შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ჩემი ხარ!


11-11-2018, 14:12
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 6 609

ცხოვრებაში ოცნება ყველას ჰქონია, მათ შორის მეც. ბავშვობაში ყოველ ღამე, ძილისწინ ხშირად მიოცნებია სიყვარულზე, რომელიც არასდროს არცერთ სასიყვარულო ისტორიას არ ემსგავსება, ის იქნება გიჟური და სასიამოვნო. რატომ? ეს ცნობისმოყვარეებმა იციან. ჩემნაირი მეოცნებე გოგონებსთვის კი ეს ის გრძნობაა რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად ამახსოვრდებათ. ძალიან პატარა და ბევრის მთქმელი ოცნებაა ხომ?? მაგრამ ოცნებას ხომ რთული და სასტიკი ცხოვრებისგან ცოტახნით შორს მივყავართ? განა ეს ცუდია? განა არ ვიმსახურებთ იმას რომ ბედნიერები ვიყოთ იმით რასაც ეს გრძნობა მოგვიტანს? რატომაც არა. მაგრამ... ხო ისევ ეს მაგრამ... ასეთ სიყვარულამდე დიდი გზაა, ცხოვრება კი დაუნდობელია. თუმცა რწფელ და ნამდვილ სიყვარულს შესწევს ამ გზის გავლის ძალა. მხოლოდ ერთს გეტყვით არასდროს არავის და არაფერს მისცეთ იმის უფლება რომ ხელი შეგიშალოთ. არ ვამბობ რომ ეს მარტივი იქნება თუმცა ნამდვილად ღირს.
-მარიამ შეგიძლია ჩემს კაბინეტში შემოხვიდე-მკითხა ბატონმა არჩილმა.
-კი ახლავე თან საბუთებზე გაქვთ ხელი მოსაწერი. -ვუთხარი და უკან გავყევი. უკვე ორი წელია ამ კომპანიაში ბატონი არჩილის ასისტენტი ვარ.
-მოდი სანამ საბუთებზე გადავალ რაღაცას გეტყვი. ხვალიდან ფირმას ახალი დირექტორი ეყოლება.
-კი მაგრამ თქვენ?
-მეც საქმის ყურში ვიქნები, ჩემი ბიჭი ჩაუდგება სათავეში. შენი იმედი მაქვს რომ მის ასისტნტობაზე უარს არ მეტყვი. შენნაირი ჭკვიანი გოგო ძნელი საპოვნელი იქნება. რას იტყვი ხომ დარჩები?
-კი რათქმაუნდა, მაგრამ თქვენს გარეშე როგორ....
-ამაზე ნუ იფიქრებ, ხშირად გინახულებთ ხოლმე. რაღაც ახალი დავალებების შესრულებაც მოგიწევს, მოკლედ ხვალ მოვა და თვითონ გაგარკვევს. -მეც დავეთანხმე. საბუთებზე ხელი მოაწერა და კაბინეტი დავტოვე.
დღემ ჩაიარა, საღამოს შვიდზე ოფისი დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და სახლისკენ წავედი.
-დედაააა-ვიყვირე და ოთახში შევედი.
-დავყრუვდი გოგო რა გაყვირებს... -მისაღებში გამოვარდა ჩემი ძმა
-შენ დედა ხარ? რაღაც არ გავხარ ხომ იცი?!
-გასულია ქალბატონი მაკა. -მითხრა და დივანზე დაბერტყა.
-მამა..
-არ მოსულა ჯერ, კიდევ რა გაინტერესებს?
-საჭმელი.
-ოოო ეგ მეც მინდა, მიდი მოამზადე რამე!
-მეე.. ოოო არა დაღლილი ვარ.
-კარგი, მე მაინც გასასვლელი ვარ ბიჭებს უნდა შევხვდე, შენ მოკვდები მშიერი მე კი არა.
-საზიზღარი ხარ, აი მოვამზადებ და არ გაჭმევ.. -ვუთხარი და სამზარეულოში გავედი.
-მეც მიყვარხარ მარიამ. -გამომძახა
-მაინც არ გაჭმევ.
საჭმელი მოვამზადე და მისაღებში დივანზე მჯდომიარეს გავხედე.
-დღეს დაგინდობ, მოდი ჭამე.
-აი ჩემი და ხარ რა... -მითხრა და სიცილთ შემოვიდა სამზარეულოში.
-კაი კაცო აქამდე თავი დეიდაშენი მეგონა და ახლა მეუბნები რომ შენი და ვარ ... -ვუთხარი ღიმილით და მაგიდას მივუჯექი.
-მასხარა ხარ! შენი გამოსწორება არ იქნება.
-მასხარაზე გამახსენდა ჩამოვიდა ლუკა?
-გუშინ საღამოს. -მითხრა და დიდი ლუკმა გაიქანა პირში.
-ნელა ჭამე არ გაიხრჩო. მერე არ უნდა გვნახოს?
-ხვალ საღამოს კლუბში ნახავ. ვიღაც ძმაკაცთან ერთადაა, და ასე თქვა ხვალ გაგაცნობთო.
-უყურე, როგორ გათამამდა... ძმაკაცები მოჰყავს უკვე იქიდან... -ვუთხარი სიცილით და მეც გემრიელად შევუდექი ვახშამს.
როგორც კი დავასრულეთ სამზარეულოც მივალაგე და სასეირნოდ გავედი, გოგოებს დავურეკე, ისინიც დამთანხმდენ, პარკში მელოდებიდნენ. გზა უნდა გადამეკვეთა, მოსახვევიდან შავი ფერის bmw ფირმის მანქანა რომ გამოვიდა. ისეთი სისწრაფით, რომ არ გავწეულიყავი ადგილზე მომკლავდა.
-იდიოტი! -მივაძახე და გზა გავაგრძელე.
-რა სახე გაქვს რაიყო ვინ მოგიშალა ნერვები? -მკითხა ლიზამ.
ყველაფერი მოვუყევი.
-წკიპზე გადარჩი ჩემო დაო. -გამიღიმა ლანამ.
-კარგი დაივიწყეთ... გაიგეთ ლუკა ჩამოვიდა. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექით.
-გავიგეთ! -თვალები დააბრიალა ლანამ.
-ხვალ კლუბში რომ გვეპატიჟება ეგეც გაიგე? -ვუთხარი და შევეცადე სიცილი შემეკავა.
-გავიგეთ მარიამ გავიგეთ, მეც მყავს ძმა და მისი ძმაკაციცაა ეგ თქვენი ლუკა.
-სულ ჩვენი არააა-სიცილით ჩამჩურჩულა ლიზამ.
გვიანობამდე არ გავჩერებულვართ. ათზე სახლში ავედი. ყველა შინ იყო.
-ზუურააა-ჩავყვირე მამაჩემს, რომელიც მაგიდასთან იჯდა და რაღაც საბუთებს ქექავდა.
-გამისკდა გოგო გული, რა გაყვირებს?
-არაფერი. წავალ ახლა დედასთან-ვთქვი და სიცილით გავედი სამზარეულოში -დეეედაა, რამე სასუსნავი გვაქვს?
-მაცივარში ტორტი დევს და მიირთვი.
-კარგია-მაცივრის კარი გამოვაღე ტორტის დიდი ნაჭერი ჩამოვჭერი და გემრიელად მივირთვით. მერე კი ისევ მისაღებში დავბრუნდი. ცოტახანს ბექას მოვუშალე ნერვული სისტემა, მაგრამ მალევე დაღლილობამ თავისი გაიტანა და ძილი მომერია.
-წავალ დავწვები თორემ ხვალ ახალ უფროსს დასიებული თვალებით ხომ არ შევაშინებ. -ვთქვი და ფეხზე წამოვდექით.
-როდემდე უნდა იმუშაო მაგ კომპანიაში, გადმოდი ჩვენთან. -მითხრა ზურამ.
-ისიც მეყოფა ყველა მანქანის მოდელს რომ თვალ დახუჭული ვცნობ თქვენი გადამკიდე ახლა კიდევ მანდ მამუშავე არა მამაჩემო არა!
-ვის უთმობს ადგილს ბატონი არჩილი? -მიხვდა რომ საუბარის გაგრძელებას აზრი არ ქონდა და თემა შემეცვალა.
-თავს შვილს, ამერიკიდან ჩამოვიდა. არც მე ვიცი ვინაა. კარგით ხალხო ძილინებისა.- ოჯახს დავემშვიდობე და ოთახში ავედი, პიჟამოები ჩავიცვი და გადავეშვი ძილის სამყაროში.
დილას ადრიანად ავდექი, მოვწესრიგდი და სამსახურში წავედი. გზაში ლიზას დავურეკე.
-ლიზუუუ რას შვები?
-მეძინა...
-შენ რა მორიგე ხარ დღეს საავადმყოფოში აქამდე რომ გძინავს?
-ხო, წუხელ დამირეკეს და სმენა შემიცვალეს, შენ რას შვები?
-კომპანიაში მივდივარ, ანუ დღეს მარტო გვიშვებ მე და ლანას?
-ესე გამოდის.
-აუ ცუდია. -ვუთხარი და ტაქსიდან გადმოვედი. -კარგი მაშინ დაიძინე და.... ვაიმეეე....
-რა გაყვირებს გოგო?
-იდიოტო... -მივაძახე მანქანას, მოიცა ეს ხომ ის მანქანაა.
-მარიამ ამოიღე ხმა, რა მოხდა?
-გახსოვს გუშინ რომ მანქანაზე მოგიყევით?
-მერე?
-კომპანიიდან გამოვიდა ახლა ზუსტად იგივე სისწრაფით.
-რა იცი იქნებ სხვა იყო? ქალაქში მარტო ეგ ხომ არაა...
-მე მასწავლი გოგო მანქანის ცნობას? ხუთი წლიდან მანქანებში ვიზრდები.
-ჩვენ ბოდიში. არ მიხვედი?
-შენობაში შევედი უკვე. კაი დაგირეკავ მერე..
მობილური გავთიშე და ჩემი ადგილისკენ წავედი. კაბინეტიდან ისევ ბატონი არჩილი გამოვიდა.
-მარიამ მოხვედი?! მისმინე მე გავდივარ, არც ალექსანდრე იქნება დღეს, ამიტომ საქმე ნაკლებია, ეს ფაილები გადააგზავნე და შეგიძლია შენც წახვიდე.
-კი მაგრამ...
-ხვალიდან ჩვეულებრივ რეჟიმში იცოდე-თითი დამიქნია, გამიღიმა და ლიფტისკენ წავიდა, მეც მეტი რა მინდოდა. ფაილები ერთ ერთ კომპანიას გადავუგზავნე და ფირმა დავტოვე. ჯერ თორმეტი საათი არ იყო, ამიტომ ლანასთან მისვლა გადავწყვიტე. კარზე გაუთავებელი ბრახუნის და ჯაჯგურის შემდეგ თმა გაბურძგბულმა გამიღო კარი.
-შენ ხარ? -მკითხა ნამძინარები ხმით. -შემოდი
-არა შენ ჩაიცვი და გამოდი. -ვუთხარი სრული სერიოზულობით.
-რატომ? რა მოხდა?
-მამაჩემის ერთი მეგობარი სმენის პრობლემებს მარტივად აგვარებს და წამოდი გაესინჯე.
-ნუ ბჟუტურობ სისულელეებს, ან შემოდი ან ნახვამდის.
-კარგი ხო მოვდივარ. რა უბედურებაა ამდენხანს ძილი?
-გუშინ თქვენ რომ დაგშორდით ჩემი ძმა ლუკა და მისი ახალი ძმაკაცი შემხვდნენ წამოდი ვისეირნოთ ცოტაო და ამ ცოტაში მთაწმინდაზე ავღმოჩნდით. კიდევ კარგი ის ბიჭი მანქანით იყო თორე ახლაც იქ ვიქნებოდით.
-რაო ლუკამ რა მინდაო?
-ამდენი ვილაპარაკე და შენ მარტო ეგ გაიგე?
-რაც მაინტერესებდა ის გავიგე.
-არაფერიო... შენ რატომ არ ხარ სამსახურში?
-არ მობრძანდა ბატონი უფროსი ფირმაში, არჩილმა მეც გავდივარო და საქმე არაფერიაო თუ გინდა წადი შენცო...
-და შენ მეტი რა გინდოდა ხომ-გაიცინა და სამზარეულოსკენ წავიდა-ყავას ხომ დალევ?
-აუ კი... -ვუთხარი და მეც უკან გავყევი-სადაა შენი ბედოვლათი ძმა?
-ყვავის ჩხავილ შემომესმა. მგონი მე მახსენა. -სამზარეულოში შემოვიდა დაჩი.
-ძაღლი ახსენეო-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-რამე მითხარით ქალბატონო მარიამ?
-როგორ ხარ თქო.
-შენგან დავიწყებული კარგად. -მითხრა და გამიღიმა.
-ენას ამოგაწიწკნი იცოდე, აი ამ ყავის გამო ვჩერდები აქ თორე...
-კაი ხო ნუ აფეთქდები ხოლმე, სადა შენი ძმა რატომ აქვს ტელეფონი გამორთული.
-მე საწოლში დავტოვე და ახლა არ ვიცი...
-კაი მივაკითხავთ, დღეს ხომ მოდიხართ კლუბში?
-მე კი და ლიზა ვერა.
-რატომ? -მკითხა და ყავის ჭიქა ამაცალა.
-ეგ ჩემი იყოო... საზიზღარო... მორიგეა დღეს საავადმყოფოში .... ეხლა მე რა დავლიო..
-აი ლანასი აიღე.
-არა, არ მინდა მე ეგ მინდოდა. -პატარა ბავშვივით გავბუშტე ტუჩები.
-არ იტირო და ბევრ შოკოლადს გიყიდით.
-გამასწარი აქიდან.
-ისედაც მივდიოდი-თქვა და სამზარეულო დატოვა.
-შეიწირავს მაგ გოგოს ეგ სამსახური.
-რას იზავს. კაი მიდი საღამოს ტანსაცმელი წამოიღე და ჩემთან წავიდეთ. იქიდან გავიდეთ ბექა გაგვიყვანს.
-კარგი აზრია. ჩემებიც არ არიან დღეს სახლში, მარტო ყოფნას აჯობებს.
საღამომდე ფილმს ვუყურეთ, ცოტა ვიჭორავეთ, ლიზა სამსახურში გავაცილეთ და მომზადება დავიწყეთ. მე შავი ზურგზე ამოჭრილო მუხლს ზემოთ კაბა მეცვა, ლანას კი მუქი შინდისფერი იმავე სტილის. კლუბში მივედით.
-ლუუუკაააა-დავიყვირე და ძლივს გავაგონე.
-მარუშკიიი ჩემო ბაჭიააა... -მანაც არანაკლებ იყვირა. სწრაფად დავფარე მანძილი და კისერზე შემოვხვიე.
-მომენატრეეეე...
-მეც ჩემო ცხოვრება...
-ოოო დაიწყეს ამათმა ეხლა რა.. -აწუწუნდა ბექა.
-შენ გაჩუმდი ჩემო ძმაო... ლუკაჩო ხომ აღარ წახვალ ჩემი სიცოცხლე.
-არა, არსად წამსვლელი აღარ ვარ მე. -გამიღიმა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
მე და ლუკა, ლუკა და მე, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნება ვართ მაგრამ ვგიჟდებით ერთმანეთზე. ასეთი სიტყვები კი სხვებსაც ვაგიჟებთ. ბევრს ჰგონებია რომ შეყვარებულები ვართ, ამაზე კი ბევრი გვიცინია.
-მარუშკი მოდი ჩემი ძმაკაცი უნდა გაგაცნო, ალექსანდრე ეს მარიამია ბექას და... -უთხრა იქვე მჯდომს.
-სასიამოვნოა. -მხოლოდ ეს თქვა
-იდიოტი -ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-კარგი მარუშკი დალევ რამეს? -მკითხა ლუკამ.
-რამე ძლიერს, ერთ ჭიქას ჯერ და მერე ვნახოთ. -ვუთხარი და ალექსანდრეს პირდაპირ დავჯექი. დავინახე რომ გაეღიმა, ნეტავ რა აცინებს. ერთ ჭიქას ორი მოჰყვა და ასე, მეოთხეს ვუკვეთავდი როცა ბარმენი ვიღაცამ გააჩერა. მისკენ გავიხედე, თვით ბატონი ალექსანდრე იყო.
-რას აკეთებ? -ვკითხე და მზერა გავუსწორე.
-მგონი საკმარისი დალიეთ!
-და თქვენ ვინ გკითხავს რამდენს დავლევ?
-არავინ, მაგრამ მე გაგაფრთხილე, ყველა ნასვამია და მე მომიწევს ვიღაც ვიღაცეებს სახე გავულამაზო. -მითხრა და უკან მსხდომ ბიჭებზე მანიშნა. რომლებიც თვალებით მჭამდნენ.
-მადლობა მაგრამ საკუთარ თავს მე მივხედავ. -ფეხზე წამოვდექი და ბექასთან მივედი, წასვლა ვთხოვე. ისიც დამთანხმდა. კლუბი დავტოვე და იქვე ტაქსს დაველოდეთ. ასი მანქანა მაინც იყო იქ მაგრამ მაინცდამაინც ჩემი ყურადღება შავმა BMW მიიქცია.
-რატომ მხვდება ღმერთო ეს მანქანა ყველგან?
-რამე მითხარი მარ. -მკითხა ბექამ.
-არაფერი, ტაქსი მოვიდა. -ჩავჯექით და სახლისკენ წავედით.





ვიცი შეიძლება უაზრო ჩანს მაგრამ რატომღაც მომინდა რაიმე სახალისო და სასიამოვნო გამომსვლოდა... ნუ ყოველ შემთხვევაში ვეცადე მაინც... გთხოვთ არ შემიბრალოთ და ყველანაირი აზრი, ცუდიც და კარგიც დაწერეთ კომენტარებში... ველი თქვენს შეფასებებს...

პ. ს. შეიძლება ყოველდღე ვერ დავდო როგორც წინა ისტორია, რადგან ძალიან გადატვირთული სამუშაო გაფიკი მაქვს, ამიტიმ წინასწარ ბოდიში თუ ცოტას დავაგვიანებ ხოლმე❤❤❤



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalian kargia da sainteresoc

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი მარიკო
Dzalian kargia da sainteresoc

მადლობა რომ წაიკითხე.... ❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანო

სახალისო თუ იქნება შენთან ვაააააარ ^_^ ♡♡

 


№4 სტუმარი სტუმარი Ttt

Kargia gaagrdzele magrad mainteresebs ra moxdeba

 


№5  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი ანო
სახალისო თუ იქნება შენთან ვაააააარ ^_^ ♡♡

ვეცდები აუცილებლად იყოს... მადლობა რომ წაიკითხე ❤❤❤

სტუმარი Ttt
Kargia gaagrdzele magrad mainteresebs ra moxdeba

მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤❤

 


№6 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

მოდი ასე დაგიწერ, მე ძალიან მომეწონა, ავღვფრთოვანდი, გავგიჟდი, შემიყვარდა, და ა. შ. მაგრამ უფრო დიდი თავები თუ შეიძლება. ახლა კი კითხვა: როდის დაიდება ახალი თავი?

 


№7 სტუმარი სტუმარი ანნა

გაგრძელება არ ექნება?

 


№8  offline წევრი hanabi

საინტერესო ჩანს გააგრძელე

 


№9  offline წევრი lamazi tvalebi

ქამელეონის თვალება გოგო
მოდი ასე დაგიწერ, მე ძალიან მომეწონა, ავღვფრთოვანდი, გავგიჟდი, შემიყვარდა, და ა. შ. მაგრამ უფრო დიდი თავები თუ შეიძლება. ახლა კი კითხვა: როდის დაიდება ახალი თავი?

მიხარია თუ ასე მოგეწონა.... ვეცდები მალე... დღეს ან ხვალ... ❤❤❤

სტუმარი ანნა
გაგრძელება არ ექნება?

კი როგორ არა❤❤❤

hanabi
საინტერესო ჩანს გააგრძელე

მადლობა რომ კითხულობ ❤❤❤

 


№10 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

სადაა ახალი თავი? იცოდე გაგებუტები მაგრამ ბოლომდე გამოგყვები ახლა კი მითხარი სადაა ახალი თავი

აუუ ახლ თავს ველოდები დროზე რა ვეღარ ვითმენ

 


№11  offline წევრი salome_13

ველი შემდეეგს... ❤️❤️

 


№12  offline წევრი lamazi tvalebi

ქამელეონის თვალება გოგო
სადაა ახალი თავი? იცოდე გაგებუტები მაგრამ ბოლომდე გამოგყვები ახლა კი მითხარი სადაა ახალი თავი

აუუ ახლ თავს ველოდები დროზე რა ვეღარ ვითმენ

დაიდება ალბათ მალე... ატვირთული მაქვს უკვე... მადლობა რომ კითხულობ... ❤❤❤

 


№13  offline წევრი კეროლაინი

საინტერესოა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent