შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა...


13-10-2018, 00:30
ავტორი Taattu
ნანახია 2 012

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს

მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,

მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.



გარეთ კი წვიმით სველი აბრები

აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.

მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს

ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.



გათავდა აღარ ჩამოგეხსნები,

არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს

შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე-სულში.



ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს

საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...

შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი!

_ოთარ ჭილაძე_



№1  offline წევრი nino ninidze

მემიყვარს ესეთი ლექსები heart_eyes

 


№2 სტუმარი dali

კაია მომეწონა

heart_eyes წარმატებები

 


№3  offline წევრი N.yviralashvili

Dzalin moyvars esleqsi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent