შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეკიპაჟი. (თავი 5.)


5-11-2018, 17:07
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 110

უკვე დაბნელებული იყო რომ გამეღვიძა, უფრო სწორედ ტელეფონის გაუჩერეელმა ხმამ გამაღვიძა, ნომერს არ დავხედე სე ვუპასუხე.
-როგორ ხარ?-ნაცნობი რბილი ხმა მომესმა.
-მმ ლაშაა, კარგად შენ?-თვალები მოვიფშვნიტე და წამოვჯექი.
-რაღაცის თხოვნა მინდა?
-გისსმენ. -თმა ცალი ხელით უკან გგადავიწიე და დაველოდე მის სათქმელს.
-საშინელ ხასიათზე ვარ, აუ იცი როგორ ხასიათზე..-გაჩუმდა ალბათ სიტყვებს ეძებდა რომ აეღწერა გრძნობა..-აი საშინლად არ მინდა სახლში მარტო ყოფნა. გთხოვ სადმე გავიდეთ რაა. ძალიან გთხოვ.. -მუდარის ტონით მითხრა, ნამდვილად არ მინდოდა მისთვის რამე მიზეზი მიმეცა მაგრამ უარსაც ვერ ვეტყოდი..
-კაი მაშინ ერთ საათში მზად ვიქნები.-გამეღიმა.
-საოცრება ხარ.. კაი ერთ საათში შენს სახლთან ვიქნები. მისმართი მომწერე.
-აჰამ კაი..-ტელეფონი გავთიშე და მალევე შეტყობინებაც გავუგზავნე.. მისაღეში გავედი, მამა უკვე მოსული იყო.
-მაა როგორ მომენატრე.-მივუახლოვდი და გვედით მივუჯექი.
-ჩემი პატარა გოგო. მეც მომენატრეე მაა.-შუბლზე მაკოცაა.
-მა დღეს მეგობარი მომაკითავს და უნდა გავიდე..
-ნებართვას მთხოვ?-წარბი მაღლა აზიდა.გამეცინა.
-არა უბრალოდ ხომ უნდა იცოდე სად მიდის შენი შვილი..-გავუცინე და ლოყები დავუკოცნე.-უი დედა არაა სახლში?
-არაა. ნინო შეუძლოდ იყო და მასთანაა.-წამოვდექი და ოთახში დავბრუნდი, კარადიდან კლასიკური შარვალი გამოვიღე, თეთრი დეკოლტიანი ზედა შევუხამე. მაკიაჟით დიდად არ დამიტვვირთავს სახე, თმა როგორც ყოველთვის გავიშალე. ლაშას ლოდინში ნინას მივწერეე.
-ლაშასთან ერთად მივდივაარ.
-სად?-მოკლედ მომიჭრა.
-არ ვიცი ისე თხოვა უარი ვერ ვუთხარი.-ტელეფონიდან მზერა სარკეზე გადავიტანე და თმა გავისწორე.
-იცოდე ტყუილი იმედი არ მისცეე.-მკაცრად მომწერა..
-არანაირ იმედებს არ ვაძლევ მეგობრულად მთხოვა და მეც მივყვები..-გავბრაზდი ყველაფერი მე როგორ მრალდება.
-მე უბრალოდ გაგაფრთხილე და ნერვებზე ნუ იშლები. მეგობრულად არა და-ძმურად გთხოვა. ცოტა იაზროვენე ხოლმე ვივი.. შენ პილოტს მოწონხარ. -აღარაფერი მიმიწერია, თან ლაშამაც დამირეკა ჩამოდიო, პიჯაკი მოვიცვი და მალევე ჩავედი. მანქანასთან იდგა და მიღიმოდა.
-აუუ რა მაგარი გოგო ხარ რომ არ დაგეზარა.. -გადამკოცნა.-თან რა კარგად გამოიყურები..
-ოხ მადლობა-მანქანის კარი გამოვაღე და ჩავჯექი. -სად მივდივართ??
-ლისსზე ავიდეთ თან კარგი რესტორანია კარგი ხედით და დავსხდეთ ვილაპარაკოთ. მომიყვები შენზე რამეს.-გამიღიმა და ძრავი აამუშავა..
-კაი კაი.. -ღვედი გადავიჭირე და ფანჯარაში გავიხედე, ყველანაირად ვცდილობდი ლიპარტელიანზე ფიქრები მომეშორებინა, არ მომწონდა ონიანთან ყოფნისას სხვაზე რომ ვფიქროდი. მანქანა სადგომზე გააჩერა და რესტორანში შევედთ. სასიამოვნო გარემო დაგვხდა, ლამაზად განათებული, იქვე მყუდო ადგილას დავსხედით და მენიუ მოითხოვა.
-რას შეუკვეთავ? -ინტერესით ამომხედა.
-ყავას დავლევ მე.-მენიუ დავხურე და მაგიდაზე დავაბრუნე, არასდროს არ მომწონდა პაემანზე ჭამა-სმას რომ მართავდნენ. თან მცხვენოდა. ორი ყავა შეუკვეთა და ინტერესით შემომხედა.
-რაღაც საოცრება ხარ.-უცებ გამომარკვია მისმა სიტყვებმა.-კაი ნუ დაიმორცხვე, მოკლედ ძალიან მომწონხარ.
-ასეთ პირდაპირობასაც არ ველოდი.-უხერხულად გავიღმე და ცხელი ყავა მოვსვი.
-არა ნუ უხერხულობ, არაფერს გაძალებ. უბრალოდ ჩემი გრძნოები გაგიმხილე მეტი არაფერი, ჯერ ვიმეგობროთ, იქნებ საერთოდაც ვერ ვუგებთ ერთმანეთს.-გეცინა. მზერა კარებისკენ გადაიტანა.-დაჩიც აქ ყოფილა.-გაიღიმა. დაჩის სახელის ხსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. არაფრის დიდებით არ ვიხედებოდი უკან.
-გაბარჯობა დაჩი.-ფეხზე წამოდგა ლაშა და ხელი ჩამოართვა.
-გამარჯობა.. ვიქტორია.-მისი სასიამოვნო ხმის გაგონებაზე თუ როგორ წარმოთქვა ჩემი სახელი თვალები დავხუჭე და უკვე იძულებული გავხდი შემეხედა.
-გაბარჯობათ ბატოდო დაჩი. -ფეხზე წამოვდექი და ხელი მეც გავუწოდე. ახლაღა შევამჩნიე ლამაზი ქალი მის გვერდით, სურათებიდან ვიცანი ლიპარტელიანის მეუღლე ანა იყო.-გამარჯობათ.-მისკენ მივტრიალდი და მივესალმე. მანაც იგივე მიპასუხა.
-თუ გნებავთ შემოგვიერთდით.-ონიანმა მაგიდისკენ მიუთითა, ღმერთო ოღონდ უარი თქვას, მათ ერთად ვერ ავიტან. გული გამისკდება..
-არა მადლოა, ხელს არ შეგიშლით.-ჯერ ლაშას შემდეგ მე გადმომხედა და ირონიული ღიმილი დამიტოვა. მეუღლე წინ გაატარა და მშვიდი ნაბიჯით უკან გაყვა. სული ამიფორიაქა მისმა მზერამ თან მაგიდასთანაც ისე დაჯდა რომ მზერით მოვეკალი.
-ჯანდაბა..-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-რამე მითხარი.-ლაშამ შემომხედა.
-ა.. არაფერი. ლამაზი ცოლი ყავს ბატონ დაჩის.
-ხო, მაგრამ შენ ჯობიხარ.-გულიანად გამეცინა მის ნათქვამზე.
-კაი გაჩერდი. ჯერ მარტო ჩემხელა ფეხები აქვს.-თავი უარის ნიშნად გააქნია.
-ვისთვის როგორ. ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს სილამაზეს. ჩემთვის შენ უფრო ლამაზი ხარ. -ხელზე მომეფერა და ნაზად მაკოცა.. -რა ლამაზი თითები გაქვს.-მის დიდ მტევანში მოიქცია და ყურადღებით აკვირდებოდა.
-გეყო ამდენი კომპლიმენტი. -გამოვაცალე ხელი და ყავა მოვსვი. დაჩისკენ არც კი ვიყურებოდი, მაგრამ მის მზერას შიგადაშიგ ვგრძნობდი. -არ გინდა წავიდეთ? გავისეირნოთ თან კარგი ამინდია.. -გავუღმე.
-როგორც შენ იტყვი.-მიმტან გოგონას ანიშნა ადგარიში მოგგვიტანეთო. გარეთ გამოვედთ და ლისის ტბას გავუყევით. ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, მხიარული მის გვერდით ვერ მოიწყენს კაცი. მისგან არანაირი უარყოფითი ენერგია არ მოდის, ისეთია აი ყველას რომ უნდა უყვარდებოდეს. ხო მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ, მას ყოველთვის ის უყვარდეა ვინ აკრძალულია. მე დავაგვიანე, მისი გაცნობა დავაგგვიანე და შეიძლება ზუსტად ის იყო ჩემი მეორე ნაწილი. სახლის წინ გააჩერა მანქანა და გადმომხედა.
-ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა..-ღიმილით მითხრა.
-ნამდვილად.-ღიმილი ვუპასუხე. -კარგად, ღამე მშვიდობის. მანქანის კარები ფრთხილად დავხურე და კიბეები ავირბინე. სახლში მისულს დედა უკვე შინ დამხვდა.
-ვინ იყო ის ყმაწვილი?-ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-რა იცი ბიჭი რომ იყო? მანქანიდან არც გადმოსულა.-გამომცდელად შევხედე.
-დედის გულმა იგრძნო.-გაგვეცინა ორივეს. -კაი გაჩუმდი მამა ცუდად იყო და ძლივს ჩაეძინა.
-რატო დეე .-ჩანთა უცებ დავაგდე სავარძელზე.
-წნევა ქონდა მაღალი.-საქმის კეთებას მორჩა.-წამო შენთან ოთახხში ვიჭორაოთ.-გამიღიმა.
-წამო.-ოთახში შესულები არ ვიყავით კითხვები დამაყარა.
-აბა დე რაო.. -საწოლზე წამოწვა, მის წინ პუფში ჩავჯექი.
-მომწონხარო მაგრამ ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ იქნებ ხასიათებში არ ვემთხვევითო.. -ჩამოვარაკრაკე.
-უყურე შენ.. რამდენი წლისაა, რა გვარია რა ქვია მშობლები თუ ყავს.-გულიანად გადავიკისკისე.
-ონიანი ლაშა 27 წლის. -გავუცინე.-სხვა არაფერი ვიცი ჯერ.
-უხ რა უინტერესო ხარ.. -წამოდგა, შუბლზე მაკოცა. -რაღაც ხდება და არ მეუბნები. -როგორ მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მაგრამ არა.! ვერ გამიგებს!
-არაფერი დე დავიღალე. -თვალები არავარიდე.
-შენც კარგად იცი რო რაღაც ხდება.როცა მზად იქნები მომიყევი, მე დედა ვარ და ყველაფერს გაგიგე. მიყვარხარ ჩემო პაწაწინა. იქნებ ჩემი რჩევა უფრო გამოგადგეს. -თბილად გამიღიმა და კარეს მიუახლოვდა.
-ცოლიანი კაცი მიყვარს. -ხელი კარის სახელურს მიეყინა.-ხო ცოლიანი კაცი შემიყვარდა, მაგრამ არ ვიცოდი. მისი სიყვარული რომ ვიგრძენი მაშინ გავიგე რო ცოლი ყავდა.-ჩემდა უნებურად გადმომცვივდა ცრემლები.წინ ჩამომიჯდა. თავი მუხლებზე დავადე და ავსლუკუნდი.
-ჩემი პატარა გოგო. კარგად მომისმინე ჩემო სიცოცხლე..-გაჩუმდა და ხელები მაგრად ჩამჭიდა.-არ ვიცი რამდენად სწორი საქციელი იქნებ ჩემგან მაგრამ... რაც არ უნდა მტკივნეული აღმოჩნდეს შენთვის.. როგორც არ უნდა დაგეფლითოს გული, არასდროს.. გესმის? არასდროს არ ქნა ისე რომ ვინმეს ტკივილის მიზეზი გახდე ან ვინმეს ცხოვრება დაუნგრიო.!-თავი ამაწევინა და დარდით სავსე თვალებით ჩამხედა.- წარმოიდგინე იმ ქალის ადგილას თავი. წარმოიდგინე ვიღაც გიყვარს და მას გართმევენ. დედა ჩემო პატარა თუ ის შენი ბედია, თუ ერთად ყოფნა ზეცაშია გადაწყვეტილი, მასთან ვერანაირი ძალა ვერ დაგაშორებს. ვიცი იმდენად ძლიერი ხარ, იმდენად მაგარი გოგო ხარ შენ შეძლებ და გაუძლებ ყველანაირ ტკივილს. -შუბლზე მაკოცა.-დაწექი და დაიძინე ეხლა. ცუდზე არ იფიქრო, მაგრამ ძაან ოცნებეშიც ნუ გაფრინდები.
დედას რჩევას მივყევი და საწოლზე დაწოლილს მალევე ჩამეძინა. რამდენიმე დღე გავიდა ისე რომ ლაშაც არ შეხმიანებია. დიდა ყურადღება არც მიმიქცევია, საღამოს მეოლი შევამოწმე და რეისის განრიგიც გავიგე. მეორე დღეს დილით 4 საათზე უკვე მოწესრიგებული გამოვცხადდი ბრიფინგ ოახში, დაჩიც იქ დამხვდა. ოთახში შესულს ლაშამ გამიღიმა.
-მაპატიე ეს დღეები ვერ შეგეხმიანე. -გადმომიჩურჩულა.
-არაუშავრს.-გავუღიმე. დაჩის საშინლად გაბრაზეულ თვალებს გადავაწყდი და მაშინვე სიში ვიგრძენი. მისი მრისხანების შემეშინა. დიახ! შემეშინდა რამე ისეთი არ ეთქვა რაც გულს უარესად მატკენდა. მარჯვენა ხელს აქეთ-იქით იქნევდა და მეც თვალი მომჭრა ბეჭედმა რომელიც არათითზე ეკეთა, მძულდა ეს ბეჭედი რომელიც საყვარელ კაცთან ასე მაშორებდა.!



№1 სტუმარი ლია

კარგია.მსუბუქ ფერებში წერ.მომწონს ეს ისტორია.

გაადიდე თავები,სწრაფად ამთავრებ.

 


№2 სტუმარი Mrs.Grey

ამდენი ხანია ველოდები და ამდროს ერთი ბეწო თავი

 


№3  offline მოდერი Phoenix..

Mrs.Grey
ამდენი ხანია ველოდები და ამდროს ერთი ბეწო თავი

ლია
კარგია.მსუბუქ ფერებში წერ.მომწონს ეს ისტორია.

გაადიდე თავები,სწრაფად ამთავრებ.

ბოდიშით ბავშვებო გამოცდების პერიოდი მაქვს დამაგოტომაა ასეთი პატარა თავები!გამოვასწორებ გპირდებით????????❤️❤️

 


№4 სტუმარი Mrs.Grey

izabel
Mrs.Grey
ამდენი ხანია ველოდები და ამდროს ერთი ბეწო თავი

ლია
კარგია.მსუბუქ ფერებში წერ.მომწონს ეს ისტორია.

გაადიდე თავები,სწრაფად ამთავრებ.

ბოდიშით ბავშვებო გამოცდების პერიოდი მაქვს დამაგოტომაა ასეთი პატარა თავები!გამოვასწორებ გპირდებით????????❤️❤️

გამოცდების გამო გეპატიება მეც გამოცდები მაქ და ვხვდები რა სიტუაციაშიც ხარ.წარმატებები

 


№5  offline მოდერი Phoenix..

Mrs.Grey
izabel
Mrs.Grey
ამდენი ხანია ველოდები და ამდროს ერთი ბეწო თავი

ლია
კარგია.მსუბუქ ფერებში წერ.მომწონს ეს ისტორია.

გაადიდე თავები,სწრაფად ამთავრებ.

ბოდიშით ბავშვებო გამოცდების პერიოდი მაქვს დამაგოტომაა ასეთი პატარა თავები!გამოვასწორებ გპირდებით????????❤️❤️

გამოცდების გამო გეპატიება მეც გამოცდები მაქ და ვხვდები რა სიტუაციაშიც ხარ.წარმატებები

მადლოობა❤️❤️

 


№6 სტუმარი დიკო

კარგი ხაარ
მსუბუქად წერ, სასიამოვნოდ და უმარტივესად ანვითარებ მოვლენებს ❤️❤️
დაჩის ოჯახით დავინტერესდი და გარემოებით,რა აიძულდბს სხვაზე ფიქრებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent