პირობა 2თავი
უჭირდა დაროს დედის გაშვება თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. ეშინოდა, ეშინოდა რადგან არ უნდოდა ისევ დაეკადგა მისთვის საყვარელი ადამიანი. მას ახლა მხოლოდ დედა ჰყავს, ყველამ მიატოვა მაშინ როდესაც ის სულ პატარა ცხრა წლის იყო, სწორედ მაშინ კრა ცხოვრებამ, მამამ და რაც მთავარია ღმერთმა ხელი. მას არ სწამდა უფლის, ის არ არის მორწმუნე. მისთვის უცნობია, ეკლესია, მოძღვარი ის არ სცნობ საეკლესიო ცხოვრებას. ამისთვისაც აქვს მიზეზი, მიზეზი ყოველთვის ყველაფერს აქვს. იბრძვის ლაშხი იმ ერთადერთისთვის, მისთვის ყველაზე წმინდა ადამიანისთვის იბრძვოს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი თუ ის ცოცხალი აღარ არის. იმ ადგილას მივიდა სადაც ბავშვობის უმეტეს დროს ატარებდა მაშოსთან ერთად. სევდიანი ღიმილით შეაგვალიერა ტერიტორია, ადგილი სადაც საუკეთესო წლრბი აქვს გატარებული. - დარო მოდი აქ. _ თვალწინ დაუდგა 26 წლის წინ მომხდარი ამბავი. - ნუ გეშინია დარ არ დაეცემი. _ ხელგაშლილი ელოდება პატარა დას.- ხომ გითხარი არ დაეცემი თქო. _ გულში ჩაიკრა პატარა არსება. - მენატრები. _ ცრემლიანი თვალები შეანათა მის წინ მყოფს. - მეც. - შენი აზრით შევძლებ? - შენ ყველაფერს შეძლებ. შენ შეძლებ აგებინო პასუხი ყველას, სამი იყო დარ არ დაგავიწყდეს სამი. მათ გარდა კიდევ სამი სულ ექვსი შენ ამას შეძლებ. - ყველაფერს გავაკეთებ. - მიყვარხარ დარო. - სად იყავი? მთელი ღამე გირეკავდი, სახლში დაგირეკე და არავინ არ მიპასუხა. დარო ხომ მშვიდობაა? _ კაბინეტში შესულს ფეხდაფეხ მიჰყვა გვანცა. - რატომ მირეკავდი? - შენს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. - რატომ? - გუშინდელ სასამართლო პროცესზე, ყალბი მტკიცებულების წარსდგენის გამო გიჩივიან. ასევე პრეზიდენტზე ცრუ ჭორების გავრცელებას გედავებიან. დარო შენ. - რა მე? - შენ ლიცენზია შეგიჩერეს. - რა ქნეს? _ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, კონტაქტებში კაცის ნომერი მოძებნა და მწვანე ღილაკს ხელი დააჭირა. - რა გააკეთე? _ გამწარებულმა ჩასძახა. - კარგად ხარ? _ ისმის გაკვირვებული კაცის ხმა. - ახლა კარგად მომისმინე, თუ ლიცენზიას არ დამიბრუნებთ მაშოს სულს ვფიცავ მთელ ქვეყანას, გავაგებინებ სინამდვილეში რა ნაბი**აროც ხარ. ქალის ტრ*კს უკან ამოფარებული არაკაც* ყველას გავაგებინებ ვინ ვარ მე სინამდვილეში, რა მოუვიდა ჩემს დას, და როგორ დაფარეთ ეს ყველაფერი. დღესვე შევიტან სარჩელს შენს წინააღმდებ, და გპირდები სულ რაღაც ორ საათში ყველა ტელევიზია, გაზეთი, ინტერნეტი ამ ამბით გაივსება. დრო მოვიდა პასუხი აგო შენი დანაშაულის გამო. - ეს არ გააკეთო. - ხომ იცოდი შენს ძმიშვილს აუცილებლად ჩავსვამდი ციხეში? ხომ იცოდი ამის გამკეთებელი ვიყავი? ხომ იცოდი თუ რამეს ისეთს გააკეთებდი სიმართლეს ვიტყოდი? რატომ გადამიდექი წინ? რატომ ჩამომართვი ლიცენზია? _ წინ და უკან დაიწყი სიარული ოთახში. - მე არაფერ შუაში არ ვარ. - არაფერ შუაში? ეს როგორ დავიჯერო? მას მერე რაც ბრალი შენს შესახებ, ცრუ ჭორების გავრცელებაზე მედება როგორ დაგიჯერო? - დარო შენს თავს ვფიცავ. - ნუ იფიცებ ჩემს თავს. _ განწირული ხმით ყვირის გოგო. - ანუ შენი ძმა იყო? მითხარი ეს მან გააკეთა? რადგანაც თუ გავიგე ამაში მისი ხელი ურევია, გავანადგურებ მაშოს გეფიცები ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ. - დარო არ მინდა ახლა უფრო მეტად გაგანერვიულო, მაგრამ მგონი ვიცი ვინც შეძლებს შენს დახმარებას. _ ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ გოგოს კაბინეტის კარი, ისევ შეხსნა გვანცამ. - გვანც ვიცი ჩემი დახმარება გინდა, მაგრამ ამ საქმეში არც შენი და არც არავის გასვრას ვაპირებ. იმ ოჯახთან მე ჩემი პირადი მტრობა მაქვს. შენ ვერც კი წარმოიდგენ რა არის ეს, არა მხოლოდ ის რომ ის მამაჩემია. ეს ყველაფერი ამაზე წინ დგას. არ ვაპირებ მას ან სხვას, დავუმტკიცო ის რომ მე ნამდვილი ჩადუნელი ვარ, რადგან ეს ასე არ არის. მე არ ვარ სისხლისმწოველი, მოძალადე. ისინი კი სწორედ ასეთები არიან. გვანც მე შენ ძალიან დიდ პატივს გცემ, ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, შენ ერთადერთი იყავი დედაჩემის შემდეგ ვისაც ვენდობოდი. შენ ძალიან გენდობი, და დიდ პატივს გცემ. რადგან რომ არა შენ მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, მაგრამ ამ საქმეში შენს გარევას არ ვაპირებ. - თუ მე ეს მინდა? თუ მინდა რომ ბოლომდე შენს გვერდით ვიყო? - მაშ მზად უნდა იყო. მზად ხარ ჩემს გამო დათმო კარიერა, ოჯახი, ცხოვრება. რადგან თუ შენ ამ ომში ჩემთან ერთად ჩაერთვები, უკან დასახევი არ გექნება. მე ვაპირებ გადავაყენო პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები და მათგქნ უმეტესობა ციხეში ჩავსვა. მზად ხარ ამ ბრძოლაში ჩემს გვერსით იდგე. შენ ოჯახი გყავს გვანცა, აი მე კი არავინ მყავს. ჩემს გვერდით არავინ დგას ისევე როგორც წლების წინ მე ახლაც მარტო ვიბრძვი, როგორც ცხრა წლის ასაკში ვიბრძოდი. - შენს გვერდით ვარ. - კარგად დაფიქრდი. - ამაზე უკვე დიდი ხნის წინ დავფიქრდი, მაშინ როდესაც პირველად დაგიდექი გერდით. - ქალბატონო დარო თქვენთქნ არიან. _ საუბარს აწყვეტინებს ასისტენტი. - ვინ? - ერეკლე ლიჩელი. - ამას მაინც რაღა უნდა. _ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები და ფეხზე წამოდგა. -შემოუშვი. - გამარჯობა. _ მომაჯადოვებელი ღიმილით უღიმის ლაშხს დ ახელს უწვდის. - სალამი. _ ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე გოგომ. ხელი ჩამოართვა და ადგილი დაიკავა. - მე დაგტოვებთ. _ მალევე ტოვებს კაბინეტს გვანცა. - რამეს დალევთ? - არა გმადლობთ. - რამ შეგაწუხათ? _ სავარძლის საზურგეს მიეყრდნო გოგო. - ერთი კვირა გავიდა, მაგრამ თქვენ ისევ არ დაგირეკიათ. - იქნებ იმიტომ რომ ბევრი საქმე მქონდა, ან თქვენს წინადადებაზე არ ვარ თანახმა. - კი, მაგრამ ხომ უნდა გამაგებინოთ? - ბატონკ ერეკლე მე არ მითხოვია თქვენთვის სამსახური, ეს თქვენ თავად შემომთავაზეთ. მე თავიდანვე გითხარით რომ არ ვიყავი თანახმა მაგრამ თქვენ დაჟინებით მოითხოვთ ჩემთან თანამშრომლობას. ჯერ ისიც გასარჯვევია თუ რატომ აკეთებთ ამას? და მეორეც მე ლიცენზია შემიჩერეს, ასე რომ ვერც თქვენი და ვერც მათი ადვოკატი ვიქნები ვისაც ეს სჭირდება. - შემიძლია რამით დაგეხმაროთ? - თქვენ ის უკანასკნელი ხართ ვისაც დახმარებას ვთხოვ. გმადლობთ, მაგრამ არ მჭირდება თქვენი დახმარება. - მე უბრალოდ შემოგთავაზეთ. - ბარემ ისიც მითხარით რატომ გსურთ ჩემი დახმარება? - ყველას ვინც დახმარების ხელს გამოგიწვდით, ასე უხეშად ექცევით? ან ყველაში ეჭვი გეპარებათ? - იცით უკვე შვიდი წელია ადვოკატი ვარ, აქამდე არავის დახმარება არ მჭირდებოდა. და არც ახლა ვაპირებ ვინმეს გამოწვდილ დახმარების ხელს ჩავებღაუჭო. შეგიძლიათ მითხრათ რა არის თქვენი ნამდვილი მიზეზი? გარდა იმისა რომ ჩემი დახმარება გსურთ. _ ხმის ტონალობა ნელ-ნელა ეცვლება ლაშხს. თითქოსდა სადაცაა აფეთქდებაო. - არ შეიძლება უბრალოდ საუკეთესო ადვოკატი მჭირდებოდეს? ჩემი კომპანიისთვის? - გასაგებია. ანუ მეტი არაფერი? - ნუ გეშინიათ თქვენი საწოლში შეთრევა, ჩემს გეგმებში არ შედის. - ეგ საერთოდ რა შუაშია? _ გაიკვირვა. - მეგონა ჩემზე ისევე ფიქრობდით ყველა სხვა დანარჩენი. - სამწუხაროა თუ აქამდე ვერ მიხვდით, მე არავის ვგავარ ბატონო ერეკლე. ახლა კი უნდა დაგტოვოთ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. - მე მართლა შემიძლია თქვენი დახმარება. - უკვე გითხარით რომ არავის გამოწვდილ, დახმარების ხელს არ ჩავებღაუჭები. - გასაგებია. _ კაცს ემშვიდობება და კაბინეტიდან პირველი თავად გადის. - სულ რაღაც ნახევარი საათი დარჩა. _ გასვლისთანავე ურეკავს კაცს. - იცოდე თუ სიმართლეს იტყვი, ვერასოდეს ნახავ შენს დიშვილს. _ ლიფტში შესვლას აპირებდა, მაგრამ კაცის სიტყვებმა შეაჩერა. - ვის? - შენს დიშვილს. - რეებს ბოდავ? - დარო თუ სიმართლეს იტყვი ვერასოდეს ნახავ მას. - მე არ მყავს დიშვილი. - გყავს. შენი და იმდღეს არ მომკვდარა დარო, მან კიდევ შვიდი თვე იცოცხლა, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და შემდეგ გარდაიცვალა. - შენ რა გგონია ამ შენს შეთითხნილ ამბავს დავიჯერებ? მე ის ვნახე გესმის? ის მკვდარი იყო, მე მისი სისხლიან სხეული ვნახე ის არ სუნთქავდა. - შემიძლია ამაში დაგარწმუნო. ფოსტა შეამოწმე საბუთი გამოგიგზავნე. _ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კაბიმეტისკენ, კარი შეხსნა და ეგრევე კომპიუტერი ჩართო. - ეს შეუძლებელია. _ გაოგნებული შესცქეროდა მისი დის სამშობიარო ჩანაწერებს. - ეს შეუძლებელია. _ მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. - ეს სიმართლეა დარო. - სად არის ახლა? - როგორ გგონია მის ადგილმდებარეობას გაგიმხელ? - არაკა** ხარ იცი? - ვიცი, მაგრამ არ მოგცემ ჩემი ცხოვრება დაანგრიო. - ხომ იცი? მაინც მოვძებნი გაზას, შენს გასანადგურებლად? - ამას ვერ შეძლებ. _ ამაზრზენად იცინის კაცი. - მაგასაც ვნახავთ. _ გაბრაზებულმა მოიქნია ტელეფონი და მხოლოდ ახლაღა, შეამჩნია ოთახში მყოფი ბიჭი. - აქ რას აკეთებთ? - კარგად ხართ? ფერი საერთოდ არ გაქვთ? - კარგად ყოფნა რა არის დიდი ხანია აღარ ვიცი. _ ამდენი ხნის მანძილზე პირველად ამოსთქვა სიმართლე, მის მდგომარეონასთან დაკავშირებით. - დახმარებას შემოგთავაზებდი, მაგრამ ვიცი ისევ უარს მეტყვი. - არა. იცი აქამდე ისე მოვედი დახმარება არავისგვის მითხოვია, მაგრამ ახლა ნამდვილად მჭირდება ვიღაცის დახმარება. _ სევდიანად გაუღიმა ბიჭს. - რით შემიძლია თქვენი დახმარება? - პორველ რიგში იმით რომ შენობით მომმართე. - კარგი. - შეგიძლია ბარში კომპანიონობა გამიწიო? - დასალევად მეპატიჟები? - ასე გამოდის. _ იღიმის. - რა თქმა უნდა! - მადლობა. - ბარის მისამართს მეტყვი თუ, ჩემით ავარჩიო? - გაგეცინება, მაგრამ არც ბარის და არც რესტორნის მისამართი არ ვიცი. ასე რომ შენს გემოვნებას ვენდობი. - მაშ წავედით. _ ფეხზე წამოდგა ბიჭი და გარეთ გავიდა, დაროც მალევე მიჰყვა უკან. ლიფტში ერთდროულად შევიდნენ. - იმედია ახლა არ გაჩერდება. _ როდესაც ბიჭის სახეზე ღიმილი შენიშნა, მიხვდა რამხელა სისულელეც წამოაყრანდალა, და თავში ხელი წამოირტყა. - არამგონია გაჩერდეს. _ გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია, ოც წუთში კი ერთ-ერთ მაგიდასთან მოთავსებულები, ელოდნენ შეკვეთას და მანაც არ დააყოვნა. - ჩემს ადგილას ახლა პრანჭია გოგო იტყოდა, რომ არა გამოუალი მდგომარებოდა უცნობ ბიჭთან ერთად დასალევად არ წავიდოდა, მაგრამ მე არც პრანჭია ვარ და არც შენ ხარ უცხო. _ ერთიანად გადაუშვა სასმელი ყელში, თუმცა მელევე ინანა როდესაც ყელი ორგანიზმი საშინლად აეწვა. - არა არაყი ნამდვილად არ არის ჩემი. მოდი ვისკი იყოს. - ვისკი მოგვიტანეთ. _ მალევე მისცა შეკვეთა მიმტანს. _ ანუ მე არ ვარ უცნობი? - ჩემთვის უცნობი ის კაცია, ვინც თავს მამაჩემს უწოდებს. აი ის მიმტანიც აღარ არის ჩემთვის უცნობი, რადგან დღეს უკვე ვნახე. - მამაშენი არასოდეს გინახავს? - ნეტა არ მენახა, უფრო კარგი იქნებოდა. კარგი არ ვგინდა ჩემზე საუბარი. _ თავს არიდებს მის ცხოვრებაზე საუბარს. - მოდი შენზე მომკყევი რამე, იქნებ გადავწყვიტო შენთან მუშაობა. - აუ შენ ჯერ შენი კლიენტები, კარგად უნდა გაიცნო და შემდეგ ეხმარები? - სიმართლე გითხრა მე ჩემს კლიენტებს არც იმას ვეკითხები, ნამდვილად დამნაშავეები არიან თუ არა. რადგან ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მთავარია მე მათი უდანაშაულობა დავამტკიცო. - ამ ყველაფერს რატომ აკეთებ? - აჰა ისევ ჩემზე ვსაუბრობთ. _ ამჯერად ვისკი მოსვა. - მითხარი ჩემზე რა გაინტერესებს? - დღეში რამდენი პარტნიორი გყავს, ნამდვილად არ მაინტერესებს. რატომ გინდა შენი ადვოკატი ვიყო? - შენ ხომ თქვი კითხვებს არ ვსვამო? - კი, მაგრამ ისინი დაჟინებით არ ითხოვენ მათი ადვიკატი ვიყო. მანამ სანამ რამეს მეტყვი, გეტყვი ვერ ვიტან ტყუილს. თუ გავიგე ვინმე მატყუებს, კარგი დღე არ ელის. მილიონიანი კონტრაქტიც რომ დავდო, მაინც შავშლი რადგან ჩემა ხელშეკრულებაში გარკვევით, წერია რომ ტყუილის შემთხვევაში ჯარიმა მათ ეკისრებათ და არა მე. - უკვე ორი წელია მამაჩემს, მისი ძმა ემუქრება. მას კომპანიის ნახევარი უნდა, იმ დროს როდესაც მას არანაირი კავშირი აქვს ამ კომპანიასთან. მამაჩემმა კომპანია თავისი ხელით ჩამოაყალიბა, არავის მიუღია წვრილი. ის ყველაფერს მარტო აკეთებდა, ახლა კი მისი ძმა ედავება. - თუ ის არანაირ დოკუმენტში არ წერია, არ აქვს უფლება სხვის ბიზნეს შეეხოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს მეკვიდრეობით დაუტოვეს მამაშენს, თუმცა ესეც სადაოა. - ის ადგილი სადაც კომპანია დაარსდა, ადრე ბიძაჩემს ეკუთნოდა, მაგრამ მამამ ის ერთ მილიონად გამოისყიდა მისგან. ყველაფერი კანონიერად მოხდა, მაგრამ ახლა მას ის ადგილი უნდა ან კომპანიის ნახევარი. - მამაშენს სრული უფლება აქვს, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს. ბიძაშენი კი თუ ჩუმად არ იქნება სამმაგს გადაიხდის. - ანუ დამეხმარები? - მე ეს არ მითქვამს. _ სასმელი მოსვა და სავარძელს მიეყრდნო. - ძალიან უცნაური ხარ. - მართლა? _ წარბს სწევს გოგო. - კი. - ეგ კარგია. _ იღიმის. - გიხდება ღიმილი. - იმედია იმდენად დებილი არ ხარ რომ გეგონოს, ეს შენი ქარიზმა ან ქათინაურები ჩემზე იმოქმედებს. - ვიცი არც შენ ხარ დებილი და ხვდები რომ ამ ყველაფერს შენს გადმოსაბირებლად არ გეუბნები. - ოჰ გულიდან ამოსულ სიტყვებს მეუბნები? - კი. - სასმელი კი მომეკიდა, მაგრამ ჯერ მთვრალი ნამდვილად არ ვარ. ამიტომ შენი ქათინაურები შენთვის შეინახე. - მანამ სანამ შენთან მოვიდოდი, შენზე რაღაცეები გავიკითხე. მას შემდეგაც გავიკითხე რაც გესაუბრე. თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ სინამდვილეში არავინ არაფერი იცის. - მხოლოდ ის იციან რაც მას უნდა, ხალხმა ჩემზე იცოდეს. - მას ვის? - იდიოტად ყოფნა არ გიხდება. ძალიან კარგად იცი ვისაც ვგულისხმობ. - არ მეგონა თუ ის მალავდა ყველაფერს. - ჩემი წასვლის დროა. მადლობა კომპანიონობისთვის. _ ჩანთიდან თანხას იღებს და იქვე დებს. - გაგიყვან. - არა იყოს, გავისეირნებ. - კარგი. _ ბარიდან გამოსვლისთანავე ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. სახლში შესვლისთანავე ეცა დედის სურნელი, სევდიანი თვალები მიანათა სამზარეულოს კარს. ელოდა როდის შემოეგებებოდა დედა, კითხავდა თუ როგორი დღე ჰქონდა დღეს თუმცა ის არსად ჩანდა. კარი ხმაურით მიიხურა და გეზი თავისი ოთახისკენ აიღო. ერთი მოძრაობით მოიშორა, ტანზე შემოხვეული მატერია, საღამური გადაიცვა და საწოლში შეწვა. დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, თვალებიმოისრისა და სიმწრით წამოდგაბფეხზე რადგან თავი საშინლად სტკიოდა. - რომელი საუკუნეა, ვინღა რეკავს სახლის ტელეფონზე. _ ბუზღუნით გავიდა მისაღებში. - ჰოუ. - დარო კარგად ხარ? _ ესმის შეშინებული გვანცას ხმა. - კი გვანც რა ხდება? _იქვე დივანზე ჩამოჯდა. - ტელეფონზე გირეკავდი თუმცა გამორთული გქონდა, შემდეგ შენს კაბინეტში ვნახე დაგილეწავს. - ხო გუშინ ძალიან გავბრაზდი და. რა ხდება? - პროკურატურიდან დარეკეს, დღეს დაკითხვაზე გიბარებენ. - რომელ საათზე? - სამზე. - ახლა რომელია? - თორმეტი. - კარგი გავემზადები და წავალ. - გინდა წამოგყვე? - არა იყოს მარტოც გავუნკლავდები. მადლობა გვანცა. _ ტელეფონი გათიშა და ისევ ოთახში დაბრუნდა. - მოიცა მან რა მართლა დასალევად დაგპატიჟა? _ უკვე მერამდენედ ეუბნება ლიჩელს მეგობარი. - გუგა რამდენჯერ გითხრა? _ მომაბეზრებლად აუქნია ხელი ბიჭს. - რაო მერე? რა გითხრა? - ძალიან უცნაური გოგოა, მის ოჯახზე საერთოდ არ საუბრობს. თუ მასზე საუბარს დავიწყებდი თემას ცვლიდა. არამგონია მამამისთან დაპირისპირების მიზეზი, მხოლოდ ოჯახის უარყოფა იყოს. - აბა სხვა რა მიზეზი უნდა ჰქონდეს? - არ ვიცი, მაგრამ აქ რაღაც ისე არ ხდება. გუშინ მის კაბინეტში რომ ვიყავი, ნუ არ ელოდა ისევ იქ თუ დავხვდებოდი. ტელეფონზე საუბრობდა, საუბრობდა კი არა ჩხუბობდა. ისეთი გამწარებული იყო, ამბობდა შეუძლებელიაო მერე სად არის ახლაო. მგონი მამამის ეჩხუბებოდა, ნეტა ვის უნდა ეძებდეს? - რომ კითხო? - შენ გგონია რამეს მეტყვის? გუშინ დახმარება შევთავაზე და ისეთი უარი მითხრა, მაგას როგორ ვკითხავ. მოიცადე და მაგას მხოლოდ დედა ჰყავს? დედამისი არ გათხოვილა? ან და არ ყავს? იქნებ დედამისი გაიტაცეს? - გუშინ ჩვენმა კაცმა დარეკა აეროპორტიდან, დედამისს ბილეთი აუღო და ესპანეთში გაუშვა. მგონი რაღაცას გეგმავს. - შეიძლება. - ერეკლე სჯობს შეეშვა მაგ გოგოს, თორემ თუ გაიგო სინამდვილეში რა მიზნით მიხვედი მასთან, არ დაგინდობს. შენ ჯერ კიდევ არ იცი რისი გაკეთება შეუძლია. - ყველა იმას ამბობს რომ საშიშია, ის კი უბრალო ადამიანია რომელიც ხალხს ეხმარება. - დამნაშავეებს. - ჰო დამნაშავეებს. - შენ რა გგონია მართლა არაფრის კეთება შეუძლია? იცი ლიცენზია რატომ შეუჩერეს? _ უარის ნიშნად თავი გააქნია. - მისი ბიძაშვილი ჩასვა ციხეში. ახლა კი ბიძამისი ყალბი მტკიცებულების, წარდგენას ედავება. - საიდან იცი? - ჩემმა ძმამ დამირეკა პროკურატურიდან. - არ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ? - აკოს ვკითხავ თუ შეგვიძლია დახმარება, ისე დღეს დაკითხვაზე დაიბარეს. - კარგი. - გამარჯობა. _ ყალბი ღიმილით ესალმება პროკურატურის, მისაღებში გოგონას. _ დარო ლაშხი დასაკითხად დამიბარეს. - დარო. _ მალევე უახლოვდება ახალგაზრდა მამაკაცი. - აკო. _ ღიმილით გადაეხვია ბიჭს. - როგორ მომენატრე. - მეც მომენატრე პატარავ. კიდევ კარგი დასაკითხად დაგიბარეს, თორემ როდის მნახავდი. - კარგი რა ხომ იცი რამდენი საქმე მაქვს? - ჰო კარგი. აქეთ წამოდი. _ ხელი გადახვია გოგოს და დაკითხვის ოთახისკენ წაიყვანა. - შენ უნდა დამკითხო? _ ოთახში შესვლისთანავე ეუბნება ბიჭს. - არა მთავარმა პროკირორმა. - გასაგებია. - აი ისიც. _ ხელით ანიშნა ოთახში ახლახანს შემოსულისკენ. - მე დაგტოვებთ. _ მათ პასუხს არ ელოდება და იქაურობას სცილდება. - ლაშა ლოლაძე პროკურორი. - ჩემი სახელი უკვე იცით. - კარგი დავიწყოთ. მოდი თავიდან პრეზიდენტის მიმართულებით, გავრცელებულ ჭორებზე დაგისვამთ შეკიხვებს. _ თანხმობის ნიშნად თავს უკრავს გოგო. - რა კავშირი გაქვთ ქვეყნის პირველ პირთან? - არანაირი. - ჭორების თანახმად თქვენ მისი შვილი ხართ, ამ ფაქტს უარყოფთ? - ჭორებზე თავად საუბრობთ ბატონო პროკურორო. - თუ შეიძლება კითხვაზე პასუხი გამეცით. - მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. - მაშ რატომ ავრცელებთ ჭორებს? - შეგიძლიათ მტკიცებულება წარადგინოთ, სადაც მე ამ ჭორებს ვავრცელებ? - მოწმე გვყავს. - კარგი მაშ მოწმე მანახეთ. - ეს სასამართო არ არის. - ვიცი. თუ არანაირი მტკიცებულება არსებობს, ასევე მოწმის ყოლის ფაქტიც მაეჭვებს მოდით პირდაპირ გეტყვით. მე არანაირ ჭორებს ვავრცელებ, თავად ბატონმა პრეზიდენტმაც იცის რომ მე არ მჩვევია, სხვის ზურგს უკან ამოფარება. თუ სათქმელი მაქვს პირდაპირ ვიტყვი, ასე რომ ჭორების გავრცელება არ მჭირდება. რადგან სიმართლის სათქმელად მე თავად გამოვალ, ხალხის წინაშე და ყველაფერს ვიტყვი. ახლა კი რაც შეეხება მტკიცებულებას, ბატონ ალეკოს შეგიძლიათ სთხოვოთ შეამოწმოს ჩანაწერი. ჩანაწერს მხოლოდ მას გადავცემ და არავის სხვას, რადგან აქ არავის ვენდობი მათ შორის არც თქვენ. ჰო კიდევ ერთს დავამატებ, თუ დღის ბოლომდე არ გავიგებ რომ ლიცენზია დამიბრუნდა, პრეზიდენტი კი არა ღმერთიც ვერ გიშველით. რადგან მთელს მსოფლიოს გავაგებინებ თუ როგორი, მიკერძოებულები, მშიშრები და უსამართლოები ხართ. ყველაფერს ვიტყვი თქვენს ჩამონგრეულ სისტემაზე, ვიტყვი თუ როგორი კორუმპირებულები ხართ. სარჩელს არა აქ არამედ სტრასბურგში შევიტან. სადაც მერწმუნეთ რომ ვერც თქვენ და ვერც თქვენი პრეზიდენტი ვერ გაიმარჯვებთ. თუ ფიქობთ რომ ბევრს ვლაპარაკობ შეგიძლიათ გამიშვათ, რადგან ამის მეტს არაფერს ვიტყვი. - რომ დაგაპატიმროთ. - რის საფუძველზე? ბევრს ვლაპარაკობ თუ ენას გიტლიკინებთ? მე ადვოკატი ვარ გესმით? ჩემი მოვალეობაა ვილაპარაკო იმაზე მეტი ვიდრე თქვენ. ასე რომ ბატონო პროკურორო, ჩემი დაკავების არანაირი უფლება გაქვთ ახლა კი მე დაგტოვებთ. _ ფეხზე დგება და ოთახიდან გადის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.