სხვისი არჩეული საქმრო (თავი 4)
"შორს, შორს მიტაცებს ოცნების ფრთები, ასე მგონია ახლოს ვარ ღმერთთან... გული კი მაინც მარტოობას გრძნობს - ჩემო სულისდგმავ, შენ არ ხარ ჩემთან !" -ყოველი გარდაცვლილი წინა დღეს ცოცხალი თუ არა, ცოცხალმკვდარი მაინც იყო - ვამბობ, შემდეგ კი საკუთარ თავზე თავადვე მეცინება. -ჰო, ეგრეა.. ნემსი უნდა გაგიკეთოთ. მანამდე სიცხეს გაგიზომავთ - ამბობს თანმხლები ქალი. -ნემსი ? ისე არ გამოვა - ბავშვობიდან არ მსიამოვნებდა ჩხვლეტა. -არა. აბა, რისთვის გამოგვიძახეთ, გოგონა ? - ეცინება ირაკლის. სიცხეს მიზომავენ. საბედნიეროდ, არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფოში გადაყვანას გადავურჩი, თუმცა ორი ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება სულაც არაა სასიამოვნო განცდა. -ნახვამდის ! - მესმის, როგორ ემშვიდობება მაიკო ექიმებს, ირაკლი კი შორიდან მიღიმის. შემდეგ სამსახურში ვრეკავ. ვატყობინებ, რატომ ვერ მივედი. გამოჯანმრთელებას მისურვებენ და მეც მალე მეძინება. გამოფხიზებული საათს რომ ვუყურებ, 12 ხდება. ვგრძნობ, რომ კუჭი სრულიად ცარიელი მაქვს, მეტიც მთლიანად შემკუმშა მუცელი. მოწამლვა პრესის საუკეთესო ვარჯიშია - მეთქი, მეცინება, საწოლიდან ვდგები და დედაჩემს ვეძახი. -რამე მეჭმევა ან მესმევა ? -სუხარი და მაწონი ამოგიტანე. ნაბეღლავიც.. უკეთ ხომ კარგად ? -ახლა ძალიან კარგად ვარ... -ნემსები გიშველიდა - კმაყოფილი გამომეტყველებით ამბობს. ხვალ რომელზე მოდიხარ სახლში ? -ინტერესით მეკითხება. -ადრე, სტაჟირებას 4-ისთვის მოვრჩები და მერე წამოვალ სახლში. რამე ხდება ? -არა, არაფერი -თავზე მკოცნის და ოთახიდან გადის. მეც ვდგები ენერგიაგამოცლილი, თავის მოწესრიგების და ცხელი შხაპის შემდგომ სამზარეულოში გავდივარ, ორ ცალ სუხარს ვატან ნახევარ ქილა მაწონს, შემდეგ ჭიქას ნაბეღლავით ვავსებ და ოთახში გამაქვს. მახსენდება ბავშვობა, დრო, როცა ცუდად ყოფნაც კი გვახარებდა... დიახ, გვახარებდა, რადგან მაშინ უარყოფითშიც ბევრი დადებითის შემჩნევა შეგვეძლო.. ახლა კი ხშირად დადებითშიც ვერ ვხედავთ სასიამოვნოს.. ვერ ვსწავლობთ სიხარულს, ვერ ვგრძნობთ ბედნიერებას. -დე, რამე ჰო არ გინდა ? -ისევ შემოდის მაიკო ჩემს ოთახში. -ჩახოხბილი.. რა უნდა მინდოდეს ? - მეცინება და ლეპტოპს ვრთავს.. მინდა, რამე ფილმს ვუყურო და ოდნავ მაინც გადავიტანო ყურადღება. *** სამსახურში დღე ნორმალურად მიდის, უფრო სწორედ, ტრენინგზე. ახალგაზრდა ზრდილობიანი ტრენერი გვყავს, რომელიც ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებს, ან უბრალოდ მე მეჩვენება ასე.. ყოველივე დადებითის მიუხედავად, დღე მაინც საკმაოდ მღლის, სახლში დაქანცული მივდივარ, შევდივარ კარებში და ერთი სული მაქვს წამოვწვე და ლიმონიანი ჩაი დავლიო. ეს უკანასკნელი ნოემბრის ამინდს საოცრად უხდება.. პერიოდს, როცა ზოგჯერ ცხელა და ხანაც ცივა, უბევრავს ქარი, მზეც ზოგჯერ შემოგვანათებს და გულის სიღრმეში თოვლსაც კი ველოდებით. -დღეს განსაკუთრებულად გამოეწყვე - მეუბნება მაიკო. -სასწრაფოს იძახებ ? -სიცილით ვეკითხები. -არა. ღადაობ ? რად გინდა ? -აბა, ირაკლის არაოფიციალურად ეპატიჟები ? - ირონიას არ ვაკლებ დედაჩემს. -არა, ეგ ირაკლი მაინც და მაინც არ მომწონს.. ფეისბუქზე ვნახე, სულ ნაირნაირ გოგოებთან დებს ფოტოებს. კლუბსა და ბარს არ იკლებს. -და მეც ხომ დავდიოდი ხშირად, რა მოხდა ? - ვინტერესდები და მოლოდინით ვუყურებ თვალებში. -მექალთანებაა, რა... მსგავსი ტიპის მამაკაცები არაა შენი საქმე.. -ოო, დედა ! საერთოდაც რომ დამასვენო, არა ? -მოიცა, დღეს რა ბიჭი მოვა. გაგიჟდები ! -მეღადავები ? მაჭანკლებს ფულს ისევ თუ უხდიან, წადი, გამდიდრდი ! - ლამისაა ჩავბჟირდე. დედა მალე ხავსზე მოჭიდებულ დარისპანად მექცევა ! -საოცარი ბიჭია... მისი სული და ხორცი ისე ერწყმის.. საუბარს რომ დაიწყებს, სრულიად უცნობი თემითაც კი დაგაინტერესებს - მაიკო იმდენად მონუსხული ჩანს, ჩემს რეაქციას არ აქცევს ყურადღებას. -ჰოდა, შენთვის გყავდეს ! -შვილო, რას ბოდავ... მიდი, გაემზადე... ის შავი კაბა ჩაიცვი, წინა კვირას რომ გამოიწერე.. -ვის ყავს დედა ჩემისთანა - სიცილ- კისკისით გავდივარ ჩემს ოთახში. მგონი, მაიკოს მომდევნო სვლით თავადაც დავინტერესდი. სარკის წინ ვდგები და საკუთარ ანარეკლს ვაშტერდები. იგი ერთადერთი რამაა, რაც მახსენებს, რომ ადამიანი ვარ; რადგან დიდი ხანია, გარემოს ვეღარ ვეწყობი. ჯერ იყო ბედნიერების მწვერვალებს დავიპყრობდი, მეგონა.. ბაჩოს ბევრი რამ მივუძღვენი, იყო მომენტები, მეგონა, მიმატოვებდა, საბოლოოდ კი მე დავშორდი... ისევ ვფიქრობ, რატომ ხდება ასე.. როგორ შეიძლება აღარ გიყვარდეს ის, ვინც ადრე შენი ცხოვრება იყო ? როგორ შეგვიძლია, სიძულვილამდეც კი მივიდეს ჩვენი გრძნობები ? დედაჩემის ინსტრუქციას მივყვები; შავ კაბას ვიცვამ, შავ ოდნავ ქუსლიან ფეხსაცმელს და სადა მაკიაჟს ვუხამებ. თმებს კი მხრებზე ვიშლი. -მალე მოვლენ ? - გავდივარ და ვეკითხები მოფუსფუსე მაიკოს, რომელსაც ამ მდგომარეობაში ხშირად ვხედავ ბოლო დროს. -კი, მოვლენ.. 6-ისთვის.. ვღელავ, ისეთი ბიჭია.. -მეგრელი ჰო არაა შემთხვევით ? შენ ვიცი, როგორ გიყვარს მეგრელები. ეგ ირაკლიც ალბათ მაგის გამო დაიწუნე, რომ აღმოსავლეთიდან იყო.. -შვილო, შენ გაგიფრენია... ისე ეგ ბიჭი იმერეთიდანაა, უბრალოდ.. - დედაჩემი ვეღარ ასწრებს სიტყვის დასრულებას, კარზე ზარია.. მაშინვე იხსნის წინსაფარს, თმას ისწორებს და ფაციფუცით მიდის კარის გასაღებად. -მობრძანდით ! -კეთილი იყოს ჩვენი ფეხი - ჯერ მაღლებზე მდგარი მოხდენილი ტანის ქალი შემოდის, უკან კი ვაჟი მოყვება. მორიდებით იღიმის. -გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით ? - ჯერ დედაჩემისკენ იხედება, მერე ჩემკენ. პირველივე მზერიდანვე ვხვდები, რომ ის რაღაც სხვაა, განსხვავებული ყველა აქამდე გაცნობილი თუ გაუცნობელი ბიჭისგან; თუმცა ეს განსხვავებულობა რას ნიშნავს, არ ვიცი.. ჯერ კიდევ ვერ გამომირკვევია, რაში იხატება იგი. -მშვენიერი გარემოა - აღნიშნავს ბიჭი და მორიდებით წევს სკამს მას შემდეგ, რაც დედაჩემი რამდენჯერმე უმეორებს, მიირთვით ღომი, სანამ ცხელია და ცოტა ხანში ელარჯიც იქნებაო. -როგორი სტუმართმოყვარე ოჯახია - აღნიშნავს ქალი, რომელსაც, როგორც ირკვევა, თამარა ჰქვია. „აუ, დედაჩემო, რა სიტუაციებში მაყოფინებ ხოლმე თავს“ - მეფიქრება და დროის გასაყვანად თეფშზე ვიღებ რამდენიმე სალათის ფოთოლსა და ხორცს, აბა, ისე ღომზე ალერგია მაქვს და მგონი, ლაპარაკზეც. -თქვენ სად სწავლობთ ? - ინტერესდება დედაჩემი. მე კი ამ უფროსთა სივრცეში, ლამისაა მუცელში ჩამივარდეს ენა. ბარ-კლუბებში მარტივია ბიჭებთან კომუნიკაციაა, მაგრამ სახლში დედათა სივრცეში მცირეწლოვან მოზარდს ვგავარ, რომელმაც არ იცის ტოპის ჩაცმა აჯობებს თუ ბიუსჰალტერის. ალბათ გავაფრენ, ისეთი სიტუაციაა. ეს ვითმ განსხვავებული ბიჭიც, მგონი, საერთოდ არაა სასიამოვნო. რამ გააგიჟა დედაჩემი ასე ! იქნებ ცხვრის ტყავში გადაცმული მგელია.. ამ დროს კარის ზარის ხმა ისმის, გასაღებად გავდივარ და ხელში ირაკლი მხვდება. მისი გამომეტყველება მწვანე თვალებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ჯერ უბრალოდ მიყურებს, შემდეგ კი მეკითხება: -ასე უნდა ვიდგე ? -შემოდი - მექანიკურად ვპასუხობ, თუმცა სასტუმრო ოთახისკენ არ მიმყავს. დედაჩემს არ მოეწონება და ან რა მოსაწონი იქნება ორი სასიძო ერთად შეყრილი ? -აუ, დედაჩემი რა დღეშია, რომ იცოდე.. ვიღაც პროვინციელი მომიყვანა, მგონი... იმერეთიდანააო, სამეგრელოში ცხოვრობსო.. მოკლედ, მაგარ ამბებშია ! -ვააა, ეგ არ ხუმრობს - ეცინება ირაკლის. -აუ, გეყოფა.. მანდ რა ხდება, რომ იცოდე... -გინდა გიხსნა ? ერთი ძალიან მაგარი კაფე ვიცი აზიური კერძების, წამომყევი.. -ჰო ? არ ეწყინება ? -არ გკიდია ? - ხელს მიწვდის, ეტყობა იცის, რომ დადებით პასუხს მიიღებს. -კაი, წავედით - ხელს ვუწვდი და ერთად ვტოვებთ საპყრობილეს.. ახლა დედაჩემს თავად შეეძლება მოაწონოს თავი მეგრელ დედასა და იმერელ ვაჟს. -აუ, შენ მაგარ დღეში ხარ, რა... რა გაუძლებს მაიკოს.. -ეჰ, დედაჩემს თავად ვერ ვცნობ.. ისე იქცევა ბოლო დროს, თითქოს 40 წლის ქალიშვილი ვეჯდე სახლში. -დედაჩემიც რომ აყვა, ეგაა ღადაობაა... იმ დღეს როგორ შემომიტყუეს, თუმცა გამიმართლდა, ვინმე ჯოჯოს რომ არ მიმგვარეს.. -შენ ბედი გაქვს, ძმაო - ირონიით ვიხედები მისკენ. ის კი მანქანას ძრავს. მთელი გზა ჩუმად ვართ. ფიქრებში ვარ ჩაძირული. თან მიხარია ირაკლის არსებობა და თან მაშინებს; მახსენდება დედაჩემის სიტყვები, მექალთანეაო. მაშინ ვიფიქრე, რომ ის ცდებოდა, თუმცა მშობლები ხომმ ხშირად ჩვენზე ადრე ხვდებიან ბევრ რამეს. -მართლა მექალთანე ხარ ? - თავს ვერ ვიკავებ, როცა მანქანას აჩერებს. -ეგ საიდან მოიტანე, ლენ ? -სიცილს ვერ იკავებს. -დედაჩემის დასკვნაა, ფეისბუქი გაუჩხრეკავს. -კაი, არ გინდა ეს დედები.. ახლა მხოლოდ ჩვენ ვართ.. ისე როგორ ხარ ? -მშვენივრად. ნემსებმა მიშველეს - ირონიით ვუყურებ, შემდეგ კი თვალს ვაშორებ. ამ ბიჭში არის