შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ იწვიმებს.....


22-10-2017, 23:41
ავტორი nqv
ნანახია 1 699

მალე დაიწყება წვიმები ძვირფასო,
მე ისევ მთაზე და სულ შენზე ვიფიქრებ,
ბუხარი....წიგნები და ჩაი ჟოლოთი,
შენი სითბო და მთის დილის სიცივე....
მერე?
მერე სათიბავში უკან გამოგყვები,
გზადაგზა ვიპოვნი დარჩენილ გვირილებს,
შენ დაწნავ გვირგვინს და მზეს სახეს მივანდობ,
(მთის რუჯი მიყვარსთქო-გეტყვი და ვიცინებ)...
მხარდამხარ ვივლით და სულ ერთად ვიქნებით-
მთელი შემოდგომა ვეღარ მომიცილებ,
შინ მოსულს დავანთებთ ცეცხლს ხმელი ფიჩხებით,
დილამდე ლექსებზე შენს თავს დავიფიცებ.....
...მერე შემამცივნებს,ჭრელ პლედს მოვიხურავ,
რამხელა დარდი აქვთ მთებს მეთქი - ვიტირებ,
შენ ხელებს მომხვევ და თვალებში ჩამხედავ,
მზე ჩავა...
წავიდა....
უბრალოდ იწვიმებს.....



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მერე სათიბავში უკან გამოგყვები,
გზადაგზა ვიპოვნი დარჩენილ გვირილებს,
შენ დაწნავ გვირგვინს და მზეს სახეს მივანდობ,
(მთის რუჯი მიყვარსთქო-გეტყვი და ვიცინებ)...
მხარდამხარ ვივლით და სულ ერთად ვიქნებით-
მთელი შემოდგომა ვეღარ მომიცილებ,
შინ მოსულს დავანთებთ ცეცხლს ხმელი ფიჩხებით,
დილამდე ლექსებზე შენს თავს დავიფიცებ.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent