შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ჩემი ხარ! (თავი მეორე)


13-11-2018, 07:09
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 555

დილას როგორც ყოველთვის ადრიანად ავდექი. მოვწესრიგდი, ვისაუზმე და სახლი დავტოვე.
კომპანიაში მივედი. ჩემი ადგილი დავიკავე და დღის გეგმას გადავხედე. ამ დროს კი ნატა ჩვენი ბუღალტერი დამადგა თავზე.
-მარიამ, სანამ მოხვიდოდი ბატონმა სანდრომ მთხოვა შენთვის გადმომეცა რომ არქივში ბოლო სამი წლის წლიური გეგმის და ხარჯთაღრიცხვის საბუთები დაახარისხო თვეების და წლების მიხედვით და საღამოს კაბინეტში დაუტოვო. დილას გადახედავს.
-კი მაგრამ ეს დღეს უნდა მივასწრო?
-საღამომდე. -მითხრა და დამტოვა. ჯერ არც კი ვიცნობ და უკვე ასეთ ბრძანებებს გასცემს ვაჟბატონი. არქივში ჩავედი. მთელი სამი წლის საქაღალდეები გადმოვაწყე, ღმერთო რამდენია, ამას დღეს ვერ მოვრჩები. მართლაც ექვსი ხდებოდა ყველაფერი რომ დავამთავრე. კაბინეტის კარებზე დავაკაკუნე, თუმცა უშედეგოდ ხმა არავინ გამცა, ამიტომ კარი შევაღე.
-წასულა! შენ იმუშავე მარიამ, ის კი არც დაგიფასებს. როგორი ამპარტავანი ვიღაც ჩანს. -ფაილები მაგიდაზე დავუწყე და კაბინეტი დავტოვე.
-ნატა, ბატონი... რა ქვია?
-სანდრო.
-ხო რაცაა სად არის?
-წავიდა უკვე, შენ გააკეთე შენი საქმე?
-კი მოვრჩი. კარგი მეც მივდივარ უკვე. ხვალამდე.
სახლში წავედი. ცოტახანს დასვენება არ მაწყენდა თუმცა იქ მისულს მთელი სასტავი დამხვდა.
-აქ რა ხდება? -ვიკითხე და ლუკას გვერდით დავიკავე ადგილი.
-აქეთ ვიყავით და შემოვიარეთ, თან ზურას და მაკასაც ვნახავ. -მითხრა ლუკამ და მოზუზუნე ტელეფონს უპასუხა -ხო ალექს... კი ეგ ქუჩაა.... მანქანით ხარ?... მაშინ ზემოთ ამოუყევი და ნაცრისფერ ჭიშკართან გაჩერდი გამოვალ მეც... კარგი... -ტელეფონი გათიშა-ალექსიც მოვიდა წავალ გავხედავ და მოვალ. -თქვა და ფეხზე წამოდგა.
-მანქანით თუა რათ უნდა გახედვა? -ჰკითხა ბექამ.
-მანქანა დაბლა დატოვა სამრეცხაოში და ფეხით მოდის. -თქვა და სახლი დატოვა.
-ბექა სად არიან ჩვენები?
-მამა კომპანიაში დავტოვე, მაკა სადაა არ ვიცი.
-კარგი ავალ გამოვიცვლი და დავურეკავ.
ოთახში ავედი სამსახურის ტანსაცმელი გამოვიცვალე, შავი შარვალი, თეთრი კედები და ამავე ფერის მაისური გადავიცვი და მაკას დავურეკე.
-სად ხარ დედა?.... გეთქვა და მე გავივლიდი.... სახლთან ხარ?... გამოვიდე?.... ვინ?... კარგი.. -მობილური გავთიშე და დაბლა ჩავედი სწორედ იმ წამს შემოვიდნენ სახლში ლუკა, ალექსანდრე და მაკა. ვითომ ივაჟკაცა ბიჭმა პროდუქტის პარკები გამოურთმევია დედაჩემისთვის.
-აუ წამო სადმე გავიდეთ? -განაცხადა დაჩიმ.
-კაი რა დაღლილი ვარ წუხანდელი მორიგე ვარ. -აწუწუნდა ლიზა.
-სწორედ მაგიტომ უნდა გახვიდე გარეთ ჩემო დაო. -ვუთხარი და მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-ცოტახანი ზურასაც ვნახავ და გავიდეთ სადმე პარკში ვიბოდიალოთ-თქვა ლუკამ.
მალევე ზურაც მოვიდა. ზოგი ნახა, ზოგი გაიცნო და საღამოს რვისთვის სახლი დავტოვეთ. მართლაც უაზროდ ვიბოდიალეთ, ხან რომელ ქუჩაზე ვიყავით და ხან რომელზე. ბოლოს ლიზამ სახლში წავალო თქვა.
-მე გაგაცილებ. -წინ წამოვიდა ბექა.
-მერე მე? -გავხედე ბექას.
-ალექსის მანქანა მაინც თქვენსკენ ჰყავს და ის გამოგყვება. -თქვა ლუკამ და ძმაკაც თვალი ჩაუკრა, ბექამაც კმაყოფილმა გაუღიმა.
ყველანი სხვადასხვა მხარეს წავედით. ქუჩას მშვიდად მივუყვებოდით. ხმას არცერთი ვიღებდით, ან რა გვქონდა სათქმელი, არც კი ვიცნობდი წესივრად.
-მომიყევი შენზე რამე-ისე მითხრა მეგონა ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
-მაგალითად რა... ყველაფერი იცი უკვე.აი მე კი არაფერი.
-მითხარი მაინც რა გაინტერესებს?
-ესე კონკრეტულად ვერ გეტყვი..
-კარგი მაშინ სხვა დროს ვისუბროთ.
-და რატომ?
-იმიტომ რომ შენს სახლთან ვარ.
-უი... და შენი მანქანა?
-ქვემოთაა. აქიდან ჩავალ. ღამემშვიდობისა.
-ღამემშვიდობისა. -ქუჩას ჩაუყვა ეზოში შესვლას ვაპირებდი ლანამ რომ დამირეკა.
-ჰა რა ქნა ჩვენმა პრინცმა მოგიტაცა?
-რას სულელობ!
-სად ხარ?
-ჭიშკართან.
-რატომ არ შედიხარ თუ ისიც მანდაა..
-არავინ არაა მარტო ვარ. შევდიოდი მაგრამ არ დამაცადე თან... არ არსებოთ, ვაიმე...
-რა ხდება გოგო?
-იდიოტო აქ ხალხი ცხოვრობს ასე ნუ დაგყავს. უტვინო
-ოჰოო ვინაა ასეთი.
-ისევ ის მანქანა. იმდღეს კლუბიდან რომ გამოვედი მაშინაც დავინახე, მგონი ვიღაც მითვალთვალებს ლანაჩკა.
-ნუ ლაპარაკობ სისულელეებს, ალბათ უბრალოდ ამსგავსებ.
-არა ნამდვილად ერთიდაიგივეა, ნომერს კი დავმახსოვრებდი მაგრამ გიჟივით დაჰყავს.
-კაი შეეშვი მაგას და სახლში შედი. ბექა მოვიდა?
-არა.
-მგონი მალე მული გახდები.
-შენც შეამჩნიე ხომ?
-მარტო მე... დაჩიმაც და ლუკამაც, მაგრამ მგონი ამ უკანასკნელმა იცის ყველაფერი.
-ნუთუ? ბექას მე ვერ გამოვტეხავ თუ თვითონ არ მითხრა და ლიზასთან შეიძლება საუბარი.
-ხო და ვისაუროთ. -მითხრა სიცილით, მერე ტელეფონი გავთიშე მოვწესრიგდი და ძილის სამყაროში გადავეშვი.
დილა ისევ რუტინულად დაიწყო, ავდექი, მოვწესრიგდი, ვისუზმე, ოჯახს დავემშვიდობე და სახლი დავტოვე. სამსახურში მივედი.
-სალო უფროსი ჯერ არ მოსულა.
-არა მარიამ.
კარგია იმედია დღეს მაინც ვნახავ ვინ არის მისტერ უჩინარი. სამუშაოს შევუდექი, შეხვედრები დავგეგმე მაგრამ ის ისევ არ ჩანდა. ბოლოს კომპანიის ტელეფონზე ზარი შემოვიდა.
