შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ საინტერესო ცხოვრება (ნაწილი 4)


4-11-2018, 20:09
ავტორი salome_13
ნანახია 1 156

ლექციის შემდეგ მე, სალი და გუგა ჩვეულებისამებრ შევიკრიბეთ, ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. სალიმ მითხრა, რომ არქიტექტორთან გასაუბრებაზე ოთხშაბათს უნდა მივსულიყავი და თვითონაც წამომყვებოდა.
როგორღაც გათენდა ოთხშაბათი დილა, ძალიან ვნერვილობდი, ხელები მიკანკალებდა. ჯინსის, ტანზე გამოყვანილი შარვალი და წითელი, გრძელი პიჯაკი ჩავიცვი. სალიმ მთხოვა, ფეხზე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მომერგო, თუმცა ჩემი მოუხერხებლობის გამო სპორტული ფეხსაცმელი ვარჩიე. შეხვედრა 12 საათზე გვქონდა დანიშნული, ამიტომ სახლიდან 11-ზე გავედი, სალის გავუარე და კომპანიაში მივედით.
კომპანიაში შევსლის დროს პირველი, რამაც ჩემში აღტაცება გამოიწვია კედელზე ჩამოკიდებული რამენიმე ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამე იყო“. ახლა უფრო დამეუფლა აქ მუშაობის სურვილი. არქიტექტორის კაბინეტი მეორე სართულზე იყო, მეორე სართულზე ავედით და კარზე დავაკაკუნეთ. კარის მეორე მხრიდან ზედმეტად ბოხი ხმა მომესმა და ამან შემაშინა. როგორც იქნა შევედით. მაგიდასთან სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილი იდგა, რომელიც შესვლისთანავე მოგვესალმა.
-გამარჯობა, მე ნიკა მქვია.
-სასიამოვნოა, მე სალი და ეს ლიზაა-სალიმ ჩვენი სახელები ამცნო, ნიკამ სავარძლებზე მოგვათავსა და ყავა შემოგვთავაზა. ჩვენც შემოთავაზებაზე დავთანხმდით.
-გიორგი მალე მოვა, მე კი ყავას მოვიტან.-ოთახიდან გავიდა.
-არ უნდა გეთქვა რომ არქიტექტორს გიორგი ერქვა?-რატომღაც ავფორიაქდი გიორგის გაგონებაზე და ემოციები ვერ მოვთოკე.
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას?-სალი ჩემმა რეაქციამ გააკვირვა.
-ხო მართალია-დავეთანხმე-უამრავი გიორგია და რაღა მაინცდამაინც ის უნდა იყოს, თანაც ის არქიტექტორი ვერ გახდებოდა, ხომ მითხრა შევწყვიტე ხატვაო.-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-რამე თქვი?
-არა არაფერი. -ნიკა შემოვიდა და უკან გიორგი შემოყვა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ადგილზე გავშეშდი. ჩემი და გიორგის თვალები ერთმანეთს შეხვდა, თვალები ამიცრემლდა და ამ მდგომარეობიდან სალის სიტყვებმა გამომიყვანა.
-ლიზა გაიცანი, ეს გიორგია, არქიტექტორი, რომელზეც გიყვებოდი.
-გამარჯობა....-ხელი ჩამოვართვი. ხელის ჩამორთმევის დროს ის დრო გამახსენდა, როდესაც გასაღები გამოვართვი და ხელები ისე ამიკანკალდა, გაჩერებას ვეღარ ვახერხებდი. სალიმ წყალი მომაწოდა და სავარძელზე დამაჯინა.
-არაფერია, კარგად ვარ, შეგიძლია წახვიდე, მეც გასაუბრებაზე დავრჩები და წამოვალ.-ვუთხარი სალის.
