შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნებული გრძნობა.(სრულად)


9-11-2018, 02:56
ავტორი zia-maria
ნანახია 11 920


სიყვარული უკიდეგანო გრძნობაა,სიცოცხლე  ბედნიერების ნაწილი და ამ ორთან ერთად კი სამყარო ამოუცნობი ფენომენია რომელიც იტევს სიყვარულსა და სიცოცხლეს ერთად.ცალკე სიყვარული კი ეს ის გრძნობაა, რომელიც განგვაცდევინებს ყველაფერს ბედნიერებას თუ იმედგაცრუებას.
 როდესაც გიყვარს ეს პატარა მფეთქავი ორგანო რომელსაც გული ქვია უზარმაზარი ხდება.სიყვარული გვაყვარებს სიცოცხლეს, რომელიც გვინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს,თუ სიყვარული არ არის შენში ადამიანო, ჩათვალე რომ არ გიცხოვრია, არამედ უბრალოდ სუნთქავდი. სიყვარული ღმერთმა იმისთვის ჩაგვბერა, რომ არსებობა შეგვძლებოდა, დაგვენახა სამყაროს სილამაზე და შეგვძლებიდა მისი იდუმალების შეცნობა.გვიყვარდეს ერთმანეთი  და ვაფრქვიოთ ბედნიერება,  მაშინ ყველას შგვიძლია დავინახოთ რომ სამყაროს ბედნიერებისგან მზის სხივებზე მეტად გაგვათბობს.
   დაბნელდა  და ეს სიბნელეა ჩემს სულში რომ ბინადრობს,მთელ ჩემს არსებას რომ ესაკუთრება  და სრულიად მარტოობას მაგრძნობინებს,სიბნელეა რომელიც მთელი ცხოვრება გვეშინია ადამიანებს. ვცდილობ არასდროს ჩავხედო თვალებში ჩემს გარშემო გაბატონებულ სიბნელეს,გაურბივარ რადგან ის ხომ  ერათადერთია რომელიც არავის უყვარს არც მე, არც შენ და არც სხვას.მე მასზე გაფიქრებაც კი მზარავს,მეშინია რომ ერთ დღესაც სამყაროს მე ვეღარ დავინახავ,ვეღარ აღვიქვამ მის სილამაზეს და სევდა მიპყრობს. მძულს? არა,არ მძულს, რადგან სიძულვილი არასდროს შემეძლო,თუმცა არც არასდროს შემიყვარდება. მარტოობა ჩემი სულის ტკივილია რომელიც მთელ სხეულს მოიცავს და მებატონება. ხელსაყრელ მომენტს ღმერთი ყოველთვის გიქმნის, მთავარია შენ ეს შეამჩნიო და აუცილებლად გამოიყენო,მიუხედავად ამ საშინელი სიბნელისა, სადღაც მაინც შეიძლება სინათლის დანახვა. მაგრამ იძულებულს გხდის დამორჩილდე ზოგჯერ სიბნელეს და დანებდე, არადა მე სამყარო მიყვარს,მისი სილამაზე მასში არსებული ყველა დრო გარდა ზამთრისა.ზამთრის მთელი სამი თვე მასავით ცივია, არ გათბობს და არ ცდილობს განახოს სულის სიდიადე.მაგრამ მაინც მისი ხიბლი აქვს იმ ცივ დღეებსაც. გთოშავს, გყინავს და ყველაფერს თეთრ სუდარაში ხვევს,მაგრამ ფოთლებით სავსე ტროტუარზე, გზებზე და უბნებში სიარულისას, მათზე ფეხის დაბიჯებისა და შრიალის ხმა სასიამოვნოდ ისმინება. მაღლა,ზემოთ ახედვისას კი მოტიტვლბეული ხეების ყურებაც სიამოვნებას მოგგვრის,იმ შიშველ ხის ტოტებში რომ იჭყიტება მზე.ამ დროს მიყვარს მხოლოდ მიწის სუნი, ცივი ზამთრისგან გაყინული გათბობას რომ ცდილობს.არ მიყვარს ჩემი სული,რადგან ის მარტოობისგან  კივის.მაგრამ ახლიდან ვიბადები და ძალიან მაგარი გრძნობაა როდესაც სიბნელიდან ნელა ნელა სინათლე შემოდის როგორც ოთახში ასევე სულშიც და  ქუჩაში გადიხარ და ხედავ რომ ყველაფრის მიუხედავად ხალხი ბედნიერია და ხლიდან ვიბადები, ძალიან მაგარი გრძნობაა როდესაც რიჟრაჟზე ქუჩაში გადიხარ და ხედავ რომ ყველაფრის მიუხედავად ხალხი ბედნიერი სახეებით დადის.შეცივებული ბეღურები ერთმანეთ ჩახუტებიან და ასე თბებიან.ამ დროს მკაფიოდ აღვიქვამ დილის მაცოცხლებელი გრილი ნიავისგან მონაქროლ ზამთრის უგემრიელეს ბუნების სუნს, რომელიც ასე ნაზად მელამუნება ხოლმე სახეზე,გიჟურ ენერგიას მმატებს და ვერავინი ვერ წარმოიდგენს ამ  დროს რა ბედნიერი ვარ.
-მე თაია აბაშიძე ვარ,მინდა რამოდენიმე წლით დავიხიო უკან და ჩემი ცხოვრების ისტორია მოვყვე,არ ვიცი რამდენად კარგად გამომივა დავწერო ეს ყველაფერი,მაგრამ შევეცდები.უბრალო ადამიანი ვარ,მაგრამ ჩემი დაქალი ანა მეუბნება რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ ამას ჩემი თვალები ეუბნება,რადგან მეტყველი თვალები მაქვს და თვალები ხომ სულის სარკეა.სხვები შებრუნებით ამბობს,რომ ცისფერთვალება ადამიანები ხშირად უგულო და სასტიკიც კი არიან.მით უმეტეს, თუ ცუდ ხასიათზე არიან, ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზობენ,მაგრამ მე არ მიყვარს თუნდაც ხმამაღალი საუბარი,ვარ მშვიდი და გაწონასწორებული.ჩემი ნანუჩი მეუბნება რომ გულუხვი ვარ,ასევე გამტანი და მიზანდასახული.მოდი ჩემს თავზე საუბარს,უმჯობესია ისტორიის თხრობა დავიწყო და ჩემზე შეფასება კი სხვამ გააკეთოს და არა მე.
  ზოგჯერ შეიძლება სრულიად უცხო ადამიანთან საუბარმა ჩვენს სულში იმხელა გარდატეხა მოახდინოს, რომ ჩვენი ცხოვრება წაღმა ან უკუღმა წაიყვანოს. დილით ადრე ადგომა და სუფთა ჰაერზე სირბილი ჩემი ცხოვრების ერთერთიი წეს-ჩვეულება იყო და ახლაც,მიუხედავად მცირე წლოვანი შვილებისა არ დამირღვევია ჩემი ჩვეული წესი.დილით ავდექი სპორტულები ჩავიცვი,ყურსასმენი მოვირგე და ჩემს ბინასთან ახლო მდებარე მოედანს ვესტუმრე,მის გარშემო სირბილი დავიწყე და იქ მხოლოდ მე და მეეზოვე ვიყავით,რამოდენიმეჯერ დავარტყი წრე და დავიღალე,ვიგრძენი რომ სუნთქვა გამიხშირდა და დასასვენებლად ჩამოვჯექი,ცოტა სული მოვითქვი და წყალიც დავლიე თან გარემოს ვათვალიერებდი, შორიახლოს ერთი სანდომიანი მოხუცი დაღონებული გვიდა და აშკარად ეტყობოდა თუ როგორ უჭირდა დილის სუსხზე მუშაობა.ნელა-ნელა მომიახლოვდა მოხუცი და არც ისეთი მოხუცებული იყო,მხოლოდ მის თვალებში დიდი დარდი და სევდა ჩამდგარიყო.გამიღიმა მისი სევდაჩამდგარი თვალებით და მკითხა დაღლილი ხმით.
-დაიღალე უკვე ბებო?
-ცოტა ბებო.მეც ღიმილით დავუბრუნე პასუხი.
-კარგია ბებო ჯამრთელობა უმთავრესია.ჩემს გვერდით დაჯდა თავადაც და მკითხა.
-გათხოვილი ხარ?
-არა ბებო, ჯერ ვერ ვიპოვე ადამიანი რომელსაც გავუღებდი ჩემი გულის კარებს.
-ეხ, ძნელია ბებო სანდო ადამიანის პოვნა და მითუმეტეს დღევანდელ ახალგაზრდებში.
-თქვენ გყავთ ოჯახი? ვკითხე მას რადგან შევატყვე რომ ამ სიტყვებს თავისი სული და გული ამოაყოლა.
-არა შვილო,არავინ მყავს და ესაა ჩემი გულის დიდი ტკივილი.
-რატომ,ალბად წუნია ბრძანდებოდით.ვუთხარი ღიმილით და თავადაც გაეღიმა,მაგრამ შენდეგ მომიბრუნდა და მითხრა.
-ერთ პატარა ისტორიას მოგიყვები, ვინ იცის იქნებ ჩემი რჩევა გამოგადგეს და მიხვდე რომ ცხოვრება ლამაზია და მარტომ არასდროს არ უნდა გალიო ის გზა სადაც უამრავჯერ ჭირსაც ნახავ და ლხინსაც.
-გისმენთ,თქვენი მონათხრობი ისტორია ვგრძნობ რომ საინტერესო იქნება.
-დაიმახსოვრე შვილო,კარგი დრო ციდან არ ვარდება ,მას ჩვენ ვქმნით და თუ მე ამჟჯამად მარტოობას ვტირი ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.გაოცებულმა შევხედე და უფრო დამაინტერესდა ამ იდუმალ პიროვნებასთან საუბარი და მეც მოვემზადე.-იმერეთის ერთი ლამაზი სოფლიდან ვარ,საოცარი ბუნება გვაქვს ქართველებს მაგრამ ვერ ვიშნობთ. საკმაოდ კარგი და შეძლებული ოჯახი მყავდა,დედა და მამა პედაგოგები იყვნენ და მეც მათი ერთერთი ნებიერა გოგო ვიყავი.მამა საკმაოდ მკაცრი გახდათ და ჩემს გარშემო ყველა ჩემს თაყვანისმცემელს იწუნებდა.ალბათ გაგიგია ადრე არ იყო ასე ძალიან სიყვარულით გათხოვება და არც გოგონები იყვნენ ასე თამამები ბიჭებთან,თან მეც საკმაოდ მორცხვი გოგო ვიყავი.ერთი ბიჭი შემიყვარდა ის უბრლო გლეხის შვილი იყო,კარგი და სანდომიანი  ყმაწვილი.საერთო მეგობართან როცა მივდიოდი მასთან ვხედავდი ხოლმე.თურმე მასაც ჩავვარდნივარ გულში და მამაჩემთან მისულა ხელის სათხოვნელად.ჩემ მშობელს როდესაც მისი წარმომავლობა გაუგია ჩასცინებია და უარით გაისტუმრა.მე კი მშობლებზე გაბრაზებულმაც და მათ  წინააღმდეგაც ვერ წავედი და ასე ჩავკალი ჩემში ჩემი სიყვარული.მის გარდა ჩემ გულს ვერავინ შევაყვარე,მთხოვნელიც ბევრი იყო მაგრამ ხომ იცი როცა გულამდე არ მოდის მასთან ყოფნა ძნელია.ასე დავრჩით მარტოები მე და ჩემი ჩუმი გრძნობა. სკოლა დავასრულე,უმაღლესშიც ვისწავლე მშობლები ვის არ მირჩევდნენ მაგრამ მე უარზე ვიყავი. მოულოდნელად კი ჩემი მშობლები დაიღუპნენ ისინი ავტო საგზაო შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ და მე სრულიად მარტო დავრჩი.ასაკი მომემატა, უკარებას მეძახდნენ და უკვე ასაკ მომატებულს და  დიპლომიან ქალს,როგორც მხედავ ცოცხი მიჭირავს ხელში. ასეთი მკაცრია ცხოვრება შვილო და თუ გიყვარს უნდა იბრძოლო, რომ დაიცვა შენი გრძნობები და შენი სიყვარული.მე ვერ შევძელი ბრძოლა,ვერ წავედი მშობლების წინააღმდეგ,რადგან მათთვის  წარმომავლობას და ოჯახის სტატუს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ზოგჯერ ვფიქრობ,რომ ვერ წავედი მათ წინააღმდეგ თუ არ წავედი,იქნებ არ იყო ჩემში საკმარისი გრძნობები ,მაგრამ ცხადია მე მის გარდა არავინისთვის არ დამიდგამს თვალი.როცა სიყვარულია ურემი წაღმა ხნავსო ხომ გაგიგია,ყველაფერი ადვილი არისო. არასდროს კრა ხელი ამ გრძნობას ბებო თორემ ჩემსავით მარტო დარჩები,შეგეშინდება მარტო დარჩენის,შეგეშინდება დაღამების რომ მოვკვდე ვინ მომიკითხავსო,ან ვინ მომაყრის მიწას.ეჰ, ცხოვრება ვერაგი რამეა და როცა ოჯახი გყავს შვილები და მომავალი მაშინ სიკვდილიც იოლია.თავი მოგაწყინე ჩემი სევდიანი ისტორიით,წავედი და შენ კი ჩემო ლამაზო უფალმა დაგლოცოს. ადგა და წავიდა, ვუყურებდი როგორ მძიმეთ მიჰქონდა ტანი და მეც მისი ისტორიის მოსმენით დამძიმებული სახლისაკენ გავუყევი გზას.ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსეე.არასდროს ვიცით ხვალ რა მოხდება,  შეიძლება ისეთი რამე გაგვაკეთებინოს რასაც არასდროს ველოდებით.სახლში მისულმა შხაპი მივიღე და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე.ექიმი ვარ, ექიმ თერაპევტი. ოჯახურ ტრადიციას ვაგრძელებ, მშობლებისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა რომ არასდროს არაფერში მზღუდავდნენ და თავიდანვე დამოუკიდებელ პიროვნებად მზრდიდენ მე მაინც მარტო ავირჩიე ცხოვრება და წინააღმდეგობაც არ გამიწია ჩემმა მშობლებმა.სახლიდან გამოსულს,მოედანს რომ ჩავუარე ბებო აღარსად ჩანდა.ძალიან იმოქმედა ჩემზე მისმა გულახდილმა საუბაარმა და მასზე ფიქრი არ მშორდება გონებიდან,ამ ფიქრებით დამძიმებული სამსახურშიდაც მივედი.
-თაია ექიმო,რა კარგია რომ მობრძანდით.
-რა მოხდა,მძიმე პაციენტი გვყავს? რადგან ტელეფონზე არ შემატყობინეს,ვკითხე ექთანს გაოცებულმა.
-გვყავს,რამოდენიმე წუთია სასწრაფოთი პაციენტი შემოუყვანეს მწვავე პნევმონიით.მიხსნის ჩემი ექთანი ანა რომელიც ჩემი მარჯვენა ხელია. მეც ხალათი ჩავიცვი და ახალი პახიენტის სანახავად წავედი,როდესაც პალატაში შევედი ჩვენი პაციენტი მეეზოვე ბებო აღმოჩნდა,გამიკვირდა და მან კი ჩემი დანახვისას უზომოდ გაიხარა და დასუსტებული ხმით მიხსნიდა,
-ბებო დილით ადრე ხომ ვდგები და ზოგჯერ ვსველდები,სახლში მისვლამდე გზაში ვშრები და გავცივდი,ვაპირებდი ექიმთან მისვლას,მაგრამ ძალიან დამასუსტა დღევანდელმა გარეთ გასვლამ.
-ნუ გეშინია ბებო ჩათვალე რომ მე დღეიდან შენი შვილიშვილი ვარ, მე მოგხედავ ბებო.
-არა ბები ეგრე ვერ შეგაწუხებ,იქნებ ცოტა წამოვდგე ფეხზე და მოხუცებულთა თავშესაფარში ადგილი გამოჩნდეს,უკვე დამპირდნენ.თავჩაღუნული მესაუბრებოდა თითქოს რცხვენოდა ჩემი,მაგრამ მემტკიცედ გადავწყვიტე რომ ნელი ბებო ჩემთან წამეყვანა,ჩემთან ეცხოვრა და სიბერე მაინც გაევლო ტკბილად.
უანგაროდ გაღებულ სიკეთეს არაფერი სჯობს, როდესაც შეგიძლია რომ ადამიანს ბედნიერება მიანიჭო და ამით შენც ორმაგად ბედნიერი ხარ. თაიამ პირობა შეასრულა,მიუხედავად ნელი ბებოს წინააღმდეგობისა ის მაინც თავის სახლში  წაიყვანა.ნელნელა გადიოდა დრო თაია და ნელი ბებო საუკეთესო მეგობრები გახდნენ და უამრავ თემაზე შეეძლოთ საუბარი მიუხედავად ასაკის სხვაობისა. ნელი ბებო საკმაოდ თანამედროვე და ნაკითხი პიროვნება  აღმოჩნდა,ერთ საღამოს თაიამ უთხრა ბებოს რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.
-ბებო არასდროს მიაქციო ყურადღება იმას, რომ ის დღეს ერთი უბრალო მამაკაცია, რადგან არ ვიცით  ცხოვრება რას გვიმზადებს.ცხოვრებას უყვარს სიუპრიზები და ხშირად გვანებივრებს ამით,მთავარია კი ისაა ღირსეულად გასწიოს შენი ქმრობა და იყოს პირველ რიგში შენი ერთგული მეგობარი. სხვა ყველაფერო წარმავალია ჩემო ლამაზო.ერთი იცოდე, რომ თუკი შენი გულის კარი უკვე შეაღო, მაშინ დარწმუნებული იყავი მალე მასაც დაეპატრონება. ხომ ხედავ, მე როგორ დამიბრუნა ცხოვრებამ ის ვერ ნათქვამი ჩუმი გრძნმობები.მე რომ თანხმობა მეთქვა ახლა ასე კიარ ვიქნებოდი, შვილებიც მეყოლებოდა და შვილიშვილებიც.ნანობდნენ საცოდავი ჩემი მშობლები, მაგრამ უკვე გვიანი იყო.ბევრჯერ ცადა ვანომ ჩემთან დაბრუნება, მაგრამ იმდენად  ამაყი ვიყავი რომ იმ ერთხელ ნათქვამ უარს ვერ გადავაბიჯე.ისიც დაიღალა,ცოლიც მოიყვანა და დღეს შეძლებული და კარგი შვილების მამაა, მე კი მხედავ მარტოსულად დავდივარ. ასეა ბებო, შენი მჯერა რომ არ შეცდები ჩემს შეცდომას არ გაიმეორებ და იმას იპოვი ვინც გაგიგებს და გაუგებ.სიყვარული ეს ხომ უკიდეგანო გრძნობაა რომელიც ბედნიერს მოგატარებს მთელ დედამიწას და ჩიტივით ცაში განავარდებს.შეიძლება იყოს პატარ პატარა დაბრკოლებები, მაგრამ ერთად გადალახავთ და ერთად გაუმკლავდებით.ზოგჯერ დგება მომენტი რომ ახალგაზრდებს ბეზრდებათ ყოველდღიური რუტინა და თითქოს სიყვარულიც ნელდება,ეს  დამოკიდებილია თქვენს გრძნობებზე თუ როგორი სიყვარულით შეიყვარებ, მუდამ იმის ცდაში იყავი ფერადი იყოს შენი გრძნობა სიახლეებით სავსე.ქალი წაუკითხავი წიგნი უნდა იყოს ბებო,ის მაშინაა საინტერესო  როცა არ იცის მამაკაცმა მომდევმო ფურცლის კითხვისას რა ელოდება და როგორ გააოცებს მას ის ქალი ვინც ცხოვრების თანამგზავრად აირჩია,ასე ცხოვრებაც ლამაზი იქნება და შენც ბედნიერი იქნები რადგან იმსახურებ ჩემო ლამაზო გოგო იყო ბედნიერი.
თაია სულ განაბული უსმენდა ბებოს და როდესაც თხრობა დაასრულა ბედნიერებისგან ჩაეხუტა ბებოს და უთხრა
-საუკეთესო ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია ცხოვრებაში არასდროს, არასდროს ვინანებ რომ ჩემთან მოგიყვანე შენ ჩემი ნელო ბებო ხარ, მხოლოდ ჩემი ბებო  და მინდა ძალიან დიდხანს იყო ჩემს გვერდით.
ცხოვრების ყველა გასავლელ გზას თავისი დრო აქვს,ის არასდროს აჩქარდება ან დაიგვიანებს.დაბადებიდან რაც დაიწერა ჩვენი ბედის წიგნში ისე მოხდება,მას ვერაფერი შეცვლის.სიმართლე გითხრათ დამღალა უკვე დილიდანვე აუტანელმა ხმაურმა, შუადღიდან- საღამომდე არ ჩამცხრალა მძიმე პაციენტების კვნესა,მათი მუდარა სავსე გამოხედვას თვალს ვერ ვუსწორებ როცა ვიცი რომ უკვე აღარ დარჩენიათ ბევრი დრო იარსებონ და უცქირონ საყვარელ ადამიანებს,ნერვებს მიწამლავს ის რომ არ შემიძლია უფრო მეტი გავაკეთო მათთვის.მთელი ღამე მოუსვენრად გავატარე და როგორც იქნა გათენდა ახალი დილა ჩემი მორიგეობა გადავაბარე და ისეთი დაღლილი მივედი სახლში რომ არაფლის თავი არ მქონდა მხოლოდ დაწოლა და დაძინება მინდოდა.კარში ნელი ბებო შემომეგება.
-მოხვედი ჩემო ლამაზო,მიდი ხელები გადაიბანე  შენი საყვარელო სალათი გაგიკეთე და ვჭამოთ,მანამ მე სუფრას გავშლი. უთქმელად შევედი ჩემს ოთახში,წყალი გადავივლე და წყალმა ისე მომთენთა მხოლოდ დაძინება მინდოდა და მეტი არაფერი,მაგრამ ბებოს ვერ გავაწბილებდი მან  ჩემს გამო იწვალა.მესიამოვნა ვახშამი და როდესაც დავასრულეთ, ნელი ბებომ მორიდებით მკითხა.
-მანქანით მოხვედი,ვინ მოგიყვანა? უეცრად ჩავფიქრდი და ასე ჩაფიქრებულმა ვუთხარი.
-დაბრუნდა.
-ვინ დაბრუნდა შვილო.
-ის დაბრუნდა ბებო ვინც ადრე სულს მიფორიაქებდა და გულის ღრმა კუნჭულში მყავდა გადამალული.
-მერე?
-ჩვენი შეხვედრა მოულოდნელი იყო.
-გასაგებია,არ ელოდი და დაიბენი.
-ვერ ვიცანი,ის ძალიან შეცვლილია.
-რამდენი წელია არ გინახავს.
-10 წელია არ მინახავს.
-რა გასაკვირია რომ ვერ იცანი,მან გიცნო?
-მიცნო,როგორც კი შემხედა მიცნო.ტაქსი უნდა გამეჩერებინა,ტელეფონმა დამირეკა და ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე,მაგრამ შემდეგ ვიღაცამ დამიძახა.უკან მივიხედე და ჩემს დანახვაზე ეს მამაკაცი მოულოდნელად გაშეშდა და თან ხელით საფულეს მაწოდებს.გამიკვირდა მის ხელში ჩემი საფულე რომ დავინახე და გამოვართვი გაოცებულმა.
-ერთი წუთით დაიცადეთ,თქვენ საფულე დაგივარდათ. მადლობა გადაუხადე და წამოსვლას ვაპირებდი რომ ისევ გამაჩერა და დაეჭვებით მკითხა.
-თაია,თაია ხარ აბაშიძე.მეც გაოცებულმა შევხედე და ვკითხე.
-დიახ, თაია ვარ.
-თაია,ღმერთო რამდენი წელი გავიდა.
-უკაცრავად,მე ვერ გიცანით.
-მართლა ვერ მიცანი?
-ვერა,ვერ გიცანით.ვუთხარი,მაგრამ მისი ხმა,მისი ღიმილი ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო ბებო.
-შეუძლებელია არ გახსოვდე.
-რატომ უნდა მახსოვდეთ,მქონდა ამის მიზეზი რომ თქვენი სახე დამემახსოვრებინა?
-მიზეზი არ ვიცი გქონდათ თუ არა,მაგრამ რაღაც მოგონება აუცილებლად გექნებათ გულში შემონახული.
-ვერ გავიგე?
-რა ვერ გაიგე თაია,დათა ვარ.
-დათა? უკაცრავად,მაგრამ უნდა წავიდე მეჩქარება.ვპასუხობ ცივად.იმდენად მოულოდნელი იყო ამ სახელის გახსენება ჩემთვის,ცივად შემოვტრიალდი და ტაქსი გავაჩერე.
-არ არის საჭირო ტაქსი,მე გაგაცილებთ გთხოვთ უარს არ მივიღებ.
-არა,ტაქსით წავალ.
-თაია მე წაგიყვან,დარწმუნებული ვარ გამიხსენებ კიდეც.გულმა უარი არ მათქმევინა,ვერ გავბედე უარის თქმა.ის ხმა,ის თვალები ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის და დავთანხმდი.უხმოდ მივდიოდით გარდა იმისა რაც სახლის მისამართი ვუთხარი,მაგრამ მოულოდნელად მანქანა გააჩერა და მომიბრუნდა.
-დავიჯერო,ასეთი შეცვლილი ვარ რომ ვერ მცნობ თაია? 
-რატომაა თქვენთვის წარმოუდგენელი რომ არ მახსოვხართ,რომ ვერ გიცანით.
-ჩვენ ძალიან ბევრჯერ შებხვედრივართ ბავშვობაში ერთმანეთს, შენს მეგობარ ანასთან. თაია შეუძლებელია ვერ იცნო ის დათა ვინც ერთ დროს სისხლს  გიშრობდა და შენ მას ვერ იტანდი.ვიცოდი,ვგრძნობდი რომ ნაცნობი იყო,მაგრამ მისმა ნათვამმა თითქოს შოკში ჩამაგდო და მთელი ტანით გაოგნებული მისკენ მივბრუნდი.მის სახეს ვაკვირდები და ახლა მივხვდი რატომ იმოქმედა მისმა ხმამ ჩემზე ასე ძალიან, რატომ აძგერდა გული ასე გამალებით.ის იყო,ნამდვილად ის იყო ოღონდ ძალიან შეცვლილი პატარა ქერა ბიჭთან აღარაფერი ქონდა საერთო, ჩემს წინ მაღალი და თმა შეთხელებული მამაკაცი იდგა.
-შენ ხარ,მართლა შენ ხარ?  მეტი ვერაფლის თქმა ვერ მოვახერხე,რადგან ცრემლი მომერია და ყველანაირი ემოცია ერთად აფეთქდა ჩემში,იმდენად დიდი იყო სიხარული ცოტაც და ჩავეხუტებოდი,მაგრამ სიხარული წლების ნაგროვებმა წყენამ შეცვალა და გრძნობები მოვთოკე. 
-დათა რომ გავიცანი პატარა გოგო ვიყავი, პატარა და გულწრფელი რომელიც თამამად გამოხატავდა ყველა მის გულის ნადებს.პირველად ჩემს მეგობართან დავინახე,ერთი თავში ავარდნილი ტიპი იყო რომელსაც გოგონები ბუზებივით ეხვივნენ თავზე. მას კი მე მოვეწონე,მე კი არასდროს მომწონდნენ ისეთი ბიჭები როგორიც დათა იყო მაშინ, მაგრამ არ ნებდებოდა და  მავსებდა კოპლიმენტებით, საჩუქრებით,ყველა ჩემი თაყვანისმცემელი ჩამომაშორა.მის უარყოფთ თვისებებთან ერთად იყო ძალიან თბილი და ყურადღებიანი. დროთა განმავლობაში მეც შემიყვარდა,მაგრამ შემიყვარდა ბავშვურად და გულწრფელად,ჩემთვისა ჩუმად გულში ვინახავდი ჩემს გრძნობას,ერთ დღეს გაქრა და გაუჩინარდა, აღარსად ჩანდა.მოგვიანებით გავიგე რომ თურმე სხვა ქვეყანაში წასულა,ხო წავიდა და თან ისე,რომ არც კი დამემშვიდობა. ისე ვიყავი წარსულში გადავარდნილი რომ ვერც გავიგე როგორ მოვედით სახლამდე,დათას ხმამ დამაბრუნა რეალურობაში.
-თაია მოვედით. 
-მადლობა რომ მომიყვანე.უკვე გადასვლას ვაპირებდი,რომ შემაჩერა.
-ერთი წუთით მოიცადე.
-გისმენ,მაგრამ გაითვალისწინე რომ მეჩქარება.
-არ წაგართმევ დიდ დროს, შეგიძლია რომ შენი ნომერი დამიტოვო? გაბრაზებულმა შევხედე და მხოლოდ ორი სიტყვით დავშორდი.
-ნახვამდის დათა.დავემშვიდობე და გულში კი გავიფიქრე,თუ ბედია ისევ შეგვახვედრებს ერთმანეთს ბედი. აი ასე შევხვდი მოულოდნელად მივიწყებულ და ძველ გრძნობას,რომელმაც თავიდან ამიფორიაქა ჩემი დაწყნარებული ფიქრები.არ ვიცი რა იქნება, სიმართლე გითხრა მეშინია კიდევ არ გამიცრუვდეს იმედი ისევ არ განმიახლდეს ტკივილი.ძნელია როცა გტკივა ის სიცივეზე უარესია, როცა გცივა რაღაცით გათბები მაგრამ ტკივილი არ გათბობს და არც გადადის იოლად .წლები გავიდა და ისევ ვფიქრობ რატომ, რატომ წავიდა ასე უთქმელად და რატომ მიმატოვა. იმედია როდესმე ამ კითხვებს გაეცემა პასუხი
ბედისწერა ეს სიტყვა ბევრის მთქმელია,ჩემი აზრით, ბედისწერა არის ღვთის მარადიული გეგმა, სადაც მან წინასწარ გადაწყვიტა, რა გადახდება თითოეულ ადამიანს.კვირაში ერთადერთი დღე მაქვს შაბათი,როდესაც დიდხანს მძინავს და ძალების აღდგენას ვცდილობ,ამ დღეს ტელეფონს ვთიშავ და მეც ტკბილ ძილს მივეცემი.კარგად გამოძინებულმა ჯერ კიდევ ვინებივრე საწოლში და შემდეგ ტელეფონი ჩავრთე და ზარმაც არ დააყოვნა,ჯერ კიდევ ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
-გისმენთ.
-არ მითხრა,რომ ჯერ კიდევ არ ამდგარხარ და აქამდე გძინავს.
-ანი ხომ ოცი რომ შაბათს არავის აქვს უფლება გამაღვიძოს და ეს სიმყუდროვე დამირღვიოს.
-იცი რომელი საათია?
-არ ვიცი,ჯერ არ მინახავს.
-თაია 5 საათია სასწრაფოდ ადექი.
-რატომ,რა ხდება ჯერ კიდევ მეძინება.
-თაია ადექი სასწრაფოდ.
-არ გაქვს უფლება ასე მომექცე აა დღეს ხომ შაბათია,შაბათიიიი.
-მე დღეს ყველაფრის უფლება მაქვს და ყველაფერი მეპატიება.
-ვითომ რატომ?
-თუ კარგად დაფიქრდები მიხვდები.
-მოიცად,მოიცადე არ მითხრა რომ დღეს 22 მაისია.
-გამოიცანი,დღეს 22 მაისია. თავში რაღაც მომხვდა მძიმედ,საწოლძე წამოვჯექი და გაოცებულმა ვთქვი.
-ეს როგორ დამავიწყდა,მაპატიე ჩემო ლამაზო გილოცავ დაბადების დღეს.
-მადლობა და თუ გინდა გაპატიო, საღამოს 7 საათზე რესტორანში გელოდები.მისამართს მოგწერ.მითხრა ვითომ ნაწყენმა.
-5 საათია ანა როგორ მოვასწრებ.
-თუ ახლავეს ადგები,ძალიან კარგად  მოასწრებ.
-მიბრაზდები ხომ?
-ცოტას.მითხრა,მაგრამ ვიგრძენი რომ გაეღიმა და მეც ღიმილით შევეკითხე.
-კარგი სიბრაზე გაგივლის და მითხარი, რა გაჩუქო?
-არაფერი, შენ მხოლოდ მოდი.დროებით ვემშვიდობებით ერთმანეთს. საათს ვნახულობ 4 საათია,მომატყულა 5 საათი არისო,მაინც რამდენი დრო გასულა.ვდგები თავს ვიწესრიგებ, ნელი ბებოს ვესალმები ყავას ვსვამთ და დღის გეგმას ვაცნობ,ნელა ნელა კი მომზადებას ვიწყებ. ჩემ შავ გრძელ თმას ვიშლი და ბოლოებს ვიხვევ, მსუბუქ მაკიაჯს ვიკეთებ რომელიც ლამაზად გამოკვეთს თვალებს.შავ მოკლე კაბას ვირგებ, რომელშიც კარგად ჩანს ჩემი ტანი,ასევე შავ მაღლებს ვუხამებ ჩემს ჩაცმულობას და ნელი ბებოს წინ ბავშვივით ვტრიალდები.
-როგორი ვარ?
-რა ლამაზი ხარ ჩემო გოგო,შეუდარებლად გამოიყურები.
-აბა,აბა დღეს რესტორანში ყველას დავჩრდილავ.ვუთხარი ღიმილით და მასაც გაეღიმა.
-რატომაც არა,დააფასე შენი სილამაზე შვილო.
-მადლობა,მე შეიძლება დამაგვიანდეს,არ დამელოდო დაწექი და დაიძინე.
-კარგი ჩემო ლამაზო.ლოყაზე ვკოცნო ნელი ბენოს და სახლიდან გავდივარ.
რესტორანში მისულს შესასვლელში ანი მეგებება გახარებული.
-რა ლამაზი ხარ ჩემო გულო. 
-მადლობა,ჩემო სულო.პასუხს ვუბრუნებ და ორივე გულიანად ვიცინით.ჩვენს სიცილს ანას ძმა გიგი უერთდება და გაოცებული მიყურებს.
-რა მოხდა,ცუდად გამოვიყურები?
-რა ცუდად თაია ძალიან  ლამაზად გამოიყურები,დღეს თვალს გადევნებ არავინ მოგიტაცოს.ისევ ვიცინით და მადლობას ვიხდი,ანას კი საჩუქარს ვაწვდი.ვსაუბრობდით,ვიცინოდით და შევამჩნიე რომ გიგი ხშირად საათს ამოწმებდა და ანას შევეკითხე.
-ელოდებით კიდვ ვინმეს?
-არ ვიცი,ვინც მოსასვლელი იყო ყველა მოვიდა.
-გიგი მოუსვენრად არის,ვიღაცას ელოდება.ანამაც გიგის გახედა და შეეკითხა.
-ვინმეს ელოდები?
-ველოდები და სადაცაა მოვა.
-ვინ არის,როგორც ვიცი ყველა მოვიდა ვისაც კი ველოდით.
-ეს სიურპრიზია დაიკო.
-მართლა? დამაინტერესე ძამიკო.
-აი ჩემი სიურპრიზიც მოვიდა ძვირფასო.მეც გავიხედე და დავინახე მისი უჩვეულო ღიმილით როგორ გვიახლოვდებოდა დათა.დავინახე თუ არა დათა გული ამიჩქარდა და  გამალებით დაიწყო ცემა, ვგრძნობ რომ ჰაერი აღარ მყოფნის და სადაცაა გული შემიღონდება. 
-ვერ ვიჯერებ,არ მჯერა რომ დათა აქ არის ჩვენთან ერთად.თქვა ანამ და მოახლოვებული დათასკენ გაიქცა.
-გილოცავ ანა,როგორ გაზრდილხარ და დამშვენებულხარ.დათამ ხელში აიტაცა ანა და შემოაფრიალა ანას კისკისი მოედო კედლებს და მე კი უკვე ცუდად ვარ,მათ ხვევნა მოკითხვაში აივანზე გავედი და ხარბად შევისუნთქე ჰაერი.
-უნდა ვეცადო რომ დავწყნარდე,არა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი არ ხდე­ბა,სწორედ ამას ჰქვია აპო­კა­ლიფ­სი.დაწყნარდი თაია მშვიდად უნდა იყო, არ უნდა შემამჩნიოს რომ პატარა გოგოსავით ვღელავ თავი უნდა გავაკონტროლო და უკონტროლო არ გავხდე.ჩუმად ვესაუბრები ჩემ თავს და გულზე ხელს ვიდებ,რომ სუნთქვა დავარეგულირო.
-ვისი დანახვა გაღელვებს ასე ძალიან თაია? ეს დათას ხმა იყო. ჯანდაბა ყველაფერი გაიგონა. დათა მიახლოვდება და ჩემ წინ დგება,დათა იყო ერთი შეხედვით მაღალი,არც ისე ძალიან დიდი კუნთებით,მაგრამ ნავარჯიშევი სხეულით რომელიც ყოველთვის კვეთდა მის სხეულს.შავი დატალღული თმით რომელსაც ძალიან უვლიდა და  ლამაზად ივარცხნიდა.მისი გავლისას კი ყველას ათრობდა მისი განსხვავებული, იშვიათი და გამაბრუებელი სუნამოს ნურნელით და სწორედ ისევ იმ სუნამოს  სურნელი აქვს, ერთ დროს ყველა სურნელში რომ ვარჩევდი.ძალა  მოვიკრიბე და როგორც შევძელი უხეშად ვუპასუხე.
-არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა,უნდა შევიდე ანა მელოდება.კარისაკენ მივდივარ რომ დათა წინ მიდგება და არ მიშვებს.
-გთხოვ, ანა მომეცი საშუალება აგიხსნა რატომ წავედი
-არ ხარ ვალდებული და არც მე მაინტერესებს,დრო გავიდა დათა. გვერდს ვუვლი და დარბაზში შევდივარ,წინ ანა მეგებება. 
-სად იყავი გეძებდი, იცი აქ  ვინ არის ვინ მოვიდა?
-აივანზე ვიყავი და ვიცი ვინც მოვიდა,უკვე ვნახე.
-მართლა? მკითხა და გაოცებულმა შემხედა.
-ხო მართლა და არ ვაპირებ მის გამო ჩაგაშხამო და არც მე ჩავიშხამო ეს საღამო.
-მართლა ჩემი გული ხარ,მადლობა საყვარელო. მეხუტება ანი და სუფრასთან ვჯდებით,დათა კი  ჩემ წინ იკავებს ადგილს, თვალს არ მაშორებს მე კი ვითომ ვერ ვხედავდე ისე თამამად ვიქცევი ჩემი თავის მეც მიკვირს. დიჯეი უკრავს,ისეთი წყნარი და სასიამოვნო მელოდია გაისმა თავი წარმოვიდგინე დათას გვერდით,მაგრამ დათა არა,ერთი ბიჭი მიახლოვდება და საცეკვაოდ მიწვევს.დათა გამომცდელად მიყურებს და მეც მის ჯინაზე თანხმობას ვეუბმები,ცალი თვალს ვაპარებ დათასკენ და ვხედავ როგორ დაეჭიმა კისრის ძარღვები.
-მე ზურა ვარ, გიგის მეგობარი.მეუბნება ჩემი მეწყვილე.
-სასიამოვნოა,მე თაია ვარ ანას მეგობარი. 
-ჩემთვისაც სასიამოვნოა,მაგრამ ვგრძნობ ცოტახანში შეიძლება აღარ იყოს სასიამოვნო ჩვენი გაცნობა სა ეს იდეა.
-რა იდეა.ვკითხე გაკვირვებულმა.
-ეს იდეა,რომ საცეკვაოდ გამოგიყვანე.
-მოიცადე,რატომ?
-თუ იმ ადამიანს გადავურჩი,ჩავთვლი რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ.მითხრა  და დათასკენ გამახედა, რომელიც დგება და ჩვენსკენ მოემართება.
-უკაცრავად.ამბობს და ზურას ისეთი თვალებით უცქერს,ზურამ თვალებით მითხრა ,,გეხვეწები არ მინდა სიკვდილი,ჯერ ახალგაზრდა ვარო''. ზურამ უთქმელად  მისკენ მაბზრიალებს,ერთი ჩემი შეკივლება  და მეც დათას მკლავებში აღმოვჩნდი.
-რას აკეთებ? როგორ იქცევი,თავი ვინ გგონია? ვუსაყვედურე დათას.
-თავად როგორ იქცევი, ხვდები?
-როგორ ვიქცევი,რა არ  მოგწონს.
-თაია როდის მერე გახდი ასეთი თამამი?
-როცა გავიზარდე და გავაცნობიერე,რომ თურმე ცხოვრება უნდა გავაგრძელო.თუმცა რა შენი საქმეა, როგორც მინდა ისე მოვიქცევი. ხელს ვართმევ და გარეთ გავრბივარ. დათაც უკან მომყვება და ეზოში მაჩერებს.
-რა გინდა,დათა ჩემგან რას ითხოვ.
-მოსმენას,გთხოვ მომისმინე და  მომეცი საშუალება რომ აგიხსნა რატომ წავედი,თუ მერე გადაწყვეტ რომ აღარ შემხვდე,გპირდები რომ აღარასდროს შეგაწუხებ,არც დაგენახვები ისე გავქრები შენი ცხოვრებდანაც და არსებობიდანაც.
-არ არის საჭირო რამის თქმა,თუ თქმა გინდოდა მაშინ მეტყოდი როცა უნდა გეთქვა.
-ვერ გეტყოდი მაშინ, არ დავუშვებდი რომ გენერვიულა.
-რატომ,რატომ უნდა მენერვიულა განა არ ვინერვიულე ასე აუხსნელად რომ წადი?
-გამიგე,გთხოვ გამიგე  თაია ვერ გეტყოდი,რადგან ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო.მიყვირა დათამ.
-რატომ,რატომ.არც მე დავაკელი და შევუყვირე.
-შესაძლებელი იყო მომკვდარიყავი.
-რაააააააააააააააააააააააააააააა.
-კარგად გაიგონე,ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
-მომკვდარიყავი........ მხოლოდ ეს სიტყვა დაიჭირა ტვინმა და ჩაიხვია, ვგრძნობდი რომ ჰაერი ცოტავდებოდა,უკვე სუნთქვა  მიჭირდა და ბურუსმაც მოიცვა ყველაფერი.
-თაია გთხოვ გაახილე თვალი.შეშლილო სახით ყვირის დათა და ცდილობს რომ გონზე მოიყვანოს.დათას შეშლილ ხმაზე ანი და გიგი გამორბიან შეშინებულები და ანი თაიას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავს ტირის,თაიასთან მივიდა და მუდარა  ნარევი ხმით თხოვს  გაახილოს თვალები.ნელ-ნელა გონს მოდის და კითხულობს 
-რა ხდება, რა დამემართა.კითხულობს და თან მის წელზე მჭიდროს შემოხვეულ დათას ხელებს იშორებს.
-გონება დაკარგე, ჩემი ბრალია  გთხოვ მაპატიე.
-შეგიძლია უფრო კარგად და გარკვევით ამიხსნა რა მოხდა?
-სხვადროს, თაია სხვა დროს შევხვდეთ და ყველაფერს გეტყვი,ახლა არ მინდა ჩაგამწარო დღევანდელი საღამო.
-თუ ხვდები იმდენს,რომ უკვე ჩამწარდა, მზად ვარ მოგისმინო.
-თაია................
-დათა რაც გაქვს სათქმელი,ან ეხლავეს მეტყვი ან არასოდეს.ისეთი მტკიცე იყო ჩემი ხმა,გიგიმ დათას შეხედა და თქვა.
-ჩვენ დაგტოვებთ. ამბობს და ანასთან ერთად მიდის,დათას კი საუბრის დაწყება უჭირს
-გისმენ.
-სანამ შენ გაგიცნობდე  ერთი თავზეხელაღებული ტიპი ვიყავი, რომლისთვის ქუჩა და ნარკოტიკები ყოველდღიური ჩვევა იყო ,რაც დრო გადიოდა მეც თანდათან უფრო და უფრო მითრევდა ეს ბინძური ჭაობი, საიდანაც ვერასდროს ვეღარ გამოვიდოდი,რომ არა შენ. 
-მეეეე,მე რა შუაში ვიყავი ამ ყველაფერთან.
-პირველად რომ  დაგინახე ძალიამ მომეწონე,შენი იგნორი კი მაგიჟებდა, მე რომელსაც გოგონები ბუზებივით მეხვეოდნენ არაფლად მაგდებდი.შემდეგ გიგის ვკითხე შენზე და მითხრა რომ შენ სხვებს არ გავდი და არაფელი შემშლოდა შენთან,რადგან დასავით უყვარდი.დროთა განმავლობაში მეც დავრწმუნდი,მივხვდი რომ სხვებს არ გავდი და ძალიან სუფთა სულის ადამიანი იყავი.ისეთი სუფთა რომ ჩემისთანა ადამიანი შენი ღირსი არ იყო მაგრამ ვერ გშორდებოდი,შენს იქით ვეღარავის ვხედავდი.ერთ დღესაც მივხვდი რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ამ საქმეს უნდა ჩამოვშორებოდი,რადგან სხვაგვარად შენთან ერთად ვერსად გამოვჩნდებოდი და მითუმეტეს, ოჯახს ვერ შევქმნიდი. როდესაც ვთქვი რომ საქმიდან გავდიოდი, შანტაჟი დამიწყეს,დამემუქრნენ  რომ მომიკლავდნენ ყველა იმ ადამიანს ვინც კი მიყვარდა.რადგან  ჩემი ოჯახი აქ არ იყო მეც გადავწყვიტე აქედან წავსულიყავი,კიდევ კარგი რომ შენს შესახებ არ იცოდნენ,თორემ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს ჩემს გამო რამე რომ მოგსვლოდა.ვიცოდი რომ გამიჭირდებოდა წასვლა, ოჯახისთვის პატარა იყავი იმ დროს,არ მინდოდა ჩამორჩენოდი იმ ყველაფერს რაც დღეს გაქვს და რასაც მიაღწიე,რადგან ჩემთან ერთად მშვიდი ცხოვრება ვერ გექნებოდა.თან მინდოდა რომ საბოლოოდ გადამეგდო წამალი და შემდეგ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც მინდოდა. ისევ მომაგნეს  და იძულებულს მხდიდნენ რომ მათთან დავბრუნებულიყავი და უფრო მეტი,წამალი სკოლებში გამესაღებინა,ამას კი არასდროს არ გავაკეთებდი.ამიტომ თავი დავაჭერინე და 8 წელი გავატარე ციხეში. იქედან საბოლოოდ ჩავთვალე რომ შენს ცხოვრებაში აღარიყო ჩემი ადგილი და გადავწყვიტე არასდროს ჩამოვსულიყავი მაგრამ ერთადერთი ბაბუა მყავს რომელის ცუდად გახდომა მაცნობეს და იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი.იმ დღეს შეგხვდი,სიმართლე გითხრა არ ველოდი რომ მარტო გნახავდი და აქამდე არ დაოჯახებულხარ.მისი ხმა ისე ჩამესმოდა,თითქოს ჩემგამ მოშორებით იდგა.მაგრამ მისი გულის ფეთქვის ხმა ჩემამდე აღწევდა,მე მესმოდა გარკვევით ეს ხმა და მეც გავიფიქრე უნებურად.
-სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რომ შენს მიერ ჩა­დე­ნილ ყველა ბო­რო­ტე­ბას გა­და­წო­ნის.გავბედე,თვალებში შევხედე,ძალა მოვიკრიბე და შევეკითხე,პასუხის მოლოდინში მყოფს კი  სუნთქვა შემეკრა.
-შენ? შენ გყავს ოჯახი? 
-ოჯახი არ მყავს მაგრამ მყავს შვილი.სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა,  რომელიც ყველაფერზე დაგახუჭინებს თვალს,თუნდაც ისეთი რამ იყოს რომ  ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს,რომელსაც ვგმობთ ,მაგრამ თურმე ყველაფერი ხდება.
-შვილი? მხოლოდ ეს კითხვა დავსვი, არადა თითქოს გული დამწყდა რადგან ბევრჯერ წარმომედგინა ჩემი და დათას საერთო შვილები.
-დიახ,შვილი მაგრამ ის არაა ჩემი ბიოლოგიური შვილი.
-როგორ?
-ვიშვილე, მისთვის დღეს დედაც  და მამაც მე ვარ,რადგან ჩემს მეტი მას არავი ჰყავს.
-ეს როგორ,გასაგებად ამიხსენი.
-მისი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ, რომელსაც მეც შევესწარი და მხოლოდ  ბავშვის გადმოყვანა მოვახერხე,მხოლოდ მისი გადარჩენა შევძელი.ნათესავებმა მის მეურვეობაზე უარი თქვეს და ბავშვთა სახლში მიჰყავდათ, მე კი ვერ გავიმეტე და ჩემთან წამოვიყვანე.როგორ შეიძლებოდა მასზე უარი მეთქვა ის ისეთი პატარა,დაუცველი და უსუსური იყო.არ ვნანობ თაია დღეს მამას პრინცესაა ჩემი პატარა თაია.გაოცებულმა შევხედე და ვკითხე.
-თაია?
-დიახ, თაია.შენი სახელი დავარქვი, შენთან სიახლოვეს იმედი რომ გადამეწურა,მინდოდა ასე მაინც ვყოფილიყავი შენთან ახლოს,რადგან არ მეგონა თუ ამდენი წლის შემდეგაც შეგხვდებოდი და თან თავისუფალი იქნებოდი.
-იქნებ არ ვარ თავისუფალი და მყავს გულის სწორი
-ნუთუ დამაგვიანდა? მაგრამ არა,არ მჯერა,რადგან ჩემს გვერდით როცა ხარ შენი გული ისე ძლიერ ფეთქავს ლამისაა ამოგივარდეს. თაია გინდა ისევ მაწვალო და თავიდან დავიპყრო შენი გული?
-საკმაოდ გვიანია,უკვე წასვლოს დროა მელოდებიან.
-გაგაცილებ
-არა,არ არის საჭირო,მადლობა.
-როგორ წახვალ,ტაქსის ვერ ნახავ ამ დროს.
-მანქანით ვარ,ნახვამდის.
-ნახვამდის არა, დროებით თაია ახლოს მოდის ლოყაზე მკოცნის, თვალს მიკრავს და მიდის.მე ძლივს ვახერხებ დავწყნარდე,ანის ვემშვიდობები და მივდივარ.გზაში ვგრძნობ რომ მანქანა მომყვება, ვიცი რომ დათაა და მეღიმება.სახლში ფეხაკრებით შევდივარ, რომ ბებო არ გავაღვიძო მას კი ჩემს ლოდინში მისაღებ ოთახში ჩასძინებოდა.
-ბებო გაიღვიძე მოვედი.ფრთხილად შევეხე მხარზე,მაგრამ ფხიზელი ძილი იცის და თვალიც გაახილა.
-ჩემო ლამაზო,მოხვედი? აბა,როგორ ჩაიარა დღემ.შენ რა იტირე?
-დათა ვნახე,გავიგე მიზეზი თუ რატომ გაუჩინარდა ისე უთქმელად და არ ვიცი რავქნა,  როგორ მოვიქცე.ის რაც მის ცხოვრებაში მოხდა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება,მაგრამ გულს რა ვუყო,გული მისკენ მიიწევს,გონება კი უარს ამბობს.
-ჩემო ლამაზო,მოდი დროს მიანდე ყველაფერი და ის თავად იტყვის სათქმელს. ახლა დაისვენე დაღლილი და ნანერვიულები ხარ,ტკივილის და იმედგაცრუების შემდეგ ბედნიერება ერთი ნაბიჯით გვიახლოვდება,მთავარია ჩვენს თავს მივცეთ უფლება ვიყოთ ბედნიერები.
ყოველი დილა რაღაც ახალის მომტანია.ჩვენ ადამიანები კი ვერ ვაფასებთ თითეულ გათენებულ დღეს, იმ აისის სილამაზეს  რაც უფალმა მოგვმადლა,რომ კიდევ ერთხელ გვეხილა და დავმტკბარიტავით მისით.
-დილით ადრე ავდექი სპორტულად გამოვეწყვე,ყურსასმენები მოვირგე  და კარი რომ გავაღე უზარმაზარი ვარდების თაიგული დამხვდა.შემოვიტანე,გაოცებულმა კონვერტი ამოვიღე და ღიმილმა გამინათა სახე, ვინ იქნებოდა თუ არა დათა.
- "დილამშვიდობისა პატარავ."  ეწერა ზედ გაკრული ხელით,მაგრამ ლამაზად. გამეხარდა, მაგრამ გონებამ უკუაგდო ჩემი სიხარული და მისი წარსული გამახსენა. ყვავილები ვაზაში ჩავაწყვე და სარბენად წავედი,უკან დაბრუნებულს ნელი ბებო ამდგარი დამხვდა . -დილამშვიდობისა ბებო წყალს გადავივლებ და ვისაუზმოთ.
-კარგი,შენს გამოსვლამდე საუზმეს გავამზადებ ჩემო ლამაზო. 
-ვგრძნობ რომ აინტერესებს რა გადავწყვიტე, მაგრამ ჯერ მეც არ ვიყავი გარკვეული საკუთარ გრძნობებში,რა მინდოდა ვაპატიე თუ არა დათას.სამსახურში მისულს სრული ქაოსი დამხვდა და საღამომდე გადარბენაზე ვიყავი,როდესაც დრო მოვიდა და წასასვლელად ვემზადებოდით მე და ნანა კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და ნანას გადავხედე,მანაც მხრები აიჩეჩა და თქვა.
-ჩვენი სამსახური ესაა ძვირფასო,მიიღე პაციენტი.მეც დაღლილობა წუთიერად გვერძე გადავდე და კაკუნს გამოვეხმაურე.
-მობრძანდით
-გამარჯობათ თაია ექიმო.კარი გაიღო და დათა შემოვიდა,რომელიც ეშმაკურად მიმზერდა და თან მიღიმოდა.
-რამ შეგაწუხათ?
-2 დღეა სუნთქვა მიჭირს,და ვგრძნობ თითქოს ჰაერიც არ მყოფნიდა აქ მოსვლამდე. არადა სრულიად ჯამრთელი ვარ.
-ნანა შეგიძლია წახვიდე, პაციენტს მე მივხედავ.
-კარგით ნახვამდის.მემშვიდობება ნანა ღიმილით და მიდის,მე კი დათას მივუბრუნდი და მკაცრად ვუთხარი.
-როდემდე უნდა გააგრძელო ასე?
-როგორ ასე?
-არ არის საჭირო ვარდების გამოგზავნა და არც ასეთი "სიუპრიზები"სამსახურში.არ შემიძლია სიბრაზე დავფარო.
-რატომ გიყვარს ყოველთვის ყველაფრის გართულება თაია? ხომ ვაღიარე რომ შემეშალა და ყველაზე მეტად შენთან, მაგრამ  ხომ აგიხსენი მიზეზი რაც იყო. ის ყველაფერი წარსულში დარჩა.
-დარჩა კი? გაქვს იმის გარანტია, რომ ისევ  არ შეგექმნება პრობლემა? ისევ არ მოხდება რამე?
-შენ ვერასდროს ვერავინ ვერ შეგეხება, ხომ იცი ამას არასოდეს არ დავუშვებ.
-და  ისევ რამე რომ მოხდეს, ისევ გაიქცევი და ისევ ისე უთქმელად მიმატოვებ როგორც ადრე?
-თაია შენ კარგად იცი,რომ შენ მე ვეღარასდროს მიგატოვებ. 
-არა, არაფერი აღარ ვიცი.ძალიან გთხოვ დრო მომეცი,კარგად რომ დავფიქრდე.ისიც აღარ ვიცი მიყვარდი თუ არა.
-დრო? კარგი მაგრამ რამდენხანს უნდა იფიქრო?
-მანამ სანამ გული და გონება ერთ აზრზე არ მივა, სანამ ერთნაირად არ იფიქრებენ.სანამ გრძნმობა შენამდე არ  მომიყვანს ჩემს დაუკითხავად.
-ადამიანის სულის განვითარება სწორედ გრძნობებს ეფუძნება,უფალმა მგრძნობიარედ შექმნა ადამიანი. მას აქვს გარკვეული გრძნობები იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს.კარგი, მე დაგელოდები,როგორც შენ მელოდი მთელი 10 წელი. მაგრამ ძალიანაც ნუ გაწელავ დროს, დრო მიდის ასაკი გვემატება, მე კი მინიმუმ 6 შვილი მაინც მინდა და ჩემი ყველა შვილის დედა შენ უნდა იყო.შენ და არავინ სხვა.ტუჩთან ახლოს მოწყვეტით მაკოცა და კარში უჩინარდება.
-შენ ჩემი შვილების დედა. ჩამესმის ყურში და ეს ფრაზა ჩაიხვია გონებამ.ვგრძნობ რომ იმაზე მეტი საფიქრალი გამიჩნდა ვიდრე აქამდე მქონდა.მაგრამ ღირს კი ფიქრად და დროის დაკარგვად?სიბრაზე სულ დამავიწყდა,სახლში მისულს ნელი ბებო შეუძლოდ რომ დამხვდა.
-რახდება,ბებო რა დაგემართა?
-გულმა შემომიტია, მაგრამ არ ინერვიულო უკეთ ვარ.
-მართლა უკეთ ხარ?
-კი, უკვე კარგად ვარ.
-წამლები დალიე?
-კი წამლებიც დავლიე, შენ რაშვები როგორ ჩაიარა დღემ?
-ნორმალურად, ბებო დათამ სამსახურშიც მომაკითხა.ვიცი რომ აწი  აღარ მომასვენებს,ისევ რომ დაიბრუნოს ჩემი სიყვარული.
-შენ რას ფიქრობ,რას გრძნობ, გიყვარს?
-აი ეგ არის რომ ვერაფერს ვერ ვფიქრობ, გული და გონება ერთმანეთის საპირისპიროს ფიქრობენ.ფიქრი და დრო მჭირდება რომ მივხვდე რამდენად ღირებულია ის ჩემთვის.
-გინდა ჩემთან წავიდეთ სოფელში,დაისვენებ და ფიქრისთვისაც გექნება დრო.
-ძალიან კარგი იდეა მომაწოდე, ხვალ ავიღებ შვებულებას და წავიდეთ.მთელი ღამე სასიამოვნო მოლოდინში გავატარე და აი გათენდა ახალი დილაც,სამსახურში მისულმა მხოლოდ ხუთ-დღიანი შვებულება აიღო,მოაგვარა ყველაფერი და გახარებული დაბრუნდა სახლში, დილით კი  სოფლის გზას დაადგნენ ბებო და თაია.რაც უფრო უახლოვდებოდნენ სოფელს ბებოს მით უფრო დაეტყო მღელვარება და  მოუსვენრობა.
-დიდი ხანია რაც არ ყოფილხარ სოფელში?
-თითქმის 4 წელია  და ვერ წარმოოდგენ როგორ მენატრებოდა იქაურობა.
ულამაზესი ბუნება დამხვდა,მწვანეში ჩაფლული სოფელი რომელსაც გარშემო მცველებივით მთები დაჰყურებდნენ.ხეებს კი ფერშეცვლილი ფოთლები ჯერ კიდევ ამშვენებდა,სოფელში ნაადრევი შემნოდგომა დაწყებულიყო.სახლს მივუახლოვდით,ბებოს ცრემლებით აევსო თვალები. სათითაოდ ეფერებოდა ყველა კუთხე კუნჭულს, მისი ბავშვობის ადგილებს.ეზოში შესულებს ხეებიდან  გაყვითლებულ და გადაწითლებულ ფოთლები ნოხივით   გადაფარვოდა სახლამდე მისასვლელ ბილიკს და გარკვევით მესმის ფოთლების შარაშური, მათ გროვაზე დაბიჯებისას.დილით მამლის ყივილი მაღვიძებს,ვდგები თავს ვიწესრიგებ და ბებოს ვესალმები რომელსაც ფეჩი უკვე დაენთო და საუზმეს ამზადებდა.აივანზე გავედი და დილის სიგრილემ მთელ ტანში დამიარა,აქ საკმაოდ გრილოდა და ფეჩიდან წამოსული სითბო სიამოვნებას მგვრიდა.
-ბებო ადრე რომ მიყვებოდი ვანო პაპაზე ცოცხალია?
-სად გაგახსენდა ახლა ეს მოხუცი.ჩაეციუნა თავადაც ჩემს შეკითხვაზე.
-არ ვიცი,გამახსენდა ცოცხალია?
-მგონი კი ცოცხალია და როგორც ვიცი შვილები საზღვარგარეთ ყავს და შვილიშვილი აკითხავსო.
-მეუღლე?
-მეუღლე ბავშვები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ რომ დაეღუპა,სულ მარტომ გაზარდა ბავშვები და უპატრონა.
-დაშორების შემდეგ აღარ შეხვედრიხართ ერთმანეთს?
-კი როგორ არა, მაგრამ როგორც ნაცნობები უბრალოდ ვესალმებოდით ერთმანეთს.
-რომ შეხვდეთ და გითხრათ შერიგება?
-რას ამბობ შვილო,რაღა დროს ჩემი ეგეთებია ჩემს ასაკში.თქვა და ლოყები აუწითლდა პატარა გოგოსავით.შუადღისას  ბებოს ვუთხარი რომ სოფელს დავათვალიერებდი და მანქანით დავიწყე სეირნობა,გზაში ხანში შესული მამაკაცი შემხვდა რომელსაც აშკარად უჭირდა ტვირთის წაღება და გავუჩერე,წაუვანა შევთავაზე ისიც დაჯდა და მომესალმა
-გამარჯობა შვილო,სიკეთე მოგცეს უფალმა.
-მადლობა ბაბუ.თან მის სახეს ვაკვირდები რომელიც საოცრად ნანცნობია და ვიღაცას ვამსგავსებ.
-უცხო ხარ ბაბუ,ვერ შეგიცანი.
-მე ნელის შვილიშვილი ვარ, ტუკვაძის.
-ნელის? აკი არ გათხოვილაო?
-არ გათხოვილა,დღემდე მარტოა.
-აბა როგორ ხარ შვილიშვილი.
-ეს დიდი ისტორიაა ბაბუ.
-აქ გამიჩერე და აქ დამტოვე შვილო.
-სახლამდე მიგიყვანთ.
-არა,აქ დამტოვე.მადლობა და ნელის გადაეცი ვანო დათიაშვილმა მოგიკითხათქო. 
-დათიაშვილმა? ნუთუ ეს დათას ბაბუა?
ქალაქი და სოფელი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც მზე და მთვარე.ქალაქის ხმაურს ბევრად სჯობს სოფლის სიწყნარე, რომელსაც ხანდახან თუ დაარღვევს უცნაური შეძახილები.საღამოს ტყიდან დაბრუნებული გლეხები საქონელს რომ მოერეკებიან.ხალხიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან,აქ ერთმანეთის გატანა იციან,ერთმანეთზე დაუკითხავად იციან  ერთმანეთის ჭირ-ვარამს გაზიარება.თაიას ძალიან მოეწონა სოფელი,ყიველდღე დასეირნობდა სოფელში და ეცნობოდა იქაურ ცხოვრებას.რამდენჯერმე ჩაუარა ვანო პაპას სახლსაც და საოცრად მოსწონდა მისი კარმიდამო რომელიც ულამაზეს ცალკოტს გავდა თავისი ბაღებით. სახლიც ისეთი მიმზიდველი იყო რომ მიხვდებოდით რომ ამ ეზოს ძალიან გემოვნებიანი პატრონი ჰყავდა.ერთ დღეს როდესაც მის სახლს მიუახლოვდა დაინახა პატარა გოგონა რომელიც ჭიშკრისკენ გარბოდა და დაეცა,გააჩერა მანქანა და იმ წუთას მასთან გაჩნდა
-ხომ არაფერი იტკინე პატარავ?
-კი,აი ნაქე აი ქელები ლოგორ დამეკაწლა. თქვა ტრილით და თაიას ცრემლიანი თვალები მიანათა.
-ნუ გეშინია მალე მოგირჩება, არ იტირო შენ ხომ დიდი გოგო ხარ.მითხარი სად ცხოვრობ მიგიყვან დედასთან.
-აქ ვცხოვრობ.თქვა და ხელი ვანო პაპას სახლისკენ გაიშვირა.
-მომეცი ხელი და მე წაგიყვან
-ამიტატებ?
-აგიტატებ,თუ მეტყვი რა გქვია.
-სად გამომექეცი ბაბუ როგორ შემაშინე რამდენი გეძებე,რა გჭირს იტკინე რამე? შემოეგებათ ამ დროს ჩემი ნაცნობი მოხუცი.
-არაფერია, დაეცა და ცოტა ხელები აქვს გაკაწრული.
-ძალიან ცელქი და მოუსვენარი გოგოა,ერთი წამით ვერ მოწყვიტავ თვალს.მე და ძიძას დაგვიტოვა დღეს მამამისმა,ძიძა საჭმელს უკეთებდა და ამ დროს გამოგვეპარა.
-კარგით აპა კარგად ბრძანდებოდეთ,შენ კი პატარა პრინცესავ პაპას უნდა დაუჯერო შენ ხომ დიდი გოგო ხარ? ვაკოცე და წამოსასვლელად ვემზადებოდი რომ მთხოვა.
-შეგიძლია,შენი ხელით მაწამო?
-მე? მე გაჭამო?  ვკითხე გაკვირვებულმა,თავი დამიქნია და ყელზე ხელი მიიდო.
-კარგი წამოდი,გაჭამო.სახლში რომ შევედით  ნაცნობი სურნელი მეცა რომელსაც ყველა სურნელში გამოვარჩევდი.თითქოს დათა ყოფილოყოს აქ.დათა და დათა ყველგან ის როგორ მელანდება. ყველგან მას რატომ ვახსენებ.ვგრძნობ რომ მენატრება და ეს მონატრება მალე შემახვედრებს მას.პაპა ჩაფიქრებული გვიყურებს და ვგრძნობ,თითქოს რაღაც უნდა რომ მითხრას და ვერ ბედავს,ერთი ამოიხვნეშა და მკითხა
-ნელი როგორ არის? ხომ არ მოერია სიბერე?
-კარგად არის და საკმაოდ ლამაზია მის ასაკთან შედარებით.მართლაც რომ ლამაზი იყო 55 წლის ასაკშიდაც გადატკეცილი სახის კანი და საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა,რომელიც ხშირად იცვლიდნენ ფერს.
-ახალგაზრდობაშიდაც ლამაზი იყო, საოცრად ლამაზი.თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
-თაია წამოდი პირი მოვიბანოთ და შემდეგ დავიძინოთ. შემოვიდა ძიძა.მე გაოცებულმა შევხედე პატარას და ვკითხე.
-თაია გქვია?
-დიახ. მიქნევს პირგამოტენილი თავს.
-მეც თაია მქვია. ვეუბნები და პატარა ცხვირზე ვუჭერ ხელს.
-ულა ოლივეს თაია გვქვია. ამბობს გახარებული და უცებ მეხუტება,მის პატარა ხელებს  მხვევს და ლოყაზე მკოცნის. ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა რომ დავიბენი,ჩავეხუტე ხელები მოვხვიე და ჩემს უბეში ჩავმალე, ამ დროს თავი წამოყო და ჩუმად  მითხრა
-გინდა ლაღაც გითხლა?
-ეხლა დაძინების დრო გაქვს, დაიძინე და ხვალ პაპას უთხარი ჩემთან მოგიყვანს და მაშინ მომიყევი კარგი?
-ხომ წამიყვან? ეკითხება გახარებული პაპას.
-ვნახოთ, ვეცდები. მხოლოდ ამას ამბობს და ვგრძნობ რომ გული გამალებით უცემს.
-გელოდებით ხვალ,ახლა კი წავალ პატარავ. ხვალამდე ვემშვიდობები და სახლისკენ გახარებული მივდივარ.
სიყვარული არასოდეს ნელდება და ხუნდება თუ ის ნამდვილი და რწფელია.რაც არ უნდა წლები გავიდეს ვისთვისაც უფალმა გაგვაჩინა,მაინც მას გვახვედრებს ადრე თუ გვიან.დილიდანვე ამაღლებულ განწყობაზე ვარ. ღიღინით მივალაგე ჩემი საწოლი და მისაღებში გავედი.
-ბები დღეს სტუმარს ველოდები ერთ პატარა გოგოს და მის ძიძას,მოდი ნამცხვარი გავაკეთოთ.თან ეშმაკურად მეღიმება, ნამცხვრიც ცხობას ვასრულებთ,თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელში ცხოვრება,ქარი ამოვარდა მოულოდნელად და ხეებს  დამწიფებულ წითელ ვაშლებისგან ტოტებს უთავისუფლებს და ძირს უბერტყავს. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა.ხეების ძირში წითელ-წითელი ვაშლები ყრია,შემოდგომა ჯადოსნური დროა და ამას ყველაზე კარგად სწორედ სოფელში შეიგრძნობს ადამიანი.ვაშლებს ვკრეფ მიწიდან და სახლში შემაქვს,ვრეცხავ და ლამაზად ვაწყობ სახილეზე.
-ბებო გამოვიცვალოთ და ჩემს სტუმარს ლამაზად დავხვდეთ.
-რახდება შვილო სასიძოს ხომ არ ველოდებით.მითხრა ვითომ ხუმრობით.
-ვინ იცის. ჩავილაპარაკე ჩემთვის და ღიმილით გავხედე ოთახისკენ მიმავალ ბებოს,მეც გამოვიცვალე და  თაიას ხმაც გავიგონე რომელიც მისი წკრიალა ხმით მეძახდა,აივანზე გავედი და ღიმილით შევეგებე,ჩემს დანახვაზე კი გამოიქცა და ჩამეხუტა და ვარდების თაიგული მომაწოდა.
-ეს სენ,ეს კი ნელი ბებოსია ლომელიც თუმე აქ ცხოვლობს და ბაბუმ თქვა უყვარდა მინდლრის კავილებიო.
-ძალიან კარგი, მობრძანდი პატარა პრინცესაც და ნელი ბებოს თავად გადაეცი თაიგული.შევიპატიჟე სახლში ბაბუ რომელიც ადგილზე ცქმუტავდა და  სახლისკენ აპარებდა თვალს.
-ბებო მოვიდნენ სტუმრები.ეხლავეს გამოვალ ჩემო გოგოვ.გვესმის მისი საუბარი და აი ისიც გამოვიდა.
-გამარჯობათ.ამბობს დაბნეულად და ვანო პაპას დანახვაზე ფითრდება,სახეზე კი  აღელვება ეტყობა. ვანო პაპა კი დგება და ხელს ართმევს. 
-როგორ ხარ ნელი?
-კარგად, შენ როგორ ხარ? ეუბნება და ბავშვს ეფერება
-რა ლამაზი ხარ პატარა გოგოვ.
-მადობა ეს თქენ მოდიტანეთ, ბაბუამ მითლრა ლომ ძალიან გიყარდათ კავილები.
-მადლობა ჩემო ფერიავ.ამბობს და სახე უწითლდება პატარა გოგოსავით.მე ბამცხვარი და სასმელი გამოვიტანე, ცოტა რომ გაიხსნენ ერთმანეთში თაიას ვკიდებ ხელს და გარეთ გავდივართ.
-აბა, რა უნდა გეთქვა გუშინ ჩემთვის ჩემო ფერია?
-მამიკოს ერთი გოგო უყვარს მასაც თაია ქია, მამამ მითლრა ლომ ძალიან ლამაზია,რომ ძალიან უკვარდა მერე გააბლაზა და ახლა აჭვალებს.
-კიდევ რა გითხრა მამიკომ?
-მითლა,ლომ  ჯიუტი და თავნება გოგონა ალისო.
-რაქვია შენს მამიკოს?
-დათა მაგრამ ბაბუ დათიკოს ეცახის და ამაზე ბლაზდება.ჩაიხითხითა ეშმაკურად,მაგრამ ძალიან საყვარლად.ყველგან დათა ტრიალებს ფიქრში თუ ჩემს ირგვლივ ვგრძნობ რომ  აღარ ღირს დროის დაკარგვა,მივხვდი და გავიაზრე  რომ მე ის მთელო გულით მიყვარს.
-სად არის შენი მამიკო?
-ქალაქში წავიდა.მითლრა ლომ თაიას გული უნდა მოიგოს,შემდეგ კი მე გამაცნობს და ჩემი დედიკო გადხება.
-შენ გინდა მერე რომ გაიცნო და იყოს შენი დედა?
-კი მინდა თუ მამიკო ეკვარება და  მეც მეკვარება. თქვა სევდიანად
-ძალიან დავიბენი 4 წლის ბავშვიდან ამხელა გონიერებას არ ველოდი, მივხვდი რომ კიდევ რაღაც აწუხებდა.კოდევ რა უნდა მითხრა ჩემო პატარავ?
-იცი მე არ ვარ დათა მამიკოს შვილი,მამამ მითხლა ლომ ჩემი შობლები  მაღლა გაფლინდნენ ცაში, ისინი ვასკვლავებზე ცხოვლობენ და იქედან მიყულებენ მეთამაშებიან და მუდამ ჩემთან ალიან.
-ჩემო კარგო ოდესღაც ნახავ შენს მშობლებს მანამდე კი დათა მამასთან იყავი მას ძალიან უყვარხარ,ხომ გინდა რომ ბედნიერი იყოს? გინდა რომ შეურიგდეს და აპატიოს თაიამ?
-კი  მიდა,ძალიან მინდა.
-გპირდები შეგისრულდება ეგ სურვილი.
-ამ დროს ვანო პაპა მოდის.
-წასვლის დროა თაია. მადლობას მიხდის და გაბრაზებული სახით გადის ეზოდან.
-ისევ იკამათეს.ჩავილაპარაკე ჩემთვის და საზლისკენ გავიხედე,სახლში შესულს ნელი ბებო ისევ დივანზე დამჯდარი დამხვდა, გაოცებული და გაოგნებული.
-რა ხდება ბებო?
-შენ ხმა აღარ გამცე, ეს როგორ გამიკეთე?! რა უნდა ჩემს სახლში იმ უტვინო კაცს? არა, ეს როგორ მითხრა?! ასაკმა ტვინი მთლად გამოულია. უკვე ისტერიკა ქონდა.
-რა ხდება შეგიძლია ამიხსნა წყნარად და მშვიდად?
-როგორ თუ რა ხდება? ჩემი ხნის ქალის გათხოვება ვის გაუგია,ამ გამოჩერჩეტებულმა ცოლად გამომყევიო, ამდენი ხნის შემდეგაც რომ შევხვდი, ხომ იცი რომ ბედია და ნუ წავალთ ბედის წინააღმდეგო. ასაკმა გამოაჩერჩეტა აშკარად, სასმალი რაღათ უნდოდა კიდე, იცოდი მიხვდი რომ ის იყო და განგებ მოიყვანე ხომ აქ?
-არა ბებო. 
-აბა თავად მოვიდა?
-შემთვევით გავიცანი და ყველაზე საოცარი იცი რა არის? დათას ბაბუაა და როგორც ვხედავ ბაბუა და შვილიშვილი გასაქანს არ მოგვცემენ.ვუთხარი ღიმილით. გაბრაზებულმა გადმომხედა და ოთახისკენ წავიდა.
-ჩამოვჯექი და ფიქრს მივეცი თავი, ნეტა სად არის დათა ან თუ მეძებს.ამ დროს დათამ ვარდების კონა დაუდო კართან და მეორე დილით მისულს ისევ იქ რომ დახვდა გაუკვირდა. კარზე დააკაკუნა, მაგრამ არავინ უპასუხა. შემდეგ სამსახურში მივიდა და ნანამ რომ უთხრა შვებულება დაწერა და წავიდაო მთლად გადაირია. გამწარებულმა ყველა ის ადგილი დაიარა, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ვერსად მიაკვლია, ანასაც ბევრჯერ თხოვა გაეგო თუ სად იყო თაია მაგრამ ანამაც არ იცოდა, რადგან თაიამ გააფრთხილა, რომ ფიქრი სჭირდებოდა და არ უნდოდა მიეგნო და განგებ არ უთხრა სად მიდიოდა.
  ერთ საღამოს, როდესაც თაიაზე ფიქრობდა ფიქრი ტელეფონის ხმამ დაურღვია:
-ხო მამას ლამაზო
-ლოგორ ხალ მამიკო,მომენატლე.
-კარგად. შენ როგორ ხარ მა? ბაბუს ხომ არ აწვალებ?
-ალა, მე ხომ კალგი გოგო ვალ?! 
-კარგია,მეც მომენატრე მამას პრინცესა.
-მამიკო იცი დღეს მე და ბაბუ სტუმრად ვიყავით.
-მართლა? ვის ესტუმრე ამჯერად?
-ვის და  თაიას.
-ვიიიის? ვინ არის თაია?
-თაიას მამიკო, ნელი ბებოსთან ცოვლობს. ბაბუმ წამიკვანა და კავილები მივუტანეთ. ბაბუას უყვარს ნელი ბებო, როგორც შენ თაია.
-შენ რა იცი შვილო?
-ლომ წამოვედით იცი ლა  მითქლა?
-რაო,რა გითხრა.ეცინებოდა დათას პატარა ჭორიკანაზე.
-ლოგოლც შენ თქი თაიაზე ბაბუმაც შენსავით თქვა, ისევ ისეთი უკარება და მოლცხვია, ისევ უარი მითხლაო.თქვა პატარამ და გულიანად გადაიკისკისა.
-მა როგორია თაია?
-საოცლად ლამაზია მისი მწანე თალები,შენ მალე მოხალ?
-მივხვდი რომ ჩემს თაიაზე ლაპარაკობდა,ნუთუ ის ასე ახლოს მყავს და მე სად არ ვეძებე.
-ჯერ ის მითხარი თუ მოგეწონა თაია?
-ძალიან თბილი და საკვალელია. დამპირდა, რომ თაიას დაელაპარაკებოდა, ჩემს მამიკოს შეარიგდებს და ეტყვის ლომ ჩემი დედა იყოს.გადახარხარებას არაფერი მერჩივნა, მაგრამ გავაბრაზებდი და თავი შევიკავე.
-ჩემო კუდრაჭა გოგოვ ძალიან მიყვარხარ, ახლა დაიძინე და ხვალ მამა ჩაგეხუტება.
-ულა,  გკოცნი მამიკო.
-მეც, მამას ფერიავ.ტელეფონი გავთიშე და გულიანად გავიცინე,ახლა კი ჩემი დროა აბაშიძის ქალო, შენი ფეხით უნდა მოხვიდე ჩემთან.დათამ ბედნიერმა დააწყო გეგმები თუ როგორ უნდა მოერჯულებინა თაია და აღარ გაჩერდა გული იქ მიუწევდა სადაც მისი საყვარელი ადამიანები იყვნენ. სოფელში მისვამდე ღიმილი არ გამქრალა მისი სახიდან,თაიამ მამა რომ დაინახა სიხარულისგან ყელზე ჩამოეკიდა და ბევრი კოცნა.
-როგორ ხარ მამას ფერიავ?
-კარგად მამიკო,ბაბუა გაბრაზებულია. ამ დროს ვანო პაპაც მოვიდა.
-ჩამოხვედი?
-რატო გაგიკვირდა ჩემო მოსვლა.
-ჯერ არ გელოდი დათიკო.
-რამდენჯერ გითხარი, რომ დათიკო არა დათა მქვია ბაბუა მე დათა. რახდება? თაიამ გაბრაზებულია ბაბუაო,ვინ გაბედა შენი გაბრაზება?
-ოხ შე პატარა ეშმაკო, მოუყევი ყველაფერი ხომ მამაშენს? უთხრა და ხვირზე დაჰკრა ხელი. 
-ვუთხალი ლომ გაბლაზებული ხალ.
-წადი,ძიძა გეძახის და ჩვენც მალე მოვალთ.
-მოდი დაჯექი შვილო, რაღაც მინდა რომ მოგიყვე. არასოდეს მინახავს ბაბუა ასეთი ნაღვლიანი და გაოცებულმა მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-გისმენ,რა უნდა მითხრა ბაბუ.
-ჯერ კიდევ უწვერულვაშო ბიჭი ვიყავი, მხოლოდ სიმაღლე მქონდა ჩემი და მეტი არაფერი,მაგრამ შემიყვარდა.
-შეგიყვარდა?
- შემიყვარდა,მაგრამ მთელი არსებით შემიყვარდა. მაშინ სხვანაირად გვესმოდა სიყვარული, არც ბრძოლა არ ვიცოდით ამ გრძობის გამო. უფროსების სიტყვას ფასი ჰქონდა და ჩვენც ვაფასებდით მათ ნათქვამს.
-ლამაზი იყო?
-ლამაზი იყო,ძალიან ლამაზი იყო ნელი. ცისფერი თვალები, ხუჭუჭა თმები, თეთრიპირისახის და კაფანდარა იყო,მაგრამ ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის აღმოჩნდა. სიტყვის მთქმელი და მისი ნათქვამის არ გამტეხი,ნელი დედისერთა იყო და მშობლების პატივისმცემელი. ვიცოდი, რომ ვუყვარდი და ამიტომ გამოვუტყდი, რომ მეც მიყვარდა.მივხვდი, რომ გაუხარდა, ისე აუძგერდა გული სულ ცოტაც და ჩემს ხელებში ჩაესვენებოდა გულწასული, მაგრამ თავი შეიკავა.გამიღიმა და წავიდა.ასე ვესაუბრებოდით თვალებით ერთმანეთს და ვგრძნობდით ერთმანეთის სიყვარულს.ერთ საღამოს მის მშობლებთან მივედი,გავბედე და ჩემი გრძნობების შესახებ ვუთხარი მამამისს,მაგრამ.......................
-მაგრამ რა ბაბუ.კითხა დათამ თვალზე ცრემლ-მორეულმა.
-მისმა მშობლებმა უარი მითხრა.
-რატომ,რა იყო მიზეზი.
-მიზეზი იყო ჩემი სიღარიბე შვილო,რადგან გლეხის ოჯახიდან ვიყავი და არც შეძლებულები არ ვიყავით მაშინ.ნელიც ვერ წავიდა მათი წინააღმდეგ. 
-რატომ არ იბრძოლე ბოლომდე,რატომ დათმე ასე უბრძოლველად.
-ვინ გითხრა,რომ არ ვიბრძოლე.ვიბრძოლე,მაგრამ აზრი არ ჰქონდა. მერე ბებიაშენი გავიცანი, გარიგებით დავქორწინდით. ძალიან დიდ პატივს ვცემდი, როგორც ცოლს და შვილების დედას, მაგრამ ვერ შევიყვარე. მერე თინიც დაიღუპა და დავრჩით მე და ჩემი შვილები მარტო. ასე გავიდა წლები. ახლა ჩამობრძანდა სოფელში სტუმართან ერთად. თაიას მოეწონა მიგვიპატიჟა და იქ ისევ ვნახე. ცოტა დავლიე და გულმა ვერ მომითმინდა,ვთხოვე სიბერეში მაინც ვიყოთ ერთადთქო და ერთმანეთს მეტი თუ არაფერი წყალი მაინც მივაწოდოთთქო.
-მერე,რაო რა გითხრა.
-ჰმ,რა მითხრა? ისე გაბრაზდა სულ უჭკუო ბებერი მეძახა. რა დროს ჩვენი ეგეთებია, ხალხი რას იტყვისო. ბაბუ თქვენ აქეთ არ ხართ, წყლის მიმწოდებელი მაინც ვეყოლებოდით ერთმანეთს.უსმენდა დათა და არ იცოდი რა ეთქვა.
-დრო მიეცი ბაბუ და ცოტა იბრძოლე.
-მეტი რაღა დრო უნდა. ორი დღის წუთისოფელი გვაქვს დარჩენილი.სიბრაზისგან თვალებს აბრიალებდა.ფეხის ხმა შემოესმა დათას და უკან მიიხედა,გაოცებულმა შეხედა მის ეზოში შემოსულ თაიას რომელიც დამფრთხალი შვლის თვალებით ვიღაცას დაეძებდა.თავში ეშმაკურმა აზრმა გაუარა და ბაბუას შეხედა.
-ბაბუ მოდი შენ გახედე და სახლში შემოიპატიჟე სტუმარი.
-შენ სად მიდიხარ,რატომ არ გინდა დაენახო სტუმარს.
-რაღაც გეგმები მაქვს და მალე გაიგებ.თვალი ჩაუკრა ბაბუას და სახლში შევიდა.ვანო ბაბუ კი წამოდგა და თაიას ეზოში მიეგება.
-მოდი ჩემო გოგო,ხომ მშვიდობა გაქვთ?
-კი მშვიდობა გვაქვს,თაიას სანახავად მოვედი.
-თავის ოთახშია, შედი და მეც ახლავეს მოვალ.თაია სახლში შედიოდა რომ ისევ შეაჩერა ვანო ბაბუმ.
-ნელიმ საყვედური ხომ არ გითხრა.
-ცოტა გავაბრაზე,მაგრამ ვფიქრობ ვიცი როგორ უნდა შემოვირიგო.
-როგორ? თვალები აუციმციმდა მოხუცს.
-თქვენი დახმარება დამჭირდება და დრო რომ მოვა გეტყვით.ვანო ბაბუს გაეცინა და თაიას უთხრა.
-ვფიქრობ,რასაც ჩაიფიქრებ ყველა შენი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა გიყვარს.
-კი ასეა და ვფიქრობ გამომივა ის რაც ჩავიფიქრე.უთხრა ღიმილით და თაიას ოთახისკენ წავიდა,ოთახში შესულს  ნაცნობი სურნელი იგრძნო,მაგრამ თავი გააქნია და  გიფიქრა მელანდებაო, რადგან დათას მანქანა ეზოში ვერ შენიშნა.დივანს, რომ მიუახლოვდა მძინარე დათა დაინახა, რომელიც თითქოს სიცივისგან მობუზულიყო,იქვე ლამაზად დაკეცილი პლედი დაინახა,მოაფარა და ის იყო უნდა გაცლოდა, რომ დათამ ხელი დაუჭირა მოქაჩა და  მის გვერდით მიიწვინა.
-რას,რას აკეთებ.გაოცებულმა მიაჩერდა დათას.
-შენ რას აკეთებ, ან სად მიბრძანდებით ქალბატონო თაია?
-შენ აქ რა გინდა?
-მე ჩემს სახლში ვარ და შენ რა გინდა აქ?
-მე თაიასთან მოვედი.
-ააააააა,შენ ხარ ის ჯადოქარი, რომელიც დაპირდა რომ მამიკოს შეარიგებდა გაბუტულ შეყვარებულს?
-ეგ არ მითქვამს და გამიშვი ხელი,სირცხვილი ვანო პაპა არ შემოვიდეს.
-გაგიშვა? რატომ,მე ძალიანაც კარგად ვგრძონობ თავს.
-დათა გამიშვი,შემოვლენ და რას იტყვიან.
-არაფერსაც არ იტყვიან და რადგან შენი ფეხით მოხვედი,აქედან არსად გაგიშებ.
-რას გულისხმობ.
-გახსოვს, რომ მითხარი, როცა მოვალ დავრჩები კიდეცო?
-მე შენთან კი არა, თაიასთან მოვედი.უთხრა გაბრაზებულმა დათას და იმდენად საყვარელი იყო გაბრაზებული დათას ჩახუტება  და კოცნა. უნდოდა,მაგრამ თაია მიუხვდა ჩანაფიქრს და სახე მოარიდა.
-თაია ხომ იცი რომ  მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. ამის თქმა შეძლო და ნაზად შეეხო თაიას ათრთოლებულ ტუჩებს. დაიბნა,მაგრამ სცადა აჰყოლოდა. 
-მიხარია თაია.
-რა გიხარია.
-ეგოისტურად  მიხარია რომ პირველად მე შევეხე ამ ბაგეებს და პირველი ვარ,
აწი უკეთ ისწავლი პირველ ჯერზე არაუშავდა.თაია დაიბნა, გაწითლდა და  შერცხვა.
-თაია თვალებში შემომხედე.მკაცრად უთხრა დათამ და თაიას შეეშინდა მისი სიმკაცრის.თვალებში ჩახედა თაიას და უთხრა.
-ჩემი არასდროს უნდა შეგრცხვეს,გესმის? ჩემი არ უნდა შეგრცხვეს.ხელი მოხვია და გულში ჩაიხუტა.
-დათა წახვედი და აქ არ იყავი,მაგრამ მე მაინც მიყვარდი.
-გიყვარდი?
-ჰო,მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ და ვფიქრობ სიცოცხლის ბოლომდეც შენ  მეყვარები.
-რა თქვი? წამოჯდა დათა ისე რომ თაიასთვის ხელი არ გაუშვია.
-მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები.
-თაია შენ არ იცი ახლა როგორი ბედნიერი კაცი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უბედნიერეს ქალად გაქციო.სიხარული და ბედნიერების განცდა ერთად შემოაწვა ორივეს,როცა  თაია შევარდა მამიკოს ძახილით და ერთად, რომ დაინახა თაია და დათა ჯერ გაუკვირდა,მაგრამ შემდეგ თვალებში სიხარულის და ბედნიერების ვარსკვლავები აციმციმდა.
-აი მოვიდა ჩემი  სიხარული,ჩემი საუნჯე, და ჩემი ყველაფერი! მა მოდი ჩემთან. გახსოვს, რომ გიყვებოდი ჭირვეულ გოგოზე, რომელიც ძალიან მიყვარდა?
-მახსოვს,მაგლამ თაია?
-ეს ის თაია არის ჩემო პრინცესავ.
-შენ? შენ ქალ ის თაია მამიკოს ლომ აწვალებდი?
-მე ვარ პატარავ.უთხრა თაიამ და მისი გამოწვდილი ხელებს თავის ხელები შეაგება.
-ვიცოდი შენ ლომ იკავი ის ჭილვეული გოგო,თაია ხომ აღარ დაშორდები მამას?
-თუკი შენს მამიკოს უნდა, რომ ჰყავდეს ჭირვეული ცოლი თანახმა ვარ.
-აღმოვაჩინე, რომ შემიძლია უკვე შიგნიდან სავსე ვიყო.ვგრძნობ,რომ სამყაროც უხვი არის ჩემს მიმართ,რადგან დღეს ბედნიერებით ვარ სავსე.შენ ჩემს გვერდით ხარ და ესაა ამ ყველაფრის მიზეზი.სახლში მისულმა ნელი ბებოს ყველაფერი მოვუყევი და ძალიან გაეხარდა.
-მიხარია,ძალიან მიხარია შვილო ბედნიერს რომ გხედავ. უფალმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა მუდამ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდით,საკუთარი ოჯახის და შვილების ფასი არაფერია.
-ბებო არ მინდა ცუდად ჩავერიო, მაგრამ იქნებ დაფიქრდე.მიეცი შანსი საკუთარ თავსაც და ვანო პაპასაც. ხომ გინდა, რომ ბედნიერი იყო?
-არა შვილო, რაღა დროს ეგეთებია ხალხი რას იტყვის.
-ხალხს დაანებე თავი. ისინი ყოველთვის იმას იტყვიან, რაც აწყობთ. დროა იყო ბედნიერი.
-არა,შეუძლებელია.
-მარტო ერთხელ შეხვდი და მიეცი საშუალება ნორმალურად დაგელაპარაკოს.
-ვნახოთ, ვნახოთ ჩაილაპარაკა მერყევი ტონით.დრო მოვიდა ქალაქში დაბრუნების,რა მალე ამოიწურა ხუთი დღე წინ სამსახური მელოდა და დავბრუნდით,მაგრამ თაიას დავპირდი რომ ისევ მალე ვნახავდი.ქალაქში დაბრუნების შემდეგ ყოველდღიურობას დავუბრუნდი,თავისუფალ დროს თაიას დათასთან ერთად ვასეირნებიდი. ერთ-ერთი სეირნობისას, ერთმა მინებ დაბურულმა ჯიპმა ჩაგვიარა და ჩვენს გარშემო დაიწყო ნელი სვლა,ვიგრძენი როგორ დაიძაბა დათა მაგრამ ვერ მივხვდი თუ ვინ უნდა ყოფილიყვნენ ისინი.პარკში ახალი შესულები ვიყავით,რომ დათამ მკაცრად უთხრა თაიას.
-წასვლის დროა თაია.
-ლოგოლ,ახლა არ მოვედით?
-უნდა წავიდეთ.
-გთხოვ ლა კიდევ ცოტა ხანს მამა.
-სხვა დროს გამოვიდეთ,ახლა დამიჯერე აქედან უნდა წავიდეთ თაია.
დათამ ჯერ მე მიმიყვანა სახლში და ნაჩქარევად დამემშვიდობა.გულმა ცუდი მიგრძნო, მაგრამ უკუვაგდე ფიქრები. სადარბაზოში შესულმა ვიგრძენი, რომ უკან ვიღაც მომყვებოდა,მეგონა დათა იყო და გამეღიმა,მივუბრუნდი მაგრამ ჩემს წინ უცხო მამაკაცი იდგა,ის იყო უნდა მეყვირა, რომ პირზე ნაჭერი ამაფარა და მეც თანდათან ბურუსში წავედი.თვალი რომ გავახილე, სადღაც ოთახში ვიყავი ხელ-ფეხ შეკრული. ყვირილი დავიწყე თუ სად ვიყავი,ჩემს ხმაზე კარი გაიღო და სინათლეც აინთო ასაკში შესული მამაკაცი ჩემს წინ დაიმუხლა და აგდებული ხმით მითხრა.
-ესე იგი შენ ხარ დათას გოგო? გემოვნება ყოველთვის კარგი ჰქონდა,არც მე ვიტყოდი შენზე უარს.თქვა და ამაზრზენად გადაიხარხარა.
-რა გინდათ ჩემგან,ვინ ხართ.
-ეს შენმა ბიჭმა იცის ვინ ვართ,მაგრამ მოგვიანებით აგიხსნით,ახლა კი დავურეკოთ და ვნახოთ რისი ტრ... აქვს.ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-დათა როგორ ხარ?
-შე მითხარი სად ხარ?  იცოდე თაიას ერთი ღერი თმა, რომ ჩამოუვარდეს იცოდე მოგკლავ ისე, რომ ხელი არ ამიკანკალდება და ეს შენ კარგად იცი რომ ვარ გამკეთებელი.
-ნუ მემუქრები,იცი ცალხელას რა შემიძლია. 10 000 $ მოიტან, შეხვედრის ადგილს მოგწერ. იცოდე, პოლიცია რომ მოიყვანო ამ ლამაზმანს ვერასდროს ნახავ.
-დათა მიხვდა, რომ უცნობი არ ხუმრობდა,ყველაფერზე იყო წამსვლელი ამიტომ დახმარება თავის ძმობილს დანიელს სთხოვა. გეგმა შეადგინეს. ამასობაში შეხვედრის დროც მოვიდა.დათამ ფული გაამზადა და იმ ადგილისკენ დაიძრა რაც შეტყობინებით მისწერეს. მეც თან წამიყვანეს,ხელები ისევ შეკრული მქონდა და შეშინებული ველოდი რა მოხდებოდა.ჩვენც მივედით და დათაც მალე მოვიდა,ფულით სავსე ჩანთა ძირს დააგდო და თქვა.
-ჯერ თაია გამოუშვით და ფული აქ არის.მამაკაცმა ხელები გამიხსნა და ხელით მიბიძგა წავსულიყავი,ჯერ ნელი ნაბიჯით წავედი,შემდეგ კი გავიქეცი და დათას  რომ მივუახლოვდი სროლის ხმა გაისმა,ვერ მივხვდი რა მოხდა,მაგრამ ნაბიჯი ვეღარ გადავდგი და დათას თვალებში ჩავხედე,მხოლოდ ორი ნაბიჯი მაშორებდა მასთან მისვლას და ვუთხარი.
-მშვიდ  სიმარტოვეში თვალებდახუჭულ დაბრმავებულ ფიქრებში მეორდები და ამ კორიანტელივით დატრიალებულ  დაღლილ   ფიქრთა ბატონ პატრონი ხარ,რომელსაც შენი სახელი ჰქვია.მიყვარხარ დათა.თაიას თვალები მიებინდა და გონწასული დათას მკლავებში ჩაესვენა. დათას განწირულმა ყვირილმა მოიცვა არე-მარე.
-თაია გთხოვ, გთხოვ გაახილე თვალები, ნუ მიმატოვებ, ნუ ჩამაქნევინებ ამ ცხოვრებაზე საბოლოოდ ხელს, მე ხომ შენს გამო ვცადე რომ დავბრუნებოდი ღირსეულ ცხოვრებას. ნუ მიმატოვებ თაია.ტიროდა დათა.ამ დროს წვიმაც წამოვიდა,თითქოს იზიარებდა მის ტკივილს ბუნებაც. სირენების ხმა გაისმა, ერთდროულად მოვიდა პოლიციის მანქანა და სასწრაფო.
დამნაშავე დანიელს დაუჭერია, მაგრამ დათასთვის აზრი აღარ ჰქონდა აღარაფერს, მას თაია უკვდებოდა, მისი ერთადერთი სიყვარული, რომელსაც ბავშვობიდან გულით დაატარებდა და დღემდე მის იქით ვერავის ხედავდა.თაია კი ამ დროს მსუბუქად დაფარფატებდა და  მაღლა, მაღლა ღრუბლებში მიიწევდა. ხედავდა მომტირალ დათას, მაგრამ მასთან მისვლას ვერ ახერხებდა. საოცარ სილამაზეში დასეირნობდა, ულამაზეს მინდორ ველს ხედავდა, შორს ხალხის ნაკადიც დაინახა. მიუახლოვდა. ბევრი იწვალა და მოახერხა, რომ წინ გასულიყო. თეთრად შემოსილი ქალი სიას კითხულობდა. წინ გასულ თაიას ჰკითხა:
-შენ ვინ ხარ?
-თაია აბაშიძე.ქალმა სიას გადახედა და გაოცებულმა უთხრა:
-რიგში არ მყავხარ,შენი რიგი ჯერ არ დამდგარა და ჩქარა გაბრუნდი.გულმა გაჩერება დაიწყო ელექტრო შოკია საჭირო. იყვირა ქირურგმა და რამდენჯერმე სცადეს თაია უკან დაებრუნებინათ და შეძლეს,როგორც იქნა გული ამუშავდა.
-გადავრჩით, დიდება უფალს.ოფლს იწმენდდა ნერვიულობისგან ქირურგი,დათა გიჟივით ბოლთას სცემდა დერეფანში. ამაოდ ცდილობდნენ მის დაწყნარებას მანამ, სანამ ქირურგი არ დაინახა.
-როგორ არის ექიმო?
-გადავრჩით,გული გაუჩერდა,მაგრამ მოვახერხეთ მდგომარეობიდან გამოყვანა. ტყვია ამოღებულია. 24 საათი კრიზისული მდგომარეობა გვაქვს, იმედია გამოძვრება. მანამდე კი რეანიმაციაში იქნება.
-შემიძლია ვნახო?
-არა, ნახვას ვერ შეძლებთ, ამიტომ სჯობს სახლში წახვიდეთ.დამშვიდდით,თავს მიხედეთ და დილით მობრძანდით.დათა არ ფიქრობდა წასვლას, მაგრამ ანამ და გიგიმ არ დაანება.
-მე დავრჩები დათა. წადი გამოიცვალე, მოწესრიგდი და შემდეგ მოდი. უთხრა გიგიმ.
-გიგი მართალია,წადი დათა,თაიაც ცოდვაა მარტო, მას მამა სჭირდება.
დაუჯერა დათამ ორივეს, მაგრამ დილამდე ვერ გაძლო და საავადმყოფოში წავიდა.შევიდა თუ არა შენობაში გიგიმაც დაურეკა.
-რა მოხდა, გიგი თაიას შეემთხვა რამე?
-არა,არა.დათა თაია გონზე მოვიდა და პალატაში გადაიყვანეს,მაგრამ არ მიშვებენ მასთან.
-მოვედი უკვე,მეც აქ ვარ.გიგი მიბრუნდა და დაინახა ჩქარი ნაბიჯით მისკენ მიმავალი დათა.
-ტყუილა მოხვედი არ შეგვიშვებენ,მაგრამ ნანა უნდა ვნახოთ რომ შეგვაპაროს თაიასთან.გიგიმ მოძებნა ნანა და დიდი ხვეწნის და თხოვნის შემდეგ შეუშვა ორივე,მაგრამ მკაცრად გააფრთხილა რომ 5 წუთზე მეტად არ გაჩერდებოდნენ.ფეხაკრებით შევიდნენ და თაიას არ ეძინა,თვალები კი დახუჭული ჰქონდა.მიუახლოვდა და ტუჩებით შუბლზე შეეხო.
-მაპატიე,დაგპირდი მაგრამ ვერ დაგიცავი. 
-მთავარია რომ ისევ შენ გხედავ.
-ჩემო სიყვარულო,ისევ ჩემს გამო მოგიწია ტკივილის ატანა.
-ჩუუუუ, არაფერი არ მითხრა მხოლოდ ჩამეხუტე, ახლა მხოლოდ შენ მჭირდები.დათამ ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა,გიგიმ კი ფეხაკრებით დატოვა ორივე და გარეთ გავიდა.რამოდენიმე კვირა დასჭირდა თაიას მყარად დამდგარიყო ფეხზე და სამსახურშიც გავიდა და ნელა-ნელა დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.ერთ საღამოს დათამ თაიას უთხრა.
-ხვალ არაფერი დაგეგმო,გამოგივლი და სადღაც უნდა წაგიყვანო. 
-სად უნდა წამიყვანო?
-სიურპრიზია, სხვა არაფერი მკითხო.სანამ დათამ ყველაფერი გაამზადა, რაც სჭირდებოდა ანა გაიყოლა და საჭირო ნივთები იყიდეს, ნელი ბებოც აიყოლია, რომელსაც ცალკე უმზადებდა სიურპრიზს ვანო პაპასთან ერთად. მან როგორც იქნა მოულბო გული და დაიყოლია, რომ სიბერეში მაინც ყოფილიყვნენ ერთად.
დადგა დათასთვის ნანატრი დღეც. დილით გაუარა თაიას, რომელმაც არ იცოდა სად მიდიოდნენ მანამ, სანამ სოფლის გზა არ დაინახა. სახლში მისულს დათამ უთხრა, რომ მის ოთახში ასულიყო და ყუთში, რაც იდო ისინი ჩაეცვა. თაიამ გაკვირვებულმა შეასრულა მისი თხოვნა. ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო, რომელიც მის ლამაზ ფორმეს უფრო ლამაზად გამოკვეთდა. თმები გაიშალა და გვირილების გვირგვინი დაიდგა თავზე.
-თაია მზად ხარ? 
-მზად ვარ.მოესმა თაიას ხმა და ოთახის კარიც გაიღო,თაიას შეხედა და სუნთქვა შეეკრა,მაგრამ თავი ხელში აიყვანა ყველა მოძალებული გრძნობა ჩაახშო მასში და უთხრა.
-დროა აქედან წავიდეთ, თორემ ნებისყოფა აღარ მეყოფა და სიურპრიზიც ჩამეშლება.ხელი ჩაკიდა და სოფლის შუაგულში ულამაზესი ტაძარი იდგა, რომელიც თავისი სიძველით გამოირჩეოდა, იქ მიიყვანა დათამ თაია და მუხლზე დამდგარმა ბეჭდით ხელში უთხრა.
-გამომყვები ცოლად და გახდები ჩემი შვილების დედა? თაიას ცრემლი მოერია და დათანხმდა. ამ დროს ვანო პაპამაც  სთხოვა ნელი ბებოს გამხდარიყო მისი ცხოვრების მეგზური.
-იქნები ჩემი სებერის სიტკბოება და წყლის მიმწოდებელი? ნელი ბებო დაიბნა, შერცხვა ამდენი ხალხის, მაგრამ თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი.ერთად იწერდნენ ბაბუა და შვილიშვილი ჯვარს და უფალს მანდლობას სწირავდნენ, რომ ის ადამიანები ჰყავდათ გვერდით ვისგანაც პირველად იგრძვნეს რა იყო სიყვარული და პირველი გულის აფრიალება, ისწავლეს ბრძოლა და მიუხედავად დიდი ტკივილისა,არ დაეკარგათ იმედი, რწმენა და ურთიერთდაფასება.


დასასრული.
ავტორი ,,გლეხი ქალი''.

ჩემო ერთგულო მკითხველო,ეს ისტორია ეკუთნის ერთ-ერთ ჩემს ახლობელს რომელსაც არ უნდა მისი ვინაობის გამხელა და უნდა მკითხველისთვის იკოგნიტოდ დარჩეს.მისი პირველი ნაშრომია და შეფასება თქვენთვის მომინდვია,ის ელოდება თქვენგან შეფასებას და მზად არის კრიტიკაც მიიღოს.მადლობა ყველას წინასწარ,მეც შევეცდები მალე დაგიბრუნდეთ.



№1 სტუმარი სტუმარი Eni

თქვენი წერის სტილს გავს.შესავალი საკმაოდ გაწელილი იყო.არაფრის,არავის და არა არაფლის,არავინის.როცა წინადადებებს საკმაოდ დალაგებულად აწყობთ,გრამატიკულადაც თუ გაასწორებინებთ ვინმეს,უკეთესი იქნება.

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი Eni
თქვენი წერის სტილს გავს.შესავალი საკმაოდ გაწელილი იყო.არაფრის,არავის და არა არაფლის,არავინის.როცა წინადადებებს საკმაოდ დალაგებულად აწყობთ,გრამატიკულადაც თუ გაასწორებინებთ ვინმეს,უკეთესი იქნება.

relaxed არ არის ჩემი ისტორია,ეს ზემოთაც ავღნიშნე,მაგრამ გმადლობთ,ავტორი აუცილებლად გაითვალისწინებს შეცდომებს. kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო მომეწონა.ველი შენს ისტორიას

 


№4  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან კარგი იყო მომეწონა.ველი შენს ისტორიას

heart_eyes მეც მალე დავბრუნდები საყვარელო,უკვე მომენატრეთ. kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან საყვარელი და საინტერესო ისტორია იყო მზიკო. ავტორს გადაეცი აუცილებლად გააგრძელოს წერა. პირველი რომ ასეთი იყო მომავალში დაიხვეწება და უკეთესად გამოუვა. წარმატებები

 


№6  offline წევრი მია15

ძალიან კარგი წარმატებები და ველუი შენს ისტორიებს

 


№7  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაკო
ძალიან საყვარელი და საინტერესო ისტორია იყო მზიკო. ავტორს გადაეცი აუცილებლად გააგრძელოს წერა. პირველი რომ ასეთი იყო მომავალში დაიხვეწება და უკეთესად გამოუვა. წარმატებები

scream scream გადავცემ საყვარელო,მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხარ. heart_eyes kissing_heart

მია15
ძალიან კარგი წარმატებები და ველუი შენს ისტორიებს

heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№8 სტუმარი თამუსია

არაუშავდა დამწყებისთვის :):)
ცოტა დროშია არეული,60-65 წლის ქალი ვერ იქნება მოხუცი ბებო. თან 10 000 $ ერთი ჩანთა არაა თუ 1$ იანებით არ გააავსებ.

 


ძალიან მომეწონა, მაგარი იყო, ეს ისტორია უკვე მეორედ წავიკითხე, ერთხელ ადრე მაქვს წაკითხული, და მეორედ აი ახლა წავიკითხე, მოკლედ რომ ვთქვა კიდევ ველოდები შენს ისტორიას

 


№10 სტუმარი მარიზა ახობაძე

ლამაზი ისტორიაა.ღმერთმა ყველას აგვიხდინოს ნატვრა და ოცნებები.მადლიბა ყველას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent