შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი არჩეული საქმრო (თავი 7)


13-11-2018, 01:19
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 522

-მე ლენას შეყვარებული ვარ - გაბედულად ამბობს ირაკლიი და ხელს ხელზე მკიდებს. თამარას სახეზე ფერი ეკარგება.
-ანუ ? გამოდის, თქვენ ნაკოცნიც გექნებათ ? - ძლივს აყალიბებს ქალი კითხვას.
-სხვა რამეც გვაქვს იქნებ გაკეთებული. ქალბატონო, რა თქვენი საქმეა სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირისა და ხელების ფათური ? - ხმას უწევს ირაკლი და ცხვირის ზემოთ ორი ხაზის ეკვეთება ნაოჭად.
-ჯანდაბაა ! წავედით, რა, შვილო.. ფუი, ამათ, ფუი.. - ხელებს უცნაურად ასავსავებს ქალი, ირაკლის პერანგის სახელოზე ექაჩება და კარებისკენ მიათრევს.
-აი, ამიტომ ვსვავ ყოველ საღამოს 8 საათზე საჯაროდან გამოსვლისას. ლუდი ყველა ქალს სჯობს, რა... მაგათი დედის ც .... - საკმაოდ გასაგებია ლადოს ხმა. აი, მისი ზრდილობას სად გამოჩნდა ? გამოძვრა მგელი ცხვრის ტყავიდან, არა ?
-სხვა გოგოს გინახავ.. აი, სულ პატიოსანს და სულ წმინდას - აიმედებს თამარა.
-შენ სულ მასე ამბობ... ეს თბილისელი გოგოები სულ გადავიდნენ ზღვარს... აი, , რა.. ჩემს ლუდის ბოთლებს აღარ შეეხო აწი და აღარც 30 კილოიან ღიპს, გეთაყვა..
ძლივს წყდება მიმავალთა ხმა. ეს რა იყო ? ასეთი კორსერვატიული ადამიანები კიდევ არსებობენ 21-ე საუკუნეში ? გაგიჟდება ადამიანი !

-განწყობა არ გაიფუჭო...- მეუბნება ირაკლი.
-ვაიმე, საოცრებაა უბრალოდ ! -მეცინება.
-ძაან უჭირთ მასეთებს...
ამ დროს შუქიც ქრება და ფილმიც იწყება..
თითქოს რეალური სამყარო ქრება და ახალი სივრცე იშლება ჩვენ წინ. იმდენად ვიძირები, იაპონურის სწავლისთვის ახალი მოტივაცია მეძლევა.


***
სახლში მისულს საშინელი ალიაქოთი მხვდება. დედაჩემი წივის და კივის, თვალით არ დამენახოო. ვერაფრით ვამშვიდებ ვერც მე და ვერც მამაჩემი.
-გეყოფა, რა... - ეუბნება მამაჩემი და ცდილობს, დივანზე მშვიდად დასვას, თუმცა მანანა ეწინააღმდეგება და უკანასკნელ ხმაზე წივის.
-ადრე მეზობლების მაინც გერიდებოდა ? - უკვირს რამაზს - რას გადაეკიდე ამ თითოსტოლა გოგოს, შეეშვი, რა ..
-დე, განა ასეთი ბებერი ვარ ? 23 წლის ვარ და არა 40 - ის.. თან უკვე ასე თუ ისე შემოსავლიანი სამსახური მაქვს.. - ვცდილობ, სიტუაცია განვმუხტო.
-წადი, ჩემმა თვალებმა არ დაგინახონ..
-რა გჭირს, ქალო ? - ხმას უწევს მამაჩემი. სიმშვიდის შენარჩუნება უჭირს დედაჩემის შემხედვარეს.
-რა მჭირს ? კიდე შენ უნდა მეკითხებოდე ამას ? ჩემზე ოჯახისთვის თავგანწირული ქალი ვინაა ? იცნობ ? ვინაა ? - თავს კარგად მანანა. არ ვიცი ღირს თუ არა რამის თქმა.. ჩემს ოთახში გავდივარ, ვისმენ მის ხმას, ვისმენ, რასაც ამბობ და ბავშვობა მახსენდება...
ბავშვობა, რომელსაც ბევრი სირთულე ახლდა, ბავშვობა, რომელიც რომ არა ისეთი, როგორიც იყო, სულ სხვანაირი ლენა ვიქნებოდი.. ბავშვობა, როცა ჩემი საყვარელ დესერტს ბლის მურაბა და პავიდლო წარმოადგენდა, საჭმელი კი ქარხნის უკანასკნელად დამარილებული ყველი და დედაჩემის გამომცხვარი პური.. როცა მანანას თავი ქურდი ეგონა, გინდ ლარით ზედმეტი დაეხარჯა.. ღამით, სამსახურიდან მოსული მამაჩემი კი სულ იმაზე ფიქრში იყო, შემდეგი დღე როგორ გადაგვეგორებინა.
-ჰო, აი, ჰო. მე რო არა ახლა პირში სული არ გექნებოდათ ? - ისევ ისმის მანანას ხმა.
-რა მოხდა, ქალო მე ბრინჯის ფლავზე ვარ გაზრდილი.. - მამაჩემიც ცხარედ ებმევა ამ უაზრო ჩხუბში.
-ჰო, ჰოოოოოოო... მე რო არა, ვინ იქნებოდი.. მე რო არაა.. - ბოღმას ბოღმაზე ანთხევს დედაჩემი.
-დაწყანარდით, რააა.. უბრალოდ დაწყნარდით.. რა გჭირთ ? რა იყო ? - ვეღარც მე ვიკავებ თავს, თუმცა აზრი ? ყურადღებას არავინ არ მაქცევს... ორივე თავისას „უბერავს“...
კარებს ვაღებს და გარეთ გავდივარ.. ასეთ ჩახუთულობაში აღარ შემიძლია, მინდა ოდნავ მაინც გავანეიტრალო ჩემი სულიერი დაძაბულობა.
გარეთ წვიმს, მაგრამ არ ვუფრთხი.. თითოეული წვეთი სასიამოვნოც მეჩვენება, მესახება და მეხება..
ზოგჯერ მარტოობას არაფერი სჯობს.. როცა უბრალოდ დადიხარ და უსმენ საკუთარ გულის ფეთქვას, უსმენ საკუთარ ფიქრებს, აყალიბებ აზრებს და უბრალოდ ფიქრობ, ფიქრობ ყოველგვარი მიმართულებისა და მიზნის გარეშე..
უცბათ სპონტანურად იდეა მომდის.. ძალიან მინდება ირაკლის ნახვა, თავის დაფასებას ვაბიჯებ, „ტაქსის“ ვაჩერებ და ირაკლის ვადგები თავზე. ზარს თამამად ვრეკავ. ვიცი, მარტო ცხოვრობს და ვერავის შევუწუხებ.
კარგს პირველივე ზარის შემდგომ მიღებს. არ სძინავს, ასეც ვიცოდი.. რამდენიმე წუთი გაშტერებული მიყურებს.. თითქოს არ სჯერა, რომ რეალური მე ვდგავარ მის წინ, სახეზე სიხარული აღბეჭდია. ბოლოს ძლივს ხვდება, რომ შემომიშვას.
-შემოდი, ლენ..
-გიკვირს, არა ? - ვხვდები მის დაბნეულობას და ვეკითხები.
-ძალიან. ისე, როგორც არასდროს არაფერი - ეცინება თავისსავე ნათქვამზე.
-მეც მიკვირს..
-უბრალოდ გადაწყვიტე უარი უთხრა წესებს ?
-უბრალოდ გადავწყვიტე უარი არ ვუთხრა ჩემს სურვილებს, თუნდაც სპონტანურს...
-შესანიშნავი გადაწყვეტილებაა - ეღიმება - აქ დაჯექი, მოკალათდი, როგორც საკუთარ სახლში ისე ამ დივანზე .. მანამდე მოგიტან ჩაის, ლიმონით, შენ რომ გიყვარს.
-ოღონდ ფეხზე უნდა გავიხადო, სახლში სულ ფეხებაკეცილი ვზივარ - საკუთარი სითამამის მიკვირს, მაგრამ ნელ-ნელა ვგუობ ასეთ ლენას.
-არაა პრობლემა - ოთახიდან გადის, გზაზე ტელევიზორს რთავს და მანიშნებს, აარჩიე რამეო, თუმცა ყურადღებას ვერ ვაქცევ.. ვფიქრობ იმაზე, თუ რა არის ქართველი გოგოების ყველაზე დიდი პრობლემა და თითქოს ვხვდები.. ისინი რაღაც წესებისა და ტაბუების გამო ხშირად უარს ამბობენ საკუთარ სურვილებზე, მეტიც თავიანთ პიროვნებას ჩქმალავენ ხალხის აზრთა გავლენით.
მომენტში მეამაყება კიდეც, რომ დღეს ირაკლისთან მოვედი და სახლში არსებულ უარყოფით აურაში არ გავინადგურე ნერვები.
-ჰო არ მოიწყინე ? - ოთახში ირაკლი შემოდის, ჩაის ფინჯანს მაწვდის და ჩემს გვერდით ჯდება. პულტს იღებს. კომედიააო და რაღაცას რთავს.
-რა ქვია ? - ვეკითხები ინტერესით.
-როგორ მოვიშორო თაყვანისმცემელი ათ დღეში - ეღიმება.
-კომედიები მიყვარს - ჩაის ვსვავ და მოლოდინის რეჟიმს ვრთავ.

***
დილას უცნაური სურნელის გარემოცვაში მეღვიძება. საოცარი სიმსუბუქეს ვგრძნობ. თავიდან ვერ ვაცნობიერებ, სად ვარ.. მერე მახსენდება, ფილმის ყურებისას ჩაძინებული, როგორ გადმომიყვანა თავის საწოლში ირაკლიმ. თვითომ კი ტახტზე აპირებდა დაწოლას, თუმცა ვთხოვე მარტო არ დავეტოვებინე.. ცოტა ხანში ისიც მაგონდება, რომ მთელი ღამე ჩახუტებულებს გვეძინა, ჯერ ძალზე უცნაური განცდა მეუფლება, მაგრამ შემდეგ ვცდილობ უბრალოდ დავტკბე, დავაფასო თითოეული წამი, წუთი...
გვერდზე ვიხედები და ირაკლის ვხედავ. ეტყობა, ახალგაღვიძებულია, მეორე მხარესაა გადატრიალებული და ბლოკნოტში რაღაცას კითხულობს.
-რას კითხულობ ? -ვეკითხები და მისკენ ვიწევი.
-საყვარელ ციტატებს..
-აბა, ერთი ხმამაღლაა, მიდი, რა..
-„მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!“ (დოსტოევსი - „თეთრი ღამეები“) - კითხულობს, შემდეგ ბლოკნოტს ხურავს და გულში მიკრავს.
-გუშინ ძალიან კარგი იყო - დაბნეული ვეუბნები.
-ძალიან.. სულიერ ჰარმონიას განვიცდიდი თითქოს.. კიდევ მინდა ერთი ციტატა წაგიკითხო - ისევ წვდება ბლოკნოტს და იწყებს - „არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?“ (დოსტოევსკი -„თეთრი ღამეები“).

***
სახლში ნელ-ნელა სტაბილურობა მყარდება, ძველი და ჩვეული. თითქოს არც არაფერი ყოფილა. დედაჩემიც დაწყნარდა, თუმცა ზოგჯერ, როც წამოუვლის ხოლმე, ქოთქოთით იხსენებს ჩემს „საქმენი საგმიროს“... სხვანაირად დედაჩემი ვერ იქნება მანანა, ეს მისი სტილია. უბრალოდ დავიწყება არ შეუძლია. ერთი მცდარი ნაბიჯისთვის შესაძლოა მთელი წლები მიკითხოს ლექცია, თუმცა, როცა ამას შეჩვეულია ადამიანი, არც ისე რთულია.
რა საკვირველია, მანანას ირაკლის სახელსაც არ ვუხსენებ; ერთხელ ბაბნიკად მონათლა და ვსო, მისთვის მართლაც ყველაფერი დასრულდა, როცა ადამიანი გონებაში ღრმად ჩაიბეჭდავს რაღაცას, რთულია გადაათქმევინო.

-აი, შენ რო ტვინი გქონოდა, ქათამი ხარ, რა - იწყებს თავიდან.
-არ გინდა, რა.. უნდა ამომხადო სული. ეს რა სიყვარული ? - ვცოფდები და ფეხზე ვდგები. ეს ის მომენტია, როცა საკუთარი დედა ლუკმის გადაყლაპვის საშუალებას არ გაძლევს.
-უარესიც ღირსიც ხარ.
-წავედი, რა - ჩანთას ვიღებ და სამსახურისკენ მივიჩქარი.
-არ შეჭამ ? -მეძახის ცოტა ხნის შემდეგ, მე კი არ ვპასუხობ, უბრალოდ მივდივარ, თუმცა გზაში თამარა მეჯახება, ისევ ჩვეულად ასავსავებს ხეელბს..
-ოჰო, გოგო მიდის..
-გამარჯობა. მოხდა რამე ? - დედაჩემი იხედება ღია კარებიდან.
-შემოგიარეთ, კარგი ნამცხვრები ვიყიდე - ამბობს ქალი და სახლში შემოდის.
„ღმერთო ჩემო ! არადა მეგონა, მოვიშორეთ ეს და მისი ჯოჯო შვილი !“ - ვფიქრობ და კიბეებზე ჩავდივარ.
-არ ამოხვალ ? - მეძახის მანანა.
-მაგვიანდება - ვუჩქარებ რიტმს და უარყოფით ფიქრებს ვიშორებ.


***
სახლში მისულს შეხმატკბილებული დედაჩემი და თამარა მხვდებიან. გაშოტილან სამზარეულოში და არ იძვრიან; ამიტომ იძულებული ვარ, სახლში ვახშამს უარი ვუთხრა და გარეთ გამოვძებნო რამე, თუმცა არა უშავს, ახლა დედაჩემს ერთით მეტი მეგობარი ჰყავს.
-წავედი, რა - ვამბობ ჩემთვის და კარებს ვიხურავ.
გარეთ ცივა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სასიამოვნოდ მივლის ტანში ჟრუანტელი. ზოგჯერ სახლისგან შორს ყოფნაც ბედნიერების მომტანია. უბრალოდ უნდა იდგე, იჯდე ან იწვე და ჰაერი ღრმად ისუნთქო.. ზოგჯერ ესეც საოცარ განცდათა მომტანია !
სახლთან ახლოს მყოფ სასადილოში შევდივარ და რამდენიმე სახის კერძს ცოტ-ცოტას ვუკვეთ, გარდა ცომეულისა. ეს უკანასკნელი საღამოს ქვასავით დამაწვება კუჭზე და არ მინდა.
-მადლობა დიდი, ფორთოხლის წვენიც, თუ შეიძლება - ვუჯდები ფანჯარასთან არსებულ ეულ მაგიდას და წვიმის წვეთებზე ვიწყებ დაკვირვებას. ეს ერთ-ერთი იმ მცირე ადგილთაგანია, სადაც არავინ მაწუხებს, არავინ მაშფოთებს და არავინ მირღვევს სულის სიმყუდროვეს.
ნახევარ ვახშამს ვასრულებ, ის-ისაა წასვლა გადავწყვიტო, მეტი არ მინდა - მეთქი, გვერდით ვიღაც მიჯდება.
-ლენ.. - ოჰ, ეს ირაკლია...ისევ ჩვეულად მიმზერს, მიღიმის და თვალებით მჭამს..
-საიდან ?
-ვიცი, აქ რომ მოდიხარ ხოლმე..
-ჰო, თამარა შემომისახლდა და ვერაფერი ვჭამე.
-ეგ ქალი ისევ ვერ ისვენებს, ჰო ? - ეცინება - ისე არ გცივა ? - მეკითხება მოულოდნელად.
-არა, სულ არა.. - ვაპირებ, ჩამოვთვალო რამდენი რამ მაცვია, როცა მოულოდნელად სპონტანურ კომპლიმენტს მესვრის;
-შეიკარი, რა კურტკაა, არ მევასება, როცა ღრმა დეკოლტე აცვია უმკერდო გოგოს.
სიტყვა „უმკერდო“ საშინლად მხვდება, არც ვფიქრობ, ისე ვტოვებ იქაურობას იმაზე ფიქრით, რომ ყველა კაცი ერთნაირია, დიდიც, პატარაც და საშუალოც..



№1 სტუმარი ნათია41

ერთადერთია სადაც ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებამ დამპალ ცხოვრებას. აღვითქვავ ისეთს როგორიც სინამდვილეშია

 


№2  offline წევრი nini :)

მარიამ... მიყვარს ირაკლი რაღაცნაირად.... მაგრამ იმ ქალს რა უნდა რას გადაეკიდა ამათ ოჯახს ნერვებს მიშლის რაააა

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ნათია41
ერთადერთია სადაც ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებამ დამპალ ცხოვრებას. აღვითქვავ ისეთს როგორიც სინამდვილეშია

nini :)
მარიამ... მიყვარს ირაკლი რაღაცნაირად.... მაგრამ იმ ქალს რა უნდა რას გადაეკიდა ამათ ოჯახს ნერვებს მიშლის რაააა

heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ხოიცი როგორ მიყვარხართ მე შენ და შენი პერსონაჟები ♥️♥️♥️
ჰოდა რამაქვს სათქმელი გარდა იმისა რომ ეს თავიც განსაკუთრებული იყო და ძალიან მომეწონა ♥️♥️♥️ ჰო ეს დედაშვილი კიდე რო ჩაეციკლა ამ ოჯახს გასწი მთებს იქით გახიზნე თორე ვერ გადამირჩებიან :დდ
ირაკლიი დედაა რა უღმერთოდ კარგია ♥️♥️
ჰოდა ჰოო გელიოდები მთელი გულით ჩემო მწერალო ♥️♥️♥️♥️

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ტკბილიწიწაკა
ხოიცი როგორ მიყვარხართ მე შენ და შენი პერსონაჟები ♥️♥️♥️
ჰოდა რამაქვს სათქმელი გარდა იმისა რომ ეს თავიც განსაკუთრებული იყო და ძალიან მომეწონა ♥️♥️♥️ ჰო ეს დედაშვილი კიდე რო ჩაეციკლა ამ ოჯახს გასწი მთებს იქით გახიზნე თორე ვერ გადამირჩებიან :დდ
ირაკლიი დედაა რა უღმერთოდ კარგია ♥️♥️
ჰოდა ჰოო გელიოდები მთელი გულით ჩემო მწერალო ♥️♥️♥️♥️

დიდიი მადლობა heart_eyes heart_eyes ჩემოო საუკეთესო მკითხველო

 


№6  offline მოდერი Tamta.k

ღამის სამ საათზე წავიკითხე შვიდივე ნაწილი ისე რომ არ შემზარებია,არაჩვეულებრივი ხარ! მომწონს შენი წერიას სტილი, არც ჩახლართულია არც ბანალური...
მთელი გულით რომ წერ ეგეც შესამჩნევია❤️გელიიი

 


№7 სტუმარი სტუმარი Babilina

ახალ თავს როდის დადებთ?

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

Tamta.k
ღამის სამ საათზე წავიკითხე შვიდივე ნაწილი ისე რომ არ შემზარებია,არაჩვეულებრივი ხარ! მომწონს შენი წერიას სტილი, არც ჩახლართულია არც ბანალური...
მთელი გულით რომ წერ ეგეც შესამჩნევია❤️გელიიი

დიდი მადლობა
სტუმარი Babilina
ახალ თავს როდის დადებთ?

გამოცდა მქონდა და ვერ მოვახერხე ჯერ დაწერა, ხვალ დავწერ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent