შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითურებს თოვლი უხდება (სრულად)


5-11-2018, 21:43
ავტორი Mathew
ნანახია 3 992

ღამით,ნისლით დაბურული ხეობის გზაზე მხოლოდ ერთ მანქანას შენიშნავდით.ფარებით ცდილობდა ულამპიონო ტერიტორიაზე გზის განათებას და გაგნებას.
საჭესთან მჯდარი სიმშვიდის შენარჩუნებას და მხედველობის დაძაბვას ცდილობდა.
ირგვლის მსხოდმები კი ხმას არ იღებდნენ,დაძაბულები.
მხოლოდ ერთადერთხელ გაისმა ერთ-ერთის ხმა,და ისიც საშინელი კივილი-ფრთხილადო.
ამ ამბის შემდეგ შეიცვალა ანტონინას ცხოვრება.
19 წლის მანძილზე ნაშენები ცხოვრება,თავიდან,ახალი ფურცლიდან უნდა დაეწყო.
და ზუსტად,ამ ახალის შენების დროს დატოვა იმან,ვისაც მისი უსიტყვოდაც კი ესმოდა.
დატოვა უთქმელად,გულში კი საშინელი ტკივილი დარჩენოდა.
***
თოვლით დაფარულ ქუჩაში იდგა,ციდან ფარფატით წამოსული მოცეკვავე ფიფქები იპყრობდნენ არემარეს.ზოგი,მის წითელ თმაზე კალათდებოდა,შემდეგ კი,წამში იქცეოდა წყლის წვეთად და ასველებდა.
ხელები მანტოს ჯიბეებში ჩაეწყო,სახეზე კაშნე ჰქონდა მოხვეული,მხოლოდ დიდრონი თვალები უჩანდა,რომლებსაც აქეთ-იქეთ დააცეცებდა.
და უცებ გაისმა ხმა.
ძალიან ნაცნობი,მაგრამ მაინც აუღდგენელი.
-თურმე მართალი ყოფილა,წითურებს თოვლი უხდებათ.-გაქვავდა,გულისცემა გაუასმაგდა,თვალები დახუჭა და გონება დაძაბა,რათა მიმხვდარიყო თუ ვინ იდგა მის უკან,ხოლო როცა მობრუნდა ბიჭის სახე ვერ დაინახა. ყველაფერსნხედავად,მისი სახის გარდა.
და აი,მაშინ გამოეღვიძა.
ჩაბნელებულ ოთახში,საწოლზე იყო წამომჯდარი და ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა იდაყვებით.
ფიქრობდა და თან ეშინოდა.
უნდოდა,მაგრამ ვერ ახერხებდა გახსენებას.
ბოლოს,ბნელ ოთახში შემზარავად გაბატონებული სიჩუმე მისმა ჩამწყდარმა ხმამ დაარღვია.
_ვინ ხარ?რატომ მესიზმრები?-უკვე მეორე კვირაა ერთი და იმავე სიზმარი ესიზმრება და უკვე ორი კვირაა,რაც კითხვებით აქვს თავი გატენილი.თითქის ქვეცნობიერს მისთვის რაღაცის თქმა სურს.
პასუხის გაცემა ამ კითხვებზე მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო,მაგრამ თითქოს რაღაც აბრკოლებდა.
საათი დილის ექვს უჩვენებდა.
დეკემბრის 15 იყო უკვე.
ისევ დადო თავი ბალიშზე.
წითური თმებით დაიფარა თეთრი,რბილი სხეული.
ცოტახანში კი მისი თანაბარი სუთქვა ისმოდა ოთახში.

როცა გამოეღვიძა ქალაქი უკვე ახმაურებული დაუხვდა.
მოწესრიგდა და მეორე ოთახში გავიდა.
-გამარჯობა.-დედას მიესალმა.
-გამარჯობა შვილო.-ქალის თბილი და წკრიალა ხმა ღიმილისმომგვრელი იყო.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-კი,გისმენ.
-დარწმუნებული ხარ,რომ დაკარგული და წაშლილი 19 წელი მთლიანად აღვიდგინე?დარწმუნებული ხარ,რომ ყველაფერი გავიხსენე?-ანტონინას არც თუ ისე დიდიხანია,დიდი ბრძოლის შემდეგ მეხსიერება აღუდგა.ალბათ,ახლობლების წრემ და ნაცნობმა ხალხმა იმოქმედა.
თითქმის ყოველ დღე მეგობრები თითო-თითო ისტორიას უყვებოდნენ წარსულიდან.
-ამას რატომ მეკითხები ანტონინა?
-უბრალოდ მიპასუხე,დარწმუნებული ხარ?
-კი,ვარ.
-იტყუები!მაშინ მითხარი,ვინ არის ის ბიჭი,ვისაც ჩემსავით წითელი თმა აქვს და რომელიც ზამთარში გავიცანი?
ხომ უნდა იცოდე არა?
-ნუ სულელობ ანტონიანა,რომ ყოფილიყო არ გეტყოდი?
-არა,არ ვსულელობ!უბრალოდ მითხრაი,ვინ არის!
-გეყობა ლაყვობა!-ოთახში ქალის შემზარავმა ხმამ დაიგრგმინა და უცებ გადაიქცა ღიმილისმომგვრელი, დამაჟრჟოლებელ ხმად.
-ასე რომ არ იყოს შენ ახლა არ გაბრაზდებოდი!რაღაცას მიმალავ დედა,მაგრამ არა უშავს.მე თავად გავიხსენებ მას.-ოთახიდან გავიდა,ფეხსაცმელი და მანტო ჩაიცვა,შემდეგ კი სახლი დატოვა.

