შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადელაიდა (3)


7-11-2018, 16:44
ავტორი _scorpion_
ნანახია 894

თვალები მძიმედ გავახილე, მეწვოდა. წინ მდებარე ფონს ბუნდოვნად ვხედავდი.
თითქოს შავი ძაფები იყო დაკიდებული ჩემს თვალწინ, წამი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად რომ ეს ძაფები კი არა ჩემი თმები იყო.
თავი წინ მქონდა გადაგდებული და გარემოს გარჩევაში წინ ჩამოყრილი თმები მიშლიდა ხელს.
უკან დაკავებული ხელები მკვეთრად გამოვქაჩე და მტევნების წვა ვიგრძენი.
პანიკაში ჩავარდნამდე ცოტაღა მეკლდა. გარშემო არც თუ ისე შორს ორი კაცის ხმა მესმოდა, თავი ზევით არ ამიწევია, რომ ჩემი გონზე მოსვლა არ შეემჩნიათ, სუნთქა ისევ მიჭირდა, საშინელი სპირტის არომატს ჯერ კიდევ ვგრძნობდი. - ცხელა- დასძინმა ერთმა- ცივ ლუდს დალევდა კაცი
- ჰო! - უპასუხა მეორემ
- ამყველაფერს რომ მოვრჩებით იცოდე კარგი სასმელი შენზეა - მხიარული,ხალისიანი ხმა ჰქონდა,რასაც მეორეზე ვერ ვიტყოდი
- ჰო! - უპასუხა ისევ. ჩუმი, დაღლილი ხმის ტემბრი ჰქონდა. აშკარა იყო ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარდა
-კაი! - უპასუხა უკმეხად პირველმა და ისიც გაჩუნდა. ძალზე ძნელია ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელსაც სიტყვებს ძლივს ჰგლეჯ პირიდან.
მოუთმენლობისგან სახე საშინლად დამენამა, წინ ჩამოყრილი თმები კი სახეზე ამეკრა და მოქავების საძაგელმა სურვილმა შემიპყრო.
ხმის მიმართულებით მივხვდი რომ ჩემს გვერდით მოშორებით იდგნენ, მაგრამ არ ვიცი რა მიმართულებით. ვერ გავრისკავ, რომ გავინძრე შემამჩმევენ. ესენი კი ალბათ ხელქვეითები არიან, ჩემი გაღვიძების შემდეგ კი თავიანთ ბოსს დაუძახებენ.ყოველშემთხვევაში ფილმებში ასე ხდება.
როგორ მოვიქცე? ეს თოკიც ისე მაგრად მაქვს ხელ-ფეხზე მოხვეული, შეუძლებელია რომ უბრალო მკვეთრი მოძრაობით შევძლო მისი მოხსნა.
დრო ჭრილობის წვალებასავით გაიწელა. მოულოდნელად კარების ღჭრიალის ხმა გავიგე. ეტყობოდა რომ დაძველებულ-დაჟანგებული იყო. აქედან გამომდინარე მიყრუებული სარდაფის მაგვარში უნდა ვყოფილიყავი. კარის ხმის გაგებისას თავი წამიერად სამშვიდობოზე ვიგრძენი, მეგონა ვინმე ჩემს გადასარჩენად მოვიდა, მაგრამ შემდეგ ცნობიერება დამიბრუნდა და მივხვდი რომ აქ ჩემს საშველად არავინ მოვიდოდა, ყოველ შემთხვევას ჯერ-ჯერობით მაინც, სანამ ჩემი გაქრობის ამბავს შეიტყობდნენ.
- მოხვედი? - კითხა ერთმა, რომელსაც როგორც შევატყვე ლაპარაკი არ უყვარდა
-გზაში ვარ! - გასცა პასუხი უკმეხად ახლახანს შემოსულმა.
ღმერთო ჩემო! ხმა იმდენად მეცნო რომ მოსალოდნელი საფრთხის მომლოდინეს სიკვდილი მომინდა.
- ჯერ გონს არ მოსულა?
- არა! რაც მოვიყვანეთ ასეა-უპასუხა - ახლა თქვენ მიხედეთ, მე წავედი - თქვა მობეზრებული ხმით და კარისკენ გაემართა. ალბათ გასვლისას რა შვება იგრძნო. ხმის ტემბრზე ემჩნეოდა რომ აქ ყოფნა არ ეპიტნავებოდა.
მესმოდა ახალშემოსულის ნაბიჯების ხმა როგორ მიახლოვდებოდა, თითქოს ყოველ გადმოდგმულ ნაბიჯს გულზე მადგამდა და მოახლოებასთან ერთად ტკივილიც მძაფრდებოდა.
ნაბიჯების ხმა ჩემს წინ შეჩერდა. თვალები ძლიერად მქონდა დახუჭული, შიგნეულობა მიკანკალებდა. სახე უფრო მეტად, დამენამა.
მაგრამ სახე მიმიქარავს, მთელი სხეულზე ცივი ოფლი მასხავდა.