-გისმენთ. -ვუპასუხე.
-მადლობა რომ მისმენთ-მიპასუხა ირონიულად. -მოკლედ დღეს ვერ ვახერხებ მოსვლას, შენი ტელეფონიც არ მქონდა, ამიტომ აქ დავრეკე, გუშინდელი საბუთები ნატას გამოატანე ჩემთან გესმის.
-დიახ. -ღმერთო როგორ მეცნობა ეს ხმა.
-და კიდევ შენი ნომერი და სახელი მომწერე პირად ნომერზე. იცი ვისაც გამოართვა ჩემი ნომერი.
-თავად მითხარ... გამითიშა. ეს მგონი მართლა იდიოტია. უზრდელი ჯერ ერთხელაც არ მინახავს და უკვე ბრძანებებს იძლევა.
-მარიამ.
-თავი ვინმეზე დიდი გონია ნეტავ? არა, საბრალო ბატონი არჩილი ამის ხელში.
-მარიამ.
-ცალკე ეს კომპანიაც მეცოდება.
-მა-რი-ამ-დამიყვირა ჩემს წინ მდგომმა ნატამ.
-რა გაყვირებს? -შევუბღვირე მეც.
-ერთი საათია აქ ვდგავარ შენ კი ვიღაცას ლანძლავ და შენთვის ბუტბუტებ
-ეხლა ხომ გისმენ მითხარი რა გინდა. -ეს გოგო ჩემს ნერვებზე დარბის და მალე ვისვრი მეთორმეტე სართულიდან.
-სანდრომ მითხრა მისი ტელეფონი დამეტოვენინა აი გამომართვი აქ წერია ყველაფერი. და კიდევ მასთან მივდივარ და მთხოვა გუშინდელი საბუთები მიმეტანა.
-ხო ვიცი. -ვუთხარი და ტელეფონის ნომერს დავხედე.
-მერე მომეცი!
-დამელოდე მოგიტან. -შევუბღვირე და კაბინეტში შევედი. ფაილები გავატანე და დღის თავისტკივილიც მოვიშორე.
-რა დავაწერო, რაღაც ორიგინარული სახელი მინდა... -ვფიქრობდი რა დამერქმია მისტერ უჩინარისთვის. -არა უჩინარიც კი კარგია მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მაინც ვნახავ. ურჩხული? არა ძალიან გრძელია... ტირანი?.. ბანალურია. მოდი უსახელოდ დავტოვებ, პირველ ემოციებს დავაკვირდები და მერე მოვუფიქრებ რამეს. -ჩემი ნიმერი და სახელი გავუგზავნე. მალევე ზარიც შემოვიდა.
-ანუ მარიამი გქვია?
-დიახ მარიამი.
-მარიამი.
-ხო მარიამი, დაგიმარცვლოთ მა-რი-ა-მი.
-ანუ შენ ხარ?
-უკაცრავად?
-არაფერი, დღეს თავისუფალი ხარ დილას სამსახურში შევხვდებით. -მითხრა და გამითიშა.
-იდიოტი, რა იყო ეხლა ეს, მარიამი, ანუ მარიამი, ვერ არის მგონი.
ჩემი ნივთები მოვაგროვე და კომპანია დავტოვე. ჯერ ადრე იყო სახლში მისასვლელად ამიტომ გეზი საავადმყოფოსკენ ავიღე.
-უკაცრავად ლიზა თოფურია სად ვნახო?-ვიკითხე მიმღებში.
-ზემო მეორე სართულზე. 124პალატაში პაციენტთანაა.
-მადლობა. -ვუთხარი და ლიზასთან ავედი. -შეიძლება? -ვიკითხე და კარი შევაღე.
-მარიამ აქ რა ქარმა გადმოგაგდო. ახლავე გამოვალ.
-კარგი. -კარი გამოვიხურე და დერეფანში დავიწყე მოცდა, ათ წუთში ისიც გამოვიდა. კაფეტერიაში ჩავედით და ყავა ავიღეთ. იქვე ეზოში დავსხედით.
-აბა ქალბატონო ლიზა მოყევი რაო ჩემმა ძმამ?
-რაო? არაფერიო. სახლამდე მიმაცილა და ეგ იყო მხოლოდ.
