შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სილურჯე შეპარული ნაცრისფერი (18+) მეორე ნაწილი


9-11-2018, 14:28
ავტორი ნადარაია
ნანახია 12 050

16.

- გოგო დადე ეს ოხერი ტელეფონი და დამელაპარაკე წესიერად! - ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა თინიმ თეკლას.
- ხო კაი, კაი... - სახე გაებადრა ალასანიას, ბოლო რამდენიმე კვირა იყო კი არ დადიოდა, დაფრინავდა.
- რა გჭირს არ მეტყვი? ახალი წლის მერე ასე ხარ! სახე გაბრწყინებული, იდიოტივით იღიმი ყოველ წამს. - სიცილი ვერ შეიკავა ბოლოს.
- არაფერი არ მჭირს ვა, ნუ დამღალე!
- მე დაგღალე ხო? ახლა რომ გაგჩეჩავ ნახავ! - ეწყინა თინის.
- კაი ხო... მე და გიორგი... - დაიწყო ბლუყუნი ალასანიამ.
- რა შენ და გიორგი? - ვეღარ ითმენდა მეზობელი.
- ანუ ხო ხვდები... - იატაკს მიშტერებოდა და თითებს იმტვრევდა. - ნასვამები ვიყავით და...
- რაააააააა? - შეჰკივლა თინიმ და ხარხარი დაიწყო. - ანუ შენ გინდა მითხრა რომ შენ - თეკლე ალასანიას და გიორგი მესხს სექსი გქონდათ?
- გაჩუმდი გოგო... - პირზე ხელი მიაფარა აწითლებულმა თეკლამ.
ხმაურზე კარი გაოცებულმა ლელამ შემოაღო, ხელში დანა და ნახევრად გათლილი კარტოფილი ეჭირა, სათვალე ცხვირის წვეტზე ჩამოცურებოდა.
- რა გაკივლებს გოგო?! - შეიცხადა დამშვიდებულმა, რახან დარწმუნდა რომ ორივე ცოცხალი იყო.
- ლელა! ვერ დაიჯერებ! - ახლა დედისკენ გაქანდა თინი. თეკლას ფერი ეცვალა.
- რა მოხდა, რა?!
- თეკლა გიორგისთან იწვა დედა! - სიცილით კვდებოდა და კიოდა თინი.
- რას ამბობ გოგო?! - კარტოფილი ხელიდან გაუვარდა ლელას.
თეკლას ერჩივნა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა, ვიდრე აქ, ამ სიტუაციაში მდგარიყო.
- იცოდე დეტალიც რომ გამოგრჩეს არ გაცოცხლებ! - გაკრეჭილი დარბოდა ოთახის გარშემო თინი.
- ხო არ გააფრინე გოგო შენ? - ძლივს ხმა ამოიღო თეკლამ.
- მოგეწონა? - არ ჩამორჩა ლელა.
ლელას ამ კითხვამ მთლად გააოგნა თეკლე, გაშეშებული იდგა და ხან წითლდებოდა, ხან თეთრდებოდა.
- ბატონო? - ყურებს არ უჯერებდა.
- აბა შენ მე ჩამორჩენილი დედა ხო არ გგონივარ? მეც ვიყავი შენ ხელა! - ეწყინა ლელას.
- დედა მოიცა რა, ყვება, აცადე... - გააჩუმა თინიმ. - ანუ მოგეწონა ხო?
- კი... რავიცი... ხო რა... - აბლუყუნდა თეკლა.
- ხო არ გატკინა? - არ ეშვებოდა თინი, თან ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
- თინი!.. რა კითხვებია! - ამოასხა თეკლას.
- მოიცა როდის მოხდა ეს ყველაფერი? - თვალები მოჭუტა მეზობელმა.
- ახალი წლის ღამეს...
- ოჰ... რატო არა? ანუ აქამდე არაფერი მითხარი?
- თინი, ასეთ რამეზე არ საუბრობენ ხოლმე!
- კი, როგორ არა... ლელა მიშველე...
- თეკლე დედი, ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას... ცოტა ვერაა ეს ჩემი შვილი...
- კაი დედა! მე რომ ყველაფერს გიყვებოდი კაია? - შეიცხადა თინიმ.
- დედა, შენ არ ხარ ნორმალური! - მიუტრიალდა ლელა.
- რამდენჯერ იწექით? - ყურადღება არ მიაქცია თინიმ.
- სამჯერ... - დაიჩურჩულა ალასანიამ.
- და მე არ მითხარი?! - უკვე სერიოზულად სწყინდა.
ეს სასიამოვნო საუბარი თინის ტელეფონზე შემოსულმა ზარმა შეაწყვეტინათ. ტელეფონს დახედა და სახე გაებადრა.
- გისმენთ... - წამში დატკბა. - კაი გამოვდივარ...
- ვინ იყო? - ჰკითხა ლელამ.
- ვინ იქნებოდა დედა? - წამის მეასედში ამოიცვა ჯინსი, ჩაიცვა ზოლიანი მაისური და მხარზე გადასაკიდ ჩანთას დასწვდა.
- ვინ იფიქრებდა ამას თუ ის თავადი მოეწონებოდა... არა ვი იფიქრებდა?! - ამბობდა ლელა. - მთელი დღე მის ლანძღვაში იყო და ახლა მის ერთ ზარზეც არ გარბის...
- ვინ იფიქრებდა... - ჩაილაპარაკა თეკლამ, ფანჯრიდან ჰორიზონტს გაჰყურებდა, მაგრამ ფიქრით კიდევ უფრო შორს დაქროდა.




17.
თებერვლის ამინდთან შედარებით უფრო თბილოდა. დათოვლილი მთების წვერზე მზე იწონებდა თავს და ყველას თვალს ჭრიდა გარშემო. ცოტნეს ჯიპი ბაკურიანისკენ მიიკვლევდა გზას. გამოცდები ჩაებარებინათ და რამდენიმე დღით გასართობად წასვლა მათთვის მისწრება იყო.
- ცო... - დაიწყო თინიმ, რომელსაც წინ, მძღოლის გვერდით დაეკავებინა ადგილი. - მამაშენის სასტუმროში მივდივართ?
- ხო რა... მამაჩემმა ამოდით როცა გაგისწორდებათო. ხო აზრზე ხარ... ყველაფერს კისრულობს, ვააააფშე... - ამაყობდა ცოტნე.
- ვაჩე რა კაცია... ვგიჟდები მე მამაშენზე... - თქვა გიორგიმ, რომელიც თეკლასთან ერთად უკან იჯდა.
ალასანია გიორგისა და ალექსანდრეს შორის ჩამჯდარიყო, ზურგით გიორგის მკერდზე ეყრდნობოდა, ბიჭს კი ორივე ხელი საყვარელი ქალისთვის შემოეხვია, თავი მის კისერში ჩაერგო და დროგამოშვებით მის აბრეშუმივით კანს სველი კოცნებით აჯილდოვებდა და ღრმად ისუნთქავდა გოგონას სურნელს. კისრიდან ლოყებისკენ ინაცვლებდა, ლოყებიდან კი ტუჩის კუთხეებს ეპატრონებოდა. სიმორცხვისგან გაწითლებული თეკლე გიორგისთვის თვალებში შეხედვასაც ვერ ბედავდა.
- ასე საყვარლად რომ წითლდები... აი მაგის გამო... დღეს საღამოს მაგრად დაისჯები... - ჩასჩურჩულა გიორგიმ ვნებიანად და ისედაც აბნეული გოგო, კიდევ უფრო ააბნია.
ნახევარ საათში უკვე ბაკურიანში იყვნენ, ცოტნეს მამის ერთ-ერთ სასტუმროში. სასტუმრო კოტეჯის ტიპის იყო, მაღლა, ამირანის პარკთან ახლოს, ყველა სხვა სასტუმროსგან მოშორებით, გადათეთრებულ ტყეში ჩაფლული. ჩემოდნები გადაიტანეს და სახლში შევიდნენ, სადაც ცოტნეს ნათლია დახვდათ.
- სოფოიეეე... - გაექანა ბიჭი და ორმოცდაათ წელს გადაცილებულ ქალს შეახტა, ისე როგორც ორი წლის ბავშვი.
- არ იზრდები ხო შენ? - ბაკურიანულად მოუქცია ნათლიამ და ნათლული გულში ჩაიკრა.
- სოფოიე... ისე მშია, შენ შეგჭამ ახლა...
- გამარჯობა სოფო დეიდა... - გადაეხვივნენ ალექსანდრე და გიორგიც.
- სოფოიე, გაიცანი ეს თინია, ალექსანდრეს შეყვარებული. ეს მეორე კი თეკლაა, გიორგის შეყვარებული...
- როგორ გამახარეთ ბავშვებო! და შენ ისევ მარტო ხარ შე უბედურო შენა? - დასცინა სოფომ ცოტნეს.
- შენ მაინც ნუ მაჭერ მაზოლზე ფეხს, სოფოიე, რა გჭირს? - სახე მოეღუშა ცოტნეს.
- სამი ცარიელი ოთახი გვაქვს მხოლოდ და როგორც გინდათ, ისე გადანაწილდით. - გამოაცხადა სოფომ, გასაღებები ბიჭებს ჩამოურიგა, თვალი ჩაუკრა და წავიდა, ხალხს უნდა მივხედოო მოიმიზეზა.
- რას ვაპირებთ ? - ამოუდგა გიორგი ცოტნეს.
- რავი ბიჭო... გოგოები ცალკე და ჩვენ ცალკე?
- შენ შიგ ხომ არ გაქვს... - იდაყვი მაგრად უთავაზა თავისზე ბევრად დაბალ ძმაკაცს. - მე და თეკლა ერთ ოთახში ვართ ძმაო... არ მაინტერესებს ეეე...
ორივე ხელი მაგრად მოხვია თეკლას და წამიერად გოგოს ტუჩებს დაეპატრონა.
- კაი, ანუ შენ და თეკლა ერთად. დალშე? - გახედა თინის და ალექსანდრეს.
ალექსანდრეს სული ძვრებოდა, უნდოდა ეთქვა „მე და თინიც ერთად ვიძინებთო“, მაგრამ თინის ნებართვის გარეშე ვერ ბედავდა.
- მოკლედ შენ და ალე ერთად, და ეს გასაღები მომეცი მე... მე მარტო ვიძინებ... - ჩაილაპარაკა ბედნიერი ხმით თინიმ, გასაღებს ხელი დაავლო და ოთახისკენ აიღო გეზი.
- ხო ხედავ , იმენა ჩემი ბედი ხარ... - მიუტრიალდა სიცილისგან გაწითლებული ცოტნე ფერდაკარგულ ძმაკაცს.
- მოკეტე, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ...







18.
პარკამდე ფეხით ჩავიდნენ, მერე „ოცდახუთიანებისკენ“ გაუყვნენ გზას. იბორიალეს ბაკურიანის გარშემო. დაღლილები, ღამის თერთმეტ საათზე გამოუდგნენ უკან, სახლის გზას.
წინ ცოტნე მიდიოდა, მის მხარდამხარ კი ალექსანდრე, რომელსაც ზურგზე დაღლილი თინი შეჯდომოდა, თავი ბიჭის კისერში ჩაერგო და ჩუმად რაღაცას ეჩურჩულებოდა. უკან კი ხელიხელ ჩაკიდებული თეკლა და გიორგი მოდიოდნენ, რომლებიც ჩუმად რაღაცაზე იცინოდნენ.
უცებ გიორგის ცივი გუნდა პირდაპირ კისერში მოხვდა და წვეთ-წვეთად ზურგისკენ იწყო ჩასვლა.
- ცოტნე... მაგრად დაგერხა... - გამოეკიდა ძმაკაცს, რომელსაც წინასწარ ყველაფერი გაეთვალა და მარდად დასხლტომოდა ხელიდან.
გიორგიმ გუნდა გააკეთა და ცოტნესკენ გაიქცა. ამ დროს თინიმ დრო იხელთა, დიდი ყინულიანი გუნდა აიღო და ზუსტად იგივე მიმართულებით თავადიშვილს ესროლა. ალექსანდრე ნამდვილად არ მოელოდა გოგოსგან ამას. წამიერად გაეკიდა გოგოს, რომელსაც მოქნილობა და სიგამხდრე ხელს უწყობდა, და ყოველ ჯერზე ხელიდან უსხლტებოდა. თინი სიცილით კვდებოდა.
- რაო თავადო? ვერ მიჭერ? - აბრაზებდა და უმისამართოდ გარბოდა.
- მე შენ განახებ ვერ დაჭერას... - ჩაილაპარაკა ამილახვარმა. გოგონას გზა მოუჭრა და კუთხეში მიიმწყვდია.
- მაინც ვერ დამიჭერ... - ისევ იწვევდა ბიჭს.
- თოვლს გაჭმევ... - დაემუქრა ბიჭი.
- მე სხვა რამ მირჩევნია... - თვალი ჩაუკრა თინიმ.
- ყველაფერს თავისი დრო აქვს... - მიუხვდა გიორგი.
წამებში დაიჭირა, ორივე ხელი მაგრად ჩაავლო, აწია და პირდაპირ თოვლში ჩააგდო. ამაოდ ცდილობდა გოგო თავის გათავისუფლებას. ალექსანდრე ზემოდან მოქცეოდა, ორივე ხელი მიწაზე მიეკრო და ფეხებიც გაეკავებინა.
- ეს რა შეგძლებია თავადო? როგორი აგრესიული ხარ? - ღადაობას აგრძელებდა თინი.
- ესეიგი ცალკე იძინებ ხომ? - ირონიით ჰკითხა ალექსანდრემ.
- ხო, რა იყო? რამე გიკვირს?
- არა, პირიქით...
ეს თქვა და გოგონას სიცივისგან ათრთოლებულ ტუჩებს დააცხრა. ჰკოცნიდა დიდი მონატრებით და ამოუსუნთქავად, რიგრიგობით უკოცნიდა ორივე ტუჩს, შიგადაშიგ კბენასაც აყოლებდა. ვნებაარეულ თინის რამდენჯერმე კვნესაც აღმოხდა. ენას პირში უყოფდა და ცდილობდა უფრო მეტად გაეგიჟებინა საყვარელი ქალი.
- კარგად დაფიქრდი, ისევ მარტო იძინებ?
კოცნა შეწყვიტა ბიჭმა. წამიერად მოშორდა, ქურთუკი დაიბერტყა და ძმაკაცებისკენ წავიდა, რომელთაც უკვე შეეწყვიტათ ომი და რაღაცაზე ხარხარებდნენ.
ნახევარ საათში ძლივს მიაღწიეს სასტუმროს. გაყინულები, კბილების კაწკაწით დაიძრნენ ოთახებისკენ.
პირველი ცოტნე შევიდა ცხელი დუშის მისაღებად, მერე კი ნათლიამისთან ჩასვლა გადაეწყვიტა. ალექსანდრეს გამოუცხადა, შენთან ძილს მირჩევნია აქ მაინც გავიცნო ვინმეო და ოთახის კარი მოიჯახუნა.
ალექსანდრემ სველი ტანსაცმელი საშრობზე გადაკიდა და აბაზანაში შევიდა. იდგა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ და გონებით თინისთან დაჰქროდა. ეღიმებოდა გოგონას საქციელებზე და გრძნობდა, რომ ამ ქვეყნად, ყველაზე მეტად უყვარდა.
ამ დროს კი მისი მეორე ნახევარიც იგივეს ფიქრობდა. ყველაზე სექსუალურ ხალათს არჩევდა და ფეხაკრეფით ბიჭის ოთახისკენ მიიწევდა.
ოთახის კარი კარგად ჩაკეტა და სააბაზანოს კარი შეაღო. ცხელი წყლის ორთქლი თინის გაყინულ სხეულს სასიამოვნოდ ეცა და გააჟრჟოლა. გოგო ურცხვად ათვალიერებდა საყვარელი ადამიანის შიშველ სხეულს და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. თითქოს დარწმუნდაო თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ჩაახველა და ბიჭის გაოცებული მზერა დაიჭირა. ალექსანდრეს დასანახად ჰაეროვანი მოძრაობით გადაიძრო აბრეშუმის ხალათი, მხრებზე ჩაიცურა და დედიშობილა დადგა ბიჭის წინ. აკვირდებოდა ბიჭის თითოეულ მოძრაობას და მიმიკას.
გაოცებული ალექსანდრე თვალებს არ უჯერებდა, აკვირდებოდა თინის იდეალურ სხეულს, წვრილ წელს და ფართე მენჯს, პატარა და სრულ მკერდს, რომელიც გახშირებული სუნთქვის გამო თრთოდა, ულამაზეს ლავიწის ძვლებს და მხრებს, გრძელ ხელებს და თითებს, რომლებიც სულაც არ ცდილობდნენ სიშიშვლის დამალვას. მკვრივ და ლამაზ საჯდომს და გრძელ, სწორ ფეხებს. აკვირდებოდა და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად თვლიდა.
გოგონამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ბიჭთან ერთად გაყინული სხეული ცხელ წყალს შეუშვირა. თვალებში უყურებდა ალექსანდრეს. აიღო მისი ხელი და სახესთან მიიტანა, აკოცა და ძალიან ნელა, ისე რომ ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია, ბიჭის ხელი სხეულზე ჩამოიტარა. წრიული მოძრაობები გააკეთებინა მკერდთან, თითქოს ცდილობდა ბიჭისთვის თავისი სხეულის გაცნობას. ხელი ნელ-ნელა თეძოებს ჩააყოლა და მკვრივ საჯდომზე დაადებინა. თითქოს ახლა გამოფხიზლდაო ბიჭი, მეორე ხელიც მიაშველა და ორივე დუნდულაზე მაგრად მოუჭირა, რასაც გოგოს კვნესა მოჰყვა. თვალებში უყურებდა და ხედავდა ბიჭის ვნებისგან დაბინდულ თვალებს, რომლებშიც სურვილის უზარმაზარი ცეცხლი გიზგიზებდა.
- თინი... მაგიჟებ... - ჩაილაპარაკა თავისი ბოხი ხმით.
- მე?
გაიოცა გოგომ, ტუჩებით ბიჭის მკერდს მიეკრო. ხელი ბიჭის პრესს ძალიან ნელა ჩააყოლა და მის ერეგირებულ ასოს დასწვდა.
გონებაარეული ალექსანდრე საყვარელი ქალის ტუჩებს ეძგერა. ორივე ხელს უმისამართოდ მის სველ სხეულზე დაატარებდა და თან საჯდომზე ჩქმეტდა. კოცნით ჩაუყვა კისერს, მხრებს, ორივე მკერდი ხელებში მოიქცია და ისევ უჩქმიტა. თინის კვნესა მთელ აბაზანაში ისმოდა. ძუძუსთავებს უსრესდა, უკოცნიდა და კბენდა.
- უყურეთ... რა... აჰ... შესძლებია... ჩვენს... ააააჰ... თავად ბიჭს...
თინის სიამოვნებისგან კისერი უკან გადაეგდო. ალექსანდრე კოცნებით ჩაუყვა მუცელს. ამჯერად უფრო ძლიერად ჩქმეტდა საჯდომზე და უფრო აგიჟებდა გოგოს.
კოცნებით ჭიპს ჩაცდა და ყველაზე მგრძნობიარე ადგილსაც მიაღწია, რასაც თინის კივილი მოჰყვა. კოცნიდა და კბენდა ძლიერად, უნდოდა საყვარელი ქალი ესიამოვნებინა. გოგო კი კვნესოდა გაუჩერებლად, თმებში ხელებით ჩაფრენოდა ბიჭს და სიამოვნების ტალღებს მაქსიმალურად იჭერდა.
- ხომ ხედავ, დაგაჩოქე თავადიშვილო... აააჰ... შენ მე მეკუთვნი... მაინც დაგამარცხე...
ბიჭი უცებ მოიშორა, პირსახოცი მოიხურა და აბაზანიდან გავარდა. იგივე გაიმეორა ბიჭმაც. საწოლთან იდგა თინი, ტანს იმშრალებდა და თან ალექსანდრესკენ აპარებდა თვალს.
აგზნებული ალექსანდრე გოგოს უკნიდან აეკრო. პირსახოცი მოაშორა და მოისროლა. ორივე ხელი სხეულზე შემოხვია და თავი მის კისერში ჩარგო.
- თქვენ რით გამაოცებთ, თავადიშვილის შეყვარებულო?
ჰკითხა გამომწვევად. ხელები მუცელზე ჩაუცურა, მერე უფრო დაბლა და თითებით საყვარელი ქალის ვაგინას დაეპატრონა. წრიული, ნელი მოძრაობებით ცდილობდა თინის ჭკუიდან შეშლას.
- ოხ... ალექსანდრე... იმედია... ჩემგან... ქალწულობას... არ ელი... - აღმოხდა.
- არანაირად... ამიტომ მანახე რა შეგიძლია...
გოგონა ჰაერში აიტაცა და საწოლზე გადააწვინა. ზემოდან მოექცა და რამდენიმე წამში მათი სხეულები ერთმანეთს შეერწყა. ამას ისევ თინის კივილი მოჰყვა, ოღონდ ამჯერად ორჯერ უფრო ხმამაღალი. ალექსანდრე ნელ-ნელა ტემპს უმატებდა, თან გოგონას ტუჩებზე ჩაფრენოდა და დაუნდობლად ჰკოცნიდა. რამდენიმე წუთში უძლიერესმა ორგაზმმა მოიცვა თინის სხეული. კივილით გაათავა, რასაც ბიჭის სიცილი მოჰყვა.
- ესა ხართ მხოლოდ ქალბატონო თინათინ? მე თქვენგან მეტს ველოდი... - დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
გააფთრებულმა თინიმ ბიჭი თავის ქვეშ მოიქცია. კოცნით ჩაუყვა პრესს, მუცელს და პირით ბიჭის ასოს დაეპატრონა. რამდენიმე წუთი მხოლოდ ალექსანდრეს ნასიამოვნები ღმუილი ისმოდა. გოგონამ ერეგირებული ასო შეიცურა და ძალიან სწრაფი ტემპით შეუდგა მოძრაობას, თან გაღიმებული მის ქვეშ მოქცეულ თავადს დასცქეროდა.
- ისევ... გაჯობე... თავადო... აღიარე... აააჰ...
- ვაღიარებ...
რამენიმე წუთში ორივემ თავიანთ პიკს მიაღწიეს, მათი ღრიალი არათუ მთელ სასტუმროს, მთელ ბაკურიანს ესმოდა. მათი ძალაგამოცლილი სხეულები კი ტკბილ, სიამოვნებით გაჯერებულ ძილს მიეცნენ.







19.
ღამე ყველასთვის ტკბილი იყო. ტკბილი და დაუვიწყარი, მაგრამ რა იცოდნენ რას უმზადებდათ ბედი მეორე დღეს.
- მოკლედ, აბარგდით და ავედით ტატრაზე რა... - ფინჯანს დაწვდა ცოტნე და ცხელი სითხე მოსვა.
საუზმობდნენ სასტუმროს პირველ სართულზე, ცხელი ფუნთუშებით და ყავით. დღის გეგმებს აწყობდნენ. თინის პირდაპირ ალექსანდრეს კალთაში მოეკალათებინა და ფუნთუშას დიდი სიამოვნებით შეექცეოდა, ხანგამოშვებით ალესაც აკბეჩინებდა ხოლმე.
- კაი რაა... არ გეზარება ტატრაზე რახრახი? - გააპროტესტა გიორგიმ, თან თეკლეს საოცარ თმას ეფერებოდა.
- რატო ... მიტარბზე გადავაჭრად და ვისრიალოთ საკაიფოდ... - იწყინა ცოტნემ.
- ეე, ბაზარი არაა... მე მინდა მიტარბი... იმენა უნდა დავკანტო... - დაიძახა თინიმ.
- დაგკანტავ მე შენ... - საჯდომზე უჩქმიტა ალექსანდრემ, რასაც თინის გაოცებული მზერა მოჰყვა, თან ეღიმებოდა.
ერთ საათში უკვე ტატრაზე, ხიჟინასთან იდგნენ და თხილამურებს ინაწილებდნენ. გიორგი, როგორც სრიალის აქსპერტი, ყველას ბათინკს თხილამურს არგებდა და კანტებს ლესავდა.
- იმედია ბიგელიდან არავინ ჩამოვარდებით, დალშე ყველაფერი გამოვა... - გამოსახა თავშებურულმა ცოტნემ და ბიგელს გაჰყვა.
- მე ბოლოში წამოვალ, თუ ვინიცობაა და ვინმე ჩამოვარდით... - რიგირ ბოლო დაიკავა გიორგიმ.
- ნუ პრაფესორობ რა... - გააჩუმა თინიმ და ჩაფხუტზე დაუკაკუნა.
სრიალით გული რომ იჯერეს დაშვება გადაწყვიტეს, შუადღის ორი საათი იქნებოდა ხიჟინაში რომ შეაბიჯეს გაყინულებმა.
- რას ვუკვეთავთ? - შიმშილისგან ცქმუტავდა ალექსანდრე.
- პიცა, ხაჭაპური და რავი რა აქვთ აქ კიდევ? ფრიც და ეგაა... - ჩამოარაკრაკა მენიუ არანაკლებ დამშეულმა თინიმ.
- რა გჭირს გოგო? ცუდად ხო არ ხარ? - ხელი მოხვია გიორგიმ თეკლას და ლოყაზე აკოცა.
- მე? არაფერი... - შეხტა თეკლა.
- რაც აქ შემოვედით სახე შეგეცვალა, ხმას არ იღებ... მოხდა რამე? - კიდევ უფრო დაეჭვდა გიორგი.
- არაფერი... არაფერი... - თავი დაადო გიორგის და გაიტრუნა.
საჭმელი რომ მოიტანეს, ათი წუთი ყბების ქნევის ხმის მეტი არაფერი ისმოდა. დაღლილებს უკვე თვალებიც ეხუჭებოდათ.
- ამას ვის ვხედავ? - გაისმა ბიჭის ცინიკური ხმა, რომელიც თეკლას დაჰყურებდა. - ჩემი შეყვარებული აქ ყოფილაო?
ბიჭი მთვრალი ჩანდა. მაღალი იყო, წვრილი, ოვალური თავით, ნახევრად შემელოტებული, რეი-ბანები ეკეთა და საოცრად გამხდარ წელს აქეთ-იქეთ აქნევდა, მოკლედ რომ ვთქვათ „იჭიმებოდა“.
გიორგი გაოცებული შეჰყურებდა ხან ბიჭს, ხან თეკლეს, რომელსაც ფერი აღარ ედო.
- რაო ლამაზ? აღარც მესალმები? - უკვე სხვა მაგიდებიდანაც იყურებოდნენ. - ვხედავ მალევე გიპოვნია ჩემი შემვლელი... საინტერესოა... იქნებ მანამდეც გყავდა, მე რომ სიყვარულს მეფიცებოდი?
- უკაცრავად? - წამოდგა ორმეტრიანი გიორგი და თავისზე ერთი თავით დაბალ და გალეულ ბიჭს მაღლიდან ჩამოხედა. - ვინმეში ხო არ გეშლებით, ბრატ?
- აარააა ბრატ... - ხარხარი დაიწყო ბიჭმა. - ეს მგონი ამ ქალბატონს ვეშლები მე ვინმეში... ასე უცებ დამივიწყე თეკლე? - ისევ გოგოს მიუბრუნდა.
- ირაკლი... თავი დამანებე... - გონს მოეგო ალასანია.
- აჰ... ირაკლი... - ნიშნის მოგებით გადმოხედა გიორგიმ ირაკლის. - რა თქმა უნდა, რა სასიამოვო შეხვედრაა... მე გიორგი მესხი, თეკლე ალასანიას შეყვარებული... - ხელი გაუწოდა გიორგიმ.
ირაკლიმ გამოწვდილ ხელს დახედა, მაგრამ არ ჩამოურთმევია. ისევ თეკლეს აკვირდებოდა.
- შენ რა ბოზანდარა ყოფილხარ ალასანია... შენ... - ამ სიტყვების წარმოთქმა და გიორგის მიერ ცხვირში გამოქანებული მუშტი ერთი იყო. გატეხილი ცხვირიდან სისხლი თქრიალით წასკდა ირაკლის.
ირაკლის მაგიდიდან ბიჭები წამოიშალნენ და ძმაკაცისკენ გამოქანდნენ. ფეხზე წამოვარდნენ ალექსანდრე და ცოტნეც.
- შენ მოგიტ*ან დედის მუ*ელი... - დაიღრიალა გამწარებულმა ირაკლიმ და რომ არა ცოტნე და ალე, მეორე მუშტიც მოხვდებოდა.
- რა ხდება აქ? - დაიგრგვინა ირაკლის ერთ-ერთმა ზორბა ძმაკაცმა, რომელიც გაოცებული შეჰყურებდა მომხდარს.
- შენი ძმაკაცი გაიყვანე და ასწავლე როგორ უნდა ესაუბროს გოგოს... - დაისისინა გიორგიმ, კიდევ ერთხელ დარტყმის სურვილი კლავდა.
- ირაკლი რა ხდება? - ახლა ირაკლის მიუბრუნდა ზორბა.
- ამ *ლემ შეყვარებული წამართვა ბლიად... და კიდევ აქეთ მირტყამს, შენ მოგიტ*ან კეთილები... - სისხლი პირში ჩასდიოდა და გინებაში ხელს უშლიდა.
- წესიერად იყავი ბიჭო მანდ... არავის არავინ წაურთმევია და მეორედ რომ დაგინახო ჩემს სიახლოვეს და მით უმეტეს თეკლეს სიახლოვეს, მაგ წვრილ თავს შუაზე გაგიპობ... გააჯვი ახლა აქედან... - ღრიალებდა გიორგი.
- ეს ასე არ დარჩება... - თითი დაუქნია ირაკლიმ და ხიჟინადან გავიდა.
მთელ ხიჟინაში სამარისებული სიჩუმე იდგა.
- მორჩა კინო... დაიშალეთ... - დაიყვირა თინიმ და გიორგის მივარდა ხელზე.
- გიო... შენი ხელი... - ხელზე მრავობითი სილურჯეები დასჩენოდა და გასიებოდა.
- რა დროს ხელია... - გონს მოეგო ბიჭი. - ამას ხვდებოდი? - ჯანმრთელი ხელი კარისკენ გაიშვირა და თეკლეს შეხედა.
- სამწუხაროდ... - სივრცეს მიშტერებოდა ალასანია.
- კაი წავედით ახლა, რაც იყო იყო, ვსო... - სიტოაციის განმუხტვა სცადა ცოტნემ. -დავიშალეთ ახლა, გიოს ხელიც მისახედია, ჩვენც გავიყინეთ... წავედით რა...
მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია. ტანსაცმლის გამოსაცვლელად ყველამ თავის ოთახს მიაშურა. თეკლე თინის აჰყვა ოთახში.
- ეს რა იყო... - საწოლზე მოწყვეტით დაეშვა თინი.
- შოკში ვარ... ეს ვინ ყოფილა... - კანკალებდა თეკლე.
- კაი დაიკიდე რა... ჩაიარა ყველაფერმა. - ხელები მოჰხვია დაქალს.
- დაიკიდე?! ეგ ისეთი ვირია... ამას არ შეგვარჩენს თინი... ვსო, დავიღუპეთ... - ძლივს ამოილუღლუღა ალასანიამ.
- ფეხები არ მოგვჭამოს... ნახე ჩვენ რა ბიჭები გვყავს... - ხმა აიმაღლა თინიმ.
- კარგი თინი რა... რამე რომ დამართოს ან გიორგის, ან ალექსანდრეს, ან ცოტნეს... თავი როგორ ვიცოცხლო? - ტირილი დაიწყო თეკლამ.
- გაჩუმდი... დამშვიდდი... ყველაფერი კარგად იქნება... ჩაიცვი და ადი გიორგისთან, ხელი ცუდ დღეში აქვს...
ფრთხილად შეაღო თეკლემ ოთახის კარი. გიორგი საწოლზე იჯდა და ხელს იხვევდა, თუმცა არ გამოსდიოდა.
- მოდი შეგიხვევ...
წავიდა ბიჭისკენ და სახვევს დასწვდა. თვალებში ვერ უყურებდა, ნაზად და ფაქიზად წაუსვა მალამო და შემოახვია სახვევი. მერე გიორგის ხელი ორივე ხელში მოიხვია, ტუჩებთან მიიტანა და სათითაოდ ყველა თითი დაუკოცნა. გაოცებულმა გიორგიმ ჯანმრთელი ხელი თმაში შეუცურა.
- რას აკეთებ გოგო? - ღიმილი გაეპარა მესხს.
- არ მინდა... გესმის?! არ მინდა... - ჩამწყდარი ხმით დაიწყო თეკლემ. - არ მინდა ჩემ გამო გეტკინოს...
- სულელო... - ტუჩები სახესთან მიუტანა და ლოყაზე დაბლა, ყბასთან აკოცა გოგოს.
- გიორგი... - ამოხეთქა თეკლემ და ქვითინი დაიწყო, ცხელმა ცრემლებმა ადვილად გაიკვლიეს გზა მის ნაზ ლოყებზე. - ჩემ გამო რამე რომ დაგემართოს თავს არ ვიცოცხლებ, გესმის? შენ... შენ ჩემი ბავშვობის სიყვარული ხარ... შენ ჩემი ყოველი მოგონება ხარ... შენ ხარ ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერ მომენტში... შენ მე გამაცოცხლე... შენ მე სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე... - ისევ დაიხარა გიორგის ხელისკენ და ისევ დაუწყო კოცნა, თან ცრემლებით დაუსველა. - შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდა... მე ვერ გამოვხატავ... საკმარისად ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს... მე შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ... და რომ... და რომ დაგკარგო... გიორგი გესმის? შენ რომ რამე მოგ...
სიტყვა ვერ დაამთავრა, ისე ეძგერა ტირილისგან გასიებულ ბაგეებს გიორგის დიდი ტუჩები. კოცნიდა გრძნობით, სიყვარულით, სითბოთი და სურვილით. ვერ ჩერდებოდა, გული ამოვარდნას ჰქონდა და გრძნობდა, რომ ვერც თავად შეძლებდა თეკლეს გარეშე ცხოვრებას. თეკლე იყო მისი სინათლე, ცხოვრების აზრი, ბედნიერების მიზეზი. ყველგან, ყველა ადამინში თეკლეს ეძებდა და მაინც, მის მსგავსს ვერსად პოულობდა. ცალცალკე უკოცნიდა უგემრიელეს ტუჩებს, ჰაერიც არ სჭირდებოდა. ბანალურად ჟღერს, მაგრამ სწორედ თეკლე იყო მისი ჰაერი.
- რა გატირებს გოგო პატარა ბავშვივით! აბა მე მკითხე როგორ მიყვარხარ, მიდი მკითხე... განა მე შემიძლია ამ გრძნობის შენსავით აღწერა? ყველაზე ტკბილი რომ ხარ იცი? და ყველაზე და ყველაფერზე მეტად რომ მიყვარხარ იცი? და ის თუ იცი, უშენოდ ცხოვრებას რომ ვერ შევძლებ?
თვალებში შეცქეროდა ალასანია, ორივე ხელი ხუჭუჭა თმებში შეუცურა, ძალიან ნაზად ეფერებოდა. ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს პირველად ხედავსო და ცდილობდა მისი ყოველი დეტალი შეესწავლა. გიორგიც უყურებდა და ისე, რომ მზერა არ მოუცილებია გოგონას სიფრიფანა ხელები თავის ხელებში მოიქცია და ამჯერად თვითონ დაუწყო კოცნა. ყველა თითზე და ხელზე.
- მიყვარხარ ალასანიას ქალო... გესმის? და შენ გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი. ეს ხელი არაფერი იმასთან შედარებით, რისი გამკეთებელიც ვარ...
ამ სიტყვების გაგონებაზე თეკლეს შეაჟრჟოლა და საშინელი გრძნობა დაეუფლა. იმდენად შეეშინდა, რომ პირზე ხელი ააფარა და ისევ ტირილი დაიწყო.
- შენ არ გესმის მე რას ვამბობ? საკმარიზე მეტი დავკარგე დღემდე... შემპირდი, რომ ჩემ გამო თავს არაფერს დამართებ... იცოდე შემპირდი!
- მოდი ჩამეხუტე და ნუ სულელობ... - საწოლზე გადააწვინა ბიჭმა და ხელები წელზე შემოჰხვია. - ჩამეხუტე და ხმა არ გავიგო... მინდა შენი არაამქვეყნიური სურნელით დავტკბე...
აღარცერთს ამოუღია ხმა. იწვნენ გატრუნულები. დრო და დრო ორივეს ჟრუანტელი უვლიდა. საინტერესოა რა იყო, შიში თუ ბედნიერება?





20.
გაზაფხულის თბილი ამინდები ნელ-ნელა მაისის გიჟურ ამინდებში გადაიზარდა. შუალედურები გამოცდებისგან სულამოხდილ სტუდენტებს სიცხეც არ აძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას.
- სად გარბიხარ თინი, დამელოდე... - დაღმართიდან დაშვებულ თინის ფეხდაფეხ მისდევდა ალექსანდრე.
- ნუ მომყვები! - ყვიროდა თინი.
- ამიხსენი მაინც რატომ მიბრაზდები...
- აჰა... ანუ დაჟე უნდა ავხსნა ხო? - შედგა თინი.
- რამ გაგაგიჟა გოგო, გამაგებინე!
- მე შენ რომ რამეს გეუბნები, ყველაფერი შენ ძმაკაცებს უნდა ჩაუკაკლო?
- რას ამბობ, ჰა? - სახე შეეცვალა ბიჭს.
- მე რას ვამბობ ხო? აბა კარგად გაიხსენე გიორგის რა უთხარი?
- არაფერი, თინი, რა ხდება?!
- თინი, რა ხდება... - გამოაჯავრა გოგომ. - მე რომ გითხარი, თეკლეს ირაკლისთან მიმოწერა ჰქონდა თქო უნდა გაქცეულიყავი და მესხისთვის მოგეხსენებინა?
- ერთი წამით, ერთი წამით... - შედგა ალექსანდრე. - აი თურმე რაშია საქმე... მიმოწერაო ხო? თუ კიდევ ის რომ რამდენიმე თვეა ირაკლი სისტემატიურად არ ასვენებს თეკლას და რამდენჯერმე შეხვდა კიდეც?
- შეხვდა? და მერე რა, რომ შეხვდა? - თვალები გაუფართოვდა თინის. - ისაუბრეს და ასე დამთავრდა ყველაფერი.
- გოგო, შენ ხო არ გააფრინე? გიორგი ამბობდა თეკლეს რამდენიმე თვეა ვერ ვცნობო, სულ უხასიათოდაა, რაღაცაზე ნერვიულობსო... ქუჩაში სულ აქეთ-იქეთ იყურება, თითქოს ვიღაცას ეძებსო... და ამ ყველაფრის მიზეზი ის ირაკლი თუ იყო, თურმე არ უნდა მეთქვა ძმაკაცისთვის ხო?
- ხო!
- და შენ რომ იგივე სიტუაციაში ყოფილიყავი, გიორგის რომ რამე გაეგო, არც მას უნდა ეთქვა ჩემთვის ხო?
- ხო!
- თინი! ტვინი გაანძრიე!
ამის თქმა და ალექსანდრეს სიფათში მწარე ხელის მოხვედრა ერთი იყო.
- ახლა კარგად მომისმინე! შევცდი რომ დაგიჯერე... არ ყოფილხარ ისეთი, მე რომ მეგონე... დაივიწყე სახელი თინი და დამივიწყე მე! დაივიწყე ჩემი მისამართი და საერთოდ ყველაფერი! ჭორიკანა კაცები არაფერში მჭირდება...
შებრუნდა და დატოვა გაოგნებული ალექსანდრე უნივერსიტეტის კიბეზე.



ესეც მეორე ნაწილი <3 კიდევ იქნება მესამე და ამით დასრულდება... იმედია მოგწონთ. პირველად გამოვაქვეყნე და არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ, მოგწონთ და თქვენს შეხედულებას მიზიარებთ <3



№1  offline მოდერი Moonlight17

მომეჩვენა თუ ზედმეტად სწრაფად განვითარდა სიტუაცია?
მთლიანობაშივკარგია, პირველი ნაწილი უდაოდ ჯობდა. ასე გააგრძელე და ჩემი ტხოვნა იქნება ბანალურს ნუ გახდი..
წარმატებები ❤️

 


№2  offline წევრი ნადარაია

Moonlight17
მომეჩვენა თუ ზედმეტად სწრაფად განვითარდა სიტუაცია?
მთლიანობაშივკარგია, პირველი ნაწილი უდაოდ ჯობდა. ასე გააგრძელე და ჩემი ტხოვნა იქნება ბანალურს ნუ გახდი..
წარმატებები ❤️

მადლობა❤️❤️❤️❤️უკვე დაწერილი მაქვს და ვორდის ფაილში დაახლოებით 80 გვერდია, სხვაც მაქვს დაწერილი რომელიც 250 გვერდი იყო და ამიტომ არ მინდოდა ამ ისტორიის ძალიან გაწელვა, იმედია მოგეწონება დასასრული

 


№3  offline მოდერი Moonlight17

კარგი, მოუთმენლად ველი ❤️
ნადარაია
Moonlight17
მომეჩვენა თუ ზედმეტად სწრაფად განვითარდა სიტუაცია?
მთლიანობაშივკარგია, პირველი ნაწილი უდაოდ ჯობდა. ასე გააგრძელე და ჩემი ტხოვნა იქნება ბანალურს ნუ გახდი..
წარმატებები ❤️

მადლობა❤️❤️❤️❤️უკვე დაწერილი მაქვს და ვორდის ფაილში დაახლოებით 80 გვერდია, სხვაც მაქვს დაწერილი რომელიც 250 გვერდი იყო და ამიტომ არ მინდოდა ამ ისტორიის ძალიან გაწელვა, იმედია მოგეწონება დასასრული

 


№4  offline მოდერი abezara98

ოჰო, ამას არ მოველოდი, სიმართლე რომ გითხრა scream თინი, რა იყო ეს? რატომ არ უყვართ ამ გოგოებს ამ ყოფილების ნორმალურად მოშორება და სიმართლის თქმა, გამაგებინეთ ერთი რაა sweat_smile მე თუ მკითხავ, არ მოიქცა თინი სწორად და სულ ტყუილადაც დაშორდა ალექსანდრეს. ახლა იჯდეს და იმტვრიოს თავი, როგორ შემოირიგოს laughing
ძალიან კარგად წერ და მოუთმენლად ველოდები დასასრულს blush

 


№5  offline წევრი ნადარაია

abezara98
ოჰო, ამას არ მოველოდი, სიმართლე რომ გითხრა scream თინი, რა იყო ეს? რატომ არ უყვართ ამ გოგოებს ამ ყოფილების ნორმალურად მოშორება და სიმართლის თქმა, გამაგებინეთ ერთი რაა sweat_smile მე თუ მკითხავ, არ მოიქცა თინი სწორად და სულ ტყუილადაც დაშორდა ალექსანდრეს. ახლა იჯდეს და იმტვრიოს თავი, როგორ შემოირიგოს laughing
ძალიან კარგად წერ და მოუთმენლად ველოდები დასასრულს blush

ისე მაგრად შემოირიგებს ერთი მეორეს ნეტა ასე გვირიგებდნენ ჩვენ????????❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ely and baby

კარგი იყო ძალიან, მაინტერესებს შემდეგი თავი. ველოდები ხვალ.

 


№7  offline წევრი ნადარაია

ely and baby
კარგი იყო ძალიან, მაინტერესებს შემდეგი თავი. ველოდები ხვალ.

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline მოდერი Tamta.k

ოხხ თამთააა, აუ სახელს უნდა გავაუსვა ხაზი (ვგიჟდები ჩემს სახელზე) არ გააბანალურო რა... არ გინდა! მოდი სიმართლეს გეტყვი ძააან ჩვულებრივი ლავ სთორია მაგრამ კარგია. შეიძლება ისტორია სულ არ მომწონდეს მაგრამ შენი წერის სტილი მიმწონს, რათქმაუნდა დროთა განმავლობაში ყველაფერს ისწავლი მაგრამ ცოტა მალე მინდა, დაიწყე ისეთი ისტორიის წერა რაც თავში მოგივა პირველი, ეცადე განხვავებული იყოს. შენ ეს შეგიძლია , მე მჯერა შენიი❤️

 


№9  offline წევრი ნადარაია

Tamta.k
ოხხ თამთააა, აუ სახელს უნდა გავაუსვა ხაზი (ვგიჟდები ჩემს სახელზე) არ გააბანალურო რა... არ გინდა! მოდი სიმართლეს გეტყვი ძააან ჩვულებრივი ლავ სთორია მაგრამ კარგია. შეიძლება ისტორია სულ არ მომწონდეს მაგრამ შენი წერის სტილი მიმწონს, რათქმაუნდა დროთა განმავლობაში ყველაფერს ისწავლი მაგრამ ცოტა მალე მინდა, დაიწყე ისეთი ისტორიის წერა რაც თავში მოგივა პირველი, ეცადე განხვავებული იყოს. შენ ეს შეგიძლია , მე მჯერა შენიი❤️

არ ვიცი რას ეძახით ბანალურს მაგრამ ისე დავამთავრე როგორც მე მინოდა????ანუ არ ვთვლი რომ ბანალურია, ზუსტად ეს მინდოდა რაღაც ჩვეულებრივი, გულს რომ აუფორიაქებს რაღაც მომენტში მკითხველს, არაფერი სასწაული მაგრამ რაღაცნაირი კარგი რა❤️❤️❤️აბიტურიენტობა რამდენად შემიწყობს ხელს იდეის რეალიზებაში არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დავწერ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიკო

არ გრცხვენია გოგოო?? რას მტანჯავ რა დროს დაასრულეეე :((( ველოდებიიშემდეგს❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი ნადარაია

სტუმარი მარიკო
არ გრცხვენია გოგოო?? რას მტანჯავ რა დროს დაასრულეეე :((( ველოდებიიშემდეგს❤️❤️❤️

ვააი❤️❤️❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი tamuna.s

მალე დადებ?

 


№13  offline წევრი ნადარაია

tamuna.s
მალე დადებ?

კიი ❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი რუსკა

მოკლედ, რა შემიძლია ვთქვა. ერთხელ წაკითხული კიდევ წავიკითხე ❤️ მიყვარხარ თამთუსიი ❤️❤️

 


№15  offline წევრი ნადარაია

სტუმარი რუსკა
მოკლედ, რა შემიძლია ვთქვა. ერთხელ წაკითხული კიდევ წავიკითხე ❤️ მიყვარხარ თამთუსიი ❤️❤️

მეეეც გოგონიი და მენატრები უზომოდ❤️❤️❤️❤️

 


№16  offline წევრი ely and baby

dges ar dadeb?

 


№17  offline წევრი ნადარაია

ely and baby
dges ar dadeb?

ხვალ❤️❤️❤️

 


№18  offline წევრი თამოთამო25

კარგი ისტორია, კარგად წერ ❤❤
ძალიან მომწონს და ველოდები სემდეგ თავს ❤❤❤

 


№19  offline წევრი ნადარაია

თამოთამო25
კარგი ისტორია, კარგად წერ ❤❤
ძალიან მომწონს და ველოდები სემდეგ თავს ❤❤❤

მადლობააა დიდი❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან კარგად წერრ და რაცმთავარია მალედებ სრულყოფილად და არგვაწვალებ❤️❤️

 


№21  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ანი
ძალიან კარგად წერრ და რაცმთავარია მალედებ სრულყოფილად და არგვაწვალებ❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№22 სტუმარი ნათია41

უმაგრესია. პირველი და ასეთი დახვეწილი. იმედია გააგრძელებ ამ ისტორიის შემდეგ წერას და არ მოგვაკლებ ამ ემოციას

 


№23  offline წევრი ნადარაია

ნათია41
უმაგრესია. პირველი და ასეთი დახვეწილი. იმედია გააგრძელებ ამ ისტორიის შემდეგ წერას და არ მოგვაკლებ ამ ემოციას

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️უკვე გავგზავნე დასასრული და იმედია მალე დაიდება

 


№24 სტუმარი სტუმარი ლიზა

ძალიან კარგი ისტორიაა ???????????? ძალიან მომწონს , შემდეგი თავი მალე დაიდება??❤❤❤

 


№25  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ლიზა
ძალიან კარგი ისტორიაა ???????????? ძალიან მომწონს , შემდეგი თავი მალე დაიდება??❤❤❤

მადლობაა❤️❤️❤️უკვე გავგზავნე და დიდი იმედი მაქვს მალე დადებენ

 


№26 სტუმარი Sofiiia_k

ღმერთოოო საოცრებააააა ეს გგოოგოო????❤️❤️❤️❤️ასე გააგრძელეე

 


№27  offline წევრი ნადარაია

Sofiiia_k
ღმერთოოო საოცრებააააა ეს გგოოგოო????❤️❤️❤️❤️ასე გააგრძელეე

გაიხარე გენაცვალე❤️❤️❤️

 


№28 სტუმარი Ketoo12

რა კარგად წერრ❤️❤️❤️

 


№29  offline წევრი ნადარაია

Ketoo12
რა კარგად წერრ❤️❤️❤️

მადლობა დიდი????❤️

 


№30 სტუმარი სტუმარი საოცრება

საოცრება ხარ არ ვიცი ვინ ხარ ან საიდან მაგრამ შენი გაცნობა დიდად სასიამოვნო იქნებოდა.აღბრთოვანება ვერ გამოვხატავ და ერთო სული მაქვს როდის წავიკითხავ მესამე ნაწილს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent