უყვარდა ვარდებს ფრენა მდუმარე
ხან სიყვარულიც ისე ძნელია, ნაბიჯსაც ვერ ვდგამ, მხოლოდ ვტრიალებ, დღეს ოცნებებად გამომელიე, შენთან მოსვლა კი დავიგვიანე. ვერ ვხვდები, გახსოვს ან და თუ არა ივლისის წვიმა, ქარი ძლიერი, უყვარდა ვარდებს ფრენა მდუმარე, მე... შენ გეტრფოდი გადამთიელი. ეს იყო გუშინ, ანდა მანამდე, არ ვიცი ამ დროს სად რა იწყება, შენთან ყოფნიდან შენგან წასვლამდე, სულ წამი იყო თავდავიწყება. ხან სიყვარულიც ისე ძნელია, თვალთ გიბნელდება, ვერ ხედავ ერთ გზას, დღეს ოცნებებად გამომელიე და მინდა შენი პოეტი მერქვას. გულში ვიგრძენი ისევ სტუმარი, უნდა ვიჩქარო, სანამ მიწად ვარ, უყვარდა ვარდებს ფრენა მდუმარე, მე შენ მიყვარდი, ან და მიყვარხარ. ~ ბ.ბ. ~ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.