ეკიპაჟი. (თავი 6.)
მარჯვენა ხელს აქეთ-იქით იქნევდა და მეც თვალი მომჭრა ბეჭედმა რომელიც არათითზე ეკეთა, მძულდა ეს ბეჭედი რომელიც საყვარელ კაცთან მაშორებდა.! ჩემს დაშტერებულ თვალებს მზერა გაყოლა და რო მიხვდა მის ბეჭედს ვუყურებდი მაშინვე შარვლის ჯიბეში ჩაიდო ხელი და თვალებ მოჭუტულმა დამხედა. დიდი დრო არ გაგვიტარებია შენობაში მალევე ავედით ბოინგზე და დავიწყეთ რეისის მომზადება. ნატალი ხან მე გამომხედავდა ხან დაჩის, ალბათ რაღაცას ხვდეოდა კი ქონდა ნათქვამი მე და დაჩი კარგი მეგობრეი ვართო მაგრამ არამგონია ჩვენს კაპიტანს რამე წამოსცდენოდა მის გრძნობებზე, მაგრამ აუცილებლა გავარკვევ ნატალისთან ყველაფერს. ჩასხდომა დაიწყო, მგზავრები დავითვალე. გავაცანი უსაფრთხოების წესები და მეც ჩემი ადგილი დავიკავე ნატალის გვერდით. უსაფრთხოების ღვედი შევიკარი და ტელეფონი გამოვრთე. -რამე ხდება ვიკა თუ მე მეჩვენება?-გამომცდელი მზერით გამომხედა. -რა უნდა ხდებოდეს?-ოჰ როგორ დავსპეცებულვარ ტყუილში. - არ ვიცი მაგრამ ისე აღარ ხარ როგორც დასაწყისში იყავი, ასე მგონია ვიღაც გზღუდავს. -მითხრა და თავით პილოტების კაბინისკენ მიმანიშნა.. -არა ნატ არაფერი არ ხდება.- გავუღიმე, როცა მივხვდი ვერ ვარწმუნედი არ დავნედი..-მართლაა.-გავიცინე. -კაი კაი.. მაგრამ მაინც არ მჯერა.-მხრები აიჩეჩა. უკვე საკმარის სიმაღლეზე რომ ვიყავით ასულები ღვედი შევიხსენი და მგზავრების საკვების მომზადება დავიწყეთ. კაბინაზე მივაკაკუნე. მაშინვე გამიღეს. -უკვე შემოგიტანოთ თუ მოგვიანებით ინებეთ?-ჯერ ლაშას შემდეგ ლიპარტელიანს გავხედე, რომელიც ყურადღბას არ მაქცევდა. ოხ როგორ მტკენდა ეს მდგომარეობა გულს!. მის მიმართ რაღაც ამოუცნოს ვბრძნობდი, აი ისეთ სახელს რომ ვერ უწოდებ სიყვარულზე მეტი რომაა და მისით რომ იწყებ სუნთქვას, მაგრამ ზუსტად ეგ გრძნობა ხდება გაუსაძლისი ტკივილის მიზეზი. ფიქრეიდან მისმა მკაცრმა და უხეშმა ხმამ გამომარკვია. -მე შემომიტანე.-უსიტყვოდ გავბრუნდი და კაპიტნისთვის განკუთვნილი საჭმელი შევიტანე და მივაწოდე, ხელზე შემეხო.. ღმეთო ხელზე შემეხო და ტანში უამრავმა პეპელამ დაიწყო ფრენა. საოცარი რძნოა დამეუფლა. -„ როგორ მინდოდა.. არა! არაფერიც არ მინდოდა!. მას ცოლი ყავს.!“-საკუთარ თავს შემოვუძახე და კაბინა დავტოვე. მაშინვე საპირფარეშოში შევიკეტე, მთელი ძალები მოვიკრიე რომ აქვე არ გავწოლილიყავი და ცრემლებად არ დავღვრილიყავი.სარკეს მივაჩერდი. ვხედავდი სასოწარკვეთი გოგოს, რომელსაც თავგზა ჰქონდა არეული და იმის მიუხედავად რომ იცოდა მისი სიყვარული აკრძალული იყო! მაინც გულის ბნელ კუნჭულში უნდოდა ბრძოლა.! ხო აი ასე უტიფრად უნდოდა იმ კაცის მოპოვება რომელიც სხვას ეკუთვის.! -„ღმერთო შენ დამეხმარე რომ ეს უბედურეა გადავიტანო“- ხმადაბლა ჩავიდუდღნე და თმა შევისწორე. გარეთ გამოსულს ნატალია იქვე დამხვდა დაჩის ელაპარაკებოდა. მათ შორის დაძაბული საუბარი იყო. ჩემს დანახვაზე ორივე გაჩუმდა. -კარგად ხარ?- ხმადაბლა მკითხა. კი მაგრამ რა უნდა მეპასუხა? „არა არ ვარ კარგად იმტომ რომ გონის დაკარგვამდე მიყვარხარ“-თქო თუ „ მშვენივრად ვგრძნო თავს“. ერთერთმა მგზავრმა გადამარჩინა რომელმაც ღილაკს თითი მიაჭირა და გამომიძახა. -უკაცრავად მგზავრი მეძახის.-უემოციოდ ვუთხარი და მგზავრთან მივედი. შალ დე გოლის აეროპორტში დავეშვით. რამდენიმე საათი გვქონდა ამიტომ აეროპორტიდან არ გავსულვართ, პატარა ჩანთა გადავიკიდე. -ლაშა დუტიფრიში უნდა შევიდეე და არ გინდა წამოხვიდე?-ოდნავ მოშორეით იდგა და ხმამაღლა ვეძახდი. -კიკი. მინდა დამელოდე.-ინჟინერთან საუბარს მორჩა თუ არა მომიახლოვდა წელზე ხელი მომხვია და აეროპორტისკენ გავემართეთ. -დღეს რაღაც არ მომწონხარ.! რამე მოხდა?-ვკითხე და ღიმილიანი სახით გავხედე. -არა არაფერი, უბრალოდ რაღაც დაძაბული საუბარი მქონდა ჩვენს კაპიტანთან. შეიძლება სხვა ბორტზე გადამიყვანონ.. -არ მესიამოვნა.. -კი მაგრამ რატომ?-„ოხ ვიკა ვითომ არ იცოდე რატომ..“ -მოკლედ არაფერი დაიკიდე რა. იმედია ჩვენს ურთიერთობაზე არ იმოქმედებს.-გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა. -არავითარ შემთხვევაში. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და არ მინდა შენნაირი მეგობრის დაკარგვაა.!-მეგობარზე ყურადღება გავამახვილე. -კაი.-გაეცინა.-ანუ ჩვენი სტატუსი გადაწყვეტილია.!-გამიღმა და საფეთქელზე მაკოცა. -მე და შენ დღეიდან მეგობრები ვართ.! -ძალიან მიხარია ასეთ ადამიანი რომ გაგიცანი..-გაეცნა ჩემს ნათქვამზე..-რა გაცინეს მართლა.. -მხარი გავკარი. საუბრის დროს უკან შევრუნდი და რათქმაუნდა ისევ ის მზერა. არ შევიმჩნიე ლიპარტელიანის მკაცრი გამომეტყველება და ლაშასთან გავაგრძელე საუბარი. პატარ-პატარა სუვენირები შევიძინეთ და იქნვე დავსხედით ყავის დასალევად. ნატალიაც შემოგვიერთდა. ძალიან გავმხიარულდი.. -უი ბავშვებო ერთ კვირაში ჩემი დაბადებისდღეა და მინდა მოხვიდეთ. -ტაში შემოვკარი და ახალი ამბავი ვახარე.-ბევრი არავინ იქნება ზოგადად დიდი სამეგობრო წრით არ გამოვირჩევი. თან სახლში გადავიხდი ალათ. -უფროსსაც ეპატიჟები?!-ვერ მივხვდი ეს კითხვა იყო თუ ბრძანება.. როგორ უდროუდროს იცის ხოლმე გამოჩენა ამ კაცმა. ფეხზე წამოვდეგი და ღიმილიანი სახით წინ ავესვეტე. -დიახ უფროსსაც ვეპატიჟები. -უფრო გავიღიმე და მის სახეს დავაკვირდი.-ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დავალაგო უფროსთან ურთიერთობა. -ეს მხოლოდ მის გასაგონრად ჩავილაპარაკე და ისე ჩემს ადგილს დავუბრუნდი, ჩემს წინ ჩამოჯდა და ყავა წინ დაიდგა. -ძალიან კარგია.. -ირონიულად ჩაიღიმა და ყავა მოსვა. თბილისსში დავრუნდით, საშინელი წვიმა იყო და ცოტა არ იყოს ხასიათი გამიფუჭა, სირბილით გავიქეცი მანქანისკენ. პატარა ჩემოდანი მანქანაში ჩავაგდე და სანამ კარებს გამოვაღებდი ჩემს წინ გაჩერებულ დიდ შავ ჟიპს გავხედე მის წინ იდგა დაჩი და სულ არ ადარდება ის ფაქტი რომ თავიდან ფეხებამდე სველდებოდა. რაღაც მითხრა .. ტუჩები გაამოძრავა მაგრამ ვერ გავიგე, თავი დახარა და მანქანაში ჩაჯდა, მეც იგივე გავაკეთე.. ძრავი ავამუშავე. მაშინვე ნინას გადავურეკე.. -ნინჩოო..-ბედნიერად შევყვირე. -ჰოუ ჩემოხვედი?-იგივე ტონით მიპასუხა. -კი ახლა გამოვდივარ ააეროპორტიდან. მისმინე გინდა გამოგივლი სამსახურში და ჩემთან ავიდეთ, დედა რამე გემრიელს გვაჭმევს.. -აუუ ვიკუ რაღაც საქმეები მაქვს წადი შენ და მე მერე ჩემით ამოვა.. -მპირდები? არ დაგეზაროს იცოდე! თან საჩუქარი ჩამოგიტანე პარიზიდან.. -არა არა მოვალ უეჭველი. კაი ჩემო ფისო გავიქეცი და ამოვალ.. -კაი გკოცნი.-ტელეფონი გავთიშე და სიმღეები ჩავრთე. ამინდის შესაფერისი წყნარი მელოდია უკრავდა და მეც მეტი რა მინდოდა ისევ გადავვარდი ფიქრებში. -ღმერთო ამ ბოლო დროს იმ კაცის გარდა აღარაფერზე ვფიქრობ..-საკუთარი თავი გამოვიჭირე და საერთოდ არ მომეწონა ეს ფაქტი.. როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე. კარები შევაღე და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები იქვე მივყარე და ფეხშიშველი შევედი სამზარეულში.. -დეე.-მივეკარი. თავი მის კისეერში ჩავრგე და თვალები მივნაბე.. -რაო დე. აბა რა ხდებოდა? -აუუ არაფერი ისეთ. რაღაც საჩუქრები ჩამოვიტანე. ოღონდ მერე გაჩვენებ რა ეხლა მგელივით მშია და თან ძალიან ბინძურად ვარ. მე შევალ სააბაზანოში და მანამდე რამე გამიზადე რა.. -კაი ჩემო სწიუარდესა ჟანაა.-დამცინაა. -ჯანა არა ნასწინკა კიდეე.-დავუბრუნე პასუხი საააბაზანოს კარებთან მისულმა.. -უჟმუროო.-ორივემ გავიცინეთ და სააბაზანოში შევიკეტე, ფორმა სარეცხმანქანში შევაგდე და თმინდან უამრავი თმის სარჭი მოვიხსენი.. -ვაიმეე მიკვირს თავი როგორ არ გამისკდა ტკივილისგან..-მოვიქექე ლაქისგან გამხმარი თმები და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი.. საღამოს ნინაც მოვიდა.. -ვაიმეე თაკო დეიდაა, როგორ მომენატრეთ.-გადაეხვია დედას. -ჩვენი სწიუარდესა სად არი?-მიკითხა თუ არა მეც მაშინვე გამოვჩნდი მისაღებში. -ოხხ ახალი ხალათი?? -ხოო ფუმფულა და ღუნღულაა.-საყელოს მოვკიდე ხელები და ნახევარი სახე ჩავმლაე.-ყავას დალევ? -აუუ ჩაის რაა. ძალიან აცივდა გერეთ, ოქტომბერი კი არა მგონი იანვარია.. -სავარძელში ჩაჯდა.. -გინდა რამე თბილი მოგცე?-გამოვძახე სამზარეულოდან. -აუუ შენ გაიხარებ.-გამეცინა დედას ვუთხარი ჩემი თბილი ჟაკეტი მიეცა. -ნიკო ბიძია სად არის? -მამა დააკლდა და.. -ბიჭებთან ერთად ქეიფობს.-გაბრაზეით ჩაილაპარაკა დედამ- წნევები აწუხებს და ქეიფს მაინც ვერ ეშვებაა. -კაი ქალო აცადე კაცს.-გამოვესარჩლე მამას.. -რა ადვოკატი ყავს უყურე ამას.. -ნინას გახედა და მერე მე შემომხედა.მაგიდანზე დავაწყე ჩაის ჭიქები და დედას კალთაში ჩავუჯექი. იმდენი ვილპარაკეთ. როგორ მიყვარდა ჩემ გოგონებთან საუარი. სულ სხვა სამყაროში გადავეშვებოდი ხოლმე და თითქოს არანაირი დარდი არ არსებობდესო ისე ვგრძნოდი თავს. მაგრამ ღამე მაინც მარტო ვრჩებოდი ჩემს თავთან და ეს ყველა დამალული დარდი ისევ გამოჩნდებოდა და მშვიდად არ მაძინებდა. ერთი კვირა ისე გავიდა ვერ მივხვდი. რამდენიმე რეისი მქონდა ერთად. ძალიან გადარბენეი იყო მაგრამ მაინც ვემზადდეოდი ჩემი დაბადების დღისთვის. როგორც იქნა მოვიდა 26 ოქტომბერი . მიყვარდა ეს დღე რატომ მეც არ ვიცი მაგრამ მიხაროდა ჩემი დაბადების დღე. საღამოს სუფრა უკვე მზად გვქონდა ძალიან უბრალოდ მეცვა. -ვაიმე ვიკუ შენს მაგივრად მე ვნერვიულობ..-ხელები დაიტკაცუნა. -მერედა რა განერვიულეს.. -მხრეი ავიჩეჩე. -დაჩი მოვა?? -მე ვუთხარი და არ ვიცი.-ვითომც არ მადარდება.-ჩემთვის უკეთესი თუ არ მოვა.-კაი რა ვივი ვის ატყუებ შენ თავნთან მაინც არ გცხვენიაა. მე და შენ მაინც ვიცით როგორ გინდა რომ მოვიდეს. საკუთარ ფიქრებზე გამეღიმა.. -რა გაცინებს?-გაკვირვებულმა გამომხედა. -არაფერი.-კარის ხმა გავიგე. -მოვიდნენ. დედა და მამა უკვე მისაღეში იყვნენ. -ჩვენი ლამაზი იუბილარი. -ნატალია შემეგება და საჩუქარი გამომიწოდა. -შემოდით. -გილოცავ პატარავ გაზრდას.-ონიანი გადამეხვია და ულამაზესი ვარდეის თაიგული მომაწოდა საჩუქართან ერთად. სანდრა და კიდევ ერთი ბორტგამცილებელი მარიამიც მოვიდა. ყველა შემოვიდა სახლში მაგრამ ის ვისაც ჩემი გული ასე ელოდებოდა არ მოვიდა. მწარედ გამეღიმა და კარები დავხურე. ნინამ თვალებით მანიშნა ის სადარისო გავუღმე და სტუმრეს მივუბრუნდი. -ბავშვებო ეს ნინაა ჩემი ბავშვოის მეგობარი. ნინა ეს ლაშაა მეორე პილოტი და ესენი ჩემი გოგოები არიან ნატალია სანდრა და მარიამი. -სასიამოვნოაო ყველას მისესლმა. მშოლებსაც გავაცანი და მაგიდას ივუსხედით. -ნატაა არ მოვა დაჩი?-ჩუმად გადავუჩურჩულე -რავი აპირებდა და ალბათ აგვიანეს. -აღარაფერი მიქვამს. გულმა ბაგაბუგი დაიწყო როცა კარების ხმა გავიგე. ნინამ გამომარკვია წადი გააღე მგონი მოვიდაო. კარებს ნელა მივუახლოვდი და გავაღე. მისი დანახვა და ჩემს სახეზე ღიმილი ერთი იყო. -გილოცავ.-ხმადაბლა მითხრა და გადამეხვია.- დღევანდელ დღეს შენ ჩემთვის დაიბადე.!-ჩამჩურჩულა და მაშინვე მომიშორა სხეულიდან. ლამაზად შეფუთული საჩუქარი გადმომცა და მისაღებში შევიდა -ჩვენი უფროსიც მოვიდა.-სიცილით შეხვდენ დაჩის. ლიპარტელიანი მამას მიუახლოვდა. -დაჩი ლიპარტელიანი ხომალდის მეთაური.-ხელი გაუწოდა. - ნიკოლოზ რობაქიძე ვივის მამა. -ხელი ჩამოართვა და ადგილსკენ მიუთითა. დედასაც მიესალმა. ხელზე აკოცა და ადგილი დააიკავა. დიდი ხანი ვიდგებოდი ერთ ადგილას მიყინული დედას ხმამ რომ გამომარკვიაა. ნინას გვერდით დავჯექი. -ამის სიახლოვეს ჰორმონეი როგორ გიძლეს არ ვიცი.-ჩუმად გადამიჩურჩულა. -ბეჭედი ნინა ბეჭედი.. -გავუცინე კიდევ ერთხელ გავახსენე მისი ცოლის არსებობა და ლაშას ჭიქა გავუწოდე რომელიც კონიაკს ასხამდა. -აბა ბეჭედი?-კარგად დაკვირვების შემდეგ მითხრა ნინამ.. „არ უკეთია.!“ გულში დავიკივლე.. რა უნდა რატომ მაგიჟებს. სადღეგრძელოები ერთმანეთს მიყვა, გოგოები ჩვენთვის ვსვამდით, ვიცინოდით და ვმხიარულობდით. უამრავჯერ დამლოცეს. -თქვენის ნებართვით ბატონო ნიკოლოზ. -ფეხზე წამოდგა დაჩი. ნინას სიმწრისგან მუხზლე ხელი დავაჭირეე. ნეტა რა უნდოდაა. -გისმენ დაჩი.-მამაც წამოდგა, მას ლაშაც მიყვა. -ერთი რამის თქმა მინდა. -მამამ თვალებით ანიშნა გისმენთო.-მოდი იმ სიყვარულს გაუმარჯოს. -შემომხედა და ისევ მამას გახედა.-რომ გეკრძალება მაგრამ.-კვლავ დადუმდა.- შენ მაინც რომ არ წყვეტ მის სიყვარულს. -გაუმარჯოსო და სამივემ ერთად დალიეს, სიმწრისგან არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. არ ვიცოდიი რა გამეკეთებინა ტირილი კი არა... ყვეირილი მინდოდაა. მტკიოდა.! მისი ტკივილი მტკიოდა! --- გამარჯობათ ჩემო თბილებო და ყველაზე ტკბილებო! იმედია მსუყე თავი გამომივიდა... გამოცდების გამო ვერ ვახერხებ დიდი დროსი გატარეას ისტორიასთან, მაპატიეთ <3 ველი შეფასებეს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.