ზამთრის სუსხისგან გაყინულ ქალაქის ქუჩებს მიუყვებოდა და თან ცდილობდა გაეხსენებინა,მაგრამ არ გამოსდიოდა.
იქვე,ერთ_ერთ კაფეში შევიდა და განმარტოებით მოთავსდა.სიზმარი გაიხსენა,უნდოდა ადგილი მაინც ეცნო და ამით მაინც მიეგნო რამისთვის.
ფიქრობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა.
არც დანებება სურდა.
ბოლოს,იქვე მის გვერდით მჯადრი გოგონების საუბრიდან,ერთ-ერთის ნათქვამს მოჰკრა ყური.
-21-ში გათოვდება,პროგნოზი ვნახე.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
ამის შემდეგ არაფერი გაუგია,რადგან ყველანაირი ხმა მისმა გულის ფეთქვის მელოდიამ გადაფარა,რომელიც ყურებში ჩაესმოდა.
თითქოს,რაღაც ნიშანი ყოფილიყოსო.
გაეღიმა და უცებ გადათვალა დღეები.

მართალია,21 არა,მაგრამ 20-ში ნამდვილად გათოვდა.იმ დღეს თუ არა,მომდევნო დღეს დაეფარა თოვლს ქალაქი და ადგილს ვერ ნახავდით ფიფქების გუნდი რომ არ შეგენიშნათ.
საშინლად ღელავდა.

გადათეთრებული ქალაქის ერთ-ერთ ჩუმ ქუჩაში იდგა,წითელი კაშნე ცხვირამდე აეწია და თვალებს იქეთ-აქეთ დააცეცებდა,თითქოს ვიღაცას ეძებდა.
ხელები მანტოს ჯიბეში ჩაედო,წითელი თმა კი გაეშალა და ზურგსუკან გადაეყარა.
-კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ წითურებს თოვლი უხდებათ.-და აი,გაისმა ის,რაც ამდენი ხანი აკლდა.
ის,რასაც ელოდა.
-მე კი მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში.აქამდე რატომ არ გჯეროდა ამის,თუ თავად წითური ხარ ანდრონიკე?
მის წინ მაღალი,წითელთმიანი, მომღიმარი ბიჭი იდგა.
-ალბათ იმიტომ,რომ ჩემი თავი თოვლში არასდროს მინახავს.
-სამაგიეროდ მე გხედავ.მაგრამ,ახლა ვხდები,რომ უფრო მეტი კითხვა მაქვს.
-მაინც რომელი?
-რატომ წახვედი ანდრონიკე?მაშინ,როცა უნდა დარჩენილიყავი?
-იმიტომ,რომ უჩემოდ უნდა გებრძოლა.

ისე უნდა გაგხსენებოდი.თან მაშინ დედაშენს ვერ შევებრძოლებოდი,შენ ვერ მცნობდი.
-იცი,მესიზმრებოდი.
-მე სულ მესიზმრები ანტონინა.-გაუღიმა,თავი დახარა,შემდეგ კი ოდნავ გადაწია და ზეცას ახედა.
-წითურებს სხვებზე მეტად უხდებათ თოვლი,მართალი ხარ ანდრო.

და აი,კიდევ ერთი პატარა ბანალურობა.
არ ვიცი,მგონია,რომ ვერ განვავითარე და არ გამოვიდა ისეთი,როგორიც უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი ვიცოდი,რა და როგორ უნდა ყოფილიყო,მაინც ძალიან ბევრი ვიწვალე.
იმედია ისიამივნებთ.
მიყვარხართ.




№1 სტუმარი სტუმარი თაკო

წითური ვარ და რაღაცნაირად მომეწონა ????????????

 


№2  offline წევრი მელანია

heart_eyes heart_eyes
პატარა იყო,მაგრამ იგრძნობოდა ''რაღაც'' . შენც იცი ამ რაღაცას ვერ ვხსნი ხოლმე.მგონია რომ ცოტა იჩქარე,მაგრამ ეგ არაფერი.

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

Rogor momnatrebia sheni istoriebi...
Dzalian kargi iyo... Patara magram saintereso gagrdzeldeba urigo ar iqneboda magram eg ukve shen unda gadawyvito velodebi momaval istorias warmatebebi sayvarelo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent