შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 6თავი


13-11-2018, 20:39
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 776

- გისმენთ? _ გვიანი იყო სახლში რომ დაბრუნდა, კარის შეხსნის თანავე დაურეკა ტელეფონმა, უცხო ნომერი იყო ამიტომ მალევე უპასუხა.
- შენი ნომერი შენმა მეგობარმა მომცა._ გაისმა ნაცნობი ხმა.
- გისმენთ ბატონო ავთო?
- ჩემს შვილს ველაპარაკე.
- მეც.
- შენ შემპირდი რომ მას დაიცავდი.
- მე პირობას ყოველთვის ვასრულებ, მაგრამ თქვენს შვილს არ სჭირდება ჩემი დაცვა. მას ციხეში ყოფნა სურს ამიტომ არ დავიცავ, მე მხოლოდ იმათ ვიცავ ვისაც თავისუფლება უნდა. მან იცის ვინც ჩაიდინა ეს, მის დასაცავად კი ციხეში ყოფნა სურს.
- შენ მე შემპირდი, ამიტომ პირობა უნდა შეასრულო. რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა გაანთავისუფლო. _ გოგოს პასუხს არ ელოდება ტელეფონს თიშავს.
- ჯანდაბა. _ გამწარებულმა მოიხურა კარგი.
- დეიდა რამ გაგაგიჟა? _ გიჟივით გამოვარდა მისაღებში ნიკა.
- აქ ხარ ნიკუშ? მეგონა მეგობრებთან იქნებოდი.
- არა დღეს ძალიან დავიღალე.
- ბებო სად არის?
- ოთახში ისვენებს.
- კარგი. მე კაბინეტში ვიქნები. _ კაბინეტში ტყავის სავარძელებულში მოკალათებული ლაშხი საბუთებს ჩაკირკიტებდა, მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან იყო. ფიქრების გასაფანტად თავი რამდენიმეჯერ გააქნია თუმცა უშედეგოდ. - რა გჭირს დარო? _ აზრზე მოსასვლელად, თავში წამოირტყა ხელი. - ხვალ 27 აგვისტოა. _ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. - ბედნიერი და ტკივილით სავსე 27 აგვისტო. არც ხვალ გნახავ მაშო, მე შენს საფლავთან არც ხვალ მოვალ.
- დეიდა. _ ფიქრებიდან გამოერკვა ბიჭის ხმის გაგებისას.
- რა გჭირს? _ წინ ჩამოუჯდა გოგოს.
- უბრალოდ ვფიქრობდი. ხვალ დედაშენის დაბადებისდღეა.
- მართლა? დეიდა დიდი ხანია ამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ გეუბნებოდი. წამიყვან დედის საფლავთან?
- მეე? მე ამ საქმეში არ გამოგადგები ნიკუშ, მე არ ვიცი სად არის მისი საფლავი. იქ არასოდეს ვყოფილვარ.
- რატომ?
- მის სიკვდილში დღემდე საკუთარ თავს ვადანაშაულებ, მეც ისევე ვარ დამნაშავე მის სიკვდილში როგორც სხვები. მე შემეძლო მისი გადარჩენა, უფრო დაკვირვებული რომ ვყოფილიყავი, ის ახლა აქ იქნებოდა.
- ასე ნუ ამბობ დეიდა, ეს ყველაფერი ღმერთის ნება იყო.
- ღმერთი, ღმერთი არ არსებობს ნიკუშ. ის ჩემთვის არ არსებობს, მე არ მაინტერესებს რა სურს მას. ის თუ იმას ღებულობს რაც მას სურს, მეც იმას ვღებულობ რაც მე მსურს.
- არ გწამს მისი?
- არა. ნიკუშ შენ ხომ მომავალი იურისტი ხარ? _ მალევე შეცვალა თემა ლაშხმა.
- კი.
- შენს კურსზე არ არის ისეთი, ვინც ძალიან ნიჭიერია და ამავდროულად სამსახური სჭირდება?
- ეგეთი მე ვარ.
- შენ ბიჭი ხარ.
- მერე რა? ეს რა დისკრიმინაციაა.
- თუ ატავს დაჩაგრულად გრძნობ, წადი და მიჩივლე. _ ენას უყოფს ბიჭს. - ხოლო თუ კარგ გოგოს მომიძებნი ხვალამდე, ვისაც მუშაობა არ ეზარება. ჩემს დამხმარედ აგიყვან, შეგეძლება სასამართო პროცესზე ჩემს გვერდით იყო და დამეხმარო, ჩემი კლიენტის უდანაშაულობის დამტკიცებაში.
- უკვე მოგიძებნე ხვალ მოგიყვან.
- ძალიან კარგი. ახლა რაღაცას გეტყვი და შენი აზრი მაინტერესებს. _ თანხმობის ნიშნად თავს უკრავს ბიჭი. - მოკლულია ახალგაზრდა გოგო 27 წლის, ის თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, გარდა ერთისა. ადგილას სადაც ის იპოვეს, სისხლის ერთი წვეთიც კი არ აღმოჩნდა. მის ორგანიზმში არანაირი წალის კვალია, გვიან ღამით სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს, ეს სურათი დახვდა ცოლის დახმარება სცადა თუმცა უშედეგოდ. შემდეგ პოლიციაში დარეკა, ადგილზე მოსულმა სამართალდამცავებმა კაცი დააპატიმრეს, ყოველგვარი ეჭვის და მტკიცებულების გარეშე. როგორ დაამტკიცებ მის უდანაშაულობას? _ ფეხზე წამოდგა ლაშხი გარდაცვლილის ფოტოები წიმ დაუდო, და დიდი ფანჯრის წინ დადგა.
- შენ თქვინ რომ მას მხოლოდ ერთი დაზიანება ჰქონდა, თუმცა სისხლი არ ყოფილა, მაგრამ არ გიხსენებია მკვლელობის იარაღი.
- იმიტომ რომ არ ყოფილა.
- ყელი გამოჭრეს?
- ეს კითხვა თუ პასუხი?
- პასუხი.
- სისხლი? სისხლზე რას მეტყვი.
- ჯერ გაგუდეს, ხოლო ყელი შემდეგ გამოჭრეს, მაგრამ მკვლელობა იქ არ მომხდარა.
- ამას რით დაამტკიცებ? _ ბიჭისკენ ბრუნდება.
- ფოტოებში ნათლად სჩანს მკვლელობის ადგილი, არანაირი კვალია იმის რომ იქ ჩხუბი მოხდა. დამერწმუნე რომ ასეთი მკვლელობა შეწინააღმდეგების გარეშე არ მოხდებოდა, შენ თქვი მას არანაირი კვალი აქვსო. არადა მის სხეულზე უამრავი დაჟეჟილობაა. გარდაცვლილი მკვლელს შეეწინააღმდეგა, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო რომ მკვლელი ქალია.
- საიდან დაასკვენი?
- ჭრილობიდან, ჭრილობა არც ისე ღრმაა სასიკვდილოდ. ეს რომ კაცს ჩაედინა ყელს მთლიანად გადაუჭრიდა.
- ყოჩაღ. ძალიან კარგად გაართვი შენს დავალებას თავი, ხვალ სასამართლო პროცეს შენც დაესწრები.