რაღაც, რაც ქიმიას მარტივად აზიარებს გოგოს. -მოდი, შევედით. ადგილი აირჩიე და დღეს მე გიმასპინძლებ.. სუში, სპაგეტი და რაღაც მწვადის მსგავსი მოაქვს. მიხსნის, ეს ქათმის ტკბილი ხორციაო. ჩხირებს გვერდით მიდებს, თავისას იჭერს და მასწავლებლობას აგრძელებს; -ეს ჩხირია, იაპონურად „ჰაში“, მისი ცალი მხარე მყარად კალამივით უნდა გეჭიროს, მეორე კი ამოძრაო და იმის მიხედვით დააშორო პირველს, რის აღებასაც აპირებ მისით. -ოჰო, იაპონური იცი ? - ვინტერესდები. -კი, უფრო სწორედ, მეოთხე წელია ვსწავლობ. -მერე ბევრი არაა ? -ამ ენისთვის არაა.. თუმცა არც ისე.. როგორ გითხრა, სადღაც 1-2 წელიც და შემეძლება თავადაც ვასწავლო. -ანუ ძალიან ბეჯითიხ ხარ ? მე კი ერთი საწყალი ინგლისურის მეტი არაფერი არ ვიცი, ცოტა მეგრულიც მესმის და ვსო.. -კაი, რა. შენც ისწავლი, თუ სურვილი გექნება. -სად დადიხარ ? -LTC - The Language Tutoring Center -ში, ისე საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია. ნახევარი საათი 5 ლარი, პლუს არანაირი კონტაქტი არ ფორმდება. -ჰო, თუ შევძელი, მოვალ რამეზე, მალე ფულიანი გოგო ვხდები და.. -სამსახურს იწყებ ? -ჰო, რაღაც მსგავსი - თავს ვარიდებ კაზინოს დეტალებზე საუბარს, თუმცა ირაკლი აღარც ინტერესდება. სახეზე ფერი ეკარგება, წამიერად ეცვლება ხასიათი.. ვერაფერს ამბობს, იმდენად დაბნეულია, ასეთი ჯერ არ მინახვს. -რა ხდება ? -ვეკითხები, მაგრამ ამაოდ. -შანსი არააა ! - ჩემკენ არც კი იხედება, ისე ამბობს. მე კი შორიდან ტასოს ვამჩნევ და გონება მებინდება.. „ნუთუ ეს შესაძლებელია ? ნუთუ ?“ - ვეკითხები საკუთარ თავს და ამ დროს ტასოც გვიახლოვდება. მესალმება, მშვიდად კითხულობს ჩემს ამბებს, პასუხებს რომ ვერ იღებს, მაგიდასთან გვიჯდება. -იცნობთ ერთმანეთს ? -ვცდილობ, აღელვება არ შემეტყოს. -ჰო, ვიცნობთ - ეღიმება ტასოს და ირაკლის უყურებს. -ჰო, რაღაც მაგდაგვარი.. მახსენდება დედაჩემის სიტყვები და ვცდილობ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებას, შემდეგ ვარაუდებსაც ვრთავ, თუმცა შემდგომ მორევისკენ მივდივარ... რა მგონია ასეთი შეუძლებელი ? ასეთი გასაკვირია, რომ შესაძლოა ტასოსთან შემთხვევითი კავშირი ჰქონოდა ირაკლის ? ნუთუ ასეთი გაუგებარია ეს ? -ჰა ! ასე დაგაბნიე ? -ნიშნისმოგებით აკვირდება ირაკლის სახეს ტასო. -თუ ხელს გიშლით, წავალ - ფეხზე ვდგები, თუმცა ტასო მანიშნებს, დაჯექიო, მეც ინტერესი მიპყრობს და მის ნებას ვყვები. ___ ძალიან დიდი მადლობა, რომ მომყვებით. თითოეული თქვენგანის კომენტარი თუ შეტყობინება ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. ბოდიში, რომ ამდენ ხანს ვერ დავდე.. უბრალოდ ფიზიკურად არ შეემეძლო, ჯერ კინაღამ მოვკვდი, საშინლად მოწამლული ვიყავი, შემდეგ გამოცდების პერიოდი მქონდა და თან კონფერენციაში ვიღებდი მონაწილეობას... თუმცა, თუმცა ახლა ისევ აქ ვარ, თქვენთან, ჩემო საყვარელო მკითხველებო ! მიყვარხართ ყველანი ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.