- ვიცი რომ გონზე ხარ -თვალები მომენტალურად გავახილე და სკამის საზურგეს მივეჯახე, გამიმართლა რომ სკამიანად არ გადავვარდი. ჩემს წინ ჩამუხლულიყო. მისგან ეს ნაბიჯი ალბათ მაშინ გამომრჩა შეშინებულს საკუთარ თავზე კონტროლი რომ დამეკარგა.
ის იყო.
მაშინ იმ ღამით ჩემს ოთახში ის იყო.
ახლა მისი ნაკვთების გარჩევა რთული აღარ ხდებოდა. წაბლისფერი თმით დამშვენებული გახსნილი შუბლი, ყავისფერი თვალები და ლოყაზე შავი ხალი. უჩვეულოდ ლამაზი, სახის უზადო ოვალი.
ძლიერი ნიკაპი და ჭკვიანი თვალები ჰქონდა. ცხვირი ოდნავ კეხიანი.
აფხაზეთის შემდეგ, ცხვირი ქართველების ტკივილია.
- გამარჯობა! - მითხრა არხეინად. ისევ მძიმედ ვსუნთაქვდი და თვალმოუშორებლად ვუყურებდი. მეგონა ოდნავ მაინც რომ დამეხამხამებინა თვალები ვინმე რაიმეს ჩამარტყავდა.
- გახსოვარ? - ისევ ვდუმდი.
- როგორც მივხვდი მაშინ ცოტა სლაბად გამომივიდა შენთვის რჩევის მოცემა, მაგრამ არაუშავს სხვა დროისთვის გავითვალისწინებ
- ხომ გაგიგია, კაცი შეცდომებზე სწავლობსო! - გამოსძახა გვერდიდან ბიჭმა, რომელსაც ბევრი ყბედობა უყვარდა.
- სწავლა კი გვიანი არასდროს არის - გასცა პასუხი ჩემს წინ მჯდომმა. იმასაც მივხვდი რომ ბრძნული გამონათქვამების მოყვარულ ხალთა ხელში ვიყავი.
- იმ საჩივარს უკან გამოიტან-პირდაპირ საქმეზე გადავიდა და მბრძანებლურად მომმართა. მუნჯივით ვიჯექი. ხელები მაგრად მქონდა მომუშტული.
- გესმის! -გამიმეორა ისევ.
- ხმა ამოიღე!-დამიყვირა გვერდით მდგომმა და მთელი სხეული შემიქანდა, ადგილზე შევხტი და მხრებში მოვიხარე, თითქოს ასე დავიცავდი ჩემს თავს. წინ მდგომმა ხელის მიმიკური მოძრაობით ანიშნა რომ გაჩერებულიყო, შემდეგ მე შემომხედა და თავის ქნევით მანიშნა მელაპარაკა
- მე... არ შე... მიძლია
- რატომ?-მკითხა მსახიობური გაკვირვებით. ხმის ამოღებას ისევ ვერ ვბედავდი
-უბრალოდ ილაპარაკე, ასე არც ჩვენ გაგვაბრაზებ. რა იცი იქნებ შევთანხმდეთ კიდეც-მომესმა ისევ გვერდით მდგომისგან ხმა.მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
წინ გავჯხედე,წარბებ აწეული ისევ მომლოდინე გამომეტყველებით მიყურებდა.
- საჩივრის გამოტანა აღარაფერს შეცვლის.
- რატომ? -მკითხა ისევ. მისი უდარდელი ტონი ნერვებზე მოქმედებდა, თან იმდენად, რომ ჩემს შიშს ფარავდა.
- იმიტომ რომ შენ დანაშაული ჩაიდინე.
- რა დავაშავე?-შუბლი შეკრა და მსახიობური ინტერესით მკითხა.
- სხვის სახლში შეიჭერი და იარაღით დამემუქრე
- კაი - პირის ღაწვები დაბლა დახარა და დაფიქრდა-საჩივარს მაინც გამოიტან-ისევ ძველ თემას მიუბრუნდა,თითქოს წამის წინ არაფერი მნიშვნელოვანი არ მითქვამს.
-შეუძლებელია. საჩივარი რომ, გამოვიტანო მაინც აღარაფერი გეშველება. იარაღით დამემუქრე და გარდა ამისა იმ ღამით, სანამ ჩემს სახლში შემოიჭრებოდი დაბლა ჩხუბი მოგსვლია. ცოტა მაინც რომ იხედებოდე წიგნებში ამდენი გეცოდინებოდა-გამოვცარი კბილებში და ფილტვებში დაგროვილი უჰაერობა ნესტიანი, მაგრამ მაინც ჰაერით შევივსე.
-შეგიძლია მამიკოს სთხოვო დახმარება- მითხრა და ფართოდ გაიღიმა- როგორც ვიცით გეგელების ოჯახს საკმაოდ კარგი სტატუსი გაქვთ-საჩვენებელი თითი სახესთან მიიტანა და ვერტიკალურად მისი ნიკაპზე სმა დაიწყო.
მამაჩემი? მამაჩემის შესახებ საიდან გაიგეს ან ვინ არიან საერთოდ? ტვინში სისხლმა ამასხა. ვერასდროს ვერ ვიტანდი თავხედ ადამიანებს, რომლებსაც შეგნება არ გააჩნიათ, მაგრამ ამდროს ყველაზე გავლენიანი ადამიანები ჰგონიათ თავი.
-მამაჩემის ამ საქმეში გარევის უფლება არ გაქვთ-ვუთხარი ბორძიკით, მაგრამ მოვახერხე, რომ ჩემი სიტყვების სიმტკიცეში დამერწმუნებინა.
- უფლება? - გაიკვირვა- რა უფლებაზე ლაპარაკობ? ცოტა ტ*რაკი რომ დაგეყენებინა, ახლა აქ არც შენ იჯდებოდა და არც ჩვენ დავკარგავდით შენზე დროს- ზიზღისგან ცხვირი ამეხორკლა. გაბრაზებისგან კონტროლი დამეკარგა და წინ ბიჭს თვითკმაყოფილებით გამოხატულს სახეზე შევა*ურთხე. ვერასდროს ვიგებდი რა საჭირო იყო სანერწყვე ჯირკვლები. ახლა გავიგე.
სახე დამანჭა და თავი ოდნავ გვერდით გადააბრუნა.
პირი ძლიერად მოკუმა, ცდილობდა გაბრაზება ჩაეხშო.
ცოტა ხანში კი სიცილის გმინვა ამოხდა პირიდან.
ემოციებს კარგად აკონტროლებს.
- ფეხზე ააყენე! - ამის თქმა და მკლავში გვერდით მდგომი ბიჭი მწვდა და ფეხზე ამაყენა. მის სახეს მოვკარი თვალი. ქერა იყო, ღია ცისფერი თვალებით, თეთრი. ვერასდროს ვიგებდი ყველა ქერათმიანს, რატომ ჰქონდა ცისფერი თვალები და კანი თეთრი?
რაღაც ბოძს უხეშად მიმაყუდა, რომ რაიმეს გაკეთების საშუალება არ მომცემოდა. უკან შეკრული ხელები გამიხსნა, ზევით ამაწევინა და ბოძზე მიმამაგრა. წინააღმდეგობის გაწევას ნორმალურადაც ვერ ვახერხებდი, იმდენაც ვიყავი გამოფიტული.
ქერა მომცილდა, წაბლისფერთმიანი კი მომიახლოვდა.
წინ დამიდგა და სახეზე ჩამოყრილი თმები უკან ნაწილობრივ გადამიყარა. ამ ჟესტისთვის ალბათ მადლობას გადავუხდიდი, სხვა სიტუაციაში რომ ვყოფილიყავით.
- კარგი - თქვა და თმის ბოლო ღერი ყურზე გადამიწია. გეტყოდით მისი ცივი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა მეთქი, მაგრამ შიშისგან იმდენად მიხურდა მთელი სხეული, ახლა რომ ტორნადო დატრიალებულიყო ალბათ ვერ ვიგრძნობდი.
-მოდი თავიდან ვცადოთ! საჩივარს გამოიტან - მითხრა ისევ და ყურიდან ხელი ქვემოთ ჩაასრიალა. თვალები გამიფართოვდა, როცა მისი მტევნები კაბის ქვეშ ბარძაყებზე ვიგრძენი.
- არ... არა გთხოვ! -საცოდავად ამოვიკნავლე. თავი ყველაზე უმწეო არსებად ვიგრძენი ამ დროს.
- გავჩერდე? კი მაგრამ ჩვენ ხომ ახლახანს დავიწყეთ! - სახეზე კმაყოფილების ელფერი დასთამაშებდა. თითების უფრო ზემოთ ტარება დაიწყო.
- არაა! - ამოვიტირე ისევ და გამოძრავება ვცადე, მაგრამ უმალ ახლოს მომეკრა და ადგილზე გამაქვავა. რაც უფრო მეტს ვიმოძრავებდი უფრო შორს შეტოპავდა. იგივე პრინციპი იყო რაც ობობის ქსელში გახვეულ მწერს მოსდის. რაც უფრო მეტს იმოძრავებს უფრო მეტად გაებმევა ქსელში.
სახეში შევხედე.წარბებაწეული, კმაყოფილი ელოდა ჩემს პასუხს. აცრემლიანებული თვალებით შევყურებდი და ტუჩები შიშისგან მითრთოდა.
-კარგი! -მითხრა ავის მომასწავებელი ხმით და მეორე ხელის წელზე შეცურება სცადა
- კარგი, კარგი! - ამოვიხავლე და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა - კარგი გამოვიტან საჩივარს.
- და თუ მაინც არ შეწყვიტეს ჩემი დევნა?
-მამაჩემს ვეტყვი და ყველაფერს გააკეთებს რაც საჭიროა, ოღონდ გთხოვ შეწყვიტე - ვკანკალებდი, ასეთი უმწეო ბავშობის შემდეგ არ ვყოფილვარ.
-მშვენიერია! - გამიღიმა საკუთარ მიზანს მიღწეულმა და ჩემს სხეულს ხელები მოაცილა.
- ნებო! - მიმართა ქერა ბიჭს -დაიმახსოვრე, ქალების ყველაზე დიდი სუსტი წერტილი მათი თავმოყვარეობაა.
სხეული მიკანკალებდა, თავს საშინლად დამცირებულად ვგრნობდი. ტირილი მინდოდა გასკდომამდე რომ ყელში მობჯენილი ღვარძლი მომეცილებინა.
საშინელი ზიზღის გრნობა მეუფლებოდა ამ ორი პირუტყვის შემყურე. საშუალება რომ მქონდეს ყველაფრისთვის ვაზღვევინებდი, ყველაფრისთვის.