- მოიცა ანუ მკვლელობა, გარდაცვლილის საყვარელის ცოლმა ჩაიდინა?
- ნიკა იქ არ იყავი? შენი ყურით ხომ გაიგე რაც ვთქვი. _ სასამართლო დაროს სასიკეთოდ დასრულდა, მისი დაცვისქვეშ მყოფი უდანაშაულოდ სცნეს.
- ყოჩაღ დეიდა შენზე ბევრი მსმენია, მაგრამ არ მეგონა ასეთი მაგარი თუ იყავი. როგორ ეწინააღმდეგებოდი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს.
- ეს ჩვენი პროფესიაა. სამსახურში მივდივარ წამოხვალ?
- არა. დღეს მამასთან ერთად დედას საფლავი უნდა ვნახო.
- თეთრი ორქიდია.
- ვერ გავიგე?
- დედაშენს თეთრი ორქიდია უყვარს.
- გასაგებია. _ ლოყაზე ხმაურით კოცნოს გოგოს და იქაურობას სცილდება. სასამართლოდან პირდაპირ სამსახურში მიდის, სადაც ნიკას გამოგზავნილი ოცი წლის ქერათმიანი, ლამაზი გოგო ხვდება.
- გამარჯობა. _ მორცხვად უღიმის ლაშხს.
- გაგიმარჯოს. დაჯექი. _ ხელით ანიშნა სავარძლისკენ. - ნიკამ შენზე მიამბო თუმცა ბევრი არაფერი უთქვამს, მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები.
- სწავლით კარგად ვსწავლობ, ლექტორებსაც ძალიან ვუყვარვარ. არ ვარ განებოვრებული ბავშვი, იმით ვკმაყოფილდები რაც მაქვს. არასოდეს მდომებია იმაზე მეტი რაც ახლა მაქვს, მაგრამ ერთი მიზანი მაქვს. გავხდე იმაზე კარგი ადვოკატი ვიდრე ბიძაჩემი არის.
- ვინ არის ბიძაშენი მაშო? _ ჩაწითლებული თვალები მიანათა გოგოს.
- შალვა გურგენიძე.
- გასაგებია. _ კაცის სახელის და გვარის გაგებისას ეციმება. - ოჯახი?
- სოფლიდან ვარ, აქ სწორედ შალვასთან ვცხოვრობ. ჩემი ოჯახი კი სოფელში არიან.
- ბიძაშენით არც ისე კმაყოფილი ხარ როგორც სჩანს.
- თქვენ ჩემზე კარგად იცით როგორი ადამიანია ის.
- თუ ჩემთან იმუშავებ იმაზე კარგ ადვოკატად გაქცევ, ვიდრე ოდესმე გახდები. თუ გამომყვები ბოლომდე უნდა დაიხარჯო, თუ სურვილო გექნება შემიძლია დღესვე აგიყვანო. საათები შევათანხმოთ, ხელი სწავლაში რომ არ შეგეშალოს. რაღაც მინდა შემოგთავაზო თუ წინააღმდეგი არ იქმები?
- ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ თქვენ ყოველთვის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყავით. როდესაც ნიკამ სამსახური შემომთავაზა, ბედნიერებით დავფრინავდი. რადგან მხოლოდ ოცნებაში თუ ვიქნებოდი თქვენი ასისტენტი.
- ოცნებები ხდება ლიკა. თუ სურვილი გექნება შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდე, შალვას შესახებ ყველაფერი ვიცი. კომფორტულად ვერ ვიქნები თუ მეცოდინება რომ ისევ მასთან ცხოვრობ. ოდესმე გაუკეთებია ისეთი რამ რამაც გატკინა?
- კი.
- რატომ არავის არ უთხარი? _ ბრაზი ჩაუდგა თვალებში.
- ის ჩემზე გავლენიანია, ჩემი სიტყვა მასთან შედარებით არაფერია. დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი თქვენთან, მაგრამ.
- მისი გეშინია? _ თავს უკრავს გოგო. - ნუ გეშინია ყველაფერს მე მოვაგვარებ, გპირდები მას ისეთ რაღაცას გავუკეთებ რასაც არ მოელის. იცი რა არის საუკეთესო შურისძიება? _ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. - არ არის საჭირო მის დასასჯელად მოკლა, ციხეში ჩასვა ან აწამო. მისი დასჯის საუკეთესო ხერხი, წაართვა ის რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია. ბიძაშენისთვის კი ყველაზე ძვირფასი, მისი პროფესიაა. მახსოვს როგორ გავმწარდი როდესაც ლიცენზია შემიჩერეს, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც მას მოელის. ეს კონტრაქტია, გადახედე გაეცანი, თუ ყველა პირობაზე თანახმა იქნები ხელი მოაწერე.
- ყავა მოგიმზადოთ? _ ფეხზე წამოდგა გოგო.
- კარგი მომიმზადე. _ ეღიმება. - ოღონდ.
- ვიცი რომ უშაქროს სვავთ, ორი კოვზი ყავა შაქრის გარეშე. _ მალევე წამოიყვირა სათქმელი.
- ყოჩაღ. _ კმაყოფილი ღიმილით შეხედა. გოგოს გასვლის შემდეგ, ღიმილი მალევე შეცვალა ბრაზმა, სიმწარემ, შურისძიებამ და ტკივილმა. მაშო მას ხომ მისი მაშოს სახელი ქვია, მასაც ხომ ისე ატკინეს როგორც მის მაშოს. გოგოს თვალებში მისი და დაინახა რამაც ორმაგად ატკინა. დაიცავ, დის დაცვა ვერ შეძლო თუმცა მას სიცოცხლის ფასად დაიცავს. მერე რა რომ ის დღეს პირველად ნახა, მერე რა რომ მას საერთოდ არ იცნობს. მისთვის ისიც საკმარისია რაც მოისმინა. გაბრაზებული გამოვარდა კაბინეტიდან და ზედა სართულზე, კისრისტეხვით გაიქცა. - მარიამ, ერეკლე კაბინეტშია?
- დიახ ქალბატონო. _ ფრთხილად დააკაკუნა და კარები შეხსნა.
- შენი დახმარება მჭირდება. _ არაფრის თქმა არ აცალა პირდაპირ მიახალა სათქმელი.
- რა ხდება?
- შალვა გურგენიძეს იცნობ?
- არ ვიცნობ, მაგრამ გამიგია.
- იკას ვერ ვთხოვ, დღეს ჩემთვის არ სცალია. კარგად იცი ჩემი და პოლიციელების დამოკიდებულება  ამიტომ შენი დახმარება მჭირდება. მაგ კაცზე ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება, თუნდაც უმნიშვნელო.
- რა ხდება დარო? _ ფეხზე წამოდგა ლიჩელი.
- ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი მჭირდება.
- ფერი საერთოდ არ გადევს.
- არაუშავს გამივლის, ასე მემართება ხოლმე.
- სასამართლოზე რა მოხდა?
- ისეთი არაფერი, მოვიგე. ეს იმ საქმეს არ ეხება. ჩემს ახალ ასისტენტს ეხება.
- გასაგებია. როცა საუბარი მოგინდება აქ ვარ.
- მას მაშო ქვია. _ ცრემლიანი თვალები მიანათა ბიჭს. - მასზე ძალადობდნენ. _ ქვედა ყბა აუცახცახდა, ხმის გაკონტროლებას სცდილობს თუმცა უშედებოდ. მარჯვენა ხელით სავარძელს დაეყრდნი, რათა არ დაცემულიყო. - ჩემს დაზეც იძალადეს. მის დასაცავად ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ მას დავიცავ. არავის მივცემ უფლებას მას ისევ დააკარონ ხელი.
- დამშვიდდი. _ გულში ჩაიკრა გოგო. - გპირდები დაგეხმარები, მას ხელს ვეღარავინ დააკარებს. _ რიტმულად უსმევდა თავზე ხელს და უფრო ძლიერ იკრავდა გულში. - აღარ იტირო გთხოვ, მას დავეხმარებით.
- რომ ვერ შევძლო? ისიც ისევ რომ დავკარგო როგორც მაშო?
- შენ ყველაფერს შეძლებ, გაიხსენე როგორ მოხვედი აქამდე. ნუ იტყვი რომ ვერ შეძლებ, შენ ყველაფერს შეძლებ. შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე გგონია. _ ცრემლიანი თვალები შეუმშრალა გოგოს, შუბლზე აკოცა და ისევ გულზე მიიხუტა. - ვერ ვიტან შენს თვალზე ცრემლს, მიყვარს როდესაც იღიმი.
- მადლობა, მადლობა ჩემს გვერდით რომ იყავი. მე წავალ. _ ბიჭს მოშორდა, კარი გამოაღო უკან მოიხედა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა გაკვირვებული ლიჩელი და ოთახიდან გავიდა.


- ეს რა საქმეა?
- ახალგაზრდა ბიჭს მკვლელობაში სდებენ ბრალს.
- დამნაშავეა?
- მაშო მოდი ერთ რამეს გეტყვი, ვიცი რომ იცი, მაგრამ მაინც. ჩვენთვის არ არის მთავარი დამნაშავეა თუ არა, მნიშვნელოვანია დავიცვათ ის და უდანაშაულოდ ვცნოთ, მაგრამ ეს დამნაშავეა. მას არ მოუკლავს, თუმცა გვამის გადამალვაში ეხმარებოდა.
- იცი ვინ არის მკვლელი?
- კი მისი შეყვარებული, თუმცა დანაშაულის აღიარება უნდა. ის გოგო ორსულადაა და არ უნდა ციხეში გაუშვას. გოგოს შევხვდი, მაგრამ ისეთს არაფერს ამბობს. შენი დავალებაა მისი გინეკოლოგთან ვიზიტის ჩანაწერები მომიტანო, თუ დავამტკიცებთ რომ ის არ არის ორსულად, მაგ შემთხვევაში შანსი გვექნება გავანთავისუფლოთ და უარი ვათქმევინოთ მის დაცვაზე.
თუბამაზეც უარს იტყვის მაშ ციხეში ორივეს ერთად ჩავსვავ
- კარგი გავიგებ რომელ ექიმთან დადის.
- ეს ექიმის სახელი და გვარია. _ წინ უდუბს ფურცელს.
- კარგი, ახლავე წავალ.
- ახლა სად წახვალ? ღამის 10 საათია.
- უი ამხელა დრო გავიდა? კარგი ხვალ დილით წავალ.
- მიდი ახლა დაისვენე, ხომ გაჩვენე შენი ოთახი?
- ღამემშვიდობის. შენ არ იძინებ?
- ნიკას დაველოდები. ძილინებისა. _ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, მაცივრიდან წყალი გამოიღო და დაისხა. იქვე ჩამოჯდა, თავი მაგიდაზე ჩამოდო და ტელეფონს უაზტოდ დასცქეროდა, ეოდესაც ესემესი მოუვიდა..
" თავს როგორ გრძნობ?" _ ნაცნობი ნომრის დანახვისას გაეღიმა.
" ახლა უკეთ ვარ. შენ როგორ ხარ?"
" ცოტა დავიღალე. ხომ არ გაგაღვიძე?"
" არა, ნიკას ველოდები ჯერ არ მოსულა. იკასთან ერთად არის, თუმცა მაინც ვნერვიულობ."
" რა განერვიულებს? მამასთან ერთად არის, უცხოსთან ხომ არა."
" ვიცი, მაგრამ მაინც."
" ნუ ნერვიულობ. შენ რომ მთხოვე ის საბუთები, ახლა ჩემთანაა ხვალ დილით რომ მოხვა გადმოგცემ"
" მადლობა. ძილინებისა ერეკლე"
" ძილინებისა ადვოკატო" _ ბედნიერების ღიმილმა გადაურბინეს სახეზე, ფეხზე წამოდგა და მისაღებში გავიდა. დივანზე უნდა ჩამომჯდარიყო როდესაც კარის ხმა გაისმა, სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა კარისკენ სადაც იკა დახვდა, რომელსაც ნიკა ზურგზე ყავდა გადაკიდებული.
- რა მოუვიდა? _ სასწრაფოდ მივარდა ბიჭს.
- ჩემი საყვარელი დეიდა აქ ყოფილა.
- ფუ რა სუნი ადგის? რა დალიე ასეთი?
- შუადღის მერე სვავს, ჭიქა ხელიდან ვერ გავაგდებინე.
- მერე შენ მამა ხარ თუ მერიქიფე? ვერ დაუბრიალე თვალები?
- შენსავეთ თვალებს ვერავინ აბრიალებს დეიდა.
- ნიკა ნუ ლაპარაკობ, სასმლის სუნი აგდის.  _ ცხვირზე აიფარა ხელი ლაშხმა.
- სუნამო მომიტანე დავისხამ.
- სუნამოს თუ დალევ თორემ ისე არ გიშველის. წამოდი ოთახში აიყვანე, თქვენი ერთად გაშვება არ შეიძლება. ასე რამ გაამწარა?
- დარო. _ თვალები დაუბრიალა აკომ.
- ეგ თვალები მაშინ გებრიალა, ეს რომ სვავდა ჩემზე არ გაჭრის.
- დეიდა ხელში ამიყვანე რა. _ ტუჩები სატირლად დამანჭა ბიჭმა.
- ამხელა კაცს ხელში რა ამაყვანინებ, არახარ შენ ნორმალური. აქ დააწვინე. _ საწოლისკენ ანიშნა
- კარგი რა დეიდა, დღეს ხომ დაგეხმარე  რატომ მიბრაზდები?
- მე რომ ასე ყველა გამარჯვების შემდეგ დამელია, ახლა აქ კი არა "ბირჟაზე" ვიქნებოდი ლოთების გვერსით. მომეცი ფეხი. _ დაუყვირა როდესაც ბიჭმა ფეხი ჰაერში აწია. - მომეცი ბიჭო ფეხსაცმელი გაგხადო.
- არ მინდა.
- ჰოდა იყავი მაქ. _ გაბრაზებულმა აქცია ზურგი.
- დეიდა ჩემს გვერიდთ დაწექი რა.
- შენ კარგად ხარ? აა მამაშენი და ის მოგიწვეს, თუ გაუძლებს მაგ სასმლის სუნს.
- მე შენთან ერათად დაძინება მინდა.
