შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გილოცავთ ჰელოუინს - როცა ბნელა


2-11-2018, 15:06
ავტორი fireending
ნანახია 1 113

როცა ბნელა
_______________
-ძილი ნებისა საბა_გაუღიმა ქალმა შვილს და ბავშვს შუბლზე აკოცა
-ძილი ნებისა დე_უპასუხა ბავშვმა და საბანი დაიფარა.
ქალმა სინათლე ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.უკვე თითქმის შუაღამე იყო,ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ლაპიონის შუქი ანათებდა,რომელიც ძლივს აღწევდა სქელი ფარდების გავლით.ბავშვიც ამ შუქს უყურებდა და ცდილობდა დაეძინა და ცუდზე არ ეფიქრა.ამაოდ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია სიბნელისთვის.
გეშინიათ სიბნელის?ადამიანთა უმეტესობა ამ კითხვას დადებით პასუხს გასცემდა.ცოტაა ისეთი ვისაც სიბნელის არ ეშინია და მაინც რაც უნდა უშიშრად გვეჩვენოს თავი,დაწოლის წინ ,შუქის გამორთვის შემდეგ საწოლისკენ მივიჩქარით,რათა სწრაფად დავიფაროთ საბანი და ნაკლები დრო გავატაროთ სიბნელეში მდგარმა.აუხსნელი შიში გვიპყრობს,თითქოს იქ ,სადღაც სიცარიელეში,სიბნელეში რაღაც არის,ან იქნებ ვიღაც,რომელიც გვაკვირდება,ის უხილავია,თუმცა მაინც ვგრძნობთ მას.მას მოაქვს სიცივე,უსიამოვნოდ ცივი შეგრძნება ტანში.ამ დროს კი ძალიან ძნელია ცუდ რამეზე არ იფიქრო,ხშირად კი ზუსტად ჩვენივე ფიქრების წყალობით სიბნელიდან თავისუფლდებიან არსებები,რომლებიც მომაკვდინებლად საშიშნი არიან ჩვენთვის.
სწორედ ამას გრძნობდა ახლა ბავშვიც.ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო.თითქმის ჩაეძინა კიდეც,თუმცა რაღაცის შრიალმა გამოაფხიზლა.ბიჭი საწოლზე წამოჯდა.ოთახს თვალი მოავლო,თითქმის დარმწუნდა კიდეცრომ არაფერი იყო,მაგრამ მოულოდნელად მის წინ შავმა ჩრდილმა გაიარა.ბავშვს ძალიან შეეშინდა.საბანი თავზე დაიფარა,აკანკალებული და თვალდახუჭული იწვა.ჩრდილი მის საწოლს მიუახლოვდა.მისი სუნთქვის ხმა ესმოდა,რომელიც თანდათან ძლიერდებოდა და მოულოდნელად შეწყდა.საბას ძალიან ეშინოდა,ოთახში მარტო გაჩერება არ შეეძლო.ნელა წამოდგა საწოლიდან.ცრემლიანი თვალები მოავლო ოთახს,იქ მის გარდა არავინ იყო.ბავშვი კართან მივიდა,სინათლის ანთება უნდოდა,მაგრამ ნათურა არ აინთო.კარი გააღო და ოთახიდან გამოვიდა.მშობლების ოთახი დერეფნის ბოლოს იყო.დერეფანშიც ბნელოდა.ბიჭმა სწრაფად გაირბინა გრძელი დრეფანი და მშობლების ოთახის კარზე ძლიერად დააკაკუნა.რამდენიმე წამის შემდეგ მამას გაეღვიძა და შეშფოტდა,როდესაც შეშინებული შვილი დაინახა.სინათლე აანთო და ოთახში შეიყვანა,დედასაც გაეღვიძა ,ორივე ატირებული და შეშინებული ბავშვის დამშვიდებას ცდილობდნენ,ეუბნებოდნენ,რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და ყველაფერი ამიტომაც მოეჩვენა და სინამდვილეში იქ არაფერი იყო.ბავშვი მშობლებთან ყოფნამ ცოტათი დაამშვიდა და მალევე ჩაეძინა კიდეც.
ერთი,თუ ორი საათი იქნებოდა გასული,რომ ხმამაღალი სიცილი გაისმა.საბას გაეღვიძა.შეშინებული წამოჯდა საწოლზე.ოთახის ყველაზე ბნელი კუთხიდან ჩურჩული გაისმა.შიშისგან გაფართოებული თვალებით უყურებდა ბავშვი სიბნელეს ,რომლისგანაც რამდენიმე შავი ლანდი გადმოვიდა და მას მიუახლოვდა,ისე შეშინებული იყო,რომ ხმასაც კი ვერ იღებდა,მძინარე მშობლებს ანჯღრევდა,მათ გამოფხიზლებას ცდილობდა თუმცა ამაოდ.ყველა ჩრდილი ერთად მოუახლოვდა საწოლს,ბავშვმა შიშისგან სახეზე ხელები აიფარა.რამდენიმე წამს ასე იჯდა,შემდეგ სახიდან ხელები მოიშორა და ირგვლივ მიმოიხედა.საშინელი შიში და გაკვირვება იგრძნო,როდესაც დაინახა,რომ მშობლები მის გვერდით აღარ იწვნენ.იგრძნო,რომ მის უკან ვიღაც იდგა და კისერზე მის სუნთქვას გრძნობდა.უცბად რაღაც არსებამ ხელი ჩასჭიდა ძლიერად,ბავშვმა დაიყვირა,როდესაც მის სახეს შეხედა,შავი ჩრდილი იდგა მის წინ,მხოლოდ თვალები უელავდა წითლად და საზარლად.
საბას გაეღვიძა.ოფლში ცურავდა და აკანკალებდა,გაუხარდარომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და თანაც უკვე დილა იყო.ბავშვი საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.დედას ჩაეხუტა,რომელიც გაზქურასთან იდგა,ქალი ბავშვს თმაზე მოეფერა და გაუღიმასაბამ წყალი დალია და სკამზე ჩამოჯდა.დედას უამბო ცუდი სიზმრის შესახებ.ქალს გაეცინა და ბავშვი დაამშვიდა,უთხრა,რომ ცუდი სიზმრისთვის ყურადღება არ მიექცია.
საბამ მოულოდნელად მაგიდის ქვეშ ფეხზე შეხება იგრძნო,ბიჭი შეკრთა,მაგიდის ქვეშ შეიხედა და შიშისგან გაშეშდა,როდესაც საკუთარ დედა დაინახა.ქალი ეუბნებოდა,რომ გაქცეულიყო.ბიჭმა შიშით გახედა გაზქურასთან მდგომ ქალს,რომელიც დედამისი ეგონა,ქალი ნამდვილად არ იყო დედამისი,არსება შემობრუნდა და ცივი ღიმილით აკვირდებოდა ბავშვს,თვალები კი ისევ წითლად და საზარლად უელავდა...
______________
დასასრული



№1  offline ახალბედა მწერალი Alice76

ჰუჰ,ნამდვილად საშიში იყო,თუმცა ცოტა უფრო განვრცობა არ აწყენდა . სიამოვნებით წავიკითხავდი შენს მიერ დაწერილ ჰორორს ^^

 


№2  offline წევრი fireending

Alice76
ჰუჰ,ნამდვილად საშიში იყო,თუმცა ცოტა უფრო განვრცობა არ აწყენდა . სიამოვნებით წავიკითხავდი შენს მიერ დაწერილ ჰორორს ^^

მადლობთ ,რომ წაიკითხეთ.თუკი გაინტერესებთ მაქვს სრულად დაწერილი ჰორორები,დევს საიტზე,ერთს ქვია ანარეკლი,მეორეს ბოლო რეისი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent