ვითომ საინტერესო ცხოვრება (თავი II, ნაწილი I)
გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, გიორგის გაკვირვებაც კი მოვახერხე და შევთანხმდით რომ საღამოს პიცის საჭმელად წავიდოდით. კომპანიიდან სახლში წავედი, ცოტა დავისვენე და გიორგის ველოდებოდი. ზარის ხმა გავიგონე და კარების გასაღებად წავედი. -გიო იცი არა პუნქტუ...-გავშეშდი, ხმას ვეღარ ვიღებდი, ჩემს წინ დათო იდგა. -აქ რას აკეთებ?-ხმაში შიში შემერია. -მომენატრე.-გვერდზე გამწია და სახლში შემოვიდა. -გაგიჟდი? ახლავე წადი აქედან. -უნდა ვილაპარაკოთ!-მიყვირა და ხელი მკლავში ჩამავლო. თავის დაღწევას ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ, არ ვიცოდი რა მექნა. უცბად გიორგი დავინახე, შემდეგ დათო, რომელიც იატაკზე ეგდო. მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. გიორგი დათოს ურტყავდა და ჩემთან მეორედ მოსვლას უკრძალავდა. გიორგიმ დათოს ხელი მოკიდა, გარეთ გააგდო, კარები ჩაკეტა და მე მომიბრუნდა. -კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავა.-ცდილობდა მშვიდი ხმით ეთქვა. -არა, არაფერი. მადლობა.-თვალები ამიცრემლიანდა. -წამოდი წავიდეთ, თან ცოტა დამშვიდდები. პიცის საჭმელად წავედით, კაფეში დავსხედით, მთელი საღამო ხმა არ ამოგვიღია. გიორგი არ მაძალებდა რაიმეს მოყოლას და მეც არ მსურდა საღამოს გაფუჭება. 11 საათამდე კაფეში ვისხედით, შემდეგ გამოვედით და გავისეირნეთ. გადავწყვიტე გიორგისთვის ყველაფერი მომეყოლა. გამიჭირდა დაწყება, მაგრამ მაინც შევძელი. -ორი წლის წინ დათო გავიცანი, ძალიან დავუახლოვდი და ჩემი ნდობაც მოიპოვა. თავიდან ბედნიერები ვიყავით, თუმცა მალევე ყველაფერი აირია. ზუსტად იმ დროს მომატყუა და ზუსტად იმ დროს არ იყო ჩემ გვერდით, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა, პატიება არ შემეძლო და აღარც ვაპატიე. ყოველდღე მოდიოდა და მოსვენებას არ მაძლევდა. ამის შესახებ ჩემს უფროს ძმას ვუთხარი, ბიჭებმა კარგად ცემეს და აღარც გამოჩენილა. გავიგე, რომ რუსეთში წავიდა, ამიტომ მშვიდად ვიყავი. დღეს კი ისევ გამოჩნდა და გამახსენა ადრენდელი ტკივილი.-თვალზე ცრემლი მომადგა, გვერდზე გავიხედე, გიორგის რომ არ შეემჩნია, თუმცა მას რას გამოაპარებ. ცრემლები მომწმინდა და ჩამეხუტა. ვერ ავხსნიდი ისე კარგად და დაცულად ვგრნობდი მასთან თავს. -ამაზე აღარ იფიქრო, მე შენს გვერდით ვარ და დათო თუ ვიღაც ჯანდაბა შენთან მოახლოებასაც ვერ გაბედავს. -ხმაში სიმკაცრე შეერია. ხმა აღარ ამომიღია და გზა განვაგრძეთ. -შენთვის კარგი ამბავი მაქვს.-ცდილობდა მხიარულად ეთქვა. -გისმენ.-გავუღიმე და თვალების ფახური დავიწყე. -გეტყვი ოღონდ ეგრე ნუ აკეთებ. -კარგი, კარგი, გისმენ. -ბევრი ვიფიქრე , გრძელ ფეხება გოგოებზე უარი როგორ უნდა მეთქვა, მაგრამ საბოლოოდ უარი ვთვქი და სამსახურში აყვანილი ხარ. -სიცილით მითხრა და მოუთმენლად ელოდა ჩემს რეაქციას. ხელი ვკარი დ ხმამაღალი ტონით ვუთხარი -რაო გრძელ ფეხებებზე უარის თქმა გამიჭირდაო? მოგივლი შენ ბატონო გიორგი!-მკაცრი მზერა მივაპყარი, უცბად გავაანალიზე ამ წინადადების შინაარსი და თვალები გამინათდა.-რა? სამსახურში ამიყვანე? ვუჰუუუუ...-ლოყაზე ვაკოცე-მაგრამ მაინც აგებ ამისთვის პასუხს-შევუბღვირე. -ვაიმე შენ რა ეჭვიანი ხარ-გაიცინა-ამდენი ხნის მერე კიდე შენ გვერდით ვარ და შეიძლება სხვას შევხედო?-ლოყაზე მიჩქმიტა და გამიღიმა. -ჩემ ლოყებს დაანებე თავი.-პატარა ბავშვივით გავებუსხე. -კარგი ხო კარგი. გზა განვაგრძეთ. გიორგიმ სახლამდე მიმაცილა, დავემშვიდობე და სახლში ავედი. ... დილით სასიამოვნო განწყობაზე ვიყავი, მოვემზადე და ადრიანად წავედი სამსახურში, პირველ დღეს ხომ არ დავაგვიანებდი? სამსახურში რომ მივედი, გიორგი კარებშივე შემხვდა. ოფიციალურად მივესალმეთ ერთმანეთს და შიგნით შევედით. არ გვინდოდა თანამშრომლებს ჩვენზე ჭორაობა დაეწყოთ და ჰგონებოდათ, რომ გიორგიმ ნაცნობობის გამო ამიყვანა. ამიტომ გარკვეული პერიოდი ასე მოგვიწევდა. -რა ადრე მოსულხარ?-ისე საყვარლად შემომხედა, ცოტა არ იყოს დავიბენი კიდეც. -ვცდილობდი არ დამეგვიანებინა. შენ სულ ამ დროს მოდიხარ? -მე თუ გვიან მოვედი, წარმოგიდგენია თანამშრომლები როდის მოვლენ? სამსახურში ყოველთვის წესრიგს ვითხოვ. -არ მეგონა ასეთი მკაცრი თუ იყავი.- ჩემ ნათქვამზე გამეცია, გიორგი და მკაცრი? ამასობაში გიორგის კაბინეტთან მივედით. მითხრა რომ ნიკა დამათვალიერებინებდა კომპანიას და ამიხსნიდა რა უნდა გამეკეთებინა. კომპანიის დათვალიერება მალევე დავასრულეთ და საქმეს შევუდექი. ჩემი მოვალეობა კერძო სახლის ესკიზების გაკეთება იყო. რამდენიმე ისე კარგი გამომივიდა, ჩემი თავით ვამაყობდი. ესკიზები ავიღე და გიორგის კაბინეტში შევედი, მასთან მისი ასისტენტიც იყო, ამიტომ ესკიზები მაგიდაზე დავუდე და უკან გამოვბრუნდი. შესვენებაზე კაფეტერიაში ჩავედი, ყველა კარგად გავიცანი და დავუახლოვდი. შაბათს გიორგისთვის წვეულების მოწყობას აპირებდნენ, მისი დაბადების დღის გამო და მეც შემატყობინეს ამის შესახებ. აქტიურად ჩავერთეთ ამ მზადებაში. ყველაფერს ვუმალავდით გიორგის, რადგან სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა. ამ ყველაფერმა სულ გადამავიწყა, რომ ხვალ პარასკევი იყო და ბორჯომში უნდა ჩავსულიყავი. გიორგისთვისაც უნდა მეთქვა, რადგან დედამ დაპატიჟა. დღეს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, ოთახიდან საერთოდ არ გამოსულა, ამიტომ გადავწყვიტე მიმეწერა და როცა მოიცლიდა პასუხსაც მომწერდა. -„ხვალ ბორჯომში მივდივარ წამოხვალ?“ პასუხი მალევე მომწერა -შენი აზრით კექსს გამოვტოვებ? დღეს ბევრი საქმე მაქვს, ალბათ შენ ნახვას ვერ მოვახერხებ და ხვალ კი მთელი დღე შენ გვერდით ვიქნები. პარასკეობით გიორგის კომპანიაში საქმე არასდროს ქონდა, რადგან შეკვეთებს კვირის დანარჩენ დღეებში იღებდა. შეკვეთებს რადგან არ მივიღებდით ესეიგი ჩემი საქმეც არ იყო. ამიტომ პარასკევს სამსახურში არ მისვლით არაფერს დავაშავებდი, თან ბოლოს და ბოლოს ჩემ გვერდით უფროსი იქნებოდა. ... ღამის 12 საათი იყო, როდესაც სააბაზანოდან გამოვედი და ხვალინდელი დღისთვის მზადება დავიწყე. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა და მაშინვე გავხსენი. მესიჯი გიორგისგან იყო. -„კარებს გამიღებ“? ამ ყველაფერმა თან გამაკვირვა და თან ძალიან გამიხარდა. ვერც კი შევამჩნიე რომ სამი ზომით დიდი მაისური და გრძელი შარვალი მეცვა. კარები გავაღე და გიორგი სახლში შემოვუშვი. გიორგის რეაქციაც სიტუაციის შესაბამისი იყო. -უფრო დიდი სახლში არაფერი გქონდა?-სიცილი დაიწყო. -კარგი რა ისედაც უხერხულად ვარ. -კარგი-სიცილის ვერ იკავებდა-არ გაინტერესებს ასე გვიან რატო მოვედი? -კი მაგრამ, მე ხო არ გკითხავ რატო მოხვედი თქო?- სიცილში უკვე მეც ავყევი. -რაღაც საქმე გვაქვს, მეგობარმა მთხოვა და უარს ვერ ვეტყოდი. ხვალ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მგონი არც შენ გინდა ხვალინდელი გეგმების ჩაშლა, ამიტომ დღეს მოგვიწევს მუშაობა. სულ რაღაც 40 კვადრატულ მეტრზეა სახლი და ესკიზების აგებაში უნდა დამეხმარო. -უკვე შენი წყალობით ღამითაც ვერ ვიძინებ, ყავას გავაკეთებ და დავიწყოთ.-ავდექი და ყავის გაკეთება დავიწყე, გიორგი კი საქმეს შეუდგა. რამდენიმე საათში საქმეს მოვრჩით და გიორგიმ წასვლა გადაწყვიტა. -ჩემი წასვლის დროა, 8 საათზე მზად იყავი, გამოგივლი. -კარგი, ძილინებისა-თითის წვერებზე ავიწიე, ლოყაზე ვაკოცე და შიგნით შევედი. .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.