- ახლა რომ მომკლან მაქ მაინც არ დავწვები. _ გადასაფარებელი დააფარა, სინათლე ჩააქრო და ოთახიდან აკოსთან ერთად გავიდა.
- მაპატიე მართალი ხარ არ უნდა მიმეცა ნება, მაგრამ როდესაც დედამისის საფლავი ნახა.
- ვიცი აკო მისთვის არ არის ადვილი ეს ყველაფერი. მთელი 21 წელი მისი მშობლები ისინი ეგონა, ცხოვრება თავზე ჩამოენგრა თუმცა მიეჩვევა. მართალია ასაკით პატარაა, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ძლიერია.
- შენ გგავს.
- მე? არა რას ამბობ, ის შენ გგავს. შენნაირად შეუძლია გრძნობების დამალვა, არ ამბობს რა სტკივა, რა უხარია.
- შენც ეგრე ხარ. ერთმანეთს ვგავართ.
- ისე ზოგჯერ ეჭვი მეოარეკა, გუგა კი არა მგონინმე ვარ შენი დედმამიშვილი. - იცინის.
- მაგაში ეჭვი მეც მეპარება, მაგრამ დედაჩემის პატიოსნებაში დარწმუნებული ვარ. _ სიცილი აუტყდა ბიჭს. - კარგი დარო მე ცავალ, გვიანია უკვე.
- დარჩი დღეს, მე ნიკას უნდა მოვუარო. ბავშვია მაინც და არ ვიცი რა მოუვლის თავში, შენ ჩემს ოთახში დაიძინე.
- არ მინდა შეგაწუხო.
- ახლა თუ შემოგცხე. _ თვალები დაუბრიალა ბიჭს. - გამასწარი სანამ მართლა არ ჩაგცხე რამე თავში.
- ძილინებისა.
- ტკბილი ძილი. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და ნიკას ოთახში შევიდა. მთელი ღამე სავარძელში მოკალათებულმა გაათენა, თვალი ერთხელაც არ მოუხუჭავს. რამდენჯერაც ნიკა გადასაფარებელს გადაიძრობდა, იმდენჯერ წამოდგებოდა და აფარებდა. ბოლოს ნერვები მოეშალა და ისე გაახვია იქედან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო.
- დილამშვიდობის. _ დილის რვა საათზე  ბედნიერი ღიმილით ესალმება გოგოს.
- თავს როგორ გრძნობ?
- ცოტა თავი მტკივა. შენ?
- კარგად ვარ, რამეს გაგიმზადებ. რა გესიამოვნება?
- ხაში.
- ხაში? _ შეიცხადა გოგომ. - ახლა გამასწარი აქედან. წვნიანს გაგიკეთებ, შენ მაქამდე იბანავე, მოწესრიგდი. ჰო მართლა სახლში შენი მეგობარია და ნახევრად დიტველი ნუ გამოტანტალდები.
- ვინ მეგობარი?
- მაშო.
- მაშო? _ ფეხზე წამოხტა ბიჭი. - ახლავე გამოვალ.
- ეს მართლა არა ნორმალური. _ დანანებით ჩაიქნია ხელი და ოთახიდან გავიდა.
- დილამშვიდობის. _ სამზარეულოში მოფუსფუსე დაროს თავზე ადგენა მაში.
- დილამშვიდობის. ყავას დალევ?
- მე გავამზადებ.
- არა. მაქ დაჯექინმე გაგიმზადებ.
- მეც უშაქროს ვსვავ.
- ძალიან კარგი.
- მე გავაღებ. _ ფეხზე წამოდგა მაშო როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, და მალევე დაბრუნდა უკან გვანცასთან ერთად.
- რამ შეგაწუხა შავაძე? _ ეჭვისთვალით შეხედა მეგობარს.
- მომენატრე და მოვედი.
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით. შეიძლება დღეს სამსახურში წამოგყვე?
- მეჩვენება თუ შენ და ნიკა ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევით?
- უცნაურობაში რა სგულისხმობ?.
- სამსახურში რატომ უნდა წამომყვე? შენ რა არ მუშაობ? მოიცადე, მოიცადე შენ რა. არ არსებობს, არა იმ დღეს კი ვიეჭვე რაღაც, მაგრამ. შენ რა გუგა მოგწონს?
- რას ამბობ? კარგი ჰო მომწონს. _ მალევე შეცვალანსათქმელი როდესაც დარომ მის წინ დანა ააფრიალა.
- გასაგებია, ანუ იმ სულელს. _ გაჩუმდა რადგან გაახსენდა მაშო რომ იქ იყო.
- მომესმა თუ აქ ჩემი ძლის სახელი გაისმა? რომელ სულელს მოსწონს ის? _ მალევე შემოვიდა სამზარეულოში აკო.
- გვანცას. _ გვანცას თვალების დაბრიალება არ შეიმჩნია დარომ და მაინც თქვა.
- რაღა გვიჭირს. _ ბოლო ხმაზე იცინი აკო. - კარგი ჰო რძალო ჩუმად ვარ.
- არ ვარ მე შენი რძალი. _ ბრაზდება.
- მალე გახდები. _ დაროს გამოწვდილ ხელს თავისი მიარტყა და ადგილი დაიკავა.


- დილამშვიდობის. _ საქაღალდით და ყავით ხელში შევიდა ერეკლე გოგოსთან.
- დილამშვიდობის. ამ ბოლო დროს ძალიან მანებივრებთ ბატონო ერეკლე.   _ ხელიდან გამოსტაცა საქაღალდე და ადგილი დაიკავა.
- არ გეძინა?
- როგორ მიხვდი?
- ისეთი სახე გაქვს, მგონი მთელი ღამე გაათენე.
- კი მომიწია, ნიკას ვდარაჯობდი.
- უნდა დაისვენო, რატომ არ გამაფრთხილე შეგეძლო დაგესვენა დღეს.
- არაუშავს, ბევრი საქმე მაქვს. ძილისთვის დროს ვერ დავკარგავ.
- ძალიან ბევრს მუშაობ.
- ისევე როგორც შენ.
- მე კაცი ვარ.
- მაგით რისი თქმა გინდა? მერე რა რომ გოგო ვარ? იმაზე მეტის ატანა შემიძლია ვიდრე, თქვენ კაცებს.
- მაგის თქმა არ მინდოდა. _ დაიბნა.
- კარგი ჰო გეხუმრე. _ ბიჭის დაბნეულობაზე ეღიმება.
- გინდა დღეს საღამოს ერთად ვივახშომთ?
- კარგი.
- მაშ ჩემთან გეპატიჟები, ყველაფერს მე გავამზადებ.
- კარგი.
- სამსახურის შემდეგ ქვემოთ დაგელოდები. _ ლოყაზე კოცნოს და ოთახიდან გადის.






№1  offline წევრი მია15

ძალიან საინტერესო თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

მია15
ძალიან საინტერესო თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს


ძალიან მიხარია თუ მოგწონთ ❤

 


№3  offline წევრი მია15

კი ძალიან მომწონს.წარმატებები და ველი ახალ თავს

 


№4 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

ვა ვა ვა საღო ველოდები მოუთმენლად ახალ თავს არა რა ხომ ვამბობ ამ ისტორიაზე შეყვარებულივართქო? მიყვარს ასეთი რაღაცეები

 


№5  offline მოდერი LurjTvala demoni

მია15
კი ძალიან მომწონს.წარმატებები და ველი ახალ თავს


ძალიან მიხარია რომ კითხულობთ ❤

ძალიან მიხარია თუ მოგწონთ ❤
ქამელეონის თვალება გოგო
ვა ვა ვა საღო ველოდები მოუთმენლად ახალ თავს არა რა ხომ ვამბობ ამ ისტორიაზე შეყვარებულივართქო? მიყვარს ასეთი რაღაცეები

ძალიან მიხარია თუ მოგწონთ ❤

meocnebe avadmyopi
აქ ვარ დეიდა
გამაგიჟებენ ესენი მე
აუ ამათი გაცნობა რომ შეიძლებოდეს ვინ გამასწრებდით
ამათთან ერთად დილა და საერთოდ დღე იქნებოდა რაღაცა სასტოული
აკოს და გვანცას მომენტზე მოვკვდი და ჩავკვდი
რატო მგონია რომ ნიკუშას დედამისის სეხნია უნდა შეუყვარდეს
მარტო მაგას დავუთმობ სხვას არა
აუ ნიკას სიმთვრალეზე იმდენი ვიცინე კინაღამ სკამიდან გადავყირავდი
დარო ისეთია შერლოკი მიმიქარავს
აუ ძალიან კარგი იყო დეიდა რა
მალე დადე შემდეგი რა innocent heart_eyes


მხოლოდ მას დაუნთე სხვას არა :დდ დეიდას გოგოვ როგორ მიხარია რომ მოგწონს ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მომწონს,საოცარი ისტორიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent