შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადელაიდა (2)


5-11-2018, 17:02
ავტორი _scorpion_
ნანახია 908

ქვით მოპირკეთებულ ოფისში შევედი, აქაური მყუდროება ყოველთვის მომწონდა. კედლებზე აქა-იქ დაკიდებული სურათები და ხით გაკეთებული დეკორაციები აქაურობას სიძველის, მაგრად სიმყუდროვისა და გარშემომყოფებისთვის წყანარად მუშაობის საუკეთესო საშუალება იყო.
მისი კაბინეტის გაღებისას ისევ მის სკამზე წამომჯდარი დამხვდა. ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია, აშკარად მელოდა.
- ადელაიდა!- მითხრა და გამიღიმა. მასთან ნარნარით მივედი და ჭაღარა ულვაშებზე ძლიერად ვაკოცე
- ჩემო მოხუცო! - მამაჩემი სამოცწელს მიღწეული კაცი იყო. ასაკი ნამდვილად ეტყობოდა, მაგრამ აღნაგობით ბევრი ახალგაზრდა ჩამოუვარდებოდა.
მაღალი იყო, გრძელი გამხდარი მკლავებით, რომლებზეც დაჭმუჭნული ტანსაცმელივით ეტყობოდა ნაოჭები.
თმები სულჭაღარა, მაგრამ მას თმა თითქმის ყოველთვის ჭაღარა ქონდა. ძალიან მალე გამითეთრდა ჩემი მოხუცი. წვერი ყოველთვის წესრიგში ქონდა, მაგრამ საულვაშე მოშვებული, რომელიც სიგარეტის წყალობით მუდამ ყვითელი მოუჩანდა.
თვალის გუგები ჩაცვენილი ქონდა, თვითონ თვალები კი მოკლე იერის.
-წუხელ ჩამოვედი მამა, მაგარამ სახლში არ იყავი- ვუთხარი და მის წინ დივანზე მოვთავსდი.
-წუხელ გვიანობამდე ვმუშაობდი, ადელაიდა!- არადამაჯერებლად გავუღიმე, თვალები ძირს ნაწყენმა დავხარე. შეამჩნია ჩემი მოღუშულობა, მაგრამ ყურადღება აღარ მოუქცევია
-როგორ დაისვენე შვილო?
- მეორედ იქ ამდენიხნით აღარ წავალ მამა- მივუგე მტკიცე,შეშინებული ხმით.
- რატომ? რამე მოხდა?- გზაშივე გადავწყვიტე რომ მისთვის არაფერი მეთქვა
-შენ რომ გაგიშვა იქ ორი კვირით, შენც ესეთი რეაქცია გექნება.
- შენ ახალგაზრდა ხარ ადელაიდა, ასეთი მოსაწყენი ადგილები შენთვის ჯერ არაა შესაფერისი.
-აქაურობა სულაც არ არის მოსაწყენი. თან აქ მე ჩემი სამსახური მაქვს
- ეს სამსახური შეგიძია ქალაქშიც გაარძელო
- მეჩვენა თუ ჩემი თავიდან მოცილება გინდა?
- ჰა, ჰა, რომ მკლავდნენ შენი მოცილების სურვილი მაინც არასდროს მომინდება შვილო-გაიცინა და ყვითელი ულვაშებიდან დავინახე ბაგები როგორ გაეპო- უბრაოდ შენზე ვფიქრობ, ისედაც მთელი თინეიჯერობის პერიოდი აქ გაატარე,ისწავლე. მეგონა შენს ახლაგაზრდობას შენს ტოლ ბავშვებთან გაატარებდი, მაგრამ ერთხელაც შენი ბიზნეს იდეებით გამომეცხადე, რომლის განვითარებაც ისევ აქ მოინდომე
- მამა- ვუთხარი თბილი ხმით და ისევ მასთან მივედი, კისერზე ჩამოვეკიდე და თავი მის დამჭკნარ კისერში ჩავმალე
- ჩემი თინეიჯერობის ასაკის აქ გატარებაზე სულაც არ ვდარდობ. აქ საკმარისად იყვნენ ბავშვებიც. მე ეს პატარა ქალაქი მიყვარს, რომლის აღორძინებაშიც მამაჩემს მიუძღვის წვლილი, როგორ ფიქრობ მოგცემთ შენ და ჩემს ძმას მარტომ იბლატაოთ რომ აქაურობის განვითარებაში მხოლოდ თქვენ მიგიძღვით წვლილი.
- მე ნამდვილად ვიყეყეჩებ -თქვა სიცილით-მაგრამ შენი ძმისა რა გითხრა-დასძინა დამამცირებლად
- მამა ძალია გთხოვ კარლოზე ასე ნუ ლაპარაკობ, ყველაფერს აკეთებს ისედაც რომ შენ მოგაწონოს თავი.
- საკმარისია ადელაიდა! - ხელის აწევით გამაჩუმა, არასდროს მოსწონდა როცა ვინმე ეწინააღმდეგებოდა, ახლა ჩემს ადგილას სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ალბათ სამსახურიდან გააგდებდა.
თავი ძირს დამწუხრებულმა დავხარე, არასდროს მომწონდა ჩემს ძმას ასე აუგად როცა მოიხსენიებდა.
-ბატონო თადეოზ! - ოთახში სასიამოვნო გარეგნობის, მაღალი გოგონა შემოვიდა- გამაჯობათ ქალბატონო ადელაიდა, როგორ ბრძანდებით? - ჩემმა დანახვამ დაწყებული საუბარი შეაწყვეტინა.
-კარგად თქვენ როგორ ხართ?
- მშვენივრად, ძალიან დაგვაკლდით თვალში ეს ორი კვირა
- მეც მირა, მაგრამ შევეცდები მთელი ეს დრო ავანაზღაურო
- ორი კვირით იყავი შვილო! ორი წლით ხომ არა- საუბარში მამა ჩერთო- შენს აქ არ ყოფნაში არაფერი გაგვიფუჭებია- დასძინა და თავისებური სიცილით გაიცინა.
- ბატონო ! - განაგძო მირამ- კლიენტები არიან მოსული, ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ
- ოხ ეს უცხოელები-ამოილაპარაკა მობეზრებით
- რა იცით რომ უცხოელები არია ბატონო თადეოზ!- კითხა გაოცებით მირამ
- ჩვენს ქალაქში, ჩვენს პროდუქციაზე, ჩვენს ხალხს აქ პრობლემები არავის შეექმნება მირა, ეს ხომ ცხადზე ცხადია- თქვა ჩვეულებრივი თავ მომწონებით. ყოველთვის უყვარდა აქაურობა, აქაური ხალხი და იმით ძალიან ამაყობს რომ აქაურობის აღორძინებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
-კარგი მამა! მე წავალ
- კარგი შვილო! მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ
-იცოდე ყველნაირი საქმე გადადე და საღამოს სახლში მოდი- მივუგე მუქარით და ლოყაზე დამშვიდობების ნიშნად ვაკოცე
- აუცილებლად ჩემო გოგო!
- ნახვამდის მირა- კარში გასვლისას დავემშვიდობე
-ნახვამდის ქალბატონო ადელაიდა.

***
-მგონი ეს არის ხომ? - იკითხა შავთმიანმა და მანქანის შუშიდან შენობიდან გამოსულ ქალს მიადევნა თვალი
- კი ეგ არის! -კვერი დაუკრა საჭესთან მჯდომმა
- წავედით - მანქანის კარი გამოაღეს და გოგონას უკან აედევნენ.



№1  offline წევრი qetulaa

Momeconaaaa, kargad cer, vnaxot gagrzelwba eogori iqnebaa, zalian nu agvianeb, tore mere izulebuli vxdebi samnam ar daseuldwba ar cavikitxo

 


№2  offline წევრი _scorpion_

qetulaa
Momeconaaaa, kargad cer, vnaxot gagrzelwba eogori iqnebaa, zalian nu agvianeb, tore mere izulebuli vxdebi samnam ar daseuldwba ar cavikitxo


მადლობა დიდი მოთმინებისთვის.
ვფიქრობ კიდეც რომ სანამ არ დავასრულებ მანამდე არ დავდო ო
ისტორიები. შეიძლება სათაურიც შევუცვალო.
ნუ ვნახოთ რა იქნება.
მადლობა კიდევ ერთხელ

 


№3  offline წევრი maristuart

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,იმედია მალე დადებ:))

 


№4  offline წევრი _scorpion_

maristuart
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს,იმედია მალე დადებ:))


ვეცდები თავები დავამატო.
მადლობა, რომ წაიკითხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent