შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუნეთს უხდება რითმა ( მესამე თავი)


22-06-2015, 20:08
ავტორი Dare Gogashvili
ნანახია 1 728

ალექსანდრემ გამიღიმა და ჩემდა უნებურად ცივი, გაოცებული მზერა მივაჩეჩე. სწრაფი ნაბიჯით გამოვბრუნდი და გზააბნეული გულისცემასი ვიგრძენი მაჯებში. არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ სირცხვილის გრძნობა უფრო იყო, ვიდრე სხვა რამ, თუმცა კი ისევ ამეფარკლა ლოყები.
გზაზე გადასვლისას არსად გამიხედავს, თითქმის ბოლომდე გადავედი...
მერე? მერე არ მახსოვს...
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაშინ დაბნელდა და მას მერე ბნელა.
სახლში დაახლოებით ერთ თვეში დამაბრუნეს, ხმა არავის გაუცია, არც მე შემიწუხებია კითხვებით ვინმე. დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა სად ვიქნებოდი, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდა, ყველა ადგილი დაზეპირებული სტრიქონებივით იმეორებდნენ ერთმანეთს, არაფერი განსხვავებული, არაფერი უჩვეულო.
რაღაცას მოგიყვებით ჩემი ბავშვობიდან, თუმცა კი ჩემს წარსულზე მოყოლა არ მჩვევია, მაგრამ ახლა საჭიროდ მივიჩნევ. ალბათ ხუთი თუ ექვსი წლის ვიქნებოდი სიკვდილის შიში შემომიძვრა გონებაში, შემდეგ გულში და სიზმრებში. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ საღამოოებით მთელი სხეული მიცახცახებდა, ძილის წინ სუნთქვა მეკვროდა და ყველაფერი მერჩივნა დაღამებას. ყოველ ღამე ერთი და იგივე დროს მეღვიძებოდა და შეშინებული გავრბოდი დედაჩემის საწოლამდე, მთლიანად ჩაბნელებულ სახლში ხელების ფათურით მივიკლვლევდი გზას და რადგან ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა გადაწვიტეს მისაღები ოთახი მუდმივად განათებული ყოფილიყო. ძილი გამომისწორდა, თუმცა შიში ვერსად გადავმალე, ვერ გამოვიჩინე იმდენი ძალა სიბნელის აღარ გავქცეოდი. მას მერე მეშინია სიბნელის, ალბათ ყველაფერზე მეტადაც კი, ყველა შიში გადავლახე, სიკვდილისაც კი, თუმცა მარტოობის და სიბნელის შიში იმდენად შევისისხლხორცე, დავიჩემე და აღარ გავუშვი ჩემგან, რომ აღარც არავის უცდია ჩვენი დაშორება.
აი, სულ ეს იყო რისი მოყოლაც მინდოდა თქვენთვის. არასდროს არაა სასიამოვნო სხვისი პრობლემებისთვის ყურის დაგდება და დამიჯერეთ, ის ადამიანიც კი, რომელიც გეუბნებათ, რომ არ წუხდება თქვენი წუხილის გაზიარებით, გატყუებთ.
ასე რომ ერთი სიტყვით გეტყვით აწმყოს. ბნელა.
არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს, თუმცა მაინც მინდა გითხრათ, რომ სიბნელე ნიშნავს სიკვდილს ჩემი რაღაც ნაწილის, ნაწილის, რომელიც ხატავდა, ნაწილის, რომელიც წერდა. თუმცა ერთი კარგი სიახლეც მაქვს, ჩემში მეოცნებე აღმოვაჩინე. ადამიანი, რომელიც ოცნებობს ყველგან და ყოველთვის, იღვიძებს სიბნელეში და ხედავს მზეს, რადგან უნდა რომ დაინახოს, იძინებს და ხედავს ვარსკვლავებს, რადგან ცას ისევე სჭირდება ვარსკვლავები, როგორც სავსე მთვარეს ნაღვლიანი მზერა.
ამ პატარა, ფერად ქალაქში, როგორც იცით, არც ისე დიდი ხანია გადმოვედი, სულ მარტო. არავის ვიცნობ და არავინ მიცნობს. ოჯახისთვის არაფერი მითქვამს და დავრჩი იმაზე მარტო, ვიდრე აქამდე ვიყავი.
თუმცა კი არის ერთი ადამიანი, რომელიც ყოველ დილით მოდის ჩემთან უხმოდ და მაძლევს უფლებას ვიოცნებო მასთან ერთად. დილით ჩემთვის დედაზე მეტია, რადგან მივარცხნის აბურდულ თმას, მიწნავს, ალბათ ისევ ოქროსფერ კულულებს და შეიძლება მიღიმის კიდეც მოსალმებისას. ხელ-პირის დაბანისას ყოველთვის მწუწავს და უსმენს ჩემს კისკისს. არ ვიცი, ალბათ ამ დროს თვითონაც ეღიმება, თუმცა ხმამაღლა არასდროს გაუცინია, მისი სიცილის მოსმენაზე მეტად კი არც არაფერი გამახარებდა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და თავი არ შეგაწყინოთ, გეტყვით, რომ ყველაზე თბილი ადამიანია ამქვეყნად, მის მომზადებულ ტკბილ ყავასავით თბილი.
მე ისევ მაქვს ჩართული გრანელი და ისევ ისმის ქუჩებში:
„მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას... „
თუმცა კი მე შემიძლია გაფრენა, ვხუჭავ თვალებს და მესმის მისი წაკითხული მისივე დაწერილი ლექსები. ის ჩემთვის წერს, მხოლოდ ჩემთვის და მე მშურს სხვების, რადგან შეუძლიათ დაინახონ, თუ როგორ კითხულობს გრძნობებამღვრეულ ლექსებს.
გუშინ საწოლთან ჩამომიჯდა და თითქმის ჩურჩულით მკითხა:
- გეშინია ლიზა?
- არა, მივეჩვიე
- მაშინ შეგვიძლია დამალობანა ვითამაშოთ, ყოველთვის მე მოგიგებ.
გამეღიმა, ცოტა სევდიანად, თუმცა დავთანხმდი.
კედლის კუთხესთან მიმიყვანა და თვალებზე ხელი ამაფარა, თითქოს დაავიწყდაო და აღარც მე შემიხსენებია. შემდეგ ნელი ნაბიჯით მომშორდა და საკმაოდ შორიდან დამიძახა:
-აბა, იპოვნე ოცნება!
გამიკვირდა. შემოვბრუნდი და კედელ-კედელ გავუყევი დერეფანს. სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა, ხელში ამიყვანა და დერეფანში ჩამობმულ საქანელაზე დამსვა.
-ხელები მაგრად ჩასჭიდე, შენ ხომ გინდოდა ფრენა-ჩამჩურჩულა და გრილმა ნიავმა საოცარი სისრაფით ჩამიარა მხერბსა და ყელს შორის, ოქროსფერ თმაში შემიძვრა და ნაწნავი დამიშალა. სუნთქვა მეკვროდა, თუმცა ეს ალბათ იმ ჟანგბადის ნაკლებობა იყო, რომელიც სულაც არ მჭირდებოდა იმისთვის, რომ ვყოფილიყავი ბედნიერი.
კედლებში ისევ ექოდ დაძვრებოდა გრანელი:
„სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას,
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.“



№1  offline წევრი marisa

უმაგრესია.. არ ვიცი, რა ვთქვა. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ მალე ვნახო შემდეგი თავი და უფრო მეტი "გრანელები" მჭირდება და არა მხოლოდ.. თავიდან მეგონა, რომ ალექსანდრეს გამოაჩენდი, მაგრამ უყველაფრისოდ, ასეთი ლიზა და ასეთი ოცნებებიც კი საკმარისია :) მიხარია, რომ აღმოგაჩინე..

 


№2  offline წევრი Dare Gogashvili

ძალიან დიდი მადლობა მარისა <3 იქნება მეტი "გრანელები" გპირდები ^_^ რაც შეეხება ალექსანდრეს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent