შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (1)


10-11-2018, 11:42
ნანახია 9 472

პროლოგი...
წვეულებიდან მოვდივარ, სასწრაფოდ უნდა გავეცალო ამ სახლს, თორემ მეც იმ ჩხუბის მონაწილე გავხდები, რომელიც მალე აქ ატყდება. აბა, სხვას რას უნდა ველოდო წვეულებაზე, სადაც არც ერთი ჩემი ნაცნობი არაა და ვირაცამ არასწორი ინფორმაციით დამაკვალიანა წინა დღეს. სადაცაა გამოვაღწევ, როცა მკლავზე ვიღაცის თხელი თითები მეხება და სრულიად ფხიზელს, ნორმალურ ტემპერატურაში მყოფს, კანზე ეკლებს მაყრის ჟრუანტელი. გაბრუებული ვფიქრობ "ნეტავ რა ხდება?" და ვტრიალდები. ამ წამში არც ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, რომ მას არ ვიცნობ, რომ მე საღ გონებაზე ვარ და ჯობია, ასეც დავრჩე, მაგრამ არ შემიძლია. იმდენად მხიბლავს მისი თვალის ფერი. მხოლოდ თვალის ფერი, რადგან დანარჩენ ვერაფერზე ვკონცენტრირდები ამ წუთას. და მხოლოდ მისი თვალების სიკაშკაშის და სიცოცხლით სავსე მზერის გამო, თავზე კონტროლს ვკარგავ და გაუცნობიერებლად ვეტაკები ტუჩებზე. რა გრძნობაა, როცა მისგან სითბოს ვერ გრძნობ, მაგრამ შენ მაინც გინდა, რომ მთელი სითბო უწილდო მის სხეულს? თუმცა, მიისი ირონიული ღიმილის გარდა ხელისგულიდან გადმოსულ მუხტსაც მთელი სიცხადით განვიცდი, რომელიც ჩემს კისერზე შემოუხვევია და თავადაც მკოცნის. ალბათ მთვრალი ვგონივარ, მაგრამ უნდა მიხვდეს, რომ მე სასმლის სუნი არ ამდის. მინდა, მიხვდეს, რომ სასმელს არც კი გავკარებივარ და უბრალოდ მისი სურნელით ვარ გაბრუებული. ცოტა ხანში კი, ხანგრძლივი, თავდავიწყებული კოცნის შემდეგ, ტუჩებგაბუჟებული ვშორდები და ვხვდები, რომ ეს მომენტი რეალურია და ეს მე მართლა გავაკეთე. უკანსვლით ვშორდები და ცოტა ხანში, საღამოს კაბით და შავი კეტებით, თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ იმ უცნაური სახლიდან.
**************************************************************************
ესე იგი, რა როგორ იყო.
თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო, უამინდო და მოსაწყენი, როგორც დანარჩენი დღეებია ხოლმე ჩემს ცხოვრებაში. დილით თიკამ დამირეკა და შემახსენა, გაგვიანდებაო, თითქოს არ ვიცოდი, ცოტა ხანში კი მესიჯიც გამომიგზავნა "უფროსი უკვე მოვიდა და შენ რომ ვერ დაგინახავს, მომიწევს წინა ღამის წვეულება მოვიმიზეზო შენი დაგვიანების მიზეზად".
თითქოს არ ვიცოდი, რომ მაინც ეტყოდა, თუნდაც ჩემ გაუფრთხილებლად. ჰოდა, ავდექი და მაღალწელიანი ჯინსი ორ წამში ჩავიცვი, პიჟამოზე კი კოსტუმი მოვიცვი და სამსახურში გავიეცი ნახევარსაათიანი დაგვიანებით.
კომპანიაში მისულს, თიკა საქმიანი სახით მომეგება და დოკუმენტებით ხელში წინ გამიძღვა უფროსის კაბინეტისკენ.
-დაგეძინა თუ დაგეზარა?-ყურში მიჩურჩულა და წარბაწეულმა გამომხედა ისე, რომ მივხვდი, ჯერ არაფერი ეთქვა უფროსისთVის.
-შენ რომ დამირეკე მეღვიძა. სიმართლე თუ გინდა, მეზობლის ბავშვს ბასტიბუბუ რომ არ ჩაერთო ტელევიზორში და კედლები ასეთი თხელი რომ არ იყოს, ვერც შენი ზარი გამაღვიძებდა და ვერც ასი მამლის ყივილი ერთად.
-შენი მჯერა-თავი დამიკრა და კაბინეტის კარი შეაღო.-ბატონო დიმიტრი, საბუთები მოგიტანეთ, თქვენი ხელმოწერა გვჭირდება მოკავშირე კომპანიისგან მიღებულ ხელშეკრულებაზე.
-რა ხელშეკრულებაა?-სულ ორი წამით გამოგვხედა დიმიტრიმ და ისევ წერა განაგრძო მოსე მწერალივით თავაუღებლად.
-დიზაინის და ფერების კონტრასტის გაერთიანების შესახებ. სურთ, რომ ჩვენებაზე ჩვენი და მათი მოდელები გავაერთიანოთ და შეფასებაც ერთიანი გვექნება...
-კარგი, აღარ გააგრძელო-ზანტად ასწია თავი და ნახევრად დახუჭული თვალებით გამოუწოდა ხელი თიკას, რომელმაც საბუთები გადასცა და უკან დაიხია.
-სოფი, შენ ყავა მომიტანე.-გასცა შემდეგი ბრძანება და ხელით გვანიშნა გავსულიყავით.
-როგორი ბატონო დიმიტრი, ძლიერი და მწარე თუ რძიანი და ტკბბილი? ანუ, ამერიკანო თუ ლატე ან კაპუჩინო?
ისეთი სახით ამომხედა, მივხვდი, რომ უკვე ყოველდღე ერთსა და იმავე კითხვას ისმენდა ჩემგან და მობეზრდა, მაგრამ მე რა მექნა, როცა მისი უჟმური სახის ყურება მომბეზრდა, მეთქვა, სახე რაიმეთი დაიფარე, თუნდაც ჩადრითთქო?
-თიკა, გაიყვანე და აუხსენი.-კბილებში გამოსცრა, ვითომ ჩემს შესაშინებლად. მხრები ავიჩეჩე და თიკასთან ერთად გამოვედი კაბინეტიდან.

უკვე სამუშაო დღე სრულდებოდა, როცა უფროსმა დამიძახა და კაბინეტში "მმიხმო".
-გისმენთ.
-სოფი, როგორც ვიცი, საღამო საათებში თავისუფალი ხარ.-დაიწყო საუბარი, საკმაოდ მშვიდად და მოზომილად.
-რა?-გაოცებული მივაჩერდი და გაღიზიანებულმა მივუგე-ეგ თქვენ არ გეხებათ!
-იქნებ დამშვიდდე და საუბარი მაცადო?-სამაგიეროდ, ის იყო მშვიდად და წყნარად, ფეხი-ფეხზე გადადებული და სკამზე მოქანავე.-მომისმინე, სამსახური 7ზე გიმთავრდება არა?
-დიახ და ხომ ვერ მეტყოდით, თქვენ რაში გჭირდებათ ჩემი თავისუფალი საათები, რომლებიც სავსებით მაკმაყოფილებს დტვირთული დღის მერე დასასვენებლად და განსატვირთად/?
-მომისმენ თუ არა?-სიმშვიდე გაღიზიანებამ შეცვალა მის სახეზე და შემომიღრინა.
-კიბატონო-თავი დავუკარი-შეგიძლიათ თქვათ, თუმცა, ჯერ დაფიქრდით, რამე არასწორს ხომ არ ამბობთ.
მიუხედავად იმისა, რომ ენა ყოველთვის მისწრებდა და ამჯერადაც საკმაოდ ბევრი ვთქვი იმასთან შედარებით, რისი თქმის უფლებად მქონდა სამსახურეობრივი სტატუსის მიხედვით, მან უბრალოდ თვალები გადაატრიალა და საუბარი განაგრძო.
-მინდა, დამატებითი საათები შემოგთავაზო, თუ შენ თანახმა იქნები. მოკლედ, 7 საათიდან 10მდე კომპანიის თარჯიმნის როლს შეითავსებ და შენი მეწყვილეც გეყოლება ამ საქმეში. უცხოელ სტუმრებს და მოკავშირეებს, ვისთან კონტაქტსაც დავამყარებთ, ან უბრალოდ ინფორმაციის ერთმანეთში გავრცელება დაგვჭირდება, შენ და შენი პარტნიორი მოაგვარებთ და მოემსახურებით. თანახმა ხარ?
-მმ, ხელფასი?-ორწუთიანი ფიქრის შემდეგ მივახალე ახალი, თუმცა უფრო საინტერესო კითხვა.
-რათქმაუნდა, მოგემატება. სამჯერ გაგეზრდება, მაგრამ იმასაც მივაქცევ ყურადღებას, როგორ იმუშავებ და იშრომებ.-საუბარი დაასრულა და საზურგეს ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო.
-კარგი.-ოდნავ გავიღიმე და კმაყოფილმა დავუქნიე თავი-თანახმა ვრ, როდიდან ვიწყებ?
-შენს პარტნიორს დაველოდებით და შემდეგ დაიწყებ შენც მასთან ერთAდ.
-ვინ არის ჩემი პარტნიორი?-ცნობისმოყვბარედ ჩავეძიე.
-გაიცნობ.-მოკლედ მომიჭრა და ისევ თავის კალიგრაფიულ ნიმუშებს მიუბრუნდა საქმიანი სახით, თითქოს დასვენების დრო მასზე არ ვცდელდებოდა.-ამერიკიდან ბრუნდება ამ დღეებში, ისე თუ გაინტერესებს, საკმაოდ ახლოს ვიცნობ, ჩემი მეგობარია.
"ვაა, ბატონი დიმიტრი თავის ახლობლებსაც ნიშნავს სამსხურში? უყურეთ ერთი"
-მაგრამ, არ იფიქრო, რომ ამიტომ ვაძლევ სამსახურს. პირიქით, ჩვენთვის მომგებიანი იქნება მისი ამ კომპანიაში მუშაობა. კარგი, შეგიძლია სახლში წახვიდე. თიკას უთხარი, კიდევ ერთი ყავა გამიკეთოს, ზუსტად ისეთი, თავისთვის რომ იკეთებს ხოლმე.
უხმოდ გავიღიმე და როცა კაბინეტიდან გამოვედი და კარი გამოვიხურე, უკვე ყურებამდე გაღიმებული ვიდექი. აჰა, ესეიგი ბატონ დიმიტრის თიკას მომზადებული ყავა მოუნდა, თანაც მისი გემოვნებით... ინტუიციამ მანიშნა, რომ მალე საინტერესო ურთიერთობა გველოდა კომპანიაში.


ახალი მოთხრობა. იმედი მაქვს, მოგწონთ. თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ.



№1 სტუმარი გვ

იმედია ცუდი დასაარული არ ექნება და არც ძალიან "გაადრამებ" იმიტორო დასაწყისი შესანიშნავია

 


№2 სტუმარი Nini

Auuu gagrdzelebaa sadaaaaaaaaaa
Male dade raa plz

 


გვ
იმედია ცუდი დასაარული არ ექნება და არც ძალიან "გაადრამებ" იმიტორო დასაწყისი შესანიშნავია

მადლობა დიდი <3 ვნახოთ, ჯერ დასასრულამდე შორია ^ ^

Nini
Auuu gagrdzelebaa sadaaaaaaaaaa
Male dade raa plz

ვაიმე, ძალიან დამიგვიანდა, ვერაფრით ვახერხებ მალ-მალე დამატებას pensive

 


№4  offline მოდერი Someone wandering

კარგიააა,წარმატებეებიიიი.

 


Someone wandering
კარგიააა,წარმატებეებიიიი.

გმადლობ heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთევანი

შესანიშნავია,წარმატებები!
ველიდები შემდეგ თავს!????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent