ეკიპაჟი! (თავი 8)
სახლამდე ისე მივედით არცერთს ხმა არ ამოგვიღია.. მანქანაში სასიამოვნო მელოდია უკრავდა, ერთ ორჯერ გადმომხედა რაღაცის თქა უნდოდა ალბათ, მარამ მაშივე თავი გვერდით მივატრიალე და ფაჯრიდან მორბენალ ხეებს დავუწყე ყურება. ჩემს სახლთან გაჩერდა. -მოვედით.-ფიქრებიდან მისმა მკაცრმა ხმამ გამმომარკვია. -ნახვამდის!-არ შემიხედავს ისე გადმოვედი მანქანიდან და სახლისკენ გავემართე, სახლში შესულმა ფანჯრდან ჩუმად გამოვიხედე, ისევ იდგა მაგრამ მალევე აამუშავა ძრავა და ადგილს მოწყდა. ტირილის თავიც რომ არ ექნება ადამიანს ისე ვიყავი. -ვინ მოგიყვანა?-დედამ შეპარვით მკითხა. -ახლა არა რა დე..-თავი დაბლა დავხარე მობილურს დავწვდი და ოთახისკე გავეშურე.-არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე.!-ოთახის კარები გავაღე და სანამ დავკეტავდი გავაფრთხილე არავის შევეწუხებინე! ტელეფოი გავთიშე.ლეპტოპში ხმამაღლა ჩავრთე სიმღერები, საწოლზე მოვკალათდი, მუხლებზე სახატავი რვეული დავიდე და შავი ფანქარი დავიწყე ხატვა. მთელი მონდომებით ვცდილობდი ტილოზე გადმომეტანა ჩემს მეხსიერებაში კარად დამახსოვრებული დაჩის შავი კუპრივით, მეტყელი თვალები, მონდომებით ვუსვამდი კონტურებს! შიაგადაშიგ ამემღვრეოდა გამოსახულება მერე თვალის დახამხამება და ლოყებზე ეშვებოდნენ ცხელი ცრემლები! სტამბულიში ვისხედით მე და ნატალია აეროპორტის ჰოლში. ტელეფონს უაზროდ ვაწვალებდი. -დაჩის ველაპარაკე. -წამის მეასედში მიიპყრო ჩემი ყურადღება.-მითხრა რაც ხდება.-როგორ მაწვალებს განა იტყვის სათქმელს დროზე.!-უყვარხარ! -ნატალია გთხოვ! არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მას ცოლი ყავს!და ის ცუდად არის. ეს კი სრულიად საკმარისია ჩეთვის რომ ეს კაცი საერთოდ ამოვშალო ჩემ გულიდან.-ტელეფონს დავუბრუნდი ისევ.-მასთან არანაირი ურთიერთობა არ მექნება გარდა სამსახურისა. -გავჩუმდი.-ხოდა გთხოვ გადაეცი, შეეშვას ჩემ სახლთნ სიარულს.სჯობს მისცოლს მიხედოს მას უფრო სჭირდება ბატონი დაჩი.-კატეგორიული ვიყავი. ფეხზე წამოვდეგი და მარტო დავტოვე ნატალია.. ყავა ვიყიდე და ცალკე დავჯექი. რამდენიმე საათი გავჩერდით. დავინახე როგორ წამოვიდა ნატალია ჩემსკენ. -რეისი გადაიდო, ხომალდს რაღაც დაემართა დიდი დრო დაგვჭირდებაო გასაკეთებლად, ხოდა კომპანიამ სასტუმროს ნომრები დაჯავშვნა ჩვეთვის.. -სკამს დაეყრდნო ხელებით. -კაი მაშინ ჩვენი ნივთები ავიღოთ და წავიდეთ სასტუმროში. -ფეხზე წამოვდექი. ცარიელი ჭიქა სანაგვე ურნაში ჩავადე.-ძაან დავიღალე აქ ჯდომით. -ეტყობოდა ნატას რაღაცაზე იყო ნაწყენი..-ბოდიში შენთან ასე არ უნდა მელაპარაკა.-სწრაფი ნაბიჯით დაეწიე და გვერდით ამოვუდექი. -არაუშავრს, უბრალოდ არ მინდა იტანჯებოდე.დღეს მივხვდი რომ ძალია კარგი ადამიანი ხარ. შენს ადგილას ასე თითქმის არავინ მოიქცეოდა. ძლიერი გოგო ხარ.!-პასუხად მხოლოდ გავუღიმე. აეროდრომზე გავედით ლაშას მივუახლოვდი. -თქვენც ჩვეთან ერთად წამოხვალთ.?-სიცივისგან ამაკანალა.. პიჯაკი მომაწოდა ჩაიცვიო.-მადლობა.-მოურიდებლად გამოვართვი. - არა ჩვენ ცოტა გვიან მოვალთ, რაღაც დაემართა ძრავში და უნდა გავიგოთ რამდენი დრო დაჭირდება. -დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა შენი პიჯაკი?-სანამ ბორტზე ავიდოდი ვკითხე. -არა პატარავ გქოდეს.-სერიოზული სახით მითხრა და ისევ ინჟინრებს მიუბრუნდა. ამ ერთი თვის გამავლობაში ძალია დავუახლოვდი ონიანს. გაგიკვირდებათ მაგრამ როგორც ძმა ისე მყავს. უთბილესი ადამიანია და ახლა მე ესეთი ხალხი მჭირდება გვერდით! ჩვენი ნივთები ავიღეთ და გამოვედით აეროპორტიდან. იქვე სასტურმროს მანქანა დაგვხვდა და წაგვიყვანა. ნოემბრის კვალობაზე ძალიან ციოდა.. ოთახში შესულს სასიამვნო სითბო დამხვდა. ონიანის პიჯაკი ჩემს ფორმასთა ერთად სკამზე გაადავკიდე. ტელეფონში მუსიკები ჩავრთე და საცვლების ამარა შევედი სააბაზანოში. ცხელი ცყალი მესიამოვნა გაყიულ სხეულზე. თბილად ჩავიცვი და ნატალიას მივაკითხე.სრული შოკი მივიღე ონიანმა რომ გამიღო კარები.. -აი ამას არ ველოდი.-შარვლის ამარა იდგა ლაშა..ჩუსტების ფრატუნით მოვიდა ხალათში გამოწყობილი თმა აბურდული ნატალიაა.. -ვივი ჩადი და ჩამოვალ..-დარცხვენით მითხრა.. -ამას მიმალავდით არაა თქვე გარეწრებო..-ვითომ გაბრაზებულმა დავუქნიე თითი ორივეს.. -აგიხსნით ყველაფერს.-სიცილს ვერ ვიკავებდი. -კაი.. აბა რას იზამთ ამიხსნით ორივე. დაბლა ჩავალ მე შიაა. -მოვშორდი მათ ოთახს და ლიფტთან გავჩერდი. ზედა სართულიდან დაეშვა და მალევე გაიღო კარები. სულ როგორ უნდა მხვდებოდეს. თავდახრილი შევედი და ნულს მივაჭირე თითი. ხვდებოდა.. ყველაფერს ხვდებოდა ეს კაცი და არც ფიქრობდა ჩემს შეწუხებას. კარგად იცოდა რომ ეს მდგომარეობა ისედაც ცუდად მხდიდა და ცდილობდა უარესად არ მეგრძნო თავი. რესტორაში შესული მაგიდას მივუჯექი და მოსულ მიმტანს ვუთხარი რომ ჯერ მარტო ჩაი მოეტანა ჩემთვის. ცხელ ჭიქას შემოვხვიე თითები და ტუჩებთან ახლოს მივიტანე. მოპირდაპირედ რამოდენიმე მაგიდის გამოტოვებით იჯდა დაჩიც და თვალმოუშორებლად მიყურებდა, მეც კი გამექცა თვალე მაგრამ მალევე გამოვერკვიე.. -როგორც იქნა.. -დაღლილი ხმით ჩავილაპარაკე როცა რესტორნის შემოსასვლელთან შევიშნე წყვილი. ორივე ჩემს მაგიდას მოუახლოვდა . -დაჩი მოდი შენც ჩვეთან.-ონიანმა სკამი გამოსწია და ლიპარტელიანს გახედა. -არა იყოს, მარტო მინდა ყოფნა..-როგორც გინდაო და ჩემს გვერდით მოკალათდა ლაშა. საჭმელი შევუკვეთეთ. -აბა ეხლა გისმეთ საიდან ან როგორ აღმოჩნდით ერთად.?-თვალები მოვჭუტე და ორივეს ავხედე. -შენი სახლიდან რომ წამოვედით რატომღაცც ერთ საწოლში აღმოვჩდით ხოდა იმის მერე ერთად ვართ.-ლაკონურად მომიყვა ონიანმა.. -უხ თქვე ჩუმჩუმელებო.. -გამეცინა.. -ძალიან მიხარია თქვენი ამბავი.. -თბილად მოვეფერე ორიეს. -ერთი შენ დაგვრჩი კენტად..-დაუფიქრებლად წამოაყრანტალა ლაშამ და კი მიიღო გვერდებში ნატალისგა. -ისე ნატალია შენ დიდი ხარ ხომ ამ ვაჟბატოზეე? -კიი სამი წლით.მაგრამ სიყვარულმა ასაკი არ იცის ჩემო ვიკაა. -სიცილით ჩაილაპარაკა და მიმტანს თავისი თეფში გამოართვა..-მმ რა გემრიელი სუნებიაა. ძალიან მომშივდა. -მის კერძს დასუნა. -რატომ არ მოგშივდებოდა.-ჩავიდუდღუე და ფხუკუნით გავხედე დაჩის, რომელიც გაბრაზებუ სახით იჯდა და თავის საჭმელს ზედაც არ უყურედა. ღიმილი სახეზე შემაშრა მისი გაცეცხლებული თვალების დანახვისას. მთელი ყურადღება უკვე მისკენ მქონდა გადატანილი, ჩემს გარშემო ყველა გამქრალიყო, თითქოს ამ დიდ და ნათელ დარბაზში მარტო ჩვენ ორი ვიყავით. ფეხზე სწრაფად წამოვდექი, ბოდიში მოვიხადე და სირბილით გავვარდი რესტორნიდან. ბოლო წამამდე ვიკავებდი ცრემლებს და საკუთარი თავი ოთახში რომ დავიგულე ემოციები ამოვუშვი. ავტირდი! რაც ამდენი ხანი არ მიტირია დღეს დავიცალე ცრემლებად. სავარძელში ჩავჯექი ფეხები ავიკეცე და მოურიდებლად ხმით ავქვითინდი..კარების ხმაზე გამოვერკვიე და გაბრაზებულმა გავაღე. სწრაფად შემოვიდა ოთახშია, კარები ხმაურით მივკეტე. -რა გიდა?-ტირილით ამოვილაპარაკე. -ჩემს გამო ტირიხარ?-შემობრუნდა. არაფერი მიპასუხია სავარძელზე დავჯექი.-მითხარი ჩემს გამო ტირიხარ?- -არა! შენს გამო არაა!-გაბრაზებული წამოვხტი ისევ ფეხზე და მივვარდი. -შენს გამო კი არა ჩემი სულელი თავის გამო ვტირი! ასე მეამიტურად რომ შეიყვარა კაცი.! კაცი რომელიც ერთხელ ჰყავდა ნანახი! იმის გამო ვტირივარ რომ ჩემი პირველი სიყვარული ასეთი მტკივეულია. -სახეზე ავიფარე ხელები. -ჯანდაბას ყველაფერი. უკვე აღარ შემძლია ამის ატანა. ძალია მძიმეა ამ ჯვრის ტარება. ვეღარ გავუძლებ და წავიქცევი.-მშვიდა ვსაუბრობდი და ერთ-მეორის მოყოლი ცრემლებს ვიმშრალებდი. ჩუმად იდგა. ნელა უფრო ახლოს მოიწია და სველ ლოყებზე ხელები მომხვა. აწყლიაებული თვალებით ავხედე. ვიცოდი უნდა ეკოცნა ხოდა მეც მივეცი ამის უფლება. უნაზესად დაეძგერა ჩემს ბაგეებეს, მთელ გრძობას აქსოვდა ყოველ კოცნაში, ჯერ ქვედა შემდეგ ზედა ტუჩს მიკოცნიდა და უფრო მაგრად მიკრავდა გულში, ესეც ჩემი პირველი კოცა დიდ ტკივილთან. ნელა მომშორდა შუბლზე მაკოცა და კვლავ მარტო დამტოვა. კვირები სწაფად გადიოდა ფრენებზე ვხვდებოდი ხოლმე მარტო. რამდენჯერმე გააცდინა რეისი და ნატამაც ისე გადაკვრით მითხრა რომ ანას დაყვებოდა ქიმიებზე.გულში ცუდად გამკრა ამ ფაქტმა მაგრამ რატომ მეც არ ვიცი. ყოველ ღამე ცხადად ვგრძნობდი მის კოცნას და ამ კოციდან წამოსულ შეგრძებეს. -დედა ვიკა ძალიან გამხდარი ხარ შვილო.-სავარძელზე ვიჯექი მამასთან ჩახუტებული.. -გეჩვენება რაღაც.-უემოციოდა ვუთხარი. -მამას გოგო რაღაც სულ მოწყენილი ხარ ამ ბოლო დროს და რამე ხომ არ ხდება??-შუბლზე მაკოცა. -არაფერი უბრალოდ ძაან ვიღლები და მერე ხასიათზეც მოქმედებს.-გავიმართლე თავი.. -კაი წავედი მე დავიძინებ.-ორივეს ვაკოცე და ოთახში შევედი.. მალევე დედაც შემომყვა. -ვიკა დედა ასეც არ შეიძლეება გადაყოლა რაა..-შევაწყვეტინე. -გთხოვ დედა რაა. ვიცი რომ არ შეიძლება მაგრამ ცუდად ვარ. დამაცადეთ და გამოვალ ამ მდგომარეობიდან ჩემით.-ვცადე მისი დამშვიდება. -კაი დე. მე უბრალოდ ვღელავ.-კარებისკენ წავიდა. -დე მიყვარხარ.-ცრემლები გადმოვყარე. -მეც ჩემო ლამაზო შვილოო. ნეტა რამე შემეძლოს. -მომეხვია. -კაი დაიძიე ახლა.-ლოყები დამიკოცნა და კიდევ მერამდენედ დავრჩი მარტო კოშმარულ ღამესთან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.