გონების თამაშები
1890 წელს გერმანიაში ცივი ზამთარი იდგა, თუმცა ადელაიდას განწყობას ეს ხელს არ უშლიდა. ქალი ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ჰენრი მანის კაბინეტის კართან მოუთმენლობას შეეპყრო. ის ხვდებოდა, რომ მის თავს რაღაც უჩვეულო ხდებოდა. მისი მოთმინება თითქმის იწურებოდა, როცა კაბინეტიდან პროფესორის მდივანი ქალი გამოვიდა და მას უხმო. - მოგესალმებით პროფესორო. მორცხვად მიესალმა გოგონა. ჰენრი მანი ადელაიდას ოჯახის ძველი მეგობარი გახლდათ. ჭაღარა, სანდომიანი კაცის თვალებში დაუფარავი სიხარული იკითხებოდა. ის აღტაცებული იყო ადელაიდას წარმატებით ფსიქოლოგიის დარგში. - ადელაიდა ძვირფასო. - მამაკაცი სავარძლიდან წამოიმართა და ამ ნაზ არსებას სკამი შესთავაზა. ადელაიდა მაღალი, ჭეშმარიტი გერმანული აღნაგობის 25 წლის გოგონა იყო. გრძელი მარმარილოსავით თეთრი ყელი, ქერა თმა, რომელიც კულულებად ჩამოშლოდა ასევე მარმარილოსგან გამოყვანილ მხრებზე. მისი ცისფერი მეტყველი თვალები იმაზე მეტს ამბობდნენ ვიდრე სიტყვები. მოქნილი და ამავე დროს ნაზი მოძრაობით დაეშვა სავარძელზე და კაბა შეისწორა. - პროფესორო მე ვიცი თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი მშობლებისადმი თქვენი ღრმა პატივისცემის გამო არ მიგიღიათ. - შენ ეჭვი შეგაქვს საკუთარ შესაძლებლობებში ძვირფასო. - მაპატიეთ, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების ღრმად მწამს, აქვე დავამატებ, რომ მე ნამდვილად ვიმსახურებ ამას, რადგანაც ამისთვის ბევრი ვიშრომე. მხოლოდ ის მაშინებს თუ როგორ მიიღებს ჩემს გამგზავრებას მშობლები. - ნუ ღელავ, დარწმუნებული ვარ შენი მშობლები შენს კარიერულ წინ სვლას სიხარულითა და სიამაყით შეხვდებიან. - იმედი მაქვს. - ეს ნამდვილად ასე იქნება. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. - გისმენთ. - ამერიკაში წასვლა უბრალოდ არ გიწევთ. იქ არის უამრავი რესურსები, რათა ეზიაროთ ნამდვილ ფსიქოლოგიას. მანამდე კი თქვენ მოგიწევთ ერთ-ერთ უმძიმეს პაციენტთან, სებასტიან სმიდტან მუშაობა. სებასტიანს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამა სცემად, დედა კი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. 19 წლის ასაკში მამაც დაკარგა. სრულიად მარტო დარჩა და ამან დიდი გავლენა მოახდინა მის ფსიქიკაზე. არ ჭამს, არ ლაპარაკობს, არ რეაგირებს არანაირ ხმაზე. დანარჩენს საკუთარი თვალით ნახავ. - რამდენი წლისაა? - 30 წლისაა და 11 წელია ნორმალურად არ უჭამია. მას სპეციალური თერაპიები აქვს დანიშნული, რათა მისმა ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს. - გინდათ თქვათ რომ ხელოვნურად კვებავენ? - სწორედ ასეა. - გასაგებია. როდის შევძლებ გამგზავრებას? - ხვალვე, დაგვიანება არ ღირს. - გემზე რამდენი ხანი უნდა დავყო? - თუ არ ჩავთვლით რაიმე გაუთვალისწინებელს, 3 დღე. - გასაგებია. - წარმატებებს გისურვებ. ადელაიდა წამოიმართა, კაბა ისევ შეისწორა და თითქმის კარებთან მისული შემობრუნდა. - პროფესორო! - გისმენ ძვირასო. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა. - როგორც უკვე აღნიშნე შენ ამას იმსახურებ და სამადლობელი აქ არაფერია. გოგონა კაბინეტიდან გავიდა და პროფესორი მანი კიდევ დიდი ხანი შესცქეროდა კარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.