მოსიარულე აისბერგის მახეში {8 თავი} დასასრული
ეს დღეც დადგა,თორნიკე და თამარი მშობლების დასახვედრად აეროპორტში მიიჩქაროდნენ, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ჰორიზონტზე მათთვის კარგად ნაცნობი ორი სილუეტი გამოჩნდა,რომლებიც რაღაცაზე კამათობდნენ. უფროსწორად ბატონო ზურა უკმაყოფილო მზერით ბურღავდა ქალბატონ ქეთოს, ის კი ხელებით რაღაცას უხსნიდა -ვაუუ თამჩო,სახლში შენი ძმა არაფერს არ გაჭმევს?-წარბები შეკრა ქალმა და შვილი გულში ჩაიკრა -დაიწყოო-თვალები აატრიალა და ხელები ცაში აღმართა თამარმა,თან დედას მიელაერსა.ქეთო თორნიკესაც მიუბრუნდა -შენ ამ თვეების განმავლობაში გამაღლდი,თუ მე დავპატარავდი?-თვალები დააწვრილა და შვილს კისერზე ჩამოეკიდა. თორნიკე კი ღმილით ისმენდა მის რეპლიკებს. -დედაშენს შვილებო მოჩვენებები დაეწყო-ჩაიქირქილა ზურამ,რაზეც ქეთომ წარბაწეულმა გადახედა -მოჩვენებები ვის დაეწყო წეღან ეტყობოდა-ირონიულად მიუგო და ბოლოს ხმადაბლა ჩაილაპარაკა-ეჭვიანი იდიოტი. ქალბატონი ქეთო ძალიან დახვეწილი,შარმიანი ქალი იყო,საპირისპირო სქესის წარმომადგენელთათვის ყოველთვის სასურველი ქალი იყო,რომელსაც ქალური ხიბლი არც ახლა დაეკარგა. ბატონი ზურა კი თავისი მამაკაცურობით ბევრი ქალის ინტერესის საგანი იყო. ორივე მათგანი თანამედროვე ცხოვრების მიმდევარი იყო,ითვალისწინებდნენ შვილების შეხედულებებს,მშვენივრად აითვისეს ახალი ტექონოლოგიები,მოგზაურობაში ხშირად დადიოდნენ და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდნენ. ზურას ბევრჯერ უწევდა ფიცხი ქალბატონის სიჯიუტის ატანა,მაგრამ სიყვარული რას არ შეგაძლებინებს კაცს? -ლიზი და ელენიკო სად არიან მამი?-თამარი მიიხუტა და თორნიკეს მიმართა ზურამ -ბაღში ზეიმი აქვთ მაა და ვეღარ წამოვიდნენ -რამდენი საჩუქრები ჩამოვუტანე ჩემს პრინცესას-ბოლო სიტყვა გაწელა ქეთომ-ვფიქრობ მოეწონება-ტაში შემოკრა სიხარულით -მე მგულისხმობ არა, დედი?-თვალები დაახამხამა თამარმა,საჩუქრის მოლოდინში -არა, შენ არა ჩემო ცქნაფო,ელენე ვიგულისხმე,მაგრამ გული არ დაიწყვიტო დედი,შენც ჩამოგიტანე რაღაც-რაღაცები,ლიზისაც და თოკოსაც-თავზე აკოცა შვილს,თამარმა თავიდან ცხვირი ჩამოუშვა,თუმცა როგორც კი "შენც ჩამოგიტანე" ახსენეს ტანში სასიამოვნო იმპლსები გაიგზავნა -საუკეთესოები ხართ თქვენ-დახტოდა აეროპორტში,თითქოს რქოსანი ცხოველი მოსდევდა -ნუ დახტი გოგო ბეცი-თხასავით-თვალები დაუბრიალა თორნიკემ -მამი,შენ თავში ისევ მტრედები გიფრენენ ხოო?-ჩაიცინა ზურამ და ავტომობილისკენ დაიძრნენ -არა მა, ძროხები მიღმუიან თავში-თვალი ჩაუკრა და ერთ ჩემოდანს მოავლო თვალი-ეს ჩემოდანი იქ შეიძინეთ? რა იყოთ ბანკი ხომ არ გაგიძარცვავთ,თუ მთელი მაღაზია ხელს გამოაყოლეთ? -ამას თუ ხელის გამოყოლება ჰქვია-ჩაიფრუტუნა თორნიკემ -ეიი,შენ ბიჭიი ჩემოდნები მანქანაში მოათავსე და ბევრს ნუ მეტლიკინებით მალჩიკ და ძევოჩეკ-ხელი ავტომობილისკენ გაიშვირა ქეთომ -რა მკაცრი ხარ ქალბატონო ქეთო,მეც კი შევშინდი-აი, ვისგან გამოყვა თამარს ირონიულობა -ზურიკო დღეს ზედმეტად ბევრი იეჭვიანე და შხამს ნუ ანთხევ,ჩემო ლომო-ტუჩებში აკოცა კაცს და ავტომობილში მოკალათდა -ჩემი გიჟი ქალი. მარტო ჩემი-ღიმილით თავი გააქნია კაცმა. სახლში მისვლისას ერთმანეთს კიდევ ბევრჯერ მოესიყვარულნენ,გახარებული ელენე ბებიასა და ბაბუას ლოყებს უკოცნიდა და სახეგაბადრული ხსნიდა საჩუქრებს, ქალბატონ თამარს აქსესუარებთან ერთად ტკბილეულობაც მიართვეს და მისი ღიმილის მიზეზიც გახდნენ. ********* საათები,დღეები,თვეები გადიოდა. მონატრების სურვილი ორივეს ერთბაშად იპყრობდა. აი, ის მომენტი თუ ქონიათ,როდესაც გინდა მის თითოეულ ნაკვთს შეეხო,როდესაც ხელები გექავება,გეწვის და გიბუჟდება,იმდენად გსურს შენთვის სანატრელი,მიუწვდომელი ადამიანის კანის შეხება. აი, მონატრებულზე ლოყაზე რომ მხურვალედ აკოცებ,გზას ყელისკენ გაიკვლევ და ცხვირს კისერში ჩარგავ,ხელებს შემოხვევ და ეტყვი ''მე გგრძნობ'',მთელი არსებით რომ გსურს მისი სურნელი სხეულში მეტასტაზებივით გავრცელდეს და მთელი ცხოვრება ამ სენით დაავადდე. რა საამოა,ორი მთროლვარე გულის შეერთება. დილით ადრე ადგა,სამსახურში წასავლელად მალევე მოემზადა,ეს ეს იყო კარში ფეხი უნდა გაედგა,რომ თორნიკეს ხმა მოესმა -თამო, სად მიდიხარ? -რა კითხვაა თოკო? სამსახურში-მისკენ შეტრიალდა და პიჟმაში გამოწყობილ ძმას მოავლო თვალი-ეგ ზოლებიანი შარვალი გხატავს ძმაო-გადაიხარხარა -შაბათია გოგო დღეს-თვალი ჩაუკრა დას და სამზარეულოში შევიდა. რას გრძნობდა თამარი? ბრაზს! დილით, 7 საათზე, ტყუილად ადგა? ტყუილად მოიკლო ძილის სიამოვნება? ტყუილად შეელია ფუმფულა,საყვარელ ბალიშს? ტყუილად დაადგა გაყინულ იატაკზე ფეხი? ტყუილად წამოვარდა ლოგინიდან იმის ძახილით,რომ დაიგვიანებდა? ტყუილად შემოირტყა ხელი ახლაც?მოიცა,რა? არა,ხელი ამჟამად ნამდვილად გამართლებულად შემოირტყა,რადგან დაუდევრობა გამოიგლოვა. -შენი დედა შევაცილე მაღაზიაში თამარ აასთიანო,შენი პრუტუნა თავი გადავარდა ხევში,შენი სხეულიც უკან მიყვეს და შენ აგიკრიბონ ვენოკის ფული,შენ დაგაყარონ 10 კილო შოკოლადი საფლავზე, ამოწყდით ყველა და მომეწიეთ დანა-ჩანგვლით-ამოიტირა და საწოლზე დაემხო.-ანას უნდა დავურეკო, მე თუ მღვიძავს მაგას უნდა ეძინოს?-ბოროტულად ჩაიცინა -ალიო-ხმა დაიბოხა-მოგესალმებათ თიბისი ბანკი,თქვენ ანგარიშზე ჩამოგეჭრათ 300 ლარი,გადაუხდელობის გამო -რამე აზრიანი მაინც მოგეფიქრებინა შე ჩემის გადანგრეულო -აუუუ დღეს მეგონა სამსახურში მივდიოდი და ადრე ავდექი -ხოდა, მეც გამაღვძე არა? იდოტო,კრეტინო,ნეანდერტალელო -ნუ გაკაპასდი ახლა ჩემი მეზობელი ფოთოლაასავით შენი ჭირიმე რაა. დღეს საღამოს კლუბში წავიდეთ რა -საღამომდე იქნებ და ხრამში ვიჩეხები, დავაი დასვიდანია ახლა -გამითიშა-პირი დააღო თამარმა-შენი...შენი გამომცემელი....პრინციპში ლალისთან რა მინდა. შვილი გამოუვიდა ვირიშვილი-ამოიხვნეშა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა. ******** 1 თვის წინ. 12 ოქტომბერს სუსხიანი საღამო იყო,წვიმის წვეთები ფანჯრებს ზღართანით ეცემოდა,თამარისთვის წვიმა მელანქოლიასთან ასოცირდება,ამიტომ ასეთ დროს ძილი ყველაფერს ურჩევნია,არც ეს დღე ყოფილა გამონაკლისი,თუმცა არ დასცალდა. ტელეფონი აწკრიალდა და შეწუხებულმა ამოიხვნეშა -ვის გავახსენდი?-საწოლიდან წამოიწია და მესიჯი გახსნა "შენი თვალები ჭაობისფერია, შენი ტუჩები მარწყვივით ტკბილი,ერთხელაც მოვალ და მაგ ბაგეზე, გულ-ამოსკვნილი დაგეწაფები'' "სექსუალური ფანტაზიები ამ ხალხს რა მომრავლებული აქვს'' ''შენზე ფიქრით ტვინი გადამეწვება მალე,ამორძალო'' ''მომისმინე,ახლა ნამდვილად არ ვარ ღადავის ხასიათზე''-პრინციპში რა საქმე მაქვს რო? ამაზე მერე დაფიქრდა მესიჯი რომ გააგზავნა და საკუთარ თავს თექვსმეტსართულიანი ლანძღვა შეუთვალა. ''და ვინმემ ღადავი ახსენა?'' ''კი,მე'' ''შენ რა ხუმარა ხარ,ტოო'' ''არ გევასება ხუმარა ტიპები?'' ''გინდა რომ მევასებოდე? ''უკომენტაროდ'' ''გაგიმართლა,უკვე მევასები'' ''რა პატივია'' ''უდიდესი'' ''უნარცისესი პიროვნება ჩანხარ'' ''შენ რეალობაში იკითხე'' ''რეალობაში კი არა, ახლაც რომ გწერ ცალი თვალი მეხუჭება'' ''აი,ხომ ხედავ,როგორ გიზიდავ? გეძინება და ჩემს გამო ძილზე უარს ამბობ,თან შენ ისე გიყვარს'' ''შენ რა იცი მე რა მიყვარს?-პასუხი დააგვიანა. თამარ ჩართე შენი ჯეიმს ბონდური აზროვნება-იფიქრე,ვინ შეიძება გეთამაშებოდეს? ვახო?არაა. რაში დასჭირდება? თორნიკე? აბა, ზუსტად ჩემთვს ცხელა მაგას. ანა? არა,მკვდარივით ძინავს. ღერთმანი რა რთულია ფიქრი,თავი ლაბირინთში მგონია. ''ერთი რამ დანამდვილებით ვიცი'' ''მეეჭვება ჩემს შესახებ რამე დანამდვილებით იცოდე'' ''შენ მე გიყვარვარ'' ''ღმერთმანი, ეს უკვე მეტისმეტია....ძალიან გამაცინე '' -არადა სიმწრით იცინოდა და გაბითურებისთვის გულში იგინებოდა lieman-ის მიმართულებით. ანუ,აღნიშნავდა რომ ეს ადამიანი მატყუარა იყო. რაც ნერვებს უშლიდა ის იყო,რომ ამ თამაშში თავად გაიხვია თავი ''ჩემთან ნურაფრის შეგცხვება ტო. მეც მიყვარხარ'' ეს უკვე აღარაა სახუმარო-ფიქრობდა თამარი და საბანი თავზე გადაიხურა. ფიქრობდა,რომ ვიღაც მოცლილი დროის გასაყვანად წერდა,ან შეყვარებულთან ჰქონდა უთანხმოება და გულის გადასაყოლებლად ვინმეს წერდა,თუმცა თუ შეყვარებულს დაშორდი მერე სხვას როგორ უნდა ესაუბრო ასეთ თემებზე? უკვე ტვინი საბუღალტრო ოთახს მიუგავდა,მთელი თვის განმავლობაში ყოველდღიურ რუტინად ექცათ წერა.ერთმანეთს აზრებს,შეხედულებებს,დარდსა და ტკივილს უზიარებდნენ,ყველაზე გულწრფელი იყო ამ ადამიანთან თამარი. რატომ? თავადაც არ იცის. ალბათ, ინკოგნიტოდ დარჩენაა ამის მიზეზი? მისი ''ლაიმენი'' ძალიან მეგობრული აღმოჩნდა. ერთ დღეს ანდრონიკეს მონატრებამ იმდენად სძლია,რომ იმ წამსვე ''ლაიმენის'' ნომერი მოძებნა და მესიჯი მიწერა,გულის გადაყოლება სურდა...განა ანა ვერ გაუგებდა? რათქმა უნდა კი,მაგრამ ეს კავშირი რაღაც სხვა იყო,იდუმალებით მოცული,აზარტული და სიამოვნების მომგვრელი. 28.10.2018 ''ოდესმე სიგიჟემდე მოგნატრებია?'' ''მე ახლაც მენატრება'' ''რა გიშლის ხელს,რომ გრძნობებში გამოუტყდე?'' ''არაფერი'' ''მაშინ,რატომ ხარ უმოქმედოდ?'' ''უმოქმედობა არ ჰქვია ჩემს ქმედებებს.შენ?'' ''ვფიქრობ,მე საერთოდ არ ვცდილობ. უბრალოდ მსურს'' ''სხვების აზრს ყოველთვის ითვალისწინებ?'' ''უცხოს აზრს მნიშვნელობას არ ვანიჭებ'' ''მე უცხო არ ვარ?'' ''რიტორიკული შეკითხვაა'' ''მიყვარს რიტორიკული კითხვები. პასუხი ამად ღირს'' ''არა. შენ უცხო არ ხარ,თორემ არ მოგწერდი, შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია'' ''მაშინ,გულს ენდე. გონებით ნუ იმოქმედებ,გააკეთე ის რაც გსურს,გადაკვეთე ბარიერი,დაანგრიე კედელი. ამ ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ და მაგარი ტეხავს ის რომ არ გავაკეთოთ რაც გვსურს.'' ''შენ,გიყვარს?'' ''მიყვარს'' ''გამოუტყდი გრძნობებში?'' ''არა....ჯერ არა,საფუძველს ვიმზადებ'' ''რა არის სიყვარული?'' ''სიყვარულია ის,მისი დანახვა რომ სიცოცხლეს გირჩევნია,სიყვარულია შენთვის ძვირფასი ადამიანის სახეზე ღიმილის მიზეზი რომ ხარ, სიყვარულია ყველაფრისთვის მზად რომ ხარ,ოღონდ მასთან ერთად წუთები გაატარო. ჩენი გულის სწორთან გაარებული ყოველი დრო წამია...'' ''გეთანხმები...მაგრამ იმედგაცრუების მეშინია'' '' სჯობს სიმართლე გაიგო და იმედგაცრუებული დარჩე,ვიდრე გაურკვევლობაში იყო და იმას ფიქრობდე თუ ''რა მოხდებოდა რომ მეთქვა'' ''შენც ჩემსავით ხარ. ერთ ამბობ,მეორეს აკეთებ'' ''გასაკეთებელს მალე გავაკეთებ'' ''რას აპირებ?'' ''მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ყოფნას'' ''იქნებ, მას არ უყვარხარ?'' ''ვიცი,რომ ვუყვარვარ'' ''წინათგრძნობა?''-ჩაიცინა ''გული გრძნობს,თვალი უყურებს,ყური ისმენს''. ****** 29.10.2018 ''როდის უნდა გამოუტყდე შენს გოგოს გრძნობებში ლაიმენ? ''მიყვარხარ'' ''კითხვას ნუ აიგნორებ შე არასწორო''-ბევრი სიცილის სმაილიც მიაყოლა ''უკვე გამოვუტყდი'' ********* -ანა,შენი მიჯნური სადაა? ხომ გვითხა მოვალო? - ველაპარაკე და ძმაკაცის დეიდა ყოფილა ცუდად,საავადმყოფოში იყვნენ. მაგრამ მოვალ,ახლა კარგად არისო -ვაიმე,ყურადღებიანი ბიჭი. შენ სულ ხელის გულზე გატარებს-ჩაიცინა -70 კილოიანი ქალი თუ ხელის გულზე მატარა კი გაძრობია ქანცი, მეცოდება ჩემი ბექუნა-გადაიხარხარა -რა ხუმარა გახდი ამ ბოლო დროს შენ-დაეჭყანა- ერთი მაგის ძმაკაცები ხომ ვერ გავიცანი რაა -თორემ შენ ყოველ დღე ნახულობდე ბექას -პრინციპში ეგეც მართალია-გაიცინა თამარმა-აიიი, ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიკავეო ამაზეა ნათქვამი-ხელი დაუქნია ბიჭს -ბექაა,როგორ ხარ დაკარგულო?-ლოყაზე აკოცა და თვალი უკან მომავალ 3 სილუეტს მოავლო,რეტი დაესხა. -ღმერთო რა პატარაა ეს სამყარო-დრამატულად შესძახა ანდრონიკემ -სოროსავით პატარა-კბილებში გამოსცრა თამარმა და ტუჩს კბილი დააჭირა. -ერთმანეთს იცნობთ?-გაიკვირვა ბექამ -ბექა, ეს ის თამარია,ჩვენი პიარ-მენეჯერი კომპანიაში-თვალის გუგები კაკლისოდენა გაუხდა ბექას და ანდრონიკეს გადახედა,მან კი მხარზე ხელი დაადო-ასეა ძმაო-თვალი ჩაუკრა ბევრი იმხეარულეს,იცეკვეს და დალიეს კიდეც. თამარი იყო ბუღასავით აწურლი,მაგრამ შემდეგ სიტუაცია,რომ გახურდა ისიც თავისუფლად მოერგო სიტუაციას. გრძნობდა! მწველი მზერა ზურგს,სახეს,ყველა ორგანოს ეხებოდა და მის მარწუხებში აქცევდა.ამ დროს, წელზე ხელის შეხება იგრძნო,რომელმაც მისკენ დაატრიალა და სახე მის კისერში ჩარგო. ის იყო! კვინტილიონში გამოარჩევდა ამ სურნელს! -არაფერი თქვა,ურალოდ იცეკვე-ტუჩებით გოგოს კანს ეხებოდა ანდრონიკე და ტანის ნაზი რხევით განაგრძნობდნენ ცეკვას.ისიც მიენდო,გატყდა,დაემორჩილა. ცხოვრებაში პირველად გააკეთა ამ კაცთან მიმართებაში ის რაც ნამდვილად სურდა! სიყვარულის ცეცხლში აღმოჩენილან და ერთმანეთსაც წვავენ... მწვადის სუნი მცემს. -შენი თვალები ჭაობისფერია, შენი ტუჩები მარწყვივით ტკბილი,ერთხელაც მოვალ და მაგ ბაგეზე, გულ-ამოსკვნილი დაგეწაფები-მისი სახე ხელებში მოიქცია და ბაგეზე ვნებიანად დაეწაფა. ელექტრონები,პეპლები,ჟირაფები თუ აქლემები ყველა ერთბაშად დარბოდა მათ სხეულში. განა წინააღმდეგობა გაუწია? არა! შანსი მიეცა და ამას ხელიდან გაუშვებდა? ეგ კი არა, იმას ფიქრობდა აქამდე სად იყავიო. მოიცა, რა? ის ''ლაიმენი'',ანდრონიკეა? ნეტარების წუთებს მორჩნენ და პასუხს მერე მოთხოვენ ვაჟბატონს. -შენ იყავი-გაოცებისგან პირი დააღო -ბუზი არ შეგიფრინდეს-სიცილით უთხრა ბიჭმა.თამარმა კი გაიღიმა და სახე კისერში ჩაურგო. ''ვაიმე,ასე მალე როგორ დავიშაქრე? კუპიდონმა ისარი პირდაპირ პარკუჭში გამარტყა,უეჭველი ვარჯიშობდა''-გულში ფიქრობდა თამარი -მე ვიყავი, აბა სხვა ვნ გაგიბედავდა ამის თქმას?-თმა ყურს უკან გადაუწია და ყბის ძვალზე აკოცა -რის თქმას ჩემო ნარცისო?-დაიშტერა თავი ვითომ. -ამ ნარცისს რომ უყვარხარ,სწორედ იმას-მრავლისმომცველი მზერით ჩააჩერდა მისთვის საყვარელ ქალს და ბაგეზე ცერა თითი გადაატარა. -როგორც მაწონი,რომლის სიყვარულსაც ვეღარ აწონი?-ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა და ბიჭს კისერზე ჩამოეკიდა-იცი, მეც მინდა რაღაცის თქმა-ქვემოდან ახედა ბიჭს -აბა ვუსმენ ჩემს ამორძალს-ცხვირზე აკოცა -შოკოლადზე მეტად მიყვარხარ...შოკოლადი ჩემი ცხოვრებაა,შენ კი სიცოცხლეს მირჩევნიხა-ახლა თავად გახდა კოცნის ინიციატორი -კუპიდონმა უეჭველი ერთი ისრით დაჭრა ორივე და ერთმანეთს მიეწებნენ...-იცინოდა ტატო -შენ მერე მოგხედავთ ტატო-თვალი ჩაუკრა თამარმა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მას. გაბადრულ ანას კი ლოყაზე აკოცა. იმ დღეს ძალიან ისიამოვნეს,თემოც ამღერეს და მერე იძახდნენ ''სმენა გადაჩეხილია ხევში,ტემბრი წასულია მოუსვლელში,მაგრამ ბიჭი ჩვენია და რაც ჩვენია ვერ გადავაგდებთო''. წლების შემდეგაც ასე ერთობლივად იკრიბებოდნენ,ერთმანეთის დაბადების დღეებს,ბავშების ნათლობებს,დღესასწაულებს,მოგზაურობებს არ ივიწყებდნენ და რაც ყველაზე მთავარი იყო, ერთმანეთი ჰყავდათ. მათ ღიმილისა და ბედნეირების მიზეზი მუდამ ირგლივ ყავდათ,რომელთა კავშირი რკინასავით მტკიცე და ოქროსავით ძვირფასი იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი კი თორნიკეს ''გეშველა...გეშველა კი არა და, მეშველა'' იყო,საკუთარი დის მიმართებაში,,რომელმაც სიხარულით გადულოცა და ბატონ ანდრონიკეს. ამის გამო ''გამყიდველ ძმად'' მოიხსენიებდნენ თორნიკეს. მოიხსენიებდნენ რა, მოიხსენიებდა ქალბატონი თამარი. სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.“ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.” – კონსტანტინე გამსახურდია პ.ს. ესეც დავასრულე. უდიდესი ბოდიში დაგვიანებისთვის,რომ არ გამეწვალებინეთ ბოლო თავი დავწერე, მგონი არ არის მიხლაფურთებული,გაწელვა არ მინდოდა. მახარებთ მე თქვენ და კომენტარები არის უდიდესი სტიმული ჩემთვის. მომავალ ისტორიამდე. <3 მომავალს სრულად დავდებ პირდაპირ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.