს ( გუჯა )
- როგორც გინდა , თუმცა მე გაგაფრთხილე , სანამ ლიზა დაკარგე თვალი გაახილე და მასთან მიდი ( მანჩო )
მანჩოს გასვლის შემდეგ , ცრემლები წამოუვიდა , ცხოვრებაში პირველად .. ვერ ისვენებდა , ადგილს ვერ პოულობდა , ოფისიდან გავიდა და , მეტროსთან გიორგის შეეჩეხა . ცდილობდა გვერდი აეარა , თუმცა გიორგიმ გააჩერა .
- უნდა გელაპარაკო ( გიორგი )
- შენთან არაფერი მაქვს სალაპრაკო ( გუჯა )
- ლიზაზე უნდა ვილაპარაკოთ , ამიტომ გამომყევი ( გიორგი ) - აჭარანეთის შენობასთან შეჩერდნენ .
- რატომ არ ანებებ ლიზას თავს , რატომ გამოჩნდი ახლა , როდესაც ჩემთანაა , რა გინდა ( გუჯა )
- ლიზა მიყვარს , თავიდანვე მიყვარდა და სულ მეყვარება ... ერთადერთი ადამიანი ვინც , მას აკავებს შენ ხარ ( გიორგი )
- მას არ უყვარხარ , ეს დაგიმტკიცა .. შეეშვი , მიეცი ბედნიერების უფლება ( გუჯა )
- დამიმტკიცა ? როგორ , იმ ნაყინის ჭამით , რომელიც არ უყვარს ? იმით , რომ შენთანაა? შენი აზრით , ამით მაჩვენა რომ გრძნობა აღარ აქვს ? მართლა ასე ფიქრობ ? ლიზას ისევ ვუყვარვარ , ამას ვგრძნობ , ყოველთვის ვგრძნობდი , როდესაც მეხუტებოდა , როდესაც ხელს ვკიდებდი , როდესაც ჩემზე ღელავდა .. ამას სულ ვგრძნობდი ... მაშინაც კი , როდესაც ერთმანეთისგან შორს ვიყავით ( გიორგი )
- გიყვარს ?! თუ გიყვარს , მაშინ რატომ დათმე , რატომ არ დაელაპარაკე და არ გაარკვიე, მართლა შენი ძმაკაცი მოსწონდა , თუ არა ? რატომ არ მიდიოდი მასთან .. შენი აზრით, ეს სიყვარულია ? შენი აზრით , სიყვარული ასეთია ? იცი მაინც , რა ცუდად იყო ? მე ვიცი ! ყველაფერი ვიცი , ყოველი დეტალი .. როდესაც იყურებოდა მის თვალებში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი , რომელიც შენ მიაყენე ! ახლა კი მოდიხარ და ამბობ , რომ თურმე ლიზა გიყვარს ( გუჯა )
- ასეა , მას სტკიოდა და , მასთან ერთად მეც .. მაგრამ ახლა დავბრუნდი და აღარ მივატოვებ , რამდენჯერაც არ უნდა მკრას ხელი , არ წავალ .. რადგან ვიცი , ისევ ვუყვარვარ , მაგრამ ასეც , რომ არ იყოს ყველაფერს გავაკეთებ , რომ გრძნობა დავუბრუნო ( გიორგი )
- ლიზა არ დაგიბრუნდება , უკვე აღარ .. შეეგუე და გაქრი მისი ცხოვრებიდან , ისე როგორც , რამდენიმე თვის წინ წახვედი ! ეცადე აღარ შემხხვდე , თორემ შემდეგში სხვანაირად გაგაგებინებ ( გუჯა ) - მთელი ძალით უნდოდა , რომ დაერტყა , თუმცა თავი შეიკავა . მიდიოდა და ერთადერთი , ვინც თავში უტრიალებდა ლიზა იყო . კვდებოდა ისე უნდოდა , მისი ხმის , თვალები , ღიმილის დანახვა , მიის სურნელის შეგრძნება ....

რამდენიმე დღის შემდეგ ....

( ლიზა )
ცუდად ვიყავი , გუჯა საშინლად მენატრებოდა , მისი თვალები , ღიმილი , ხმა , გამოხედვა , რომელზეც ყოველთვის გონება მეკარგებოდა .. მისი ყველაფერი მენატრებოდა , ცუდად ვიყავი, თუმცა ვცდილობდი არაფერი შემემჩნია ... ამას კი ისიც დაემატა , რომ ბაბუა გარდაიცვალა , საშინლად ვიყავი , გული საშინლად მტკიოდა .. ბაბუას ვუყურებდი და მახსენდებოდა , ჩვენი ბოლო შეხვედრა , ის ტიროდა და მეუბნებოდა : „შენით ვამაყობ , ჩემი პირველი სიხარული ხარ , ბაბუა ყოველთვის გვერდით გეყოლება , ჩემო ლამაზო ... მინდა ბედნიერი იყო , მინდა იმ ადამიანთან იყო , ვინც გიყვარს“ .... თვალებიდან არასდროს ამომივა , მისი ტირილი .. შეიძლება საუკეთესო ბაბუა არ იყო , თუმცა ჩემთვის შეუცვლელი იყო ... ერთადერთი ადამიანი ვისთან ყოფნაც ახლა მინდოდა , გუჯა იყო , მინდოდა ჩამხუტებოდა და ეთქვა : „ყველაფერი კარგად იქნება , მე შენთან ვარ“ ... თუმცა , ის არ მოდიოდა , არ მწერდა , მასზე ვერაფერს ვიგებდი ... მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი : გული ისევ მეტკინა , ამჯერად იმ ადამიანისგან ვინც , ყოველთვის მეუბნებოდა , რომ არ დამტოვებდა და მუდამ ჩემთან იქნებოდა , ზუსტად მან დამტოვა ...



№1  offline წევრი Tiiikii

Girl... from the past
დიალოგების ბოლოს სახელების ფრჩხილებში წერა არ არის ლამაზი, ლამაზ თავი დაანებე კითხვის დროს აზრს გაწყვეტინებს. შეეცადე სათქმელი ისე გადმოსცე რომ მკითხველი თავად მიხვდეს გუჯა საუბრობს, ლიზა მანჩო თი ვინმე სხვა.
ცოტა მეტ გრძნობას თუ ჩადებ კარგი იქნება, ზედაპირულად იკითხება

მადლობა , რომ საკუთარი აზრი გამოთქვი , თუმცა მეც გეტყვი ჩემს აზრს . ასეთი წერის სტილი მაქვს , ამას შეჩვეული ვარ და გამიხარდება , თუ პატივს სცემ . რაც შეეხება გრძნობბებს, მერწმუნე მთელი გრძნობით მაქვს დაწერილი , რადგან რეალურად ამას ვგრძნობ , საკუთარ გრძნობებზეა აგებული , ამიტომ თუ თქვენ ვერ გრძნობთ , მაშინ თავიდან წაიკითხე და მიხვდები რამხელა ტკივილი ჩანს , თითოეულ თავში ... მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent