დეკემბრის ცა'მეტი {12}
ალასანიები რომ დატოვა ენერგიით იყო სავსე. არც დაღლილობა ახსოვდა არც გადათენებული ღამეები. მიშო ორი დღე ვერ ნახა და ბინის კართან მისული უკან გაბრუნდა ტაქსი გააჩერა და თოლორდავასთან წავიდა. კარზე დააკაკუნა და დაელოდა, ისიც კი იფიქრა რომ სახლში არ იქნებოდა და ინანა რომ არ დაურეკა, მაგრამ კარი მალევე გაიღო და ისიც გამოჩნდა _მიშოოო _ისეთი განწირული ხმით დაიყვირა ნახევრად მძინარე ბიჭი წამსვე გამოაფხიზლა_ თაისა ფეხმძიმედაა , ნათლია ვიქნებიი _გილოცავ ... სხვა დროს ეცადე მსგავსი სასიხარულო ამბავი ცოტა სხვა ფორმით მითხრა _ აკოცა და სახლის კარი მიხურა _როდის გაიგეთ ? ხო კარგადაა ყველაფერი _კი , კი ყველაფერი რიგზეა ... ცოტა არეულობა იყო ანდროს და მართას ველოდით . ის არანორმალური ბიჭიც მამა ხდება _ალასანიებს ნაყოფიერი ზაფხული ჰქონიათ _გაიცინა და გოგოს ისევ აკოცა _როდის დაბრუნდი _რამდენიმე საათის წინ _გაგაღვიძე ? ძალიან დაღლილი ხარ ხო ? _მაკოცე და გადამივლის დაღლილი სახე ჰქონდა, თვალები შეშუპებული და თმები არეული . _წამოდი დავიძინოთ , დღეს დავრჩები _ხვალ კვირაა ... ხვალაც დარჩი _ნახევრად გძინავს და მაინც გამორჩენაზე ხარ _თუ არ გინდა არ დარჩე _ხო არ მინდა და ისე უბრალოდ მოვედი აქ ... არ მომენატრე და საერთოდ ორი დღე რომ გადაიკარგე ეგეც არ მადარდებდა _გაბრაზდა და წარბები შეკრა. ერთად მოაწვა იმ ორი დღის ემოციები და თვალები აემღვრა _ მგონი ვერასდროს დაიჯერებ რომ შემიყვარდი და სულ გამოცდაზე მისული სტუდებტივით გეყოლები დაკვირვების ქვეშ ... ალბათ ნებისმიერ დროს ეჭვს შეიტან ჩემ ერთგულებაშიც და ჭკუიდან შემშლი _მამაა ცუდად _საწოლზე დაჯდა და სახეზე ჩამოისვა ხელები _ მიოკარდის ინფარქტი თუ რაღაც ჯანდაბა დაემართა შეხვედრის დროს თურმე. კლინიკაში დააწვინეს და მე სულ შემთხვევით გავიგე. მისი მდივანი დავატერორე და ძლივს ვათქმევინე. ახლა უკეთაა... თუ თავს მიხედავს, წამლებს დალევს და დაისვენებს კარგად იქნებაო _რომ დაგირეკე და სისულელეებზე გელაპარაკე როგორ არ მითხარი _არ იტირო , კი არ კვდება ... მინიმუმ სამ შვილიშვილს უნდა მოვესწროო ასე მითხრა _ ნინა რომ ჩაეხუტა მის ყელში ჩამალა სახე და მერე დიდხანს არაფერი უთქვამს. პატარა ბავშვივით ჰყავდა მკერდე მიკრობილი ეფერებოდა და შიგადაშიგ კოცნიდა. _ვინ არის აქ კარგი კარდეოლოგი , ჩვენთანაა თუ სადმე სხვაგან _თემურიც ძლიერი სპეციალისტია , მაგრამ ლევანია საუკეთესო . რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ამერიკიდან დავურეკავ მე გინდა? თუ თემურთან მიიყვან _დაურეკე ლევანს ... წამომყვები შენც? ნერვები მეშლება რომ ლაპარაკობენ ისეთ სიტყვებს ისვრიან რაღაც უბედურება მგონია _წამოგყვები ... ახლა სახლში მარტოა? _ დამხმარე ქალია , მძღოლიც ... ვრჩებოდი და მეჩხუბა . თავის დროზე წახვედი მარტო გინდოდა ყოფნა და ახლა არ მჭირდება ორდღიანი დარჩენები ისედაც ხშირად მოდიხარ და იყოს ისე როგორც ადრეო . საერთოდ მაცადე დედაშენთან წასვლაო ... ვუთხარი დედაჩემი ისევ იქ იქნება და მე ასე მარტივად მტოვებ_თქო ? მერე მგონი მივხვდი რასაც გრძნობდა ამდენი წლის განმავლობაში ... ჩემ გამო გააგრძელა ცხოვრება , არასდროს ყოფილა დეპრესიული და გაღიზიანებული . ყოველთვის რაღაც სისულელეს ვაკეთებდი ის კი არასდროს მეჩხუბებოდა... მე არ ვიცი მის ადგილას რას გავაკეთებდი და იცოდე რომ სიკვდილის უფლება არ გაქვს , ჩემამდე რამე რომ დაგემართოს უკან გამოგყვები და იქ არ მოგასვენებ ნინა ჯერ სუნთქვაშეკრული უსმენდა მერე უცებ გაუფართოვდა თვალები _რას მეუბნები თუ ხვდები _რაც გაიგე იმას, მეორედ აღარ გაგიმეორებ და კარგად დაიმახსოვრე ! _მიშოო _ჩშშ _ ტუჩებზე ჯერ ნაზად აკოცა მერე ახლოს მიიზიდა და კოცნაც გააღრმავა ... ბევრი აღარ უსაუბრიათ , ორივეს ჩაეძინა . ცხოვრება ასეთია, ემოციების ზღვას გიგზავნის შენ კი უნდა გაუძლო და შეეცადო ფსკერამდე არ ჩაიძირო , თამამად შეხვდე ყველა ძლიერ ტალღას . *^*^*^*^*^*^ მეორე დღეს ბატონი კოტეს სახლში შეაბიჯა . პირველად იყო თოლორდავას მშობლიურ სახლში. კოტეს ადრეც იცნობდა და მისი ნახვა კაცს ძალიან გაუხარდა. ახალნაოპერაციების პირობაზე მშვენივრად გამოიყურებოდა. გოგონა რომ დაინახა მაშინვე მისკენ დაიძრა _რა სიურპრიზია ... როგორ ხარ მშვენიერო ნინა ? _კარგად თავად ? _მე მშვენივრად ვარ ... ა ბატონმა შენც შეგაწუხა ხომ ? ბავშვობიდან უყვარს კოშკების აგება , ჰგონია ვკვდები და პატარა ბავშვს ემსგავსება _მამა , რომ წუხდებოდეს აქ არ იქნებოდა _მოდი დაჯექი , ლია ყავას ან ჩაის მოგიმზადებს _გოგოს უღიმოდა ისევ _ექიმთან უნდა წავიდეთ მამა ... ყავა მერე იყოს _რა მინდა ექიმთან... გუშინ არ გამომწერეს? _საქართველოშიც ხო უნდა გყავდეს ექიმი უბრალოდ კონსულტაციაზე მიხვალ და ეცოდინება რა გჭირს ... არ გაჭედო ახლა რა გთხოვ _ნინაც ამიტო მოიყვანე ხო ? იცი მიშიკოს ექიმების რო ეშინია ? შენ რო შეუყვარდი ცოტა პარადოქსია ყველანაირად გადატრიალება მოახდინე იცი? _ვიცი , ჩემთან რომ შემოვიდა ისეთი სახე ჰქონდა მაშინვე გაყიდა თავი _აღარ მეშინია უბრალოდ არ მიყვარს და ნუ აჭარბებთ _პატარა ბავშვივით ბრაძდება ნახე რა _მამა ! _კარგი ხო რა იყო _მალე მგონი ჩემი ბავშვობის ფოტოებს აჩვენებ და დროა ალბომი დავმალო ხო ? _ეგ არ მიფიქრია _შესანიშნავი აზრია ისე ... არ მაჩვენებ როგორი იყავი ბავშვობაში ? _მეღადავები ? _სულაც არა , ხომ უნდა ვიცოდე მიახლოებით როგორი ბავშვები გვეყოლება _ ეს რომ უთხრა და ეშმაკურად გაუღიმა იცოდა ემოციურ წერტილში მოარტყა და კმაყოფილიც იყო _დიდი გაიძვერა ვინმე ხარ როგორ იყენებ ჩემს სისუსტეებს ... სხვა დროს გაჩვენებ _კარგი , იყოს სხვა დროს. ახლა ექიმთან წავიდეთ ხო ? არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ გაგსინჯავთ და მინიმუმ ერთი თვე მისვლა აღარ მოგიხდებათ _პატარა ბავშვივით ვერ გავჟიუტდდები თორემ სულ არ მეხალისება ექიმებთან სიარული. დაიწყებს ახლა ეს არ გააკეთო ის არ გააკეთო. სუნთქვის გარდა მგონი ყველაფერი ამიკრძალეს ისე საყვარლად ჯუჯღუნებდა ნინამ ღიმილი ვერ შეიკავა. მანქანაში რომ ჩასხდნენ კლინიკაში მისვლამდე სამსახურის ამბები გამოჰკითხა გოგოს. კაბინეტში რომ შევიდნენ ბატონი ლევანი დიდი სიხარულიტ შეხვდა ნინას, თაისაც მოიკითხა და შემდეგ გაიკვირვა არ ვიცოდი თუ გათხოვდიო , ცოტაც და უსაყვედურებდა ქორწილში როგორ არ დამპატიჟეო . ბოლოს გადაერთო პაციენტზე და სრულიად ყველაფერი გადაამოწმა. დანიშნულებაც მისცა, რჩევებიც და ყველაფერი ისე ლამაზად შეუფუთა თითქოს აკრძალვები სულაც არ იყო . მოკლედ ასე დასრულდა ეს ამბავიც. როგორც გაირკვა მართლაც არ ემუქრებოდა საფრთხე მის სიცოცხლეს მხოლოდ კონტროლზე ყოფნა და მცირედით ცხოვრების წესის შეცვლა სჭირდებოდა... *^*^*^*^* _ნინ სად ხარ ? _კლინიკაში ვარ. მორიგეობა მიწევს ამ ღამით როგორც სტუდენტს . შენ სად ხარ , მუსიკის ხმა მესმის _დაჩისთან ვართ . ალასანიებიც აქ არიან და ერეკლეც _ისე გაერთე როგორც ჩემს კაცს შეეფერება _როგორ ? _დალიე, იცეკვე , ილაპარაკე, მოწიე თუ გინდა დაბოლდი , მაგრამ ქალს ხელის შეხების საშუალებაც არ მისცემ _და შენი კაცი როდის გავხდი ? დავიჯერო დამავიწყდა ? _რომ მითხარი მიყვარხარო მაშინ, მაგრამ სანამ არ გითხარი ვერ მიხვდი _მე გითხარი ეეგ? რაღაც გეშლება _პაციენტები მყავს შენთვის არ მცალია . არ დაივიწყო ის რაც გითხარი გაუთიშა და გაიღიმა. მშვიდად განაგრძო მუშაობა. თავისუფალი დრო რომ გამოუჩნდა გამოსაფხიზლებლად სოც. ქსელის გამოყენება გადაწყვიტა. დიდი დრო არ გასულა თოლორდავა რომ დაინახა ფოტოზე უცნობ გოგონასთან ერთად. "ჩემი მონატრბული " წერდა ვინმე ლილე და ნინას წამსვე შეეკრა სუნთქვა. ისე გაბრაზდა იქ რომ ყოფილიყო ალბათ დაახრჩობდა თოლორდავას. რამდენიმე წუთი ფიქრობდა დაერეკა თუ არა, მერე პაციენტთან შესვლა მოუხდა და დროებით გადაავიწყდა კიდეც მიშიკო. ეჭვიანი იყო ნინა, უსაზღვროდ ეჭვიანი და მესაკუთრე. ბოლო რამდენიმე თვე ისე გავიდა მიშოსთან მართლა არავინ უნახავს და საეერთოდ აზრადაც არ მოსვლია ეჭვიანობა. შესანიშნავად გრძნობდა მასთან თავს მიუხედავად პრობლემებისა რომელიც ორივეს მრავლად ჰქონდა . დილის სამი საათი ხდებოდა დერეფანში ნაბიჯების ხმა რომ გაისმა და თოლორდავა გამოჩნდა. ყავითა და ტკბილეულით ხელდამშვენებული. ყურებამდე გაღიმებული მიაბიჯებდა და რამდენიმე წამს გაბრაზებაც კი დაავიწყა გოგოს. მაგიდაზე დაალაგა ყველაფერი და ნინას ტუჩებს წაეტანა. გოგომ რომ უკბინა და მოშორდა _მეტკინა _უფრო გატკენდი პაციენტები რომ არ იყვნენ აქ _რამ გაგაცოფა ნინა ? _რა გითხარი რომ დამირეკე გახსოვს? _დავლიე , ვილაპარაკე , მომენატრე და მოვედი . არ დამეძინა რომ ვიცოდი აქ იყავი პ _ლილე ვინ არის მიშო , _ლილე? მოიცა შენ რა იცი ლილე _ფოტო ვნახე თურმე მოენატრე _მოვენატრებოდი აბა როგორ _ხო რა თქმა უნდა მოენატრებოდი აბა ისე როგორ ვინ არსებობს დედამიწაზე _ნათლიაჩემის შვილია ლილე _ შეაწყვეტინა და გაიცინა _ ასე უნდა დამტუქსო სულ ? რა ვქნა ახლა ყველა ნათესავი გაგაცნო 20_დან 40 _წლამდე ? _მგონი გავგიჟდი _სახე ხელებში ჩამალა და სულ გაწითლდა _აუუ რა სულელი ვარ , მაგრამ რა ვიცოდი ვინ იყო _გავბრაზდი _მიშოო _ტყუილად მიყურებ ეგრე , საშინლად გამაბრაზე . მე მეუბნები არ იეჭვიანოო და თვითონ რას აკეთებ ? _ანგარიშს ვაბათილებ ... შენ რომ ეჭვიანობდი მე მაშინ არ ვეჭვიანობდი _ხო ავარიაში რომ მოვხვდი ლანასთან ერთად სხვამ იეჭვიანა _ნუ გამახსენებ მაგ ამბავს _ ჩუმად ლაპარაკობდა მერე წამოდგა და მიშოსთან მივიდა. ქვემოდან უყურებდა და წამწამებს აფახუნებდა _ კიდე მაკოცე რაა , ტუჩი გატკინე წეხან_უცებ გაახსენდა და ქვედა ტუჩზე თითი გადაუსვა. ისეთი სიფრიფანა თითები ჰქონდა მიშომ რომ მოიქცია ტორში სულ დაიმალა _კოცნით გამოისყიდი დანაშაულს? _გეყოფა ახლა , ვიცი რომ კი არ ბრაზობ ერთობი იმით რო ასე სულელივით ვეჭვიანობ... გიხდება ლურჯი ხალათი_პერანგზე მოცმული ხალათი გაუსწორა და აკოცა . ჯერ ქვედა ტუჩზე მიაკრო ტუჩები , მერე ზედაზე გადავიდა _როდის ისწავლი ნორმალურ კოცნას_მიშომ ამოთქვა და თავად დაუკოცნა ტუჩები_სხვათაშორის კლინიკაში ვართ _ჩემ კლინიკაში _უფროსთან სამსახურეობრივი რომანი მეკრძალება _ხოდა გახდი უფროსის ცოლი _ცოლობას მთხოვ ? _არაა, პრინციპში ასეთი ეჭვიანი ქალის შერთვა დიდი რისკია _საშინელი ხარ , გაგიბრაზდი მორჩა _ მკლავებიდან დაუსხლტა და უკან დაიხია_პაციენტები უნდა ვნახო მალე სხვებიც გაიღვიძებენ და ნუ ააჭორავებ ყველას _ისედაც ყველამ იცის რო მიყვარხარ ...მიდი და მალე გამოდი . ყავა გაცივდება _დაჯდა და თავისი ყავის დაგემოვნება დაიწყო. ერთად ისხდნენ მანამ სანამ არ გათენდა და ყველა არ გამოფხიზლდა. მიშო რომ დაინახეს ჩათვლემილმა ექთნებნა და სანიტრებმა შიშისგან გული გაუსკდათ. გაოცებულები უყურებდნენ , შოკოლადები რომ შესთავაზა ყველას და საყვედური არ უთქვამს. _შეაშინე ყველა _არადა მეგონა სიმპათიური ვიყავი _მიშო წადი ახლა თორემ რამეს გააფუჭებენ ნერვიულობის დროს და იფიქრებენ რო დაკვირვებაზე ხარ მოსული _ხო და შენთან ერთად ვლაპარაკობ _არ გეძინება მაინც? _სასიამოვნოდ, ვნების მორევში ჩაძირულს არ მათენდება შენთან ერთად და ასე მაინც მადროვე _მიშოო ჩუმად მაინც ილაპარაკე _ჩემი ყვირილი მაინც არ იცოდე... კარგი ხო წავედი_ უცებ წამოდგა ომახიანად შესძახა მშვიდი მორიგეობაო და ნინას ისე მოულოდნელად აკოცა გოგო თვალებგაფართოებული დატოვა. გონს რომ მოვიდა და მიხვდა ყველა ღიმილით უყურებდა თოლორდავა საერთოდ არ ჩანდა იმ ტერიტოერიაზე _მორჩით სიცილს და საქმეს მიხედეთ _უცებ განაცხადა და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. _არანორმალური როგორ მაკოცა , თავხედი გათიშული იყო ბოლო რამდენიმე საათი. სახლში წასვლის დრო რომ მოვიდა ისევ მოულოდნელად გამოჩნდა თოლორდავა . ხელი მოხვია წელზე , ლოყაზე აკოცა და გზა მასთან ერთად განაგრძო _მიშოოო _სახლში წაგიყვან ... დაიძინებ ხო ? მეც მაგრად მეძინება . მიმიღებ შენს საწოლში ? _არა ხარ შენ ნორმალური ხო ? იმათ თვალწინ როგორ მაკოცე _და ისე რომ მკოცნიდი პაციენტებთან არაფერი ხო ? იცოდეს ყველამ რომ შენი ვარ ... ასე არ მითხარი ? _სიტუაციის და სიტყვების საშენოდ გამოყენების ექსპერტი ხარ _მიყვარს ასე რომ ბრაზდები და ჭმუხნი წარბებს... მალე გული გამისკდება სურვილისგან _თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. ნინას გაეცინა თავად შებრუნდა და აკოცა _გგონია მიშველე? _გინდა აქვე გავშიშვლდე ? _ნუ მელაპარაკები ეგეთი ხმით _აქაო და დილააო ? _დაჯექი რა სახლში მივიდეთ თორემ შემოგაკვდები და მოგიწევს უკან კლინიკაში დაბრუნება. სახლში შესვლისთანავე გახდა დაიწყო . მერე სააბაზანოში შევიდა და დატოვა მიშო გრძნობებ არეული. ბოლოს ორივე საბნის ქვეშ შეძვრა და მიხვდა რომ სიტყვის თქმაც აღარ შეეძლოთ. ერთდროულად გაითიშნენ დილამდე. დილით მაკამ დაურეკა მოდი საქმე მაქვსო და მიშოც გამოაფხიზლა _გაიღვიძე , მივდივარ მე _არ წახვიდე რა , დავიძინოთ _ხელი მოხვია და ყელში აკოცა . _მაკამ დამირეკა საქმე აქვს ... უნდა წავიდე _აღელვებული ხმა ჰქონდა სიდედრს.? _ნუ ეძახი ეგრე ... არა სხვათაშორის. მამას რაც გაეყარა მშვენივრადაა _არ ენატრება ? _არ ვიცი , არაფერი უთქვამს . მამაც არ ჩანს ჰორიზონტზე _ცოტა დააგვიანე რაა _ისედაც დამაგვიანდება საცობში რო გავიჭედები _მკლავები მოხვია სხეულზე აეკრო და ტუჩები დაუკოცნა .მერე უცებ მოშორდა და ისე გავარდა სახლიდან რომ თოლორდავამ ვერ შეაჩერა. წავიდა და აღარც გამოჩენილა. მხოლოდ მიწერა ქალაქიდან გავდივართ მე და დედა , მარტონები უნდა დავრჩეტ და მობილური იქ არ იჭერს ნუ ინერვიულებ , მიყვარხარო და მორჩა. *^*^*^*^*^*^*^* ნინა არ ჩანდა ამიტომ სოფელში ბებია _ბაბუასთან წასვლა გადაწყვიტა. დიდი დრო იყო გასული ბოლო ვიზიტიდან. იქ ჩასულს სულ ბავშვობა ახსენდებოდა და ბედნიერდებოდა. მანქანა ეზოსთან გააჩერა და სწრაფად გადავიდა. ნაწვიმარი იყო და საკმაოდ ციოდა. ბებო უკანა ეზოში იყო ქათმებს სიმინდს უყრიდა რომ მიუახლოვდა და მოეხვია _ბებიკო როგორ ხარ _მიშიკო ბებო შენ ხარ თუ მელანდები ... ხო ხარ ბიჭო კარგად_სახეზე მოეფერა და მერე შეათვალიერა. ლოყები დაუკოცანა და წარბები შეკრა_ ასე უნდა დაკარგვა ბიჭო ? _ხო გირეკავ და გეჭორავები ბებო სხვა რა ვქნა ...აი ცოტა ხნით მოვიცალე და ჩამოვედი კიდეც _ჩემი ლამაზი ბიჭი ., როგორ მომენატრე ნეტა იცოდე _ნუგზარი სადაა ? _საქონელი გადენა და მოვა მალე _წამოდი სახლში შევიდეთ , დაღლილი იქნები დაისვენე და მომიყევი მამაშენი როგორაა ახლა. _ხო ნახეთ რო კარგადაა ნუღა ნერვიულობ ბები რა _რა გამაჩერებს ბიჭო , ნეტა მე მტკიოდეს მე ვკვდებოდე და მივდიოდე ჩემ შვილთან . იმას რატო უნდა ტკიოდეს რამე მარა მე ქალი ვარ დავჯდები ვიტირებ დარდს გავიქარვებ და ის კი დადის გულზე ლოდით . კიდე კაი შენ გვყავხარ ისეთი კარგი გულს რო გვიხარებ თორემ რა გვეშველებოდა _ცრემლები სწრაფად შეიმშრალა მერე გაიცინა და ხელები დაუკოცნა ბიჭს _წადი შენ წამოწექი , დაისვენე და მე შენ საყვარელ საჭმელებს გაგიკეთებ _არ იწვალო მშიერი კი არ ვარ , მერე სადილზე მოამზადე . ნუგოს დაველოდები მე _მასე ამბობ შენ სულ ... ბებიკო ცოლი აღარ მოგყავს ? არ მოგყვება ის გოგო ? _ჯერ არა, მაგრამ მალე ბები მაგაზე ნუ ინერვიულებ შენ _გამაცანი რა იქნება ან მითხარი ვინაა და მეზობლის გოგოებს იმ კომიტერში თუ რაღაცაში ვანახინებ სურათებს მაინც _გაგაცნობ ბებიკო აუცილებლად ნუ ხარ სულსწრაფი. მისთვის რო დამეცადა და მეთქვა სოფელში მიმყავხარ_თქო იფიქრებდა მიტაცებსო და გადაირეოდა _გაიცინა და ქალი სულ გადარი_ძაანაც კაი აბა ყველგან უნდა გაგყვეს და გამოგყვეს? გასათხოვარ გოგოს ცოტა რიდი არ უბდა ჰქონდეს ? _კარგი რა ბებო მერე მე ცოდო არავარ.? _შეხედე ახლა რას მეკრიჭები ნეტა ვიცოდე ცოდვა არა ის .მთავარია უყვარდე და შენი ერთგული იყოს , გვერდით გედგეს და ესმოდეს შენი და დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება . აგერ ნათელას შვილთაშვილი შეეძინა კიდე , მარინას ბიჭს ეყოლა უკვე შვილი და ჩემთან რა გეტაკათ სუყველას. შენი ბიძაშვილები გათხოვებას არ ფიქრობენ , ანგელოზებივით კი არიან ენაცვალოთ ბებია და ამ ბიჭებს მზერა არააქვთ თუ ესენი იწუნებენ ყველას ვერ გავიგე და მომკალი თუ გინდა _დამშვიდდი ბებო , გათხოვდებიან ჯერ რა ეჩქარებათ. _ლიას შეყვარებული კი ყავს , მარა რა ვიცი მაგი ისეთი სულელია ცხრას გამოიცვლის კიდე მაგნაირ ბიჭს _შენ კიდე ლიას ეძახი ბებო? _ლიაა და აბა რა დავუძახო ... აჰა შენი ოთახიც მზადაა. ამოალაგე ტანსაცმელი და მოეწყვე შენ ჭკუაზე. წავალ ახლა მე ბატს დავკლავ და შენ რო გიყვარს ისე გავაკეთებ...თუ წიწილა გირჩევნია _არ მინდა ჯერ არცერთი...მე მოვიტანე რაღაცები . ხორცია იქ და ის გააკეთე ნი გაწყვიტავ წვრილფეხს _ თვალი ჩაუკრა და საწოლზე გაწვა. დიდხანს ვერ გაძლო . რაღაც მოსვენებას არ აძლევდა. მობილურზე ნინას ფოტოს უყურებდა, მერე სააბაზანოში შესვლა გადაწყვიტა. შხაპი მიიღო, კომფორტულად ჩაიცვა და გარეთ გავიდა. უკვე მთელ სახლში ტრიალებდა საჭმელების სურნელი. სამზარეულოდან კი საუბრის ხმა ისმოდა. იქეთ მიდიოდა და თან მობილურზე შეტყობინება მოუვიდა ნინასგან "მომენატრე, სოფელში ვარ მამიდასთან. ჩემ მამიდაშვილს შვილი შეეძინა და დედასთან ერთად მის სანახავად ჩამოვედი"კი გაქვავდა ადგილზ , მაგრამ გვიანი იყო . უკვე ესმოდა ბებიას ხმა _აი ჩემი ბიჭიც მოდის ... როგორ არ იცნობ ნინა ბავშვობაში სულ ერთად თამაშობდით, მაგრამ პატარა იყავი მაშინ ჩემი მიშო შენზე უფროსია ოთხი თუ სამი წლით _მიშო ? _ქალს აღარ უსმენდა ხელში თეფში ეჭირა და წამსვე დაუვარდა _თოლორდავა _ თვალი გაუსწორა და მისკენ დაიძრა _აგიხსნი მოიცადე _ე.ი პირველი სიყვარული არა ? ვის გამოც გცემეს _დიდი იყო ჩემზე_თქო ხომ გითხარი _საკუთარ თავზე მაეჭვიანე ? _მკერდზე მიარტყა ხელი და თვალები დაუბრიალა _ყოჩაღ შენ _იცნობთ ერთმანეთს თუ მე ვერ გავიგე კარგად ქალმა სიტყვა ვერ დაასრულა სახლში ნუგზარი შევიდა და ბიჭს მოეხვია _ბაბუკო როგორ ხარ ... რა გამახარე რომ ჩამოხვედი ... გაიცანი ჩვენი ლამაზი გოგო ? გახსოვს ბავშვობაში სულ ერთად რომ იყავით ? _იცნობენ კაცო უკვე , მაგრამ სად გადაეყარენ ერთმანეთს არ ვიცი ახლა ვეკითხებოდი _სად უნდა ენახათ აქ ორივე ერთად წლებია არ ყოფილან _ბებია , ბაბუა გაიცანით ჩემი მომავალი ცოლი, თქვენი რძალი და ნანატრი შვილთაშვილების დედა ნინა _უცებ მოხვია ხელი , ზურგიდან აეკრო და გოგო მათკენ შეაბრუნა _მართლა თუ ხუმრობ ბიჭო _მიშო ...გამიშვი ხელი _არ მითხრათ სარძლო არ მომწონსო _ ლოყაზე აკოცა გოგოს და უფრო მაგრად მოხვია ხელი _ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვრული , ნინა ორივე ცას ეწია სიხარულით . ნინამ ვეღარაფერი თქვა სამაგიერიდ დრო რომ იხელთა მაშინვე პირველივე ოთახში შეიყვანა და არიც გადაკეტა _ჩემი საძინებელი იცოდი რომელი იყო ? საერთოდ რატომ მოხვედი ვიღაც მეზობლის ბიჭის გასაცნობად _გასაცნობად კი არა მამიდაჩემმა გამომგზავნა. კექსი გავაკეთეთ და გადაუტანე მოხუცებსო . შენ კი არ ვიცი რას გიზამ ... _აქამდე რატო არ მომწერე _თქვენ ეზოში იჭერს და ზემოთ არა გონებას ნუ მიფანტავ... აქამდე რატომ არ მითხარი სიმართლე _არ მინდოდა თავში აგვარდნოდა_თითები წელზე შეუცურა და ტუჩებზე ნაზად აკოცა_მომენატრე _ხვდებოდა როგორ ურევდა ტვინს გოგოს, მის კანზე დაყრილ ბუსუსებს და ათრთოლებულ სხეულს ამჩნევდა და უფრო მეტად ეკვროდა ტანზე _შენ არ მოგენატრე? _ ყურის ძირში აკოცა და მერე ყელზე გადაინაცვლა თითები ბარძაყზე აასრიალა _მიშოო შენ ...მე ძალიან მე _მოგენატრე _აჰაამ ... ჯანდაბა , ხელი გამიშვი გაგიჟდება ბებიაშენი და საერთოდაც სახლში უნდა წავიდე _მიბრძანდი _ხელი გაუშვა და მოშორდა . უყურებდა სახე აწითლებულ, სუნთქვააჩქარებულ ქალს თვალები რომ ეხუჭებოდა და იღიმოდა _ვგიჟდები შენზე _ჯანდაბა ძალიან მომენატრე _ უცებ მიიზიდა თავისკენ და ტუჩებზე დააცხრა მერე დაინახა ხეზე ამძვრალი ბავშვები როგორ უყურებდნენ და კივილით მივარდა ფარდებს _გადაირიე ? მეორე სართულზევართ ვინ დაგინახავს _ხეზე შეპარული ბავშვები ... სოფელში ხარ გავიწყდება ? მორჩა მამიდაჩემს ინფარქტი აქვს გარანტირებული და მისი დედამთილი იტყვის მაკაც მასეთი ტუტუცი იქნებოდა და იმიტომ გაეყარა კახაო _მე რომ ვიტყვი ჩემი საცოლეათქო ისე გაუხარდებათ დაავიწყდებათ ქორწილამდე კოცნა _გაიცინა და ფარდაზე ჩაფრენილი ხელები გაუთავისუფლა _ ვაპირებდი თქმას , ოღონდ სხვა დროს .ასე ბანალურად არ უნდა გაგეგო _ანუ მე ვარ შენი პირველიც და ბოლოც _უცებ გამხიარულდა და ისევ აკოცა_ ვაჟიშვილობაც რომ შეგენახა კარგი იქნებოდა _ეგოისტი ქალი ხარ ... გინდა სულიერად გამანადგურო ქორწილამდე ხო ? _რომელი ქორწილი, ხელის თხოვნა არ მახსენდება _არც ვაპირებ , ამდენი ხანია მონად გყავარ ,გულს მტკენ და მაგიჟებ _მე გაგიჟებ ? _შენ მაგიჟებ ... ერთი მშვიდი ვიზიტი გადაიქცა ხალხმრავლობაში ყოფნად და ყველამ გაიგო რომ ერთად იყვნენ. მაკამ როგორც იქნა გაიცნო მიშო და ძალიანაც მოეწონა. ყველაზე ხშირად ისმოდა კითხვა ქორწილს როდის გეგმავთ და ცოტა დამღლელი იყო ნინასთვის . _სად მივდივართ _იქ სადაც მითხარი შენს გარდა ცოლად არავის გავყვებიო _ეგ მე ვთქვი? _მერე მაკოცე კიდეც და ძალით შემაყვარე თავი . ჩემ ტუჩებს პირველი ამბორი მოპარე _მატყუებ _კარგი ხო ლოყაზე მკოცნიდი და მე თავი შევაბრუნე შემთხვევით . მერე ჩაგეხუტე და გითხარი სულ მეყვარებითქო _აქ ვიყავით? _მინდორს რომ შეხედა თითქოს გაახსენდა როგორ დარბოდა იქ ბავშვებთან ერთად. მერე კისკისის ხმა ესმოდა , მაგრამ მიშოს მაინც ვერ იხსენებდა _ხო სადღაც აქ... აი ამ ხის გამო დამამახსოვრდა ზუსტად ეს ადგილი . ხშირად ვძვრებოდით ზედ . ყველა ბიჭები ვიყავით შენ რომ ამობობღდებოდი კაბით . სულ ნაწნავები გქონდა , სახლში რომ ბრუნდებოდი თმები სულ არეული იყო და გიჟდებოდა მამიდაშენი. ერთხელ დაგაჯინე და დაგიწანი , მაგრამ უარესად გამომივიდა . _როგორ მიხვდი რომ მე ვიყავი _სახელი და გვარი მახსოვდა, შენი გამოხედვა და ეს ხალი , რომელიც მაშინ სულ პატარა იყო _ ყელზე უცნაური ფორმის ხალს მიადო თითი და მერე აკოცა _ თავიდან შემიყვარდი , იმიტომ მიყვარხარ ასე ძლიერად ალბათ _რა გამოდის რომ ქორწინებაზე წლების წინ დაგთანხმდი ? _მიხვდი როგორც იქნა _ანუ პირდაპირ დაქორწინება შეგვიძლია _შენი მონდომება ახლაც ძალიან მახარებს _სიცივეში ქორწილები არ მიყვარს ... _ეშმაკურად უღიმოდა _ზაფხულამდე დიდი დროა ნინა _ლამის ოცი წელი გავიდა და რამდენიმე თვე ვეღარ მოგითმენია ? _ხომ ვიცოდი რომ გამოიყენებდი ამ ამბავს _ქორწილამდე შენთან გადმოსვლაზე ვიფიქრებ _იფიქრებ ... _დიახ ვიფიქრებ _მე გადმოვალ გინდა ? _გადმოხვალ მართლა? _მოიცა რო გადმოვიდე მიმიღებ? _რა თქმა უნდა _იცი რომ არ გადმოვალ და იმიტომ მეუბნები _იფიქრე შენც _ერთხელაც გავგიჟდები და მერე იფიქრე მოხვიდე თუ არა ფსიქიატრიულში ჩემს მოსანახულებლად _დამშვიდდი _მკლავები მოხვია თავისკენ მიიზიდა და აკოცა _მე შენთან ვარ, შენი ვარ და სულ ასე იქნება კოცნიდა წვიმის წვეთები რომ დაეცათ . მალე საკმაოდ ძლიერად წვიმდა , ორივე გაწუწული იყო . ბოლოს სიცილი აუტყდათ . იმ წამს გაახსენდა პატარა ბიჭი მუქი თვალებით , მისი ღიმილი და გუბურებით სავსე ქუჩაში სირბილი , წყლის ხმა და კისკისი , ბავშვური ლაღი და ყველაზე წმინდა... *^*^*^*^ თვეები ერთმანეთს ენაცვლებოდა ნინას და მიშოს ურთიერთობა თანდათან ძლიერდებოდა. სირთულეს მხოლოდ მაკას და კახის შეხვედრები ქმნიდა. მაკა ყოფილი ქმრის ნათესავებთან იმდენად ახლოს იყო რომ ჩვეულებრივ ურთიერთობას აგრძელებდა მათთან . ყველა ისევ რძლად თვლიდა და თითქოს მისგან შორს იყო მაგრამ მაინც ვერ შორდებოდა. მუშაობა დაიწყო, ჩაცმულობის სტილიც შეიცვალა. რესტორანში ყველაფერი შეცვალა, ყველაფერს თავად მართავდა და მთელი დღე გასული იყო სახლიდან. კახი არ ჩანდა თუ რომელიმე ნათესავთან შემთხვევით არ გადაეყრებოდნენ და მაშინაც არ ესაუბრებოდა ზედმეტს. არადა ეგონა რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და კახი მოსვენებას არ მისცემდა. საშინლად უჭირდა სახლში მარტო ყოფნა, მარტო ცხოვრება არ შეეძლო თითქოს პატარა ბავშვი იყო რომელსაც გვიჩიანი სჭირდებოდა სრულფასოვნად ცხოვრებისთვის. ღამით საშინელი სიზმარი ნახა , გვიჩიანი ესიზმრა გაღვიძებისას ისეთი სეშინებული იყო ბევრი არც უფიქრია. გიჟივით გავარდა , მანქანას სწრაფად ატარებდა თენდებოდა ბინის კართან რომ იდგა და შეუჩერებლად აკაკუნებდა. კარი რომ გაიღო და კაცი გამოჩნდა წამსვე მოეხვია და სახე დაუკოცნა _მადლობა ღმერთს კარგად ხარ ... ხომ კარგად ხარ _მაკა მე კი არა შენ არ ხარ კარგად...ამ დროს აქ რა გინდა . ან რა ფორმაში ხარ _უცებ მოხვია ხელი და სახლში შეიყვანა _ სრულ ჭკუაზე ხარ საერთოდ? _კარი გააღე უნდა წავიდე... სრულ ჭკუაზე შენ არ ხარ _რა გეტაკა ... _არაფერი _მოსვლა შენი მება იყო და ახლა გაგიშვებ თუ არა ჩემი საქმეა _ხო არ გაგიჟდი ... ახლავე გამიშვი ისედაც არ ვარ კარგად ამ ბოლო დროს _ასე ძალიან გენატრები ? _ვის მე? შენ რატომ უნდა მომენატრო. მშვიდად ვცხოვრობ ჩემთვის, ვმუშაობ საქმე მაქვს , მსვენიერ ფორმაში ვარ და თავიდან ვიწყებ ცხოვრებას _ხო ...მეც მშვიდად ვარ. არავინ მეჩხუბება ტყუილად , არავინ მიშლის ნერვებს, არავინ მეძახის დამპალ მოღალატეს, არავინ მესვრის თეფშებს და ვაზებს ... არავინ მაგდებს საძინებლიდან და საწოლზეც რომ ვწევარ არავინ მირტყამს ფეხებს ძილის დროს . არც მეხუტება და საერთოდ შესანისნაავდ ვგრძნობ თავს... ცხოვრების წლები მომემატა შენი კაკანის გარეშე _არეულ თმაზე გადაუსვა თითები და ახლოს მიიწია . მერე ლოყაზე აკოცა _საერთოდ არ მომენატრე ... _კახი ... ახლავე გამიშვი _მიბრძანდი და სხვა დროს ასეთ დროს ნუ შემომივარდები . ვერ ვიტან ძილს რომ მიფრთხობენ _ზურგი აქცია . მაკამ კარი გააღო და გავიდა კიდეც . კიბე ისევ სწრფაად ჩაირბინა , აჩქარებულ გულზე ხელი მიიბჯინა და სუნთქვის დარეგულირრბას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ციოდა ის კი იწვოდა , პიჟამაზე მანტო ეცვა წვივები შიშველი ჰქონდა მაგრამ მაინც ვერ გრძნობდა. მერე ისევ უკან დაბრუნდა , კარი ღია იყო . კახი საძინებელში იდგა და ეწეოდა . ქალი რომ დაინახა გაეღიმა . მანტო რომ მოიშორა და ფეხსაცმლის გზას გაუყოლა შიგარეტი გადააგდო, ქალისკენ დაიძრა _ამ ღამეს მეხსიერებიდან ამოშლი _საყელოში წვდა და ისე უთხრა _ხო , რა თქმა უნდა _ისევ ვერ გიტან _ეჭვიც არ მეპარება _საყვარელს რომ ვიპოვნი მერე აღარც გამახსენდები _თავის მოტყუება საოცრად გამოგდის _ კოცნიდა და სხეულს ზედმეტი სამოსისგან უთავისუფლებდა _საკუთარი თავი მეზიზღება უნებისყოფო რომ ვარ ... შენი ბრალია ყველაფერი ! _ჩემი ბრალია , ჩემი _ დაბინდული მზერა მოავლო შიშველ ქალს და ვინ იცის მერამდენედ შეერწყა მის სხეულს. ეს იყო მომენტი მათ ცხოვრებაში როდესაც ორივე ჭკუას კარგავდა. გათენებული იყო ყოფილი ქმრის ბინიდან რომ გაიპარა. სახლში ორი წუთის შესული იყო მობილური რომ ამღერდა _როგორია როცა საყვარელი გყავს _შენ _ვიცი ჯერ რამდენიმე საათი გათიშული იქნები, ამიტომ გეტყვი რომ საყვარელზე მეტად ცეცხლოვანი ცოლი იყავი _არასდროს დაივიწყებ ხო ? _მე რომ დავივიწყო შენ გემახსოვრება და მოგონებაც არ გაქრება... დაისვენე ახლა , მალე გნახავ .... არ ვიცი მერე რა მოხდა , მაგრამ იმ ღამის მსგავსი ალბათ კიდევ იყო რამდენიმე , თითქოს თავიდან დაიწყეს , სულ პირველი ფურცლიდან სრულიად სხვა ურთიერთობა ნინა კი ვერაფერს იგებდა, აღარ ჩხუბობდნენ, მშვიდად იყვნენ და ორივე ბედნიერად გრძნობდა თავს, აღარავინ ეწუწუნებოდა შესაბამისად კითხვებიც არ ჰქონდა. ...... როგორც ნახავდით ეს თავი მთლიანად მიშიკოზე და ნინაზე იყო მომდევნო დასასრული იქმება და ვეცდები რომ მალევე დაგიბრუნდეთ ძალიან ვღელავ ვიცი ისეთი არ იქნება როგორიც დასაწყისი იყო მაგრამ ვიმედოვნებ ზალია ცუდიც არ იქნება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.