***
თავზე რაღაც მქონდა წამოცმული. ალბათ საათზე მეტი იქნებოდა რაც მანქანით მივდიოდით. საჭესთან ნებო იჯდა, ჩემს წინ კი წაბლისფერთმიანი იყო მოთავსებული. ხელები ერთამანეთზე ძლიერად, მქონდა შეკრული.
ვნერვიულობდი.
მოულოდნელად მანქანა გაჩერდა, თავიდან კი ის რაღაც მომაცილეს. თვალები რომ გავახილე პირდაპირ წაბლისფერთმიანი მომხვდა. მზერა ავარიდე და გვერდით გავიხედე. შუშის მიღმა, მოშორებით ჩემი ვილა დავინახე. ოდნავ მომეშვა.
მანქანა გამიღო, აღარაფერს დავლოდებივარ. გადმოვედი და ჩქარი ნაბიჯით გავაგრძელე სახლისკენ გზა. გულზე ისევ მძიმედ მაწვებოდა რაღაც.
უკან მომყვება.
ფეხის ნაბიჯებს ვგრძნობ. ღმერთო რაღა უნდა.
მოულოდნელად მკლავში მსუბუქად მწვდა და მიმატრიალა. პირზე ხელი ამაფარა რომ შიშისგან არ მეკივლა.
- ჩუ! - მითხრა და ხელები ნელა მომაცილა
- ხომ შევთანხმდით უკვე! ყველაფერს გავაკეთებ-ვუთხარი ისევ აფორიაქებულმა. ცოტახნით მიყურა. შემდეგ კი მლიქვნელურად გაიცინა.
- შენთან შეხვედრისას უკვე მეორედ ამი*გა- თვალები მძიმედ დავხუჭე. ვგრძნობდი ტვინი მიდუღდა- იმედი მაქვს მესამე შეხვედრას თავიდან აიცილებ- ხელები შემიშვა და უკან სიცილით წავიდა.
თვალები აელვებულმა გავახილე და სახლისკენ მძიმე ნაბიჯებით წავედი. სიბრაზეს, შიშს და დამცირებას ერთდროულად მოეყარა ჩემში თავი და ჩხუბი გაემართათ იმის თაობაზე თუ, რომელს უფრო ეტკინა დღეს.



№1  offline წევრი Liziko27

როგორ დროს მორჩა..;((( თუ მალე დადებ ხოლმე გამახარებ. გელი მთელი გულით.

 


№2  offline წევრი _scorpion_

Liziko27
როგორ დროს მორჩა..;((( თუ მალე დადებ ხოლმე გამახარებ. გელი მთელი გულით.


ვეცდები ლიზი, მადლობ რომ წაიკითხე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent