ეკიპაჟი! (თავი 7)
-ერთი რამის თქმა მინდა. -მამამ თვალებით ანიშნა გისმენთო.-მოდი იმ სიყვარულს გაუმარჯოს. -შემომხედა და ისევ მამას გახედა.-რომ გეკრძალება მაგრამ შენ მაინც რომ არ წყვეტ მის სიყვარულს. -გაუმარჯოსო და სამივემ ერთად დალიეს, სიმწრისგან არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. არ ვიცოდიი რა გამეკეთებინა ტირილი კი არა... ყვეირილი მინდოდაა. მტკიოდა.! მისი ტკივილი მტკიოდა! ასე საშინლად არასდროს მიგრძვნია თავი. რატომ არ ვიცი მაგრამ საკუთარი თავი მეზიზღებოდა! -ვივი ჩემო მზეო.-მამამ მომმართა, უკვე კარგად ჰქონდა მოკიდებული სასმელი. -ჩემი მზე ხარ მაა! უზომოდ მიყვარხარ. შენი გაჩენის დღიდან მაბედნიერებ და მინდა სულ ასე იყოსს. -ხელზე მკოცნიდა.-მამას სიამაყე და გახარება ხარ. -მაგრად მოვხვიე ხელები და გულზე მივეკარი! -დაჩი შვილო.-განზე გამწია მამამ და მას მიუბრუნდა.-ოჯახი არ გყავს? -კაი რა მამა, ყველა ჩემს ნერვებზე რატომ თამაშობთ.დაჩის გაეღიმა სიმწრისგან და თავი დაბლა დახარა. -დიახ მყავს მეუღლე.-შუბლზე ძარღვები ეტყობოდა, შეპარვით გამომხედა და ცრემლებმაც ვეღარ გაუძლეს და ლოყაზე ჩამოგორდნენ. -რა ბედნიერებაა. რამდენი წლის ხარ შვილო?-არ ჩერდებოდა მამა მე კიდე სასოწარკვთილი ხან დედას შევხედავდი ვედრების თვალები ხან ნინას.. -37 წელი შემისრულდება მალე..-ომახიანად ჩაილაპარაკა. -ოხ შე გენაცვალე. მოდი ამ ჭიქით ჩვენს მანდილოსნებს გაუმარჯოს. -დედას გახედა-თაკო ჩემო ცხოვრების სიყვარულო. მადლობა რომ არსებობ და ჩემი ცოლი რომ ხარ. კაცს ისე არაფერი უხდება როგორც სწორად შერჩეული მეუღლე. ამიტომ..-ლაშას მიუბრუნდა.-ჩემო ლაშა გისურვებ შენი შესაფერისი ქალბატონი შეგყვარებოდეს.! შენ კი ჩემო დაჩი მეუღლესთნ ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ! -ოხ მამა! რატომ მკლავ! თვალები ხელით მოვსრისე და დედას გავხედე. ხცდებოდა! ყველაფერს ხვდებოდა ჩემი დედა და იმასაც ვხედავდი როგორი ტკივილნარევი თვალებით მიყურედა. გავუღმე სხვა რა დემრჩენოდა. -ჩემო დაჩი შვილები გყავს ხო?-ვაიმე ამ კითხვაზე კინაღამ სკამიდან გადავვარდი. -კაი ნიკო შეეშვი ბავშვეს, მარტო დავტოვოთ.. -დედა ჩაერია საუბარში. -ჩემო თაკო..-ხელზე ნაზად აკოცა -არა ბატონო ნიკოლოზ შვილები არ მყავს. -მის გასაგონრად არა უფრო ჩემი მიმართულეით იყო მისი პასუხი. -ცუდიაა.-ფეხზე წამოდგა. -აბა ბავშვებო მე დაგტოვებთ იმხიარულეთ. მიხარია ჩემ შვილს ასეთი მეგობრეი რომ ყავს.! მამა მოდი ჩემთან.-მომართა ხელი ჩამკიდა და ლაშასთან და დაჩისთან მიმიყვანა. -მამა კაი რააა.-ხმადალა აკანკალებული ხმით დავიჩურჩულე. -ბიჭებო.! ერთი დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან. მიმიხედეთ ჩემს ანგელოზს.-გადმომხედა და ისევ მათ მიუბრუნდა.-როგორც საკუთარ დას ისე გაუფრთხილდით.-რაოო? დაო?? რა და მამა რა დაა კაცი სიგიჟემდე მიყვარს.. -აუცილებლად ბატონო ნიკოლოზ გაძლევთ პირობას მის სადარაჯოზე ვიქნები.-ლაშამ ხელი ჩამოართვა მამას. ლიპარტელიანს ხმა არ ამოუღია არ იცოდა თვალები სად წაეღო. როგორც იქნა მამა და დედა გავიდნენ საძინებელში დავრჩით ჩვენ მარტო. ნინა გვვერდით მომიჯდა. -ეხლა დამშვიდდი. დღეს შენთან დავრჩებო. უნდა ვიტიროთ..-როგორ მიყვარს ეს გოგო როგორ გრძნოს ჩემს დარდს.. თავი დავუქნიე და სტუმრებს მივუბრნდი. რამდენიმე წუთში დაჩი წამოდგა. -ვიკა მე უნდა წავიდე.!-გაიქეცი ანა გელოდება. წავისისნე რათქმაუნდა გულში.! -როგორც გნებავთ!-მივუახლოვდი და თვალებში ჩავაშტერდი.გაეღიმა. -გამაცილებ?- თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ბავშვებს დაემშვიდობა და უკან გამომყვა. სადარბაზოში გავედით კარები მოხურა. -მაპატიე დღევანდელი დღე.-ხმადალა საუბრობდა. -საპატიებელი რა არის? -არ უნდა მოვსულიყავი. -კედელს მიეყრდნო. -მადლობა რომ მოხვედი. –„რეებს ბოდავ ვივი“საკუთარმა მეორე მე გამომეხმაურა. -დღეს გული გატკინე.-გაეღიმა. ეს ის ღიმილია ტირილს რომ ფარავს. -მე გული იმ დღის მერე მტკივა როცა შენი თვალები შემიყვარდა..-ისე წამოვროშე ეს სიტყვები არც დავფიქრებულვარ. -არაკაციი ვარრ!-ხმა ამოუშვა, ხმა რომელიც გაჟღენთილი იყო სინანულით და ტკივილით. -არა შენ ჩემი ოცნების კაცი ხარ. -არ ვწყვეტდი სუბარს, ნუთუ ასე იმოქმედდა სასმელმა, საიდან ამდენი გამბედაობა.? -მაგრამ ოცნებად დარჩები.! -დავფიქრდი.-მაპატიე არ უნდა მეთქვა.. -მართალი ხარ შენ! ის აუხდენელი ოცნება ხარ რომელიც საფლავის კარამდე ჩამყვება. –„ნაგავოოო.!- სასოწარკვეთილმა დავიყვირე გულში.- მერეე რატომ არ იბრძვი ჩემთვის. რატომ არ გინდა ამიხდინო .. რატომ..“-ვეცდები რეისებზე შენგან თავი შორს დავიჭირო.. საშუალება მომეცემა თუ არა წავალ. გპირდები წავალ.-შულზე შულით მომეყრდნო და წამებში ჩაირინა კიბეები. გაქვავებული ვიდექი, ბოლოს სიცივემ ამიტანა და სახლში შევედი. სტუმრებთან შევედი სახეზე ლამაზი ნიღაბი ავიკარი და სმა განვაგრძე! არ მახსოვს რამდენი დავლიე რომ გამეღვიძა ყველა წასული დამხვდა ჩემს საწოლში ვიწექი და უკვე თენდებოდა. ყველაფერი ნელა გავაანალიზე, დაჩის სიტყვები გონების ღრმა კუნჭულიდან ამოტივტივდა და აი ისიც ემოციებმა ამოხეთქაა, სახეზე ხელები ავიფარე და ავქვითინდი. -ჯანდაბა.. ჯანდაბა.. -ხმადაბლა ვყვიროდი.. ყელზე ძარღვები გამომებერა, მთელი ძალით ვიჭერდი პირზე ხელს რომ ბოლო ხმაზე არ მეყვირა. სული მტკიოდა, სხეული მტკიოდა! მტკიოდა ყველა მისი სიტყვა! მტკიოდა ყოველი მისი გამოხედვა! -მეზიზღები ლიპარტელიანო.. მეზიზღები.. რომ ის აირჩიე. ის აირჩიე და მე არ დამელოდე. -წამოვჯექი და კედელს მივეყრდენი.-ვერ დამელოდე.-თვალები ძლიერად დავხუჭე -მიყვარხარ! ჯანდაბას შენი თავი მიყვარხარ. -მუხლები სახესთან მივიტანე და მთელი ძალით ჩავებღაუჭე.. საკუთარი თავი ვაიძულე დავმშვიდებულიყავი. ისევ დავწექი და თვალებით ჭერს მივაშტერდი. რამდენი ხანი ვიყავი ასე არ ვიცი დილით ნინამ შემომიღო კარები. -გღვიძავს?-ხმადაბლა იკითხა. დასიებული თვალები გავახილე და მის დანახვაზე ისევ ავტირდი. სწრაფად დახურა კარები და საწოლზე ჩამომიჯდა. -ვივი..-სახეზე მომეფერა.-უყვარხარ.. მასაც უყვარხაარ. -მერე რა რომ ვუყვარვარ.. გუშინ მიმახვედრა რომ დაშორებას არც დააპირებს მის ანასთან..-ცრემლები მოვიწმინდე. -ვივი წინასწარ რატომ ლაპარაკო, რა იცი შენ რა მოხდება. -გავაწყვეტინე. -ნინა ვიცი! აღარასდროს აღარ მინდა მაგ კაცის სახელის ხსენებაა! ეს უბრალდო გატაცებაა, ანდაც აკვიატება.მე კარგად ვარ. -სირაქლემას პოზიცია არაა კარგი..-გაბრაზებულმა მითხრა. -აბა რა გავაკეთო მივუვარდე და ვუთხრა წადი შენ ლამაზფეხეა ცოლს გაშორდითქო.? იმ ქალს ნორმალური კაცი ვერ გაშორდება.! -აბა მაშინ შენ რატომ უყვარხარ? რატომ იკლავს ტკივილით თავს? რატომ არ გესმის რომ სილამაზე არ ნიშნავს იმას რომ კარგი ცოლია? გამაგებინე?-გავჩუმდი ან რა იყო აქ სათქმელი.-ხოდა ეხლა დამშვიდდი და თავი ხელში აიყვანე. მიიწიე მოგიწვები.-ჩავიჩოჩე და ვერდით მომიწვა. -რა ვქნა?-ამოვიტირე -ცხოვრება განაგრძე და დრო ყვლაფერს დაალაგებს! -შულზე მაკოცა. მშვიდად ჩამეძინა. შუადღეს ნინამ გამაღვიძა. -ჩემო ლამაზო წამო მოლში რაღაცეები ვიყიდოთ. გულს გადააყოლებ. -არ ვიცი..-თვალები მოვისრისე. -ადე წამო აქ ჯდომა და მოთქმა არ გიშველის..-მკაცრად მითხრა და ხელით მიბიძგა ავმდგარიყავი. -კაი ჰოო. სააბაზანოში შევალ. -ფრატუნით გავედი და არც დედასთვის მიმიქცევია ყურადღბა ისე დავკეტე კარები.. ოთახში შესულს თაკოც ნინასთან ერთად დამხვდა. -მჭორავთ ხო?-უემოციოდ მივუახლოვდი კარადას და ჯინსის შარვალი გადმოვიღე. -დედა როგორ ხარ? -მაისური გადავიცვი და თაკოსკენ შევრბრუნდი.. - მშვენივრად როგორ უნდა ვიყო.?-გამეღმა. -ნუ მელაპარრაკეი ისე თითქოს არაფერი ვიცოდე და ვერაფერს ვხვდებოდე.. -დე ახლა არაა გთხოვ.-მუდარით ვუთხარი.-საღამოს ვილაპარაკოთ. -შუბლზე ვაკოცე და ნინას ვანიშნე წავიდეთქო. მანქანაში უსიტყვოდ ჩავჯექი. -ასე ჩუმად უნდა იყო?-ღვედი შეიკრა. -არა აი ხო ვლაპარაკო..-ირონიის დედა ვარ.. -კაი კაი.. მიდი წავედით.-სულ არ მეხალისებოდა ახლა ხალხთან ერთად სიარული მაგრამ ნინას ვერ ვაწყენინებდი. ვხვდებოდი ჩემი გამხიარულება უნდოდა და მეც თავი მოვაჩვვენე.. -„ვივი რა უბედური ხაარ. ! ერთხელ შეგიყვარდა და ისიც საოცნებო გაგიხდა“-გულში ჩავილაპარაკე. ვუღიმოდი! თითქოს ვისწავლე ამ ტკივილის დამალვა, რომ შემოეხედა ვინმეს საერთოდ ვერ წარმოიდგენდა რომ მე შეიძლება რამე მჭირდეს.! სახლში ბევრი ახალი ნივთით დავბრუნდი ჯერ ნინა დავტოვე.დღეები უაზროდ მიდიოდა, ჯერ რეისებბი არ მქონდა ამიტომ ნინას და ჩემს შორის მანძილს უაზროდ ვკეპნიდი, ჩემი დაბადების დღის შემდეგ ლიპარტელიანიც არ მინახავს. ერთ საღამოს სახლში დაბრუნებული მანქანიდან რომ გადმოვედი იქვე დაჩის მანქანა შევნიშნე. თავიდან ვიფიქრე ხომ არ მეჩვენებათქო მაგრამ არა გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.. დინჯი ნაბიჯით მოიწევდა როგორც იცოდა ისე თითქოს არც ეჩქარებაო. მის ლოდინში გული გამეწურა ამიტომ მეც წავედი მისკენ. ხელები გაშალა და მაგრად ჩამიკრა გულში. -დაჩი.-ამოვიჩურჩულე.. -გთხოვ.. უბრალოდ მომეხვიე. -მაშინვე შემოვხვიე წელზე ხელები, და უფრო მივეკარი. ხელი მომკიდა და მის მანქანასთან მიმიყვანა.. -გამომყევი. -სად?-გაუედავად წავიჩურჩულე. -ვილაპარაკოთ! -ავტომობილი დაძრა და სწრაფად მოწყვიტა ადგილიდან.მთელი გზა ხმა არცერთ არ მოგვიღია. ლისის ტბას მივუახლოვდით და იქნვე გააჩერა.-წამო გავისეირნოთ.-დავემორჩილე და ფეხით გავუყევით ბილიკს. -დაჩი. -გავჩუმდი. -გისმენ.-ქურტუკის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და გამომხედაა. -რატომ დაგვემართა ეს?-აწყლიანებული თვალებით გავხედე. -ვიკა..მაპატიე.. -ნუ გაიძახი ამ სიტყვას. რა გაპატიო? რა უნდა გაპატიო ის რომ ჩემი ბედი ხარ და მიყვარხარ?-გავჩერდი და გაბრაზეულმა ავხედე.-აი ასე თავხედურად გეუბნეი რომ მიყვარხარ. მიყვარხარ სიგიჯემდე, აი იცი როდის? აი ვაგონში სულ შემთხვევით..-გამეღმა.-მართლა სულ შემთხვევით მოგაშტერდი, რო გავიაზრე რასაც ვაკეთედი მაშინ მივხვდი რომ შენს თვალეში ვიყავი ჩაძირული და იმ დღის შემდეგ მხოლოდ შენს თვალებზე და ბოლო ღიმილზე ვფიქრობდი. -ვყვებოდი და თან ვიღიმოდი. -ჩემმამდე რა გვიან მოხვედი!-მხოლოდ ეს თქვა და ჩემი სახე ხელებში მოიცია.-ეხლა რომ გაკოცო, ყველაზე არასწორი კაცი ვიქნები.. -შუბლზე მაკოცა და მომშორდა. -ალბათ გაინტერესებს რატომ ვარ ანასთან მაშინ როცა შენ მიყვარხარ?-„კი ძალიან მაინტერესებს“ გულში გავიფიქრე და ინტერესით გავხედე. -ანას რამდენიმე თვის წინ სიმსიმნე აღმოაჩნდა საშვილოსნოზე.-ხმადაბლა საუბრობდა და ქვაფენილს მიშტერებოდა. „ღმერთო რა საშინელებაა მე კიდე ქმარს ვართმევ“-მკურნალობის პოცესშია, ეხლა რომ დავტოვო ყველაზე საშინელი კაცი ვიქნეი. ამიტომ ვერ ვშორდები.როგორც კი გამოჯამრთელდება ავუხსნი ყველაფერს და გამიგებს. -გამომხედა. -არ ვიცი რა გითხრა. -კენტად ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინე და მზერა ავარიდე. -უბრალოდ არ შეწყვიტო ჩემი სიყვარული. -წინ დამიდგა. -რომ იცოდე რა ლამაზი ხარ.! როგორი სანატრელი ჩემთვის. -გთხოვ სახლში წამიყვანე.-თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. „როგორ ვექცევი ქალს რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის, ოჯახის გამო და მე... მე ვართმევ საყრდენს. რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე?“ *** აბა აბა ჩემო თბილებო.. რას იტყვით ? მოგეწონათ ახალი თავი? ველი თქვენს შეფასეებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.