სხვისი არჩეული საქმრო (თავი 6)
-მე იქ ვარ, სადაც შენ.. -ჯანდაბაა ! - სიცილს ვერ ვიკავებ. თან ის ფაქტი, რომ ირაკლი ჩემთანაა, ძალიან მახარებს. -ხვალ უნდა წავიდეთ ძაან მაგარ ადგილას. იმედია, გცალი. -მაინც სად ? -სიუპრიზები არ გიყვარს ? დილას 11-ის ნახევარზე გამოგივლი. -კარგი, თანახმა ვარ - მეცინება და ვთანხმები. მომწონს მისი ეს ნაბიჯი. აბა, მამაკაცთა უმრავლესობა ხომ ერთნაირია; ფანტაზიის უნარი იმდენად დახშული აქვთ, კინოშიც ქალმა უნდა დაპატიჟო ან კარგ შემთხვევაში თავი დააპატიჟებინო. ინიციატორობა მხოლოდ ლოგინს როცა ეხება საქმე, მაშინ შეუძლიათ; სხვა შემთხვევაში მოსიარულე ზომბები არიან.. არა, რა ბავშვებად რჩებიან 30 წლის ასაკშიც კი და ალბათ მერეც.. როგორ არ ბეზრდებათ ერთი და იმავე ? საყვარლები, ნაშები, უაზრო საუბრები, უაზრო გამოხედვა, ერთსა და იმავეს ჭამა, სმა.. ახლის შიში იმდენად აქვთ, თითქოს ადიდებული მდინარე იყოს, რომელიც დაახრჩობთ. *** საწოლზე ვწვები და ჭერს ვუყურებ. ზოგჯერ როგორი ლამაზია ცხოვრება ! დიდი ხანია ბიჭთან თავი ისე არ მიგრძვნია, როგორც ირაკლისთან.. გავიხსენოთ ბაჩო... არა, რა.. მისგან არაფერია დარჩენილი, ამის შეგრძნებას რაღა უნდა.. როგორ იდგა და იძახდა, ლენასთან ვ*იმაობდიო. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სიმართლე გითხრათ, ამას მისგან მოველოდი, არ მწყენია. უბრალოდ იმ ფაქტმა იმოქმედა ჩემზე უარყოფითად, რომ ეს „ვაჟკაცი“ უმადური აღმოჩნდა. ვერ შეძლო დაეფასებინა, რაც ჩვენ შორის იყო და ყველაფერი ასე გაეტალახიანებინა.... არ შეეძლო უბრალოდ გაეგრძელებინა ცხოვრება ჩვენი საერთო მოგონებებით ? ასე ხდება ხოლმე ! ადამიანებს არ ესმით, რომ ცხოვრებისგან მხოლოდ მოგონებები რჩება, მეტი - არაფერი; რადგან ისინი მარადისობას მიკედლებულად, იმასაც კი არ აღიარებენ, რომ ეს დახშული არსებობა ოდესღაც დასრულდება, გარშემო ყველაფერს დაწვავს და თავადაც აალდება... არ ესმით, არც უნდათ გაიგონ და ამიტომ მიელტვიან მუდმივ ურთიერთობებს. გოგონები პრინცების მოლოდინში ათენებენ და ვერ ამჩნევენ მათ, ვისთანაც რეალურად ბედნიერი იქნებიან. მამაკაცები კი ვითომ იდეალური ქალის ძიებაში სალახანებად იქცევიან და დროც ისე მალე გაურბით; 50 წლის ასაკში 35 წლის ქალიშვილების ძიებას სანთის შუქით იწყებენ. -დე, ხვალ საღამოს ლადო მოდის. -მერე მე რა ? - ვეკითხები სიცილით, ნუთუ, ჰგონია მაგ საოცარ ტიპს ისევ შევხვდები. -ჰო, დე.. რა იყო ? -რადა მაგარი ამაზრზენია. ვერ შეიგნე ? -ნუ იცი ხოლმე, რა. -დედა, რახან დოქტორანტია ესაა მისი მთელი ღირსება და დანარჩენს ფარავს, კაი, რა.. -ლენ... დედა ვარ და კარგი მინდა შენთვის.. -შემეშვი, რა - ჩემს ოთახში გავდივარ. ცოტა ხანში, როცა წყლით სავსე ჭიქით მაკითხავს, ვეუბნები, რომ არ მეცლება. მიზეზით ინტერესდება, მაგრამ არ ვპასუხობ. როგორ გონიათ, რომ კარგი უნდათ ჩვენთვის ? ან იქნებ მართლაც უნდათ, უბრალოდ არ გამოსდით... როგორ შეიძლება ამდენად განსხვავდებოდეს ჩვენი ხედვა ? ნუთუ ასეთი რთული მცირედი გაგება მაინც ? ისევ ვაგრძელებ ჭერის ყურებას.. ვფიქრობ, ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეზე, სანამ დედაჩემი არ შემოდის და სიმყუდროვეს არ მირღვევს. -შვილო, გამო, რა.. -რა იყო ? თამარა მოვიდა ყავაზე სამკითხველოდ ? - ვეკითხები აგდებულად. -არა, ჩემი დაქალია ეკა. გამო, რა.. უნდა გნახოს.. თან შენს საყვარელ ყავას ვადუღებ. -კაი, ყავის ხათრით, თორე თავი მისკდება - ცოტა ხანში უკან მივყვები დედაჩემს და მისაღებში ეკასთან გავდივარ. -როგორ გაზრდილხარ. -ჰო, დიდი ხანია არ გინახივართ - მეღიმება. -ძალიან გალამაზებულხარ კიდეც. -მადლობა, ეკა დეიდა. თქვენც კარგად გამოიყურებით - კომპლიმენტს არ ვიშურებ; ეს უკანასკნელი ხომ ხშირად ადამიანთა სუსტ წერტილად იქცევა ხოლმე. -ჩემი გოგო როდის იქნება ნეტავ ამხელა.. - სევდანარევი ხმით ამბობს ენა. ამ დროს დედაჩემიც შემოდის, ყავის ფინჯნებს დგამს, „პლიტკას“ ამტვრევს და ნამცხვრიის ნაჭრებს გვერდზე უწყობს. -აუ, რა ხდება ჩემს თავს... უნდა გეჭორაო, მანან - ეუბნება დედაჩემს და ცოტა არ იყოს იძაბება. -მე გავიდე ? - ვკითხულობ ცნობისმოყვარედ. -იყავი.. რა მაქვს დასამალი - მიღიმის ეკა. -მოკლედ, დიდ შარში ვარ. ნუგზარი მოდის თუ არა, დაღლილი ვარო, გადის სამზარეულოში „ნუტელას“ ხსნის და ლავაშს უსვამს, შემდეგ პელმენებს იხარშავს, ხან თევზი ამოაქვს თავისთვის, ნამცხვარიც უეჭველი და რავი... მთელ ხელფასს თავის გამოკვებაში ხარჯავს, შვილი, ოჯახი ყველაფერი ავიწყდება.. რომ არა ჩემი ხელფასი, დავიხოცებოდით ალბათ... რაც გიყვარს იმას როგორ უნდა დააყვედრო რამე, ასე არც არასდროს მოვიქცევი.. მაგრამ მისი საქციელი რას გავს ? არ უნდა იფიქროს ოჯახზე ? კი ვეუბნები შემოიტანე სახლშიც რამე - მეთქი, მაგრამ ვის ეყურება ? აი, მაგრად კიდია, რა.. ბავშვს არც კი ეთამაშება, 4 წლისაა და გული უკვდება, მამა რატომ შეიცვალა ასეო.. რა უნდა ვქნა ? მერე წამოწვება, დავიღალე, ვმუშაობო... განა მხოლოდ ეგ მუშაობს ამ დასაქცევ ქვეყანაში ? მხოლოდ ეგ ? მე არ ვმუშაობ და მუშაობის გარდა ბავშვს და სახლს არ ვუვლი ? - ქალს თვალებზე ცრემლი ადგება, დედაჩემი კი იმის მაგივრად, დაქალი დააწყნაროს, ჩემკენ იხედება; -აი, რა ქნა სიყვარულით შექმნილმა ოჯახმა.. ამიტომ გირიგებ შვილო... აი, ახლა მაინც მომისმენ.. -ვაიმეეე. შენი თეორიები ჩემ მტერს, რა... - დედაჩემზე ვღიზიანდები, მაგრამ ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო. -კაი, გეყო, რა, მანან.. შეეშვი ბავშვს.. -"არ არსებობს არანაირი ,,მეორე ნახევარი’’ არსებობს უბრალოდ დროის მონაკვეთები- როცა ჩვენ ვიღაცასთან ერთად კარგად ვგრძნობთ თავს. სამი წუთი. ორი დღე. ხუთი წელი ან მთელი ცხოვრება"- ანტონ ჩეხოვი - ვკითხულობ სოციალური ქსელიდან ნიშნისმოგებით, შემდეგ კი ფიქრს ვეძლევი.. -ჰო, შესაძლოაა - ამბობს ეკა, მაგრამ მის სიტყვებს დამაჯერებლობა აკლია, დიდად აკლია.. -აუ, ვაფშე ცოტა ხანს რომ გადახვიდე სხვაგან.. -სად ? დედაჩემი ვენებს გადაიჭრის და არ მიმიღებს.. მამაჩემი კი სკამს მესვრის თავში .. - ცრემლებს იწმენდს და დედაჩემის გამომეტყველებას აკვირდება. -აქ გადმოდი მაშინ დროებით, მერე რამე გამოჩნდება... -რა უნდა გამოჩნდეს ? -სასოწარკვეთილი ხმით ეკითხება ეკა. -მაგის გამოსწორდება არ იქნება.. ამ ასაკში ადამიანები არ იცვლებიან.. თუმცა მთავარ კითხვას დაგისვამ... ყურადღებით - ეკას ვაშტერდები და ვცდილობ, აზრები დავალაგო.. -გისმენ, შვილო.. -გიყვართ ? ეკა ფიქრდება, თავს ხელებში რგავს, შემდეგ თითების მტვრევას იწყებს, სახეზე ოფლი ასხამს.. ეტყობა, არ იცის, რა მიპასუხოს. -სიყვარული ? სიყვარული რა არის, დიდი ხანია არ ვიცი - ბოლოს ძლივსძლივობით ღერღავს და ცრემლების ღაპაღუპით სდის. -არ იტიროთ. არც ერთი კაცი არ ღირს ცრემლებად - ვეუბნები და ხელს ძლიერად ვუჭერ. ვცდილობ, დავამშვიდო. მანანას ცივი წყალი მოაქვს და ისიც ახლოს უჯდება. -ეკა, გთხოვ, არ ინერვიულო ასე ძაანაც, გადმოდი დღესვე ჩვენთან... მოიყვანე ბავშვიც და მოდი.. თუ არ გიყვარს, თავი რატომ უნდა იტანჯო ? -ვა, დედაჩემო, სხვა მატორზე გადაერთე გონება ? - ვცდილობ სიტუაციის ვითომ განმუხტვას. -კაი, მიდი, შენ გადიი... ჩვენ დავრჩებით ასე, რა - მთხოვს მანანა, მეც ვუსრულებ სურვილს.. ტყავის მოსაცმელს ვიცვამ და პარკში გავდივარ.. გარშემო თითქოს სიჩუმეა, მაგრამ ასეც არაა. ცოტა ხანში მამაკაცთა ჯგუფს ვაწყდები, აღელვებულ ჯგუფს, რომლებიც ცხარედ განიხილავენ არჩევნებს. -ვის აძლევ ხმას ? - ეკითხება ერთი. -აეე, ძმა, რა ყველა ვიღაცას აძლევს.. -სერიოზულად გეკითხები. -რავი, რა.. შეჩვეული ჭირი სჯობს... -ანუ მაგ გა*დონ ოცნებას ? -ზურაბიშვილს, რა იყო, ტო.. მეტი აღარ მესმის, რადგან ვშორდები მათ საოცარ „სასტავს“... ცოტა არ იყოს არაა ლამაზი ამხელა კაცები ორსულებზე დიდი მუცლებით იდგნენ, ძლივს სუნთქავდნენ და მეტი სალაპარაკო არ ჰქონდეთ. პოლიტიკა ? დიახ, პოლიტიკაა ბინძური, მით უმეტეს, დღეს, როცა საერთოდ პოლიტიკის ცნება მოიშალა და ეს უკანასკნელი ბიზნესად იქცა.. დიდ ბიზნესად ! *** დილას ისე ჩავრბივარ ეზოში, ყველაფერი მავიწყდება, გარდა მსუბუქი მაკიაჟისა და ჩაცმისა.. ძალიან მაინტერესებს, რას მიმზადებს ირაკლი. -როგორ ხარ ? - სადარბაზოშივე მესმის მისი ხმა. -ადრე მოსულხარ - ვეუბნები და ვუღიმი. -მეც კარგად ვარ - მანიშნებს, წავედითო. -გადაღლილობა გეტყობა ცოტა, არა ? - მეკითხება, როცა მანქანაში ვსხდებით. -ჰოო, გუშინ ისეთ სერიალში ამოვყავი თავი. -მომიყევი, აბა... -არა, არ ღირს.. - ვუარობ. -კარგი, როგორც გინდა - არ მაძალებს, რაც თან მომწონს და თან არა. -აბა, როგორ მოგწონთ ? კინოჩვენებაზე ამოვყავი თავი. იაპონური ფილმების ფესტივალია, ორ ძალიან მაგარ ფილმს უნდა ვუყუროთო, მეუბნება ირაკლი. მეც იდეა მოწონების დონეზე ამყავს. სახელებით ვინტერესდები. -პირველი „რომაული აბანოები“ იქნება, შესვენების შემდგომ კი „მზარეული სამურაის საგა - ნამდვილი სიყვარულის ამბავი“. -იაპონურად ? - ვიბნები. -კი, მაგრამ ინგლისური ტიტრებით. -ძალიან კარგი - კმაყოფილი ვუყურებ. ადგილებს ვიკავებთ და ფილმის დაწყებამდე საუბარს ვიწყებთ, თუმცა ვიღაც გვეჩრება და ხელს გვიშლის. -ლენაა, აქ არ გელოდით - მესმის ნაცნობი ხმა, მაგრამ უცბათ აზრად არ მომდის, ვინ უნდა იყოს, სანამ არ ვიხედები წინ და თამარას არ ვხედავ.. -ჰო, უცბათ გადავწვიტე. თქვენ რას შვრებით ? - დაბნეული ვეკითხები და ღმერთს ვთხოვ, მისი ლაშა აქ არ იყოს. -გამარჯობათ... - მესმის ლაშას ხმა და ეს უკვე პიკია. ნუთუ მოუშორებელ სენად უნდა მექცეს ესეც ? ან რა უნდა აქ ? არ სჯობს, თავისი ისტორიის სადოქტორო თემას მიხედოს ? -ლენა, ლაშაც აქაა - ისე მეუბნება თამარა, თითქოს მთავარანგელოზი იდგეს მის გვერდით. -გამარჯობა, ლაშა - ვამბობ აკანკალებული ხმით. ეს ბიჭი უკვე მაშინებს. -მარტო ხართ ? - კითხვას არ აყოვნებს დოქტორანტი. -არა, არ ვარ -ვცდილობ, ოდნავ მაინც მოვიკრიბო გაბედულობა. -ვინაა ეს ბიჭი ? - ახლა თამარა ერთვება საუბარში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.