-კარგი შენც არაფერს ამბობ. რომელზე ამთავრებ დღეს?
-ხუთზე. რა იყო?
-ცოტახანს გავჩერდები და წავალ.
-შენ რატომ ხარ უსაქმურად?
-ასე გამოვიდა დღესაც. არ გინდა დაგეხმარები.
-შენ?
-ხო რა იყო?
-სისხლს რომ ხედავ თვითონ გჭირდება ექიმი და როგორ?
-უსისხლო პაციენტი არ გყავს.
-არა, ახლა ერთთან უნდა ავიდე ოპერაციის შემდეგ ჭრილობები უნდა გავუსუფთაო. წამოხვალ.?
-არა მადლობა. -ვუპასუხე ცივად.
ცოტახანს კიდევ გავჩერდი და მერე სახლიში წავედი.
-დედაა, სახლში ხარ?
-სამზარეულოში მარიამ. -გამომძახა მეც მისკენ წავედი. -ასე ადრე არ გელოდებოდი, ხო მშვიდობაა?
-კი, არ ბრძანდებოდა ბატონი უფროსი ოფისში და ადრე მომიწია წამოსვლა. მშია გვაქვს რამე?
-კი. ამ წუთას გადმოვდგი გაზიდან, ცხელია ჭამე.
-ოოო რა გემრიელი სუნი აქვს. კარგი გამოვიცვლი და შევჭამ ცოტას.
ზემოთ ავედი. ლანამ დამირეკა.
-სად ხარ კნუტოოო?
-ახლახანს მოვედი სახლში, შენ?
-მე სამსახურიდან გამოვდივარ.
-მიდი ლიზასაც დაურეკე და ამოდით ჩემსკენ. თან მაკამ რაღაც უცხო საჭმელი გააკეთა და გაგასინჯებთ.
-აუ მხეცივით მშია, დღეს შესვენებაზეც ვერ გავედი.
-შენ მოგიკვდეს ჩემი თავი. მიდი ამოდი და გაჭმევ. -ვუთხარი სიცილით.
-კაი დავურეკავ ქალბატონსაც და ამოვალთ.
ზუსტად ერთ საათში მოვიდნენ.
-ვაიმე სად იყავით აქამდე მოვკვდი მშიერი.
-აი ამას კითხე, სანამ იმ კაცის თითს პრიალი არ დააწყებინა მანამ არ გაუშვა ხელი სპირტს და ბამბას.
-პროფესიონალიზმი ეგაა ჩემო კარგო. -გამოეპასუხა ლიზა.
-კიიიი ზუსტად. -უპასუხა ლანამ.
გემრიელად ვივხშმეთ. სამზარულო მივულაგეთ მაკას და ოთახში ავედით ფილმის საყურებლად. დრო მალე გავიდა. გოგონები გავაცილე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
-მარიამ, გცალია? -კარებში თავი შემოყო ბექამ.
-კი ბექა შემიოდი. რა ხდება?
-სალაპარაკო მაქვს -ოოო, მეგონა ჯერ ადრე იყო მაგრამ....
-გისმენ აბაა
-რაღაც უნდა გთხოვო. მოკლედ მაინტერესებს ლიზას უყვარს თუ არა ვინმე, ანუ...
-ეს ძალიან პირადულია ჩემო ძმაო, შენ რაში გაინტერესებს?
-კაი დაივიწყე. გავლ მე. -მითხრა და ფეხზე წამოდგა.
-არავინ არ უყვარს მე ასე ვიცი, ჯერჯერობით. -ვუთხარი და გავუღიმე.
-კარგი მადლობა. -სახე გაუბრწყინდა. ოხ ეს სიყვარული, არ აათამაშა ამხელა მთასავით კაცი.
საწოლში ჩავწექი და ლანას დავურეკე.
-იცი ბექამ რა მკითხა? -ყველაფერი მოვუყევი.
-ანუ მალე სახლში რძალი გეყოლება.
-მე კი მეყოლება მაგრამ შენ როდის გახდები გაბუნიების სარძლო ნეტავ?
-ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. ეგ ადრე იყო, ახლა მეც სხვავარ და ლუკაც.
-ნურას უკაცრავად... კარგი ჯერ ესენი მოგვარდნენ და შენზე პირადად ვიზრუნებ. -მალე ლანასაც დავემშვიდობე და ტკბილად დავიძინე.
დილას ცხრის ნახევარზე უკვე კომპანიის ეზოში შევდიოდი.
-ისევ შენ? ღმერთო რატომ მაშინებს ეს მანქანა ასე? ან ვისია-ნომერს დავაკვირდი. უბრალო კომბინაცია იყო. ჩემს ფიქრებზე გამეცინა. -მგონი მართლა ზედმეტად აბუქებ მარიამ შეიძლება ეს სხვა მანქანაა. -შევუძახე საკუთარ თავს და კომპანიაში შევედი.
ჩემი ადგილი დავიკავე და ოფისის ტელეფონმაც დარეკა.
-ყავა და დღევანდელი შეხვედრების სია შემომიტანე. -მითხრა და გათიშა.
-უჟმური, ან დილამშვიდობისა ეთქვა ან ეკითხა მცალია თუ არა. " ყავა და დღევანდელი შეხვედრების სია შემომიტანე"-გავჯავრე და ყავის აპარატისკენ წავედი. კარზე დავაკაკუნე და თანხმობის შემდეგ შევედი. ზურგით იჯდა. ყავა მაგიდაზე დავუდე.
-ესეც დღის განრიგი.
-კარგი მადლობა მარიამ, -მითხრა და შემოტრიალდა, ღმერთო ჩემო. თვალები გამიფართოვდა მისი დანახვისას.
-შენ?
-ხო მე, რა იყო პირვლად მხედავ?
-უბრალოდ არ მეგონა ის უჟმური თუ შენ იქნებოდი... -ბოლო სიტყვები ჩუმად ჩავილაპარაკე-კარგი მე გავალ
-მარიამ!
-გისმენთ!
-ჯერ პირველი როცა მე და შენ ვართ ეს ოფიციალურობა და "თ"-ებით საუბარი არ გვინდა კარგი? და მეორე კვირის ბოლოს შეხვედრაზე მივდივარ და მინდა რომ შენც წამოხვიდე, გავიგე რომ რამდენიმე უცხო ენას ფლობ მგონი თურქულსაც ხომ.?
-კი ვახერხებ.
-ხოდა სტამბოლში შეხვედრაზე წამოხვალ.
-მე არასდროს გავყოლილვარ ბატონ არჩილს არსად.
-მამაჩემს ვესაუბრე უკვე, ფირმაში რაღაც სახის ცვლილებები იქნება, თანდათან გაიგებ.
-კარგი, მაშინ რა გაეწყობა, წამოვალ.
ვუთხარი და კაბინეტი დავტოვე. სავარძელში დავჯექი და ლანას და ლიზას ერთდროულად დავურეკე.
-საკონფერენციო ზარი? ხომ მშვიდობაა მარიამ? -მკითხა ლანამ
-ბომბი... ბომბი...
-შენობაში ბომბია მარიამ? -იწივლა ლიზამ-ამ დრის ტელეფონზე კი არ უნდა საუბრობდე შენობიდან უნდა გარბოდე.
-არა ამბავია ბომბი. იცით ვინაა ჩემი უფროსი?
-ვინ? -მკითხა ორივემ ერთდროულად
-თავად ალექსანდრე.
-ის ალექსანდრე?
-ხო ლიზა ის. დღეს ვნახე.
-უყურე შენ სად გაიჩითა ჩვენი პრინცი. -სიცილს არ წყვეტდა ლანა.
-ლანა დაწყნარდი,კიდევ ერთი საკითხია კვირის ბოლოს სტამბოლში მივდივართ.
-შენ და ალექსანდრე?
-ხო ლიზა მე და ის.
-აუ იმედია რომელიმე დაბრუნდებით ცოცხალი. -ისევ ახარხარდა ლანა.
-კარგი საღამოს გავიდეთ სადმე, ახლა გავთიშავ. -ტელეფონი გავუთიშე და სამსახურს დავუბრუნდი.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Bolos bevri vicine male dade ra

 


№2 სტუმარი Nia

Dzaaan magaria moutmenlad veli shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent