შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის ცა'მეტი {10}


1-11-2018, 18:47
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 883

დილით ადრე გაიღვიძა , თარაშს აკოცა და სწრაფად გაიქცა სააბაზანოსკენ. შემდეგ სამზარეულოში ჩავიდა საუზმის მომზადება დაიწყო და თან ღიღინებდა. ყურსასმენები ეკეთა თარაში რომ არ გაეღვიძებინა, მაგრამ საწოლში მარტო დარჩენილი მალევე გამოფხიზლდა. სამზარეულოში მყოფს მიეპარა წამსვე სხეულზე აიკრა და ტუჩები დაუკოცნა
_დილამშვიდობისა ცოლო
_მშვიდობიანი დღე ძვირფასო _ უცებ აიღო კარაქიანი პური და ტუჩების ნაცვლად შეაჩეჩა _მეჩქარება ... ნონამ დამირეკა რთული პაციენტი მყავს და დროულად მოდიო .
_მარტივი პაციენტი როდის გყავს შენ . რომელ საათზე მოხვალ
_გვიან
_მერე მე?
_რა შენ ... წადი სადმე ბიჭებთან ერთად. საქმეებს მიხედე, ფეხმძიმე რძალს სურვილები აუსრულე
_რა მოიფიქრე თაისა?
_რა მოვიფიქრე... აი ყავაც მზადაა, დავლევ და გავიქცევი. მგონი დღესაც იწვიმებს როგორ ვერ ვიტან ამ ნოემბერს არც ზამთარია და მაინც სიცივეა
_ნოემბერს ვერ იტანს თურმე ... _ჩაიბურდღუნა და მაგიდასთან დაჯდა . ბოლომდე ელოდა რაიმე სიურპრიზს , მაგრამ წასვლამდე მხოლოდ კოცნა მიიღო და ამით დასრულდა დილის იდილეა .
4 ნოემბერი იყო , მისი დბდებიდღე და ამ დღის ცოლთან გატარება სურდა , მაგრამ თაისამ საეჭვოდ მშვიდად დატოვა. ზუსტად იცოდა რაღაც ჰქონდა ჩაფირებული , მაგრამ მის გვერდით ყოფნა ყველაფერს ერჩია. ისეთი გრაფიკი ჰონდა ქალბატონს ფატობრივად ვეღარ ხედავდა საღამოს სეთი დაღლილი ბრუდებოდა საწოლზე დაცემა და დაძინება ერთი იყო.
სახლში იბოდიალა და ბოლოს გარერობში შევდა თითქო საგანგებოდ მისთვის იდო დღიურები თაროზე . სულმა სძლია და ერთ ერთი აიღო
_ჩემთან არ ხარ და შენს ნაწერებს მაინც წავიკითხავ _თავი გაიმართლა და წინასწარ გათვლილივით ზუსტად იქ გაჩერდა სადაც მის დაბადებისდრეზე ეწერა
_" თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც თარაშს შევეჯახე . იმდენი რამ მოხდა ამ 11 თვის განმავლობაში რომ ყველას გახსენებაც კი ძნელია თითქოს სრულიად შეციცვლე და მაინც ისევ ისეთი ვარ. ახალი გამოცდილებით, ახალი გრზნობებით... რამდენი უცხო ემოცია დამეუფლა , ბევრი ჩემთვის წარმოუდგენელი რამ გავაკეთე და მაინც არასდროს მიცნდება სინანული , უკან რომ დამაბრუნა ისევ დავეჯახებოდი , ისევ ისე მოვიცეოდი როგორც მაშინ ...
ახლა ნოემბრის სამი, ხვალ თარაშის დაბადების დღეა და მე აქამდე წარმოდგენა არ მქონდა თუ ასე უბრალოდ თარიღის შეყვარება შეიძლებოდა, ჩემთვის ვისაც ახალი წელიც კი არ უყვარს დიდად. მიყვრს ნოემბერი , მიყვარს ნიოემბრის ოთხი და მიყვარს ქალი რომელმაც თარაშის თავი მაჩუქა, დიახ სწორედ მე მაჩუქა და სულ რომ ცა გაიხსნეს მაინც დარწმუნებული ვქნები რომ ისაა ჩემი ადამიანი და მე მისი ადამიანი...
ხედავთ რა დიადი გრძნობაა ეს სიყვარული ? ერთი კაცი კი არა მასტან ერთად რამდენი დამიანი შევიყვარე . ყველა და ყველაფერი მეძვირფასება ვინც მისთვისაა ძვირფასი.
მინდა რაღაც განსხვავებული ვაჩუქო , ანდაც უბრალოდ ემოციებით გავავსო მაგრამ აზრზე არ ვარ რა უნდა გავაკეთო .
როგორც გავიგე დილით მშობლების სახლში არის , ალბათ მაიას ულპცავს საკუთარ დაბადებისდღეს. მიყვარს მისი დამოკიდებულება მსობლების მიმარათ, მართალია მირიანისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს , მაგრამ პატივს სცემს საკუთარ თავსაც და მასსაც არასდროს იქცევა თავხედურად და შეურაცხყოფას არ აყენებს...
მოკლედ დღის მეორე ნახევარში უნდა გავაკეთო რამე და იმედია მოვიფიქრებ დროულად რომ მერე იდეა იდეად არ დარჩეს "
ინსტიქტურად გაახსენდა განვლილი 32 წელი , სულ რამდენიმეჯერ არ იყო მშობლიურ სახლში ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყანაში არ იმყოფებოდა . მაია ამ დღეს მირიანისგანაც იღებდა საჩუქარს. ჩვეულებისამებრ იხსენებდნენ მშობიარობის დღეს .
ფიქრების გასაფანტად ისევ კითხვა განაგრძო
" დილიდან ყველაფერი გავთვალე. თამარაც კი ჩავრთე საქმეში. ჯერ მითხრა არაფერი გამოგივაო , მაგრამ მერე დამთანხმდა .
მთელი ღამე ვერ დავიძინე , 12 საათზე მინდოდა მიმელოცა , ათასჯერ ავიღე მობილური და ბოლოს გაჩერება ვარჩიე . შემდეგ ძლივს დავჯავშნე სასტუმროს ნომერი . მაინცადამაინც იქ არ იყო თავისუფალი ადგილები სადაც მე მინდოდა და ისეთები მოვიფიქრე ზუსტად იმ ნომრის გასაღების ხელში ჩასაგდებად რომ გახსენებაც არ მინდა. მოვკვდებოდი თარაში იქ რომ ვერ მიმეყვანა . იმედია მართლა კარგი ადგილია და ტყუილად არ უყვარს იმ არანორმალურს თორემ გავგიჟდები.
არვიცირა ხდება , მაგრამ მართლაც უჩვეულო შეგრძნება მაქვს...
ყოველთვის ვფიქრობდი რომ სიყვარული ყველაზე ძლიერი , უთავმოყვარეო, უპრინციპო, გრძნობების მმართველი რამაა და მისი ასე უბრალოდ აღწერა შეუძლებელია. სიყვარული აგვამაღლებსო , მაგრამ ჩემი აზრი ორ უკიდურესობაშია შესაძლოა დაგვამდაბლოს კიდეც. როდესაც გიყვარს გარკვეულწილად იმორჩილებ და ემორჩილები , ყველაფერს აკეთებ არა შენთვის არამედ მისთვის . გავიწყდება ყველაფერი როდესაც ჰორიზონტზე ჩნდება და მერე მთლიანად მასზე დამოკიდებული ხდები.
ადრე თუ უბრალოდ საკუთარი თავი მიქმნიდა განწყობას ახლა უკვე თარაშის ქცევაზე ვარ დამოკიდებული. გააჩნია რა მოხდება , როგორ მოიქცევა გამაგიჟებს თუ დამამშვიდებს...
უკვე მზად ვარ , დღეს მეოთხედ ვშლი დღიურს , როცა ზედმეტად ვინდომებ ყოველთვის ღმერთი დამცინის ახლაც ასე იქნება ვიცი , ვგრძნობ მაგრმა წამის წინ სარკის წინ დიდი მონდომებით ვტრიალებდი. საერთოდ არ მინდა ჩემი გარეგნული მხარე იყოს წამყვამი ჩვენს ურთიერთობაში , მაგრამ მაინც ზედმეტად მინდოდა ამ საღამოს ლამაზი ვყოფილიყავი. აი კიდევ ერთი განსხვავება, ადრე არასდროს ვმდგარვარ ამდენ ხანს სარკის წინ.
ჯანდაბა ... გული ისე მიცემს მგონი სჯობს საერთოდ არ წავიდე რესტორანში და პირდაპირ საავადმყოფოში გავქანდე ... "
" სპეციალურად გვიან მივედი რომ გეგმა სისრულეში მომეყვანა, შენობაში შევედი და არეულობაში ყველა ნაცნობი დავინახე ალასანიას გარდა. ბოლოს მითხრეს აივანზე გავიდაო და მეც იქეთ წავედი.
აჟიტირებული, ემოციებით სავსე, გულაჩქარებული მივაბიჯებდი და წამში ნაწილებად დავიშალე. თითქოს ფაიფურის ვიყავი და იატაკზე დანარცხებისას მხოლოდ ნამსხვრევები დარჩა ჩემგან.
და მაინც რა მარტივი ყოფილა შეყვარებული ქალისთვის გულის ტკენა, ერთი შეხება, წამი როდესაც ვიღაც სხვა ქალია მასთან ვინც გულისგაჩერებამდე გიყვარს და გრძნობ ტკივილს რომელიც ძალას გაცლის...
განა ისეთი რა დავინახე, ერთხელ მინახავს სხვა ქალთან თუ ორჯერ. სხვა დროს ყურადღებასაც არ მივაქცევდი თავხედურად გავაგრძელებდი გზას და იმ ქალს გავაქრობდი , მაგრამ ამჯერად ვერაფერი გავაკეთე. არ შემეძლო , არ მინდოდა და მარტივად, იქაურობას წამის მეასედში გავეცალე. ეზოში გავედი , სვლა ისე გავაგრძელე რომ არც გამხსენებია მამას მანქანა.
გზას მივუყვებოდი როდესაც მკლავში მწვდა და სწრაფად შემაბრუნა.
წარმოდგენა არ მაქვს როდის გამომყვა, ისიც არ ვიცოდი რომ შემამჩნია, მაგრამ იქ იდგა ჩემს წინ და ჩვეული ღიმილით მიღიმოდა
_საჩუქარი არ დაგიტოვებია ისე წახვედი , ასე შეიძლება ?
_საჩუქარი არ იქნება, მივხვდი რომ არ იმსახურებ
_შენს ტვინს რომ ვკითხოთ გულსაც არ ვიმსახურებ , მაგრამ ხომ ჩემია _ მკერდზე თითებს მადებს და ახლოს იწევა _აი , წამსვე გამომეხმაურა...კანი დაგეხოკლა, გცივა ? _ლოყაზე ჩამოშლილი თმა გადამიწია და თავისი მწვანე თვალები მომანათა. ნეტავ შემეძლოს იმის აღწერა როგორ მიყვარს მისი მწვანეები .
_მცივა და იმაზე საუბარი რაც დიდი ხნის წინ გაიგე და დაგიდასტურე კიდეც მომაბეზრებელია . დაუბრუნდი შენს სტუმრებს , საჩუქრები ბევრს ექნება შენთვის და შეგიძლია აირჩიო ვისგან რას მიიღებ
_სიცივეა, ნამდვილად. წავიდეთ
სწრაფად ჩამკიდა ხელი და მანქანისკენ წამიყვანა . როგორც ჩანს რესტორანს საკმაიდ მოვშორდი.
_არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა
_აი გასაღები , დაჯექი და უბრალოდ წადი იქ სადაც ეს ღამე უნდა გაგეტარებინა _ხელისგულში გასაღები ჩამიდო და თავად მგზავრის სავარძელში მოთავსდდა _ დიდხანს მალოდინებ ? მალე დაბადებისდღე აღარ მექნება
_ვერ გიტან იცი ?
_გიყვარვარ? კარგი რა რამდენჯერ უნდა მითხრა ისედაც ხომ ვიცი ... შემომხედავ გაითიშები და ვხვდები _ მიღიმოდა , ისე მიღიმოდა ყველაფერს მავიწყებდა.
არ ვიცი უნდა წავსულიყავი თუ არა , მაგრამ ისევ საკუთარ მინდას დავუჯერე, თუმცა ბოლი დროს ჩემი "მინდა" მის "მინდას" უკავშირდება.
ვიცი რომ იცოდა სადაც მივდიოდით, ვიცი რომ ყოველთვის ყველაფერი იცის , მაგრამ ვგიჟდები როგორც თამაშობს. მიყვარს როგორც აფართოებს თვალებს და ყალბი გაოცებით მიყურებს. მიყვარს მომენტს რომ იყენებს და ვითომ ბედნიერებისგან გონებაარეული მეხვევა , მერე უცებ მშორდება და მორცხვი გოგოს ხმით მეუბნება , რომ ზედმეტად არ შევეხო .
მიყვარს
მიყვარს
მიყვარს
ღმერთო რა უსასრულოდ მიყვარს "
სუნთქვა შეეკრა, გაახსენდა ყველაფერი და ბრაზი მოერია. ყოველი წამი ინანა რასაც თამაშში ფუჭად კარგავდა. სწრაფად მოემზადა, გამოიცვალა. რამდენიმე ადგილას დარეკა. პატარა ჩანთაში ნივთები ჩააწყო და სახლი დატოვა.
კლინიკაში იყო , პაციენტს ესაუბრებოდა . უღიმოდა და მის მდგომარეობას ისე არკვევდა. მოხუცი ქალიც ლოცავდა და პარალელურად პასუხობდა. ბატონი რომ შეიპარა პირზე თითები მიიფრა და ქალს ანიშნა გაჩუმებულიყო. ცოლს ლოყაზე აკოცა და გული გაუხეთქა
_აი ვაიმე როგორ შემეშინდა თარააშ აქ რას აკეთებ...ეს რა ჩაგიცვამს _ხალათს, ბაჰილებს და ქუდს რომ შეხედა გაეცინა
_რა არ მიხვდება ? ბებო ხომ ძალიან მიხდება ?
_კი შვილო , როგორ არ გიხდება
_უკაცრავად ქალბატონო ლალი, ის ექიმი არ არის და არ აქვს ამ დროს აქ შემოსვლის უფლება. აქ პაციენტებს სძინავთ _თვალები დაუბრიალა და ხელი ჩაკიდა რომ გაეყვანათ_ახლავე დავბრუნდები და გავაგრძელოთ ხო ?
_ქალბატონო ლალი , შესანიშნავად გამოიყურებით. აშკარაა რომ თქვენზე იზრუნეს. იცით ეს ქალბატონი _ქალთან მივიდა და თაიააზე ანიშნა
_თაისა ?
_დიახ, თქვენი თაისა ექიმი ...იცით სახლში საერთოდ არ არის. სულ აქაა და გადავწყვიტე ავად გავხდე. მეც დავწვები აქ სადმე და საათში ერთხელ ხომ მაინც დამელაპარაკება
_თარაშ გეყოფა, სირცხვილია რეებს ამბობ
_შენი ქმარია შვილო ეს ბიჭი ? ახალი დაქორწინებულები ხართ ალბათ ხომ ? როგორ შეიძლება შვილო ასეთი ბიჭის მარტო დატოვება , ენატრები
_ქალბატონო ლალი , დიდი მადლობა რომ გამიგეთ
_თარაშ ალასანია ... გეფიცები დაცვას დავუძახებ _ჩუმად უთხრა, თან ეცინებოდა თან ცდილობდა სერიოზული ტონი შეენარჩუნებინა
_გულს მტკენ ძვირფასო
_გაჩუმდი ... _ უკან გასწია და სკამზე დასვა _ შენი ხმა არ გავიგო.
მოხუცის გასინჯვა განაგრძო , მერე წამლები მისცა . ქალი ბოლომდე იღიმოდა მერე დაემშვიდობა წყვილს და სიცილით ჩაილაპარაკა
"ეჰ , რა კარგია ახალგაზრდული სიყვარული "
დერეფანში მიაბიჯებდა და თარაშს ზედაც არ უყურებდა
_აქ რა გინდა ვერ მეტყვი ? შეიძლება საყვედური მითხრან... პალატაში ავადმყოფის მნახველებსაც კი არ შემოდიან ამ დროს
_დამშვიდდი , დაველაპარაკე შენს უფროსს უკვე
_ღმერთო როგორ გიყვარს შენი სახელის გამოყენება თარაშ, ახლა ისე მომექცევიან როგორც მდიდარ გოგოშკას
_რაღა გოგოშკა დაბერდი სამედიცინოს დამთავრებაში ... _სერიოზული სახით განაცხადა და ხალათი მოიშორა _ ექიმი უნდა ვიყო რაა , ჯერ როგორ მიხდება
_ჩემზე უფროსი რომ ხარ ხომ არ გავიწყდება
_მე არა, მაგრამ შენ დაგავიწყდა
_საქმეები მაქვს , საღამოს მოვალ_ოთახში შეიყვანა აკოცა და გაუღიმა _წასვლის დროა , ხომ მიიღე დღის დოზა
_ექიმო ეს ანალგეტიკი არ მიშველის, რაიმე უფრო ძლიერი მჭირდება ლომკა მაქვს ერთგვარი მალე როგორ ამბობთ ექიმები ? ტრემორი ხომ ? მოკლედ ეგ დამეწყება კიდევ გავიყინები გონებას დავკარგავ , კრუნჩხვები და ამბები _ხალათი მოაშორა, ფონენდოსკოპიც იქვე დადო და ყელში აკოცა _რაიმე მოიფიქრეთ ექიმო ?
_სახლის პირობებში მკურნალობაა საჭირო ... ამ ტერიტორიაზე არ გამოვა
_სწორია, შესაბამისად ეს ადგილი უბდა დავტოვით _მისი მოსაცმელი და ჩანთა აიღო ხელი მოხვია და ოთახიდან გავიდა _წავედით
_სად წავედით
_გათავისუფლებული ხარ მომავალ მორიგეობამდე...
_ კი ,მაგრამ
_ჩშშ, ქმარი რომ გეუბნება უნდა დაუჯერო . როგორი ურჩი ცოლი ხარ თაისა ?
მიდიოდნენ და ყველა მათ უყურებდა. ალასანიას ღიმილი და საუბრის მანერა ვის არ მოსჭრიდა თვალს, თაისას უკვე ყველა იცნობდა თავისი ხასიათის დამსახურებით.
კარი როგორც კი გაიარა მაშინვე შეუბღვირა ალასანიას მაგრამ ისე უყურებდა დიდხანს ვერ გაძლო . ხმაურით აკოცა ლოყაზე და მანქანისკენ წავიდა
_წავედით, საშინლად მშია და იმედია მალე დამანაყრებ
_საჭმელი გშია თუ მე
_ორივე , მაგრამ სჯობს ჯერ კუჭი დავანაყროთ
_წავედით...
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ იკითხა სად მივდივართო, მაგრამ უშედეგოდ . ბოლოს ნაცნობი ადგილი რომ დაინახა გაეღიმა
_აქ რა გვინდა თარაშ? მეხსიერება დამიბრუნდა გახსოვს ?
_გადმოდი ..._მანქანიდან პირველი გადავიდა ჩანთაც გასაიტანა და სასტუმროს შესასვლელისკენ წავიდა. თაისა თითქმის ყველაფერს ხვდებოდა , მაგრამ მაინცადამაინც ის ადგილი რატომ აირჩია ვერ გაიგო. ოთახში რომ შევიდნენ მაშინვე აივნისკენ გაიქცა მაგიდა უკვე მზად იყო. ზუსტად იქ სადაც წლების წინ
_ჩემ დაბაადებისდღეს გილოცავ ... დაე ღმერთმა პრობლემები გვაკმაროს და ბოლო ამოსუნთქვამდე შენს გვერდით მამყოფოს... ჯანდაბა მგონი მართლა დავბერდი ისეთ რამეებს ვიძახი _ აკოცა და თან სხეულზე აიკრა.
_რატომ აქ ...
_გახსოვს შენ რომ მომიყვანე ? იმ ღამით იტირე
_სულელი ვიყავი ... შენ არ გითქვამს როგორ მიპოვნე
_აივნიდან დაგინახე და მაშინვე გამოგყევი. ბოლოს ვერ გავძელი და შეგაჩერე . იმ ქალმა თავად მაკოცა და შენ არასწორად გაიგე მაშინ... მე მთელი დღე ველოდი ჩემი გიჟი თაისა რას გააკეთებდა. ძლივს გამოვტეხე თამარა , მითხრა საღამოს მოვა და გაიგებო
_ეგ მაშინ რატომ არ მითხარი
_არ დამიჯერებდი, აზრი არ ჰქონდა თავის მართლებას... თანაც მომწონდა რომ ეჭვიანობდი , ვერ ვიაზრებდი როგორ გტკიოდა და მერე რომ იტირე , გაგაღმერთე _ მის ტუჩებთან თქვა და ისევ აკოცა_მიყვარხარ , მიყვარხარ , მიყვარხარ უსასრულოდ მიყვარხარ !
_გინდა ისევ ამიჩუყდეს გული ?
_არა, არ მინდა იტირო ... მივირთვათ და მერე გავისეირნოთ
_ჩემი საჩუქარი ?
_საჩუქარი ნომერში რომ დავბრუნდებით მერე, თავად გავაშიშვლებ და დავაგემოვნებ
_იქნებ სხვა საჩუქარი მაქვს...
_ფეხმძიმედ ხარ ?
_ასე პირდაპირ არ ეკითხებიან
_ეგ ისეთი ამბავია ცალკე ბაბთები და ამბები არ უნდა საჩუქარი და სიურპრიზია ისედაც...მართლა ?
_არა
_ანუ მუშაობას ვაგრძელებთ...
_ასე უხეშად ნუ ამბობ
_განაყოფიერებას ვცდილობთ თუ როგორ ვთქვა ექიმო
_ზოგჯერ როგორი აუტანელი ხარ ხვდები ?
_არათუ მიტან არამედ გიყვარვარ და უჩემოდ ვერ ძლებ
სეირნობდნენ, ის კი ისევ არაფერს ამბობდა. თარაშს მოთმინება ამოეწურა
_თაისა რა ხდება ?
_მალე ... მალე
_რა მალე
_ბიძა გახდები
_მეღადავები ? ნატას მუცელი ეტყობა უკვე
_სხვა ბავშვზე ვამბობ
_რაა ? თამარა ... თამარა
_რა თამარა , არა რა თამარა გადაირიე ?
_მე რა ვიცი მაგას რა წამოუვლის , გული გამიხდა ცუდად _სკამზე დაჯდა და ამოისუნთქა. მერე უცებ წამოვარდა _ანდრო ? ანუ მართა ?
_ხოო ოღონდ ჩუუ ... მართა კლინიკაში დავინახე. მგონი არ იცის იქ რომ ვმუშაობ. ჩუმად ვნახე ანალიზების პასუხები ისეთი სახით გავიდა შენობიდან შემეშინდა რამე ცუდი ხომ არ სჭირს_თქო
_როდის გაიგე ეგ
_დღეს
_აქამდე ვერ მითხარი ?
_ანდროს ბავშვი უნდა ?
_შენი აზრით ?
_აბა ის გოგო ასეთი მოწყენილი რატომ იყო... უკვე პატარაა აღარაა, არც სტუდენტია ნუ მეორე პროფესია აირჩია , მაგრამ ... ანდრო ხომ უყვარს , უყვარს
_ანდრო მამა გახდება , ჩემი ანდრიკო გახდება მამა ?
_ხოო , მეც არ მჯერა
_ ნეტავ უკვე იცის?
_რომ იცოდეს ხომ დაგირეკავდა
_ხო ეგეც მართალია ... დავბრუნდეთ ნომერში ? ხედავ ძმებმა როგორ დამჩაგრეს? ყველაზე უფროსი მე ვარ და ჩემზე ადრე გახდებიან მამები ეგ ჩამოუყალიბებელი, სულელი კაცები
_მე მიბრაზდები ?
_დიახ !
_მე რა შუაში ვარ
_შენი სამსახური უფრო გიყვარს ვიდრე მე _ გაბუტული ბავშვივით მიაბიჯებდა წინ და თაისა ანკესზე ისე წამოაგო რომ გოგო ვერაფერს მიხვდა
_თარაშ ასე ნუ მექცევი ... რა გავაკეთიო თუ არ ვიმუშავე ექიმი ვერასოდეს გავხდები
_ბოლოს აქ რომ ვიყავით მითხარი ყველაფერზე მეტად მიყვარხარო , ჰაერი არ მყოფნის უშენოდ დიდხანს რომ ვრჩებიო. რომ ვერ გხედავ ცუდად ვარ და სხვასთან რომ გხედავ ვკვდებიო
_არ მახსოვს ეგ მე, ვტიროდი და ვერც გხედავდი ნორმალურად
_მერე რომ გაკოცე არც ეგ გახსოვს ალბათ
_მახოვს ... მოხვედი ცრემლები შემიმშრალე და მაკოცე
_მესამედ ვერ შევიკავე თავი
_რა ? _ უცებ ვერ გაიაზრა რას ეუბნებოდა თარაშს მზერა გაუსწორა და გული გაუთბა
_პირველად მარტის დასაწყისი იყო .ყინავდა ისევ შენ კი როგორც ყოველთვის ქუდი არ გეფარა და სულ გათოშილი იყავი. ტუჩები ისე გაგილურჯდა საუბრისას რომ შენი სიტყვები საერთოდ არ მესმოდა
_მეგონა მოვკვდებოდი , ისე უცებ მომეხვიე და მაკოცე
_და მერე გამარტყი
_ მანამდე სხვას კოცნიდი და სხვიის ნაკოცნი ტუჩებით მაკოცე . ცემის ღირსი იყავი აბა რა
_კარგია ახლა რომ აღარ მირტყავ თორემ მაშინ ყბა მატკინე ისეთი გამომიქანე
_მერე ხომ გაკოცე
_ეგ მეორე თაისა იყო ... ჩემმა გულმა რომ გათიშა ის თაისა , რომელმაც ლამის ტუჩი დამაკარგვინა
_თან მინდოდი და თან ვბრაზობდი
_მეორედ საშინლად გამაბრაზე...მითხარი თუ სულელურია ჩემი სიყვარული როგორც უაზროდ შეგიყვარე ისე გადაგიყვარებ და სხვას შევიყვარებო ... მინდოდა დამეხრჩე , მაგრამ რომ მოგიახლოვდი ისე მიყურებდი ამ შენი ანთებული თვალებით სულ დამავიწყდა რა მინდოდა
_უკვე ივლისი იყო ... მანამდე ერთხელაც არ გიკოცნია და მომკალი ღამის კოშმარებით_მკლავები მოხვია და გარინდულმა მიაწება ტუჩები ყელზე _ რატომ დავკარგეთ ის ერთი წელი თარაშ
_არ დაგვიკარგავს , მაშინაც ერთად ვიყავით. იმ დროს მივხვდი რომ შენ ყველაზე საოცარი ქალი იყავი , რომ შენ ჩემი ცოლი იქნებოდი და არასდროს მიმატოვებდი . ყოველი გაბრაზების შემდეგ მაინც რომ ღელავდი ჩემზე და ისევ ისე გიყვარდი სწორედ ეგ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი
_ვისაც არასდროს უჩხუბია ისინი პირველივე დაბრკოლებისას დაშორდებიან , მე და შენ კი ერთმანეთს დავხოცავთ თუ საჭირო იქნება , მაგრამ იქ ზემოთ ჯოჯოხეთშიც ერთად დავიწებით _თარაშის სიტყვები გაიხსენა ისევ და გაეღიმა _მიყვარს შენი გულის ხმა რომ ისმის ყველგან
_შენ ჭკუას კარგავ სენტიმენტალურ ბიჭად რომ გადმააქცევ და მხოლოდ შენთან დაკავშირებულ ემოციებს რომ განმაცდევინებ. გიყვარს მწყობრიდან რომ გამოგყავარ, გიყვარს ბრაზისგან ძარღვები რომ მისკდება, გიყვარს სუნთქვა რომ მეკვრის და პატარა ბავშვივით ტირილი მინდება , გიყვარს შენი გაკაწრული თითის გამოც რომ ვპანიკდები _თვალები აენთო , მაგრამ ისევ ისე იდგა და ზემოდან დაჰყურებდა საყვარელ ქალს რომელიც იღიმოდა და მის წვერიან ლოყაზე დაატარებდა თხელ თითებს
_ჯერ არ ამოწურულა ჩემგან გამოწვეული ემოციები
_ხოო? კიდე რაღა დარჩა ეჭვიანობისგანაც გავგიჟებულვარ, მე თარაშ ალასანია რომელსაც ეჭვიანობა სისულელედ მიაჩნდა და საერთოდ იმის გამო ჩხუბი რომ ქალს ეცეკვა ვიღაც ხომ საერთოდ
_მაგას ნუ გამახსენებ ... მერე რომ მიმტკიცებდი შენ არაფერ შუაში ხარ, ეგღა მაკლია შენ გამო ვიჩხუბო ნუ გეჩვენება რაღაც რომანებიდან მონაკვეთებიო ?
_მეც ვერ ვიაზებდი რეალურად რაზე გავბრაზდი მაშინ... როგორ გხვევდა იმ ხელებს წელზე ... თვალებიც უნდა ამომეთხარა რომ გიყურებდა იმ შენ დეკოლტეში და ლამის დორბლები ცვიოდა
_ეგრე შენ იქცეოდი ...
_მე? რა სისულელეა
_ახლა მაინც აღიარე რომ თავიდანვე გიჟდებოდი ჩემი მოახლოებისას _ყურთან აკოცა და მერე ყელზე დაუტოვა სველი კოცნის კვალი
_ღამით მესიზმრებოდი ... ჯანდაბა , კოშმარზე უარესი იყო . თინეიჯერობისას არ მინახავს მსგავსი სიზმრები . შენ კი ამ შენი მაცდური ღიმილით, მზერით , შეხებით ჯანდაბა რა საშინელი გოგო ხარ. როგორ შემაბი , მომაჯადოვე ხო ? _მოშორდა და შენობისკენ წავიდა _წამოდი ოთახში ავიდეთ , ისე მაკოცე ამი*^* _ლიფტში შეიყვანა და წამსვე აკოცა
_რა გესიზმრებოდა
_არ გეტყვი ... წამომაცდევინე ეგეც. ჭორიკანა უნებისყოფო კაცო ვხდები შენთან , ვჩმორდები ბლ*&*
_ნუ ბილწსიტყვაობ როცა მეფერები
_წამომყევი და გაჩუმდი _ სწრაფად გააღო კარი და შესვლისთანავე მოიშორა ფეხსაცმელი , მოსაცმელი და ქალისკენ რომ შებრუნდა მშვიდად იხევდა უკან
_მითხარი რა გესიზმრებოდა
_თაისა აქ მოდი
_მითხარი _ნელა იხდიდა და უკან იხევდა . მერე ზურგი აქცია და საწოლისკენ წავიდა. ხელში კაშნე ეჭირა თარაშს ჯერ ყელზე მოახვია თავისკენ მიიზიდა და აკოცა , მერე მაჯები შეუკრა და საწოლისკენ უბიძგა
_თაისა ეს წამებაა უკვე
_მითხარი და ლმობიერი ვიქნები
_და რომ არ გითხრა რას გააკეთებ
_შენთან ერთად არაფერს ... მე და ჩემი თითები დავრჩებით მხოლოდ
_ექიმი კი არა სადისტი ხარ... გული რომ გამისკდეს ხომ შეიძლება
_შიშველი ვიყავი ? _ზემოდან მოექცა და მკერდზე აკოცა _სრულიად შიშველი ? შენ მაშიშვლებდი თუ
_არა ... არ ყოფილხარ შიშველი
_აბა ?
_საქმეც მაგაშია
_შენზე ვძალადობდი თარაშ?
_შენი მზერა იყო ყველგან , შენ სურნელს სიზმარშიც ვგრძნობდი
_რომ იღვიძებდი მერე ? _ ქვედა ტუჩზე აკოცა და პარალელურად თითები ბოქვენისკენ აამოძრავა
_ვყვიროდი და გემუქრებოდი რომ ხელში ჩაგიგდებდი და ყველგან გაკოცებდი , სულ მთლად გაგაშიშვლებდი და მოძრაობის საშუალებას არ მოგცემდი _უცებ მიაყარა ხელები არც გაუხსნია ისე გადაბრუნდა და ზემოდან მოექცა _ხელები გამიხსენი ... თორემ გავიხსნი ხომ იცი
_როდის გესიზმრებდი ... სხვასთან რომ იყავი მაშინ ?
_ანუ არ გამიხსნი ... კარგი , საკუთარ ცნობისმოყვარეობას დააბრალე_ ხელები გაიხსნა თაისას შეუკრა და საწოლის თავზე მიამაგრა კაშნეს ბოლო ნაწილით
_თარაშ
_ჩშშ , სასჯელისთვის მოემზადე

სახეაწითლებულ ქალს თვალს არ აშორებდა ... ნელა მოძრაობდა , უყურებდა მის სხეულს , კოცნიდა ყველგან , თითებს ნაზად უჭერდა და მთლიანად შეიგრძნობდა .
ხელები გაუხსნა და სხეულზე აიკრა ძალაგამოცლილი ქალი . მერე თვალები დახუჭა და სუნთქვის დარეგულირებას დაელოდა .
თაისა ჩუმად იწვა და იმაზე ფიქრობდა როგირ აერია გეგმები. როცა საქმე თარაშს ეხებოდა უბრალოდ შეუძლებელი იყო წინასწარ გაგეთვალა რა მოხდებოდა.
ერთი საათის შემდეგ აივანზე დადიოდა სიგარეტით ხელში და ფიქრობდა ანდროსთვის დაერეკა თუ არა. მერე იძახდა მე ხო არ ვეტყვი შე ჩემა მამა ხდებიო . მერე უცებ გაჩერდა და მშვიდად მჯდომ თაისას გახედა
_იქნებ მართას აბორტის გაკეთება უნდა და საერთოდ არ ფიქრიბს ანდროსთვის თქმას
_მოდი ყავა დალიე, შოკოლადი ჭამე აშკარად ძალების აღდგენა გჭირდება. დაბერდი და აწი ყველაფერი შეიძლება მოხდეს
_ნუ მეღადავები თორემ დაგაბრუნებ უკან , საწოლში . რამდენი ჩაიცვი გცივა ?
_სიცივეა ტარზანო ... ნოემბერია უკვე საღამოა და აქ ისედაც ცივა
_ჩაის სვამ ?
_არა , ცხელ შოკოლადს
_თვალები ასე რატომ გიბრწყინავს
_როდის არ მიბრწყინავს
_ასე მაშინ გიბრწყინავს რაღაც შოკს რომ მიმზადებ
_ჩემი მარაგი ამოუწურავია ხომ იცი... სულ მზად უნდა იყო არავინ იცის როდის და რა ამბით დაგატყდები თავს
_როგორ მაშინებ ასე მშვიდად რომ ხარ
_მიყვარს ასეთს რომ გიყურებ
_რომ ვეწევი ? _ჩაიცინა მისი ნაწერი რომ გაახსენდა .თაისამ თავი სავარძელს ჩამოადო და თვალები დააწვრილა
_რაღაც ბედნიერებისგან რომ გაღელვებს და მოსვენებას კარგავ. ასეთი მღელვარება საოცრად გიხდება იცი ?
_კიდევ რა მიხდება
_მე გიხდები
_ხოო?
_არ იცოდი ? _ მიუახლოვდა მკლავები მოხვია და ტუჩებზე შეეხო . თარაშმა სიგარეტი გადააგდო და მკლავები მოხვია
_ვეჭვობდი
თაისამ საათს შეხედა და უცებ დაიხსნა თავი მისი მკლავებიდან
_დრო იწურება
_რა ხდება
_თითქმის 24 საათია ვფიქრობ როგორ გითხრა და ათასი იდეა მომაფიქრდა , ყველა შანსი გავუშვი და ახლა უბრალოდ გეტყვი რომ
_მოიცა მირეკავენ ვუპასუხებ და მერე მითხარი ... გისმენთ
მაია ურეკავდა. წამით გაჩუმდა მერე ძალა მოიკრიბა
_გილოცავ დე
_მაია
_მომენატრე დე
_მეც გილოცავ
_მეგონა დღეს მაინც მოხვიდოდი ... მირიანი
_არ გინდა , მაგ კაცზე საუბარი არ მინდა ვთიშავ
_თაისა როგორაა
_კარგადაა
_დილით მოვიდა , მომილოცა და ცოტა შეუძლოდ გახდა ამიტომ გკითხე.
_კარგად დედა
_ნახვამდის
მობილური ჯიბეში ჩაიდო და თაისასკენ შებრუნდა
_რა გინდოდა იმ სახლში ?
_მაიას მადლობა გადავუხადე რომ გაგაჩინა და ვუთხარი მეც ვატარებ მუცლით ალასანიასთქო. მერე გული ამიჩუყდა მისი ცრემლების დანახვისას იმიტომ რომ ეგ ქალი მე ასე ცუდად არაასდროს მინახავს და
_შენ არ უნდა ჩაერიო ჩვენ ურთიერთობაში ასე მარტივად არ შევურიგდები ორივე ერთმანეთს იცავს და დანაშაულს ვერ გრძნობენ საერთოდაც ... _მისკენ დაიძრა კუთხეში მიიმწყვდია და ბოლოს გაჩერდა. უცებ გაშეშდა _შენ ...მუცლით ... აქ ? _ მუცელზე მიადი ხელი და თვალები დახუჭა მერე ხმამაღლა გაიცინა და მთელი სახე დაუკოცნა _ არაო როგორ მითხარი
_მართაზეც უნდა მეთქვა და ორივეს ერთად ხო არ გეტყოდი ვიფიქრე გული არ გაუსკდეს ჭარბი სიხარულისგანთქო _გაიცინა და ჩაეხუტა.
"ყველა ემოცია ერთად შევიგრძენი თარაშს რომ ვუთხარი. თითქოს მანამდე ცაში დავფარფატებდი . დედა გავხდები , ჩემი თარაშის ნაწილია გოგო ან ბიჭი ... არც კი ვიცი ახლა ზუსტად რას ვგრძნობ .მისი გულისცემა მესმის და ის მომენტია როდესაც სიტყვების თქმა საერთოდ არ მინდა . უბრალოდ დიდხანს მინდა მასთან ვიყო ასე პატარა უსუსური ბავშვივით ვყავდე გულზე მიკრული და თავის დიდრონ მკლავებს არ მაშორებდეს. მგონი ამ დროს კიდევ უფრო გიყვარდება, როდესაც იაზრებ რომ დედობის ბედნიერება გხვდა წილად სიყვარულიც ორმაგად ძლიერდება"
_როდის გაიგე
_გუშინ საღამოს დავტოვე ანალიზები
_რატომ არ მითხარი
_არ მეგონა , ვიფიქრე უბრალოდ ჯანმრთელობას გავაკონტროლებ_თქო
_რატო მაშინვე არ მითხარი
_ახლაც მიჭირს გააზრება
_მაიას ხო უთხარი
_არ მითქვამს , მომავლის იდეად მიიღო . ენატრებით , საშინლად
_დედობრივი ინსტიქტი აგიმუშავდაა და უთანაგრძნობ ?
_უნდა ნახო
_ რამდენი კვირის ხარ
_ხვალ გავიგოთ... ჩავეწერე გინეკოლოგთან
_ნეტავ ბიჭია ?
_არ ვიცი ... სქესს რომ გავიგებთ მერე ვიყიდოთ რაღაცები . წინასწარ ლაპარაკები და ამბები არ მიყვარს ხომ იცი
_ახლა შეიძლება ყველაფერი გადაგიყვარდეს და თავიდან შეგიყვარდეს
_მადლობა რომ არსებობ და ჩემი ხარ , მიყვარხარ იმიტომ რომ ასე გიყვარვარ _ თვალები დახუჭა და მკლავები უფრო ძლიერ მოხვია
_ჩემი ბედნიერება ხარ შენ ...

*^*^*^*^
ექიმთან მიდიოდნენ ცდუნებას რომ ვერ გაუძლო და ანდროსთან დარეკა. არ პასუხობდა , იფიქრა დაკავებულია ან ძინავსო და შეეშვა. კაბინეტის კართან რომ დადგა თასიას გაყინულმა ხელებმა შეაშინა
_ღელავ ?
_ცოტას
_მთავარია კარგად იყოს _მუცელზე მიიდო ხელი და ღრმად ჩაისუნთქა
_პაციენტი ჰყავს , ჩამოვჯდეთ
დერეფანში ორი ქალი იჯდა . ერთს პატარა მუცელი ჰქონდა , მეორე ალბათ ცხრა თვის იყო . რომ ჩამოჯდა რამდენიმე წუთში სავარაუდო ქმარი მივიდა წყლის ჭიქით ხელში
_აუ ნიკუ არაჟანი მინდა
_რომ გავალთ გიყიდი
_ახლა მინდა
_უზმოზე მისვლა არ სჯობს ?
_მინდა _ ტუჩები დაბრიცა და წამსვე ატირდა
_შენც ასე იქნები ნეტავ ? _თარაშმა მომღიმარ თაისას ხელზე აკოცა
_მეეჭვება , მაგრამ გასაკვირი არაფერი იქნება
კარიც გაიღო და იქედან კიდევ ერთი ფეხმძიმე გამოვიდა.
პაციენტის სკამზე დაჯდომის შემდეგ თითქოს დამშვიდდა მაგრამ ყველაფერს კითხვებით პასუხობდა. ექიმი ქალის ფეხმძიმობა ყველაზე ძნელია . იმდენი კითხვა დაუსვა ექიმს რომ ლამის გააგიჟა. ბოლოს თარაშმა დაამშვიდა და მოისმინეს რჩევებიც. ყველაფერი რიგზე იყო, გულისცემა ჯერ ფაქტობრივად არ ისმოდა , მაგრამ იმ წერტილის მონიტორზე დანახვაც კი ბედნიერება იყო.
უკვე ორმაგად ბედნიერი მიაბიჯებდა. თაისას წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული, თავზე აკოცა რამდენჯერმე და ისევ ანდროსთან დარეკა. უშედეგო ცდის შემდეგ გათიშა და ილიკოს დაურეკა
_ოჰ იუბილარო გუშინ სად დაგვეკარგე ?
_როგორ მელაპარაკები უფროს ძმას ? აქაოდა მამა ვხდებიო ? მარტო შენ ხდები თუ რა
_მოიცა რა ?
_ჩემი გოგო ან ბიჭი 4 კვირისაა ჯერ მხოლოდ , მაგრამ გადასარევად გრძნობს თავს
_აეეე ნატალიაა გოგო სად დაბაჯბაჯებ მოდი რა უნდა გითხრა. ნატაა ბიძა ვხდები ნატუშ _მერე გოგოს კივილიც ისმოდა
_ვაიმეე გილოცაავთ როგირ ხართ ბავშვი როგორაა იყავით ექიმთან ? მოიცა კაცო წუხელვე გააკეთ*& ბავშვი ?
_4 კვირის წინ სავარაუდოდ ...
_ჩვენთან არ მოხვალთ ?
_ანდრო მანდ ხო არაა ?
_გუშინ დილის შემდეგ არ გვინახავს...თამარაა, თამრიი მოდი რა გითხრას შენმა საყვარელმა რძალმა
_რა ხდება ?
_ორმაგად მამიდა ხდები ... შენი ნომერ მეორე რძალიც ფეხმძიმედაა ძვირფასოო.. აუ მაგათი ბავშვი ღმერთოო რას ვიფიქრებდი ამ დღეს თუ მოვესწრებოდი
_ვის ჰყავსო სუპერ რძალიო ვისოო ... არ ავღნიშნოთ?
_მოიცა მე არ ვარ სუპერ რძალი ?
_საერთოდაც სუპერ ძმები გყავს...იმ ბავშვებს ჩახატვა არ უნდოდა?
_არ მოხვალთ ?
_მოვალთ ხო ...
მათთან წავიდნენ , მალე ნინა და ერეკლეც გამოჩნდნენ. ჯვრები იყიდეთ ბავშვს ნათლავთო თაისამ რომ შეჰყვირა ორივე გამოფხიზლდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ყველა ანდროს დაეძებდა. ნუ თარაშმა საერთოდ დატოვა თაისა და წავიდა. ბოლოს ყველას უთხრეს ბავშვზე, არ უნდოდათ მაგრამ ასე რა განერვიულებთო რომ ჩააცივდნენ თქვეს.
ანდრო არსად ჩანდა და არავინ იცოდა სად დადიოდა ან რა ხდებოდა მის თავს

................
იმედია მოგეწონებათ
დიდი თავების დადება ვერ მოვახერხე და ამიტომ გაიტო ასე მოკლედ გელით



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ცოტა ცუდად გადავაბი თავები ერთმანეთს ის იყო სექტემბერში ექიმთან რო მივიდნენ და არ იყო ფეხმძიმედ და აქ უკვე ნოემბერია ეწერა კიდეც

 


№2 სტუმარი Natia

ემოციებით სავსე ვარ,ანდროზე ჯავრი გადამიყოლებს

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

Natia
ემოციებით სავსე ვარ,ანდროზე ჯავრი გადამიყოლებს

მომდევნო თავში მოვაგვარებ ანდროს ამბავს დამშვიდდით

 


№4 აქტიური მკითხველი La-Na

ოოოო მე ახლა ანდრო რომ მაინტერესებს სად გაქრა?ესენი რომ სუპერ წყვილები გვყავს მაგას თქმა არ უნდა.შენ კი ჩვენი პოზიტივი და სიყვარული ხარ ❤❤❤❤❤
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
ოოოო მე ახლა ანდრო რომ მაინტერესებს სად გაქრა?ესენი რომ სუპერ წყვილები გვყავს მაგას თქმა არ უნდა.შენ კი ჩვენი პოზიტივი და სიყვარული ხარ ❤❤❤❤❤

ანდროს ამბავს ხვალ გავიგებთ და საერთოდ დავასრულებ დაძაბულობებს მერე ბოლო თავები სულ თბილი და მშვიდი იქნება

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

რა მოითმენს ახლა ხვალამდე smiley თბილი და ემოციებით სავსე თავი იყო heart_eyes
ხვალ ველოდები ანდროს და მართას, ძალიან მაინტერესებს რა ხდება ანდროს თავს.

 


№7 სტუმარი kati

Auuu sad wavida andro da marta?

 


№8  offline წევრი დარინა

მე ნინას მშობლების ამბავს ველოდებიიი მომწონს ეგ წყვილი და ველოდები როდის შემოირიგებ მაკას, გამიხარდა ამათი ამბავიიი, ანდრო რომ გაიგებს მართას ფეხმძიმობის ამბავს ალბათ გადადგამს თბილისს სიხარულისგან, დღეს შენს ისტორიებს ჩამოვყევი როგორი თბილები და გასაოცარიაა, მთელი დღე ემოციების ზღვაში ვცურავ მიყვარს შენი ალექსანდრე და მარიამის წყვილებიიი, იცი მომენატრა კიდეც რამდენი ხანია არ გყოლიააა. აუ მონდა რა ერთი მაგარი ისტორია ალექსანდრე და მარიამის პერსონაჯებით. ოქრო გოგო ხარ როგორც ყოველთვის.

 


№9  offline წევრი Anansio

უფფ უფფ რა ამბებიაა❤️❤️❤️ ისევ შოკში ვააარ❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️ქუუუუულ გოგო ხარ მარიამ!!!❤️❤️❤️

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანა-მარია
რა მოითმენს ახლა ხვალამდე smiley თბილი და ემოციებით სავსე თავი იყო heart_eyes
ხვალ ველოდები ანდროს და მართას, ძალიან მაინტერესებს რა ხდება ანდროს თავს.

მიხრია რო მოგეწონა
ხვალ გაირკვევა ყველაფერო

kati
Auuu sad wavida andro da marta?

ხვალ გაირკვრვა ყველაფერი

დარინა
მე ნინას მშობლების ამბავს ველოდებიიი მომწონს ეგ წყვილი და ველოდები როდის შემოირიგებ მაკას, გამიხარდა ამათი ამბავიიი, ანდრო რომ გაიგებს მართას ფეხმძიმობის ამბავს ალბათ გადადგამს თბილისს სიხარულისგან, დღეს შენს ისტორიებს ჩამოვყევი როგორი თბილები და გასაოცარიაა, მთელი დღე ემოციების ზღვაში ვცურავ მიყვარს შენი ალექსანდრე და მარიამის წყვილებიიი, იცი მომენატრა კიდეც რამდენი ხანია არ გყოლიააა. აუ მონდა რა ერთი მაგარი ისტორია ალექსანდრე და მარიამის პერსონაჯებით. ოქრო გოგო ხარ როგორც ყოველთვის.

ვაიმე მარიამები და ალექსანდრეები იმდენი მყავს მეტი აღარ არის საჭირო ისედაც მერევა ერთმანეთში ყველა და ხალხიც დაბნეულია მიხარია რო მოგწონთ და ვეცდები ბოლომდე კარგი გამოვიდეს

Anansio
უფფ უფფ რა ამბებიაა❤️❤️❤️ ისევ შოკში ვააარ❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️ქუუუუულ გოგო ხარ მარიამ!!!❤️❤️❤️

მადლობააა
ძალიან მიხარია რო მოგწოონს

 


№11  offline მოდერი abezara98

ვუიმეეე, როგორი თბილი, ტკბილი და საყვარელი თავი იყო ❤❤❤ ახლა ჩემმა ანდრიკომაც გაიგოს და აუუ, უკვე წარმომიდგენია მისი რეაქციია ❤❤❤ როგორ გაუხარდება ჩემს ბიიჭს! ❤❤❤
უსაყვარლესი და უმაგრესი ხარ შენ! ❤❤❤ გელოდები მოუთმენლად ❤❤❤

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ვუიმეეე, როგორი თბილი, ტკბილი და საყვარელი თავი იყო ❤❤❤ ახლა ჩემმა ანდრიკომაც გაიგოს და აუუ, უკვე წარმომიდგენია მისი რეაქციია ❤❤❤ როგორ გაუხარდება ჩემს ბიიჭს! ❤❤❤
უსაყვარლესი და უმაგრესი ხარ შენ! ❤❤❤ გელოდები მოუთმენლად ❤❤❤

გაუხარდება კი მაგრამ მე არ ვაცლი გახარებას ცუდი გილოგო ვარ მგონი ვნახოთ რა იქნება

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამოო

ვაიმე,ახლა რა დამაძინებს და ხვალამდე რა მოითმენსსს :// ანდროოს ამბავი ძალიან მაინტერესბს... არ გვინერვიულო ბიჭი.. ვგიჟდები მე მართას და ანდროს წყვილზე...სუპერ წყვილიააა...
შენ კიდე ხარ საოცრებაა, ასეთ ისტორიებს რომ წერრრ..იმხელა პოზიტივი შემოაქვს და ისე მიფერადებსს ყოველდღიურობას ვერც კი წარმოიდგენ. <3 <3

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიამოო
ვაიმე,ახლა რა დამაძინებს და ხვალამდე რა მოითმენსსს :// ანდროოს ამბავი ძალიან მაინტერესბს... არ გვინერვიულო ბიჭი.. ვგიჟდები მე მართას და ანდროს წყვილზე...სუპერ წყვილიააა...
შენ კიდე ხარ საოცრებაა, ასეთ ისტორიებს რომ წერრრ..იმხელა პოზიტივი შემოაქვს და ისე მიფერადებსს ყოველდღიურობას ვერც კი წარმოიდგენ. <3 <3

მე თქვენ მიფერადებთ დღწს და უზომოდ მადლოერი ვარ სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ ისე .
მომდევნო თავში გაირკვევა ყველაფერი და დასრულდება დაძაბულობა

 


№15 სტუმარი Maco maco

ის მითხარი ანდროზე ხვალამდე უნდა ვინერვიულო და თუ ზეგამდე:) სხვა არაფერი

 


№16 სტუმარი მეუცნაურე

ასე სასწაულად როგორ წერ,რომ მთელ ტანზე დავლილი ჟრუანტელის შეგრძნება მაგიჟებს. ძალიან მაგარი წყვილებია და საოცნებო სიყვარულის ისტორიები.
მართას ორსულობა გამიხარდა
თაისასგან უფრო გრანდიოზულ რამეს ველოდი :D ისე მოულოდნელად მიახალა, მაინც ვერ გაიაზრა უცებვე თარაშმა.
ანდრო სად დაიკარგა, რომ არც მიულოცა თარაშს დაბადების დღე.ნუთუ მართასთან ერთად ნებივრობს უკვე? :D

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

Maco maco
ის მითხარი ანდროზე ხვალამდე უნდა ვინერვიულო და თუ ზეგამდე:) სხვა არაფერი

მეც არ ვიცი ეგ შეიძლება ორშაბათამდე

მეუცნაურე
ასე სასწაულად როგორ წერ,რომ მთელ ტანზე დავლილი ჟრუანტელის შეგრძნება მაგიჟებს. ძალიან მაგარი წყვილებია და საოცნებო სიყვარულის ისტორიები.
მართას ორსულობა გამიხარდა
თაისასგან უფრო გრანდიოზულ რამეს ველოდი :D ისე მოულოდნელად მიახალა, მაინც ვერ გაიაზრა უცებვე თარაშმა.
ანდრო სად დაიკარგა, რომ არც მიულოცა თარაშს დაბადების დღე.ნუთუ მართასთან ერთად ნებივრობს უკვე? :D

მომდევნო ტავში იქნება ყველაფერი ანდროზე და მართაზე მეტს აღარ დაგაინტრიგებთ
ბედნიერი ვარ რო ემოციურია თქვენთვის

 


№18  offline წევრი Taattu

როგორ გამახარე მეგონა დღეს აღარ დადებდი
ძალიან კარგი იყო თარაში და თაისა საყვარლებიი
მარა ჩემი ანდრო სად არის ინტრიგა ჩააგდე უცებ
ანუ მართა ორსულადაა open_mouth relaxed
მიყვარს მე ანდრო და მართა heart_eyes
სხვანაირი ისტორიაა კარგის მხრივ ოღონდ აი ძალიან მომწონს
მარიამ სუპერ გოგო ხარ როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ heart_eyes
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

Taattu
როგორ გამახარე მეგონა დღეს აღარ დადებდი
ძალიან კარგი იყო თარაში და თაისა საყვარლებიი
მარა ჩემი ანდრო სად არის ინტრიგა ჩააგდე უცებ
ანუ მართა ორსულადაა open_mouth relaxed
მიყვარს მე ანდრო და მართა heart_eyes
სხვანაირი ისტორიაა კარგის მხრივ ოღონდ აი ძალიან მომწონს
მარიამ სუპერ გოგო ხარ როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ heart_eyes
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად

მე კიდე თქვენ მახარებთ
ხო ცოტა ინტრიგა გამომივიდა მაგრმა მოგვარდება არ იდარდოთ

 


№20  offline წევრი ნან

sul cota didi tavebi ra .. imdenad var michveuli "blomad" kitxvas ???? mexamusheba eagacnairad <3 kargi xar

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

ნან
sul cota didi tavebi ra .. imdenad var michveuli "blomad" kitxvas ???? mexamusheba eagacnairad <3 kargi xar

მალე მთავრდება და უფრო დიდების დადებას სამწუხაროდ ვერ ვახერხებ

 


№22 სტუმარი ნათია41

მაგარია ორივე ერთდროულად არის ფეხმძიმედ და ანდრო სად დაიკარგა ისევ იმედია ერთად არიან.

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ნათია41
მაგარია ორივე ერთდროულად არის ფეხმძიმედ და ანდრო სად დაიკარგა ისევ იმედია ერთად არიან.

მომდევნო თავში იქნება ანდრო სადაც დაიკარგა
ერთად იქნებიან არ იდარდოთ მაგაზე

 


№24  offline წევრი nini :)

არ მყოფნის ხოლმე..... რაც არ უნდა დიდი თავი დადო...... მიყვარს ეს წყვილები..... მაგრამ ანდრო სად წავიდაააა....... იმედია კარგად არის..... და ყველაფერი კარგად აქვს...... მალე მინდა ახალი თავიიიი ვეღარ ვითმენ ❤❤

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

nini :)
არ მყოფნის ხოლმე..... რაც არ უნდა დიდი თავი დადო...... მიყვარს ეს წყვილები..... მაგრამ ანდრო სად წავიდაააა....... იმედია კარგად არის..... და ყველაფერი კარგად აქვს...... მალე მინდა ახალი თავიიიი ვეღარ ვითმენ ❤❤

ვეცდები მალე დავდო
მომდევნოში გაირკვრვა და დალაგდება ყველაფერი საბოლოოდ

 


№26  offline წევრი tamuna.s

მე ჩემი მიშო მომენატრა და გამოაჩინე რა

 


№27  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ მიხარიხართ შენ და ეს სიყვარული პერსონაჟები ♥️♥️
ჰოდა დავტკვი და ჩავტკბი ამ თავით მაგრამ მაინც დანარჩენებს ველი მთელი გულით ♥️♥️♥️
კარგი ხარ უმაგრესი ხარ და საააოცრება ხარ !! ♥️♥️

 


№28  offline წევრი all we need is love

აუ რა მაგარია სამი ძმა სამი საყვარელი ადამიანიდან შვილს ელოდება მაგარია ძალიან ესე ერთ სროულად რანაირად გააკეთEს მიყვარს ყველა მაგრამ ანდრო სად არის?

 


№29 სტუმარი სტუმარი მარიამო

დღეს არ იქნებაა?? :(((

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

დღეს ვაპირებდი დადებას მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ
ორშაბათს დავდებ აუცილებლად
მაპატიეთ ამ სამი დღისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent