შენნაირი არავინ არის [სრულად]
“სიყვარულისთვის ყველაფერ შევძლებ” -ბავშვობის დროინდელი დღიურის ბოლო გვერდზე მინაწერს ვუყურებ და იმ დღეს ვიხსენებ როცა პირველად გავიცანი, ეს ნაწერიც იმ დღიდან ორი კვირის შემდეგ დავწერე აქ. ‘ტინას სახლიდან გამოვედი, ფიქრებში ვიყავი გართული აუზთან ფეხი ამისხლტა და აუზში ჩავვარდი, ცურვა არ ვიცოდი ამიტომ მარტივად წავედი ფსკერისკენ, როცა ვიღაც კიდევ გადმოხტა წყალში და აუზიდან ამომიყვანა. -ვინ ხარ? -ჩემს წინ მაღალი ბიჭი იდგა, ცისფერი თვალები და შავი თმა ქონდა, პასუხის გაცემაც კი ვერ გავბედე მისმა გამოხედვამ და მკაცრმა ხმის ტონმა ისე დამადუმა. -ვინ ხარ მეთქი? ან აუზში რა გინდოდა თუ ცურვა არ იცოდი? -ბიჭს ხმა უფრო გაუმკაცრდა და წარბებიც უფრო შეკრა თითქოს მშველელად სადღაციდან ტინა და ნანა დეიდა მომევლინენ. -ჯარჯ, შვილო ბავშვს უფრო შეაშინებ, ისეც შეშინებულია. -ჯარჯ, გაიცანი ეს ჩემი მეგობარია ქეთი. -მერე შენმა მეგობარმა არ იცის რომ აუზთან ფრთხილად უნდა იყოს როცა ცურვა არ იცის? -მე.. მაპატიეთ... უცებ ჩავვარდი... და თქვენ მადლობა. -ჯარჯი სახლში შევიდა ნანა დეიდამ კი ტინას ოთახში შემიყვანა და მისი ტანისამოსი მომცა. ოთახიდან გამოსულს კი მომესმა ჯარჯის და ტინას საუბარი . - ტინა შენ რა 6 წლის ბავშვებთანაც მეგობრობ? - ჯარჯი ის ჩემზე უფროსია, ქეთი ცხრა წლისაა. - რა ? - ხო მაგრამ ერთი წელი დააგვიანა სკოლაში მისვლა და ჩემი კლასელია. - ისეთი პატარაა პირველ კლასელი მეგონა. -ოთახში შევედი და ჯარჯს ყინულივით ცივი მზერა ვესროლე . არა და თითქოს მიჩვეული ვიყავი რომ ჩემი სიმაღლის გამო დამცინოდნენ. კლასში ყველაზე პატარა ვიყავი სიმაღლით, ამიტომ საყოველთაო დაცინვის ობიექტი ხშირად ვხდებოდი მაგრამ მისგან რაღაცნაირად მეტკინა . - ტინა მადლობა , მამა ვერ მოვა ამიტომ მარტო წავალ . ბოდიში ნანა დეიდა რომ შეგაწუხეთ . - ახლოს ცხოვრობ ? - არც ისე. - მაშინ გაგაცილებ. - არ არის საჭირო. - საჭიროა. -ისევ ეს სიმკაცრე არ მესმის საიდან ქონდა ასეთი სიმკაცრე 13 წლის ბიჭს. სახლამდე ისე მიმაცილა ხმა არ ამოუღია, ისედაც პატარა, იმ სიმაღლემდე ჯარჯისთან სულ არ ვჩანდი. - დროებით ქეთევან. - მადლობა და ნახვამდის ჯარჯ.’ -ფიქრებიდან ისევ რეალობაში დავბრუნდი და საკუთარ თავზე გამეღიმა. უცებ უჯრიდან ალბომი გადმოვარდა და ფოტოები გამოცვივდა, ძირს დავჯექი და ფოტოების თვალიერება დავიწყე ისევ წარსულში წავედი და იმაზე დავიწყე ფიქრი თუ როგორ ბავშვურად მიყვარდებოდა ჯარჯი, წლების მანძილზე, სიმაღლის მიუხედავად ლამაზი და ძლიერი გოგო ვიყავი , ასევე კარგი სწავლით გამოვირჩეოდი, ფოტოების ნახვისას ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ ნაწილთან მომიწია სახით დაჯახება, იმ საბედისწერო დღემ და საშინელმა ავარიამ წამართვა ყველაზე ძვირფასი ადამიანები და ჯარჯთან დამაახლოვა. ნინა რომ გარდაიცვალა და ტინა კომაში იყო , თითქმის ყოველდღე ვნახულბდი ჯარჯსაც და დავუახლოვდი, მაგრამ ის რაღაცნაირი იყო უხეში და ცივი. მაშინ დავიწყე დღიურის წერა რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავდი რადგან იქ ყველა გვერდზე მხოლოდ ჯარჯი იყო ნახსენები. ყველაზე მეტი იმ დღეზე მეწერა პირველად რომ ჩავეხუტე ისე მახსოვს თითქოს გუშინ იყო საავადმყოფოს მოსაცდელში ვიჯექით მე, ჯარჯი, ნატუკა, რატი და ტინას მშობლები. ჯარჯი ჩემს გვერდით იჯდა და უცნაურად მიყურებდა, თითქოს შვებას ჩემში ეძებდა, როცა ექიმი გამოვიდა პალატიდან და ჩვენს წინ იმედის მომცემი სახით იდგა, ყველას მხოლოდ ერთადერთი რამ გვსურდა გაგვეგო რა ხდებოდა, ახლაც ყურებში ჩამესმის სიტყყვები “ტინა გონს მოვიდა” გაუაზრებლად მოვეხვიე ჯარჯს, შენელებული კადრი მიდგება ეხლაც თვალწინ როგორი ბედნიერი სახით ამიტაცა ხელში და მეჩურჩულებოდა რომ გამოვიდა, ესეც შევძელით და მალე ყველაფერი მაგრად იქნებოდა, მაგრამ არაფერი იყო მაგრად ტინას იმ დღეზე არაფერი ახსოვდა და სულ შეიცვალა, ამერიკაში მოინდომა წასვლა და ჩემი ჯარჯიც როგორც უფროსი ძმა თან გაყვა… მაშინ მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა და შევძლებდი მის დავიწყებას მაგრამ ყოველი არ შემდგარი ურთიერთობის შემდეგ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი ვერასოდეს შევიყვარებდი სხვას ვერავის. მეც მარტივი გამოსავალი ვიპოვე და ყველა კაცს გადავუჭერი ჩემსკენ მომავალი გზა, გავხდი წარმატებული და ძლიერი ქალი, მამას რესტორნის მმართველობა ჩავიბარე და სხვებისთვის ძალიან ბედნიერი გოგო ვარ, ბევრი მეგობრით, კარგი სამსახურით და მზრუნველი მშობლებით მაგრამ მხოლოდ რატიმ და ჩემმა ბალიშმა იცოდენ როგორ აუტანლად მტკიოდა ცალმხრივი გრძნობა რომელიც ვერაფრით მოვიშორე, ისევ ობლად ჩამოდენილი ცრემლი დაეცა ჩემი და ჯარჯის ფოტოს და მივხვდი რომ წარსულში დაბრუნებამ და ჯარჯის გახსენებამ იმაზე უფორ მეტად მატკინა ვიდრე მეგონა რომ მეტკინებოდა. ფოტო გადმოვატრიალე და უკან მიწერილ ფრაზაზე მთელი ძალით მომაწვა ყელში მონატრების და ტკივილის ბურთი. “მთელი უშენობის მფლობელი ვარ… “ ზუტად არ მახსოვს ეს ფრაზა საიდან ამოვიწერე ან ვისი იყო მაგრამ ყველაზე მეტად ესადაგებოდა ახლა ჩემს მდგომარეობას… ყველა ფოტო პატარა ყუთში ჩავკეტე და გადავწყვიტე რომ ოდესმე აუცილებლად მოვიშორებდი. სადღაც ჩემი ტელეფონი უკვე მეათასედ რეკავდა ამიტომ იძულებული გავხდი მომეძებნა. რატი იყო იცოდა რომ ვერ ვიტანდი როცა, ოთახის დალაგებას მაწყვეტინებდა თან გავაფრთხილე. -გისმენ. -უკმაყოფილო ხმით ვეუბნები და მინდა ყურმილის მეორე მხარეს რომ მომღიმარი სახეა ის მაგრად ვცემო. -დაბრუნდა… -ჩემმა გონებამ წამის მეასედში გაიაზრა ვინ დაბრუბრუნდა, გულმა ისეთი სისწრაფით დამიწყო ფეთქვა რომ მთელს ოთახში ისმოდა ხმა. -როდის? -მხოლოდ ამის კითხვა შევძელი ან რა აზრი ქონდა როდის დაბრუნდა, მე ხომ სულ რამოდენიმე წუთის წინ მისი დავიწყების გეგმას ვსახავდი. -გუშინ, დღეს დილით თათბირი მან ჩაატარა და ისიც გვამცნო რომელი კომპანიების საქმეს აიღებს ხელში… -ოღონდ არ მითხრა რომ… -ტვინმა სასწრაფოდ ჩართო განგაშის სიგნალი. -კი ქეთი შენი რესტორნის საბუთები იყო პირველი რაც მოითხოვა. -ღმერთო რა დავაშავე. -ხმამაღლა ამოვილაპარაკე და ჭერს შევხედე თითქოს მართლა გაიგონებდა ღმერთი ჩემს ხმას. -ქეთ ხვალ რა ხდება გახსოვს? -არა, რამე მნიშვნელოვანია? -არა, არაფერი.-რატიმ ნაწყენმა მითხრა. სინამდვილეში ძალიან კარგად მახსოვდა რაც ხდებოდა ხვალ. რატის სახლის კართან ვიდექი და ფეხები უკან მრჩებოდა, ვიცოდი იქ ყოფნა ყველაზე მეტად გამიჭირდებოდა რადგან მას ვნახავდი… ღრმად ჩავისუნთქე და ძალა მოვიკრიბე. - რატი გილოცავ ჩემო სიხარულო. - მადლობა ქეთუსი. - ბევრი სტუმრები გეყოლება ? - მოდი რა თორემ არ დაგელაპარაკები. - მაშინ გამოდი გარეთ და შემეგებე. -რატიმ კარები გააღო და გულში ჩამიკრა. - მიყვარხარ ქეთ, ნატუკა მოვა? - კი, ოღონდ ცოტა გვიან. - მოდი შემოდი სახლში, ნეტა ტინაც მალე დაბრუნდებოდეს მომენატრა ეგ აუტენელი ბავშვი. - ხო მომენატრა მეც, აბა რატი დღეს რამდენი წლის გახდი? - კარგი რა ვითომ არ იცი 21 წლის გავხდი . - დაბერდი ბიჭო. - მწარე ენა ნუგაქვს შენ. - სად არიან შენი სტუმრები? - ბიჭები იქნებიან მარტო , შენ და ნატუკა. - და ის? - ვინ ის? - რატი თავს ნუ ისულელებ იმ დღეს ოფისში რომ ვიყავი წითური გოგო იყო შენს კაბინეტში. - ააა, მაგ თავნებაზე ამბობ , მამამ მთხოვა პირველკურსელებს ღვინის ქარხანა აჩვენეო და ეგ გოგო დაიკარგა, მერე კი აქეთ მეჩხუბა . - ვაუ, რატი ვიღაცამ შენს მომხიბვლელობას გაუძლო და შენს წინაშე არ დაიბნა ეს ხომ საოცრებაა.-დოინჯი შემოვირტყი და რატის დავაკვირდი. - შენს მომხიბვლელობას ვინ გაუძლებს ქეთევან? -მუხლებიდან ერთიანად გამომეცალა ძალა, ჯარჯის ცინიკურმა ხმამ სხეულში გაატანა და ყველა უჯრედი მოიცვა… სისხლმა ისეთი ძალით დაიწყო ჩემში მიმოსვლა რომ მეგობა აქვე მოვკვდებოდი, კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა და ჯარჯისკენ შევტრიალდი. - შენ ნამდვილად ვერა ჯარჯ. -ცინიკურად ჩავისისინე და გავუღიმე. - მე დაგტოვებთ, ილაპარაკეთ ისევ ასე ტკბილად. -ჩემთვის ძალიან რთულია ქეთუსა, რომ შენს მომხიბვლელობას გავუძლო, როცა სულ ჩემს გარშემო ტრიალებ. შენ ქეთევან? -რა მე ჯარჯ?-თითქოს ვერ გავიგე რას მეკითხებოდა. -შენ უძლებ ჩემს მომხიბვლელობას? -ეხ ჯარჯ როგორი დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. -სასმელი გამოვართვი ხელიდან და რატის მეგობრებისკენ წავედი. -სასმელი უკვე ძალიან მომკიდებოდა მაგრამ ჭიქას ვერ ვდებდი ხელიდან. -ქეთო მეტი აღარ დალიო. -რა შენი საქმეა ჯარჯ? რატომ გაწუხებს რამდენს დავლევ? -ქეთუსა უკვე ბევრი გაქვს დალეული. -ჯარჯ არ არის ეგ შენი საქმე. ბავშვივით ნუ მიყურებ, არ ვარ ბავშვი. -ბავშვი ნამდვილად არ ხარ, ქალი ხარ, თან ძალიან ლამაზი ქალი. -შენ მეტი საქმე არ გაქვს დღეს, რა კომპლიმენტებს აფრქვევ? -ამღვრეული მზერით შევხედე და გავუღიმე. -ქეთო გთხოვ მეტი აღარ დალიო. -აუუუ წადი რაა. არა, არა მოდი ვიცეკვოთ. -მე არ ვცეკვავ. -ოოო, ყოვლის შემძლე ჯარჯ ხერგიანმა ცეკვა არ იცის? -ვიცი, მაგრამ არ ვცეკვავ. -კარგი რა გაეწყობა სხვას ვეცეკვები. —— როცა დავინახე როგორ უფათურებდა ვიღაც ბიჭი ქეთოს ხელებს, ჩემს ქეთოს მომინდა დამეხრჩო, სისხლმა ამასხა თავში მუშტები შევკარი და მათკენ წავედი. -ქეთევან მივდივართ სახლში დროზე. -არსადაც არ წამოვალ, შენთან ერთად. -წამოხვალ ან შენი ნებით ან არადა ძალით წაგიყვან. -ძმაო ხომ ხედავ არ უნდა შენთან ერთად წამოსვლა გოგონას. -ისეთი სახით შევხედე იმ ბიჭს რომ ხელები აწია და გაგვეცალა ისევ ქეთის შევხედე. -მაშინ ერთხელ მეცეკე, მხოლოდ ერთხელ რა ჯარჯ. -ისეთი სახით მიყურებდა მომინდა მისი გამობურცული ტუჩები მომეჭამა მაგრამ აქ ხალხი იყო ღიმილი მაინც ვერ შევიკავე. -მხოლოდ ერთხელ. -ქეთიმ რატის რაღაც ანიშნა და "Adele -Million years ago" ჩაირთო, ქეთიმაც ხელები მომხვია ყელზე. მეც მჭიდროდ მოვხვიე ხელები და ახლოს მოვწიე, თავი რომ დამადო მკერდზე და გაინაბა მომინდა რომ ეს მუსიკა არ დასრულებულიყო სულ ასე მყოლოდა. -ქეთოო კარგად ხარ? -კი ჯარჯ, ასე ყველაზე კარგად ვარ. -ეხლა წავიდეთ. -კი წავიდეთ. ქეთი ჩემთან წავიყვანე ბინაში გზაში ისე ღრმად ჩაეძინა რომ ვერც მოვაფხიზლე. ძალიან ლამაზი იყო მძინარე და მშვიდი მაგრამ მე ის ქეთი უფრო მომწონდა სიბრაზისგან ცხვირი რომ უწითლდება და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. ისეთი ქეთო მიყვარს წამში აალება და უცებ დამშვიდება რომ შეუძლია, ვხედავ როგორ აფორიაქებს ჩემი თითოეული შეხება. ქეთი ის ერთადერთი ქალია ვისთან ერთადაც უბრალოდ ერთი ჰაერის სუნთქვაც კი საკმარისია რომ გავბედნიერდე ის ჩემი დედოფალია, ჩემი ამქვეყნიური სამოთხე, ჩემი ნეტარება, საწოლში კაბიანად ჩავაწვინე არ მინდოდა დილით ქეთის რაიმე ცუდი ეფიქრა. საბანი დავაფარე და გარეთ გავედი, ჩაის მოსადუღებლად, ახლა ყველაზე რთული იყო ჩემთვის იმ ოთახში ყოფნა სადაც ჩემს პირველ და უკანასკნელ სიყვარულს მშვიდი ძილით ეძინა მე კი არ შემეძლო შევხებოდი, მოვფერებოდი და მისი სილამაზით დავმტკბარიყავი. —— დამძიმებული ქუთუთოები ძლივს მოვაშორე ერთმანეთს, თავი საშინლად მტკიოდა, პირველი რაც თავში მომივიდა აზრად ის იყო თუ სად ვიყავი, ნელა წამოვდექი საწოლიდან და ფეხშიშველი გავიპარე სამზარეულოში საიდანაც ღიღინის ხმა ისმოდა, სამზარეულოს კარებთან შევჩერდი და შევიჭყიტე. არაა? ნუთუ ეს ჯარჯია? მე მის ბინაში ვარ? აქ რა მინდა? მე მასთან ჩემი ნებით დავრჩი? ნუთუ მთვრალმა ისიც ვუთხარი რომ მიყვარს? უკან დავბრუნდი სასწრაფოდ საძინებელში და დაველოდე, მალევე მომესმა ჯარჯის ნაბიჯების ხმა, კარებზე მომიკაკუნა და შემოვიდა. -ოხ, მძინარე მზეთუნახავო გაიღვიძე? -ჯარჯ ამიხსენი რა მინდა აქ? შენს ბინაში რატომ ვარ? -ნუ წიკვინებ თორემ შენი გაჩუმება მომიწევს. -როგორ გამაჩუმებ? -ჯარჯი მომიახლოვდა და როცა მეგონა რომ მაკოცებდა ყავის ჭიქა მომაჩეჩა ხელში. -მეორედ აღარ დალიო ან თუ დალევ აზროვნების უნარი მაინც შეუნარჩუნე, ყოველთვის მე არ ვიქნები შენს გვერდით. -სირცხვილისგან სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი. -არ მჭირდება შენი დახმარება, საერთოდ არ მომეკარო და გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. -ეს ალბათ შენეული მადლობაა არა ქეთევან? -ყავის ჭიქა მივეცი, ქურთუკს ხელი დავავლე და გავიქეცი. —— -ჯარჯ რაღაც ძალიან მხიარული ხარ და გუშინ რა მოხდა არ მეტყვი? -არაფერი ქეთევანი მივაბრძანე სახლში ოღონდ ჩემს სახლში, დავაწვინე და დილით ისტერიკა დამიდგა მე კიდე ვგავვარ იმ კაცს ვინც შურს არ იძიებს? -ჯარჯ რა გააკეთე? -ჯერ არაფერი აი ათამდე დაითვალე, არ გესმის მისი ნაბიჯების ხმა? - ირონიული ღიმილით ვუყურებდი კარებს და თითებს ვათამაშებდი მაგიდაზე, უცებ ქეთი შემოვარდა კაბინეტში როგორც ჩვევია ხოლმე ცეცხლივით, სიბრაზისგან ჭარხალივით წითელი ქონდა ცხვირი, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა აი ისეთი იყო მე რომ მიყვარდა, რატიმ დაეჭვებულმა შემოგვხედა ორივეს და ჩუმად გაიპარა გარეთ. -რამ შეგაწუხათ ქალბატონო ქეთევან? - ირინიული მზერა ტონი და მზერა არ შემიცვლია ისე ვკითხე ქეთის. -რა მაწუხებს მეკითხები კიდეც? -ნწ, ქეთო, მე შენი რესტორნის თანამშრომელი არ ვარ ხმას დაუწიე ჩემთან საუბრისას -მიყვარდა, ყველაზე მეტად მიყვარდა ქეთის წყობიდან გამოყვანა და გაბრაზება, მის თვალებში ათამაშებული ცეცხლის ნაპერწკლები მიყვარდა ყველაზე მეტად, ქეთის გახშირებული სუნთქვა და ყელზე დაბერილი ძარღვები, შემეძლო სათითაოდ დამეკოცნა ქეთისთვის ყველა ძარღვი -ახლა ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა? -ქეთიმ ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდება სცადა უნდოდა ძლიერი ქალი ყოფილიყო უნდა ეჩვენებინა რომ წუხელ მარტოც მშვენივრად გაართმევდა თავს ყველაფერს. -რატომ არ მოუტანიათ ჩემს რესტორანში დღეს თქვენი ფირმის არცერთი სასმელი? ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდები საქმეს ჯარჯ? ნამდვილად არ მოეწონება ეს ბიძაშენს. -ახლავე გავარკვევ ქეთევან. -ვითომ არც გამიგონია ქეთის სიტყვებიო, საქმიანი სახე მივიღე და ტელეფონს დავწვდი არა და თვითონ გავაფუჭე მანქანა რომ ვერ მიეტანა ქეთისთვის სასმელები და ჩემთან მოსულიყო. ტელეფონზე საუბარი დავასრულე და ქეთისკენ მივტრიალდი მშვიდი სახით. -პროდუქცია უკვე შენს რესტორანშია, უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი იყო მანქანა გაფუჭდა. ხო მართლა ქეთევან, სანამ ჩემს პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ დააყენებ გერკვიე და თუ არ გინდა ჩემთან თანამშრომლობა შემიძლია გავწყვიტოთ კონტრაქტი. -ქეთი კართან იყო უკვე მისული რომ შევაჩერე. -ქეთო, რამე ხომ არ დაგავიწყდა? -არაფერი ჯარჯ რა უნდა დამვიწყებოდა? -ვიფიქრე ჯერ კიდევ დილანდელის გამო ბოდიშის მოხდა გინდოდა ან მადლობის თქმა. -ცდები ჯარჯ. -ქეთი გაიქცა მე კი ჩემი ჩვეული ცინიკური მზერით ვიჯექი და ქეთის სახეს ვიხსენებდი, როგორ მიყვარს როცა სიბრაზისგან ცხვირი უწითლდება, ახლა მეორე ნაბიჯის დრო იყო. ბევრი ვისეირნე მიყვარდა შემოდგომის გრილ ჰაერზე სეირნობა სახლში როცა მივედი უკვე გვიან იყო. მამა ტელევიზორთან იჯდა, გვერდით მივუჯექი და შევამჩნიე რომ სევდიანი თვალები ქონდა. -მა, ჩემო საყვარელო მამიკო მოხდა რამე? -ქეთი შენ ხომ იცი ვინ ხარ შენ ჩემთვის? -მამა რანაირად მელაპარაკები მაშინებ... -ქეთო დღეს როცა სასმელები არ მოიტანეს რესტორანში კლინტები დავკარგეთ, დღეს მივხვდი რამდენად ვართ დამოკიდებული იმ კომპანიაზე რომ არა ისინი ჩვენი რესტორანი დიდი ხანია დახურული იქნებოდა. -მამა რატომ ფიქრობ ასე? -ვფიქრობ არა ქეთო ასეა. -მამა ქეთოს რომ მეძახი შენ ჩემზე ნაწყენი ან გაბრაზებული ხარ. -ქეთო დღეს რატის მამასთან ვიყავი და რომ მოვდიოდი გავიგონე რას გეუბნებოდა ჯარჯი. მან გითხრა რომ მზადაა ჩვენთან კონტრაქტზე უარი თქვას, ხომ იცი რომ თუ ასე მოხდება... -ანუ მამა რა გინდა რომ ჯარჯს მუხლებში ჩავუვარდე და ვთხოვო ჩვენთან კონტრაქტი არ გაწყვიტოს? -ქეთევან მე ეს არ მითქვამს უბრალოდ მაგ ბიჭის გაღიზიანებას მოეშვი. ქეთი რა ხდება შენსა და ჯარჯს შორის რატომ ცდილობ რომ ყოველთვის გამოიწვიო ან ის რატომ აკეთებს იგივეს? -არაფერსაც არ ვცდილობ და არც ის მაინტერესებს ის რას ცდილობს. -ქეთი რასაც ხალხი ამბობს მართალია? -რას ამბობს მამა? -შენ ის ბიჭი გიყვარს? -მამა! -დანაშაულზე გამოჭერილისავით შევშფოთდი და სიბრაზისგან სუნთქვა გამიხშირდა. -ქეთი დაწყნარდი შენ უკვე დიდი გოგო ხარ შენი პირადი ცხოვრება შენი საქმეა. -მადლობა მამა. -ჩემს ოთახში ავედი და მამას ნათქვამზე დავიწყე ფიქრი. ის მართალი იყო ჩემი სიამაყის გამო ვერ დავკარგავდი რესტორანს, მომიწევდა ჯარჯის ატანა. მამას საყვედურიან მზერას ვერ გადავიტანდი. ვიღაცასთან საუბარი მინდოდა ამიტომ რატის დავურეკე. -აბა რა უნდა ჩემს დედოფალს? -რატიიი, შეგიძლია მნახო? -თქვენს განკარგულებაში ვარ. -რესტორანში მოდი რა. რესტორანში ვიჯექით მე და რატი და ერთმანეთს ვუყურებდი. -ჰა ქეთი თქვი რა გჭირს? -რატი დღეს პირველად ვნახე მამაჩემის თვალებში უნდობლობა და შიში. -რატომ ქეთი? -დღეს მამამ ჯარჯის სიტყვები გაიგონა, როცა მითხრა რომ შეეძლო კონტრაქტი გაეწყვიტა. -ქეთი ჯარჯი თუ ამას მოინდომებს მე ვერ შევაჩერებ ხომ იცი, მაგრამ შენ ცუდად მოექეცი ჯარჯს გუშინ ისე გაილეშე ვერავის ცნობდი მეც კი ხელი ამიქნიე. ჯარჯმა კი ყველა შენი ახირება შეასრულა და სახლში ძლივს წაგიყვანა, ესეთ დღეში რომ არ ენახე მამაშენს თავისთან მიგიყვანა შენ კი მადლობის ნაცვლად იქეთ გალანძღე ეს ბიჭი. -რატი რა გავაკეთო? -უბრალოდ დაელაპარაკე ჯარჯს და მასთან მოაგვარე ურთიერთობა, იქნებ ნორმალური ადამიანებივით ილაპარაკოთ და არ უღრინოთ ერთმანეთს ბავშვობიდან ასე ხართ. -კარგი რატი ეხლა წავედით სახლში მადლობა რომ მომისმინე საუკეთესო ხარ. -შენ ჩემი ქეთო ხარ და როგორ შემიძლია არ მოგისმინო. -რატი მაინც არ მეტყვი ის გოგო ვინაა? -ვინაა იცი, გახსოვს აჩის მეზობლად ხევსურეთში არაბულები რომ ცხოვრობდნენ, აი მაგათი პატარა დაა ლილიანა. -ანას და? -ხო მაგრამ მე ეგ მერე გავიგე რომ მომეწონა. -მერე რას აპირებ? არ მითხრა რომ მაგ გოგომ გაგტეხა რატი. -წესიერად ახლა. რატი გავაცილე საათს დავხედე ჯერ ათი იყო ამიტომ ჯარჯთან წავედი. —— -რა ხდება რატი? -როგორც გინდოდა ისეა ყველაფერი, მაგრამ ეხლა შენი ჯერია. -რათქმაუნდა ხვალვე მოვა ლილიანას კურსი ჩვენს ოფისში და შანსი გექნება რომ ნახო. შენ გაუწიე გიდობა და თან ლილისაც ნახავ. -მადლობა ჯარჯ მაგრამ ერთი იცოდე ჩემს ქეთოს გულს თუ ატკენ დავივიწყებ ჩვენს მეგობრობას. -რატი მე მხოლოდ ერთი რამე მინდა რომ ქეთი დავიყოლიო. -არ მესმის ჯარჯ როგორ შეგიძლიათ ერთმანეთი გიყვარდეთ და თან ტკენდეთ. ხო მართლა ჯარჯ ქეთი შენთან ამოდის. -კარგი დროებით - მაისურის ჩაცმა დავაპირე მაგრამ ამ დროს ზარი დარეკეს და კარის გასაღებად წავედი, კარში ქეთი იდგა, სულ სხვანაირი ქეთი, არა ისეთი ცეცხლივით ქეთი მე რომ მიყვარდა ეს მობუზული და პატარა ქეთო აი ისეთი მაშინ აუზიდან რომ ამოვიყვანე. კარი ჯარჯმა გამიღო წელს ზევით შიშველი იყო. თვალი მის სხეულზე შემიჩერდა და სახეში არც შემიხედავს. -ქეთი რამე მოხდა? -ისევ ეს ცინიკური და მჭექარე ხმა მთელს სხეულში რომ მატანს. -ჯერჯ მე შენთან მინდოდა საუბარი. -შემოდი ჩავიცვამ, აქ დამელოდე. -მხოლოდ ახლა მოვავლე ჯარჯის ბინას თვალი, გემოვნებით იყო მოწყობილი, მაგრამ მუქ ფერებში როგორც მას ჩვევია. შავი თხელი ზედატანი ჩაეცვა ჯარჯს რომელიც მეტად უსვამდა ხაზს მის მხარბეჭიანობას. -ქეთი ყავას მოგიტან. -არა ჯარჯ მე მხოლოდ ცოტა დროს წაგართმევ, მინდოდა წუხანდელისთვის მადლობა გადამეხადა და დრევანდელისთვის ბოდიში მომეხადა. მაპატიე რა ჯარჯ. -აშკარად არ ელოდა ჯარჯი ჩემგან ამას ამიტომ გაკვირვებული მიყურებდა. მე კიდე ცოტაღა მაკლდა რომ არ მეტირა ძალა მოვიკრიბე და საუბარი გავაგრძელე. -მაპატიე ჯარჯ უმადური ადამიანივით მოვიქეცი დღეს უსამართლოდ შევიტანე ეჭვი შენს პასუხისმგებლიანობაში. -ქეთი კარგად ხარ? -მომიახლოვდა და ჩანთა გამომართვა რომელსაც ძლიერ ვუჭერდი ხელებს. -კი კარგად ვარ. -ქეთი ასეთი მას შემდეგ არ მინახიხარ რაც. -ტინას ველოდით საავადმყოფოში. -ქეთი არ მეგონა ჩემი სიტყვები ასე თუ იმოქმედებდა შენზე. - სხვანაირი ჯარჯი იყო თბილი, მზრუნველი, თითქოს ხმაც შეცვლოდა. -მე წავალ მადლობა რომ მომისმინე. -ქეთი ასეთ მდგომარეობაში ვერ დაჯდები საჭესთან. -მე მანქნით არ მოვსულვარ ტაქსით მოვედი და უკანაც ტაქსით დავბრუნდები. -მაშინ მე გაგიყვან. -არა ჯარჯ ნუ შეწუხდები გთხოვ. -მართლა მაბნევდა მისი საქციელი, დილით ისეთი ცივი და უხეში იყო ეხლა კი მზრუნველი და თბილი. -ჯარჯ ტინა როდის ბრუნდება? -არ ვიცი ლაბათ მომავალ ზაფხულს ჩამოვა. - როგორ ფიქრობ აჩის ნახავს? -არ ვიცი, ალბათ ნახავს. -გუშინ ძალიან დაგღალე? -დავინახე როგორ გადაურბინა სახეზე ღიმილმა, მერე მანქანა შეანელა და გადმომხედა. -"მი ისგვაურ დეშ ხვიგენი"(მე შენს გარეშე ვერ გავძლებ) -მერე რაღაც თქვა სვანურად და გზა გააგრძელა. -ჯარჯ მე მითხარი რამე? -არა ერთი სვანური გამოთქმა გამახსენდა. ამ ამბიდან რამოდენიმე კვირა ისე გავიდა ჯარჯი არ მინახავს. მე კი მხოლოდ მისი სიტყვები მიტრიალებდა გონებაში. ნეტა რა თქვა?! ან რატომ თქვა?! ისეთი სითბოთი ამბობდა მინდოდა რომ ჩემთვის ეთქვა და მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო ეს სიტყვები განკუთვნილი, როგორი გრძნობა იყო იცით?! აი უცხოურ მუსიკას რომ უსმენთ, ვერ ხვდებით რას მღერის მომღერალი მაგრამ მისი გრძნობით ნათქვამი სიტყვები რომ გწვდება გულში და სულს რომ გიფორიაქებს. ასე იყო ჯარჯის სიტყვები ვერ გავიგე რა თქვა მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი სული ამიფორიაქა. სვანური სიტყვებიც კი რომელიც რაცარუნდა რბილად წარმოთქვა ყურს მაინც უხეშად ესმის, ჩემს ყურებს ზედმეტად თბილად მოეჩვენა. მერე ისევ ჩემმა ოცნებამ გამიტაცა. იცით რა იყო ჩემი ოცნება?! სადმე მყუდრო ქუჩაზე პატარა კაფე, სადაც შეყვარებული წყვილები ივლიდნენ. ჩემი კაფე გახდებოდა მათი სიყვარულის, ბედნიერების თუ ტკივილის თვითმხილველი. იქ სულ იქნებოდა მშვიდი მუსიკა რომლის ტექსტს ბევრი ვერ გაიგებდა მაგრამ ყველას ჩაწვდებოდა სულში. -ქეთო ნეტა ვიცოდე რაზე ფიქრობ? -ჯარჯ? -აშკარად დავიბენი, ძაღლი ახსენეო და აი ისიც მობრძანდა. თავისი ჩვეული გალანტურობით, შავი პერანგი და შავი შარვალი, მისი მზაკვრული ღიმილით და ჩემთვის დამღუპველი ცისფერი თვალებით. -ხო რა იყო ქეთევან შეგაშინე? -არა უბრალოდ არ გელოდი. -წამოვდექი და კაბა შევისწორე. დავინახე როგორ ჩაეღიმა ჩემს ამ საქციელზე. -ხო მეც იქ ვარ სადაც არ მელიან, რახან ჩემი პროფისიონალიზმი ეჭვქვეშ დადგა მეც გადავწყვიტე თავად შემემოწმებინა ჩვენი პროდუქციის მიწოდება ხდება თუ არა დადგენილ ნორმებში. -ისევ გამკრა კბილი და ირონიულად ჩაიღიმა, თან თვალებში შემომხედა. -ვაფასებ თქვენს პროფესიონალიზმს ბატონო ჯარჯ, რამეს ხომ არ მიირთმევთ? მე გეპატიჟებით. -რას შემომთავაზებ? ოღონდ მარტო ჭამა არ მიყვარს და პარტნიორობა გამიწიე კარგი? -კარგი, ეხლავე ვეტყვი ოფიციანტს რაც უნდა მოგვიტანოს და მოვალ. -ჯარჯი საჭმელს შეექცეოდა მე კი მისი ცქერით ვტკბებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ საოცრად მომნატრებია, მისით ავივსე. -ქეთო შენ არ შეჭამ? ჩემი ცქერით დანაყრდები? -მე არ მშია უბრალოდ პარტნიორობა გაგიწიე. -ქეთო, ჩვენ ბაკურიანში მივდივართ და ვიფირქრე... -ვინ თქვენ? -ჩვენი პარტნიორები, თანამშრომლები, მე, რატი და ლილიანა, ხო კიდე ნატუკა. -კარგი და როდის მივდივართ? -ხვალ დილით გამოგივლი. -ფეხზე წამოვდექი გასვლას ვაპირებდი ჯარჯმა რომ დამიძახა. -ქეთოოო. -ხო ჯარჯ. -დღეს რაზე ფიქრობდი? -ეს ჩემი ოცნებებია და მინდა ჩემად დარჩეს. -იქნებ მაგ ოცნების ასრულებაში მინდა დაგეხმარო? -ტინა ჩამომიყვანე რაა, ოღონდ ისეთი ბავშვობაში რომ იყო. -ეგ მეც მინდა ქეთო მაგრამ... -მაგრამ არ შეგიძლია. -გეფიცები შევძლებ. ჯარჯი ჩქარი ნაბიჯით გავიდა რესტორნიდან, მე კი ისევ იქ გამიჩერდა მზერა სადაც წაღან ჯარჯი იჯდა. მხოლოდ ეხლა შევნიშნე რომ ქურთუკი დარჩა არა და უკვე ნოემბერი იყო და ციოდა, მზრუნველი ცოლივით გავედევნე ჯარჯს და დავუძახე. -ჯარჯ! ჯარჯ! -მთელი თავისი გალანტურობით შემოტრიალდა ჩემსკენ და ისისიყო მის წინ აღმოვჩნდებოდი რომ რაღაცას ფეხი წამოვკარი და ჯარჯს მკერდზე შევასკდი მერე კი ორივე ძირს აღმოვჩნდით. უფრო სწორად რომ ვთქვა ჯარჯი აღმოჩნდა ძირს მე კი მასზე ვიყავი მოკალათებული, თითქოს რამოდენიმე წამით სამყარო გაჩერდა გარშემო ჩვენს გარდა არაფერი იყო, მხოლოდ მე და ის ვიყავით. ჩემი თმები სახეზე ეყარა მე კი თავი მის მხარზე მედო, ჯარჯს ხელები ჯერ კიდევ ჩემს წელზე ქონდა შემოხვეული, მერე გაიცინა. - რა გაცინებს? -ქეთო, ეს დღეს კი არა ხვალ უნდა მომხარიყო თოვლში. -მე უბრალოდ... ქურთუკი დაგრჩა და მოგიტანე. -მომიტანე თან ისე რომ არასოდეს დამავიწყდება. - იქნებ გამიშვა ხელები რომ ავდგე. -ჯარჯმა სწრაფაფ შემიშვა წელზე ხელები უნდა ავმდგარიყავი ხელი ასფალტზე დავდე რომ რაღაც შემერჭო, სწრაფად ავწიე ხელი და ისევ ჯარჯის მკერდზე აღმოვჩნდი მიკრული. -ქეთო კარგად ხარ? -კი ცოტა ხელი მეტკინა. -წამოვდექი და ჯარჯიც ამყვა. სწრაფად დაწვდა ჩემს ხელს რომლიდანაც სისხლი მომდიოდა. -ქეთი სისხლი მოგიდის. -არაფერია უბრალო ნაკაწრია. -დავინახე როგორ ანერვიულდა ჯარჯი და ყველა ტკივილი დმავიწყდა, ის ჩემზე ნერვიულობდა, წამით დამიარა სხეულში სიხარულის ტალღამ. სახში მივედი და ხვალისთვის მომზადება დავიწყე, მერე რატის დავურეკე. -რატი რატომ არ მითხარი რომ ბაკურიანში მივდიოდით? -მეც დღეს გავიგე, ჯარჯს მოუგვარებია ყველაფერი. -ხო თვითონ დამპატიჟა დღეს იყო მოსული. -როგორ დაალურჯე მითხარი რა? -რატი შენ საიდან? -მასთავ ვიყავი. -მართლა ჩაულურჯდა? -ვაიმე ქეთო რა გულუბრყვილო ხარ, იცი ნატუკა არ მოდის ბაკურიანში. -რატომ? -არ მცალიაო ასე ბრძანა. დილით ჯარჯმა გამომიარა, უკანა სავარძელზე ორი გოგო და ერთი ბიჭი ისხდნენ ამიტომ მე ჯარჯის გვერდით მომიწია დაჯდომა. -აუუ ჯაარჯ მე რო დაგესვი წინ არა? -ელენე იჯექი სადაც ზიხარ თორემ გადაგსვამ ეხლა საერთოდ. -რატო ხარ რა ჯარჯ ესეთი? -როგორი ვარ ელენე.. - მოთმინებას კარგავდა უკვე და მალე მართლა გადააგდებდა ელენეს მანქნიდან. -ბაჩო შეგიძლია ჩემი მეორე მანქანა წამოიყვანო? ელენე და თიკაც შენ წამოიყვანე. -ბიჭმა მოთმინებით დაუქნია ჯარჯს თავი და ოფისთან მაქნიდან ჩამოვიდა. ქალბატონ ელენეს დიდად არ ესიამოვნა ჯარჯის საქციელი და მანქანაც უკმაყოფილომ დატოვა. -ჯაარჯ რატო ხარ ესეთი? -გავაჯავრე ელენეს თან სიცილით ლამის გავიგუდე ცრემლებს ვიწმენდდი, ჯარჯი ჯერ სერიოზული სახით მიყურებდა მერე კი მასაც გაეცინა ჩემს ბავშვურ საქციელზე. -ქეთი ვსო დაასრულე ახლა თორემ შენც სხვა მარშუტით მოგიწევს წაბრძანება. -მაცადე რა ჯარჯ ასე გულიანად დიდი ხანია არ მიცინია. -რა დაინახე აქ სასაცილო? -ჯარჯ შენი სახე რომ გენახა როცა ის გელაპარაკებოდა, შენც გაგეცინებოდა. -მაჩვენე აბა როგორი სახე მქონდა. -ვცადე მისითვის დამეჯავრებინა ამაზე ჯარჯი ჩაბჟირდა, პირველად ვხედავდი ჯარჯის სახეზე ნამდვილ და გულიან სიცილს. -ესე ცუდად გამოვიყურებოდი? -არა პირიქით, მართლა კარგად მაჯავრებ და გადავწყვიტე რომ ზოგჯერ ჩემს მაგივრად გაგიშვა შეხვედრებზე აი როგორც დუბლიორი. -იხუმრე ახლა შენ? -კი ქეთო. -შენი მიბაძვა სხვებსაც შეუძლიათ ამიტომ სხვა მოძებნე.. -ისგვაშკალი მადმა არი ქეთო.(შენნაირი არავინაა ქეთო) -რაო რა მითხარი? -არაფერი ისეთი. -მაშინ მუსიკა ჩავრთოთ. -როგორც შენ იტყვი. Adele-Million years ago (cover) ჩართო ჯარჯმა სასიამოვნოდ ისმოდა მამაკაცის ბარიტონი თვალები დავხუჭე ალბათ ჯარჯ ეგონა მეძინა რადგან მუსიკას თვითონაც ყვებოდა, უცებ წარმოვიდგინე რომ მხოლოდ მე და ჯარჯი მივდიოდით ბაკურიანში დასასვენებლად და იქ ჩვენს გარდა არავინ იქნებოდა, ამაზე გამეღიმა რაც ჯარჯს არ გამოჰპარვია. -ქეთო ესე ცუდად ვმღერი რომ დამცინი? ვიცი ჩემნაირად ბევრი მღერის. -არა პირიქით, ისგვაშკალი მადმა არი ჯარჯ. -ქეთო რომ იცოდე ეხლა რაც მითხარი მაგას მეორედ აღარ იტყოდი აღარასდროს. -მაშინ მითხარი რომ არ გავიმეორო. -ქეთო შენ მითხარი რომ შენნაირი არავინააო ჯარჯ. -შენც იგივე მითხარი. -მე ის ვთქვი რასაც ვფიქრობდი ქეთევან. -იქნებ მეც ისე ვფიქრობ როგორც შენ? -ჩემი შეკითხვა თითქოს არც გაუგონია ისე გააგრძელა მართვა და გზას მისშტერდა. სასტუმროში დავბინავდით და რატის ძებნა დავიწყე, ერთ-ერთ ოთახთან ჩავიარე კარი შეღებული იყო ამიტომ გოგოების ლაპარაკი კარგად ისმოდა. -ეს ქეთი რაღას წამოაბრძანა ვერ მივხვდი. -მას არ წამოუყვანია ხომ იცი რატის საუკეთესო მეგობარია. -ისე რომ არა რატის მეგობრობა მაგ გოგოსთან, ჯარჯი დიდი ხნისწინ გაწყვეტდა კონტრაქტს. -აუუ რატის დაბადებისდღე გახსოვს? როგორ დათვრა? -ხო და რატი რომ არ შეერცხვინა ჯარჯმა წაიყვანა სახლში. -ისე ჯარჯს ეტყობა დიდად არ მოსწონს ქეთი, სულ ცდილობს რომ დაამციროს. -აუუუ იმ მაღალ ქუსლებზე რომ შედგება და მაინც რა პატარა ჩანს. -თავი ლამაზი რომ გონია? აღარ მახსოვდა ჩემი ნომრიდან რატომ გამოვედი, ვიხრჩობოდი ჰაერი მჭირდებოდა, გარეთ გავედი დიდხანს ვიჯექი თოვლში უკვე ცრემლებიც კი მეყინებოდა სახეზე. -ქეთი ჩემო ლამაზო აქ რა გინდა? -წასვლა მინდა რატი აქედან. -ქეთი რამე მოხდა? -რატის ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. -ქეთო დაწყნარდი და არავის არ მოუსმინო. ჯარჯმა აქ შენი დაპატიჟება თვითონ მოინდომა რომ უნდოდეს რო შენთან კონტრაქტის გაწვიტა დამიჯერე ვერავინ შეაჩერებდა ამიტომ ეხლა ეს ცრემლები შეიშრე და ამაყად შემოდი შიგნით. ზემოთ ავიპარე და თავი მოვიწესრიგე ქვევით ჩამოსულმა. შევნიშნე რომ ელენე ჯარჯის გვერდით იჯდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა არ მინდოდა რატისთვის ხელი შემეშალა ამიტომ მოშორებით დავჯექი დავინახე ჯერ ჯარჯი გავიდა ოთახიდან მერე კი ელენეც გაყვა, ისევ გარეთ გავედი მაგრამ ამჯერად ჟაკეტი მოვიცვი საკმაოდ შორს წავედი უკან დავბრუნდი ფიქრებში. ვიხსენებდი რომ მხიარული და ლაღი ჯარჯი ბავშობაშიც არ ყოფილა მას შემდეგ რაც მშობლები დაკარგა, იშვიათად იღიმოდა ანუ რაც მე ვიცნობ მისი სიცილი მხოლოდ ერთხელ ვნახე ისიც დღეს, ვიღაც ამომიდგა გვერდით სუნამოს სუნმა ცხვირში მომიღიტინა და მივხვდი რომ ჯარჯი იყო. -ქეთო გაცივდები. -ჯარჯ მართლია რომ ტინას მეგობრობის გამო არ წყვეტ ჩემთან კონტრაქტს? -ქეთო ამდენი წელი ვერ გამიცანი? - მე უბრალოდ… კარგი დაივიწყე. -ელენემ გითხრა რამე? -არა უბრალოდ მაშინ რომ მითხარი... -ის დღე დასრულდა მეგონა რომ მე და შენ უკვე მეგობრები ვიყავით. -მეგობრები? მეც ისე გიყვარვარ როგორც ნატუკა და რატი? -შენ ცოტა უფრო მეტად ქეთო, არ შეიძლება ადამიანს შენ და ნატუკა ერთნაირად უყვარდეთ იმიტომ რომ შენნაირი არავინაა ქეთო. -ჯარჯ სვანურად უფრო კარგად ჟღერს. -ისგვაშკალი მადმა არი ქეთო. -ჯარჯ იმ ღამით რა მითხარი? -მაგასაც გაიგებ ოღონდ ახლა შევიდეთ თორემ გაცივდები. -რატომ ნერვიულობ ასე ჩემს გაციებაზე ჯარჯ? -ჩემი მოსავლელი უნდა იყო და იმიტომ. - მართლა ცუდი რამეები ჩავიდინე რატის დაბადების დღეზე. -არა, მხოლოდ ის შეძელი რომ მაცეკვე. -ეგ ცუდია? -არა ქეთო ეგ ძალიან კარგია. -ანუ მე შენი სიჯიუტე გავტეხე? -მხოლოდ გამიღიმა და სასტუმროს კარები გამიღო რომ შევსულიყავი ვუყურებდი მის წითელ ტუჩებს და რომლებსაც სიცივისგან ფერი დაეკარგათ მე კი მის გვერდით სიცივეს ვერ ვგრძნობდი, დავინახე ზემოთ ავლისას რა ინტერესით შემოგვხედა ყველამ, მიკვირდა რომ ყველა ორ კაციან ნომრებში იყვნენე განაწილებული მე და ჯარჯი კი მარტო ცალკ-ცალკე ნომრებში ვიყავით. -ტკბილი ძილი ქეთევან. -ვერ ვიტან ეგრე რომ მომმართავ. -მე კიდე როცა ასე მოგმართავ დედოფლად წარმოგიდგენ. -ისე სულ რატომ ვჩხუბობთ? -არ ვიცი ალბათ რამის დამალვას ვცდილობთ. -ფერადი სიზმრები ჯარჯ. -ჩემი სიზმრები დიდი ხანია შავ-თეთრია. —— -ბატონო ჯარჯ ქალბატონი ქეთევანი კარს არ აღებს და არც ნომრის ტელეფონს პასუხობს. -წამოდით ნომერი გამიღეთ. -სიცივემ დამიარა ფეხებიდან შემეშინდა ქეთოს რამე არ მოსვლოდა, ნომერში რომ შევედით და ქეთოს მივუახლოვდი სახეზე ფერი არედო თან კანაკალებდა და მე მეძახდა. -ბატონო ჯარჯ ექიმი გამოვიძახო? -არა დამტოვეთ მარტო სხვასაც არ უთხრათ არავის, უბრალოდ სიცხის დამწევი წამლები მომიტანეთ. -ახლავე ბატონო ჯარჯ. -აბაზანა გრილი წყლით გავავსე და ქეთოსთან დავბრუნდი გავხადე და წყალში ჩავაწვინე, სხეული თანდათან იბრუნებდა ტემპერატურას. -ქეთო გამოფხიზლდი რა. მომისმინე, გამოფხიზლდი მეჩხუბე და შემაწუხე რა, ოღონდ ეხლა გამოფხიზლდი და თუ გინდა ისტერიკა დამიდგი რომ გაგხადე. ნელა დავაბრუნე საწოლში, ჩავაცვი და ცივი ტილო დავადე შუბლზე, მთელი ღამე მის სუნთქვას ვდარაჯობდი, ყოველ ხუთ წუთში თერმომეტრი მეჭირა ხელში, აღარც კი მახსოვს ბოლოს ამდენი როდის ვინერვულე. ქუთუთოები ძლივს მოვაშორე ერთმანეთს, ყელიც გამშრალი მქონდა, შერხევა ვცადე ჯარჯის ხმა რომ გავიგონე. -ქეთო კარგად ხარ? -კი, უბრალოდ წყალი მინდა. -წამოდგომაში დამეხმარა და წყალიც მომაწოდა. -ქეთო მოდი სიცხე გაიზომე. -ჯარჯ რა მჭირს? ან შენ რატომ ხარ აქ? -ალბათ გაცივდი სიცხისგან იწვოდი. -პიჟამოები შენ გამომიცვალე? -ხო მომიწია აბა ვისთვის დამეძახა. -შემრცხვა თავი დავხარე და ჯარჯს თვალები ავარიდე. -მადლობა ყველაფრისთვის, უკეთ ვარ. -ქეთო თავი ასწიე რა, მიდი ისტერიკა დადგი თორემ ვფიქრობ რომ ისევ სიცხე გაქ. -არა ჯარჯ მართლა მადლობა. -ხო კარგი, ეხლა ბულიონს მოგიტანენ შეჭამე და ისევ დაიძინე. -შენ? -მე აქ ვიქნები. -არაა საჭირო ჯარჯ მართლა კარგად ვარ. აფციუ. -ჯანმრთელობა, მაგრამ არ ხარ კარგად და ვერ დაგტოვებ. -ჯარჯ შენ ხომ აქ დასასვენებლად წამოხვედი. -შენს გარეშე რა აზრი აქვს. -ჯერ წარმოთქვა და შემდეგ თითქოს მიხვდა რაც თქვაო გადაასწორა-ანუ შენ თუ კარგად არ იქნები მე ნერვებს ვერავის მოვუშლი და ვერც გავერთობი. -რა? -უცებ წამოვენთე და ჯარჯს ბალიში ვესროლე. -ქეთო ესე არ შეიძლება ჯერ სუსტად ხარ ამის დრო მერეც გვექნება. -ჯარჯი მომიახლოვდა და ბალიში მოსახერხებლად დამიდო. -მითხარი ახლა გუშინ გარეთ რატომ იყავი. -უბრალოდ ვსეირნობდი. -კარგი წავალ რატის ვკითხავ რა უთხარი. -ეს ჩემი პირადი საქმეა და რატი მაინც არ გეტყვის არაფერს. -ელენემ გითხრა რამე? -ეგ საიდან მოიტანე? -დავინახე ლილიანა და რატი როგორი თვალებით უყურებდნენ, მერე ლილუმ საფეხურებზე დაიჭირა და უთხრა რომ თუ რამეს კიდე გეტყოდა საკუთარი ხელით დაახრჩობდა. ისე რატი მართალია ელენე აქ არ უნდა წამომეყვანა. -ელენე შენი? -ჯარჯმა კითხვა არც დამასრულებინა ისე დაიწყო ხარხარი. -არა ელენე და მე კურსელები ვიყავით, მერე ჩვენთან დავაწყებინე მუშაობა და აი მანდ შევცდი. -თვით ჯარჯ ხერგიანიც ცდება? -წარბები ავზიდე. -ქეთო შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ? გაგიყვან ახლა და თოვლში ჩაგსვამ. -მერე მომივლი? -პრეტენზია გაქვს? -არა რატომ უნდა მქონდეს. -უცებ ჯარჯმა ხელი დამავლო და ჰაერში ამიტაცა, მეც მშვიდად ჩავესვენე მის მკლავებში, გაჩერდა და ინტერესით შემომხედა. -ჰა, არ მივდივართ? -არ გეშინია? -შენ ხომ მომივლი? -შენ ჩემზე შურისძიება გინდა ქეთო? გინდა შენი მომვლელი ვიყო? ისიც ხომ არ გინდა რომ ცოლად მოგიყვანო? -გავშეშდი ჯარჯის სიტყვებზე ვერაფერი ვთქვი. -ჰა ქეთო მოგიყვანო ცოლად? დუმილი თანხმობის ნიშანია. -არა ჯარჯ დამსვი. -თითქოს ცივი წყალი გადაგასხესო უცებ მოვედი გონს და ჯარჯის ხელებში ფართხალი დავიწყე ის კი უბრალოდ იცინოდა. -კარგი ქეთო დაწყნარდი, არ მომყავხარ ცოლად რა მოხდა ვიხუმრე. -ჯარჯ ხერგიან მეორედ ეგრე აღარ იხუმრო. -ქეთევან მიქელაძე როგორც მომინდება ისე ვიხუმრებ, ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩემს ხელში ხარ. -ჯარჯ მოგწონს ხელში რომ გყავვარ? -იცი ქეთო ეს პატივი ყველას არ რგებია წილად, ეს რჩეულთა ხვედრია ქეთევან, ისგვაშკალი მადმა არი ქეთო. -ჯარჯმა დამსვა და გარეთ გავიდა, გასვლისას შემოტრიალდა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა. გახევებული ვიდექი ერთ ადგილზე ყველა გრძნობა ერთიანად მომაწვა ყელში. მომწონდა ეს თბილი და მზრუნველი ამავე დროს მხიარული ჯარჯი მაგრამ ავირიე მე უხეში ჯარჯი მენატრებოდა უიმედოდ რომ მიყვარდა, ალბათ იტყვით სულელი ხარო მაგრამ მალე გავგიჟდებოდი. -ქეთო ისევ ეგრე დგახარ? -რა გინდა? -ბულიონი უნდა გაჭამო. -არ გეტყვი უარს მართლა ძალიან მშია. -აი ესეთი დამჯერი უფრო კარგი ხარ. -ჯარჯ! -მიდი პირი გააღე. -თავადაც შემიძლია ჭამა. -ბულიონი გამოვართვი და თავად შევჭამე, ის იჯდა და ამოუცნობი ღიმილით მიყურებდა. დავასრულე და ჯარჯს მივუტრიალდი. -აღარ მაქვს სიცხე შეგიძლია წახვიდე. -წავიდეთ ქეთო. -წავიდეთ? -ხო მიდი გამოიცვალე და ქვევით ჩავიდეთ. -რატო გამოვიცვალო ჩემი სპორტულები არ მოგწონს? -მომწონს მაგრამ არა მგონია გუნდაობისას გამოგადგეს. -უნდა ვიგუნდაოთ? -კი მიდი ჩაიცვი. -გამოვიცვალე და თბილად ჩავიცვი კურტკა და ქუდიც ავიღე და გარეთ გავედი ჯარჯი ქვევით მელოდა. -ქეთო კაშნი სად გაქვს? -არ მაქვს. -ჯარჯმა თავისი მოიხსნა და გამიკეთა. ისევ ისე დამემართა გავშეშდი. მისი შეხებისას სულ ასე მემართება. გარეთ გავედით თუ არა ელენე ლამის ზედ შეახტა ჯარჯს, მან უხეშად მოიშორა. -ჯარჯ მთელი დილა არ ჩანდი სად იყავი? -ეგ არაა შენი საქმე ელენე. -არც ქეთი გამოჩენილა და ერთად ხომ არ იყვნენ თქო. -ელენიკო ჯარჯმა უკვე გითხრა რომ არაა შენი საქმე მაგრამ თუ ძაან გაინტერესებს მე გეტვი რომ ჯარჯი თავის მეგობარან იყო ქეთო კი თავის ოთახში, მაგრამ ერთადაც რომ ყოფილიყვნენე ეს შენ მაინც არ გეხებოდა. -მე შენთვის არ მიკითხავს ენაგრძელო. -ელენე უცებ გაემართა ლილისკენ რომ ჯარჯამა ჩაავლო ხელი მაჯაში და თავისკენ შემოატრიალა. -მე ხომ გაგაფრთხილე რომ წესიერად მოქცეულიყავი.ხომ გითხარი ჩემს მეგობრებს გული არ ატკინო თქო. ჯერ იყოდა რაღაც ისეთი გააკეთე ან თქვი რომ ქეთო შენს გამო თოვლში იჯდა მარტო, ეხლა კიდე ლილიანას უწოდებ ენაგრძელს. მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ ეხლა ჩაალაგებ ბარგს და უკან მოუხედავად წახვალ აქედანაც და ჩემი კომპანიიდანაც, ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი როცა შენ ჩემი კომპანიის პიარმენეჯერად აგიყვანე მეორე დიდი შეცდომა კი მაშინ დავუშვი აქ რომ წამოგიყვანე. -უკვე ყველა ვინც სასტუმროს ეზოში იდგა ჯარჯს უყურებდა. ისე იყო გაცოფებული რომ ვერავინ გაბედა მიახლოება, ელენე კი წარბსაც არ ხრიდა ისე უყურებდა, მივუახლოვდი და ნელა მოვკიდე ხელები. - გთხოვ დაწყნარდი, ყველა შენ გიყურებს ელენეს ხელი გაუშვი ეტკინება, გთხოვ დამშვიდდი რა. -ჩემს სიტყვებზე თითქოს გონს მოეგოო ელენეს ხელი გაუშვა და მანქნისკენ წავიდა, დაპროგრამებულივით მეც უკან გავყევი. მანქანა ავტოსადგომიდან გამოიყვანა და ჩემს წინ გააჩერა. -წამოხვალ ჩემთან ერთად თუ ჩემი გეშინია? -არაფერი მითქვამს ისე ჩავჯექი მანქანაში და ღვედი შევიკარი, მერე კი ჯარჯს გავხედე რომელიც ღიმილით მიყურებდა. -რა ხდება ჯარჯ? -ეხლა რას იტყვიან მე რომ გამომყევი? -სხვისი აზრი არ მაინტერესებდა არასდროს, ეხლა კი ესეთ გაბრაზებულს მარტო ვერ გამოგიშვებდი. -ჩემზე ნერვიულობ? -შენც ხომ ნერვიულობდი ჯარჯ დილით. -"მი ისგვაურ დეშ ხვიგენი"(მე შენს გარეშე ვერ გავძლებ) -ისევ ის ფრაზა მითხრა და მანქნის მართვა გააგრძელა. -ჯარჯ რას ნიშნავს ეგ ფრაზა? -გაიგებ ქეთო ოღონდ ჯერ არა. -მშვიდი სახით გავხედე ჯარჯს და საკუთარი თავი დავარწმუნე რომ ოდესღაც მართლა გავიგებდი, ამ სიტყვებს ჯარჯი მე ტყვოდა სხვა ბევრ საალერსო სიტყვასთან ერთად. ჯარჯმა მანქანა პატარა სახლის წინ გააჩერა შუქი არ ენთო ამიტომ ვიფიქრე სახლში არავინ იყო. -ქეთო არ გადმოხვალ? -ეს ვისი სახლია? -ჯერჯერობით ჩემი. -ჯერჯერობით? -ხო. -სახლი ჯარჯის ბინას გავდა ზუსტად ისე იყო მოწყობილი როგორც ის, მუქ ფერებში ჯარჯისთვის დამახასიათებლად, იმ განსხვავებით რომ აქ როიალი იდგა. -ჯარჯ აქ რა გვინდა? -მე დამშვიდება მჭირდება შენ კიდე მარტო არ დამტოვე ხო და იყავი ახლა აქ. -სანამ ჯარჯი ბუხარს გაანთებდა სახლს თავალი შევავლე. ერთ-ერთ ოთახს რომ მივუახლოვდი შემაჩერა. -არა ქეთო, მანდ შესვლა ჯერ ადრეა. -რატომ? -მაქ მაშინ შეგიშვებ როცა იმ სიტყვების მნიშვნელობას გეტვი. -ჯარჯმა ღვინო მოიტანა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -ჯარჯ მე. -მხოლოდ ეს ერთი. -მხოლოდ ერთი. -ქეთი მაინც არ მეტყვი იმ დღეს რაზე ფიქრობდი. -იმ დღეს ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ ავისრულო ოცნება. -მითხარი იქნებ დაგეხმარო. -მე მინდა მყუდრო კაფე მქონდეს, სადაც შეყვარებული წყვილები ივლიან. -ანუ შენ გინდა შექმნა სივრცე შეყვარებული წყვილებისთვის. -არა მარტო შეყვარებულთათვის ანუ სივრცე მინდა სადაც ადამიანები სიმშვიდეს იპოვნიან, მშვიდი მუსიკა იქნება. -მე აუცილებლად დავაფინანსებდი შენს პროექტს. -მე მინდა რომ ჩემი იყოს. -კარგი ხომ არ მითქვამს რომ კაფეს გავხსნი თქო. -ისე მადლობა შემოთავაზებისთვის. -გინდა რაიმე კარგ ფილმს ვუყუროთ? -რას ვუყუროთ. -შენ გადაწყვიტე. -მოდი "არჩევანს" ვუყუროთ. -ეგ ფილმი ფლეშკაზე ტინამ ჩაწერა თორემ მე ხომ იცი. -ვიცი არ უყურებ რომანტიჯული ჟანრის ფილმებს. -მოდი ვუყუროთ შენ თუ გინდა. -ფილმის ყურების დროს მე და ჯარჯმა ბევრი ვიცინეთ. -ქეთო იცი ის გოგო შენნნაირი შემაწუხებელია. -არც შენ ხარ იმ ბიჭზე ნაკლები. -ანუ მე შენ გაწუხებ? -და მე გაწუხებ? -სულ არა მაგრამ რაღაც მომენტებში კი. -და რა მომენტებში? -როცა არ ხარ გაბრაზებული და ბოდიშს იხდი მაშინ ხარ შემაწუხებელი, მე მირჩევნია იჩხუბო ცეცხლი დაანთო ყველაფერი დალეწო, ჩუმი ქეთოს ყურება მაწუხებს. -მე კიდე მაშინ მაწუხებ როცა ცინიკოსობ, ეხლა სერიოზულად ილაპარაკე რა. -სრული სერიოზულობით ვთქვი. ცოტახანს სიჩუმე ჩამოწვა ჩვენს შორის. -ქეთოოო! -ხო ჯარჯ. -მინდა ის ბიჭი ვიპოვნო ტინა ვინც გადაარჩინა. -მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა. -და მაინც მინდა რომ ვიპოვნო. -კარგი ერთად მოვძებნოთ, ჯარჯ ნახე ისევ გათოვდა. -პატარა ბავშვივით წამოვიყვირე და ტაში შემოვკარი. -ქეთო წავიდეთ სანამ აქ ჩავიკეტებით. -ვიყოთ რა, აქ სიმშვიდეა. -ვიყოთ. -კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დავისხი და ბუხარს მივაჩერდი, ოთახში გამეფებული სიჩუმე როიალის ხმამ გაარღვია, თვალები დავხუჭე და ბოლომდე შევიგრძენი ყველა ნოტი, ამ სახლს სითბოს და სიყვარულის სურნელი ქონდა. მთელს სხეულში ჩამეღვარა უცნაური სითბო, ჯარჯს გავხედე ისიც თვალ დახუჭული უკრავდა ალბათ უკვე დაზეპირებულ მელოდიას და მთელი ემოიცა სახეზე ესახებოდა, მის უემოციო სახეზე ამ წამს იმდენი რამ იკითხებოდა რომ სამუდამოდ მომინდა ამ კადრის გონებაში აღბეჭდვა. -ვიცი რომ იშვიათად უკრავ. -მხოლოდ მაშინ როცა დამშვიდება მჭირდება. -დღეს რა მიგივიდა? ეგრე ანერვიულებული ელენეს გამო იყავი? -არა, სხვა ამბის გამო. -ისე გადაჭრით მითხრა მივხვდი აზრი არ ქონდა რამის კითხვას. -ამაღამ აქ ვრჩებით? -რომ ჩავიკეტოთ? -საჭმელი გვაქვს? -აქ იშვიათად ვარ ამიტომ არამგონია რამე იყოს. -მაშინ წავიდეთ არა და მომეწონა აქაურობა. -გაჩუქებ ამ დახლს. -ისე ალალად მითხრა ალბათ იმ წამს რომ დავთანხმებოდი მაჩუქებდა. სასტუმრომდე ხმა არც მე და არც ქეთის არ ამოგვიღია, უბრალოდ ჩუმად ვუსმენდით "ჩვენს მუსიკას". როდის გავხადე "Million years ago" ჩვენი მუსიკა არ ვიცი მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი რომ მინდოდა რაღაც მქონოდა საერთო ქეთისთან, მის ოთახთან რომ მივედით უბრალოდ დავემშვიდობე. -ძილინებისა ქეთო. -ჯარჯ! -ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია ჩემი სახელი როცა მეძახის. -ხო ქეთო. -მადლობა. -რისთვის? -ყველაფრისთვის, დილით რომ მივლიდი იმისთვისაც, ფილმისთვისაც და კაშნისთვისაც. -არა ქეთო გქონდეს, ხვალ გამოგადგება. -მშვენივრად ვიცოდი რომ ქეთოს ბევრი ლამაზი შარფი ქონდა ისეთებიც ზამთარში რომ გამოადგებოდა. მაგრამ ის იდეა მომწონდა რომ ქეთოს ჩემი ნივთი მაინც შეეხებოდა იმ ყელზე მე რომ ასე მაგიჟებდა. ბაკურიანში კიდევ ორი დღე გავჩერდით, საუკეთესო ორი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მერე თბილისში დავბრუნდით და ჯარჯი ისევ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, მართალია ვხვდებოდით ერთმანეთს მაგრამ მხოლოდ როგორც ბიზნეს პარტნიორები. დეკემბერიც დადგა, რატის შეყვარებულის ძმა გავიცანით სამეგობრომ და ასე გამოვიდა რომ ტინას გადამრჩენი ვიპოვნეთ, რახან ტინას მდგომარეობა ავარიის შემდეგ რთული იყო ყველას ძალიან გვიჭირდა მისთვის იმ დღის ამბების მოყოლა რომელიც მას საერთოდ არ ახსოვდა, ამიტომ მისთვის ყველაფერი უნდა შეგვეპარებინა და უბრალოდ გახსენებაში დავხმარებოდით, ჯარჯი არ თანხმდებოდა იმას რომ ტინა მოეტყუებინა, არც მე ვიყავი თანახმა მაგრამ სხვა გზა არ მრჩებოდა, მე ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ კეთილი ტყუილიც კი გაუმართლებელია, ახლა ჩემი ბავშვობის მეგობრისთვის ვაპირებდი მეთქვა ტყუილი. ყველა დაბნეულები ვიყავით და ვფიქრობდით რა იქნებოდა თუ პირდაპირ მოვუყვებოდით ტინას ყველაფერს, ჯარჯი ისევ დამიახლოვდა ხშირად დადიოდა ჩემს რესტორანში და სულ ერთ მაგიდასთან ვისხედით. -ქეთ, როგორ ფიქრობს როცა სიმართლეს გაიგებს გვაპატიებს? ის ერთადერთია ვინც მაძლიერებს არ მინდა ჩემი და ოდესმე იმედგაცრუებული მიყურებდეს. -მე ალბათ გამიჭირდებოდა ჩემი ძმისთვის პატიება, თუნდაც გამეგო რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო გააკეთა. -მაგრამ ფსიქოლოგმა თქვა ერთბაშათ თუ გაიხსენებს ყველაფერს გაგიჟდებაო. -იქნებ ტინამ გვაპატიოს. -ქეთი იცი ძალიან გჭირდება დასვენება, გადაიღალე, ეს პატარა გოგო ამდენ საქმეს როგორ აკეთებ. -დასვენება მჭირდება მაგრამ იმაზე მეტად ძლიერი ვარ ვიდრე შენ გგონია და გავუძლებ. -თვალი ჩავუკარი და წამოვდექი. დღეს ახალი წელია, ყველა მზადებაში და ფუსფუსშია, ჩემი რესტორანიც არ ისვენებს, არ მესმის ადამიანების რომლებიც ახალ წელს გარეთ ხვდებიან. უკვე ათი საათია რესტორანში საუკეთესო მუსიკის ჰანგები ისმის და ყველა მაგიდა დაკავებულია ერთის გარდა, არა ისიც დაჯავშნილია მაგრამ ჯერ არავინ ჩანს, ეს ჩემი საყვარელი მაგიდაა ყოველთვის აქ ვზივარ და ვფიქრობ, ეს ის მაგიდაა მე და ჯარჯი რომ ერთად ვუსხედით, საუკეთესო მაგიდაა შეყვარებული წყვილისთვის. ცოტა ჩაბნელებულ კუთხეში რომ დგას ეს მეტ რომანტიკას მატებს, ბიჭმა გოგონასთვის ხელის სათხოვნელად დაჯავშნა, შემოსვლისთანავე მიიქციეს ჩემი ყურადღება, რაღაცნაირად მე და ჯარჯს გვგავს ეს წყვილი. გოგონა ჩემნაირი პატარა და სიფრიფანა, ბიჭი კი ჯარჯისნაირი მხარ-ბეჭიანი და მაღალი იყო ისე იღიმოდა ჯარჯი რომ მიღიმოდა ბაკურიანის სახლში. ზუსტად თორმეტ საათზე ბიჭი გოგონას წინ დაიმუხლა და ხელი თხოვა. -ჩვენ გვგავს არა ეს წყვილი? -ჯა.. ჯარჯ? -რაო ქეთო არ მელოდი? -მართლა არ გელოდი. -ჩემთვის მაგიდა არ მოიძებნება? -გადავხედავ. -ის წყვილი ჩვენს მაგიდასთან ზის. -ჩვენს? -ხო, ყოველ მოსვლაზე მაგ მაგიდასთან ვზივარ იმასაც ვფიქრობ ხომ არ ვიყიდო. -უცნაურად გამიღიმა და ისევ მაგიდასთან მჯდომ წყვილს გახედა. -ახალ წელს გილოცავ ჯარჯ. -მეც გილოცავ, გისურვებ რომ ეს წელი შენი ოცნებების ახდენის ყოფილიყოს. -ისე თბილად ჩამიკრა გულში რომ მის სხეულში სულ დავიკარგე, მისმა სურნელმა გამაბრუა სუნამოს, სიგარეტი და ცოტა მათ მიერ წარმოებული წითელი ღვინის სუნით იყო გაჟღენთილი ჯარჯი და მე ეს მომწონდა, მისი სურნელი მომწონდა, ამ დროს ბედნიერმა წყვილმა რესტორანი დატოვა და ჯარჯმაც იმ მაგიდისგენ მიბიძგა. - ნასვამი საჭესთან იჯექი? -კარგი რა ქეთო არ გიხდება ეს ეჭვიანი ცოლის როლი თუ ეგრე გააგრძელე გადავიფიქრებ შენს ცოლად მოყვანას. - შენ მეტი აღარ დალიო. -სულ ორი ბოთლი დავლიე, მაგრამ მე ღვინოზე უფრო შენი თვალები მათრობს. -წამოდი სახლში წაგიყვან, თორემ უკვე ბოდავ ხომ ხედავ. -შენც მოდიხარ? -კი მოვდივარ. -მაშინ ჯერ ვიცეკვოთ, ფეხზე დგომა არ მიჭირს. -წამოდგა რომ უკეთ დამენახა. -კარგი ვიცეკვოთ, მუსიკას შენ ეტყვი? -ჩვენი მუსიკა იყოს. -ჩვენ საერთო მუსიკა გვაქვს? -კი მე ვეტყვი. ისევ Adele-Million years ago ჩაირთო, მართლა ჩვენი მუსიკა იყო, ჯარჯმა წელზე ძლიერად მომხვია ხელი და სხეულზე ამიკრო, თითქოს სუნთქვაც კი შევწყვიტე როცა ყურთან თმები გადამიწია და ჩამჩურჩულა. -ბედისწერის გჯერა? -რათმაუნდა. -ხო და უკვე დაგებედე, მი სი მალატ ქეთო. მერე დამაბზრიალა და ზურგიდან ამეკრო, ნაზად ვარხევდით სხეულებს თითქოს გარშემო ყველაფერი გაქრა. რესტორანში მარტო მე და ჯარჯი ვიყავით, მეც თვალებ დახუჭული მივენდე მისი სხეულის მოძრაობას, მუსიკა დამთავრდა და სამოთხეც გაქრა, ჯარჯი თითქოს გამოფხიზლდაო გარეთ გავიდა. -ჯარჯ სახლში წაგიყვანო? თუ ტაქსი გამოგიძახო? -შენ წამიყვანე. -გასაღები გამოვართვი და ჯარჯი მანქანაში ჩავსვი, მის ბინასთან რომ მივედი მაშინ მივხვდი რომ ჯარჯს ჩასძინებოდა. -ჯარჯ! ჯარჯ! გაიღვიძე. -შენ ჩემი ლამაზი სიზმარი ხარ. -გაღიმება სცადა. -ჯარჯ, არ ვარ სიზმარი გაიღვიძე გთხოვ, თორემ მე სადარბაზომდეც ვერ მიგიყვან. -აი ეხლა შენ ხარ სიზმარი აღარ ხარ. -ხო და ადექი ავედით სახლში. -ავიდეთ მე და შენ? -ხო ჩვენ, დაგაძინებ და წავალ მერე სულ კი არ ვრჩები შენთან. -თუ გინდა დარჩი, მე არ მაქვს პრობლემა. -კარგი გადმოდი ეხლა. -ჯარჯი მშვენივრად იდგა ფეხზე, ლიფტიდან რომ გამოვედით თავისი სახლის კარიც კი თვითონ გააღო. -შემოხვალ ყავას მოგიდუღებ ან ჩაის? -შენთვის ჯობს მინერალური წყალი დალიო. -რა მწარე ენა გაქვს რა ქეთო. -მიდი შევიდეთ, ჯარჯ დივანზე არ დაგეძინოს წადი დაწექი საწოლში. -შენ რას გააკეთებ? -მეც წავალ სახლში. -ისევ ლიფტთან ვიყავი მისული ჯარჯმა რომ შემაჩერა, ზურგიდან ჩამეხუტა თმა გადამიწია და ყელში მაკოცა. -რას მიკეთებ ქეთოო. -არაფერს. - შემომატრიალა და თვალებში ჩამხედა, იმ წამს გაჩერდა სამყარო თითქოს იმ ჰაერით ვსუნთქავდი ჯარჯის ამოსუნთქვისას სახეზე რომ მეფინებოდა, მერე ნელა დაიხარა და შუბლი მომადო შუბლზე, მე მისი თვალების უძირობას ვერ გავუძელი და ინსტიქტურად დავხუჭე თვალები, ტუჩები ვიგრძენი ნელა რომ შემეხო და მის მკერდზე დაწყობილი ხელები უღონოდ დავუშვი, როცა ჯარჯი მომშორდა და დამაკვირდა რას მოვიმოქმედებდი მხოლოდ ერთი რამ შევძელი რომ გავქცეულიაყავი, ისიც არ ვიცი როგორ ჩავირბინე ყველა საფეხური ისე ამ მაღალი ქუსლებიდან რომ არ ჩამოვვარდნილიყავი ან ფეხი არ გადამიბრუნდა და კისერი არ მოვიტეხე მაგრამ ქუჩაში გამოსული გონს წვიმის წვეთების შეხებამ მომიყვანა, მთელი სხეული ამითრთოლდა თავს ვეღარ ვიმორჩილებდი, ღრმად ჩავისუნთქე და ყველაფერი ამეწვა, წვიმის წვეთებს ჩემი ცრემლები შეერია. ვერ ვხვდებოდი რატომ მქონდა ასეთი რეაქცია. პირველივე ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი, ოჯახის წევრებს არც კი დავუნახივარ ისე ავირბინე საძინებელში, აბაზანაში გრილი წყალი მოვუშვი და წყლის ქვეშ დავდექი, ჩემი თავის დამშვიდებას ვცდილობდი. '-ქეთო დამშვიდდი რა მოხდა ჯარჯმა გაკოცა, უბრალოდ გაკოცა. -ჩემი ქვეცნობიერც გამომეპასუხა. -ვის ატყუებ ქეთო ეხლა უნდა დაფრინავდე სიხარულით შენი პირველი კოცნა გაჩუქა მამაკაცმა რომელიც ცხრა წლის ასაკიდან გიყვარს, ფრთები გაშალე ქეთო და დაწყნარდი, მოიქეცი სხვა გოგოებივით, დაწექი საწოლში და სულელივით გაიღიმე, მერე რამოდენიმეჯერ შუა და საჩვენებელი თითი გადაისვი ტუჩებზე, ბედნიერება შეიგრძენი და ნუ პანიკდები. -მართალია ქეთო სუსტი ქალივით ნუ იქცევი მიეცი სიყვარულს გასაქანი.' წყალი გატავკეტე ცრემლებიც შევიმშრალე და ჩემს თავს სარკეში გავუღიმე, მერე საწოლში შევწექი და თავლები დავხუჭე ჯერ რესტორნის სცენა გამახსენდა ჩემი და ჯარჯის ცეკვა მერე მისი სიტყვები, ბოლოს სადარბაზოში მისი კოცნა, ახლა იმაზე გავბრაზდი ჯარჯი რომ არ გამომედევნა, მერე ტელეფონი შევამოწმე, აეფეთქებინა, კიდევ რატის ზარები იყო, ნატუკასი და ტინასი. ტინას ზარმა გამახარა ყველაზე მეტად. -ჩემო ქეთუსა, გილოცავ ახალ წელს, შენი გაბედნიერების და გათხოვების წელი ყოფილიყოს. -ტინა შენ რა ჩემი მოშორება ესე ძაან გინდა? მეც გილოცავ. -არა უფრო ახლოს მინდა მყავდე, ხო და გაყევი ჯარჯს ცოლად. -ტინა ნუ იცინი, თორემ გაგითიშავ. -კიდევ დიდხანს ველაპარაკე ტინას მერე რატის დავურეკე. ბოლოს ნატუკას აი ჯარჯს კი ვერ დავურეკე, მერე შეტყობინება მივიღე. "ქეთო აგიხსნი, ვიცი რომ სახლში მშვიდობით მიხვედი არ მეგონა ჩემი კოცნა ესე ძაან თუ გატკენდა გულს" უცებ მომინდა მიმეწერა რომ მისმა კოცნამ გამაბედნიერა, მაგრამ არაფერი ვუპასუხე. "ქეთო ნუ ჭირვეულობ, ხვალ ამერიკაში მივფრინავ რომ ჩამოვალ ვილაპარაკოთ გთხოვ." თვითონ ჯარჯ ხერგიანი მთხოვს რამეს? ეს რაღაც ახალია მომწონს. "კარგი" მხოლოდ ერთ სიტყვიანი შეტყობინება ეხლა ნახოს ვაჟბატონმა როგორი ვარ მე. მეორე დღესვე გაფრინდა ამერიკაში, ისე მიილია იანვარი რომ ჯარჯს არც კი მოუწერია, მეტკინა?! არა უფრო მეწყინა, მეგონა ეს კოცნა რამეს შეცვლიდა. თებერვალიც ისე მიილია, არაფერი ისმოდა. მხოლოდ რატისგან ვიცოდი რომ კარგად იყო საქმეებს აგვარებდა და მალე დაბრუნდებოდა. დღე ისე იწურებოდა საქმეების გადამკიდე ვერ ვასწრებდი ჯარჯზე ფიქრს ღამ-ღამობით კი მარტო დარჩენილს სევდა შემომაწვებოდა, მისი მონატრება მასზე ფიქრების მორევში მძირავდა, თეთრად მათენდებოდა ღამეები არ მიტირია არცერთხელ მის გამო. იქნებ გამკიცხოს კიდეც ვინმემ თუ გიყვარს მის გამო როგორ არ გიტირია არცერთხელ ორი თვის განმავლობაშიო მაგრამ მე მიჩვეული ვიყავი უიმედო სიყვარულს ჯარჯისგან, მის სიცივეს და ცინიზმს ვიყავი შეჩვეული, მაგრამ იქ ბაკურიანში და ახალი წლის ღამეს თითქოს სხვა იყო ვინმე, არ გავდა იმ ჯარჯს მე რომ ვიცნობდი. მაგიჟებდა მისი მონატრება ოღონდ წამით გამეგონა მისი ხმა და თუნდაც ჩემთვის დაეცინა, თუნდაც გული ეტკინა, დავემცირებინე ოღონდ ახლა აქ ყოფილიყო ჩემთან და დამენახა, მისი ხმა გამეგონა. არ ვიცი რატომ მაგრამ ტინას დავურეკე სკაიპში ალბათ იმ იმედით რომ ჯარჯის ხმას გავიგონებდი, ზარი გავიდა, ერთი.. მეორე... მესამე… ვიდეო თავალი ჩაირთო და ჩემს წინ ჯარჯი იჯდა. ენა გადავყლაპე, ხმა ჩამივარდა მხოლოდ ღიმილი მომედო სახეზე და გული ამიძგერდა. დიდი ხნის ნანატრ ოცნებას რომ აიხდენ ისეთი შეგრძნება დამეუფლა. -ქეთო, ტინა გასულია სააბაზანოში დაელოდე რამოდენიმე წუთი და მოვა. -თითქოს თავს მარიდებსო ისე სწრად მომაყარა სათქმელი და სხვა მხარეს გაიხედა, ჩუმად ჩამოვუსვი კომპიუტერის ეკრანს ხელი და იმდენად რეალურად ვიგრძენი ხელის ბალიშებზე მისი წვერის ჩხვლეტა და ტუჩების სირბილე რომ შემეშინდა მინდოდა გამეთიშა სანამ რამე სისულელეს ჩავიდენდი. -კარგი ჯარჯ. -ქეთო, ესე რამ გაგახარა? -შენმა დანახვამ მეთქი რომ გითხრა დამიჯერებ? - უცებ ვიკბინე ენაზე. -რატომაც არა ქეთო, აი ტინაც მოვიდა. -ხო ქეთო რას მივაწერო ეს პატივი. -კარგი რა ტინა უბრალოდ მომენატრე არ შეიძლება? -მე თუ? -თვალებით ჯარჯზე მანიშნა. -ტინაა! -გაბრაზებულმა დავიყვირე, მივხვდი სახეზე მეწერა ყველაფერი. ტინამ კისკისი ატეხა ამ დროს გავიგონე როგორ უთხრა ჯარჯმა გვიან დავბრუნდებიო. -ეხლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ აბა რა ხდება ქეთო? -არაფერი ტინა მომენატრე. -მეც ჩემო ლამაზო, რატი და ნატუკა როგორ არიან აჩი? -ნატუკა როგორც ყოველთვის, რატი შეყვარებულია მაგრამ მაინც არ შეცვლილა, აჩიმ მუშაობა დაიწყო უკვე პრაქტიკას გადის ფსიქოლოგია. შენ როდის ბრუნდები? -მე ალბათ მაისის ბოლოს. -კარგია გამახარე. -შენსკენ რა ხდება ისევ არავინ გყავს? -არა ტინა და ნუ დამიწყებ ეხლა თავიდან, შინაბერა არ ვარ ჯერ სხვა მიზნები მაქვს. -დამიბერდით შენ და ჯარჯი. -ტინა ვთიშავ! -ტინას გავუთიშე, თავი ხელებში ჩავრგე და ფიქრი დავიწყე იმ გრძნობაზე რაც ჯარჯის დანახვისაც დამეუფლა ერთიანად შემიპყრო მისმა მონატრებამ, ყელში მომაწვა თითქოს ჩემი დახრჩობა უნდოდა ჟაკეტი ავიღე და რატისთან წავედი ოფისში. -ჩემი პრენცესა მოსულა, რას მივაწერო შენი ვიზიტი? -შენც ტინასავით იწყებ? -რა ხდება ბოლო ორი თვის მანძილზე პირველად გიკაშკაშებს თვალები. -არაფერიც არ ხდება ტინას ველაპარაკე და გამაბრაზა. -გასაგებია ჯარჯი დაინახე ან ხმა გაიგონე. -კარგით რააა! -მობეზრებულად ავუქნიე რატის ხელი და მისი კაბინეტიდან გამოვედი, ჯარჯის კაბინეტს შევხედე და სურვილი გამიჩნდა შევსულიყავი, არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო მაგრამ მომინდა მისი სურნელი შემეგრძნო, წამით მაინც მეგრძნო მისი სიახლოვე, მდივანი გასული იყო ამიტომ თავისუფლად შევიპარე ჯარჯის კაბინეტში ისე იდგა მისი სურნელი მთელ კაბინეტში რომ თითქოს მართლაც რამოდენიმე წუთის წინ გასულიყო აქედან, მის სავარძელში ჩავჯექი თითები ნელა გადავუსვი მაგიდას თითქოს მას ვეხებოდი, შარფი მოვიხსენი და მაგიდაზე დავდე სავარძელში გადავწექი, თვალები დავხუჭე და ახალი წლის ღამით ჩვენი კოცნა გამახსენდა ჯარჯის სიტყვები "რას მიკეთებ ქეთოო" კიდე მე რას ვუკეთებ?! ეხლა მე ვზივარ აქ მის კაბინეტში მისი სურნელით ფილტვებს ვივსებ ღმერთო მგონი ვგიჟდები, რას ვაკეთებ რა მინდა აქ?! რატომ ვეფერები ჯარჯის ნივთებს?! -მოგენატრა. -უცებ გამომეპასუხა ჩემი ქვეცნობიერი.- მისი მონატრება გშლის ჭკუიდან გიჟდები ქეთო. -ქვეცბობიერის მოსაშორებლად თავი გავაქნიე და ცივწყალ გადასხმულივით წამოვვარდი ფეხზე ისე გავვარდი გარეთ უკან აღარ მიმიხედავს. მივრბოდი თითქოს ვინმე აპირებდა ჩემს დაჭერას რომ შევჩერდი მივხვდი უკვე ოფისიდანაც და ჩემი რესტორნიდანაც შორს ვიყავი მანქანა მოვატრიალე და რესტორანში დავბრუნდი იქ ნატუკა დამხვდა. -ქეთი რა სახე გაქვს? რამე მოხდა? -არაფერი სასეირნოდ ვიყავი გასული მერე რატის შევუარე და ნერვები მომიშალა. -ისევ ჯარჯზე გითხრა რამე? -ხომ იცი რა როგორც იცის ხოლმე. -ისე მართლა არაფერი არ ხდება შენსა და ჯარჯს შორის? საერთოდ არ მოგწონს? -კარგი რა ხომ ხედავ რანაირი ურთიერთობაც გვაქვს ვერ ვიტანთ ერთმანეთს. -ან ძალიან გიყვართ. -მობრძანდა აქაც ჩემს დასაგესლად, რატის შევხედე და თვალები ავატრიალე. -ქეთო გინდა გაგახარო? -მიდი აბა რატიკო. -ჯარჯმა თქვა ქეთო თითქოს უფრო დაპატარავდა ამ ორ თვეშიო. -აჰა ნატუკა დედამიწის მეორე პოლუსიდანაც კი მომწვდა და დამგესლა ჯარჯმა, არ მესმის მაგ ბიჭისთვის რამე მაქვს დაშავებული და არ მახსოვს? -ქეთო შენ ვერ გაიგე ჯარჯმა იკითხა ხომ კარგად არის რამე ხომ არ უჭირსო.. -ოხ რა დიდი პატივია თვით ჯარჯ ხერგიანი ნერვიულობს ჩემზე. -უკმაყოფილო სახით მოვშორდი მეგობრებს და ჩემი კაბინეტისკენ გავიქეცი... დივანზე ჩამოვჯექი და ვიაზრებდი რა მითხრა რატიმ ნუთუ ჯარჯი ჩემზე ნერვიულობდა.. ნამდვილად გამახარა და გამაბედნიერა რატიმ თავისი ნათქვამით, სახე დავალაგე და მეგობრებს დავუბრუნდი რომლებიც როგორც ყოველთვის რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ.. -რა ხდება ეხლა რაზე კამათობთ? -ნატუკა გეტყვის. -ნატუკა რა ხდება? -ლეონი დაბრუნდა დღეს შემხვდა და შენი რესტორნის მისამართი მივეცი. -ნატუკა ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა. -ვიცი მაგრამ... -რა მაგრამ ნატუკა მე და ლეონი იმიტომ აღარ ვმეგობრობთ რომ მას შევუყვარდი. -ქეთი იქნებ უბრალოდ შენი ნახვა უნდა. -ნატუკა გერმანიიდან ახლახანს დაბრუნებულ ლეონს უბრალოდ უნდა ჩემი ნახვა? -კარგი ქეთ ბოდიში რააა. - ამ დროს მზარეულმა დამიძახა და გავედი. რაღა ეხლა დაბრუნდა ეს ლეოც ან საერთოდ რა უნდა ჩემგან გასაგებად ვერ ავუხსენი რომ არ მიყვარს და არც არასდროს შემიყვარდება?? მაინცდამაინც ხმამაღლა უნდა ვიყვირო რომ ჯარჯი მიყვარს?! სამზარეულოდან რომ გავედი რატი და ნატუკა უკვე წასულიყვნენ. -ქალბატონი ქეთი თქვენ ხართ ხომ? -კი მე გახლავვართ რა ხდება? -ეს ვარდების თაიგული თქვენთვისაა. -ჩემთვის? -ბიჭმა თაიგული ხელში მომაჩეჩა და გაიქცა. ჯერ მეგონა რომ ლეონმა გამომიგზავნა მაგრამ კარში მომავალი რომ დავინახე მინდვრის ყვავილებით ხელში მაშინ მივხვდი, ეს მისი საჩუქარი არ იყო 'არა ქეთი რა ამ ბიჭმა ისიც არ იცის რა გიყვარს' დაცინოდა ჩემი მეორე მე ლეონს, ამდროს ქვეცნობიერი თვალებს ატრიალებდა და გაიძახოდა 'არა ქეთი როგორ იფიქრე რომ ამას ესეთი იდეა მოუვიდოდა თავში, მან ალბათ მნიშვნელობაც არ იცის ვარდების' თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად, სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი და ლეონს შევეგებე. -ლეონ! -ქეთ, როგორ გალამაზებულხარ უფრო დამშვენებულხარ. - 'ყალბი, აფერისტი' ჩაისისინა ქვეცნობიერმა. -მადლობა ლეონ რომ გითხრა შენი ნახვა გამიკვირდა მეთქი მოგატყუებ. -ალბათ ნატამ გითხრა რომ ჩამოვედი, მე შენთან საუბარი მინდოდა მაგრამ -ცოტა ხანს შეჩერდა თითქოს ყოყმანობდა ეთქვა თუ არა. -როგორ ვხედავ დამასწრეს. -ვარდებზე მანიშნა. -ლეონ მეგონა რომ მე და შენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. -მკაცრად წარმოვთქვი და წარბები შევკარი ზურგი ვაქციე, კაბინეტისკენ ვაპირებდი წასვლას მისი ხმა რომ გავიგონე. -ბანალურია. -რა? -ფერადი ვარდები ბანალური და უგემოვნოა. -ლეონ ჩემმა შეყვარებულმა შენზე უკეთ იცის რა არის ბანალური და რა არა. -შეყვარებულმა? -ხო შეყვარებულმა, ჩემმა კაცმა იცის რა უფრო მესიამოვნება და რა მიყვარს. -ლეონი შუა რესტორანში დავტოვე და კაბინეტისკენ გავიქეცი ჩემი ვარდებით ხელში, როგორც კი მაგიდაზე დავდე ბარათის ძებნა დავიწყე ბოლოს როგორც იქნა ვიპოვნე: "ჩემს ცეცხლოვან და ფეთქებად ქეთოს, ბოდიშის და მონატრების ნიშნად, თავს გაუფრთხილდი ქეთო თორემ გადავიფიქრებ შენს ცოლად მოყვანას" ვუყურებდი ბარათს და თვალებს არ ვუჯერებდი, ნუთუ ჯარჯმა გამომიგზავნა?! ჯარჯმა?! ჩემს ქეთოსო?! მონატრების ნიშნადო?! თავს მიხედეო?! ცოლად მოყვანასო?! ათჯერ მაინც წავიკითხე ბარათი და ლამის თავალები გადმომცვივდა, დენმა დამიარა სხეულში როცა წარმოვიდგინე როგორ ამბობდა ჯარჯი "ჩემს ქეთოსო" ყელი გამიშრა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ჯერ კიდევ შოკში ვიყავი მიუხედავად იმისა რომ უკვე ნახევარი საათი ამ ფურცელს დავყურებდი და ბედნიერებას ვასხივებდი. ცოტა გონს რომ მოვედი ჯარჯს შეტყობინება მივწერე. * ჯარჯ, იმედი მაქვს იცი რას ნიშნავს როცა მამაკაცი ქალს ფერადი ვარდების თაიგულს უგზავნის * * ეს ალბათ შენეული მადლობაა ხომ ქეთევან? * * მადლობა ჯარჯ, მაგრამ მე კითხვა დაგისვი * * არაფრის ქეთო, არ ვიცი შეგიძლია მითხრა? * * მხოლოდ მაშინ როცა შენ მეტყვი იმ სიტყვების მნიშვნელობას * * ესეიგი რომ ჩამოვალ მაშინ გავიგებ. * * მაშ მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ მოვითმინოთ ჯარჯ * * დროებით ქეთო * ერთი დღისთვის ბევრი ემოცია დამიგროვდა ჯერ ის რომ ჯარჯი დავინახე, მერე მის კაბინეტში რომ შევიპარე ეხლა ეს ვარდები მგონი მართლა ვგიჟდები. -ქეთრინ! -რატი ნუ მეძახი ეგრე თორემ მეც დაგიძახებ ნათლობის სახელს. -ოოო კარგი ქეთრინ და რა მინდა გკითხო. -კარგი, ოღონ სისულელე არა. -ძალიან მოგენატრა? -კი, ისე რომ ლამის გავგიჟდე. -რამდენი დღე გავიდა? -86 რატი, თითქმის სამი თვეა ჯარჯი არ მინახავს და ასე მგონია რომ ცარიელი ვარ, ვკვდები. -მალე ჩამოვა ქეთო, ერთი თვეც მოითმინე. -მერე რა იქნება? მე მიყვარს მაგრამ მას? -ქეთ გთხოვ არ იტირო, დარწმუნებული ვარ არც თვითონ არის შენს მიმართ გულგრილი. -მადლობა უფალს რომ შენ მყავხარ. - მაგრად მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა, ის იყო ერთადერთი ვინც სიმართლე იცოდა, მან იცოდა ამ წლების მანძილზე როგორ ვიტანჯებოდი ჯარჯის გამო. დრო ისე მიიზლაზნებოდა ჯარჯის ჩამოსვლამდე რომ ვგიჟდებოდი, ყველაზე მეტად კი ის მაგიჟებდა რომ მისგამ არაფერი მესმოდა გარდა იმ ვარდებისა და შეტყობინებისა რომ სალაპარაკო გვქონდა, მე კი აქ მის გარეშე დღითიდღე უფრო ვკარგავდი იმედს რომ რამეს გრძნობდა ჩემს მიმართ, ლეონი კი იმით სარგებლობდა რომ ჩემს გვერდით მამაკაცი არ ტრიალებდა და ყოველდღე მოდიოდა რესტორანში, მაისიც მიილია და უკვე ძალიან ცხებოდა თბილისში რესტორნის საქმეებიც ისე კარგად მიდიოდა, შემეძლო უკვე ჩემი ოცნების ასრულებაზე მეფიქრა ამიტომ დავიწყე მყუდრო ადგილის ძებნა ჩემი კაფისთვის. -ქალბატონო ქეთევან თქვენთან ისევ ის ბიჭია. -ახლავე მოვალ. -მობეზრებულმა გადავდე საბუთები გვერდით და ლეონის სანახავად გავედი, უკვე მაღიზიანებდა მისი აქ ყოველდღე მოსვლა. -ლეონ! -ქეთი, მე შენთან დასამშვიდობებლად მოვედი. -დასამშვიდობებლად? -ხო, გერმანიაში ვბრუნდები. არაფერს მეტყვი? -რადგან ასე გადაწყვიტე ესეიგი ასე იყო საჭირო, ბედნიერი მგზავრობა. -კართან მისული მოტრიალდა და წინ დამიდგა. ისე უცებ მომხვია ხელები და ჩამეხუტა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. ტუჩები ფრთხილად შემახო თავზე მერე მომშორდა და წავიდა მე კი ისევ ისე ვიდექი როგორც დამტოვა გონს ნატუკას ხმამ მომიყვანა. -ქეთ რაც დავინახე რას ნიშნავდა? -არაფერს ლეონი დამემშვიდობა და წავიდა ნატა. -სად წავიდა? -გერმანიაში დაბრუნდა, ნუ გექნება ტყუილი იმედი რომ ჩემსა და ლეონს შორის რამე ხდება. -ჯარჯი ჩამოვიდა. -მერე მე რა. -ნატუკას ისეთი სახით შევხედე თითქოს და აქ არაფერიო მაგრამ მე ხომ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს გულსა და გონებაში, იმ წამს შემეძლო მეცეკვა ან სიხარულისგან ხტუნვა დამეწყო. ერთი სული მქონდა როდის მეტყოდა რომ ჩემთან საუბარი უნდოდა, როდის ვნახავდი თუნდაც უბრალოდ თავალს მოვკრავდი ახლა როცა ვიცოდი რომ ახლოს იყო ვერ ვისვენებდი ამიტომ გეზი რატის ოფისისკენ ავიღე. -ნატა მე რატისთან მივდივარ პროდუქციასთან დაკავშირებით რაღაც უნდა მოვაგვარო და წამოხვალ? -არა, სალონში მივდივარ უნდა მოვწესრიგდე. -კარგი. -ისე მივედი ოფისში რომ ვერ გავაცნობიერე, გახარებული შევედი იმ იმედით რომ ჯარჯს ვნახავდი და რატის კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. -რატიკუნა შეიძლება ? -მოდი, დაჯექი ყავას შევუკვეთავ. -რაღაც უნდა მოგიყვე. -მიდი, მითხარი რა ხდება? -დღეს ლეონი იყო ჩემთან, დასამშვიდობებლად. - რა კარგი ამბავია როგორც იქნა წავიდა. -ხო, აღარ შემაწუხებს. -ჯარჯი ჩამოვიდა. -მერე? -შენთან მოდიოდა არ გინახავს? -ჩემთან არ მოსულა. -ჩემთან გამოქცევას იქ რომ დახვედროდი არა? -ხო კარგი მივდივარ ნუ წუწუნებ რა. - მერე შენი წუწუნი არ გავიგონო იცოდე. -იმ აზრით შეპყრობილი რომ ჯარჯი ჩემთან აპირებდა მოსვლას, აჟიტირებული წავედი რესტორანში მთელი დღე ვცქმუტავდი და ველოდი, მაგრამ სულ ტყუილად ის არ გამოჩენილა არცერთი ზარი, არც შეტყობინება. საბოლოოდ დავკარგე იმედი და მივხვდი რომ ჯარჯი ჩემს მიმართ არაფერს გრძნობდა, ხომ ამბობენ იმედი ბოლოს კვდებაო ხო და მე მჯეროდა რომ იმედი არასოდეს კვდებოდა მაგრამ ახლა მივხვდი რომ კვდება, როცა ადამიანს ელოდები, იმედი გაქვს რომ შეგიყვარებს და ოდესმე შეგამჩნევს, როცა იმედი ღვივდება, ფრთებს ისხამს და ბოლოს იფერფლება მაშინ ხვდები რომ იმედები კვდება, იმედებთან ერთად კვდები შენც მაგრამ ცხოვრობ. მთელი დღე რესტორანში მოშხამული სახით დავდიოდი კაბინეტში ჩავიკეტე და ვითხოვე არავის შევეწუხებინე, ვფიქრობდი ჯარჯის საქციელზე და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი, არაფერს გრძნობდა ჩემს მიმართ ის კოცნაც უბრალოდ სიმთვრალის ბრალი იყო ან გამეთამაშა, ვარდები კი ბოდიშის ნიშანი. სახლში რომ მივედი თავი მისკდებოდა ამიტომ დაძინება გადავწყვიტე. მეორე დილით რესტორანსში ანა და აჩი მოვიდნენ. -რა ხდება აჩი რა სახე გაქვს? -ჩვენი გეგმა ძალაში შევიდა ტინა ჩამოდის დღეს. -ტინა ჩამოდის? -ხო მაგრამ ხომ იცი სანამ ხევსურეთიდან არ დაბრუნდება არუნდა შეეხმიანოთ. -ვიცი აჩი, შენ როგორ ხარ? -ხომ იცი როგორი რთულია ჩემთვის ამდენი ხნის შემდეგ ტინასტან შეხვედრა. -ვიცი აჩი, მესმის. -ჯარჯი ისევ ამერიკაში წასულა გეგმა დროებით მის გარეშე უნდა შევასრულოდ. -ჩემი გონება იმის შემდეგ მოწყდა ანას და აჩის საუბარს რაც გავიგონე რომ ჯარჯი ამერიკაში დაბრუნდა. ახლა გასაგები იყო მისი არ გამოჩენის მიზეზი მაგრამ ის მაცოფებდა რომ არ მითხრა. ხომ შეეძლო რომ ერთი შეტყობინება მაინც გამოეგზავნა. რატიმაც რატომ არ მითხრა რომ მიდიოდა. -ქეთი გვისმენ? -ვაიმე ჩავფიქრდი ბოდიში, რას მეუბნებოდით? -თორნიკე ძალიან ღელავს და გვეშინია გეგმა არ ჩაგვიშალოს. -კარგით რა, შეყვარებულ ადამიანს უფრო მარტივად გამოუვა და არც გეგმა ჩაგეშლებათ ტინას შეუყვარდება თორნიკე. -შენ რა გჭირს ქეთი რამე გაწუხებს? ხომ იცი ვერ მომატყუებ ფსიქოლოგი ვარ. -რესტორანში ძალიან ვიღლები, თან ახლა ტინას ამბავიც დაემატა, უბრალოდ გადავიღალე. -კარგი, მაგრამ არ მჯერა რაღაც გაწუხებს. -არაფერია აჩი დამიჯერე. -ანა და აჩი გავაცილე და ისევ კაბინეტში შევიკეტე. ორმა კვირამ თვალის დახამხამებაში განვლო, ჯარჯისგან ისევ არაფერი ისმოდა. ახლა ვიღაც მკითხავს თვითონ რატომ არაფერს აკეთებ?! შენ დაურეკე თუ გიყვარს მიწერე უთხარი რომ გიყვარსო მაგრამ მე ძლიერი ქალის იმიჯის უკან სუსტ გოგოს ვმალავ რომელსაც უარის ეშინია, ეშინია რომ ჯარჯს არ უყვარს და დაცინებს მის სიყვარულს. ჩემი ოცნების ახდენაზე ვზრუნავდი და სხვა ყველა ფიქრი უკუვაგდე… როგორც იქნა ფართი ვიპოვნე ჩემი ოცნების კაფის გასახსნელად და სრულიად ამ საქმეში ჩავიძირე. რატიმ მომიძებნა ფართი მყუდრო უბანში, ქუჩის მხარე კედელი მთლად მინის იყო ახლა მხოლოდ საჭირო იყო ცოტაოდენი ხელის შევლება და ჩემი ოცნებაც ასრულდებოდა. კიდევ ორი კვირა გავიდა კაფის საქმეების მოგვარებაში ისე ვიყავი ჩაძირული ჩემს ოცნებაში რომ არავინ აღარ მახსოვდა ჩემი კაფის გარდა რესტორანი ჩემს ძმას და მამას ჩავაბარე და კაფეში გადავცხოვრდი, სხვანაირად არც წარმომედგინა. -ქეთრინ ცოტა ხანს მოშორდი მაგ შენს კაფეს და ბარგი ჩაალაგე. -რა ბარგი რატი? -რა ბარგი და ხვალ სვანეთში მივდივართ. -მივდივართ? -ხო ჯარჯის მანქნით. -ჯარჯის გაგონებაზე წვენი გადამცდა და ლამის დავიხრჩვი, რატიმ მსუბუქად დამკრა ხელი და შემდეგ ეშმაკური მზერა მომაპყრო. -რაო ქეთრინ? -მე მაგასთან ერთად არ წამოვალ. -იქ მეც ვიქნები, ნატაც და ლილუც ამიტომ გთხოვ რომ დაწყნარდე. -რატი... -ამოვიკნავლე და ტუჩები სატირლად მომებრიცა ამდენი ხნის შემდეგ თითქოს ერთიანად მომაწვა ყელში ჯარჯის მონატრება, მისი უყურადღებობა და სიყვარული რომელიც მგუდავდა. ჩემი დახრჩობა უნდოდა, ხელებს ნელა დაასრიალებდა ჩემს ყელზე ცდილობდა ნელა და მტკივნეულად მოვეკალი. -ქეეეთ, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ. -არ ვარ, არა, ერთი სუსტი გოგო ვარ რომელიც საკუთარი სიყვარულისთვისაც კი ვერ იბრძვის იმდენად სუსტია რომ ჯარჯის უყურადღებობა ახრჩობს. -კარგი ქეთი, მოწესრიგდი და დილით გამოგივლით. გაპროტესტებას აზრი არ აქვს. -კართან მისულმა მომაძახა და გაუჩინარდა. დილით მოუთმენლად ველოდი როდის მომაკითხავდენ რომ სვანეთში წავსულიყავი, ბავშობიდან მინდოდა მაგრამ ვერასროს მოვახერხე ტინასთან ერთად იქ წასვლა სულ რაღაც მიშლიდა ხელს. როგორც იქნა ჯარჯის მანქანაც გამოჩნდა მაგრამ ნამდვილი სიურპეიზი იქ მელოდა ჯარჯთან ერთად მარტო უნდა მემგზავრა, გამაცურეს. როცა ჩემს წინ დადგა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მისი მონატრება ისე მძაფრად რომ გავიყინე გონებაში ხელებიც შემოვხვიე და უკვე ბევრჯერ ვაკოცე, ვუთხარი რომ მომენატრა და ჩემგან შორს აღარ წასულიყო. -ქეთო, კიდევ დიდხანს იდგები ეგრე არ ჩაჯდები? -ვერც კი შევნიშნე როგორ გამომართვა ჯარჯმა ჩემოდანი და მანქანაში ჩაჯდა. მეც ჩავჯექი მას მივბაძე და ღვედი შევიკარი, დიდხნიანი აუტანელი სიჩუმე ჯარჯმა დაარღვია. -ქეთო გავიგე ოცნებას ისრულებ. - რაღაცნაირი უცნაური ხმა ქონდა ჯარჯს თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა ვერ გადაეწყვიტა ცინიკურად ელეპარა თუ თბილად. -ხო ვისრულებ, აქამდე საშუალება არ მომეცა რომ მადლობა მეთქვა ვარდებისათვის. -არაფრის. -ისევ ეს აუტანელი სიჩუმე, მინდა ჯარჯს ვკითხო ყველაფერი რაც კი დამიგროვდა, პირს ვაღებ მაგრამ ჩემს ბაგეს სულ სხვა სიტყვები წყდება. -შეიძლება მუსიკა ჩავრთო? -ჯარჯი უცნაური მზერით მიყურებს თითქოს ჩემს წაკითხვას ცდილობსო მაგრამ არ გამოდის და უბრალოდ თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. მუსიკას ვრთავ და ისევ "ჩვენი" სიმღერა არღვევს სიჩუმეს ჯარჯს თითქოსდა მწარე ღიმილი ურბენს სახეზე. მესტიაში შესული ინტერესით ვათვალიერებ ყველაფერს. რამოდენიმე წუთით ჩერდება ვიღაცას ესაუბრება და მერე გზას აგრძელებს. -ჯარჯ სად მივდივართ? -უშგულში, იქ ყოფილან. -ჯარჯს უშგული შენი სოფელია? -არა მე მესტიიდან ვარ, ჩემი გვარი ცნობილი მთამსვლელ მიხეილ ხერგიანის წყალობით გახდა. გინდა მისი სახლ-მუზეუმი ვნახოთ? -თუ არ შეწუხდები. -აშკარად ესიამოვნა ჩემი ინტერესი მისი წინაპრების მიმართდ და მანქანა მოაბრუნა ისევ მესტიაში დაბრუნდა და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმთან გაჩერდა, ვიღაც ბიჭს რამოდენიმე წუთი ელაპარაკა და მანაც შეგვატარა. -ქეთო როგორც ხედავ ეს სახლიც არ განსხვავდება სხვა XV საუკუნის სახლებისაგან. -იქვე მდგარმა ტახტის სტილის სავარძელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, სავარძელი მოჩუქურთმებული იყო. -ეს მახვშის ანუ ოჯახის უფროსის, გვარის უფროსის ან თემის უფროსის სავარძელია, ამ სავარძელზე ქალის დაჯდომა აკრძალულია. ამ სკამს მეორე ნაირად საკარცხილსაც უწოდებენ. -ლამაზი ჩუქურთმები აქვს. -ეს სხვა მამაკაცების ტახტია. -ხელით ხის ტახტისკენ მიმითითა. -ეს კი შედარებით დაბალი სკამი ქალებისთვისაა. ეხლა შენობის ოდნავ თანამედროვე ნაწილში გადავინაცვლოდ. -ჯარჯ ნამდვილი გიდივით ლაპარაკობ. -ჩემს ნათქვამზე გაეღიმა, ისეთი ემოციით მიხსნიდა ყველაფერს რომ მე იმ ნივთების ნაცვლად რაზეც მესაუბრებოდა მას ვუყურებდი, იმ აღტაცებას და სიამაყეს ვაკვირდებოდი რაც სახეზე ქონდა გამოხატული და ხმაშიც გარეოდა. სახლმუზეუმიდან წამოვედით და გზას ისევ უშგულისკენ გავუყევით. -ყველაფრისთვის მადლობას გიხდი ჯარჯ. -არაფრის. -ჯარჯ ეს კოშკი განცალკევებით რატომ გდას? -ეს სიყვარულის იგივე მიაგულას (მირაგულას) კოშკია. -რა საინტერესოა და ასე მარტო რატომ დგას? -კოშკი ამ ლეგენდის მხოლოდ ფინალური ნაწილია. -მომიყვები? -ოდესღაც აქ სოფელ იფარში შეძლებული კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი ყავდა მიაგულა(მირაგულა) ის გოგო ულამაზესი იყო, დედამისი გოგონაზე მშობიარობას გადაყოლია, დედით ობოლ ერთადერთ ქალიშვილს მამა რუდუნებით ზრდიდა, მიაგულა გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი, ერთხელაც მამას გოგონა სოფელ კალაში კვირიკობის დრესასწაულზე წაუყვანია სადაც ამავე სოფლის მკვიდრს ოტია მარგველანს შეხვერია. მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეყვარებიათ, მიაგულას ბევრი ვაჟკაცი ეტრფოდა მაგრამ მისმა გულმა მხოლოდ ოტია აირჩია, მათ სიყვარულს ხელს ოტიას ცოლი და შვილები უშლიდნენ. მიაგულამ ოტიას ოჯახის დანგრევას მასთან დაშორება ამჯობინა. ოტიამ ეს ვერ გადაიტანა და მთებში სანადიროდ წავიდა, ერთერთ ქარაფზე ფეხი დაცდენია და ენგურში ჩავარდნილა, ოტიას ცოლმა ეს ამბავი რომ გაიგო თვითონაც ენგურში გადახტა და თავი მოიკლა. ლეგენდის მიხედვით ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენ. მიაგულას მამისთვის ენგურის შუაში მდგარ ლოდზე კოშკის აშენება უთხოვია. მას შემდეგ გოგონა სიცოცხლის ბოლომდე ამ კოშკში ცხოვრობდა და კალმახად ქცეულ ოტიას და მის ცოლს აპურებდა. ენგურში მდგარი ლოდის ქვემოთ მიწიდან სუფთა წყარო ამოდის, წყარო თვალსაჩინო მაშინ ხდება როცა მდინარე იკლებს. აქაურები იმასაც ამბობენ ეს წყარო მიაგულას მიერს კოშკიდან დაღვრილი ცრემლებიაო. ეს კოშკი მიაგულას მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოა. -გასაოცარი ისტორია იყო. -ხოო, ნეტა ყველა მიაგულასნაირი ერთგული იყოს სიყვარულის მიმართ. -ჯარკმა ბოლო სიტყვები ორაზროვნად ჩაილაპარაკა და მანქნისაკენ წავიდა. უშგულამდე ისე ვიმგზავრეთ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. -ასე რატომ შეგაგვიანდათ? ეზოში ნატა შემოგვეგება. -მანქანა გაგვიფუჭდა.- მკვახედ მიუგო ჯარჯმა და ჩემი ჩანთა სახლში შეიტანა. მეგობრების მოკითხვით რომ გული ვიჯერე, ეზოში გამოვედი ჯარჯის სიტყვებზე ვფიქრობდი მაინც ვერ გავიგე რატომ თქვა კოშკთან ის სიტყვები. სახლში შესული ტინას უცნაურ სევდიან თვალებს გადავაწყდი, სამზარეულოში შესულს უკან გავყევი. -ტინა რა ხდება რამე გაწუხებს? -შეყვარებული ვარ ქეთი, მე თორნიკე მიყვარს მაგრამ მას თავისი სამსახურის მეტი არაფერი ადარდებს და მიდის ჩემგან. -ტინა დარწმუნებული ხარ რომ თორნიკე არაფერს გრძნობს შენს მიმართ? -კი, მას მხოლოდ როგორც სამსახური ისე ვადარდებ. -უბრალო სამსახურს ოჯახის წევრებს არ აცნობენ ტინა. -საუბარი ლილიანას შემოსვლამ გაგვაწყვეტინა, ყველა კარგად ვერთობოთდით, ნატუკას ქცევებზე ვხალისობდით აი ჯარჯი კი მალე იფეთქებდა და ნატუკა შემოელახებოდა. -ქეთევან შენი საქმეები როგორ მიდის? - ეხლა ჩემზე გადმოიტანა ყურადღება. -კარგად ჯარჯ რესტორნის გაფართოებას ვფიქრობთ . -ახალ კონტრაქტს გააფორმებ ჩვენთან? -რათქმაუნდა თუ შენ თანახმა იქნები. -მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ქეთევან. -ჯარჯი ისე წარმოთქვამდა ჩემს სახელს რომ თითქოს ამ სახელის წარმოთქმა ახრჩობდა, სამზარეულოს კარებს მიყრდნობილი ვუყურებდი თორნიკეს რეპლიკაზე სახე აწითლებულ ტინას და მეცინებოდა, მაგრამ განა ჯარჯი ოდესმე მაცდიდა სიხარულს? -ქეთევენ მაპატიე მეგონა იჯექი და ადგილი არ დაგითმე. -ჯარჯმა ისევ ჩემს სიმაღლეს გაუსვა ხაზი, ამით ჩემი გაღიზიანება უნდოდა რაც ნამდვილად კარგად გამოუვიდა, სიბრაზის დამალვას შევეცადე და მშვიდი ხმით ვუპასუხე. -შენ მაგაზე არ ინერვულო, ფეხზე რაც იდექი ისიც საკმარისია, გეტყობა ალბათ მაგიტომაც გაიზარდე ასეთი მაღალი, მეც შენ გბაძავ რომ გავიზარდო. -ზურგი ვაქციე და გარეთ გასვლას ვაპირებდი ფეხი რომ გადამიბრუნდა, თავი ვერ შევიკავე და დავიკივლე. -ააა. -ქეთო კარგად ხარ? -ჯარჯმა ხელში ამიყვანა. -არაფერი მიჭირს დამსვი. -ფეხი გეტკინება ნუ ჯიუტობ. -არ ვჯიუტობ დამსვი. -ჯარჯი არ დანებდა საძინებელში შემიყვანა, საწოლზე დამაწვინა და ახლად შემოსულ ტინას მიუბრუნდა. -ტინა შეგიძლია შენს მეგობარს ფეხზე ყინული დაადო, თორემ გაუსივდება ფეხი. - ტინა ყინულის მოსატანად გავიდა. -მადლობა, უკვე მერამდენედ გადამარჩინე იმედია მეტს აღარ შეგაწუხებ. -არაფრის, მე კიდევ პირიქით ვიმედოვნებ რომ კიდევ ბევრჯერ დაგჭირდება ჩემი დახმარება. -ტინამ გამაყუჩებელი მომცა და მალე ჩამეძინა ძილში თითქოს მესმოდა ჯარჯის საუბარი, გაღვიძებულს ოთახში მხოლოდ ტინა და ნატუკა დამხვდნენ. წყლის დასალევად გამოვედი. -ფეხი აღარ კტკივა? -ჯარჯის ხმამ შემაშინა და ხელი პირზე ავიფარე. -ვაიმე ჯარჯ როგორ შემაშინე, კი კარგად მაქვს ისე ძაან აღარ მტკივა. -შენს ოთახში არავინ იყო შენ რატომ ადექი? -კი მაგრამ არ მინდოდა მათი გაღვიძება. -კარგი მიდი დაიძინე. რამოდენიემ დღე სრული იდიალია იყო უშგულში, მხოლოდ ტინა და თორნიკე იყვნენ დაძაბულები, ჯარჯის გასართობი კი როგორც ყოველთვის ჩემი ნერვები იყო. ჩვენს მეზობლად ერთი ძალიან თბილი ბებო გავიცანი, ხშირად ვსტუმრობდი ერთხელ ვითომ შემთხვევით ჯარჯის ნათქვამ სიტყვებზე ვკითხე რას ნიშნავდა მხოლოდ უცნაურად გამიღიმა და სახეზე მომეფერა. ბოლო საღამოს ყველა კოცონთან ვიყავით შეკრებილები, მეგონა რომ ყველას დაავიწყდა ის რომ მე არაფერი გამიკეთებია მაგრამ ჯარჯს ეგ გამორჩებოდა? ნატუკას დაიგნორებას რომ მორჩა იერიში ჩემზე გადმოიტანა. -უკაცრავად კი გვიანია უკვე უნდა დავიძინოთ მაგრამ ქეთი ესე მშრალად უნდა გამოძვრეს? -მართალია ქეთის არაფერი გაუკეთებია. მხარი აუბეს რატიმ და აჩიმაც. -კარგი ლექსს წავიკითხავ ოღონდ გაფრთხილებთ რომ ზეპირად არ ვიცი ტელეფონში ვკითხულობ. -მიდი. ჯარჯმა ინტერესით აღსავსე მზერა მომაპყრო. -არ შეიმჩნიოთ ის რომ საშინლად ვკითხულობ ლექსს. როცა უმწეოა ფიქრი.. გული დაჭრილივით ბორგავს.. უცებ მოდიხარ და ირგვლივ.. მზე და გაზაფხული მოგყავს.. უმალ დამავიწყებ სევდას.. ვიწყებ უნებლიე ღიმილს.. ყველა წამალი ხარ ერთად.. რაც კი გააყუჩებს ტკივილს! სულში ქარიშხალი მიტევს.. წახვალ.. მენატრები როცა.. შენ რომ დაიბადე ჩემთვის, მე იმ გათენებას ვლოცავ! როგორ მიფერადებ დღეებს, სულის კედელი ხარ თითქოს, თავი მოუყრიათ ფიქრებს.. მე კი.. შენთან ყოფნას ვითხოვ.. როცა გაწვიმდება გარეთ.. გული უსაშველოდ ბორგავს, უცებ მოდიხარ და მშველი.. სულით გაზაფხული მოგყავს! /მაგდა ჩხარტიშვილი/ ყველა დაიფანტა მე და ჯარჯი კი ისევ ჩუმად ვიჯექთ, მე კოცონს დავშტერებოდი და ხმას არცერთი არ ვიღებდით. -ანუ მე შენთვის დავიბადე? -ეს ლექსი.. მე ის... -ჯარჯმა ხმამაღლა გაიცინა ჩემს დაბნეულობაზე და მარტო დამტოვა. მეორე დილით ყველა ისევ თბილისში დავბრუნდით მაშინ როცა გვეგონა რომ ყველაფერი დალაგდა ისევ აირია და თავდაყირა დადგა, ტინას ავარიის დღე გაახსენდა და ისიც გაიგო რომ მისი გადამრჩენი თორნიკე იყო, ყველაზე მეტად იმის გადატანა გაუჭირდა რომ სიმართლეს ყველა ვუმალავდით, მაგრამ გონს მალე მოეგო. ამას დაემატა ნატუკას ერთმანერთზე მიყოლებული სულელური საქციელები და ჩემი კაფის გახსნის შეფერხება. -რატი გეფიცები გავგიჟდები თხუთმეტამდე რომ ვერ მოესწროს. -ქეთი უკვე თავბრუდამეხვა იმდენს დადიხარ. -რატი ვერ ვისვენებ ჩემი ოცნებაა ხომ იცი. -ქეთ ჯარჯთან არ გილაპარაკია? -კი გახსნაზე დავპატიჯე, ალბათ მოვა ჩემი გამწარების შანსს ხელიდან არ გაუშვებს. -თქვენ მე გადამრევთ. -იმედია ტინა თავის თაფლობის თვეს შეელევა და ჩამოვა. -კი აუცილებლად ჩამოვა. დღეს 15 აგვისტოა ჩემი ოცნების ახდენის დღე, მთელი ღამე არ მძინებია დილით ძლივს დავიფარე შეშუპებული თვალები მაკიაჟით, შავი ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი ამოღებული ზურგით, კაფეში რომ მივედი ყველაფერი უკვე მზად იყო. ასმაგად იმატა ჩემმა ნერვიულობამ. კაფის ძირითადი ნაწილი წითელ ფერში იყო გადაწყვეტილი ყველა მაგიდაზე იდგა ლარნაკით წითელი ვარდები, მუსიკოსებიც უკვე მოსულიყვნენ მხოლოდ ფოტოგრაფი არ ჩანდა ანუ ტინა. -ქეთ რა ლამაზი გამოსულა ყველაფერი. -მადლობა, თორნიკე შენი ცოლი სად არის? -გარეთაა შემოვა ეხლა. -ანა და აჩი? ლილიანა და რატი მოვიდნენ? -კი ყველა აქ ვართ ნატა მოვიდა? -კი მოვიდა აქ იყო სადღაც. -მაინც ვერ გავიგე ტინას რა ევალება. -აი იქ ცარიელ კედელს ხედავ? ზემოთ წარწერას? -მაინც არ მესმის. -ვაიმე თოკა რატომ ართულებ, „შეყვარებულთა სივრცე“ ანუ იქ იმ კედელზე გამოიფინება ფოტოები რომლებსაც ტინა გადაუღებს კაფეში შემოსულ წყვილებს გასაგებია ეხლა? -კი ქეთი გასაგებია. -კიდევ ერთი შეკითხვა რატომ „დეჟავუ“? -აქ რომ შემოდიხარ დეჟავუს გრძნობა არ გიჩნდება? -აჰა ახლა უკვე ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის. ყველაფერი კარგად მიდიოდა სტუმრებსაც მოწონდათ და კლიენტებსაც, მაგრამ ვინც ამ დღეს ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო ის არ ჩანდა. -ნახე ჩემი და რა სახით მოძრაობს? -გოგა, ძალიან გთხოვ სიცანცარე სახლისთვის შევინახოთ ეს ჩემი კაფეა, ჩემი ოცნება. -კარგი რა ქეთი ვიხუმრე. -წადი ვინმე გოგო ნახე და იმას ეხუმრე ან შენნაირი რატი და ერთად იცანცარეთ. -ნატუკა ჯარჯი არ მოსულა? -არა, როგორც გავიგე ჯარჯი ბაკურიანშია წასული. -რა? ასეთი რა საქმე ქონდა რომ ჩემი კაფისთვის ხუთი წუთი ვერ გამონახა? -ქეთი რა ხდება შენსა და ჯარჯს შორის? -ნატა ეხლა არაფერი არ ვიცი. -ქეთო ის დღე გახსოვს ლეონი რომ ჩაგეხუტა? -მერე? -ჯარჯმა დაგინახათ, ყვავილების თაიგული ნაგავში ჩააგდო და წავიდა, ისეთი გაბრაზებული იყო გვერდით რომ ჩამიარა ვერც კი შემამჩნია. -ნატა კაფეს მიხედე მივდივარ. -სად ქეთი ეს ხომ შენი ოცნება იყო? -ჩემი ოცნება ახლა ჩემზეა გაბრაზებული და ბაკურიანშია. -ქეთ ჯარჯთან მიდიხარ? -ყოჩაღ ნატა სწორად გამოიცანი. -ისე ჩავჯექი მანქანაში და დავადექი გზას ბაკურიანისკენ რომ ვერც გავიაზრე, მხოლოდ ჩემი ქვეცნობიერის გაოცებული ფრაზები მესმოდა, ‘შენ რა ქეთი გაგიჟდი?’ ‘სადაა გოგო შენი სიამაყე’ ‘ქეთევან ჯარჯმა უარი რომ გითხრას’ ისეთი ძალით გავაქნიე თავი რომ კისერი მეტკინა. ეხლა ვიაზრებდი მის ყველა სიტყვას, ყველა ქმედებას. ახლა ვუპოვნე ახსნა მის საქციელს ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, მის სიტყვებს სვანეთში რომ მითხრა სიყვარულსა და ერთგულებაზე ახლა უკვე სიბრაზე მომაწვა ყელში იმის გამო რომ არაფერი მკითხა ისე გაბრაზდა ჩემზე, იმ ქალის სახე გამახსენდა როცა ჯარჯის ნათქვამი ფრაზები ვკითხე. ბაკურიანში ვიყავი უკვე შესული როცა მაგრად გაწვიმდა, ჯარჯის სახლთან ახლოს ვიყავი მანქანა რომ ჩამივარდა ორმოში და ვეღარ ამოვიყვანე ტალახის გამო, გამწარებულ გულზე გზის გაგრძელება ფეხით გადავწყვიტე, თან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით, მიუხედავად იმისა რომ სულ გავიწუწე და ჩემი უიღბლობის გამო ლამის ტირილიც დავიწყე მაინც შეუპოვრად მივდიოდი, ყველა სიკეთესთან ერთად ეზოში ფეხსაცმლის ქუსლი მიწაში ჩაერჭო და ვეღარ ამოვაძრე ამიტომ საერთოდ გავიხადე, კარზე მთელი ძალით ვურტყამდი ხელებს. რას ვაკეთებდი ახლა აქ ბაკურიანში როცა ქეთისთან უნდა ვყოფილიყავი და მისი ოცნება დამეწუნებინა, შემეშინდა რომ იქ მის გვერდით ჩემს ნაცვლად სხვა მამაკაცს დავინახავდი, ის მოხვევდა წელზე ხელს და მისი თმების სურნელს ხარბად შეისუნთქავდა, ქეთიც იმ ღიმილით გაუღიმებდა მე რომ მეკუთვნოდა, სად დავუშვი შეცდომა? ქეთისთვის უნდა მეთქვა რომ მიყვარდა, უნდა მიმეწერა რომ მომენატრა მაგრამ... ეს ‘მაგრამ’ ცვლის ყველაფერს მისი ბრალია მე რომ ახლა აქ ვარ ქეთი კი თავის ოცნებას სხვასთან ერთად ისრულებს. ვიღაცამ მთელი ძალით დაუშინა კარს მუშტები კარი გავაღე და ადგილზე გავშეშდი.. ჩემს წინ ქეთი იდგა, სულ მთლად სველი ისედაც ვიწრო შავი კაბა ტანზე ეკვროდა, ფეხსაცმელიც გაეხადა, შავი თმები სისველის გამო სახეზე მიწებებოდა, ისეთი სახით მიყურებდა მე რომ მაგიჟებდა, გაბრაზებულით, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა მაგრამ მხოლოდ ერთი უხეში სიტყვა და ყელში გაჩხერილი ბურთი ცრემლებად იფეთქებდა მის სახეზე. ნაბიჯი გადავდგი მისკენ მაგრამ უკან დაიხია და ისევ წვიმაში დადგა. -არ მომეკარო. -ქეთო გაცივდები. -შენ გადარდებს როგორ ვიქნები? რომ გადარდებდეს რას ვგრძნობ ახლა აქ არ იქნებოდი. იქ უნდა ყოფილიყავი ჩემთან, -ქეთის ხმა გაებზარა და ცრემლები წამოუვიდა. -რატომ ჯარჯ? აქ რა გინდა მაშინ როცა მე ყოველ კაფის კარის გაღებაზე შენ გელოდი და ყოველ იმედგაცრუებაზე პატარა სიცოცხლე მაკლდებოდა. -ქეთი იქ ჩემი ადგილი არ იყო. -არ იყო? აბა ვისი ადგილი იყო ჩემს გვერდით ჯარჯ? -უკვე ყვიროდა ქეთი თან ცრემლებს მუშტებით იწმენდდა- ლეონის? მაშინ როცა ცხრა წლიდან შენ მიყვარხარ? მე რატომ არ მკითხე? ის რაც დაინახე დანშვიდობება იყო თან ისე უცებ მოხდა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. -მისკენ წავედი და მოვეხვიე, ქეთიმ გაიბრძოლა და ჩემგან თავის დახსნა სცადა. -მთა ხარ ქეთო. -რა? რა მთა? -მე არ მოვედი და შენ მოხვედი ჩემთან. -შენ არ ხარ ნორმალური. -ახლა უკვე გვიანია მაგის აღმოჩენა, ეგ ადრე უნდა აღმოგეჩინა მოსვლა იყო შენი ნება თორემ წასვლით ვეღარსად წახვალ ჩემგან. -ეგ სიყვარულის ახსნა იყო? -სახლში შევიდეთ გაცივდები. -ქეთი ხელში ავიყვანე და სახლში შევიყვანე. -ჯარჯ დამსვი. -იატაკს დამისვრი სააბაზანოში მიმყავხარ. ეგ კაბა გაიხადე ჩემს მაისურს მოგცემ. -არ მინდა, წავალ მე. -ქეთოო, ახლა უკვე მაბრაზებ. -მე კიდე უკვე დიდი ხანია გაბრაზებული ვარ შენზე. -კიდევ არ შემირიგდი? -არა, მე შენ სიყვარული აგიხსენი. -მეც აგიხსენი, ჯერ იბანავე და მერე ვილაპარაკოთ მანქანას მოვიყვან. ვიბანავე და ჯარჯის მაისური ჩავიცვი კაბასავით მქონდა, ისევ სახლში ხეტიალი დავიწყე, ჩემი ქვეცნობიერი ისევ ამოქმედდა ‘აქ რა გინდა ქეთო?’ ‘ახლა აქ რა გინდა? მაშინ როცა იქ თბილისში შენი ოცნება სრულდება?’ -მოვედიი.... ნუ მიბღვერ, ქეთო რომ იცოდე რა ლამაზი ხარ ჩემს მაისურში. -აფერისტობაც შეგძლებია. -ქეთევაააან! -ჩაის დალევ? -ოოჰ, როგორ უცებ გაშინაურდი. -მალე ამ სახლის დიასახლისი ვიქნები და ვცდილობ შევიფერო. -ჯარჯს გულიანად გაეცინა ჩემს ბავშვურ საქციელზე, ჩაი მივუტანე და დივანზე მის გვერდით ჩამოვჯექი. -ჯარჯ, რამდენი შეცდომა დავუშვით არა? -ხო, ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მი ისგვაურ დეშ ხვიგენი. -ჯაარჯ. -ხო, კარგი, კარგი გეტყვი, ნუ მიყურებ კნუტის თვალებით. მგონი დრო დადგა უკვე ჩავაცხრო შენი ინტერესები. -ეხლა სიყვარული უნდა ამიხსნა? -მეგონა უკვე გაიზარდე. -ჯარჯმა ხელი ჩამკიდა და იმ ოთახთან მიმიყვანა ადრე შესვლა რომ ამიკრძალა. -დროა? -მხოლოდ თავი დამიკრა და გამიღიმა. ოთახის კარი რომ გაიღო ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, იქ ჩემი და ჯარჯის ფოტოები იყო ბავშვობიდან დაწყებული თუ კი სადმე შევხვედრივართ ერთმანეთს ან ჩვენი გზები გადაკვეთილა. რამოდენიმე ჩემი პორტრეტიც იყო. -ჯარჯ, ეს? -ეს პორტრეტები ჩემს მეგობარს დავახატინე. -ეს ფოტოები? -ხოო.. -ესეიგი მითვალთავალებდი? -ნწ, მე არა. ერთ იდიოტ ფოტოგრაფს ყავდი ამოჩემებული და უკან დაგსდევდა, მერე მე დაველაპარაკე და გაქრა. -ეს როგორ ხდებოდა რომ მე არ ვიცოდი. -შენ ბევრ რამეს ვერ ამჩნევდი ქეთო. -ეს ჩემი შარფია? -კი, ჩემს კაბინეტში ვიპოვნე, მდივანმა არ იცოდა იქ როგორ მოხვდა და შენ ვერ ამიხსნი. -იმ დღეს გახსოვს სკაიპით რომ ვილაპარაკეთ, შენი მონატრება ვიგრძენი ხო და შენს კაბინეტში შევიპარე. -მაგრამ სამხილი დაგრჩა. -ნუ დამცინი. - ჩემს კოცნაზე ისეთი რეაქცია რატომ გქონდა? -არ ვიცი, თავადაც ვერ ვხვდები. -ეხლაც ისეთი რეაქცია გექნება? -შენ რა ნებართვას მთხოვ? -არა ნიადაგს ვამზადებ. -ჯარჯმა ნელა შემიცურა ხელები წელზე და თავისკენ დამქაჩა... ისე ფრთხილად შემეხო ბაგეებზე რომ ძლივს ვიგრძენი, შეჩერდა რამოდენიმე წუთი მაკვირდებოდა მერე კი უფრო ვნებიანად დამაცხრა ბაგეებზე. მისაღებში ტახტზე ვისხედით, მე ჯარჯის მკერდზე მედო თავი ის კი თმებზე მეთამაშებოდა. -არ გინდა მოყოლა თავიდან დაიწყო როცა შეგიყვარდი? -ძაან გაინტერესებს? -ჯააარჯ. -მისი სახელი საყვარლად გავწელე და კნუტის თვალებით შევხედე. -კარგი მაგრამ ესეთი ქეთო არ მომწონს მე მგონია რომ ავად ხარ ან რამე გაწუხებს, ცეცხლი გოგო მინდა მე. -მის სიტყვებზე გავმხიარულდი, წამოვიწიე დოინჯი შემოვიტყი და მოჭუტული თვალებით გავხედე. -მოდი აქ. -ისევ ძველ პოზაში დამაბრუნა, კომფორტულად მოვთავსდი ცხვირი მის ყელში ჩავრგე, ჩემი საყვარელი სურნელი შევისუნთქე და გავიტრუნე. -კნუტი ხარ. -ჯარჯ ხერგიან თემა ნუ გადაგაგვს გისმენ. -პირველად როდის შემიყვარდი? მაშინ აუზიდან რომ ამოგიყვანე, სახლშიც იმიტომ მიგაცილე რომ შენს გარეშე ვეღარ ვძლებდი. სკოლაში სულ ჩხუბი მქონდა სულ ვიღაცას ვცემდი. ნუ მიყურებ ეგეთი სახით სიმართლეს გეუბნები. მერე ტინას ამბავი იყო და ჩვენი პირველი ჩახუტება გახსოვს? შენც გახსოვს, ამერიკაშიც კი ვერ გივიწყებდი ტინა დამცინოდა შენი ყველა ქალი რაღაცით ქეთის გავსო, სერიოზული საუბარი მქონდა რატისთან როცა წასვლისას შენს თავს ვაბარებდი, რატის დაბადების დღეზე რომ გნახე ვერ მოვითმინე რომ შენთვის არ მეთქვა როგორი ლამაზი იყავი, მართლა არაფერი გახსოვს იმ ღამიდან? ვიღაც ბიჭი ლამის გავლახე შენთან ცეკვის გამო, ტვინში სისხლმა ამასხა როცა დავინახე სხვისი ხელები როგორ გეხებოდა ჩემს სხეულზე. -იცი ჯარჯ ეგოისტურად მსიამოვნებს შენგან მოსმენილი სიტყვა "ჩემი". -ცეკვისას რომ მითხარი ასე ყველაზე კარგად ვარო ლამის იქვე გაკოცე, მთელი ღამე გიყურებდი მძინარეს და მხოლოდ შუბლზე კოცნა შევძელი, დილით ისტერიკა რომ დამიდგი იქ ჩემს კოცნას ელოდი ხომ ასეა? დუმილი თანხმობის ნიშანია. მანქანა ძალით გავაფუჭე რომ პროდუქციას დაეგვიანა და ჩემთან მოსულიყავი წამებსაც კი ვითვლიდი, შენი ნაბიჯების ხმა, თვალებში ანთებული ცეცხლი, გაწითლებული ცხვირი და ყელზე დაბერილი ძარღვები მოწმობდა რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ მე რის ჯარჯი ვიქნებოდი ასე მარტივად რომ დამეთმო კართან მამაშენი რომ დავინახე ის გეგმა უცებ მომივიდა თავში, საღამოს ჩემს კარებთან შეცივებული კნუტივით რომ იდექი მერჩივნა მიწა გამსდომოდა და ჩავეტანე ოღნდ ეს არ მენახა. მაშინ რატიმ მითხრა რომ ჩვენი არ ესმოდა ერთმანეთი ასე ძალიან თუ გვიყვარდა რატომ ვტანჯავდით. იქ მანქანაში გითხარი რომ შენს გარეშე ვერ გავძლებდი. -კიდევ მითხარი რა ოღონდ სვანურად. -მი ისგვაურ დეშ ხვიგენი ქეთო. ის დღე გახსოვს რესტორანში რომ მოვედი ჩაფიქრებული იყავი, მე რომ ვჭამდი და შენ რომ მიყურებდი, მაშინ შენს თვალებში იმხელა სიყვარული დავინახე რომ შემეშინდა, შემეშინდა რომ ძალიან გატკენდი. ჟაკეტი სპეციალურად დავტოვე მაინტერესებდა თუ შეამჩნევდი, ზემოდან დაცემას არ ველოდი. თითქოს გულმა ფეთვაც კი შეწყვიტა შენი თმები სახეზე რომ მეყარა. სისხლი რომ დავინახე შემეშინდა რომ გეტკინა. მანქანაში ელენეს რომ აჯავრებდი მინდოდა შენთვის მთელი სახე დამეკოცნა, მე რომ მაჯავრებდი ისეთი ბავსშვური და ლაღი იყავი რომ მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი რამდენად დიდი იყო ჩემი სიყვარული შენს მიმართ, რომ მითხარი შენნაირი არავინააო პატარა ბიჭივით ამიფრთხიალდა გული. როცა გავიგე რომ სიცხე გქონდა თან მთელი ღამე ჩემს სახელს ბოდავდი მეც შენთან ერთად ვიყავი ცუდად მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს შენს მშვიდ ძილს ვდარაჯობდი. როცა გითხარი ცოლად მოგიყვან მეთქი არ მიხუმრია შენმა შეშინებულმა და გაოცებულმა სახემ ისე გამართო რომ დამავიწყდა შენთვის მეკითხა ძილში მე რატომ მეძახოდი თქო. ახალი წლის ღამე გახსოვს? მაშინ იქ გითხარი რომ მიყვარდი. -რა? როდის? -მი სი მალატ ქეთო. -ანუ? -მე უფრო ადრე გამოგიტყდი სიყვარულში. -მი სი მალატ ჯარჯ. -მე შენ მიყვარხარ ქეთო. ის კოცნა თუ ისე დაგაფრთხობდა არ მეგონა, ამერიკიდან იმიტომ ვერ გეხმიანებოდი რომ შენი უარის მეშინოდა. რომ ჩამოვედი კაბინეტში შენი შარფი დამხვდა მდივანმა არ ვიციო, რატიმაც არ ვიციო და შენთან გამოვიქეცი გზაში შენ რომ გიყვარს ის წითელი ვარდები გიყიდე, მაგრამ იქ რომ დავინახე სხვა მამაკაცი როგორ გეხვეოდა, თან თავზე გაკოცა, ჩემს თმებს შეეხო. გონება დამებინდა და შენზე ისე გავბრაზდი იმ დღესვე ამერიკაში დავბრუნდი. -მე კიდევ მეგონა რომ არ გიყვარდი დღეს ნატუკამ რომ მითხრა იმ დღეს ჯარჯი იყო და შენ და ლეონი გნახათო, ისე გამოვიქეცი არავისთვის არაფერი მითქვამს ტელეფონიც კი კაფეში დავტოვე, გზაში ყველაფერი რომ გავაანალიზე შენზე გავბრაზდი, მანქანაც ჩამივარდა, სულ მთლად დავსველდი და ქუსლიც მიწაში ჩაერჭო. -მაშინ კარებთან სველი რომ სიყვარულს მიხსნიდი მეორედ შემიყვარდი. -ისგვაშკალი მადმაარი ჯარჯ. -შენნაირი არავინაა ქეთო. ...... ძველი ისტორია დავუბრუნე საიტს, გარკვეული მიხეზების გამო წავშალე და ახლა უკვე ვუბრუნებ საიტს ???? პირველ რიგში ისტორია ეძღვნება გოგოს რომელიც ჩემი შთაგონების წყაროდ იქცა, ისტორია ეძღვნება ქეთი მიქელაძეს ❤️ დიდი იმედი მაქვს ისიამოვბებთ ❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.