შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ საინტერესო ცხოვრება (ნაწილი 3)


2-11-2018, 20:50
ავტორი salome_13
ნანახია 1 120

ბორჯომის ქუჩებში წყნარად მივაბიჯებდით, სიმშვიდეს მხოლოდ მანქანის ხმები არღვევდა. უეცრად გიორგი გაჩერდა, მეც გავჩერდი და თვაელებში შევხედე. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე იყო ადვილად შევნიშნე მისი მომღიმარე სახე. თვალები გაუბრწყინდა და მკითხა:
-სკოლის დამთავრების შემდეგ რას აპირებ? თბილისში ჩამოხვალ?
-ხო სკოლის მერე თბილისში ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას.
-რაზე აბარებ?
-არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვიტავს. ვფიქრობ, არქიტექტორი ან დიზაინერი გავხდები. ხატვა ბავშობიდან ჩემი გატაცებაა, მომწონს ამ ყველაფრის კეთება და მსურს, ჩემი არჩეული პროფესიაც ხატვას უკავშირდებოდეს.
როდესაც საუბარი დავასრულე, მისმა სახის გამომეტყველებამ დამაბნია, ვერ მივხვდი რატომ შეეცვალა სახე. უცბად, ფიქრებიდან გამოერკვა და მკითხა:
-შენი საყვარელი მხატვარი?
-მოდი მინიშნებას გეტყვი და შენ გამოიცანი ,,ცა ლურჯი და შავია , ცას ლამაზად მოკაშკაშე ვარსკვლავები ფარავს...-შემაწყვეტინა და თვითონ დაიწყო
-ლარნაკი, რომელშიც მზესუმზიებია. ყვითელი ტონის ფერები სასიამოვნო განწყობას გვიქმნის...-მისმა სიტყვებმა დამაბნია, მაგრამ ამავდროულად სიხარულს მგვრიდა ეს ყველაფერი, რადგან არ მეგონა ვან გოგის ნახატებზე ამდენ ინფორმაციას თუ ფლობდა.
-საიდან იცი ეს ყველაფერი?-მომლოდინე თვალებით შევხედე.
-ვხატავდი, თუმცა მოხდა რაღაც, რის გამოც შევწყვიტე-დანაღვლიანდა.
-შეიძლება გავიგო რა მოხდა?-მისმა ნაღვლიანმა სახემ მეც ცუდ ხასიათზე დამაყენა.
-მოვა მაგის დროც.
-კარგი მაგრამ რაღაცას გეტყვი, ის უნდა აკეთო რაც გინდა, მიუხედავად მიზეზებისა.
გზა გავაგრძელეთ, სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მე სახლში შევედი.
ერთმანეთის სახელები ვიცოდით, ამიტომ სოციალურ ქსელში ერთმანეთის პოვნა არ უნდა გაგვჭირვებოდა. მეგობრობის თხოვნას Facebook-ზე არ ვუგზავნიდი, რადგან წასვლის წინ მითხრა, რომ დღეს საქმეები ჰქონდა და როცა მოიცლიდა მომწერდა. ამიტომ მას ველოდებოდი.
რამდენიმე კვირა გავიდა, დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდი შეტყობინებებს თუმცა უშედეგოდ. გადავწყვიტე, მე გამეგზავნა მეგობრობის მოთხოვნა, მაგრამ ჩემი სიამაყის გამო მალევე გადავიფიქრე. ვფიქრობდი, რომ იმედი საკუთარ თავს ტყუილად მივეცი და გიორგი სულაც არ იყო ისეთი როგორიც წარმომედგინა. ამიტომ მისი დავიწყება გადავწყვიტე და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მიუხედავად სიძნელეებისა შევძელი იმის გააზრება, რომ ჩემს ცხოვრებაში გიორგი მხოლოდ, ტკბილ წარსულს წარმოადგენს.
მივხვდი, რომ ადამინებს ასე ადვილად აღარ უნდა ვენდო და არ უნდა მივცე გულის ტკენის საშუალება, ამის გამო ნელ-ნელა ცივი ადამიანი გავხდი. თავს ვიკავებდი ახალი ადამიანების გაცნობისაგან.
გავიდა დრო, მივაღწიე ჩემს მიზანს, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის პერიოდში ხშირად ვოცნებობდი სტუდენტურ ცხოვრებაზე, ვერ ვახერხებდი გართობას. უნივერსიტეტში არავინ გამიცნია, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც ლექციებზე ჩემ გვერდით იჯდა, მას გუგა ჰქვია. იგი ყოველთვის მაძლევდა რჩევებს და ყოველთვის გვერდში მედგა. ამასთანავე, ლექციების შემდეგ ხშირად გვიწევდა ესკიზების გასაკეთებლად შეხვედრა. დროს კარგად ვატარებდით, მან თავისი შეყვარებული-სალი გამაცნო. სალი ძალიან საყვარელი და თბილი გოგოა. მას ძალიან დავუახლოვდი და მე, სალი და გუგა თითქმის სულ ერთად ვიყავით.
ერთ დღესაც სალიმ მთხოვა ამსტერდამში გავყოლოდი, გუგა ვერ ახერხებდა წასვლას მას კი ამ საქმის გადადება არ შეეძლო. ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი. წასვლა 1-ლი დეკემბრისთვის დავგეგმეთ, ბარგი ჩავალაგეთ და წავედით.
ჩემდა გასაკვირად, მოგზაურობამ კარგ ხასაიათზე დამაყენა. ძალიან მომწონდა ამსტერდამი და მსურდა დიდხანს დავრჩენილიყავით. სამწუხაროდ, ერთ კვირაზე მეტს ვერ დავრჩებოდით. სალი დილიდან საღამომდე შეხვედრებზე იყო და ჩემთვის არ ეცალა, ამიტომ მარტომ გადავწყვიტე გართობა და საინტერესო ადგილების მონახულება.
ორშაბათს ჩავედით, დაბინავებისთვის დიდი დრო დამჭირდა, ამიტომ მთელი დღე სახლში ვიყავი. სამშაბათს კი შემართებით ავდექი და ვან გოგის ხელოვნების მუზეუმში წავედი. მუზეუმში სასიამოვნო გარემო იყო. „ვარსკვლავებიან ღამის“ ცქერით ვტკბებოდი, როდესაც შევამჩნიე, როგორ ჩამოუვარდა ერთ-ერთ ბიჭს შარფი. ავიღე და მისთვის მიცემა გადავწყვიტე, თუმცა ის ისე სწრაფად წავიდა, ვერ დავეწიე და ვერც მისი სახე დავინახე. შარფს ძალიან ნაცნობი სურნელი ჰქონდა, ვერ მივხვდი საიდან მეცნობოდა, ჩანთაში ჩავიდე, რადგან ვიფიქრე კიდევ შევხვდებოდი მას და გადავცემდი.
მუზეუმიდან გამოვედი, გზას გავუყევი, თვალებს იქით-აქეთ ვაცეცებდი, რადგან შესაძლოა ქუჩაში მომავალი რომელიმე ყმაწვილი შარფის მფლობელი ყოფილიყო. როდესაც მივსდევდი, შევამჩნიე, რომ შავი საათი და მწვანე ფერის სამაჯური ეკეთა, სწორედ ამიტომ საათიან და სამაჯურიან ბიჭს ვეძებდი.
უკვე რვა საათი იყო, ამიტომ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. როდესაც მივედი, სალი სახლში დამხვდა, თურმე დღეს ადრე დაემთავრებინა შეხვედრა და სახლში მოსვლა და დასვენება გადაუწყვიტავს, სწორედ ამიტომ არ დაურეკავს ჩემთვის. ყავა გავაკეთე და სალისთან ერთად დივანზე დავჯექი. მოვუყევი დღევანდელი თავგადასავლის შესახებ და მანაც მიამბო თავის ამბები. შეხვედრაზე სალის უფროსის მეგობარი ჩამოსულა გერმანიიდან, რომელიც ახალგაზრდა არქიტექტორი იყო, სალი ყველაზე ძაან იმან გაახარა რომ იგი ქართველი იყო და საქართველოში დაბრუნებასა და კომპანიის გახსნას გეგმავდა, ამასთანავე ეძებდა ახალბედა არქიტექტორებს, სასურველი იქნებოდა თუ სტუდენტები იქნებოდნენ.სალიმ მითხრა, რომ ეს ჩემი კარიერის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო. ამ ყველფრის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხვალ ბარში აპირებდნენ სალი, სალის უფროსი და მისი მეგობარი წასვლას. სალიმ მთხოვა ,მეც წავსულიყავი, რადგან თავი უხერხულად არ ეგრძნო და ამასთანავე, არქიტექტორსაც გავიცნობდი და სამსახურზე ვისაუბრებდით. დავთანხმდი. სანამ დავიძინებდი სამსახურზე ვფიქრობდი, რაც ძალიან მაბედნიერებდა. ამ ფიქრებში მალევე ჩამეძინა.
გათენდა დილა. როდესაც გავიღვიძე, სალი უკვე წასული დამხვდა. წვიმიანი ამინდის გამო გარეთ გასვლა დამეზარა და სახლში დავრჩი. საღამოს სალი მოვიდა და მოვემზადეთ. სალის გრძელი შავი, კაბა ეცვა, მე კიდევ მუქი ლურჯი, მუხლებამდე კაბა ჩავიცვი. ფოტოები გადავიღეთ, გუგას გავუგზავნეთ, Instagram-ზე დავპოსტეთ და ბარში წავედით. ბარში მისულებს მხოლოდ სალის უფროსი დაგვხვდა, არქიტექტორზე გვითხრა, რომ ვერ მოვიდოდა, რადგან ძალიან გადაიღალა, ამიტომ გართობა მარტოს მოგვიწევდა. არც ისე მოსაწყენი საღამო იყო. ცოტა დავლიეთ და 11 საათზე სახლში ვიყავით.
დარჩენილი დღეები ამსტერდამის დათვალიერებაში გავატარე და კვირის ბოლოს საქართველოში დავბრუნდით. საქართველოში დაბრუნებულმა, მშობლების მონახულება გადავწყვიტე. ეს ერთი კვირა სასიამოვნოდ გავატარე და ორშაბათს კი თბილისში ჩავედი, რადგან ლექციები აღარ გამეცდინა.
...



№1  offline წევრი ანნა ა

სიუჟეტი კარგია მაგრამ ძალიან ზოგადად წერ ცოტა ეცადე რაგაცეები ძალიან ზოგადად არ ახწერო და თავებიც გაზარდე ძალიან მომწონს მაგრამ ესეც გაითვალისწინე წარმატებებიი heart_eyes

 


№2  offline წევრი salome_13

ანნა ა
სიუჟეტი კარგია მაგრამ ძალიან ზოგადად წერ ცოტა ეცადე რაგაცეები ძალიან ზოგადად არ ახწერო და თავებიც გაზარდე ძალიან მომწონს მაგრამ ესეც გაითვალისწინე წარმატებებიი heart_eyes

მადლობა და აუცილებლად გავითვალისწინეებ blush heart_eyes

 


№3  offline წევრი lamazi tvalebi

ცოტა თამამად ჩემო კარგო... მომწონს შენი წერის სტილი, მაგრამ ამ თავში თითქოს რაღაც მაკლდა, უფრო ზედაპირული იყო.
ვიცი რომ უფრო მეტი შეგიძლია, ამიტომ წარმატებები.... ❤❤❤

 


№4  offline წევრი salome_13

lamazi tvalebi
ცოტა თამამად ჩემო კარგო... მომწონს შენი წერის სტილი, მაგრამ ამ თავში თითქოს რაღაც მაკლდა, უფრო ზედაპირული იყო.
ვიცი რომ უფრო მეტი შეგიძლია, ამიტომ წარმატებები.... ❤❤❤

ვეცდები გამოსწორებას, მადლობა kissing_heart kissing_heart

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგი წერის სტილი გაქვს ... მომწონს ..
დროთა განმავლობაში მეტად დახვეწავ მთავარია არ გაჩერდე და განაგრძო..
ისეთი ისტორია ჩანს იმედები მაქვს მეტად საინტერესოს გახდი და მეტად სასიამოვნოსაც ♥️♥️წარმატებები

 


№6  offline წევრი salome_13

ტკბილიწიწაკა
კარგი წერის სტილი გაქვს ... მომწონს ..
დროთა განმავლობაში მეტად დახვეწავ მთავარია არ გაჩერდე და განაგრძო..
ისეთი ისტორია ჩანს იმედები მაქვს მეტად საინტერესოს გახდი და მეტად სასიამოვნოსაც ♥️♥️წარმატებები

მადლობა, აუცილებლად ვეცდები❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent