გაზაფხულის სურნელი (1)
საოცარი შეგრძნებით დაიწყო დღე,თითქოს სიმშვიდე უნდა დაირღვესო ისე ქოთქოთებს შინაგანი ხმა,უცნაურ სიცარიელეს ავსებს გრძნობები და რაც მთვარია მოლოდინი.დღეს ანეც კი რაღაც სხვაგვარად აკვირდება,უღიმის,თითქოს იგივენაირად დასტრილებენ ქალები თავს სამსახურში მიმავალს,ყავას ცხვირ წინ უდგამენ,ერბო კვერცხის ჭამას აძალებენ,ხელში საქაღალდეებს აჩეჩებენ და უჩვეულო ღიმილით აცილებენ. არადა დღეს არცთუ ისე სასიამოვნო დღეს უქადის სამსახურეობრივი მოვალეობა,ვაკანსიაზე დიდი მოთხოვნაა,არადა როგორი შრომისმოყვარე იყო მისი ბუღალტერი,მოწესრიგებული,მართალი ქალბატონი,მაგრამ რად გინდა დასჭირდა მის ოჯახს და მოუწია კიდეც იმ საქმის მიტოვება, ათასჯერ მაინც რომ უთქვამს-"ჩემი ცხოვრების მიმართულებაც და აზრიც ეგაა"-ო.ახლა კი ვინ იცის რა რჯულის ადამიანებს შეხვდება,როდის შეეგუება,ან როგორ გამოადგება.ნეტავ ის ოპტიმიზმი მასაც დაჰყოლოდა დაბადებისას დედამისს რომ აქვს. ოფისის კარი შეაღო და თანამშრომლებს თვალი გადაავლო,დღეს მხოლოდ კაბინეტში აქვს სამუშაო ამიტომ კარგად მოიკალათა.ერთხელ იფიქრა კიდეც ვინმეს დავაწინაურებო,მაგრამ ჯობია ახალი კადრი მოიყვანოს,მითუმეტეს თუ კარგი გოგო გამოდგება თანამშრომელ ბიჭებსაც მოტივაცია ექნებათ,ცოტა გამოცოცხლდებიან.ისე კი თავად მხოლოდ გამოსადეგი კადრი იყოს ის აინტერესებს სხვა რამ არ იფიქროთ. ამ ფიქრებში გავიდა მთელი დილა,შუადღისას კი ჩოჩქოლი ატყდა.დაინტერესდა თუმცა სიტუაციაში მალევე გაერკვა,როცა ხუთმა კაცმა მოაცილა მის კარამდე ქალი და ცბიერი ღიმილით გაიბნენ ვითომდა ისინი იყვნენ კომპანიის მამოძრავებელი ძალა. ოთახში შემოსულმა უხერხულად გაიღიმა და ჩაილაპარაკა ვაკანსიის თაობაზე გაწუხებთო.კიტამ ჩვეულად შეკრა წარბები და მის ისედაც მკაცრ იერს კიდევ უფრო მეტი სისასტიკე მისცა,ამით კი გოგო ბოლო დონემდე დააფრთხო.დაბრძანდითო ჟესტით ანიშნა და თან უხეშად ჩამოართვა მიწოდებული საქაღალდე.ყურადღებით ჩაუკვირდა,გადასარევი ვერაფერი მაგრამ არც ხელჩასაქნევი იყო,სამუშაო გამოცდილებამდე სანამ მივიდოდა ეჭვი შეეპარა ავიყვანო,მაგრამ როცა წაიკითხა სამი წლის დამთავრებულს ჯერ არასდროს უმუშავიაო იმედები გაუცრუვდა და შუბლსზემოდან ამოხედა ქალს,უკვე მიღებული გადაწყვეტილება ჟღერდა მის ტონში. -გვანცა,თქვენ არანაირი სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ ! -არანაირი ... - უპასუხა შეცბუნებულმა ქალმა,იმდენად უაზრო თავდაჯერებით რომ კიტა წამით გაკვირვებული აკვირდებოდა. -თქვენ არ გაქვთ არანაირ აქტივობაში მიღებული მონაწილეობა,არანაირი ტრენინგი,არანაირი გამაოგნებელი შედეგი ... - კიტა ისე ლაპარაკობდა თითქოს ქალს კი არა თავის თავთან განიხილავსო,ამავე დროს მისი ტონი ისე ჟღერდა თითქოს ეკითხებოდა,თან თითქოს უმტკიცებდა,ამიტომ ქალმა მხოლოდ ის მოისაზრა რომ დათანხმებოდა.ამაზე კიდევ უფრო აღშფოთდა კიტა. -მაშ მიპასუხეთ რა მიზეზით უნდა აგიყვანოთ? რა სარგებელი მე თუკი ყოვლად გამოუცდელს ამხელა კომპანიის ბიუჯეტს ჩაგაბარებთ,ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს? -იცით ... -მე გირჩევთ უფრო დაბალი საფეხურიდან დაიწყოთ ... გმადლობთ,სულ ეს იყო .. -სწრაფად გააწყვეტინა გაკვირვებულ ქალს კიტამ.თავი საქაღალდეებში ჩარგო და ამით უხეშად აგრძნობინა ყოველგვარი დიალოგი ჩემთვის უინტერესოაო.ამ ქმედებით გაოგნებული ქალი წამოდგა,ჩანთას ხელი დაავლო და ის ის იყო გაბრაზებულს კარი უნდა გაეჯახუნებინა,რომ უეცრად შედგა,სიმწრისგან ტუჩს იკვნეტდა და ბოლო ძალებს იკრებდა რომ ცივილიზებული ადამიანისთვის შესაფერი ტონით ესაუბრა. -ეს უკვე მეხუთე ადგილია სადაც მივედი და სადაც უარი მითხრეს,ზუსტად თქვენნაირად წაბრძანდით და სხვა ადგილი ეძიეთო.დიახ მე უკვე სამი წელია უმაღლესი განათლების მიღება დავამთავრე და არ მიმუშავია რადგან ან შეუძლებელს ითხოვდნენ ან პარალელურად საყვარლობას.რომ მოგესმინათ იქნებ მიხვედრილიყავით რომ ტრენინგები არ მჭირდება ისე შემიძლია ვიყო შრომისმოყვარე,სანდო და რაც მთავარია კარგი თანამშრომელი.კარგი იქნებოდა ადამიანს რეზიუმეთი კი არა მუშაობის პროცესით რომ აფასებდეთ ... გმადლობთ თქვენი ხუთიოდე წუთისთვის ...-ისე გაუღიმა ჯობდა დაერტყა კიტასთვის.თავად დოლაბაურს ჩაეღიმა და ამჯერად თვალებში აცეკვებული ჭინკებით მიმართა ხელაშვილს. -უნდა გეთქვათ,რომ კარგი ორატორი ხართ.მობრძანდით ხვალ,თქვენს სამუშაოზე ვისაუბროთ და უკეთ მიხვდებით ვისი გაძლება მოგიწევთ. -ხუმრობთ?! -არა არ ვხუმრობ,დამშვიდდით ჩემს სიტყვას არ გადავალ ... -უთხრა დოლაბაურმა როცა შეიშნა ქალი ეჭვის თვალით მიცქერსო. მალევე გაიხურა ქალმა კარი და კიტამაც ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება,ჩაფიქრდა და იგრძო კიდეც როგორ აუდუღდა სისხლი ძარღვებში.ნაწილობრივ გაკვირვებული,ნაწილობრივ კი იმდენად დაღლილი იყო რომ ფიქრის თავიც არ შერჩენოდა.დიახ რთული იყო გაძღოლა,სათავეში მოქცევა,ამხელა სისტემის მმართველობის ხელში აღება,შიშის და პატივისცემის დანერგვა ხელქვეითებს შორის.რთული იყო ამის პარალელურად მეგობრების შენარჩუება და დედისვის უამრავი ახირების ასრულება.რთული იყო პირად ცხოვრებაზე უარის თქმა,როცა ირგვლივ ამდენი ვნებიანი ქალი დაძრწოდა,მაგრამ შეძლო და არც იცის რისთვის,რატომ რა მიზნით?! ნუთუ მართლა გრნობდა იმ პასუხისმგებლობას ორმა უმნიშვნელოვანესმა ადამიანმა მას რომ დააკისრა.მთავარი კი ისაა რომ დღეები ასე უბრალოდ მიდიან მას კი არაფერი რჩება ღამით მოძალებული ფიქრებს და მონატრების,რომელიც საიდანღაც შემოიჭრება ხოლმე და მთელ მის არსებას აქაფებული მორევისკენ მიაქანებს,მერედა როგორი მტკივნეულია თითოეული მართი ფიქრი,განულების ან ამაღლების სადარაჯოზედ რომ დამდგარა და ყველაფერს აკეთებს ამ უკანასკნელის მოპოვებისთვის ფიქრი ტელეფონმა გააწყვეტინა.ეკრანს დახედა და როცა ზედ გამოსახული სახელი დალანდა უსიამონოდ შეიშმუშნა.უპასუხა და ეს შეგრძნება მალევე გაქრა. -კიტა გამარჯობა ...-საოცარი დამახინჯებით იყო ეს ბოლო სიტყვა წარმოთქმული თუმცა დოლაბაურს ამინც ესიამოვნა ქალისგან ქართული სიტყვის გაგონება. -sesilia.მხოლოდ მაშინ მირეკავთ როცა რაღაც ცუდი ხდება,შემომაპარებთ თუ პირდაპირი თქმით განმგმირავთ? -ოჰ, მოეშვით ასეთ ლაპარკს,ხომ იცით მიყვარხართ ასე კი გულს მიკლავთ ... -მცირე პაუზა და კიტა მიხვდა რომ ამ სასიამოვნო ქალს იმ ღიმილით ჩაეღიმა მას რომ უყვარს ...-avant tout dites-moi,comment vous allez,chere amie...-(უწინარეს ყოვლისა მიბრძანეთ როგორ ხართ,ძვირფასო მეგობარო) -ისე როგორც შეეფერება ყველაფერ მძიმეს შეჭიდებულ ადამიანს.თავად? -როგორც ყოველთვის მშვენიერ ხასიათზე თუმცა კი მართლაც ისეთი ამბავი მაქვს სათქმელი ვერ ამიხსნია მართებული ვარ თუ არა ჩემი პოზიტივით. -ნუღარ მაშინებ,პირდაპირ მითხარი!...-წამოიმართა კიტა და ამჯერად სახე ისე მოექუფრა მტერს ისეთი ცა. -ეკატერინე იყო დღეს ჩემთან.წამოსვლა უნდა კიტა.საქართველოში დაბრუნება განიზრახა. -გაგიჟდა?...-წამოიძახა მოუთმენლად და გაბრაზებით...-მერე თქვენ რა უთხარით?ეს როგორ წარმოგიდგენიათ? -დაწყნარდით,როგორ ფიქრობთ აღარაა დრო ამ ამბავს შეეგუოს,მერწმუნეთ უკვე ისწავლა ამასთან ერთად ცხოვრება.კიტა,ეკატერინე აღარ ცდილობს ამის დავიწყებს,უბრალოდ ამასთან ერთად ცხოვრება ისწავლა. -დიახ ვიცი,ვიცი ... განსაკუთრებით მაშინ დავრწმუნდი ამაში ორი წლის წინ ღიმილიანი სახით რომ მიტოვებდა წერილს და მეთოთხმეტე სართულიდან რომ ხტებოდა. -კიტა! ... -ამჯერად ნამდვილი ფრანგული,სიმკაცრისგან გაბზარული ბარიტონი მოისმა ტელეფონში....-თქვენი პრობლემა ისაა რომ არ ენდობით მას,არ გსურთ შეიგნოთ რომ პატარა გოგო აღარაა,საკუთარი ცხოვრება აქვს.როგორ ფიქრობთ მე ან თქვენ შევძლებთ შევხედოთ მას თვალებში როცა ერთ დღესაც სიკვდილიდ პირზედ მისული შეგვეკითხება რა გააკეთეთ იმისთვის ჩემი ცხოვრება რომ გამეგრძელებინაო.ფირობთ ამაზე?მე კი ყოველდღე,განსაკუთრებით იმ დღებში როცა ჩემთან როგორც საუკეთესო მეგობართნ და არა როგორც პირად ფსიქოლოგთან ისე რომ მოდის. -ახლა როგორაა? .. -შეეკითხა დაშოშმინებული კიტა. -ბევრს იცინის,ძალიან ბევრს და ზუსტად ეს მაშინებს.ძალიან მაშინებს,ხანდახან დადუმდება და ვცდილობ სიტყვა მაინც ვათქმევინო მაგრამ არა! რამოდენიმეჯერ მთელი სიანსი სიჩუმეში ვიჯექით და ვცდილობდი ამით სიამოვნება მიეღო,მაგრამ ... -მაშინ რატომ ხართ დარწმუნებული რომ ... -ეს სჭირდება.სჭირდებით თქვენ,ანე და შორენა.სჭირდება ქვეყანა რომელიც მიატოვა,სჭირდება ხალხი რომელთაც ნაწილობრივ მისი სისხლი უდუღთ.სიახლე სჭირდება. -როდის მოდის ? ვიღონო რაიმე? სჭირდება რამე ? -მთავარია ისეთი იყოთ როგორიც ხართ.არ გაცივდეთ და არც დატკბეთ მის მიმართ.მას კიტა სჭირდება და არა მისი თამაში. -სულ ესააა? -დაანახეთ რომ ენდობით.უთხარით ანეს რომელსაც მეც დავურეკავ,არც საერთოდ აარიდოს თავი იმ ტემაზე საუბარს და არც დიდი ენაწყლიანობა გამოიჩინოს.კიდევ ერთი რამ,ვცდილობდი ქართული ენა არც შეეძულებინა და არც დაევიწყებნა,თავადაც ბევრი იწვალა მაგრამ გამართულად ვეღარ საუბრობს,იგებს რასაც ვეუბნები მაგრამ თავად მეტყველება უჭირს ამიტომ არასდროს დატოვოთ მარტო,შეიძლება პანიკური შეტევა დაემართოს. -მოვუვლი.ჩემთვის ძვირფასია! -ვიცი რამდენადაც... -არ გინდათ ... ცოტა ხანში კიდევ შევხმიანდეთ,იმედია თავადაც შემატყობინებს გეგმებს. -კარგად მეგობარო.წარმატებები. კიდევ ერთი საფიქრლი მიემატა,კიდევ ერთი დარდი უკვე მერამდენე.მთელი ის დრო რაც ქალი აქ დარჩება დაძაბულზე დაძაბული უნდა იყოს,ისედაც არეულ საქმეებს კიდევ უფრო მეტი არევა ემუქრება ნაწილობრივ დალაგებულ საქმეს კი ხელახალი აშლა.ამაზე მძიმე რაღა გინდა? აი ფიქრსაც არ აცლიან,ისევ აწრიალდა ტელეფონი.ამჯერად ნაცნობი ხმის გაგონებამ დაამშვიდა და მომავლის სასიამოვნო მოლოდინით აავსო. -კიტა არ დაგავიწყდეს დღეს სანდროსთან შეკრება. -არა,ეს ერთადერთია რაც ყოველთვის მახსოვს. -ვიცი პატარა მარიამსაც,მთელი დღე ტიტინებს თურმე ნათლია მოდისო.დარწმუნებული ხარ რომ ოთხ სულელ ძმაკათან ერთად გინდა პარასკევი საღამოს დაკარგვა? -რავიცი ვიფიქრებ ... კარგი გიორგი თეკლას უთხარი ღვინო და ტკბილეული ჩემზეა. -ჩვენ გაცხელებულ თემას და ჯონი კეშს დაგახვედრებთ. როგორც წესია ერთმანეთს არ დამშვიდობებიან.დოალაბაურმა მცირე ხნით კიდევ იმუშავა მერე კი თავი მიანება და უკვე ცხრა საათი სრულდებოდა მანქანაში რომ ჩაჯდა და უახლოესი მარკეტისკენ გაემართა. მანამ ვიდრე კიტას ფიქრები სტუმრობამდე მივიდოდეს,მინდა სულ მმცირედ მაგრამმაინც გაგაკრკვიოთ სამეგობრო წრის თავისთავად შექმნილ რეალობაში,ვინაიდან ესენი არიან ლიბერალი ნაციონალისტები,რომელთა იდეოლოგია ჯერ კიდევ სტუდენტობის ხანაში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ იმის ნაცვლად გადასხვაფერებულიყო უფრო გამყარდა,ფესვები გაიდგა და დისკუსიათა საიტერესო გამართვის საწნდარი შეიქმნა.უმთავრეს თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ერთ-ერთი ძმაკაცის სახლი-სანდროსი-სადაც მისი უმვენიერესი მეუღლე ელენე დაქრის და ცდილობს პარასკევი საღამოები სიმყუდროვის და კომფორტის პიკი იყოს,თავადაც საზრიანი,საღი აზრისაა და მასთან დიალოგი ერთ იამოვნებას წარმოადგენს ოთხეულისთვის.ოთხეულისთვისთქო ვამბობ,სინამდვილეში კი უფრო მეტნიც არიან გაითვალისწინეთ გიორგი და თეკლა მისი საცოლე წეხან რომ გადაკვრით ახსენა ჩვენმა პერსონაჟმა.ნოე და ბაჩანა ორი ეული და ბოლოს კიტა.კარგი იქნება შეკრების ადგილსაც თუ აღგიღწერ.ესაა დიდი ბინა,თანამედროვეს და ანტიკურის ნაზავით,რაღაცით მშვიდი რაღაცით კი აფორიქებული.მშვენიერი,აბსტრაქტული სურათებით და კედელზე გაკეთებული ცნობილი ფრაზებით.მისაღები ცისფერ და ლაჟვარდისფერ ფერებშია გადაწყვეტილი,მასში შესვლისას პირველი რაც გონებაში გაგიკრთებათ ესაა გაოცების შეძახილი "როგორი ნაზი სულის პატრონი უნდა იყოს ამის შემქმნელიო" და ასეცაა ელენე და სანდრო ის წყვილია თამამად რომ შეუძლიათ თქვან ჰარმონიისთვის მიგვიგნიაო.ამ ჰარმონიასა და იდეოლოგიაში იზრდება პატარა მარიამი რომელზეც ხშირად ამბობენ წყვილის კი არა მთელი სამეგობროს პატარა სიხარულიაო.თავისი ტიტინით ხშირად ერევა დავაში და ამით გაცხარბულ მეგობრებს ატყობინებს შეკრების მიზეზსა და ადგილს,თავისებურად აშოშმინებს რის გამოც უკვე დიდი პატივისცემა და მოკრძალება დაიმსახურა.განსაკუთრებით მაინც ნათლია უყვარს.მისი ნაბიჯები აქვს დაცდილი,მძიმე და რიტმული,როგორც კი ყურს მოკრავს სიცილით გამორბის,კისერში ჩაუძვრება და გატრუნულია მანამ სანამ ნათლია საკადრისად არ მიეფრება,მერედა როგორი ეშმაკუნაა?! იცის ნათლიას სისუსტე და პირდაპირ ქათქათა კისერს მიუწევს ჩასაკონებლად,თან თვალებს აფახურებს,დედას ამცნობს ჩემი ბრალი არააო.თუ იგრძნო რომ საკადრისად არ აქცევენ ყურადღებას გაიბუსება და კარგა ხანი აღარ ურიგდება აწუწუნებულ სამეგობროს,ისვ დედა შეუბღვერს და ისიც მორჩილად იღიმება. ეს ბავშვია საღამოს მთელი პოზიტივი და ამიტომაცაა ყველაზე დიდ ყურადღებას ის რომ იმსახურებს,მერედა როგორ,ნაირნაირი საჩუქრებით დატვირთული მეგობრები პირველად იმას იკითხავენ ჩვენი ბავშვი სადააო,მის გახარებულ სახეზე კიდევ რაღაცნაირად მთელი კვირის დაღლა,ჯაფა ერთიანად ეხსნებათ და ახალი ენერგიით ივსებიან. აი ასეთ სიტუაციაში ხვდება ჩვენი კიტა ყოველი კვირის პარასკევ დღეს და რაღა გასაკვირია რომ ასე მიეჩქარება სანდროს სახლისკენ. კარი გაიღო და მის მიღმა მომღიმარი წითელი ტუჩები გამოჩდნენ,სახე რომელიც მუდმივად იცინის კიტასთვის,თითქოს ყველაზე უკეთ ხვდებაო,ჟესტით ანიშნებს გელოდითო.მოსაცმელი ჩამოართვა და ზომიერი მელოდიის ფონზე ჩაიჩურჩულა მამაკაცმა "ძალიან დავიგვიანე არა?! " , ქალმა თბილი ხმით აუწყა "მარიამი დავაძინე,ლამის იტირა ნათლია მოვაო,აღარ გვეგონა თუ მოხვიდოდი " . ესეც თქვენი პასუხი,პირდაპირიც და ირიბიც.ნელი ნაბიჯით დაიძრა მისაღებისკენ დოლაბაური და კარებში მდგომმა გამარჯვებულის ღიმილით ასწია მარცხენა ხელში მქონე ღვინის ბოთლი.ჩუმი ოვაციებით შეეგებნენ,აშკარად იმედი ჰქონდათ გადაწურული აღარ მოვაო,თავიანთ დაპირებას კი თურმე პირნათლად ასრულებდნენ,კეშის "you are my sunshine" იმდენად სასიამოვნო მოეჩვენა კიტას,ლამის სამოთხის არსებობა ერწმუნა.ბაჩანას გვერდით მიუჯდა და ოთახს თვალი მიმოავლო.თვალთახედვას არ გამორჩენია სავარძელში მოკალათებული სანდრო,სავარძლის მხარზე ელენე მის გვერდით,ნოე იქვე არსებულ წიგნების უზარმაზარ თაროებთან,გიორგი ბაჩანას გვერდით,თავადაც ბაჩანას გვერდით მოკალათებულიყო,ვიღაც მოაკლდა თვალთახედვის არეს,ჰო აი ისიც,თეკლა თავისი მშვენიერი გრძელი შავი თმით და სხივმოკიაფე შავი თვალებით.ქალმა გულწრფელი სიხარულით შეჰკივლა და მხიარულად მიეფერა ტუჩებით ლოყაზე.მის მარჯვნივ დივნის მხარზე ჩამოსკუპდა და დიალოგს მიუგდო ყური,დიალოგს რომელიც მის შემოსვლამდე რამოდენიმე წამით ადრე გამართულიყო. -მაშასადამე არ გვსურს დავა ამ თანამედროვე პრანჭიებზე არა?! ... - თითქოს დასკვნას აკეთებსო ისე წამოიძახა სანდრომ. -არ იქნება მართებული ვილაპარაკოთ იმაზე რაც არანაირი სარგებლის მომტანი არ არის... - დაეთანხმა ბაჩანა თავისი ბოხი ხმით. ეს თქვეს და ისევ სიჩუმემ მოიცვა იქაურობა,იმ სიჩუმემ რომელიც კიტას მოსვლამდეც უნდა ჩამოვარდნილიყო,ახლა კი აშკარა ხაზგასმით ამცნეს კიტას რომ დაგვიანებით არაფერი დაუკარგავს,დღევანდელმა დისკუსიამ კრახი განიცადაო ამბობდა ყველა მათგანს სახე.რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდგომ,კიტა რომელიც აქამდე თავჩაქინდრული ფიქრობდა,მოავლო თვალი რა დადუმებულ "აუდიტორიას" შეეცადა ნაკლებ ზარდამცემი ყოფილიყო მისი სიტყვები. -ეკატერინე ჩამოდის ... არ გაჰკვირვებია არც თეკლას შეკივლება,არც ბიჭების გაოგნებული სახე და ელენეს ჭკვიანი თვალების შეცბუნება,მხოლოდ სანდრო აკვირდებოდა მას რაღაც უცნაური მზერით,თითქოს იცოდა კიდეცო,არანაირი გაკვირვება,არანაირი შიში ამან გააკვირვა კიტა,ნუთუ ვეღარაფერს გრძნობსო გაიფიქრა და ყურადღებით დააკვირდა მეგობარს.როგორ უნდოდა მისულიყო და ეკითხა,თუმცა ამ სურვილს რაღაც შიანაგანი უქარვებდა მაინც გააგიჟა ფიქრმა რომ სანდროს ამის ატანის ძალა უპოვნიაო,თავად მას კი ჯერ კიდევ ვერ ესწავლა ამასთან გამკლავება,თუმცა კი მაინც ... -ეს როგორ ? ეს შეიძლება ? მართებულია ? ... -ფიქრი შეაწყვეტინა თეკლას შეშფოთებულმა ხმამ,თითქოს გაეგოს ქვეყნიერების აღსასრულის დღე დგებაო,ისეთი სახე ჰქონდა. -ასე სურს,სესილისაც ველაპარაკე,მისაყვედურა ეს მისი გადასაწყვეტიაო ... -და მართლაც ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება მას რაიმე მივუთითოთ. -რას გულისხობ ბაჩანა ... დაგავიწყდა რომ... - იფეთქა დოლაბაურმა . -არა კიტა არ თქვა გევედრები . ამჯერად ყველა გააოგნა ელენეს აკანკალებულმა ხმამ,კარგად ჩაუკვირდა მის თვალებს კიტა და იქ მისდა გააკვირად აცეკვებული ცრემლის წვეთები შენიშნა.გაოგნდა ისიც და სხვებიც. -ამის სურვილი ნამდვილად აქვს? ... - იკითხა სანდრომ სრულიადმშვიდი ხმით და ცოლის ხელის მტევანი თავისსავე მუჭში მოიქცია,ახლოს მიიტანა და ტუჩებით მის ხელისგულს ეამბორა,ეს ჟესტი ეხამუშა კიტას. -არ მილაპარაკია მასთან,მხოლოდ სესილიმ მაცნობა რაც მელოდება. -სწორად მოქცეულა,შენი თავდაპირველი აღშფოთებით ვინ იცის გულიც სტკენოდა. -გიორგი როგორ ფიქრობ არ უნდა შევეცადო შეჩერებას...-მიუბრუნდა კიტა მოპასუხე მეგობარს და ეჭვის თვალით დააცქერდა რას მეტყვისო...-როგორ ფიქრობ უფლება არ მაქვს ავღშფოთდე და რაიმე მოვიმოქმედო?! .. -ამჯერად აშკარა წყენა გაკრთა ბარიტონში.ეს თავად მეც კი გამიკვირდა,ადამიანს რომელსაც ერთხელაც არ აუწევია ხმისთვის,არ გამოხატავდა ასე ნათლად თავის არცერთ ემოციას,არ ლაპარაკობდა ბევრს ახლა თითქოს ყველანირი საღერღელი აშლიაო,აშკარა მონდომებით ლაპარაკობდა. -ძალიანაც კარგი თუ ჩამოდის,ძლიერ მომენატრა,გახსოვთ უკანასკნელად როდის შეხვდით?...-შეხედა რა დაძაბულობას მეგობრებს შორის,ენა ამოიდგა ნოემ.მოჩვეებითი სიხარულით შეაგება კითხვა გაფითრებულ თეკლას და ოთახში მყოფთ თვალი მიმოავლო.მართალია მოჩვენებითი იყო თუმცა ამ სიხარულმა შვება მოჰგვარა აზარტში შესულ მეგობრებს,ყველა მოცოცხლდა და მართლა დაფიქრდა დროზე რაც ეკატერინეს გარეშე გასულიყო. -მე ხუთი წელია არ მინახავს.უკანასნელად მაშინ ვნახე პარიზში შეხვედრაზე რომ გავემგზავრე.დიდი დროა მას შემდეგ...-ამოთქვა ბაჩანამ ნოესთვის მხარის აბმის მიზნით.თითქო ამ ორს სურდა მეგობრების ალაპარაკება და უსიამო შეგრძნებების დავიწყებაო. -მე შვიდი წლის წინ თუ სწორად მახსოვს.მამა ბიზნესის საქმეებზე მიდიოდა და მე და დედაც წაგვიყვანა.კარგად აღარც კი მახსოვს,მგონი იქ ყოფნისას ორჯერ შევხვდი.დიახ,დიახ ასე უნდა იყოს...-შეცვლილი ხმით თქვა თეკლამ,რომლის სიკეკლუცე სადღაც გამქრალიყო და ამჯერად მხოლოდ დაღლა ეტყობოდა. -მე სამი წლის წინ,დასასვენებლად რომ წავედი პარიზში მაშინ...-ისევ ალაპარაკდა ნოე რაკი შეატყო ისინი ხმის ამოღებას არ აპირებენო...-თუმცა მას შემდეგ შეიცვლებოდა.გიო შენც ხომ ნახე?აღარ გახსოვს ჩემამდე, ერთი წლით ადრე შენ იყავი წასული,ზაფხულში..-თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია წარბშეყრილმა გიორგიმ. -კიტაც დიდი ხანია არ შეხვედრია. ორი წლის წინ ... თითქოს ბომბი ჩამოაგდესო,ყოველი სულიერი მოკლესო.ამ ორი წლის წინ მომხდარი ამბავის გახსენება ალბათ უფრო ბარბაროსული საქციელიც კი იყო.კიტას არ შეუმჩნევია,თავისი ყინული დაუბრუნა სახეს და ამჯერად სანდროს დააკვირდა.გამომცდელი მზერით და გაყინული ხმით წარმოთქვა სიტყვები რომელიც კითხვას კი არა უფრო მწარე მომგონებელს წააგავდა. -სანდროს უკვე ათი წელია არ უნახავს არა?! ამჯერად გაიკვირვა სანდრომ,დააკვირდა და თვალებით კითხა რის მიღწევას ცდილობო,თითქოს ვერ მიმხვდარიყო მეგობრის განზრახვას და ერთადერთი რაც შეუძლია მოიმოქმედოს ესაა თანხმობაო. -მე კი არასოდეს შევხვედრივარ. ძლიერი ბარიტონით წარმოთქვა ელენემ და კიტას მაინც თბილი მზერა შეავლო,თითქოს თხოვს შეწყვიტა საკუთარი თავის ტაჯვას,მე ყველაფერს ვხვდებიო.ეს მზერა ყელში ჰქონდა კიტას.ახლა ყველაზე უფრო მძაფრად იგრძნო ეს.თითქოს ეს მზერა ეუბნებოდა შენ საიდუმლოს ვხვდები,მაგ გაყინულ სახეს თუ მოიშორებ გამოჩნდები ვინცა ხარო.არადა ის ნამდვილად ასეთი იყო,გაყინული.გამოფიტული.ასეთივე დაიბადა.მუდმივი თანმდევი შეიქნა მელანქოლია მისთვის,იმდენად ახლო ხანდახან დედადაც მას აღიქვამდა. -გახსოვთ როგორი იყო? ...-ისე წარმოთქვა ბაჩანამ თითქოს თვალწინ ედგეს და ხედავდესო,გულწრფელად აინტერესებდა ყველას აზრი. -ლამაზი,მოხდენილი,ჭკვიანი,საზრიანი,მეგობრული და საოცრად თბილი.ასეთი მახსოვს მე...-გამოეხმაურა მეგობარს ნოე. -ყველას დაცვა უყვარდა,გახსოვთ ბავშვობაში ვერ იტანდა ოთიაშვილს,ამბობდა პატარებს ჩაგრავს და აწვალებსო.მერე დირექტრთან შეიპარა და მოუყვა,დირექტორმა მშობლები დაუბარა და მას შემდეგ ის ბავშვი აღარც გვინახავს...-გაღიმებული სახე მიაპყრო კიტას და იგრძნო მეგობარზე აღარ ბრაზობდა. -მეც მახსოვს,თავისი გრძელი, ღია წაბლისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით.გახსოვთ როგორი შემოხედვა ჰქონდა?!მტრისას,სულ ჭინკები დაუხტოდნენ თვალებში და სულ ისე უბრწყინავდა ის ლამაზი თვალები გეგონება მზე სწორედ იქედან ამოდის და ათბობს დედამიწასო...-გამჟღავნებული აღფრთოვანებით წარმოთქვა ბაჩანამ.მისმა სიტყვებმა თითქო იმოქმედაო,აშკარად ყველა კარგად განეწყო ამ გადაწყვეტილებით,თითქო როგორც იქნა იგრძნეს რომ მონატრებიათო. -ძალიან შეიცვლებოდა,ის პატარა გოგო აღარ იქნება ვინც თვალს შეავლებდა ყველა რომ იყვარებდა,შეიცვლებოდა... -ყველა შევიცვალეთ ბაჩანა,აბსოლუტურად ყველა. -მე კი მართლა ძალიან მომენატრა,მისი თბილი ჩახუტება და ღიმილი.მარტო ამისთვისაც კი მიღირს ნებისმიერი რამის გადატანა,მხოლოდ მისი ღიმილისა და ჩახუტებისთვის...-უეცარი აცრემლებით წარმოთქვა თეკლამ და ამჯერად სრულიად გაამჟღავნა თავისი დაღლა.ელენემ გაუღიმა და მასთან ახლოს მისულმა ლოყაზე მიუალერსა.წამებში ჩამოისხა ღვინო და ჰაერში შემართული ღვინის ჭიქით ომახიანად წამოიძახა -მაშასადამე გაუმარჯოს ამ ქალბატონს, რომელიც ვინ იცის იქნებ გაზაფხულის სურნელსაც თან მოაყოლებს თავის ჩამოსვლას. გაიღიმა და მოსვა.მეუღლეს გაუღიმა და ანიშნა გეყოფა მოღუშვა ეს ქალი მეც ძალიან მაინტერესებსო.იმედი ჰქონდა კიდევ ვისაუბრებთო მაგრამ კიტას ტელეფონის ხმა გაისმა და იქედან დედის დაღლილი ხმა: -ჩემო ძვირფასო როგორ გირჩევნია დაგელოდო თუ ... -ჯობს დაისვენო დედა,უკვე ძალიან გვიანია,მე არაფერი მიჭირს.მალევე წამოვალ. დაამთავრა ლაპარაკი და მიუბრუნდა კიდეც სამეგობროს. -ბავშვებო გვიანია უკვე,პატარა მარიამი ცოდოა,ალბათ მშვიდად არც სძინავს ჩვენს ყაყანში.ჯობია დავიშალოთ. ყველა დაეთანხმა,გიორგი უკვე კარგა ხანი იყო გასული რაც საათს აკვირდებოდა,თეკლასაც ყველაზე მეტად ეტყობოდა დაღლა,თუმცა წყვილს არ სურდა დათანხმება მაინც დაყვნენ მეგობრების ნებას და მხიარულად იწყეს ფუსფუსი.ელენე ჩაეხვია კიტას და ჩვეული ჩურჩულით ამცნო "გახსოვდეს კიტა პირველად ჩვენთან უნდა მოიყვანო " , დოლაბაურმა გაუღიმა და გარეთ გავიდა.იფიქრა სანდრო ნაწყენია და არც დამემშვიდობებაო,მაგრამ ის იყო კარი მოხურა ელენემ,რომ უეცრად გაიღო და იქედან სანდროს დიდი აგებულების კონტურიც გამოიკვეთა. -კიტა მომიცადე,ცოტა ხნით ჰაერზე გამოვალ. უხმოდ ჩაიარეს კიბეები და ჩუმად გაიარეს ქუჩების კვეთა.კიტამ იფიქრა ალბათ ლაპარაკიც არ უნდა.შესაძლოა მხოლოდ იმიტომ წამოვიდა მაგრძნობინოს გაბრაზებული არააო.ის იყო რაღაც უნდა ეთქვა ამ საშინელი დუმილის დასარღვევად რომ თავად სანდროს ბარიტონი მოისმა. -როგორ ფიქრობ რისთვის მოდის,რა მიზანი აქვს?! -არ ვიცი სანდრო,მოსწყინდა მარტოობა,ალბათ მიხვდა კიდეც რომ ცხოვრება ერთ შემთხვევას, რაც არ უნდა დიდი იყოს ის არ უნდა შესწიროს. -მეკი ვფიქრობ ... არ ვიცი რატომ,თითქოს არ მინდა ვიფიქრო,მაგრამ მაინც ... ხომ ხვდები თავისით ... - შეწყვიტა ლაპარაკი და გაჩერდა,თვალი გაუშტერა მაღაზიის შენობას,თითქო ცუდადააო,ლამპიონების მცირე შუქზეც კი გამოიკვეთა მისი გაფითრება. -სანდრო კარგად ხარ? -არ მინდა განაწყენდე,ხანდახან ხდება ისე რომ არ გვინდა ერთმანეთს ვაწყენინოთ,ეს თავისით ხდება.არ მინდა ... -არც მიფიქრია.ყველანი გავოგნდით,ამის ბრალია ის გაუგებრობაც.არაფერი მომხდარა. -აპირებ რაიმეს ამ შაბათ-კვირას ? .. - ღიმილით იკითხა სანდრომ და მთელი სხეულით შებრუნდა მეგობრის მხარეს -მინდა დავისვენო.სახლში კი იმდენი საქმე მაქვს არამგონია დასვენება გამომივიდეს.ჩემი კაბინეტი სავსეა საქაღალდეებით. -ყველაფერი დალაგდება,მალე ყველაფერი იპოვის თავის ადგილს. კიტამ გაუღიმა მეგობარს,თითქოს მის გვერდში დგომას აფასებსო,სინამდვილეში კი ამ ღიმილით ატყუებდა,თავში მხოლოდ ერთი კითხვა ყიოდა უკანასკნელი ძალების დაძაბვით."გაივლის კი?დალაგდება?მე კი მეშინია პირიქით არ მოხდეს.ამის მეშინია მე". საკმაოდ გვიან იყო სახლში რომ დაბრუნდა.მართალია ანეს უთხრა დაისვენეო თუმცა დედის გულს ვერ დაესვენა მისი შვილის არყოფნის ცოდნით და ახლაც მისაღებში მყოფი,გაფითრებული შეეგება დოლაბაურს.კითხვაზე რატომ არ დაიძინე,ასე რად იღლი თავსო ერთადერთი პასუხი ჰქონდა " ეკატერინემ დარეკა,ერთ თვეში მოემგზავრება" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.