-კარგი მაშინ გარეთ დაგელოდები.-გავუღიმე. სალი და ნიკა ოთახიდან გავიდნენ.
ისე ვაპირებდი მოვქცეულიყავი, თითქოს არ ვიცნობდი, რადგან არ მინდოდა იმ მომენტების გახსენება და გულის კიდევ ერთხელ ტკენა. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ რაც არუნდა მომხდარიყო, მაინც არ დავთანხმდებოდი ამ სამსახურზე.
-მართალია გასაუბრებაზე მოვედი, მაგრამ გადავიფიქრე, ბოდიშს გიხდით დრო რომ დაგაკარგვინეთ. -წასვლის სურვილით შეპყრობილმა რამდენიმე სიტყვა ძლივს წარმოვთქვი. გიორგიმ გამიღიმა და ფეხზე ადგა, მეც შემოვტრიალდი და კარებისკენ წავედი. გიორგის ასეთი რეაქცია არ გამკვირვებია, რადგან ვიცოდი მისთვის არაფერს წარმოვადგენდი.
კაბინეტიდან გამოვედი, გიორგისადმი ნდობა ბოლომდე გამიქრა, თვას ვადანაშაულებდი და ამასთანავე ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასეთი ცივი ყოფილიყო. სახლში მივედი, თვალები აცრემლებული მქონდა, ყავა გავიკეთე და დავწექი. მსურდა ყურადღება გადამეტანა და საბუთები ავიღე, რომელიც გასაუბრებაზე მქონდა წაღებული. გადამოწმება დავიწყე, ყველაფერი მქონდა თუ არა სრულად, რადგან ხვალ სხვა კომპანიაში უნდა წავსულიყავი და იქ მეცადა ბედი. საბუთების შემოწმების დროს შევამჩნიე რომ ის ფურცელი. სადაც პირადი ინფორმაცია მქონდა მითითებული გამქრალიყო. უცბად ტელეფონზე მესიჯი მომივიდა
-„ჩამოდი, სალაპარაკო გვაქვს“-თავიდან ვიფიქრე ვინმეს ნომერი შეეშალა, თუმცა შემდეგ გამახსენდა სად შეიძლება ყოილიყო პირადი ინფორმაცია და კანკალმა ამიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი, მისი ნახვის სურვილი მკლავდა. ამიტომ სპორტული ჯემპრი გადავიცვი და ქვემოთ ჩავედი. სადარბაზოს კარებთან მიყუდებული გიორგის დანახვაზე, ხელები უფრო საშინლად მიკანკალებდა. გიორგის მივუახლოვდი, მის წინ დავდექი და თვალებში ვუყურებდი, ის ისეთი სასიამოვნო იყო, ვერ წარმომედგინა, როგორ შეეძლო ამ თვალების მქონე ადამიანს ჩემი გულის ტკენა...
გიორგიმ შეამჩნია, როგორ მიკანკალებდა ხელები, ჩემი ხელები თავისაში მოაქცია და საუბარი დაიწყო-მინდა რაღაც მოგიყვე, შეიძლება სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთ?
-შენი ხმის გაგონებაც კი არ მინდა-ხელები გავითავისუფლე-საერთოდაც არ ვიცი რატომ შეგხვდი- ეს ვთქვი და კიბეებზე ასვლა დავაპირე, როდესაც გიორგიმ ხელი ხელზე მომკიდა, შემომატრიალა და ჩამეხუტა. არ შემეძლო თავის დაღწევა და სიმართლე, რომ ვთქვა არც მინდოდა. ამ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა, თავს თითქოს დაცულად ვგრძნობდი. სიტვაციიდან მალევე გამოვერკვიე და ვუთხარი-მოგისმენ და ეგეც იმიტომ, რომ არ მინდა მომავალში სინდისმა შემაწუხოს, იმის გამო რო არ მოგისმინე.
მანქანაში ჩავსხედით და მცხეთაში წავედით. ირგვლივ სიჩუმე იყო, ვარსკვლავები კი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდნენ. საუბარი გიორგიმ დაიწყო- ვიცი, რომ გეზიზღები და შეიძლება ჩემი დანახვაც არ გინდა, მაგრამ მსურს ყველაფერი მოგიყვე.- ხმა უკანკალებდა- შენგან, რომ წავედი, როგორც იცი ბორჯომში დავრჩი, სახლში რომ მივდიოდი იქაური ძმაკაცი შემხვდა და მთხოვა რაღაც საქმეში დავხმარებოდი, ამიტომ იქ კიდევ ერთი დღით მიწევდა დარჩენა, მეორე საღამოს ძმაკაცს საქმეზე გავყევი, ბიჭებს კონპლიქტი მოგვივიდა, ამიტომ , როგორც ხდება ხოლმე მისი გარჩევა გადავწყვიტეთ. მეც იქ ვიყავი, ერთ-ერთს დანა აღმოაჩნდა და ჩხუბის დროს მუცელში დამარტყა. რამდენიმე დღე სიკვდილს ვებრძოდი, არ ეგონათ თუ გადავრჩებოდი, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო ძალა მოვიკრიბე და როგორც ხედავ დღეს შენს წინ ვდგავარ. როდესაც გამოვფხიზლდი ექიმი თავს იკავებდა ჩემთვის ცუდი ამბის მოყოლას, მაგრამ მე დაჟინებით ვცდილობდი გამეგო სად იყვნენ ჩემი მშობლები და ექიმს არ ვასვენებდი. ბოლოს მითხრა, რომ ჩემი ამბის გაგებისას შეშინებულები გამოვარდნენ სახლიდან და სწორედ ამ დროს მანქანა ხევში გადავარდა და ორივე დაიღუპა-თვალებიდან ცრელები წამოუვიდა, მივხვდი, რომ ჩემი გულის ტკენა მის ტკივილთან არაფერი იყო, სიამაყე არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მეპატიებინა, თუმცა სიამაყეს გადავაბიჯე და ჩავეხუტე, ძლიერი ხელები შემომხვია და გულში ჩამიკრა.
ალბათ გაგაკვირვებთ ჩემი საქციელი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ასეთი ვიყავი. თუ ვინმეს გულში გარკვეულ ადგილს გამოვუნახავ, იქიდან წაშლა ძალიან მიჭირს. არც ის შემიძლია ვინმეს რამდენიმე წელი არ ვაპატიო რაიმე, და არც ის საშვილიშვილოდ გადავეკიდო. ძალიან უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც სხვას გულის ტკენას ადვილად პატიობს, მაგრამ ძალიან უჭირს საკუთარი თავის პატიება, თუ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც სხვას გულს ატკენს.
-იცი, ყოველთვის მახსოვდი შენც და შენთან ერთად გატარებული დრო,-განაგრძო-მინდოდა დაგკავშირებოდი, მაგრამ ვიცოდი რამე რო მომხდარიყო შენ დაკარგვას ვეღარ გადავიტანდი. დღეს კომპანიაში სანამ მოხვიდოდი ამ აზრზე ვიყავი, თუმცა რომ დაგინახე, ყველაფრის ახსნის სურვილი გამიჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამიგებდი და რომც არ გაგეგო მთავარი იყო ამეხსნა.
სასოწარკვეთილმა, ახსნა გადავწყვიტე
-გული მტკიოდა, მინდოდა დამევიწყებინა, მაგრამ ვერ გივიწყებდი. ჩემს თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ გენდე და შენს მერე ცივი ადამიანი გავხდი, ვცდილობდი არავინ გამეკარებინა ახლოს. ახლა მივხვდი, რომ დამნაშავე შენ კი არა მე ვარ, უნდა მომეკითხე.-ცრემლები წამომივიდა, უცბად მოვიწმინდე გიორგის, რომ არ შეემჩნია, თუმცა ეს არ გამოპარვია, უფრო ძლიერად ჩამეხუტა და მითხრა
-შენ არაფერ შუაში ხარ, ახლა ჩემთან ხარ და თუ მოისურვებ არსად გაგიშვებ, რადგან შენი დაკარგვა აღარ მინდა. -ამ სიტყვების საპასუხოდ გავუღიმე და ისევ ჩავეხუტე.
ცოტახანი ასე ვიდექით, შემდეგ კი ხელები გავაშვებინე და მიწაზე დავჯექი, მაღლა ავიხედე და ვარსკვლავებს ვუყურებდი. გიორგი გვერდზე მომიჯდა. უცბად სიცილი დავიწყე
-გახსოვს სკვერში, რომ ვიყავით და ჯოკრის თამაში შემლოგვთავაზე?
-მაგას რა დამავიწყებს, თავი ბოლო რამდენიმე სიტყვა გითხარით და ლოყები საშინლად მიხურდა.
-ახლა არ მითხრა პირველად მივედი გოგოსთანო და პირველად შევთავაზე მსგავსი რამო.
-არა, პირველად არ მივსულვარ, მარა ისე გაკვირვებულმა შემოხედე ლამის გასაქცევად მოვემზადე. გაფიცებ, ის რა იყო ასკინკილით რომ წამოხვედი, თავიდან მეგონა კოჭლი იყავი.
-ჰაჰ, ლამაზი გოგო დაინახე, გეგონა გაიცნობდი და დაკერავდი, მარა კოჭლი აღმოჩნდა და იმედები გაგიცრუვდა?
-ისეთი საყვარელი იყავი, კოჭლი რომ ყოფილიყავი მთელი ცხოვრება ხელით გატარებდი.
-ოჰ, რა ჯელტმენი ხარ.-ამას ვამბობდი, როდესაც მის ხელზე ისეთივე საათი და სამაჯური შევამჩნიე, როგორიც ამსტერდამში მყოფ იმ შარფის ფლობელს ქონდა, რომელიც მუზეუმში ვნახე.
-ესენი საიდან გაქვს?-სამაჯურზე და საათზე მივუთითე.
-მამას ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, მე გავიკეთე, რამე პრობლემაა?-გაკვირვებულმა მკითხა.
-ვიცი რომ ამსტერდამში იყავი, რადგან იქ სალის ვახლდი, მაგრამ მაგ დროს არ ვიცოდი, რომ ის არქიტექტორი შენ იყავი. ნუ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე, მაგრამ იქ ყოფნის დროს ვან გოგის მუზეუმში იყავი?
-ხო-ამის გაგონებაზე დამბურძგლა,- ჩემი საყვარელი შარფი დავკარგე იქ... მოიცადა ამას რა კავშირი აქვს საათთან და სამაჯურთან?
-შარფი არ დაგიკარგავს.
-რას ნიშნავს ეს?
-ამას მალე გაიგებ, იქამდე კი ის უნდა ამიხსნა არქიტექტორი რატომ ხარ, შენ ხო შეწყვიტე ხატვა? უი,ისიც არ დამვიწყებია, რომ ხატვის შეწყვეტაზე უნდა მოგეყოლა.
...



№1  offline წევრი lamazi tvalebi

ერთდროულად უამრავმა ემოციამ დაიარა ჩემში. კარგი იყო ძალიან... მომეწონა... ასე გააგრძელე❤❤❤

 


№2  offline წევრი salome_13

lamazi tvalebi
ერთდროულად უამრავმა ემოციამ დაიარა ჩემში. კარგი იყო ძალიან... მომეწონა... ასე გააგრძელე❤❤❤

ყოველთვის ველი შენ კომენტარს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველას აზრი, მადლობაა❤️❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Anna

ძალიან მომეწონა კარგია კომენტარებს რომ ითვალისწინებ მაგარი თავი იყოო წარმატებებიი

 


№4  offline წევრი salome_13

Anna
ძალიან მომეწონა კარგია კომენტარებს რომ ითვალისწინებ მაგარი თავი იყოო წარმატებებიი

დიდი მადლობაა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent